You are on page 1of 7

ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება

ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში ორ ფუნქციას ასრულებს:


1. მათი საშუალებით სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო ხდება მოსწავლისთვის;
2. მათი საშუალებით უფრო ეფექტურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოების წევრებს
შორის.

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მასწავლებლებმა ციფრული ტექნოლოგიები შეიძლება


გამოიყენონ კომპლექსური დავალებებისა და თემატური მატრიცების შესაქმნელად.

გამოყენებული ლიტერატურა:
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა - პირველი უცხოური ენა საშუალო საფეხურზე;
საგანი - პირველი უცხოური ენა (ინგლისური ენა), საბაზო საფეხურის გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და
ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, 2022 წელი

8) პირველი თავის მატრიცა

თემატური მატრიცა

Unit 1. Not Just Another Brick in the Wall


შუალედური მიზანი 1 - ინტერვიუ განმცხადებელთან (აპლიკანტთან) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების
დაფინანსების მოსაპოვებლად.
შუალედური მიზანი 2 - სტატია თემაზე „მშობლიური და უცხო ქვეყნის განათლების სისტემებს შორის
არსებული მსგავსება-განსხვავება“.

შუალედური სასწავლო მიზანი N1

თემა - სკოლა და სასკოლო საზოგადოება, განათლების სისტემა


საკითხი - ინტერვიუ განმცხადებელთან (აპლიკანტთან)საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების დაფინანსების
მოსაპოვებლად.

46 Introduction
სამიზნე ცნება ქვეცნებები ქვესაკითხები
ჟანრი 1. კომუნიკაციის 1. ინტერვიუ განმცხადებელთან საზღვარგარეთსწავლის
(Iუცხ. სიტუაციური გაგრძელების დაფინანსების მოსაპოვებლად;
საშ.1,2,3,5,6) მახასიათებლები; თემა; 2.ინტერვიუ;
2. ზეპირი კომუნიკაციის 3. ზეპირი ინტერაქციის/ინტერვიუს სტრუქტურირება:
ჟანრები;
საუბრის წამოწყება, სასაუბროთემის შემოტანა,
3. ტექსტის სტრუქტურა;
თემის შეჯამება/დასრულება; ინტონაცია, მახვილი,
პაუზა, ხმის ტემბრი,
მეტყველების ტემპი.

სამეტყველო ფუნქციური სამეტყველო


ქმედება ქმედებები - ცალკეული
(Iუცხ. ფუნქციური
საშ.2,3,4,5,6) გამონათქვამები/
გამონათქვამთა ბმული
თანამიმდევრობა
ინტერაქციისთვის:

ინტერაქცია ინფორმაციის Asking for information - e.g. Tell us about yourself..


მოსაპოვებლად; ინტერაქცია Giving Personal information - e.g. My name is..., I
ინფორმაციისგასაცემად; amfrom...
ინტერაქცია შეხედულებებსა Expressing feelings, emotions - e.g. I am impressed,
დადამოკიდებულებებზე; I am a fan of... It is my pleasure... exceed my
ინტერაქცია ემოციებსა და expectationGiving opinion e.g. To my mind, in my
გრძნობებზე; point of view….., I believe that…., I’m sure that…,
ლოგიკური კავშირების I feel that, I’d say that, it seems to me that…; I’m no
გამოხატვა. expert (on this), but …, As far as I know….
Using logical linkers: because, so, and, but, lthough,
also...

ენობრივი ლექსიკა გრამატიკა • School systems;


საშუალებები • Application procedures;
(Iუცხ.საშ.1,2,3,4,5,6) • Present Tenses
საკვანძო შეკითხვა - როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო ინტერვიუსთვის საჭირო ლექსიკური
და გრამატიკული ერთეულები?როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით წარვმართო ინტერვიუ?
კომპლექსური დავალება - ( Student’s Book. p. 20. ex3)

როლური თამაში - დაიყავით ჯგუფებად და გაითამაშეთ ინტერვიუ (გასაუბრება) სკოლის ადმინისტრაციასა


