You are on page 1of 5

Brian S. Brooks, George Kennedy., News Reporting and Writing, ch.

ინფორმაციათა შეგროვება
ინფორმაციათა შეგროვების მეთოდები:

დაკვირვება;
დოკუმენტების შესწავლა;
ექსპერიმენტი;
ინტერვიუ;
პრესკონფერენცია

“მზა” წყაროები:

კარგად წერა ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისათვის, მაგრამ კარგად წერა დიდადაა


დამოკიდებული ინფორმაციათა კარგად მომზადებაზე. ინფორმაციების მოგროვება მოითხოვს
ინტერვიუირების უნარს, მაგრამ ამავდროულად, ითხოვს სხვა, “მზა” წყაროთა გამოყენების
უნარსაც. არსებობს უამრავი ადგილი ინფორმაციათა მოსაძიებლად.

კარგმა რეპორტიორებმა იციან, რომ ყველაზე საშინელია ის ახალი ამბავი, რომელიც მხოლოდ
ერთ წყაროზე დაყრდნობით არის მომზადებული. ამგვარი ინფორმაციების გადაცემას ძალზედ
იშვიათ შემთხვევაში უნდა მივმართავდეთ. მაშინაც კი, თუ ინტერვიუ რომელიმე პერსონის
პორტრეტს წარმოგვიდგენს, ის არ უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ ამ ერთ ადამიანთან საუბარს,
არამედ უნდა გვთავაზობდეს საუბარს სხვებთანაც, ვინც იცნობს ამ სუბიექტს.

ინფორმაციათა მომზადება მრავალი წყაროდან, ერთ-ერთი “გასაღებთაგანია” კარგად წერისა და


კარგი კომუნიკაციისათვის. ის ასევე საუკეთესო გზაა სიზუსტისათვის. რაც უფრო და უფრო
მეტ წყაროს მოიძიებ და გადაამოწმებ, მით მეტი შანსია, რომ ზუსტი და უტყუარი იქნება ახალი
ამბავი.

წარმოიდგინეთ, რამდენი წყარო გადაამოწმა ‘St. Pauls Press’-ს ჟურნალისტმა, ჯორჯ დორმანმა
იმ მასალისათვის, რომლისთვისაც პულიცერის პრემია მიანიჭეს. ეს პუბლიკაცია ეხებოდა
აკადემიურ თაღლითობას, რომელიც მინესოტას უნივერსიტეტში ხდებოდა:

“მინესოტას უნივერსიტეტის კალათ-ბურთის მოთამაშე მინიმუმ 20 ადამიანი, თავის კვლევით


