You are on page 1of 37

მეორე უცხოური ენა

საბაზო საფეხური
კომპლექსური დავალებების ბანკი

(მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით)

სამიზნე ცნება ქვეცნებები ზოგადი კრიტერიუმები კომპლექსური დავალების შესაფასებლად:

ცნებასთან სამიზნე ცნებებზე - ჟანრი, მოსწავლეს შეუძლია:


დაკავშირებული სამეტყველო ქმედება, ენობრივი (ჟანრი)
მკვიდრი წარმოდგენები საშუალებები - მუშაობისთვის  კონკრეტული საკომუნიკაციო სიტუაციის შესაფერისი ჟანრის გამოყენება;
შესაძლოა შერჩეულ იქნას  ჟანრის სტრუქტურული და შინაარსობრივი მახასიათებლების დაცვა;
სხვადასხვა ქვეცნება  სიტუაციური ფაქტორების შესაბამისი ვერბალური და არავერბალური
საშუალებების შერჩევა.
(სამეტყველო ქმედება)
 სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო ქმედებების მიზნობრივად
განხორციელება
(ენობრივი საშუალებები)
 ახალი ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკული საკითხების კონტექსტში
გამოყენება.

(მოსწავლემ უნდა
გააცნობიეროს, რომ . . .)

1
ჟანრი ქვეცნებები

(შედეგები: II 1) კომუნიკაციის
უცხ.საბ.1,2,3,4,5) სიტუაციური
მახასიათებლები -
1. დისკურსული
/დისკურსში კომუნიკაციის მიზანი,
გამოყენებული ჟანრი მონაწილეები, თემა, ადგილი
კომუნიკაციის და დრო;
სპეციფიკური
2) წერითი კომუნიკაციის
ფორმაა, რომელიც
ხორციელდება ჟანრები -
ტიპობრივ  პრაგმატული ტექსტები
საკომუნიკაციო (მაგ. განრიგი/პროგრამა,
სიტუაციაში. ჟანრი გზის მარშრუტი, აფიშა,
ამოიცნობა
ანონსი, და სხვ.);
სიტუაციური
 კორესპონდენცია (მაგ.,
მახასიათებლებით -
ადგილით, მიზნით, ღია ბარათი, მეგობრული
მონაწილეთა წერილი, გზავნილი);
ვინაობით და სხვ.  საინფორმაციო-
(მაგ., დიალოგი შემეცნებითი ტექსტები
სავაჭრო ობიექტში); (მაგ., ცნობარი, ანოტაცია,
2. ერთი და იმავე ბუკლეტი, პოსტერი,
დისკურსული ბროშურა და სხვ.);
ჟანრის ტექსტებს
აქვთ საერთო
სტრუქტურული და
3) ზეპირი კომუნიკაციის
შინაარსობრივი ჟანრები -
მახასიათებლები;
3. წარმატებული დიალოგი, ინტერვიუ,
კომუნიკაციის რეპორტაჟი, პრეზენტაცია,
დასამყარებლად
ზეპირი განცხადება, დისკუსია,
მნიშვნელოვანია
სიტუაციური ყოფით-საინფორმაციო რადიო
ფაქტორების ან ტელეგადაცემა
შესაბამასი (კულინარული, ამინდის
ვერბალური
პროგნოზი და სხვ.).
(ლექსიკა,

4) ტექსტის სტრუქტურა - 2
სევდის გამოხატვა;
დამშვიდება; შიშის, ფიზიკური
ტკივილის გამოხატვა;
აღფრთოვანების გამოხატვა;
გამოხატვა იმისა, თუ რა
გირჩევნია;
კმაყოფილების/უკმაყოფილები
ს გამოხატვა;

4) ინტერაქცია
შეხედულებებისა და
დამოკიდებულების
შესახებ

საკუთარი თვალსაზრისის
გამოხატვა; დადასტურება ან
უარყოფა; გამოხატვა იმისა,
რომ რაიმე იცი ან არ იცი,
შეგიძლია/არ შეგიძლია;
გამოხატვა იმისა, რომ რაიმე
გახსოვს ან დაგავიწყდა; რაიმეს
შეხსენება; საკუთარი
სურვილების, მსგავსების/
განსხვავების,
მეტობის/ნაკლებობის
აღნიშვნა);

5) დროისა და სივრცის
შესახებ

დროის მონაკვეთების
აღნიშვნა; დროში - აწმყოში,

3
წარსულსა თუ მომავალში -
ლოკალიზება; დასაწყისის,
საკითხი: სიმულაციური დიალოგის წარმართვა კაფეში შეკვეთის მიცემის
დასასრულის აღნიშვნა;
მიზნით.
განმეორებადობის,
ხანგრძლივობის, სიხშირის საკვანძო შეკითხვა:
აღნიშვნა; სივრცის შესახებ
 როგორ, რა სტრატეგების გამოყენებით ავითვისო დიალოგის
ადგილის/ადგილმდებარეობის წარმართვისთვის საჭირო ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
აღნიშვნა; მანძილის  როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით წარვმართო დიალოგი
დაზუსტება; მოძრაობის მენიუდან საჭმელ-სასმელის შესარჩევად და შეკვეთის მისაცემად?
აღნიშვნა);

6) ლოგიკური კავშირების
დავალება 1. როლური თამაში
გამოხატვა
წარმოიდგინეთ, რომ სამნი ხართ კაფეში და ძალიან გშიათ, მენიუში ირჩევთ,
მიზეზი, შედეგი, მიზანი.
ვის რა გინდათ და უკვეთავთ. შეადგინეთ და გაითამაშეთ დიალოგი.

დიალოგში:
ენობრივი საშუალებები
 წარმოაჩინეთ სიტუაციური მახასიათებლები: სად ხართ და რა მიზნით;
(შედეგები: 1) ლექსიკა (ჟანრი)
IIუცხ.საბ.1,2,3,4,5)  სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
 სემანტიკური კავშირები - გამონათქვამების) გამოყენებით ისაუბრეთ: რა გიყვართ/არ გიყვართ
1. ყოველ ენას
სინონიმები, ანტონიმები, მენიუში შემოთავაზებული სასმელ-საჭმელიდან; მიეცით ერთმანეთს
თავისებური, სხვა
ომონიმები, ლექსიკური რჩევები; მიეცით/ მიიღეთ შეკვეთა; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები,
ენებისგან
განსხვავებული ბუდეები (მაგ., პური, სამეტყველო ქმედება)
სპეციფიკური მეპურე, საპურე);  გამოიყენეთ შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი; როლებს შეუსაბამეთ
ფონეტიკური,  შესიტყვებები, ინტონაცია, მიმიკა-ჟესტიკულაცია; დაიცავით სათანადო გამოთქმა და
მორფოლოგიური, ფრაზეოლოგიზმები; მახვილები; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)
სინტაქსური და  სიტყვები და შესიტყვებები დიალოგის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:
ლექსიკური დროითი, სივრცითი,  რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სისტემები აქვს. რაოდენობრივი, სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
2. ფონეტიკის,
თვისებრივი (ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
ლექსიკისა და
გრამატიკის
მოცემულობებისა და
ლოგიკური კავშირების

4
შესწავლა და მათი გამოსახატავად;  როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე დიალოგის
ფუნქციურად გასათამაშებლად; (ენობრივი საშუალებები)
გამოყენება
2) გრამატიკა  როგორ გამოხატე თავაზიანი დამოკიდებულება, რომელი ენობრივი
მნიშვნელოვანია
ფორმები გამოიყენე ამისთვის. (ჟანრი, ენობრივი საშუალებები,
წარმატებული
 მორფოლოგია, სამეტყველო ქმედება)
ზეპირი და წერითი
კომუნიკაციისთვის. სინტაქსი
საკითხი: სიმულაციური დიალოგის წარმართვა სურსათის მაღაზიაში
პროდუქტების შეძენის მიზნით.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ, რა სტრატეგების გამოყენებით ავითვისო დიალოგის
წარმართვისთვის საჭირო ლექსიკური და გრამატიკული მასალა?

 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით წარვმართო დიალოგი


გამყიდველთან სურსათის მაღაზიაში პროდუქტების შეძენის
მიზნით?

დავალება 2. სიმულაციური დიალოგი


წარმოიდგინე, რომ სადილად პატიჟებთ ორ ამხანაგს. შეარჩიეთ მენიუ და
შეადგინეთ სადილისთვის საჭირო პროდუქტების სია გაითამაშეთ დიალოგი
გამყიდველთან სურსათის მაღაზიაში შესაძენი პროდუქტების სიაზე
დაყრდნობით. დიალოგში:

 წარმოაჩინეთ სიტუაციური მახასიათებლები: სად ხართ და რა მიზნით;


(ჟანრი)
სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით ისაუბრეთ შესაძენი პროდუქტების ფასსა
და წონაზე; სთხოვეთ დახმარება და რჩევა გამყიდველს; (ჟანრი, ენობრივი
საშუალებები, სამეტყველო ქმედება)
 გამოიყენეთ შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი; როლებს შეუსაბამეთ
ინტონაცია, მიმიკა-ჟესტიკულაცია;დაიცავით სათანადო გამოთქმა და
მახვილები; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)

5
დიალოგის წარდგენის შემდეგ იმსჯელეთ:
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას;
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე დიალოგის
გასათამაშებლად; (ენობრივი საშუალებები)
 როგორ გამოხატე თავაზიანი დამოკიდებულება, რომელი ენობრივი
ფორმები გამოიყენე ამისთვის. (ჟანრი, ენობრივი საშუალებები,
სამეტყველო ქმედება)

საკითხი: პოსტერზე/კოლაჟზე დაყრდნობით ზეპირი პრეზენტაცია


სოციალური დისტანციის პერიოდის ყოფა-ცხოვრების შესახებ .