და განმცხადებელ (აპლიკანტ) მოსწავლეს შორის, რომელსაც სურს სტიპენდიის მიღება საზღვარგარეთის
სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. ინტერვიუში განმცხადებელს (აპლიკანტს) დაუსვით შეკითხვები მისი
წარმოდგენილი აპლიკაციის საფუძველზე (მოსწავლის წიგნი, გვ. 21, აპლიკაცია), რაცგადაწყვეტილების
მიღებაში დაგეხმარება (მაგ., სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, რომელ კლასში სწავლობ, ინტერესები,
უნარები, რომელ უცხოურ ენებს ფლობს, რომელი საგანი აინტერესებს ყველაზე მეტად, რომელ კლასგარეშე
აქტივობებშია ჩართული, ხასიათის თვისებები, ძლიერი და სუსტი მხარეები). დაიცავი ინტერვიუს
სტრუქტურა, ინგლისური ენისთვის დამახასიათებელი ინტონაცია, გამოთქმა და მახვილები;

ამისთვის გამოიყენე ნასწავლი სიტყვები, გრამატიკული საკითხები და საჭირო გამონათქვამები - education,


Public School, Private School, Grammar School, General, Bilingual, Science, Classical, Vocational School, Languages,
Academic, Extracurricular And Personal Interests, visual art forms,

Introduction 47
languages, future occupation, integrate, attend, knowledge, exam, grade, interdisciplinary, skill, cognitive, experience,
explore, core, projects, fee, curriculum, demanding, headmaster, woodwork, bookbinding, excursion, compulsory,
involving various areas of study, going to school regularly, forming aspecial relationship, Present Simple, Present
Continuous, Present Perfect.

სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან შეფასების კრიტერიუმიმოსწავლეს ნაშრომში/ნაშრომის


დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები შეუძლია: პრეზენტაციისას
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, ხაზგასმით წარმოაჩინე:
რომ:

ჟანრი ჟანრი • რა არის ინტერვიუს


1. დისკურსული /დისკურსში • კონკრეტული საკომუნიკაციო მთავარი
გამოყენებული ჟანრი კომუნიკაციის სიტუაციისშესაფერისი ჟანრის მახასიათებლები, თემა
სპეციფიკური ფორმაა, რომელიც გამოყენება; (მკვ.წ.4) დამიზანი, ვინ არის
ხორციელდებატიპობრივ საკომუნიკაციო • ჟანრის სტრუქტურული და შენი მსმენელი (ჟანრი);
სიტუაციაში. ჟანრი ამოიცნობა შინაარსობრივი მახასიათებლების • რამდენად შეესაბამება
დაცვა; (მკვ.წ.1,5,6) ინტერვიუს მიზანს
სიტუაციური მახასიათებლებით -
• სიტუაციური ფაქტორების და საკომუნიკაციო
ადგილით, მიზნით, მონაწილეთა სიტუაციას
შესაბამისი ვერბალური და
ვინაობით, თემით და სხვ. (მაგ., არავერბალური საშუალებების გამონათქვამები,
დიალოგი სავაჭრო ობიექტში); შერჩევა. (მკვ.წ.2,3) სიტყვები და
2. ერთი და იმავე დისკურსული ჟანრის გრამატიკული ფორმები
სამეტყველო ქმედება
ტექსტებს აქვს საერთო სტრუქტურული • სიტუაციის შესაბამისი (სამეტყველო ქმედება,
და შინაარსობრივი მახასიათებლები; სამეტყველო ქმედებების ენობრივი საშუალებები,
3. წარმატებული კომუნიკაციის მიზნობრივად განხორციელება. ჟანრი), რომლებიც
დასამყარებლად მნიშვნელოვანია (მკვ.წ.1, 2) გამოიყენე.
სიტუაციური ფაქტორების შესაბამისი
ვერბალური (ლექსიკის, გრამატიკული
ფორმების შერჩევა) და
არავერბალური (ინტონაცია, პაუზა, ჟესტ-
მიმიკა, რუბრიკები,ილუსტრაცია, სქემა
და სხვა.) საშუალებების შერჩევა;

სამეტყველო ქმედება ენობრივი საშუალებები


1. საკომუნიკაციო სიტუაციაში • ახალი ლექსიკური ერთეულებისა
მეტყველება ხორციელდება სხვადასხვა და გრამატიკული საკითხების
კონტექსტში გამოყენება. (მკვ.წ.1,
ფუნქციით (რჩევის მიცემა, აღწერა-
2)
დახასიათება, ინტერაქცია სოციალურ
რიტუალებში, გზის მითითება,
დამოკიდებულების გამოხატვა,ახსნა და
სხვა);
2. წარმატებული კომუნიკაციისთვის
მნიშვნელოვანია სამეტყველო
ქმედებების მიზნობრივად
განხორციელება სათანადო
გამონათქვამების და ენობრივ-
გრამატიკული ფორმების გამოყენებით.

