You are on page 1of 18

რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition

თავი 1: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში


კოგნიტური ფსიქო ლ ო გიის განსაზღვრება
ფსიქო ლ ო გიის ფილ ო სო ფიური წანამძღვრები: რაციო ნალ იზმი vs. ემპირიზმი
კოგნიტური ფსიქო ლ ო გიის ფსიქო ლ ო გიური წანამძღვრები
შემეცნების ფსიქოლოგიის ადრეული დიალექტიკა
შემეცნების სტრუქტურის შესწავლა: სტრუქტურალიზმი
შემეცნების პროცესების შესწავლა: ფუნქციონალიზმი
ინტეგრაციული სინთეზი: ასოციაციონიზმი
უნდა შეისწავლო მხოლოდ ის, რასაც ხედავ:
ასოციაციონიზმიდან ბიჰევიორიზმამდე
ბიჰევიორიზმის მომხრეები
ბიჰევიორიზმის მოწინააღმდეგეები
ბიჰევიორისტი ბედავს შავ ყუთში ჩახედვას
მთელი მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი:
გეშტალტ-ფსიქოლოგია
კოგნიტური ფსიქო ლ ო გიის აღმოცენება
ფსიქობიოლოგიის როლი
ტექნოლოგიის გავლენა: საინჟინრო, გამოთვლითი და გამოყენებითი კოგნიტური ფსიქოლოგია
შემეცნება და ინტელ ექტი
რა არის ინტელექტი?
ინტელექტის 3 კოგნიტური მოდელი:
- კეროლი (Carroll): ინტელექტის 3-დონიანი მოდელი
- გარდნერი (Gardner): მრავალმხრივი ინტელექტის თეორია
- სტერნბერგი (Sternberg): ინტელექტის სამგანზომილებიანი მოდელი
კოგნიტური ფსიქო ლ ო გიის კვლ ევის მეთოდები
- კვლევის მიზნები
- სპეციფიკური კვლევის მეთოდები
- ექსპერიმენტები ადამიანის ქცევაზე
- ფსიქობიოლოგიური კვლევა
- თვით-ანგარიში, შემთხვევების შესწავლა და ბუნებრივი დაკვირვება
- კომპიუტერული სიმულაცია და ხელოვნური ინტელექტი
- ყველაფრის ერთად შეკრება
კოგნიტური ფსიქო ლ ო გიის ფუნდამენტური იდეები
კოგნიტური ფსიქო ლ ო გიის ძირითადი თემები
შეჯამება
ფიქრი აზროვნების შესახებ: ანალ იტიკური, კრეატულ ი და პრაქტიკულ ი კითხვები
ძირითადი ცნებები
მედია-რესურსები
რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
ქვემოთ მოცემულ ია რამდენიმე კითხვა, რო მელ საც მოცემულ თავში გაეცემა პასუხი:

1. რა არის კოგნიტური ფსიქოლოგია?

2. როგორ ჩამოყალიბდა ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება?

3. როგორ განვითარდა კოგნიტური ფსიქოლოგია ზოგადი ფსიქოლოგიიდან?

4. რა წვლილი შეაქვთ სხვა დარგებს კოგნიტური ფსიქოლოგიის თეორიისა და კვლევის

განვითარებაში?

5. კვლევის რა მეთოდებს იყენებენ კოგნიტური ფსიქოლოგები ადამიანების შემეცნებითი პროცესების

შესასწავლად?

6. რა საკითხებს შეისწავლიან თანამედროვე კოგნიტურ ფსიქოლოგიაში?

! გინდ დაიჯერე, გინდ არა


ეხლ ა ხედავთ, ეხლ ა არა!
კოგნიტური ფსიქოლოგია ხასიათდება საოცარი აღმოჩენებით. დენ სიმონსი (Dan Simons)
ილინოისის უნივერსიტეტიდან სიურპრიზების ოსტატია (ნახეთ: Simons, 2007; Simons & Ambinder,
2005; Simons & Rensink, 2005). თქვენ თვითონ სცადეთ! უყურეთ შემდეგ ვიდეოებს და ნახეთ, თუ
რაიმე კომენტარი გაქვთ მათთან დაკავშირებით.
http://viscog.beckman.illinois.edu/flashmovie/23.php
შენიშვნა: არ წაიკითხოთ ქვემოთ ტექსტი ვიდეოს ნახვამდე!

შეამჩნიეთ, რომ სხვადასხვა ადამიანები არიან ვინც ტელეფონზე პასუხობს და ვინც მაგიდასთან
იჯდა? დააკვირდით, მათ სრულებით სხვადასხვა ტანსაცმელი აცვიათ. თქვენ ეხლა ნახეთ ე.წ.
ცვლ ილ ებებისადმი სიბრმავის მაგალითი. ამ ფენომენის შესახებ უფრო მეტს აღქმის
შესწავლისას გაიგებთ.
ეხლა უყურეთ მეორე ვიდეოს. ამჯერად, თქვენი ამოცანაა დაითვალოთ თეთრმაისურიანების მიერ
კალათბურთის ბურთის გადაცემათა რაოდენობა. არ უნდა დათვალოთ შავმაისურიანი
სტუდენტების მიერ გაკეთებული გადაცემათა რაოდენობა:
http://viscog.beckman.illinois.edu/flashmovie/15.php
შენიშვნა: არ წაიკითხოთ ქვემოთ ტექსტი ვიდეოს ნახვამდე!

სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენი გადაცემა გაკეთდა. შეამჩნიეთ


ადამიანი გორილას ფორმაში? ადამიანების უმრავლესობა ვერ ამჩნევს მას. ეს ვიდეო უნებლ იე
სიბრმავის (inattentional blindness) კარგი მაგალითია. ამ ცნების შესახებ მეტს ყურადღების
შესწავლისას გაიგებთ.

გაიხსენეთ, ბოლოს როდის იყავით წვეულებაზე ან ხალხმრავალ შეკრებაზე. იქ ალბათ ათეულობით

და შეიძლება ასეულობით სტუდენტიც იყო თავმოყრილი შედარებით მცირე სივრცეში. შესაძლოა მუსიკა

უკრავდა და თქვენ გარშემო ბევრი ადამიანის ერთდროული საუბრის შედეგად გამოწვეული ხმაური იდგა.

მიუხედავად ამისა, თქვენ შეგეძლოთ მეგობრებთან საუბარზე კონცენტრაცია და იმ ხმაურისგან გამოყოფა,

რაც თქვენს გარშემო იდგა. მოულოდნელად, მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი ყურადღება შეიძლება

გადანაცვლებულიყო, რადგან თქვენ ვიღაცა სხვის საუბარში მოკარით ყური თქვენს სახელს. რა

პროცესები მოქმედებდა ამ სიტუაციაში? როგორ შეძელით უამრავ არარელევანტურ ხმაურს შორის


რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
ყურადღება ერთ-ერთზე გაგემახვილებინათ? როგორ შეძელით შეგემჩნიათ/გაგეგოთ თქვენი სახელი,

მიუხედავად იმისა, რომ მიზანმიმართულად არ უსმენდით თქვენ გარშემო მიმდინარე დიალოგებს?

ადამიანების უნარi, მოახდინონ ფოკუსირება ბევრ ხმაში ერთ-ერთზე, ერთ-ერთ საოცარ ფენომენს

უწოდებენ კოგნიტურ ფსიქოლოგიაში და იცნობენ, როგორც „კოქტეილის წვეულების ეფექტს“.

კოგნიტური პროცესები მუდმივად მიმდინარეობს თქვენს გონებაში და თქვენს გარშემო მყოფი

ადამიანების გონებაში. არა აქვს მნიშვნელობა, საუბარში

იღებთ მონაწილეობას, ქუჩის გადაკვეთისას

განსაზღვრავთ მოახლოებული მანქანის სიჩქარეს თუ

ემზადებით გამოცდისთვის და იმახსოვრებთ

ინფორმაციას, თქვენ ახდენთ ინფორმაციის მიღებას,

დამუშავებას, დამახსოვრებას ან მის შესახებ

აზროვნებას/ფიქრს. კოგნიტურ ფსიქოლოგიაში საუბარი

იქნება იმ კოგნიტურ პროცესებზე, რომლებიც ხშირად დაფარულია პირდაპირი მზერისთვის და

ადამიანები თავისთავად ღებულობენ, რადგან ისინი ავტომატურად მიმდინარეობენ. მოცემულ თავში

განხილულ იქნება კოგნიტური ფსიქოლოგიის ისტორია და იმ ადამიანების კვლევები, რომლებმაც ხელი

შეუწყეს ფსიქოლოგიის ამ სფეროს ჩამოყალიბებას.