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ, რა სტრატეგების გამოყენებით ავითვისო პოსტერის
წარსადგენად საჭირო ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით წარმოვადგინო ზეპირად
ჩემი ყოფა-ცხოვრება სოციალური დისტანციის პერიოდში
პოსტერზე დაყრდნობით?

დავალება 3. პოსტერის/კოლაჟის პრეზენტაცია


ნახატების/ფოტოებისა და განმარტებითი წარწერების გამოყენებით შექმენი და
ზეპირად წარმოადგინე პოსტერი/კოლაჟი: „ჩემი ყოფა სოციალური
დისტანციის პერიოდში“.

პოსტერის/კოლაჟის პრეზენტაციისას:
 გამოკვეთე შენი გამოსვლის მიზანი და ადრესატი; (ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით ისაუბრე: როგორ ატარებ დროს, როგორია
შენი დღის რეჟიმი; რა შეცვალა სოციალურმა დისტანცირებამ შენს
ცხოვრებაში; რა მოგწონს და რა არ მოგწონს ამ უჩვეულო ყოფაში; (ჟანრი,
ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)

6
 გამოიყენე სიტუაციის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი; დაიცავი
სათანადო გამოთქმა და მახვილები; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები,
სამეტყველო ქმედება)

პოსტერის/კოლაჟის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე პრეზენტაციის
წარსადგენად; (ენობრივი საშუალებები)

საკითხი: ფოტოკოლაჟზე დაყრდნობით ზეპირი პრეზენტაცია გარემოს


დაბინძურების შემთხვევებისა და მათი თავიდან აცილების გზების შესახებ.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო ფოტოკოლაჟის
წარსადგენად საჭირო ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით წარმოვადგინო ზეპირი
პრეზენტაცია ფოტოკოლაჟზე დაყრდნობით გარემოს დაბინძურების
შემთხვევებისა და მათი თავიდან აცილების გზების შესახებ?

დავალება 4. ფოტოკოლაჟის პრეზენტაცია

შექმენი და თანაკლასელების წინაშე ზეპირად წარადგინე ფოტოკოლაჟი,


რომელშიც ასახული იქნება ადამიანის მიერ გარემოს დაბინძურების
შემთხვევები და ისაუბრე, რა უნდა გაკეთდეს გარემოს დასაცავად.

ფოტოკოლაჟის წარდგენისას:
 გამოკვეთე პრეზენტაციის ადრესატი და მიზანი (ჟანრი);
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით აღწერე ფოტოები და ახსენი, რა ზიანის
მოტანა შეუძლია ადამიანების ქმედების შედეგად დაბინძურებულ
გარემოს. ისაუბრე, რა უნდა გაკეთდეს ამ ზიანის თავიდან ასაცილებლად

7
და გარემოს დასაცავად; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო
ქმედება)
 გამოიყენე სიტუაციის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი; დაიცავი
სათანადო გამოთქმა და მახვილები; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები,
სამეტყველო ქმედება)

ფოტოკოლაჟის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე პრეზენტაციის
წარსადგენად; (ენობრივი საშუალებები)

საკითხი: საყვარელი სურათების გამოფენის ზეპირად აღწერა.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ, რა სტრატეგების გამოყენებით ავითვისო გამოფენის
აღსაწერად საჭირო ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით წარმოვადგინო ზეპირი
პრეზენტაცია ჩემი საყვარელი სურათის შესახებ?

დავალება 5. სურათების გამოფენის პრეზენტაცია


მოიტანეთ კლასში თქვენი საყვარელი ან თქვენთვის მნიშვნელოვანი სურათები
(ფოტოები, ნახატები, პლაკატები). შეარჩიეთ სივრცე და მოაწყვეთ გამოფენა.
შემდეგ მოირგეთ გიდის როლი, ისაუბრეთ თქვენს სურათებზე და გაეცით
პასუხი მეგობრების შეკითხვებს.

სურათის წარდგენისას:
 გამოკვეთეთ პრეზენტაციის თემა, მიზანი; (ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით ისაუბრეთ, რა ტიპის ილუსტრაციებია
(ფოტო, ნახატი, პლაკატი); აღწერეთ ისინი (მაგ., სად ხდება მოქმედება, ვინ
ან რა არის გამოსახული, როგორია და ა.შ. აღნიშნეთ, რატომ არის ეს
სურათი/სურათები თქვენთვის მნიშვნელოვანი და როგორ განწყობას

8
გიქმნით; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)
 გამოიყენეთ სიტუაციის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი; (ჟანრი,
ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)
 დაიცავით სათანადო გამოთქმა და მახვილები; (ენობრივი საშუალებები)

სურათების წარდგენის შემდეგ იმსჯელეთ:


 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე პრეზენტაციის
წარსადგენად; (ენობრივი საშუალებები)
 როგორ გამოხატე თავაზიანი დამოკიდებულება მსმენელებისადმი,
რომელი ენობრივი ფორმები გამოიყენე ამისთვის. (ჟანრი, ენობრივი
საშუალებები, სამეტყველო ქმედება)

საკითხი: ვიდეო კლიპის შექმნა საკუთარი სახლის შესახებ.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ, რა სტრატეგების გამოყენებით ავითვისო სახლის
წარსადგენად საჭირო ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით წარმოვადგინო კლიპი
ჩემი სახლისა და საყვარელი ოთახის შესახებ?

დავალება 6. კლიპის გადაღება


სოციალური დისტანციის პერიოდში ვირტუალურად
დაპატიჟეთანაკლასელები შენთან სახლში. გადაიღე ვიდეო კლიპი და
წარუდგინე მათ შენი სახლი/ბინა და საყვარელი ოთახი.

კლიპში:
 წარმოაჩინე სიტუაციური მახასიათებლები: სად ხარ და რა მიზნით;
(ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,

9
გამონათქვამების) გამოყენებით აღწერე ოთახები, ავეჯი, ნივთები, მათი
მდებარეობა და დანიშნულება. ისაუბრე, რომელი ოთახი მოგწონს და
რატომ; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)
 გამოიყენე სიტუაციის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი; დაიცავით
სათანადო გამოთქმა და მახვილები; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები,
სამეტყველო ქმედება)

კლიპის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე კლიპის გადასაღებად;
(ენობრივი საშუალებები)

საკითხი: კულინარიული ვიდეოინსტრუქციის გადაღება.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ, რა სტრატეგების გამოყენებით ავითვისო კულინარიული
ვიდოინსტრუქციის ჩასაწერად საჭირო ლექსიკური და
გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა ვიდეორგოლი ჩემი
საყვარელი კერძის მომზადების შესახებ?

დავალება 7. ვიდეოინსტრუქციის შექმნა საყვარელი კერძის შესახებ.


წარმოიდგინე, რომ მონაწილობას იღებ კულინარიულ გადაცემაში. აირჩიე შენი
საყვარელი კერძი, გადაიღე ვიდეორგოლი, რომელშიც მაყურებელს წარუდგენ
კერძის მომზადების პროცესს. ვიდეო განათავსე შენს ბლოგზე ან კლასის
ვებგვერდზე.

ნაშრომში:

 გამოკვეთე კულინარიული ვიდეოინსტრუქციის სამნაწილიანი


სტრუქტურა (მიმართვა/შესავალი, საინსტრუქციო ნაწილი,
დასრულება/გამომშვიდობება), როგორ მიმართავ მაყურებელს, როგორ

10
დაემშვიდობები მას (ჟანრი, სამეტყველო ქმედება);
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკული ფორმების,
გამონათქვამების) გამოყენებით წარადგინე საყვარელი კერძი, გამოხატე
შენი დამოკიდებულება მის მიმართ (ჟანრი, სამეტყველო ქმედება,
ენობრივი საშუალებები);
 სათანადო ენობრივი საშუალებების გამოყენებით ახსენი, როგორ უნდა
მომზადდეს იგი (მაგ., რომელი და რა რაოდენობის ინგრედიენტები უნდა
გამოიყენო; რომელი ჭურჭელი დაგჭირდება; რა მოქმედებები უნდა
განახორციელო კერძის მომზადების თითოეულ ეტაპზე) (ჟანრი,
სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 საკომუნიკაციო სიტუაციას შეუსაბამე ინტონაცია და მიმიკა-
ჟესტიკულაცია დაიცავი ფრანგული ენისათვის დამახასიათებელი
გამოთქმა (ჟანრი, ენობრივი საშუალებები);

ნაშრომის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ვიდეოინსტრუქციაა,
ვიდეოინსტრუქციის რა შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი
მახასიათებლები აქვს მას; (ჟანრი, სამეტყველო, ქმედება, ენობრივი
საშუალებები)
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე ვიდეორგოლის
გადასაღებად; (ენობრივი საშუალებები)

საკითხი: საკუთარი ქალაქის/კუთხის ვიდეოგზამკვლევის გადაღება.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ, რა სტრატეგების გამოყენებით ავითვისო საკუთარი
ქალაქის/კუთხის ვიდეოგზამკვლევის ჩასაწერად საჭირო
ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით წარმოვადგინო
ვიდეოგზამკვლევში ჩემი ქალაქის/კუთხის ღირსშესანიშნაობები და
გასართობები?