ნამუშევრ-მებს, საშინაო დავალებებსა და საკურსო ნამუშევრებს აწერინებდნენ აკადემიური
საბჭოს ყოფილ ოფისსმენეჯერს. როგორც მან განაცხადა, ამ სამუშაოებს 5 წლის მანძილზე
ასრულებდა.
4 ყოფილი მოთამაშე, ც. ჯეიმსი, რ. ერჩამბალტი, ქ. ლოჯი და დ. ვეილი, ადასტურებს, რომ
მათი სამუშაოები სხვის მიერ მზადდებოდა, რაც შესაძლოა, დარღვევა იყი სტუდენტ-ტთა
ქცევის კოდექსის. მეხუთე ყოფილმა მოთამაშე თ. ვინთერმა კი თქვა, რომ იცოდა ამ პრაქტიკის
შესახებ.
როგორც ჯეიმსმა, ერჩემბალთმა და ოფისმენეჯერმა ჯეინ განგელჰოფმა თქვეს, ყველამ იცოდა
ფართოდ გავრცელებული აკადემიური თაღლი-თობის შესახებ.
“ეს სერიოზული ბრალდებებია”,- თქვა სამშაბათს მინესოტას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა
მარკ იუდოფმა. “ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საბჭოს სხდომა. მინდა ეს ახლავე გამოვიძიო, თუმცა,
ბრალდებები მეტად სერიოზულია”.
50 წლის განგელჰოფმა თქვა, რომ 1993-დან 1998წლამდე მოთამაშეების 400-ზე მეტ საკურსო
ნამუშევარი შეაფასა.
“მათ მოჰქონდათ ეს მაღალი რისკის ნამუშევრები და იცოდნენ, რომ ყველაფერი მათთვის
კეთდებოდა”, თქვა განგელჰოფმა, - “ეს ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს”.
განგელჰოფმა თქვა, რომ “თავს ებრძოდა ძალიან დიდ ხანს”, გაემჟღავნებინა თუ არა ეს
ბრალდებები. როდესაც მას ჰკითხეს, როგორ დაამტკიცებდა, განგელჰოფმა გაზეთს
წარმოუდგინა 19 მოთამაშის 225-ზე მეტი საკურსო თუ სხვა ნამუშევარი, რომელიც
თარიღდებო-და 1994 წლით. მან თქვა, რომ მისი დაწერილი იყო ყველა ეს ნამუშევარი და
ინახავდა კიდეც ამ ფაილებს. წარმოადგინა მასწავლებლის მიერ გასწორებული ნაშრომებიც.
პენსიაზე გასული, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის, ე. დონაუს თქმით, მისთვის უცნობი
იყო ამგვა-რი თაღლითობა. თუმცა, აფრთხილებდა ფიზკულტურის დეპარტამენტის
ადმინსტრატორებს, რომ მენეჯერი ქალი მოთამაშეებს ტუტურობას, პირად მასწავლებლობას
უწევდა, ამით კი დეპარტ-ის პოლიტიკას არღვევდა. მის გაფრთხილებას ყური არავინ
დაუგდო…....” …

მართალია, დორმანის ძირითადი წყარო განგელჰოფი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან სხვა ბევრი
წყაროც გამოიყენა. ოთხმა ყოფილმა მოთამაშემ დაადასტურა ამგვარი პრაქტიკის არსებობა.
მეხუთემ თქვა, რომ ყველაფერი იცოდა. მინესოტას უნივერსიტეტის პრეზიდენტს თხოვეს
კომენტარი. განგელჰოფმა წარმოუდგინა გაზეთს მის მიერ მომზადებული საკურსო
ნამუშევრების ფაილები და ასევე, მასწავლებლების მიერ გასწორებული და შეფასებული
ეგზემპლიარები...

თავისი ნიუსი რომ გაეშალა, დორმანმა საბოლოოდ 12 სხვა წყაროც წარმოადგინა (გარდა
ძირითადი წყაროსი). საგამოძიებო რეპორტაჟებში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი 12 წყაროა
საჭირო. მაგრამ კარგმა რეპორტიორებმა იციან, რომ ნებისმიერ ახალ ამბავში, მიუხედავად მისი
მოცულობისა, მნიშვნელოვანი და არსებითია მრავალი წყაროს არსებობა. სხვა თუ არაფერი,
მრავალი წყარო მკითხველსა თუ მაყურებელს ნდობისა და უტყუარობის განცდას უქმნის.
ჟურნალისტიკა ხომ, სწორედ, ნდობას ეყრდნობა.
რაოდენობა ინფორმაციის პოტენციური წყაროებისა, აშკარად მერყეობს ტრადიციულსა და
ასევე, სხვა (არა)ტრადიციულ წყაროებს შორის, იქნება ეს, ნაბეჭდი წყაროები (ალმანახები,
ენციკლოპედიები და ა.შ) თუ ონლაინსაიტები და კომპიუტ. მონაცემთა ბაზები. კარგი
რეპორტიორები ხშირად მიმართავენ ყველა ამ და კიდევ, ბევრ სხვა წყაროსაც.