კოგნიტური ფსიქოლოგიის განსაზღვრება

რას ისწავლით კოგნიტური ფსიქოლოგიის კურსში?

კოგნიტური ფსიქო ლ ო გია შეისწავლის, თუ როგორ ახდენენ ადამიანები ინფორმაციის მიღებას,

გადამუშავებას, დასწავლას, დამახსოვრებას და ფიქრს ამ ინფორმაციის შესახებ. კოგნიტური ფსიქოლოგი

შეიძლება შეისწავლიდეს, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები სხვდასხვა ფიგურებს, რატომ

ამახსოვრდებათ გარკვეული ფაქტები და სხვები ავიწყდებათ, ან როგორ სწავლობენ ენას. დაფიქრდით

შემდეგ მაგალითებზე:

- რატომ ჩანს ნისლიან ამინდში საგნები უფრო შორს, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან? ეს

განსვლა შეიძლება საშიში იყოს და ზოგიერთი მძღოლის შემთხვევაში ავტოავარიით

სრულდებოდეს.

- რატომაა, რომ ადამიანების უმრავლესობას შეუძლია ადრეული ბავშვობიდან რაიმე მოვლენის

ადვილი გახსენება და იმავდროულად ავიწყდებათ იმ ადამიანების სახელები, ვისაც მრავალი

წელია იცნობენ?
რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
- რატომაა, რომ ადამიანების უმრავლესობას თვითმფრინავით მგზავრობის უფრო ეშინია ვიდრე

ავტომანქანით? სტატისტიკით, ტრავმისა თუ სიკვდილის უფრო მაღალი ალბათობა ავტომანქანას

ახასიათებს თვითმფრინავთან შედარებით.

- რატომაა, რომ უკეთესად გახსოვთ ის ადამიანები, ვისაც ბავშვობაში შეხვდით და არა ერთი

კვირის წინ გაცნობილები?

- რატომ ხარჯავენ ამდენ ფულს კომპანიები რეკლამაზე?

ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ კითხვებისა, რომლებზეც ჩვენ პასუხის გაცემა შეგვიძლია

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლით.

დაფიქრდით მხოლოდ ბოლო კითხვაზე ამ ჩამონათვალიდან: რატომ დახარჯა Apple-მა ამდენი

ფული თავისი აი-ფონების რეკლამაზე? საბოლოო ჯამში, ადამიანების უმეტესობას ნამდვილად არ

ამახსოვრდება ტელეფონის ტექნიკური თუ ფუნქციური მახასიათებლები და სხვა კომპანიების

ტელეფონებისგან განმასხვავებელი ნიშნები. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ხარჯავს Apple-ი ამდენ ფულს

რეკლამაზე არის ხელმისაწვდომობის ევრისტიკა, რომელსაც ჩვენ გადაწყვეტილების მიღებისას

განვიხილავთ. ამ ევრისტიკის გამოყენებით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილბებს იმის საფუძველზე, თუ

რამდენად ადვილად შეგვიძლია გავიხსენოთ კონკრეტულ ფენომენთან დაკავშირებული რელევანტური

მაგალითები (Twersky & Kahneman, 1973). ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება შეეხება კითხვას, თუ

რომელი მობილური ტელეფონი უნდა იყიდოთ, როდესაც ახალი გჭირდებათ? დიდი ალბათობით,

უპირატესობა მიენიჭება იმ ფირმასა და მოდელს, რომელიც ნაცნობია. ამის მსგავსად, მაიკროსოფტმა

უზარმაზარი ფული გადაიხადა ვინდოუს 7-ის რეკლამაში რათა მოცემული ოპერაციონალური სისტემა

პოტენციური მომხმარებლებისთვის კოგნიტურად ხელმისაწვდომი გაეხადა და ამით გაეზარდა

პოტენციური მომხმარებლის რეალურ მომხმარებლად გახდომის ალბათობა. მთავარი აზრი აქ ისაა, რომ

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლა შესაძლოა დაგვეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე

მოვლენების გაგებაში.

რატომ უნდა შევისწავლოთ კოგნიტური ფსიქოლოგიის ისტორია? თუ გვეცოდინება, თუ საიდან

მოვედით, უკეთ გავიგებთ, თუ სად მივდივართ. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ ვისწავლოთ წარსულის

შეცდომებზე. მაგალითად, არსებობს უამრავი საგაზეთო სტატია, სადაც აღწერილია, თუ ახალმა

საგანმანათლებლო პროგრამამ როგორ გაზარდა მოსწავლეთა აკადემიური მიღწევა. თუმცაღა, ძალიან

იშვიათია საკონტროლო ჯგუფის გამოყენების შემთხვევები მსგავს კვლევებში. საკონტროლო ჯგუფი

აჩვენებდა იმ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევას, რომლებიც არ იყვნენ ახალ პროგრამაში ჩართულნი ან

მონაწილეობდნენ ალტერნატიულ პროგრამაში. შესაძლოა, რომ ამ მოსწავლეებსაც ჰქონოდათ

აკადემიური წარმატება. ჩვენ გვჭირდება ექსპერიმენტულ ჯგუფში მყოფი მოსწავლეების შედარება

საკონტროლო ჯგუფში მყოფ მოსწავლეებთან, რათა დაზუსტებით ვთქვათ, რომ ექსპერიმენტულ ჯგუფში
რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
აკადემიური წინსვლა უფრო მაღალი იყო საკონტროლოსთან შედარებით. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ

ჩვენი ისტორიიდან, რომ საკონტროლო ჯგუფის გამოყენება აუცილებელია, მაგრამ ყველა არ ითავისებს

ამ ფაქტს.

კოგნიტურ ფსიქოლოგიაში შეიცვალა ფუნდამენტური საკითხების შესწავლის გზები, მაგრამ ამ

საკითხების დიდი ნაწილი კვლავ აქტუალური დარჩა. საბოლოო ჯამში, კოგნიტურ ფსიქოლოგებს

იმედოვნებენ, რომ შეისწავლიან ადამიანების აზროვნებას იმის კვლევით, თუ რა აზრები აქვთ აზროვნების

შესახებ.

იდეების განვითარება ხშირად დიალ ექტიკას ეყრდნობა. დიალექტიკა წარმოადგენს

განვითარების პროცესს, როდესაც დროთაგანმავლობაში ხდება იდეების ევოლუცია ტრანსფორმაციის

გზით. რას მოიცავს ეს ტრანსფორმაცია? დიალექტიკაში:

- ხდება თეზისის ჩამოყალ იბება. თეზისი წარმოადგენს გარკვეული რწმენის შესაბამის

მტკიცებულებას. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ადამიანური ბუნება მართავს

ადამიანის ქცევის მრავალ ასპექტს (მაგ., ინტელექტს ან პიროვნებას; Sternberg, 1999). თუმცა,

დროთაგანმავლობაში, ზოგიერთი ამ თეზისში აშკარა ხარვეზებს ამჩნევს.

- წარმოიქმნება ანტითეზისი. თეზისი ჩამოყალიბებიდან ძალიან მალე ხდება ანტითეზისის

წარმოქმნა. ანტითეზისი წარმოადგენს თეზისში გამოთქმული რწმენის საწინააღმდეგო

მტკიცებულებას. მაგალითად, ალტერნატიული შეხედულებაა, რომ ადამიანის ქცევის ბევრი

ასპექტი დამოკიდებულია გარემოზე (გარემო კონტექსტი, რომელშიც ვიზრდებით).