ენობრივი საშუალებები
1. ყოველ ენას თავისებური, სხვა
ენებისგან განსხვავებული სპეციფიკური
ფონეტიკური, მორფოლოგიური,
სინტაქსური დალექსიკური სისტემები
აქვს;
2. ფონეტიკის, ლექსიკისა და
გრამატიკის შესწავლა და მათი
ფუნქციურად გამოყენება
მნიშვნელოვანია წარმატებული

48 Introduction
ზეპირი და წერითი
კომუნიკაციისთვის.
კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ძირითადი რესურსი:
Tune Up! 2 Student’s book Tune Up! 2 Workbook

რესურსი 1. Mock Interview for students https://youtu.be/gEfPlwK2eC8

რესურსი 2. Scholarship interview questions and answers https://youtu.be/q6323JL8a24

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობარესურსები/განსახილველი შემთხვევები:


(პირველი ეტაპის ნაწილად მოიაზრება ძირითადი შემთხვევის განხილვის დაწყება).

აქტივობა. მასწავლებელი მართავს დისკუსიას შემდეგ საკითხებზე, მაგ.,


 რას ეხებოდა ვიდეორგოლი? ( რესურსი 1)
 რა სახის რჩევები განიხილეს ვიდეოში?
 როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია გასაუბრების დროს ვიდეოში მოცემული რჩევების
გათვალისწინება?
ამის შემდეგ პედაგოგი მოსწავლეებს აცნობს დავალების პირობას, რომ უნდა მოამზადონ და გაითამაშონ
ინტერვიუ - გასაუბრება მოსწავლესთან დაფინანსების მოსაპოვებლად. დავალების პირობის გაცნობის
შემდეგ კლასი კვლავ მსჯელობს შემდეგ საკითხებზე:

კომპლექსური დავალების პირობის გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები:


ქვეცნება/ქვესაკითხი
კომუნიკაციის სიტუაციური მახასიათებლები, - როლური თამაში-ინტერვიუ
 როგორ მოემზადები როლური თამაშისთვის? რა სტრატეგიებს/მახასიათებლებს გამოიყენებ როლური
თამაშისთვის? (მაგ., ვინ უნდაიყვნენ ინტერვიუს მონაწილეები? სად წარიმართება ინტერვიუ? რა
მიზანი ექნება ინტერვიუს?)
დისკურსული ჟანრები /ტექსტის სტრუქტურა - ზეპირი კომუნიკაციის ჟანრი - ინტერვიუ;

 რა მახასიათებლები აქვს ინტერვიუს? (რესურსი 1, რესურსი 2)


 რატომაა საჭირო მეტყველებისას სიტყვების სწორად გამოთქმაზე დაფიქრება? მიმიკა-ჟესტიკულაციაზე
დაფიქრება? ფუნქციური სამეტყველო ქმედებები

 რომელი ფრაზებს გამოიყენებ ინფორმაციის მოსაპოვებლად/გასაცემად? ლექსიკა, გრამატიკა


 რომელ დროებს გამოიყენებ პირად ინფორმაციაზე სასაუბროდ, გამოცდილების გასაზიარებლად...
გამოსახატავად?

ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რამდენად ესმის მოსწავლეს, რა არის კომპლექსური დავალება
 შენი სიტყვებით ჩამოაყალიბე, რას შეეხება დღეს მოცემული დავალება, რომელზეც რამდენიმე
გაკვეთილის განმავლობაში უნდა იმუშაო? მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ
შეგისრულებია?
მასწავლებელი რწმუნდება, რომ თითოეულმა მოსწავლემ გაიგო კომპლექსური დავალების ტიპი,
დანიშნულება და შეფასების კრიტერიუმები.
ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა
სამიზნე1.
ნაბიჯი ცოდნის (დეკლარატიული,
რამდენად პროცედურული,
შეესაბამება ინტერვიუს მიზანს და საკომუნიკაციო სიტუაციას
გამონათქვამები, სიტყვები და გრამატიკული
პირობისეული) კონსტრუირებაზე ფორმები,რომლებიც გამოიყენე?
ორიენტირებული
შეკითხვები
ქვეცნება-სტრატეგიები: ლექსიკის ათვისების, მოსმენილი/
აკითხული ტექსტის გაგების, გრამატიკის.

