You are on page 1of 7

მეორე ლიგა

III ტური - 04.04.2021

რედაქტორები: გიორგი ტვილდიანი და არჩილ კობახიძე


 
1.ინგლისელი მწერალი ლუის კეროლი წერილების წერისას, ხშირად რებუსებს
მიმართავდა. როგორც წესი, მისი წერილები იწყებოდა ცხოველის გამოსახულებით.
დაასახელეთ ეს ცხოველი, თუ გეტყვით რომ ის ხმოვანზე იწყება.
პასუხი: ირემი
კომენტარი: ინგლისურში სიტყვა "dear" (ირემი) და "deer" (ძვირფასო) ჟღერადობით
ერთმანეთისგან არ განირჩევა. ინგლისურენოვანი წერილების უმრავლესობა კი სწორედ
ამ სიტყვით იწყება
წყარო: В.Т. Бабенко. Удивительные истории о словах самых разных.
http://flibusta.is/b/511874/read
ავტორი: იური კალიაკინი

2.კონგლტონის სააბატოში მობინადრე აჩრდილს, თვითმხილველთა თქმით, უეცარი


გაუჩინარების უნარი ჰქონდა. დაასახელეთ საგრაფო, რომელშიც მდებარეობს
კონგლტონის სააბატო.
პასუხი: ჩეშირი
კომენტარი: ალუზია ასევე გაუჩინარების უნარით დაჯილდოებულ ჩეშირის კატაზე
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Чеширский_Кот
ავტორი: ტამარა პუჩკო

3.დონ რიჩი ტასმანიის ზღვის კლდოვან და ციცაბო სანაპიროსთან ცხოვრობს.


დროგამოშვებით ის  ადამიანებს სახლში ჭიქა ჩაიზე ეპატიჟება. დაასახელეთ რისგან
გადაარჩინა რიჩიმ მინიმუმ 160 ადამიანი?
პასუხი: თვითმკვლელობა
ჩათვლა: სუიციდი
კომენტარი: პოტენციური თვითმკვლელის დანახვისას, რიჩი მიდის ადამიანთან
შეკითხვით - “შემიძლია რამეთი დაგეხმაროთ?” და შემდეგ ჭიქა ჩაიზე ეპატიჟება.
წყარო:
1.https://fishki.net/1572341-avstraliec-kotoryj-spas-ne-menee-160-chelovek-ot-
samoubijstva.html
2.https://en.wikipedia.org/wiki/The_Gap_(Sydney)
ავტორი: მიხაილ ლოკშინი

4.ერთხელ ერთ საბჭოთა გაზეთში არ გამოაქვეყნეს საჭადრაკო დებიუტი, რომელიც


პირველი ცხენოსანი არმიის 60 წლისთავს ეძღვნებოდა. დაასახელეთ ფრაზა, რომელმაც
გაზეთის რედაქციის უკმაყოფილება გამოიწვია.
პასუხი: თეთრები იწყებენ და იგებენ
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
კომენტარი: თავისთავად პირველი ცხენოსანი არმია წითელი არმიის შემადგენელი
ნაწილი იყო, “წითლები” კი როგორც ცნობილია ებრძოდნენ “თეთრებს”.
წყარო:http://community.livejournal.com/inosmi_ru/95993.html
ავტორი: ანასტასია კრიუკოვა

5.გამოცდილი როუფ-ჯამფერის თქმით, ხიდიდან გადახტომა ბევრად უსაფრთხოა,


ვიდრე ამის გაკეთება. იმ ადგილას, სადაც ცნობილმა ოთხეულმა ეს გააკეთა თითქმის 50
წლის წინ, რეგულარულად ფერხდება მოძრაობა. დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რა
შევცვალეთ ამის გაკეთებით.
პასუხი: გზაზე გადასვლა; ქუჩაზე გადასვლა:
ჩათვლა: აზრობრივად
კომენტარი:როუფჯამფერები ხტებიან მაღალი ადგილებიდან და იყენებენ სპეციალურ
აღჭურვილობას. იმ ზებრაზე, რომელზეც „ბიტლზის“ წევრებმა ები როუდი გადაკვეთეს,
ფოტოების გადაღების მსურველთა სიმრავლის გამო, საგზაო მოძრაობა რეგულარულად
ფერხდება.
წყარო: 
1.Эффективный роупджампер: "Прыгать с моста безопаснее, чем переходить дорогу!"
https://dev.by/lenta/effectivesoft-ltd/effektivnyy-roupdzhamper-prygat-s-mosta-bezopasnee-
chem-perehodit-dorogu
2.Кузичкин Д. Эбби-Роуд. http://rbnews.uk/blog/showplace/article19248.html
ავტორი: ვალერი ლეონჩენკო

6.დაახლოებით 50 წლის მანძილზე ფრინველი ტაკახე გადაშენებულად მიიჩნეოდა.


