You are on page 1of 583

მარიო ვარგას ლიოსა

ვაცის ნადიმი

ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

1
„ოცდაათ მაისს,
გზნებით სავსე,
ხალხი ზეიმობს
ვაცის ნადიმს“.

„ვაცი მოკლეს“
დომინიკური მერენგე1

1
დომინიკის რესპუბლიკაში გავრცელებული მუსიკალური ჟანრი,
რომელიც ცეკვის და ხანდახან ტექსტის თანხლებით სრულდება.
(შენიშვნები ეკუთვნის მთარგმნელს).
2
1

ურანია. დიდი ვერაფერი სამსახური გაუწიეს მშობლებმა თავი-


ანთ ქალიშვილს. ამ სახელის გაგონებაზე შეიძლება წარმოიდგინო
პლანეტა, მინერალი, ყველაფერი, მაგრამ არა თავთავივით აღერე-
ბული ქალი, რომელსაც დახვეწილი სახის ნაკვთები, გლუვი პირის-
კანი აქვს და სარკიდან შემოსცქერის დიდი, ოდნავ სევდიანი ჩამუ-
ქებული თვალები. ურანია! რა უაზრობაა! საბედნიეროდ, ასე აღარა-
ვინ მიმართავს, ახლა ურის, ქალბატონ კაბრალს ან დოქტორ კაბ-
რალს ეძახიან. რამდენადაც ახსოვს, მას შემდეგ, რაც სანტო დომინ-
გოდან (უფრო სწორად, სიუდად ტრუხილიოდან2, რადგან დედაქა-
ლაქისთვის ჯერაც არ დაებრუნებინათ ძველი სახელი) წავიდა, არც
ადრიანში, არც ბოსტონში, არც ვაშინგტონში, არც ნიუ-იორკში მის-
თვის აღარავის დაუძახია ურანია – როგორც ადრე შინ და წმინდა
დომინგოს კოლეჯში ეძახდნენ, სადაც sisters3 და მისი თანაკლასე-
ლები ზედმიწევნით ზუსტად გამოთქვამდნენ იმ ბრიყვულ სახელს,
დაბადებიდანვე სატანჯველად რომ მოუვლინეს. ნეტავ, რომელს
მოუვიდა თავში აზრად – დედას, მამას? ამის გარკვევა გვიანაა, გო-
გონა, დედაშენი უკვე ზეცაშია და მამაშენი – სიცოცხლეშივე მკვდა-
რი. ვეღარასოდეს გაიგებ. ურანია! ეგ ისეთივე აბსურდულია, რო-
გორც ძველი სანტო დომინგო დე გუსმანისთვის სიუდად ტრუხილი-
ოს დარქმევა. ესეც მამაშენის იდეა იყო?

2
სიუდად ტრუხილიო – რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინამ
(1891-1961), დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორმა, 1934 წელს ქალაქ
სანტო დომინგოს სახელი შეუცვალა და ქვეყნის წინაშე საკუთარი
ღვაწლის უკვდავსაყოფად ქალაქს საკუთარი სახელი – სიუდად
ტრუხილიო (ქალაქი ტრუხილიო) – დაარქვა.
3
sisters – ასე მოიხსენიებს მწერალი მთელ ტექსტში სანტო დომინგოს
კოლეჯში მოღვაწე მონაზვნებს. შესაბამისად, თარგმანში ჩვენც
ხელუხლებლად დავტოვეთ sisters, ისევე, როგორც marines – ამერიკის
შეერთებული შტატების სამხედრო ქვეითი ჯარის აღმნიშვნელი სიტყვა.
3
სასტუმრო „ხარაგუას“ მეცხრე სართულის ფანჯარასთან ქალი
ზღვის გამოჩენას ელოდა და, აი, იხილა კიდეც. რამდენიმე წამში
სიბნელემ უკან დაიხია და ცისფრად მოელვარე, მყისიერად მზარდი
ჰორიზონტი მის თვალწინ სანახაობად გადაიშალა. ამას ელოდა დი-
ლის ოთხი საათიდან, იმ წუთიდან, რაც უთენია გაიღვიძა, მიუხედა-
ვად იმისა, ძილის მომგვრელი წამლების მიმართ ჩვეული შიში რომ
დაძლია და ღამით დასაძინებელი აბი დალია. ქაფის ლაქებით აქოჩ-
რილი ზღვის ლურჯი ზედაპირი და ტყვიისფერი ცა ერთმანეთს ჰო-
რიზონტის შორეულ ხაზზე ერწყმიან, სანაპიროზე კი ხმაურიანი, ქა-
ფიანი ტალღებით ეხეთქებიან ჯებირებს, შორს პალმებსა და ნუშის
ხეების მწკრივში ჩაკარგული გზა ილანდება. მაშინ სასტუმრო „ხა-
რაგუა“ პირდაპირ გადაჰყურებდა სანაპიროს. ახლა – გვერდიდან.
მოგონებებმა გაიღვიძეს: ის დღე იყო? – გოგონა და მამა სასტუმ-
როს რესტორანში ხელჩაკიდებულები შედიან, ცალკე რომ ისადი-
ლონ. მაგიდა ფანჯარასთან მიუჩინეს, გამჭვირვალე ფარდის მიღმა
ურანიტა ვრცელ ბაღს, სახტომ ბილიკებსა და მობანავეებს აკვირ-
დება. ფერადი ფილებით მოპირკეთებულ და მიხაკებიანი ქოთნებით
მორთულ ესპანურ პატიოში ორკესტრი მერენგეს უკრავს. ის დღე
იყო? „არა“, ხმამაღლა ამბობს. მაშინდელი „ხარაგუა“ დაანგრიეს
და ამ ვეებერთელა ვარდისფერი ლეოპარდის4 ფერის შენობით ჩა-
ანაცვლეს, ასე რომ გააოცა ამ სამი დღის წინ, როდესაც სანტო დო-
მინგოში დაბრუნდა.
სწორად მოიქეცი, რომ დაბრუნდი? ინანებ, ურანია! შვებულების
ერთი კვირის გაცდენა? შენ ხომ არასდროს გქონია დრო, მოგენახუ-
ლებინა ის ქალაქები, რეგიონები და ქვეყნები, რომლის ნახვაზეც
ოცნებობდი – ვთქვათ, უღელტეხილები და ალასკას დათოვლილი
ტბები – იმ კუნძულს დაუბრუნდი, ადრე რომ დაიფიცე, ფეხს არასო-

4
ვარდისფერი ლეოპარდი – იგულისხმება პოპულარული ანიმაციური
ფილმის The Pink Panther (1963) პერსონაჟი.
4
დეს დავდგამო. დეკადანსის ნიშნები? შემოდგომის სენტიმენტა-
ლიზმი? ცნობისმოყვარეობა, მეტი არაფერი. გინდა გამოსცადო, შე-
გიძლია თუ არა იმ ქალაქის ქუჩებში გავლა, რომელიც შენი აღარ
არის, შემოიარო ეს უცხო ქვეყანა სევდის, ნოსტალგიის, სიძულვი-
ლის, ტკივილისა და რისხვის გარეშე, თუ იმ ნანგრევების წინაშე
გინდა წარსდგე, მამაშენი რომ ჰქვია? გინდა გაიგო, ამდენი წლის
შემდეგ რას იგრძნობ მისი დანახვისას? ციებ-ცხელებამ თხემით
ტერფამდე დაუარა. ურანია, ურანია! ხედავ, ჩავლილი წლების მი-
უხედავად, აღმოაჩინე, რომ შენი თავნება, მოწესრიგებული, ცივი
გონებისა და სიმტკიცის მიღმა, რის გამოც თაყვანს გცემენ და შურთ,
კიდევ შეგრჩა ფაქიზი, შეშინებული, ნაიარევი და მგრძნობიარე გუ-
ლი. გაეცინა. მორჩი სისულელეებს, გოგონა.
ფეხსაცმელი, შარვალი და სპორტული ბლუზა ჩაიცვა, თმა სამაგ-
რით შეიკრა. ერთი ჭიქა ცივი წყალი დალია და CNN-ის სანახავად
ტელევიზორის ჩართვა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. ფანჯარას-
თან დადგა, გახედა ზღვას, სანაპიროს, შემდეგ თავი მოაბრუნა და
სახურავების ტყეს, კოშკებს, გუმბათებს, სამრეკლოებსა და ხის კენ-
წეროებს დააკვირდა. როგორ გაზრდილა! 1961 წელს, აქედან რომ
წახვედი, სამასი ათას სულს იტევდა ეს ქალაქი. ახლა – მილიონზე
მეტია. გაივსო უბნები, გამზირები, პარკები და სასტუმროები. თავი
უცხოდ იგრძნო, როდესაც დაქირავებული მანქანით ბელია ბისტას
საერთო საცხოვრებელს და ელ მირადორის უზარმაზარ პარკს უვ-
ლიდა, სადაც იმდენი joggers5 ტრიალებდა, რამდენიც სენტრალ
პარკში. მის ბავშვობაში ქალაქი სასტუმრო „ელ ემბახადორთან“
მთავრდებოდა, შემდეგ აქა-იქ სახლები იყო მიმოფანტული. „ელ
ქანთრი ქლაბ“, სადაც მამამისს კვირაობით აუზზე დაჰყავდა, მაშინ
უკაცრიელი ადგილი იყო, ახლა ასფალტი, სახლები და ქუჩის განა-
თებებია.

5
joggers (ინგ. – მორბენალი)
5
მაგრამ კოლონიური ქალაქი არ განახლებულა, მათ შორის არც
გასკუე – მისი უბანი. დარწმუნებულია, მისი სახლიც არ იქნება შეც-
ვლილი. ისეთივე დახვდება: პატარა ბაღი, ძველი მანგოს ხე, წი-
თელყვავილიანი, კოხტად შეკრეჭილი დელონიქსებიანი აივანი (შა-
ბათ-კვირას სუფთა ჰაერზე სადილობდნენ), სახლის ორფერდიანი
სახურავი და საძინებლის აივანი, სადაც მამიდაშვილებს – ლუსინ-
დასა და მანოლიტას – ელოდებოდა ხოლმე, და იქ ყოფნის უკანას-
კნელ, 1961 წელს კი იმ ბიჭს უთვალთვალებდა, ველოსიპედით რომ
დადიოდა, ჩუმ-ჩუმად უყურებდა და გამოლაპარაკებას ვერ ბედავ-
და. სახლი შიგნითაც იგივეა? ავსტრიული საათი, ციფერბლატზე გო-
თური რიცხვებითა და ნადირობის სცენით... მამაშენიც ისეთივეა?
ხედავ, რა ნელ-ნელა ჩიავდება იმ ფოტოებზე, ხანდახან, თვეებისა
თუ წლების გამოტოვებით მამიდა ადელინა და სხვა შორეული ნათე-
სავები რომ გიგზავნიან. ისევ გწერენ წერილებს, თუმცა შენ არასო-
დეს გიპასუხია.
სავარძელში ჩაეშვა. ქალაქს დილის მზე ადგას, პალასიო ნასიო-
ნალის გუმბათი და მისი მკრთალი ჟანგისფერი კედლები ნაზად იკ-
ვეთება ცის ლაჟვარდში. გადი გარეთ, ბოლოს და ბოლოს, ცოტა
ხანში აუტანელი სიცხე იქნება. თვალებს ხუჭავს, მისთვის სრულიად
უჩვეულო უმოქმედობა ეძალება, ის ხომ მოქმედებასაა მიჩვეული,
დროს არასოდეს კარგავს იმაზე, რაც დომინიკელთა მიწაზე ფეხის
დადგმის შემდეგ მის დღესა და ღამეს დაეპატრონა: მოგონება. „ეს
ჩემი გოგონა დღე და ღამე შრომობს, ძილშიც კი გაკვეთილებს
იმეორებს“. ამ სიტყვებს შენზე სენატორი აგუსტინი, მინისტრი კაბ-
რალი, ჭკუის კოლოფი კაბრალი ამბობდა. თავს იწონებდა მეგობ-
რების წინაშე იმ გოგონათი, რომელმაც კოლეჯის ყველა ჯილდო
მოიპოვა და sisters-ს სამაგალითოდ ჰყავდათ. უფროსის წინაშეც
ტრაბახობდა ურანიას სასკოლო წარმატებებით? „დიდი სურვილი
მაქვს გაიცნოთ. მას შემდეგ, რაც სანტო დომინგოს კოლეჯში სწავ-
ლობს, ყოველ წელს ბრწყინვალების სიგელით აჯილდოებენ. თქვე-
6
ნი გაცნობა და ხელის ჩამორთმევა დიდ ბედნიერებას მიანიჭებს.
ურანიტა ყოველ ღამე ლოცულობს, რომ უფალმა რკინის ჯანმრთე-
ლობა შეგინარჩუნოთ. დონია ხულიასა და დონია მარიასთვისაც
ლოცულობს. დაგვდეთ პატივი გთხოვთ, გევედრებათ, გემუდარე-
ბათ თქვენი ყველაზე ერთგული ძაღლი. უარს ვერ მეტყვით: მიიღეთ,
თქვენო ბრწყინვალებავ! უფროსო!“
შეაჩვენე? ჯერ კიდევ გძულს? „უკვე არა“, ამბობს ხმამაღლა. არ
დაბრუნდებოდი, ისევ ბრაზი რომ გახრჩობდეს, ჭრილობიდან სის-
ხლი გდიოდეს, იმედგაცრუება განგრევდეს, გწამლავდეს, როგორც
ახალგაზრდობაში, როცა სწავლა და მუშაობა აკვიატებად გექცა,
ოღონდ კი არაფერი გაგეხსენებინა. მაშინ კი გძულდა, მთელი შენი
არსებით, ფიქრებითა და გრძნობებით, სხეულში რომ ვერ ეტეოდა.
ნატრობდი, განსაცდელში ჩავარდნილიყო, მოურჩენელი სენი შეჰ-
ყროდა, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, და კიდეც აგისრულა
ღმერთმა... ღმერთმა არა, უფრო სწორად – ეშმაკმა. განა არ კმარა,
ტვინის დამბლამ რომ სიცოცხლეშივე მოკლა? ტკბილია შურისძიება
– ათი წელია სავარძელსაა მიჯაჭვული, ვერ დადის, ვერ ლაპარა-
კობს, მომვლელზეა დამოკიდებული, რომ ჭამოს, დაწვეს, ჩაიცვას,
გაიხადოს, ფრჩხილები დაიჭრას, გაიპარსოს, მოშარდოს, კუჭში გა-
ვიდეს. შვებას გრძნობ? „არა“.
კიდევ ერთი ჭიქა წყალი დალია და ოთახიდან გავიდა. დილის
შვიდი საათი იყო. სასტუმრო „ხარაგუას“ პირველ სართულზე ხმა-
ურმა შეაკრთო. მშობლიური გარემო იყო: ძრავების თახთახი,
მთელ ხმაზე აწეული რადიო, მერენგე, სალსა, ბოლერო, როკის თუ
რეპის ერთმანეთში არეული ხმები საყოველთაო აურზაურს ერ-
წყმოდა. ცოცხალი ქაოსი, ღრმა შინაგანი მოთხოვნილება იმისა,
რომ დაივიწყო, არ იფიქრო და არ იგრძნო ის, რაც შენი სამშობლო
იყო, ურანია. ველური ცხოვრების ყიჟინი ისმოდა, მოდერნიზაციის
ტალღებისგან ხელუხლებელი – ის, რასაც დომინიკელები ირაციო-

7
ნალურად, მაგიურად ეჭიდებიან – ხმაურისკენ ლტოლვა („ხმაურის-
კენ და არა მუსიკისაკენ“).
არ ახსოვდა, ბავშვობაში, როცა სიუდად ტრუხილიოს ჯერ ისევ
სანტო დომინგო ერქვა, ქუჩებში ასეთი ხმაური თუ იდგა. ალბათ,
არა. შესაძლოა, ოცდათხუთმეტი წლის წინ, როდესაც ქალაქი სამ-
ჯერ, ოთხჯერ პატარა იყო, როცა პროვინციული და გარიყული შიში-
თა და ფარისევლობით თვლემდა, როცა მოწიწებითა და პანიკით სუ-
ლი გაენაბა უფროსის, გენერალისიმუსის, ქველმოქმედის, ახალი
სამშობლოს მამის, მისი ბრწყინვალება დოქტორ რაფაელ ლეონი-
დას ტრუხილიო მოლინას წინაშე, უფრო ჩუმი, ნაკლებად შეშლილი
იყო. დღეს ცხოვრების ყველა ხმაური – ავტომობილების ძრავები,
კასეტები, დისკები, რადიო, საყვირი, ყეფა, ბუზღუნი, ადამიანური
ხმები – ყველა, თავისი ვოკალური შესაძლებლობების მაქსიმუმს
გამოხატავს: მექანიკურს თუ ცხოველურს (ძაღლები უფრო ხმამაღ-
ლა ყეფენ და ჩიტები უფრო მხიარულად ჭიკჭიკებენ). არადა, ნიუ-
იორკს აქვს ხმაურიანი ქალაქის სახელი! მანჰეტენზე ცხოვრების
ათი წლის განმავლობაში, მის ყურს არასდროს სმენია ისეთი ველუ-
რი, მოუქნელი სიმფონია, რომელშიც ამ სამი დღის განმავლობაში
ჩაიძირა.
მზე პალმების ჭაღარა კენწეროებს მოედო, ტროტუარი ორმოე-
ბითა და ნაგვის გორებითაა სავსე, თეთრთავსაფრიანი ქალები ნა-
გავს გულმოდგინედ ჰგვიან და შეუფერებლად პატარა პარკებში
ჰყრიან. „ჰაიტიელები“. ახლა ჩუმად არიან, გუშინ ერთმანეთს კრე-
ოლურად უყვიროდნენ. ცოტა მოშორებით ორი ჰაიტიელი მამაკაცი
დაინახა, ფეხშიშველები და ნახევრად ტიტვლები კედელზე დაკიდე-
ბული მყვირალა ნახატების წინ ყუთებზე ჩამომსხდარიყვნენ. დიახ,
ქალაქი და შესაძლოა ქვეყანაც ჰაიტიელებით აივსო. მაშინ ასე არ
იყო. ამბობდა კიდეც სენატორი კაბრალი: „უფროსზე ყველაფერი
შეიძლება ითქვას, მაგრამ ისტორია სულ მცირე, იმას მაინც
აღიარებს, რომ თანამედროვე ქვეყანა შექმნა და ჰაიტიელებს თავი-
8
სი ადგილი მიუჩინა. დიდ გასაჭირს დიდი გადაწყვეტილებები სჭირ-
დება! ტრუხილიომ პარტიზანული ბრძოლით დაუძლურებული, უკა-
ნონო, უწესრიგო, გაღატაკებული, თვითმყოფადობის დაკარგვის
პირას მისული ქვეყანა ჩაიბარა, მშიერ-მწყურვალი და ველური მე-
ზობლები რომ ესხმოდნენ თავს. გადალახავდნენ მდინარე მასაკ-
რეს და ძარცვავდნენ აქაურებს, იპარავდნენ საქონელს, ქურდავ-
დნენ სახლებს, ჩვენს გლეხებს სამუშაოს ართმევდნენ, კათოლიკურ
რელიგიას დემონური მჩხიბავობით რყვნიდნენ, ჩვენს ქალებს აუპა-
ტიურებდნენ, ჩვენს კულტურას, ენასა და დასავლურ, ესპანურ ზნე-
ჩვეულებებს ბღალავდნენ და საკუთარ, აფრიკულ, ბარბაროსულ
ჩვევებს თავს გვახვევდნენ. უფროსმა მათ ბოლო მოუღო: „კმარა!
დიდ გასაჭირს – დიდი გადაწყვეტილებები! არა მხოლოდ ამარ-
თლებდა ოცდაჩვიდმეტში ჰაიტიელების ამოხოცვას, არამედ რეჟი-
მის საგმირო საქმედ მიაჩნდა. განა მეორედ არ დაიხსნა თავისი ის-
ტორიის მანძილზე რესპუბლიკა გახრწნისა და ველური მეზობლე-
ბისგან? რა მნიშვნელობა აქვს ხუთი, ათი, ოცი ათასი ჰაიტიელის სი-
ცოცხლეს თუ საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება?
ის სწრაფად მიაბიჯებდა. იქაურობას ცნობდა: კაზინო „გუიბია“
კლუბად გადაეკეთებინათ, სამკურნალო აბანოდან მყრალი სუნი
გამოდიოდა. მალე მალეკონის კუთხესა და მაქსიმო გომესის გამ-
ზირს მიუახლოვდება – უფროსის სასეირნო ადგილს მიმწუხრისას.
მას შემდეგ, რაც ექიმებმა ურჩიეს, სიარული გულისთვის სასარგებ-
ლო არისო, რადამესის რეზიდენციიდან მაქსიმო გომესის ქუჩისკენ
მიმავალი, გზად დონია ხულიას, ბრწყინვალე დედას შეუვლიდა
(ურანიტაც ნამყოფი იყო იმ სახლში, ერთხელ სიტყვა უნდა წარმო-
ეთქვა და მღელვარებისგან კინაღამ ყველაფერი ჩააფლავა). შემ-
დეგ გზას ჯორჯ ვაშინგტონის გამზირამდე განაგრძობდა, კუთხეში
ობელისკისკენ უხვევდა, მხნედ მიაბიჯებდა თავისი მინისტრებით,
მრჩევლებით, გენერლებით, ასისტენტებით, კარისკაცებით გარე-
მოცული, რომლებიც საპატიო დისტანციას ინარჩუნებდნენ, დაძაბუ-
9
ლები უმზერდნენ, გული მოლოდინისგან ეწურებოდათ, ელოდნენ
ჟესტს, მოძრაობას, ნიშანს, უფროსს რომ მიახლოებოდნენ, მისთვის
ყური დაეგდოთ, საუბრის, თუნდაც საყვედურის ღირსნი რომ გამ-
ხდარიყვნენ. რასაც პატრონი ინებებდა, ყველაფერზე კვერს დაუკ-
რავდნენ, ოღონდ შორს არ ყოფილიყვნენ – დავიწყებულთა ჯოჯო-
ხეთში არ აღმოჩენილიყვნენ. „რამდენჯერ გაგივლია მათთან ერ-
თად, მამა? რამდენჯერ გახდი მასთან საუბრის ღირსი? რამდენჯერ
დაბრუნებულხარ სევდიანი, უფროსმა არ მიმიხმოო. შეშინებული,
რჩეულთა წრეში არ მოვხდი და ვაითუ, უარყოფილებში აღმოვ-
ჩნდეო? შენ ხომ ყოველთვის შიშით დაზაფრული ცხოვრობდი, რომ
ანსელმო პაულინოს ამბავი შენთან არ განმეორებულიყო. და, გან-
მეორდა კიდეც, მამა!“
გაეცინა, მის საპირისპიროდ მომავალ, ბერმუდებში გამოწყო-
ბილ წყვილს ეგონა, გვიღიმისო: „დილა მშვიდობისა!“ მაგრამ ურა-
ნია მათ არ უღიმის, ურანია იცინის, აგონდება, სენატორი კაბრალი
როგორ მიაბიჯებს ყოველ საღამოს ამ სანაპიროზე მაღალწარჩინე-
ბულ ლაქიებთან ერთად, ყურადღებას არ აქცევს ზღვის შრიალს,
თბილ ნიავს, თოლიების ყირამალასა და კარიბის ზღვის კაშკაშა
ვარსკვლავებს, მხოლოდ პატრონის თვალებს, ხელებს, მოძრაობას
აკვირდება, იქნებ დაუძახოს, სხვებში გამოარჩიოს. სოფლის მეურ-
ნეობის ბანკს მიუახლოვდა. შემდეგ რამფისის რეზიდენციაა, სადაც
ახლაც საგარეო ურთიერთობების სამინისტროა, მერე – სასტუმრო
„ისპანიოლა“. ოთხმოცდაათი გრადუსით შემობრუნდა.
„სესარ ნიკოლას პენსონის ქუჩა, გალვანის კუთხე“, გაიფიქრა.
მივა თუ ისე დაბრუნდება ნიუ-იორკში, რომ საკუთარ სახლს თვალს
არ შეავლებს? შეხვალ და ჰკითხავ მომვლელ ქალს სნეულის ამ-
ბავს, ჯერ საძინებელში ახვალ, შემდეგ აივანზე, სადაც მამაშენი სი-
ესტისთვის გაჰყავთ ხოლმე, იმ აივანზე, წითლად რომ იღებება დე-
ლონიქსების ყვავილებით. „გამარჯობა, მამა, როგორ ხარ? ვერ მი-
ცანი? ურანია ვარ. რა თქმა უნდა, მიცნობ. ბოლოს რომ მნახე, თოთ-
10
ხმეტი წლის ვიყავი და ახლა – ორმოცდაცხრისა ვარ. წლები გავიდა,
მამა. შენც ხომ ორმოცდაცხრის იყავი, მე რომ ადრიანში გავემგზავ-
რე? კი, ორმოცდაცხრა თუ ორმოცდარვა წლის. მამაკაცური სიმწი-
ფის ხანაა. ახლა ოთხმოცდაოთხი წელი გისრულდება. ძალიან მო-
ხუცდი, მამა“. გონებამ თუ არ უღალატა, ამ წლების განმავლობაში,
დიდი დრო ჰქონდა საფიქრალად, თავისი ხანგრძლივი ცხოვრების
ასაწონ-დასაწონად. ალბათ, ფიქრობდი შენს უმადურ ქალიშვილზე,
ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ერთ წერილზეც რომ არ უპა-
სუხია, არც ფოტო გამოუგზავნია, არც დაბადების დღე, ახალი წელი
და შობა მოულოცავს. მაშინაც კი, ცერებრული დამბლა რომ დაგეცა
და მამიდებს, ბიძებს,ბიძაშვილებს, ყველას ეგონა, რომ სიკვდილს
ვერ დაუძვრებოდი, არ მოსულა და არც შენი ჯანმრთელობის ამბავი
უკითხავს. რა დაწყევლილი ქალიშვილი გყავს, მამა.
სესარ ნიკოლას პენსონის ქუჩის სახლი გალავნის კუთხეში უკვე
აღარ მასპინძლობს სტუმრებს. შესასვლელში წმინდა ქალწულ ალ-
ტაგრასიას გამოსახულება ეკიდა, კარზე ბრინჯაოსფერი წარწერა
იწონებდა თავს: „ამ სახლის უფროსი ტრუხილიოა.“ იქნებ შეინახე
კიდეც ის აბრა ერთგულების დასტურად? თუ ზღვაში გადაუძახე ათა-
სობით დომინიკელის მსგავსად, რომლებმაც აბრა იყიდეს და სახ-
ლის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მიაჭედეს, პატრონის ერთგულე-
ბაში ეჭვი რომ არავის შეჰპარვოდა და შემდეგ, როცა ყველაფერი
ნამსხვრევებად იქცა, შერცხვენილებმა, იმ კვალის წაშლა მოინდო-
მეს, რასაც ის აბრა ამხელდა: მათ ლაჩრობას. შენც გააქრე ის წარ-
წერა, მამა?
სასტუმრო „ისპანიოლამდე“ მივიდა. გაიოფლა, გული ამოვარ-
დნაზე ჰქონდა. ჯორჯ ვაშინგტონის გამზირზე მსუბუქი ავტომობილე-
ბის, ფურგონებისა და დიდი სატვირთო მანქანების ზღვაში შევიდა.
ყველა მანქანაში რადიოა ჩართული, გრძნობს, რომ ხმაურისგან სა-
ცაა ყურის აპკი გაუსკდება. მოულოდნელად, რომელიღაც მანქანი-
დან მამაკაცმა გამოჰყო თავი, ერთმანეთს თვალი თვალში გაუყა-
11
რეს. იგრძნო, როგორ ჭამდნენ მამრის თვალები მის მკერდს, ფე-
ხებს, საჯდომს. ოჰ, ეს გამოხედვა. ურანია ცდილობს, ქუჩა გადაჭრას
და საკუთარ თავს, როგორც გუშინ ან გუშინწინ, კიდევ ერთხელ ახ-
სენებს, რომ დომინიკელთა მიწაზეა. ნიუ-იორკში უკვე აღარავინ
უყურებს ქალებს ასე უტიფრად, ისე, თითქოს ზომავენ, წონიან რამ-
დენი კილო ხორცია ძუძუებსა და ბარძაყებზე, რამდენი თმაა ბოქ-
ვენზე, როგორია დუნდულების ზუსტი მოყვანილობა. თვალები და-
ხუჭა. მსუბუქი გულყრის მსგავსი განცდა დაეუფლა. ნიუ-იორკში ლა-
თინოსები – დომინიკელები, კოლუმბიელები, გვატემალელები ქა-
ლებს ასე აღარ უყურებენ. თავშეკავება ისწავლეს, მიხვდნენ, რომ
არ შეიძლება ქალებს უყურებდე ისე, როგორც ხვადი – ძუკნას, ულა-
ყი – ფაშატს ან ტახი – დედალ ღორს.
მანქანებს შორის ქუჩა გადაჭრა. ნაცვლად იმისა, რომ მოტრი-
ალდეს და სასტუმრო „ხარაგუაში“ დაბრუნდეს, უნებურად „ისპანი-
ოლას“ მიმართულებით მიდის, შემდეგ დამოუკიდებლობის გამზი-
რია და თუ მეხსიერება არ ღალატობს, იქიდან ალვის ხეებისა და
ხშირფოთლოვანი დაფნის ხეების მწკრივია, სავალ გზაზე რომ იტო-
ტება და კოლონიური ქალაქის სიღრმეში იკარგება. რამდენჯერ გა-
გივლია მამასთან ერთად, ხელჩაკიდებულს დამოუკიდებლობის
გამზირის მოჩურჩულე დაფნის ხეების ჩრდილქვეშ. სესარ ნიკოლას
პენსონის ქუჩიდან ეშვებოდნენ და დამოუკიდებლობის პარკში მი-
დიოდნენ. ხელმარჯვნივ, ელ კონდეს ქუჩის დასაწყისში, იტალიურ
სანაყინეში ქოქოსის, მანგოს ან გუაიაბას ნაყინს მიირთმევდნენ.
როგორ ამაყობდა ურანია ამ ბატონის – სენატორ აგუსტინ კაბრა-
ლის, მინისტრ კაბრალის ხელით. ყველანი ცნობდნენ, უახლოვდე-
ბოდნენ, ხელს ართმევდნენ, სომბრეროს ართმევდნენ, თავს უკრავ-
დნენ, ელოდნენ, გავლისას ჯარისკაცები სამხედრო სალამს აძლევ-
დნენ. ალბათ როგორ გენატრებოდა მნიშვნელოვან პიროვნებად
ყოფნის წლები მაშინ, როცა სხვების მსგავსად საბრალო დემონად
იქეცი. გაზეთ „ელ კარიბეს“ სვეტში „ფორო პუბლიკო“ სახალხოდ
12
შეურაცხგყვეს, მაგრამ ანსელმო პაულინოსავით ციხეში არ ჩაუგდი-
ხართ. ყველაზე მეტად იმის გეშინოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს
პატრონი ბრძანებას გასცემდა: „ჭკუის კოლოფი ციხეში!“ ბედი გქო-
ნია, მამა.
ორმოცდახუთი წუთია მიაბიჯებს ურანია და სასტუმროს გვარია-
ნად დაშორდა. ფული რომ წამოეღო, რომელიმე კაფეში შევიდოდა,
ყავას დალევდა, ისაუზმებდა და დაისვენებდა. დაღლილობისგან
შუბლიდან ოფლს იწმენდს. წლები, ურანია. ორმოცდაცხრა წელი
ხუმრობა ნუ გგონია, მერე რა, სხვებზე უკეთ რომ გამოიყურები. ჯერ
კიდევ არ ხარ ძველი ნივთივით გადასაგდები, იმ მზერით თუ განსჯი,
ყოველი მხრიდან სახესა თუ სხეულზე რომ გევლება, გამომწვევი,
ხარბი, უტიფარი მამრის თვალები, მზერითა და ფიქრით ქუჩაში მი-
მავალი ყველა ქალის გაშიშვლებას რომ არიან შეჩვეული. „ დიდე-
ბულად განვლილი ორმოცდაცხრა წელი, ური“, უთხრა თავის დაბა-
დების დღეზე დიკ ლიტნეიმ, მისმა მეგობარმა და კოლეგამ ნიუ-იორ-
კის ადვოკატთა ოფისიდან. ასეთ სითამამეს ოფისის ვერც ერთი მა-
მაკაცი ვერ გაბედავდა, დიკივით ორი ან სამი ჭიქა ვისკი რომ არ
ჰქონოდა გადაკრული. საბრალო დიკი. წამოჭარხლდა და დაიბნა,
ურანიამ ის ნელი, ყინულივით ცივი მზერა რომ გაუყარა, რომელსაც
ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში აგებებდა მამაკაცების და ხან-
დახან ქალების ქათინაურებს, თავაზიან არშიყს თუ უხამს ხუმრო-
ბებს.
ურანია შეყოვნდა, სული მოიბრუნა. იგრძნო, როგორ ლამობდა
გული ამოვარდნას. ეს დამოუკიდებლობისა და მაქსიმო გომესის
ქუჩის კუთხეა. ელოდება, როდის გაივლის ბრბო, ქუჩა რომ გადაჭ-
რას. მისი ცხვირი ათასნაირ განსხვავებულ სუნს არჩევს და ყური
უსასრულო მრავალფეროვნებით იტანჯება. ავტომობილების ძრავა-
ში დამწვარი ზეთის ოხშივარი ბოლქვებად გამოდის საჰაერო მილი-
დან, კვამლის ენები ფეხით მოსიარულეებში იფანტება. ცხიმისა და
დამწვრის სუნი მოდის იმ დახლიდან, სადაც ორ ტაფაზე საჭმელს
13
ხრაკავენ და სასმელთან ერთად ყიდიან. ამ ტროპიკულ, მძიმე, გა-
ურკვეველ, რეზინისა და გახრწნილი მცენარეების სურნელს, ოფ-
ლიანი სხეულების, ადამიანების, ცხოველების, მცენარეების სუნთან
ერთად მზე აცხუნებს და გაფანტვის, განიავების საშუალებას არ აძ-
ლევს. ეს ცხელი სუნი ურანიას მეხსიერების ყველაზე ინტიმურ შრე-
ებს ეხება და ბავშვობაში აბრუნებს, მაქსიმო გომესის ქუჩის აივნებ-
სა და ტრინიტარიის ფერად ფარდაგებს აგონებს. დედის დღე იყო!
რა თქმა უნდა. მაისის კაშკაშა მზე, თავსხმა წვიმა, სიცხე. სანტო დო-
მინგოს კოლეჯში გოგონები შეარჩიეს, რომ ყვავილები მიერთმიათ
მისი ბრწყინვალებისთვის, ქველმოქმედის მშობელი დედა ხულიას-
თვის, ყველა დომინიკელი დედის ხატისა და სიმბოლოსათვის. კო-
ლეჯის ავტობუსით წავიდნენ თავიანთ ქათქათა უნიფორმებში ჩაც-
მულები, sister მერის თანხლებით.
ცნობისმოყვარეობით, სიამაყით, სიყვარულითა და პატივისცე-
მით იწვოდი, ურანია. სანტო დომინგოს კოლეჯის წარმომადგენელი
იყავი დედა ხულიას სახლში. ლექსი უნდა წაგეკითხა: „დედა და დამ-
რიგებელი, ბრწყინვალე დედა.“ შენი დაწერილი იყო, დაიზუთხე და
ათასჯერ წარმოთქვი სარკის წინ ლუსინდასა და მანოლიტას, მამისა
და sister მერის თანდასწრებით, გულში იმეორებდი, არც ერთი მარ-
ცვალი რომ არ დაგვიწყებოდა. დიდებული წამი დადგა, დედა ხული-
ას დიდი, ვარდისფერი სახლი - ბაღი, ოთახები, დერეფნები სამხედ-
როებით, ქალბატონებით, ასისტენტებითა და დელეგაციებით იყო
გადაჭედილი. გრძნობებით სულშეძრულმა რამდენიმე ნაბიჯი გა-
დადგი და სარწეველა სავარძელში ჩაფლული მოხუცის წინაშე სულ
ერთი მეტრის მოშორებით აღმოჩნდი. კეთილგანწყობით იღიმოდა
და ხელში იმ ვარდების თაიგული ეჭირა, შენმა წინამძღვარმა რომ
მიართვა. ენა ჩაგივარდა და გახევდი. ტირილი დაიწყე. გესმოდა ბა-
ტონებისა და ქალბატონების სიცილი, გამამხნევებელი სიტყვები.
მისმა ბრწყინვალებამ ღიმილით განიშნა, რომ მიახლოებოდი, მა-
შინ ურანიტამ ძალა მოიკრიბა, ცრემლები შეიმშრალა, გაიმართა
14
და მტკიცედ და სწრაფად, თუმცა ისეთი გამოთქმით არა, როგორიც
საჭირო იყო, წაიკითხა: „დედა და დამრიგებელი, ბრწყინვალე დე-
და.“ ტაში დაუკრეს. დედა ხულია თმაზე მიეალერსა და თავისი ათა-
სი ნაოჭით დაღარული პირით აკოცა.
როგორც იქნა, შუქნიშანი შეიცვალა. ურანია სიარულს განაგ-
რძობს, მაქსიმო გომესის ხეივნის ჩრდილები მზისგან იფარავს, უკვე
მთელი საათია, მიაბიჯებს, რა სასიამოვნოა დაფნის ხეივანში სეირ-
ნობა, ბუჩქებში გაფანტული წითელი ყვავილებისა და ოქროსფერი
ბუტკოების აღმოჩენა, ქრისტესისხლა… ფიქრებში ჩაფლული, ხმე-
ბისა და მუსიკის ანარქიით გაოგნებული ძირს იყურება, ცდილობს
ოღროჩოღრო გზაზე ყურადღებით იაროს, მაგრამ ხან ნარვალს წა-
მოედება, ხან ორმოში ჩაუვარდება ფეხი და ხან ქუჩის ძაღლების მი-
ერ გაქექილ ნაგავში. მაშინ ბედნიერი იყავი, დედის დღეზე სანტო
დომიგოს კოლეჯის მეგობრებთან ერთად რომ წახვედი ბრწყინვალე
დედისთვის ყვავილების მისართმევად და ლექსის წასაკითხად? კი,
იყავი! თუმცა, მას შემდეგ, რაც შენი ბავშვობის მშვენიერი მფარვე-
ლი გაუჩინარდა და სესარ ნიკოლას პენსონის სახლი დაბნელდა,
თავად ბედნიერების განცდაც გაქრა შენი ცხოვრებიდან. მამაშენმა,
ბიძებმა – განსაკუთრებით კი მამიდა ადელინამ და ძია ანიბალმა,
მამიდაშვილებმა – ლუსინდიტამ და მანოლიტამ, შენმა ძველმა მე-
გობრებმა შეუძლებელი შეძლეს, სიყვარულითა და ალერსით დე-
დის არყოფნის სიცარიელე შეგივსეს, რომ თავი უმწეოდ და მარტო
არ გეგრძნო. იმ წლებში მამაშენი შენთვის მამაც იყო და დედაც. ამი-
ტომ გიყვარდა უზომოდ. ამიტომ გეტკინა ასე მწარედ, ურანია.
ურანია სასტუმრო „ხარაგუას“ უკანა შესასვლელს მიუახლოვდა,
საიდანაც ავტომობილები, მაჟორდომები, მზარეულები, მიმტანები
და დამლაგებლები შედიან, მაგრამ არ გაჩერებულა. სად მიდიხარ?
გადაწყვეტილება არ მიუღია. მისი გონება დაკავებულია ბავშვობით,
კოლეჯით, ახსენდება, კვირაობით მამიდა ადელინასთან და მამი-
დაშვილებთან ერთად როგორ მიდიოდა კინოთეატრ „ელიტეში“ სა-
15
ბავშვო ფილმების სანახავად. გონებაშიც არ გაუვლია, რომ სასტუმ-
როში შესულიყო, ტანზე წყალი გადაევლო და ესაუზმა. მისმა ფეხებ-
მა გადაწყვიტეს გზა გაეგრძელებინათ. მიდის ეჭვების გარეშე, ზუს-
ტი მიმართულებით, შუქნიშნის მომლოდინე, მოუთმენლობით შეპ-
ყრობილ ფეხით მოსიარულეებსა და ავტომობილებს შორის. ნამ-
დვილად იქ გინდა წასვლა, სადაც მიდიხარ, ურანია? ახლა კი უკვე
იცი, რომ მიხვალ, თუნდაც მერე მწარედ ინანო, ურანია.
სერვანტესის ქუჩაზე შეუხვია და გეზი ბოლივარის გამზირისკენ
აიღო. სიზმარივით აგონდება ერთსართულიანი და ორსართულიანი
სახლები თავისი ღობეებითა და აივნებით, ღია ტერასებით, ავტოფა-
რეხებით. მის მეხსიერებაში მშობლიური ხატები იღვიძებენ, მაგრამ
ყველაფერი თითქოს განადგურებული, გაცრეცილი, მორყეული და
დაუშნოებულია უხეიროდ მიშენებული ნაგებობებით, ბრტყელ სახუ-
რავებზე წამომართული პატარა ოთახებით, შუაგულ ბაღში აგებული
საცხოვრებლებით, სადაც შთამომავლობას ასახლებენ, რომლებიც
ქორწინდებიან, საკუთარი ჭერი არ გააჩნიათ, ოჯახში ბრუნდებიან
და სამკვიდროს ითხოვენ. გაიარა სამრეცხაოები, აფთიაქები, ყვავი-
ლების დახლები, კაფეები, კბილის ექიმის, ბუღალტერის, ადვოკა-
ტების კანტორები. ბოლივარის გამზირზე ისე მიიჩქარის, თითქოს
ვიღაცას უნდა დაეწიოს, თითქოს მირბის. ყოველ წამს შეიძლება და-
ეცეს. როსა დუარტეს ქუჩის გასწვრივ მარცხნივ გაუხვია და გაიქცა,
მაგრამ ეტყობა, მეტისმეტი მოინდომა, ნაბიჯს უკლო, ნელა გაუყვა
სახლის თეთრ კედელს, უეცრად თავბრუ რომ დაეხვეს, ხელს მაინც
შეავლებს და სულს მოიბრუნებს. პირქუში ოთხსართულიანი შენო-
ბის გარდა, რომელიც ექიმ ესტანისლას (ბავშვობაში მან გაუკეთა
გლანდების ოპერაცია) სახლის ნაცვლად აუგიათ, თითქმის არაფე-
რი შეცვლილა. შეუძლია დაიფიცოს, რომ ეს მოსამსახურეები, ბა-
ღებსა და ქუჩებს რომ გვიან, საცაა მიესალმებიან და ეტყვიან: „გა-
მარჯობა, ურანიტა. როგორ ხარ, გოგონა? როგორ გაზრდილხარ,
შვილო. წმინდა ქალწულო, ასე სად მიიჩქარი?“
16
სახლიც არ შეცვლილა ძალიან, თუმცა მისი კედლების ნაცრის-
ფერი უფრო მკვეთრი ახსოვდა, ახლა გაბაცებულა, ნესტის ლაქებით
დაფოთლილა. ბაღს სარეველამ გადაუარა, მკვდარი ფოთლებისა
და გამხმარი რტოების სასაფლაოდ ქცეულა. ალბათ, წლებია არა-
ვის მოურწყავს და გაუკაფია. აი, მანგოს ხე. ეს იყო სამეფო დელო-
ნიქსი? ეს უნდა ყოფილიყო, ფოთლები და ყვავილები რომ ჰქონდა,
ახლა მხოლოდ რტოების შიშველი, რაქიტული მკლავებია.
ურანია რკინის ჩუქურთმებიან ჭიშკარს მიეყრდნო. ქვაფენილით
მოკირწყლული ბილიკის წიბოებს ბალახი შეზრდია და დაობებულა,
ფანჩატურში დაბეჩავებული, ფეხმოტეხილი სკამი დგას. კრეტონის
მოყვითალო რბილი ავეჯი გაუჩინარებულა, ისევე როგორც სახლის
კუთხეში დამაგრებული შუშის პრიალა ლამპიონები, რომლებიც აი-
ვანს ანათებდნენ და დღის პეპლებსა და მოზუზუნე ღამის მწერებს
უყრიდნენ თავს. მისი საძინებლის აივანს აღარ ფარავენ ალისფერი
ტრინიტარიები, ახლა მხოლოდ კედელზე დაკიდებული, ჟანგისფერ-
ლაქებიანი შიშველი ცემენტი მოჩანს.
აივნის სიღრმეში კარი ზანტი ჭრიალით იღება. თეთრ სამოსში
გამოწყობილი ქალის ფიგურა ცნობისმოყვარედ იყურება.
– ეძებთ ვინმეს?
ურანიას შიშისა და მღელვარებისგან ენა ჩაუვარდება. უცნობ
ქალს მუნჯად უყურებს.
– რა გნებავთ?
– მე ურანია ვარ, – წარმოთქვა ბოლოს, – აგუსტინ კაბრალის
ქალიშვილი.

17
2

უბედურების განცდით გახევებულმა გაიღვიძა. გაუნძრევლად


იწვა, სიბნელეში თვალებს ახამხამებდა, თითქოს ობობას ქსელში
გახვეულიყო და მრავალთვალიანი ბანჯგვლიანი მწერი საცაა შთან-
თქავდა. თავს ძალა დაატანა და ხელი ტუმბოსკენ გაიწოდა, სადაც
რევოლვერი და დატენილი ავტომატი იდო. იარაღის ნაცვლად მაღ-
ვიძარას წამოედო: ოთხს თხუთმეტი წუთი აკლდა. ამოისუნთქა. ახ-
ლა კი ნამდვილად ბოლომდე გამოფხიზლდა. ისევ კოშმარები? ჯერ
კიდევ რამდენიმე წუთი რჩებოდა. სიზუსტის მანიაკალური ჩვევით
შეპყრობილი, ოთხ საათზე ადრე არ დგებოდა. არც ერთი წუთით ად-
რე და არც ერთი წუთით გვიან.
„დისციპლინას ვუმადლი ყველაფერს, რაც ვარ“, გაუელვა გონე-
ბაში. დისციპლინა – მისი ცხოვრების ღერძი – marines დამსახურე-
ბა იყო. თვალები დახუჭა. სან პედრო დე მაკორისში, ოკუპაციის მე-
სამე წელს, იანკებმა დომინიკის რესპუბლიკის პოლიციაში ჩასა-
რიცხად ურთულესი გამოცდები ჩაატარეს. მან დიდი ძალისხმევის
გარეშე ჩააბარა. წვრთნის დროს ასპირანტების ნახევარზე მეტი გა-
რეთ დარჩა. ის კი ტკბებოდა ნებისმიერი დავალებით, რომელიც სი-
მარჯვეს, სიმამაცეს, თავგანწირვას ან გამძლეობას ეხებოდა. ყვე-
ლაზე ველური წვრთნაც კი მოსწონდა, ისეთები, ნებისყოფისა და
უფროსისადმი მორჩილების გამოსაცდელად რომ ატარებდნენ:
ჯგუფთან ერთად ლაფში ჩაყურყუმელავება, მთაში საკუთარი შარ-
დის სმით თავის გადარჩენა, რტოების, ბალახის, კალიების დაღეჭ-
ვა. სერჟანტმა გიტლემანმა ყველაზე მაღალი შეფასება მას მისცა:
„შენ ბევრს მიაღწევ, ტრუხილიო“. დიახ, ნამდვილად ბევრს მიაღწია
გმირებისა და მისტიკოსების იმ დაუნდობელი დისციპლინის წყა-
ლობით, marines რომ ასწავლეს. სერჟანტი საიმონ გიტლემანი მად-
ლიერებით გაიხსენა – ერთგული და უანგარო გრინგო აბეზარების,
ვამპირებისა და ბრიყვების ქვეყანაში. ჰყოლია კი ბოლო ოცდაათი
18
წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ტრუხილიოზე
ერთგული მეგობარი? რომელი ქვეყნის ხელისუფლებამ დაუჭირა
მხარი მასავით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში? ვინ გამო-
უცხადა პირველმა ომი გერმანიასა და იაპონიას? ვინ მოუქონა თავი
დოლარებით წარმომადგენლობებს, სენატორებს, გუბერნატო-
რებს, ალკალდებს, ადვოკატებსა და ჟურნალისტებს ამერიკის შე-
ერთებული შტატებიდან? ასე გადაუხადეს სამაგიერო: ამერიკის სა-
ხელმწიფოთა ორგანიზაციის სანქციებით, იმ შავტუხა რომულო ბე-
ტანკურისთვის6 რომ ესიამოვნებინათ და ვენესუელის ნავთობის
წოვა გაეგრძელებინათ? ჯონი აბესს უკეთესად რომ გაეკეთებინა
თავისი საქმე და ყუმბარას პედერასტი რომულოსთვის თავი წაეგ-
ლიჯა, სანქციები არ იქნებოდა და ვიგინდარა გრინგოები ტვინს არ
გაგვიბურღავდნენ დამოუკიდებლობით, დემოკრატიითა და ადამია-
ნის უფლებების დაცვით. მაგრამ მაშინ ის ვერ აღმოაჩენდა, რომ ამ
ორასი მილიონი ბრიყვის ქვეყანაში ერთი ისეთი მეგობარი ჰყავდა,
როგორიც საიმონ გიტლემანი იყო. ადამიანი რომელსაც შეეძლო
დომინიკის რესპუბლიკის დასაცავად პერსონალური კამპანია წა-
მოეწყო ფენიქსიდან, არიზონადან, სადაც ცხოვრობდა და საქმია-
ნობდა მას შემდეგ, რაც marines სამსახურიდან პენსიაზე გავიდა.
ერთი სენტავო არ მოუთხოვია! ჯერ კიდევ არიან ნამდვილი მამაკა-
ცები marines შორის. არც მოუთხოვია და არც აუღია, როგორი გაკ-
ვეთილია წურბელა სენატორებისა და წარმომადგენლობითი პალა-
ტისთვის, რომლებსაც ამდენი წელია თავს უქონავს და ყოველთვის
მეტი უნდათ. ითხოვენ ნებართვებს, დეკრეტებს, საგადასახადო შე-
ღავათებს და ახლა, როდესაც მათი დახმარება სჭირდება, თავს ისუ-
ლელებენ, თითქოს ვერაფერს ხვდებიან.

6
რომულო ბეტანკური (1908-1981) – ვენესუელის 45-ე და 52-ე
პრეზიდენტი, ქვეყნის მუდმივი სენატორი.
19
საათს დახედა: ჯერ კიდევ ოთხი წუთი აქვს. დიდებული გრინგო
– საიმონ გიტლემანი. ნამდვილი marine . ტრუხილიოს წინააღმდეგ
თეთრი სახლის, ვენესუელისა და ამერიკის სახელმწიფოთა ორგა-
ნიზაციის მიერ წამოწყებული კამპანიით შეურაცხყოფილმა, არიზო-
ნაში თავისი საქმიანობა მიატოვა და ამერიკული პრესა წერილებით
დაბომბა. ამერიკელებს შეახსენა, რომ ტრუხილიოს ეპოქაში დომი-
ნიკის რესპუბლიკა ანტიკომუნისტური მოძრაობის ბასტიონი და ამე-
რიკის შეერთებული შტატების საუკეთესო მოკავშირე იყო დასავ-
ლეთ ნახევარსფეროში. ეს არ იკმარა – თავისი ჯიბით, ამის დედა ვა-
ტირე! – დახმარების კომიტეტი დააფუძნა, წერილები გამოაქვეყნა,
კონფერენციები ჩაატარა. მეტიც, სხვებისთვის მაგალითის მისაცე-
მად, ქალაქ ტრუხილიოში ჩამოვიდა ოჯახთან ერთად და მალეკონ-
ზე სახლი დაიქირავა, ნაშუადღევს საიმონი და დოროთი სასახლეში
მასთან ერთად ისადილებენ და ყოფილი marine დომინიკის რესპუბ-
ლიკის ყველაზე მაღალ ჯილდოს, ხუან პაბლო დუარტეს საპატიო
ორდენს მიიღებს. ნამდვილი marine, დიახ, სენიორ!
ზუსტად ოთხი საათია. ახლა, კი ტუმბოზე შემოდგმული ლამპა
აანთო, ფლოსტებში ფეხი წაყო და მძიმედ წამოდგა. ძვლებში ტეხ-
და, ზურგისა და ფეხის კუნთები სტკიოდა, როგორც რამდენიმე დღის
წინ, კაობას სახლში7, იმ საძაგელ გოგოსთან გატარებულ წყეულ
ღამეს. უსიამოვნებისგან კბილები დააღრჭიალა. სავარძლისკენ გა-
ეშურა, სადაც სინფოროსოს სავარჯიშო ტანსაცმელი და სპორტული
ფეხსცმელი დაედო. მოულოდნელად ეჭვმა შეაყოვნა. შეშფოთე-
ბულმა ზეწარს დახედა – უფორმო მონაცრისფრო ლაქა ზეწრის სი-

7
კაობას სახლი – წითელი ხის, მაჰაგონის სახლი. ტრუხილიოს
რეზიდენცია ქალაქგარეთ. სახელგანთქმული კაობას სახლი დიქტატორმა
ტრუხილიომ 1940 წელს ააშენებინა სან კრისტობალში, დომინიკის
რესპუბლიკის მუნიციპალიტეტში. სამსართულიანი სახლი შიგნით წითელი
ხით იყო მოპირკეთებული და სწორედ ამის გამო წითელი ხის სახლი
ეწოდა. ამ სახლში დიქტატორი, ჩვეულებისამებრ, თავის ღამეულ
შეხვედრებს მართავდა ქალებთან.
20
თეთრეს ბღალავდა. ისევ დაემართა! შეურაცხყოფის განცდამ კა-
ობას სახლის მწარე მოგონება გააფერმკრთალა. ჯანდაბა! ჯანდაბა!
ეს არ იყო მტერი, რომელიც შეეძლო დაემარცხებინა, როგორც ასო-
ბით და ათასობით დაუმარცხებია წლების განმავლობაში მოსყიდ-
ვით, შევიწროებით, განადგურებით. მასში ცხოვრობდა, ხორცი
ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი იყო. სწორედ მაშინ ანგრევ-
და, როცა ძალა და ჯანმრთელობა ისე სჭირდებოდა, როგორც არა-
სოდეს. გაჩხინკულმა გოგონამ უბედურება მოუტანა.
შეხედა იდეალურად გარეცხილ და გაუთოებულ მოკლე შარ-
ვალს, პერანგს, აჭიმებს. დიდი ძალისხმევით ჩაიცვა. ბევრი ძილი
არასოდეს სჭირდებოდა, არც ყმაწვილობაში – სან კრისტობალში,
არც საველე ჟანდარმერიასა და ბოკა ჩიკას შაქრის პლანტაციაში,
ოთხი-ხუთი საათის ძილი ჰყოფნიდა, მაშინაც კი, ღამეს სმასა და
გართობაში რომ ატარებდა. ფიზიკური ძალების აღდგენის გასაო-
ცარმა უნარმა ხალხის თვალში უპირატესის გვირგვინით შემოსა.
მაგრამ ეს უკვე წარსულია.
ახლა დაღლილს ეღვიძება, ორი თუ სამი საათი სძინავს და საში-
ნელების განცდით შემკრთალი ახელს თვალს. წინა ღამით ფხიზ-
ლად იწვა სიბნელეში. ფანჯრიდან ხეების კენწეროებსა და ვარ-
სკვლავებით მოქარგული ცის ნაგლეჯს ხედავდა. ღამის სიჩუმეში
დროდადრო ღამისმთევლების ხმა აღწევდა, ხუან დე დიოს პესას,
ამადო ნერვოს, რუბენ დარიოს (ამან აფიქრებინა, რომ მათ შორის
მოარული მწიკვლიც იყო – მან ზეპირად იცოდა რუბენ დარიო), პაბ-
ლო ნერუდას „სიყვარულის ოც ლექსსა“ და ხუან ანტონიო ალიქსის
საარშიყო სტროფებს კითხულობდნენ. რაღა თქმა უნდა, დონია მა-
რიას, მწერლისა და მორალისტის ლექსებსაც ამბობდნენ. სტატი-
კურ ველოსიპედზე სავარჯიშოდ რომ ჯდებოდა, სიცილი აუტყდა.
მისმა ცოლმა სერიოზულად მიიღო ეს ამბავი. ხანდახან, რადამესის
რეზიდენციაში ლიტერატურულ საღამოებს მართავდა და მხატვრუ-
ლი კითხვის ოსტატებს თავის ლექსებს აკითხებდა. სენატორი ენრი
21
ჩირინოსიც, რომელსაც თავი პოეტად მოჰქონდა, მონაწილეობდა
ხოლმე ამ ბოდვაში, რითაც თავისი ცეროზის ხაზინის ფულით გან-
კურნებას ემსახურებოდა. მარია მარტინესის გულის მოსაგებად
ბებრუხანა ვიგინდარებმა და თავად ჩირინოსმა „ზნეობრივი მედი-
ტაციების“ მთელი გვერდები ზეპირად ისწავლეს, ისევე როგორც
ნაწყვეტები პიესიდან „ყალბი მეგობრობა“. ზეპირად წარმოთქვამ-
დნენ და გამოთაყვანებული მანდილოსნები ტაშს უკრავდნენ. მისი
ცოლი კი – ეს ბებერი, მსუქანი ვიგინდარა, ღრმად პატივცემული
ქალბატონი, რომელიც ყველაფრის შემდეგ, კვლავაც მისი მეუღლე
იყო – მართლა იჯერებდა, რომ მწერალი და მორალისტი იყო. რა-
ტომაც არა? გაზეთები, რადიო და ტელევიზია ამას არ ამბობდა? განა
სკოლაში სავალდებულო წიგნად არ იქცა „ზნეობრივი მედიტაცი-
ები“ ხოსე ვასკონსელოს წინასიტყვაობით, და განა ყოველ ორ თვე-
ში ერთხელ არ გამოსცემდნენ თავიდან? განა „ყალბი მეგობრობა“
ყველაზე ხმაურიანი სპექტაკლი არ იყო ტრუხილიოს ოცდათერ-
თმეტწლიანი ეპოქის განმავლობაში? ღრუბლებზე არ შემოსვეს
კრიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა,
მღვდლებმა და ინტელექტუალებმა? სემინარი არ მიუძღვნეს ტრუხი-
ლიოს ინსტიტუტში მის ნაწარმოებს? განა არ განადიდეს მისი კონ-
ცეფცია ანაფორით შემოსილებმა, ეპისკოპოსებმა, მოღალატე ყორ-
ნებმა, იმ იუდებმა, მის ხარჯზე ჯიბეები რომ გაისქელეს და ახლა იან-
კებივით ადამიანის უფლებებზე ალაპარაკდნენ? ღრმად პატივცემუ-
ლი ქალბატონი მწერალი და მორალისტი გახლავთ. ამ ქალბატო-
ნის კი არა, მისი დამსახურებაა ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ბო-
ლო სამი ათწლეულია ხდება. ტრუხილიოს შეეძლო წყალი ღვინოდ
ექცია და თუ მოეპრიანებოდა, ერთი პურით ათასები დაენაყრებინა.
მარიას ბოლო კამათისას შეახსენა: „ალბათ დაგავიწყდა, ეს სისუ-
ლელეები შენ რომ არ დაგიწერია, საკუთარი სახელის დაწერაც კი
არ შეგიძლია უშეცდომოდ, გამყიდველმა გალისიელმა, ხოსე ალ-
მოინამ დაწერა და მე გადავუხადე. არ იცი, ხალხი რას ამბობს? ამ-
22
ბობენ, რომ „ყალბი მეგობრობის ტექსტში ალმოინას სახელია და-
შიფრული“. კიდევ ერთხელ გაიცინა, გულწრფელად, მხიარულად.
ნაღველი განდევნა. მარიას ტირილი წასკდა: „როგორ მამცირებ!“
დაემუქრა, რომ დედა ხულიასთან უსაყვედურებდა. თითქოს მის
საბრალო, ოთხმოცდათექვსმეტი წლის დედას ოჯახური ხლართე-
ბის თავი ჰქონდა. მარია მისი ძმებივით ყოველთვის კეთილშობილ
დედა ხულიასთან გარბოდა გულის მოსაოხებლად. მარიას შემოსა-
რიგებლად ტრუხილიო იძულებული გახდა, ხელდამშვენებული გა-
ეშვა. მართალი იყო რასაც დომინიკელები ჩურჩულით ამბობდნენ,
რომ მწერალსა და მორალისტს ქეციანი და ყოყლოჩინა გული ჰქონ-
და. ასეთი იყო მაშინაც, საყვარლები რომ იყვნენ. ჯერ კიდევ ახალ-
გაზრდას აზრად მოუვიდა დომინიკის რესპუბლიკის ეროვნული პო-
ლიციის უნიფორმებისთვის სამრეცხაო გაეხსნა. მაშინ გადადგა თა-
ვისი პირველი ნაბიჯი. ველოსიპედის ტრიალმა სხეული გაუხურა.
იგრძნო, რომ ფორმაში იყო. თხუთმეტი წუთი საკმარისია. კიდევ
თხუთმეტ წუთს ძელზე ივარჯიშებს, ვიდრე დღის ბრძოლაში ჩაებმე-
ბა.
ძელი გვერდით ოთახში იდგა. იქაურობა სავარჯიშო ტექნიკით
იყო გაჭედილი. ვარჯიში დაიწყო, მოულოდნელად ცხენის ჭიხვინმა
დაარღვია გამთენიის სიჩუმე: გრძელი, მუსიკალური ხმა იყო, რო-
გორც სიცოცხლის ყიჟინი. რამდენი ხანია ცხენზე აღარ შემჯდარა?
თვეებია. ადრე არასოდეს ბეზრდებოდა, ორმოცდაათი წლის შემდე-
გაც ისეთ სიხარულს ანიჭებდა, როგორც ესპანური კონიაკის –
„კარლ“-ის პირველი ყლუპი, როგორც სანატრელი მდედრის თეთ-
რი, მკვრივი სხეულის პირველი თვალის შევლება. მოგონება ისევ
გაჩხინკული გოგოს სახემ მოუწამლა, იმ ბოზიშვილმა ლოგინში
რომ მოუთრია. ნეტავ, იცოდა, როგორი შეურაცხყოფის გადატანა
მოუწევდა? მანუელ ალფონსოს საამისოდ გამბედაობა არ ეყოფო-
და. იქნებ მოუყვა კიდეც გოგონამ ყველაფერი და მან გემრიელად
გადაიხარხარა? ჭორიკნებს შორის ხმა სწრაფად ვრცელდება, სულ
23
მალე ეს ამბავი კაფე „ელ კონდეს“ მოედება. სირცხვილისა და ბრა-
ზისგან აკანკალდა, მკლავებს მწყობრად ამოძრავებდა. ოფლმა და-
ასხა. ახლა რომ ხედავდნენ! კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც მის
შესახებ გავრცელდა, ის იყო, რომ „ტრუხილიო არასოდეს ოფლიან-
დება. ზაფხულის თაკარა მზეში მაუდის მუნდირი, ხავერდის ჟილეტი
და ხელთათმანები აცვია, მაგრამ შუბლზე ერთ წვეთ ოფლს ვერ შე-
ნიშნავ“. თუ არ უნდოდა, არ ოფლიანდებოდა. მხოლოდ მარტოობი-
სას, ვარჯიშის დროს აძლევდა საკუთარ სხეულს უფლებას, რომ
მოშვებულიყო. რთული დრო დაუდგა, პრობლემებით დატვირ-
თულს ცხენის ჭენების სიამოვნება მოაკლდა. აბა, ამ კვირას მაინც
თუ მოახერხებს კაობას სახლში წასვლას. ცხენს შეკაზმავდა, მდინა-
რის პირას, ხეების ჩრდილში მარტო გაინავარდებდა და თავს გაი-
ახალგაზრდავებდა: „მდედრის მკლავებიც კი არ არის ისეთი მხურ-
ვალე, როგორც ბედაურის ქედი.“
მარცხენა მკლავი რომ აუძაგძაგდა, ვარჯიში შეწყვიტა. სახე შე-
იმშრალა და უბის გასწვრივ შარვალს დახედა. არაფერი. ჯერ კიდევ
ბნელოდა, რადამესის რეზიდენციის ხეები და ბუჩქები შავი ლაქები-
ვით მოჩანდა გაკრიალებული ცის ქვეშ, რომელზეც ვარკვლავები
ციმციმებდნენ. როგორ არის პაბლო ნერუდას ლექსი, მორალისტი
ქალის თუთიყუშ მეგობრებს რომ მოსწონთ? „შორს ცისფერი, ზე-
ციური სხეულები ციმციმებენ“. საბრალო ბებრუხანები იმაზე ოცნე-
ბობდნენ, რომ მავან პოეტს მათთვის ქეცი მოეფხანა და გვერდით
მხოლოდ ფრანკენშტეინი-ჩირინოსი ჰყავდათ. კიდევ ერთხელ წას-
კდა გულიანი სიცილი, რაც ასე იშვიათად ემართებოდა ბოლო
დროს.
შიშველ ტანზე ხალათი მოიცვა, ფლოსტებში ფეხი გაუყარა და
გასაპარსად გაეშურა. რადიო ჩართო. „დომინიკის ხმა“ და „კარიბის
რადიო“. წლების წინ საინფორმაციო გამოშვება დილის ხუთ საათზე
იწყებოდა, მაგრამ, როდესაც მისმა ძმამ, პეტანმა, „დომინიკის ხმის“
მეპატრონემ, შეიტყო, რომ უფროსი ძმა ოთხ საათზე იღვიძებდა, გა-
24
დაცემა ერთი საათით გადასწია. სხვა საინფორმაციო საშუალებებ-
მაც მიბაძეს, იცოდნენ, რომ სანამ უფროსი იპარსავდა, იბანდა და
იცვამდა, რადიოს უსმენდა ხოლმე, და მონდომებას არ აკლებდნენ.
„დომინიკის ხმამ“ საღამოს რესტორან „ელ კონდეში“ დაგეგმი-
ლი საცეკვაო საღამოს შესახებ გამოაცხადა, „ლოს კოლოსოს დე
რიტმო“ პროფესორ გატონისა და მომღერალ ჯონი ვენტურას მონა-
წილეობით გაიმართებოდა, შემდეგ ხულია მოლინას, ტრუხილიოს
დედის მიერ ყველაზე მრავალშვილიანი დედისათვის პრემიის გადა-
ცემის შესახებ ამცნო მსმენელს. გამარჯვებულმა, დონია ალეხან-
დრინა ფრანცისკომ, ოცდაერთი ცოცხალი შვილის მშობელმა, მისი
ბრწყინვალება დედის გამოსახულებიანი მედლის გადაცემისას გა-
მოაცხადა, – ჩემი ოცდაერთი შვილის სიცოცხლეს არ დავიშურებ,
თუ ქველმოქმედი ინებებსო. „არ მჯერა შენი, ვიგინდარავ!“
კბილები გაიხეხა და გაპარსვას ისეთი გულმოდგინებით შეუდგა,
როგორც ყოველთვის აკეთებდა ხოლმე იმ დროიდან, ჯიბეგაფხეკი-
ლი ყმაწვილი რომ იყო სან კრისტობალში. მაშინ ჯერ კიდევ არ იცო-
და, მის საბრალო დედას, ახლა მთელი ქვეყანა დედის დღეს რომ
პატივს მიაგებს („მოწყალე ქველმოქმედი და ჩვენი სახელოვანი ხე-
ლისუფალის მშობელი“ – თქვა რადიოწამყვანმა), ლობიო და ბრინ-
ჯი თუ ექნებოდა რვა პირღია შვილის დასაპურებლად. სისუფთავე,
სხეულის მოვლა და ტანისამოსი ერთადერთი რელიგია იყო, რო-
მელსაც ტრუხილიო მთელი ცხოვრება კეთილსინდისიერად აღას-
რულებდა.
დედის დღის აღსანიშნავად, დედა ხულიას სახლში მისული სტუმ-
რების გრძელი სიის შემდეგ (საბრალო მოხუცი მოთმინებით რომ
იტანს კოლეჯების, ინსტიტუტების, სინდიკატების დაუსრულებელ ქა-
რავანს და სუსტი ხმით მადლობას უხდის ქათინაურებისა და ყვავი-
ლებისთვის), რადიოწამყვანი მისდგა ეპისკოპოსებს – რეილისა და
პანალს, რომლებიც „ჩვენი მზის ქვეშ არ დაბადებულან და ჩვენი
მთვარის ქვეშ არ დატანჯულან“ („მშვენივრად თქვა“, გაიფიქრა),
25
„ჩვენი ცხოვრების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეჩ-
რებიან და სამართალს ფეხქვეშ თელავენ“. ჯონი აბესს სურდა, სან-
ტო დომინგოს კოლეჯში შეჭრილიყო და იანკი ეპისკოპოსი თავშე-
საფრიდან გამოეთრია. „რა მოხდება, უფროსო? გრინგოები გააპ-
როტესტებენ, ცხადია. ყველაფერს არ აპროტესტებენ ამ ბოლო
დროს? გალინდესის გამო, მფრინავი მერფის გამო, ბეტანკურზე
თავდასხმის გამო და კიდევ ათასი რამის გამო. რა მნიშვნელობა
აქვს, როგორ ყეფენ კარაკასში, პუერტო-რიკოში, ვაშინგტონში,
ნიუ-იორკსა და ჰავანაში? მნიშვნელოვანი ისაა, რაც აქ ხდება. ანა-
ფორიანები თუ შეშინდებიან, შეთქმულებას ვეღარ გაბედავენ. არა.
ჯერ არ დამდგარა დრო, რეილის, ესპანელ ეპისკოპოს პანალსა და
სხვა ბოზიშვილებს ანგარიში რომ გაუსწორონ. ტრუხილიოს შინაგა-
ნი ხმა არ ატყუებს. ჯერჯერობით ეპისკოპოსებს თმის ღერი არ უნდა
ჩამოუვარდეთ, თუნდაც გააგრძელონ ჩვენთვის ძირის გამოთხრა
ისე, როგორც 1960 წლის 25 დეკემბერს გააკეთეს – უკვე წელიწად-
ნახევარი გასულა! – როდესაც ეპისკოპოსის ეპისტოლე ყველა წირ-
ვაზე წაიკითხეს და რეჟიმის წინააღმდეგ კათოლიკური ეკლესიის
ბრძოლა გამოაცხადეს. წყეულები! ყორნები! ცვედანები! ეს გაუკე-
თეს იმ ადამიანს, რომელიც პაპმა პიო XII-მ ვატიკანში წმინდა გრი-
გოლის ორდენით დააჯილდოვა. რადიოში პაინო პიჩარდომ ის სიტ-
ყვა გაიხსენა, შინაგან საქმეთა და რელიგიურ კულტთა მინისტრად
დანიშვნის წინ რომ წარმოთქვა: „სახელმწიფო სამოც მილიონ პესე-
ტას ხარჯავს იმ ეკლესიაზე, რომლის ეპისკოპოსები და ღვთისმსახუ-
რები ახლა ასე აზარალებენ დომინიკის რესპუბლიკის კათოლიკურ
მრევლს“. სხვა არხზე გადართო. რადიო „კარიბეში“ მუშების საპრო-
ტესტო წერილს კითხულობდნენ: უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ,
მათი ხელმოწერები რომ არ დაერთო დიდ ეროვნულ მანიფესტს
ეპისკოპოს ტომას რეილის მავნე საქმიანობის დაგმობის თაობაზე:
„ღმერთის, ტრუხილიოსა და საკუთარი მამაკაცური ღირსების გამ-
ყიდველი ეპისკოპოსი, იმის ნაცვლად, რომ სან ხუან დე ლა მაგუა-
26
ნას მონასტერში დარჩენილიყო, დამფრთხალი ვირთხასავით ქა-
ლაქ ტრუხილიოში გაიქცა და თავი ამერიკელი მონაზვნების კაბის
კალთას შეაფარა სანტო დომინგოს კოლეჯში – ტერორიზმისა და
კონსპირაციის გამოქვაბულში“. როდესაც მოისმინა, რომ განათ-
ლების სამინისტრომ სანტო დომინგოს კოლეჯს სახელმწიფოებრი-
ვი სტატუსი ჩამოართვა, „სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოტომელი
მონაზვნების სან ხუან დე ლა მაგუანასა და ლა ვეგას კარდინალებ-
თან შეთქმულებისთვის“. კვლავ „დომინიკელთა ხმას“ დაუბრუნდა,
სწორედ იმ დროს გადართო, რადიოწამყვანი პარიზში დომინიკე-
ლების გამარჯვებას რომ აცხადებდა პოლოს თამაშში. „ბაგატელის
მშვენიერ ველზე, ურთულეს ბრძოლაში მოპოვებული ბრწყინვალე
გამარჯვებით (ლეოპარდეს გუნდი 5:4 დაამარცხეს) დომინიკელებ-
მა ჩემპიონატის გახსნის უფლება მოიპოვეს, რამფისმა და რადამეს-
მა მაყურებელის ყველაზე მქუხარე ოვაციები დაიმსახურეს.“ კიდევ
ერთი ტყუილი – დომინიკელებისა და უფროსის გულის მოსაგებად.
კუჭის თავთან სიმჟავე იგრძნო, როგორც ყოველთვის, საკუთარ შვი-
ლებზე რომ ფიქრობდა: წარმატებული ხელმოცარულები, ოცნებე-
ბისგან დაცლილები! პარიზში პოლოს თამაშობენ და ფრანგ ქალებს
ჟიმავენ მაშინ, როცა მათი მამა გადარჩენისათვის სამკვდრო-სასი-
ცოცხლო ბრძოლაშია ჩართული.
სახეზე წყალი შეისხა. სისხლი უძმარდებოდა, საკუთარ შვილებ-
ზე რომ ფიქრობდა. ღმერთო ჩემო, ბრალი არ მიუძღვის. მისი ჯიში
სუფთა იყო, ნამდვილი ულაყის წმინდა ჯიშის თესლი ჰქონდა. აგერ
არიან ამის დასტურნი – სხვა ქალებთან ჩასახული შვილები, რაღა
შორს წავიდეს, ლინა ლოვატონის გაჩენილები: ჩაფსკვნილები,
ენერგიულები, ათასჯერ უფრო იმსახურებენ მისი მუქთახორა, უქნა-
რა შვილების ადგილს, ოპერის მომღერლების სახელები რომ ჰქვი-
ათ. რატომ დათანხმდა ღრმად პატივცემულ ქალბატონს, რომ საკუ-
თარი შვილებისთვის „აიდას“ – იმ ოპერის პერსონაჟების სახელები
დაერქმია, უკეთურ დროს, ნიუ-იორკში რომ მოისმინა? უიღბლობის
27
მეტი არაფერი მოუტანია: ნამდვილი, მკერდბანჯგვლიანი მამაკაცე-
ბის ნაცვლად ოპერის მასხარებად იქცნენ. ბოჰემურები, მფლანგვე-
ლები, ხასიათისა და ამბიციების გარეშე, მხოლოდ დროსტარების-
თვის ვარგიან, ტრუხილიოს ძმებს დაემსგავსნენ და არა მას. ისეთი-
ვე მცონარები არიან, როგორც ნეგრო, პეტანი, პიპი, ანიბალი – ხუ-
ლიგნების ხროვა, მუქთამჭამელები, უქნარა და უბადრუკი დემონე-
ბი, აი, ვინ არიან მისი სახენი. არც ერთს მისი ენერგიის,შემართები-
სა და ხედვის მისხალიც არ გამოჰყვა. რა ელის ამ ქვეყანას, ის რომ
აღარ იქნება? დარწმუნებულია, რამფისი ლოგინშიც არაა ისეთი
კარგი, როგორი სახელიცა აქვს, პირმოთნეები და მლიქვნელები
რასაც ეუბნებიან. კიმ ნოვაკი8 იხმარა! გაბორი9 იხმარა! დებრა პე-
იჯეტი10 და ნახევარი ჰოლივუდი დაისვა თავის ლულაზე! აი, წარმა-
ტება! „მერსედესების“, „კადილაკებისა” და წაულის ბეწვის ქურქე-
ბის ჩუქების შეძლება რომ ჰქონოდა, გიჟი ვალერიანოც გაჟიმავდა
მის მსოფლიოსა და ელიზაბეთ ტეილორს. საბრალო რამფის.
გრძნობდა, რომ ქალებს მაინცდამაინც არ მოსწონდათ. მოჩვენები-
თობა უყვარდა, სურდა ქვეყნის საუკეთესო ულაყის სახელი ჰქონო-
და და თავად პორფირიო რუბიროსასთვის, მთელ მსოფლიოში თა-
ვისი კვერთხის ზომითა და საგმირო საქმეებით სახელგანთქმული
ყოჩისთვის გადაეჯოკრა. პორფირიო, ეს დიდი მოძალადეც თამა-
შობდა პოლოს მის შვილებთან იქ, პარიზში? პორფირიოს მიმართ
კეთილად იყო განწყობილი, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ტრუ-
ხილიოს სამხედრო ადიუტანტებს შორის აღმოჩნდა. ეს კეთილგან-
წყობა პორფირიოსა და მისი უფროსი ქალიშვილის, ფლორ დე
ოროს კრახით დასრულებული ქორწინების შემდეგაც არ დაუკარ-
გავს. ამ ფიქრებმა ტრუხილიოს ხასიათი გამოუკეთა, პორფირიო პა-
ტივმოყვარე იყო და ცნობილი მდედრები ჰყავდა გაჟიმული, ფრანგი

