You are on page 1of 5

1

ბიოგრაფიული ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა

ქართულად მომზადებულია, ლ. ხომერიკის მიერ, სემინარის “ბიოგრაფიული ინტერვიუ”,


მასალების მიხედვით, სემინარის წამყვანები: მარინა გრასსე, ანდრეა ზემსკოვა-ციუგე,
OWEN (Ost-West-Europäischen FrauenNetzwerks), თბილისი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი,
2004.

ინტერვიუს მსვლელობისას არ უნდა გამოიყენოთ ისეთი ფრაზები, რომლებაც


შესაძლებელია დიალოგის ბლოკირება გამოიწვიოს

1. ბრძანება, გადაწყვეტილების მიღება


 „თქვენ ვალდებული ხართ“
 „თქვენ უნდა ... “

2. გაფრთხილება, დაპირება, დამუქრება


 „თუ თქვენ შემდგომშიც ასე მოიქცევით... “
 „მე შემიძლია დაგეხმაროთ...“
 „დაფიქრდით, ეს სადამდე მიგიყვანთ....“

3. მორალიზება, სწავლება, შეხსენება


 „რატომ იყავით ასეთი გულმავიწყი? ...“
 „თქვენთვისვე იქნებოდა უკეთესი ....“

4. რჩევების მიცემა
 „მე თქვენს ადგილზე, წავიდოდი და ამაზე მეტს აღარ ვიფიქრებდი...“

5. ლოგიკურად დამტკიცება, არგუმენტების მოყვანა,


 „აი, რაში შეცდით!...“
 „თქვენ თვითონვე გესმით, რომ ეს ასე არ არის...“

6. გაკიცხვა, კრიტიკა, „ადგილზე მოსმა“


 „თქვენ თვითონვე ხართ ამაში დამნაშავე!...“
 „მე ამას სხვაგვარად გავაკეთებდი...“
 „საერთოდ, ეს ასე არ ხდება...“

7. შექება, დათანხმება, კვერის დაკვრა


 „თქვენსავით ჭკვიანი ადამიანი პოულობს შესაძლებლობას...“
 „მე ვიცი ეს პრობლემა...“

8. დაცინვა, დამცირება, გალანძღვა


 „თქვენ ხომ არ გაგიჟდით?

9. ინტერპრეტირება, დიაგნოზის დასმა, ანალიზირება

1
2
 „მეჩვენება, რომ თქვენ ძმებთან კარგი დამოკიდებულება გაქვთ...“
 „თქვენი პრობლემა, ეტყობა ბავშვობას უკავშირდება...“
 „მოვლენებს რომ ფხიზლად შევხედოთ...“

10. დაწყნარება, დაყვავება, თანაგრძნობის გამომჟღავნება


 „ნუ ღელავთ, საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება!....“
 „გუწრფელად მეცოდებით“....

11. დაკითხვა
 „რატომ გააკეთეთ?...“
 „ზუსტად როდის მოხდა ეს?...“
 „იყო იქ კიდევ ვინმე?...“

12. ყურადღების გადატანა, მნიშვნელოვნების დაკნინება, ხუმრობაზე გადასვლა


 „კარგით, ამაზე როდისმე შემდეგში ვისაუბრებთ...“
 „ააა, ეს როგორც კომედიაშია...“

13. შეწორება, მხილება, შეწინააღმდეგება


 „ცოტა ხნის წინ, თქვენვე პირიქით ამბობდით...“
 „არა, ეს 45-ში არ ყოფილა!...“

ზონდირება
მაგალითი:

ინტერვიუერი: თავის ტკივილის რა წამლები იცით?