იგორ აკიმუშკინი ტაკახეს ადარებს იქსს. წინა წინადადების ერთ სიტყვაში ჩვენ სამი ასო
გამოვტოვეთ. აღადგინეთ ეს სიტყვა.
პასუხი: ფენიქსს
კომენტარი:ახლიდან აღმოჩენილი ტაკახე ისევე აღდგა, როგორც ლეგენდარული
ფენიქსი
წყარო:
1.https://ru.wikipedia.org/wiki/Такахе
2.http://rubooks.org/book.php?book=3290&page=42
ავტორი: მარია პოდრიადჩიკოვა
 
7.ამერიკელი სპორტსმენი ქალი იბტიჰაჯ მუჰამადი თავისი მრწამსის გამო, ბავშვობაში
ხშირად დაცინვის ობიექტი ხდებოდა. ამიტომ იბტიჰაჯმა სპორტის სახეობაც ისეთი
შეარჩია, რომლის ეკიპირება მას პრობლემებს ნაკლებად შეუქმნიდა. დაასახელეთ ეს
სპორტის სახეობა.
პასუხი: ფარიკაობა
კომენტარი: მუსულმანი ქალების ტანსაცმელი ხელებს და ფეხებს აუცილებლად უნდა
ფარავდეს. ფარიკაობისას, სპორტსმენის სხეულს და სახესაც კი, უნიფომა სრულებით
ფარავს. აქედან გამომდინარე, იბტიჰაჯის დედამ მოიწონა მოფარიკავე გოგონების
კოსტიუმები და ნებართვა მისცა ქალიშვილს ამ სპორტის სახეობას გაჰყოლოდა. რიო -

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
დე - ჟანეიროში მუჰამადი გახდა პირველი ამერიკელი, რომელიც ოლიმპიადაზე
ჰიჯაბით გამოვიდა.
წყარო: 
1. http://www.sports.ru/tribuna/blogs/innuendo/1020658.html
2. https://ru.wikipedia.org/wiki/Мухаммад,_Ибтихадж
ავტორი: კონსტანტინ სახაროვი

8.თავის წიგნში კრის ტერნი ისევე მოექცა მეცნიერებს, რომლებმაც გაანადგურეს


უძველესი ჯიშის ფიჭვი, როგორც თავის დროზე უნდა მოქცეოდნენ ერთ ბერძენს.
დაწერეთ მისი სახელი.
პასუხი: ჰეროსტრატეს
კომენტარი: ტერნიმ გადაწყვიტა არ ეხსენებინა თავის ნაშრომში იმ მეცნიერების
გვარები, რომლებმაც ასეთი ძვირფასი ობიექტი გაანადგურეს
წყარო: К. Тёрни. Кости, скалы и звезды. Наука о том, когда что произошло.
http://flibusta.is/b/320384/read
ავტორი: იგორ ტიუნკინი

9.1963 წელს "მის ისრაელის" კონკურსის ჟიურის გაუჭირდა გამარჯვებულის გამოვლენა,


რადგან საუკეთესოს არჩევა იქსებს შორის მოუწია. ჰარი პოტერზე დაწერილ წიგნებში
ასევე ვხვდებით პერსონაჟ იქსებს. დაწერეთ ნებისმიერი პერსონაჟი იქსის გვარი. 
პასუხი: უიზლი
ჩათვლა: პატილი
კომენტარი: ჟიურის საუკეთესოს არჩევა მოუწია ტყუპებს: სარა და მირიამ ტალმებს
შორის.”პოტერიადაში” არიან ტყუპები ფრედ და ჯორჯ უიზლები, ასევე პარვატი და
პადმა პატილებიც
წყარო: 
1. К.А. Капитонов. Быть израильтянином. — М.: АСТ, Восток-запад, 2006. — С. 332.
2. http://www.hogwarts.ru/mus/gp.php?page=twins
ავტორი: დენის გონჩარი
 