8
კიმ ნოვაკი(1933) – ცნობილი ამერიკელი მსახიობი.
9
ჟა ჟა გაბორი(1917) – უნგრული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი.
10
დებრა პეიჯეტი(1933) – ამერიკის კინოსა და თეატრის მსახიობი.
28
დანიელ დარიესადან11 მოყოლებული, მულტიმილიონერ ბარბარა
ხატონის12 ჩათვლით. თანაც ისე, რომ ერთი თაიგულიც არ უჩუქნია
მათთვის, მეტიც, იქით ატყავებდა და მათ ხარჯზე მდიდრდებოდა.
აბაზანაში მარილი ჩაყარა და ისეთი დიდი კმაყოფილებით ჩაწ-
ვა, როგორც ყოველ დილით. პორფირიო კარგი ცხოვრების მოტ-
რფიალე იყო. მისი ქორწინება ბარბარა ხატონთან ერთი თვე გაგ-
რძელდა – ეს კი საკმარისი დრო იყო საიმისოდ, ერთი მილიონი
რომ ქეშად წაერთმია და მეორე – უძრავი ქონების სახით. რამფისი
და რადამესი ისეთები მაინც ყოფილიყვნენ, როგორიც პორფირიოა!
ეს ცოცხალი ფალოსი პატივმოყვარეობას აფრქვევდა და როგორც
ყველა წარმატებულს, მტრებიც ჰყავდა. მის შესახებ ჭორები არ
ცხრებოდა, ურჩევდნენ, რუბიროსა დიპლომატიური სამსახურიდან
ჩამოეშორებინა, რადგან მისი სკანდალები ქვეყნის სახელს ბღა-
ლავდა. შურიანები. დომინიკის რესპუბლიკას რამ უნდა მოუტანოს
უკეთესი სახელი, თუ არა ასეთმა ყვერებმა? იმ დროიდან, რაც
ფლორ დე ოროზე დაქორწინდა, არწმუნებდნენ, თავი წაეგლიჯა მუ-
ლატი მოზვერისთვის, მისი ქალიშვილი რომ მოხიბლა და შეაცდინა.
ამას არ იზამს, ტრუხილიო კარგად იცნობს მოღალატეებს, ყნოსვით
გრძნობს მანამდე, ვიდრე გაყიდიან. სწორედ ამიტომაც არის რუბი-
როსა ცოცხალი და ამდენი იუდა კი ლა კუარენტასა და ლა ვიქტო-
რიაში ლპება. ზოგიერთები – ბეატას კუნძულზე, ზვიგენების სტო-
მაქში არიან და ზოგი – დომინიკელთა მიწის ჭიებს ასუქებენ. საბრა-
ლო რამფის, საბრალო რადამეს. კიდევ კარგი, ანხელიტას მაინც
აქვს მტკიცე ხასიათი და მის გვერდით არის.
აბაზანიდან გამოვიდა და შხაპი გადაივლო. ცხელი და ცივი
წყლის სხვაობამ გაამხნევა. ახლა კი მართლაც ყოჩაღად იყო. სანამ
დეზოდორანტს ისხამდა და ტალკს იყრიდა, კარიბის რადიოს მიაყუ-

11
დანიელ დარიე(1917) – ფრანგი მსახიობი.
12
ბარბარა ხატონი(1912-1979) – ამერიკელი მაგნატის ქალიშვილი,
მაღალი სოციალური წრის ცნობილი სახე.
29
რადა, რომელიც „წყეული გონების“ (როგორც ჯონი აბესს ეძახდა
ხოლმე, როცა კარგ გუნებაზე იყო) იდეებსა და ლოზუნგებს გადმოს-
ცემდა.
ამჯერად „მირაფლორესის ვირთხას“ , „ვენესუელელ წიდას“ უს-
წორდებოდნენ. წამყვანი, რომელსაც ისეთი ხმა დაეყენებინა, რო-
გორითაც პედერასტებზე ლაპარაკობენ, ამტკიცებდა, რომ პრეზი-
დენტმა რომულო ბეტანკურმა ვენესუელელი ხალხი არა მხოლოდ
დაამშია, არამედ უბედურებაც მოუტანა. განა ახლახან არ აფეთქდა
ვენესუელის „აეროპოსტალის“ თვითმფრინავი, სადაც სამოცდაო-
რი ადამიანი დაიღუპა? ეს პედერასტი თავისას ვერ გაიტანს. ამერი-
კის სახელმწიფოთა ორგანიზაციისგან დომინიკელებისათვის სან-
ქციების დაწესებას მიაღწია, მაგრამ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის!
ვერც მირაფლორესის სასახლის ვირთხა, ვერც პუერტო-რიკოელი
ნარკომანი მუნიოს მარინი13, ვერც პისტოლეტიანი ფიგერესი14 ვერ
შეაშინებს. ეკლესია – კი. ქალაქ ტრუხილიოდან ესპანეთში გამ-
გზავრებამდე პერონმა გააფრთხილა: „მღვდლებთან იყავი ფრთხი-
ლად, გენერალისიმუსო. არც ოლიგარქების ჯოგს და არც სამხედ-
როებს არ დავუმარცხებივარ: ანაფორიანებმა დამდეს ბეჭებზე. ან
შეეკარი, ან ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღე“. მას ვერ და-
ანარცხებენ, მაგრამ სისხლს უშრობენ. 1960 წლის 8 იანვრიდან
დღე არ გასულა, რომ არ გაემწარებინათ: წერილები, ეპისტოლეები,

13
მუნიოს მარინი (1898-1980) – პუერტორიკოელი მწერალი,
სენატორი და პუერტო რიკოს პირველი დემოკრატიულად არჩეული
გუბერნატორი. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების
დახმარებით, მუნიოსის დროს შეიქმნა კონსტიტუცია რომელმაც პუერტო-
რიკო დემოკრატიის გზაზე დააყენა. ტრუხილიოს რეჟიმის წინააღმდ
ბრძოლაში მუნიოსი ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული
მოკავშირე იყო.
14
ხოსე ფიგერესი (1906-1990) – პოლიტიკოსი, მოაზროვნე, კოსტა-
რიკის პრეზიდენტი. მისი მმართველობის დროს დომინიკის
რესპუბლიკასთან, რომელსაც ტრუხილი ედგა სათავეში, დიპლომატიური
ურთიერთობები შეწყვეტილი იყო.
30
საეკლესიო მსახურება, ქადაგება...ყველაფერი რასაც ანაფორიანე-
ბი მის წინააღმდეგ ამბობდნენ და აკეთებდნენ, საზღვარგარეთს
აღაშფოთებდა. გაზეთები, რადიო, ტელევიზია – ტრუხილიოს გარ-
დაუვალ დაცემაზე საუბრობდა ახლა, როდესაც მას „ეკლესიამ ზურ-
გი შეაქცია“.
ჩაიცვა საცვალი, პერანგი და წინდები, რომლებიც სინფოროსოს
დაკეცილი დაეწყო კარადის გვერდით, საკიდთან ახლოს, სადაც მი-
სი ნაცრისფერი კოსტიუმი, თეთრსაყელოიანი პერანგი და თეთრად
დაწინწკლული ცისფერი ჰალსტუხი ეკიდა. რას საქმიანობს დღე და
ღამე სანტო დომინგოს კოლეჯში ეპისკოპოსი რეილი? მონაზვნებს
ჟიმავს? ზოგიერთები საზიზღრები არიან, სახეზე წვერი აქვთ. კარ-
გად ახსოვს. ანხელიტა იმ კეთილშობილ გვამთა კოლეჯში სწავ-
ლობდა. მისი შვილიშვილებიც იქ სწავლობენ. როგორ მოთაფლა ეს
მონაზვნები თავისი პასტორალური წერილით. იქნებ, ჯონი აბესი
მართალია და მოქმედების დრო დადგა. თუ მანიფესტაციებმა, წე-
რილებმა, რადიოსა და ტელევიზიაში პროტესტებმა, ინსტიტუციებ-
მა, კონგრესმა ჭკუა ვერ ასწავლათ, პირდაპირ უნდა დაარტყა! ვიტ-
ყვით, რომ ხალხმა თავისი ქნა! უცხოელი ეპისკოპოსების დასაცა-
ვად ჩაყენებული სამხედრო კორდონი გაარღვია, სანტო დომინგოსა
და ლა ვეგას საეპისკოპოში შეიჭრა, გრინგო რეილი და ესპანელი
პანალი თმებით გამოათრია და ლინჩის წესით გაასამართლა. შე-
ურაცხყოფილი სამშობლოსთვის ერმა შური იძია. ვატიკანში სამ-
ძიმრები და ახსნა-განმარტებები გაიგზავნება, წმინდა მამა ხუან პენ-
დეხო – ბალაგერი შეუდარებლად წერს – სანიმუშოდ დასჯის ერთ
მუჭა დამნაშავეებს, რომლებსაც ჩვეულებრივი დამნაშავეებიდან
აარჩევენ. ჭკუის სასწავლებელი იქნება ანაფორიანი ყორნებისათ-
ვის ბრბოს მიერ დაფლეთილი ეპისკოპოსების გვამები. არა, არა,
ახლა ამის დრო არაა. საბაბი არ უნდა მივცეთ კენედის – ბეტანკურს
ან მუნიოს მარინსა და ფიგერესს რომ ასიამოვნოს და ჯარი ჩამოს-

31
ხას. ცივი გონება უნდა შეინარჩუნოს და ნამდვილი marines მსგავ-
სად, ფრთხილად იმოქმედოს.
მაგრამ, რასაც გონება კარნახობდა, მის სასქესო ჯირკვალზე არ
მოქმედებდა. ბრაზით დაბრმავებულმა ჩაცმა შეწყვიტა. რისხვა სხე-
ულის ყველა უჯრედს მოედო, ამოხეთქილი ლავა გონებას მისწვდა
და მის გახეთქვას ლამობდა. თვალდახუჭულმა ათამდე დაითვალა.
მღელვარება ცუდ სამსახურს გაუწევდა მის ხელისგულებსა და
გულს, ინფარქტის მოახლოებას გრძნობდა. იმ ღამესაც, კაობას სახ-
ლში, რისხვისგან ლამის გონება დაუბნელდა. ნელ-ნელა დამშვიდ-
და. როდესაც საჭირო იყო, შეეძლო სიმშვიდისთვის მოეხმო. იცოდა
თვალთმაქცობა, თავაზიანობა, გულითადი მოპყრობა ყველაზე
ამაზრზენ ადამიანურ ნარჩენებთან: მოღალატეების ქვრივებთან,
შვილებთან, ძმებთან... თუ საჭირო იყო. სწორედ ამიტომ ეზიდება
ოცდათერთმეტი წელია ქვეყნის ტვირთს.
რთულ საქმეს შეეჭიდა: ცდილობდა წინდები აჭიმებით ისე და-
ემაგრებინა, ნაოჭი არ დარჩენილიყო. ახლა სახელმწიფოებრივი
ინტერესი რომ არა, რა სიამოვნებით მიუშვებდა საკუთარ რისხვას
თავისუფალ ნებაზე, სამაგიეროს გადაუხდიდა ამ ვირთხებს, გომბე-
შოებს, აფთრებსა და გველებს. ზვიგენების ფაშვი იყო მოწმე იმისა,
ეს სიამოვნება რომ არ დაჰკლებია. განა მექსიკაში არ აღმოაჩინეს
ფიცისგამტეხი გალისიელის, ხოსე ალმოინას ცხედარი? და ბასკი
ხესუს გალინდესი, კიდევ ერთი ქვეწარმავალი, იმ ხელს რომ კბენ-
და, რომელიც აჭმევდა? რამონ მარერო არისტი, რომელმაც მარ-
თლა დაიჯერა, რომ ცნობილი მწერალი იყო და The New York
Times-ში წერილები გამოაქვეყნა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ,
რომელიც მისი დროსტარების, წიგნებისა და ბოზების ფულს იხდი-
და? და, დები მირაბალები – კომუნისტობას და გმირობანას რომ თა-
მაშობდნენ – განა არ იცოდნენ, ტრუხილიოს რისხვა თუ ნაპირს გა-
დალახავდა, ვერავითარი ჯებირი რომ ვერ შეაჩერებდა? თვით ვა-

32
ლერიანოსა და ბარახიტას, „ელ კონდეს“ გიჟებს, შეეძლოთ და-
ედასტურებინათ ეს ამბავი.
ჰაერში ფეხსაცმლიანი ხელი გაუშეშდა, როცა სახელგანთქმული
წყვილი გაახსენდა. მთელი ინსტიტუცია იყო კოლონიურ ქალაქში.
ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ კოლამბის ქუჩის დაფნის ხეების
პარკში, კათედრალური ტაძრის თაღქვეშ, ყველაზე ხალხმრავალ
დროს ქალაქის ყველაზე ელეგანტური და ძვირიანი მაღაზიების წინ
თავის გიჟურ ნომრებს აწყობდნენ, რომ ხალხს გროშები ან საჭმელი
გადაეგდო. ბევრჯერ უნახავს ვალერიანო და ბარახიტა თავიანთ
ძონძებში და უცნაურად მორთულნი. როდესაც ვალერიანოს თავი
ქრისტე ეგონა, ჯვარს მოათრევდა, როცა ნაპოლეონი – იატაკის საწ-
მენდ ჯოხს ატრიალებდა და მტრის წინააღმდეგ ბრძანებებს იძლე-
ოდა. ჯონი აბესს რომელიღაც calié15-მ, მოახსენა, რომ ვალერიანომ
ტრუხილიო საცინლად აიგდო. ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. ფან-
ჯრებჩამუქებულ მანქანაში ჩაჯდა და სათვალთვალოდ წავიდა. მო-
ხუცს მკერდი სარკის ნამსხვრევებით და ლუდის ბოთლის თუნუქის
სახურავებით მოერთო, ყელყელაობდა, თავისი მედლებით მასხა-
რასავით მოჰქონდა თავი დამფრთხალი ხალხის თვალწინ, რომ-
ლებმაც არ იცოდნენ, გაეცინათ თუ გაქცეულიყვნენ. „ტაში დაუკა-
რით, ბრიყვებო“, ყვიროდა ბარახიტა და ვალერიანოს ბრჭყვიალა
მკერდისკენ იშვერდა ხელს. მაშინ იგრძნო, როგორ დაუარა მთელ
სხეულში თავზეხელაღებულის დასჯის ცხოველმა სურვილმა. მაშინ-
ვე ბრძანება გასცა. თუმცა მეორე დილით იფიქრა, შეშლილებმა არ
იციან რას აკეთებენ, იქნებ, ვალერიანოს ნაცვლად, ის ხალხი და-
ისაჯოს, ვინც ეს წყვილი გაწვრთნაო. ჯონი აბესს უბრძანა გამთენი-
ისას: „გიჟი გიჟია, ორივე გაუშვი“. სამხედრო უშიშროების სამსახუ-

15
calié – ასე უწოდებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ტრუხილიოს
მოწინააღმდეგეების გამოაშკარავება-ჩაშვება ევალებოდათ დომინიკის
რესპუბლიკაში. დღეს ამ სიტყვამ განზოგადებული მნიშვნელობა შეიძინა
და ენაჭარტალას, ჭორიკანას სინონიმად იქცა.
33
რის უფროსს სახე დაეღრიჯა: „გვიანია, თქვენო ბრწყინვალებავ, გუ-
შინ გადავუყარეთ ზვიგენებს. ცოცხლები – ისე, როგორც თქვენ
ბრძანეთ“.
ფეხზე უკვე ჩაცმული წამოდგა. სახელმწიფო მოღვაწე არასოდეს
ნანობს თავის გადაწყვეტილებებს. არც მას უნანია როდისმე. ეპის-
კოპოსებსაც სიამოვნებით გადაუყრიდა ცოცხლად ზვიგენებს. თავის
მოწესრიგებას შეუდგა, ყოველ დილით უდიდესი სიამოვნებით ეძ-
ლეოდა ამ საქმიანობას. გონებაში ახალგაზრდობაში წაკითხული
რომანი წამოუტივტივდა, ის ერთადერთი, რომელიც ცოცხლად შე-
მორჩა მის მეხსიერებას: „Quo vadis?“16 რომაელებისა და ქრისტია-
ნების ისტორიას ეხებოდა, დახვეწილი და დიდებული პეტრონიუსის
სახე არასოდეს წაშლილა მისი გონებიდან. ელეგანტურობის განსა-
ხიერება იყო, ყოველ დილით თითქოს თავიდან იბადებოდა მასაჟი-
თა და ნელსაცხებლებით, ესენციებით, პარფიუმითა და თავისი მხევ-
ლების ალერსით. თავად დრო რომ ჰქონოდა, იმავეს გააკეთებდა:
ყოველ დილით ვარჯიშის შემდეგ მასაჟისტების, მანიკიურისა და პე-
დიკიურის ოსტატების, დალაქების, განმბანელების ხელში იქნებო-
და, რომ კუნთები და გული გამოეცოცხლებინა. ხანმოკლე მასაჟს
იკეთებდა ხოლმე, ნაშუადღევს, სადილის შემდეგ და უფრო მშვიდად
–კვირაობით, როდესაც გადაუდებელ საქმეებს ორი-სამი საათით
მოსწყდებოდა, მაგრამ იმის დრო არ იყო, დიდი პეტრონიუსის სექ-
სუალურობით რომ მისცემოდა სიამოვნებას. ათი წუთით კმაყო-
ფილდებოდა, ნიუ-იორკიდან მანუელ ალფონსოს – საბრალო მანუ-
ელი, ნეტავ, როგორ არის ოპერაციის შემდეგ? – მიერ გამოგზავნილ
სურნელოვან დეზოდორანტს Yardley-ის ისხამდა, მსუბუქ დამატე-
ნიანებელ ფრანგულ კრემს Bienfait du Matin-ს ისვამდა და მკერდს
ასევე Yardley -ის სუნამოთი იზელდა, რომელსაც ბალახის მსუბუქი

16
Quo vadis? – იგულისხმება პოლონელი მწერლის, ნობელის პრემიის
ლაურეატის, ჰენრიკ სენკევიჩის (1846-1914) რომანი „ვიდრე ჰხვალ?“
34
სურნელი ასდიოდა. დაივარცხნა და სავარცხლით პატარა ულვაში
გაისწორა, რომელსაც ოც წელზე მეტია არ იშორებს, გულდასმით
გაიპუდრა სახე, რომ უთხელესი ფენით დაეფარა ის სიშავე, დედის
მხრიდან რომ ერგო მემკვიდრეობით შავკანიანი ჰაიტიელებისგან,
რომელთა კვალიც უცხოებზეც სძულდა და საკუთარ სახეზეც.
ხუთს ექვსი წუთი აკლდა, კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყო-
ბილმა კმაყოფილებით შენიშნა, რომ დროს ყოველთვის ზუსტად
მიჰყვებოდა. ეს მისი ერთ-ერთი ცრურწმენა იყო: ზუსტად ხუთ საათ-
ზე თუ არ შევიდოდა სამუშაო კაბინეტში, იმ დღეს უსიამოვნება ელო-
და.
ფანჯარას მიუახლოვდა. კვლავ ბნელოდა, თითქოს შუაღამე ყო-
ფილიყო, თუმცა, ცაზე იმდენი ვარსკვლავი აღარ ციმციმებდა, რო-
გორც ერთი საათის წინ. გაფერმკრთალებულნი კიაფობდნენ. ჯოხი
აიღო და კარისკენ გაეშურა. გაღებისთანავე ორი ადიუტანტის ნაბი-
ჯების ხმა შემოესმა.
– დილა მშვიდობისა, თქვენო ბრწყინვალებავ.
– დილა მშვიდობისა, თქვენო ბრწყინვალებავ.
პასუხად თავი ოდნავ დაუკრა. თვალის ერთი შევლებით მიხვდა,
რომ უნიფორმები უნაკლოდ ეცვათ. ვერ იტანდა დაუდევრობასა და
უწესრიგობას ოფიცრებსა და რიგითებში, მაგრამ პირად ადიუტან-
ტებში, უშუალოდ მის დაცვაზე რომ იყვნენ პასუხისმგებელნი, ამ-
ძვრალი ღილი, ლაქა, ნაოჭი შარვალსა და კიტელზე ან ირიბად და-
ხურული კეპი მძიმე დანაშაულად მიიჩნეოდა და რამდენიმედღიანი
მკაცრი რეჟიმით და ხანდახან, გარიცხვითა და რეგულარულ ჯარში
გადაყვანით ისჯებოდა.
მსუბუქი ნიავი რადამესის რეზიდენციის ხეებს არხევდა. სანამ
ბაღში მიაბიჯებდა და ფოთლების ჩურჩულს უგდებდა ყურს, შორი-
დან კვლავ ცხენის ჭიხვინი შემოესმა. ჯონი აბესმა ინფორმაცია უნდა
მიაწოდოს თავისი საქმიანობის შესახებ. შემდეგ სან ისიდროს სა-
ავიაციო ბაზაზე ვიზიტი, ჩირინოსის ანგარიში, სადილი marine-
35
სთან, სამი თუ ოთხი შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრთან თათ-
ბირი, ბალაგერთან შეხვედრა, დომინიკელთა პარტიის პრეზიდენ-
ტთან – კუჩო ალვარეს პინიასთან შეხვედრა, დედა ხულიას მონახუ-
ლების შემდეგ სანაპიროზე გასეირნება. სან კრისტობალში წავა და-
საძინებლად, წინა ღამის უსიამოვნება რომ დაივიწყოს?
პალასიო ნასიონალში კაბინეტში მაშინ შევიდა, როდესაც საათ-
მა ხუთი ჩამოჰკრა. მის სამუშაო მაგიდაზე საუზმე იდო – ხილის წვე-
ნი, კარაქწასმული გახუხული პური და ახალმოდუღებული ორი ფინ-
ჯანი ყავა. უშიშროების სამსახურის დირექტორის, პოლკოვნიკ ჯონი
აბესის რბილი სილუეტი ფეხზე წამოდგა:
– დილა მშვიდობისა, თქვენო ბრწყინვალებავ.

36
3

– არ მოვა! – მოულოდნელად წამოიძახა სალვადორმა, – კიდევ


ერთი ფუჭად ჩავლილი ღამე, აგერ ნახავთ.
– მოვა, – მოუთმენლად შეეპასუხა ამადიტო, – მწვანე ზეთისხი-
ლისფერი მუნდირი ჩაიცვა. ადიუტანტებმა ლურჯი „შევროლეს“
მზადყოფნის ბრძანება მიიღეს. ჩემი რატომ არ გჯერათ? მოვა.
სალვადორი და ამადიტო უკანა სავარძელში ისხდნენ იმ მანქა-
ნაში, რომელიც მალეკონის პირისპირ იყო გაჩერებული. ნახევარი
საათის მისული იყვნენ და უკვე რამდენჯერმე განმეორდა მსგავსი
საუბარი. ანტონიო იმბერტი საჭესთან იჯდა, ანტონიო დე ლა მასა –
მძღოლის გვერდით, იდაყვი ფანჯარაზე დაეყრდნო. ხმა არ
ამოუღია. ოთხივენი მღელვარებით აკვირდებოდნენ კანტიკუნტად
მიმავალ ავტომობილებს, რომლებიც სიუდად ტრუხილიოდან სან
კრისტობალისკენ ეშვებოდნენ და თავიანთი ყვითელი ფარნებით
ღამის წყვდიადს სერავდნენ. ჯერ არ ჩანდა ის მანქანა, რომელსაც
ელოდნენ – 1957 წელს გამოშვებული ლურჯი „შევროლე“, ფან-
ჯრებზე ფარდებდაშვებული.
რამდენიმე მეტრი აშორებდათ მეცხოველეობის გამოფენას, სა-
დაც უამრავი რესტორანი იყო. მათ შორის ყველაზე პოპულარული
– „ელ პონტი“ – ახლაც გადაჭედილიყო ხალხით, რომელიც შემ-
წვარ ხორცს მიირთმევდა. იყო მუსიკალური ბარებიც, მაგრამ ქარი
აღმოსავლეთიდან უბერავდა და აქამდე ხმაური ვერ აღწევდა, მხო-
ლოდ შორიდან, პალმის ხეთა რტოებში თუ გაკრთებოდა ხანდახან
შუქი. სამაგიეროდ, ტალღები ისე ღონივრად ეხეთქებოდნენ კბოდე-
ებს და მოქცევისას ისეთი ხმაურით იმსხვრეოდნენ, ერთმანეთის-
თვის სიტყვა რომ მიეწვდინათ, ხმას გვარიანად უწევდნენ. მანქანის
ყველა კარი დახურული იყო, შუქი – ჩამქრალი, წასასვლელად
სრულ მზადყოფნაში იყვნენ.

37
– გახსოვთ, როდის დავიწყეთ აქ მოსვლა და გამაგრილებელი
სასმელის დალევა ისე, რომ celiés აინუნშიც აღარ ვაგდებდით? – ან-
ტონიო იმბერტმა ფანჯრიდან თავი გაყო, რათა მთელი ფილტვებით
შეესუნთქა ღამის გრილი ნიავი, – აქ დავიწყეთ ამ საქმეზე სერიოზუ-
ლი საუბარი.
პასუხი მაშინვე არც ერთს არ გაუცია, თითქოს საკუთარ მეხსიე-
რებას ამოწმებენ ან ანტონიოს ნათქვამი ვერ გაიგონეს.
– კი, აქ, მალეკონზე, ამ რამდენიმე თვის წინ, – უპასუხა ესტრე-
ლია სადალამ ცოტა ხნის შემდეგ.
– მანამდე იყო, – უკანმოუხედავად წაიდუდღუნა ანტონიო დე ლა
მასამ, – მირაბალები რომ მოკლეს, ნოემბერში, მაშინ ვილაპარა-
კეთ მაგ ამბავზე. დარწმუნებული ვარ. მაშინ ღამ-ღამობით უკვე დავ-
დიოდით მალეკონზე.
– სიზმარს ჰგავდა, – განაგრძო იმბერტმა, – რა შორეული და
რთულია ყველაფერი, როგორც ბავშვობაში: გმირობაზე, მკვლევა-
რობაზე ან კინომსახიობობაზე რომ ოცნებობ. ჯერ კიდევ არ მჯერა,
ამ ღამეს რომ მოხდება, ჯანდაბა!
– თუ მოვიდა, – შეუღრინა სალვადორმა.
– რაზეც გინდა დაგენაძლევები, თურქო, – მტკიცედ გაიმეორა
ამადიტომ.
– მე ის მაეჭვებს, დღეს რომ სამშაბათია, – აბუზღუნდა ანტონიო
დე ლა მასა, – სან კრისტობალში ყოველთვის ოთხშაბათობით მი-
დის, შენ ხომ მისი ადიუტანტი ხარ და ყველაზე უკეთ იცი, ამადიტო.
აზრი რატომ შეიცვალა?
– არ ვიცი, რატომ, – თქვა ლეიტენანტმა, – მაგრამ, წავა. მწვანე
ზეთისხილისფერი მუნდირი ჩაიცვა. ლურჯი „შევროლე“ გამოიძახა.
წავა.
– კაობას სახლში ალბათ კარგი ტრაკი ელოდება, – თქვა ანტო-
ნიო იმბერტმა, – ახალთახალი, გაუხსნელი.

38
– თუ არ შეწუხდებით, სხვა თემაზე ვისაუბროთ, – შეაწყვეტინა
სალვადორმა.
– მავიწყდება ხოლმე, შენისთანა ღვთისმოსავთან ტრაკებზე ლა-
პარაკი რომ არ შეიძლება, – მოიბოდიშა საჭესთან მჯდომმა, –
ვთქვათ, პაწია გეგმა აქვს სან კრისტობალში. ასე შემიძლია ვთქვა,
თურქო? თუ ესეც შეურაცხყოფს შენს კათოლიკურ ყურთასმენას?
მაგრამ ხუმრობის ხასიათზე არავინ იყო. თავად იმბერტიც იმი-
ტომ საუბრობდა, ლოდინის სიცარიელე რომ შეევსო.
– ყურადღება! – წამოიძახა ანტონიო დე ლა მასამ და თავი წა-
მოსწია.
– სატვირთო მანქანაა, – უპასუხა სალვადორმა მოახლოებულ
ყვითელ შუქზე თვალის ერთი შევლებით, – არც წმინდანი ვარ და
არც ფანატიკოსი, ანტონიო. მხოლოდ ჩემი რწმენის აღმსარებელი
ვარ და შარშანდელი, 31 იანვრის ეპისტოლეს შემდეგ მხოლოდ ვა-
მაყობ, რომ კათოლიკე ვარ.
მართალი იყო. სატვირთო მანქანამ გრუხუნით და საბელით და-
მაგრებული ყუთების რწევით ჩაიარა. ხმაური ჯერ მინელდა და ბო-
ლოს სულ გაქრა.
– და კათოლიკეს ტრაკებზე არ შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ ადა-
მიანის მოკვლა კი ხომ, თურქო? – გამოიწვია იმბერტმა. ხშირად
ეხუმრებოდა ხოლმე, ის და სალვადორ ესტრელია სადალა ჯგუფში
ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ. ერთმანეთს ისე მწარედ კბენ-
დნენ, უცხო იფიქრებდა, მუშტი-კრივით დაასრულებენო, მაგრამ
არასოდეს უკამათიათ, მათი მეგობრობა ხელშეუხებელი იყო. მი-
უხედავად ამისა, იმ საღამოს თურქი ხუმრობის ხასიათზე არ იყო.
– ნებისმიერის მოკვლა არა, მაგრამ ტირანის მოკვლა – კი.
გსმენია გამოთქმა „ტირანიციდი“?17 განსაკუთრებულ შემთხვევებში

17
ტირანიციდი – ტირანის მკვლელი.
39
ეკლესია მკვლელობის ნებას რთავს. წმინდა თომა აქვინელმა18 და-
წერა. გინდა გაიგო საიდან ვიცი? 14 ივნისის19 ხალხს რომ ვეხმარე-
ბოდი, მაშინ მივხვდი ერთ დღეს ჩახმახისთვის რომ უნდა გამომეკ-
რა ხელი. პადრე ფორტინთან მივედი, ჩვენს სულიერ მოძღვართან,
კანადელია,სანტიაგოდან. მან მონსენიორ ლინო სანინის, მისი უწ-
მინდესობის ნუნციუსს20 შემახვედრა. „,მონსენიორ, მორწმუნეს-
თვის ტრუხილიოს მოკვლა ცოდვა იქნება?“ თვალები დახუჭა. და-
ფიქრდა. შემიძლია იტალიური აქცენტით გაგიმეორო მისი სიტყვე-
ბი. წმინდა თომას ციტატა მაჩვენა „Suma Teologica“21-დან.საკუთა-
რი თვალით რომ არ წამეკითხა, ამ ღამეს თქვენთან არ ვიქნებოდი.
ანტონიო დე ლა მასა შემოტრიალდა:
– შენს სულიერ დირექტორს გაუმხილე ეს ამბავი?
ხმა შეეცვალა. ლეიტენანტ ამადიტო გარსია გერეროს შეეშინდა,
ანტონიო დე ლა მასა მოულოდნელად არ განრისხებულიყო. უცაბე-
დი გულის მოსვლა იმ დროიდან დასჩემდა, წლების წინ, ტრუხილი-

18
თომა აქვინელი (1225-1274) – შუა საუკუნეების თეოლოგი და
ფილოსოფოსი.
19
14 ივნისი – 1959 წელს, კუბის რევოლუციის ლიდერმა, ფიდელ
კასტრომ ტრუხილიოს რეჟიმის მოწინააღმდეგეებს საწვრთნელ ბაზად
თავისი ტერიტორია შესთავაზა. წინააღმდეგობის ფრონტის მონაწილეები
იყვნენ გადასახლებაში მყოფი დომინიკური პარტიები, რომლებიც
პუერტო-რიკოში, ვენესუელასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში
იბრძოდნენ ტრუხილიოს წინააღმდეგ. „დომინიკის რესპუბლიკის
განმათავისუფლებელი მოძრაობაში“ განსხვავებული პოლიტიკური და
იდეოლოგიური შეხედულებების მქონე პარტიები გაერთიანების მთავარი
მიზანი ტრუხილიოს ჩამოგდება იყო. 1959 წლის 14 ივნისს MLD-მ
პირველი სამხედრო ნაწილები გადმოსხა დომინიკის რესპუბლიკაში.
შეტაკება ტრუხილიოს გამარჯვებით დასრულდა, რეჟიმი სასტიკად
გაუსწორდა თავდამსხმელებსა და მათ ადგილობრივ მხარდამჭერებს,
რომელთა იატაკქვეშა ორგანიზაციას „14 ივნის მოძრაობა“ ეწოდა.
20
ნუნციუსი – რომის პაპის წარმომადგენელი სხვა სახელმწიფოში.
21
„Suma Teologica“ – იგულისხმება თომა აქვინელის ნაშრომი
„თეოლოგიის ჯამი“.
40
ოს ბრძანებით მისი ძმა, ოქტავიო რომ მოკლეს. ერთხელ, სწორედ
ამის გამო, სალვადორ ესტრელია სადალასა და მისი მეგობრობა
ბეწვზე გადარჩა. თურქმა დაამშვიდა:
– ეს დიდი ხნის წინ მოხდა, ანტონიო. „14 ივნისის“ ხალხს რომ
ვეხმარებოდი, მაშინ. ბრიყვი გგონივარ, მღვდელს ასეთი ამბავი გა-
ვუმხილო?
– ამიხსენი, რატომ შეიძლება თქვა ბრიყვი და არ შეიძლება თქვა
ტრაკი ან გაჟიმვა, თურქო, – საცინად აიგდო იმბერტმა. კიდევ ერ-
თხელ სცადა დაძაბულობის განმუხტვა. – უფალს ხომ ნებისმიერი
ცუდი სიტყვა შეურაცხყოფს?
– უფალს ცუდი სიტყვები კი არა, უკეთური ზრახვები შეურაც-
ხყოფს, ბრიყვების დასმული ბრიყვული კითხვები, შესაძლოა, არც
ანაღვლებდეს, მაგრამ ალბათ ძალიან მოსაწყენი ეჩვენება.
– ამ დილით ეზიარე, დიდ მოვლენას სულგანწმენდილი რომ
შეხვდე? – სისინი განაგრძო იმბერტმა.
– ათი წელია ყოველდღე ზიარებას ვიღებ, – უთხრა სალვადორ-
მა, – არ ვიცი, ისეთი განწმენდილი თუ მაქვს სული, ქრისტიანს რომ
უნდა ჰქონდეს. მხოლოდ უფალმა უწყის.
„აქვს“, გაიფიქრა ამადიტომ. იმ ადამიანებს შორის, ვისაც თავი-
სი ცხოვრების ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში შეხვედრია,
თურქს ყველაზე მეტად აღმერთებდა. სალვადორ ესტრელია სადა-
ლა ამადიტოს საყვარელ დეიდაზე, ურანია მიესესზე იყო დაქორწი-
ნებული. ჯერ კიდევ იმ დროიდან, ამადიტო ლას კარერას სამხედრო
აკადემიის კადეტი რომ იყო (აკადემიას პოლკოვნიკი ხოსე ლეონ
ესტევესი – პეჩიტო – ანხელიტა ტრუხილიოს მეუღლე ხელმძღვანე-
ლობდა), თავისუფალ დღეებს ესტრელია საადალას სახლში ატა-
რებდა. ამადიტოსთვის სალვადორი მნიშვნელოვანი პიროვნება
იყო: მას უამბობდა თავის გასაჭირს, გეგმებს, ოცნებებს, ეჭვებს, ნე-
ბისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად რჩევას სთხოვდა. ესტრე-
ლია სადალას ოჯახმა დიდი წვეულება გამართა, როდესაც ამადი-
41
ტომ სამხედრო აკადემია უმაღლესი ჯილდოთი – ოქროს დაშნით –
დაამთავრა (პირველი იყო ოცდათხუთმეტ კურსდამთავრებულ
ოფიცერს შორის). წვეულებაზე მისი თერთმეტი დეიდა მოვიდა. მო-
ვიდნენ რამდენიმე წლის შემდეგაც, როდესაც ახალგაზრდა ლეიტე-
ნანტს ეგონა, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ წარმატებას მი-
აღწია: სამხედრო ძალების ყველაზე პრესტიჟულ დანაყოფში მისი
მოთხოვნა დააკმაყოფილეს და იმ ადიუტანტების ჯგუფში მიიღეს,
რომელიც გენერალისიმუსის პირად დაცვაზე იყო პასუხისმგებელი.
ამადიტომ თვალები დახუჭა და მანქანის ოთხივე ფანჯრიდან შე-
მოსული მარილიანი სიო ღრმად ჩაისუნთქა. იმბერტი, თურქი და ან-
ტონიო დე ლა მასა ჩუმად ისხდნენ. იმბერტი და ანტონიო დე ლა მა-
სა მაჰათმა განდის ქუჩაზე მდებარე სახლში გაიცნო. შემთხვევით
თურქსა და ანტონიოს შორის კამათს შეესწრო, ისე მაგრად იჩხუბეს,
ამადიტოს ეგონა, ტყვია გავარდებაო. რამდენიმე თვის შემდეგ იმის
მოწმეც გახდა, როგორ შერიგდნენ საერთო მიზნისთვის: ვაცი უნდა
მოეკლათ. ვინ იფიქრებდა 1959 წლის იმ დღეს, ურანიამ და სალვა-
დორმა წვეულება რომ გამართეს და ამდენი ბოთლი რომი დაილია,
რომ ორი წელიც არ გავიდოდა და დღევანდელ თბილ, ვარსკვლავე-
ბიან საღამოს, 1961 წლის 30 მაისს, მის უდიდებულესობა ტრუხი-
ლიოს მოსაკლავად დაელოდებოდა. რამდენმა წყალმა ჩაიარა იმ
დღის შემდეგ, მაჰათმა განდის 21 ნომერში მისვლისას სალვადორ-
მა მკლავზე რომ მოკიდა ხელი, ბაღის მიყრუებულ კუთხეში გაიყვა-
ნა და გულდამძიმებულმა უთხრა:
– რაღაც უნდა გითხრა, ამადიტო. იმიტომ რომ ძალიან მიყვარ-
ხარ და ამ სახლში ყველას უყვარხარ.
ისე ხმადაბლა საუბრობდა, რომ ახალგაზრდამ თავი წინ წამოს-
წია.
– ამას რატომ მეუბნები, სალვადორ?
– იმიტომ რომ არ მინდა შენს კარიერას ხელი შევუშალო. აქ
მოსვლით შეიძლება საქმე გაგირთულდეს.
42
– რა გართულებაზე ლაპარაკობ?
თითქმის ყოველთვის გაწონასწორებულ თურქს სახე აენთო. მის
თვალებში შიშმა გაიელვა.
– „14 ივნისის“ ბიჭებს ვეხმარები. თუ ეს ამბავი გამოაშკარავდა,
შენთვის უმძიმესი შედეგით დასრულდება. ტრუხილიოს ოფიციალუ-
რი დაცვის წევრი ხარ. წარმოიდგინე!
ლეიტენანტი ვერასოდეს წარმოიდგენდა სალვადორი იატაკქვე-
შა ორგანიზაციის წევრებს თუ შეეკვრებოდა. არ ეგონა, იმ ხალხს თუ
დაეხმარებოდა, ტრუხილიოს რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლვე-
ლად რომ დაირაზმნენ 14 ივნისს კონსტანსაში, მაიმონსა და ესტე-
რო ონდოში კასტროს მიერ ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, სა-
დაც ამდენი ადამიანი დაიღუპა. იცოდა, თურქს და მის მეუღლეს რე-
ჟიმი რომ არ უყვარდათ. ამადიტოსთან თავს იკავებდნენ, მაგრამ ხე-
ლისუფლების დასაძრახი სიტყვა თუ დასცდებოდათ, მაშინვე ჩუმდე-
ბოდნენ, იცოდნენ, ამადიტოს პოლიტიკა არ აინტერესებდა, მაგრამ
როგორც ჯარის ნებისმიერი ოფიცერი, ძაღლის ერთგულებით ემსა-
ხურებოდა უმაღლეს მთავარსარდალს, ქველმოქმედსა და ახალი
სამშობლოს მამას, ადამიანს, რომელიც სამი ათეული წლის განმავ-
ლობაში განაგებდა რესპუბლიკის ბედს, დომინიკელების სიცოც-
ხლესა და სიკვდილს.
– მეტი სიტყვა არ მითხრა, სალვადორ. არაფერი გითქვამს. უკვე
მოვისმინე და დავივიწყე. აქ ისევ მოვალ, როგორც ყოველთვის. ეს
ჩემი სახლია.
სალვადორმა შეხედა იმ წრფელი მზერით, რომელიც ამადიტოს
ცხოვრების მიმართ მადლიერების განცდით ავსებდა.
– წამოდი, ლუდი დავლიოთ. არ მოვიწყინოთ.
და, რაღა თქმა უნდა, როდესაც შეუყვარდა და ცოლად მოყვანა
გადაწყვიტა, პირველი, ვისაც თავისი საცოლე წარუდგინა, დეიდა
მეკას – დედამისის თერთმეტ დას შორის გამორჩეულად საყვარე-
ლი დეიდის – შემდეგ, სალვადორი და ურანია იყვნენ. ლუისიტა ხი-
43
ლი! მისი გახსენებისას სინდისის ქენჯნა გულ-მუცელს უწვავდა და
ბრაზი ახრჩობდა. სიგარეტი აიღო და პირში ჩაიდო. სალვადორმა
სანთებელა აუნთო. მშვენიერი შავგვრემანი გოგო, მომხიბვლელი,
კეკლუცი ლუისიტა ხილი. ერთხელ, წვრთნის შემდეგ, იალქნიანი
ნავით მეგობრებთან ერთად ლა რომანაში გაისეირნა. ნავსაყუდელ-
თან გოგონები ახალ თევზს ყიდულობდნენ. გოგონებს გამოელაპა-
რაკნენ და მუნიციპალური ორკესტრის მოსასმენად ერთად წავიდ-
ნენ. შემდეგ გოგონებმა მეგობრების ოჯახში მიიწვიეს. მხოლოდ
ამადიტომ შეძლო წასვლა, თავისუფალი დღე ჰქონდა. მეგობრები
სამხედრო ნაწილში უნდა დაბრუნებულიყვნენ. გიჟივით შეუყვარდა
ეს შავგვრემანი, ტანმაღალი, მახვილგონიერი გოგო, თვალებში
ნაკვერცხლები რომ უელავდა და მერენგეს „დომინიკის ხმის“ წამ-
ყვანი მსახიობივით რომ ცეკვავდა. იმასაც შეუყვარდა ამადიტო. მე-
ორე შეხვედრის დროს, კინოში რომ წავიდნენ და შემდეგ რესტო-
რანში, უკვე შეეძლო ეკოცნა და მოფერებოდა. მისი ცხოვრების სიყ-
ვარული იყო, მის გარდა, ვეღარავისთან იქნებოდა. მოხდენილ ამა-
დიტოს კადეტობის დროიდან ბევრისთვის უთქვამს ეს სიტყვები,
მაგრამ ახლა სიმართლეს ამბობდა. ლუისამ თავისი ოჯახის გასაც-
ნობად ლა რომანაში წაიყვანა. ამადიტომ ლუისა სიუდად ტრუხი-
ლიოში დეიდა მეკასთან მიიწვია სადილად, ერთ კვირა დღეს კი ეს-
ტრელია სადალას ესტუმრნენ სახლში. აღფრთოვანებულები დარ-
ჩნენ ლუისათი. როდესაც ამადიტომ სადალასა და მის მეუღლეს გა-
უმხილა ცოლად მოყვანას ვაპირებო, გაამხნევეს: შესანიშნავი ქალი
იყო. ამადიტომ ოჯახს ოფიციალურად სთხოვა ლუისას ხელი და
რეგლამენტის თანახმად, სამხედრო ნაწილში დასაქორწინებლად
ნებართვა გამოითხოვა.
პირველად შეეჯახა იმ რეალობას, რომელსაც მანამდე, ოცდაც-
ხრა წლის მიუხედავად, თავისი ბრწყინვალე ნიშნებითა და კადეტთა
სკოლისა და ოფიცრის გამოცდილებით, სრულიად არ იცნობდა
(„როგორც დომინიკელების უმრავლესობა“, გაიფიქრა). ამადიტოს
44
თხოვნაზე პასუხი იგვიანებდა. საჯარო ნაწილში განუმარტეს, ადიუ-
ტანტების ხელმძღვანელობა თხოვნას სამხედრო უშიშროების სამ-
სახურს SIM-ს გაუგზავნის პიროვნების შესასწავლად და ერთ კვირა-
ში ან ათ დღეში დადებით პასუხს მიიღებო. მაგრამ პასუხი არც ერთ
კვირაში მოსულა, არც ათ დღეში და არც ოც დღეში. ოცდამეერთე
დღეს უფროსმა კაბინეტში გამოიძახა. პირველი შემთხვევა იყო,
რომ ტრუხილიოს პირისპირ დაელაპარაკა, მიუხედავად იმისა, რომ
ამდენჯერ ყოფილა მის გვერდით საჯარო ღონისძიებებზე, პირვე-
ლად შეხედა თვალებში იმ ადამიანს, ყოველდღე რომ ნახულობდა
რადამესის რეზიდენციაში.
ლეიტენანტ გარსია გერეროს ტრუხილიოს მზერის შესახებ არა-
ერთხელ სმენია ბაბუის, გენერალ ერმოხენეს გარსიასგან. შემდეგ
სკოლაში, კადეტობის და ოფიცრობის დროსაც გაუგია, გენერალი-
სიმუსის მომნუსხველ გამოხედვას თვალს ვერავინ უსწორებსო, ამ
გამჭოლ მზერას შეეძლო წაეკითხა ყველაზე იდუმალი ფიქრები,
სურვილები, დაფარული ზრახვები. მის წინაშე ხალხი თავს დათ-
რგუნულად, დამცირებულად, შიშვლად გრძნობდა, ამადიტოს ამ
ბოდვაზე ეცინებოდა. უფროსი დიდი სახელმწიფო მოღვაწეა, მისმა
ხედვამ, ნებისყოფამ და ძალამ დომინიკის რესპუბლიკა დიდ ქვეყ-
ნად აქცია, მაგრამ ღმერთი არ არის, მისი მზერა მხოლოდ მოკვდა-
ვის მზერა შეიძლება იყოს.
საკმარისი აღმოჩნდა კაბინეტში შესულიყო, ქუსლი ქუსლზე შე-
მოერტყა და ყველაზე არაბუნებრივი ხმით, რომელიც ოდესმე ყელი-
დან ამოსვლია, წარმოეთქვა – „ლეიტენანტი გარსია გერერო
თქვენს განკარგულებაშია, თქვენო ბრწყინვალებავ!“ – რომ სხეულ-
ში თითქოს დენმა დაუარა. „შემოდი“, თქვა მამაკაცის მჟღერმა ხმამ
ოთახის ბოლოდან – ტყავის წითელ მაგიდასთან იჯდა, თავაუღებ-
ლად წერდა. ახალგაზრდამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გამარ-
თული დადგა, არც ერთ კუნთს არ ამოძრავებდა, არც ფიქრობდა,
უყურებდა გულდასმით გადატკეცილ შევერცხლილ თმას და უზადო
45
ჩაცმულობას – ლურჯი პიჯაკი და ჟილეტი, თეთრი პერანგი, გახამე-
ბული საყელო და მანჟეტები, მარგალიტის სამაგრით შეკრული ვერ-
ცხლისფერი ჰალსტუხი – აკვირდებოდა მის ხელებს: ერთი ხელი
ფურცელზე ედო, მეორით ლურჯი მელნით რაღაცას სწრაფად წერ-
და. მარცხენა ხელზე უძვირფასეს, წახნაგებიანი ქვით დამშვენებულ
ბეჭედს მოჰკრა თვალი. ცრუმორწმუნეები ჰყვებოდნენ, რომ ეს ბე-
ჭედი მისი თილისმა იყო, ახალგაზრდობაში, ჟანდარმერიაში სამსა-
ხურის დროს, ამერიკული ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყებულ ყაჩა-
ღებს რომ დასდევდა, ჰაიტიელმა მჩხიბავმა აჩუქა და დაარწმუნა,
სანამ ხელზე გეკეთება, მტერი ვერაფერს დაგაკლებსო.
– კარგი სამსახურებრივი ჩამონათვალი გაქვთ, ლეიტენანტო. –
შემოესმა მისი სიტყვები.
– დიდი მადლობა, თქვენო ბრწყინვალებავ.
ვერცხლისფერი თავი შეირხა და დიდმა, ჯიქურმა, სხივისა და სი-
ხარულისგან დაცლილმა თვალებმა ამადიტოს თვალები მოძებნეს.
„ცხოვრებაში არასოდეს შემშინებია, – მოგვიანებით გამოუტყდა
ახალგაზრდა კაცი სალვადორს – სანამ ეს მზერა არ დამატყდა
თავს, თურქო. მართალს ვამბობ. თითქოს სულს მიბურღავდა.“ ხან-
გრძლივი დუმილი ჩამოვარდა, სანამ გამჭოლი თვალები ყურადღე-
ბით ამოწმებდნენ მის უნიფორმას, სარტყელს, ღილებს, ჰალსტუხს,
კეპს. ამადიტოს ოფლმა დაასხა. იცოდა, რომ სამოსის იოტისოდენა
დაუდევრობა უფროსის დიდ გულისწყრომას იწვევდა და რისხვის
ნიაღვრად შეიძლება წამოსულიყო.
– შენი სამსახურებრივი ჩამონათვალი ისეთი კარგია, ვერ და-
ვუშვებ, რომ ცოლად კომუნისტის და მოიყვანო. ჩემს ხელისუფლე-
ბაში მეგობრები და მტრები ერთად ვერ იქნებიან.
რბილად საუბრობდა, განმგმირავ მზერას არ აშორებდა. ახალ-
გაზრდა კაცმა გაიფიქრა, ეს წვრილი ხმა საცაა ჩაუწყდებაო.
– ლუისა ხილის ძმა 14 ივლისის ერთ-ერთი შეთქმულია.. იცო-
დით?
46
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ.
– ახლა უკვე იცით, – ხმა ჩაიწმინდა და დასძინა, – ამ ქვეყანაში
ბევრი ქალია. სხვა მოძებნეთ.
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ.
თავი ოდნავ დაუკრა ნიშნად იმისა, რომ აუდიენცია დასრულდა.
– წასვლის ნებართვა, თქვენო ბრწყინვალებავ.
ქუსლი იატაკს დაჰკრა და მიესალმა. სამხედრო ნაბიჯით გამოვი-
და, ცდილობდა არ შეემჩნია ის ტანჯვა, სხეულში რომ ჩაუსახლდა.
სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ბრძანება შეასრულოს, მით
უფრო, თუ ბრძანება ქველმოქმედისა და ახალი სამშობლოს მამის-
გან მოდის, რომელიც საქმეებს მოსცდა და რამდენიმე წუთი დრო
გამონახა იმისთვის, რომ პირადად გასაუბრებოდა. თუ ასეთი ბრძა-
ნება მისცა პრივილეგირებულ ოფიცერს, ესე იგი, მისთვის ასე უკე-
თესია. უნდა დაემორჩილოს. ასეც მოიქცევა, სიმწრისგან კბილები
დააღრჭიალა. ლუისა ხილისადმი მიწერილ ბარათში ერთი სიტყვაც
არ ყოფილა ყალბი.
„ჩემი ღრმა მწუხარების და უსაზღვრო ტანჯვის მიუხედავად, შენს
სიყვარულზე უარი უნდა ვთქვა და გითხრა, რომ ვერ დავქორწინდე-
ბით. უფროსობა მიკრძალავს შენი ძმის ანტიტრუხილიოისტური
საქმიანობის გამო, რომელიც ჩემთვის არ გითქვამს და დამიმალე.
მესმის, რატომაც გააკეთე. მაგრამ, სწორედ ამის გამო, ვიმედოვნებ,
შენც გაიგებ, რა გადაწყვეტილების მიღება მიწევს ჩემი სურვილის
საწინააღმდეგოდ. შენდამი სიყვარულს გულში მარადიულად შევი-
ნახავ, მაგრამ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით. ცხოვრებაში ბედნიე-
რებას გისურვებ. ჩემ მიმართ წყენა გულში არ შეინახო“.
აპატია მშვენიერმა, მხიარულმა, მოხდენილმა გოგონამ ლა რო-
მანადან? აღარასოდეს უნახავს, მაგრამ გულის კარი სხვისთვის
აღარ გაუღია. ლუისა პუერტო-პლატაში წარმატებულ მიწათმოქ-
მედს გაჰყვა ცოლად. სიტყვის გატეხვა კიდეც რომ ეპატიებინა ლუ-
ისას, არასოდეს აპატიებდა სხვა ამბავს – რა თქმა უნდა, თუ ამის შე-
47
სახებ შეიტყობდა. არც ამადიტო აპატიებს საკუთარ თავს, და, თუნ-
დაც, სულ ცოტა ხანში, მის ფეხქვეშ ვაცის ტყვიით დაფლეთილი ცხე-
დარი ეგდოს – იმ გაყინულ ხვლიკის თვალებს სიამოვნებით დათ-
ხრიდა თავისი პისტოლეტის ლულით – საკუთარ თავს მაინც ვერა-
სოდეს აპატიებს. „ყოველ შემთხვევაში, ლუისას ეს მაინც არასოდეს
ეცოდინება“. არც ლუისას და არც არავის, მათ გარდა, ვინც ხაფან-
გში გააბა.
და, რაღა თქმა უნდა, სალვადორ ესტრელია სადალას გარდა,
რომლის სახლშიც, მაჰათმა განდის 21-ში, ლეიტენანტი გარსია გე-
რერო გამთენიისას იმედგაცრუებით, ალკოჰოლითა და სიძულვი-
ლით სავსე მივიდა პირდაპირ პუჩა ვიტინის თუ პუჩა ბრასობანის
ბორდელიდან, რომელიც ხუანა სალტიტოპას ქუჩის ბოლოში იყო.
იმ საქმის შემდეგ, ბორდელში პოლკოვნიკმა ჯონი აბესმა და მაიორ-
მა რობერტო ფიგეროა კარიონმა წაიყვანეს, სასმელითა და კარგი
ტრაკით მწარე წუთები რომ დაევიწყებინა. „მწარე წუთები“,
„მსხვერპლი მამულისთვის“, „ნებისყოფის გამოცდა“, „უფროსის-
თვის მსხვერპლად შეწირული სისხლი“ – ეს სიტყვები უთხრეს. შემ-
დეგ სამსახურებრივი დაწინაურება მიულოცეს. ამადიტომ სიგარეტი
მოქაჩა და ქუჩაში ისროლა, ასფალტზე დანარცხებისას პაწაწინა
ნაკვერცხლები ჰაერში შუშხუნებად აფრიალდა. „თუ სხვა რამეზე არ
იფიქრებ, ატირდები“, უთხრა საკუთარ თავს. შერცხვა, იმბერტმა,
ანტონიომ და სადალამ აქვითინებული არ მნახონ, იფიქრებენ, შე-
შინდაო. კბილები დააღრჭიალა. არასოდეს ყოფილა საკუთარ თავ-
ში ისეთი დარწმუნებული, როგორც ახლა. ვიდრე ვაცი ცოცხალი
იყო, დაუსრულებელი ტანჯვა იქნებოდა, რაც იყო კიდეც, 1961 წლის
იანვრის ღამიდან, როდესაც მისთვის სამყარო დაინგრა და ტყვია
პირში რომ არ დაეხალა, მაჰათმა განდის 21-ში, სალვადორთან ნუ-
გეშის საძებრად გაიქცა. ყველაფერი უამბო. თუმცა, მაშინვე – არა,
რადგან თურქმა კარი რომ გააღო – ალიონზე კარზე ბრახუნმა ის,
მისი ცოლი და ბავშვები ლოგინიდან წამოყარა – სახლის ზღურ-
48
ბლთან ამადიტოს მოკაკვული სილუეტი დაუხვდა, სასმელით აყრო-
ლებული პირში სიტყვას ვერ აბრუნებდა. ამადიტომ მკლავები გაშა-
ლა და სალვადორს მოეხვია. „რა მოხდა, ამადიტო, ვინ გარდაიცვა-
ლა?“ თავის საძინებელში წაიყვანეს, ლოგინში დააწვინეს, აცადეს,
რომ გული მოეოხებინა სისულელეების ბლუყუნით. ურანიამ პიტნის
ნაყენი მოუმზადა და ბავშვივით პატარა ყლუპებით დაალევინა.
– ისეთი არაფერი მოგვიყვე, რასაც მერე ინანებ, – გააფრთხილა
თურქმა.
სალვადორს იეროგლიფებიანი კიმონო ეცვა, ლოგინის კუთხეში
იჯდა და ამადიტოს სიყვარულით შესცქეროდა.
– სალვადორთან მარტო დაგტოვებ, – შუბლზე აკოცა დეიდა
ურანიამ და წამოდგა, – ასე უფრო მშვიდად მოყვები იმას, რისი
თქმაც ჩემთან გაგიჭირდება.
ამადიტომ მადლობა გადაუხადა. თურქმა დიდი შუქი გამორთო.
საძინებლის კედელზე გაკრული შპალერის ნახატებს ლამპის შუქი
მეწამულ ელფერს აძლევდა. ღრუბლები? ცხოველები? ამადიტოს
გონებაში გაუელვა, მოულოდნელად ხანძარი რომ გაჩნდეს, აქედან
წამოსადგომად ალბათ ძალა არ მეყოფაო.
– დაიძინე, ამადიტო, დღის სინათლეზე ყველაფერი ნაკლებად
ტრაგიკული მოგეჩვენება.
– იგივე იქნება, თურქო. დღე და ღამე საკუთარი თავი მეძულება.
გამოვფხიზლდები და უარესი იქნება.
ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, შუადღეს, მთავარ სამხედრო ნა-
წილში, რადამესის რეზიდენციის გვერდით. ბოკა ჩიკადან ახალი
დაბრუნებული იყო, სადაც მაიორმა რობერტო ფიგეროა კარიონმა,
გენერალისიმუს ტრუხილიოს მთავარი შტაბის უფროსმა, დალუქუ-
ლი წერილი გაატანა დომინიკის სამხედრო ბაზაზე გენერალ რამ-
ფის ტრუხილიოსთვის გადასაცემად. ლეიტენანტი მაიორის კაბი-
ნეტში შევიდა, შესრულებული დავალების შესახებ რომ მოეხსენები-

49
ნა. მაიორმა ეშმაკურად შეხედა და მის პირდაპირ მაგიდაზე დადე-
ბულ წითელ საქაღალდეზე მიუთითა.
– როგორ ფიქრობ, აქ რა არის?
– ერთკვირიანი არდადეგები პლაჟზე წასასვლელად, ჩემო მაი-
ორო?
– შენი უფროს ლეიტენანტად დაწინაურების ბრძანებაა, ბიჭუნა!
– სიხარულით უპასუხა უფროსმა და საქაღალდე გაუწოდა.
– პირღია დავრჩი, რადგან ჯერ არ მეკუთვნოდა, – სალვადორი
გაუნძრევლად იჯდა, – რვა თვე მაკლდა, წოდების მოსანიჭებლად
თხოვნა რომ შემეტანა. გავიფიქრე: „მორალური თანადგომა ქორ-
წინებაზე უარის თქმის გამო“.
საწოლის ბოლოში მდგომ სალვადორს უხერხულობისგან სახე
დაემანჭა.
– მართლა არაფერი იცოდი, ამადიტო? შენს მეგობრებს, შენს
უფროსებს არაფერი უთქვამთ „ერთგულების გამოცდის“ შესახებ?
– მეგონა, ჭორები იყო, – უარყო ამადიტომ, დარწმუნებით, ბრა-
ზიანად, – გეფიცები. მავანი ქუჩა-ქუჩა არ დადის და ასეთი რამეებით
თავს არ იწონებს. მე არ ვიცოდი. მოულოდნელი იყო.
მართალს ამბობ, ამადიტო? კიდევ ერთი ტყუილი ტყუილების იმ
ჯაჭვში, რომელიც შენი ცხოვრება იყო იმ დღიდან, სამხედრო აკადე-
მიაში რომ შედგი ფეხი. უფრო სწორად, რაც დაიბადე, რადგან ტრუ-
ხილიოს ეპოქასთან ერთად დაიბადე. ცხადია, უნდა სცოდნოდა, და-
ეჭვებულიყო: რა თქმა უნდა, სან პედრო დე მაკორის ციხესიმაგრეში
და შემდეგ სამხედრო ადიუტანტების კვარტალში გსმენია, გიგ-
რძნია, მიმხვდარხარ – ხუმრობით, თავმომწონედ, ყოყლოჩინობით
ნათქვამი რომ პრივილეგირებულებს, რჩეულ ოფიცრებს, რომელ-
თაც ენდობოდნენ და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო თანამდე-
ბობებზე ნიშნავდნენ, დაწინაურებამდე ტრუხილიოს წინაშე „ერ-
თგულების გამოცდას“ აბარებინებდნენ. ძალიან კარგად იცოდი,
რომ ნამდვილად არსებობდა. მაგრამ, ახლა, ლეიტენანტი გარსია
50
გერერო მიხვდა, რომ არასოდეს ჰქონია სურვილი, დაწვრილებით
გაეგო, რას ნიშნავდა ეს გამოცდა. მაიორმა ფიგეროა კარიონმა ხე-
ლი ჩამოართვა და გაუმეორა ის, რაც ამდენჯერ უთქვამთ და დაიჯე-
რა კიდეც:
– წინ დიდი წარმატება გელის, ყმაწვილო.
უბრძანა, ღამის რვა საათზე მისთვის სახლში მიეკითხა: მისი და-
წინაურების აღსანიშნავად ერთი-ორ ჭიქას დალევდნენ და გზად ბო-
ლო საქმესაც მოაგვარებდნენ.
– ჯიპი წამოიყვანე, – დაითხოვა მაიორმა.
რვა საათზე ამადიტო უფროსის სახლთან იდგა, მანაც არ ალო-
დინა. როგორც ჩანს, ფანჯრიდან უთვალთვალებდა. სანამ ამადი-
ტომ მანქანა დააყენა, მაიორი კარში გამოჩნდა, მანქანაში ერთი
ნახტომით დაჯდა, სალამზე პასუხი არ გაუცია და ლეინტენანტს ყალ-
ბი ბუნებრივობით უბრძანა:
– ლა კუარენტაში, ამადიტო.
– ციხეში, ჩემო მაიორო?
– დიახ, ლა კუარენტაში, – გაიმეორა ლეიტენანტმა, – იქ ვინც
გველოდა, ალბათ უკვე მიხვდი, თურქო.
– ჯონი აბესი, – წაილუღლუღა სალვადორმა.
– პოლკოვნიკი აბეს გარსია, – მწარე ირონიით დაუდასტურა
ამადიტომ, – სამხედრო უშიშროების სამსახურის უფროსი, დიახ.
– დარწმუნებული ხარ, რომ ამის მოყოლა გინდა, ამადიტო? –
ახალგაზრდა კაცმა მუხლზე სალვადორის ხელი იგრძნო, – მერე არ
შეგძულდები იმის გამო, მეც რომ ვიცი ყველაფერი?
ამადიტო სახით ცნობდა. უნახავს როგორ დასრიალებდა ჩრდი-
ლივით პალასიო ნასიონალის დერეფნებში, როგორ ჯდებოდა ან
გადმოდიოდა შავი, დაჯავშნული „კადილაკიდან“ რადამესის რეზი-
დენციის ბაღში, როგორ შედიოდა და გამოდიოდა უფროსის კაბი-
ნეტში. მხოლოდ მას – ჯონი აბესს – სხვას არავის ამ ქვეყანაში – შე-
ეძლო ნებისმიერ დროს გამოცხადებულიყო პალასიო ნასიონალში
51
ან ქველმოქმედის პირად რეზიდენციაში და მაშინვე მიეღოთ. ბევრი
თავისი მეგობრის მსგავსად – ქვეით ჯარში, საზღვაო ფლოტსა თუ
სამხედრო ავიაციაში – ზიზღისგან კრთებოდა მოფამფალებული სი-
ლუეტის დანახვაზე, პოლკოვნიკის სამოსში რომ გახვეულიყო. გან-
სხეულებული უარყოფა იყო შემართების, მოქნილობის, მხედრო-
ბის, ვაჟკაცობის, სიმტკიცის, იმ ყველა თვისებისა, სამხედროს რომ
უნდა ამშვენებდეს. – განა ამას არ ეუბნებოდა უფროსი თავის ჯარის-
კაცებს ეროვნულ დღესასწაულსა და სამხედრო ძალების ზეიმზე? ეს
სახე კი – ლოყებაფუებული და მგლოვიარე, იმდროინდელი მექსი-
კელი კინომსახიობების, არტურო დე კორდოვას ან კარლოს ლოპეს
მოკტესუმასავით ულვაშშეკრეჭილი, რომელსაც ღაბაბი დაკოდილი
მამალივით ეკიდა აწურულ ყელზე, სამხედროებს არ უყვარდათ,
თუმცა, მხოლოდ ძალიან ინტიმურ წრეში ან რომისგან გვარიანად
შემთვრალები აღიარებდნენ. ჯონი აბეს გარსია ოფიცრებს სძულ-
დათ, რადგან ნამდვილი სამხედრო არ იყო. თავისი ჩინები მათსა-
ვით აკადემიაში სწავლით ან ყაზარმაში ოფლის ღვრით, ნაბიჯ-ნაბიჯ
არ მოუპოვებია. ნამდვილად ბინძური საქმეების შესრულებით და-
იმსახურა და სწორედ იმიტომ გახდა სამხედრო უშიშროების სამსა-
ხურის – SIM-ის – ყოვლისშემძლე შეფი. ჯონი აბესს არ ენდობოდ-
ნენ იმ „საგმირო“ საქმეების გამო, ჩრდილივით თან რომ დასდევდა:
გაუჩინარებული ხალხის, მკვლელობების, ხელისუფლების მწვერ-
ვალზე მყოფი ადამიანების მოულოდნელი უბედურების გამო – რაც
სულ ახლახან, სენატორ აგუსტინ კაბრალს დაატყდა თავს: დაუნ-
დობლად „ჩაუშვეს“. ცილისწამების ნიაღვარმა გაზეთ „ელ კარიბეს“
ხაფანგებში სვეტი „ფორო პუბლიკო“ წალეკა. გაზეთი ყოველ დი-
ლით გამოდიოდა და ხალხს შიშის ზარს სცემდა, რადგან იქ გამოქ-
ვეყნებულ სტრიქონებზე იყო დამოკიდებული მათი ბედისწერა. ჯონი
აბესის ურიცხვი „ჩამშვების“ – caliés – მრავალრიცხოვანი არმიის
მიერ მთელ დომინიკის რესპუბლიკაში დაგებულ ხაფანგებში ხში-
რად სრულიად აპოლიტიკური, ღირსეული, მშვიდობიანი მოქალა-
52
ქეები ებმებოდნენ. ოფიცრები, მათ შორის გარსია გერერო, ჯონი
აბესის მიმართ გენერალისიმუსის სრული ნდობის მიუხედავად,
თავს უფლებას აძლევდნენ უშიშროების შეფი გაეკიცხათ, რადგან
ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელივით – მათ შორის იყო
გენერალისიმუსის ვაჟი, რამფის ტრუხილიო, – ფიქრობდნენ, რომ
ჯონი აბესი თავისი დაუნდობელი სისასტიკით ხელისუფლებას სა-
ხელს უტეხდა და მის მოწინააღმდეგეებს კრიტიკის საბაბს აძლევდა.
მიუხედავად ამისა, ამადიტოს კარგად ახსოვდა, მისმა უშუალო
ხელმძღვანელმა მაიორმა ფიგეროა კარიონმა, ლუდის ბოთლებით
სავსე მაგიდასთან შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს შორის
ამტყდარი დავის დროს როგორ დაიცვა SIM-ის უფროსი: „შესაძ-
ლოა პოლკოვნიკი დემონი იყოს, მაგრამ ტრუხილიოს დიდ სამსა-
ხურს უწევს: ყველა ბოროტება მას ბრალდება და ტრუხილიოს მხო-
ლოდ კარგ საქმეებს მიაწერენ. განა არსებობს ამაზე დიდი სამსახუ-
რი? ხელისუფლებაში ოცდაათი წელი რომ გაძლო, ჯონი აბესია სა-
ჭირო – განავალში რომ ჩაყოს ხელი. და, არა მხოლოდ ხელი, სხე-
ული და თავიც, თუ საჭიროა. მტრების, და ხანდახან მეგობრების, სი-
ძულვილის სამიზნე უნდა არსებობდეს. უფროსმა ეს კარგად იცის და
ამიტომ არ იშორებს გვერდიდან. პოლკოვნიკი ზურგს რომ არ უმაგ-
რებდეს, ვინ იცის თავს როდის დაატყდებოდა ის, რაც პერეს ხიმე-
ნესს – ვენესუელაში, ბატისტას – კუბაზე და პერონს – არგენტინა-
ში“.
– ღამე მშვიდობისა, ლეიტენანტო.
– ღამე მშვიდობისა, ჩემო პოლკოვნიკო.
ამადიტომ ხელი საფეთქელთან მიიტანა და მხედრული წესით მი-
ესალმა, მაგრამ ჯონი აბესმა ხელი გაუწოდა – ღრუბელივით რბილი
და ოფლით დასველებული ხელი, შემდეგ მხარზე დაარტყა.
– აქეთ შემოდით.
საგუშაგოსთან ნახევარი დუჟინი ჟანდარმი ჩამომწკრივებული-
ყო. გისოსებიანი შესასვლელის შემდეგ პატარა ოთახი იყო, სავა-
53
რაუდოდ ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. ოთახში ერთი
მაგიდა და რამდენიმე სკამი იდგა. ბუზებით გაპოხილ გრძელ მავ-
თულზე ერთადერთი მბჟუტავი ნათურა ეკიდა, რომელსაც მწერების
გუნდი დასტრიალებდა გარშემო. პოლკოვნიკმა კარი დაკეტა და
სტუმრებს სკამებისკენ მიუთითა. ოთახში ჟანდარმი შემოვიდა წითე-
ლეტიკეტიანი ვისკის ბოთლით ხელში („ჩემი საყვარელი მარკაა,
„მოსიარულე ჯონი“, სეხნიები გახლავართ“, – იხუმრა პოლკოვნიკ-
მა) და მაგიდაზე ჭიქები, ყინულებიანი ჯამი და მინერალური წყალი
დადგა. სანამ სასმელს ასხამდა, პოლკოვნიკი ლეიტენანტს ესაუბ-
რებოდა, თითქოს მაიორი ფიგეროა კარიონი იქ არ ყოფილიყო.
– ახალ ჩინს და შესანიშნავ სამხედრო კარიერას გილოცავთ.
კარგად ვიცი თქვენი მიღწევების შესახებ. უშიშროების სამსახურმა
თქვენი დაწინაურება გვირჩია სამხედრო და საზოგადოებრივი დამ-
სახურების გამო. თქვენ იმ რამდენიმე ოფიცერს შორის ხართ, რომ-
ლებსაც ქორწინებაზე უარი ეთქვა და გადაწყვეტილების გადახედვა
არ მოუთხოვია. სწორედ ამიტომ უფროსმა თქვენი დაწინაურება ერ-
თი წლით გადმოსწია. შევსვათ „მოსიარულე ჯონი“!
ამადიტომ დიდი ყლუპი მოსვა. პოლკოვნიკმა აბეს გარსიამ ამა-
დიტოს ჭიქა თითქმის გაავსო და წყალი ოდნავ დაამატა. სასმელი
უცებ აუვარდა თავში.
– იმ ადგილას, ჯონი აბესი რომ სასმელს გისხამდა, ნუთუ ვერ
მიხვდი, რაც გელოდა? – გამოსცრა სალვადორმა. ახალგაზრდა
კაცმა მეგობრის სიტყვებში საყვედური შეამჩნია.
– მძიმე და საზარელი რომ იქნებოდა, მივხვდი, თურქო, – უპასუ-
ხა აკანკალებულმა, – მაგრამ იმას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რაც
მოხდა.
პოლკოვნიკმა კიდევ ჩამოასხა. სიგარეტს სამივე ეწეოდა, უშიშ-
როების შეფი ამბობდა, თუ რა მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით
მტერს თავის წამოწევის საშუალება არ მისცენ და მაშინვე გაჭყლი-
ტონ, როგორც კი მოქმედებას შეეცდება.
54
– ვიდრე შიდა მტერი სუსტი და შიშველია, ქვეყნის გარეთ რაც
უნდა გააკეთონ, უმნიშვნელოა. იყვიროს ამერიკის შეერთებულმა
შტატებმა, იჩხავლოს ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ, იყე-
ფონ ვენესუელამ და კოსტა-რიკამ, ვერაფერს დაგვაკლებენ. პირი-
ქით, უფროსის გარშემო დომინიკელებს ერთ მუშტად შეკრავენ.
შემპარავი ხმა ჰქონდა, თანამოსაუბრეს თვალს არიდებდა. მისი
პატარა, შავი და ალმაცერი თვალები განუწყვეტლივ მოძრაობდნენ,
თითქოს სხვებისთვის უჩინარ საგნებს ლანდავდნენ. დროდადრო
დიდი, წითელი ცხვირსახოცით ოფლს იწმენდდა.
– განსაკუთრებით, სამხედროებს, – შეჩერდა და იატაკზე საფერ-
ფლე დაცალა, – სამხედროების ნაღებს აერთიანებს, ლეიტენანტო
გარსია გერერო, რომელთაც ახლა თქვენც მიეკუთვნებით. უფროსს
სურს, რომ თქვენ ეს იცოდეთ.
კვლავ გაჩუმდა, ჭიქა აიღო და ვისკი მოსვა. თითქოს მხოლოდ
მაშინ აღმოაჩინა მაიორ ფიგეროა კარიონის არსებობა.
– ლეიტენანტმა იცის, უფროსი მისგან რასაც ელოდება?
– აუცილებელი არაა ვინმემ უთხრას, თანატოლებს შორის გონე-
ბა ყველაზე მეტად უჭრის, – მაიორის დასიებული, გომბეშოს სახე
ალკოჰოლმა კიდევ უფრო გაასია და შეავარდისფრა. ამადიტოს მო-
ეჩვენა, რომ დიალოგი კარგად დადგმული სცენარის მიხედვით მი-
დიოდა, – მგონია, რომ იცის, თუ არადა, ამ ჩინის ღირსი არ ყოფი-
ლა.
სიჩუმე კიდევ ერთხელ ჩამოწვა, სანამ პოლკოვნიკი მესამედ ავ-
სებდა ჭიქებს. ყინულის ნატეხები სასმელში ხელით ჩაყარა. „გაგი-
მარჯოთ!“ – თქვა და დალია, დანარჩენებმაც დალიეს. ამადიტომ
თქვა, რომ ვისკის მწარე გემოს „კოკა-კოლისა“ და რომის დალევა
ერჩია ათასჯერ. მხოლოდ მაშინ მიხვდა, რატომ ასმევდნენ ვისკის.
„რა სულელი ვარ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი“, გაიფიქრა. რა უც-
ნაურია პოლკოვნიკის ეს წითელი ცხვირსახოცი! თეთრი, ცისფერი,

55
ნაცრისფერი ცხვირსახოცები მინახავს, მაგრამ წითელი?! აი, ახირე-
ბა!
– თქვენ ყოველ ჯერზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაგეკის-
რებათ, – თქვა პოლკოვნიკმა მაღალფარდოვნად,– უფროსს სურს,
დარწმუნდეს, რომ მოწოდების სიმაღლეზე ხართ.
– რა უნდა გავაკეთო, ჩემო პოლკოვნიკო? – ამადიტოს გაჭიანუ-
რებული შესავალი აღიზიანებდა, – ზემდგომების დავალებას ყო-
ველთვის პირნათლად ვასრულებ, უფროსს არასოდეს დავაღალა-
ტებ. საქმე „ერთგულების გამოცდას“ ეხება, მართალია?
თავდახრილი პოლკოვნიკი მაგიდას მისჩერებოდა. როდესაც
ჯონი აბესმა თავი ასწია, ლეიტენანტმა მის მოელვარე თვალებში
კმაყოფილების სხივი შენიშნა.
– მართალია. ყვერებიან ოფიცრებს, ტვინის ძვლამდე ტრუხილი-
ოსტები რომ არიან, პირში საწუწნ კანფეტებს არ უდებენ, – ფეხზე წა-
მოდგა, – მართალი ხართ, ლეიტენანტო. მოვრჩეთ ამ ბოდვას და
ახალი ჩინი პუჩიტა ბრასობანთან აღვნიშნოთ.
– რა უნდა გაგეკეთებინა? – სალვადორი გაჭირვებით საუბრობ-
და, ხმაჩახლეჩილი და სახეგატანჯული.
– ჩემი ხელით მოღალატე უნდა მომეკლა. ასე თქვა: „ხელი არ
უნდა აგიკანკალდეს, ლეიტენანტო“.
როდესაც ლა კუარენტას ეზოდან გამოვიდნენ, ამადიტომ იგ-
რძნო, როგორ უშხუოდა საფეთქლები. ბამბუკის დიდი ხის გვერ-
დით, ციხედ გადაქცეული სახლის ეზოში, რომელიც უშიშროების წა-
მების ცენტრი იყო, იმ ჯიპის გვერდით, რომლითაც მოვიდნენ, მე-
ორე ისეთივე მანქანა იდგა, ფარებჩამქრალი. მანქანის უკანა სა-
ვარძელში თოფიანი ჟანდარმები აკავებდნენ ხელშეკრულ ადამი-
ანს, რომელსაც პირსახოცით ჰქონდა პირი აკრული.
– ჩემთან წამოდით, ლეიტენანტო, – უთხრა ჯონი აბესმა და ჯიპის
საჭესთან დაჯდა, – რობერტო, მე წამომყევით.