- სინთეზი ახდენს შეხედულ ებების ინტეგრაციას. ადრე თუ გვიან, დებატებს თეზისსა და

ანტითეზისს შორის მივყევართ სინთეზამდე. სინთეზი ახდენს ორი ან მეტი შეხედულების ყველაზე

ღირებული დებულებების ინტეგრაციას. მაგალითად, ბუნება vs. გარემო დებატებში,

თანდაყოლილი ბუნებისა და გარემო პირობების ურთიერთქმედება განაპირობებს ადამიანის

მახასიათებლების უმეტესობას.

დიალექტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ თუ ერთი შეხედულება

ჭეშმარიტია, მეორე კონტრასტული აუცილებლად მცდარი უნდა იყოს. მაგალითად, ინტელექტის

სფეროში, არსებობდა ტენდეცია, რომლის თანახმად ინტელექტი მთლიანად ან უმეტესწილად

გენეტიკურად განსაზღვრულია, ან მთლიანად ან უმეტესწილად გარემოთია განპირობებული. მსგავს

კამათს ჰქონდა ადგილი ენის ათვისების საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად, ჩვენ უკეთესად შეგვიძლია

გადავწყვიტოთ მსგავსი პრობლემები არა დაპირისპირებული დებულებების ფორმულირებით, არამედ

იმის შესწავლით, თუ სხვადასხვა ძალები როგორ ურთიერთქმედებენ და ზეგავლენას ახდენენ

ერთმანეთზე. შესაბამისად, ყველაზე ფართოდ მიღებულ შეხედულებას წარმოადგენს მოსაზრება, რომ


რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
„ბუნება ან გარემო“ თვალსაზრისი არასრულია. ბუნება და გარემო ერთად მუშაობენ ადამიანის

განვითარების პროცესში.

გარემო შესაძლოა სხვადასხვანაირ ზეგავლენას ახდენდეს სხვადასხვა კულტურაში. ზოგიერთ

კულტურაში, განსაკუთრებით აზიურში, აზროვნებისას უპირატესობას დიალექტიკურ გზას ანიჭებენ, მაშინ

როდესაც სხვა კულტურებში, მაგალითად ევროპულსა და ჩრდილოეთ ამერიკულში, აზროვნება უფრო

წრფივია (Nisbett, 2003). სხვა სიტყვებით, აზიელები უფრო ტოლერანტულები არიან

ურთიერთსაწინააღმდეგო იდეებისადმი, დროთაგანმავლობაში ეძებენ რა ამ დაპირისპირების სინთეზის

შესაძლებლობებს. ევროპელები და ამერიკელები მოელიან, რომ მათი რწმენის სისტემები უფრო

შესაბამისობაში იქნება ერთმანეთთან.

ასევე, ადამიანები აზიური კულტურებიდან განსხვავებულად უდებიან ახალ ობიექტს დასავლური

კულტურების წარმომადგენლებთან შედარებით (მაგ., ოკეანეში თევზის შესახებ ფილმი; Nisbett & Masuda,

2003). ზოგადად, დასავლური კულტურის წარმომადგენლები ობიექტების გადამუშავებას კონტექსტისგან

დამოუკიდებლად ახდენენ, მაშინ როდესაც აღმოსავლური კულტურების წარმომადგენლები ობიექტებს

მხოლოდ მათი გარემომცველი კონტექსტის შესაბამისად ახდენენ (Nisbett & Miyamoto, 2005). აზიელები

უფრო კონტექსტზე ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე მასში მოცემულ ობიექტებზე. მაგალითად, თუ

ადამიანები უყურებენ ფილმს თევზის ცურვაზე ოკეანეში, ევროპელები და ამერიკელები უფრო მეტ

ყურადღებას მიაქცევენ თევზს, ხოლო აზიელები ოკეანეს გარემოცვას, რომელშიც თევზი ცურავს.

მონაცემები მეტყველებს, რომ კულტურა ზეგავლენას ახდენს მრავალ კოგნიტურ პროცესზე, მათ შორის

ინტელექტზეც (Lehman, Chiu, & Schaller, 2004).

თუ სინთეზი აუმჯობესებს საკითხის გაგებას, ის მაშინ მოქმედებს, როგორც ახალი თეზისი. მას

მოყვება ახალი ანტითეზისი და შემდეგ ახალი სითეზი და ეს პროცესი გრძელდება. Georg Hegel-მა (1770-

1831) იდეების შეისწავლა ეს დიალექტიკური განვითარება. ის გერმანელი ფილოსოფოსი იყო, რომელიც

თავის იდეებამდე საკუთარი დიალექტიკის შედეგად მივიდა. მან მოახდინა თავისი წინამორბედებისა და

თანამედროვეების იდეათა სინთეზი. თქვენ კოგნიტური ფსიქოლოგიის ისტორიის განხილვისას

დაინახავთ, რომ ფსიქოლოგიის განვითარებაც გარკვეული დიალექტიკის შედეგია: ფსიქოლოგებს

ჰქონდათ იდეები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება და შესაბამის კვლებს ატარებდნენ;

შემდეგ სხვა ფსიქოლოგები მიანიშნებდნენ წინამორბედების სუსტ მხარეებზე და ადრეული იდეების

ალტერნატიულ იდეებს აყალიბებდნენ. შედეგად, სხვადასხვა მიდგომის ნიშნები არის ხოლმე

ინტეგრირებული უფრო ახალ მიდგომაში.

ფსიქოლოგიის ფილოსოფიური წანამძღვრები: რაციონალიზმი vs.


ემპირიზმი
რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
როდის და სად დაიწყო კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლა? ფსიქოლოგიის ისტორიკოსები

ჩვეულებრივ ადამიანის შემეცნების გაგებისადმი ფსიქოლოგიის ადრეულ ფესვებს ორ მიდგომაში

ხედავენ:

- ფილოსოფია ცდილობს სამყაროს მრავალი ასპექტის ბუნების წვდომას ნაწილობრივ

ინტროსპექციის გზით, ინტროსპექციის, რომელიც წარმოადგენს შინაგანი იდეებისა და

გამოცდილებების შესწავლას (intro -„შიგნით, -ში“ და spect – „ყურება“).

- ფიზიოლოგია ცდილობს მეცნიერულად შეისწავლოს ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლის-

შემანარჩუნებელი ფუნქციები, უპირატესად ემპირიული (დაკვირვებაზე-დაფუძნებული)

მეთოდების საშუალებით.

ორმა ბერძენმა ფილოსოფოსმა, პლატონმა (ჩვ. წ-მდე 428-348) და მისი მოსწავლემ, არისტოტელემ

(ჩვ. წ-მდე 384-322), მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს თანამედროვე აზროვნებაზე ფსიქოლოგიასა

და ბევრ სხვა დარგში. პლატონი და არისტოტელე სხვადასხვანაირად განიხილავდნენ იდეების შესწავლის

საკითხს.

პლატონი რაციონალისტი იყო. რაციონალისტს სჯერა, რომ ცოდნის წყაროს აზროვნება და

ლოგიკური ანალიზი წარმოადგენს. ამრიგად, რაციონალისტს არ სჭირდება არანაირი ექსპერიმენტები

ახალი ცოდნის მისაღებად. რაციონალისტი, რომელიც დაინტერესებულია კოგნიტურ პროცესებში,

მიმართავს მსჯელობას როგორც ცოდნის ან დასაბუთების წყაროს.

ამის საწინააღმდეგოდ, არისტოტელე (ნატურალისტი და ბიოლოგი და ასევე ფილოსოფოსი) იყო

ემპირისტი. ემპირისტს სჯერა, რომ ჩვენ ცოდნას ემპირიული მონაცემების საშუალებით ვიღებთ - ანუ, ჩვენ

ჩვენს მიერ მონაცემების მიღება ხდება გამოცდილებისა და დაკვირვების გზით (ფიგურა 1.1.). იმისათვის,

რომ შეისწავლონ ადამიანის გონების მუშაობის პრინციპები, ემპირისტი შეიმუშავებს ექსპერიმენტებს და

ჩაატარებს კვლევებს, რომლებშიც შეძლებს მისთვის საინტერესო ქცევებსა და პროცესებზე დაკვირვებას.

ემპირიზმის პირდაპირ მივყევართ ფსიქოლოგიაში ემპირიულ კვლევებამდე.