ინფორმაციის ტრადიციული წყაროები:

საგაზეთო ბიბლიოთეკა:

“შეამოწმე მორგში”, _ რედაქტორების ამ რჩევას ყოველი რეპორტიორი ისმენს ჯერ კიდევ


კარიერის ადრეულ ასაკში. “მორგი” ანუ გაზეთის ბიბლიოთეკა, ჩვეულებრივ “პირველი
გაჩერებაა” რეპორტიორებისათვის, ნებისმიერი დავალების შესრულებისას. ხშირად მათ დრო
არ აქვთ შემოწმებისთვის. როდესაც ხდება ხანძარი, კატასტროფა ან სხვა რაიმე უბედური
შემთხვევა, მაშინ ბუნებრივია, რომ რეპორტიორი მიიჩქარის მოვლენის ადგილისკენ. მას არ
აქვს საიმისოო დრო, რომ დამატებით, ძველ ნომრებში მოიძიოს ინფორმაციის უკანა ფონები
(background). ასე, რომ მხოლოდ ცხელ-ცხელი ამბების გაშუქებისას ვერ მიმართავენ ამ გზას.
სხვა შემთხვევაში კი, კარგი რეპორტიორების პირველი საფეხური “მორგში” წასვლა უნდა იყოს.

ასახავ რომელიმე ცნობილი პერსონის გამოსვლას? მოიძიე ამ ინფორმაციის უკანა ფონები.


ასახავ სპორტულ მოვლენას? ვინ არიან მწვრთნელები? რა წინაისტორია ჰქონდა ამ პაექრობას?
რეპორტიორმა უნდა უპასუხოს ამგვარ კითხვებს და პასუხები უნდა მოიძიოს საგ.
ბიბლიოთეკაში. დღეს, უმეტესობა ამ ბიბლიოთეკებისა, კომპიუტერიზებულია.
და კიდევ, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბეჭდური თუ სამაუწყებლო “მორგებისთვის”: აქ
შეგიძლიათ იპოვნოთ ფოტოები გამომსვლელის ან მწვრთნელის, ვისაც აქამდე არ
შეხვედრიხართ. ეს დახმარებას გაგიწევთ ამ ადამიანების ადვილად ცნობაში, როდესაც
ინტერვიუზე მიდიხართ ან, ვიდრე თამაში დაიწყება.

სხვა ტრადიციული წყაროები:

ტრადიციული ინფორმაციის წყაროებია: საინფ. ხასიათის წიგნები _ ლექსიკონები,


ენციკლოპედიები _ ისინი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალი ამბების
მომზადებაში. კარგ რეპორტიორებსა და რედაქტორებს ჩვევად აქვთ შეამოწმონ ყოველი
ფაქტობრივი მასალის სიზუსტე.
ინფორმაციის ტრადიციულ წყაროებს, გარდა ინტერვიუსი, მიეკუთვნება სამთავრობო თუ
არასამთავრობო ორგანიზაციათა გამოცემები, ან მათი ჟურნალ-გაზეთები და ა.შ. თუმცა,
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც იყენებთ მასალას იმ წყაროებისას,
რომელთაც კარგად არ იცნობთ.

ყველაზე კარგი გზა ბალანსის შესაქმნელად არის, არ დასჯერდეთ ერთ წყაროს და


წარმოადგინოთ მინიმუმ კიდევ ერთი, საპირისპირო თვალსაზრისი სხვა წყაროსი. თქვენ
ყოველთვის ვერ შეძლებთ, განსაზღვროთ, ვინ არის მართალი. ბალანსის უზრუნველყოფა
განსხვავებულ თვალსაზრისებს შორის - ეს გახლავთ მომდევნო მნიშვნელოვანი საფეხური.