56
როგორც კი ორივე მანქანა ციხის ეზოდან გავიდა და სანაპიროს-
კენ დაეშვა, თავსხმა წვიმამ დასცხო, ღამე ჭექა-ქუხილმა და ელვამ
დასერა. წყალი ნიაღვრად მოდიოდა.
– ჯობია წვიმდეს, რომც დავსველდეთ, – შენიშნა პოლკოვნიკმა,
– ცოტა გაგრილდება. გლეხები რამდენი ხანია წვიმას ნატრობენ.
არ ახსოვდა, რამდენ ხანს გაგრძელდა გზა, მაგრამ დიდი დრო
არ უნდა გასულიყო. სამაგიეროდ, კარგად ახსოვდა, სალტიტოპას
ქუჩაზე მანქანა რომ დააყენეს და პუჩა ვიტინას საროსკიპოში შევიდ-
ნენ. სალონის კედლის საათი ღამის ათს აჩვენებდა. ეს ყველაფერი
იმ დროიდან, მაიორ ფიგეროა კარიონს სახლში რომ მიაკითხა, ორი
საათი გრძელდებოდა. ჯონი აბესმა გზიდან გადაუხვია. მანქანამ ისე
დაიღმუვლა და აჯაყჯაყდა, თითქოს მაღალ ბალახსა და ქვებზე სა-
ცაა დაიშლებაო. უკან მაიორის ჯიპი მიჰყვებოდათ და თავისი ფარე-
ბით გზას უნათებდათ. სიბნელე იყო, მაგრამ ლეიტენანტი გრძნობ-
და, ზღვის გასწვრივ რომ მიდიოდნენ, რადგან მის ყურს ტალღების
გრიალი სწვდებოდა და უახლოვდებოდა. მოეჩვენა, რომ ლა კალე-
ტას პატარა ყურეს დაარტყეს წრე. როგორც კი ჯიპი გაჩერდა, წვიმამ
გადაიღო.
პოლკოვნიკმა ერთი ნახტომით ისკუპა, ამადიტომ მას მიბაძა.
ჟანდარმები კარგად გაწვრთნილები ჩანდნენ, მითითება არ დას-
ჭირვებიათ, ისე გადმოაგდეს ტყვე მუჯლუგუნებით. ელვის მყისიერ
შუქზე ლეიტენანტმა დაინახა, რომ პირაკრული კაცი ფეხშიშველი
იყო. მთელი გზა სრულიად მორჩილად იჯდა, მაგრამ როგორც კი მი-
წაზე ფეხი დადგა, თითქოს ბოლომდე გაიაზრა, რაც ელოდა და და-
იწყო გრეხვა, ყმუილი, ცდილობდა შეკრული ხელები გაეხსნა და პი-
რიდან პირსახოცი მოეშორებინა. ამადიტო, რომელიც მანამდე
ცდილობდა თვალი აერიდებია, მისი თავის კრუნჩხვით მოძრაობას
დააკვირდა, დაინახა, როგორ ცდილობდა პირი გაეთავისუფლები-
ნა, იქნებ სურდა შენდობა ეთხოვა ან ყველანი ეგინებინა, „რევოლ-

57
ვერი რომ ამოვიღო, პოლკოვნიკს, მაიორს და ჟანდარმებს მივუშვი-
რო და გაქცევის საშუალება მივცე! “ – გაიფიქრა.
– ერთის ნაცვლად კბოდეზე ორი მკვდარი იქნებოდა.– თქვა
სალვადორმა.
– კიდევ კარგი, წვიმა რომ შეწყდა, – დაიწუწუნა მაიორმა.
– თქვენი იარაღი თან გაქვთ? – იკითხა პოლკოვნიკმა ჯონი აბეს-
მა, – მეტი აღარ გატანჯოთ საბრალო დემონი.
ამადიტომ თავი უხმოდ დაუკრა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და
ტყვეს გვერდით დაუდგა. ჯარისკაცებმა ხელი უშვეს და განზე გად-
გნენ. ტიპი არ გაქცეულა, როგორც ამადიტოს ეგონა, ფეხები არ და-
ემორჩილებოდა, შიში ბალახსა და ტალახს მიაჯაჭვავდა იმ უკაცრი-
ელ ადგილზე, სადაც ქარი ღონივრად უბერავდა. გაქცევა არ უცდია,
მაგრამ თავს არ აჩერებდა, მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვე-
მოთ განწირულად იქნევდა, უშედეგოდ ცდილობდა პირიდან სახვე-
ვი მოეშორებინა. გმინავდა. ლეიტენანტმა გარსია გერერომ საფეთ-
ქელთან პისტოლეტის ლულა მიადო და გაისროლა. ხმაურმა დააყ-
რუა და წამით თვალი დახუჭა.
– კიდევ ერთხელ ესროლე, – თქვა ჯონი აბესმა, – არავინ იცის,
რა მოხდება.
ამადიტო დაიხარა, მწოლიარეს თავი წამოსწია – მდუმარედ და
უძრავად იყო – და კიდევ ერთხელ შუბლში დაახალა.
– ახლა ჟანდარმებმა იციან, რაც უნდა გააკეთონ, – თქვა პოლ-
კოვნიკმა, ლეინტენანტს მკლავში ხელი მოჰკიდა და მაიორ ფიგე-
როა კარიონის ჯიპისკენ უბიძგა, – ჩვენ პიჩიტასთან წავიდეთ, სხე-
ული გავახუროთ.
ჯიპს რობერტო მართავდა, ლეიტენანტი გერერო მდუმარედ იჯ-
და, პოლკოვნიკისა და მაიორის საუბარი შიგადაშიგ ესმოდა. ახსოვ-
და, რომ თქვეს:
– იქ დამარხავენ?

58
– ზღვაში გადააგდებენ, – აუხსნა უშიშროების სამსახურის უფ-
როსმა, – ამ რიფების უპირატესობა ეგაა. მაღალია და ნაჯახივით
ბასრი. ქვემოთ ზღვის ყურეა, ჭასავით ღრმა. მშიერი ზვიგენებით
სავსე. წამებში ყლაპავენ, უნდა ნახო. კვალს არ ტოვებენ. საიმე-
დოდ, სწრაფად და სუფთად.
– იმ კბოდეს იცნობ? – ჰკითხა სალვადორმა.
ვერა. მხოლოდ ის ახსოვს, მისვლამდე პატარა ყურეში რომ შე-
ჩერდნენ, მაგრამ ლა კუარენტადან მთელი ტრაექტორიის აღდგენას
ვერ შეძლებს.
– დასაძინებელ აბს მოგცემ, – სალვადორმა ისევ დაადო მუხ-
ლზე ხელი, – ექვსი ან რვა საათი რომ დაგაძინოს.
– ჯერ არ დამიმთავრებია, თურქო. ცოტა მოთმინება იქონიე, მე-
რე რომ სახეში შემაფურთხო და ამ სახლიდან გამაგდო.
პუჩა ვენტინის, ეგრეთ წოდებული პუჩიტა ბრასობანის საროსკი-
პოში წავიდნენ. ძველი სახლია, აივნებითა და დამჭკნარი ბაღით.
caliés საყვარელი საროსკიპოა, ხელისუფლებასთან და უშიშროე-
ბის სამსახურთან დაკავშირებული ხალხი სტუმრობს. ჭორები დადი-
ოდა, რომ ის ბებერი, თავაზიანი, უტიფარი პოჩაც უშიშროებისთვის
მუშაობდა და სწორედ ამიტომ დაწინაურდა თავის იერარქიაში, ბო-
ზების ადმინისტრატორი და მმართველი გახდა. ადრე, დიოსის ქუ-
ჩის საროსკიპოში სრულიად ახალგაზრდა წარმატებული ბოზი ყო-
ფილა. ჯონი აბესი და მაიორი ფიგეროა კარიონი კარებში ისეთი
მხურვალე სალმით მიიღო, როგორც ძველი მეგობრები, ამადიტოს
ნიკაპზე წაავლო ხელი: „როგორი მამიკოა!“ სტუმრები მეორე სარ-
თულზე აიყვანა და ბარის წინ მოათავსა, ჯონი აბესმა „მოსიარულე
ჯონი“ მოითხოვა.
– მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ვისკი „Johny walker“ იყო „მო-
სიარულე ჯონი“. ამის მიხვედრას რა უნდოდა, მე კი ვერ ვხვდებოდი.
– საუკეთესო ფსიქიატრებს სჯობია, – თქვა პოლკოვნიკმა, – უა-
მისოდ ვერ შევინარჩუნებდი ფსიქიკურ წონასწორობას, რაც ასე
59
მნიშვნელოვანია ჩემს სამსახურში, საქმე კარგად რომ შეასრულო,
სიმშვიდე, ცივი გონება და გაყინული ყვერები უნდა გქონდეს,
გრძნობა და გონება ერთმანეთში არ უნდა აურიო.
კლიენტები ჯერ არ მოსულიყვნენ, მხოლოდ ერთი სათვალიანი
მელოტი იჯდა ბართან, ლუდს წრუპავდა. მუსიკალურ ყუთთან ვიღაც
ბოლეროს უკრავდა – ამადიტომ ტონია ლა ნეგრას მსუყე ხმა იცნო.
მაიორი ფიგეროა კარიონი ფეხზე წამოდგა და საცეკვაოდ ერთ-ერ-
თი ქალი გამოიწვია იმ ჯგუფიდან, კუთხეში რომ შეყუჟულიყვნენ
მექსიკური ფილმის დიდი აფიშის ქვეშ, რომელზეც ლიბერტად ლა-
მარკე და ტიტო გისარი იყვნენ გამოსახულნი.
– მტკიცე ნერვები გაქვთ, – მოიწონა პოლკოვნიკმა ჯონი აბესმა,
– ყველა ოფიცერი ასეთი არაა, ბევრი გულადი მინახავს, კრიტიკულ
მომენტში სახეს რომ კარგავს. მინახავს, როგორ ისვრიან შიშისგან.
არავის სჯერა, მაგრამ მოსაკლავად უფრო დიდი ვაჟკაცობაა საჭი-
რო, ვიდრე სიკვდილისთვის.
სასმელი დაასხა და თქვა: „გაგიმარჯოს!“ ამადიტომ ხარბად და-
ლია. რამდენი დალია? სამი, ხუთი? მალე დროისა და ადგილის შეგ-
რძნების უნარი დაკარგა. დალია და იცეკვა კიდეც ინდიელ გოგო-
ნასთან, რომელსაც მოეფერა და შემდეგ პატარა ოთახში წაიყვანა.
ოთახს ერთი ნათურა ანათებდა, ზედ წითელი ნაჭერი ჰქონდა შე-
მოხვეული და აჭრელებული საწოლის თავზე ქანქარასავით ირხე-
ოდა. ვერ იხმარა. „ძალიან მთვრალი ვარ, დედიკონა“, მოუბოდიშა.
ნამდვილი მიზეზი კი ყელში გაჩხერილი ბურთი იყო იმის გამო, რაც
სულ ცოტა ხნის წინ ჩაიდინა. ბოლოს, გაბედა და პროლკოვნიკსა და
მაიორს უთხრა, რომ სახლში მიდიოდა, ამდენი სასმელისგან თავს
ცუდად ვგრძნობო.
სამივენი გამოვიდნენ. იქ ელოდებოდა ჯონი აბესს თავისი შავი,
დაჯავშნული „კადილაკი“ და მძღოლი, იქვე იდგა შეიარაღებული
დაცვა ჯიპით. პოლკოვნიკმა ხელი გაუწოდა.
– არ გაინტერესებთ, ის ვინ იყო?
60
– მირჩევნია არ ვიცოდე, ჩემო პოლკოვნიკო.
ჯონი აბესს აფუებული სახეზე ყალბი სიცილი დაეხატა, წითელი
ცხვირსახოცით ოფლი გაიწმინდა და უთხრა:
– რა იოლი იქნებოდა ადამიანი ასეთ საქმეებს აკეთებდეს და არ
იცოდეს ვის ეხება. არ გამაბრაზო, ლეიტენანტო, თუ მავანმა წყალში
ისკუპა, უნდა დასველდეს კიდეც. „14 ივნისის“ ერთ-ერთი შეთქმუ-
ლი იყო, მგონი, შენი საცოლის ძმა, ლუისა ხილი, არა? კარგი, სხვა
დროს კიდევ გავაკეთებთ ერთად საქმეებს. თუ დაგჭირდები, იცი,
სად მიპოვო.
ლეიტენანტმა ისევ იგრძნო თურქის ხელი თავის მუხლზე.
– ტყუილია, ამადიტო, – სალვადორი შეეცადა გაემხნევებინა, –
ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო. მოგატყუა, რომ გაენადგურები-
ნე, უფრო დამნაშავედ რომ გეგრძნო თავი, უფრო მონად რომ ექციე.
დაივიწყე, რაც გითხრა. დაივიწყე, რაც გააკეთე.
ამადიტომ თავი დახარა და თავისი რევოლვერისკენ მიუთითა:
– შემდეგში როცა გავისვრი, ტრუხილიოს მოსაკლავად გავის-
ვრი, თურქო, – თქვა, – შენ და ტონის შეგიძლიათ თქვენ გვერდით
მიგულოთ ნებისმიერ საქმეში. უკვე აღარ დაგჭირდებათ სასაუბრო
თემის შეცვლა, როდესაც მე ამ სახლში მოვალ.
– ყურადღება, ყურადღება, მარჯვენა მხრიდან მოდის, – ანტო-
ნიო დე ლა მასამ იარაღი ფანიჯრის სიმაღლეზე ასწია და ჩახმახზე
შეაყენა.
ამადიტომ და ესტრელია სადალამ იარაღები შემართეს. ანტო-
ნიო იმბერტმა ძრავა დაქოქა. მაგრამ მანქანა, რომელიც მალეკო-
ნიდან მოემართებოდა მათკენ, „შევროლე“ კი არა, „ფოლკსვაგენი“
აღმოჩნდა. ნელ-ნელა ამუხრუჭებდა, ვიდრე ისინი არ შენიშნა. შემ-
დეგ შემოტრიალდა, მათ გვერდით გაჩერდა და ფარები ჩააქრო.

61
4

– სანახავად არ ახვალთ? – ამბობს ბოლოს ექთანი.


ურანიამ იცის, რომ ეს სიტყვები ენის წვერზე ადგა იმ წუთიდან,
რაც სესარ ნიკოლას პენსონის ქუჩაზე თავის მშობლიურ სახლში
შედგა ფეხი და იმის ნაცვლად, რომ მომვლელისთვის სენიორ კაბ-
რალის ოთახში წაყვანა ეთხოვა, სამზარეულოში შევიდა და ყავა მო-
იდუღა, რომელსაც ათი წუთია ნელ-ნელა წრუპავს.
– ჯერ საუზმეს მოვრჩები, – პასუხობს ღიმილის გარეშე. ექთანი
გაუგებრობისგან თავს დაბლა ხრის, – ამ კიბეზე ასასვლელად ძა-
ლას ვიკრებ.
– ვიცი, ერთმანეთს რომ დაშორდით, მსმენია რაღაც, – ბოდი-
შობს ქალი და არ იცის, ხელები სად წაიღოს, – მხოლოდ გკითხეთ.
სენიორი უკვე ვასაუზმე და გავპარსე. ყოველთვის ძალიან ადრე იღ-
ვიძებს.
ურანია ეთანხმება. ახლა მშვიდად არის, საკუთარ თავში დარ-
წმუნებულია, კიდევ ერთხელ აკვირდება იმ ნანგრევებს, გარს რომ
შემოხვევია. კედელზე საღებავი გაცრეცილა, მაგიდა, სარეცხი ნიჟა-
რა, კარადა, ყველაფერი დაპატარავებული და მორყეული ეჩვენა.
ისევ ის ავეჯია? ვერაფერს ცნობს.
– ვინმე მოდის მოსანახულებლად? ოჯახის წევრებს ვგულის-
ხმობ.
– სენიორა ადელინას ქალიშვილები, სენიორა ლუსინდიტა და
სენიორა მანოლიტა მოდიან ხოლმე. ასე, ნაშუადღევს, – სამზარეუ-
ლოს ზღურბლთან მდგომი მაღალი, ხანშიშესული, თეთრშარვლიან
უნიფორმაში გამოწყობილი ქალი უხერხულობას ვერ მალავს, – მა-
მიდათქვენი ადრე ყოველდღე მოდიოდა, მაგრამ თეძოს ძვალი რაც
მოიტეხა, შინიდან ვეღარ გამოდის.

62
მამიდა ადელინა მამამისზე ბევრად უმცროსი იყო, სამოცდათ-
ხუთმეტი წლის იქნება დაახლოებით. ესე იგი, თეძოს ძვალი მოიტე-
ხა? ისევ ისეთი მორწმუნეა?! მაშინ ყოველდღე ეზიარებოდა.
– თავის საძინებელშია? – ურანია ბოლო ყლუპ ყავას სვამს. –
აბა, სად იქნება. არა, არ გამომყვეთ.
კიბეზე ადის, გაცრეცილ მოაჯირს მიუყვება, ყვავილების ქოთნე-
ბი აღარ დგას და კვლავ ეჩვენება, რომ სახლი დაპატარავდა. მეორე
სართულზე ასვლისას შეამჩნია, რომ იატაკის ფილები მორყეულა,
ზოგი გატეხილია. წინათ თანამედროვე სახლი იყო, კეთილმოწყო-
ბილი, გემოვნებით შერჩეული ავეჯით. ახლა გავერანებულა. ბელია
ვისტაში ნანახ სახლებთან და ბინებთან შედარებით უბადრუკი ქო-
ხია. პირველ კართან შედგა – ეს იყო იმისი ოთახი – შესვლამდე
რამდენჯერმე ფრთხილად დააკაკუნა.
მზის სხივმა სახეში შემოანათა წყვილად გაღებული ფანჯრიდან,
სინათლემ წამით დააბრმავა, შემდეგ თანდათან გამოიკვეთა საწო-
ლის კონტურები, ნაცრისფერი გადასაფარებელი, ძველი კომოდი
და ზედ ოვალური სარკე, კედელზე დაკიდებული ფოტოები, – სა-
იდან აქვს ჰარვარდის გამოსაშვები საღამოს ფოტო? – და, ბოლოს,
ტყავისზურგიან და სახელურებიან ძველ სავარძელში ლურჯ პიჟამა-
სა და ოთახის ფლოსტებში ჩაფლული მოხუცი. თითქოს სავარძელ-
ში ჩაკარგულა, პერგამენტივით გაყვითლებულა და სახლივით და-
ჩიავებულა, ურანიას ყურადღება ერთადერთმა თეთრმა საგანმა –
მამამისის ფეხებთან შარდით ნახევრად სავსე ღამის ქოთანმა მიიპ-
ყრო.
მაშინ შავი თმა ჰქონდა, მხოლოდ საფეთქლებთან დაჰყვებოდა
ელეგანტური ჭაღარა. ახლა მის ქაჩალ თავზე მეჩხერი თმა ყვითე-
ლი და ჭუჭყიანია. დიდი თვალები ჰქონდა, თავდაჯერებული გამო-
ხედვა, თავი სამყაროს პატრონი ეგონა, როცა უფროსის გვერდით
არ იყო. ახლა ეს პატარა თვალები, დაჟინებით რომ უცქერენ, ერთი
ბეწო შეშინებული თაგვის თვალებს ჰგავს. კბილები ჰქონდა, ახლა
63
– არა, ალბათ, გამოუღეს პირიდან პროთეზი (წლების წინ ურანიამ
გადაიხადა ქვითარი), ტუჩები ჩავარდნია და დაღარული ლოყები
თითქოს ერთმანეთს მიწებებია. დაპატარავებულა, ფეხები ძლივს
სწვდება იატაკს. ურანიას რომ შეხედოს, თავი უნდა ასწიოს, კისერი
დაიგრძელოს, ახლა ფეხზე წამოდგომა რომ შეეძლოს, მხრებამდე
ვერ მისწვდება.
– ურანია ვარ, – წაიჩურჩულა და მიუახლოვდა. საწოლზე მამის-
გან ერთი ნაბიჯის მოშორებით ჩამოჯდა, – გახსოვს, ქალიშვილი
რომ გყავს?
მოხუცს მღელვარება დაეტყო, მუხლებზე დაწყობილი ძვლიანი,
ფერმკრთალი, წამახვილებული თითები აამოძრავა, მაგრამ პაწაწი-
ნა თვალები, ურანიას რომ არ აშორებს, კვლავ არაფერს გამოხატა-
ვენ.
– მეც ვერ გცნობ, – წაილუღლუღა ურანიამ, – არ ვიცი, რატომ
მოვედი, აქ რას ვაკეთებ.
მოხუცმა თავი აამოძრავა – მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და
ქვემოთ. ყელიდან ხაოიანი კვნესა აღმოხდა, გრძელი, წყვეტილი,
როგორც გლოვის სიმღერა. მაგრამ ცოტა ხანში დამშვიდდა, ურანი-
ას თვალს ვერ წყვეტს.
– სახლი წიგნებით იყო სავსე, – ურანია შიშველ კედლებს ათვა-
ლიერებს, – სად წავიდა? ცხადია, კითხვა აღარ შეგიძლია. გქონდა
კი კითხვის დრო? არ მახსოვს, წიგნით ხელში მენახე. მეტისმეტად
მოუცლელი ადამიანი იყავი. მეც ისე ვარ ახლა, იქნებ უფრო მეტად
მოუცლელიც, ვიდრე შენ იმ ეპოქაში. ათი, თორმეტი საათი ოფისში
ვზივარ ან კლიენტებს ვხვდები, მაგრამ ყოველდღე მაინც ვპოულობ
დროს საკითხავად. დილაადრიან მანჰეტენის ცათამბჯენებს როცა
ვუყურებ და ალიონს ვხვდები, ან ღამით – შუშის სკების შუქებს რომ
ვუთვალთვალებ. ძალიან მომწონს. კვირაობით სამი-ოთხი საათი

64
ვკითხულობ, ტელევიზორში Meet the Press-ის22 გადაცემის შემდეგ.
შინაბერად ყოფნის უპირატესობაა, მამა. იცოდი, შენი ქალიშვილი
წმინდანების შემმოსველი23 რომ გახდა? შენ ხომ ასე ამბობდი: „რო-
გორი კრახია, საქმრო ვერ გამოიჭირა“. მეც ვერ გამოვიჭირე, მამა,
უფრო სწორად, არ მოვინდომე. შემოთავაზებები მქონდა. უნივერ-
სიტეტში. მსოფლიო ბანკში. ოფისში. წარმოიდგინე, ახლაც გამო-
მიჩნდება ხოლმე მთხოვნელი. ორმოცდაცხრა წლის ასაკში! შინაბე-
რობა არც ისეთი საშინელი ყოფილა. მაგალითად, საკითხავი დრო
მაქვს, იმის ნაცვლად, ქმარს და შვილებს რომ მივხედო.
ეტყობა, ესმის და აინტერესებს, კუნთსაც არ ამოძრავებს, სა-
უბარში ხელი რომ არ შეუშალოს. უძრავად არის, მისი პატარა მკერ-
დი თანაბრად ადი-ჩადის, ურანიას ტუჩებს თვალს არ აშორებს. ქუ-
ჩაში დროდადრო ავტომანქანა გაივლის, ისმის ნაბიჯები, ხმები, სა-
უბრის ნაწყვეტები, რომლებიც უახლოვდებიან, შორდებიან და
იკარგებიან.
– ჩემი ბინა მანჰეტენზე წიგნებითაა სავსე, – განაგრძობს ურა-
ნია, – როგორც ჩემს ბავშვობაში ეს სახლი. სამართლის, ეკონომი-
კის, ისტორიის წიგნები, მაგრამ ჩემს ოთახში მხოლოდ დომინიკე-
ლების წიგნებია. მოგონებები, კვლევები, ისტორია. ხვდები, რომე-

22
Meet the Press (ინგ) – შეხვედრა პრესასთან – ამერიკული
ტელეარხის NBC-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ყოველ კვირეული
გადაცემა. პირველად ეთერში 1947 წელს გავიდა. Meet the Press
პირველი გადაცემა იყო, სადაც პირდაპირ ეთერში ამერიკის შეერთებული
შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯერალდ ფორდმა მიიღო
მონაწილეობა.
23
ესპანურ ენაში არსებობს გამოთქმა – quedarse para vestir santos –
რაც სიტყვასიტყვით – „წმინდანების შემმოსველად დარჩენას“ ნიშნავს,
გადატანითი მნიშვნელობით კი ეს გამოთქმა ესპანურში გაუთხოვარს,
შინაბერას გულისხმობს. არსებობს თეორია, რომ ეს გამოთქმა პირველად
ესპანეთში გაჩნდა და ხანშიშესულ შინაბერებს გულისხმობდა, რომლებიც
ეკლესიებში მსახურობდნენ. მათი ძირითადი საქმიანობა წმინდანების
ქანდაკებებისთვის სამოსელის გამოცვლა და მათი მოკაზმვა იყო.
65
ლი პერიოდი მაინტერესებს? რაღა თქმა უნდა – ტრუხილიოს ეპოქა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხუთასი წლის განმავლობაში მოხდა.
ისე თავდაჯერებული ამბობდი. მართალი იყავი, მამა. ყველაფერი
ცუდი, რასაც ამერიკის დაპყრობის დროიდან მოვათრევდით, იმ ოც-
დათერთმეტი წლის განმავლობაში დაკრისტალდა. ზოგიერთ წიგ-
ნში შენც ხარ, როგორც მნიშვნელოვანი პიროვნება. სახელმწიფო
მდივანი, სენატორი, დომინიკის რესპუბლიკის პარტიის პრეზიდენ-
ტი. იყო რამე ისეთი, რაც არ ყოფილხარ, მამა? ტრუხილიოს ეპოქის
ექსპერტი გავხდი. იმის ნაცვლად, ბრიჯი და გოლფი მეთამაშა, ცხენ-
ზე მეჯირითა ან ოპერაში წავსულიყავი, ჩემს გატაცებად იმ წლებში
მომხდარი ამბების შესწავლა იქცა. დასანანია, საუბარი რომ არ შეგ-
ვიძლია. რამდენ საიდუმლოს ამიხსნიდი, შენ ხომ მხარდამხარ იბ-
რძოდი შენს საყვარელ უფროსთან. რა ცუდად გადაგიხადა ერთგუ-
ლება! მაგალითად, ძალიან მინდა მომიყვე, მისი ბრწყინვალება დე-
დაჩემთანაც თუ წვებოდა.
შენიშნა, მოხუცი რომ შეკრთა. მისი მყიფე, დალეული სხეული
თითქოს შეხტა სავარძელში. ურანიამ თავი წამოსწია და დააკვირ-
და. მოეჩვენა? ხვდება, რომ უსმენს, ძალისხმევას იკრებს, რომ გა-
იგოს, რასაც ურანია ამბობს.
– ნება დართე? შეურიგდი? შენი კარიერისთვის გამოიყენე?
ურანიამ ღრმად ჩაისუნთქა. ოთახს დააკვირდა. საწოლთან
მდგარ ტუმბოზე ვერცხლის ჩარჩოში ჩასმული ფოტოები დევს. ერთი
ურანიას პირველი კომუნიონის ფოტოა, იმ წელს გარდაიცვალა დე-
დამისი. იქნებ სწორედ ეს ხატი წაიყოლა ამ ქვეყნიდან – უფაქიზესი
ორგანზის ქსოვილში გამოწყობილი თავისი გოგონას ანგელოზური
გამოხედვა. მეორე ფოტო დედამისისაა: ახალგაზრდა, ორად გაყო-
ფილი შავი თმა, გამოქნილი წარბები, ნაღვლიანი და მეოცნებე თვა-
ლები, ძველი ფოტოა, გაყვითლებული, თითქოს დამჭკნარი. ტუმ-
ბოს მიუახლოვდა, სურათი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა.

66
გრძნობს, როგორ ჩერდება მანქანა სახლის წინ. გული საგულე-
დან უვარდება, ადგილიდან არ იძვრის, ფარდიდან ხედავს, როგორ
ირეკლება ფანჯარაში ძვირფასი, გაპრიალებული მანქანის ქრომი-
რებული ნაწილები. გრძნობს ნაბიჯებს, კარზე ორჯერ თუ სამჯერ აკა-
კუნებენ – გახევებულია, შეშინებული ადგილიდან ვერ იძვრის – ეს-
მის მოსამსახურე გოგონა როგორ აღებს კარს. მოესმა, მაგრამ ვერ
გაიგო ხანმოკლე საუბარი კიბის საფეხურთან. მისი შეშლილი გული
საცაა გასკდება. სასტუმრო ოთახში კარის ჭრიალი ისმის. ახალგაზ-
რდა, თავსაბურავიანი ინდიელი გოგონა დამფრთხალი სახით ყოფს
თავს ნახევრად გაღებულ კარში:
– სენიორა, თქვენ სანახავად პრეზიდენტი მოვიდა! გენერალისი-
მუსი, სენიორა!
– გადაეცი, რომ ვწუხვარ, მაგრამ მისი მიღება არ შემიძლია. უთ-
ხარი, რომ სენიორა კაბრალი სტუმრებს არ იღებს, როცა აგუსტინი
შინ არ არის, წადი, უთხარი!
გოგონას ფრთხილი, ორჭოფული ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა შორ-
დება. ესმის, როგორ ჩადის კიბეზე, რომლის მოაჯირიც აფეთქებუ-
ლი ნემსიწვერების ქოთნებითაა სავსე. ურანია დედამისის ფოტოს
ტუმბოზე დებს და საწოლის კიდეს უბრუნდება. კუთხეში მიყუჩებული
მამა შეშფოთებული უყურებს.
– ეს გაუკეთა უფროსმა განათლების მინისტრს თავისი ხელი-
სუფლების დასაწყისში, და შენ ეს ძალიან კარგად იცი, მამა. ახალ-
გაზრდა მეცნიერს, დონ პედრო ენრიკეს ურენიას, დახვეწილ და გე-
ნიალურ ადამიანს. როცა ის სამსახურში იყო, მისი ცოლის სანახა-
ვად მივიდა. ტრუხილიოს ეპოქის დასაწყისში ჯერ კიდევ შესაძლებე-
ლი იყო, ქალს უფროსთან შეხვედრაზე უარი ეთქვა. როდესაც მეუღ-
ლეს ეს ამბავი მოუყვა, დონ პედრო გადადგა, დომინიკის რესპუბ-
ლიკიდან წავიდა და ამ კუნძულზე ფეხი აღარასოდეს დაუდგამს.
ამის წყალობით გახდა ცნობილი მასწავლებელი, ისტორიკოსი,
კრიტიკოსი და ფილოლოგი მექსიკაში, არგენტინასა და ესპანეთში.
67
ბედი ჰქონია, უფროსმა მის ცოლთან რომ მოისურვა დაწოლა.. ტრუ-
ხილიოს მმართველობის პირველ წლებში მინისტრს შეეძლო უარი
ეთქვა თანამდებობაზე და საავტომობილო კატასტროფაში არ მოხ-
ვედრილიყო, კლდიდან არ გადაჩეხილიყო, შეშლილს ქუჩაში დანა
არ გაეყარა, ზვიგენებს არ შეეჭამა. სწორად მოიქცა, შენი აზრით?
საკუთარმა გამბედაობამ გადაარჩინა, რომ იმად არ ქცეულიყო, შენ
რაც იყავი, მამა. შენ? შენ მასავით მოიქეცი თუ განზე გაიხედე? რო-
გორც შენმა საძულველმა და უახლოესმა მეგობარმა, დონ ფრო-
ილანმა, ჩვენმა მეზობელმა? გახსოვს, მამა?
მოხუცი კანკალებს, კვნესის და კვლავ გლოვის საზარელ სიმღე-
რას ყმუის. ურანია მის დამშვიდებას ელოდება. დონ ფროილანი
ხშირად ეჩურჩულებოდა მამამისს სასტუმრო ოთახში, აივანზე, ბაღ-
ში. დღეში რამდენჯერმე მოდიოდა მის სანახავად იმ დროს, შეკრუ-
ლები რომ იყვნენ ტრუხილიოისტურ დაჯგუფებებს შორის გაჩაღე-
ბულ ქიშპობაში, რომელსაც თავად გენერალისიმუსი აღვივებდა,
თანამებრძოლები დაკავებული რომ ჰყოლოდა, ზურგს უკან მუშ-
ტმოღერებული მტრებისგან თავი რომ დაეცვათ, რომლებიც ხალ-
ხის თვალში მათივე მეგობრები, ძმები და თანამებრძოლები იყვნენ.
დონ ფროილანი მათ პირდაპირ ცხოვრობდა კრამიტით გადახუ-
რულ სახლში, რომელზეც ახლა ნახევარი დუჟინი მტრედი რაღაცის
მოლოდინში ჩამწკრივებულა. ურანია ფანჯარას უახლოვდება. დი-
დად ის სახლიც არ შეცვლილა ძლევამოსილ სენიორს რომ ეკუთ-
ვნოდა, რომელიც გახლდათ მინისტრი, სენატორი, ალკალდე, კან-
ცლერი, ელჩი და ყველაფერი, რაც იმ დროს შეიძლებოდა ყოფილი-
ყო. 1961 წლის მაისში კი – დიდი მოვლენების ჟამს – სახელმწიფო
მდივნის თანამდებობა ეჭირა.
სახლის ფასადი კვლავ ნაცრისფრად და თეთრადაა შეღებილი,
მაგრამ ისიც დაპატარავებული ეჩვენება. სახლისთვის ოთხი თუ ხუ-
თი მეტრის სიგრძეზე ახალი ფრთა მიუშენებიათ, რომელიც სვეტე-
ბიანი შესასვლელისა და გოტიკური სტილის ჰარმონიას არღვევს.
68
სკოლაში წასვლის ან დაბრუნების დროს ურანიას ბევრჯერ დაუნა-
ხავს იქ დონ ფროილანის მეუღლის მოხდენილი სილუეტი. როგორც
კი თვალს მოჰკრავდა, ეძახდა: „ურანია, ურანიტა, მოდი აქ, დამენა-
ხე, საყვარელო. რა თვალები გაქვს, გოგონა! დედაშენივით ლამაზი
ხარ, ურანიტა!“. თმაზე ეფერებოდა თავისი მოვლილი ხელებით –
ფრჩხილები ყოველთვის ხასხასა წითელი ფერით ჰქონდა შეღები-
ლი. ურანიას თითქოს ძილი ერეოდა, როდესაც ეს დათლილი თითე-
ბი მის თმასა და ყელს ეალერსებოდა. ეუხენია? ლაურა? ყვავილის
სახელი ჰქონდა? მაგნოლია? მეხსიერებიდან წაეშალა. მაგრამ მისი
სახე არ წაშლილა, არც მისი ქათქათა კანი, ხავერდოვანი გამოხედ-
ვა და დედოფლის სილუეტი... ყოველთვის საზეიმოდ იყო გამოწყო-
ბილი. ურანიას უყვარდა, რადგან ალერსიანად ეპყრობოდა, საჩუქ-
რებს ჩუქნიდა, აუზზე საბანაოდ დაჰყავდა, და განსაკუთრებით იმის
გამო, რომ დედამისის მეგობარი იყო. ფიქრობდა, დედაჩემი ზეცაში
რომ არ წასულიყო, დონ ფროილანის მეუღლესავით მშვენიერი იქ-
ნებოდაო. სამაგიეროდ, დონ ფროილანს არაფერი ჰქონდა მომხიბ-
ვლელი. დაბალი, ქაჩალი და ღიპიანი იყო, არც ერთი ქალი მისთვის
გროშს არ გაიღებდა . რამ აიძულა, ცოლად მას გაჰყოლოდა? სას-
წრაფოდ ქმარი უნდა ეშოვა თუ ინტერესის გამო გათხოვდა?
სწორედ ამას ეკითხებოდა საკუთარ თავს გაკვირვებული ურა-
ნია, როდესაც მეზობლის სახლიდან გამოვიდა და ალუმინის ქა-
ღალდში შეხვეული შოკოლადი გახსნა. გოგონა სკოლის ავტობუსი-
დან ჩამოდიოდა, როცა მეზობელმა დაუძახა:
„ურანიტა, მოდი! შენთვის სიურპრიზი მაქვს, ჩემო საყვარელო“.
ურანია სახლში შედის, სენიორას კოცნის – ცისფერი ორჯანზის კაბა
აცვია, ქუსლიანი ფეხსაცმელი, ყელზე მარგალიტის მძივი უკეთია,
ხელებზე ბეჭდები – ბრჭყვიალა ქაღალდში შეხვეული ყუთი ვარდის-
ფერი ბაფთითაა შეკრული, ურანია ხსნის, კოპწია კანფეტებს ათვა-
ლიერებს, ერთი სული აქვს გასინჯოს, მაგრამ ვერ ბედავს. უზრდე-
ლობა იქნება? ამ დროს ქუჩაში, ძალიან ახლოს მანქანა ჩერდება.
69
სენიორა ადგილზე შეკრთა, როგორც ცხენები კრთებიან ხოლმე,
იდუმალ ბრძანებას რომ გაიგონებენ. ფითრდება და ბრძანებით ამ-
ბობს: „უნდა წახვიდე!“ ურანიას მხარზე ხელს ადებს, უჭერს და გა-
სასვლელისკენ უბიძგებს. გოგონა მორჩილად იღებს რვეულებით
სავსე ჩანთას, საცაა უნდა გავიდეს, რომ ჭიშკარი წყვილად იღება და
მამაკაცის დამატყვევებელი სილუეტი – შავ სამოსში გამოწყობილი,
გახამებული სახელოებითა და პიჯაკიდან გამოსული ოქროს საკინ-
ძებით – გოგონას გზას უღობავს. სენიორი, რომელსაც შავი სათვა-
ლე უკეთია, ახლაც ყველაფერს დაუფლებია, მისი მეხსიერების ჩათ-
ვლით. გაკვირვებული ჩერდება, პირდაღებული უყურებს, უყურებს.
მისი ბრწყინვალება მშვიდი ღიმილით შესცქერის.
– ეს ვინ არის?
– ურანიტა, აგუსტინ კაბრალის გოგონა, – პასუხობს დიასახლი-
სი, – უკვე მიდის.
ნამდვილად, ურანია მიდის, გაოგნებისგან დამშვიდობება ავიწ-
ყდება, ქუჩას ჭრის, სახლში შედის, კიბეზე ადის და თავისი საძინებ-
ლის ფარდიდან უთვალთვალებს, ელოდება, როდის გამოვა პრეზი-
დენტი მოპირდაპირე სახლიდან.
– შენი შვილი ისეთი უცოდველი იყო, საკუთარი თავისთვის არ
უკითხავს, რას აკეთებდა სამშობლოს მამა იმ სახლში მაშინ, როცა
დონ ფროილანი შინ არ იყო, – მამამისი ახლა დამშვიდებული უს-
მენს, ან ეჩვენება რომ უსმენს, ურანიას თვალს ვერ წყვეტს, – ისეთი
გულუბრყვილო ვიყავი, კონგრესიდან რომ დაბრუნდი, სასწრაფოდ
გიამბე. პრეზიდენტი ვნახე, მამა! დონ ფროილანის მეუღლის მოსა-
ნახულებლად მოვიდა, მამა, რა სახე გქონდა!
თითქოს ყველაზე საყვარელი ადამიანის გარდაცვალება შეატ-
ყობინეს. თითქოს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. წამოჭარხლდა, გა-
ფითრდა, ისევ წამოჭარხლდა. გოგონას ყურადღებით ათვალიერე-
ბს, ამოწმებს. როგორ ავუხსნა? როგორ გავაფრთხილო, ოჯახს რა
საფრთხე ემუქრება?
70
ავადმყოფს უნდა რომ თვალი გააღოს, გააფართოოს.
– შვილიკო, არის რაღაცები, რაც არ უნდა იცოდე, რასაც ჯერ ვერ
გაიგებ. მე იმისთვის ვარ, შენ მაგივრად რომ ვიცოდე, რომ გაგიფ-
რთხილდე. სამყაროში ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ. არ მკითხო
რატომ, მაგრამ უნდა დაივიწყო. ფროილანის სახლში არ ყოფილ-
ხარ. მისი მეუღლე არ გინახავს. მით უფრო ის, ვინც მოგეჩვენა, რომ
ნახე. შენთვის ასე ჯობია,შვილო. და, ჩემთვისაც. არ გაიმეორო, არ
მოჰყვე. მპირდები? არასოდეს? არავისთან? შემომფიცავ?
– შემოგფიცე, – ამბობს ურანია, – მაგრამ მაშინაც გულმა ცუდი
არ მიგრძნო, არც მაშინ, მოსამსახურეებს რომ დაემუქრე, თუ გოგო-
ნას შეთხზულ ამბავს გაიმეორებთ, სამსახურს დაკარგავთო. ასეთი
უცოდველი ვიყავი. როდესაც მივხვდი, რატომ სტუმრობდა გენერა-
ლისიმუსი თავისი მინისტრების ცოლებს, მათ უკვე აღარ შეეძლოთ
ენრიკეს ურენიასავით მოქცეულიყვნენ. დონ ფროილანივით რქები
უნდა მოეთმინათ. და, რადგან სხვა გზა არ იყო, სარგებელი მაინც
ენახათ, შენც იგივე გააკეთე? უფროსი დედაჩემთანაც მოდიოდა
ჩემს დაბადებამდე? თუ მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, რომ არ
დამმახსოვრებოდა? იმათთან მიდიოდა, ვისაც ლამაზი ცოლი ჰყავ-
და. დედაჩემი ლამაზი იყო, არა? მე არ მახსოვს მოსულიყო, იქნებ
მანამდე იყო? დედაჩემმაც გააკეთა? დანებდა? გახარებული იყო
ასეთი პატივით? წესი იყო ასეთი. მართალს არ ვამბობ? კარგი დო-
მინიკელები მადლიერები იყვნენ, უფროსი თუ პატივს დასდებდა და
გაჟიმავდა. უხამსობად გეჩვენება? კი მაგრამ, ეს ხომ ის ზმნაა, შენი
საყვარელი უფროსი რომ ხმარობდა.
ჰო, ასეა. ურანიამ იცის, ბევრი წიგნი წაიკითხა ტრუხილიოს ეპო-
ქაზე. ტრუხილიო, ასეთი ფრთხილი, დახვეწილი და ელეგანტური სა-
უბრისას – გველების მომთვინიერებელი, როცა ამის სურვილი
ჰქონდა – მოულოდნელად, ღამღამობით, რამდენიმე ჭიქა ესპანური
კონიაკის, „კარლ I“-ის დალევის შემდეგ, ისეთ უწმაწურ სიტყვებს
ამბობდა, რომლებიც მხოლოდ შაქრის ქარხანაში, ფერმაში, ოსამას
71
სატვირთო პორტში ან საროსკიპოში შეიძლებოდა მოგესმინა. საუბ-
რობდა ისე, როგორც მამაკაცები საუბრობენ მაშინ, უფრო „მაჩო-
ები“ რომ უნდათ გამოჩნდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. ხანდა-
ხან, იმ დროის უხამსობებს როშავდა, ახალგაზრდობაში სან კრის-
ტობალში ან ჟანდარმერიაში მუშაობის დროს რომ ამბობდა. გარშე-
მომყოფნი ისეთივე შემართებით უწონებდნენ „მახვილსიტყვაობას“,
როგორც იმ ოფიციალურ გამოსვლებს, რომელსაც სენატორი კაბ-
რალი და ლოთი კონსტიტუციონალისტი უწერდნენ. გენერალისი-
მუსს თავი მოჰქონდა იმ „მდედრებით, ნახმარი რომ ჰყავდა“, რასაც
ასევე მხურვალედ მიესალმებოდნენ, თუნდაც დონია მარია მარტი-
ნესის, ღრმად პატივცემული ქალბატონის პოტენციურ მტრებად ქცე-
ულიყვნენ, მაშინაც კი, თუ ის „მდედრები“ მათი ცოლები, დები, დე-
დები ან ქალიშვილები იყვნენ. ეს არ იყო მხოლოდ „ცხელსისხლი-
ანი“ დომინიკელების უნაპირო ფანტაზია, ზღვარი რომ არა აქვს
ღირსებისა და ნაკლის გაზვიადებაში, ნამდვილ ამბებს რომ იქამდე
აბუქებს, ვიდრე ფანტასტიკურ მოვლენად არ გადააქცევს. რა თქმა
უნდა, ბევრი შეერეოდა გამონაგონი ამბავიც, გაზვიდებული, თანა-
მემამულეების დაუნდობლობით გაფერადებული, მაგრამ ბარაონას
ამბავი, როგორც ჩანს, ნამდვილი იყო. ურანიას ეს არ წაუკითხავს,
თავისი ყურით მოისმინა (გულისრევა იგრძნო) იმ ადამიანისგან, გე-
ნერალისიმუსთან ყოველთვის ძალიან ახლოს რომ იყო.
– ლოთი კონსტიტუციონალისტი, მამა. დიახ, სენატორი ენრი ჩი-
რინოსი, შენი გამყიდველი იუდა. თავად მისი დინგიდან მოვისმინე.
გაგიკვირდა, მასთან ერთად რომ ვიყავი? როგორც მსოფლიო ბან-
კის წარმომადგენელს, მეტი გზა არ მქონდა, დირექტორმა მთხოვა
მის ნაცვლად წავსულიყავი ჩვენს ელჩთან, უფრო სწორად, პრეზი-
დენტ ბალაგერის ელჩთან შეხვედრაზე. ბალაგერის დემოკრატი-
ული, სამოქალაქო ხელისუფლების ელჩი! ჩირინოსმა უკეთ გააკეთა
საქმე, მამა. გზიდან ჩამოგიშორა, ტრუხილიოსთან საქმე არ გაიფუ-
ჭა, შემდეგ შემობრუნდა და დემოკრატიას მიეკედლა, მიუხედავად
72
იმისა, ისეთივე ტრუხილიოისტი რომ იყო, როგორიც შენ. იქ იყო, ვა-
შინგტონში, უფრო მახინჯი, ვიდრე ოდესმე, გომბეშოსავით გასიებუ-
ლი, სტუმრებს იღებდა და სასმელს ღრუბელივით ისრუტავდა. მოწ-
ვეულ სტუმრებს ტრუხილიოს ეპოქაზე მოყოლილი ანეკდოტებით
ართობდა.
სხეულმა თვალები დახუჭა. ჩაეძინა? თავი სავარძელს მიაყ-
რდნო, დაჭმუჭნული და ცარიელი პირი დააღო. ასე უფრო გამხდარი
და უსუსურია. ღამის ხალათიდან უთმო მკერდი უჩანს, თეთრი და
ქათქათა, ძვლები ამოყრილი აქვს. თანაბრად სუნთქავს. მხოლოდ
ახლა შეამჩნია, რომ მამამისი უწინდოდაა, ბავშვის ტერფები და მუხ-
ლები აქვს.
ვერ იცნო, რას იფიქრებდა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი,
დირექტორის სალამს რომ გადასცემდა, თავისი ძველი კოლეგისა
და თანამოაზრის შვილი რომ იქნებოდა. ჭკუის კოლოფი კაბრალი?
პროტოკოლური მისალმების შემდეგ, ურანია ცდილობს ელჩთან
დისტანცია შეინარჩუნოს და ბანალურ საუბარს იწყებს ხალხთან,
რომლებიც იქ ურანიასავით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულე-
ბენ. ცოტა ხნის შემდეგ წასვლა გადაწყვიტა. იმ წრეს მიუახლოვდა,
დემოკრატიული ქვეყნის ელჩის გარშემო რომ შეკრებილა და იმან,
რასაც ელჩი ჰყვებოდა, ადგილზე მიაჯაჭვა. ნაცრისფერი დახორ-
კლილი კანი, აპოპლექსიური ნადირის ყრონტი, სამფენა ღაბაბი,
სპილოს ფაშვი, რომელიც თითქოს საცაა გასკდება და ლურჯ პიჯაკ-
სა და ყვავილებიან ჟილეტს გაარღვევს.. ელჩი ჩირინოსი ჰყვება,
რომ ეს ამბავი ბარაონაში ტრუხილიოს ეპოქის ბოლო წლებში მოხ-
და, უფროსის ერთ-ერთი მორიგი ფარსის დროს, ასე ძალიან რომ
უყვარდა, ტრუხილიომ გამოაცხადა, რომ მაგალითის მისაცემად და
დომინიკის რესპუბლიკაში დემოკრატიის გამოსაცოცხლებლად, ხე-
ლისუფლებიდან მიდის (მარიონეტულ პრეზიდენტად თავისი ძმა,
ექტორ ბიენვენიდო, მეტსახელად ელ ნეგრო დანიშნა) და მომავალ-
ში პრეზიდენტობისთვის კი არა, ყველაზე მივარდნილი პროვინციის
73
გუბერნატორობისთვის იბრძოლებს. და თან, როგორც ოპოზიციო-
ნერი კანდიდატი!
დემოკრატიის ელჩმა ამოისუნთქა, შეისვენა, თავისი პატარა,
ერთმანეთთან ახლოს ჩამჯდარი თვალებით დააკვირდა, რა გავლე-
ნა იქონია მსმენელზე მისმა სიტყვებმა. „წარმოგიდგენიათ, კაბალი-
ეროებო, – ირონიულად ამბობს, – ტრუხილიო თავისივე რეჟიმის
ოპოზიცია“. იღიმება და განაგრძობს, რომ საარჩევნო კამპანიის
დროს დონ ფროილაინ არალა, გენერალისიმუსის მარჯვენა ხელი,
წარმოთქვამს სიტყვას და ახალი სამშობლოს მამას მოუწოდებს თა-
ვისი კანდიდატურა რომელიღაც პროვინციის გუბერნატორად კი
არა, იმ პოსტზე წარადგინოს, დომინიკის რესპუბლიკის მოქალაქე-
თა გულებში რომ აქვს – ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. ყველას
ეგონა, რომ დონ ფროილანი უფროსის მითითებებს ასრულებდა.
ასე არ ყოფილა. ან, ყოველ შემთხვევაში, – ელჩი ჩირინოსი ვისკის
ბოლო ყლუპს სვამს და თვალებიდან ბოროტებას აკვესებს, – იმ ღა-
მეს უკვე ასე არ იყო. ადვილი შესაძლებელია უფროსს დონ ფრო-
ილანისთვის ასე ებრძანებინა, შემდეგ აზრი შეეცვალა და ფარსის
კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელება გადაეწყვიტა. ასე ხშირად იქ-
ცეოდა, არ ანაღვლებდა თავის ყველაზე ნიჭიერ თანამოაზრეებს სა-
საცილო მდგომარეობაში რომ აგდებდა. ფროილანს თავზე ბარო-
კოს რქები ედგა, მაგრამ იმ თავში ბრწყინვალე გონებაც ჰქონდა.
უფროსმა ამ ჰაგიოგრაფიული დისკურსის გამო ისე დასაჯა, რო-
გორც სჩვეოდა ხოლმე: იქ დაარტყა, სადაც ყველაზე მეტად ეტკინე-
ბოდა – მისი მამაკაცური ღირსება გათელა.
შეხვედრას მთელი ადგილობრივი საზოგადოება ესწრებოდა:
სამხედროები, მინისტრები, დეპუტატები და სხვა პატივცემული გვა-
მები, რომლებიც ტრუხილიოს წინასაარჩევნო კამპანიაში დაჰყვე-
ბოდნენ. ბარაონის დომინიკური პარტია უფროსის პატივსაცემად
მიღებას მართავდა. სვამდნენ, ცეკვავდნენ. გვიან ღამით, მამაკაცე-
ბის მრავალრიცხოვან საზოგადოებაში გათამამებულმა და შეზარ-
74
ხოშებულმა უფროსმა – რომელიც დამსწრეებს ოცდაათი წლის წი-
ნათ, თავისი პირველი საარჩევნო ტურნეს ამბების მოყოლით არ-
თობდა – სენტიმენტალური გამოხედვითა და ყალბი ნოსტალგიით
შთაგონებულმა, როგორც აკეთებდა ხოლმე დროსტარების ბო-
ლოს, აქაოდა, გული ამიჩუყდაო, წამოიძახა:
– მე ქალების სიყვარულით განებივრებული კაცი ვარ. ეს მკლა-
ვები ამ ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალებისთვის მომიხვევია. მათ მო-
მანიჭეს სიმტკიცე და ძალა. მათ გარეშე ვერასოდეს გავაკეთებდი
იმას, რაც გავაკეთე ( სასმისი ასწია, შუქზე შეამოწმა სითხის გამ-
ჭვირვალობა და ფერის სიმკვეთრე). იცით, ვინ იყო საუკეთესო იმ
მდედრებს შორის, ვინც ოდესმე მიხმარია? („მაპატიეთ, მეგობრებო,
ეს უხამსი ზმნა“. ბოდიში მოიხადა დიპლომატმა, „ზუსტად ვციტირებ
ტრუხილიოს სიტყვებს“) . შეყოვნდა, კონიაკის სურნელი შეისუნთქა.
ვერცხლისფერთმიანმა თავმა იმ კაბალიერობს შორის, რომლებიც
უსმენდნენ, მოძებნა და იპოვა მინისტრის გაფითრებული, მრგვალი
სახე და დაასრულა: ფროილანის ცოლი!
ურანიამ ზიზღისგან სახე შეჭმუხნა, როგორც იმ ღამეს, როცა ელ-
ჩისგან მოისმინა, რომ დონ ფროილანი გმირულად იღიმოდა, იცი-
ნოდა, სხვებთან ერთად ხალისობდა უფროსის ხუმრობაზე. „ქაღალ-
დივით თეთრი იყო, გონება არ დაუკარგავს, გულწასული იატაკზე
არ დანარცხებულა“. წვრილმანებს აზუსტებდა დიპლომატი.
– ეს როგორ შეიძლებოდა, მამა? როგორ შეიძლებოდა ასეთი
კულტურული, განათლებული, გონიერი ადამიანი ამას შერიგებო-
და? რას უშვრებოდა? რას გაძლევდათ დონ ფროილანს, ჩირინოსს,
მანუელ ალფონსოს, შენ, ყველა თავის მარჯვენა და მარცხენა ხელს,
რომ ბინძურ ჩვრებად გაქციათ?
არ გესმის, ურანია. ბევრი რამ არის ტრუხილიოს ეპოქაში, რასაც
მიხვდი. თავიდან ზოგიერთი რამ გაუგებარი გეჩვენებოდა, მაგრამ
კითხვამ, მოსმენამ, შემოწმებამ, ფიქრმა მიგახვედრა, რომ ამდენმა
მილიონმა ადამიანმა – პროპაგანდით გაბრუებულმა, ინფორმაცი-
75
ას მოწყვეტილმა, დოქტრინებით გასასტიკებულმა, იზოლირებულ-
მა, თავისუფლებაწართმეულმა – ნებაყოფლობით და შესაძლოა,
შიშის, მლიქვნელობისა და მორჩილების ცნობისმოყვარეობით შეპ-
რობილმა, ტრუხილიო გააღმერთა. არა მხოლოდ ეშინოდათ, უყ-
ვარდათ კიდეც, როგორც ავტორიტარული მშობლები უყვართ შვი-
ლებს, საკუთარ თავს რომ არწმუნებენ, გაროზგვა და დასჯა ჩვენ-
თვის სასიკეთოაო. მხოლოდ ის ვერ გაიგე, ყველაზე განათლებული
დომინიკელები, ქვეყნის ნაღები – ადვოკატები, ექიმები, მშენებლე-
ბი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის საუკეთესო უნი-
ვერსიტეტიდან გამოსულები – მგრძნობიარე, კულტურული, გამოც-
დილი, ნაკითხი, იდეური და სავარაუდოდ თვითირონიის განვითა-
რებული გრძნობით დაჯილდოებული ხალხი, როგორ აძლევდა უფ-
როსს უფლებას, ისეთი საზარელი ფორმით დაემცირებია, როგორც
იმ ღამეს, ბარაონაში – დონ ფროილან არალა.
– სამწუხაროა, ლაპარაკი რომ არ შეგიძლია, – იმეორებს და აწ-
მყოს უბრუნდება, – შევეცდებოდით ერთად გაგვეგო, რა გაუკეთა
ისეთი, ტრუხილიოს ძაღლის ერთგულება რომ შეუნარჩუნა? ბო-
ლომდე უერთგულა, შენსავით. შეთქმულებაში მონაწილეობა არ მი-
უღია, როგორც შენ. ტრუხილიოს ხელს ლოკავდა მას შემდეგაც, უფ-
როსმა ბარაონაში მისი ცოლის გაჟიმვით რომ იტრაბახა. უფროსის
ბრძანებით მოიარა სამხრეთ ამერიკა, მთავრობებს სტუმრობდა,
როგორც რესპუბლიკის კანცლერი,ბუენოს აირესიდან კარაკასში
მიდიოდა, კარაკასიდან – რიოში, ბრაზილიიდან – მონტევიდეოში,
მონტევიდეოდან – კარაკასში, მხოლოდ იმიტომ, უფროსს რომ
მშვიდად ეხმარა ჩვენი ლამაზი მეზობელი.
ეს ხატი დიდი ხანია გონებას უმღვრევს ურანიას, შეურაცხყოფის-
გან სიმწრის სიცილი უტყდება: ტრუხილიოს ეპოქის საგარეო ურთი-
ერთობათა მინისტრი ადის და ჩამოდის თვითმფრინავებიდან, სამ-
ხრეთ ამერიკის დედაქალაქებში მოგზაურობს, ემორჩილება სას-
წრაფო ბრძანებებს, ყოველ აეროპორტში რომ ხვდება, რათა ისტე-
76
რიული მოგზაურობა გააგრძელოს, მთავრობებს ფუჭი საბაბით თა-
ვი გააბეზროს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ სიუდად
ტრუხილიოში არ დაბრუნდეს, სანამ უფროსი მის ცოლს ჟიმავს. ამ
ამბავს თავად ქრასველერი, ტრუხილიოს ყველაზე ცნობილი ბიოგ-
რაფი, ჰყვებოდა. ასე რომ ყველამ იცოდა, დონ ფროილანმაც.
– ღირდა კი მამა? ძალაუფლების სიამით ტკბობის გამო? ხანდა-
ხან მგონია, რომ კეთილდღეობა მეორეხარისხოვანი იყო. სინამ-
დვილეში, შენ, არალას, პიჩარდოს, ჩირინოსს, ალვარის პინიას, მა-
ნუელ ალფონსოს სიბინძურე გიყვარდათ. ტრუხილიომ თქვენი სუ-
ლის წიაღში მაზოხისტის ვნებები გააღვიძა. ის ადამიანები იყავით,
რომლებსაც სჭირდებათ შეაფურთხონ და ატკინონ, თავი საჭიროდ
რომ იგრძნონ.
სნეული თვალის დაუხამხამებლად უყურებს, ტუჩებს არ ამოძრა-
ვებს და არც მუხლებზე დაწყობილ პატარა ხელებს. მუმიას ჰგავს,
დაბალზამებულ ადამიანს, ცვილის თოჯინას. ხალათი გაცრეცილია,
ალაგ-ალაგ მორღვეული. ძალიან ძველი უნდა იყოს, ათი-თხუთმე-
ტი წლისა. კარზე აკაკუნებენ. „შემოდი“, ამბობს ურანია, ექთანი
ოთახში თავს ჰყოფს, თეფშზე ნახევარმთვარეებად დაჭრილი მანგო
და ვაშლის თუ ბანანის ხილფაფა უდევს.
– შუადღეს ყოველთვის ხილს ვაჭმევ, – ამბობს ოთახში შემოუს-
ვლელად, – ექიმი ამბობს, რომ კუჭი ცარიელი დიდხანს არ უნდა
ჰქონდეს. თითქმის არ ჭამს, ამიტომ დღეში სამჯერ ან ოთხჯერ უნდა
მივცე რამე. ღამით – მხოლოდ წვნიანი. შეიძლება?
– დიახ, შემოდი.
ურანია მამამისს უყურებს და ისიც თვალს არ აშორებს. ექთანს
მაშინაც არ უყურებენ, როდესაც ის მოხუცის პირისპირ ჯდება და
კოვზით საჭმლის მიცემას იწყებს.
– მისი პროთეზი სადაა?

77
– იძულებული გავხდით ამოგვეღო. ძალიან რომ გახდა, ღრძი-
ლებს უსისხლიანებდა. რასაც ჭამს – წვნიანი, დაჭრილი ხილი, პი-
ურე და ათქვეფილი საჭმელი – იმისთვის არ სჭირდება.
კარგა ხანს სიჩუმეში ისხდნენ. როდესაც ავადმყოფი ლუკმას
ყლაპავს, ექთანს პირთან კოვზი მიაქვს და მოთმინების ელოდება,
რომ პირი გააღოს. შემდეგ ფრთხილად აწვდის მომდევნო კოვზს.
ყოველთვის ასე იქცევა? თუ ეს სიფრთხილე ქალიშვილის აქ ყოფნის
ბრალია? ნამდვილად: როდესაც მარტო რჩება, ალბათ, ეჩხუბება,
ჩქმეტს, როგორც ძიძები ექცევიან იმ ბავშვებს, ლაპარაკი რომ არ
იციან, როცა დედა შინ არ არის.
– თქვენ მიეცით ერთი ლუკმა, – ამბობს ექთანი, – ძალიან უნდა.
არა, დონ აგუსტინ? ხომ გინდათ, თქვენმა ქალიშვილმა გაჭამოთ
ხილფაფა, მართალი ვარ? დიახ, დიახ, უნდა. მიეცით, სანამ მე ქვე-
მოდან წყალს ამოვიტან, დამვიწყებია.
ნახევრად შეჭმულ ხილფაფიან თეფშს ურანიას ხელში აწოდებს,
ის მექანიკურად ართმევს. ექთანი მიდის, კარს ღიას ტოვებს. წამიე-
რი ყოყმანის შემდეგ, ურანია მოხუცს მანგოს ნაჭერს აწვდის. სნე-
ული თვალს არ აშორებს და პირს ჭირვეული ბავშვივით ხურავს.

78
5

– დილა მშვიდობისა, – მიუგო.