ფიგურა 1.1. ა) რაიონალიზმის მიხედვით, ჭეშმარიტების წვდომის ერთადერთ გზას მსჯელობა წარმოადგენს;
ბ) ემპირიზმის მიხედვით, ჭეშმარიტება მხოლოდ ზედმიწევნით ზუსტი დაკვრივებით მიიღწევა. კოგნიტური
ფსიქოლოგია, სხვა მეცნიერებების მსგავსად, დამოკიდებულია როგორც რაციონალიზმზე, ასევე ემპირიზმზე.
რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition

ამის საწინააღმდეგოდ, რაციონალიზმი მნიშვნელოვანია თეორიის განვითარებაში. რაციონალისტის

თეორია ემპირიული მეთოდებით მიღებული მონაცემების გარეშე შეიძლება არავალიდური იყოს; მაგრამ

ბევრი მონაცემი მაორგანიზებელი თეორიული ჩარჩოს გარეშე შესაძლოა აზრმოკლებული აღმოჩნდეს.

ჩვენ სამყაროს რაციონალური ხედვა შეიძლება განვიხილოთ როგორც თეზისი, ხოლო ემპირიული -

როგორც ანტითეზისი. თანამედროვე ფსიქოლოგების უმეტესობა ამ ორის სინთეზს ეძებს. ისინი ემპირიულ

მონაცემებს აფუძნებენ თეორიაზე, რათა ახსნან ექსპერიმენტებში მიღებული მონაცემები. ამავე დროს,

ისინი იყენებენ ამ მონაცემებს საკუთარი თეორიების შემოწმებისთვის, როდესაც ხედავენ, რომ თეორიები

ვერ ხსნიან რეალურ ცხოვრებაში დაკვირვებით მიღებულ მონაცემებს.

რაციონალიზმისა და ემპირიზმის ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები კვლავ აქტუალური გახდა

ფრანგი რაციონალისტის რენე დეკარტესა (1596-1650) და ემპირიზმის ბრიტანელი წარმომადგენლის ჯონ

ლოკის (1632-1704) შრომებში. დეკარტეს აზრით ჭეშმარიტების აღმოსაჩენად ინტროსპექტული,

რეფლექტური მეთოდი აღემატება ემპირიულ მეთოდებს. ცნობილი გამონათქვამი “ვაზროვნებ, ე.ი,

ვარსებობ“ (“cogito, ergo sum“) სწორედ დეკარტეს ეკუთვნის. მას მიაჩნდა, რომ მისი არსებობის

ერთადერთი დასტურია ის ფაქტი, რომ ის აზროვნებს და ეჭვობს. დეკარტეს აზრით, ადამიანი არ უნდა

ეყრდნობოდეს შეგრძნებებს, რადგან მათ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს (გაიხსენეთ ოპტიკური

ილუზიები, მაგალითისთვის). ლოკი, ამის საწინააღმდეგოდ, ემპირიული დაკვირვეის მომხრე იყო (Leahey,

2003). ლოკს სჯეროდა, რომ ადამიანები იბადებიან ცოდნის გარეშე და შესაბამისად, ცოდნას უნდა

ეძებდნენ ემპირიული დაკვირვების გზით. ლოკის გამონათქვამი ამასთან დაკავშირებით იყო „სუფთა

დაფა“ (tabula rasa) – იდეა, რომ ცხოვრება და გამოცდილება ადენენ ცოდნის „ჩაწერას“ ჩვენში.

ლოკისთვის, დასწავლის კვლევა ადამიანის შემეცნების გაგების აუცილებელი გასაღები იყო. მას სჯეროდა,

რომ არ არსებობს თანდაყოლილი იდეები.

მეთვრამეტე საუკუნეში გერმანელმა ფილოსოფოსმა იმანუილ კანტმა (1724 0 1804) მოახდინა

ლოკისა და დეკარტეს იდეების დიალექტიკური სინთეზი. მისი აზრით, ორივეს, რაციონალიზმსა და

ემპირიზმს, თავისი ადგილი აქვს. ორივე ერთად უნდა მუშაობდეს ჭეშმარიტების აღმოჩენის გზაზე.

თანამედროვე ფსიქოლოგების უმრავლესობა იზიარებენ კანტის სინთეზს.

კოგნიტური ფსიქოლოგიის ფსიქოლოგიური წანამძღვრები


კოგნიტურ ფსიქოლოგიას ფესვები აქვს მრავალ განსხვავებულ იდეასა თუ მიმდინარეობაში.

მიმდინარეობები, რომლებსაც განვიხილავთ, იწყება ადრეული მოდელებით, როგორიცაა

სტრუქტურალიზმი და ფუნქციონალიზმი და გრძელდება ასოციაციონიზმის, ბიჰევიორიზმისა და გეშტალტ-

ფსიქოლოგიის განხილვით.
რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
შემეცნების ფსიქოლოგიის ადრეული დიალექტიკა

ფსიქოლოგიის ისტორიაში პირველი დაპირისპირება სტრუქტურალიზმსა და ფუნქციონალიზმს შორის

გამოვლინდა (Leahey, 2003; Morawski, 2000). სტრუქტურალიზმი პირველ ძლიერ სკოლას წარმოადგენდა

ფსიქოლოგიაში. სტრუქტურალიზმის წარმომადგენლები ცდილობდნენ შეესწავლათ ფსიქიკის

სტრუქტურა (ელემენტების კონფიგურაცია) და მისი გამოვლინებები შემადგენელი ნაწილების (განცდა,

ყურადღება, მეხსიერება, შეგრძნება და ა.შ.) ანალიზის გზით.

წარმოიდგინეთ, მაგალითისთვის, ყვავილის აღქმა. სტრუქტურალიზმის წარმომადგენელი ამ აღქმას

გააანალიზებდა მისი შემადგენელი ფერის, გეომეტრიული ფორმის, ზომისა და ა.შ. მიმართებაში.

ადამიანის შემეცნების თვალსაზრისით, ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაეშალათ

ის შემადგენელ ელემენტებად; ასევე მათ აინტერესებდათ, ეს ელემენტარული ნაწილები როგორ

მოქმედებენ ერთად და როგორ ქმნიან შემეცნებას.

ვილჰელმ ვუნდტი (1832 - 1920), გერმანელი ფსიქოლოგი, იყო ფსიქოლოგიაში სტრუქტურალიზმის

ფუძემდებელი. ვუნდტი თავის კვლევებში მრავალფეროვან მეთოდებს იყენებდა. ერთ-ერთ ასეთ მეთოდს

ინტროსპექცია წარმოადგენდა. ინტროსპექცია არის ცნობიერებაში მიმდინარე პროცესებზე, ინფორმაციის

ნაწილებზე განზრახ დაკვირვების პროცესი. ინტროსპექციის მიზანს წარმოადგენს ობიექტის ან პროცესის

ელემენტარულ ნაწილებზე დაკვირვება.

ინტროსპექციის, როგორც ექსპერიმენტული მეთოდის შემოტანა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღქმოჩნდა

ფსიქოლოგიისთვის. ამან განაპირობა რაციონალისტური მიდგომიდან ემპირიულ მიდგომაზე გადასვლა

ქცევაზე დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტის შესახებ დასკვნების გაკეთების თვალსაზრისით.

ინტროსპექციით განხორციელებულ ექსპერიმენტებში, კვლევის მონაწილეებს ევალებოდათ დავალებაზე

მუშაობს პროცესში წარმოქმნილი აზრების ხმამაღლა გაჟღერება. მკვლევარებს, დაინტერესებულს

პრობლემის გადაჭრის უნარებში, შეეძლოთ ეთხოვათ თავისი კვლევის მონაწილეებისთვის ხმამაღლა

ეფიქრათ პრობლემის ამოხსნის პროცესში, რათა მკვლევარს შეძლებოდა მონაწილეთა გონებაში

მიმდინარე პროცესებზე დასკვნის გაკეთება. ამრიგად, ინტროსპექციით, შესაძლებელია საკუთარი აღქმისა

და აზროვნების პროცესების გაანალიზება.

