You are on page 1of 3

კითხვები

1. შავი ჭირის მძვინვარების დროს იტალიაში სასაფლაოებზე ადგილის დეფიციტი


შეიქმნა, ამიტომაც გარდაცვლილებს ერთ საფლავში რამდენიმე შრედ მარხავდნენ.
ერთი ჟამთააღმწერელი ასეთ საფლავებს ადარებს იქსს. დაასახელეთ იქსი
იტალიური წარმოშობის სიტყვით.

პასუხი: ლაზანია

კომენტარი: გარდაცვლილებს ფენა-ფენა, შრეებად მარხავდნენ, ამიტომაც რა გასაკვირია რომ


მე-14 საუკუნის ფლორენციელ ჟამთააღმწერელს, მარკიონე დი კოპო სტეფანის, ხორციანი
ფენოვანი საჭმლის, ლაზანიას ასოციაცია გასჩენოდა.

2. ერთი სერიალის გმირები გადაწყვეტენ რომ მატარებლით ინკოგნიტოდ


იმგზავრონ ყოველგვარი გრიმისა და გადაცმის გარეშე. მგზავრობის დასასრულს
ერთ-ერთი მათგანი ჩივის, რომ იქსის გამო თითები სტკივა. დაასახელეთ იქსი
იტალიური წარმოშობის სიტყვით.

პასუხი: გაზეთი

კომენტარი: სერიალის გმირებმა გაზეთები გაშალეს და მთელი გზა ასე იმგზავრეს. გაზეთი
იტალიური წარმოშობის სიტყვაა და მომდინარეობს ვენეციური წვრილი ფული, gazzetta-
სგან.

3. იქსი დიდი რაოდენობით შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც იწვევს კანის


გაღიზიანებას და ქავილს. ამაზე დაყრდნობით ემი მარშმა გამოთქვა მოსაზრება,
რომ იქსს დასჯის ფუნქციაც ჰქონდა, გარდა მისი ძირითადი დანიშნულებისა.
ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ლეღვის ფოთოლი
კომენტარი: ლეღვის ფოთოლი დიდი რაოდენობით შეიცავს ფერმენტ ფიცინს,
რომელიც იწვევს კანის გაღიზიანებას და მუდმივ ქავილს. ემი მარშის აზრით
ამგვარად დაისაჯეს თავები ადამმა და ევამ აკრძალული ხილის ჭამისთვის.

4. XIX საუკუნეში იქსის წარმოებაში გამოიყენებოდა დაბალი ხარისხის მასალა, რის გამოც
უკვე დამზადებულ პროდუქტს პოხავდნენ ტალკით და საპნით. სიტყვა იქსი
ფიგურირებს მაღალი რეიტინგის მქონე სერიალის სათაურში. ყურადღება შეკითხვა:
დაასახელეთ იქსი.
- ბანქო.
კომენტარი: ბანქოს ქაღალდი იმდენად უხარისხო იყო, რომ თუ არ გაპოხავდნენ ხელში
არ ისრიალებდა. კითხვაში სიტყვები მაღალი და დაბალი მინიშნებას წარმოადგენდა.
5. ერთი წიგნის პერსონაჟი ყვება ავტომატ კალაშნიკოვის ჯერით დახვრეტილი ადამიანების
შესახებ და სიკვდილის იარაღს ადარებს იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ
გერმანიიდან ემიგრირებული ადამიანის გვარი, რომელმაც XIX საუკუნის შუა ხანებში
დააარსა იქსების მწარმოებელი კომპანია.
- ზინგერი.
კომენტარი: კალაშნიკოვი თითქოს და საკერავი მანქანის მსგავსად გვირისტებს ე.წ.
„სტროჩკებს“ ადებს მსხვერპლს.