კომპიუტერიზებული ინფორმაციები:

ინტერნეტი რა თქმა უნდა, შეუცვლელია ინფორმაციათა მოძიება-გადამოწმებისას, სულ ერთია,


მედიის რომელი სახისთვისაც არ უნდა მზადდებოდეს ახალი ამბავი.
ინტერნეტი ყველაზე უმნიშვნელოვანესი წყაროა რეპორტიორებისათვის, მაგრამ შესაძლოა
წარმოიქმნას პრობლემები ინფორმაციების ნდობასთან დაკავშირებით.
თუ წყაროდ გამოყენებულია ისეთი სოლიდური მედიაორგანოები, როგორიცაა “ნიუ-იორკ
ტაიმსი” ან “ვაშინგტონ პოსტი”, რა თქმა უნდა, დიდი შანსია, რომ ეს ინფორმაციები უტყუარი
და დამაჯერებელია. მაგრამ თუ ინფორმაციები, რომელიმე ორგანიზაციის “პრომოუტინგს”
ემსახურება, მაშინ ბუნებრივია, ეჭვს იწვევს მათი სანდოობა.

სტენ ქეთერერი, ჟურნალისტიკის მასწავლებელი მოუწოდებს რეპორტიორებს, რომ შეაფასონ


ვებზე მოძიებული ინფორმაციები ისეთივე ჟურნალისტური სტანდარტით, როგორც
მოიქცეოდნენ სხვა ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტისა და უტყუარობის შეფასებისას.

ანონიმური წყაროები:

 არა ჩანაწერისათვის; თუ წყარომ გაგაფრთხილათ, რომ არა ჩანაწერისთვის ანუ


გამოსაქვეყნებლად არ გითხრათ, თქვენ არ გაქვთ უფლება დაარღვიოთ მისი ეს მოთხოვნა.
ამგვარი ანონიმური წყაროს ინფორმაცია თქვენ გეხმარებათ, სხვა აალაპარაკოთ
ანუ "წამოაგოთ" ანკესზე;
 ფონი; შესაძლოა, წყარო გაწვდით ინფორმაციას, მაგრამ ერთი პირობით – ზუსტი ატრიბუცია ანუ
განსაზღვრა არ მოხდება მისი. მოიხსენიებთ მხოლოდ, როგორც მაღალ ოფიციალურ
პირს, ან ერთ–ერთ მაღალ ჩინოსანს, ან ვიღაც ოფიც.პერსონასთან დაახლოებულ პირს და ა.შ.
 "ღრმა ფონი"; ეს ის შემთხვევაა, როდესაც წყარო გაფრთხილებთ, რომ საერთოდ არ უნდა
მოხდეს ატრიბუცია. დაწერთ, ვთქვათ ასე, როგორც შევიტყვეთ, მაგრამ მკითხველი თუ
მსმენელი ვერ უნდა მიხვდეს, ვისგან შეიტყვეთ ეს ინფორმაცია.

აუცილებლად წაიკითხეთ!!!

ნაწ 5. ინფორმაციის წყაროები. ჰამილტონი ჯ., “ჩაეჭიდეთ პრესას “ (გვ.17-24; 155-172).


ინფორმაციის წყაროსთან ურთიერთობა და ჟურნალისტური ეთიკა.

ჟურნალისტიკის 10 მცნება:

1. ტყუილი გაზეთსა და ეთერში;

2. წყაროს მოტყუება ან დაშინება;

3. ჭორებისა და სხვა დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნება;

4. იმ მოსაზრებების შეკვეცა ან გამოტოვება, რომელთაც ჟურნალისტი არ ეთანხმება;

5. პირადი სიმპათიების ჩვენება რეპორტაჟებში;

6. საკუთარი ვინაობის დამალვა და ტყუილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით (თუ ასეთი


ქცევა უკიდურესობით არაა გამოწვეული);

7. სიტყვების ან აზრების პლაგიატი (სხვისი სიტყვების გამოყენება შეიძლება ავტორის


დამოწმებით);

8. სატელეფონო საუბრების ჩაწერა ნებართვის გარეშე;

9. პირადი მიზნებით საკუთარი მდგომარეობის გამოყენება (მაგ., წყაროებისგან საჩუქრების


მიღება);

10. ისეთი რამის გაკეთება, რაც შეიძლება ჩაითვალოს “ინტერესთა კონფლიქტად” (მაგ.,
არჩევნებში მონაწილე კანდიდატისთვის გამოსვლის ტექსტის შედგენა).

You might also like