პოლკოვნიკმა ჯონი აბესმა უფროსის მაგიდაზე დილის ყოველ-
დღიური ანგარიში დადო – წინა დღეს მომხდარი ამბებით, შენიშვნე-
ბითა და წინადადებებით სავსე ტრუხილიოს მოსწონდა მისი კითხვა.
პოლკოვნიკი სისულელეებზე დროს არ კარგავდა, როგორც სამ-
ხედრო უშიშროების სამსახურის ადრინდელი უფროსი, გენერალი
არტურო რ. ესპაილიატი-ნავახიტა – ვესტ პოინტის სამხედრო სკო-
ლის კურსდამთავრებული, რომელიც თავისი სტრატეგიული ბოდვე-
ბით გენერალისიმუსს თავს აბეზრებდა. CIA-სთვის ხომ არ მუშაობს
ნავახიტა? უფროსს კი არწმუნებდნენ, თუმცა ჯონი აბესმა არ და-
უდასტურა. თუ ვინმე არ მუშაობდა CIA-სთვის, ეს პოლკოვნიკი იყო:
იანკები სძულდა.
– ყავა, თქვენო ბრწყინვალებავ?
ჯონი აბესს სამხედრო ფორმა ეცვა. ძალისხმევას არ იშურებდა,
უნიფორმა ისე ჩაეცვა, როგორც ტრუხილიო მოითხოვდა, მაგრამ
მეტის საშუალებას თავისი დონდლო და მორყეული სხეული არ აძ-
ლევდა. უფრო დაბალი ეთქმოდა, ვიდრე მაღალი. გამობერილი ღი-
პი და ორმაგი ღაბაბი ჰქონდა, საგრძნობლად გამოწეულ ნიკაპს შუ-
აში ღრმა ღარი მიუყვებოდა, ლოყები – მოფამფალებული, მხო-
ლოდ მოძრავი და სასტიკი თვალები ამხელდნენ ამ ფიზიკური არა-
რაობის გამჭრიახ გონებას. ოცდათხუთმეტი ან ოცდათექვსმეტი
წლის იქნებოდა, მაგრამ ბებერს ჰგავდა. ვესტ პოინტში არ უვლია,
არც სხვა სამხედრო სასწავლებელში. არ მიიღებდნენ. სამხედროს-
თვის შესაფერისი არც ფიზიკური მონაცემები ჰქონდა და არც მოწო-
დება. სწორედ ასეთებს უწოდებდა ინსტრუქტორი გიტლემანი –
ქველმოქმედი marine რომ იყო – კუნთების ნაკლებობის, მეტისმეტი
ქონისა და ინტრიგებით გატაცების გამო „სულით და ხორცით გომ-
ბეშოებს“. ტრუხილიომ ერთ ღამეში პოლკოვნიკად აქცია და იმავ-
79
დროულად – თავისი პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი გარღვევის
დროს – სამხედრო უშიშროების სამსახურის უფროსად დანიშნა ნა-
ვახიტას ნაცვლად. რატომ მოიქცა ასე? ჯონი აბესის სისასტიკის კი
არა, უფრო მისი ცივსისხლიანობის გამო. ის ყველაზე მეტად „ყინუ-
ლის კაცი“ იყო მათ შორის, ვისაც ოდესმე შეხვედრია ამ მხურვალე
სხეულისა და სულის ადამიანების ქვეყანაში. წარმატებული გადაწ-
ყვეტილება იყო? ბოლო დროს უმტყუნა: პრეზიდენტ ბეტანკურზე
თავდასხმის ჩაფლავება ერთადერთი არ ყოფილა, კომენდანტების
– ელოი გუტიერეს მენოიოსა და უილიამ მორგანის – მიერ ფიდელ
კასტროს წინააღმდეგ სავარაუდო აჯანყებაშიც შეცდა, სინამდვილე-
ში, ხაფანგი აღმოჩნდა, გადასახლებაში მყოფ კუბელებს მათთვის
ხელი რომ გაემართათ. ქველმოქმედი ფიქრობდა და ყავის ყლუპებს
შორის ანგარიშებს ფურცლავდა.
– თქვენ დაჟინებით მოითხოვთ, ეპისკოპოსი რეილი სანტო დო-
მინგოს კოლეჯიდან გამოვიყვანოთ. – წაიდუდღუნა ტრუხილიომ, –
დაბრძანდით, ყავა დაისხით.
– ნებას დამრთავთ, თქვენო ბრწყინვალებავ?
პოლკოვნიკს მელოდიური ხმა ახალგაზრდობის დროიდან მოჰ-
ყვებოდა – რადიოს სპორტული კომენტატორი იყო ხელბურთისა და
კალათბურთის მატჩებზე და დოღზე. იმ ეპოქიდან მხოლოდ ეზოთე-
რული ლიტერატურის სიყვარული შემორჩა – თავი როზენკროიცე-
რების24 მიმდევრად მიაჩნდა – იმ ცხვირსახოცებზე, წითლად რომ
აღებინებდა, ამბობდა, წითელს არიელებისთვის იღბალი მოჰქონდა
და ნებისმიერი ადამიანის აურის განჭვრეტის უნარს ანიჭებდაო (ეს
სისულელე გენერალისიმუსის სიცილს იწვევდა). პოლკოვნიკი უფ-
როსის პირისპირ საწერ მაგიდასთან დაჯდა თავისი ყავის ჭიქით
ხელში. გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა. და ოთახშიც ნახევრად სიბნე-

24
როზენკროიცერები – XVII-XVIII საუკუნეში გერმანიაში, რუსეთში,
ნიდერლანდებსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში: რელიგიურ-მისტიკური
ხასიათის საიდუმლო საზოგადოებათა წევრები.
80
ლე იდგა. მაგიდაზე მდგარი ერთადერთი ლამპა ოთახს ოდნავ ანა-
თებდა და ოქროსფერი სინათლის წრეს ტრუხილიოს ხელებზე კრავ-
და.
– ეს ჩირქგროვა უნდა გავხეთქოთ, თქვენო ბრწყინვალებავ. ყვე-
ლაზე დიდი პრობლემა კენედი არაა, ის მეტისმეტად დაკავებულია
კუბაზე კრახით დასრულებული თავდასხმის შემდეგ. მთავარი ეკ-
ლესიაა. თუ ქვეყანაში მეხუთე კოლონას არ გავანადგურებთ, უსია-
მოვნებები გვექნება. რეილი შესანიშნავი საბაბია მათთვის, ვინც აქ
შემოჭრას ცდილობს. ყოველდღე აბუქებენ ამბავს, თეთრ სახლს აი-
ძულებენ საბრალო ეპისკოპოსის დასახსნელად marines გადმოს-
ხას ჩვენს მიწაზე. კენედი კათოლიკეა, არ დაგავიწყდეთ.
– ყველანი კათოლიკეები ვართ, – ამოიხვნეშა ტრუხილიომ და
არგუმენტი გააქარწყლა, – კიდევ ერთი მიზეზი საიმისოდ, რომ ეპის-
კოპოსს არ უნდა შევეხოთ. გრინგოებს მხოლოდ საბაბს მივცემთ.
ხანდახან ტრუხილიოს ზიზღს ჰგვრიდა პოლკოვნიკის პირდაპი-
რობა, მაგრამ პატიობდა. უშიშროების სამსახურის უფროსს ნაბრძა-
ნები ჰქონდა გულწრფელად ესაუბრა, თუნდაც მისთვის არასასია-
მოვნო მოსასმენი ყოფილიყო. ნავახიტა ვერ ბედავდა ამ უპირატე-
სობით ჯონი აბესივით ესარგებლა.
– ეკლესიასთან ძველი ურთირთიერთობების აღდგენის აღარ
მჯერა, ეს ოცდაათწლიანი იდილია უკვე დასრულდა, – პოლკოვნიკი
ნელა ლაპარაკობდა, ვერცხლისწყალივით მოუსვენარი თვალებით
იქაურობას ზვერავდა, – 1960 წლის 25 იანვარს საეპისკოპოსომ
ჩვენ ომი გამოგვიცხადა თავისი პასტორალური წერილით. მათი მი-
ზანი რეჟიმის დამხობაა. ანაფორიანები მცირე დათმობებს არ დას-
ჯერდებიან. მხარს აღარ დაგვიჭერენ, თქვენო ბრწყინვალებავ. ეკ-
ლესიას იანკებივით ომი უნდა და ომში მხოლოდ ორი გზა არსებობს:
დამარცხება ან მტრის განადგურება. ეპისკოპოსები პანალი და რე-
ილი ღია ამბოხს აწყობენ.

81
პოლკოვნიკ აბესს ორი გეგმა ჰქონდა. პირველი – გამოეყენები-
ნა paleros25 – კეტებითა და სოლებით შეიარაღებული კატორღელე-
ბი ბალიდან (ძველი ციხიდან) რომლებიც მის განკარგულებაში იყ-
ვნენ და caliés. ეს ორი დაჯგუფება ლა ვეგას საეპისკოპოსოსთან და
სანტო დომინგოს კოლეჯთან ტერორისტი ეპისკოპოსების წინააღ-
მდეგ გამართულ დიდ მანიფესტაციას გამოეყოფოდა და წესრიგის
დამცველების მოსვლამდე წინამძღვრებს საიქიოს გაისტუმრებდა.
ეს გზა სარისკო იყო. შეიძლება ქვეყანაზე თავდასხმის მიზეზი გამ-
ხდარიყო. ორი ეპისკოპოსის სიკვდილს თავისი უპირატესობაც
ჰქონდა – მთელ კლერიკალურ საზოგადოებას კარგა ხნით დაადუ-
მებდა. მეორე გეგმის მიხედვით, წესრიგის დამცველები პანალსა და
რეილის ბრბოს მიერ ლინჩის წესით გასამართლებისგან დაიხსნიდა
და შემდეგ ხელისუფლება ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტა-
ტებში გააძევებდა იმ არგუმენტით, რომ ეს მათივე უსაფრთხოების-
თვის იყო აუცილებელი. კონგრესი დაამტკიცებდა კანონს, რომლის
მიხედვითაც ქვეყანაში საეკლესიო იერარქიის მაღალი თანამდებო-
ბის პირები დაბადებით დომინიკელები უნდა ყოფილიყვნენ. უცხოე-
ლები და მოქალაქეობამიღებულები თავის ქვეყნებს დაუბრუნდე-
ბოდნენ. ამგვარად – პოლკოვნიკმა რვეულს ჩახედა – კათოლიკე-
თა კრებული ქვეყანაში სამჯერ იოლი სამართავი გახდება.
დადუმდა, როცა თავდახრილმა ქველმოქმედმა თავი ასწია.
– ეს ის არის, რაც ფიდელ კასტრომ კუბაზე გააკეთა.
ჯონი აბესმა კვერი დაუკრა.
– იქაც ეკლესიამ ჯერ პროტესტი დაიწყო, შემდეგ – შეთქმულება,
იანკების შემოსასვლელად ნიადაგს ამზადებდა. კასტრომ უცხოელი
ღვთისმსახურები გააძევა და ვინც დარჩა, მათთვის დრაკონული კა-
ნონები შემოიღო. და, რა მოხდა? არაფერი.

25
paleros (ესპ) – ადამიანი, რომლის სამუშაო იარაღი ჯოხი, კეტი ან
მსგავსი ფორმის საგანია.
82
– ჯერ, – შეუსწორა ქველმოქმედმა, – კენედიმ ნებისმიერ წამს
შეიძლება გადასხას marines კუბაზე და ამჯერად ისეთი მოუქნელი
აღარ იქნება, როგორც გასულ თვეს ღორების ყურეში!26
– ასეთ შემთხვევაში წვეროსანი27 სიცოცხლის ბოლო წუთამდე
იბრძოლებს, – დაეთანხმა ჯონი აბესი, – არც აქაა შეუძლებელი
marines გადმოსროლა და თქვენც გადაწყვეტილი გაქვთ ბოლომდე
ვიბრძოლოთ.
ტრუხილიომ დამცინავად გაუღიმა. თუ marines წინააღმდეგ
ბრძოლაში უნდა დაიხოცონ, რამდენი დომინიკელი გაწირავს თავს
მასთან ერთად? ჯარისკაცები – უეჭველად, თავისი საქციელით და-
ამტკიცეს 1959 წლის 14 ივნისს, ფიდელ კასტრომ ჯარი რომ გამოგ-
ზავნა. კარგად იომეს, დამპყრობლები რამდენიმე დღეში გაანადგუ-
რეს კონსტანსას მთებში, მაიმონისა და ესტერო ონდოს პლაჟზე.
მაგრამ, marines წინააღმდეგ...
– ვეჭვობ ბევრი აღმოჩნდეს ჩემ გვერდით. გაქცეული ვირთხები
ბუღს დააყენებენ. თქვენ კი ნამდვილად არ გექნებათ გამოსავალი –
ჩემთან ერთად უნდა დაეცეთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ციხე გელო-
დებათ, ან მტრები მოგკლავენ, მთელ მსოფლიოში რომ გყავთ.
– ამ რეჟიმის დაცვით გავიჩინე ის მტრები, თქვენო ბრწყინვალე-
ბავ.

26
ღორების ყურე (ესპ. Bahìa de los cachinos) – ყურე კუბის სამხრეთ
სანაპიროზე, კარიბის ზღვაში. ყურეს ესპანური სახელწოდება,
სავარაუდოდ, უკავშირდება არა ღორებს, არამედ თევზის სახეობას. 1961
წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო
სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით, საგანგებოდ გაწვრთნილ
კუბელ ემიგრანტთა ჯგუფი ღორების ყურეში გადასხდა ფიდელ კასტროს
ხელისუფლების დამხობის მიზნით. თავდასხმა 65 საათის შემდეგ, სრული
კრახით დასრულდა. რევოლუციურმა ძალებმა ბოლომდე გაანადგურეს
შემოჭრილი ჯარი.
27
წვეროსანი (ესპ. barbudo) – იგულისხმება ფიდელ კასტრო.
ზოგადად, ფიდელ კასტროსა და ჩე გევარას თანამებრძოლებს barbudos –
წვეროსნებს უწოდებდნენ.
83
– ჩემ ირგვლივ მყოფთაგან, ერთადერთი, ვისაც ჩემი ღალატი
არ შეუძლია, რომც გინდოდეთ, თქვენ ხართ, – მხიარულად თქვა
ტრუხილიომ, – ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შეგიძლიათ დაეყ-
რდნოთ, ერთადერთი, ვისაც არ სძულხართ და თქვენს მოკვლაზე
არ ოცნებობს. დაქორწინებულები ვართ, ვიდრე სიკვდილი არ გაგ-
ვყრის.
კვლავ გემრიელად გაიცინა. ჯონი აბესს ისე ათვალიერებდა,
როგორც ენტომოლოგი – ძნელად მოსახელთებელ, უცხო მწერს.
პოლკოვნიკზე ბევრ რამეს ჰყვებოდნენ, განსაკუთრებით მის სისას-
ტიკეზე, მაგრამ სწორედ ეს შეეფერებოდა მისი თანამდებობის კაცს.
ამბობდნენ, მაგალითად, ჯერ კიდევ მოკლე შარვლიანი დადიოდა,
როცა მამამისმა, წარმოშობით გერმანელმა ამერიკელმა, საქათმე-
ში გამოიჭირა, ქინძისთავით წიწილებს თვალებს რომ თხრიდაო.
იმასაც ჰყვებოდნენ, ახალგაზრდობაში მედიცინის სტუდენტებს გვა-
მებს ჰყიდდა, რომელთაც დამოუკიდებლობის სასაფლაოზე იპარავ-
დაო. იმასაც, რომ ლუპიტაზე კი არის დაქორწინებული, იმ საშინელ,
ყაჩაღანა მექსიკელზე, ჩანთით პისტოლეტი რომ დააქვს, მაგრამ მა-
მათმავალი არისო. იმასაც, გენერალისიმუსის ნახევარძმასთან, ნე-
ნე ტრუხილიოსთან წვებაო.
– ალბათ იცით, რა ჭორებს ავრცელებენ თქვენზე, – წამოიძახა
უფროსმა სიცილით და თვალი თვალში გაუყარა, – ზოგიერთი ალ-
ბათ, სიმართლეა. მართლა თამაშობდით წიწილების თვალების
დათხრით? დამოუკიდებლობის სასაფლაოზე საფლავებს ძარცვავ-
დით, რომ გვამები გაგეყიდათ?
პოლკოვნიკმა ოდნავ გაიღიმა.
– პირველი სიცრუე უნდა იყოს, არ მახსოვს. მეორე – ნახევრად
სიმართლეა. გვამები არ იყო, თქვენო ბრწყინვალებავ, ძვლები და
თავის ქალები იყო, წვიმამ მიწიდან რომ ამოყარა. მინდოდა რამდე-
ნიმე პესო მომეგო. ახლა ამბობენ, უშიშროების სამსახურის უფრო-
სი მიწას იმ ძვლებს უბრუნებსო.
84
– და ის ამბავი, რომ მამათმავალი ხართ?
არც ახლა შეშფოთებულა პოლკოვნიკი. მისი ხმა კვლავ კლინი-
კურად მშვიდი იყო.
– იქით არასოდეს გამიხედავს, თქვენო ბრწყინვალებავ. მამა-
კაცთან არ ვწოლილვარ.
– კარგი, საკმარისია ამ სისულელეებზე საუბარი, – მოჭრა უფ-
როსმა მკაცრად, – ეპისკოპოსებს ჯერჯერობით ხელი არ ახლოთ.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ შესაძლებელია მა-
თი დასჯა, დაისჯებიან. ჯერ თვალი არ მოაშოროთ. ომი გამოვუცხა-
დოთ მოთმინებაზე, რომ მშვიდად არც ჭამონ და არც დაიძინონ, აბა,
თავად თუ გადაწყვეტენ წასვლას.
თავისას გაიტანენ ეპისკოპოსები და ისეთივე უზრუნველ ცხოვ-
რებას გააგრძელებენ, როგორც ის შავი ვირთხა ბეტანკური?
კვლავ ბრაზი მოერია. ამ ნაძირალამ კარაკასიდან მიაღწია, რომ
დომინიკის რესპუბლიკისათვის „ამერიკის სახელმწიფოთა ორგა-
ნიზაციას“ სანქციები დაეწესებინა: დომინიკის რესპუბლიკასთან
ყველამ ურთიერთობა გაწყვიტა და ისეთი ეკონომიკური წნეხის ქვეშ
მოაქციეს ქვეყანა, ლამის სული ამოხადონ. ყოველდღე, ყოველ სა-
ათს აუნაზღაურებელ ზარალს აყენებენ ჩვენს აყვავებულ ეკონომი-
კას. და ბეტანკური ჯერ კიდევ ცოცხალია, თავისუფლების მედრო-
შედ გამოდის, ტელევიზიებში საკუთარ დამწვარ ხელებს აჩვენებს
და ამაყობს, საშინელ თავდასხმას რომ გადაურჩა. ეს ოპერაცია ჭკუ-
ასუსტი ვენესუელელი სამხედროების ხელში არ უნდა დაგვეტოვე-
ბინა. მომდევნოს – მხოლოდ სამხედრო უშიშროების სამსახური შე-
ასრულებს. ტექნიკურად, არაპიროვნულად, აბესმა უკვე აუხსნა ახა-
ლი გეგმა, რომელიც ძლიერი აფეთქებით დასრულდება, საკონ-
ტროლო პულტი შორს იქნება, ასაფეთქებელი ოქროს ფასად იყიდეს
ჩეხოსლოვაკიაში და ახლა უკვე დომინიკის რესპუბლიკაშია, ჰაიტის
საკონსულოში. იქიდან, საჭირო დროს, კარაკასში გადატანა იოლი
იქნება.
85
1958 წელს, ჯონი აბესის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ,
ქველმოქმედი ყოველდღიურად თათბირობდა პოლკოვნიკთან ამ
ოფისში, ან კაობას სახლში, ან იქ, სადაც ტრუხილიო იმყოფებოდა,
ყოველთვის ამ დროს. გენერალისიმუსივით ჯონი აბესი შვებულებას
არასოდეს იღებდა. მის შესახებ პირველად გენერალ ესპალიატას-
გან გაიგო. უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი გაკვირვებუ-
ლი იყო მექსიკაში გადასახლებული დომინიკელების შესახებ ჯონი
აბესის მიერ მომზადებული ზუსტი და გამოწვლილვითი ანგარიშით:
რას აკეთებდნენ, რას ხლართავდნენ, სად ცხოვრობდნენ, სად იკრი-
ბებოდნენ, ვინ ეხმარებოდათ, რომელ დიპლომატებს ხვდებოდნენ.
– რამდენი ხალხი გყავთ მექსიკაში, ამ მუწუკების შესახებ ასეთ
ინფორმაციას რომ გაწვდიან?
– ყველა ინფორმაცია ერთი ადამიანისგან მოდის, თქვენო
ბრწყინვალებავ, – ნავახიტას სახეზე პროფესიული კმაყოფილება
დაეტყო, – ძალიან ახალგაზრდაა, უფროსო. ჯონი აბესი. შესაძლოა
მამამისს იცნობდით კიდეც, ნახევრად გერმანელი გრინგო იყო, დე-
ნის კომპანიაში მუშაობდა და ცოლად დომინიკელი ქალი შეირთო.
ბიჭი სპორტული კომენტატორი იყო და ცოტა პოეტიც, ინფორმატო-
რად ვიყენებდი რადიოსა და პრესაში, „ფარმასია გომესის“ შეხვედ-
რებზეც, სადაც ბევრი ინტელექტუალი დადის. საქმეს ისე კარგად გა-
ართვა თავი, რომ მექსიკაში გავგზავნე ყალბი სტიპენდიით. და, ნა-
ხეთ, მთელი ემიგრაციის ნდობა მოიპოვა. ძაღლი და კატა მისი მე-
გობარი გახდა. არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ მექსიკაში თა-
ვად ლომბარდო ტოლედანოს, მემარცხენე სინდიკალისტების ლი-
დერს დაუახლოვდა. ის მახინჯი, ცოლად რომ მოიყვანა, იმ კომუნის-
ტის მდივანი იყო, წარმოიდგინეთ!
საბრალო ნავახიტა! ასეთი აღტაცებული რომ ლაპარაკობდა ჯო-
ნი აბესზე, სწორედ მაშინ კარგავდა უშიშროების სამსახურის უფრო-
სის თანამდებობას, რისთვისაც ვესტ პოინტში მოამზადეს.

86
– მოიყვანე, ისეთი თანამდებობა მიეცი, მასზე დაკვირვება რომ
შევძლო, – უბრძანა უფროსმა.
ასე გამოჩნდა პალასიო ნასიონალის დერეფნებში ეს ტლანქი,
მოღუშული კაცი, თვალებში მუდამ შფოთი რომ ედგა. უმნიშვნელო
სამსახური მისცეს ინფორმაციის ოფისში. ახალმოსულს ტრუხილიო
შორიდან სწავლობდა. ახალგაზრდობიდანვე, სან კრისტობალში,
ყოველთვის შინაგან ინტუიციას მიჰყვებოდა და მერე ერთი თვალის
შევლება, ხანმოკლე საუბარი ან უბრალო მინიშნება მიახვედრებდა
ხოლმე, რომ ეს ადამიანი გამოადგებოდა. ასე აირჩია თანამებრძო-
ლების დიდი უმრავლესობა და საქმე ცუდად არ წასვლია. ჯონი აბეს
გარსიამ რამდენიმე კვირა იმუშავა ბნელ ოთახში პოეტ რამონ ემი-
ლიო ხიმენესის ხელმძღვანელობით დიპ ველარდე ფონტთან, კრე-
ოლთან და გრიმალდისთან ერთად, ვითომ მკითხველების წერი-
ლებს წერდა „ფორო პუბლიკოში“, ყოველდღიური გაზეთის „ელ. კა-
რიბეს“ მკითხველისთვის განკუთვნილ სვეტში. სანამ ტრუხილიო
ჯონი აბესს გამოცდას მოუწყობდა, ბედისწერის ნიშანს ელოდა –
თავადაც არ იცოდა, რას. ნიშანი სრულიად მოულოდნელად გამოჩ-
ნდა, როდესაც პალასიო ნასიონალის დერეფანში თვალი მოჰკრა,
როგორ ესაუბრებოდა ჯონი აბესი მის ერთ-ერთ სახელმწიფო მდი-
ვანს. რაზე უნდა ელაპარაკებოდეს დახვეწილი, მორწმუნე და ასკე-
ტი ხოაკინ ბალაგერი ნავახიტას ინფორმატორს?
– არაფერი განსაკუთრებული, თქვენო ბრწყინვალებავ, – აუხ-
სნა ბალაგერმა თათბირის დროს, – ამ ახალგაზრდას არ ვიცნობდი.
დავინახე, რა გატაცებით კითხულობდა, მიდიოდა და თან კითხუ-
ლობდა, ჰოდა, ცნობისმოყვარეობამ მძლია. თქვენ კარგად მოგეხ-
სენებათ ჩემი დიდი სიყვარული წიგნების მიმართ. გამიკვირდა. თა-
ვის ჭკუაზე არ უნდა იყოს. იცით, რა ართობდა ასე ძალიან? წიგნი ჩი-
ნურ კუებზე, თავმოჭრილი და გატყავებული კუების ფოტოები.

87
იმ ღამეს გამოიძახა. აბესი ისეთი გაოგნებული ჩანდა ამ მო-
ულოდნელი პატივით, რომ სიხარულით და შიშით გაოგნებული სიტ-
ყვებს ძლივს წარმოთქვამდა.
– მექსიკაში კარგი სამუშაო ჩაატარეთ, – უთხრა ტრუხილიომ მე-
ლოდიური და გამჭოლი ხმით, რომელიც თავის მზერასთან ერთად
მომნუსხველად მოქმედებდა თანამოსაუბრეზე, – ესპალიატმა მო-
მახსენა. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვან საქმეებსაც გაართმევთ
თავს. მზად ხართ?
– ნებისმიერი რამ, რასაც თქვენი ბრწყინვალება მიბრძანებს, –
ჯონი აბესი გაუნძრევლად იდგა, ფეხებმიტყუპებული, როგორც მო-
წაფე – მასწავლებლის წინაშე.
– იცნობთ ხოსე ალმოინას იქ, მექსიკაში? გალისიელია, აქ გადა-
სახლებულ ესპანელ რესპუბლიკელებთან ერთად ჩამოვიდა.
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, მხოლოდ სახით ვცნობ. მაგრამ
ვისთანაც მეგობრობს, იმ ჯგუფში ბევრს ვიცნობ, კაფე „კომერსი-
ოში“ იკრიბებიან ხოლმე. საკუთარ თავს „ესპანელ დომინიკელებს“
უწოდებენ.
– ამ სუბიექტმა ჩემ წინააღმდეგ წიგნი დაწერა – „სატრაპი კარი-
ბეში“. ფული გვატემალის ხელისუფლებამ გადაუხადა. წიგნი გრე-
გორიო ბუსტამანტეს ფსევდონიმით გამოაქვეყნა. შემდეგ, კვალის
ასარევად, თავხედობა ეყო და არგენტინაში კიდევ ერთი წიგნი გა-
მოსცა, ეს უკანასკნელი უკვე თავისი სახელით – „მე ტრუხილიოს
მდივანი ვიყავი“ – სადაც ღრუბლებზე შემომსვა. მრავალი წელი გა-
ვიდა და ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობს იქ, მექსიკაში. ჰგონია
დავივიწყე, როგორ დასწამა ცილი ჩემს ოჯახს და იმ რეჟიმს, ლუკმა-
პურს რომ აძლევდა. ასეთ დანაშაულებებს ხანდაზმულობის ვადა
არ გასდით. გინდათ საქმეს ხელი მოჰკიდოთ?
– ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თქვენო ბრწყინვალებავ, – მა-
შინვე უპასუხა აბეს გარსიამ ისეთი თავდაჯერებით, იმ წუთამდე რომ
არ გამოუმჟღავნებია.
88
ცოტა ხანში, გენერალისიმუსის ყოფილი მდივანი, რამფისის აღ-
მზრდელი და დონია მარია მარტინესის, ღრმად პატივცემული ქალ-
ბატონის პირადი მწერალი მექსიკის დედაქალაქში ტყვიებით დაც-
ხრილეს. ესპანელმა ემიგრანტებმა და პრესამ ისეთი განგაში ატე-
ხეს, ამ ამბავს რომ შეეფერებოდა, მაგრამ როგორც ითქვა, ვერავინ
შეძლო დაემტკიცებინა, რომ ამ მკვლელობაში „ტრუხილიოს გრძე-
ლი ხელი“ ერია. სწრაფი, უზადო ოპერაცია იყო და ათას ხუთასი დო-
ლარიც არ დამჯდარა იმ ქვითრის მიხედვით, მექსიკიდან დაბრუნე-
ბულმა ჯონი აბესმა სამსახურში რომ წარადგინა. ქველმოქმედმა
ჯონი აბესი სამხედრო ნაწილში მიიღო და პოლკოვნიკის წოდება მი-
ანიჭა.
ხოსე ალმოინას მკვლელობა პოლკოვნიკის ბრწყინვალედ შეს-
რულებული ოპერაციების გრძელი ჯაჭვის პირველი რგოლი იყო.
სიცოცხლეს გამოასალმეს, დაჭრეს და დაასახიჩრეს ათობით ემიგ-
რანტი. ყველაზე ხმაურიანი აქციები კუბაზე, მექსიკაში, გვატემალა-
ში, კოსტა-რიკასა და ვენესუელაში ჩატარდა. ელვისებურად და სუფ-
თად შესრულებულ საქმეებს ქველმოქმედი აღტაცებაში მოჰყავდა.
ყველა მათგანი მოქნილობისა და იდუმალების პატარა შედევრი
იყო, რომელიც საათის მექანიზმივით ზუსტად მუშაობდა. უმრავლეს
შემთხვევაში, მტერი მხოლოდ სიცოცხლეს კი არ გამოასალმა, იმა-
ზეც იზრუნა, მსხვერპლის რეპუტაცია რომ საქვეყნოდ შეელახა. ჰა-
ვანაში ემიგრაციაში მყოფი სინდიკალისტი, რობერტო ლამადა ცე-
მით მოკლეს ჩინური უბნის საროსკიპოში. რამდენიმე კახპამ პოლი-
ციაში ჩვენება მისცა: დანით დაესხა თავს მეძავ ქალს, რომელმაც
ემიგრანტს სადო-მაზოხისტურ სექსუალურ კავშირზე უარი უთხრაო.
წითლად თმაშეღებილი მულატი ქალი ნამტირალევი წარსდგა „კარ-
ტელესა“ და „ბოჰემიას“ ფურცლებზე, სადაც იმ ჭრილობებს აჩვე-
ნებდა, „გადაგვარებულმა“ რომ მიაყენა.
ადვოკატი ბაიარდო სიპრიოტა კარაკასში ჰომოსექსუალებს შო-
რის ატეხილ შეხლა-შემოხლაში დაიღუპა. ბინძურ სასტუმროში
89
იპოვეს დანით მოკლული, ქალის აზღუდითა და ტრუსით, ტუჩებზე
ხასხასა წითელი ფერის პომადა ესვა.
სამედიცინო ექსპერტიზამ სწორ ნაწლავში სპერმის არსებობა
დაადასტურა. როგორ ახერხებდა პოლკოვნიკი აბესი ასე სწრაფად
კონტაქტების ჩახლართვას იმ ქალაქებში, თითქმის რომ არ იცნობ-
და? როგორ პოულობდა საზოგადოების ყველაზე ღრმა ფსკერზე
მყოფ ადამიანებს – ყაჩაღებს, მკვლელებს, ნარკოტიკების გადამ-
ყიდველებს, მეძავებს, ქურდბაცაცებს, რომლებიც ყოველთვის ერ-
თვებოდნენ იმ სისხლიანი ქრონიკის ოპერაციებში, ყვითელ პრესას
ცხელ-ცხელ ამბებს რომ აწვდიდა და რომელშიც ყოველთვის ტრუ-
ხილიოს რეჟიმის მტრები იყვნენ გახლართული? როგორ მიაღწია
ასეთი ცოტა ფულით, მთელ ლათინურ ამერიკასა და შეერთებულ
შტატებში სრულყოფილი ქსელი შეექმნა ინფორმატორებითა და
საქმის გამკეთებელი კაცებით? ტრუხილიოს დრო მეტისმეტად
ძვირფასი იყო, წვრილმანების გამორკვევაზე რომ დაეკარგა, მაგ-
რამ შორიდან თაყვანს სცემდა (როგორც უძვირფასესი სამკაულის
კარგი მცოდნე) იმ ორიგინალურობასა და დახვეწილობას, რომლი-
თაც ჯონი აბესი რეჟიმის მტრებს იშორებდა. ვერც ემიგრაციაში
მყოფმა ჯგუფებმა, ვერც მოწინააღმდეგე ქვეყნების ხელისუფლებამ
ვერ შეძლეს რაიმე კავშირი ეპოვათ საზარელ უბედურ შემთხვევებ-
სა და გენერალისიმუსს შორის. ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი
რამონ მარერო არისტის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია იყო.
რამონ მარერო არისტი მთელ ლათინურ ამერიკაში ცნობილი რო-
მანის, „Over“-ის ავტორი იყო, რომელშიც მკითხველს ლა რომანას
შაქრის პლანტაციებში ცხოვრების შესახებ მოუთხრობდა. გაზეთ
„ლა ნასიონის (უკიდურესად ტრუხილიოისტური გაზეთის) ძველი
დირექტორი მარერო შრომის მინისტრი იყო პირველად – 1956
წელს და მეორედ – 1959 წელს. სწორედ ამ ეპოქაში The New-York
Thimes-ის ჟურნალისტს, ტედ შულცს ინფორმაციები გადასცა დო-
მინიკის ხელისუფლების შესახებ, ამ უკანასკნელს თავისი წერილე-
90
ბით ტრუხილიოს რეჟიმი ლაფში რომ ამოესვარა. როდესაც მარერო
მიხვდა, რომ საქმიანობაში ამხილეს, ვითარების გამოსასწორებ-
ლად გრინგოების გაზეთში წერილები გაგზავნა, ოთხით დამდგარი
მივიდა ტრუხილიოს კაბინეტში, ფორთხავდა, ტიროდა, პატიებას
სთხოვდა, ეფიცებოდა, არასოდეს მიღალატია და არც არასოდეს გი-
ღალატებო. ქველმოქმედმა მდუმარედ მოუსმინა და შემდეგ სილა
გააწნა. სიმწრის ოფლში გაღვრილი მარერო ცხვირსახოცის აღებას
ცდილობდა, როცა ადიუტანტების კორპუსის უფროსმა, პოლკოვნიკ-
მა გუარიონ ესტრელია სადალამ იქვე, კაბინეტში დაახალა ტყვია.
ოპერაციის საბოლოო დასრულებაზე პასუხისმგებლობაა ჯონი
აბესმა აიღო. ერთი საათის შემდეგ, მოწმეების თვალწინ, მარეროს
მანქანა სენტრალის უღელტეხილზე მოცურდა, კონსტანსასკენ რომ
მიემართებოდა. მარერო და მისი მძღოლი ისეთი დასახიჩრებული
იყვნენ, ვერავინ იცნო. ხომ ცხადი გახდა, პოლკოვნიკი ჯონი გარსია
აბესს რომ ნავახიტა უნდა ჩაენაცვლებინა უშიშროების სამსახურის
უფროსის თანამდებობაზე? ჯონი აბესი ამ ორგანიზმის სათავეში
რომ ყოფილიყო ნიუ-იორკში გალინდესზე თავდასხმის დროს, რო-
მელსაც ესპაილიატი ხელმძღვანელობდა, შესაძლოა, ის სკანდალი
არ ამტყდარიყო, ტრუხილიოს რეჟიმს ამდენი ზიანი რომ მიაყენა სა-
ერთაშორისო ასპარეზზე.
ტრუხილიომ მაგიდაზე დადებულ ანგარიშს ამრეზით გადახედა:
– კიდევ ერთი შეთქმულება ჩემ მოსაკლავად ხუან ტომას დიასის
მეთაურობით? კონსულ ჰენრი დიაბორნის, CIA-ს ბრიყვის მიერ ორ-
განიზებული?
აქამდე უძრავად მჯდარმა პოლკოვნიკმა თავისი დუნდულები
მოხერხებულად მოათავსა სავარძელში.
– როგორც ჩანს, თქვენო ბრწყინვალებავ, – ისე დაეთანხმა,
თითქოს ამ ამბავს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.
– სასაცილო ამბავია, – შეაწყვეტინა ტრუხილიომ, – ამერიკის
სახელმწიფოთა ორგანიზაციის რეზოლუციის გამო ჩვენთან ურთი-
91
ერთობები გაწყვიტეს, დიპლომატები გაიყვანეს, მაგრამ ჰენრი დი-
აბორნი და თავისი აგენტები დაგვიტოვეს, რომ დაგეგმილი შეთქმუ-
ლების ხლართვა გააგრძელონ. დარწმუნებული ხართ, რომ ხუან
ტომასი შეთქმულებაში მონაწილეობს?
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ, პატარა ნიშნებია. მაგრამ, რაც
დაითხოვეთ, გენერალი დიასი ბოღმის კასრია და ამიტომ გულდას-
მით ვუთვალთვალებ. – გასკუეს სახლში შეხვედრები იმართება. გა-
ნაწყენებული ადამიანისგან ყველაზე ცუდს უნდა ელოდო.
– სამსახურიდან დათხოვნის გამო არ ყოფილა, – შენიშნა ტრუ-
ხილიომ ხმამაღლა, თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა – ლაჩა-
რი რომ ვუწოდე, იმიტომაა განაწყენებული. ძველი ამბავი რომ შე-
ვახსენე, მისი მუნდირი შეილახა.
– მეც ვიყავი იმ სადილზე, თქვენო ბრწყინვალებავ. ვიფიქრე, გე-
ნერალი დიასი ადგება და წავა-მეთქი, მაგრამ მოითმინა, გათეთრე-
ბულმა, ოფლში გაღვრილმა. წასვლისას ფეხი ეშლებოდა, ისეთი
მთვრალი იყო.
– ხუან ტომასი ყოველთვის ძალიან თავმომწონე იყო და ჭკუა უნ-
და ესწავლა, – თქვა ტრუხილიომ, – მისი საქციელი კონსტანსაში სი-
სუსტის გამოვლინება იყო. მე სუსტ გენერლებს ვერ მოვითმენ დო-
მინიკის სამხედრო ძალებში.
ინციდენტი კონსტანსაში, მაიმონსა და ესტერო ონდოში კოალი-
ციის სამხედრო ძალების გადმოსხმიდან რამდენიმე თვეში მოხდა,
როდესაც ექსპედიციის ყველა მონაწილე – რომელთა შორის დომი-
ნიკელების გარდა, კუბელები, ჩრდილო ამერიკელები და ვენესუე-
ლელები იყვნენ – ან მკვდარი იყო, ან დაჭერილი. იმ დღეებში, 1960
წლის იანვარში, დომინიკის ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ამ
თავდასხმის მხარდასაჭერად, ადგილობრივ ოპოზიციონერებს დი-
დი იატაკქვეშა ორგანიზაცია შეექმნათ, რომელსაც „14 ივნისი“ ერ-
ქვა. ორგანიზაციის წევრები სტუდენტები და ახალგაზრდა პროფე-
სიონალები იყვნენ საშუალო და მაღალი სოციალური წრიდან, რო-
92
მელთა ოჯახები ძირითადად ტრუხილიოს რეჟიმის სამსახურში იდ-
გნენ. ქვეყნის ძირგამომთხრელი ორგანიზაციის წმენდის შუაგულ
ოპერაციაში – ამ იატაკქვეშა ორგანიზაციის აქტიური წევრები სამი
და მირაბალი და მათი მეუღლეები იყვნენ, მათ გახსენებაც კი გენე-
რალისიმუსს ნაღვლის ბუშტს უღიზიანებდა – ტრუხილიომ პალასიო
ნასიონალში სადილზე შეკრიბა რეჟიმის სამხედრო და სამოქალაქო
პირები, დაახლოებით ორმოცდაათი კაცი. უნდოდა მწარე გაკვეთი-
ლი ჩაეტარებინა თავისი ბავშვობის მეგობრისა და სამხედრო კა-
რიერის თანამეგზურისთვის, რომელსაც ტრუხილიოს ეპოქაში ყვე-
ლაზე მაღალი სამხედრო თანამდებობები ეჭირა და რომელიც ლა
ვეგას(სადაც კონსტანსაც შედიოდა) რეგიონის სამხედრო ხელ-
მძღვანელობიდან მოხსნა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი
თავდამსხმელების მიერ მთებში გაჩაღებული კოცონი. გათავისუფ-
ლების დროიდან გენერალი ტომას დიასი ამაოდ ითხოვდა გენერა-
ლისიმუსთან აუდიენციას. და, ალბათ გაკვირვებული დარჩა, სა-
დილზე მიწვევა რომ მიიღო, მას შემდეგ, რაც მისმა დამ, გრასიტამ,
თავი ბრაზილიის საელჩოს შეაფარა. უფროსი არ მისალმებია, არც
სიტყვით მიუმართავს სადილის განმავლობაში, არც გაუხედავს იმ
გრძელი მაგიდის კუთხისკენ, სადაც გენერალი იჯდა, მთავარი მაგი-
დიდან შორს, რაც სიმბოლურად გენერალისიმუსის კეთილგანწყო-
ბის დაკარგვის ნიშანი იყო.
როდესაც სტუმრებს ყავით უმასპინძლდებოდნენ, უცაბედად,
გრძელ მაგიდებთან დამსხდარი ხალხის ჟრიამულსა და საუბრებში,
მარმარილოს კედლებსა და აჩახჩახებულ ჭაღებს რომ ედებოდა –
სუფრაზე ერთადერთი ქალი იყო ისაბელ მაიერი, ჩრდილოაღმო-
სავლეთის რეგიონში ტრუხილიოს თანამებრძოლი – ავისმომასწა-
ვებლად ხმამაღლა გაისმა დომინიკელებისთვის კარგად ნაცნობი,
მკვეთრი ხმა:
– არ გაოცებთ, ბატონებო, ამ მაგიდასთან, რეჟიმის ყველაზე გა-
მორჩეული სამხედრო და სამოქალაქო პირები რომ უსხედან, იმ
93
ოფიცრის დანახვა, თანამდებობიდან რომ დაითხოვეს ბრძოლის
ველზე გამოჩენილი ლაჩრობის გამო?
დუმილი ჩამოვარდა, ნახევარი ასეული თავი ადგილზე გაქვავდა
ვეებერთელა კვადრატული მაგიდის მაქმანებიანი გადასაფარებ-
ლის პირისპირ. ქველმოქმედი გენერალ დიასის მხარეს არ იყურე-
ბოდა, თვალებგაფართოებული, განცვიფრებული და პირდაღებუ-
ლი სტუმრებს სათითაოდ ათვალიერებდა, თითქოს მათ სთხოვდა
მისტერიის ამოხსნაში დამეხმარეთო:
– იცით, ვის შესახებ ვსაუბრობ? – განაგრძო თეატრალური პა-
უზის შემდეგ, – გენერალი ხუან ტომას დიასი ლა ვეგას რეგიონის
სამხედრო დანაყოფის უფროსი იყო კუბურ-ვენესუელური თავდას-
ხმის დროს. შუაგულ ომში დავითხოვე, მტრის წინაშე ჩადენილი
უღირსი საქციელის გამო, ნებისმიერ მხარეში მსგავსი ქმედება სამ-
ხედრო ტრიბუნალითა და დახვრეტით ისჯება, რაფაელ ლეონიდეს
ტრუხილიო მოლინას დიქტატურაში კი ლაჩარ გენერალს სასახლე-
ში, სადილზე იწვევენ ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილთან ერთად.
ბოლო წინადადება ძალიან ნელა წამოთქვა, დამარცვლით, სარ-
კაზმი რომ გაემძაფრებინა.
– თუ ნებას დამრთავთ, თქვენო ბრწყინვალებავ, – წამოიბლუყუ-
ნა გენერალმა ხუან ტომას დიასმა ზეადამიანური ძალისხმევის შე-
დეგად, – მსურს შეგახსენოთ, რომ ჩემს დათხოვნამდე თავდამსხმე-
ლი გავანადგურეთ. მე ჩემი მოვალეობა შევასრულე.
ღონიერი, მოსული მამაკაცი იყო, მაგრამ უეცრად დაპატარავდა,
ძალიან გაფითრდა და პირი ნერწყვით აევსო, ქველმოქმედს დაბ-
ნეული შესცქეროდა, მაგრამ ის თითქოს ვერ ამჩნევდა, სტუმრებს
მეორედ ავლებდა თვალს და ახალი სიტყვის წარმოსათქმელად ემ-
ზადებოდა.
– და, არა მხოლოდ სასახლეში მიიწვიეს, გადადგომის შემდეგ,
სრულ ჯამაგირს იღებს და სამვარსკვლავიანი გენერლის ყველა
უპირატესობით სარგებლობს, ვალმოხდილმა მშვიდი სინდისით
94
რომ დაისვენოს და თავის დიდებულ ფერმასა და მამულში ჩინა დი-
ასის, თავის მეხუთე ცოლის – რომელიც ამავე დროს ნათესავად ერ-
გება – გვერდით დამსახურებული არდადეგებით ისარგებლოს. რა
შეიძლება იყოს ამ სისხლიანი რეჟიმის გულმოწყალების უფრო დი-
დი მტკიცებულება?
როდესაც საუბარი დაასრულა, ქველმოქმედის თვალებმა მაგი-
დის შემოვლაც შეწყვიტა და ახლა, გენერალ ტომას დიასის მხარეს
გაიხედა. უფროსის სახე უკვე აღარ იყო ირონიული და მელოდრამა-
ტული, როგორც რამდენიმე წუთის წინ. მომაკვდინებლად სერიოზუ-
ლი გამომეტყველება ჰქონდა. მის თვალებში ის ჯიქური, გამჭოლა-
ვი, დაუნდობელი გამოხედვა იდგა, რომლითაც ამ ქვეყანას და დო-
მინიკელებს მართავდა. ხუან დიას ტომასმა თავი დახარა.
– გენერალმა დიასმა უარი განაცხადა ჩემი ბრძანების შესრულე-
ბაზე და თავს უფლება მისცა, ის ოფიცერი გაეკიცხა, დავალებას რომ
მორჩილად ასრულებდა, – თქვა ნელა, ზიზღით, – შუაგულ ომში,
როცა ფიდელ კასტროს, მუნიოს მარინის, ბეტანკურის და ფიგერე-
სის მიერ შეიარაღებული მტერი, იმ ინდივიდების ხროვა, ცეცხლითა
და მახვილით გადმოვიდა, დომინიკელი ჯარისკაცები ამოხოცა და
მზად იყო, თავი წაეგლიჯა ყველასთვის, ვინც ამ სუფრაზე ვსხედ-
ვართ, მაშინ აღმოაჩინა ლა ვეგას სამხედრო ნაწილის უფროსმა,
რომ გულჩვილი ადამიანი ყოფილა, რომ ფაქიზი გული ჰქონია და
სისხლისღვრის ყურება არ შეუძლია. საკუთარ თავს უფლება მისცა,
არ შეესრულებინა ჩემი განკარგულება – ადგილზევე დაეხვრიტათ
ნებისმიერი აგრესორი, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა. გენე-
რალმა შეურაცხყოფა მიაყენა იმ ოფიცერს, ბრძანებას რომ და-
ემორჩილა და საკადრის პასუხს აძლევდა მათ, ვინც ამ მიწაზე კომუ-
ნისტური დიქტატურის დასამყარებლად შემოვიდა. მამულისათვის
ესოდენ სახიფათო წუთებში ჯარისკაცების სულისკვეთებაში გაუგებ-
რობა და სისუსტე შემოიტანა, ამიტომ აღარ არის ჯარის ნაწილი,
თუნდაც, ჯერ კიდევ სამხედრო ფორმა ეცვას.
95
გაჩუმდა, რომ წყალი მოესვა. მაგრამ აღარაფერი უთქვამს, გაგ-
რძელების ნაცვლად, მაშინვე ფეხზე წამოდგა და სტუმრებს დაემ-
შვიდობა, რაც სადილის დასასრულს მიანიშნებდა. „საღამო მშვი-
დობისა, ბატონებო!“
– ხუან ტომასს წასვლა არ უცდია, რადგან იცოდა, კარამდე ცოც-
ხალი ვერ მიაღწევდა, – თქვა ტრუხილიომ, – კეთილი. აბა, მითხა-
რით, რა შეთქმულება მზადდება.
სინამდვილეში, კონკრეტული არაფერი. თავის სახლში, გასკუ-
ეში, ბოლო დროს გენერალი და მისი მეუღლე, ჩანა სტუმრებს ხში-
რად მასპინძლობენ. საბაბი კინოს ნახვაა, რომელსაც ღია ცის ქვეშ,
პატიოში აჩვენებენ იმ პროექტორით, გენერლის სიძე რომ ფლობს.
დამსწრეების უცნაური ნაზავია. რეჟიმის სახელოვანი ადამიანები-
დან დაწყებული (მაგალითად, გენერლის მძახალი და სახლის პატ-
რონის ძმა, მოდესტო დიას კესადა), ხელისუფლებიდან განდევნი-
ლი ბიუროკრატების ჩათვლით, როგორებიც არიან ამიამა ტიო და
ანტონიო დე ლა მასა. ჯონი აბესმა ერთ-ერთი მოსამსახურე ამ
ორიოდე თვის წინათ ჯაშუშად აქცია. ერთადერთი, რაც აბესის აგენ-
ტმა შენიშნა, ისაა, რომ სენიორები სანამ კინოს უყურებენ, შეუჩე-
რებლივ საუბრობენ, თითქოს მხოლოდ იმიტომ რთავენ ფილმს, მა-
თი საუბრის ხმა რომ ჩაახშოს. მოკლედ, ის საუბრები არაა, რეჟიმზე
ცუდს რომ ლაპარაკობენ რომის ან ვისკის სასმისსა და სასმისს შო-
რის და ყურადღებას რომ იმსახურებს. თუმცა, გუშინ გენერალ დი-
ასს საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა ჰენრი დიაბორნის წარგზავნილ-
თან. თქვენს ბრწყინვალებას კარგად მოეხსენება ეგრეთ წოდებული
იანკი დიპლომატი CIA-ს უფროსი რომ იყო სიუდად ტრუხილიოში.
– მილიონ დოლარს მოსთხოვდა ჩემს თავში, – შენიშნა ტრუხი-
ლიომ, – გრინგოს თავბრუ ეხვევა ალბათ, ამდენი ნაგავი ეკონომი-
კურ დახმარებას რომ სთხოვს ჩემს მოსაკლავად. სად შეხვდნენ ერ-
თმანეთს?
– სასტუმრო „ელ ემბახადორში “, თქვენო ბრწყინვალებავ.
96
ქველმოქმედი წამით დაფიქრდა. ხუან ტომასს ძალა ეყოფა, ჩემ
წინააღმდეგ რაიმე სერიოზული დაგეგმოს? ოცი წელი გავიდა მას
შემდეგ, რაც გაიცნო. მაშინ მოქმედების კაცი იყო, შემდეგ ზედმეტად
მგრძნობიარე გახდა. ძალიან მოსწონდა მამლების ჩხუბი, ჭამა, მე-
გობრებთან გართობა, ცოლის შერთვა და გაყრა, თამაში და მოწი-
ნააღმდეგის დამარცხება. ცუდ დასაყრდენს ეძებენ გრინგოები. ეჰ,
არ ღირს შეშფოთება.
– გეთანხმებით, თქვენო ბრწყინვალებავ, მგონია, დღესდღეო-
ბით საფრთხეს არ წარმოადგენს. კუდში ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები. ვი-
ცით, ვინ სტუმრობს და ვის სტუმრობს. მისი ტელეფონი ჩართულია
და ისმინება.
არის კიდევ რამე? ქველმოქმედმა ფანჯარას გახედა: ისევ ბნე-
ლოდა, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი საათი სრულდებოდა, თუმცა,
უკვე სიჩუმე აღარ იდგა. შორს, პალასიო ნასიონალის პერიფერი-
აში, რომელიც ქუჩიდან ვრცელი მინდვრით, ხეებითა და ისრების
მაღალი ღობით იყო გამოყოფილი, დროდადრო მანქანა გაივლიდა
სიგნალით. შენობის შიგნით კი ესმოდა, დამლაგებლები როგორ
ასუფთავებდნენ, რეცხავდნენ, გვიდნენ, ცვილით აპრიალებდნენ და
ფერთხავდნენ. ოთახები და დერეფნები სუფთა და გაწკრიალებული
დაუხვდება, როდესაც შევა. ამის გაფიქრებაზე თავი კარგად იგ-
რძნო.
– მომიტევეთ ჩემი სიჯიუტე, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ
მსურს უსაფრთხოების ადრინდელი მექანიზმი აღვადგინო მაქსიმო
გომესისა და მალეკონის ქუჩის კუთხეში, როდესაც თქვენ სეირ-
ნობთ და კაობას სახლისკენ მიმავალ გზაზეც.
ტრუხილიომ რამდენიმე თვის წინათ სრულიად მოულოდნელი
ბრძანება გასცა უსაფრთხოების ოპერატიული ჯგუფის გაუქმების
თაობაზე. რატომ? შესაძლოა, იმიტომ, რომ ერთ საღამოს, თავისი
ჩვეული სეირნობის დროს, მაქსიმო გომესის ქუჩიდან ზღვისკენ რომ
ეშვებოდა, შენიშნა, ყოველი ქუჩის დასაწყისში პოლიციის კორდო-
97
ნები როგორ უკეტავდნენ გზას ფეხით მოსიარულეებსა და მანქა-
ნებს, გამზირისკენ ან სანაპიროსკენ რომ წასულიყვნენ, წარმოიდ-
გინა ასობით „ფოლკსვაგენი“ თავისი caliés-ით, ჯონი აბესმა რომ
გადაანაწილა მთელ ტრაექტორიაზე და სული შეეხუთა, კლაუსტრო-
ფობია იგრძნო. სხვა დროსაც დამართნია. ერთ საღამოს, ფინანსთა
სამინისტროსკენ მიდიოდა და დაინახა, მთელ გზაზე როგორ ჩაემ-
წკრივებინათ ბარიერები და სამხედრო საგუშაგოები მის დასაცა-
ვად. ან იქნებ საფრთხის ხიბლი იყო,მუდამ რომ ატყვევებდა გენერა-
ლისიმუსის marines დაუმორჩილებელ სულს და ყველაზე დიდი სა-
შიშროების დროს აიძულებდა ბედისწერისთვის გამოწვევა გამოეც-
ხადებინა? ნებისმიერ შემთხვევაში, მიღებულ გადაწყვეტილებას არ
შეცვლიდა.
– ბრძანება ძალაშია, – გაიმეორა იმ ტონით კამათის შესაძლებ-
ლობას რომ გამორიცხავს.
– კეთილი, თქვენო ბრწყინვალებავ.
ტრუხილიო პოლკოვნიკს თვალებში უყურებდა, ამ უკანასკნელ-
მა მაშინვე თავი დახარა. უფროსმა მისი გამოწვევა სცადა:
– როგორ გგონიათ, თქვენი სათაყვანებელი ფიდელ კასტრო ქუ-
ჩა-ქუჩა ჩემსავით დაუცველი დადის?
პოლკოვნიკმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– არა მგონია, ფიდელ კასტრო თქვენსავით რომანტიკული იყოს,
თქვენო ბრწყინვალებავ.
რომანტიკული? ის? შესაძლოა რომელიმე ქალთან, ვინც ჰყვა-
რებია – კი, ალბათ, ლინა ლოვატონთან. მაგრამ სენტიმენტალური
არეალის მიღმა, პოლიტიკაში, თავი ყოველთვის კლასიკურ ადამია-
ნად მიაჩნდა. რაციონალური, მშვიდი, პრაგმატული, გონებაცივი და
შორსმხედველი.
– როდესაც გავიცანი, იქ, მექსიკაში, „გრანმას“ ექსპედიციას ამ-
ზადებდა. შეურაცხადი კუბელის, არასერიოზული ავანტიურისტის
სახელი ჰქონდა. ჩემზე მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება თავისი
98
სრული უგრძნობლობით. თუმცა, ამოსვლებში ტროპიკული, ბობო-
ქარი, შთაგონებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეს მხო-
ლოდ პუბლიკისთვის იყო განკუთვნილი, სანამდვილეში პირიქი-
თაა. ყინულის გონება აქვს. ყოველთვის ვიცოდი, ხელისუფლების
სათავეში რომ მოექცეოდა, თაყვანს ვცემ კასტროს პიროვნულ თვი-
სებებს, როგორ ოხერხებულად გააბრიყვა გრინგოები, რუსებს შე-
ეკრა კომუნისტურ ქვეყნებთან ერთად და მეხამრიდებად გამოიყენა
ვაშინგტონის წინააღმდეგ. მის იდეებს კი პატივს არ ვცემ, კომუნის-
ტი არ ვარ.
– თქვენ სულით და ხორცით კაპიტალისტი ხართ, – გაამასხარა-
ვა ტრუხილიომ სარკასტული სიცილით, – „ულტრამარმა“ ძალიან
სარფიან საქმეს მოჰკიდა ხელი, გერმანიიდან, ავსტრიიდან და სო-
ციალისტური ქვეყნებიდან პროდუქტების შემოტანა რომ დაიწყო.
ექსკლუზიური უფლება – უდანაკარგო საქმეა.
– ამის გამოც მადლიერი ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ, – აღია-
რა პოლკოვნიკმა, – სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ მოვიფიქ-
რებდი. საქმოსნობა არასოდეს მაინტერესებდა. „ულტრამარი“,
თქვენ რომ მიბრძანეთ, ამიტომ გავხსენი.
– მირჩევნია ჩემს თანამშრომლებს წარმატებული ბიზნესი ჰქონ-
დეთ, ვიდრე მოიპარონ. – აუხსნა ქველმოქმედმა, – კარგ ბიზნესს
ქვეყნისთვის სარგებელი მოაქვს, ხალხს სამუშაოს აძლევს, სიმ-
დიდრეს ქმნის, მოსახლეობის განწყობას ამაღლებს, მოპარვა კი
ხალხში დემორალიზაციას იწვევს. წარმომიდგენია, რომ სანქციე-
ბის შემდეგ, „ულტრამარისთვისაც“ ცუდად მიდის საქმე.
– პრაქტიკულად გაჩერებულია, არ მანაღვლებს. თქვენო
ბრწყინვალებავ, ახლა, ოცდაოთხი საათი იმისთვის ვიღწვი, რომ
მტრებს ხელი შევუშალო ამ რეჟიმის განადგურებასა და თქვენს
მოკვლაში.
უემოციოდ ამბობდა, ყრუ, უგრძნობელი ხმით, როგორც ჩვე-
ულებრივ საუბრობდა ხოლმე.
99
– შემიძლია დავასკვნა, რომ ისევე მაღმერთებთ, როგორც იმ ვი-
გინდარა კასტროს? – თქვა ტრუხილიომ და პოლკოვნიკის მოუსვე-
ნარი თვალები მოძებნა.
– თქვენ თაყვანს გცემთ, ბრწყინვალებავ, – წაიბურდღუნა პოლ-
კოვნიკმა აბესმა და თავი დახარა, – თქვენ გამო ვცხოვრობ, თქვენ-
თვის ვცხოვრობ. ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ თქვენი ერთგუ-
ლი ძაღლი ვარ.
ქველმოქმედს მოეჩვენა, რომ ბოლო წინადადების წარმოთქმი-
სას ჯონი აბესს ხმა აუთრთოლდა. იცოდა, მგრძნობიარე ადამიანი
არ იყო, არც გულის აჩუყება სჩვეოდა, ესოდენ ხშირად რომ უნახავს
სხვა თანამებრძოლებში, და მაინც ყურადღებით აკვირდებოდა თა-
ვისი დანასავით ბასრი მზერით.
– მე თუ მომკლავენ, ვინმე ძალიან ახლობელი იქნება, ასე
ვთქვათ, მოღალატე ოჯახში, – ისე წარმოთქვა, თითქოს სხვა პი-
როვნებაზე ლაპარაკობდა, – თქვენ ეს დიდ უბედურებას მოგიტანთ.
– ქვეყანასაც, თქვენო ბრწყინვალებავ.
– სწორედ ამიტომ არ ჩამოვდივარ უნაგირიდან, – დაეთანხმა
ტრუხილიო, – ასე რომ არ იყოს, გადავდგებოდი, როგორც მირჩევ-
დნენ პრეზიდენტ ეიზენჰაუერის გამოგზავნილები: უილიამ პაული,
გენერალი კლარკი და სენატორი სმაზერსი, რუზველტის მეგობარი.
თეთრი სახლის გზავნილი იყო. ამისთვის მოვიდნენ, მთხოვდნენ,
ქვეყანა დამეტოვებინა და ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშე-
საფარს მთავაზობდნენ. „იქ ხელშეუხებელი იქნება თქვენი ქონება“.
ამ ჭკუასუსტებს ბატისტაში, როხას პინილიასა და პერეს ხიმენესში
შევეშალე... აქედან მხოლოდ მკვდარს გამიტანენ.
ქველმოქმედი კვლავ ფიქრებმა გაიტაცა, გუადალუპე(მეგობრე-
ბისთვის – ლუპე) გაახსენდა, ის ჩაფსკვნილი, ყაჩაღანა ქალი, ჯონი
აბესმა ცოლად რომ შეირთო მექსიკაში თავისი იდუმალი და თავგა-
დასავლებით სავსე ცხოვრების პერიოდში. ჯონი აბესი, ერთი მხრივ,
გამოწვლილვით ანგარიშებს უგზავნიდა ნავახიტას მექსიკაში გადა-
100
სახლებული დომინიკელების ყოფაზე და მეორე მხრივ, რევოლუ-
ციონერების წრეში ტრიალებდა: ფიდელ კასტრო, ჩე გევარა და 26
ივნისის კუბელები, რომლებიც „გრანმას“28 ექსპედიციას ამზადებ-
დნენ. იცნობდა მექსიკის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ხალხს,
მაგალითად, ვისენტე ტოლედანო მისი მფარველი იყო. გენერალი-
სიმუსმა ვერასოდეს გამონახა დრო, მშვიდად გამოეკვლია ჯონი
აბესის ცხოვრების ის ეტაპი, როდესაც პოლკოვნიკმა საკუთარ თავ-
ში ჯაშუშობისა და იატაკქვეშ მოქმედების ტალანტი აღმოაჩინა. მსუ-
ყე, თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით იცხოვრა, უეჭველად. რა-
ტომ მოიყვანა ცოლად ის შემზარავი ქალი?
– არის ერთი რამ, რისი კითხვაც ყოველთვის მავიწყდება, –
თქვა ისეთი პირდაპირობით, როგორც ესაუბრებოდა ხოლმე თავის
თანამშრომლებს, – როგორ მოიყვანეთ ცოლად ასეთი უშნო ქალი?
ჯონი აბესის სახეზე იოტისოდენა მოძრაობა არ შეუნიშნავს.
– სიყვარულით არ ყოფილა, თქვენო ბრწყინვალებავ.
– ეს ყოველთვის ვიცოდი, – სიცილით უპასუხა ქველმოქმედმა,
– მდიდარი არ არის, ესე იგი, ქონების გამოც არ დაქორწინებულ-
ხართ.
– მადლიერების გამო. ლუპემ ერთხელ სიკვდილს გადამარჩინა.
ჩემ გამო ადამიანი მოკლა. ახალი ჩასული ვიყავი მექსიკაში, ის
ლომბერდო ტოლედანოს მდივნად მუშაობდა. ვისენტეს წყალობით

28
„გრანმა“ – იახტა, რომელიც მექსიკაში გადასახლებულმა
კუბელებმა, ფიდელ კასტროს მეთაურობით, არალეგალურად შეძინეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1956 წლის 25 ნოემბერს, ეგრეთ
წოდებული „26 ივნისის მოძრაობის“ წევრები ფიდელ კასტრო, რაულ
კასტრო და ჩე გევარა თავის 80 თანამებრძოლთან ერთად მექსიკიდან
კუბის მიმართულებით გაემგზავრნენ რევოლუციური ბრძოლის
წამოწყების მიზნით. იახტა კუბის აღმოსავლეთ სანაპიროს 1956 წლის 2
დეკემბერს მიადგა. ამ დროიდან კუბაზე პარტიზანული ბრძოლა გაჩაღდა,
რომელიც, 1959 წლის 1 იანვარს კუბური რევოლუციის გამარჯვებით
დასრულდა. მწერალი სწორედ ამ ექსპედიციის მზადების პერიოდს
გულისხმობს.
101
გავიგე, რა არის პოლიტიკა. ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთებას
ვერ შევძლებდი ლუპეს გარეშე, თქვენო ბრწყინვალებავ. და, გარდა
ამისა, ისეთი ინტუიცია აქვს, დღემდე ყოველთვის რომ ამართლებს.
– ვიცი, რომ გამჭრიახია, დაკვირვება იცის, პისტოლეტი უდევს
და ისეთ ადგილებში დადის, მხოლოდ მამაკაცები რომ სტუმრობენ,
– უთხრა გენერალისიმუსმა შესანიშნავი განწყობით, – ისიც მსმე-
ნია, პუჩიტა ბრასობანი გოგონებს ახვედრებსო. ერთადერთი, ის
მაკვირვებს, ამ უსახურს შვილები რომ გააჩენინეთ.
– ვცდილობ, კარგი მეუღლე ვიყო, თქვენო ბრწყინვალებავ.
ქველმოქმედმა გაიცინა, ძველი დროის ხმაურიანი სიცილით.
– როცა გინდათ, შეგიძლიათ ადამიანს თავი შეაქცევინოთ, – შე-
აქო უფროსმა, – აჰა, ესე იგი, მადლიერების გამო მოიყვანეთ. გამო-
დის, რომ თქვენ ნებისყოფის ძალით გიდგებათ.
– არა, უბრალოდ, ასე გამოვთქვი, თქვენო ბრწყინვალებავ. სი-
მართლე ისაა, რომ ლუპე არ მიყვარს და არც მას ვუყვარვარ, ყო-
ველ შემთხვევაში, იმ გაგებით, როგორც ესმით სიყვარული. უფრო
ძლიერი რამ გვაერთიანებს. საფრთხეში მხარდამხარ ვყოფილ-
ვართ, სიკვდილისთვის თვალებში ჩაგვიხედავს. ბევრი სისხლი
დაღვრილა და ორივე დავთხვრილვართ.
ქველმოქმედმა თავი დაუკრა. ესმოდა, რასაც ამბობდა. მასაც
უნდოდა, ისეთი ქალი ჰყოლოდა, ეს საფრთხობელა რომ იყო, ამის
დედაც! თავს ასე მარტოსულად აღარ იგრძნობდა გადაწყვეტილებე-
ბის მიღების დროს. მართალია, ისე არაფერი ადუღაბებს ადამიანე-
ბს, როგორც სისხლი. სწორედ ამის გამო შეეზარდა ამ ქვეყანას –
უმადურების, ლაჩრებისა და მოღალატეების ქვეყანას, ჩამორჩენი-
ლობის, ქაოსის, უცოდინრობისა და ველურობისგან რომ დაეხსნა,
ბევრი სისხლი დაღვარა. მომავალში მადლიერნი მაინც დარჩებიან
ეს ბრიყვები?
ისევ მოეძალა ნაღველი. დროის შემოწმება მოიმიზეზა და თვა-
ლი შარვლის უბისკენ გააპარა. ფეხებს შორის და უბეში არანაირი
102
ლაქა არ ჰქონდა. ამ ფაქტმა განწყობა ვერ გამოუკეთა. მის გონება-
ში კვლავ გაიელვა კაობას სახლის გოგონას მოგონებამ. უსიამოვნო
ეპიზოდი იყო. ხომ არ ჯობდა, იქვე ტყვია დაეხალა, სანამ იმ საძაგე-
ლი თვალებით შემოსცქეროდა? სისულელეა. ის არასდროს დაახ-
ლიდა ტყვიას ტყუილად და მით უფრო, ლოგინის ამბებზე. მხოლოდ
მაშინ, სხვა გზა რომ არ იყო, როცა აბსოლუტურად გარდაუვალი
იყო ქვეყნის განვითარებისთვის, ან – შეურაცხყოფის გამო.
– ნებას დამრთავთ, თქვენო ბრწყინვალებავ?
– დიახ.
– პრეზიდენტმა ბალაგერმა წუხელ რადიოში გამოაცხადა, ხე-
ლისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს გაათავისუფლებსო.
– ბალაგერმა ის გააკეთა, რაც ვუბრძანე. რატომ?
– სია მჭირდება იმათი, ვისაც გაათავისუფლებენ. რომ გავკრი-
ჭო, გავპარსო და ღირსეულად ჩავაცვა. სავარაუდოდ, პრესას წა-
რუდგენენ.
– გადმოგიგზავნით, როგორც კი სიას გადავხედავ. ბალაგერი
ფიქრობს, რომ ასეთი ჟესტები დიპლომატიურ არენაზე მომგები-
ანია. ვნახოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად წარმოადგინა თავი-
სი შეხედულებები.
მაგიდაზე ბალაგერის სიტყვა ედო. ხმამაღლა წაიკითხა მონიშ-
ნული აბზაცები: „მისი ბწყინვალების, გენერალისიმუს დოქტორ რა-
ფაელ ლ. ტრუხილიო მოლინას საქმემ ისეთი სიმტკიცე შეიძინა,
რომ ოცდაათწლიანი უწყვეტი ლიდერობისა და მშვიდობიანი წეს-
რიგის შემდგომ, ლათინოამერიკულ სახელმწიფოებს მაგალითს აძ-
ლევს და ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის ნამდვილი, წარმო-
მადგენლობითი დემოკრატიის დასამკვიდრებლად“.
– კარგადაა დაწერილი, მართალს არ ვამბობ? – თქვა ტრუხილი-
ომ, – ეს გახლავთ პოეტისა და ლიტერატორის რესპუბლიკის პრე-
ზიდენტად ყოფნის უპირატესობა. ჩემი ძმა, ნეგრო, პრეზიდენტის სა-

103
ვარძელს რომ იკავებდა, მისი გამოსვლები ხალხს ძილს გვრიდა.
კარგი, ვიცი, ბალაგერი გულზე რომ არ გეხატებათ.
– ჩემს პირად სიმპათიასა და ანტიპათიას საქმეში არ ვურევ,
თქვენო ბრწყინვალებავ.
– ვერასოდეს გავიგე, რატომ არ ენდობით. ბალაგერი ყველაზე
უვნებელია ჩემს თანამოაზრეებს შორის. შეიძლება ვცდები. სხვა
მხრივ, მის ქმედებებში საეჭვო არაფერი შემინიშნავს. თუმცა, ბალა-
გერის ერთგულებაზე თავს ვერ დავდებდი.
ტრუხილიომ საათს დახედა. ექვსს ორი წუთი აკლდა. მისი თათ-
ბირი აბესს გარსიასთან, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა,
ერთ საათზე მეტი არ გრძელდებოდა. ფეხზე წამოდგა, SIM-ის უფ-
როსმა მას მიბაძა.
– ეპისკოპოსების შესახებ აზრს თუ შევიცვლი, შეგატყობინებთ,
– თქვა დამშვიდობების ნაცვლად, – ყოველ შემთხვევაში, თქვენ
მზად იყავით.
– ნებისმიერ დროს, როგორც კი ბრძანებთ, საქმეში ჩავერთვე-
ბით, თქვენის ნებართვით, თქვენო ბრწყინვალებავ.
როგორც კი ჯონი აბესი ოთახიდან გავიდა, ქველმოქმედმა ფან-
ჯრიდან ცას გახედა. ჯერ სინათლის სხივიც არ ჩანდა.

104
6

– აჰა, ვიცი უკვე, ვინც არის, – თქვა ანტონიო დე ლა მასამ.


მანქანის კარი გამოაღო და მოკლელულიანი თოფით ხელში
გზაზე გავიდა. არც ერთი თავისი თანამეგზური – ტონი, ესტრელია
სადალა და ამადიტო – არ გაჰყოლია. მანქანიდან მიადევნეს თვა-
ლი მის ჩაფსკვნილ სილუეტს სიბნელეში, რომელსაც მთვარის
მკრთალი შუქი ოდნავ ანათებდა. პატარა „ფოლკსვაგენისკენ“ გა-
ემართა, ჩამქრალი ფარებით მათ გვერდით რომ გაჩერებულიყო.
– არ მითხრა ახლა, უფროსმა გადაწყვეტილება შეცვალაო! – წა-
მოიძახა ანტონიომ სალმის ნაცვლად, მანქანის ფანჯარაში თავი შე-
ყო და მძღოლს სახე მიუახლოვა. მანქანის ერთადერთი მგზავრი,
კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილი აქოშინებული მამაკაცი
ისეთი მსუქანი იყო, ანტონიომ გაიფიქრა, ნეტავ მანქანაში როგორ
ეტევა, გალიაში ჩასმულს ჰგავსო.
– პირიქით, ანტონიო, – დაამშვიდა საჭეზე ხელებდაწყობილმა
მიგელ ანხელ ბეას დიასმა, – ნებისმიერ შემთხვევაში წავა სან კრის-
ტობალში. იმიტომ შეაგვიანდა, რომ მალეკონზე გასეირნების შემ-
დეგ, პუპო რომანი წაიყვანა სან ისიდროს სამხედრო ბაზაზე. შენ და-
სამშვიდებლად მოვედი, წარმოვიდგინე, როგორ ღელავ. ყოველ წუ-
თას შეიძლება გამოჩნდეს, მზად იყავით.
– არ გაგაწბილებთ, მიგელ ანხელ. ვიმედოვნებ, არც თქვენ.
ცოტა ხანს ისაუბრეს ერთმანეთზე სახემიტყუპულებმა. მსუქანი
კაცი საჭეს იყო ჩაფრენილი, ანტონიო დე ლა მასა კი ყოველ წამს
სიუდად ტრუხილიოდან მომავალი გზისკენ აპარებდა თვალს, ში-
შობდა, ავტომობილი ისე უცაბედად არ გამოჩენილიყო, რომ საკუ-
თარ მანქანაში დაბრუნება ვერ მოესწრო.
– ნახვამდის, წარმატებას გისურვებ! – დაემშვიდობა მიგელ ან-
ხელ ბეას დიასი.