11
დავალება 8. საკუთარი ქალაქის/კუთხის ვიდეოგზამკვლევის გადაღება
ჯგუფებში მოამზადეთ უცხოელი სტუმრისთვის განკუთვნილი საკუთარი
ქალაქის/კუთხის 1,5-2 წუთიანი გზამკვლევის ვიდეორგოლი. გააზიარეთ
ვიდეოგზამკვლევი www.padlet.com პლატფორმაზე, ან წარადგინეთ
ნამუშევრები კლასის წინაშე.

ვიდეოგზამკვლევში:
 წარმოაჩინეთ სიტუაციური მახასიათებლები: რა მიზნით შექმენით იგი და
ვინ არის ადრესატი; (ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით ურჩიეთ ჩამოსულ უცხოელს ღამის
გასათევი ადგილი, 2 ან 3 კვების ობიექტი, 2 სანახავი ღირსშესანიშნაობა და
ერთი ან ორი ადგილი ,სადაც შეეძლებათ თავისუფალი დროის გატარება.
მოიყვანეთ ამ არჩევანის სასარგებლოდ არგუმენტები ები (ჟანრი,
ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება);
 გამოიყენეთ სიტუაციის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი; დაიცავით
სათანადო გამოთქმა და მახვილები(ჟანრი, ენობრივი საშუალებები,
სამეტყველო ქმედება);

ვიდეოგზამკვლევის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე ვიდეორგოლის
გადასაღებად; (ენობრივი საშუალებები)

საკითხი: დებატის გამართვა აქტუალურ თემაზე: „აიკრძალოს თუ არა


მობილური ტელეფონები სკოლაში?“

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ, რა სტრატეგების გამოყენებით ავითვისო დებატში

12
მონაწილოების მისაღებად საჭირო ლექსიკური და გრამატიკული
მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით მივიღო მონაწილეობა
სკოლაში მობილური ტელეფონების აკრძალვასთან დაკავშირებულ
დებატში?

დავალება 9. დებატი აქტუალურ თემაზე


დაიყავით ორ ჯგუფად და მოაწყვეთ დებატი თემაზე: „აიკრძალოს თუ არა
მობილური ტელეფონები სკოლაში“. წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრებები
საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფის წინაშე. ჟიური ჩაინიშნავს წარმოდგენილ
მოსაზრებებს. იმარჯვებს ის ჯგუფი, რომელიც უფრო მეტ და დამაჯერებელ
არგუმენტს წარმოადგენს თავისი მოსაზრების სასარგებლოდ.

დებატისას:
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით; მოიყვანეთ თქვენი პოზიციის
გასამყარებლად სათანადო არგუმენტები და კონრეტული მაგალითები;
(ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)
 გამოიყენეთ სიტუაციის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი; (ჟანრი,
ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)
 შეუსაბამეთ საკომუნიკაციო სიტუაციას ინტონაცია, მიმიკა-
ჟესტიკულაცია; (ჟანრი)
 დაიცავით სათანადო გამოთქმა და მახვილები; (ენობრივი საშუალებები)

დებატის დასრულების შემდეგ იმსჯელეთ:


 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე დებატში
მონაწილეობისთვის; (ენობრივი საშუალებები)

საკითხი: პოდკასტის/აუდიოჩანაწერის შექმნა ნანახ/მოსმენილ გადაცემაზე

13
დაყრდნობით.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა და წარმოვადგინო
პოდკასტი/აუდიოჩანაწერი ცნობილი მხატვრისა და მისი
შემოქმედების შესახებ?
 როგორ შევძლო მიზნობრივად და მართებულად მეტყველება?

დავალება 10. პოდკასტის/აუდიოჩანაწერის შექმნა


ნახე გადაცემა ცნობილ მხატვარზე, მარკ შაგალზე და გადაცემაზე
დაყრდნობით გააკეთე 1-1,5 წთ. აუდიოჩანაწერი/პოდკასტი. პოდკასტში
აღწერე მხატვრის ნამუშევარი, მოყევი, რა გაიგე მხატვრის ცხოვრებაზე;
შეაფასე, მოგეწონა თუ არა სურათი და გადაცემა და რატომ.
რესურსი: Преобразование живописи, вып.10, Марк Шагал
https://www.youtube.com/watch?v=PqPj5YEw9mw

ნამუშევარში:

 წარმოაჩინე სიტუაციური მახასიათებლები: რა არის გადაცემის თემა,


მიზანი; (ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით მაქსიმალურად სრულად გადმოეცი
გადაცემიდან გაგებული ინფორმაცია მ. შაგალის ბიოგრაფიის შესახებ;
აღწერე მისი ნამუშევარი; გამოავლინე შენი დამოკიდებულება: ა)
გადაცემის, ბ) მხატვრის ტილოს მიმართ; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები,
სამეტყველო ქმედება)
 გამოიყენეთ სიტუაციის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი; შეუსაბამეთ
სიტუაციას ინტონაცია; დაიცავით სათანადო გამოთქმა და მახვილები;
(ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)

ნაშრომის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე

14
პოდკასტის/აუდიოჩანაწერის შესაქმნელად; (ენობრივი საშუალებები)

საკითხი: ნანახი ფილმის გახმოვანება

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ, რა სტრატეგების გამოყენებით ავითვისო ფილმის
გასახმოვანებლად საჭირო ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით გავახმოვანო ფილმის
პერსონაჟები?

დავალება 11. ფილმის გახმოვანება


დაიყავით 3 კაციან ჯგუფებად და უყურეთ ფილმს ხმის გარეშე. შეთანხმდით
გმირების რეპლიკებზე და გაახმოვანეთ ფილმი. ყველა ვარიანტის მოსმენის
შემდეგ, ნახეთ ფილმი ხმის თანხლებით და დაადგინეთ, რომელმა ჯგუფმა
შემოგთავაზათ ყველაზე მსგავსი ვარიანტი.
რესურსი: Ералаш №91. «Яблоко» https://www.youtube.com/watch?v=-
_JEWjuJVmQ

ფილმის გახმოვანებისას:

 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,


გამონათქვამების) გამოყენებით მოამზადეთ რეპლიკები ფილმის სიუჟეტის
გათვალისწინებით; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)
 მოირგეთ პერსონაჟების როლები და შესაბამისი ინტონაციით ჩაწერეთ
რეპლიკები; (ჟანრი)
 დაიცავით სათანადო გამოთქმა და მახვილები; (ენობრივი საშუალებები)

გახმოვანებული ფილმის წარდგენის შემდეგ იმსჯელეთ:


 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 როგორ მოემზადე, რა სტრატეგიები გამოიყენე ფილმის გასახმოვანებლად.
(ენობრივი საშუალებები)

15
საკითხი: უცხოელი თანატოლისთვის წერილის მიწერა ყოველდღიურ
ყოფაზე სოციალური დისტანციის პერიოდში.
საკვანძო შეკითხვები:
 როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო წერილის
დასაწერად საჭირო ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 რა სტრატეგიები გამოვიყენო წერილის დაწერამდე, წერილის
წერილის დაწერის დროს, წერილის დაწერის შემდეგ?
 როგორ გავაუმჯობესო ჩემი ნამუშევარი?

დავალება 12. წერილი უცხოელ თანატოლს


მოამზადე და მისწერე წერილი უცხოელ თანატოლს შენს ყოველდღიურ
ყოფაზე სოციალური დისტანციის პერიოდში.

ნაშრომში:
 გამოკვეთეთ წერილის სამნაწილიანი სტრუქტურა (მისალმება, ძირითადი
ტექსტი, გამომშვიდობება)); (ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით დაწერეთ, რა შეიცვალა თქვენს
ყოველდღიურ საქმიანობებში - რას და როგორ აკეთებდით ადრე, რას და
როგორ აკეთებთ ახლა; რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ამ ახალ ყოფაში;
როგორი ემოციები გეუფლებათ; (ჟანრი, სამეტყველო ფუნქცია; ენობრივი
საშუალებები)
 დაიცავით წერილის სტრუქტურა (მიმართვა/მისალმება, ძირითადი
ნაწილი, გამოშვიდობება/ხელმოწერა) და პუნტუაციის წესები; (ჟანრი)

ნაშრომის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი წერილია, წერილის რა
სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლები აქვს მას; (ჟანრი)
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 რომელი სტრტეგიები გამოიყენეთ წერამდე, წერის დროს და წერის

16
შემდეგ, რომელი დაგეხმართ ყველაზე მეტად; (ჟანრი)

საკითხი: რომელიმე ფილმის/წიგნის მოკლე შინაარსის დაწერა და მის


მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა (გამოხმაურების დაწერა
ფილმის/წიგნის შესახებ).