6. გიორგი დანელია მემუარებში წერს: გასული საუკუნის 60-იან წლებში გოლიცინოში


ქართული რესტორანი გაიხსნა, შესაბამისი თავდაპირველი სახელწოდებით. რესტორნის
ჩაბარებისას კომისიის თავმჯდომარემ შენიშნა, რომ თუ რესტორნის სახელში პირველი
ასო ჩაქრებოდა, მოსკოვის სიახლოვეს იაპონიის ჯაშუშის გვარი იქნებოდა
აბრდღვიალებული. სწორად ამის გამო რესტორანს სახელი შეუცვალეს. დაასახელეთ
რესტორნის თავდაპირველი სახელწოდება.
a. იბერია
კომენტარი: ბერია გაასამართლეს და შემდეგ დახვრიტეს, როგორც ინგლისის და იაპონიის
ჯაშუში. ამის გამო რესტორანს „იბერიის“ ნაცვლად „ივერია“ უწოდეს.

7. ანატოლ ფრანსის პერსონაჟის თქმით სახელმწიფოს გამართულად


ფუნქციონირებას სამეფო ხაზის უწყვეტობა განსაზღვრავს, აქედან გამომდინარე,
დედამიწაზე იდეალური სახელმწიფოს არარსებობა იქსის ბრალია. დაასახელეთ
იქსი სიტყვით, რომელშიც ზედიზედ ოთხი თანხმოვანია.

პასუხი: წარღვნა

კომენტარი: ფრანსის პერსონაჟის თქმით სახელმწიფოს მემკვიდრეობითობა სამუდამოდ


შეწყდა დიდი წარღვნის შედეგად და სამყარომ მას შემდეგ ვერ დაიბრუნა ჰარმონიული
მდგომარეობა. ჩვენც ტური დავიწყეთ ადამი და ევათი და დავასრულეთ წარღვნით. წყარო:
ანატოლ ფრანსი “ბატონ ჟერომ კუანიარის აზრები”. ავტორი: ბექა ხოჯავა

8. კარანტინის შემდეგ საზღვრების გახსნით შეშფოთებულმა ერთმა იმუნოლოგმა

ახსენა ეს. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პასუხი: პანდორას ყუთი

9. გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, საუდის არაბეთის მკვიდრ ქალებში ეს


ძალიან გავრცელებულია. დაასახელეთ ეს აბსოლუტურად ზუსტად.

პასუხი: D ვიტამინის დეფიციტი/ნაკლებობა.

კომენტარი: საუდის არაბეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მზიანი ქვეყანაა, მაგრამ იმის
გამო, რომ ქალებს კანზე მზე ფაქტობრივად არ ხვდებათ, D ვიტამინის სინთეზი არ ხდება.
10. ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ხამანწკების შემგროვებლები დაჭერილ იქსებს
რამდენიმე ნაწილად გლეჯდნენ და ისევ წყალში ისროდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ ამ
ქმედებით არა სასურველ, არამედ საწინააღმდეგო შედეგს იღებდნენ. დაასახელეთ იქსი 2
სიტყვით, რომლებიც მეზობელ ასოებზე იწყება.

პასუხი: ზღვის ვარსკვლავი.

კომენტარი: ზღვის ვარსკვლავი მოლუსკებით იკვებება, რის გამოც, ხამანწკების


შემგროვებლები მათ განადგურებას ცდილობდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ ზღვის ვარსკვლავს
რეგენერაციის უნარი აქვს და ასეთი ქმედებით არა მტანჯველ სიკვდილ, არამედ
გამრავლებას უწყობდნენ ხელს.

11. ერთი ვერსიით, ნეანდერტალელებზე არასწორი წარმოდგენის შექმნა განაპირობა


იმან, რომ მეცნიერებმა ახლადაღმოჩენილ ჩონჩხს თავდაპირველად ვერ შეამჩნიეს იქსის
ნიშნები. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გვიანდელ ავტოპორტრეტზე რუბენსი თითებს
ტანსაცმლის ნაოჭებში იქსის გამო მალავს. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.

პასუხი: ართრიტი. ჩათვლა: ართროზი, რევმატიზმი.

კომენტარი: სინამდვილეში ნეანდერტალელები არ იყვნენ ისეთი მოხრილები, როგორც ერთ


დროს გამოსახავდნენ. გვიანდელ ავტოპორტრეტზე ასაკოვანი რუბენსი თითებს ტანსაცმლის
ნაოჭებში მალავს.

11.

You might also like