105
მანქანა სიუდად ტრუხილიოს მიმართულებით ისე წავიდა, რომ
შუქი არ აუნთია. ანტონიო ადგილზე იდგა, გრძნობდა გრილი ნიავის
შრიალს, ესმოდა ტალღების ხმაური, რამდენიმე მეტრში რომ იმ-
სხვრეოდა, ზღვის შხეფები სახესა და თავზე ეცემოდა, ქარი თმას
უჩეჩდა, ხედავდა, როგორ შორდებოდა მანქანა და როგორ იკარგე-
ბოდა შორს, ღამის სიბნელეში, სადაც ქალაქისა და ხალხით გაჭე-
დილი რესტორნების შუქები ციმციმებდა. მიგელ ანხელი თავდაჯე-
რებული ჩანდა. ეჭვი აღარ იყო: ნამდვილად მოვიდოდა ამ სამშა-
ბათს, 1961 წლის 30 მაისს, და ანტონიო, ბოლოს და ბოლოს, აღას-
რულებდა ფიცს, მოკას მამულში რომ დადო, მამამისის, თავისი ძმე-
ბის, რძლებისა და სიძეების წინაშე ოთხი წლისა და ოთხი თვის წი-
ნათ, 1957 წლის 7 იანვარს, იმ დღეს, ტავიტო რომ მოკლეს.
გაახსენდა, რომ „პონი“ იქვე იყო. რა სასიამოვნო იქნებოდა ახ-
ლა ბარის მაღალ სკამზე ყინულებიანი რომის დალევა. იგრძნობდა,
ალკოჰოლი როგორ უვლის სხეულში, როგორ აბრუებს და აშორებს
ტავიტოს, იმ ტკივილს, სისატიკესა და ციებ-ცხელებას, მისი ცხოვრე-
ბა რომ გადაიქცა თავისი უმცროსი, უსაყვარლესი და უახლოესი
ძმის ლაჩრული მკვლელობის შემდეგ. „განსაკუთრებით იმ ბილწი
ცილისწამების შემდეგ, მისი სიკვდილისთანავე რომ შეთხზეს, რათა
კიდევ ერთხელ მოეკლათ,“ გაიფიქრა. „ შევროლეს“ დაუბრუნდა.
დიდებული მანქანა იყო. ანტონიომ ამერიკის შეერთებული შტატე-
ბიდან ჩამოიყვანა. ხელოსნებს ძრავა გააძლიერებინა და დაახვეწი-
ნა. სახელოსნოში ეჭვი რომ არავის აეღო, საბაბად მოიტანა, ჰაიტის
საზღვარზე მიწებისა და სახერხის მმართველი რომ ვარ, მთელ
წელს მოგზაურობაში ვატარებ და უფრო ჩქარი, გამძლე მანქანა
მჭირდებაო. „შევროლეს“ ბოლო მოდელის გამოცდის დროც დად-
გა. ცილინდრებისა და ძრავის გადაკეთების შემდეგ, მანქანას რამ-
დენიმე წუთში შეუძლია აკრიფოს საათში 200 კილომეტრი სიჩქარე,
ამ სიჩქარით გენერალისიმუსის მანქანა ვერ წავა. მანქანაში დაბ-
რუნდა და ანტონიო იმბერტის გვერდით დაჯდა.
106
– ვინ მოვიდა? – თქვა ამადიტომ უკანა სავარძლიდან.
– ასეთ რამეებს არ ეკითხებიან, – წაიბურტყუნა ტონი იმბერტმა
ლეიტენანტ გარსია გერეროსკენ შემოუბრუნებლად.
– ახლა ეს საიდუმლო აღარ არის, – თქვა ანტონიო დე ლა მასამ,
– მიგელ ანხელ ბეასი იყო. მართალი ხარ, ამადიტო. ამ ღამეს სან
კრისტობალში აუცილებლად წავა. აგვიანდება, მაგრამ არ დაგვა-
ღალატებს.
– მიგელ ანხელ ბეას დიასი? – დაუსტვინა სალვადორ ესტრელია
სადალამ, – ისიც ამ საქმეშია? მეტი რა გინდა? ის ხომ თავგადაკლუ-
ლი ტრუხილიოისტია. ეგ დომინიკის პარტიის ვიცე-პრეზიდენტი არ
იყო? ერთ-ერთი იმათგანია, ვაცთან ერთად ყოველ საღამოს სანაპი-
როზე რომ სეირნობენ, ტრაკს ულოკავენ და კვირაობით იპოდრომ-
ზე დაჰყვებიან.
– დღესაც მასთან ერთად ისეირნა, – დაეთანხმა ანტონიო დე ლა
მასა, – ამიტომ იცის დანამდვილებით, რომ მოვა.
ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა.
– ვიცი, პრაქტიკულები უნდა ვიყოთ, გვჭირდება, – ამოიხვნეშა
თურქმა, – მაგრამ გულს მირევს ისეთი ტიპები, როგორიც მიგელ
ანხელია, ახლა ჩვენი მო კავშირე რომაა.
– აჰა, გამოყო თავი ღვთისმოსავმა პურიტანმა და უმწიკვლო ან-
გელოზმა, – იმბერტმა ენაკვიმატობა სცადა, – ხედავ, ამადიტო რა-
ტომ სჯობია არ იკითხო და არ იცოდე ამ საქმეში ვინ არიან?
– ისე ლაპარაკობ, თითქოს ყველანი ტრუხილიოისტები არ ვიყა-
ვით, სალვადორ, – წაუღრინა ანტონიო დე ლა მასამ, – პუერტო
პლატას გუბერნატორი არ იყო ტონი? ამადიტო მისი სამხედრო
ადიუტანტი არაა? განა რესტაურასიონში მე არ ვხელმძღვანელობ
ოცი წელია ვაცის მიწებსა და სახერხებს? და სამშენებლო კომპანია,
სადაც შენ მუშაობ, განა ტრუხილიოს არ ეკუთვნის?
– უკან მიმაქვს ჩემი სიტყვა, – სალვადორმა ანტონიო დე ლა მა-
სას მკლავზე ხელი დაჰკრა, – ენა მისწრებს და სიბრიყვე მალაპარა-
107
კებს. მართალი ხარ. ჩვენზეც შეიძლება ნებისმიერმა თქვას, რაც მი-
გელ ანხელზე ვთქვი. არაფერი მითქვამს, თქვენც არაფერი გაგიგო-
ნიათ.
მაგრამ თქვა, და თავისი სიმშვიდისა და გონიერების მიუხედა-
ვად, რის გამოც ყველას უყვარდა, სალვადორ ესტრელია სადალას
სამართლიანობის წყურვილით ყველაზე სასტიკი სიტყვების თქმა
შეეძლო. ერთხელ, შელაპარაკების დროს, მთელი ცხოვრების მე-
გობარს ისეთი რამ უთხრა, რომ ანტონიო დე ლა მასამ კინაღამ
ტყვია დაახალა. „მე ჩემს ძმას ოთხ გროშად არ გავყიდდი“. ამ სიტ-
ყვების გამო დაშორდნენ, ექვსი თვე ერთმანეთი არ უნახავთ და არც
დალაპარაკებიან. ეს ფრაზა დროდადრო ანტონიოს გონებაში კოშ-
მარივით უბრუნდებოდა. ასეთ წუთებში მხოლოდ რომი შველოდა,
ზედიზედ დალეული ბევრი რომი. მერე, სიმთვრალეში ბრმა სიბრა-
ზე იპყრობდა, საჩხუბარ მიზეზს ეძებდა, იწვევდა და მუშტს არ აკ-
ლებდა იმას, ვინც იმ წუთას ყველაზე ახლოს აღმოჩნდებოდა.
ანტონიოს ორმოცდაშვიდი წელი რამდენიმე დღის წინ შეუს-
რულდა და ყველაზე უფროსი იყო იმ შვიდ მამაკაცს შორის, სან
კრისტობალის გზაზე ტრუხილიოს რომ ჩასაფრებოდა. გარდა იმ
ოთხისა, „შევროლეში“ რომ ისხდნენ, ორი კილომეტრის მოშორე-
ბით, ესტრელია სადალას მანქანით იდგნენ პედრო ლივიო სედენიო
და უასკარ ტეხედა პიმენტალი, კიდევ ერთი კილომეტრის მოშორე-
ბით კი, თავისი მანქანით რობერტო პასტორისა ნერეტი იდგა. ამ-
გვარად, ტრუხილიოს გზას ჩაუკეტავდნენ და წინიდან და ზურგიდან
ტყვიებს დაუშენდნენ, გასაქცევს არ დაუტოვებდნენ. პედრო ლივიო
და უასკარი, ალბათ ისეთივე შეშფოთებული იყვნენ, როგორც ეს
ოთხეული, მაგრამ ყველაზე უარეს დღეში რობერტო იყო, დამლაპა-
რაკებელი და გამამხნევებელი რომ არავინ ჰყავდა. მოვა? კი, მოვა
და ის ხანგრძლივი ტანჯვაც დასრულდება, ანტონიოს ცხოვრება
რომ გახდა ტავიტოს სიკვდილის შემდეგ.

108
მონეტასავით მრგვალი მთვარე ვარსკვლავებით შემოჯარული-
ყო და ვერცხლისფრად ანათებდა მეზობლად მდგარი ქოქოსის პალ-
მების კენწეროებს, ანტონიო ხედავდა, როგორ ირწეოდნენ პალმები
ქარის რიტმზე. ეს მშვენიერი ქვეყანაა, ყველაფრის მიუხედავად,
ჯანდაბას კიდევ უფრო მშვენიერი იქნება იმ წყეულის სიკვდილის
შემდეგ, რომელიც ოცდათერთმეტი წელია ამ ქვეყანას აუპატიუ-
რებს და წამლავს. ტრუხილიომ უფრო მეტი ტანჯვა მოუტანა დომი-
ნიკის რესპუბლიკას, ვიდრე ჰაიტიელების ოკეუპაციამ, ესპანელები-
სა და ამერიკელების მიერ დაპყრობამ, სამოქალაქო ომებმა, პარ-
ტიზანულმა დაპირისპირებამ და ყველა უბედურებამ – მიწისძვრები,
ციკლონები – დომინიკელებს ზეციდან, ზღვიდან და მიწის გულიდან
რომ დაატყდათ თავს. მაგრამ მთავარი, რისი პატიებაც ვაცისთვის
ანტონიოს არ შეეძლო, ის იყო, რომ ზუსტად ისევე გააბოზა ანტონიო
დე ლა მასა, როგორც გააბოზა და გახრწნა მთელი ქვეყანა.
თანამეგზურებისთვის თავისი გულისწუხილი რომ დაემალა, სი-
გარეტი აიღო. ერთი ბოლომდე მოწეული არ ჰქონდა, რომ მეორეს
უკიდებდა, ცხვირიდან და პირიდან კვამლს უშვებდა, ხელით თოფის
მოკლე ლულას ეალერსებოდა, ფიქრობდა ფოლადით გაძლიერე-
ბულ ტყვიებზე, საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის რომ ჩამოასხა
მისმა ესპანელმა მეგობარმა ბისიემ, რომელიც კიდევ ერთმა შეთ-
ქმულმა, იარაღის დიდმა მცოდნემ და ბრწყინვალე მსროლელმა,
მანუელ ოვინიმ გააცნო. ანტონიო დე ლა მასა შესანიშნავად ისრო-
და, ბავშვობიდან თავის მშობლიურ მამულში, მოკაში, მშობლების,
ძმების, ნათესავების და მეგობრების აღტაცებას იწვევდა მიზანში
სროლით. ამიტომ ეჭირა პრივილეგირებული სავარძელი იმბერტის
გვერდით – პირველს უნდა გაესროლა. შეთქმულთა ჯგუფი ყველა-
ფერზე კამათობდა ხოლმე, მაგრამ ამ საკითხზე წამში შეთანხმდნენ:
ანტონიო დე ლა მასას და ლეიტენანტ ამადო გარსია გერეროს – სა-
უკეთესო მსროლელებს – CIA-ს კონსპირატორების მოტანილი ია-

109
რაღი უნდა სჭეროდათ და მარჯვენა სავარძელი დაეკავებინათ, პირ-
ველივე სროლით მიზანში რომ გაერტყათ.
მოკა,ანტონიოს მშობლიური მხარე და მისი ოჯახი თავიდანვე –
1930 წლიდან – ამაყობდა იმით, რომ ანტიტრუხილიოისტები იყ-
ვნენ, რაც სრულიად ბუნებრივი იყო. მოკაში საზოგადოების ყველა-
ზე მაღალ მწვერვალზე მყოფთაგან დაწყებული, უკანასკნელი, უდ-
ღეური მოჯამაგირით დამთავრებული, ყველანი ორასიოსტები იყ-
ვნენ, რადგან პრეზიდენტი ორასიო ვასკესი მოკას მკვიდრი და ან-
ტონიო დე ლა მასას დედის ძმა იყო. პირველივე დღიდან დე ლა მა-
სას ოჯახის წევრები ეჭვითა და ბრაზით აკვირდებოდნენ იმ ინტრი-
გებს, იმ დროს ნაციონალური პოლიციის (ჩრდილოამერიკელი
ოკუპანტების მიერ შექმნილი სამსახური, რომელიც მოგვიანებით
დომინიკის ჯარად იქცა) უფროსი რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო
რომ ხლართავდა ორასიო ვასკესის წინააღმდეგ. 1930 წელს წელს,
რესპუბლიკის პირველი გაყალბებული არჩევნების (რომელსაც
მრავალი გაყალბება მოჰყვა) შედეგად ტრუხილიო ქვეყნის არჩეუ-
ლი პრეზიდენტი გახდა. მომხდარის შემდეგ დე ლა მასას ოჯახი იმ
გზას დაადგა, რომელსაც ტრადიციულად, კეთილშობილი ოჯახები
და პარტიზანები ირჩევდნენ: მათ მიერვე დაფინანსებულ, შეიარაღე-
ბულ მამაკაცებთან ერთად მთაში გაიხიზნა.
დაახლოებით სამი წელი, 17-დან 20 წლამდე – მცირე შუალედე-
ბით – ღონიერი, დაუღალავი, ვნებიანი მონადირე, მხიარული, ხი-
ფათიანი და სიცოცხლისმოყვარე ანტონიო დე ლა მასა მამამისთან,
ძმებთან და ბიძებთან ერთად ამაოდ ებრძოდა ტყვიებით ტრუხილი-
ოს ძალებს. ნელ-ნელა ეს შეიარაღებული ხალხი დემორალიზაციის
გზას დაადგა, მცირე ჯგუფებად დაიშალა, ზოგიერთ ბრძოლაში ზა-
რალი მიადგათ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ აჯანყებულები ცალ-
ცალკე მოისყიდეს. ბოლოს, დაღლილი და განადგურების პირას მი-
სული დე ლა მასას ხალხი მთავრობის შემოთავაზებულ ზავს დათან-
ხმდა, ლა მოკაში დაბრუნდა და მიტოვებულ მამულს მიხედა. ყველა-
110
ნი დაბრუნდნენ, დაუმორჩილებელი და მოუდრეკავი ანტონიოს
გარდა.
გაეღიმა საკუთარი თავკერძობის გახსენებაზე 1932 წლის დასას-
რული და 1933-ის დასაწყისი იდგა. ოცი კაცი იყო ანტონიოს ძმების,
ერნესტოსა და ტავიტოს – მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ეთქმოდა – ჩათ-
ვლით. პოლიციის საგუშაგოებს თავს ესხმოდნენ, ხელისუფლების
საპატრულო დანაყოფებს ალყაში აქცევდნენ. მძიმე დრო იყო, სამ-
ხედროები დასდევდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამი ძმა თით-
ქმის ყოველთვის ახერხებდა, რომ თვეში რამდენიმე დღე მოკაში,
მშობლიურ სახლში დაეძინა. ეს ამბავი მანამდე გაგრძელდა, სანამ
ტამბორილიაში ანტონიოს მომხრეები ალყაში არ მოაქციეს. ტრუ-
ხილიოს ჯარისკაცებმა ორი კაცი მოკლეს. ანტონიოს ძმა, ერნესტო
და თავად ანტონიო დაჭრეს.
სანტიაგოს სამხედრო ჰოსპიტლიდან ანტონიომ მამამისს, დონ
ვისენტეს, წერილი მისწერა, ეუბნებოდა, არაფერს ვნანობ, ოჯახმა
თავი არ დაიმციროს და ტრუხილიოს შეწყალება არ სთხოვოსო. წე-
რილი მორიგე ექთანს მისცა და კარგი გასამრჯელოც გადაუხადა,
რომ მოკაში გაეგზავნა. ორი დღის შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალს
ფურგონი მოადგა, ანტონიოს ბორკილები დაადეს და დაცვით სან-
ტო დომინგოში გადაიყვანეს (რესპუბლიკის კონგრესი მხოლოდ სა-
მი წლის შემდეგ გადაარქმევს უძველეს ქალაქს – სანტო დომინგოს
– თავის სახელს). ახალგაზრდა ანტონიო დე ლა მასა გაოცდა, ციხის
ნაცვლად მთავრობის სასახლეში რომ მიიყვანეს, რომელიც იმ
დროს კათედრალური ტაძრის გვერდით იყო. იქ ბორკილები მოხ-
სნეს და ხალიჩებიან ოთახში შეაგდეს, სადაც სამხედრო ფორმაში
გამოწყობილი, უზადოდ გაპარსული და დავარცხნილი გენერალი
ტრუხილიო ელოდა.
პირველად ხედავდა.
– ყვერები უნდა გქონდეს, ასეთი წერილი რომ დაწერო, – სა-
ხელმწიფოს მეთაური ხელებს ათამაშებდა, – დაამტკიცე კიდეც,
111
რომ გაქვს, თითქმის სამი წელია მებრძვი. მინდოდა შენი სახე მენა-
ხა. მართალია, კარგი მიზანი აქვსო? ერთხელ უნდა გავეჯიბროთ,
აბა, ჩემსას თუ სჯობია.
ოცდარვა წლის შემდეგ, ანტონიო იხსენებდა მის დაბალ, მწივანა
ხმას, მოულოდნელ თავაზიანობას, ირონიის მსუბუქი შტრიხი რომ
დაჰკრავდა და იმ გამჭოლ მზერას – მან, ასეთმა თავმომწონემ –
თვალი რომ ვერ გაუსწორა.
– ომი დასრულდა. ადგილობრივ პარტიზანებს ბოლო მოვუღე,
დე ლა მასას ჩათვლით. საკმარისია ტყვიები. ქვეყანა უნდა ავაშე-
ნოთ, ნანგრევებადაა ქცეული, ჩემ გვერდით საუკეთესოები მჭირდე-
ბა. იმპულსური ხარ და ჩხუბი იცი, არა? კარგია. ჩემთან წამოდი სა-
მუშაოდ. გექნება ტყვიის გასროლის შესაძლებლობა. ნდობის ნიშ-
ნად სამსახურს გთავაზობ იმ სამხედრო ადიუტანტებს შორის, ჩემს
დაცვაზე რომ არიან პასუხისმგებელნი, ასე, თუ ოდესმე იმედს გა-
გიცრუებ, შეგიძლია ტყვია დამახალო.
– მაგრამ, მე სამხედრო არა ვარ, – წაიბურტყუნა ახალგაზრდა
დე ლა მასამ.
– ამ წუთიდან ხარ, – თქვა ტრუხილიომ – ლეიტენანტი ანტონიო
დე ლა მასა.
მისი პირველი დათმობა იყო, პირველი დამარცხება იმ ვერაგი
მაესტროს ხელით, გულუბრყვილოების, უგუნურებისა და ჭკუასუს-
ტების მანიპულაციის დიდოსტატი რომ იყო და ადამიანების პატივ-
მოყვარეობით, მომხვეჭელობითა და სიბრიყვით მოქნილად სარ-
გებლობდა. რამდენჯერ ჰყოლია ტრუხილიო ერთი მეტრის მანძილ-
ზე? როგორც ამადიტოს ჰყავდა ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში,
რამდენ ტრაგედიას ააცილებდა ქვეყანასა და თავის ოჯახს, მაშინ
რომ გაეკეთებინა ის, რის გაკეთებასაც ახლა აპირებდა. ტავიტო
ნამდვილად ცოცხალი იქნებოდა.
ზურგს უკან ამადიტოსა და თურქის საუბარი ესმოდა, დროდად-
რო იმბერტი ერთვებოდა. არ უკვირდათ, ანტონიო ხმაჩაწყვეტილი
112
რომ იჯდა, ყოველთვის სიტყვაძუნწი იყო, თუმცა მისი ლაკონურობა
ნელ-ნელა გაღრმავდა და ტავიტოს სიკვდილის შემდეგ ლამის სი-
მუნჯემდე მივიდა. ტრაგედიამ იმდენად შეძრა, რომ მისი ცხოვრების
ერთადერთი აზრი ვაცის მკვლელობა გახდა.
– ხუან ტომასს ჩვენზე უარეს დღეში ექნება ნერვები, – გაიგონა
თურქის ნათქვამი, – ლოდინზე საშინელი არაფერია. მაგრამ, მო-
დის თუ არ მოდის?
– ნებისმიერ შემთხვევაში მოვა, – თქვა შეწუხებულმა ლეიტე-
ნანტმა გარსია გერერომ, – დამიჯერეთ, ამის დედა ვატირე!
დიახ, გენერალი ხუან ტომას დიასი ამ დროს ალბათ გასკუეში,
თავის სახლში, იყო და ფრჩხილებს იკვნეტდა. საკუთარ თავს ეკით-
ხებოდა, ბოლოს და ბოლოს, ის თუ მოხდა, რაზეც ის და ანტონიო
საიდუმლოდ ოცნებობდნენ, ელოლიავებოდნენ, ხლართავდნენ და
აცოცხლებდნენ ზუსტად ოთხი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში.
სხვა სიტყვებით, იმ დღიდან, ანტონიო ტრუხილიოს რომ ესაუბრა,
როცა ტავიტოს ცხედარი სამარეში ჯერ კიდევ არ გაციებულიყო. სა-
უბრის დამთავრებისთანავე ანტონიო მანქანაში ჩახტა და საათში
120 კილომეტრის სიჩქარით ლა ვეგას სახლში ხუან ტომასის სანა-
ხავად გავარდა.
– ჩვენი მეგობრობის ოცი წლის გამო გთხოვ, დამეხმარო, უნდა
მოვკლა! ტავიტოს გამო შური უნდა ვიძიო, ხუან ტომას!
გენერალმა პირზე ხელი მიაფარა. ირგვლივ მიმოიხედა, ხელით
ანიშნა, რომ შეიძლება მოსამსახურეებს გაეგონათ. შემდეგ, საჯინი-
ბოების უკან წაიყვანა, სადაც სროლაში ვარჯიშობდნენ ხოლმე.
– ერთად გავაკეთებთ, ანტონიო. შურს ვიძიებთ ტავიტოსა და იმ
დომინიკელების გამო, სირცხვილით რომ იტანჯებიან.
ანტონიო და ხუან ტომასი უახლოესი მეგობრები იყვნენ იმ დრო-
იდან, ანტონიო დე ლა მასა ქველმოქმედის სამხედრო ადიუტანტი
რომ გახდა. ხუან ტომასთან დამეგობრება ერთადერთი იყო, რასაც
კეთილად იხსენებდა იმ ორი წლიდან, როდესაც ის, ჯერ როგორც
113
ლეიტენანტი და შემდეგ კაპიტანი გენერალისიმუსთან ცხოვრობდა,
დაჰყვებოდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, მთავრობის სახლში,
კონგრესში, იპოდრომზე, მიღებებზე, სპექტაკლებზე, პოლიტიკურ
მიტინგებზე, სასიყვარულო შეხვედრებზე, საიდუმლო მოლაპარაკე-
ბებზე პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან, საჯარო, პირად და
ზესაიდუმლო შეხვედრებზე. ანტონიო ისეთი თავგადაკლული ტრუ-
ხილიოისტი არასოდეს გამხდარა, როგორიც იმ დროს ხუან ტომას
დიასი იყო. როგორც ნებისმიერი ორასიოსტი, გულში ფარულად
ინახავდა წყენას იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტ ორა-
სიო ვასკესის პოლიტიკური კარიერა დაასრულა, მაგრამ ანტონიოც
ვერ გადაურჩა იმ მომნუსხველ გავლენას, რომელსაც ეს დაუღლე-
ლი ადამიანი ასხივებდა. ადამიანი, რომელსაც შეეძლო დღე-ღამე-
ში 20 საათი ემუშავა და ორ-სამ საათიანი ძილის შემდეგ, ალიონზე
ყმაწვილივით ცინცხალს დაეწყო შრომა. ის კაცი, რომელიც ხალხუ-
რი მითოლოგიის თანახმად, არ ოფლიანდებოდა, არ ეძინა, ნაოჭი
არასდროს ჰქონდა სამხედრო ფორმაზე, ჟაკეტზე ან კოსტიუმზე და
იმ წლებში, როდესაც ანტონიო მის რკინის დაცვაში იდგა, ნამდვი-
ლად გარდაქმნა ქვეყანა, ააშენა გზები, ხიდები, ფაბრიკები და იმავ-
დროულად, თავისი ძალაუფლების ქვეშ მოაქცია ყველა სფერო –
პოლიტიკური, სამხედრო, ინსტიტუციონალური, სოციალური, ეკო-
ნომიკური. იმდენად უსაზღვრო იყო ტრუხილიოს ძალაუფლება,
რომ ყველა სხვა დიქტატორი, რომელიც დომინიკის რესპუბლიკას
სახელმწიფოებრივი ისტორიის განმავლობაში ჰყოლია, მათ შო-
რის, ულისეს ერო-ლილისი, რომელიც ადრე სასტიკი ჩანდა, გენე-
რალისიმუსთან შედარებით, საბრალო პიგმედ გამოიყურებოდა.
პატივისცემა და ხიბლი ანტონიოსთვის არასოდეს ქცეულა აღტა-
ცებად ან მონურ, დამამცირებელ სიყვარულად, თავისი ლიდერის
მიმართ სხვა ტრუხილიოისტები რომ გრძნობდნენ. თავად ხუან ტო-
მასი, რომელიც 1957 წლიდან შეთქმულებთან ერთად ეძებდა გზას
იმისათვის, რომ დომინიკის რესპუბლიკა გამხრწნელი და გამანად-
114
გურებელი ტირანისგან გაეთავისუფლებინა, ორმოციან წლებში
ტრუხილიოს ფანატიკური მიმდევარი იყო. ნებისმიერ დანაშაულს
ჩაიდენდა იმ კაცისთვის, რომელიც მამულის მხსნელად და სახელ-
მწიფო მოღვაწედ მიაჩნდა. ტრუხილიომ დაუბრუნა დომინიკელებს
იანკების ხელში არსებული საბაჟოები, მან მოაგვარა ამერიკის შე-
ერთებულ შტატებთან საგარეო ვალის საკითხი, რის გამოც კონ-
გრესმა ფინანსური რესტავრატორის საპატიო წოდება მიანიჭა. მან
შექმნა მთელ კარიბეში საუკეთესოდ შეიარაღებული თანამედროვე
და პროფესიული ჯარი. იმ წლებში ხუან ტომას დიასთან ტრუხილიო-
ზე აუგ სიტყვას ვერ გაბედავდი. ხუან ტომას დიასმა ნაბიჯ-ნაბიჯ გაი-
არა სამხედრო სამსახურის ყველა საფეხური, სამვარსკვლავიანი
გენერლის წოდება მოიპოვა და ლა ვეგას სამხედრო ნაწილის მე-
თაური გახდა. წორედ იქ მოუსწრო 1959 წლის 14 ივნისის ბრძოლამ
და იქიდან დაიწყო მისი უბედურება. ამ მომენტში გენერალს რეჟი-
მის შესახებ ყალბი წარმოდგენა უკვე აღარ ჰქონდა. ახლობობლე-
ბის წრეში, როცა დარწმუნებული იყო, რომ არავინ უსმენდა, მოკაში
ან ლა ვეგაში ნადირობისას, ხან კი კვირაობით, ოჯახურ სადილებზე
გენერალი თავის იმედგაცრუებას არ მალავდა. აღიარებდა, რომ
სირცხვილი სტანჯავდა მკვლელობების, გაუჩინარებების, წამების,
დუხჭირი ცხოვრების, კორუფციისა და მილიონობით დომინიკელის
მიერ, ერთი ადამიანისთვის სხეულის, სულისა და სინდისის მიყიდ-
ვის გამო.
ანტონიო დე ლა მასა გულით არასოდეს ყოფილა ტრუხილიოის-
ტი. არც მაშინ, სამხედრო ადიუტანტი რომ იყო, არც შემდეგ, როდე-
საც ნებართვა გამოითხოვა სამსახურიდან წასვლის შესახებ და სა-
მოქალაქო სამსახურში ჩადგა – რესტაურასიონში ტრუხილიოს
ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტყესა და ხერხებს განაგებდა. ზიზ-
ღისგან კბილები დააღრჭიალა. ვერასოდეს შეძლო უფროსის სამსა-
ხურიდან თავის დაღწევა. როგორც სამხედრო ან როგორც სამოქა-
ლაქო პირი ოც წელზე მეტია ქველმოქმედისა და ახალი სამშობ-
115
ლოს მამის სიმდიდრისა და ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურე-
ბა. ეს არის მისი ცხოვრების დიდი კრახი. ვერასოდეს დაუძვრა იმ
ხაფანგებს, ტრუხილიო რომ უგებდა. მთელი არსებით სძულდა ტა-
ვიტოს სიკვდილის შემდეგ და მაინც განაგრძობდა მისთვის მუშა-
ობას. სწორედ ამიტომ უთხრა მას თურქმა, – მე ჩემს ძმას ოთხ გრო-
შად არ გავყიდიდიო. მას ტავიტო არ გაუყიდია. არ შეიმჩნია, წყენა
ჩაყლაპა. რა უნდა გაეკეთებინა? ჯონი აბესის caliés-თვის თავი მო-
ეკვლევინებინა და მშვიდი სინდისით წასულიყო ამ ქვეყნიდან? არა,
ანტონიოს მშვიდი სინდისი არ უნდოდა. შურიძიება სურდა ტავიტოს
გამო. მიზნისთვის რომ მიეღწია, იმიტომ ჭამა ოთხი წელი მთელი
ქვეყნის მძღნერი და თავისი უსაყვარლესი მეგობარისგან ის სიტ-
ყვებიც მოისმინა, რომლებსაც სრულიად დარწმუნებული იყო, მის
ზურგს უკან ბევრი ამბობდა.
მას არ გაუყიდია ტავიტო. მისი უმცროსი და უსაყვარლესი ძმა
იყო. გულუბრყვილო, ბავშვივით მიმნდობი, ანტონიოსგან გასხვავე-
ბით, ტავიტო თავდაჯერებული ტრუხილიოისტი იყო, ერთ-ერთი
იმათგანი, უფროსი ზეადამიანად რომ მიაჩნდათ. ხშირად უკამათი-
ათ, ანტონიოს აღიზიანებდა, უმცროსი ძმა მისამღერივით რომ
იმეორებდა, – ტრუხილიო რესპუბლიკისთვის ღვთით მოვლენილი
წყალობააო. ისიც მართალია, რომ გენერალისიმუსი მის მიმართ
კეთილად იყო განწყობილი. ტავიტო ტრუხილიოს ბრძანებით მი-
იღეს დომინიკის საავიაციო სამსახურში, ხშირად დაფრინავდა მაი-
ამიში და აღტაცებული – იქ ქერა ქალებთან ერთობოდა. მანამდე
ტავიტო ლონდონში იყო სამხედრო მრჩევლად. ლონდონში სიმ-
თვრალეში ატეხილი ჩხუბის დროს დომინიკელი კონსული – ლუის
ბერნარდინო – მოკლა. ტრუხილიომ ციხიდან დაიხსნა, დიპლომა-
ტიური ხელშეუხებლობის დაცვა მოითხოვა და სიუდად ტრუხილიოს
ტრიბუნალს, რომელიც ტავიტოს საქმეს განიხილავდა, მისი გათა-
ვისუფლება უბრძანა. დიახ, ტავიტოს ჰქონდა საკმარისი მიზეზი,
ტრუხილიოს მადლიერი ყოფილიყო და როგორც ანტონიოს უთხრა,
116
„მზად იყო, სიცოცხლე გაეწირა უფროსისათვის და მისი ნებისმიერი
ბრძანება შეესრულებინა.“ წინასწარმეტყველური ფრაზაა, ამის დე-
დაც!
„დიახ, მისთვის გასწირე სიცოცხლე“, გაიფიქრა და სიგარეტი
მოქაჩა, ანტონიომ მაშინვე იგრძნო, რომ იმ საქმეს, რომელშიც ტა-
ვიტო 1956 წელს გაეხვა, ცუდი სუნი ასდიოდა. ერთხელ ძმა მისთვის
ამბის მოსაყოლად მოვიდა, ყოველთვის ყველაფერს უყვებოდა,
მაგრამ ეს, ბოლო ამბავი უფრო მღვრიე ჩანდა, ვიდრე სხვები, რომ-
ლითაც სავსე იყო დომინიკის ისტორია ტრუხილიოს ხელისუფლე-
ბაში მოსვლის შემდეგ. იმის ნაცვლად, რომ გულალალი ტავიტო შე-
წუხებულიყო, დაფიქრებულიყო და დავალებულ მისიას დაეეჭვები-
ნა, სიხარულით დასთანხმდა და გენერალისიმუსისგან გამოვლენი-
ლი ნდობის ნიშნად მიიჩნია. დავალება კი ასეთი იყო: პატარა შვე-
ულმფრენით, რომელსაც სანომრე ნიშანი არ ჰქონდა, მონტეკრის-
ტიში უნდა ჩაფრენილიყო და იქიდან ნარკოტიკებით გაბრუებული,
სახეზე ნიღაბაფარებული კაცი წამოეყვანა, რომელიც ამერიკის შე-
ერთებული შტატებიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავიდან ჩამოს-
ვეს. პიროვნება სან კრისტობალში, ტრუხილიოს მამულში, უნდა გა-
დაეყვანა. მაშინაც კი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების
პრესამ და თეთრმა სახლმა დომინიკის ხელისუფლებას კატეგო-
რიულად მოსთხოვა, ნიუ-იორკში გატაცებული ესპანელი-ბასკი
პროფესორის, ხესუს დე გალინდესის საქმის გამოძიებაში დახმარე-
ბოდა, ტავიტო სრულიად არ შეშფოთებულა.
– გალინდესის ამბავი, როგორც ჩანს, სერიოზულია, – გააფ-
რთხილა ანტონიომ, – ეგ ტიპი იყო, მონტეკრისტიდან ტრუხილიოს
მამულში რომ გადაიყვანე, სხვა ვინ იქნებოდა. ნიუ-იორკში მოიტა-
ცეს და აქ ჩამოიყვანეს. ენას კბილი დააჭირე. დაივიწყე ყველაფერი.
ცეცხლს ეთამაშები, ძმაო.
ახლა ანტონიო დე ლა მასამ კარგად იცოდა, რაც დაემართა ხე-
სუს გალინდესს, ესპანელ რესპუბლიკელს, რომელსაც ერთ-ერთი
117
ჩახლართული პოლიტიკური ოპერაციის დროს (რაც ტრუხილიოს
სპეციალობა იყო), ესპანეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემ-
დეგ, გენარალისიმუსმა დომინიკის რესპუბლიკაში თავშესაფარი
მისცა. ანტონიო პროფესორს არ იცნობა, მისი მეგობრები იცნობ-
დნენ. ის შრომის სახელმწიფო სამდივნოში და დიპლომატიურ სკო-
ლაში მუშაობდა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა სამინის-
ტროს ეკუთვნოდა. 1944 წელს გალინდესმა სიუდად ტრუხილიო და-
ტოვა და ნიუ-იორკში დაბინავდა. იქიდან დომინიკელ ემიგრანტებს
ეხმარებოდა და ტრუხილიოს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც შიგ-
ნიდან კარგად იცნობდა, წერილებს აქვეყნებდა.
1956 წლის მარტში, ხესუს დე გალინდესი, უკვე ამერიკის შეერ-
თებული შტატების მოქალაქე, მოულოდნელად გაუჩინარდა. უკანა-
საკნელად მანჰეტენის გულში, ბროდვეიზე ნახეს მეტროდან რომ გა-
მოდიოდა. რამდენიმე კვირით ადრე პრესაში გამოცხადდა, რომ გა-
ლინდესის ახალი წიგნი უნდა გამოსულიყო ტრუხილიოს შესახებ,
რომელიც პროფესორმა კოლუმბიის უნივერსიტეტში სადოქტორო
დისერტაციის თემად წარადგინა. ბუნდოვანი ცხოვრების ესპანელი
ემიგრანტის გაუჩინარება იმ ქალაქში, სადაც ამდენი ადამიანი უჩი-
ნარდება, ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა და არავინ ატეხდა
ისეთ განგაშს, როგორიც დომინიკელმა ემიგრანტებმა ატეხეს, გა-
ლინდესი ამერიკის მოქალაქე და განსაკუთრებით კი CIA-ს თანამ-
შრომელი რომ არ ყოფილიყო, როგორც სკანდალის დროს გამოაშ-
კარავდა. ჟურნალისტების, კონგრესმენების, ლობისტების ადვოკა-
ტებისა და ბიზნესმენების ძლევამოსილი არმიის მიუხედავად, რო-
მელიც ტრუხილიოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰყავდა, პრე-
საში ატეხილი სკანდალის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. The
New York Times და კონგრესისტები აღშფოთებას ვერ მალავდნენ
იმ ფაქტის გამო, რომ გახრწნილმა კარიბელმა დიქტატორმა თავს
უფლება მისცა, ჩრდილოამერიკელი მოქალაქე ამერიკის შეერთე-
ბული შტატების ტერიტორიაზე მოეტაცებინა.
118
მომდევნო კვირებსა და თვეებში – ცხედარს ვერსად მიაგნეს.
პრესისა და FBI-ის გამოძიებამ ამ საქმეში ტრუხილიოს რეჟიმის პა-
სუხისმგებლობა დაადასტურა. ცოტა ხნით ადრე გენერალი ესპა-
ილიატი, ნავახიტა, დომინიკის უშიშროების უფროსი, ნიუ-იორკში
დომინიკის კონსულად განაწესეს. FBI-მ ასევე გამოააშკარავა გაერ-
თიანებული ერების ორგანიზაციაში მოღვაწე დომინიკელი დიპლო-
მატის, მინერვა ბერნარდინოს, ტრუხილიოს ნდობით აღჭურვილი
პირის , ამ საქმეში მონაწილეობის მამხილებელი მასალები. კიდევ
უფრო მძიმე ის იყო, რომ FBI -მ გაყალბებული სანომრე ნიშნის მქო-
ნე პატარა თვითმფრინავის იდენტიფიცირება შეძლო, რომელსაც
შესაბამისი ნებართვის არმქონე პირი მართავდა. თვითმფრინავი
ლონგ აილენდში, ფლორიდაში დაჯდა გატაცების დღეს, პილოტს
მერფი ერქვა და მანამდე დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა,
დომინიკის ავიაციაში მსახურობდა. მერფი და ტავიტო ერთად დაფ-
რინავდენ ხოლმე და ახლო მეგობრები იყვნენ.
ანტონიო ამბებს ფრაგმენტულად იგებდა, ადგილობრივი პრესა
და რადიო ამ თემაზე კრინტს არ ძრავდა, მხოლოდ პუერტო-რიკოს,
ვენესუელის, ამერიკის ხმის მოკლე სიხშირის ტალღებს იჭერდა და
უსმენდა რადიოთი, ხანდახან, პილოტებსა და სტიუარდესებს Miami
Herald-ისა და The New York Times-ის ეგზემპლარები შემოჰქონ-
დათ მალულად ჩანთით ან უნიფორმით.
გალინდესის გაუჩინარებიდან ექვსი თვის შემდეგ, საერთაშორი-
სო პრესაში მერფის სახელმა გაიჟღერა - იმ თვითმფრინავის პილო-
ტი იყო, რომელმაც ანესთეზირებული გალინდესი ამერიკის შეერ-
თებული შტატებიდან მოიტაცა და დომინიკის რესპუბლიკაში ჩამო-
იყვანა. ანტონიო ტავიტოსგან იცნობდა მერფის, პადრე ბილინის ქუ-
ჩაზე, ესპანურ სახლში სამივეს ერთად უჭამია რიოხას ღვინით დანა-
მული პაელია. ანტონიომ ეს ამბავი ტიროლში, ჰაიტის საზღვართან
შეიტყო, სასწრაფოდ ფურგონში ჩახტა და მთელი სიჩქარით „სიუ-
დად ტრუხილიოს“ გზას დაადგა. თავი გასკდომაზე ჰქონდა, გონება-
119
ში ათასი მწარე ფიქრი უტრიალებდა. ტავიტო მშვიდად დაუხვდა თა-
ვის სახლში, ცოლს – ალტაგრასიას – ბრიჯს ეთამაშებოდა. ტავიტოს
მეუღლე რომ არ შეეშინებინა, ანტონიომ ძმა ხმაურიან რესტორან-
ში, „ტიპიკა ნახაიოში“ წაიყვანა, სადაც რამონ გალიარდოს მუსიკი-
სა და მომღერალ რაფაელ მარტინესის სიმღერის წყალობით, მათ
საუბარს უცხო ყური ვერ გაიგონებდა. იქ ანტონიომ შებრაწული
თხის ხორცი და ორი ბოთლი ლუდი – „პრეზიდენტი“ – მოითხოვა
და შემდეგ, შესავლის გარეშე, პირდაპირ უთხრა ტავიტოს რომელი-
მე საელჩოს თავშესაფარი სთხოვეო. უმცროს ძმას სიცილი წასკდა,
– რა სისულელეაო. ისიც კი არ იცოდა, მერფის სახელი მთელ ამე-
რიკულ პრესაში რომ იყო გამოჭენებული. არ შეშფოთებულა. ტრუ-
ხილიოსადმი რწმენა ისეთივე უსაზღვრო იყო, როგორც მისი უგუნუ-
რება.
– გრინგიტო უნდა გავაფრთხილო, – შემოესმა გაოგნებულ ან-
ტონიოს, – თავის ნივთებს ჰყიდის, ამერიკაში ბრუნდება, ცოლი რომ
მოიყვანოს. ორეგონში საცოლე ელოდება. იქ წასვლა ახლა მგლის
ხახაში ჩავარდნას ნიშნავს. აქ არაფერი მოხდება. აქ უფროსი განა-
გებს, ძმაო.
ანტონიო ხუმრობის ხასიათზე არ იყო. ხმისთვის არ აუწევია, მე-
ზობელი მაგიდების ყურადღება რომ არ მიეპყრო, მაგრამ ტავიტოს
გულუბრყვილობით გახელებული იყო, სცადა მშვიდად აეხსნა:
– ვერაფერს ხვდები, ბრიყვო? ეს მძიმე ამბავია. გალინდესის მო-
ტაცებამ იანკების წინაშე ტრუხილიო ცუდ დღეში ჩააგდო. ბეწვზე
ჰკიდია ყველას სიცოცხლე, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა,
შენ და მერფი საშიში მოწმეები ხართ. და, შენ, შესაძლოა უფრო მე-
ტად, ვიდრე მერფი, რადგან შენ წაიყვანე გალინდესი ფუნდასიონის
მამულში, ტრუხილიოს საკუთარ სახლში, თავი სად გაბია?
– მე არ წამიყვანია გალინდესი, – კიდევ ერთი შტრიხი ჩასვა
მთლიან სურათში ტავიტომ და ძმას ჭიქა მიუჭახუნა, – მე ერთ ტიპს
წავუყვანე, რომელსაც არ ვიცნობ, მაგრამ გაგლეჯილი მთვრალი
120
იყო. არაფერი ვიცი. უფროსს რატომ არ უნდა ვენდო? ის ხომ მენდო,
ასეთი მნიშვნელოვანი მისიის შესრულება რომ დამავალა?
იმ ღამეს, როცა ტავიტოს სახლთან ერთმანეთს დაშორდნენ, ან-
ტონიოს დაჟინებული თხოვნის პასუხად უთხრა, რომ მის ნათქვამზე
დაფიქრდებოდა და არ ედარდა: ენას კბილს დააჭერდა.
ანტონიომ მაშინ უკანასკნელად ნახა ცოცხალი. ამ საუბრიდან
სამი დღის შემდეგ, მერფი გაუჩინარდა. როდესაც ანტონიო სიუდად
ტრუხილიოში დაბრუნდა, ტავიტო უკვე დაკავებული იყო. ლა ვიქტო-
რიას ციხეში იზოლირებული ჰყავდათ. ანტონიომ გენარალისიმუს-
თან აუდიენცია ითხოვა, მაგრამ არ მიიღეს. გადაწყვიტა პოლკოვნიკ
კობიან პარას, SIM-ის შეფს, დალაპარაკებოდა, მაგრამ ეს უკანას-
კნელი უჩინმაჩინად იქცა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ტრუხილიოს დავა-
ლებით, საკუთარ კაბინეტში ჯარისკაცმა მოკლა. მომდევნო ორმოც-
დარვა საათის განმავლობაში ანტონიომ დაურეკა და მივიდა რეჟი-
მის ყველა მაღალი თანამდებობის პირთან, რომელსაც იცნობდა –
სენატის პრეზიდენტიდან, აგუსტინ კაბრალიდან დაწყებული დომი-
ნიკის პარტიის პრეზიდენტის, ალვარეს პინიას ჩათვლით. ყველა
შეშფოთებული იყო, ყველა ეუბნებოდა, რომ საკუთარი თავისა და
ოჯახის უსაფრთხოებისათვის ჯობდა გაჩერებულიყო და თავი და-
ენებებინა იმ ხალხისთვის, მისი დახმარება რომ არ შეეძლოთ, რად-
გან მათაც საფრთხეში აგდებდა. „თითქოს კედელს ვურტყამდი
თავს,“ უთხრა მოგვიანებით ანტონიომ ხუან ტომას დიასს. ტრუხი-
ლიო რომ შეხვედროდა, სთხოვდა, მუხლებში ჩაუვარდებოდა, ტავი-
ტოს გადასარჩენად ნებისმიერ რამეზე წავიდოდა. დილაბინდზე,
უშიშროების სამსახურის მანქანა ტავიტო დე ლა მასას სახლის ჭიშ-
კართან გაჩერდა, იქიდან სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი და
ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული caliés გადმოვიდნენ, ტა-
ვიტოს ცხედარი მანქანიდან გადმოიღეს და შესასვლელის პატარა
ბაღში, ტრინიტარიებში ჩააგდეს. სახლის კართან გამოსულ ღამის

121
პერანგიან ალტაგრასიას, რომელიც ამ სანახაობას გაოგნებული
უმზერდა, წასვლისას მიაძახეს:
– შენმა ქმარმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო. აგერ მოგიტანეთ და
დამარხე, როგორც წესი მოითხოვს.
„მაგრამ, ეს არ ყოფილა ყველაზე უარესი“, გაიფიქრა ანტონიომ.
საკუთარი სახლის ზღურბლთან SIM-ის გარეწრების მიერ ძაღლი-
ვით მიგდებული ტავიტოს ცხედრის დანახვა, ყელზე განასკული სა-
ბელი, რომლითაც თითქოს თავი ჩამოიხრჩო, ყველაზე უარესი არ
იყო. ეს სიტყვები ანტონიოს ათჯერ, ასჯერ გაუმეორებია საკუთარი
თავისთვის ამ ოთხწელ-ნახევრის განმავლობაში, როდესაც დღე და
ღამე საღ აზრს იკრეფდა და ამ ღამის შურისძიებას გეგმავდა –
ღმერთმა დალოცოს ეს დღე! – ყველაზე უარესი, რამდენიმე დღის
შემდეგ, ტავიტოს მეორედ სიკვდილი იყო, როდესაც მთელი ინფორ-
მაციული და პროპაგანდისტული მანქანა: „ელ კარიბე“ , „ლა ნასი-
ონ“, ტელევიზია და რადიოები – „ლა ვოს დომინიკანა“, „ლა ვოს
დელ ტროპიკო“, „რადიო კარიბე“ და მთელი დუჟინი გაზეთი და ად-
გილობრივი რადიოსადგურები რეჟიმის ყველაზე ვერაგულ მასკა-
რადში ჩაერთვნენ და ვითომ ოქტავიო დე ლა მასას ხელით დაწერი-
ლი წერილი გაავრცელეს, სადაც ტავიტო თვითმკვლელობის გადაწ-
ყვეტილებას შემდეგნაირად ხსნიდა: სინდისმა დამტანჯა, საკუთარი
ხელით პილოტი მერფი, ჩემი მეგობარი და დომინიკის ავიაციის თა-
ნამშრომელი რომ მოვკალიო… ვაცი მკვლელობას არ დასჯერდა,
გალინდესის ისტორიის კვალის წასაშლელად, ვერაგულად დახვე-
წილი გეგმა შეიმუშავა და ტავიტო მკვლელად აქცია. ასე მოიშორა
თავიდან ორი უხერხული მოწმე... და იმისთვის, ყველაფერი უფრო
ამაზრზენი რომ ყოფილიყო, საკუთარი ხელით დაწერილ წერილში
ტავიტოს მკვლელობის მიზეზებიც აახსნევინა: ჰომოსექსუალური
ვნება. მერფი ისე შეუჩნდა ანტონიოს უმცროს ძმას, რომელზეც შეყ-
ვარებული იყო, რომ ტავიტომ ნამდვილი მამაკაცის გულფიცხელო-
ბით უპასუხა, საკუთარი ღირსება დაიცვა და გადაგვარებულს სიკ-
122
ვდილი შეაგება. შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მერფის
სიკვდილი უბედურ შემთხვევად გაასაღა.
ანტონიომ მუცელში ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომ იძუ-
ლებული გახდა, მანქანის სავარძელში მოხრილიყო. მუცელზე თო-
ფი მიიჭირა, ტკივილი რომ დაემალა. ცოლს დაეჩემებინა, ექიმთან
წასულიყო, ტკივილი წყლულის ბრალი იქნება ან სხვა, უფრო მძიმე
რამ არისო, მაგრამ ანტონიო თავს იკავებდა. ექიმი არ სჭირდებოდა
იმის სათქმელად ბოლო წლებში ორგანიზმი რომ დაუძაბუნდა, რაც
მისი სულიერი მდგომარეობის გამოხატულება იყო. ტავიტოს თავს
დატრიალებული უბედურების შემდეგ დაკარგა ოცნება, შემართება,
სიყვარული ამქვეყნიური ცხოვრების მიმართ. მხოლოდ შურისძიე-
ბის წყურვილი აცოცხლებდა, მხოლოდ იმ ფიცის შესასრულებლად
ცხოვრობდა, ხმამაღლა რომ დადო და შიშის ზარი დასცა მეზობ-
ლებს, რომლებიც მოკაში, დე ლა მასას ოჯახში სამძიმრის სათქმე-
ლად იყვნენ მისული მშობლების, ძმების, დების, რძლების, სიძე-
ების, ბიძაშვილების, შვილების, შვილიშვილების, დეიდებისა და ბი-
ძების წინაშე...
– წმინდა ღმერთის წინაშე ვფიცავ, საკუთარი ხელით მოვკლავ
იმ ბოზიშვილს, ვინც ეს გააკეთა.
ყველამ იცოდა, ვისაც გულისხმობდა: ქველმოქმედს, ახალი სამ-
შობლოს მამას, გენარალისიმუს დოქტორ რაფაელ ლ. ტრუხილიო
მოლინას, რომლის გამოგზავნილი სამგლოვიარო გვირგვინიც, თა-
ვისი ახალთახალი, სურნელოვანი ყვავილებით ყველაზე გამორჩე-
ულ ადგილს იკავებდა მიცვალებულის განსასვენებელში. დე ლა მა-
სას ოჯახმა ვერ გაბედა, გვირგვინი არ მიეღო ან იმ ადგილიდან მო-
ეშორებინა, ამიტომ ვინც მიცვალებულის პატივის მისაგებად და მი-
სი სულის მოსახსენიებლად კატაფალკთან მივიდა, ყველამ გაიგო,
როგორ განიცდიდა უფროსი იმ მფრინავის სიკვდილს, რომელიც
გვირგვინზე დამაგრებული წარწერის მიხედვით, მისი „ერთ-ერთი
ყველაზე ერთგული, თავდადებული და მხურვალე მიმდევარი“ იყო.
123
დაკრძალვიდან მეორე დღეს, დე ლა მასას სახლის წინ სამთავ-
რობო ნომრიანი „კადილაკიდან“ ორი სამხედრო ადიუტანტი გად-
მოვიდა. ანტონიოს ეძებდნენ.
– დაპატიმრებული ვარ?
– არავითარ შემთხვევაში, – სასწრაფოდ მოახსენა ლეიტენან-
ტმა რობერტო ფიგეროა კარიონმა, – მის ბრწყინვალებას თქვენი
ნახვა სურს.
ანტონიოს თავი არ შეუწუხებია, რომ პისტოლეტი ჯიბეში ჩაედო.
იცოდა პალასიო ნასიონალში შესვლამდე იარაღს მაინც ჩამოარ-
თმევდნენ, თუ იქ მიჰყავდათ და არა ლა ვიქტორიაში ან ლა კუარენ-
ტაში, ან თუ ნაბრძანები არ ჰქონდათ გზად უფსკრულში გადაეგ-
დოთ. ძალ-ღონეს არ უჩიოდა და ახლა სიძულვილისგან გაორმაგე-
ბული ძალით შეეძლო ფიცი აღესრულებინა და ტირანი ადგილზე გა-
ეთავებინა.
გადაწყვეტილება გონებაში გადახარშა, განხორციელებისთვის
მზად იყო, ზუსტად იცოდა, მანამდე რომ დაცხრილავდნენ, ვიდრე
გაქცევას დააპირებდა. მზად იყო საფასური გადაეხადა და ის დესპო-
ტი მოეკლა, რომელმაც მისი და მისი ოჯახის ცხოვრება გაანადგურა.
მთავრობის მანქანიდან ჩამოსვლისთანავე სამხედროებმა
ქველმოქმედის კაბინეტამდე მიაცილეს, არავის შეუმოწმებია.
ოფიცრებს, როგორც ჩანდა, ზუსტი მითითებები ჰქონდათ მიღებუ-
ლი – როგორც კი ყველასათვის კარგად ნაცნობი დაბალი, მწივანა
ხმა გაისმა: „შემოდით“, ლეიტენანტი რობერტო ფიგეროა კარიონი
და მისი თანამეგზური განზე გადგნენ და ანტონიო მარტო შეუშვეს.
ოთახი ბინდით მოცულიყო. ბაღში გამავალ ფანჯრებზე დარაბები
სანახევროდ მიეხურათ. საწერ მაგიდასთან მჯდომი გენერალისიმუ-
სი იმ სამხედრო უნიფორმაში იყო გამოწყობილი, რომელიც ანტო-
ნიოს არასოდეს უნახავს. გრძელი, ოქროსღილებიანი, მერცხლის-
კუდა თეთრი კიტელი, დიდი ოქროსფერი ფოჩიანი სამხრეები, მკერ-
დზე – მედლების, და ჩინების ფერადი მარაო. ღია ცისფერ ფანელის
124
შარვალს გვერდზე თეთრი ზოლი მიუყვებოდა. რომელიღაც სამხედ-
რო ცერემონიას უნდა დასწრებოდა, ლამპის სინათლე მის ფართო
გულმოდგინედ გაპარსულ სახეს ანათებდა, ვერცხლისფერი თმა
კარგად დაევარცხნა და პატარა ულვაში, რომლითაც ჰიტლერს ბა-
ძავდა (ანტონიოს გაგონილი ჰქონდა უფროსისგან, რომ ჰიტლერს
თაყვანს სცემდა არა მისი იდეების, არამედ სამხედრო ფორმის
უნაკლო ჩაცმისა და სამხედრო აღლუმებზე განსაკუთრებული დგო-
მის გამო) ტრუხილიოს პირდაპირმა, ჯიქურმა გამოხედვამ ანტონიო
მაშინვე ადგილზე გააქვავა, როგორც კი კაბინეტში ფეხი შედგა.
ტრუხილიო კარგა ხანს აკვირდებოდა და შემდეგ მისკენ გაემართა.
– ვიცი, გგონია, რომ ოქტავიო მე მოვაკვლევინე, რომ მისი
თვითმკვლელობა ტყუილია და უშიშროების სამსახურმა მოიგონა.
იმიტომ მოგიყვანე, რომ პირდაპირ გითხრა: ცდები. ოქტავიო რეჟი-
მის კაცი იყო. ერთგულად ემსახურებოდა, ტრუხილიოისტი იყო. კო-
მისია შევქმენი გენერალური პროკურორის, ფრანსისკო ელპიდიო
ბერას თავმჯდომარეობით. უდიდესი უფლებამოსილება მივანიჭე
საიმისოდ, რომ ყველა გამოიძიოს, სამხედროებიც და სამოქალა-
ქოებიც. თუ ოქტავიოს თვითმკვლელობა სიცრუეა, დამნაშავეები
დაისჯებიან.
საუბრობდა მშრალად, უგრძნობლად, პირდაპირ, გამჭოლად
შესცქეროდა თვალებში: ასე ელაპარაკებოდა ყოველთვის თავის
ქვემდგომებს, მეგობრებსა და მტრებს. ანტონიო უძრავად იდგა.
მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ფარისეველს თავს დასხმოდა და
კისერში სწვდომოდა მანამ, სანამ ის დახმარებას მოითხოვდა. თით-
ქოს საქმის გასაიოლებლად ტრუხილიო ფეხზე წამოდგა და მისკენ
ნელი, დინჯი ნაბიჯით წავიდა. მისი შავი ფეხსაცმელი უფრო პრი-
ალებდა, ვიდრე ოთახის ცვილწასმული იატაკი.
– ბრძანება გავეცი, FBI-ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და
მერფის სიკვდილი გამოიძიონ, – დაამატა იმავე ტონით, – რასაკ-
ვირველია, ეს ჩვენი დამოუკიდებლობის შელახვაა. ნებას დაგ-
125
ვრთავდნენ გრინგოები, რომ ჩვენს პოლიციას მათ ტერიტორიაზე,
ნიუ-იორკში, ვაშინგტონში ან მაიამიში დომინიკელის მკვლელობა
გამოეძიებინა? მობრძანდნენ. მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ
დასამალი არაფერი გვაქვს.
ერთი მეტრის მოშორებით იდგა. ანტონიო ვერ უძლებდა ტრუხი-
ლიოს გაყინულ მზერას და თვალებს შეუჩერებლად ახამხამებდა.
– მე ხელი არ მიკანკალებს, როცა უნდა მოვკლა, – თქვა პაუზის
შემდეგ, – ხელისუფლებაში ყოფნა ხანდახან სისხლში გასვრას გა-
იძულებს. ქვეყნის საკეთილდღეოდ ბევრჯერ მომიწია ამის გაკეთე-
ბა. მაგრამ, ღირსების გრძნობა მაქვს. ერთგულებს სამართლიანად
ვეპყრობი, მოსაკლავად არ ვწირავ. ოქტავიო რეჟიმის თავდადებუ-
ლი კაცი იყო — გამოცდილი ტრუხილიოისტი. სწორედ ამიტომ და-
ვიხსენი ციხიდან, ხელი როცა წაუცდა და ლონდონში ლუის ბერნარ-
დინო მოკლა. ოქტავიოს სიკვდილს გამოვიძიებთ. შენ და შენს ოჯა-
ხს საშუალებას მოგცემთ, მონაწილეობა მიიღოთ კომისიის მუშაო-
ბაში.
შემოტრიალდა და თავის საწერ მაგიდას მშვიდად დაუბრუნდა.
რატომ არ დაესხა თავს, ასე ახლოს რომ ჰყავდა? ოთხი წლისა და
ექვსი თვის შემდეგ, ამ კითხვას თავიდან უსვამდა საკუთარ თავს,
იმიტომ არა, რომ მისი სიტყვები დაიჯერა. ყველაფერი ტრუხილიოს-
თვის დამახასიათებელი ფარსის ნაწილი იყო, დიქტატურის დანა-
შაულებს რომ უპირისპირებდა ხოლმე, როგორც იმ სამწუხარო მოვ-
ლენების სარკასტულ დანართს, რომელზეც სისტემა იდგა. მაშინ,
რატომ? სიკვდილის შიშის გამო არა. ყველა იმ მანკიერებათა შო-
რის, რომელსაც საკუთარ თავში აღიარებდა, სიკვდილის შიში არა-
სოდეს ყოფილა. იმ დროიდან, აჯანყებული რომ იყო და პრეზიდენტ
ორასიოს მიმდევრების პატარა ჯგუფთან ერთად იარაღით ებრძოდა
დიქტატორს, სიცოცხლე ბევრჯერ შეუგდია სასწორზე. ეს რაღაც უფ-
რო ღრმა და მოუხელთებელი იყო, ვიდრე შიში: ეს უმოქმედობა
იყო, ნებისყოფის, განსჯისა და თავისუფალი ქმედების ძილ-ბურანი,
126
რომელსაც ეს სასაცილოდ გალოკილი კაცუნა თავისი წვრილი ხმი-
თა და მომნუსხველი მზერით უნერგავდა დომინიკელებს: ღატაკებს,
მდიდრებს, განათლებულებს, გაუნათლებლებს, მეგობრებსა და
მტრებს. მდუმარედ, უმოქმედოდ უსმენდა ტრუხილიოს გაიძვერულ
მონაჩმახს და ძალა არ შესწევდა, საკუთარი ნება ქმედებად ექცია,
თავს დასხმოდა და ბოლო მოეღო იმ ავსულისთვის, რომელიც ამ
ქვეყნის ისტორიად იქცა.
– გარდა ამისა, დე ლა მასას ოჯახის მიმართ რეჟიმის კეთილგან-
წყობის ნიშნად, ამ დილით სანტიაგო-პუერტო პლატას გზის მშენებ-
ლობის ნებართვა გადმოგეცი.
გაჩერდა, ტუჩები ენის წვერით დაისველა და საუბარი იმ წინადა-
დებით დაასრულა, რომელიც შეხვედრის დასასრულზე მიანიშნებ-
და:
– ასე შეძლებ ოქტავიოს ქვრივს დაეხმარო. საბრალო ალტაგრა-
სია გაჭირვებაში ცხოვრობს, მოკითხვა გადაეცი ჩემგან მას და შენს
ოჯახს.
სასახლიდან ანტონიო ისეთი გამოთაყვანებული გამოვიდა,
თითქოს მთელი ღამე სმაში გაეტარებინოს. ეს ის არის? თავისი ყუ-
რით გაიგონა, რაც იმ ბოზიშვილმა თქვა? მიიღო მისი განმარტებები
და შემოთავაზება? ლანგარზე მორთმეული ძღვენი, რომელიც ათა-
სობით პესოს მოაგებინებს, რათა ჩაყლაპოს და თანაზიარი – დიახ,
ტავიტოს მკვლელობის თანაზიარი –გახდეს? რატომ ვერ გამამაცდა
და არ მიახალა, რომ ალტაგრასიას სახლის ეზოში მიგდებული ტა-
ვიტო მისი ბრძანებით მოკლეს, ისევე, როგორც მანამდე მერფი,
რომ ტრუხილიოს მელოდრამატულ გონებაში დაიგეგმა გრინგო პი-
ლოტის მამათმავლობის მასკარადი და ტავიტოს სინდისის ქენჯნა,
რის გამოც თითქოს თავი მოიკლა?
მოკაში დაბრუნების ნაცვლად, იმ დილით ანტონიო, თავადაც
რომ ვერ მიხვდა როგორ, უბადრუკ კაბარეში – „ელ ბომბილია რო-
ხაში“ – გაჩერდა ვისენტე ნობლესა და ბარაონას ქუჩების გადაკვე-
127
თაზე. მეპატრონე ლოკო ფრიას კაბარეში ცეკვის კონკურსს ატარებ-
და. უამრავი რომი დალია, საკუთარ ფიქრებში ჩაფლულს შორიდან
ესმოდა მერენგეს ხმები („სან ანტონიო“, „კონ ელ ალმა“, „ხუანიტო
მორელ“, „ელ ხარო პიჩათ“ და სხვა სიმღერები). შემდეგ, ყოვლად
უმიზეზოდ, ორკესტრის წევრს, რომელიც მარაკებით იქაურობას ამ-
ხნევებდა, საჩხუბრად მიუვარდა. სიმთვრალისგან უგონოდ იყო,
მუშტებს ჰაერს ურტყამდა, შემდეგ იატაკზე დაენარცხა და ვეღარ წა-
მოდგა.
მეორე დღეს, როდესაც მოკაში განადგურებული და სამოსშემო-
ხეული დაბრუნდა, სახლში მამამისი – დონ ვისენტე, ძმა – ერნესტო,
დედა და მეუღლე – აიდა დაზაფრულები დაუხვდნენ. ანტონიოს მე-
უღლემ ილაპარაკა, ათრთოლებულმა:
– შენზე ამბობენ, ტრუხილიომ პირი ამოუქოლა სანტიაგოსა და
პუერტო პლატას გზა რომ მისცაო. შენ არ იცი, რამდენმა ადამიანმა
დარეკა.
ანტონიოს კარგად ახსოვს, როგორ გაუკვირდა, აიდამ მშობლე-
ბისა და ერნესტოს თანდასწრებით რომ უსაყვედურა. იდეალური
დომინიკელი ქალი იყო, ჩუმი, მომსახურე, მომთმენი. მის სიმთვრა-
ლეს, ქალებთან არშიყს, აყალმაყალს, ოჯახის გარეთ გატარებულ
ღამეებს მოთმინებით იტანდა, ყოველთვის ღიმილით ეგებებოდა,
ხასიათზე მოჰყავდა, მეყსეულად იჯერებდა თავის გამამართლებელ
მიზეზებს, თუ ანტონიო ახსნა- განმარტებებით თავს შეიწუხებდა. ყო-
ველ კვირა დღეს წირვას ესწრებოდა, აღსარებებსა და ლოცვებში
ეძებდა ნუგეშს იმ სირთულეების გადასალახად, მის ცხოვრებას
მუდმივად რომ ემუქრებოდა.
– ასე უბრალოდ ვერ მოვეკვლევინებოდი, – თქვა და იმ სარწე-
ველა სავარძელში ჩაესვენა, სადაც დონ ვისენტე თვლემდა ხოლმე
სიესტის დროს, – თავი მოვაჩვენე, რომ დავიჯერე მისი სიტყვები,
რომ ნება დავრთე მომისყიდოს. – საუკუნის დაღლილობის გან-
ცდით საუბრობდა, მეუღლის, მშობლებისა და ერნესტოს გამო სინ-
128
დისი სტანჯავდა. – მეტი რა შემეძლო გამეკეთებინა? ცუდი არაფერი
იფიქრო, მამა. დავიფიცე, რომ ტავიტოს გამო შურს ვიძიებ. გავაკე-
თებ, დედა. ჩემ გამო არ შეგრცხვება, აიდა. გეფიცები. ვფიცავ, კიდევ
ერთხელ!
ნებისმიერ წამს შეიძლება ასრულდეს ის ფიცი. ათ წუთში ის „შევ-
როლე“, რომლითაც ბებერი მელა ყოველ კვირას სან კრისტობალ-
ში, კაობას სახლში, დადის, გამოჩნდება და კარგად შემუშავებული
გეგმის მიხედვით, გალინდესის, მერფის, ტავიტოს, მირაბალების და
ათასობით დომინიკელის მკვლელი, ტყვიებით დაცხრილული და-
ეცემა თავისი კიდევ ერთი მსხვერპლის, ანტონიო დე ლა მასას ხე-
ლით, რომელიც უფრო ნელა და ბილწად მოკლა, ვიდრე ისინი, ვინც
ტყვიით განგმირა, ცემაში სული ამოხადა ან ზვიგენებს გადაუყარა.
ანტონიო ნაწილ-ნაწილ მოკლა, წაართვა თავმოყვარეობა, ღირსე-
ბა, საკუთარი თავის პატივისცემა, სიცოცხლის სიყვარული, იმედი,
სურვილები, ძვლებისა და კანის საზარელ ტომარად აქცია იმ შებღა-
ლული სინდისის გამო, რომელიც ამდენია წელია, ნელ-ნელა ან-
გრევს:
– ფეხებს გავმართავ, – მოესმა სალვადორ ესტერლია სადალას
ხმა, – დამიბუჟდა ამდენი ჯდომით.
დაინახა, თურქი როგორ გადავიდა მანქანიდან და რამდენიმე
ნაბიჯი გადადგა გზის გასწვრივ. სალვადორიც ისევე ღელავს, რო-
გორც ის? ნამდვილად. ტონი იმბერტი და ამადიტოც იგივეს გრძნო-
ბენ. წინ, ცოტა მოშორებით კი რობერტო პასტორისა, უასკარ ტეხე-
და და პედრო ლივიო სედენიო დგანან. ყველას ეჭვი ღრღნიდა, რომ
ვაცისთვის აქ მოსვლაში ვინმეს ხელი შეეშალა. ანტონიო დე ლა მა-
სას ტრუხილიოსთან ძველი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი.
არც ერთი მისი ექვსი თანამებრძოლისთვის და არც ასობით სხვა
შეთქმულისთვის იმდენი ტკივილი არ მიუყენებია, რამდენიც მის-
თვის. ფანჯრიდან გაიხედა: თურქი ფეხებს იფერთხავდა ენერგი-
ულად. თვალი მოჰკრა, რომ სალვადორს ხელში რევოლვერი ეჭი-
129
რა. ცოტა ხანში დაინახა, რომ მანქანაში დაბრუნდა და თავის ად-
გილზე დაჯდა ამადიტოს გვერდით.
– თუ არ მოვა, „პონიში“ წავიდეთ, ცივი ლუდი დავლიოთ, – ნაღ-
ვლიანად თქვა სალვადორმა.
იმ ჩხუბის შემდეგ ანტონიოს და სალვადორს ერთმანეთი თვეებს
განმავლობაში აღარ უნახავთ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგი-
ლებზე ხვდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს არ ესალმებოდნენ. ამ გან-
ხეთქილებამ ანტონიოს სულიერი ტანჯვა კიდევ უფრო დაამძიმა.
როდესაც შეთქმულება მომწიფდა, ანტონიომ გაბედა და მაჰათმა
განდის 21 ნომერში მივიდა, პირდაპირ იმ ოთახში შევიდა, სადაც
სალვადორი იმყოფებოდა.
– ძალების დაქსაქსვა არაფერში გამოგვადგება, – უთხრა გა-
მარჯობის ნაცვლად, – ვაცის მოკვლა შენი გეგმით ბავშვური თამა-
შია. შენ და იმბერტი ჩვენ უნდა შემოგვიერთდეთ. ჩვენი გეგმა მომ-
წიფებულია და არ გვიმტყუნებს.
სალვადორმა თვალებში შეხედა, არაფერი უთქვამს. არც უკმა-
ყოფილება გამოუხატავს, არც სახლიდან გაუგდია.
– გრინგოები მეხმარებიან, – აუხსნა ანტონიომ ხმადაბლა, –
ორი თვეა საელჩოში წვრილმანებს ვათანხმებ. ხუან ტომას დიასი
კონსულ დიაბორნის ხალხს ელაპარაკა. იარაღს და ასაფეთქებელს
ისინი მოგვცემენ. სამხედრო უფროსობასთან შეთანხმებული ვართ.
შენ და ტონი ჩვენ უნდა შეგვეკრათ.
– სამნი ვართ, – თქვა, ბოლოს და ბოლოს, თურქმა, – ამ რამდე-
ნიმე დღის წინ ჯგუფს ამადიტო გარსია გერერო შემოუერთდა.
შერიგება ძალიან პირობითი აღმოჩნდა. სერიოზულად არაფერ-
ზე უკამათიათ იმ თვეებში, ტრუხილიოზე თავდასხმის გეგმა რომ
შენდებოდა, იშლებოდა, თავიდან შენდებოდა და ყოველ თვეს, კვი-
რასა და დღეს ფორმასა და თარიღს იცვლიდა იანკების ორჭოფობის
მიხედვით. თავიდან დაპირებული ერთი თვითმფრინავი საელჩომ
საბოლოოდ სამ თოფამდე შეამცირა, რომლებიც სულ ცოტა ხნის
130
წინ, მეგობარმა ლორენსო ბერიმ, სუპერმარკეტ wimpy's -ის მეპატ-
რონემ გადასცა, რომელიც ანტონიოს გასაკვირად, CIA-ს თანამ-
შრომელი აღმოჩნდა. თავაზიანი შეხვედრების მიუხედავად, რო-
მელთა ერთადერთი თემა მუდმივად ცვალებადი გეგმა იყო, მათ შო-
რის აღარ იყო ის ძველი ურთიერთობა, რომელიც ხუმრობის, აღსა-
რების, ინტიმური გულახდილობის გაზიარების საფუძველია – ის,
რაც თურქს, იმბერტსა და ამადიტოს შორის არსებობდა, ანტონიო
გარიყული აღმოჩნდა. კიდევ ერთი ტკივილი, რის გამოც ვაცს პასუ-
ხი უნდა მოსთხოვოს: ძვირფასი მეგობარი რომ სამუდამოდ დააკარ-
გვინა.
მანქანაში მსხდომმა სამმა მეგობარმა და ცოტა წინ დაბანაკე-
ბულმა სამმა, შეთქმულების წვრილმანები არ იცოდნენ. შესაძლოა,
ეჭვები ჰქონდათ სხვა მონაწილეების შესახებ, მაგრამ თუ გეგმა გა-
ცუდდებოდა, ჯონი აბეს გარსიასა და მისი caliés ხელში ჩაცვივდე-
ბოდნენ, ლა კუარენტაში წაიყვანდნენ და აწამებდნენ, ვერც თურქი,
ვერც იმბერტი, ვერც ამადიტო, ვერც უასკარი, ვერც პასტორისა და
ვერც პედრო ლივიო სხვა თანამონაწილეებს ვერ დაასახელებდნენ.
მხოლოდ გენერალ ხუან ტომას დიასის, ლუის ამიამა ტიოს და კიდევ
ორი-სამი კაცის დასახელება შეეძლოთ. თითქმის არაფერი იცოდ-
ნენ სხვების შესახებ, რომელთა შორის ხელისუფლების ყველაზე მა-
ღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ, როგორც, მაგალითად: პუპო
რომანი – შეიარაღებული ძალების უფროსი და რეჟიმის მეორე კა-
ცი. არც უამრავი მინისტრის, სენატორის და სამოქალაქო სამსახურ-
ში დასაქმებული ბიუროკრატისა და სამხედრო იერარქიის წარმო-
მადგენლის შესახებ იცოდნენ, რომლებიც შეთქმულებაში მონაწი-
ლეობდნენ, იყვნენ ისეთებიც, გეგმის თაობაზე ირიბად რომ შეიტ-
ყვეს, შეუთვალეს ან შუამავლების პირით მიანიშნეს (სწორედ ეს
შემთხვევა იყო თავად ბალაგერი, რესპუბლიკის ფორმალური პრე-
ზიდენტი), რომ ვაცის განადგურების შემდეგ მზად იყვნენ პოლიტი-
კური თანამშრომლობისთვის: ახალი სამოქალაქო-სამხედრო ხე-
131
ლისუფლება ტრუხილიოს ნარჩენებს ბოლომდე მოსპობდა, ამერი-
კის შეერთებული შტატების დახმარებით წესრიგს დაამყარებდა, კო-
მუნისტებს შემოსასვლელ გზას დაუხშობდა და დემოკრატიულ არ-
ჩევნებს ჩაატარებდა. გახდება, ბოლოს და ბოლოს, დომინიკის რეს-
პუბლიკა ნორმალური ქვეყანა, არჩეული ხელისუფლებით, თავისუ-
ფალი პრესითა და მართლმსაჯულებით - ამ სიტყვის ჭეშმარიტი
მნიშვნელობით? ანტონიომ ამოიხვნეშა. იმდენი იშრომა ამისათვის
და ჯერ კიდევ არ სჯერა. სინამდვილეში, ის ერთადერთი იყო, ვინც
ხელისგულივით იცოდა მთელი ამ ქსელის მონაწილეები და თანა-
მოაზრეები. ხშირად, გულისგამწვრილებელი საიდუმლო საუბრების
დროს, როცა გეგმა იშლებოდა და თავიდან – არაფრიდან უნდა წა-
მოეწყოთ ყველაფერი, სწორედ ეს განცდა ტანჯავდა: თითქოს ობო-
ბა დაბუდებულიყო ლაბირინთის შუაგულში, თავისი დატოტილი ძა-
ფებით, რომელშიც უამრავი, ერთმანეთისთვის უჩინარი ადამიანი
იყო ჩაქსოვილი. ანტონიო ყველას იცნობდა. მხოლოდ მან იცოდა,
პასუხისმგებლობის რა ხარისხი შეითავსა თითოეულმა მათგანმა.
და, იმდენი იყვნენ! ახლა, ამ წუთებში, თავადაც გაუჭირდებოდა გახ-
სენება. სასწაული იყო, რომ ისეთ ქვეყანასა და ისეთ ხალხში, რო-
გორებიც დომინიკელები იყვნენ, შეთქმულები არავინ დაასმინა და
გეგმა არ ჩაფლავდა. იქნებ ღმერთი მართლაც მათკენაა, როგორც
სალვადორს სჯერა. სიფრთხილემ შედეგი გამოიღო, ყველამ ცოტა
იცოდა, მხოლოდ საბოლოო მიზნის შესახებ იცოდნენ, მაგრამ უც-
ნობი იყო ფორმა, პირობები, დრო. სამ-ოთხ კაცზე მეტმა არ იცოდა,
რომ ის შვიდნი ამ ღამეს აქ იყვნენ, არც ის – ვაცს ვისი ხელით გაუს-
წორდებოდნენ.
ხანდახან ზარავდა ფიქრი, რომ ერთადერთი იყო, რომელსაც თუ
ჯონი აბესი დაიჭერდა, ყველას დასახელება შეეძლო. გადაწყეტილი
ჰქონდა, ცოცხლად ხელში არ ჩავარდნოდა, ბოლო ტყვია თავისი
თავისთვის შემოენახა. წინდახედულებამ არც ამაში უღალატა, ფეხ-
საცმლის ქუსლის ფუღუროში ციანიდის შხამი ჰქონდა დამალული,
132
რომელიც მოკელმა აფთიაქარმა მოუმზადა, დარწმუნებულმა, რომ
იმ ცოფიანი ძაღლის მოსაკლავად უნდოდა, რომელიც სახლის ქათ-
მებს სისხლს უშრობდა. ცოცხალს ვერ მოიხელთებდნენ, ელექტრო-
ნულ სკამზე მისი დაკლაკნილი სხეულის ხილვის სიამოვნებას ჯონი
აბესს არ მიანიჭებდა. ტრუხილიოს რომ მოკლავდნენ, უდიდეს ბედ-
ნიერებას მიანიჭებდა SIM-ის უფროსისთვის წესის აგება. სასჯელის
მიგების მსურველნი ბევრნი იქნებოდნენ. სავარაუდოდ, უფროსის
სიკვდილის შემდეგ, ჯონი აბესი გაქცევას შეეცდებოდა. ამ შემთხვე-
ვისთვისაც წინასწარ მიიღეს ზომები. ნეტავ, იცოდეს ჯონი აბესმა,
როგორ სძულთ და რამდენი ადამიანი ოცნებობს შურისძიებაზე.
მხოლოდ ოპოზიციონრები კი არა, მინისტრები, სენატორები და სამ-
ხედროებიც არ მალავენ შურისძიების წყურვილს.
ანტონიომ ახალ სიგარეტს მოუკიდა, მოსწია და კბილი მაგრად
დააჭირა, რომ მღელვარება გაენელებინა. მოძრაობა სრულიად
შეწყდა, კარგა ხანი იყო, არც სატვირთო და არც მსუბუქ მანქანას არ
გაევლო რომელიმე მიმართულებით.
ანტონიომ ცხვირიდან და პირიდან კვამლი გამოუშვა და გაიფიქ-
რა, რომ სინამდვილეში ფეხებზე ეკიდა შემდეგ რა მოხდებოდა. არ-
სებითი – ახლა ხდება, ვაცი მკვდარი უნდა ნახოს და მხოლოდ მაშინ
იფიქრებს, რომ მისი ცხოვრება ამაო არ ყოფილა, რომ ამ მიწაზე ფუ-
ჭად არ უცხოვრია...
– ეს ნაძირალა აღარ მოდის, ამის დედა ვატირე! – წამოიძახა
გაშმაგებით მის გვერდით მყოფმა ტონი იმბერტმა.