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო საჭირო
ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით დავწერო ნანახი
ფილმის/წაკითხული წიგნის მოკლე შინაარსი და გამოვხატო ჩემი
დამოკიდებულება?
 როგორ გავაუმჯობესო ჩემი ნამუშევარი?

დავალება 13. ფილმის/წიგნის მიმართ პირადი დამოკიდებულების


წერილობით გამოხატვა (გამოხმაურების დაწერა)
წერილობით მოკლედ გადმოეცი რომელიმე ფილმის/წიგნის მოკლე შინაარსი
და მის მიმართ შენი დამოკიდებულება.

ფილმის/წიგნის მოკლე შინაარსში:


 გამოკვეთე პირადი გამოხმაურების სტრუქტურა (შესავალი ნაწილი - რას
ეხება წერილი, ძირითადი ტექსტი, დასკვნითი ნაწილი) (ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით ისაუბრე, ფილმის/წიგნის რომელი
ადგილი/ეპიზოდი მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ; რა ემოციები
გაგიჩნდა წაკითხულთან /ნანახთან დაკავშირებით; ურჩევდი თუ არა შენს
თანატოლებს ამ ფილმის ნახვას/ტექსტის წაკითხვას და რატომ; (ჟანრი,
სამეტყველო მოქმედებები, ენობრივი საშუალებები)
 საკომუნიკაციო მიზნების შესაბამისად გამოიყენე გრაფიკულ-
მაორგანიზებელი ელემენტები (სათაური, აბზაცი, რუბრიკა,
ილუსტრაცია), დაიცავი სასვენი ნიშნები; (ჟანრი)

ნაშრომის წარმოდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რა სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლები აქვს გამოხმაურებას
წიგნის/ფილმის შესახებ; (ჟანრი)

17
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 რა სტრატეგიები გამოიყენე სტრატეგიები წერამდე, წერის დროს და წერის
შემდეგ. (ჟანრი)

საკითხი: პოსტებისა და კომენტარების დაწერა სოციალურ ქსელში ნანახი


ფილმის შესახებ.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო ფილმის
შესახება კომენტარების დასაწერად საჭირო ლექსიკური და
გრამატიკული მასალა?
 როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით დავწერო ფილმის
მიმოხილვა პოსტის სახით და გავუკეთოთ კომენტარები სხვების
პოსტებს?
 როგორ შევძლო მიზნობრივად და მართებულად წერა?

დავალება 14. პოსტები და კომენტარები სოციალურ ქსელში ნანახი ფილმის


შესახებ
აირჩიეთ მხატვრული ან დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ნახავს თქვენი
ჯგუფი. შექმენით სოციალურ ქსელში დახურული ჯგუფი, რომლის სახელიც
კინოს უკავშირდება (მაგ., „კინოფანები“). დაწერეთ ფილმის მიმოხილვა
პოსტის სახით და მომდევნო 1 კვირის განმავლობაში გაუკეთეთ კომენტარები
მინიმუმ 3 თანაკლასელის პოსტს.

პოსტსა და კომენტარებში:
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით დაწერე ფეისბუქპოსტი, რომელშიც
გადმოსცემთ ფილმის მოკლე შინაარსს და აღნიშნავ, რომელი ეპიზოდი,
რომელი პერსონაჟი მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ, როგორი ემოცია
გაგიჩნდა ნანახთან დაკავშირებით; აღნიშნე, რას შეცვლიდი ფილმში მისი
რეჟისორი რომ იყო; (ჟანრი, სამეტყველო მოქმედებები, ენობრივი

18
საშუალებები)
 დაუწერე კომენტარები შენი თანაკლასელების პოსტებს ფილმთან
დაკავშირებით, დაიცავი აუცილებელი ეთიკური ნორმები
თანაკლასელების პოსტების კომენტირებისას; (ჟანრი, სამეტყველო
მოქმედებები, ენობრივი საშუალებები)
 საკომუნიკაციო მიზნების შესაბამისად გამოიყენე გრაფიკულ-
მაორგანიზებელი ელემენტები (სათაური, აბზაცი, რუბრიკა, ილუსტრაცია,
ვიზუალური ეფექტები), დაიცავი პუნქტუაციის წესები; (ჟანრი)

ნაშრომის წარმოდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რა სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლები აქვს პოსტის სახით
სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფილმის კრიტიკას; (ჟანრი)
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 რა სტრატეგიები გამოიყენეთ სტრატეგიები წერამდე, წერის დროს და
წერის შემდეგ. (ჟანრი)

საკითხი: ბლოგპოსტის დაწერა ექსკურსიის შესახებ.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო საჭირო
ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით დავწერო ბლოგპოსტი ჩემი
ექსკურსიის შესახებ?
 როგორ გავაუმჯობესო ჩემი ნამუშევარი?

დავალება 15. ბლოგპოსტი ექსკურსიის შესახებ


შეადგინე ბლოგპოსტი შენი ექსკურსიის შესახებ, გააფორმე ფოტო მასალით და
განათავსე კლასის ბლოგზე/ვებ გვერდზე.

ბლოგპოსტში:
 გამოკვეთე ბლოგპოსტის სამნაწილიანი სტრუქტურა (შესავალი,
ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი); (ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,

19
გამონათქვამების) გამოყენებით ისაუბრე, სად იყავი და რა ნახე, რა
მოგეწონა, როგორ გაატარე დრო, როგორი ამინდი იყო, რით იმგზავრე, რამ
დაგაინტერესა, რა გრძნობები დაგეუფლა, რა შთაბეჭდილებებით
დაბრუნდი; (ჟანრი, სამეტყველო მოქმედებები, ენობრივი საშუალებები)
 საკომუნიკაციო მიზნების შესაბამისად გამოიყენე გრაფიკულ-
მაორგანიზებელი ელემენტები (რუბრიკა, ილუსტრაცია, რუბრიკა),
ვიზუალური ეფექტები, დაიცავი პუნქტუაციის წესები (ჟანრი);

ნაშრომის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი საინფორმაციო ბლოგპოსტია?
საინფორმაციო ბლოგპოსტის რა შინაარსობრივი, სტრუქტურული და
ენობრივი მახასიათებლები აქვს მას; (ჟანრი, სამეტყველო ქმედება,
ენობრივი საშუალებები)
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 რომელი სტრტეგიები გამოიყენე წერამდე, წერის დროს და წერის შემდეგ,
რომელი დაგეხმარა ყველაზე მეტად. (ჟანრი)

საკითხი: ერთი ჟანრის, მაგ., თხრობითი ტექსტის, გადაწერა სხვა ჟანრში,


მაგ., წერილის სახით.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო საჭირო
ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით გადავწერო ერთი ჟანრის
ტექსტი სხვა ჟანრში?
 როგორ გავაუმჯობესო ჩემი ნამუშევარი?

დავალება 16. ერთი ჟანრის ტექსტის გადაწერა სხვა ჟანრში


რომელიმე ჟანრის ტექსტი (მაგალითად, თხრობითი ტექსტი, ამბავი)
წარმოადგინე სხვა ჟანრში (მაგალითად, წერილის სახით).

20
წერილში:
 გამოკვეთე წერილის სამნაწილიანი სტრუქტურა (მიმართვა, ძირითადი
ნაწილი, გამომშვიდობება) (ჟანრი)
 წარმოიდგინე, რომ მოთხრობილი ამბავი შენ გადაგხდა და სათანადო
ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის, გამონათქვამების)
გამოყენებით პირველ პირში მისწერე წერილი ამ ამბის შესახებ თქვენ მიერ
შერჩეულ პიროვნებას; (ჟანრი, სამეტყველო ფუნქცია; ენობრივი
საშუალებები)
 წერილის ადრესატის გათვალისწინებით გამოიყენე შესაფერისი
სამეტყველო ეტიკეტი; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო
ქმედება)

 დაიცავი წერილის სტრუქტურა (მიმართვა/მისალმება, ძირითადი ნაწილი,


გამოშვიდობება/ხელმოწერა) და პუნტუაციის წესები; (ჟანრი)

ნაშრომის წარმოდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი წერილია, წერილის რა
სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლები აქვს მას; (ჟანრი)
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 რომელი სტრატეგიები გამოიყენეთ წერამდე, წერის დროს და წერის
შემდეგ, რომელი დაგეხმართ ყველაზე მეტად. (ჟანრი)

საკითხი: წარმოსახვითი ინტერვიუს შედგენა ცნობილ პიროვნებასთან.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო საჭირო
ლექსიკური და გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით შევადგინო ინტერვიუ
ცნობილ პიროვნებასთან?
 როგორ გავაუმჯობესო ჩემი ნამუშევარი?

