You are on page 1of 2

განმავითარებელი შეფასება

საგანი : ინგლისური ენა


კლასი : XI
მოსწავლის სახელი / გვარი: ლევან ბოკუჩავა
თარიღი: 15.06.2020
პედაგოგი: ირმა გოჩალეიშვილი

აუდირება
აუდირების პროცესში ლევანს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან
თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია და აუდიო/ვიდეო ჩანაწერი
სხვადასხვა თემაზე.,
კითხვა
ლევანს დამოუკიდებლად შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის
დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი , ბიოგრაფია, ადაპტირებული მხატვრული
ხასიათის ტექსტი და გაიაზროს მისი შინაარსი და გაანალიზოს ის: ამოიცნოს
მთავარი თემა/საკითხები; განარჩიოს ფაქტი ვარაუდისაგან; ამოიცნოს ტექსტში
მოცემული ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებული კავშირი, გაავლოს კავშირი
საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოიტანოს სათანადო დასკვნა.
მას შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და
ქვეტექსტური ინფორმაცია. 
ლევანს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური
თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

წერა
ლევანი ცდილობს დაწეროს ესე/წერილი, რომელშიც გადმოსცემს საკუთარ
შთაბეჭდილებებს, თვალსაზრისებს. ცდილობს  დაწეროს თხზულება სხვადასხვა
მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.

ცდილობს  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

ლაპარაკი
საუბრის დროს მას შეუძლია წინასწარი მომზადების გარეშე ინტერაქციაში
მონაწილეობა, ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვისთავის თავის გართმევა,
მონოლოგური მეტყველება,ხოლო წინასწარი მომზადების შედეგად მას შეუძლია
ზეპირი მოხსენების წარმოდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.
ლევანი ცდილობს კამათის დროს მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას
სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება. 
სუბრის პროცესში ანა ცდილობს დაიცვას ინგლისური ენისათვის
დამახასიაათებელი გამოთქმის ნორმები და ინტონაცია.

რეკომენდაცია: ენობრივი კომპეტენციის გასაუმჯობესებლად სასურველია მოსასმენი


მასალა მრავალფეროვანი გავხადოთ.  ვურჩევ, ყოველდღიურად უსმინონ ენის
მატარებლების საუბარს, (ლექციას, მონოლოგს და სხვ.) იქნება ეს ტელე ან რადიო
გადაცემა, ფილმი თუ ინგლისური ენის შესწავლისთვის ჩაწერილი სავარჯიშო.
ვიღებთ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდიდან. ბიბისის ვებგვერდიდან მოსასმენ
მასალას. მოსასმენი მასალის შერჩევისას ტექსტის სირთულესთან ერთად
გავითვალისწინოთ შინაარსიც. არის მოსასმენი მასალა, რომელიც მოსწავლეთა
კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს (ასეთია ბევრი გამომსვლელის
სიტყვა ,,თედთოქის“ ვებგვერდზე  https://www.ted.com/  .

You might also like