„ზონდირება“ შეიძლება იყოს არასრული ან სრული. ს. ბელანოვსკის მოჰყავს


სრული ზონდირების ასეთი მაგალითი:
რესპონდენტი: ასპირინი, ანალგინი, პირამიდონი. და ციტრამონი.
ინტერვიუერი: (სიჩუმე.)
რესპონდენტი: კიდევ, სპაზგანი, და, თუ არ ვცდები, მაქსიგანი. ისინი ერთმანეთში
მეშლება ხოლმე.
ინტერვიუერი: კიდევ?
რესპონდენტი: შვილს პანადოლს ვაძლევ ხოლმე, ამბობენ, ის უსაფრთხოაო...
ინტერვიუერი: ჰმ.
რესპონდენტი: ა, გამახსენდა — კიდევ ბარალგინი.
ინტერვიუერი: ბარალგინი...
რესპონდენტი: კიდევ, რეკლამაა ხოლმე ტელევიზიით, მაგრამ სახელი არ მახსოვს,
რაღაც წამალი, რომელსაც ორმაგი მოქმედება აქვს.
ინტერვიუერი: კიდევ?
რესპონდენტი: სხვა არაფერი მახსენდება.
ინტერვიუერი: აღარაფერი?
რესპონდენტი: დიახ, ვეღარაფერს ვიხსენებ.

2
3

დასრულებული ინტერვიუების დამუშავება*

ბიოგრამა და თვალსაჩინო ბიოგრაფია

ინტრევიუს ბოლოს დგინდება გარკვეული ზუსტი „ობიექტური“ მონაცემები


ბიოგრამის მისაღებად. ბიოგრამა ხელს უწყობს „თვალსაჩინო ბიოგრაფიის“
შედგენას მასალის გაანალიზების პროცესში და გარე პირებს საშუალებას აძლევს
სწრაფად გაეცნოს ბიოგრაფიის მიმოხილვას.

ბიოგრამისათვის „ობიექტური“ მონაცემებია, მაგალითად:

 დაბადების თარიღი
 დაბადების ადგილი
 მშობლების/ბებიის/ბაბუის დაბადების თარიღი
 და/ძმები
 საცხოვრებელი ადგილის ცვლილებები
 სასკოლო კარიერა
 სკოლის შემდგომი განათლება
 პროფესიული კარიერა
 ქორწინება/პარტნიორობა
 შვილები/შვილიშვილები
 მეუღლის ან პარტნიორის დაბადების ადგილი და თარიღი
 სარწმუნოება

ინტერვიუს გაშიფვრის პირველი ნაბიჯი, როგორც წესი „თვალსაჩინო ბიოგრაფიის“


შედგენაა. ინტერვიდან გამოიყოფა ყველა „ობიექტური მონაცემი“, რომელიც არ
ექვემდებარება ინტრეპრეტაციას რესპონდენტის მხრიდან (მაგალითად: დაბადების
ადგილი, პროფესიული კარიერა, შვილის დაბადებისა თუ სხვა მოვლენის თარიღები და
ა.შ.). თვალსაჩინო ბიოგრაფიის შედგენისას შეგვიძლია დავამყაროთ ფაქტობრივი და
აზრობრივი კავშირები ცალკეული ეპიზოდებსა თუ პერსონჟებს შორის. ასევე, იქმნება
პირველი შთაბეჭდილება „მოყოლილი“ და „გადატანილი“ ბიოგრაფიების
ურთიერთმიმართებაზე.

ინტერვიუს ოქმი

ოქმი უნდა შედგეს ინტერვიუს დამთავრებისთანავე, რათა კარგად აღბეჭდოს ინტერვიუს


აღების ვითარების აღქმა ინტრევიუერის მიერ.

ოქმში უნდა აისახოს:


 ინტერვიუს ჩატარების ადგილი
 ინტერვიუს ჩატარების დრო
 ასევე ის შთაბეჭილებები, რაც მნიშვნელოვნად მოეჩვენა ინტერვიუერს
(რესპონდენტის განწყობა, ინტერვიუს მიმდინარეობის ატმოსფერო, ვითარება

3
4
ინტერვიუს ჩატარების ადგილას, იყვნენ თუ არა უცხო პირები და რამდენად
ახდენდა ეს გარემოება გავლენას ინტერვიუს მიმდინარეობაზე და ა.შ.).