დავალება 17. წარმოსახვითი ინტერვიუ ცნობილ პიროვნებასთან


შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო პიროვნება (მაგალითად, ცნობილი

21
სპორსტმენი, მომღერალი და სხვ.) და ჩამოართვით მას „ინტერვიუ“ - დაუსვით
შერჩეულ პირს 5 შეკითხვა და დაწერეთ მისი სავარაუდო პასუხები. ამისათვის
მოიძიეთ ინფორმაცია მის შესახებ.

ინტერვიუში:
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით წარმოაჩინეთ პერსონაჟის ბიოგრაფიული
მონაცემები, ოჯახური მდგომარეობა; გამოკვეთეთ მისი კარიერული
წინსვლის მთავარი ეტაპები (როდის დაიწყო, როდის მიაღწია პირველ
წარმატებას), გატაცებები, ჰობი; (ჟანრი, სამეტყველო ფუნქცია; ენობრივი
საშუალებები)
 ინტერვიუერის გათვალისწინებით გამოიყენეთ შესაფერისი სამეტყველო
ეტიკეტი; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)
 დაიცავით ინტერვიუს სტრუქტურა და პუნქტუაციის წესები; (ჟანრი)

ინტერვიუს წარმოდგენის შემდეგ იმსჯელეთ:


 რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი ინტერვიუა, ინტერვიუს რა
სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლები აქვს მას; (ჟანრი)
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 რამდენად ეფექტიანად გამოიყენეთ სტრატეგიები წერამდე, წერის დროს
და წერის შემდეგ. (ჟანრი)

საკითხი: სასურველი პროდუქტის ბეჭდური რეკლამის შექმნა.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო სასურველი
პროდუქტის რეკლამირებისთვის საჭირო ლექსიკური და
გრამატიკული მასალა?
 როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით შევადგინო ბეჭდური
რეკლამა სასურველი პროდუქტისთვის?
 როგორ გავაუმჯობესო ჩემი ნამუშევარი?

22
დავალება 18. ბეჭდური რეკლამის შექმნა
აირჩიე პროდუქტი და შენი დიზაინით შექმენი ბეჭდური რეკლამა. გააფორმე
სათანადო ილუსტრაციებით. გამოაკარი კლასში თვალსაჩინო ადგილას და
წარუდგინე თანაკლასელებს.

რეკლამაში:
 წარმოაჩინე მისი მიზანი და ადრესატი; (ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით გამოკვეთე არგუმენტები პროდუქტის
უპირატესობის ხაზგასასმელად; აღნიშნე, სად და რა პირობითაა
პროდუქტის შეძენა შესაძლებელი (ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი
საშუალებები);
 საკომუნიკაციო მიზნის შესაბამისად გამოიყენე ტექსტის მაორგანიზებელი
ვერბალური და არავერბალური ელემენტები (სახელწოდება, ლოგო,
სლოგანი, ილუსტრაციები, ტიპოგრაფიული მინიშნებები); (ჟანრი)

რეკლამის წარმოდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი რეკლამაა, რეკლამის რა
სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლები აქვს მას; (ჟანრი)
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები და გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუციას
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
 რამდენად ეფექტიანად გამოიყენე სტრატეგიები წერამდე, წერის
დროს და წრის შემდეგ. (ჟანრი)

სამიზნე ცნება ქვეცნებები ზოგადი კრიტერიუმები კომპლექსური დავალების შესაფასებლად:

ცნებასთან სამიზნე ცნება - კულტურათა


დაკავშირებული დიალოგი - მუშაობისთვის
მკვიდრი წარმოდგენები შესაძლოა შერჩეულ იქნას
სხვადასხვა ქვეცნება მოსწავლეს შეუძლია:

 სოციოკულტურული და კულტურული თავისებურებების ამოცნობა და მათ


შორის არსებული მსგავსება-განსხავებების აღმოჩენა/დადგენა;

23
მოსწავლემ უნდა  სოციოკულტურულ თავისებურებათა გაგება, დაფასება და გაზიარება.
გააცნობიეროს, რომ
კულტურათა დიალოგი 1) სოციოკულტურული რეალიები
მაგ., ზნე-ჩვეულებები, ადათ-
(შედეგი: IIუცხ.საბ.5) წესები, ქცევისა და საკითხი: პოსტერის საშუალებით უცხოელი და ქართველი მოსწავლეების
მეტყველების ეტიკეტი; სასკოლო კალენდრებს შორის არსებული განსხვავებების წარმოდგენა.
საკვანძო შეკითხვები:
 რით ჰგავს და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან უცხოელი და
1. ენა და კულტურა
2) კულტურული არტეფაქტები ქართველი მოსწავლეების სასკოლო კალენდარები?
ერთმანეთისაგან
განუყოფელია:
მაგ., სიმღერა, სპექტაკლი,  როგორ წარმოვაჩინო სასკოლო კალდენდრებს შორის არსებული
უცხო ენის
სახვითი ხელოვნების ნიმუში, მსგავსებები და განსხავებები?
შესწავლისას
აღმოვაჩენთ ფილმი, პოეზიის ნიმუში და
განსხავებულ სხვ.;
სოციოკულტურუ დავალება 19. სასკოლო კალენდრების შედარება
ლ და კულტურულ 3) ენაში აღბეჭდილი სამყარო მოამზადე პოსტერი ფრანგი/ გერმანელი/ რუსი და ქართველი მოსწავლის
სამყაროსაც; სასკოლო კალენდარებზე. პოსტერზე ასახე ამ ორ კალენდარს შორის
მაგ., კომპოზიტები, ანდაზები, არსებული მსგავსებები და განსხვავებები.
2. სხვადასხვა ქვეყნის
სოციოკულტურუ მყარი შესიტყვებები,
ლ კონტექსტებსა ფრაზეოლოგიზმები. პოსტერზე/პოსტერის პრეზენტაციისას წარმოაჩინე: :
და კულტურებს  რით ჰგავს და რით განსხვავდება ქართველი და უცხო ქვეყნის
შორის არსებობს (ფრანგი/გემრანელი.რუსი/ მოსწავლეების სასკოლო კალენდარები
მსგავსებებიც და ერთმანეთისგან? (კულტურათა დიალოგი)
განსხვავებებიც;  რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება, რა გააცნობიერე, რა აღმოაჩინე
3. სოციოკულტურუ ახალი, რისთვსისაც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევია. (კულტურათა
ლ დიალოგი)
თავისებურებათა
გაგება და
გაზიარება საკითხი: კედლის გაზეთის შექმნა საქართველოსა და საფრანგეთის
ამდიდრებს ჩვენს დღესასწაულებსა და მათთან დაკავშირებულ ტრადიციებზე
ცოდნა-
გამოცდილებას და საკვანძო შეკითხვა:
გვეხმარება  რით ჰგავს და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან საფრანგეთისა და
კულტურული საქართველოს დღესასწაულები და მათი აღნიშვნის ტრადიციები?
თვითმყოფადობის  როგორ წარმოვაჩინო საფრანგეთისა და საქართველოს

24
მნიშვნელობის დღესასწაულებს შორის არსებული მსგავსებები და განსხავებები?
გაგებაში,
საკუთარი ენისა და დავალება 20 . კედლის გაზეთი დღესასწაულების შესახებ
კულტურის უკეთ დაიყავით ჯგუფებად და მოამზადეთ სტატიები კედლის გაზეთისთვის
გაცნობიერებაში. საფრანგეთსა და/ან ფრანკოფონულ ქვეყნებში დღესასწაულების აღნიშვნის
შესახებ. სტატიებში აღწერეთ, სად, როდის, როგორ, ვისთან ერთად, რომელ
დღესასწაულს აღნიშნავენ, რა ტრადიციებთან არის დაკავშირებული
თითოეული მათგანი და რა განსხვავება და მსგავსებაა ქართულ
დღესასწაულებთან.

პოსტერზე/პოსტერის წარდგენისას წარმოაჩინე:


 რით ჰგავს და რით განსხვავდება ქართული და
ფრანგული/ფრანკოფონული დღესასწაულები და მათი აღნიშვნის
ტრადიციები ერთმანეთისაგან; (კულტურათა დიალოგი)
 რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება, რა გააცნობიერე, რა აღმოაჩინე
ახალი, რისთვისაც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევია. (კულტურათა
დიალოგი)

საკითხი: საინფომარციო ბუკლეტების მომზადება საყვარელი


მომღერალის/ჯგუფის შესახებ

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ მოვემზადო უცხოურ ენაზე კონცერტის გასამართად?
 როგორ წარმოვაჩინო უცხოურენოვანი სიმღერები და
განსხვავებული კულტურის თავისებურებები?

დავალება 21. კონცერტისთვის საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება

წარმოიდგინეთ, რომ აპირებთ თქვენი საყვარელი ორი-სამი


ფრანგი/გერმანელი/რუსი მომღერლის/ჯგუფის სიმღერების კონცერტის
გამართვას. კონცერტისთვის მოამზადეთ ამ სიმღერებისა და
მომღერლების/ჯგუფების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტი. (შესაძლებელია
კონცერტიც ჩაატარდეს).