ინტროსპექციის მეთოდს რამდენიმე მნიშვნელოვანი სირთულე ახასიათებს. პირველი, ადამიანებს

ყოველთვის არ შეუძლიათ თვალი მიადევნონ იმ პროცესებს, რაც მათ გონებაში ხდება ან ადეკვატური

სიტყვებით გადმოსცენ. მეორე, რასაც ისინი ამბობენ, შეიძლება არ იყოს ზუსტი. მესამე, ფაქტი, რომ

კვლევის მონაწილეებს მოეთხოვებათ ყურადღების გამახვილება საკუთარ აზრებზე ან ხმამაღლა

ლაპარაკი, როდესაც ისინი დავალებაზე მუშაობენ, შესაძლოა თავისთავად არღვევდეს მიმდინარე

პროცესებს.
რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
ვუნდს ბევრი მიმდევარი ყავდა. ერთ-ერთი იყო ამერიკელი სტუდენტი, ედვარდ ტიტჩენერი (1867 - 1927).

ტიტჩენერი ზოგჯერ განიხილება როგორც ერთ-ერთი სრული სტრუქტურალისტი. მან პირველმა შეიტანა

ეს მიდგომა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ექსპერიმენტები უპირატესად ინტროსპექციის მეთოდით

ხორციელდებოდა, მაშინ როდესაც სხვა ადრეული ეპოქის ფსიქოლოგები აკრიტიკებდნენ

სტრუქტურალიზმის როგორც მეთოდს (ინტრისპექცია), ასევე ფოკუსს (შეგრძნების ელემენტარული

სტრუქტურები). ამ კრიტიკამ განაპირობა ახალი მიმდინარეობის აღმოცენება - ფუნქციონალიზმის.

შემეცნების პროცესების გაგება: ფუნქციონალიზმი

სტრუქტურალიზმის ალტერნატიული მიდგომა ფსიქოლოგებისგან მოითხოვდა ყურადღების

გამახვილებას არა აზროვნების შინაარსზე, არამედ მის პროცესებზე. ფუნქციონალიზმი ცდილობს ამოხსნა,

თუ რას და რატომ აკეთებენ ადამიანები. ეს პრინციპული კითხვა პროცესების შესახებ სრულებით

ეწინააღმდეგება სტრუქტურალიზმის მთავარ ფოკუსს - შემეცნების ელემენტარული კომპონენტების

შესახებ. ფუნქციონალიზმის წარმომადგენლების აზრით, ადამიანის გონებისა და ქცევის გასაგებად

აუცილებელია შემეცნების პროცესების შესწავლა (როგორ და რატომ) და კვლევის შედეგების

პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა.

ფუნქციონალიზმის წარმომადგენლები ერთიანდებოდნენ მათ მიერ დასმული კითხვების მიხედვით და არა

იმ პასუხებითა თუ მეთოდებით, რასაც ისინი იღებდნენ ან იყენებდნენ. ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანი

იყო შედეგი და არა მეთოდის ტიპი, რითაც ისინი ამ შედეგზე გავიდოდნენ, ბუნებრივია, რომ

ფუნქციონალიზმა წარმოშვა პრაგმატიზმი. პრაგმატიზმის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ ცოდნის

ვალიდურობა მისი პრაგმატული გამოყენების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული: რა შეგიძლია გააკეთო

ამ ცოდნით? მაგალითად, პრაგმატიზმის წარმომადგენლებს სჯეროდათ დასწავლისა და მეხსიერების

ფსიქოლოგიის მნიშვნელობა. რატომ? რადგან მას შეუძლია გააუმჯობესოს ბავშვების სწავლა სკოლებში.

ასევე მას შეუძლია დაგვეხმაროს ადამიანების სახელების დამახსოვრებაში.

ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი იყო უილიამ ჯემსი (1842 - 1910). მისი წვლილი

ფსიქოლოგიაში არის მისი ერთადერთი სახელმძღვანელო „ფსიქოლოგიის პრინციპები“ (1870/1970).

დღესაც კი კოგნიტური ფსიქოლოგები ხშირად ახდენენ ჯემსის შრომიდან ციტირებას ყურადღების,

ცნობიერებისა და აღქმის განხილვისას. ჯონ დიუი (1859 - 1952) იყო ასევე ერთ-ერთი პირველი

პრაგმატისტი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კოგნიტურ ფსიქოლოგიაზე. მას

უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა, აზროვნებისა და სწავლებისადმი პრაგმატული მიდგომის შესახებ

მოსაზრებები.
რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
მართალია ფუნქციონალიზმის მიმდევრები დაინტერესებულნი იყვნენ იმაში, თუ როგორ სწავლობენ

ადამიანები, მათ არ დაუკონკრეტებიან დასწავლის მექანიზმი. ეს ამოცანა სხვა ჯგუფმა, ასოციაციონიზმის

წარმომადგენლებმა, აიღეს თავის თავზე.

ინტეგრირებული სინთეზი: ასოციაციონიზმი

ასოციაციონიზმი, ფუნქციონალიზმის მსგავსად, უფრო ძლიერი აღმოჩნდა ფსიქოლოგიის რიგიდულ

სკოლასთან შედარებით. ასოციაციონიზმი შეისწავლის გონების ელემენტებს შორის, როგორიცაა

იდეები ან მოვლენები, ასოციაციური კავშირების წარმოქმნისა და შედეგად, დასწავლის მექანიზმს.

მაგალითად, ასოციაციები შეიძლება წარმოიქმნას შემდეგ შემთხვევებში:

- სიახლ ოვე (ისეთი მოვლენების დაკავშირება, რომლებიც ხშირად ერთად,

ერთიდაიგივე დროს გვხვდებიან);

- მსგავსება (მსგავსი ნიშან-თვისებების მქონე მოვლენების დაკავშირება);

- კონტრასტი (კონტრასტული ნიშნების მქონე მოვლენების დაკავშირება, როგორიცაა

ცივი/ცხელი, ნათელი/ბნელი, დღე/ღამე).

1800-იანი წლების ბოლოს, ასოციაციონისტი ჰერმან ებინგჰაუსი (1850 - 1909) პირველი ექსპერიმენტატორი

იყო, ვინც ასოციაციონიზმის პრინციპების სისტემატური გამოყენება დაიწყო. კერძოდ, ებინგჰაუსის

შეისწავლიდა საკუთარ ფსიქიკურ პროცესებს. მან შეადგინა უაზრო მარცვლების (თანხმოვანი-ხმოვანი-

თანხმოვანი, მაგ., ბაგ) სიები, რომელთა დამახსოვრებასაც ცდილობა. დამახსოვრების პროცესში ის

ინიშნავდა, თუ რამდენი დრო სჭირდებოდა კონკრეტული სიის დასასწავლად, რამდენ და რა ტიპის

შეცდომებს უშვებდა. თვით-დაკვირვების გზით ებინგჰაუსმა იკვლია, თუ როგორ სწავლობენ და

იმახსოვრებენ ადამიანები ინფორმაციას ცნობიერი გამეორების გზით (ფიგურა 1.2.). სხვა აღმოჩენებს

შორის, მან დაადგინა, რომ ხშირმა გამეორებამ შეიძლება წარმოქმნას ასოციაციებს შორის მყარი კავშირი.

ამრიგად, გამეორება ხელს უწყობს დასწავლას (თავი 6).


ფიგურა 1.2. ებინგჰაუსის დავიწყების მრუდი

მეორე ცნობილმა ასოციაციონისტმა, ედვარდ ლი

თორნდაიკმა (1874 - 1949), დაამტკიცა, რომ

„დაკმაყოფილება“ ასოციაციების წარმოქმნის

უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ პრინციპს

თორნდაიკი უწოდებდა „ეფექტის კანონს“ (1905):

სტიმული დროთა განმავლობაში გამოიწვევს

კონკრეტული პასუხის აღმოცენებას, თუ ორგანიზმი

პასუხისთვის იღებს ჯილდოს. თორნდაიკს სჯეროდა,


რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
რომ ორგანიზმი სწავლობს კონკრეტულ პასუხს (ეფექტი) კონკრეტულ სიტუაციაში, თუ ის ამისთვის

რეგულარულად იღებს ჯილდოს (დაკმაყოფილებას, რომელიც მოქმედებს როგორც სტიმული შემდგომი

ქცევებისთვის). ეს იდეა, შეიძლება ითქვას, რომ ბიჰევიორიზმის წინამძღვარი იყო.