Introduction 49
ლექსიკა :
St. b. - p. 8-9; ex. 1,2,3,4;5;6. p. 10-11; ex. 1,2;3;4 p.12-13; ex. 1;2;3;4;5;6;7;8.
w. b. - p.8-14;

 რა სიტყვები გახსოვს სკოლის ცხოვრებასთან და განათლებასთან დაკავშირებულ თემებთან?


 რომელი ხერხი დაგეხმარება ყველაზე უკეთ სკოლის ცხოვრებასთან და განათლებასთან
დაკავშირებული სიტყვების ათვისებასა და დამახსოვრებაში?
 რა სიტყვები და ფრაზები დაგჭირდება პირადი ინფორმაციის გასაცემად, გამოცდილებაზე
სასაუბროდ?
 რა სტრატეგიების გამოყენებით შეძელი სხვადასხვა ქვეყნის სკოლების შესახებ წაკითხული ტექსტის
გაგება?

გრამატიკა:
st. b. p.14-15; ex. 1;2;3. p.16-17; ex.1;2;3;4;5;6. p.18-19. ex. 1;2;3;4;5;6;7. p.20-21. ex. 1;2;3. w. b. p.15-22;

 რომელ დროებს გამოიყენებ სასკოლო ცხოვრებაზე, განათლებაზე სასაუბროდ?


 გაიხსენე როგორ იწარმოება Present Tenses, რით განსხვავდება ერთმანეთისგან?
 რომელი ხერხები გეხმარება Present Tenses ფორმების/წესების უკეთ დამახსოვრებაში? (კონტექსტში
გამოყენება? სქემატური ვიზუალური მოდელის შექმნა და გონებაში წარმოდგენა? სავარჯიშოების
შესრულება? გონებაში წესის გამეორება?) ჯერ წესი გავიაზრო და მერე გამოვიყენო კონკრეტულ
მაგალითებში? თუ პირიქით: კონკრეტულ მაგალითებს დავაკვირდე წესის აღმოსაჩენად?
 რა ინფორმაცია შეიძლება შეიტყო წინასწარ მოსასმენი ტექსტის შესახებ, მოცემულ სურათებსა თუ
სიტყვებზე დაყრდნობით?
 რა ხერხს გამოიყენებ იმისათვის, რომ მოსმენილი ტექსტის შემდეგ სწორად გაიგო ინფორმაცია სკოლის
ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ქცევის წესებზე და სხვა?
 რა ხერხებს გამოიყენებ ზეპირი კომუნიკაციისას? (მაგ., წინასწარ გაივლი რეპეტიციას ღელვის
შესამცირებლად)

ნაბიჯი 2. რა არის ინტერვიუს მთავარი მახასიათებლები, თემა და მიზანი, ვინ არის შენი მსმენელი?

ზეპირი ტექსტის ჟანრობრივი მახასიათებლების/სტრუქტურის გაცნობა და დამუშავება რესურსები და


აქტივობები:
რესურსი 1. Mock Interview for students https://youtu.be/gEfPlwK2eC8
რესურსი 2. Scholarship interview questions and answers https://youtu.be/q6323JL8a24

აქტივობა: მეტყველების ხერხებზე/სტრატეგიებზე მსჯელობა;


1. იდეების გენერირება ენობრივი საშუალებების მიზნობრივად გამოყენებისთვის:
2. ჯგუფის წევრებთან ერთად ინტერვიუს სცენარის შედგენა;
3. ცოდნის მობილიზების მიზნით ჩანიშვნების გაკეთება;
5. კრიტერიუმების ბადის მომზადება და თანაკლასელებთან ერთად რეპეტიციის გავლა. შეფასება
გაუმჯობესების მიზნით;
6. როლური თამაშის წარდგენა;
7. როლური თამაშის წარდგენის შემდეგ განვლილი სამუშაო ეტაპების განხილვა და გასაუმჯობესებელი
გზების დადგენა.