133
7

ურანიას მესამე მცდელობაზე ავადმყოფი პირს აღებს. როდესაც


ექთანი წყლის ჭიქით ხელში ოთახში შემოდის, სენიორ კაბრალი უკ-
ვე მშვიდად და თავისუფლად მიირთმევს ქალიშვილის მიწოდებულ
ხილფაფას და ნახევარ ჭიქა წყალს პატარა ყლუპებით აყოლებს. ტუ-
ჩის კუთხეებიდან წყლის პაწაწინა წვეთები ჩამოსდის და ნიკაპს უს-
ველებს. ექთანი ფრთხილად უმშრალებს.
– ძალიან კარგი, ძალიან კარგი, დამჯერე ბავშვივით მიირთვა
ხილი, – აქებს ექთანი, – კმაყოფილია, ქალიშვილმა რომ აჭამა,
მართალს ვამბობ, სენიორ კაბრალ?
ავადმყოფი ექთანს შეხედვის ღირსად არ აგდებს.
– თქვენ გახსოვთ ტრუხილიო? – ეკითხება ურანია ექთანს მო-
ულოდნელად.
ქალი გაოგნებული უყურებს. ჯიშიანი ქალია, თეძოგანიერი, თვა-
ლებდაკარკლული, ყვითლად შეღებილი თმა აქვს – თმის შავი ძი-
რები ამხელენ. ექთანი, ბოლოს და ბოლოს, პასუხს მოისაზრებს:
– როგორ მემახსოვრება, როცა მოკლეს, ოთხი-ხუთი წლისა ვიქ-
ნებოდი. არაფერი მახსოვს, იმის გარდა, რასაც სახლში საუბრობ-
დნენ. ვიცი, რომ მამათქვენი იმ დროს მნიშვნელოვანი პიროვნება
იყო.
ურანია ეთანხმება.
– სენატორი, მინისტრი, ყველაფერი, – წაიჩურჩულა, – მაგრამ
მერე უსიამოვნება შეემთხვა.
მოხუცებული შეშფოთებული უყურებს ქალიშვილს.
– კეთილი, კეთილი, – ექთანი კეთილგანწყობის გამომჟღავნე-
ბას ცდილობს, – შეიძლება დიქტატორი იყო, მაგრამ ხალხი მაშინ
უკეთ ცხოვრობდა. ყველას სამსახური ჰქონდა და ამდენ დანაშაულს
არ სჩადიოდნენ. მართალი არ ვარ სენიორიტა?

134
– მამაჩემს ესმის, რასაც ამბობთ. კმაყოფილია ალბათ ამ სიტ-
ყვებით.
– რა თქმა უნდა, ესმის, – ამბობს ექთანი ოთახიდან გასვლამდე,
– მართალია, სენიორ კაბრალ? მე და მამათქვენს ხანგრძლივი სა-
უბრები გვაქვს. კეთილი, თუ დაგჭირდით, დამიძახეთ.
ექთანი გადის და კარს ხურავს.
იქნებ ექთანი მართალია. მომდევნო საშინელი ხელისუფლების
წყალობით, ახლა ხალხი ისევ ტრუხილიოს ნატრობს. დაავიწყდათ
ძალადობა, მკვლელობები, კორუფცია, თვალთვალი, გარიყულო-
ბა, შიში. საშინელება მითად იქცა. „სამსახური ყველას ჰქონდა და
ხალხი ამდენ დანაშაულს არ სჩადიოდა“.
– კი, სჩადიოდნენ, მამა,– ურანია ხეიბარს თვალებში უყურებს,
ის წამწამებს ახამხამებს. – ამდენი ქურდი სახლებში არ შედიოდა,
ამდენი ყაჩაღობა არ იყო, ქუჩაში გამვლელებს საფულეებს, საათებ-
სა და მძივებს არ ჰპარავდნენ, მაგრამ ხალხს კლავდნენ, სცემდნენ,
აწამებდნენ და აქრობდნენ რეჟიმთან დაახლოებული პირები. მარ-
ტო ტრუხილიოს შვილს, მშვენიერ რამფისს რამდენი ჰყავდა გაუპა-
ტიურებული? ურანია, როგორ კანკალებდი შიშით, შენ რომ არ გა-
დაგკიდებოდა.
მამამისმა არ იცოდა, ურანიას არასოდეს მოუყოლია, რომ სან-
ტო დომინგოს კოლეჯის გოგონები და შესაძლოა, იმ თაობის ყველა
დომინიკელი გოგო რამფისზე ოცნებობდა. მექსიკური ფილმების
გმირს ჰგავდა კოხტად შეკრეჭილი ულვაშით, Ray-Ban-ის სათვა-
ლით, ტანზე გამოყვანილი სამხედრო კოსტიუმებითა და დომინიკის
ავიაციის უნიფორმით, თავისი დიდი, შავი თვალებით, ათლეტური
სილუეტით, ბაჯაღლო ოქროს ბეჭდებით, საათებითა და „მერსედე-
სებით“. ღმერთების რჩეული იყო: მდიდარი, ძლიერი, წარმოსადე-
გი, ჯანსაღი, ღონიერი, ბედნიერი. ურანიას შესანიშნავად ახსოვს:
შენ და შენი მეგობრები, sisters-ის ზურგს უკან რამფის ტრუხილიოს
ფოტოებს ათვალიერებდით. რამფისი სამოქალაქო ტანსაცმელში,
135
სამხედრო ფორმაში, საცურაო კოსტიუმში, ჰალსტუხიანი, სპორ-
ტულ კოსტიუმში, ცხენოსნის სამოსში – როცა დომინიკის პოლოს
გუნდს მიმართავს ან თვითმფრინავის სამართავ პულტს უზის. გო-
გონები თხზავდნენ, რომ საკუთარი თვალით ნახეს, ესაუბრნენ
კლუბში, გამოფენაზე, ზეიმზე, აღლუმზე და გამოგონილი ამბების
მოყოლას რომ ბედავდნენ, შიშისგან წითლდებოდნენ, იცოდნენ,
სიტყვითა და ფიქრებით ცოდვაში რომ ვარდებოდნენ და კაპელა-
ნისთვის აღსარების ჩაბარება მოუწევდათ. ჩურჩულებდნენ, რა
მშვენიერი, რა ტკბილი უნდა იყოს რამფის ტრუხილიოს კოცნა, მო-
ფერება და ალერსიო.
– ვერ წარმოიდგენ, რამდენჯერ მიოცნებია მასზე, მამა.
მამას არ ეღიმება. ტრუხილიოს უფროსი შვილის ხსენებაზე
კრთება და თვალებს ფართოდ ახელს. გენერალისიმუსის საყვარე-
ლი შვილი იყო, არადა, როგორ გაუცრუა იმედი. სამშობლოს მამას
დიდი სურვილი ჰქონდა თავის მემკვიდრეს – მისი შვილი იყო, მამა?
– ძალაუფლებისადმი ისეთივე ლტოლვა და შემართება ჰქონოდა,
როგორიც თავად ჰქონდა, მაგრამ რამფისს მამის არც ღირსება გა-
მოჰყოლია და არც ნაკლი. ერთადერთი, რაშიც ჰგავდა, ალბათ,
ატეხილი ულაყის ვნება იყო – ქალების გაჟიმვის სურვილი, საკუ-
თარ მამაკაცობაში რომ დარწმუნებულიყო. პოლიტიკური ამბიცია
არ გააჩნდა, არც სხვა რომელიმე ამბიცია, მოდუნებული იყო, დეპ-
რესიისკენ მიდრეკილი, ნერვოტულად ჩაკეტილი, კომპლექსებით,
ნაღველითა და ეჭვებით შეპყრობილი, ისტერიის ზიგზაგისებური
აფეთქებებითა და ხანგრძლივი აპათიებით, რა დროსაც ნარკოტი-
კებსა და ალკოჰოლში იხრჩობოდა.
– იცი, რას ამბობენ უფროსის ბიოგრაფები, მამა? მაშინ გახდა
ასეთი, როცა შეიტყო, დედამისმა ტრუხილიოსთან ქორწინებამდე
რომ გააჩინაო. დეპრესიები დაეწყო, როცა გაიგო, რომ მისი ნამ-
დვილი მამა დოქტორი დომინისი იყო ან ის კუბელი – დონია მარია
მარტინესის პირველი საყვარელი – ტრუხილიომ რომ მოაკვლევი-
136
ნა. იმ დროს დონია მარტინესი ღრმად პატივცემულ ქალბატონობა-
ზე არ ოცნებობდა და ერთი საეჭვო ყოფაქცევის ქალი იყო საშუალო
წრიდან, მეტსახელად „ესპანიოლიტას“ ეძახდნენ. გეცინება? არ მჯე-
რა.
ადვილი შესაძლებელია, იცინოდეს. ან იქნებ მოშვებული სახის
კუნთების უნებლიე მოქმედებაა? ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ადა-
მიანის სახეს არ ჰგავს, რომელიც ერთობა. იმ ადამიანს ჰგავს, რო-
მელმაც დაამთქნარა ან იყმუვლა და ყბაამოგდებული დარჩა, თვა-
ლებგაშტერებული, ნესტოებგაფართოებული, ხახადაღებული, სა-
იდანაც უკბილო შავი ორმო იმზირება.
– გინდა ექთანს დავუძახო?
ხეიბარი პირს ხურავს, სახეს ალაგებს და ქალიშვილს კვლავ ყუ-
რადღებით, შეშფოთებული უსმენს. მხრებაწურული გაუნძრევლად
რაღაცას ელის. ურანიას თუთიყუშის ხმამაღალმა ჩხავილმა გა-
უფანტა ყურადღება. ოთახი მოულოდნელად აახმაურეს, მაგრამ მა-
ლევე დამშვიდდნენ. კაშკაშა მზე ანათებს, ფანჯრებსა და ჭერს ედება
და იქაურობას ათბობს.
– იცი, რა მინდა გითხრა? იმ უდიდესი სიძულვილის მიუხედავად,
რომელიც მქონდა და მაქვს ტრუხილიოს, მისი ოჯახისა და იმ ყვე-
ლაფრის მიმართ, რასაც ტრუხილიოს სუნი ასდის, რამფისზე როცა
ვფიქრობ ან ვკითხულობ, თანაგრძნობა მეუფლება, მებრალება.
ასეთივე ურჩხული იყო, როგორიც მთელი მისი ოჯახი. მეტი რა
შეეძლო ყოფილიყო, თუ იმის შვილი იყო, ვისიც იყო და ისე გაზარ-
დეს, როგორც გაზარდეს? ვინ უნდა გამოსულიყო კელიოგაბალუ-
სის, კალიგულას ან ნერონის შვილი? როგორი უნდა ყოფილიყო
ბავშვი, რომელსაც შვიდი წლისას კანონით მიანიჭეს პოლკოვნიკის
წოდება („შენ წარადგინე კონგრესის წინაშე თუ სენატორმა ჩირი-
ნოსმა, მამა?“) და ათი წლისა უკვე გენერალი გახდა იმ საჯარო ღო-
ნისძიებაზე, რომელზეც მთელი დიპლომატიური კორპუსის თანდას-
წრებით ჯარმა სამხედრო პატივი მიაგო. ურანიას მეხსიერებიდან
137
არასოდეს წაშლილა ის ფოტო, მამამისი სასტუმრო ოთახის კარა-
დაში რომ ინახავდა – ნეტა, ისევ იქ არის? – უზადო ფრაკში გამოწ-
ყობილი სენატორი კაბრალი (თუ მაშინ მინისტრი იყავი, მამა?)
მცხუნვარე მზის ქვეშ წელში მოწიწებით იხრება გენერლის ფორმაში
გამოწყობილი პატარა ბიჭის წინაშე. ბავშვი ჩრდილში პატარა პო-
დიუმზე დგას, სულ რამდენიმე წუთის წინ სამხედრო აღლუმი ჩაიბა-
რა და ახლა გრძელ რიგში ჩამდგარი მინისტრების, პარლამენტარე-
ბისა და ელჩებისაგან მილოცვებს იღებს. ტრიბუნის სიღრმეში დგა-
ნან კმაყოფილი ქველმოქმედი და ღრმად პატივცემული ქალბატონი
– ამაყი დედა.
– ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა მუქთახორა, ლოთი, მოძალადე,
ბრიყვი, ყაჩაღი და შეშლილი? ამის შესახებ მე და ჩემმა მეგობრებმა
სანტო დომინგოს კოლეჯში არაფერი ვიცოდით მაშინ, რამფისზე
შეყვარებული რომ ვიყავით. შენ კი იცოდი, მამა. ამიტომ გეშინოდა,
რომ არ ვენახე, შენს გოგონაზე არ ახირებულიყო, იმიტომ გაგიჟდი,
როცა მომეალერსა და ქათინაური მითხრა, მე კი ვერაფერს მივ-
ხვდი!
ხეიბარი თვალებს ახამხამებს, ერთხელ, ორჯერ.
თავისი მეგობრებისგან განსხვავებით, რომლებიც იგონებდნენ,
რომ რამფისი ნახეს, ესაუბრნენ, გაუღიმა და ქათინაური უთხრა,
ურანიას ნამდვილად შეემთხვა ეს ამბავი. ტრუხილიოს ეპოქის ოც-
დახუთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო: თავისუფა-
ლი ერების მშვიდობიანი საძმოს დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ზე-
იმი 1955 წლის 20 დეკემბერს დაიწყო და მთელი მომდევნო წელი
გაგრძელდა. ღონისძიება ოცდახუთი მილიონიდან სამოცდაათ მი-
ლიონამდე დაჯდა – მთელი ეროვნული ბიუჯეტის მეოთხედი ან ნა-
ხევარი. „ზუსტი რიცხვი ვერასოდეს დაადგინეს, მამა“. ურანიას დღე-
ვანდელი დღესავით ახსოვს ის სახეები, აღფრთოვანება, ბედნიერე-
ბის ზღვა, რომელშიც უფროსმა მთელი ქვეყანა აბანავა. ტრუხილიო
საკუთარ დღესასწაულს აღნიშნავდა, სანტო დომინგოში („უკაცრა-
138
ვად,მამა, სიუდად ტრუხილიოში“) ჩამოიყვანა ხავიერ კუგატის ორ-
კესტრი, პარიზის ლიდოს ქორო, ამერიკის შეერთებული შტატების
Ice Capades მოთხილამურეები, ოთხმოცი ათას კვადრატულ მეტ-
რზე საგამოფენო დარბაზები და სამოცდათერთმეტი ნაგებობა ააშე-
ნა, ზოგიერთი მარმარილოსი, ალებასტრისა და ონიქსის – თავისუ-
ფალი მსოფლიოს ორმოცდაორი ქვეყნიდან ჩამოსული დელეგა-
ციები რომ დაებინავებინა. ჩამოსული სტუმრების თაიგულს ბრაზი-
ლიის პრეზიდენტი, ჟუსელინუ კუბიჩეკი და ნიუ-იორკის არქიეპის-
კოპოსის მეწამული სილუეტი ამშვენებდა. ღონისძიების დამაგვირ-
გვინებელი აქტი რამფისისთვის – ქვეყნის წინაშე გაწეული ბრწყინ-
ვალე სამსახურისთვის – გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭება
და მისი გრაციოზული უდიდებულესობის, ანხელიტა I-ის ზეიმის დე-
დოფლად გამოცხადება იყო. საზეიმო ღონისძიებაზე ანხელიტა
ტრუხილიო იმ გემით მივიდა, რომლის შემოსვლაც საზღვაო ფლოტ-
მა საყვირებით, ხოლო დედაქალაქის ყველა ეკლესიამ ზარების
რეკვით ამცნო ქვეყანას. თავზე ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირ-
გვინი ედგა, ცნობილი იტალიელი დიზაინერების, დები ფონტანების
მიერ იტალიაში შეკერილი უფაქიზესი ორგანზას კაბა ორმოცდახუ-
თი მეტრი რუსული მაქმანით იყო გაწყობილი და სამი მეტრი სიგ-
რძის შლეიფი მოჰყვებოდა, მოსასხამი კი ინგლისის დედოფალს,
ელისაბედ II-ს, სამეფო ტახტზე კურთხევის დღეს რომ ეცვა, იმის ზუს-
ტი ასლი იყო. ფრეილინებსა და პაჟებს შორის, გრძელ, მაქმანებიან
კაბაში, აბრეშუმის ხელთათმანებითა და ვარდების თაიგულით
ხელში, დომინიკის საზოგადოების მაღალი წრის გოგონებს შორის
ურანიაც არის. ის ყველაზე ახალგაზრდაა იმ გამოთაყვანებულების
ესკორტში, რომელიც ტრუხილიოს ქალიშვილს მცხუნვარე მზის
ქვეშ მიჰყვება. ბრბო პოეტსა და სახელმწიფო მდივანს – დონ ხო-
აკინ ბალაგერს – უკრავს ტაშს, რომელიც ქებათა- ქებას აღავლენს
მისი ბრწყინვალება ანხელიტა I-ის წინაშე. დედოფლის სილამაზესა
და მომხიბვლელობას ფეხქვეშ ეგება დომინიკელი ხალხი. ურანია
139
თავს პატარა ქალად გრძნობს, უცებ მამის ხმა ესმის, პროტოკოლის
შესაბამისად გამოწყობილი სიტყვას წარმოთქვამს, საუბრობს იმ
მიღწევების შესახებ, რომელიც ბოლო ოცდახუთი წლის განმავლო-
ბაში მოიპოვა ქვეყანამ ტრუხილიოს სიმტკიცის, შორსმჭვრეტელო-
ბისა და პატრიოტიზმის წყალობით. ურანია ძალიან ბედნიერია.
(„აღარასოდეს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორც იმ დღეს, მა-
მა“), გოგონა გრძნობს, რომ უყურებენ. ახლა გამოფენის ცენტრში
ტრუხილიოს ბრინჯაოსფერ ქანდაკებას ხსნიან, აკადემიკოსის ტოგა
მოუსხამს და ხელში პროფესორის დიპლომი უპყრია. მოულოდნე-
ლად – იმ ჯადოსნური დღის გვირგვინად – ურანია აღლუმის სამოს-
ში გამოწყობილ რამფის ტრუხილიოს დაინახავს, რომელიც გოგო-
ნას თავისი ხავერდოვანი თვალებით შესცქერის.
– ეს ლამაზი გოგონა ვინ არის? – უღიმის ურანიას ახალგამომ-
ცხვარი გენერალ-ლეიტენანტი. გოგონა გრძნობს, რომ რამფისის
მხურვალე, თხელი თითები ნიკაპს უწევს, – რა გქვია?
– ურანია კაბრალი, – წაიბურტყუნა გულამოვარდნილმა გოგო-
ნამ.
„რა ლამაზი ხარ და რაც მთავარია, რა ლამაზი იქნები!“ რამფისი
იხრება და მისი ბაგეები იმ გოგონას ხელს კოცნის, რომელსაც მისი
უდიდებულესობა ანხელიტა I-ის თანმხლები გოგონების აღფრთო-
ვანება, ხვნეშა და ხუმრობა ესმის, გენერალისიმუსის ვაჟი მიდის.
ურანია ბედნიერებისგან საკუთარ ტყავში ვეღარ ეტევა. რას იტყვიან
მისი მეგობრები, როცა გაიგებენ, რომ რამფისმა, თავად რამფისმა
უწოდა ლამაზი, ლოყაზე თითები შეახო და ხელზე ისე ეამბორა, რო-
გორც ქალებს ეამბორებიან?
– როგორ შეწუხდი, ეს ამბავი რომ გიამბე, მამა. როგორ განრის-
ხდი. სასაცილოა, არა?
მამამისის რისხვამ, რამფისის ხელის შეხებაზე რომ უამბო, პირ-
ველად დააეჭვა ურანია, რომ შესაძლოა, დომინიკის რესპუბლიკაში

140
არც ისე იდეალურადაა ყველაფერი, როგორც სენატორი კაბრალი
ამბობს.
– ცუდი რა არის იმაში, რომ ლამაზი მიწოდა და მომეალერსა, მა-
მა.
– უარესი რა უნდა იყოს, – ხმას უწევს მამა, ურანია შეშინდა, პირ-
ველად ხედავს მის თავზე მუქარით აღმართულ საჩვენებელ თითს, –
მეტი არასოდეს! კარგად გაიგონე, ურანია! თუ მოგიახლოვდება, გა-
იქეცი. არ მიესალმო, არ დაელაპარაკო. გაიქეცი. შენ სასიკეთოდ
გეუბნები.
– კი მაგრამ... – გოგონა გაუგებრობის ქაოსშია.
ახალი დაბრუნებული არიან თავისუფალ ერთა მშვიდობისა და
ძმობის ზეიმიდან, გოგონას ჯერ კიდევ ის მშვენიერი კაბა აცვია, მის
უდიდებულესობა ანხელიტა I-ს რომ მიჰყვებოდა და მამამისს ის
ფრაკი, რომლითაც სიტყვა წარმოთქვა ტრუხილიოს, პრეზიდენტ
ნეგრო ტრუხილიოს, დიპლომატების, მინისტრების, სტუმრებისა და
იმ ათასობით ადამიანის წინაშე გამზირებს, ქუჩებს და დროშებით
მორთულ შენობებს რომ მოსდებიან. ასე რატომ გაბრაზდა?
– იმიტომ რომ რამფისი, ეს ბიჭი, ეს კაცი, ეს.. ცუდია. – მამა თავს
იკავებს, რასაც ფიქრობს, ყველაფრის გამხელა არ უნდა – გოგო-
ნებთან, ბავშვებთან, კოლეჯში შენს მეგობრებს არ უამბო. არავის
უამბო. შენ გეუბნები, რადგან ჩემი შვილი ხარ. ეს ჩემი მოვალეობაა.
უნდა გაგიფრთხილდე. შენ სასიკეთოდ ვამბობ, ურანია. გესმის? კი,
გესმის, შენ ხომ ჭკვიანი ხარ. არ დაუშვა, რომ მოგიახლოვდეს, რომ
დაგელაპარაკოს. თუ მოგიახლოვდა, იქ გამოიქეცი, სადაც მე ვარ.
ჩემ გვერდით ვერაფერს დაგიშავებს.
ვერაფერს ხვდები, ურანია. ჰაერივით გამჭვირვალე ხარ, შენში
ცოდვის მისხალიც არაა. ფიქრობ, რომ მამაშენი ეჭვიანობს. არ
სურს, მის გარდა, ვინმეს უყვარდე, ვინმე მოგეფეროს ან გითხრას,
ლამაზი ხარო. სენატორ კაბრალის რისხვა იმას ნიშნავდა, რომ იმ
დროს მხარბეჭიან, რომანტიკულ რამფისს უკვე დაწყებული ჰქონდა
141
ის სიბილწეები ბავშვებთან, გოგონებთან და ქალებთან, რომელმაც
ისეთი სახელი გაუთქვა, ყველა დომინიკელი მამამაკაცი – კეთილ-
შობილი თუ გარეწარი – რომ მიელტვის: დიდებული მტყვნელი, და-
უღლელი ვაცი, ველური მრუში. ნელ-ნელა გაიგებ ყველაფერს, ურა-
ნია, სანტო დომინგოს გაკვეთილებზე და პატიოებში, იმ კოლეჯში,
კეთილშობილი ოჯახების გოგონები რომ სწავლობენ, სადაც sisters
ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან არიან, მოსწავ-
ლეებს კი თანამედროვე ფორმები აცვიათ და სულაც არ ჰგვანან
მორჩილებს. გოგონებს თეთრი, ვარდისფერი და ცისფერი კაბები,
სქელი წინდები და შავ-თეთრი ფეხსაცმელები თანამედროვე და
სპორტულ იერს ანიჭებთ. მაგრამ ისინიც არ არიან დაცული, როდე-
საც ამძუვნებული რამფისი ხეტიალს იწყებს მარტო ან თავის მეგობ-
რებთან ერთად და მდედრის საძებრად დაძრწის ქუჩაში, პარკში,
კლუბში, ტავერნაში და თავის ვეებერთელა საფეოდალოში, კისკეი-
ასში, სადაც კერძო სახლებში შესვლასაც არ ერიდება. რამდენი დო-
მინიკელი აცდუნა, მოიტაცა და გააუპატიურა მშვენიერმა რამფისმა?
კრეოლებს არც წაულის ქურქებს ჩუქნის და არც „კადილაკებს“, რო-
გორც ჰოლივუდის ვარსკვლავებს – გაჟიმვის შემდეგ ან მანამდე,
რადგან თავისი გულუხვი მამისგან განსხვავებით, ახალგაზრდა
რამფისი დედამისივით, დონია მარიასავით, წუწურაქია. დომინიკე-
ლებს უფასოდ ჟიმავს, პატივს სდებს, როგორც უფლისწული, რო-
გორც ქვეყნის პოლოს გუნდის დაუმარცხებელი კაპიტანი, როგორც
გენერალ-ლეიტენანტი და სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი.
ამ ყველაფერს თანდათან გაიგებ, ურანია, საიდუმლო საუბრე-
ბით, ჭორებით, ნამდვილი და გაზვიადებული ამბებით რომლებსაც
sisters-ის ზურგს უკან, მოწაფეები ერთმანეთს უზიარებენ. გჯერა და
თან არ გჯერა, გინდა იცოდე და გზარავს კიდეც მანამ, სანამ, ბოლოს
და ბოლოს, კოლეჯი და მთელი სიუდად ტრუხილიო დიდმა მიწის-
ძვრამ არ შეარყია, რადგან სახელოვანი მამის შვილის, რამფისის
მსხვერპლი ამჯერად დომინიკის მაღალი საზოგადოების ყველაზე
142
ლამაზი გოგონა და შეიარაღებული ძალების უფროსის ქალიშვი-
ლია – მანათობელი როსალია პერდომო, ქერათმიანი, ცისფერთვა-
ლა და გამჭვირვალეკანიანი გოგონა, რომელიც კოლეჯის ვნების
კვირის წარმოდგენებში ჯვარცმული ქრისტეს წინაშე გლოვად დაცე-
მულ მარიამ ღვთისმშობელს განასახიერებს და ცრემლად იღვრება.
მომხდარის შესახებ უამრავი ვერსია გავრცელდა. ამბობდნენ, რომ
რამფისმა დღესასწაულზე გაიცნო, რომ „ქანთრი ქლაბში“ ნახა, რომ
საეკლესიო მსვლელობისას შენიშნა, რომ იპოდრომზე დაადგა თვა-
ლი, რომ შეუჩნდა, დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა პარასკევ საღა-
მოს, სპორტული შეჯიბრის შემდეგ, რადგან როსალია ხელბურთის
გუნდის წევრია. ბევრმა მეგობარმა დაინახა, რომ კოლეჯიდან გას-
ვლის შემდეგ – ურანიას არ ახსოვს, თუმცა, გამორიცხული არაა –
ავტობუსში ასვლის ნაცვლად რამფისის მანქანაში ჩაჯდა, რომელიც
იქვე, რამდენიმე მეტრში ელოდა. რამფისი მარტო არაა, მამიკოს
შვილი ეულად არასოდეს დადის, ორი-სამი თანამეინახე ყოველ-
თვის ახლავს, ართობენ, ელაქუცებიან, ემსახურებიან, მის ხარჯზე
სუქდებიან. მათ შორის არის კიდევ ერთი კოკორი, რამფისის სიძე,
ანხელიტას ქმარი პეჩიტო, პოლკოვნიკი ლუის ხოსე ლეონ ესტევე-
სი. რამფისის უმცროსი ძმაც იქ არის – გახრწნილი, გაუთლელი და
ნაძირალა რადამესი? უეჭველად. უკვე შეზარხოშებული არიან თუ
მაშინ თვრებიან, როცა ოქროსფერ როსალია პერდომეს აუპატიუ-
რებენ? ცხადია, ვერ იფიქრეს, გოგონა სისხლისგან რომ დაიცლე-
ბოდა. აი, მაშინ კი კაბალიეროებივით იქცევიან... მანამდე აუპატიუ-
რებენ. ცხადია, რამფისს, იმის გამო, რომ ის არის, ვინც არის, უნა-
ტიფესი კერძის პირველი ლუკმა ერგება. შემდეგ სხვები აუპატიურე-
ბენ. ნეტავ ასაკობრივი ნიშნით დგებიან რიგში თუ რამფისთან სიახ-
ლოვის მიხედვით? წრეში ატრიალებენ თუ კენჭს იყრიან? როგორ
იქნებოდა, მამა? შუაგულ ორგიაში გოგონას სისხლისდენა ეწყება.
იმის ნაცვლად, რომ ტრიალ მინდორზე ბედის ანაბარა მიაგდონ,
რასაც გააკეთებდნენ კიდეც, როსალია პერდომო თეთრკანიანი, ქე-
143
რათმიანი, მდიდარი და ტრუხილიოისტების პატივსაცემი ოჯახის
შვილი კი არა, ვინმე უგვარო და უფულო რომ ყოფილიყო, კონსპი-
რაციულად იქცევიან. „მარიონის“ ჰოსპიტლის კარამდე მიჰყავთ,
სადაც საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, როსალიას ექიმები გადაარ-
ჩენენ და ამავდროულად, მის ამბავს ქვეყანას მოსდებენ. ამბობენ,
საბრალო, თავზარდაცემული პოლკოვნიკი პერდომო ფეხზე ვეღა-
რასოდეს წამოდგა, როცა შეიტყო თავისი სათაყვანებელი გოგონა
რამფისმა და მისმა მეგობრებმა სადილსა და ვახშამს შორის გასარ-
თობად რომ გააუპატიურეს ისე, როგორც მავანი დროის მოსაკლა-
ვად კინოს უყურებს. როსალიას გამწარებულ დედას ქუჩაში ფეხი
აღარასოდეს გაუდგამს. არც წირვაზე უნახავს ვინმეს.
– ამის გეშინოდა, მამა? – ურანია მოხუცს თვალებშე შესცქერის,
– გეშინოდა რამფისს და მის მეგობრებს ჩემთვის იგივე არ გაეკეთე-
ბინათ, რაც როსალია პერდომოს უქნეს?
„ესმის“, გაიფიქრა ურანიამ და დადუმდა. მამა თვალს არ აშო-
რებს. მის გუგებში მდუმარე ვედრება დგას, – გაჩუმდი, ჭრილობებ-
ში ნუ იქექები, მოგონებებს ნუ აღვიძებო. მაგრამ ურანია ყურის დაგ-
დებას არ აპირებს. განა ამისთვის არ ჩამოვიდა იმ ქვეყანაში, რომ
დაიფიცა ფეხს აღარასოდეს დავდგამო?
– დიახ, მამა, ალბათ, ამისთვის ჩამოვედი, – ისე ხმადაბლა ამ-
ბობს, თითქმის არ ისმის, – შავ დღეში რომ ჩაგაგდო. თუმცა ტვინის
დამბლით თავი დაიზღვიე. გონებიდან ცუდი მოგონებები წაშალე.
ჩემიც, ჩვენიც წაშალე, მამა? მე – არა. არც ერთი დღით. არც ერთი
დღით არ წამიშლია ამ ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში, მამა.
არასოდეს დამვიწყებია და არც შენთვის მიპატიებია. სწორედ ამი-
ტომ, როდესაც მირეკავდი Siena Heights University-ში ან ჰარვარ-
დში, შენი ხმის გაგონებისთანავე, სიტყვის დაუსრულებლად ყურ-
მილს გიკიდებდი, „შენ ხარ, შვილიკო?“ კლიკ! ამიტომ არ ვუპასუხე
შენს ერთ წერილსაც კი. ასი მომწერე? ორასი? ყველა დავხიე და
დავწვი, ძალიან ფარისევლური წერილები იყო. თემას გარშემო უვ-
144
ლიდი, მინიშნებებით საუბრობდი, რომ უცხო თვალს არ წაეკითხა
და რამეს არ მიმხვდარიყო. იცი, რატომ ვერასოდეს გაპატიე? იმი-
ტომ, რომ სინანულში გულწრფელად არასოდეს ჩავარდნილხარ.
იმდენი წელი ემსახურე უფროსს, წრფელი გული, სამართლიანობა
და სინდისის ქენჯნის უნარი დაკარგე. ისევე როგორც შენმა კოლე-
გებმა. ისევე როგორც, შესაძლოა, მთელმა ქვეყანამ, ეს იყო ხელი-
სუფლებაში ყოფნის პირობა. სხვანაირად ზიზღი დაგახრჩობდა. უფ-
როსივით ურჩხული უნდა გამხდარიყავი: ისეთივე კმაყოფილი და
ცინცხალი უნდა ყოფილიყავი, როგორიც რამფისი იყო სისხლისგან
დაცლილი როსალიას გაუპატიურებისა და „მარიონის“ ჰოსპიტალ-
თან დაგდების შემდეგ.
პერდომოს გოგონა, რაღა თქმა უნდა, კოლეჯში აღარ დაბრუნე-
ბულა, მაგრამ მისი ნატიფი, მარიამ ღვთისმშობლის სახე კიდევ
დიდხანს დააბიჯებდა საკლასო ოთახებში, დერეფნებში, სანტო დო-
მინგოს პატიოებში და აცოცხლებდა ჭორებს, საიდუმლო საუბრებს,
ფანტაზიებს კვირების, თვეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა,
რომ sisters-ს როსალია პერდომოს სახელის ხსენებასაც კი გვიკ-
რძალავდნენ. დომინიკურ საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ტრუ-
ხილიოს მიმდევრების ოჯახებში, ეს სახელი კვლავ და კვლავ აჩ-
რდილივით დადიოდა, როგორც ვერაგული წინათგრძნობა, რო-
გორც საბედისწერო გაფრთხილება, განსაკუთრებით იმ სახლებში,
სადაც ქალიშვილობაში შესული გოგონები ჰყავდათ. როსალიას ამ-
ბავი შიშს აღვივებდა, რომ მშვენიერ რამფისს, ნებიერ მემკვიდრეს
(რომელიც ამ დროს ქმარგანაშორებ ოქტავია-ტანტანე-რიკარდზე
იყო დაქორწინებული) ანაზდად ყურადღება არ მიექცია მათი გოგო-
ნასთვის და მორიგი დროსტარებისთვის არ მოენდომებინა, დრო-
დადრო რომ ეძლეოდა იმასთან, ვისაც აიხირებდა, რადგან პასუხს
ვინ მოსთხოვდა გენერალისიმუსის უფროს შვილსა და მის უახლოეს
მეგობრებს?

145
– როსალია პერდომოს ამბის გამო გაგზავნა უფროსმა რამფისი
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში, ასე არ
იყო, მამა?
კანზას-სიტის ფორტ ლივენვორდის სამხედრო აკადემიაში რამ-
ფისი 1958 წელს გაუშვეს, ტრუხილიოს უნდოდა შორს ჰყოლოდა და
რამდენიმე წელი სიუდად ტრუხილიოსთვის განერიდებინა, სადაც
როსალია პერდომოს ამბავმა, როგორც ამბობენ, თავად მისი
ბრწყინვალებაც გააღიზიანა. არა მორალური, არამედ პრაქტიკული
თვალსაზრისით. ეს გონებაშერყეული ბიჭი, იმის ნაცვლად, რომ
საქმისთვის მიეხედა, რისთვისაც უფროსი ამზადებდა, თავის არსე-
ბობას პოლოს თამაშში, ბოგანოებთან და მუქთახორებთან სმასა და
დროსტარებაში ფლანგავდა, ბოლოს, ისეთი რეგვენი აღმოჩნდა,
რომ ტრუხილიოს ყველაზე ერთგული ოჯახის გოგონა გააუპატიურა
და სისხლისდენისგან კინაღამ მოკლა. ყოყლოჩინა, გახრწნილი ბი-
ჭი. სასწრაფოდ – კანზას-სიტიში, ფორტ ლივენვორდის სამხედრო
აკადემიაში!
ურანიას ისტერიული სიცილი უტყდება, ავადმყოფი ზამბარასა-
ვით იკუმშება, თითქოს საკუთარ თავში ჩაძირვასა და გაქრობას ლა-
მობს, ქალიშვილის გიჟური სიცილით გაოგნებულია. ურანია ისე
იცინის, თვალებიდან ცრემლები სდის. სახეს ცხვირსახოცით იმშრა-
ლებს.
– წამალი საწამლავზე უარესი აღმოჩნდა. სასჯელის ნაცვლად,
ის მოგზაურობა მშვენიერი რამფისისთვის ჯილდო იყო.
სასაცილოა, არა, მამა? დომინიკელი კეკლუცი ამ ელიტურ კურ-
სებზე, რჩეულ ჩრდილოამერიკელ ოფიცრებთან მიდის გენერალ-
ლეიტენანტის ჩინ-მედლებით დახუნძლული (სამხედრო კარიერის
გრძელი გზა გაევლო – შვიდი წლისამ დაიწყო!), მთელი დუჟინი
ადიუტანტის, მუსიკოსისა და მოსამსახურის თანხლებით, მისი იახტა
ღუზას სან ფრანცისკოს ყურეში უშვებს და იქვე ავტომობილების
მთელი ფლოტი ელოდება! წარმოიდგინე, როგორ გაოგნდნენ კა-
146
პიტნები, მაიორები, ლეიტენანტები, სერჟანტები, ინსტრუქტორები
და პროფესორები. ფორტ ლივენვორდის სამხედრო აკადემიაში
სასწავლებლად მიდიოდა და ამ ტროპიკულ ჩიტს უფრო მეტი ჩინ-მე-
დალი ეკიდა, ვიდრე ოდესმე ეიზენჰაუერს ჰქონია. როგორ მოქცეუ-
ლიყვნენ? როგორ მიეცათ მსგავსი პრივილეგიების უფლება ისე,
აკადემიისა და ამერიკული ჯარის პრესტიჟი რომ არ შეელახათ? გან-
ზე გაეხედათ, როცა უფლისწული ყოველ მეორე კვირას სპარტანუ-
ლი კანზას-სიტიდან ხმაურიან ჰოლივუდში იპარებოდა, სადაც მისი
მეგობარი, პორფირიო რუბიროსა, მილიონიან თავყრილობებს აწ-
ყობდა სახელგანთქმულ მსახიობებთან, რის შესახებაც ნეტარებით
წერდა ჭორიკანა, ყვითელი პრესა? ლოს ანჯელესის ყველაზე ცნო-
ბილი ჟურნალისტი, ლუელა პერსონი წერდა, რომ ტრუხილიოს
შვილმა „კადილაკის“ ბოლო მოდელი აჩუქა კიმ ნოვაკს, ხოლო ჟა
ჟა გაბორს – წაულის ქურქიო. დემოკრატმა კონგრესისტმა ქალმა
პალატის თათბირზე იანგარიშა, რომ საჩუქრების ღირებულება ვა-
შინგტონის მიერ დომინიკის რესპუბლიკისთვის უსასყიდლოდ გა-
წეული სამხედრო დახმარების ტოლფასი იყო და კითხვა დასვა:
ღირს თუ არა კომუნიზმისაგან თავდასაცავად ღარიბი ქვეყნების
დახმარება ჩრდილოამერიკელი მოქალაქეების ფულით?
სკანდალის თავიდან აცილება ამერიკაში ძნელია – ის დომინი-
კის რესპუბლიკა არაა, სადაც საჯაროდ ერთი სიტყვაც არ თქმულა
რამფისის თავგადასავლების შესახებ. რაც უნდა თქვან, ამერიკაში
საზოგადოებრივი აზრი არსებობს, არსებობს თავისუფალი პრესა
და პოლიტიკოსებს კარგად რანდავენ, მანკიერება თუ შენიშნეს. ხომ
ასე მოხდა? ხომ შეუწყვიტეს კონგრესის მოთხოვნით დომინიკის
რესპუბლიკას სამხედრო დახმარება? ხომ გახსოვს შენ ეს ყველაფე-
რი, მამა? სამხედრო აკადემიამ მოკრძალებულად აცნობა სახელ-
მწიფო დეპარტამენტს და ამ უკანასკნელმა კი – კიდევ უფრო მოკ-
რძალებულად – გენერალისიმუსს, რომ არავითარი შესაძლებლო-
ბა არ არსებობდა, მის ვაჟიკოს კურსი დაემთავრებინა თავისი ცხოვ-
147
რების წესის გამო და ჯობდა, ფორტ ლივენვორდის სამხედრო აკა-
დემიიდან თავად წასულიყო, გარიცხვის სირცხვილი რომ თავიდან
აერიდებინა.
– მამიკოს ძალიან არ მოეწონა, საბრალო რამფისს ასე ბორო-
ტად რომ მოექცნენ, არა, მამა? წარმოგიდგენია, ერთი- ორჯერ „გა-
ასხა“ და რა ამბავი ატეხეს პურიტანმა გრინგოებმა? სასჯელის პასუ-
ხად უფროსმა შეერთებული შტატებიდან სამხედრო-საზღვაო ფლო-
ტის გაწვევა მოინდომა და საპროტესტო ნოტის გადასაცემად ელჩი
გამოიძახა. ტრუხილიოს უახლოესმა მრჩევლებმა: პაინო პიჩარ-
დომ, შენ, ბალაგერმა, ჩირინოსმა, არადამ, მანუელ ალფონსომ
სასწაულები გააკეთეთ, რომ აგეხსნათ, რამხელა ზიანს მოუტანდა
ქვეყანას ეს საქციელი. გახსოვს? ისტორიკოსები წერენ, რომ შენი
დამსახურებაა, სხვებთან ერთად, ვაშინგტონთან ურთიერთობები
რომ არ გაწყდა რამფისის საგმირო საქმეების გამო. მხოლოდ ნაწი-
ლობრივ მიაღწიე მამა. იმ დროიდან, იმ შემთხვევიდან, შეერთებუ-
ლი შტატების ხელისუფლება მიხვდა, რა სამარცხვინო მოკავშირე
ჰყავდა და უფრო ღირსეულის ძებნას შეუდგა. რატომ დავიწყეთ შენი
უფროსის შვილიკოებზე საუბარი, მამა?
სნეული მხრებს იჩეჩავს – აბა, მე რა ვიცი, შენ უკეთ გეცოდინე-
ბაო. ესე იგი, გაიგო? არა. ყველაფერს ალბათ ვერ ხვდება. ტვინის
დამბლა გონების სიცხადეს ბოლომდე არ დაუკარგავდა. ჯანმრთე-
ლი ადამიანისგან განსხვავებით, ხუთ-ათ პროცენტამდე შეზღუდავ-
და შემეცნების უნარს. მისი მწირი, გაღატაკებული გონება შენელე-
ბული კადრივით იღებს და ამუშავებს ინფორმაციას იმ წუთებსა და
წამებში, როცა დაბინდული არაა. სწორედ ამიტომ, ფრაგმენტუ-
ლად, მოხუცის თვალები, სახე, ჟესტები, მხრების მოძრაობა მიგა-
ნიშნებს, რომ ესმის შენი ნათქვამი. მაგრამ, ეს მხოლოდ ნამსხვრე-
ვებია, ურანია, მყისიერი კრუნჩხვები, ანაზდეული, არათანმიმდევ-
რული სიცხადე. არ იოცნებო, ურანია. ესმის და მაშინვე ივიწყებს.

148
მამაშენთან ურთიერთობა არ გაქვს. კვლავ საკუთარ თავს ესაუბრე-
ბი როგორც მთელი ეს ოცდაათი წელი.
ურანია მოწყენილი არაა, არც დათრგუნული. ალბათ კაშკაშა,
მცხუნვარე მზე ახალისებს, ოთახში რომ იღვრება, იქაურობას აცოც-
ხლებს და მკაფიოდ წარმოაჩენს ყველა წვრილმანს, ააშკარავებს
საგნების სიძველეს, უფერულობასა და ნაკლოვანებებს. რა უბად-
რუკი, მიტოვებული და ძველია ახლა სენატის ძლევამოსილი პრეზი-
დენტის – აგუსტინ კაბრალის – საძინებელი და სახლი. ესე იგი, რა-
ტომ გაგახსენდა რამფის ტრუხილიო? ყოველთვის გაოცებდა მეხ-
სიერების უცნაური დინება, ის იდუმალი გეოგრაფია, შეუცნობელი
იმპულსები რომ მართავენ და მოულოდნელ ასოციაციებს იწვევენ.
ეჰ, იქნებ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსვლის წინ, The
New-York Times-ში რომ წაიკითხე, იმ სტატიის ბრალია? წერილი
რამფისის უმცროს ძმას, ხეპრე და უგვან რადამესს ეხებოდა. უჰ, რა
ამბავია! აი, დასასრული! ჟურნალისტმა გამოწვლილვით გამოიძია
ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ რადამესი წლების განმავლობაში პა-
ნამაში ცხოვრობდა, გაჭირვებაში იყო, საეჭვო საქმიანობას მისდევ-
და, თუმცა, კონკრეტულად არავინ იცოდა, რას აკეთებდა მანამ,
ვიდრე არ გაუჩინარდა. გასულ წელს რადამესი უკვალოდ გაქრა, ნა-
თესავებისა და პანამის პოლიციის მცდელობის მიუხედავად, კვალს
ვერ მიაგნეს. ბალბოაში მისი საცხოვრებელი ბინის გაჩხრეკის
დროს რადამესის მწირი საკუთრება ხელუხლებელი აღმოჩნდა. ცო-
ტა ხნის შემდეგ ბოგოტაში კოლუმბიური ნარკოტიკული მაფიის წარ-
მომადგენელმა ჩვეული მაღალფარდოვნებით განაცხადა: „ბალბო-
აში, პანამას მეგობარ რესპუბლიკაში მცხოვრები დომინიკის რეს-
პუბლიკის მოქალაქე დ. რადამეს ტრუხილიო მარტინესი კოლუმბი-
ის სელვის უსახელო ადგილზე სიკვდილით დაისაჯა დაკისრებული
მოვალეობისადმი უღირსი დამოკიდებულების გამო“. The New-
York Times მოგვითხრობს, რომ რადამესი წლების განმავლობაში
კოლუმბიური მაფიის სამსახურით ირჩენდა თავს. გაჭირვებიდან
149
თავის დასაღწევად – თუ მისი მოკრძალებული საცხოვრებლით გან-
ვსჯით – მაფიის უფროსობის საქმეებზე დარბოდა: ქირაობდა ბი-
ნებს, მიჰყავდა და მოჰყავდა სასტუმროებში, აეროპორტებში, ბორ-
დელებში, შუამავლობდა ფულის გათეთრებაში. ნარკოებს დოლა-
რები დააწერა, ცხოვრების პირობები რომ გაეუმჯობესებინა? ისეთი
ჭკუანაკლული იყო, მაშინვე გამოიჭერდნენ. მოიტაცეს და დარიენის
სელვაში წაიყვანეს, სადაც ნარკომაფიის პატრონები და სენიორები
ელოდნენ. ისევე დაუნდობლად აწამეს, როგორც მან და რამფისმა
აწამეს და მოკლე 1956 წელს კონსტანსას, მაიმონის და ესტერო ონ-
დოს მებრძოლები და 1961 წელს 30 მაისის შეთქმულების მონაწი-
ლეები?
– სამართლიანი დასასრულია, მამა, – მოხუცს ჩასძინებოდა და
ახლა თვალს ახელს, – ვინც მახვილით განგმირავს, მახვილითვე
განიგმირება! სამართლიანობა აღსრულებულა, მართლა ასე თუ
მოხდა, თუმცა ვერავინ დაადასტურა. სტატიაში იმასაც ამბობდნენ,
ვიღაცები ამტკიცებენ, რადამესი სახელმწიფო დეპარტამენტის
აგენტი იყო და პლასტიკური ოპერაციით სახე შეუცვალეს, კოლუმ-
ბიური მაფიისგან რომ დაეცვათო. ჭორები, ვარაუდები. ნებისმიერ
შემთხვევაში, როგორი დასასრულია გენერალისიმუსისა და ღრმად
პატივცემული ქალბატონის ვაჟიშვილისთვის! მშვენიერი რამფისი
კი მადრიდში დაიღუპა ავტოკატასტროფაში, რომლის შესახებაც ამ-
ბობდნენ, CIA-ს და პრეზიდენტ ბალაგერის ერთობლივი ნამუშევა-
რი იყო, რომ დიქტატორის ვაჟი გაენეიტრალებინათ, რომელიც
მადრიდიდან შეთქმულებას აწყობდა და მილიონებს ხარჯავდა, და-
კარგული საფეოდალო რომ დაებრუნებინაო. უბადრუკი დემონი,
რადამესი – ან კოლუმბიურმა მაფიამ გაასაღა ბინძური ფულის მო-
პარვის გამო, რომლის გათეთრებასაც ცდილობდა, ან სახელმწიფო
დეპარტამენტის აგენტად იქცა. ანხელიტა? მისი უდიდებულესობა
ანხელიტა I, რომლის თანმხლები ფრეილინა ვიყავი, იცი როგორ
ცხოვრობს? მაიამიშია, ღვთაებრივი მტრედის ფრთები მოისხა. New
150
Born Christian-ის წევრი გახდა. ერთ-ერთი სექტანტურ-ევანგელის-
ტური ორგანიზაციაა იმ ათასებს შორის, ხალხს შეშლილობას,
იდიოტობას, მწუხარებასა და შიშს უნერგავენ. ასე დაასრულა თავი-
სი ყოფა ამ ქვეყნის დედოფალმა და სენიორამ. პატარა, უგემოვნო
სახლში ცხოვრობს, გრინგოებისა და კარიბელების სტილის ნაზა-
ვით რომ მოაწყო და მისიონერობას მისდევს. ამბობენ, მაიამიში
ლათინოებისა და ჰაიტიელების უბნებში დადის, ფსალმუნებს გა-
ლობს და ფეხით მოსიარულეებს მოუწოდებს, უფალს გულის კარი
გაუხსნანო. რას იტყოდა ამ ამბავზე ახალი სამშობლოს მამა?
სნეული მხრებს იწურავს და იჩეჩავს, თვალებს ახამხამებს, შემ-
დეგ ქუთუთოებს ხურავს და ყუჩდება, ძილი ერევა.
რამფისის, რადამესისა და ანხელიტას მიმართ არასოდეს გიგ-
რძნია ისეთი სიძულვილი, როგორც ტრუხილიოსა და ღრმად პატივ-
ცემული ქალბატონის მიმართ. რადგან, გარკვეულწილად, სამივე
შვილმა თვითგანადგურებით ან ძალადობრივი სიკვდილით გადაი-
ხადა ოჯახის ცოდვები. რამფისის მიმართ კი ვერასოდეს დაძლიე
თანაგრძნობა. რატომ, ურანია? იქნებ მისი ფსიქიკური კრიზისების,
დეპრესიების, სიგიჟეებისა და გაუწონასწორებლობის გამო, რო-
მელსაც ოჯახი ყოველთვის მალავდა? თუმცა, 1959 წელს მკვლე-
ლობების ბრძანების გამო ტრუხილიო იძულებული გახდა, ბელგია-
ში ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში დაეწვინა. რამფისის ყველა, ყველა-
ზე სასტიკ ქმედებებშიც კი რაღაც იყო კარიკატურული, ყალბი, პათე-
ტიკური, ისევე როგორც იმ უძვირფასეს საჩუქრებში, ჰოლივუდის
ვარსკვლავებს რომ უძღვნიდა, იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც პორ-
ფირიო რუბიროსა უფასოდ ჟიმავდა (როცა თავად მათ არ ახდევი-
ნებდა). როგორ უცნაურად ამსხვრევდა რამფისი მამის ყველა გეგ-
მას. განა გროტესკული არ იყო, მაგალითად, როგორ ჩააფლავა
რამფისმა ის მიღება, ტრუხილიომ რომ მოუწყო ფორტ ლივენვორ-
დის სამხედრო აკადემიიდან გარიცხვის შემდეგ? გენერალისიმუსმა
კონგრესს დაავალა – „კანონპროექტი შენ წარადგინე,მამა“? – რამ-
151
ფისი გაერთიანებული სამხედრო ძალების შტაბის უფროსად და-
ენიშნათ და მისი ჩამოსვლის დროს გამზირზე, ობელისკთან, სამ-
ხედრო აღლუმი გაემართათ. იმ დილით ყველაფერი წესრიგში იყო,
ჯარი – მომზადებული გემი „ანხელიტა“ მდინარე ოსამას ყურეში ჩა-
მოდგა, ტრუხილიო ბალაგერთან ერთად პირადად წავიდა ნავსად-
გურში, რამფისს რომ დახვედროდა და აღლუმამდე მიეცილებინა.
წარმოიდგინე, რა თავზარი დაეცა ტრუხილიოს, გემზე რომ ავიდა და
მოგზაურობაში გატარებული სმისა და ორგიის შედეგად გაოხრებუ-
ლი, ნამთვრალევი, დორბლმორეული რამფისი დაინახა. ფეხზე
ძლივს იდგა, პირში ენას ვერ აბრუნებდა, სიტყვების ნაცვლად ხმებს
გამოსცემდა, ტანსაცმელზე ნარწყევი ჩამოსდიოდა და შუშის თვა-
ლები გადმოეკარკლა. უარესად იყვნენ მისი მეგობრები და თან-
მხლები ქალები. ბალაგერი თავის მემუარებში იხსენებს, რომ ტრუ-
ხილიო გათეთრდა და შეურაცხყოფისგან აკანკალდა. ბრძანა, სამ-
ხედრო აღლუმი გაეუქმებინათ და რამფისის სამხედრო ძალების გა-
ერთიანებული შტაბის უფროსად დანიშვნის ცერემონიალი გადა-
ედოთ. იახტიდან ჩამოსვლამდე უფროსმა სასმისი აიღო და სადღეგ-
რძელო წარმოთქვა, რომელიც, სიმბოლურად, გამოთაყვანებუ-
ლისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო (თუმცა, ეს უკანასკნელი
ისეთი მთვრალი იყო, ალბათ, ვერაფერი გაიგო): „გაუმარჯოს შრო-
მას, იმ ერთადერთს, რაც რესპუბლიკას წარმატებას მოუტანს“
ურანიას კიდევ ერთხელ აუტყდა თავშეუკავებელი სიცილი. შეში-
ნებული მოხუცი თვალებს ახელს.
– არ შეშინდე, – ეუბნება ურანია, – სიცილს ვერ ვიკავებ, ამ სცე-
ნას რომ წარმოვიდგენ. შენ სად იყავი იმ დროს, შენმა უფროსმა თა-
ვისი შვილიკო რომ აღმოაჩინა მთვრალი, ბოზებითა და გალეშილი
მეგობრებით გარშემორტყმული? ტრიბუნაზე იდექი ფრაკში გამოწ-
ყობილი და გაერთიანებული სამხედრო ძალების შტაბის ახალ უფ-

152
როსს ელოდებოდი? რა თქვეს, როგორ განმარტეს? აღლუმი გენე-
რალ რამფისის Delìrium Trèmens29 გამო გადაიდოო?
ურანია კვლავ იცინის, სნეული კი დაჟინებით შესცქერის.
– სასაცილო იქნებოდა ეს ოჯახი, სატირალი რომ არ ყოფილიყო.
სერიოზულად მათი აღქმა შეუძლებელია, – წაიჩურჩულა ურანიამ,
– ხანდახან ალბათ გრცხვენოდა მათ გამო და შემდეგ შიში და სინ-
დისი გტანჯავდა, თუნდაც საიდუმლოდ, საკუთარ თავს ასეთი თავხე-
დობის უფლება რომ მიეცი. ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობ
ტრუხილიოს შვილების მელოდრამატულ დასასრულზე. ან დონია
მარტინესის ცხოვრების უკანასკნელი წლების საზარელ ამბებზე.
გახსოვს, როგორ გაჰკიოდა ღრმად პატივცემული, გარეწარი, შუ-
რისმაძიებელი ქალბატონი, თვალები დათხარეთ და ცოცხლად გა-
ატყავეთ ტრუხილიოს მკვლელებიო? იცი, ათეროსკელოზმა რომ
მოუღო ბოლო? ამ ანგარებიანმა ქალმა უფროსის ზურგს უკან მი-
ლიონობით დოლარი გაიტანა ქვეყნიდან. შვეიცარიის ბანკში ყველა
ანგარიშის ნომერი მხოლოდ მან იცოდა, შვილებს დაუმალა, მათ
კარგად იცნობდა. სწორად მოიქცა, ნამდვილად. ეშინოდა, რომ მის
მილიონებს გაანიავებდნენ და თავშესაფარში გამოკეტავდნენ, მათ-
თვის ხელი რომ არ შეეშალა. საბოლოოდ, ათეროსკლეროზის წყა-
ლობით, თავად გაამასხარავა შვილები. რას არ მივცემდი, რომ მე-
ნახა, მადრიდში უბედურებისგან თავზარდაცემული ღრმად პატივ-
ცემული ქალბატონი როგორ კარგავს მეხსიერებას. თუმცა, სკლე-
როზის მიუხედავად, შინაგანი სიძუნწე შეინარჩუნა და ჭკუა ეყო, შვი-
ლებისთვის შვეიცარიის საბანკო ანგარიშის ნომრები არ გაემხილა.
ღრმად პატივცემული ქალბატონი ხან მადრიდში, მახინჯი და გაუთ-
ლელი რადამესის სახლში იყო და ხან მაიამიში, ანხელიტას ბინაში,
(მისტიციზმში სანამ გადავარდებოდა). წარმომიდგენია, როგორ აი-

29
Delìrium Trèmens (ლათ.) – ალკოჰოლური დელირიუმი, თეთრი
ცხელება, მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზი, რომელიც ალკოჰოლიზმის
შედეგად ვითარდება.
153
ძულებდნენ გაეხსენებინა, რაც მოხვეჭა და გადამალა. ხვდები, მა-
მა? ყველაფერს გადმოქექავდნენ, სამალავისთვის რომ მიეგნოთ.
გააღებდნენ, დაამტვრევდნენ, დასერავდნენ. ხან მაიამიში მიჰყავ-
დათ და ხან მადრიდში აბრუნებდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს.
საიდუმლო საფლავში წაიყოლა! როგორ მოგწონს, მამა? რამფისმა
მამამისის სიკვდილის შემდეგ ქვეყნიდან რამდენიმე მილიონის წა-
ღება მოახერხა, რადგან ტრუხილიომ სიცოცხლეში თავის ოჯახს არ-
ცერთი სენტავოს გატანის უფლება არ მისცა („ეს მართალია, მა-
მა?“), ამგვარად აიძულებდა ოჯახს და თანამებრძოლებს, რომ დო-
მინიკის რესპუბლიკაში დარჩენილიყვნენ და სიცოცხლის ბოლო წუ-
თამდე ებრძოლათ. რადამესი და ანხელიტა ქუჩაში დარჩნენ.
ღრმად პატივცემული ქალბატონი პანამაში სიღარიბეში გარდაიც-
ვალა და კალილ აჩემ30 დაკრძალა – სასაფლაომდე ცხედარი ტაქ-
სით წაიღო. ტრუხილიოს ოჯახის მილიონები შვეიცარიელ ბანკი-
რებს დარჩათ! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ამ ოჯახზე სე-
რიოზულად საუბარი შეუძლებელია. მართალს არ ვამბობ, მამა?
ურანია კვლავ გულიანად იცინის და ცრემლები სდის. სანამ
ცრემლებს იმშრალებს, გრძნობს, როგორ იზრდება მის სულში დეპ-
რესია. სნეული შესცქერის, შეეჩვია მის იქ ყოფნას. თითქოს აღარ
აღელვებს ქალიშვილის მონოლოგი.
– არ გეგონოს ისტერიული გავხდი, – ამოიხვნეშა, – ჯერ არა, მა-
მა. მოგონებებში არასოდეს ვხეტიალობ. ეს ჩემი პირველი არდადე-
გებია წლების შემდეგ. არ მომწონს არდადეგები. ბავშვი რომ ვიყა-
ვი, მომწონდა. მას შემდეგ, რაც sisters-ის დახმარებით ადრიანში
წავედი, აღარ მიყვარს, მთელი ცხოვრება მუშაობაში გავატარე.
მსოფლიო ბანკში შვებულება არასოდეს ამიღია, არც ნიუ-იორკში,

30
კალილ აჩე (1923) – ცნობილი სპორტსმენი, პილოტი, გენერალ-
ლეიტენანტი და ტრუხილიოს ოჯახთან დაახლოებული პირი. თამაშობდა
პოლოს რამფის ტრუხილიოს გუნდში და მოგვიანებით მისი მდივანი გახდა.
154
საადვოკატო კანტორაში. არ მაქვს საიმისო დრო, მონოლოგები ვი-
კითხო დომინიკის ისტორიაზე.
სინამდვილეში, შენი ცხოვრება მანჰეტენზე დამქანცველია. დი-
ლის ცხრა საათიდან ოფისში რომ შედიხარ, მედისონისა და 74-ე ქუ-
ჩის გადაკვეთაზე, ყოველი წუთი დაგეგმილია. თუ კარგი ამინდია,
სამსახურში წასვლამდე ორმოცდახუთი წუთი სენტრალ პარკში
დარბიხარ, თუ არა – ფიტნეს ცენტრში მიდიხარ სავარჯიშოდ. შენი
ცხოვრება თათბირების, ანგარიშების, დისკუსიების, კონსულტაცი-
ების, არქივების კვლევის, ოფისის სასადილოში ან ახლომახლო
რესტორნებში დაჯავშნილი საქმიანი სადილების თანმიმდევრობაა.
საღამოები ასეთივე დატვირთულია და სამუშაო დღე ხშირად რვა
საათამდე გრძელდება... თუ დრო რჩება, სახლში ფეხით ბრუნდება.
სალათს იმზადებს და იოგურტს ხსნის, სანამ ტელევიზიით ახალ ამ-
ბებს უსმენს, ცოტა ხანს კითხულობს და ლოგინში ისეთი დაღლილი
წვება, რომ წიგნის სტრიქონები ან ეკრანზე გამოსახული კადრები
ათ წუთში ცეკვას იწყებს. თვეში ერთხელ ან ორჯერ სამოგზაუროდ
უწევს წასვლა შეერთებული შტატების რეგიონებში, ლათინური ამე-
რიკის ქვეყნებში, ევროპაში, აზიაში, ხანდახან აფრიკაშიც, სადაც ამ
ბოლო დროს ზოგიერთი ბიზნესმენი ბედავს, ფული დააბანდოს და
იურიდიულ დახმარებას ითხოვს ადვოკატთა ბუფეტში. ეს მისი სპე-
ციალობაა: მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ფინანსური ოპერაციე-
ბის იურიდიული მხარე. სპეციალობა, რომელსაც შემდეგ მსოფლიო
ბანკის იურიდიული დეპარტამენტის მრავალწლიანი სამსახური და-
ემატა. მოგზაურობა უფრო დამღლელია, ვიდრე მანჰეტენის სამუ-
შაო დღეები. ხუთი, ათი ან თორმეტი საათი ფრენა მეხიკოში, ბან-
გკოკში, ტოკიოში, რავალპინდში ან ჰარარეში. ჩასვლისთანავე
მოხსენებას უსმენს, ციფრებზე დავობს, პროექტებს აფასებს, იც-
ვლის პეიზაჟს და კლიმატს, სიცივეს სიცხე ენაცვლება, ნესტს სიმ-
შრალე, ინგლისურ ენას – იაპონური, შემდეგ – ესპანური, ურდუ,
არაბული და ჰინდი, თარჯიმნებზეა დამოკიდებული, პატარა შეცდო-
155
მამ შესაძლოა მცდარი გადაწყვეტილება მიაღებინოს. ამიტომ ხუთი-
ვე გრძნობა ჩართულია საქმეში, თვითმობილიზების ზეადამიანური
ძალისხმევა იმდენად ღლის, რომ სავალდებულო მიღებებზე მთქნა-
რებას ძლივს უძლებს.
– შაბათ-კვირა თუ თავისუფალი მაქვს, სახლში ვრჩები ბედნიე-
რი და დომინიკის ისტორიას ვკითხულობ, – ამბობს ურანია, ეჩვენე-
ბა, რომ მამა კვერს უკრავს. – საკმაოდ თავისებური ისტორიაა, მაგ-
რამ მე მამშვიდებს. ასე ჩემს მიწასთან, ჩემს ფესვებთან კავშირს არ
ვკარგავ. იქ ორჯერ მეტი ვიცხოვრე, ვიდრე აქ, მაგრამ გრინგო არ
გავმხდარვარ. მაინც დომინიკელივით ვლაპარაკობ, არა, მამა?
სნეულის თვალებში... ნუთუ ეს ირონიის სხივი იყო?
– კეთილი, პირობითად დომინიკელი, იქაური დომინიკელი. რას
უნდა ელოდო იმ ადამიანისგან, ოცდაათი წელი რომ გრინგოებში
იცხოვრა, ისე გადის კვირები, ესპანურად არ მიწევს ლაპარაკი. იცი,
დარწმუნებული ვიყავი, არასოდეს გნახავდი. შენს დაკრძალვაზეც
არ ვაპირებდი ჩამოსვლას. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. ვიცი,
გაინტერესებს, პირობა რატომ დავარღვიე. აქ რატომ ვარ. სიმარ-
თლე გითხრა, არ ვიცი. გრძნობის კარნახით ვიმოქმედე. ბევრი არ
მიფიქრია. ერთი კვირა შვებულება ვითხოვე და აი, აქ ვარ. რაღაცას
ვეძებ ალბათ. იქნებ, შენ გეძებდი. რომ გამეგო, როგორ ხარ. ვიცო-
დი, ავად რომ იყავი, დამბლის შემდეგ შენთან საუბარი რომ შეუძ-
ლებელია. გინდა გაიგო, რას განვიცდი? რა ვიგრძენი, ჩემი ბავშვო-
ბის სახლში როცა დავბრუნდი და დაგინახე, როგორი განადგურე-
ბული ხარ?
მამა კვლავ ყურადღებით შესცქერის, ცნობისმოყვარედ ელოდე-
ბა საუბრის გაგრძელებას. რას გრძნობ, ურანია? სიმწარეს? მელან-
ქოლიას? სევდას? ძველი ტკივილის დაბრუნებას? „ყველაზე საშინე-
ლი ისაა, რომ მგონი, არაფერს ვგრძნობ“. – გაიფიქრა.
შემოსასვლელ კარზე ზარი რეკავს. ზარის ხმა მზით გაჩახჩახე-
ბულ ოთახს ათრთოლებს.
156
157
8

თმა, რომელიც ლოთ კონსტიტუციონალისტს თავზე აკლდა, ყუ-


რებთან გამოსდიოდა და კუპრივით შავ კულულებად ეყარა, რო-
გორც სიქაჩლის გროტესკული კომპენსაცია. ეს მეტსახელიც უფ-
როსმა შეარქვა მანამ, ვიდრე თავის უახლოეს წრეში მოარულ მწიკ-
ვლად მონათლავდა? ქველმოქმედს აღარ ახსოვდა. ალბათ, კი. მეტ-
სახელების შერქმევაში ახალგაზრდობიდანვე ენამახვილი იყო. ეს
დაუნდობელი მეტსახელები მსხვერპლთათვის ისეთი სისხლხორ-
ცეული ხდებოდა, რომ ნამდვილ სახელს ანაცვლებდა. ასე დაემარ-
თა სენატორ ენრი ჩირინოსს, რომელსაც დომინიკის რესპუბლიკა-
ში, ჟურნალისტების გარდა, აღარავინ მიმართავდა საკუთარი სახე-
ლით, მხოლოდ ამ დამაკნინებული მეტსახელით მოიხსენიებდნენ:
ლოთი კონსტიტუციონალისტი. ყურსუკან გაპოხილი ჯაგრის მოფე-
რება სჩვეოდა და მიუხედავად იმისა, რომ სისუფთავის მანიაკალუ-
რი სიყვარულით შეპყრობილმა გენერალისიმუსმა ბევრჯერ აუკ-
რძალა, ამ საზიზღრობას ახლა ცხვირში ამოსული თმის წიწკნაც და-
უმატა. ღელავდა, ძალიან ღელავდა. უფროსმა შესანიშნავად იცოდა
მისი შფოთის მიზეზი: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესა-
ხებ სავალალო ანგარიში უნდა წარედგინა გენერალისიმუსისთვის.
თუმცა, ეკონომიკური კრახის მიზეზი ჩირინოსი კი არა, ამერიკის სა-
ხელმწიფოთა ორგანიზაციის მიერ დაწესებული სანქციები იყო, რო-
მელიც ქვეყანას სულს ხდიდა.
– თუ კიდევ გააგრძელებ ცხვირსა და ყურებში ჩიჩქვნას, დაცვას
გამოვუძახებ და აქედან გისვრიან, – უთხრა გაცოფებულმა – უკვე
აგიკრძალე ამ სისაძაგლის გაკეთება. მთვრალი ხარ?
ლოთი კონსტიტუციონალისტი ქველმოქმედის საწერი მაგიდის
წინ სავარძელში შეხტა. ხელები სახიდან მოიშორა.