ნაშრომში:

25
 გამოკვეთე ბუკლეტის სტრუქტურა, საკომუნიკაციო მიზნების
შესაბამისად გამოიყენე გრაფიკულ-მაორგანიზებელი
ელემენტები (რუბრიკა, ილუსტრაცია), ვიზუალური ეფექტები;
(ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების გამოყენებით გადმოეცი მოკლე
ინფორმაცია შენ მიერ შერჩეული თითოული ჯგუფის/მომღერლის
შესახებ (მაგ., სადაურია, როდის მიაღწია პირველად წარმატებას,
როდის გამოიცა პირველი ალბომი, რომელ მუსიკალურ ჟანრს
წარმოადგენს) და შერჩეული სიმღერის შესახებ (მაგ., რას ეძღვნება,
როდის და სად შესრულდა) (ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი
საშუალებები),
ნაშრომის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული გამონათქვამები,
სიტყვები, გრამატიკული ფორმები საკომუნიკაციო სიტუაციას; (ჟანრი,
სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები)
 როგორ შეუწყვე ხელი კულტურულ თავისებურებათა გაზიარებასა და
დაფასებას; (კულტურათა დიალოგი)
 რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება, რა გააცნობიერე, რა აღმოაჩინე
ახალი, რისთვისაც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევია. (კულტურათა
დიალოგი)

საკითხი: თქვენი რეგიონის რამდენიმე ღირშესანიშნაობის შესახებ


ტურისტული ბუკლეტის შედგენა უცხოელი სტუმრებისთვის.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ შევქმნა ტურისტული ბუკლეტი ჩემი რეგიონის
ღირსშესანიშნაობების ცნობადობის გაზრდის მიზნით?
 როგორ წარმოვაჩინო ჩემი რეგიონის ღირსშესანიშნაობათა
თავისებურებები და ღირსებები?

დავალება 22. ტურისტული ბუკლეტის შედგენა


შეარჩიე შენი რეგიონის რამდენიმე ღირშესანიშნაობა, რომელთა
დათვალიერებასაც შესთავაზებდი უცხოელ სტუმრებს და მოამზადე მათთვის
ტურისტული ბუკლეტი. ბუკლეტი გააფორმე შესაბამისი ილუსტრაციებით და

26
განათავსე შენი სკოლის ვებ-გვერდზე.

ტურისტულ ბუკლეტში:
 გამოკვეთე ბუკლეტის სტრუქტურა, საკომუნიკაციო მიზნების
შესაბამისად გამოიყენე გრაფიკულ-მაორგანიზებელი
ელემენტები (რუბრიკა, ილუსტრაცია), ვიზუალური ეფექტები;
(ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების გამოყენებით ურჩიე, თუ რა ნახონ
თქვენს რეგიონში და რატომ; გამოკვეთე ინფორმაცია თითოეულ
ღირსშესანიშნაობაზე - რა არის, როდინდელია, სად მდებარეობს;
(ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები, კულტურათა
დიალოგი);
ნაშრომის წარდგენის შემდეგ იმსჯელეთ:
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული
გამონათქვამები, სიტყვები და გრამატიკული ფორმები
საკომუნიკაციო სიტუციას? (ჟანრი, სამეტყველო ქმედება,
ენობრივი საშუალებები);
 როგორ შეუწყვე ხელი კულტურულ თავისებურებათა გაზიარებასა და
დაფასებას; (კულტურათა დიალოგი)
 რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება, რა გააცნობიერე, რა აღმოაჩინე
ახალი, რისთვსისაც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევია. (კულტურათა
დიალოგი)

საკითხი: საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა მისალმების წესების შესახებ.

საკვანძო შეკითხვა:
 რით ჰგავს და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ქართული და
უცხო ქვეყნის მისალმების წესები, ჟესტები და სხეულის ენა?
 როგორ წარმოვაჩინო ქართული და უცხო ქვეყნის მისალმების
წესებსა, ჟესტებსა და სხეულის ენას შორის არსებული მსგავსებები
და განსხავებები?

დავალება 23. საინფორმაციო ბუკლეტი მისალმების წესების შესახებ


შექმენი საინფორმაციო ბუკლეტი ქართული და უცხო ქვეყნის

27
სოციოკულტურული თავისებურებების შესახებს მისალმებასთან
დაკავშირებით. ინტერნეტში ან ნაცნობებსა და ახლობლებში მოიძიე და
ბუკლეტში განათავსე მკითხველისთვის უცნობი და საინტერესო 3-3 მსგავსი
და განსხვავებული წესი . ბუკლეტი გააფორმე შესაბამისი ილუსტრაციებით და
განათავსე თქვენი სკოლის ვებ-გვერდზე. წარუდგინე ბუკლეტი შენს
თანაკლასელებს.

ბუკლეტში წარმოაჩინე:
 ქართველების და უცხოენოვანი ერის მისალმების წესებთან
დაკავშირებული სოციოკულტურული თავისებურებები (მაგ.,
ფამილარული და თავაზიანი ფორმები, ჟესტების, სხეულის ენის
გამოყენების მიღებული წესები, მისალმების ფორმულები დღის
სხვადასხვა მონაკვეთში), მათ შორის არსებული მსგავსება-
განსხვავებები; (კულტურათა დიალოგი)

ნაშრომის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რით ჰგავს და რით განსხვავდება შესწავლილი სოციოკულტურული
კონტექსტები ერთმანეთისაგან; (კულტურათა დიალოგი)
 რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება, რა გააცნობიერე, რა
აღმოაჩინე ახალი, რისთვსისაც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევია.
(კულტურათა დიალოგი)

საკითხი: ორენოვანი პოსტერის საშუალებით ქართული და უცხოურენოვანი


ანდაზების წარმოდგენა.

საკვანძო შეკითხვა:
 რით ჰგავს და რით განსხვავდება ერთმანეთისგან უცხოურენოვანი
და ქართული ანდაზები?
 როგორ წარმოვაჩინო უცხოურენოვან და ქართულ ანდაზებს შორის
არსებული მსგავსება-განსხვავებები?

დავალება 24. ორენოვანი პოსტერი


მოამზადე ორენოვანი პოსტერი, რომელზეც აისახება მშობლიურ და უცხოურ
ენებში აღბეჭდილი სამყაროების თავისებურება, მაგალითად, აირჩიე და
პოსტერზე განათავზე 2-3 უცხოენოვანი ანდაზა და აზრობრივად მისი

28
შესატყვისი ქართული ანდაზები. პოსტერი გააფორმე ანდაზების შინაარსთა
გამომხატველი ილუსტრაციებით, ნახატებით.

პოსტერის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:


 საერთო იდეა, რომელიც აერთიანებს ქართულ და უცხოენოვან
ანდაზებს და ამ იდეის გამოხატვის განსხვავებული ფორმები;
(კულტურათა დიალოგი);
 რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება, რა გააცნობიერე, რა აღმოაჩინე
ახალი, რისთვსისაც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევია ((კულტურათა
დიალოგი).

საკითხი: საერთაშორისო სიტყვების ლექსიკონის შედგენა.


საკვანძო შეკითხვა:
 როგორ მოვიძიო საერთაშორისო სიტყვები და შევადგინო
ლექსიკონი?
 როგორ წარმოვაჩინო მკაფიოდ ლექსიკონში საერთაშორისო
სიტყვების ქართული და უცხოური ვარიანტები?

დავალება 25. საერთაშორისო სიტყვების ლექსიკონი - ენაში აღბეჭდილი


სამყარო
უცხო სიტყვათა ლექსიკონსა და/ან ინტერნეტში მოიძიე ფრანგული/
გერმანული/ რუსული ან სხვა წარმოშობის სიტყვები, რომლებიც ქართულ
ენაშია შემოსული და დამკვიდრებული. შეადგინე ამ სიტყვების ფრანგულ-
ქართული/ გერმანულ-ქართული/ რუსულ-ქართული ან სხვა მინილექსიკონი
და წარუდგინე მეგობრებს. განათავსე საერთაშორისო სიტყვების ლექსიკონი
საკუთარ ან შენი კლასის ბლოგზე.

ლექსიკონის პრეზენტაციისას წარმოაჩინე:


 რა მსგავსება და განსხვავებაა ლექსიკონში წარმოდგენილი სიტყვების
უცხოურ და ქართულ ვარიანტებს შორის მათი წარმოთქმისა და
მნიშვნელობის თვალსაზრისით. რა შეიცვალა, როგორ და რატომ.
(კულტურათა დიალოგი)

ნაშრომის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:

29
 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული
გამონათქვამები, სიტყვები და გრამატიკული ფორმები
საკომუნიკაციო სიტუციას? (ჟანრი, სამეტყველო ქმედება,
ენობრივი საშუალებები);
 როგორ აისახება ერის სამყაროსეული ხედვა ენაში; (კულტურათა
დიალოგი)
 რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება, რა გააცნობიერე, რა
აღმოაჩინე ახალი, რისთვსისაც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევია.
(კულტურათა დიალოგი)

საკითხი: აუდიოწერილის ჩაწერა ოჯახის წევრის ან მეგობრისთვის


უცხოელი მასპინძლის ყოფა-ცხოვრების თავისებურებების შესახებ.