10.უმბერტო ეკომ გამოაქვეყნა რეცენზია მელ გიბსონის ფილმისთვის "ქრისტეს ვნებანი".
ნეგატიურ გამოხმაურებებს შორის მწერალი გაახალისა კომენტარმა, რომელიც ეკოს
ადანაშაულებდა ამაში. დაასახელეთ ეს ინგლისური წარმოშობის სიტყვით.
პასუხი: სპოილერში
კომენტარი: მწერალი გაახალისა იმ ფაქტმა რომ ქრისტეს ისტორია ვინმესთვის უცნობი
შეიძლება ყოფილიყო
წყარო: http://www.flibusta.net/b/285025/read
ავტორი: ლეონიდ გელფანდი
 
11.სერიალი “Breaking Bad” მოგვითხრობს უოლტერ უაითზე, რომელსაც
არაოპერირებადი სიმსივნეს დიაგნოზი დაუდგინეს. სერიალის დასრულებიდან მალევე,
გამოცემა Albuquerque Journal-ში გამოქვეყნდა იქსი. დაასახელეთ იქსი 2 ან 3 სიტყვით!
პასუხი: [უოლტერ] უაითის ნეკროლოგი
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
ჩათვლა: ნეკროლოგის და უაითის ხსენებით
კომენტარი: სერიალის ფანებმა არ დაიზარეს მსგავსი ქმედების ჩადენა, მიუხედავად
იმისა, რომ უაითი მხოლოდ და მხოლოდ პერსონაჟია
წყარო: http://variety.com/2013/tv/news/breaking-bad-walter-white-obit-1200694265/
ავტორი: სერაფიმ შიბანოვი

12.თავის დროზე, როდესაც უეინ რუნი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პოლ პოგბა


თანაკლუბელები იყვნენ, მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებმა ამ ტრიოს მოკლე
მომაკვდინებელი ზედმეტსახელი შეარქვეს. დაასახელეთ ეს ზედმეტსახელი
ინგლისურად.
პასუხი: RIP.
კომენტარი: ზედმეტსახელი ფეხბურთელების გვარების პირველი ასოებიდან არის
შემდგარი და  ამ ფეხბურთელების მიერ მათი მეტოქეების მიმართ ჩადენილი
ქმედებების ფატალურობაზე მინიშნებას წარმოადგენს
წყარო:  http://bobsoccer.ru/user/19029/blog/?item=351500
ავტორი: ოლგა კუზმა და ანდრეი კუზმა
 
13.კორეელებს გარკვეულ სიტუაციაში ეხმარება სიტყვა ,,კიმჩი“, რაც დამწნილებულ
კომბოსტოს ნიშნავს. დაასახელეთ რომელი პროდუქტი ეხმარება ანალოგიურ
სიტუაციაში ამერიკელებს. 
პასუხი: ყველი
კომენტარი: კორეელები ამ სიტყვას ფოტოს გადაღებისას წარმოთქვამენ
წყარო:
1. http://www.dodgeandburn.com/blogs/journal/6925982-obscure-and-interesting
2. http://en.wikipedia.org/wiki/Say_cheese
ავტორი: არტიომ მატუხნო
 
14.რუალ ამუნდსენმა ხომალდ "მოდის" ასაგებად მთელი თავისი ფული დახარჯა,
ამიტომ იქსის ნაცვლად ყინულის ლოლუა გამოიყენა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: შამპანურის ბოთლი
კომენტარი: მას შამპანურის ბოთლისთვის ფული არ ეყო, ამიტომ  გამგზავრებამდე
გემბანს  ყინულის ლოლუა მიამსხვრია
წყარო: http://www.ug.ru/old/02.41/ps10.htm
ავტორი: ვიქტორ დერეზა
 
