You are on page 1of 2

განმავითარებელი შეფასება

საგანი : ინგლისური ენა


კლასი : XI
მოსწავლის სახელი / გვარი: ანასტასია ბერიშვილი
თარიღი: 15.06.2020
პედაგოგი: ირმა გოჩალეიშვილი

აუდირება
აუდირების პროცესში ანასტასიას შეუძლია მოისმინოს და სრულად გაიგოს
უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია და აუდიო/ვიდეო
ჩანაწერი სხვადასხვა თემაზე.,
კითხვა
ანასტასიას მასწავლებლის მცირედი დახმარებით შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს
სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი , ბიოგრაფია, ადაპტირებული
მხატვრული ხასიათის ტექსტი და გაიაზროს მისი შინაარსი და გაანალიზოს ის:
ამოიცნოს მთავარი თემა/საკითხები; განარჩიოს ფაქტი ვარაუდისაგან; ამოიცნოს
ტექსტში მოცემული ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებული კავშირი, გაავლოს
კავშირი საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოიტანოს სათანადო
დასკვნა.
მას შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და
ქვეტექსტური ინფორმაცია. 
ანასტასიას შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების,
პუბლიცისტური თხზულებების  წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა.

წერა
ანასტასია ცდილობს დაწეროს ესე/წერილი, რომელშიც გადმოსცემს საკუთარ
შთაბეჭდილებებს, თვალსაზრისებს. ცდილობს  დაწეროს თხზულება სხვადასხვა
მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.

ცდილობს  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

ლაპარაკი
საუბრის დროს ანასტასია ყოველთვის ვერ იცავს ინგლისური ენისათვის
დამახასიათებელ გომოთქმის წესებსა და ინტონაციას, მისი საუბრის ტემპი ზოგჯერ
ნელია, მაგრამ ანასტასია ყოველთვის ითვალისწინებს მასწავლებლის მითითებისა
და ცდილობს გამოასწოროს დაშვებული შეცდომები.
შეუძლია წინასწარი მომზადების გარეშე ინტერაქციაში მონაწილეობა, ყოფითი
საკომუნიკაციო სიტუაციისთვისთავის თავის გართმევა,
რეკომენდაცია:

ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად სასურველია ანასტასიამ ხშირად უყუროს


ინგლისურ მხატვრულ და შემეცნებით ფილმებს, უსმინოს რადიოს, წაიკითხოს
საინტერესო სტატიები ინგლისურ ენაზე, პროეკტებისათვის ინფორმაციის
მოპოვების მიზნით გამოიყენოს ინგლისურენოვანი ინტერნეტ სივრცე. გარდა ამისა,
მან უნდა ხშირად გამოიყენოს ლექსიკონი კითხვის დროს, ამოწეროს უცნობი
ლექსიკური ერთეულები, შექმნას «სიტყვათა რუკები», შეადგინოს ახალი სიტყვების
გამოყენებით წინადადებები.მეტყველების განვითარებაში მას დაეხმარება ნანახი
ფილმებისა და წაკითხული მოთხრობების მოკლე შინაარსის გადმოცემა როგორც
წერილობითი , ასევე ზეპირი ფორმით. «მკითხველის დღიურის» შევსება კი
დაეხმარება ანასტასიას წაკითხული ტექსტის გააზრებაში. სასურველია მან ხშირად
გაიმეოროს განვლილი მასალა, მიუბრუნდეს შესწავლილ ტექსტებს, დიალოგებს,
გაიმეოროს განვლილი მასალა.

You might also like