საკვანძო შეკითხვა:
 როგორ შევქმნა აუდიოწერილი ოჯახის წევრის ან მეგობრისთვის
უცხოელი მასპინძლის ყოფა-ცხოვრების თავისებურებების შესახებ?
 როგორ შევუწყო ხელი კულტურულ თავისებურებათა გაზიარებასა
და დაფასებას?

დავალება 26. აუდიოწერილი ოჯახის წევრს ან მეგობარს


ნახე ქვემოთ მოცემული სასწავლო ფილმი. წარმოდგინე, რომ გაცვლითი
პროგრამით ჩასული ხარ რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში და შენი მასპინძელი
არის ამ სასწავლო ფილმის მთავარი გმირი. ფილმზე დაყრდნობით ჩაწერე
ოჯახის რომელიმე წევრის ან მეგობრისთვის 1-1,5 წუთიანი აუდიოწერილი,
რომლეშიც აღწერ „შენი მასპინძლის“ გარეგნობას, ხასიათსა და ყოველდღიური
ცხოვრების წესს. დაადგინე, ჰგავს თუ არა მისი ცხოვრება თქვენთვის ჩვეულ
ცხოვრების სტილს.
რესურსი: «Твои сибирские каникулы» Мой день. Видео Сибирского
федерального университета. https://www.youtube.com/watch?v=dhSQviFqSOQ

აუდიოწერილში:
 წარმოაჩინე აუდიოწერილის მიზანი და ადრესატი; (ჟანრი)
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით ისაუბრე, როგორ გამოიყურება შენი

30
მასპინძელი, სად ცხოვრობს, სად სწავლობს, როგორია მისი
ჩვეულებრივი დღე; (ჟანრი, ენობრივი საშუალებები, სამეტყველო
ქმედება)
 წარმოაჩინე, რით ჰგავს და რით განსხვავდება მასპინძლის ცხოვრების
წესი შენი ცხოვრების წესისგან; (კულტურათა დიალოგი)
 გამოიყენე აუდიოწერილის შესაფერისი სამეტყველო ეტიკეტი; (ჟანრი,
ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება)
 შეუსაბამეთ სიტუაციას ინტონაცია; (ჟანრი)
 დაიცავით სათანადო გამოთქმა და რუსული ენისთვის
დამახასიათებელი მახვილები; (ენობრივი საშუალებები)

ნაშრომის წარდგენის შემდეგ იმსჯელე:


 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული
გამონათქვამები, სიტყვები და გრამატიკული ფორმები
საკომუნიკაციო სიტუციას (ჟანრი, სამეტყველო ქმედება,
ენობრივი საშუალებები);
 რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება, რა გააცნობიერე, რა აღმოაჩინე
ახალი, რისთვსისაც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევია. (კულტურათა
დიალოგი)

საკითხი: მოკლე ფილმის გადაღება უცხოელი თანატოლისთვის


ადგილობრივი რეწვის სხვადასხვა (პურის, ყველის და სხვ.) სახეობებსა და
მათთან დაკავშირებულ ტრადიციებზე.
საკვანძო შეკითხვა:
 როგორ შევქმნა ფილმი ადგილობრივი რეწვის თავისებურებებსა
და ტრადიციებზე უცხოელი თანატოლისთვის გასაცნობად?
 როგორ შევუწყო ხელი კულტურულ თავისებურებათა
გაზიარებასა და დაფასებას?

დავალება 27. ფილმის გადაღება ადგილობრივი რეწვის სხვადასხვა სახეობებზე


გადაიღეთ 2-3 წუთიანი ფილმი საქართველოში/ თქვენს ქალაქში/ დაბაში/
სოფელში არსებულ პურის/ყველის/ადგილობრივი რეწვის სახეობებზე და
მათთან დაკავშირებულ ტრადიციებზე. ფილმი გაუზიარეთ მეგობარ უცხოელ
თანატოლებს.

31
მოსამზადებელ პერიოდში:
 განსაზღვრეთ ვის მოიაზრებთ მაყურებლად (თანატოლებს, უფროსებს,
სკოლას, მთელ საზოგადოებას, უცხოელ თანატოლებს) და
გადაწყვიტეთ, რა არის თქვენი მომავალი ფილმის იდეა;
 მოიპოვეთ ინფორმაცია თქვენს ქალაქში/სოფელში/დაბაში არსებული
პურის ცხობის/ ყველის გამოყვანის ან ადგილობრივ რეწვის
ტრადიციებზე, გაეცანით ამ საქმიანობით დაკავებულ ხალხს;
 მოიფიქრეთ სცენარი, რას და ვის საქმიანობას გადაიღებთ, რა
თანმიმდევრობით და შეადგინეთ კითხვარი ინტერვიუებისთვის;
 გაინაწილეთ ფუნქციები: ვინ აწარმოებს გადაღებას, ვინ რა
მონაკვეთისთვის შეარჩევს მუსიკას, ვინ ჩაატარებს ინტერვიუს;

ფილმში:
 სათანადო ენობრივი საშუალებების (ლექსიკის, გრამატიკის,
გამონათქვამების) გამოყენებით გადმოეცით შერჩეული პროდუქტის
შექმნის პროცესი, ჩამოთვალეთ პროდუქტების სახეობები, პროცესში
ჩართული ადამიანები, მათი ბიოგრაფიის გარკვეულ მომენტები,
მოყევით მათ დამოკიდებულებაზე თავისი საქმის მიმართ; (ჟანრი,
ენობრივი საშუალებები, სამეტყველო ქმედება, კულტურათა
დიალოგი)
 შეარჩიე შესაბამისი ხმის ტემბრი და სიმაღლე, მეტყველების ტემპი,
რუსული ენისთვის დამახასიათებელი მახვილები და ინტონაცია;
(ჟანრი, ენობრივი საშუალებები)

ნაშრომის წარდგენის შემდეგ იმსჯელეთ:


 რამდენად შეესაბამება შენ მიერ გამოყენებული
გამონათქვამები, სიტყვები და გრამატიკული ფორმები
საკომუნიკაციო სიტუციას? (სამეტყველო ქმედება, ენობრივი
საშუალებები);
 როგორ შეუწყვეთ ხელი კულტურულ თავისებურებათა გაზიარებასა
და დაფასებას; (კულტურათა დიალოგი)
 რით გაიმდირთე ცოდნა-გამოცდილება, რა გააცნობიერეთ, რა
აღმოაჩინეთ ახალი, რისთვსისაც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევიათ.

32
(კულტურათა დიალოგი)

დანართი

1) ენის სწავლის სტრატეგიები უცხოურ ენაში


ეს დოკუმენტი განკუთვნილი მასწავლებლისთვის, მასზე დაყრდნობით შესაძლებელია მოსწავლეზე ადაპტირებული
თვითშეფასების სქემების შექმნა.

საერთო სტრატეგიები ყველა ტიპის აქტივობებისთვის/ დავალებებისთვის

 აქტივობის/დავალების ღირებულების განჭვრეტა - მოსწავლემ უნდა დაინახოს, რას შესძენს აქტივობის შესრულება, რა
პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას.
 აქტივობის/დავალების დაგეგმვა:
o დავალების/აქტივობის მიზნის გააზრება;
o დავალების/აქტივობის მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა;
o აქტივობის/დავალების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
o განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა;
o იმის განჭვრეტა, თუ რა გამიადვილდება, რა გამიძნელდება, რაში დამჭირდება დახმარება;
o სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის.
მოსმენის სტრატეგიები

 მოსმენამდე ვარაუდების გამოთქმა - პირობასა და მის თანმხლებ ელემენტებზე (მაგ., ილუსტრაცია, პერსონაჟების
სახელები, საკომუნიკაციო სიტუაცია, ტექსტის ტიპი/სახე, სათაური, ცხრილი) წინასწარი ვარაუდების გამოთქმა
ტექსტის შინაარსის შესახებ;
 გაცნობითი მოსმენის სტრატეგია - პირველი მოსმენისას ყურადღების გამახვილება ზოგად შინაარსზე
(კონტექსტი/საკომუნიკაციო სიტუაცია, თემა, მონაწილეები), ნაცნობ სიტყვებსა და შესიტყვებებზე, არავერბალურ