15.კომედიური სერიალის ერთ ეპიზოდში ცალრქა იქსის გამგზავრებამდე მცირე ხნით
ადრე სადღაც გაიქცევა. დაასახელეთ იქსი ერთი, ან ორი სიტყვით.
პასუხი: ნოეს კიდობანი
ჩათვლა: კიდობანი
კომენტარი: შესაძლოა სწორედ ამის გამო, უნიკორნები გადაშენდნენ))
წყარო: т/с. Благие знамения, 3 серия. http://krastown.com/video/serialy/blagie-znamenija-3-
serija.html
ავტორი: დენის რიბაჩუკი
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
16.გადმოცემის თანხმად, 1858 წლის თებერვლიდან მოყოლებული 14 წლის
განმავლობაში, ბობის ხილვა შესაძლებელი იყო ედინბურგში მდებარე გრეიფრაიერსის
სასაფლაოზე. "National Geographic" - ის სტატიაში ბობი მოხსენიებულია, როგორც იქსის
წინამორბედი. დაასახელეთ იქსი ერთი 6-ასოიანი სიტყვით!
პასუხი: ჰატიკო [ჰაჩიკო]
კომენტარი: სკაიტერიერმა ბობიმ სახელი გაითქვა იმით, რომ წლების განმავლობაში
თავისი პატრონის საფლავს იცავდა. ედინბურგში ბობის ქანდაკებაც კი არის
აღმართული. უფრო ცნობილი მსგავსი ისტორია კი იაპონელ ძაღლზე - ჰატიკოზე
მოგვითხრობს
წყარო:  http://www.nat-geo.ru/fact/38617-predannyy-pes-bobbi/
ავტორი: ალექსანდრ უსკოვი
 
17.მულტსერიალ "Мульти-Россия"-ს ერთი სერიის მოქმედება მიმდინარეობს კუნძულ
სახალინზე, კერძოდ კი კუნძულის იმ ნაწილში, რომელიც თავის დროზე იაპონიის
შემადგენლობაში შედიოდა. ერთ ეპიზოდში ავტობუსის გაჩერებაზე დგას დათვი,
რომელიც გარეგნობით წააგავს ამ პერსონაჟს. დაასახელეთ ეს პერსონაჟი თუ გეტყვით,
რომ მის სახელში ყველა ხმოვანი ერთნაირია.
პასუხი: ტოტორო
კომენტარი: 1905 - 1945 წლებში სახალინი სამხრეთი ნაწილი იაპონიის შემადგენლობაში
შედიოდა, ამიტომ მულტსერიალის თანახმად, იქ მცხოვრები დათვები გარეგნულად
ჰგვანან ტოტოროს. მიაძაკის პერსონაჟი კი ცნობილ სცენაში მართლაც ავტობუსის
გაჩერებაზე დგას.

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
წყარო: 
1.http://www.youtube.com/watch?v=Y1uN2_nHzmE
2. http://ru.wikipedia.org/wiki/Карафуто
ავტორები: ქსენია და ედუარდ შაგალები
 
18.წიგნი სახელწოდებით “ყინულისა და ცეცხლის  ნადიმი” გამოსცა არა ჯორჯ
მარტინმა, არამედ  ჩელსი მონრო - კასელმა და სარიენ ლერერმა. საქმე იმაშია, რომ
ჯორჯ მარტინი, თავისივე სიტყვებით, უვარგისი იქსია. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც
ჩვენ შევცვალეთ იქსით. 
პასუხი: მზარეული
ჩათვლა: კულინარი
კომენტარი: წიგნში იმ კერძების ჩამონათვალია, რომლებსაც მარტინის სამყაროს
პერსონაჟები მიირთმევენ. წინასიტყვაობაში მარტინი თავად აღნიშნავს, რომ წერა
ეხერხება, აი კულინარიასთან კი მწყრალად არის
წყარო:Ч. Монро-Кассель, С. Лерер. Пир Льда и Огня. http://www.flibusta.is/b/431322/read
ავტორი: მაქსიმ ევლანოვი
 
19.დევიდ ბოდანისი იქსს ხატოვნად ადარებს გვირაბს, რომლის გავლისას ძალზედ
მცირე მასა, სინათლის სისწრაფის წყალობით, კოლოსალურ ენერგიად გადაიქცევა.
გამოსახეთ პასუხის ფურცლებზე იქსი.
პასუხი: =
კომენტარი: E = mc2. ავტორს აინშტაინის ცნობილ განტოლებაში ტოლობის ნიშანი
გვირაბთან აქვს შედარებული
წყარო: Д. Боданис. E = mc^2. Биография самого знаменитого уравнения мира.
http://www.flibusta.is/b/265165/read
ავტორები: ქსენია და ედუარდ შაგალები