158
– წვეთი არ დამილევია, – მოიბოდიშა შეცბუნებულმა, – მოგეხ-
სენებათ, დღისით არ ვსვამ. მხოლოდ საღამოს და ღამით გეახლე-
ბით.
ლოთი კონსტიტუციონალისტის კოსტიუმი გენერალისიმუსს
უგემოვნობის ნიმუშად მოეჩვენა: ნაცრისფერ-მომწვანო ქსოვილს
ვერცხლისფერი გადაჰკრავდა. რაც არ უნდა ჩაეცვა, მისი ქონიანი
სხეული ყველაფერში ძალით ჩატენილს ჰგავდა. თეთრ პერანგზე
ყვითელწინწკლებიანი მოცისფრო ჰალსტუხი უქანქარებდა, რო-
მელზეც ქველმოქმედმა ცხიმის ლაქები შენიშნა. გულზიზღიანად გა-
იფიქრა, ალბათ ჭამის დროს დაისვარაო. სენატორი ჩირინოსი ვე-
ებერთელა ლუკმებს სულმოუთქმელად ნთქავდა, თითქოს ეშინო-
და, ვინმემ თეფში არ წამგლიჯოსო, ნახევრად პირღია ღეჭავდა და
საჭმლის ნარჩენებს პირიდან შხეფებად აფრქვევდა.
– გეფიცებით, წვეთი ალკოჰოლი არ დამილევია, – გაიმეორა –
საუზმედ მხოლოდ ყავა გეახელით.
ალბათ სიმართლეს ამბობდა. კაბინეტში თავისი სპილოსმაგვა-
რი სხეულით რომ შემოდანდალდა და ფრთხილად, თითქოს იატა-
კის სიმყარეს ამოწმებსო, საწერი მაგიდისკენ გაემართა, ტრუხილი-
ოს მთვრალი ეგონა. არა, ბახუსი ისე გასჯდომოდა სხეულში, ფხიზე-
ლიც მთვრალივით ბანცალებდა და ლოთივით კანკალებდა.
– ალკოჰოლით ხარ გაჟღენთილი, როცა არ სვამ, მაშინაც
მთვრალს გავხარ. – უთხრა უფროსმა და თავიდან ფეხებამდე შეათ-
ვალიერა.
– მართალია, – საჩქაროდ დაეთანხმა ჩირინოსი და სიტყვას თე-
ატრალური ჟესტი მიაყოლა, – მე Poète maudit31 ვარ, უფროსო, რო-
გორც ბოდლერი ან რუბენ დარიო.
ფერფლისფერი კანი ჰქონდა, ორმაგი ღაბაბი, მეჩხერი თმა და
გასიებულ ქუთუთოებში ჩაფლული წვრილი თვალები. მიჭყლეტილი

31
Poète maudit (ფრანგ) – წყეული პოეტი.
159
ცხვირი (ერთ დროს მოკრივე ყოფილა) და თითქმის უტუჩებო პირი
მის განსაკუთრებულ სიმახინჯეს სიბილწეს მატებდა. ყოველთვის
გულისამრევად მახინჯი იყო, ამიტომ, ათი წლის წინათ, საავტომო-
ბილო კატასტროფას სასწაულით როცა გადაურჩა, მეგობრებმა
იფიქრეს, პლასტიკური ქირურგია გამოაკეთებსო. უარესი დამარ-
თა.
ჩირინოსი რომ ტრუხილიოს უახლოესი გარემოცვის წევრი იყო,
როგორც ვირხილიო ალვარეს პინია, პაინო პიჩარდო, აგუსტინ კაბ-
რალი (ახლა უსიამოვნება შეემთხვა) ან ხოაკინ ბალაგერი, იმას მი-
ანიშნებდა, რომ თანამებრძოლების არჩევის დროს გენერალისიმუ-
სი პირად გრძნობებს ანგარიშს არ უწევდა. იმ შეურაცხმყოფელი
გრძნობის მიუხედავად, რომელსაც უფროსში ლოთი კონსტიტუციო-
ნალისტის გარეგნობა, სიბინძურე და ქცევები იწვევდა, ხელისუფ-
ლების სათავეში მოსვლისთანავე, ენრი ჩირინოსი პრივილეგირე-
ბულთა შორის იყო იმ საქმეების შესასრულებლად, რომელთათვი-
საც ტრუხილიო ადამიანებს მხოლოდ გენერალისიმუსის სანდოო-
ბით კი არა, ნიჭიერებითაც ირჩევდა. ჩირინოსს იმათ შორის, ვინც
ექსკლუზიური კლუბის წევრობას მიაღწია, ჭკუა ყველაზე მეტად უჭ-
რიდა. ვექილი იყო, მაგრამ კონსტიტუციის მშობელი გახდა, სრული-
ად ახალგაზრდამ აგუსტინ კაბრალთან ერთად დაწერა ის კონსტი-
ტუცია, რომელიც ტრუხილიომ დაამტკიცა თავისი ეპოქის დასაწყის-
ში. მასვე ეკუთვნოდა კონსტიტუციური ტექსტის ყველა მომდევნო
შესწორება.ჩირინოსმა შექმნა ყველა ორგანული თუ არაორგანული
კანონი. მან შემოიტანა კონგრესში რეჟიმის კანონიერი დამკვიდრე-
ბისთვის აუცილებელი ყველა ლეგალური ცვლილება. მასავით არა-
ვის ხელეწიფებოდა საპარლამენტო დებატებში ლათინური და ხში-
რად ფრანგული ციტატების მოშველიება, იურიდიული დამაჯერებ-
ლობა რომ მიენიჭებინა უფროსის საეჭვო გადაწყვეტილებების-
თვის, ან გამანადგურებელი ლოგიკით გაეცამტვერებინა ტრუხილი-
ოსთვის მიუღებელი ყველა მოსაზრება. ჩირინოსის ტვინი კოდირე-
160
ბულ სისტემას ჰგავდა, მეყსეულად პოულობდა ტექნიკურ არგუ-
მენტს ტრუხილიოს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კონტრო-
ლის პალატაში, უზენაეს სასამართლოსა თუ კონგრესში. ტრუხილი-
ოს ხანის ლეგალური ქსელის დიდი ნაწილი სწორედ ამ დემონულად
მოქნილი „კანონთმჩხიბავის“ (ასე მიმართა ერთხელ ტრუხილიოს
წინაშე სენატორმა აგუსტინ კაბრალმა, მისმა მეგობარმა და დაუძი-
ნებელმა მტერმა) შექმნილი იყო.
ამ ღირსებებით შემკულმა უცვლელმა პარლამენტარმა, ენრი ჩი-
რინოსმა მიაღწია ყველა იმ თანამდებობას, რომელთათვისაც შეიძ-
ლებოდა მიეღწია ადამიანს ტრუხილიოს ეპოქის ოცდაათი წლის
განმავლობაში: დეპუტატი, სენატორი, იუსტიციის მინისტრი, უზე-
ნაესი სასამართლოს წევრი, განსაკუთრებული და საგანგებო ელჩი,
ცენტრალური ბანკის მმართველი, ტრუხილიოს ინსტიტუტის პრეზი-
დენტი, დომინიკის პარტიის საბჭოს წევრი და ბოლო რადენიმე წე-
ლი განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ნდობის გამომხატველ
საქმიანობას მისდევდა: ტრუხილიოს საკუთრებაში არსებული კომ-
პანიების რევიზორი იყო. ბიზნესი სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობა-
სა და ფინანსურ სფეროში იყო გადანაწილებული, რატომ დააკისრა
ამხელა პასუხისმგებლობა თანმიმდევრულ ალკოჰოლიკს? ალბათ,
იმიტომ, კანონების ჩხიბვის გარდა, ეკონომიკაც რომ ესმოდა. ცენ-
ტრალური ბანკის უფროსად კარგად იმუშავა, ისევე, როგორც რამ-
დენიმე თვე ფინანსთა სამინისტროში. ამ ბოლო წლებში, უფროსს
მის წინააღმდებ დაგებული მრავალრიცხოვანი ხაფანგის გამო ამ
თანამდებობაზე სანდო ადამიანი სჭირდებოდა, ისეთი, ოჯახურ
ხლართებსა და ქიშპობაში რომ ჩაერეოდა. ამ საქმეში ქონისა და
ალკოჰოლის გროვას ბადალი არ ჰყავდა.
როგორ არ დაკარგა ამ თავშეუკავებელმა ლოთმა იურიდიული
ინტრიგების ნიჭი ან ის შრომისუნარიანობა, რომელსაც ანსელმო
პაულინოს უბედურების შემდეგ, ქველმოქმედი მხოლოდ საკუთარ
შესაძლებლობებს უტოლებდა? მოსიარულე მწიკვლს დღეში ათი,
161
თორმეტი საათი შეეძლო ემუშავა შესვენების გარეშე, ღორივით გა-
ლეშილიყო და მომდევნო დილას ტრუხილიოს კაბინეტში, კონ-
გრესში, სამინისტროში ან მთავრობის სასახლეში გონებაფხიზელი
გამოცხადებულიყო, მბეჭდავებისთვის თავისი იურიდიული ანგარი-
შები ეკარნახა, ან მჭევრმეტყველების ბრწყინვალე ტრაქტატი წა-
რედგინა პოლიტიკის, კანონმდებლობის, ეკონომიკისა და კონსტი-
ტუციის შესახებ. გარდა ამისა, წერდა ლექსებს, აკროსტიქებს, ეპიგ-
რამებს, სტატიებს, საისტორიო წიგნებს. თავის მახვილ კალამს ხში-
რად იყენებდა შხამის გადმოსანთხევად გაზეთ „ელ კარიბეს“ მკით-
ხველის სვეტში.
– საქმეები როგორ მიდის?
– ძალიან ცუდად, უფროსო, – სენატორმა ჩირინოსმა ჰაერი ჩა-
ისუნთქა, – ამ ნაბიჯებით მალე აგონია დაიწყება. ვწუხვარ,ამის თქმა
რომ მიწევს, მაგრამ იმიტომ არ მიხდით ფულს, რომ ვიცრუო. სან-
ქციებს სასწრაფოდ თუ არ გააუქმებენ, კატასტროფა გველოდება.
ჩირინოსმა სქელტანიანი საქაღალდე გახსნა, ფურცლები, წიგნა-
კები გადმოალაგა და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების განხილ-
ვას შეუდგა. დაიწყო დომინიკის შაქრის ქარხნის კორპორაციიდან,
შემდეგ – დომინიკის საავიაციო კომპანია, ცემენტის ქარხნები, ხე-
ტყის გადამამუშავებელი წარმოება, სახერხები, იმპორტი, ექსპორ-
ტი და სავაჭრო ობიექტები. ფირმების სახელებმა და რიცხვებმა გე-
ნერალისიმუსს თავბრუ დაახვია, თითქმის აღარ ესმოდა: „კომერ-
ციული ატლასი“, „კარიბული მოტორი“, სააქციო საზოგადოება „ტა-
ბაკალერა“, დომინიკის ბამბის კონსორციუმი, შოკოლადის ინდუს-
ტრიული წარმოება, დომინიკის ფეხსაცმლის წარმოება, მარილისა
და მარცვლეულის გამანაწილებელი საწარმო, მცენარეული ზეთის
წარმოება, დომინიკის ბატარეების წარმოება, დისკების ფაბრიკა,
დასარტყმელი ინტრუმენტების ფაბრიკა, ძაფისა და ტომრების ფაბ-
რიკა, რკინეულობის ფაბრიკა „რიდ“, რკინეულობის წარმოება „ელ
მარინო“, დომინიკურ-შვეიცარიული წარმოება, რძის ფაბრიკა, ლი-
162
ქიორის ფაბრიკა „ალტაგრასია“, შუშის ნაციონალური ფაბრიკა, ქა-
ღალდის გადამამუშავებელი ფაბრიკა, დომინიკის წისქვილები, დო-
მინიკის მხატვრობა, რეზინის წარმოება, „კისეია მოტორს“, მარი-
ლის გადამამუშავებელი ქარხანა, ქსოვილების წარმოება, „სან რა-
ფაელის“ სადაზღვევო კანტორა, უძრავი ქონების სააგენტო, გაზეთი
„ელ კარიბე“. მოარულმა მწიკვლმა ბოლოსთვის ის კომპანიები შე-
მოინახა, სადაც ტრუხილიოს ოჯახს წილი თითქმის არ ჰქონდა და
გადაკვრით მიანიშნა, ფინანსური მოძრაობა იქაც არ შეინიშნებაო.
ისეთი არაფერი უთქვამს, ქველმოქმედმა რომ არ იცოდა: რაც გაჩე-
რებული არ იყო სამრეწველო ნედლეულისა და ნაწილების ნაკლე-
ბობის გამო, მესამედი ან მეათედი დატვირთვით მუშაობდა. კატას-
ტროფა დადგა, თან როგორი! ყოველ შემთხვევაში, – ამოიხვნეშა
ქველმოქმედმა, – გრინგოებს ის მაინც არ გამოუვიდათ, რაც ეგო-
ნათ სასიკვდილო დარტყმას მოგვაყენებდა: ნავთობის მოწოდების
შეწყვეტა, როგორც მანამდე მანქანების და თვითმფრინავების ნაწი-
ლები შეგვიწყვიტეს. ჯონი აბესმა მოაგვარა, რომ ნავთობი ჰაიტის
საზღვრიდან კონტრაბანდულად შემოსულიყო. ღირებულება მაღა-
ლი იყო, მაგრამ მომხმარებელი არ იხდიდა, რეჟიმი სუბსიდიებით
ფარავდა. ასეთ სისხლდენას სახელმწიფო დიდხანს ვერ გაუძლებ-
და. ეკონომიკური ცხოვრება შეჩერებული იყო სავალუტო შეზღუდ-
ვების, ექსპორტისა და იმპორტის პარალიზების გამო.
– პრაქტიკულად, არც ერთი წარმოება მომგებიანი არაა, უფრო-
სო. მხოლოდ დანაკარგებია. ადრე რაც ყვაოდა, ჯერ სული უდგას,
მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
ჩირინოსმა თეატრალურად ამოიხვნეშა, როგორც სჩვეოდა სამ-
გლოვიარო სიტყვების წარმოთქმისას – მისი კიდევ ერთი დიდებუ-
ლი ხელობა.
– შეგახსენებთ, ერთი მუშა, გლეხი ან მოხელე არ დაგვითხოვია,
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ომი წელიწადზე მეტია
გრძელდება. ჩამოთვლილ კომპანიებში ხალხის სამოცი პროცენტია
163
დასაქმებული. წარმოიდგინეთ, რა მძიმე ვითარებაა. ტრუხილიო
ვერ შეინახავს დომინიკელი ოჯახების მესამედს მაშინ, როცა სან-
ქციების გამო ქვეყნის წარმოების ნახევარი გაჩერებულია, ასე
რომ...
– ასე რომ... რა?
– ან ნებას დამრთავთ, ხარჯების შემცირების მიზნით ხალხი და-
ვითხოვო და უკეთეს დროს დაველოდოთ...
– ათასობით უმუშევრის აჯანყება გინდა? – მკაცრად შეაწყვეტინა
ტრუხილიომ – სოციალური აფეთქება დავამატოთ იმ პრობლემებს,
რაც გვაქვს?
– არის გამოსავალი, განსაკუთრებული მდგომარეობის გამო...
– უპასუხა ჩირინოსმა და მეფისტოფელივით ჩაიქირქილა, – განა,
განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის? კეთილი. სამუშაო ადგი-
ლების გარანტირებისა და ეკონომიკური აქტივობის გამოსაცოც-
ხლებლად, სახელმწიფომ სტრატეგიული ობიექტების მართვა უნდა
გადაიბაროს. ინდუსტრიული წარმოების მესამედისა და მიწათმოქ-
მედებისა და მეცხოველეობის სექტორის ნახევრის ნაციონალიზა-
ცია უნდა მოხდეს. ჯერ კიდევ არის ცენტრალურ ბანკში საამისო
ფონდი.
– ამით რა ჩემ ფეხებს მოვიგებ, – შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა
ტრუხილიომ, – რას მოვიგებ, ცენტრალური ბანკიდან დოლარები
ჩემს პირად ანგარიშზე თუ გადმოირიცხება?
– რას და, აქედან მოყოლებული, სამასი წამგებიანი საწარმოს
დანაკარგი თქვენს ჯიბეს არ დააკლდება, უფროსო. ვიმეორებ, ასე
თუ გაგრძელდა, ყველა საწარმო გაკოტრდება. ჩემი რჩევა ტექნიკუ-
რი გამოსავალია. ერთადერთი გზა, თქვენი ქონება რომ ეკონომი-
კური კრიზის გამო არ აორთქლდეს, ზარალის სახელმწიფოზე გადა-
მისამართებაა, არავის აძლევს ხელს თქვენი გაკოტრება, უფროსო.
ტრუხილიომ დაღლილობა იგრძნო. მზე უფრო მეტად აცხუნებდა
და მის კაბინეტში შემოსული ყველა სხვა სტუმრის მსგავსად, ჩირი-
164
ნოსიც ოფლად იღვრებოდა. დროდადრო სახეს ლურჯი ცხვირსახო-
ცით იმშრალებდა. მასაც უნდოდა გენერალისიმუსს კონდიციონერი
ჰქონოდა, მაგრამ გენერალისიმუსს სძულდა ხელოვნურად გაციე-
ბული ჰაერი – მატყუარა ატმოსფერო. მხოლოდ ვენტილატორს
ეგუებოდა განსაკუთრებულად ცხელ დღეებში. გარდა ამისა, ამა-
ყობდა, რომ ის ადამიანი იყო, რომელიც არასოდეს ოფლიანობს.
ცოტა ხანს დადუმდა, დაძმარებული სახე ჰქონდა, ფიქრობდა.
– შენი ღორული ტვინით ფიქრობ, რომ სიხარბის გამო ვიხვეჭ მი-
წებსა და წარმოებებს, – დაღლილი კაცის მონოლოგი იყო, – არ შე-
მაწყვეტინო. თუ შენ, რომელიც ამდენი ხანია ჩემ გვერდით ხარ, ვერ
გამიცანი, სხვას რა უნდა მოვთხოვო? იმათ, ვისაც სჯერა,რომ ხელი-
სუფლება გასამდიდრებლად მჭირდება.
– ძალიან კარგად ვიცი, ასე რომ არაა, უფროსო.
– მეასედ გინდა აგიხსნა? ეს ფირმები ტრუხილიოს ოჯახის ხელში
რომ არ ყოფილიყო, სამუშაო ადგილები არ შეიქმნებოდა და დომი-
ნიკის რესპუბლიკა პატარა აფრიკული ქვეყანა იქნებოდა, რაც იყო
კიდეც, სანამ მხარში არ ამოვუდექი. ამდენს ჯერ კიდევ ვერ ხვდები.
– ძალიან კარგად ვხვდები, უფროსო.
– შენ მე არ მპარავ?
ჩირინოსი კიდევ ერთხელ შეხტა სავარძელში, გაშავდა, თვალე-
ბი აახამხამა.
– რას ამბობთ, უფროსო? ღმერთია მოწმე...
– ვიცი, რომ არა, - დაამშვიდა ტრუხილიომ. - და, ყველა შესაძ-
ლებლობის მიუხედავად, რატომ არ იპარავ? ერთგულების გამო?
შესაძლოა. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, შიშის გამო. იცი, თუ მო-
იპარავ და გამოგიჭერ, ჯონი აბესის ხელში ჩაგაგდებ, რომელიც ლა
კარენტაში წაგიყვანს, ელექტროსკამზე დაგსვამს და დაგანახში-
რებს, სანამ შენს თავს ზვიგენებს გადაუგდებდეს. SIM-ის უფროსს
და მის შექმნილ გუნდს მხურვალე ფანტაზიები აწუხებთ. ამიტომ არ
მპარავ. ამის გამო არ მპარავენ თანამდებობის პირები, ადმინის-
165
ტრატორები, მოანგარიშეები, ინჟინრები, ვეტერინარები, მოურავე-
ბი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმ კომპანიებში, რომელთაც შენ
მეთვალყურეობ. ამიტომ მუშაობენ ზუსტად და ნაყოფიერად, ამი-
ტომ მიაღწიეს წარმატებას, განვითარდნენ და დომინიკის რესპუბ-
ლიკა თანამედროვე, წარმატებულ ქვეყნად აქციეს. გაიგე?
– რა თქმა უნდა, უფროსო, – კვლავ შეკრთა ლოთი კონსტიტუ-
ციონალისტი, - სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ.
– სამაგიეროდ, – განაგრძო ტრუხილიომ თითქოს არ გაუგონია-
ო, – იმდენს მოიპარავდი, რამდენსაც შეძლებდი ტრუხილიოს ოჯა-
ხისთვის კი არა, ვისინისთვის, ვალდესებისთვის ან არმენტეროსე-
ბისთვის რომ მუშაობდე. და, კიდევ უფრო მეტს მოიპარავდი, კომპა-
ნიები სახელმწიფოს საკუთრება რომ იყოს. აი, იქ კი გაისქელებდი
ჯიბეებს. ახლა ჩასწვდა შენი გონება, რატომ მაქვს ყველაფერი – მი-
წებიც და საქონელიც?
– ქვეყანას რომ ემსახუროთ. შესანიშნავად ვიცი, თქვენო
ბრწყინვალებავ. – დაიფიცა სენატორმა ჩირინოსმა. შეშფოთებული
იყო. ტრუხილიო ხედავდა, როგორ იჭერდა მუცელზე ქაღალდებით
გაჭედილ ჩანთას და თანდათან როგორი მაამებლური ხდებოდა მი-
სი საუბარი. – საწინააღმდეგო გულში არაფერი გამივლია უფროსო.
ღმერთმა დამიფაროს!
– მაგრამ ის კი მართალია, ყველა ტრუხილიო რომ ისეთი არაა,
როგორიც მე. – შეარბილა საუბარი იმედგაცრუებულმა ქველმოქ-
მედმა, – არც ჩემს ძმებს, არც ჩემს ცოლს, არც ჩემს შვილებს არ უყ-
ვართ ეს ქვეყანა ისე, როგორც მე. ანგარებიანები არიან. ყველაზე
ცუდი ისაა, რომ ასეთ ვითარებაში დროს მაკარგვინებენ, სულ გაფა-
ციცებული უნდა ვიყო, ჩემი ბრძანებები აბუჩად რომ არ აიგდონ.
შეუპოვარი, პირდაპირი მზერა ჰქონდა ტრუხილიოს, ასეთი გა-
მოხედვით მოსაუბრეს უხერხულობაში აგდებდა. მოარული მწიკ-
ვლი აწურული იჯდა სავარძელში.
– ჰო,ვიცი,ზოგიერთები რომ არ გეპუებიან, – წაილუღლუღა.
166
– ისევ ვალუტის გატანას შეეცადნენ? – იკითხა უფროსმა ცივად,
– ვინ? ბებერი?
ოფლით დაცვარულმა, აფუებულმა სახემ სევდიანად დაუკრა
კვერი.
– ღამით დამირეკა, პოეზიის საღამოს შემდეგ, – ორჭოფულად
წარმოთქვა ისეთი დაწვრილებული ხმით, რომ თითქმის არ ისმოდა,
– მითხრა, რომ მხოლოდ თქვენზე დარდობს, არც შვილებზე და არც
საკუთარ თავზე. დარწმუნებული ვარ, გულწრფელია, უფროსო.
თქვენ გაღმერთებთ.
– რა უნდოდა?
– შვეიცარიაში კიდევ ერთი გადარიცხვა. – სენატორს სული ეხუ-
თებოდა – ამ ჯერად, მხოლოდ ერთი მილიონი.
– ვიმედოვნებ, სიამოვნება არ მიანიჭე, – მშრალად შეაგება
ტრუხილიომ.
– არა, არ მიმიცია, – წაიბურტყუნა ჩირინოსმა, მისი ათრთოლე-
ბული ბაგეები სიტყვებს მკაფიოდ ვერ წარმოთქვამდა,– სადაც კაპი-
ტანი ბრძანებს, იქ ჯარისკაცები დუმან. დონია მარიას მიმართ ჩემი
პატივისცემისა და თაყვანისცემის მიუხედავად, თქვენდამი ერთგუ-
ლება უპირველესია. ჩემთვის ფრიად საჩოთირო ვითარებაა, უფრო-
სო. უარის გამო დონია მარიას კეთილგანწყობას ვკარგავ. ამ კვირა-
ში უკვე მეორედ გავაწბილე – თხოვნა არ შევუსრულე.
ღრმად პატივცემულ ქალბატონსაც ეშინია, რომ რეჟიმი ჩამოიშ-
ლება? ოთხი თვის წინ ჩირინოსს მოსთხოვა ოთხი მილიონი დოლა-
რი შვეიცარიის ბანკში გადაერიცხა, ახლა – მხოლოდ ერთი მილი-
ონი. ჰგონია ნებისმიერ წუთს ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს და უცხო-
ეთში შეფუთული ანგარიშების მფლობელი ოქროცურვილი ცხოვ-
რებით დატკბება, როგორც პერეს ხიმენესი, ბატისტა, როხას პანი-
ლიო ან პერონი – ეს ნაგვები? ბებერი წუწურაქი. თითქოს ზურგი გა-
მაგრებული არ ჰქონდეს. მაგრამ მისთვის საკმარისი არაფერია,
ახალგაზრდობიდანვე წუწურაქი იყო, ბავშვების შემდეგ უარესი გახ-
167
და. საიქიოში წაიღებს ამ ანგარიშებს? ფული ერთადერთი იყო,რა-
შიც მეუღლის ავტორიტეტს აბუჩად იგდებდა. ამ კირაში – ორჯერ.
მის ზურგს უკან შეთქმულებას აწყობს, არც მეტი, არც ნაკლები. ასე
იყიდა ტრუხილიოს დაუკითხავად სახლი ესპანეთში, 1954 წელს
ფრანკოსთან ვიზიტის შემდეგ.
ასე ხსნიდა ანგარიშებს და იხვეჭდა თანხებს შვეიცარიასა და
ნიუ-იორკში, რომელთა შესახებაც ტრუხილიო ზოგჯერ შემთხვევით
იგებდა. ადრე დიდ ყურადღებას არ აქცევდა, ერთი-ორჯერ შეუკურ-
თხებდა ხოლმე და შემდეგ მხრებს აიჩეჩდა კლიმაქსიანი ბებრის წი-
ნაშე, რომელიც მისი კანონიერი ცოლი იყო და თავს ვალდებულად
მიიჩნევდა, ანგარიში გაეწია. ახლა სხვა მდგომარეობაა. ტრუხილი-
ომ მკაცრი ბრძანება გასცა, არც ერთ დომინიკელს, ტრუხილიოს
ოჯახის ჩათვლით, ერთი პესო არ გაეტანა ქვეყნიდან, სანამ სანქციე-
ბი მოქმედებდა. არ დაუშვებდა გაქცეული ვირთხების შეჯიბრებას იმ
გემიდან, რომელიც უსათუოდ ჩაიძირებოდა თუ მთელი ეკიპაჟი –
ოფიცრებიდან დაწყებული კაპიტნების ჩათვლით – გაიქცეოდა. ამის
დედა ვატირე! არა! აქ უნდა დარჩნენ ნათესავები, მეგობრები, მტრე-
ბი ყველაფრით, რაც გააჩნიათ და ღირსების სადარაჯოზე სისხლის
ბოლო წვეთი დაღვარონ. როგორც marines, ჯანდაბა! ბებერი ბრიყ-
ვი და ვიგინდარა! უმჯობესი იქნებოდა გაყროდა და ერთ-ერთზე მა-
ინც დაქორწინებულიყო იმ შესანიშნავ ქალთაგან, თავის მკლავებ-
ში რომ ჰყოლია: თუნდაც მშვენიერი, თვინიერი ლინა ლოვატონი,
ისიც ამ უმადურ ქვეყანას შესწირა მსხვერპლად. ღრმად პატივცე-
მულ ქალბატონს ამ საღამოს კარგად უნდა შეუკურთხოს და შეახსე-
ნოს, რომ რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინა ბატისტა არაა
არც ღორი პერეს ხიმენესი, არც გველაძუა როხას პინილია და არც
თავზე ჟელეწასმული გენერალი პერონი. სიცოცხლის უკანასკნელ
წლებს პენსიაზე გასული სახელმწიფო მოღვაწესავით უცხოეთში არ
გაატარებს. ბოლო ამოსუნთქვამდე იმ ქვეყანაში იცხოვრებს, რომე-

168
ლიც მისი წყალობით აღარ არის ტრიბუ, ურდო, კარიკატურა და
რესპუბლიკად იქცა.
ტრუხილიომ შეამჩნია, რომ ლოთი კონსტიტუციონალისტი
კვლავ ცახცახებდა. პირზე ქაფი ადგა. ქონიან ქუთუთოებში ჩაფ-
ლულ თვალებს შეუწყვეტლივ ახამხამებდა.
– მაშასადამე, კიდევ არის რაღაც? რა?
– გასულ კვირას მივაღწიეთ, რომ ლონდონის Lloyd's დიდ ბრი-
ტანეთსა და სკანდინავიურ ქვეყნებში გაყიდული შაქრის თანხის
ბლოკადა გაეუქმებინა. ბევრი არაფერი, დაახლოებით შვიდ მილი-
ონ დოლარზეა ლაპარაკი, რომელთა მეოთხედიც თქვენს კომპანი-
ებს ეკუთვნის და დანარჩენი „ვისინისა“ და „სენტრალ რომანას“ ინ-
ჟინრებს. თქვენი მითითებების თანახმად, Lloyd's ვთხოვე თანხა
ცენტრალურ ბანკში გადაერიცხა. ამ დილით შემატყობინეს, საპი-
რისპირო ბრძანება მივიღეთო.
– ვისგან?
– გენერალ რამფისისგან, უფროსო. დეპეშა გაგზავნა, მთელი
თანხა პარიზში გადმორიცხეთო.
– და, ლონდონის Lloyd's გამოთაყვანებულებითაა სავსე, რამ-
ფისის ბრძანებას რომ ემორჩილებიან?
გენერალისიმუსი ნელა საუბრობდა, თავს ძალას ატანდა, რომ
არ აფეთქებულიყო: ეს ბრიყვული საუბრები დიდ დროს აკარგვინებ-
და. გარდა ამისა, გულს ტკენდა უცხოს წინაშე, როგორი სანდო ადა-
მიანიც არ უნდა ყოფილიყო, მისი ოჯახის მანკიერებანი სააშკარაო-
ზე რომ გამოდიოდა.
– გენერალ რამფისის ბრძანება ჯერ არ შეუსრულებიათ, უფრო-
სო. გაუგებრობაში არიან, ამიტომ დამირეკეს. გავუმეორე, ფული
ცენტრალურ ბანკში უნდა გადმორიცხოთ-მეთქი, მაგრამ, რადგან
გენერალ რამფისს თქვენგან უფლებამოსილება აქვს მინიჭებული
და სხვა შემთხვევებში თანხა გაუტანია, უკეთესი იქნება Lloyd's თუ

169
გააგებინებთ, რომ გაუგებრობა მოხდა. პრესტიჟის ამბავია, უფრო-
სო.
– რამფისს დაურეკე და უთხარი, დღესვე ბოდიში მოიხადოს
Lloyd's წინაშე.
ჩირინოსი ადგილზე უხერხულად შეირხა.
– თქვენ თუ მიბრძანებთ, გავაკეთებ, – გამოსცრა ჩირინოსმა, –
მაგრამ, ნება მიბოძეთ, რაღაც გთხოვოთ, უფროსო, როგორც ძველ-
მა მეგობარმა და თქვენმა ყველაზე ერთგულმა მსახურმა. დონია მა-
რიასგან ალიყური უკვე მივიღე. თქვენი უფროსი შვილიც მტრად არ
გადამკიდოთ.
ჩირინოსის წუხილი ისეთი თვალსაჩინო იყო, ტრუხილიომ გა-
უღიმა.
– დაურეკე, ნუ გეშინია. ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. კიდევ ათი
წელი ვიცოცხლებ, საქმე ბოლომდე რომ მივიყვანო, ეს დრო მჭირ-
დება და შენ ჩემ გვერდით იქნები ბოლო წუთამდე, რადგან მახინჯი,
ლოთი თუ ჭუჭყიანი, ჩემი საუკეთესო თანამებრძოლი ხარ. – ცოტა
ხანს გაჩუმდა, მოარულ მწიკვლს ისეთი თანაგრძნობით უმზერდა,
როგორც მაწანწალა – კეთროვან ძაღლს, შემდეგ მისთვის უჩვეუ-
ლო რამ წამოსცდა, – ნეტავ, ჩემი რომელიმე ძმა ან შვილი იყოს შე-
ნი ფასი, ენრი.
გულაჩუყებულმა სენატორმა საპასუხო სიტყვა ვერ იპოვა.
– რაც ბრძანეთ, ყველა ჩემი ღამისთევის საზღაურია უფროსო, –
ამოიბლუკუნა ჩირინოსმა და თავი დახარა.
– ბედმა გაგიღიმა, რომ არ დაქორწინდი და ოჯახი არ გყავს, –
განაგრძო ტრუხილიომ, – ბევრჯერ გიფიქრია ალბათ, უბედურებაა
შთამომავლობის გარეშე დარჩენაო. სისულელეა! ჩემი ცხოვრების
ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი ოჯახი იყო. ჩემი ძმები, საკუთარი ცო-
ლი, შვილები. მსგავსი უბედურება გინახავს? სმა, ფული და ჟიმაობა
– მეტი ჰორიზონტი არ გააჩნიათ. რომელიმეს ძალუძს ჩემი საქმის

170
გაგრძელება? სირცხვილი არ არის, რამფისი და რადამესი ასეთ
დროს, აქ ყოფნის ნაცვლად, პარიზში პოლოს რომ თამაშობენ?
ჩირინოსი უსმენდა, თვალებდახრილი, გაუნძრევლად, თანაგ-
რძნობით, უსიტყვოდ, ეშინოდა რამე ისეთი არ წამოსცდენოდა ტრუ-
ხილიოს შვილებსა და ძმებზე, რაც მის მომავალს საფრთხეს შეუქ-
მნიდა. რა უცნაური იყო, უფროსი ასეთ მწარე ფიქრებს რომ უზია-
რებდა. არასოდეს საუბრობდა საკუთარ ოჯახზე, უახლოეს ადამია-
ნებთანაც კი, მით უფრო, ასეთი მკაცრი სიტყვებით.
– ჩემი ბრძანება ძალაშია, – თქვა და თემასთან ერთად, ტონიც
შეცვალა, – ვერავინ, მით უფრო რომელიმე ტრუხილიო, ქვეყნიდან
ფულს ვერ გაიტანს ვიდრე სანქციები მოქმედებს.
– გასაგებია, უფროსო. სინამდვილეში, კიდეც რომ მოინდომონ,
ვერ შეძლებენ. მხოლოდ ჩემოდნებით ხელში თუ გაიტანენ ფულს,
უცხოეთთან ფულის მიმოქცევა შეწყვეტილია. ფინანსური აქტივობა
მკვდარია; ტურიზმი გაუჩინარდა. რეზერვები დღითიდღე ილევა,
როგორც გეგმას გამორიცხავთ, რომ სახელმწიფომ ზოგიერთი კომ-
პანია ხელში აიღოს? თუნდაც ისინი, უარეს დღეში რომ არიან?
–ვნახოთ, – ცოტა დაიხია ტრუხილიომ, – დამიტოვე შენი წინა-
დადება, შევისწავლი. კიდევ რამე არის სასწრაფო?
სენატორმა წიგნაკი თვალებთან ახლოს მიიტანა და შეამოწმა.
ტრაგიკომიკური სახე მიიღო.
– პარადოქსული ვითარება გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტა-
ტებში. როგორ მოვიქცეთ ეგრეთ წოდებულ მეგობრებთან – კონ-
გრესისტებთან, პოლიტიკოსებთან, ლობისტებთან, რომლებიც სტი-
პენდიებს ჩვენი ქვეყნის დასაცავად იღებდნენ? მანუელ ალფონსომ
ბოლომდე იღვაწა, სანამ ავად არ გახდა. მას შემდეგ ყველაფერი
შეწყდა. ზოგიერთებმა მოკრძალებულად გვისაყვედურეს.
– ვინ თქვა, რომ უნდა შევწყვიტოთ?
– არავინ, უფროსო. მხოლოდ გკითხეთ. ამ სამსახურისთვის გან-
კუთვნილი ფონდი ნიუ-იორკში თანდათან ილევა. ვეღარ შევავსეთ
171
ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამო. თვეში რამდენიმე მილი-
ონია. კვლავ ძველებურ გულუხვობას გამოიჩენთ იმ უმაქნისი გრინ-
გოების მიმართ, სანქციების გაუქმებაში რომ ვერ დაგვეხმარნენ?
– წურბელები არიან, ყოველთვის ვიცოდი, – გენერალისიმუსმა
ხელი ჩაიქნია, – მაგრამ მაინც ჩვენი ერთადერთი იმედია. ამერიკის
შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სიტუაცია თუ შეიცვალა, მათ
შეუძლიათ გავლენა მოახდინონ და სანქციები გააუქმებინონ, ან შე-
ამსუბუქებინონ მაინც. და, ახლა, ეგებ იმას მაინც მიაღწიონ, ვაშინ-
გტონმა მიღებული შაქრის ფული რომ გადაგვიხადოს.
ჩირინოსს უიმედობა ეტყობოდა. თავს უაზროდ ამოძრავებდა.
– შეერთებულმა შტატებმა რაც მიიღო, იმის საფასური რომც გა-
დაგვიხადოს, დიდი ვერაფერი შეღავათია, უფროსო. რაა ოცდაორი
მილიონი დოლარი? აუცილებელი ხარჯებისა და პირველადი მოხ-
მარების საგნების იმპორტის ფულია რამდენიმე კვირის განმავლო-
ბაში. მაგრამ, თუ გადაწყვეტილი გაქვთ, კონსულებს – მერკადოსა
და მორალესს – დავავალებ, რომ ამ პარაზიტებს თანხის გადაცემა
განუახლონ. და, კიდევ , უფროსო, ნიუ-იორკის ფონდის ანგარიში
შეიძლება გაიყინოს. თუ დემოკრატიული პარტიის სამი წევრის მიერ
წარდგენილი პროექტი წინ წაიწევს, იმ დომინიკელების ანგარიშები
გაიყინება, რომლებიც შეერთებულ შტატებში არ ცხოვრობენ. ვიცი,
რომ „Chase Manhattan“-სა და „Chemical“-ში ანონიმური კომპა-
ნიების სახელზე ანგარიშები გაქვთ. ბანკებმა საბანკო საიდუმლო
რომ გასცენ? ნება მიბოძეთ, გირჩიოთ თანხა უფრო საიმედო ქვეყა-
ნაში გადაიტანოთ. კანადა, მაგალითად, ან შვეიცარია.
გენერალისიმუსმა კუჭის ტკივილი იგრძნო. სიბრაზე კი არა,
იმედგაცრუება იწვევდა კუჭის წვას. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების
განმავლობაში ჭრილობების ლოკვაზე დრო არასოდეს დაუკარ-
გავს, მაგრამ სულს უმღვრევდა იმაზე ფიქრი, რაც ამერიკის შეერ-
თებულ შტატებში ხდებოდა, იმ ქვეყანაში, რომელსაც რეჟიმი გაერ-
თიანებული ერების ორგანიზაციაში ყოველთვის ხმას აძლევდა და
172
ზურგს უმაგრებდა. რაში გამოადგა, უფლისწულებივით რომ იღებდა
და ასაჩუქრებდა ყველას, რამდენი იანკიც ამ კუნძულზე ფეხს დად-
გამდა?
– გრინგოების გაგება რთულია, – წაილუღლუღა, – გაოგნებული
ვარ, რომ ასე მექცევიან.
– ამ გლეხუჭების არასოდეს მჯეროდა, – გამოეხმაურა მოარული
მწიკვლი, – ყველანი ერთნაირები არიან. იმასაც კი ვერ იტყვი, რომ
ეს ძალადობა მხოლოდ ეიზენჰაუერის დამსახურებაა. კენედისაც
ვძულვართ.
ტრუხილიო წამოდგა, – აბა,სამუშაოს მივხედოთ! – და კიდევ ერ-
თხელ საუბრის თემას გადაუხვია.
– აბეს გარსია სრულ მზადყოფნაშია, რომ ბრიყვი ეპისკოპოსი
რეილი თავისი სამალავიდან – მონაზვნების კაბის კალთიდან – გა-
მოათრიოს. ორი ვარიანტი აქვს: გასახლება ან შეთქმული ანაფო-
რიანების ხალხის ხელით გასამართლება, ლინჩის წესით დასჯა. შენ
რომელი უფრო მოგწონს?
– არც ერთი, უფროსო, – სენატორი ჩირინოსი მხრებში გაიმარ-
თა, – თქვენ იცით ჩემი აზრი. ეს კონფლიქტი უნდა შევანელოთ. თა-
ვისი ორი ათასი წლის ისტორიის განმავლობაში ეკლესია ჯერ არა-
ვის დაუმარცხებია. გაითვალისწინეთ, პერონს რაც მოუვიდა მათ-
თან დაპირისპირებით.
– პერონმა სწორედ ეს მითხრა ზუსტად იმ ადგილზე მჯდომმა, სა-
დაც ახლა შენ ზიხარ, – აღიარა ტრუხილიომ, – ეს არის შენი რჩევა?
ამ ვიგინდარების წინაშე შარვალი ჩავიხადო?
– ქრთამით მოისყიდეთ, უფროსო, – განმარტა ლოთმა კონსტი-
ტუციონალისტმა, – ან, უარეს შემთხვევაში, შეაშინეთ, მაგრამ გა-
მოუსწორებელი ქმედება არ ჩაიდინოთ. შერიგების გზა დატოვეთ.
ჯონი აბესის ვერსია თვითმკვლელობას ნიშნავს, კენედი მაშინვე
marines-ს გადმოსხამს. მე ასე ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, თქვენ

173
საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებთ. მე, როგორც ყოველთვის,
სიტყვითა და კალმით დაგიცავთ.
მოარული მწიკვლის პოეტური გადახვევები ქველმოქმედს არ-
თობდა, ჩირინოსის სიტყვებმა ის ნაღველი გაუფანტა, საუბრის
დროს თანდათან რომ მოერია.
– ვიცი, – გაუღიმა, – ერთგული ხარ და ამიტომ გაფასებ. საიდუმ-
ლოდ მითხარი, რამდენი ფული გაქვს უცხოეთში, ერთ მშვენიერ
დღეს აქედან გაქცევა თუ მოგიწია?
სენატორი მესამედ შეხტა ადგილზე, თითქოს ცხენმა აახტუნაო.
– ძალიან ცოტა, უფროსო. კეთილი, შედარებით, მინდოდა
ვთქვა.
– რამდენი? – დაიჟინა ტრუხილიომ თანაგრძნობით, – და სად?
– დაახლოებით, ოთხასი ათასი დოლარი, – სწრაფად გამოუტ-
ყდა თავჩაქინდრული ჩირინოსი, – ორ სხვადასხვა ანგარიშზე, პანა-
მაში. სანქციების შემოღებამდე გავხსენი, რა თქმა უნდა.
– ნაგავია, – შენიშნა ტრუხილიომ, – იმ თანამდებობებზე, რომ-
ლებზეც იყავი, მეტის შეგროვება შეგეძლო.
– ყაირათიანი არა ვარ, უფროსო. გარდა ამისა, მოგეხსენებათ,
ფული არასოდეს მაინტერესებდა. ყოველთვის მქონდა ის, რაც სა-
სიცოცხლოდ აუცილებელია.
– დასალევად, ალბათ, ამის თქმა გინდოდა.
– კარგად ჩასაცმელად, საჭმელად, დასალევად და იმ წიგნების
ჩასაყლაპად, რომლებიც მომწონდა, – მიუგო სენატორმა და ოთა-
ხის ხელნაკეთი ლამპის შუშას დააკვირდა, – მადლობა ღმერთს,
თქვენ გვერდით ყოველთვის საინტერესო საქმიანობას ვეწეოდი. ეს
ფული უნდა გავანაწილო? დღესვე გავაკეთებ, თუ მიბრძანებთ.
– იქ დატოვე. გადასახლებაში რამე თუ დამჭირდა, დახმარების
ხელს გამომიწოდებ.
ტრუხილიომ გაიცინა, კარგ გუნებაზე იყო. მაგრამ, სანამ იცინო-
და, ანაზდად კაობას სახლის დამფრთხალი გოგონა გაახსენდა,
174
უხერხული მოწმე და ბრალმდებელი, რომელმაც ხასიათი გაუფუჭა.
უკეთესი იყო ტყვია დაეხალა, ან დაცვისთვის მიეცა, რომ კენჭი ეყა-
რათ ან წრეში დაეტრიალებინათ. იმ ბრიყვული, ნატანჯი სახის გახ-
სენება სულს უკაწრავდა.
– ვინ უფრო წინდახედული აღმოჩნდა? – თქვა ტრუხილიომ, შე-
ეცადა შინაგანი მღელვარება დაემალა, – ვინ გაიტანა უცხოეთში მე-
ტი ფული? პაინო პიჩარდომ? ალვარეს პინამ? ჭკუის კოლოფმა კაბ-
რალმა? მოდესტო დიასმა? ბალაგერმა? უფრო მეტი ცომი ვინ მოზი-
ლა? რადგან ვერც ერთმა თქვენგანმა ვერ გაიგო, რომ აქედან მხო-
ლოდ სასაფლაოზე წავალ.
– არ ვიცი, უფროსო, მაგრამ ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ
ვეჭვობ, რომელიმეს უცხოეთში დიდი ფული ჰქონდეს. ერთი მარტი-
ვი მიზეზის გამო: არავის უფიქრია, რომ რეჟიმი დასრულდება და
საქმე გასასწრებად გვექნება. ვინ იფიქრებს, მზე დედამიწის გარშე-
მო ბრუნვას შეწყვეტსო?
– შენ, – იქედნურად უპასუხა ტრუხილიომ, – ამიტომ გაიტანე შე-
ნი პესიტოები პანამაში? იფიქრე, უფროსი მარადიულად არ იქნება
და რომელიმე შეთქმულებამ შეიძლება გაიმარჯვოსო. თავი გაიმხი-
ლე, ბრიყვო.
– ამ საღამოსვე გადავანაწილებ ჩემს დანაზოგს, – გააპროტესტა
ჩირინოსმა და სახე დამანჭა, – ცენტრალურ ბანკში წარვადგენ შე-
საბამის საბუთებს. ეს თანხა დიდი ხანია პანამაშია. დიპლომატიური
მისიები მცირეოდენი დანაზოგის საშუალებას მაძლევდა. რაღაც
თანხა რომ მქონოდა უცხოეთში თქვენი სამსახურისთვის საჭირო
ვიზიტების დროს, უფროსო, არასდროს გადამიჭარბებია გათვალის-
წინებული ხარჯებისთვის.
– შეგეშინდა, გგონია იგივე დაგემართება, რაც აგუსტინ კაბ-
რალს? – კვლავ გაიღიმა ტრუხილიომ, – ვიხუმრე. უკვე დავივიწყე
გამხელილი საიდუმლო. მოდი, წასვლამდე ჭორები მომიყევი. ლო-
გინის, პოლიტიკაზე არ მინდა.
175
მოარულმა მწიკვლმა შვებით გაიღიმა. მაგრამ როგორც კი და-
იწყო სიუდად ტრუხილიოს „კომედიის“ მოყოლა, თუ როგორ გააწნა
სილა გერმანელმა კონსულმა თავის მეუღლეს, რადგან ეგონა, რომ
ღალატობდა, ქველმოქმედს ყურადღება გაეფანტა. რამდენი ფული
გაიტანეს ქვეყნიდან მისმა უახლოესმა თანამებრძოლებმა? ლოთმა
კონსტიტუციონალისტმა თუ გააკეთა, სხვებიც იზამდნენ. მხოლოდ
ოთხასი ათასი დოლარი აქვს? უეჭველად მეტი ექნება. გულის კუნ-
ჭულში ყველანი შიშობდნენ, რეჟიმი დაემხობაო. ოჰ, ნაგვები. ერ-
თგულება დომინიკელთა თვისება არაა, ეს კარგად იცის. ოცდაათი
წელია ემლიქვნელებიან, ტაშს უკრავენ, თაყვანს სცემენ, მაგრამ ქა-
რის მიმართულების შეცვლისთანავე მუშტებს მოუღერებენ.
– ვინ მოიფიქრა, დომინიკური პარტიის დევიზი რომ ჩემი ინიცია-
ლები ყოფილიყო? – ჰკითხა უცებ, – Rectitud, Libertad, Trabajo y
Moralidad32 ,შენ თუ ჭკუის კოლოფმა კაბრალმა?
– თქვენმა მონა-მორჩილმა! – ამაყად წამოიძახა ჩირინოსმა, –
რეჟიმის მეათე წლისთავზე. ოცი წლის შემდეგ ეს სიტყვები ქვეყნის
ყველა ქუჩასა და მოედანს მოედო. და, ოჯახების დიდმა უმრავლე-
სობამაც აიტაცა.
– დომინიკელების სულში და გონებაში უნდა იყოს ეს სიტყვები
ჩაბეჭდილი, – თქვა ტრუხილიომ , – ამ ოთხ სიტყვაშია დაწურული
ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას გავუკეთე.
მოულოდნელად, თითქოს თავში ჩასცხესო, ეჭვმა შეიპყრო. უეჭ-
ველად. ნამდვილად მოხდა. ჩირინოსს თავი მოაჩვენა, რომ ტრუხი-
ლიოს ეპოქის შესახებ დითირამბებს უსმენდა, თავი დახარა,
აქაოდა, ვფიქრობო და გამახვილებული მზერა შარვლისკენ გააპა-
რა. ძვლები მოუდუნდა. ის იყო: მუქი ფერის ლაქა, რომელიც შარ-
ვლის უბიდან ეშვებოდა და მარჯვენა ფეხზე ჩამოსდიოდა. ახალთა-

32
Rectitud, Libertad, Trabajo y Moralidad (ესპ) – სამართლიანობა,
თავისუფლება, შრომა და ზნეობა.
176
ხალი იყო, ჯერ კიდევ სისველე ეტყობოდა, ამ წუთას მისი შარდის
ბუშტი სითხედ იღვრებოდა, არ უგრძნია, არც გრძნობდა. რისხვამ
შეიპყრო. შეეძლო ხალხზე ებატონა, სამი მილიონი დომინიკელი
დაეჩოქებინა, მაგრამ არ შესწევდა ძალა, საკუთარი სპინქტერი
ეკონტროლებინა.
– ჭორების მოსმენის დრო არ მაქვს, – შეწუხდა. თავი არ აუწე-
ვია, – წადი და Lloyd's ამბები მოაგვარე, რამფისს ფული არ გადაუ-
რიცხონ. ხვალ ამავე დროს შევხვდებით, ნახვამდის.
– ნახვამდის, უფროსო, თუ ნებას დამრთავთ, ამ საღამოს გამ-
ზირზე გიხილავთ.
როგორც კი ლოთმა კონსტიტუციონალისტმა კარი მიხურა, სინ-
ფოროსოს დაუძახა. უბრძანა ახალი, ისევ ნაცრისფერი კოსტიუმი
და სუფთა საცვლები მოეტანა. ფეხზე წამოდგა. სიჩქარეში დივანს
წამოედო. სასწრაფოდ აბაზანაში ჩაიკეტა. გაიხადა უნებლიე შარ-
დვით დასველებული შარვალი, ქვედა საცვალი და პერანგი. პერან-
გი დასვრილი არ იყო, მაგრამ მაინც გაიხადა და ბიდეზე დაჯდა,
გულმოდგინედ გაისაპნა. სანამ იმშრალებდა, საკუთარ სხეულს აგი-
ნებდა. მრავალრიცხოვან მტერს ებრძოდა და ახლა ამ ნაგავ სპინ-
ქტერზე დროს ვერ დაკარგავდა. ფეხებშორის, სასქესო ორგანოზე
ტალკი მიიყარა, დაქანცული ჩამოჯდა და სინფოროსოს დაელოდა.
მოარულ მწიკვლთან საუბარმა უსიამო განცდა დაუტოვა. მარ-
თალი იყო ის, რაც ლოთ კონსტიტუციონალისტს უთხრა: მისი მუწუ-
კი ძმებისგან, ვამპირი ღრმად პატივცემული ქალბატონისა და წურ-
ბელა, პარაზიტი შვილებისგან განსხვავებით, ტრუხილიოს ფული
დიდად არ აინტერესებდა. ძალაუფლების მოსახვეჭად სჭირდებო-
და. თავისი ცხოვრების დასაწყისში ფულის გარეშე გზას ვერ გაიკა-
ფავდა. სან კრისტობალის ძალიან მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა
და ყმაწვილკაცობიდან ნებისმიერ საქმეზე უნდა მოეწერა ხელი,
ღირსეულად რომ ჩაეცვა. შემდეგ ფული დაეხმარა, რომ ნაყოფიე-
რად ეშრომა, წინააღმდეგობები გადაელახა, ეყიდა, ეპირფერა, მო-
177
ექრთამა საჭირო ხალხი, ან დაესაჯა, ვინც საქმეში დაბრკოლებას
შეუქმნიდა. არც ტრუხილიოს ხიბლავდა სიმდიდრე. მარიასგან გან-
სხვავებით, რომელიც მას შემდეგ, რაც პოლიციისთვის სამრეცხაოს
გახსნის იდეა გაუჩნდა – მაშინ ჯერ კიდევ საყვარლები იყვნენ – და
მხოლოდ იმაზე ოცნებოდა, რომ გამდიდრებულიყო, ტრუხილიოს
ფული საქმისთვის სჭირდებოდა.
ასე რომ არ ყოფილიყო, განა მილიონიან საჩუქრებს დაურიგებ-
და დომინიკელებს ყოველ 24 ოქტომბერს, მისი დაბადების დღე
რომ აღენიშნათ? რამდენი მილიონი პესო დახარჯა ამ წლების გან-
მავლობაში შეფუთულ საწუწნ კანფეტებში, შოკოლადებში, სათამა-
შოებში, ხილში, კაბებში, შარვლებში, ფეხსაცმელებში, სამაჯურებ-
ში, მძივებში, გამაგრილებელ სასმელებში, ბლუზებში, დისკებში,
ქურთუკებში, საქაღალდეებში, ჟურნალებში, იმ დაუსრულებელ
მსვლელობებში, უფროსის დღეობაზე მთავრობის სასახლესთან
რომ აწყობდნენ? და, კიდევ უფრო მეტი – ნათლიმამებსა და ნათლუ-
ლებზე – კოლექტიური ნათლობის დროს მთავრობის სასახლის სამ-
ლოცველოში, სადაც სამი ათეული წელია კვირაში ერთხელ, ხანდა-
ხან კი ორჯერ, ასობით ახალშობილს ნათლავს? მილიონობით, მი-
ლიონობით პესო. ცხადია, მომგებიანი დაბანდება იყო. ეს აზრი თა-
ვად ტრუხილიოს მოუვიდა თავში ხელისუფლებაში ყოფნის პირველ
წლებში. კარგად იცნობდა დომინიკელების ფსიქოლოგიას. გლეხ-
თან, მუშასთან, ხელოსანთან, ვაჭართან ნათელ-მირონით დაახ-
ლოებით, იმ უბედური კაცის თუ ქალის სამუდამო ერთგულებას მო-
იპოვებდა, რომელსაც ნათლობის შემდეგ გულში იკრავდა და ორი
ათას პესოს ჩუქნიდა. ორი ათასს, – კარგ დროს. მაგრამ, რადგან
ნათლულების რაოდენობა კვირაში ოცით, ორმოცდაათით, ასით,
ორასით იზრდებოდა, საჩუქრები – ნაწილობრივ, დონია მარიას გა-
აფთრებული წინააღმდეგობის და ნაწილობრივ, დომინიკური ეკო-
ნომიკის დაღმასვლის გამო, რომელიც 1955 წლის თავისუფალი
ერების მშვიდობისა და ძმობის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო –
178
ჯერ ათას ხუთას პესომდე შეამცირა, შემდეგ – ათასამდე, ხუთასამ-
დე, ორასამდე და ბოლოს ას პესომდე, – თითოეულ ნათლულზე. ახ-
ლა, მოარულ მწიკვლს დაუჟინებია, ან კოლექტიური ნათლობები
შევწყვიტოთ, ან სიმბოლური საჩუქრები გავცეთ: ერთი პური ან ათი
პესო, სანამ სანქციები გაუქმდებაო. წყეული იანკები!
კომპანიები დააფუძნა და ბიზნესი დაიწყო, სამუშაო ადგილები
რომ შეექმნა და ქვეყანა განვითარებულიყო, საშუალება რომ ჰქო-
ნოდა მტერი და მოყვარე დაესაჩუქრებინა და დომინიკელები კმა-
ყოფილი ჰყოლოდა.
და, თავის მეგობრებს, თანამშრომლებს და მოსამსახურეებს გა-
ნა ისევე არ ეპყრობოდა, როგორც პეტრონიუსი „Quo vadis“- ში? ქე-
რის ორმოში ჩაყარა. უძვირფასეს საჩუქრებს უძღვნიდა დაბადების
დღეზე, ქორწინებაზე, შვილის გაჩენაზე, კარგად შესრულებული სა-
მუშაოსთვის ან, უბრალოდ, იმის დასტურად, რომ ერთგულების და-
ფასება შეეძლო. ჩუქნიდა პესოებს, სახლებს, მიწებს, აქციებს, საკუ-
თარი კომპანიებისა და მამულების მეწილეებად ხდიდა, საქმეს
უჩენდა, კარგი შემოსავალი რომ ჰქონოდათ და სახელმწიფო არ გა-
ეძარცვათ.
კარზე მსუბუქი კაკუნის ხმა შემოესმა. სინფოროსო კოსტიუმითა
და საცვლებით ხელში იდგა. თავდახრილმა მიაწოდა. ოც წელზე მე-
ტია მის გვერდითაა, ჯარში მის დაქვემდებარებაში მსახურობდა,
შემდეგ სასახლეში მაჟორდომად წამოიყვანა. სინფოროსოსი არ
ერიდებოდა. მუნჯი, ბრმა და ყრუ იყო ყველაფრისთვის, რაც ტრუხი-
ლიოს ეხებოდა და საკმაოდ კარგი ყნოსვა ჰქონდა საიმისოდ, რომ
სცოდნოდა: ტრუხილიოს ინტიმური ამბები, როგორიც უნებლიე
შარდვა იყო, ამბად რომ გაჟონილიყო, ყველაფერს დაკარგავდა,
რაც ებადა: სახლს, მამულს, საქონელს, მანქანას, მრავალრიცხო-
ვან ოჯახს და შესაძლოა, სიცოცხლესაც კი. სარჩულში შეფუთული
კოსტიუმი და შიდა საცვლები ვინმეს ყურადღებას არ მიიპყრობდა –
ქველმოქმედი დღეში რამდენჯერმე იცვლიდა საკუთარ კაბინეტში.
179
ტრუხილიომ ჩაიცვა, სანამ გოლიათი სინფოროსო, თავგადა-
ხოტრილი, უზადოდ ჩაცმული შავ შარვალში, თეთრ პერანგსა და
ოქროსფერღილებიან თეთრ ჟილეტში, იატაკზე მიმობნეულ ტანსაც-
მელს კრეფდა.
– რა ვუყო ამ ორ ტერორისტ ეპისკოპოსს, სინფოროსო? – ჰკით-
ხა, სანამ შარვლის ღილებს იკრავდა, – ქვეყნიდან გავაძევო? ციხე-
ში ჩავყარო?
– მოკალით, უფროსო, – უპასუხა სინფოროსომ დაუფიქრებ-
ლად, – ხალხს ისინი სძულს, თუ თქვენ არ იზამთ, ხალხი გააკეთებს.
იანკ და ესპანელ ეპისკოპოსებს ამ ქვეყანაში არავინ აპატიებს იმ
ხელს რომ კბენენ, რომელიც ლუკმაპურს აჭმევს.
გენერალისიმუსი აღარ უსმენდა. პუპო რომანი ჰყავდა გასალან-
ძღი. იმ დილით, ჯონი აბესთან თათბირისა და შინაგან საქმეთა და
საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, სან ისიდროს
სამხედრო ბაზაზე წავიდა ავიაციის უფროსებთან შესახვედრად და
ისეთ რამეს წააწყდა, გულ-მუცელი ამოუბრუნდა: შესასვლელში,
სამხედრო საგუშაგოდან რამდენიმე მეტრში რესპუბლიკის დროში-
სა და გერბის ქვეშ, მილიდან შავი წყალი ჟონავდა, გზის ნაპირზე ტა-
ლახის გუბე დამდგარიყო. მანქანა გააჩერებინა, ჩამოვიდა და მიუ-
ახლოვდა. კანალიზაციის მილი იყო, ბლანტი და აყროლებული, –
ცხვირსახოცი მიიფარა, – რომელსაც ბუზებისა და კოღოების გუნდი
დასტრიალებდა. დაღვრილი წყალი მიედინებოდა, იქაურობას ტბო-
რავდა, ჰაერს და მიწას აყროლებდა დომინიკის პირველი სამხედ-
რო გარნიზონის წინ. გაცოფდა, ცხელმა ლავამ სხეულში დაუარა.
თავდაპირველად გაიფიქრა, სამხედრო ბაზაში შესულიყო, იქ მყო-
ფი ხელმძღვანელები ჯანდაბაში გაეგზავნა და ეკითხა; ეს არის ის სა-
ნახაობა, ელიტურმა სამხედრო ძალებმა რომ უნდა აჩვენონ? – დამ-
პალი წყლითა და სიბინძურით დატბორილი ინსტიტუცია? მაგრამ
მაშინვე გადაიფიქრა, გადაწყვიტა, სასჯელი თავიდან დაეწყო და პი-
რადად პუპო რომანისთვის ეყლაპებინა ცოტა ის წუმპე, მილიდან
180
რომ მოედინებოდა. მაშინვე უნდოდა დარეკვა, მაგრამ კაბინეტში
დაბრუნებისას დაავიწყდა. ნუთუ მეხსიერებაც ისევე უმტყუნებს, რო-
გორც შარდის ბუშტი? ჯანდაბას! თავისი ხანგრძლივი ცხოვრების
განმავლობაში ორი რამ, რაც ბრწყინვალედ მუშაობდა, ახლა ღა-
ლატობდა.
უკვე ჩაცმული და გაწკრიალებული კაბინეტში დაბრუნდა და ტე-
ლეფონი აიღო, რომელიც ავტომატურად შეიარაღებული ძალების
სარდლობასთან აკავშირებდა. გენერალმა რომანიმ მაშინვე უპასუ-
ხა.
– დიახ, ალო, თქვენ ბრძანდებით, თქვენო ბრწყინვალებავ?
– ამ საღამოს გამზირზე მოდი, – უთხრა მშრალად გამარჯობის
მაგივრად.
– რა თქმა უნდა, უფროსო, – შეშფოთდა გენერალი რომანი, –
ხომ არ გირჩევნიათ ახლავე მოვიდე სასახლეში? მოხდა რამე?
– გაიგებ, როცა მოხვალ, – უთხრა აუჩქარებლად, წარმოიდგინა
თავისი დისშვილის მირეიას მეუღლის შეშფოთება უფროსის მჟავე
ხმის გაგონებაზე, – რამე ახალია?
– ყველაფერი რიგზეა, ბრწყინვალებავ, – დაბნეული ამბობდა
გენერალი რომანი, – რეგიონების სამხედრო დანაყოფების შესახებ
ანგარიშს ვათვალიერებდი. მაგრამ, თუ თქვენ ინებებთ…
– გამზირზე, – შეაწყვეტინა უფროსმა და ყურმილი დაუკიდა.
გახალისდა, როცა წარმოიდგინა, რამდენი კითხვა, ვარაუდი, ში-
ში და ეჭვი გააჩინა იმ სულელის თავში, რომელიც შეიარაღებული
ძალების მინისტრი იყო. რა უთხრეს ჩემზე უფროსს? რა ჭორი, რა
ცილისწამება მიუტანეს ჩემმა მეგობრებმა? უბედურება მეწვია? რო-
მელიმე ბრძანება არ შევასრულე? საღამომდე ჯოჯოხეთში იცხოვ-
რებს.
მაგრამ ამ ფიქრებმა მხოლოდ რამდენიმე წამი გაართო. მის გო-
ნებაში კვლავ კაობას სახლის გოგონას დამთრგუნველი სახე ამო-
ტივტივდა. ბრაზი, სევდა, ნოსტალგია მის სულში ერთმანეთს ერ-
181
წყმოდა. და ნაღველს გვრიდა. და, მაშინ, თითქოს გონება გაუნათ-
და: „რამაც მოგკლა, იმან განგკურნოს“. მშვენიერი მდედრი გაახ-
სენდა, მის მკლავებში ნეტარებით რომ იღვენთებოდა და მინიჭებუ-
ლი სიამოვნებისთვის მადლობას უხდიდა. ხომ წაშლის ეს ნეტარება
იმ იდოტის სახეს? დიახ: ამ ღამეს სან კრისტობალში, კაობას სახ-
ლში წავა და იმ ღამის სირცხვილს იმავე საწოლში, იმავე იარაღით
დაამარცხებს. ამ გადაწყვეტილებამ, – შარვლის უბეზე ხელი მოიკი-
და, თითქოს დაიფიცა, – გაამხნევა და გადაწყვიტა, დღის განრიგს
მიჰყოლოდა.

182
9

– სეგუნდოს შესახებ რა იცი? – იკითხა ანტონიო დე ლა მასამ.