33
ელემენტებზე (ინტონაცია, მიმიკა-ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და სხვ.).
 სელექციური მოსმენის სტრატეგია - ყურადღების მიზანმიმართულად გამახვილება კონკრეტულ ინფორმაციაზე (და არა
მთლიან შინაარსზე);
 გამოცნობა - არავერბალურ ელემენტებსა (ხმის ტემბრის, ინტონაციის, მიმიკის, სხვადასხვა ტიპის ხმაურის,
ილუსტრაციის და სხვა) და ნაცნობი ვერბალური ელემენტებზე (ნაცნობ სიტყვებზე, შესიტყვებებზე) დაყრდნობით
უცნობი სიტყვების მნივშნელობის გამოცნობა, შინაარსის შესახებ დასკვნების გამოტანა.
 შესწავლითი კითხვა - ჩანიშვნების გაკეთება, ინფორმაციის დაჯგუფება, ორგანიზება სხვადახვა გრაფიკის, სქემის
გამოყენებით, დასკვნების გამოტანა, განმეორებით მოსმენა პირველადი დასკვნების გადასამოწმებლად, გაუგებარი
მონაკვეთების თავიდან მოსასმენად
 უცნობი სიტყვების მნიშვნელობის გამოცნობა კონტექსტზე დაყრდნობით;
ზეპირი მეტყველების/ ლაპარაკის სტრატეგიები

 იდეების გენერირება;
 ცოდნის მობილიზება და ჩანიშვნების გაკეთება - საჭირო ენობრივი რესურსების (მოდელების, გამოთქმების,
კლიშეების, საკვანძო სიტყვების) მობილიზება და ჩანიშვნა საკომუნიკაციო აქტის განხორცილებისას გამოყენების
მიზნით;
 იდეების ორგანიზება, გეგმის შედგენა;
 შეფასების კრიტერიუმების შედგენა ურთიერთშეფასებისთვის, თვითშეფასებისთვის (ჩანაწერის გაკეთების
შეთხვევაში);
 ტექსტის. სცენარის მომზადება;
 რეპეტიცია - წარმოთქმის, ინტონაციის, თავისუფლად მეტყველების უნარის გასავარჯიშებლად აუდიტორიის წინაშე
გამოსვლამდე რეპეტიციების გავლა (მარტო სარკის წინ, მეწყვილესთან ან ჯგუფის წევრებთან, ან ჩანაწერის გაკეთება
და მოსმენა), ვარჯიშისას ხმის, არავერბალური ელემენტების - სახის გამომეტყველების, ჟესტიკულაციის
გაკონტროლება, გაუმჯობესება ურთიერთშეფასების საშუალებით;
 გარკვევა-გადამოწმება - გაუგებრობის შემთხვევაში განმარტების, ნელა და გარკვევით წარმოთქმის, გამეორების
თხოვნა;
 ლაპარაკის დროს პარაფრაზირება - სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში საკომპენსაციო საშუალებების (მაგ.:
ჟესტიკულაციით მითითება, ნაგულისხმევი საგნის აღწერა ან მისი დანიშნულების აღნიშვნა) გამოყენება;
 ურთიერთშეფასება - მონაწილეობა თანაშეფასებაში შედეგის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
კითხვის სტრატეგიები

34
კითვხამდე
 ვარაუდების გამოთქმა, შინაარსის წინასწარ განჭვრეტა სხვდასხვა მინიშნებებზე (მაგ., ილუსტრაციებზე,
სათაურზე/ქვესათაურებზე. ტექსტის სტრუქტურაზე, წარწერებზე, გამოყოფილ სიტყვებზე) დაყრდნობით;
 ცოდნის მობილიზება ტექსტის გასაგებად - საჭირო ცოდნის (ენობრივი, ტექსტობრივი, თემასთან დაკაშირებული და
სხვ.) გონებაში მოჩხრეკა-გააქტიურება; საჭიროებისამებრ, დამატებითი ინფორმაციის მოძიება სათანადო
რესურსებში;
კითხვის დროს.კითხვის მერე
 გაცნობითი კითხვა - ტექსტის ზოგადი შინაარსის გასაგებად ყურადღების მიმართვა ტექსტის მთლიან სტრუქტურაზე,
მის მაორგანიზებელ ელემენტებზე (მაგ., სათაურზე, ქვესათაურზე, ილუსტრაციაზე, ილუსტრაციის წარწერაზე,
ლოგოზე, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ., მსხვილ შრიფტზე/ საკვანძო სიტყვებზე, აბზაცების დასაწყისზე,
ერთ-ერი აბზაცზე, გამოყოფილ სიტყვებზე და სხვა);
 შესწავლითი კითხვა - ტექსტის ეტაპობრივი დამუშავება შემდეგი სტრატეგიების გამოყენებით:
o მთლიანად ჩაკითხვა (უცნობ სიტყვებზე შეჩერების გარეშე) თემატიკის/მთავარი საკითხების შესახებ
აზრის შესაქმნელად;
o დამუშავება - ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/აბზაცის შინაარსის წარმოდგენაში გაცოცხლება, წინარე
ცოდნასთან დაკავშირება და შეჯამება - პირველადი დასკვნების გამოტანა;
o გამოცნობა - უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობის ამოცნობა ნაცნობი ელემენტების
(ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტის, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური
სიტყვების და სხვა) დახმარებით;
o უცნობი სიტყვების ამოწერა, ლექსიკონის დახმარებით უცხო სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობა;
o ტექსტთან მიბრუნება - პირველადი დასკვნების გადასამოწმებლად, გაუგებარი მონაკვეთების
დასამუშავებლად;
o გაუგებარ, რთულ, ბუნდოვან მონაკვეთებთან მიბრუნება:
o ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხის (სემანტიკური რუკის, სქემატური ჩანაწერების,
ტაბულის, გრაფიკის) გამოყენება;
o ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის/აბზაცის შეჯამება;
 სელექციური კითხვა - კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ
მაორგანიზებელ ელემენტებზე დაყრდნობით სასურველი ინფორმაციის მოძიება და ამოკრება;
 დასკვნების გამოტანა - გაგების სხვადასხვა ეტაპზე ნაცნობ ელემენტებსა და მინიშნებებზე დაყრდნობით დასკვნების
გამოტანა;
 დასკვნების გადამოწმება - ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ წინასწარ გამოტანილ დასკვნებთან
მიბრუნება და მაი გადამოწმება.

35
წერის სტრატეგიები

 საკომუნიკაციო სიტუაციისა (წერის მიზნის, ადრესატისა, თემის) და ჟანრის განსაზღვრა;


 გონებრივი იერიში - იდეების მოფიქრება-ჩამოწერა;
 ცოდნის მობილიზება - საჭირო ცოდნის (ენობრივი, ტექსტობრივი, თემასთან დაკავშირებული და სხვ.) გონებაში
მოჩხრეკა-გააქტიურება; საჭიროებისამებრ, დამატებითი ინფორმაციის მოძიება სათანადო რესურსებში;
 იდეების დაჯგუფება - იდეების დახარისხება, ურთიერთდაკავშირება მაორგანიზებელი სქემების გამოყენებით;
 დამხმარე რესურსების მობილიზება - ოპერატიული სასწავლო ინსტრუმენტის შექმნა (მაგ., სტრუქტურული მოდელის,
საკვანძო სიტყვების, გრამატიკული ცნობარის, დახარისხებული ლექსიკური ერთეულის, ჩანიშვნების);
 ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება;
 პირველადი ნაწერის გაუმჯობესება - ნაწერის მკითხველის თვალით წაკითხვა, კრიტერიუმების ბადით შეფასება მისი
(ნამუშევრის) სრულყოფა-გაუმჯობესების მიზნით.
 საბოლოო ვარიანტის შედგენა-გაფორმება.
სტრატეგიები გრამატიკის შესასწავლად:

 დედუქციური მიდგომა - კანონზომიერების/წესის გააზრება და გამოყენება კონკრეტულ მაგალითებში.


 ინდუქციური მიდგომა - კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით კანონზომიერების აღმოჩენა და წესის გამოყვანა.
 პარალელების გავლება მშობლიურ ან სხვა ენასთან - ნიშანდობლივი ენათშორისი შედარებების გაკეთება შესასწავლი
ენის სისტემისა და ფუნქციონირების გაგების ხელშესაწყობად;
 დამხმარე რესურსების შექმნა-გამოყენება (მაგ., გრამატიკული ცნობარის; სტრუქტურული მოდელები;

ლექსიკის სწავლის სტრატეგიები

 ლექსიკონის შედგენა;

 დამახსოვრების სხვადასხვა ხერხის მოსინჯვა და ყველაზე ეფექტიანი ხერხის მორგება-გამოყენება - (რამდენჯერმე


გადაწერა, დაჯგუფება, კონტექსტში გამოყენება, რაიმესთან ასოცირება და სხვ.);

 ხანგრძლივ მეხსიერებაში დაფიქსირება გარკვეული პერიოდულობით გახსენების გზით (საღამოს, ორი დღის შემდეგ,

36
1 კვირის თავზე, 1 თვის თავზე, 6 თვის თავზე, 1 წლის თავზე).

მეტაკოგნიტური სტრატეგიები

 მიღწევების მონიტორინგი - მიღწევების თვითშეფასება, ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა;


 სწავლის პროცესზე დაფიქრება-რეფლექსია - შემაფერხებელი და ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება,
გამოყენებული სტრატეგიების შეფასება;
 წინსვლის, მიღწევების გაუმჯობესებისთვის სამოქმედო გეგმის შედგენა;

37

You might also like