უნდა შეისწავლო მხოლოდ ის, რასაც ხედავ: ასოციაციონიზმიდან


ბიჰევიორიზმამდე

სხვა მეცნიერები, თორნდაიკის თანამედროვეები, ასევე იყენებდნენ ცხოველების მონაწილეობით

განხორციელებულ ექსპერიმენტებს სტიმული-პასუხი მიმართების შესასწავლად, თუმცა თორნდაიკისა და

სხვა ასოციაციონისტებისგან განსხვავებული გზით. ამ მკვლევარებმა გაავლეს გამყოფი ხაზი

ასოციაციონიზმსა და ახალ მიმდინარეობას, ბიჰევიორიზმს შორის. ბიჰევიორიზმი ყურადღებას

მხოლოდ დაკვირვებად ქცევასა და გარემო მოვლენებსა თუ სტიმულებს შორის კავშირზე ამახვილებს. ამ

მკვლევარების ნაწილი, თორნდაიკის მსგავსად, სწავლობდნენ ნებისმიერ (განზრახ) პასუხებს. სხვა

მკვლევარების შესწავლის საგანი იყო უნებლიე პასუხები პროვოცირებული, ერთი შეხედვით,

დაუკავშირებელი გარემო მოვლენებით.

რუსეთში, ნობელიანტი ფიზიოლოგის, ივანე პავლოვის (1849 - 1936) უნებლიე დასწავლის კვლევები

მიეკუთვნებიან კვლევათა ამ ჯგუფს. მან კვლევა დაიწყო დაკვირვებით, რომ ძაღლებს ეწყებოდათ

ნერწყვის გამოყოფა ლაბორატორიის თანამშრომლის დანახვაზე, ვინც მათ საჭმელს აჭმევდა. ეს პასუხი

მანამდე ვლინდებოდა, სანამ ძაღლები დაინახავდნენ, ჰქონდა თუ არა ლაბორანტს საჭმელი. პავლოვის

აზრით, ეს პასუხი დასწავლის სახეს წარმოადგენს (კლასიკურად განპირობებული დასწავლის), რომელზეც

ძაღლებს არ ჰქონდათ ნებისმიერი კონტროლი. ძაღლების გონებაში, უნებლიე დასწავლის რაღაცა

ფორმამ დააკავშირა ლაბორანტი საკვებთან (Pavlov, 1955). პავლოვის შრომამ ხელი შეუწყო

ბიჰევიორიზმისთვის მიმართულების განსაზღვრას. მისი იდეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი

გახდა ჯონ ბ. უოტსონის შრომების წყალობით. კლასიკური განპირობებულობა შეუძლებელია აიხსნას

მხოლოდ დროითი სიახლოვის ასოციაციის შედეგად წარმოქმნილი კავშირით (მაგ., საკვებისა და

პირობითი სტიმულის ერთი და იგივე დროს მიწოდებით; Ginns, 2006; Rescorla, 1967). ეფექტურ

განპირობებულობას სჭირდება შემთხვევითობა (მაგ., საკვების მიწოდება შემთხვევითად უნდა ხდებოდეს

განპირობებული სტიმულის შემდეგ). შემთხვევითი შედეგები ჯილდოს თუ დასჯის სახით დღესაც

გამოიყენება, მაგალითად, ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობისას (Cameron & Ritter, 2007).

ბიჯევიორიზმი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ასოციაციონიზმის ექსტრემალური ფორმა. ის

უპირატესად ფოკუსირებულია დაკვირვებად ქცევასა და გარემოს შორის ასოციაციაზე. რადიკალური


რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
ბიჰევიორისტების აზრით, ნებისმიერი ჰიპოთეზა შინაგან აზრებსა და აზროვნების სტილებზე სხვა

არაფერია, თუ არა სპეკულაცია.

ბიჰევიორიზმის მომხრეები

რადიკალური ბიჰევიორიზმის „მამად“ ჯონ უოტსონი (1878 - 1958) ითვლება. უოტსონს არ მიაჩნდა

საჭიროდ შინაგანი მდგომარეობების (აზრები, განცდები) გამოყენება. მას სჯეროდა, რომ ფსიქოლოგია

მხოლოდ დაკვირვებად ქცევას უნდა შეისწავლიდეს. მას აზროვნება მხოლოდ სუბვოკალური

მეტყველებად მიაჩნდა. ბიჰევიორიზმი ფსიქოლოგიის სხვა მიმდინარეობისგან იმითაც განსხვავდებოდა,

რომ ადამიანების მონაწილეობით განხორციელებული ექსპერიმენტებიდან კვლევა ცხოველებზე

გადაიტანა. ისტორიულად, ბიჰევიორისტების კვლევების უმეტესობა განხორციელდა (და დღესაც

ხორციელდება) ლაბორატორიაში ცხოველების, ვირთხებისა და მტრედების, მონაწილეობით. ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ამან გამოიწვია, იყო და არის საკითხი, თუ რამდენად

შესაძლებელია ცხოველებზე ჩატარებული კვლევის ადამიანებზე გენერალიზება.

ბ.ფ. სკინერი (1904 - 1990), რადიკალური ბიჰევიორისტი, თვლიდა, რომ ადამიანის ქცევის ფაქტიურად

ყველა ფორმა და არა მხოლოდ დასწავლა, შეიძლება აიხსნას გარემოზე საპასუხოდ წარმოქმნილი

ქცევის საშუალებით. სკინერის კვლევების უმეტესობა ცხოველებზეა განხორციელებული. ის

თავდაპირველად უარყოფდა ფსიქიკურ მექანიზმებს. მას მიაჩნდა, რომ ოპერანტული განპირობებულობა,

რომელიც ქცევის გაძლიერებას ან შესუსტებას განაპირობებე განმამტკიცებლის არსებობა - არარსებობის

პირობებში, ხსნის ადამიანის ქცევის ნებისმიერ ფორმას. სკინერმა თავისი თეორია მიუსადაგა მრავალ

ფსიქოლოგიურ ფენომენს, როგორიცაა დასწავლა, ენის ათვისება, და პრობლემის გადაწყვეტა. სკინერის

კვლევებით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მრავალი წლის მანძილზე ბიჰევიორიზმი წარმოადგენდა

ფსიქოლოგიაში წამყვან მიმდინარეობას.

ბიჰევიორიზმის მოწინააღმდეგეები

დროთა განმავლობაში გამოჩნდა კვლევები, რომლებიც ბიჰევიორიზმის ძირითად დებულებებს

ეწინააღმდეგებოდა (მაგ., ენის ათვისება, პროდუქცია და გაგება). პირველი, მართალია ბიჰევიორიზმი

კარგად ხსნის და მუშაობს დასწავლის კონკრეტულ ფორმებთან, ის ვერ ხსნის ისეთ რთულ ფსიქიკურ

აქტივობებს, როგორიცაა ენის დასწავლა და პრობლემის გადაწყვეტა. მეორე, ფსიქოლოგების ნაწილს

ადამიანის ქცევის გაგებაზე მეტად აინტერესებდა და აინტერესებს, თუ რა ხდება ადამიანის შიგნით. მესამე,

ხშირად ცხოველების მაგალითზე უფრო მარტივია ბიჰევიორიზმის ტექნიკების გამოყენება, ვიდრე

ადამიანებთან. მიუხედავად ყველაფრისა, ბიჰევიორიზმი აგრძელებს განვითარებას, როგორც


რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
ფსიქოლოგიის ერთ-ერთი სკოლა, რომელიც დიდად არ ითვალისწინებს კოგნიტურ მიდგომას, რომელიც

მეტაფორმულად და ზოგჯერ პირდაპირი გაგებითაც, ცდილობს ადამიანების გონებაში შეხედვას მათი

დასწავლის, დამახსოვრების, აზროვნებისა და მსჯელობის პროცესების გასაგებად.