ეს შთაბეჭდილებები შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოდგეს ინტერვიუს ინტერპრეტაციის


დროს.

ტრანსკირპტის შედგენის წესები

ინტრევიუს სრულყოფილად გასაანალიზებლად საჭიროა მისი წერილობით ფორმატში


გადატანა ანუ ტრანსკრიპტის შედგენა.
ტრანსკრიპტის გაკეთებისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:

- ინტერვიუს ეკუთვნის ყველაფერი, რაც ჩანაწერშია აღბეჭდილი


- ყველაფერი სიტყვასიტყვით უნდა გადავიდეს წერილობით ფორმაში, უნდა
შევინარჩუნოთ დიალექტი, ჟარგონი, სპეციფიური გამონათქვამები. ასევე, უნდა
დაფიქსირდეს რესპონდენტის ყველა კითხვა თუ შენიშვნა.
- სიტყვები, რომლებზედაც აქცენტი გაკეთდა, იბეჭდება მუქი ასოებით.
- პაუზები აღინიშნება ფრჩხილებში მოქცეული ერთი ან რამდენიმე ტირეთი: (-)
- არათხრობითი ეპიზოდები (მაგალითად; შესვენება, ფოტოების ჩვენება)
აღინიშნება ფრჩხილებში მოქცეული წერტილებით (....)
- მნიშვნელოვანი ხმები, როგორიცაა მძიმე სუნთქვა, ტირილი, სიცილი გადმოიცემა
ფრხილებში, მაგალითად (იცინის)
- გაუგებარი სიტყვებიც გადმოიცემა ფრჩხილებში და მიეთითება რადენი გაუგებარი
სიტყვაა. მაგალითად: - (ერთი გაუგებარი სიტყვა)

ინტერვიუს აღწერა და არქივირება


ინტერვიუს პუბლიკაციაში გამოსაყენებლად აუცილებელია რესონდენტის თანხმობის
მიღება. რესპონდენტსა და ინტერვიუერს შორის შეთანხების დადება მასალის გამოყენების
შესახებ შესაძლებელია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი სახით.

მასალის გამოყენების პირობები იცვლება კვლევის მოთხოვნებისა და ხასიათიდან


გამომდინარე. შესაძლოა:
- მასალა გამოიყენოს მხოლოდ ერთმა მკვლევარმა, ვინც ჩაწერა ინტერვიუ
- მასალა დაარქივიდეს და ის მკვლევართა ფართო წრისათვის გახდეს მისაწვდომი.

4
5
მასალის ანონიმიზირება

ინტრევიუს ტრანსკირპტის ანონიმზირება ეწოდება პროცესს, როდესაც ტრანსკირპტში


იცვლება სახელები, ადგილების დასახელება და ყველა ის მონაცემი, რის მიხედვითაც
შეიძლება ინტრევიუერის იდენტობის დადგენა.

აუდიო ჩანაწერის ანონიმიზირება რთული ტექნიკური პროცესია, ბევრი დრო და ფული


სჭირდება, ამიტომ ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ვთქვათ საიდუმლო
მასალის რადიოში გადასაცემად.

ანონიმურობის დაცვის პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები არსებობს:


- არქივში მუშაობის მსურველი ხელს აწერს კონტრაქტს, რომელშიც ვალდებულებას
იღებს მასალის გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ანონიმიზირება და
არ შეეცადოს კონტატის დამყარებას რესპონდენტთან.
- ინტერვიუერი თვითონ აკეთებს ინტერვიუს ტრანსკრიპტის ანონიმიზირებას;
ჩანაწერები და ტრანსკრიპტები ცალ-ცალკე ინახება და გარე მკვლევარისათვის
ხელმისაწვდომია მხოლოდ ტრანსკირპტები.

You might also like