20.ყურადღება მე-20 შეკითხვა. 2020 წელს აშშ-ში ქალბატონებისთვის საარჩევნო


უფლების მინიჭების იუბილე აღინიშნებოდა, რასთან დაკავშირებითაც იგეგმებოდა
სხვადასხვა სახის საიუბილეო ღონისძიებები, მათ შორის დაარსდა მოძრაობა, რომელიც
მიზნად ისახავდა ენდრიუ ჯექსონის ჩანაცვლებას და  იქსისთვის დიზაინის შეცვლას.
დაასახელეთ იქსი ზუსტად.
პასუხი: 20 დოლარიანი კუპიურა, ან ბანკნოტა
კომენტარი: მოძრაობა მიზნად ისახავს ენდრიუ ჯექსონის ცნობილი ამერიკელი
ქალბატონით ჩანაცვლებას, მაგალითისთვის ერთ - ერთ კანდიდატურად განიხილება
პოკაჰონტასი
წყარო: 
1.http://www.readthespirit.com/ourvalues/women-on-20s-why-target-jackson-why-the-20/
2.https://ru.wikipedia.org/wiki/Девятнадцатая_поправка_к_Конституции_США3.
http://www.womenon20s.org/about
ავტორი: იგორ დემიანცევი
 

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
21.1984 წლის 31 ოქტომბერს ტელეინტერვიუსთვის მზადებისას, ინდოეთის პრემიერ -
მინისტრმა ინდირა განდიმ ჩათვალა, რომ იქსი მას წონას ჰმატებდა, რაც საბოლოო
ჯამში მისთვის საბედისწერო გამოდგა. დაასახელეთ იქსი ორფუძიანი სიტყვით.
პასუხი: ჯავშანჟილეტი
კომენტარი:ინტერვიუზე მიმავალი პრემიერ - მინისტრი საკუთარი დაცვის წევრებმა
გამოასალმეს სიცოცხლეს
წყარო:Л. Парфёнов. Намедни. Наша эра. 1981-1990. — М.: КоЛибри, 2010.
ავტორი: დმიტრი კიტაევი
 
22.ყურადღება, გირჩევთ შეკითხვა ჩაიწეროთ! ძველად რუმინეთში მიიჩნევდნენ, რომ
თოვლის კაცი ადამიანებს ეშმაკეულებისგან იცავს. ამიტომ მათ ხშირად სახლთან ახლოს
აღმართავდნენ, ხელში ცოცხს დააჭერინებდნენ, ხოლო ყელზე ჰკიდებდნენ კბილებისგან
აკინძულ მძივს. დაწერეთ სიტყვა, რომელიც ჩვენ წინა წინადადებაში გამოვტოვეთ.
პასუხი: ნივრის
ჩათვლა: ნიორის
კომენტარი:ვამპირებისგან დასაცავად
წყარო: "Вокруг света", 2014, N 2.
ავტორი: დმიტრი ბაშჩუკი
 
23.თავისი პერსონაჟის აღფრთოვანების და აღტაცების აღწერისას, ვლადიმირ ნაბოკოვი
აღნიშნავს, რომ ამ პერსონაჟის  ქუდზე განლაგებული ბუმბულიც კი იქსს დაემსგავსა.
გამოსახეთ პასუხის ფურცლებზე იქსი.
პასუხი: !
წყარო:В.В. Набоков. Лекции по зарубежной литературе.
http://www.flibusta.net/b/161480/read
ავტორი: ბაურ ბეკტემიროვი

24.XV საუკუნის ბოლოს ჩინელებს დიდი ხომალდების მშენებლობა აუკრძალეს.


ისტორიის ამ პერიოდზე საუბრისას, ირინა აკიმოვა ახსენებს იქსს, რომელიც ამ
შემთხვევაში აბრეშუმისაა. დაასახელეთ იქსი ერთი 5-ასოიანი სიტყვით!
პასუხი: ფარდა
კომენტარი: იმ პერიოდში ჩინეთი დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციაში მოექცა.
მკვლევარი მეოცე საუკუნეში დამკვიდრებული ტერმინის - „რკინის ფარდის“ ნაცვლად,
იყენებს ჩინეთისთვის უფრო შესაფერის „აბრეშუმის ფარდას“.
წყარო:
http://www.korabel.ru/news/comments/kitayskoe_sudostroenie_vchera_i_segodnya.html
ავტორი:ვასილი კორიაგინი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.

You might also like