50 Introduction
კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული
შეკითხვები კონკრეტულ მოსწავლესთანინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად

აღწერე, როგორ მიმდინარეობს/წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;


 როგორ გეგმავ/დაგეგმე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი? რას ითვალისწინებდი სამუშაო
პროცესის დაგეგმვისას?
 დაგეხმარა თუ არა პირველადი გეგმა მუშაობის პროცესში?
 რა დეტალები იყო აქცენტირებული პრეზენტაციის მომზადებისას?
 წარიმართა თუ არა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი დაგეგმილის შესაბამისად?
 გახდა თუ არა საჭირო თავდაპირველად შემუშავებულ გეგმებში ცვლილებების შეტანა?
 რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
 რა განასხვავებს შესრულებული დავალების პირველად ვერსიას საბოლოოსგან?
 რა ფაქტორებმა გამოიწვია/შეიძლება გამოიწვიოს პირველადი დასკვნების გადასინჯვა?
 რა პროდუქტი შექმენით კომპლექსური დავალების სახით?

ახსენი, რატომ შექმენი პრეზენტაცია? რა საკითხის შესახებ გამოხატე შენი ცოდნა კომპლექსური დავალების
საშუალებით?
 რატომ განახორციელე კომპლექსური დავალება?
 რა გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს ისახავდი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 ვისთვის და რატომ არის ეს პროდუქტი სასარგებლო და საინტერესო?
 რა იცოდი შესასწავლი საკითხის შესახებ? რა გაიგე ახალი? დამატებით რის გაგებას ისურვებდი?
 რამდენად შედეგიანად წარადგინე როლური თამაში თანატოლებისთვის.?
 რა ხერხები გამოიყენე სასწავლო მასალის უკეთ გასააზრებლად? / კომპლექსური დავალების უკეთ
შესასრულებლად?

რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე


მუშაობის პროცესში?
 რა საერთო მიზანი გქონდათ შენ და შენს მასწავლებელს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის
პროცესში?
 გქონდა თუ არა საერთო მიზნები თანაკლასელებთან ერთად? იყო თუ არა საინტერესო და სასიამოვნო
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი?
 რა გააკეთე დამოუკიდებლად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 ვინ და როგორ დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? ვისთან ითანამშრომლე
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? (რა დახმარება გაუწიე თანაკლასელებს/მასწავლებელს;
რა მხარდაჭერა მიიღე მათგან?);
 წააწყდი თუ არა კონფლიქტურ სიტუაციებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ
შეძელი კონფლიქტის დარეგულირება?
 წააწყდი თუ არა გაურკვევლობებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გაერკვიე
ბუნდოვანებით მოცულ საკითხებში?
 შეხვდი თუ არა განსხვავებულ მოსაზრებებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
რამდენად შეძელი თანამშრომლობა განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან? რა დაგეხმარება,
რომ უკეთ გაიგო თანაკლასელების, მასწავლებლის სათქმელი?
 გააანალიზე, რა წესებს/კანონებს იცავდი და რატომ, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
(მაგალითად, რამდენად მოახერხე აზრთა სხვადასხვაობის ვითარებაში ორიენტირებული ყოფილიყავი
პრობლემაზე და არა კომუნიკაციაში ჩართულ ადამიანებზე? რით და როგორ გამოხატავდი ადამიანების
მიმართ პატივისცემას კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში)?
 რით დაგეხმარა მასწავლებელთან, სხვა მოსწავლეებთან დიალოგი კომპლექსური დავალების
შესრულებაში?

Introduction 51
 როგორ შეიძლება დაეხმაროს შენი შეკითხვები თანაკლასელებს სათქმელის უკეთ ჩამოყალიბებაში?
 რა ფაქტორები გაითვალისწინე/უნდა გაითვალისწინო საიმისოდ, რომ შენი კომპლექსური
დავალების პრეზენტაცია მსმენელისთვის გასაგები და მისაღები იყოს (მაგ.: ფუნქციური სამეტყველო
ქმედების (თხრობა, აღწერა, მსჯელობა) სწორად შერჩევა, სენსიტიური ნიუანსების წინ წამოწევა;
ჟესტიკულაციის, მიმიკის, არავერბალური სიგნალების გამოყენება);
 გამოიყენე თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რაში დაგეხმარა
ტექნოლოგიების გამოყენება?
 რას გააკეთებდი სხვაგვარად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
 შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?
როგორ წარმოაჩენ ამ განსხვავებებს შეკითხვების სახით?
 შეაფასე, რამდენად გამოგივიდა ის, რაც მასწავლებლისგან გქონდათ დავალებული?

