Professional Documents
Culture Documents
კატო 10კლ
კატო 10კლ
აუდირება
აუდირების პროცესში კატოს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან
თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია და აუდიო/ვიდეო ჩანაწერი
სხვადასხვა თემაზე.,
კითხვა
კატოს დამოუკიდებლად შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის
დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი , ბიოგრაფია, ადაპტირებული მხატვრული
ხასიათის ტექსტი და გაიაზროს მისი შინაარსი და გაანალიზოს ის: ამოიცნოს
მთავარი თემა/საკითხები; განარჩიოს ფაქტი ვარაუდისაგან; ამოიცნოს ტექსტში
მოცემული ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებული კავშირი, გაავლოს კავშირი
საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოიტანოს სათანადო დასკვნა.
მას შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და
ქვეტექსტური ინფორმაცია.
კატოს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური
თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
წერა
კატოს შეუძლია დაწეროს ესე/წერილი, რომელშიც გადმოსცემს საკუთარ
შთაბეჭდილებებს, თვალსაზრისებს. შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა
მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.
ლაპარაკი
საუბრის დროს მას შეუძლია წინასწარი მომზადების გარეშე ინტერაქციაში
მონაწილეობა, ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვისთავის თავის გართმევა,
მონოლოგური მეტყველება,ხოლო წინასწარი მომზადების შედეგად მას შეუძლია
ზეპირი მოხსენების წარმოდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.
კატოს შეუძლია კამათის დროს მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას
სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
სუბრის პროცესში კატოს შეუძლია დაიცვას ინგლისური ენისათვის
დამახასიაათებელი გამოთქმის ნორმები და ინტონაცია.