ბიჰევიორისტი ბედავს შავ ყუთში ჩახედვას

ზოგიერთმა ფსიქოლოგმა უარყო რადიკალური ბიჰევიორიზმი. მათ აინტერსებდათ მისტიური შავი ყუთის

არსი. ბიჰევიორისტები ფსიქიკას განიხილავდნენ, როგორც შავ ყუთს, რომელსაც გააჩნია შესავალი და

გამოსავალი, მაგრამ რომელსაც დიდად ვერ აღვწერთ, რადგან იქ მიმდინარე პროცესები არ

ექვემდებარებიან პირდაპირ დაკვირვებას. მაგალითად, კრიტიკოსი, ედვარდ ტოლმენი (1886 - 1959),

ფიქრობდა, რომ ქცევის გასაგებად აუცილებელია ქცევის მიზნისა და ქცევის გეგმის გათვალისწინება. მისი

აზრით, ყველა ქცევას გააჩნია მიზანი. მაგალითად, ლაბირინთში მოქცეული ვირთხის მიზანია საკვების

პოვნა. ტოლემენს ზოგჯერ განიხილავენ, როგორც თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის

წინამორბედს.

ბანდურა (1977b) აღნიშნავდა, რომ დასწავლას ადგილი აქვს არა მხოლოდ ქცევის უშუალო

დაჯილდოვების შედეგად, არამედ ის შეიძლება სოციალურიც იყოს, სხვების დაჯილდოვებისა თუ დასჯის

დაკვირვებების შედეგად. დაკვირვებით დასწავლის უნარი კარგად არის შესწავლილი არა მხოლოდ

ადამიანების შემთხვევაში, არამედ მაიმუნებში, ძაღლებში, ჩიტებში და თევზებშიც კი ( Brown & Laland, 2001;

Laland, 2004). ადამიანებში, ეს უნარი ყველა ასაკში გვხვდება; ჩვილებშიც და ზრდასრულებშიც (Mejia –

Arauz, Rogoff, & Paradise, 2005). ეს მიდგომა ხაზს უსვამს, თუ როგორ იცვლება ადამიანის ქცევა სხვის

ქცევაზე დაკვირვებისა და მოდელირების შედეგად.

მთელი მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი: გეშტალტ-ფსიქოლოგია


ბიჰევიორიზმის კრიტიკოსებს შორის განსაკუთრებული ადგილი გეშტალტ-ფსიქოლოგიის

წარმომადგენლებს უკავიათ. გეშტალტ-ფსიქოლოგია ხაზს უსვამს, რომ ფსიქოლოგიური ფენომენის

საუკეთესო გაგება შესაძლებელია მხოლოდ მისი, როგორც ორგანიზებული, სტრუქტურირებული

მთლიანობის განხილვისას. ამ მოსაზრების შესაბამისად, შეუძლებელია ქცევა გავიგოთ, თუ დავშლით ამ

ფენომენს შემადგენელ, მცირე ნაწილებად. მაგ., ბიჰევიორისტების პრობლემის გადაწყვეტის პროცესის

შესწავლისას ცდილობენ სუბვოკალური გადამუშავების აღმოჩენას - ისინი ეძებენ დაკვირვებად ქცევას,

რომელიც პრობლემის გადაწყვეტის პროცესის ახსნის შესაძლებლობას მისცემთ. გეშტალტისები, ამის

საწინააღმდეგოდ, სწავლობენ ინსაიტს და ცდილობენ გაიგონ არათვალსაჩინო ფსიქიკური მომენტი,


რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
რომელსაც ადამინიანი გადის პრობლემის, ერთი შეხედვით მოულოდნელი, გადაწყვეტის აღმოჩენის

მომენტში.

დებულება „მთელი მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც გეშტალტ-

ფსიქოლოგიის თვალსაზრისის შემაჯამებელი. ყვავილის აღქმის გასაგებად, მაგალითად, ჩვენ უნდა

გავითვალისწინოთ მთლიანი გამოცდილება. შეუძლებელია ამ აღქმის გაგება მხოლოდ ფორმის, ფერის,

ზომისა და მსგავსი შეგრძნებების ცნებებში.

კოგნიტური ფსიქოლოგიის აღმოცენება


1950-იანი წლების დასაწყისში, ბიჰევიორიზმის საპასუხოდ დაიწყო მოძრაობა, რომელასც „კოგნიტური

რევოლუცია“ ეწოდა. კოგნიტივიზმი წარმოადგენს რწმენას, რომ ადამიანების ქცევის უმრავლესობის

გაგება შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის აზროვნების წვდომით. ის უარყოფს მოსაზრებას, რომ

ფსიქოლოგებმა თავი უნდა აარიდონ ფსიქიკური პროცესების შესწავლას, რადგან ისინი

არადაკვირვებადია. კოგნიტივიზმი, ნაწილობრივ, წარმოადგენს ანალიზის ისეთი ფორმების სინთეზს,

როგორიცაა ბიჰევიორიზმი და გეშტალტ-ფსიქოლოგია. ბიჰევიორიზმის მსგავსად, ის იყენებს ზუსტ

რაოდენობრივ ანალიზს ადამიანების დასწავლისა და აზროვნების კვლევისას, ხოლო გეშტალტ-

ფსიქოლოგიის მსგავსად, სწავლობს შინაგან ფსიქიკურ პროცესებს.

ფსიქობიოლოგიის როლი

საინტერესოა, რომ უოტსონის ერთ-ერთმა ყოფილმა სტუდენტმა, კარლ სპენსერ ლეშლიმ (1890 - 1958)

კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბიჰევიორისტების შეხედულება თავის ტვინის პასიურ ბუნებაზე, შეხედულებას,

რომლის თანახმად, თავის ტვინი უბრალოდ პასიურად რეაგირებს ინდივიდის გარეთ მიმდინარე

შემთხვევით მოვლენებზე (Gardner, 1985). ამის საწინააღმდეგოდ, ლეშლის აზრით, თავის ტვინი ქცევის

აქტიური, დინამიკური ორგანიზატორია. ლეშლი შეისწავლიდა ადამინის თავის ტვინის მაკრო-

ორგანიზაციას, რათა გაეგო ისეთი რთული, დაგეგმილი აქტივობების მექანიზმი, როგორიცაა მუსიკალური

შესრულება, თამაში და ენის გამოყენება. არც ერთი ამ აქტივობათაგანი, მისი აზრით, არ აიხსნება მარტივი

განპირობებულობის ტერმინებში.

იგივე მიმართულებით, მაგრამ ანალიზის სხვა დონეზე, დონალდ ჰებმა (1949) ჩამოაყალიბა თავის ტვინში

უჯრედთა ერთიანობების კონცეფცია, როგორც დასწავლის საფუძველი. უჯრედთა ერთიანობები ახდენენ

ხშირი სტიმულაციის შედეგად ჩამოყალიბებული ნერვული სტრუქტურების კოორდინირებას. დროთა

განმავლობაში ერთი ნეირონი (ნერვული უჯრედი) იძენს აგზნების სტიმულირების უნარს მასთან
რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
დაკავშირებულ სხვა ნეირონში. ბიჯევიორისტებმარ არ გაიზიარეს მსგავსი თეორიები. უფრო მეტიც,

სკინერმა დაწერა შრომა (1957), რომელიც ენის ათვისებასა და გამოყენებას წმინდად გარემო

ფაქტორების საშუალებით ხსნიდა. ამ შრომამ სერიოზული კრიტიკა გამოიწვია. ლინგვისტმა ნოამ ჩომსკიმ

(1959) სკინერის ხედვის საწინააღმდეგოდ თავის შრომაში ხაზი გაუსვა ენის ბიოლოგიურ საფუძველსა და

შემოქმედებით პოტენციალს (წინადადებათა უსასრულო სიმრავლე, რომელთა შედგენაც ადამიანს

შეუძლია). ის ამით უარყოფდა ბიჰევიორისტების მოსაზრებას, რომ ადამიანები ენას განმტკიცების შედეგად

სწავლობენ. პატარა ბავშვებიც კი ახდენენ ახალი წინადადებების გენერირებას, რომლებისთვისაც მათ

წარსულში არანაირი განმტკიცება არ მიუღიათ.