შუალედური მიზანი 1 - კომპლექსური დავალების შეფასება სოლო ტაქსონომიის მიხედვით

სამიზნე ცნებებისა და საფეხურის შედეგების მიმართულებით პროგრესი მოწმდება შემდეგ ქვეცნებებსა


და ქვესაკითხებზე დაყრდნობით.მოსწავლის ცოდნის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იყოს არა
მხოლოდ ის შეკითხვები, რომლებიც აქცენტირებულად რომელიმე სამიზნე ცნებას (მაგალითად, ჟანრს,
ენობრივ საშუალებას, სამეტყველო ქმედებას და კულტურათა დიალოგს) შეეხება. დასკვნები უნდა
გაკეთდეს ნაშრომის მთლიანი ანალიზის საფუძველზე.
ცნება ქვეცნებები ქვესაკითხი (რამდენად ეროვნული მასწავლებლის
ოპერირებს მოსწავლე სასწავლო გეგმის კომენტარი
ქვემოთ ტაქსონომიის
მოცემული მიხედვით
ქვესაკითხებით)
ჟანრი ზეპირი კომუნიკაციის ინტერვიუ მიმართებითი დონე
(შედეგები: I უცხ.საბ.1,2,3,4,5) ჟანრი - როლური განმცხადებელთან მოსწავლეს
1. დისკურსული / თამაში:ინტერვიუ საზღვარგარეთ მართებულად
დისკურსში გამოყენებული სწავლის გაგრძელების აქვს გააზრებული
ჟანრი კომუნიკაციის კომუნიკაციის დაფინანსების საკითხთან
სპეციფიკური ფორმაა, სიტუაციური მოსაპოვებლად; დაკავშირებული
რომელიც ხორციელდება მახასიათებლები ქვეცნებები და
ტიპობრივ საკომუნიკაციო - მიზანი, თემა, სიტუაციური ქვესაკითხების
სიტუაციაში. ჟანრი ადრესატი; მნიშვნელობა.
მახასიათებლები ქვესაკითხებთან
ამოიცნობა სიტუაციური - მიზანი -
მახასიათებლებით - ზეპირი ტექსტის დაკავშირებულ
სტრუქტურა. ინტერვიუს ჩატარება ცოდნას ურთიერთ‑
ადგილით, მიზნით, განმცხადებელთან
მონაწილეთა ფუნქციური დაკავშირებულად
სამეტყველო საზღვარგარეთ იყენებს და ქმნის
ვინაობით და სხვ. (მაგ., სწავლის გაგრძელების
დიალოგი სავაჭრო ქმედებები: შინაარსობრივად
დაფინანსების და გრამატიკულად
ობიექტში); მოსაპოვებლად.
2. ერთი და იმავე • ინტერაქცია გამართულ
ინფორმაციის (ჟანრი) მიზნობრივ
დისკურსული ჟანრის
ტექსტებს აქვთ საერთო მოსაპოვებლად; მთლიანობას
ზეპირი ინტერაქციის/ (სტრუქტურა
სტრუქტურული ინტერვიუს
და შინაარსობრივი თანამიმდევრულია,
სტრუქტურირება - გამოყენებულია
მახასიათებლები; საუბრის წამოწყება,
3. წარმატებული თემისა და მიზნის
სასაუბრო თემის შესაბამისი საჭირო
კომუნიკაციის შემოტანა, თემის
დასამყარებლად კონსტრუქციები
შეჯამება/დასრულება; და ლექსიკური
მნიშვნელოვანია ინტონაცია, მახვილი,
სიტუაციური ფაქტორების ერთეულები,
პაუზა, ხმის ტემბრი, გამოყენებულია
შესაბამისი ვერბალური მეტყველებისტემპი
(ლექსიკა, გრამატიკული ახლანდელი დროის
ფორმები) და არავერბალური ფორმები).
(ინტონაცია,პაუზა,
ილუსტრაცია, სქემა და სხვა.)
საშუალებების შერჩევა.

52 Introduction

You might also like