ტექნოლოგიის გავლენა: საინჟინრო, გამოთვლითი და


გამოყენებითი კოგნიტური ფსიქოლოგია

1950-იანი წლების დასასრულს, ზოგიერთი ფსიქოლოგი დაინტერესდა გამოთვლითი ტექნოლოგიებით:

შესაძლებელია მანქანების ისეთი დაპროგრამება, რომ მათ მოახდინონ ინფორმაციის ინტელექტუალური

გადამუშავება (Rychlak & Struckman, 2000). ტურინგი (1950) ვარაუდობდა, რომ მალე რთული იქნება

მანქანების კომუნიკაციის განსხვავება ადამიანების კომუნიკაციისგან. მან შეიმუშავა ტესტი, რომელსაც

ამჯერად „ტურინგის ტესტი“ ეწოდება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მანქანის მიერ მიღებული

შედეგის ადამიანის მიერ მიღებული შედეგისგან განსხვავება. სხვა სიტყვებით, წარმოიდგინეთ, რომ

ურთიერთობთ კომპიუტერთან, მაგრამ ვერ ხვდებით, რომ კომპიუტერთან ურთიერთობთ. ამ შემთხვევაში

კომპიუტერი გამოდის, რომ აბარებს ტურინგის ტესტს (Schonbein & Bechtel, 2003).

1956 წელს ჩნდება ახალი ტერმინი: ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტის გამოვლინების

მაგალითია ჭადრაკის-მოთამაშე პროგრამები, რომლებსაც ამჯერად უკვე ადამიანის დამარცხებაც

შეუძლიათ. ექსპერტები დღესაც ბოლომდე ვერ განსაზღვრავენ, თუ რამდენად რთულია ადამიანის

მსგავსად მოაზროვნე მანქანის შექმნა.

ადრეული კოგნიტური ფსიქოლოგების დიდი ინტერესი კოგნიტური ფსიქოლოგიისადმი ყოფითი

პრობლემების გადაწყვეტის საჭიროებას უკავშირდებოდა. მაგალითად, ბირის (2002) თანახმად, დონალდ

ბროდბენტის (1926 - 1993) ინტერესი კოგნიტური ფსიქოლოგიისადმი განპირობებული იყო AT6

თვითმფრინავთან დაკავშირებული გამოცანით. ამ თვითმფრინავებს სკამის ქვეშ ჰქონდა ორი თითქმის

იდენტური ბერკეტი. ერთი ბერკეტი იყო ბორბლების ასაწევი და მეორე - ფრთების ჩამკეტების.

მფრინავებს ხშირად ერეოდათ ეს ორი ბერკეტი, რაც ძვირადღირებული თვითმფრინავების ჩამოვარდნას

იწვევდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მრავალი კოგნიტური ფსიქოლოგი, მათ შორის ვენდელ

გარნერი, კონსულტაციებს უჭევდნენ სამხედროებს მსგავსი პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად.


რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
ინფორმაციის თეორია, რომლის მიზანიც იყო კომპიუტერების მიერ გადამუშავებული ინფორმაციის

ბიტების ტერმინებში ადამიანის ქცევის ახსნა (Shannon და Weaver, 1963), ასევე წარმოიქმნა ინჟინერიიდან

და ინფორმატიკიდან.

გამოყენებით კოგნიტურ ფსიქოლოგიას დიდი წარმატებით იყენებენ რეკლამაში. ჯონ უოტსონმა,

ჰოპკინსის უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ, განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სარეკლამო

კომპანიაში და ფსიქოლოგიის ცოდნა გამოიყენა წარმატების მისაღწევად. შეიძლება ითქვას, რომ

რეკლამა პირდაპირ იყენებს კოგნიტური ფსიქოლოგიის პრინციპებს მომხმარებლებისთვის პროდუქციის

მომხიბვლელობის გასაზრდელად (Benjamin & Baker, 2004).

1960-იანი წლებისთვის ფსიქობიოლო გიაში, ლინგვისტიკაში, ანთროპოლოგიასა და ხელოვნურ

ინტელექტში გაკეთებულმა აღმოჩენებმა, ასევე მრავალი ფსიქოლოგის პროტესტმა ბიჰევიორიზმის

წინააღმდეგ, შექმნა ატმოსფერო რევოლუციისთვის.

ადრეული კოგნიტივისტები (მაგ., მილერი, გალანტერი & პრიბრამი, 1960) ამტკიცებდნენ, რომ

ბიჰევიორისტების მოსაზრებები არაზუსტია, რადგან არ ითვალისწინებს ადამიანების აზროვნებას.

ადრეულ კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ცნობილ სტატიას წარმოადგენს ჯორჯ მილერის შრომა

„მაგიური ციფრი შვიდი“ (1956). ავტორი სტატიაში აღწერს კოგნიტური ფსიქოლოგიის სხვადასხვა

კვლევაში ციფრი „შვიდის“ გამოყენებას. მაგ., მან აღმოაჩინა, რომ ადამიანების უმრავლესობას შეუძლია

ინფორმაციის შვიდი ერთეულის დამახსოვრება. იგივე შრომაში მან შეიტანა ცნება „არხის მოცულობა“,
რიდერი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg (2012). Cognitive Psychology, 6th edition
რომელიც წარმოადგენს მიწოდებული ინფორმაციის აღქმადი მოცულობის ზედა ზღვარს. მაგალითად, თუ

თქვენ შეგიძლიათ თანმიმდევრულად დაიმახსოვროთ 7 ციფრისგან შემდგარი რიგი, თქვენი არხის

მოცულობა ციფრებისთვის წარმოადგენს შვიდს. ნეისერმა თავის წიგნში „კოგნიტური ფსიქოლოგია“

(Neisser, 1967) განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა ამ ახალი მიმდინარეობის პოპულარიზაციას აკადემიურ

სფეროში.

ნეისერი კოგნიტურ ფსიქოლოგიას განსაზღვრავს, როგორც ადამიანების მიერ ცოდნის დასწავლის,

სტრუქტურირების, შენახვისა და გამოყენების შესახებ მეცნიერებას. ნიუელი და საიმონი (Newell & Simon,

1972) აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის დეტალიზებულ მოდელებს ქმნიან ელემენტარული

დონიდან კომპლექსურამდე. 1970-იანი წლებისთვის კოგნიტური ფსიქოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ

უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ფსიქოლოგიურ კვლევაში.

1970-იან წლებში ჯერი ფოდორი (1973) აყალიბებს გონების მოდულარობის კონცეფციას. ის აღნიშნავს,

რომ გონებას გააჩნია დამოუკიდებელი მოდულები, ან სპეციფიკური-მიზნის შესაბამისი სისტემები

ლინგვისტური ან სხვა ტიპის ინფორმაციისთვის. მოდულარობის თანახმად, ინფორმაციის გადამუშავების

ერთ სფეროში გამოყენებული პროცესები, მაგ., ლინგვისტურში ან პერცეპტულში, სხვა მოდულებში არ

გამოიყენება. ამის საწინააღმდეგო მოსაზრება იქნება ერთი სფერო-ზოგადი გადამუშავება, რომლის

თანახმადაც, ერთ სფეროში გამოყენებული გადამუშავების პროცესები გამოიყენება მეორეშიც.

მოდულარული მიდგომების გამოყენება სასარგებლოა ზოგიერთი კოგნიტური ფენომენის შესასწავლად

(მაგ., მეტყველების), მაგრამ ვერ მიუდგება სხვას, როგორიცაა ინტელექტი, რომელიც წარმოადგენს თავის

ტვინის სხვადასხვა რეგიონს შორის რთული ურთიერთქმედების შედეგს.

✔ ცოდნის შემოწმება

1. რა არის პრაგმატიზმი და რა კავშირი აქვს ფუნქციონალიზმთან?

2. რა მსგავსება და განსხვავებაა ბიჰევიორიზმსა და ასოციაციონიზმს შორის?

3. რა არის გეშტალტ-ფსიქოლოგიის ფუნდამენტური იდეა?

4. რას ნიშნავს გონების მოდულარობის პრინციპი?

5. როგორ აერთიანებს კოგნიტივიზმი წინამორბედი სხვადასხვა სკოლების ელემენტებს?

You might also like