საჭეზე დაყრდნობილმა ანტონიო იმბერტმა უკანმოუხედავად
უპასუხა:
– გუშინ ვნახე. ახლა ყოველდღე მონახულების ნებას მრთავენ,
ხანდახან ლა ვიქტორიას ნაბიჭვარი დირექტორი ვიზიტის დროს
თხუთმეტი წუთით ამცირებს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვამწაროს.
– როგორ არის?
როგორ უნდა იყოს დაპირებული ამნისტიის იმედად დარჩენილი
კაცი? პუერტო-რიკო მიატოვა, სადაც კარგი სამსახური ჰქონდა, ფე-
რეს ოჯახისთვის მუშაობდა პონსეში, საკუთარ სამშობლოში დაბ-
რუნდა და აღმოაჩინა, რომ პუერტო-რიკოში, საუკუნის წინათ დაღუ-
პული სინდიკალისტის მკვლელობისთვის ასამართლებენ და ოცდა-
ათწლიან ციხეს უსჯიან. როგორ უნდა გრძნობდეს თავს ადამიანი,
რომელსაც, კიდეც რომ მოეკლა ის კაცი, რეჟიმის დავალებას ასრუ-
ლებდა და ჯილდოდ ტრუხილიო ხუთი წელია მიწისქვეშეთში ალ-
პობს?
მაგრამ ეს არ უპასუხა. იმბერტმა იცოდა, ანტონიო დე ლა მასას
იმიტომ არ უკითხავს, რომ მისი ძმის, სეგუნდოს ამბავი აინტერესებ-
და – მხოლოდ დაუსრულებელი ლოდინის შესამსუბუქებლად წამო-
იწყო საუბარი. მხრები აიწურა:
– სეგუნდო ნამდვილი კაცია. ცუდად რომც იყოს, არ იტყვის. ხან-
დახან აქეთ მამხნევებს.
– ამ საქმეზე რამე ხომ არ გითქვამს?
– რა თქმა უნდა , არა. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და გარდა
ამისა, არ მინდა გულში მეტისმეტი იმედი ჩაესახოს, თუ დავმარ-
ცხდით?
– არ დავმარცხდებით. – ჩაერთო საუბარში უკანა სავარძლიდან
ლეიტენანტი გარსია გერერო, – ვაცი მოვა.
183
მოვა? ანტონიო იმბერტმა საათს დახედა. ჯერ კიდევ არის დრო,
სასოწარკვეთა არ შეიძლება. დიდი ხანია, წლებია უკვე მოუთმენ-
ლობა არ სჯაბნის. ახალგაზრდობაში სულსწრაფი იყო და სამწუხა-
როდ, ბევრი რამ ჩაუდენია, ახლა სულით ხორცამდე რომ ნანობს.
როგორც ის დეპეშა, 1949 წელს რომ გაგზავნა განრისხებულმა, რო-
დესაც შეიტყო, რომ ანტიტრუხილიოისტების არმია, ორასიო ხუ-
ლიო ორნეს მეთაურობით, პუერტო პლატას პროვინციაში, ლუპე-
რონის პლაჟზე გადმოსხდა. მაშინ პუერტო პლატას გუბერნატორი
იყო. „თქვენ ოღონდ მიბრძანეთ და პუერტო პლატას გადავწვავ, უფ-
როსო“, ამ სიტყვებს მთელი ცხოვრება მწარედ ნანობდა. დეპეშამ
მთელი დომინიკური პრესა მოიარა. გენერალისიმუსს სურდა ყველა
დომინიკელს სცოდნოდა, როგორი თავგანწირული და ფანატიკური
ტრუხილიოისტი იყო ახალგაზრდა გუბერნატორი.
რატომ აირჩიეს ორასიო ხულიო ორნესმა, ფელიქს კორდობა
ონიჩემ, ტულიო ოსტილიო არველომ, გუგუ ენრიკესმა, მიგელუჩო
ფელიუმ, სალვადორ რეიეს ვალდესმა, ფედერიკო ორასიომ და
სხვებმა პუერტო პლატა იმ შორეული 1949 წლის 19 ივნისს? ექსპე-
დიცია სრული კრახით დასრულდა, თავდამსხმელების ორი თვით-
მფრინავიდან ერთმა ვერც კი მიაღწია დანიშნულ ადგილზე და კუნ-
ძულ კოსუმელში დაბრუნდა. „კატალინა“, რომლის ბორტზე ორა-
სიო ხულიო ორნესი და მისი თანამებრძოლები იყვნენ, ლუპერონის
ტალახიან წყალში ჩამოდგა, მაგრამ სანამ გემიდან გადმოსხდე-
ბოდნენ, სანაპიროს მცველებმა ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხ-
სნეს და გემი ნაფლეთებად აქციეს. სამხედრო პატრულმა რამდენი-
მე საათში აიყვანა თავდამსხმელები. ეს ამბავი ტრუხილიომ კიდევ
ერთ სამწუხარო ფარსად აქცია, რაც ასე ძალიან უყვარდა. ტყვედ აყ-
ვანილები შეიწყალა, ორასიო ხულიო ორნეს ჩათვლით და თავისი
ძლევამოსილებისა და გულმოწყალების დასტურად ნება დართო
ემიგრაციაში წასულიყვნენ. ვიდრე უცხო თვალისთვის ასეთ გულ-
მოწყალებას იჩენდა, ანტონიო იმბერტი, პუერტო პლატას გუბერნა-
184
ტორი და მისი უფროსი ძმა, სეგუნდო იმბერტი – ადგილობრივი ცი-
ხესიმაგრის უფროსი – დაითხოვა, ციხეში ჩაყარა და გატანჯა. ამავე
დროს, შეუწყალებლად გაუსწორდა ეგრეთ წოდებულ თანამოაზრე-
ებს, დააპატიმრა, აწამა, ბევრი საიდუმლოდ დახვრიტა. „თანამოაზ-
რეები, რომლებიც არ იყვნენ თანამოაზრეები“, გაიფიქრა. „ექსპე-
დიციის მონაწილეებს ეგონათ, როგორც კი გადმოსხდებოდნენ, დო-
მინიკელი ხალხი ფეხზე დადგებოდა. სინამდვილეში, აქ არავინ
ჰყავდათ. რამდენი უდანაშაულო იმსხვერპლა ტრუხილიოს ფანტა-
ზიამ.
რამდენ უდანაშაულო ადამიანს შეიწირავდა ეს ღამე, თუ მათი
გეგმა ჩაიშლებოდა? ანტონიო იმბერტი ისე იმედიანად არ იყო, რო-
გორც ამადიტო ან სალვადორ ესტრელია სადალა მას შემდეგ, რაც
ანტონიო დე ლა მასასგან შეიტყვეს, რომ შეიარაღებული ძალების
უფროსი, გენერალი ხოსე რენე რომანი, შეთქმულების თანამოაზრე
ამ საქმის მოთავეებს დაჰპირდა, იმ შემთხვევაში თუ ვაცის სიკ-
ვდილში დარწმუნდებოდა, მართვის სადავეებს ხელში აიღებდა:
სამხედროები რომანის ბრძანებას დაემორჩილებოდნენ, ვაცის
ძმებს დააპატიმრებდნენ, ჯონი აბესს და თავგადაკლულ ტრუხი-
ლიოისტებს დახოცავდნენ და ხელისუფლების სათავეში სამხედრო-
სამოქალაქო ხუნტა მოვიდოდა. თავისუფლებამოპოვებული ხალხი
ქუჩებს მოაწყდებოდა caliès ამოსახოცად. ნამდვილად ასე მოხდება
ყველაფერი? მზაკვრულად დაგებულ ხაფანგში გაბმული სეგუნდოს
შემდეგ ანტონიო იმბერტი გადამეტებული სიხარულის მიმართ
ალერგიული იყო. ვაცის ცხედარი სურდა ენახა საკუთარ ფეხქვეშ,
დანარჩენი დიდად არ ანაღვლებდა. უპირველესი მიზანი ამ კაცის-
გან ქვეყნის განთავისუფლება იყო. თუ ამ წინააღმდეგობას დაძლევ-
დნენ, თუნდაც ისე არ განვითარებულიყო მოვლენები მაშინვე, რო-
გორც იმედოვნებდნენ, მაინც ახალი კარი გაიხსნებოდა. ეს ამარ-
თლებდა ამაღამდელ ჩანაფიქრს, თავად ცოცხლები რომც ვერ გა-
დარჩენილიყვნენ.
185
არა, ტონის თავისი ძმისთვის, სეგუნდოსთვის შეთქმულებაზე
არაფერი უთქვამს იმ ვიზიტების დროს, ყოველკვირეულად რომ და-
დიოდა ლა ვიქტორიას ციხეში. საუბრობდნენ ოჯახზე, ფეხბურთზე,
კრივზე, სეგუნდო ხალისიანად უყვებოდა ციხის სახუმარო ამბებს,
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე დუმდნენ. უკანასკნელად
როცა ინახულა, გამომშვიდობებისას, ყურში ჩასჩურჩულა: „მალე
ყველაფერი შეიცვლება, სეგუნდო“, კარგ მთქმელს – კარგი გამგო-
ნეო. მიხვდა? თავიდან სეგუნდო, ისევე როგორც ტონი, მხურვალე
ტრუხილიოისტი იყო. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ, რეჟიმის მიმართ
ჯერ გული გაუცივდა, შემდეგ მტრულად განეწყო და ბოლოს შეთ-
ქმული გახდა. კარგა ხნის წინათ დაასკვნა, რომ ტირანია მხოლოდ
მაშინ დაემხობოდა, როცა ტირანს მოკლავდნენ. ყველაფერი და-
ნარჩენი უაზრობა იყო. ის უნდა გაენადგურებინათ, რომელსაც ამ
შავ-ბნელი ქსელის ყველა ძაფი ეპყრა ხელთ.
– რა მოხდებოდა, ის ჭურვი მაქსიმო გომესის ქუჩაზე რომ აფეთ-
ქებულიყო, როცა ვაცი სეირნობდა? – ფანტაზიებს გაუყვა ამადიტო.
– ტრუხილიოს მომხრეების ფეიერვერკი იქნებოდა ცაში, – უპა-
სუხა იმბერტმა.
– შესაძლოა მეც ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი, იმ დღეს მო-
რიგეობა თუ მომიწევდა, – გაიცინა ლეიტენანტმა.
– ვარდების დიდ გვირგვინს შევუკვეთავდი შენს დაკრძალვაზე,
– უთხრა ტონიმ.
– აი, გეგმა, – შენიშნა ესტრელია სადალამ, – ვაცი ჰაერში რომ
ასწიო მთელ თავის მხლებლებთან ერთად. უსულგულო ხარ!
– ვიცოდი, შენ იქ რომ არ იქნებოდი ხელის ამბორზე, – თქვა იმ-
ბერტმა, – გარდა ამისა, იმ დროს თითქმის არ გიცნობდი, ამადიტო,
ახლა რომ იყოს, კარგად დავფიქრდებოდი.
– ოჰ, გულზე მომეშვა, – მადლობა მოახსენა ლეიტენანტმა.
ერთ საათზე მეტი გასულიყო, რაც სან კრისტობალის გზაზე დად-
გნენ, ბევრჯერ წამოიწყეს საუბარი ან ხუმრობა, როგორც ახლა, მაგ-
186
რამ რაღაც აბრკოლებდათ, თითოეული საკუთარ ნაღველში, იმე-
დებსა თუ მოგონებებში იძირებოდა. ცოტა ხანში, ანტონიო დე ლა
მასამ რადიო ჩართო, მაგრამ როგორც კი „ლა ვოს დელ ტროპიკოს“
რადიოწამყვანმა დაშაქრული ხმით სპირიტუალიზმის გადაცემის
დაწყება გამოაცხადა, მაშინვე გამორთო.
ვაცის მოკვლის კრახით დასრულებული გეგმის მიხედვით, რო-
მელიც ორწლინახევრის წინ ჩაიფიქრეს, ანტონიო იმბერტი მზად
იყო, ტრუხილიოსთან ერთად ნაცარტუტად ექცია იმ მლიქვნელების
ჯოგი, ყოველ საღამოს გუნდად რომ მიჰყვებოდა უფროსს, როცა
დონია ხულიას, ბრწყინვალე დედის სახლიდან გამოდიოდა და მაქ-
სიმო გომესისა და ავენიდას ქუჩას ობელისკამდე მიუყვებოდა. მის
გგერდით ვინც მიაბიჯებდა, განა ისინი არ იყვნენ ყველაზე მეტად
სისხლითა და მწიკვლით დათხვრილნი? ერთი მუჭა ჯაშუშების ტი-
რანთან ერთად მოსპობით ქვეყანას დიდებულ სამსახურს გაუწევდა.
ეს თავდასხმა ანტონიო იმბერტმა მარტომ მოამზადა, უახლოესი
მეგობრისთვის, სალვადორ ესტრელია სადალასთვისაც არაფერი
უთქვამს, თურქის ანტიტრუხილიოისტური განწყობის მიუხედავად,
შიშობდა, მორწმუნე კათოლიკე ჩემს გეგმას არ მოიწონებსო. ყვე-
ლაფერი გონებაში დაგეგმა და გაიანგარიშა, ხელი რაზეც მიუწვდე-
ბოდა, არაფერი დაზოგა, დარწმუნებული იყო, რაც უფრო ნაკლებ
ადამიანს ეცოდინებოდა, წარმატების შანსი მეტი იქნებოდა. მხო-
ლოდ ბოლო ეტაპზე შემოიამხანაგა ორი ახალგაზრდა, რომელთაც
მოგვიანებით „14 ივნისის“ ბიჭები უწოდეს. მანამდე პროფესიონა-
ლებისა და სტუდენტების იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრები იყ-
ვნენ, ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობდნენ, მაგრამ კარ-
გად ვერ ხვდებოდნენ, ეს როგორ გაეკეთებინათ.
მარტივი და პრაქტიკული გეგმა იყო. იმ მანიაკალური დისციპ-
ლინით უნდა ესარგებლა, ტრუხილიო თავის რუტინას რომ ასრუ-
ლებდა. ამ შემთხვევაში, ანტონიო იმბერტის ყურადღება ყოველ სა-
ღამოს, მაქსიმო გომესისა და ავენიდას ქუჩებზე ტრუხილიოს სეირ-
187
ნობამ მიიპყრო. იქაურობა გულდასმით შეისწავლა, ყველაფერი
მოიარა წინ და უკან, მარცხნივ და მარჯვნივ. ამ ქუჩებზე ტრუხილიოს
რეჟიმის ახლანდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების სახლები იდ-
გა. იქ იყო ექტორ ტრუხილიოს, ნეგროს, მისი ძმის, ორგზის ჯიბის
პრეზიდენტის დიდებული სახლი; დედა ხულიას, ბრწყინვალე დედის
მოვარდისფრო სასახლე, რომელსაც უფროსი სეირნობამდე ყო-
ველდღე სტუმრობდა; ლუის რაფაელ ტრუხილიო მოლინას, მეტსა-
ხელად ნენეს, მამლების ბრძოლის შეშლილი მოტრფიალის, სახ-
ლი; იქ ცხოვრობდნენ, ნუნციუსის მეზობლად, გენერალი არტურო
ესპაილიატი-ნავახიტა და ხოაკინ ბალაგერი, ახლანდელი მარიონე-
ტი პრეზიდენტი; იქვე იყო ანსელმო პაულინოს ყოფილი სასახლე,
რომელიც ახლა რამფის ტრუხილიოს ეკუთვნოდა და ვაცის ქალიშ-
ვილის, მშვენიერი ანხელიტასა და მისი მეუღლის, პეჩიტოს – პოლ-
კოვნიკ ლუის ხოსე ლეონ ესტევესის – საცხოვრებელი; კასერეს
ტრონკოსოს ოჯახის სახლი და ძლევამოსილი ვისინების სასახლე.
მაქსიმო გომესის ქუჩის მახლობლად ტრუხილიომ თავისი შვილე-
ბისთვის ხელბურთის სათამაშო მოედანი ააშენებინა რადამესის რე-
ზიდენციის პირდაპირ, იმ მიწაზე, რომელზეც ადრე გენერალ ლუ-
დოვინო ფერნანდესის სახლი იდგა. გენერალი ვაცის ბრძანებით
მოკლეს. სახლების ირგვლივ სარეველათი მოდებული დაუსახლე-
ბელი ადგილი იყო, იქვე მწვანედ შეღებილი ეკლიანი მავთულის
ღობე გაებათ, რომელიც იმ ადგილს სავალი გზისგან ჰყოფდა. გზის
მარჯვნივ, ტროტუარის გასწვრივ, გზის ის მონკვეთი, სადაც ყოველ
საღამოს პროცესია დადიოდა, ასეთივე მავთულხლართებით შე-
მოეღობათ. ანტონიო ღობეს დიდხანს სწავლობდა.
ერთ დღეს, ანტონიომ ნენე ტრუხილიოს სახლთან ღობის პატარა
ნაწილი მოხსნა, საბაბად მოიტანა, ღობის განახლებაა საჭიროო.
თავის დროზე, ღობე „მესკლა ლისტას“ კომპანიამ დააყენა, რომ-
ლის მმართველიც თავად ანტონიო იყო (კომპანია პაკო მარტინესს,
ღრმად პატივცემული ქალბატონის ძმას ეკუთვნოდა). ანტონიომ
188
რამდენიმე მეტრი ისეთივე მავთულის ღობე და ბოძები შეიძინა. ღო-
ბე თითოეულ ბოძზე თხუთმეტი მეტრის დაშორებით მაგრდებოდა.
თავად შეამოწმა, რომ ყოველ ბოძს ისეთი ფუღურო ჰქონოდა,სადაც
დინამიტის კოლოფის ჩადებას შესძლებდა. „მესკლა ლისტას“ სი-
უდად ტრუხილიოს გარეუბანში ორი სამთო საწარმო ჰქონდა და ან-
ტონიო იქ ხშირად დადიოდა, ამიტომ ასაფეთქებელი ნივთიერების
მოპოვება არ გასჭირვებია. კარიერიდან წამოიღო და თავის ოფისში
დამალა, სადაც დილაადრიან პირველი მიდიოდა და ყველა თანამ-
შრომელზე გვიან, ბოლოს გამოდიოდა.
როდესაც ყველაფერი მზად ჰქონდა, თავის განზრახვაზე ლუის
გომეს პერესსა და ივან ტავარეს კასტელიანოს ესაუბრა. მასზე უმ-
ცროსები იყვნენ, უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ერთი სამართლის
პირველ კურსზე, მეორე – ინჟინერიის მეორე კურსზე, იატაკქვეშა
ანტიტრუხილიოისტური ჯგუფის წევრები იყვნენ. ანტონიო რამდენი-
მე კვირა აკვირდებოდა, დარწმუნდა, რომ სერიოზულები იყვნენ,
სანდოები, მოქმედების წყურვილი კლავდათ. ორივემ გაიზიარა მი-
სი აღფრთოვანება. შეთანხმდნენ, სიტყვა არ დასცდენოდათ იმ თა-
ნამოაზრეებთან, რომლებსაც ყოველ ჯერზე, განსხვავებულ ადგი-
ლას ხვდებოდნენ. რვა-ათი კაცი და იკრიბებოდა და მსჯელობდნენ,
ტირანის წინააღმდეგ ხალხი როგორ აემხედრებინათ.
ანტონიომ, ლუისმა და ივანმა – იმაზე უკეთესი დამხმარეები აღ-
მოჩდნენ, ვიდრე ანტონიოს ეგონა – ბოძები დინამიტით დატენეს,
შემდეგ დისტანციური მართვის პულტი შეამოწმეს. მექანიზმის ზუსტ
დროზე ამოქმედებაში რომ დარწმუნებულიყვნენ, პულტები ფაბრი-
კის უკაცრიელ შემოგარენში გამოსცადეს. მუშების და თანამშრომ-
ლების სახლში წასვლის შემდეგ, ძველი ღობის დაშლასა და ახალი
ბოძების დინამიტით დატენვას ხუთი საათიც არ დასჭირვებია. 12 ივ-
ნისისთვის ყველაფერი მზად ჰქონდათ. გადაწყვიტეს 15 ივნისს
ემოქმედათ, როდესაც ტრუხილიო სიბაოში მოგზაურობიდან დაბ-
რუნდებოდა. თვითმცლელი მანქანა გამზადებული იყო, გამთენიი-
189
სას მუნიციპალური სამსახურის ლურჯ უნიფორმებში გამოწყობი-
ლებს ძველი ღობე უნდა მოერღვიათ და დინამიტით დატენილი ბო-
ძებით ჩაენაცვლებინათ. ორი წერტილი მონიშნეს, თითოეული დი-
ნამიტიდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით, საიდანაც დისტან-
ციური მართვის პულტებს აამოქმედებდნენ, მცირე ინტერვალებით.
პირველით ტრუხილიოს მოუღებდნენ ბოლოს, როგორც კი ღობეს-
თან ჩაივლიდა და მეორეთი – საკონტროლო აფეთქებას განახორ-
ციელებდნენ, საბოლოოდ რომ გაენადგურებინათ.
დათქმული დღის მოლოდინში, ზუსტად 1959 წლის 14 ივნისს,
ყველასთვის მოულოდნელად, კონსტანსას მთებში კუბიდან ჩამოფ-
რენილი თვითმფრინავი დაჯდა. თვითმფრინავს დომინიკის სა-
ავიაციო ნიშნები ჰქონდა და მასში პარტიზანი ანტიტრუხილიოისტე-
ბი ისხდნენ. ამ თავდასხმიდან ერთი კვირის თავზე, მაიმონსა და ეს-
ტერო ონდოს პლაჟზე, კუბელების კიდევ ერთი ნაკადი გადმოსხდა.
კუბელი წვეროსნის, დელიო გომეს ოჩოას მეთაურობით შემოსეულ-
მა სამხედროებმა რეჟიმს ხერხემლის ძვალი გაუყინეს.
დიქტატურის დამხობის თავმოუბმელი, არაორგანიზებული
მცდელობა იყო. ადგილობრივმა იატაკქვეშა ორგანიზაციებმა არა-
ფერი იცოდნენ იმის შესახებ, რაც კუბაზე მზადდებოდა. ბატისტას
დამხობის შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში, ყველა იატაკქვეშა
თათბირზე ამბობდნენ, ფიდელ კასტრო ტრუხილიოს წინააღმდეგ
რევოლუციის მოწყობას მხარს უჭერსო. ამ მხარდაჭერის იმედით,
ქსოვდნენ და არღვევდნენ გეგმებს, აგროვებდნენ სანადირო იარა-
ღებს, რევოლვერებს, ძველ თოფებს, მაგრამ იმბერტი არავის იც-
ნობდა ისეთს, კუბასთან კონტაქტი რომ ჰქონოდა. თავში აზრად
არავის გაუვლია, რომ 14 ივნისს ასობით რევოლუციონერი გად-
მოსხდებოდა დომინიკის რესპუბლიკაში, რომლებიც კონსტანსას
აეროპორტში დაბანაკებულ მცირე სამხედრო ნაწილს მწყობრიდან
გამოიყვანდა და შემდეგ მთებში გაიფანტებოდა მხოლოდ იმიტომ,
რომ კურდღლებივით დაეჭირათ, ეწამებინათ და ნაწილი კი სიუდად
190
ტრუხილიოში გადაეყვანათ, სადაც რამფის ტრუხილიოს ბრძანე-
ბით, თითქმის ყველა ამოხოცეს (გომეს ოჩოასა და მისი შვილობი-
ლის, პედრიტო მირაბალის გარდა, რომლებიც რაღაც დროის შემ-
დეგ, კიდევ ერთი თეატრალური ჟესტით, რეჟიმმა ფიდელ კასტროს
გადასცა).
იმ რეპრესიებსაც ვერავინ წარმოიდგენდა, ამ თავდასხმას რომ
მოჰყვა. მომდევნო კვირებსა და თვეებში შემსუბუქების ნაცვლად,
ტერორი კიდევ უფრო გამძვინვარდა. Caliès-ს ნებისმიერ ეჭვმიტა-
ნილს იჭერდნენ და SIM-ში მიჰყავდათ, სადაც დაუნდობლად აწამებ-
დნენ – კასტრირებას უტარებდნენ, თვალებსა და ყურებს თხრიდნენ
და ელექტროსკამზე სვამდნენ, თანამებრძოლები რომ დაესახელე-
ბინა. ლა ვიქტორია, ლა კუარენტა და ელ ნუევე ახალგაზრდა ბიჭე-
ბითა და გოგონებით გადაიჭედა: სტუდენტები, პროფესიონალები,
მოსამსახურეები, რომელთა დიდი ნაწილი ხელისუფლებაში მყოფი
ხალხის შვილები და ნათესავები იყვნენ, ტრუხილიო გაოგნებული
იყო. როგორ შეიძლებოდა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოთ
იმ ადამიანების შვილებს, შვილიშვილებსა და ნათესავებს, რომ-
ლებმაც ყველაზე მეტად ისარგებლეს რეჟიმით. მათთვის შეღავათი
არ გაუწევიათ მათი გვარების, თეთრი კანისა და საშუალო კლასის
ტანისამოსის გამო.
ლუის გომეს პერსი და ივან ტავარეს კასტელიანო დაგეგმილი
თავდასხმის დილას caliès ჩაუვარდნენ ხელში. ანტონიო იმბერტმა
მისთვის ჩვეული რეალობის გრძნობით შეაფასა ვითარება, მიხვდა,
თავშესაფრის პოვნის იოტისოდენა შესაძლებლობაც რომ არ ჰქონ-
და, ყველა საელჩო უნიფორმიანი პოლიციელებითა და caliès-ით
იყო ჩახერგილი. ივარაუდა, რომ ლუისი და ივანი, ან იატაკქვეშა
ჯგუფის რომელიმე წევრი, წამებას ვერ გაუძლებდნენ, მას დაასახე-
ლებდნენ და უშიშროების ხალხი მოაკითხავდა. მაშინაც, ისევე რო-
გორც ამ ღამეს, ზუსტად იცოდა, რასაც გააკეთებდა: caliès ტყვიებით
შეეგებებოდა. სანამ ჩაცხრილავდნენ, შეეცდებოდა ერთზე მეტი გა-
191
ეყოლებინა ამ ქვეყნიდან. ანტონიო იმბერტი არ დაუშვებდა ფრჩხი-
ლები ბრტყელტუჩათი დაეძროთ, ენა მოეჭრათ ან ელექტროსკამზე
დაესვათ. სიკვდილი – კი, მაგრამ აბუჩად აგდება – არასოდეს!
საბაბად რაღაც მოიგონა და თავისი ცოლი გუარინა და ქალიშვი-
ლი ლესლიე, რომლებმაც არაფერი იცოდნენ, ლა რომანაში, ნათე-
სავების სახლში გაგზავნა, თავად ჭიქა რომი აიღო, დაჯდა და და-
ელოდა. დატენილი რევოლვერი ჯიბეში ჩაიდო, ჩახმახს დამცავი
მოხსნა. მაგრამ არც იმ დღეს, არც მეორე დღეს და არც მომდევნო
დღეებში caliès არ გამოჩენილან არც მის სახლში და არც „მესკლა
ლისტას“ ოფისში, სადაც ყოველდღიურად პუნქტუალურად და რამ-
დენადაც შეეძლო, ცივი გონებით დადიოდა. ლუისს და ივანს არ გა-
უციათ, არც იმ იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრებს, რომელთაც სა-
იდუმლო თათბირებზე ხვდებოდა. სასწაულით გადაურჩა იმ რეპრე-
სიებს, ბრალიანებსა და უბრალოებს რომ დაატყდათ თავს, ციხეები
გადაავსო და რეჟიმის მმართველობის ოცი წლის განმავლობაში
პირველად შიშის ზარი დასცა ტრუხილიოს მთავარ საყრდენს – სა-
შუალო კლასის ოჯახებს, საიდანაც დაპატიმრებულების უდიდესი
ნაწილი მოდიოდა და რომელთა კრახით დასრულებულ თავდასხმას
„14 ივნისის მოძრაობა“ უწოდეს. ტონის ბიძაშვილი, რამონ იმბერტი
რანიერი – მუნჩო – მათი ერთ-ერთი მეთაური იყო.
რატომ გადარჩა? ლუისის და ივანის გაუტეხელობის გამო, უეჭ-
ველად. ორი წლის თავზე კვლავ ლა ვიქტორიაში იყვნენ დატყვევე-
ბული, ისევე, როგორც „14 ივნისის“ სხვა გოგონები და ბიჭები, რომ-
ლებსაც ალბათ ანტონიო იმბერტის დასახელება დაავიწყდათ, შე-
საძლოა, ცნობისმოყვარე ეგონათ და არა აქტივისტი, რადგან სი-
მორცხვის გამო ანტონიო იმბერტი ხმას თითქმის არ იღებდა იმ შეხ-
ვედრებზე, სადაც პირველად მონჩომ წაიყვანა, მხოლოდ სხვების
საუბარს უსმენდა და დროგამოშვებით შორისდებულები აღმოხდე-
ბოდა. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო SIM-ს შავ სიაში ჰყოლოდა,
მხოლოდ თავისი ძმის, სეგუნდო იმბერტის გამო თუ მიაქცევდნენ
192
ყურადღებას. მისი სამსახურებრივი ჩამონათვალი სუფთა იყო, მთე-
ლი ცხოვრება რეჟიმის სამსახურში გაატარა – სარკინიგზო გზების
გენერალური ინსპექტორი, პუერტო პლატას გუბერნატორი, ეროვ-
ნული ლატარიის გენერალური ინსპექტორი, პირადობის მოწმობის
გამცემი ოფისის დირექტორი – და, ახლა, ტრუხილიოს ცოლისძმის
ფაბრიკის „მესკლა ლისტას“ მმართველი. მასზე ეჭვს რატომ აიღებ-
დნენ?
14 ივნისის მომდევნო დღეებში, ანტონიო იმბერტი ღამღამობით
ფაბრიკაში რჩებოდა, და ფრთხილად შლიდა დამინულ ბოძებს, დი-
ნამიტი კარიერში დააბრუნა, თან ფიქრობდა, ნეტავ, ვინ და როდის
აღასრულებს ტრუხილიოს მოკვლის მომდევნო გეგმასო. თავის სუ-
ლიერ მეგობარს, სალვადორ ესტრელია სადალას, თურქს ყველა-
ფერი უამბო, რაც მოხდა (და აღარ მოხდა). იმან უსაყვედურა, მაქსი-
მო გომესის ქუჩაზე დაგეგმილ შეთქმულებაში რომ არ მიაღებინა
მონაწილეობა. სალვადორიც, თავის მხრივ, იმავე დასკვნამდე მი-
სულიყო: სანამ ტრუხილიო ცოცხალი იყო, არაფერი შეიცვლებოდა.
თავდასხმის შესაძლო ვერსიების გადარჩევა დაიწყეს, მაგრამ ამა-
დიტოსთან, ტრიოს მესამე წევრთან სიტყვა არ დაუძრავთ, ქველ-
მოქმედის სამხედრო ადიუტანტი მის მოკვლას არ მოინდომებდა.
ამ ამბიდან ცოტა ხანში შეემთხვა ამადიტოს თავისი კარიერის ის
სამწუხარო ამბავი, როდესაც დაწინაურების საფასურად პატიმარი
მოაკვლევინეს (თავისი საცოლის ძმა, როგორც ეგონა). ამ მოვლე-
ნამ მისი თვალთახედვა სრულიად შეცვალა. სულ მალე ორი წელი
შესრულდება კონსტანსას, მაიმონისა და ესტერო ონდოს თავდას-
ხმიდან, უფრო ზუსტად, ერთი წელი, თერთმეტი თვე და თოთხმეტი
დღე. ანტონიო იმბერტმა საათს დახედა. უკვე აღარ მოვა.
რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ დომინიკის რესპუბლიკა-
ში, მსოფლიოში და პირადად მის ცხოვრებაში? ბევრმა, 1959 წლის
იანვრის მასობრივი რეპრესიები, რომელსაც, „14 ივნისის მოძრა-
ობის“ ურიცხვი გოგონა და ბიჭი შეეწირა, მათ შორის დები მირაბა-
193
ლები და მათი მეუღლეები; ტრუხილიოს განხეთქილება თავის ძველ
მოკავშირესთან, კათოლიკურ ეკლესიასთან პასტორალური წერი-
ლის შემდეგ, რომლითაც 1960 წლის იანვარში ეპისკოპოსები დიქ-
ტატურას აუმხედრდნენ; 1960 წლის ივნისში ვენესუელაში პრეზი-
დენტ ბეტანკურზე თავდასხმა, რის გამოც ტრუხილიოს წინააღმდეგ
ამდენი ქვეყანა გაერთიანდა, მათ შორის, რეჟიმის მარადიული მო-
კავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც 1960 წლის 6
აგვისტოს კოსტა-რიკას კონფერენციაზე, დომინიკის რესპუბლიკის-
თვის სანქციების დაწესებას მისცა ხმა. და, 1960 წლის 25 ნოემბერი
– როგორც ყოველთვის, იმბერტმა მკერდში ჭვალი იგრძნო, იმ უბე-
დურ დღეს როცა იხსენებდა – სამი და: მინერვა, პატრია, მარია ტე-
რესა და მათი მძღოლი რომ მოკლეს ლა კუმბრეში ჩრდილოეთის
უღელტეხილზე, როცა მინერვა და მარია ტერესა პუერტო პლატაში
დაპატიმრებულ მეუღლეებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ.
მთელმა დომინიკის რესპუბლიკამ გაიგო ამ მკვლელობის შესა-
ხებ, მეყსეულად და საიდუმლოდ, ამბავი კაციდან –კაცზე, სახლი-
დან სახლში გადადიოდა და რამდენიმე საათში მთელ ქვეყანას, მის
ყველაზე შორეულ რეგიონებსაც მოედო, თუმცა პრესას ერთი სტრი-
ქონი არ დაუწერია. ხშირად ადამიანთა ჩურჩულის ჯაჭვით გადაცე-
მული ამბავი გზად ფერს იცვლიდა, კნინდებოდა ან იზრდებოდა
იქამდე, სანამ მითად, ლეგენდად, წარმოსახვად არ იქცეოდა, რო-
მელსაც სინამდვილესთან საერთო აღარაფერი ჰქონდა. ახსოვდა ის
ღამე მალეკონთან, არც ისე შორს, სადაც ახლა იყვნენ, ექვსი თვის
შემდეგ, როცა ვაცს ელოდებოდა მათთვისაც რომ შური ეძია. ქვის
მოაჯირზე ჩამოსხდნენ, როგორც ყოველ საღამოს – ის, სალვადორი
და ამადიტო, ამჯერად ანტონიო დე ლა მასაც მათთან იყო – რომ გა-
მაგრილებელი სასმელი დაელიათ და უცხოებისგან მოშორებით
ესაუბრათ. ოთხივენი კბილებს აღრჭიალებდნენ, გულს აზიდებდათ,
როცა უღელტეხილის მწვერვალზე ამ არაჩვეულებრივი დების ეგ-

194
რეთ წოდებული საავტომობილო კატასტროფის შესახებ საუბრობ-
დნენ.
– მამებს, ძმებს და მეგობრებს გვიკლავენ. ახლა უკვე – ჩვენს ქა-
ლებსაც მისწვდნენ. ჩვენ კი მორჩილად საკუთარ რიგს ველოდებით.
– მორჩილად არა, ტონი?! – წამოენთო ანტონიო დე ლა მასა.
რესტაურასიონიდან ახალი დაბრუნებული იყო, მან მოიტანა მირა-
ბალების სიკვდილის ამბავი, – ტრუხილიო გადაიხდის მათი სიკვდი-
ლის ფასს. საქმე კეთდება. მაგრამ, კარგად უნდა გაკეთდეს.
თავდასხმა მოკაში მზადდებოდა, ტრუხილიოს დე ლა მასას მიწა-
ზე სტუმრობის დროს, იმ ტურის ფარგლებში, ამერიკის სახელმწი-
ფოთა ორგანიზაციის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების
შემდეგ მთელ ქვეყანაში რომ ატარებდა.
ჭურვი მთავარი ეკლესიის, საგრადო კორასონ დე ხესუსის წინ
აფეთქდებოდა, ტყვიების წვიმა აივნებიდან, ტერასებიდან და სა-
ათის კოშკურიდან დაეცემოდა თავზე ტრუხილიოს, სანამ სახელდა-
ხელოდ გაკეთებულ შემაღლებულ ტრიბუნაზე შეგროვილ ხალხს მი-
მართავდა ტრინიტარიებში ჩაფლული სან ხუან ბოსკოს ქანდაკების
წინ. თავად იმბერტმა დაათვალიერა ეკლესია – თანამოაზრეებს
შესთავაზა, ყველაზე სახიფათო ადგილას, საათის კოშკურაზე მე
გავმაგრდებიო.
– ტონი მირაბალებს იცნობდა, – აუხსნა თურქმა ანტონიოს, –
ამიტომ არის ასეთ დღეში.
იცნობდა, მაგრამ იმას ვერ იტყოდა, მეგობრები იყვნენო. სამივე
დას, მინერვასა და პატრიას მეუღლეებს მანოლო ტავარეს ხუსტასა
და ლეანდრო გუსმანს რამდენჯერმე შეხვედრია იმ ჯგუფის შეხვედ-
რებზე, რომელზეც ისტორიული ტრინიტარიო დე დუარტეს33 მიბაძ-

33
ტრინიტარიო დე დუარტე – 1838 წლის 16 ივნისს ხუან პაბლო
დუარტეს მიერ დარსებული საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც
იყო ჰაიტიელებისა და ესპანური ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა და
დამოუკიდებელი სახელმწიფოს, დომინიკის რესპუბლიკის შექმნა.
195
ვით, „14 ივნისის მოძრაობა“ შექმნეს. სამივე და ამ ორგანიზაციას
მეთაურობდა. შთაგონებული ხალხი არ აკლდათ, მაგრამ არაორგა-
ნიზებულები და არაეფექტურები იყვნენ, რეპრესიებიც ნელ-ნელა
ანადგურებდათ. დებმა მირაბალებმა ანტონიოზე დიდი შთაბეჭდი-
ლება მოახდინეს იმ თავდაჯერებითა და მგზნებარებით, ასეთ უთა-
ნასწორო და გაურკვეველ ბრძოლაში რომ ჩაებნენ, განსაკუთრე-
ბით, მინერვა მირაბალმა. ყველა იმავე გრძნობით იმსჭვალებოდა,
ვინც კი დებს ოდესმე შეხვედრია და მოუსმენია, როგორ მსჯელობ-
დნენ, კამათობდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ტონი იმ-
ბერტს ადრე არასოდეს უფიქრია, თუმცა მოგვიანებით, მირაბალე-
ბის სიკვდილის შემდეგ, აღიარა, მინერვა მირაბალის გაცნობამდე,
არასოდეს მიფიქრია, რომ ქალს ამგვარი თავგანწირვით შეეძლო
ემოქმედა ისეთ მამაკაცურ საქმეებში, როგორიც რევოლუციის მომ-
ზადება, იარაღის შოვნა და დამალვა, დინამიტის, მოლოტოვის კოქ-
ტეილების, დანების, ხიშტების შეგროვება, თავდასხმის სტრატეგია-
სა და ტაქტიკაზე ცივსისხლიანად მსჯელობა და იმის თქმა, რომ SIM-
ის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, მეომრებმა საწამლავი უნდა და-
ლიონ, წამების დროს თანამებრძოლები რომ არ გასცენო.
მინერვა ამ ყველაფერს ამბობდა და კიდევ იმას, როგორ უნდა
გაევრცელებინათ იატაკქვეშა პროპაგანდა, როგორ მოეზიდათ თა-
ვის ორგანიზაციაში უნივერსიტეტის სტუდენტები. ყველა ყურადღე-
ბით უსმენდა, ისე გონივრულად და მკაფიოდ გამოთქვამდა სათ-
ქმელს. მირაბალის თავდაჯერება, სიმტკიცე და მჭევრმეტყველება
წარმოთქმულ სიტყვებს მომნუსხველ ძალას ანიჭებდა. გარდა ამი-
სა, ულამაზესი იყო, ეს თმა და ძალიან შავი თვალები, სახის უნაზესი
ნაკვთები, კარგად მოხაზული ცხვირი და ტუჩები, ქათქათა თეთრი
კბილები და თითქმის ცისფერი, ნაზი თეთრი კანი. ულამაზესი, დიახ.
მისი დახვეწილი სხეულის ბუნებრივ, კეკლუც მიხვრა-მოხვრასა და
სიცილში იყო რაღაც, ძალიან ქალური და მიმზიდველი, მიუხედავად
იმისა, რომ თათბირებზე ძალიან მოკრძალებულად ჩაცმული მოდი-
196
ოდა. ტონის არასოდეს უნახავს მინერვა შეღებილი, მაკიაჟით. დიახ,
ულამაზესი იყო, გაიფიქრა, მაგრამ ვერავინ გაბედავდა ქათინაური
ეთქვა ან შეხუმრებოდა, რაც ასეთი ბუნებრივი – ლამის სავალდებუ-
ლო – იყო დომინიკელებში, მით უფრო, იმ ახალგაზრდებს შორის,
ერთმანეთთან იდეები, ილუზიები და საერთო განსაცდელი რომ
აკავშირებდათ. იყო რაღაც ამ ამაყ ქალში, მინერვა მირაბალში,
რაც მამაკაცებს აბრკოლებდა, ისე თავისუფლად მოქცეულიყვნენ,
როგორც სხვა ქალებთან.
იმ დროს მინერვა უკვე ლეგენდად იქცა ტრუხილიოს წინააღმდეგ
იატაკქვეშეთში მებრძოლთა პატარა სამყაროში. იმათ შორის, მი-
ნერვაზე რასაც ამბობდნენ, რა იყო მართალი, გაზვიადებული ან გა-
მოგონილი? მინერვა მირაბალისთვის ამის კითხვას ვერავინ გაბე-
დავდა, პასუხად მისი ღრმა, გამანადგურებელი მზერა რომ არ დაემ-
სახურებინა ან ის მკაცრი სიტყვები არ მოესმინა, რომლითაც ოპო-
ნენტს მაშინვე ამუნჯებდა. ამბობდნენ, ყმაწვილქალობაში გაბედა
და ტრუხილიო აბუჩად აიგდო, საცეკვაოდ არ გაჰყვა, რის გამოც, მა-
მამისი, ოხო დე აგუას ალკალდეობიდან გაათავისუფლეს და ციხეში
ჩასვესო. სხვები ჰყვებოდნენ, ასე არ ყოფილა, სილა გააწნა, რადგან
ტრუხილიომ ცეკვის დროს ხელები მოუფათურა და რაღაც სიბილწე
უთხრაო. ამ ვერსიის ბევრს არ სწამდა (ცოცხალი ვერ გადარჩებო-
და, მოკლავდა ან იქვე მოაკვლევინებდაო), თუმცა ანტონიო იმბერ-
ტმა კი დაიჯერა, პირველი ნახვისთანავე მიხვდა, ის ალიყური სი-
მართლე რომც არ ყოფილიყო, თავისუფლად შეიძლებოდა მომხდა-
რიყო. საკმარისი იყო რამდენიმე წუთი მინერვასთვის მოესმინა (მა-
გალითად, როგორი ყინულივით ცივი ხმით საუბრობდა, რომ მეომ-
რები წამების ასატანად ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადებინათ),
რომ სცოდნოდა, შეეძლო თავად ტრუხილიოსთვის გაეწნა სილა,
მის მიმართ უპატივცემულობას თუ გამოიჩენდა. რამდენჯერმე და-
აპატიმრეს, პირველად ლა კუარენტაში ჩასვეს, მეორედ – ლა ვიქ-
ტორიას ციხეში. მინერვას ციხეში გატარებული დღეების საზარელ
197
ამბებს ხალხი ჰყვებოდა, ლა ვიქტორიაში ბარბაროსულად აწამეს.
საკანში შიმშილობა გამოაცხადა, ბოლომდე გაძლო და პირი არ და-
აკარა პურსა და მატლიან წყალს. თავად არასოდეს საუბრობდა ცი-
ხის ამბებზე, არც წამებაზე, არც იმ ჯოჯოხეთზე, მისმა ოჯახმა რომ
გამოიარა (მას შემდეგ, რაც მისი ანტიტრუხილიოისტობა გამოაშკა-
რავდა): ჯერ მოკრძალებული ქონება ჩამოართვეს და შემდეგ მის
ოჯახს სახლიდან გამოსვლა აუკრძალეს, დიქტატურამ მინერვას ნე-
ბა დართო, ადვოკატობა ესწავლა, ოღონდ სწავლის დასრულების
შემდეგ – მზაკვრულად დაგეგმილი შურისძიება – პროფესიულ ლი-
ცენზიაზე უარი განუცხადეს, ასე ვთქვათ, მიუსაჯეს უმუშევრობა, წა-
ართვეს ლუკმაპურის შოვნის შესაძლებლობა, სრულიად ახალგაზ-
რდა იმედგაცრუებული დატოვეს წყალში გადაყრილი ხუთწლიანი
სწავლის შემდეგ, მაგრამ არ გამწარებულა, იქ იდგა, დაუღლელი,
ყველასთვის იმედისმიმცემი, მოძრაობის პირველწყარო და პრე-
ლუდია – იმბერტს ბევრჯერ უთქვამს ეს სიტყვები – ამ ქვეყნის ახალ-
გაზრდა, მშვენიერი, შთაგონებული იდეალისტი, ისეთი, როგორიც
ერთ დღეს, დომინიკის რესპუბლიკა იქნება.
შერცხვა, როცა იგრძნო, რომ ცრემლი მოადგა. სიგარეტი აანთო
და რამდენჯერმე ღრმად მოქაჩა. კვამლი ზღვისკენ გაუშვა, რომელ-
საც მთვარის შუქი ალიცლიცებდა. ახლა ნიავი აღარ ჰქროდა. დრო-
დადრო, შორს, სიუდად ტრუხილიოდან მომავალი მანქანების შუქი
გაიელვებდა. ოთხივენი იძარღვებოდნენ, კისერს იგრძელებდნენ,
სიბნელეს აკვირდებოდნენ დაძაბულად და ყოველ ჯერზე, როცა
დარწმუნდებოდნენ, ოცი-ოცდაათი მეტრის მანძილზე ჩამიჩუმი არ
იყო, თავ-თავის სავარძლებში იმედგაცრუებულები ეშვებოდნენ.
ყველაზე უკეთ გრძნობების მოთოკვა იმბერტს შეეძლო. ყოველ-
თვის ჩუმი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრუხილიოს მოკვლის იდე-
ამ შეიპყრო, მთელი სასიცოცხლო ენერგია ამ აზრმა შეიწოვა, მისი
ლაკონიზმი უფრო გაღრმავდა. არასოდეს ჰყოლია ბევრი მეგობა-
რი. ბოლო თვეებში მისი ცხოვრება მხოლოდ „მესკლა ლისტას“
198
ოფისი, საკუთარი კერა და ესტრელია სადალასა და ლეიტენანტ
გარსია გერეროსთან ყოველდღიური შეხვედრები იყო. დები მირა-
ბალების სიკვდილის შემდეგ, იატაკქვეშა თათბირები პრაქტიკუ-
ლად შეწყდა. რეპრესიებმა „14 ივნისის მოძრაობა“ პირისაგანმიწი-
სა აღგავა. ვინც რეპრესიებს ხელიდან დაუსხლტა, ოჯახურ ცხოვრე-
ბას დაუბრუნდა, ცდილობდნენ თვალში არავის მოხვედროდნენ.
დროგამოშვებით ანტონიო იმბერტს ერთი შეკითხვა სტანჯავდა:
„რატომ არ დამიჭირეს?“ გაურკვევლობა ნაღველს ჰგვრიდა, თით-
ქოს დამნაშავე იყო, პასუხისმგებლობას გრძნობდა მათ წინაშე, ჯო-
ნი აბესის ხელში რომ იტანჯებოდნენ მაშინ, როდესაც თავად თავი-
სუფლებით ტკბებოდა.
ძალიან პირობითი თავისუფლებით, რასაკვირველია. რაც გაი-
აზრა, როგორ რეჟიმში ცხოვრობს, როგორ ხელისუფლებას ემსახუ-
რა ყმაწვილკაცობიდან და აგრძელებს კიდეც მის სამსახურს. აბა,
რას აკეთებს, ტრუხილიოს კლანის ფაბრიკას რომ ხელმძღვანე-
ლობს? – თავს ისე გრძნობდა, როგორც ტუსაღი საპატიმროში. შე-
საძლოა, იმდენად სურდა იმ შეგრძნებისგან გათავისუფლება, რომ
მის ყოველ ნაბიჯს, ტრაექტორიასა და მოძრაობას ამოწმებენ, რომ
ტრუხილიოს მოსპობის აზრი კოცონივით მოედო მის არსებას. რე-
ჟიმის მიმართ იმედგაცრუება ზანტი, ხანგრძლივი და იდუმალი პრო-
ცესი იყო. გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მისი ძმის, სეგუნდოს
პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც უფრო მეტად ტრუხილიოისტი
იყო, ვიდრე ის. ვინ არ ყოფილა მის გარშემო ოცი,ოცდახუთი წლის
წინათ? ყველას სჯეროდა, რომ სამშობლოს განმათავისუფლებელი
იყო. ტრუხილიომ დაასრულა პარტიზანული ბრძოლა, ქვეყანას ჰა-
იტიელების ახალი თავდასხმის საფრთხე ააცილა, ბოლო მოუღო
ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მონურ მორჩილებას – სა-
ბაჟოებს აკონტროლებდნენ, დომინიკური მონეტის წინააღმდეგ გა-
მოდიოდნენ, ქვეყნის ბიუჯეტსაც კი ამტკიცებდნენ – და ავად თუ კარ-
გად, ქვეყნის მმართველობის სათავეში დომინიკის ყველაზე
199
ბრწყინვალე თავები მოიყვანა. ამასთან შედარებით, რა მნიშვნე-
ლობა ჰქონდა, რამდენ ქალს გაჟიმავდა? ან ფაბრიკები, მამულები
თუ ექნებოდა და საქონელი ეყოლებოდა? განა დომინიკის რესპუბ-
ლიკას არ ამდიდრებდა? განა, ამ ქვეყანას მთელ კარიბეში საუკეთე-
სო სამხედრო ძალები არ შეუქმნა? ტონი იმბერტი ოცი წლის განმავ-
ლობაში იმეორებდა ამ სიტყვებს და რეჟიმს იცავდა. სწორედ ეს უმ-
ღვრევდა ახლა გულ-მუცელს.
უკვე აღარ ახსოვდა, როგორ გაუჩნდა პირველად ეჭვები, ვარაუ-
დები, უთანხმოებანი, კითხვები, რომ ყველაფერი ნამდვილად კარ-
გად არის თუ ამ ფასადის მეორე მხარეს მკაცრი, მაგრამ შთაგონე-
ბული, არარიგითი სახელმწიფო მოღვაწის საქმიანობის მიღმა იძუ-
ლებით მიმდინარეობს განადგურებული, ნატანჯი და მოტყუებული
ადამიანების ნაღვლიანი სპექტაკლი, პროპაგანდისა და ძალადო-
ბის ხელდასხმა. წვეთ-წვეთად დაგროვილი ეჭვები გულს უბურღავ-
და. პუერტო პლატას გუბერნატორობიდან რომ წამოვიდა, გულის
კუნჭულში უკვე აღარ იყო ტრუხილიოისტი, დარწმუნდა, რომ რეჟი-
მი დიქტატორული და კორუმპირებული იყო. არავისთვის უთქვამს,
არც გუარინასთვის. ხალხის თვალში კვლავ ტრუხილიოს მიმდევა-
რი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა, სეგუნდო, პუერტო-რიკო-
ში თავისი ნებით გაიხიზნა, რეჟიმი თავისი გულმოწყალების საჩვე-
ნებლად, ანტონიოს ახალ-ახალ თანამდებობას სთავაზობდა – უფ-
რო მეტი ნდობის გამოხატულება რა გინდა? – თავად ტრუხილიოს
ოჯახის კომპანიის მმართველი გახდა.
ამ მრავალწლიანმა ტანჯვამ – ერთზე ფიქრმა და სრულიად საწი-
ნააღმდეგოს კეთებამ – მალულად მიიყვანა მისი გონება ტრუხილი-
ოსთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანამდე. დარწმუნდა, რომ სა-
ნამ ტირანი ცოცხალი იყო, ის და უამრავი დომინიკელი საკუთარ
თავთან საზარელი უთანხმოებისთვის იყვნენ განწირულნი: მუდმი-
ვად უნდა ეცრუათ საკუთარი თავისა და სხვების წინაშე, გაორებუ-

200
ლიყვნენ საჯარო ტყუილსა და პირად სიმართლეში, რომლის გამო-
ხატვაც ეკრძალებოდათ.
მიღებულმა გადაწყვეტილებამ სიმშვიდე მოჰგვარა, განწყობა
გამოუკეთა. როცა შესაძლებლობა მიეცა, თავისი ჭეშმარიტი გუ-
ლისტკივილი სხვისთვის გაეზიარებინა, ცხოვრება ძველებურად სუ-
ლისშემხუთველი და გაორებული აღარ იყო. სალვადორ ესტრელია
სადალასთან მეგობრობა ზეციდან მოვლენილი წყალობა იყო. თურ-
ქისთვის შეეძლო გულწრფელად მოეთხრო ყველაფერი, ისეთი ზნე-
ობრივი სიმტკიცითა და ღირსების გრძნობით, როგორითაც სალვა-
დორი ცდილობდა ემართა საკუთარი ცხოვრება იმ რელიგიის მი-
ხედვით, რომლის თავდადებული აღმსარებელიც იყო. მსგავსი ტო-
ნის არავინ შეხვედრია. უახლოესი მეგობრის გარდა, სალვადორი
მისთვის სამაგალითო პიროვნებაც იყო.
სალვადორთან დაახლოების შემდეგ, იმბერტი ბიძაშვილის,
მონჩოს წყალობით იატაკქვეშა ჯგუფებს დაუკავშირდა. თათბირები-
დან მუდამ იმ შეგრძნებით გამოდიოდა, რომ ახალგაზრდა გოგონე-
ბი და ბიჭები, მიუხედავად იმისა, საკუთარ თავისუფლებას, სიცოც-
ხლესა და მომავალს რომ საფრთხეში აგდებდნენ, ტრუხილიოს წი-
ნააღმდეგ ბრძოლის შედეგიან გზას ვერ პოულობდნენ და მაინც, ერ-
თი-ორი საათი მათთან ყოფნა სრულიად უცხო სახლებში, – ყოველ
ჯერზე განსხვავებულ ადგილას, რომელსაც გაჭირვებით აგნებდა
მაცნეს მოტანილი პაროლებით – სასიცოცხლო ძალებს ანიჭებდა,
სინდისის ქენჯნას უმსუბუქებდა და ცხოვრებას აზრს მატებდა.
გუარინა გაოგნდა, ბოლოს და ბოლოს, ტონი რომ გამოუტყდა –
მოულოდნელ უსიამოვნებას მოუმზადებელი რომ არ დახვედროდა
– გარეგნულად სხვაგვარად ჩანს, მაგრამ ტრუხილიოს მომხრე
აღარ ვარ და მეტიც, საიდუმლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბ-
რძვიო. ცოლს არ უკითხავს, რა მოხდება, ჩვენი ქალიშვილი ლეს-
ლიე ტყვედ რომ აიყვანონ და სეგუნდოსავით ოცდაათი წელი მიუსა-
ჯონ ან უარესი – რომ მოკლანო. ამღამინდელი შეთქმულების ამბა-
201
ვი არც ცოლმა იცოდა და არც ქალიშვილმა. ეგონათ, თურქის სახ-
ლში კარტს თამაშობდა, რა დაემართებათ, რომ დავმარცხდეთ?
– შენ გენერალ რომანს ენდობი? – იკითხა მოუთმენლად, იძუ-
ლებული რომ გამხდარიყო, სხვა თემაზე ეფიქრა, – ნამდვილად ჩვე-
ნიანია? იმის მიუხედავად, ტრუხილიოს უახლოესი ნათესავი რომ
ჰყავს ცოლად და უფროსის საყვარელი დისშვილების, გენერლების
– ხოსე და ვირხილიო გარსია ტრუხილიოების – სიძე რომ არის?
– ჩვენიანი რომ არ იყოს, ამდენ ხანს ლა კუარენტაში ვიქნებო-
დით, – თქვა ანტონიო დე ლა მასამ, – ჩვენიანია, ოღონდ პირობა
უნდა შესრულდეს: ვაცის ცხედარი საკუთარი თვალით უნდა ნახოს.
– დაჯერება მიჭირს, - წაიჩურჩულა ტონიმ, – რას მოიგებს ამით
ქვეყნის შეიარაღებული ძალების უფროსი? პირიქით, ყველაფერს
დაკარგავს.
– ტრუხილიო შენზე და ჩემზე მეტად სძულს, – აუხსნა ანტონიო
დე ლა მასამ, – როგორც ბევრს ხელისუფლების კენწეროში. ტრუხი-
ლიოიზმი ბანქოში აგებული ხუხულასავითაა. უცებ დაიშლება, აი,
ნახავ. პუპოს სამხედროები ჰყავს შეგულებული, მხოლოდ მის ბრძა-
ნებას ელოდებიან. ბრძანებას გასცემს და ეს ქვეყანა ხვალ სხვა იქ-
ნება.
– კი, ვაცი თუ მოვიდა, – გამოცრა ესტრელია სადალამ უკანა სა-
ვარძლიდან.
– მოვა,თურქო, მოვა. – გაიმეორა კიდევ ერთხელ ლეიტენან-
ტმა.
ანტონიო იმბერტი ფიქრებში ჩაიძირა. ნუთუ, მართლა გათენდე-
ბა მის სამშობლოს ხვალინდელი დღე თავისუფალი? მთელი არსე-
ბით სწადია, მაგრამ ახლაც კი, რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ყვე-
ლაფერი მოხდება, დაჯერება უჭირს. გენერალ რომანის გარდა, კი-
დევ რამდენი იყვნენ შეთქმულებაში? არასოდეს უცდია გაეგო. ოთ-
ხი-ხუთი ადამიანი იცოდა, მაგრამ გაცილებით მეტნი იყვნენ. უკეთე-
სია არ იცოდეს. ყოველთვის სჯეროდა, რომ შეთქმულებს მხოლოდ
202
ყველაზე აუცილებელი უნდა სცოდნოდათ, ოპერაცია საფრთხეში
რომ არ ჩაეგდოთ. ყურადღებით მოისმინა ანტონიო დე ლა მასას ნა-
ამბობი შეიარაღებული ძალების უფროსის თანამონაწილეობის შე-
სახებ, რომელიც, თუკი ტირანს მოკლავდნენ, ძალაუფლებას ხელში
აიღებდა. ვაცის უახლოეს ნათესავებსა და მთავარ ტრუხილიოის-
ტებს დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ, სანამ რეპრესიების ტალღა და-
იძვრებოდა. კიდევ კარგი, უფროსის შვილიკოები – რამფისი და რა-
დამესი – პარიზში არიან. რამდენ ადამიანს ესაუბრა ანტონიო დე
ლა მასა? ხანდახან, ბოლო თვეების დაუსრულებელი თათბირების
დროს, გეგმებს როცა აწყობდნენ, ანტონიოს წამოცდებოდა ხოლმე
გადაკრული სიტყვა ან მინიშნება, რომელიც ახვედრებდა, რომ შეთ-
ქმულებაში ბევრი ხალხი მონაწილეობდა, ტონის გადამეტებული
წინდახედულება ისეთ უკიდურესობამდე მივიდა, რომ ერთ დღეს,
სალვადორი გააჩუმა, როცა ეს უკანასკნელი შეურაცხყოფილი ჰყვე-
ბოდა, როგორ მოუვიდათ უსიამოვნება იმბერტის გამო მას და ანტო-
ნიო დე ლა მასას გენერალ ხუან ტომას დიასის სახლში, შეთქმულე-
ბის წევრებთან. კონსპირატორების ერთი ჯგუფი იმბერტის წინააღ-
მდეგი იყო. არ ენდობოდნენ მისი ტრუხილიოისტური წარსულის გა-
მო, ვიღაცამ ის ცნობილი დეპეშა გაიხსენა, ტრუხილიოს რომ გაუგ-
ზავნა და პუერტო პლატას გადაწვა შესთავაზა („სიკვდილამდე გამ-
ყვება თან და ალბათ, სიკვდილის შემდეგაც“, გაიფიქრა). თურქმა
და ანტონიომ გააპროტესტეს, უთხრეს, ტონის გამო თავს დავდებ-
თო, მაგრამ ტონიმ სალვადორს უფლება არ მისცა გაეგრძელებინა:
– არ მინდა ვიცოდე, თურქო. ყველაფრის შემდეგ, ვინც კარგად
არ მიცნობს, რატომ უნდა მენდოს? მართალი არიან, მთელი ცხოვ-
რება ტრუხილიოსთვის ვიმუშავე, პირდაპირ ან ირიბად.
– და, მე რას ვაკეთებ? – უპასუხა თურქმა – რას ვაკეთებთ დომი-
ნიკელების ოცდაათი თუ ორმოცი პროცენტი, განა ხელისუფლებაში
ან მათსავე კომპანიებში არ ვმუშაობთ? მხოლოდ ძალიან მდიდრებს
შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, ტრუხილიოსთვის არ იმუშაონ.
203
„არც მათ“, გაიფიქრა იმბერტმა. მდიდრებს თუ სურდათ კვლავ
მდიდრები ყოფილიყვნენ, უფროსს უნდა შეკვროდნენ, თავისი ბიზ-
ნესის ნაწილი უნდა მიეყიდათ, ან მისი კომპანიების ნაწილი ეყიდათ
და ასე შეეტანათ წვლილი რეჟიმის განდიდებასა და ძლევამოსილე-
ბაში. ნახევრად თვალდახუჭულმა ზღვის შრიალს მიაყურადა, გა-
იფიქრა, რომ ტრუხილიომ ისეთი დემონური სისტემის შექმნა შეძ-
ლო, რომელშიც ადრე თუ გვიან, ყოველი დომინიკელი თანამოაზ-
რესავით მონაწილეობს. სისტემა, რომელსაც მხოლოდ ემიგრაცია-
ში წასულნი (ყოველთვის არც ისინი) და მიცვალებულები დაუს-
ხლტნენ. ამ ქვეყანაში, ასე თუ ისე, ყველა იყო, არის ან იქნება რეჟი-
მის ნაწილი. „ყველაზე ცუდი, რაც დომინიკელს შეიძლება შეემ-
თხვეს, ისაა, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი გამოვიდეს“. – ერთხელ სად-
ღაც გაიგონა ალვარო კაბრალის ნათქვამი სიტყვები. „ძალიან ჭკვი-
ანი და ნიჭიერი დომინიკელი,“ გაიფიქრა ტონიმ ალვაროზე. ეს სიტ-
ყვები გონებაში ჩარჩა. „რადგან ადრე თუ გვიან, ტრუხილიო რეჟი-
მის სამსახურში გამოიძახებს და როცა მოიხმობს, უარის თქმის უფ-
ლება არ ექნება“. თავად იმბერტი ამის დასტური იყო. გონებაში არა-
სოდეს გაუვლია, უარი ეთქვა ტრუხილიოს შემოთავაზებებზე. რო-
გორც ესტრელია სადალა ამბობდა, ვაცმა ადამიანებს ის წმინდა უფ-
ლება წაართვა მხოლოდ უფალი რომ ანიჭებს: თავისუფალი ნება.
თურქისგან განსხვავებით, ანტონიო იმბერტის ცხოვრების მთა-
ვარი ქვაკუთხედი რელიგია არასოდეს ყოფილა. კათოლიკე იყო,
მაგრამ დომინიკურად, ყველა რელიგიური ცერემონია გაევლო,
ადამიანების ცხოვრებას ნიშანსვეტად რომ მიუყვება – ნათლობა,
კონფირმასიონი, პირველი კომუნიონი, კათოლიკური კოლეჯი,
ჯვრისწერა – უეჭველად ფსალმუნებითა და მღვდლის კურთხევით
დაკრძალავდნენ, მაგრამ რწმენაში მეტისმეტად არასოდეს გაცნო-
ბიერებულა, არც იმაზე უზრუნია, რელიგია ყოველდღიურ ყოფაში
დაენერგა. არ უფიქრია თავისი ქმედებები ქრისტიანულ მცნებებს

204
თუ შეესაბამებოდა, როგორც სალვადორი აკეთებდა, რაც იმბერტს
ავადმყოფური ეჩვენებოდა.
მაგრამ, თავისუფალ ნებაზე ნათქვამმა სიტყვებმა ააღელვა. შე-
საძლოა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ტრუხილიოს მოკვლა. სულ
მცირე, იმის უფლება მაინც რომ მოეპოვებინათ მას და დომინიკე-
ლებს, რომ დასთანხმებოდნენ ან უარი ეთქვათ სამსახურზე, რომ-
ლითაც ლუკმაპურს შოულობდნენ. ტონიმ არ იცოდა, ეს რა იყო, ბავ-
შვობაში, იქნებ, იცოდა კიდეც, მაგრამ დაავიწყდა. მშვენიერი რამ
უნდა იყოს. ფინჯანი ყავა ან რომის ყლუპი, თამბაქოს კვამლი, ცხელ
დღეს ზღვაში ბანაობა, შაბათის კინო თუ რადიოში მოსმენილი მე-
რენგე სხეულსა და სულს უდიდესი მადლიერების გრძნობით აღავ-
სებდა, როცა მოიპოვებდა იმას, რაც ტრუხილიომ დომინიკელებს
ოცდათერთმეტი წლის წინათ წარსტაცა: თავისუფალი ნება.

205
10

ზარის ხმაზე ურანია და მამამისი ისე გაშეშდნენ, თითქოს დანა-


შაულზე წაასწრესო. ქვედა სართულიდან აღფრთოვანებული ხმა ის-
მის, კიბეზე ვიღაც ჩქარი ნაბიჯით ამოდის. მოუთმენელი კაკუნი და
კარის გაღება ერთია, ღიობში გაოგნებული სახე მოჩანს, რომელსაც
ურანია მაშინვე ცნობს: მამიდაშვილი ლუსინდა.
– ურანია? ურანია? – თავისი დიდი თვალებით ურანიას თხემით
ტერფამდე ათვალიერებს, ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ,
მკლავებს შლის და მისკენ მიიწევს, უნდა დარწმუნდეს, რომ მოჩვე-
ნება არაა.
– თავად მე, ლუსინდიტა, – ურანია მამიდა ადელინას უმცროს
ქალიშვილს ეხვევა, თავის კბილას, თავის თანაკლასელს.
– კი მაგრამ, გოგონა! არ მჯერა, შენ? მოდი აქ! ჩვენს სახლში რა-
ტომ არ მოხვედი? დაგავიწყდა, როგორ გვიყვარხარ? მამიდაშენი
აღარ გახსოვს? მანოლიტა? და, მე, შე უმადურო?
გაკვირვებულია, შეკითხვებითა და ცნობისმოყვარეობით სავ-
სეა: „ღმერთო ჩემო, ბიძაშვილო, როგორ გაძელი ოცდათხუთმეტი
წელი? ოცდათხუთმეტი, არა? შენს სამშობლოში ჩამოუსვლელად,
შენი ოჯახის უნახავად?“ – პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევს,
ამაში დიდად არ შეცვლილა. ბავშვობიდან თუთიყუშივით ყბედობ-
და. ლუსინდიტა – ხალისიანი, მთხზველი, ოინბაზი. მამიდაშვილი,
რომელთანაც ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ურანიას
კარგად ახსოვს ლუსინდას სკოლის გამოსასვლელი კაბა – თეთრი
ქვედაბოლო და ლურჯი ჟაკეტი. ყოველდღიურად ვარდისფერი და
ცისფერი უნიფორმა ეცვა. მოქნილი მსუქანა, შუბლზე შეჭრილი
თმით, კბილებზე ბრეკეტებითა და მხიარული სიცილით, ახლა სენი-
ორაა, ხორცმოსხმული, გადატკეცილი კანით, lifting- ის გარეშე, უბ-
რალო, ყვავილებიანი კაბა აცვია. მისი ერთადერთი სამკაული

206
გრძელი, მოოქრული, მოციმციმე საყურეებია. უცებ ურანიასთან
საუბარს წყვეტს, ავადმყოფს უახლოვდება და შუბლზე კოცნის.
– რა მშვენიერი საჩუქარი მოგიძღვნა ქალიშვილმა, ძია. არ
ელოდი, შენი გოგონა მკვდრეთით რომ აღდგებოდა და შენ სანახა-
ვად მოვიდოდა? რა ბედნიერებაა, არა, ძია აგუსტინ?
კვლავ შუბლზე კოცნის და მაშინვე ივიწყებს. ურანიას გვერდით
საწოლის კიდეზე ჯდება. მის ხელს იღებს, ათვალიერებს, აკვირდე-
ბა, თავიდან ესხმის თავს შეკითხვებითა და აღფრთოვანებით:
– როგორი შენახული ხარ, გოგონა. ერთი ასაკის ვართ, არა?
ათი წლით ახალგაზრდას ჰგავხარ. რა უსამართლობაა! ალბათ იმი-
ტომ, რომ არ გათხოვდი და შვილები არ გყავს. ისე არაფერი აბე-
რებს ქალს, როგორც ქმარი და შთამომავლობა. რა ტანზე ხარ, რა
კანი გაქვს. ახალგაზრდა ხარ, ურანია!
ურანია ნელ-ნელა ცნობს მამიდაშვილის ხმაში აქცენტებს, მუსი-
კას, ნიუანსებს იმ გოგონასას, რომელთანაც ამდენი უთამაშია სან-
ტო დომინგოს კოლეჯის პატიოში და რომლისთვისაც ამდენჯერ აუხ-
სნია გეომეტრია და ტრიგონომეტრია.
– ლამის მთელი ცხოვრება გავიდა, ერთმანეთი რომ არ გვინა-
ხავს, ლუსინდიტა, ერთმანეთზე რომ არაფერი გაგვიგია! – წამოიძა-
ხა ბოლოს.
– შენი ბრალია, უმადურო, – სიყვარულით ჭკუას არიგებს მამი-
დაშვილი, მაგრამ მის თვალებში ელავს ის კითხვა, ის კითხვები, ბი-
ძებს და მამიდებს, ბიძაშვილებსა და მამიდაშვილებს ამდენჯერ რომ
დაუსვამთ იმ წლებში, როცა 1961 წლის მაისში ურანია კაბრალი მო-
ულოდნელად გაემგზავრა შორეულ ადრიანში, მიჩიგანში, Siena
Heights University-ში, რომელიც Dominican Nuns34 ეკუთვნოდა,
ისევე როგორც სიუდად ტრუხილიოს სანტო დომინგოს კოლეჯი:

34
Dominican Nuns – დომინიკელთა ორდენის მონაზვნები.
207
– ვერასოდეს გავიგე, ურანიტა. მე და შენ, ნათესავების გარდა
განუყრელი მეგობრები ვიყავით. ისეთი რა მოხდა მოულოდნელად,
რომ ჩვენი აღარაფერი მოგინდა? არც მამა, არც ბიძები, არც ნათე-
სავები. მეც კი აღარ გინდოდი. ოცი თუ ოცდაათი წერილი მოგწერე
და ერთი სტრიქონითაც არ გიპასუხია. წლების განმავლობაში გიგ-
ზავნიდი დაბადების დღის მოსალოც ბარათებს. რა დაგიშავეთ? ასე
როგორ გაგვიჯავრდი,რომ ერთხელ არ მოგიწერია, ოცდათხუთმე-
ტი წელი შენს მიწაზე ფეხი არ დაგიდგამს?
– ახალგაზრდობის სიგიჟეები, ლუსინდიტა, – იცინის ურანია და
ლუსინდას ხელს ჰკიდებს, – მაგრამ, აი, ხომ ხედავ, გამიარა და
აგერ გყავარ.
– ნამდვილად არ ხარ მოჩვენება? – მამიდაშვილი ცოტა შორდე-
ბა, რომ დააკვირდეს და ურწმუნო თავს ეჭვიანად აქნევს, – ასე რა-
ტომ ჩამოხვედი, გაუფრთხილებლად? აეროპორტში დაგხვდებო-
დით.
– მინდოდა თქვენთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, – ტყუის ურა-
ნია – უცებ გადავწყვიტე. მოულოდნელად. ჩემოდანში რამდენიმე
ნივთი ჩავაგდე და თვითმფრინავში ჩავჯექი.
– ოჯახში დარწმუნებული ვიყავით, რომ ვეღარასოდეს გნახავ-
დით, – სერიოზულად ამბობს ლუსინდა, – ძია აგუსტინიც. უნდა გით-
ხრა, ძალიან გაიტანჯა, იმის გამო, მასთან საუბარი რომ გინდოდა
და ტელეფონს არ პასუხობდი. სასოწარკვეთილი იყო, დედაჩემთან
ტიროდა. ნუგეშს ვერ პოულობდა, ასე რომ მოექეცი. მაპატიე, არ ვი-
ცი ამას რატომ გეუბნები, შენს ცხოვრებაში ჩარევა არ მინდა, ბიძაშ-
ვილო, ის სიახლოვე და ნდობა მალაპარაკებს, რომელსაც ყოველ-
თვის ვგრძნობდი შენ მიმართ. მიამბე შენზე. ნიუ-იორკში ცხოვრობ,
ხომ მართალია? ვიცი, საქმეები კარგად მიგდის, შენს ნაბიჯებს
თვალს ვადევნებდით, ოჯახში ლეგენდად იქეცი. ძალიან მნიშვნე-
ლოვან კანტორაში მუშაობ, მართალია?
– რა გითხრა. უფრო დიდი საადვოკატო კანტორებიც არსებობს.
208
– არ მიკვირს, შეერთებულ შტატებში წარმატებას რომ მიაღწიე!
– წამოიძახა ლუსინდიტამ და ურანიამ მის ხმაში ფარული შური იგ-
რძნო, – პატარაობიდანვე ჭკვიანი და ბეჯითი იყავი, ყველა ამბობ-
და: წინამძღვარი sister ელენ კლერი, sister სიუზანი და რაც მთავა-
რია, sister მერი, ასე რომ გაღმერთებდა: „ურანია კაბრალი – აინ-
შტაინი კაბაში“.
ურანიამ გადაიკისკისა. უფრო იმაზე ეცინება, ლუსინდა როგორც
ლაპარაკობს, ვიდრე იმაზე, რასაც ამბობს. მახვილგონივრულად,
მსუყედ, პირით, თვალებით, ხელებითა და სხეულით ერთდროუ-
ლად ლაპარაკობს, ისე ხალისიანად და გემრიელად, მხოლოდ დო-
მინიკელები რომ საუბრობენ. ეს ოცათხუთმეტი წლის წინათ აღმოა-
ჩინა ადრიანში, მიჩიგანში ჩასვლის შემდეგ, ერთ ღამეში იმ ხალხის
გარემოცვაში როცა აღმოჩნდა, რომლებიც მხოლოდ ინგლისურად
საუბრობდნენ.
– დაუმშვიდობებლად რომ წახვედი, ლამის დარდმა მომკლა, –
ამბობს ლუსინდა იმ დღეების ნოსტალგიით, – ოჯახი ვერაფერს მიხ-
ვდა. ეს რას ჰგავს! ურანიტა შეერთებულ შტატებში ისე წავიდა, „ნახ-
ვამდის“ არ უთქვამს! ძიას კითხვებით ვჭამდით, მაგრამ მთვარეუ-
ლივით იყო. „მონაზვნებმა სტიპენდია შესთავაზეს და უარის თქმა არ
შეეძლო“, არავინ დაიჯერა!
– ასე იყო, ლუსინდიტა, – ურანია მამას შესცქერის, რომელიც
ამჯერად უძრავად, ყურადღებით უსმენს საუბარს, – მიჩიგანში სწავ-
ლის შესაძლებლობა გამოჩნდა და სულელი ხომ არ ვიყავი, ხელი-
დან გამეშვა.
– ეს მესმის, – თავიდან იქოქება ლუსინდა, – ნამდვილად იმსა-
ხურებდი იმ სტიპენდიას, მაგრამ ისე რატომ წახვედი, თითქოს გარ-
ბისო? რატომ გაწყვიტე ურთიერთობა შენს ოჯახთან, მამასთან, ქვე-
ყანასთან?
– ყოველთვის ცოტა გიჟი ვიყავი, ლუსინდიტა. თქვენთვის არ მო-
მიწერია, მაგრამ ყოველთვის მახსოვდით. განსაკუთრებით, შენ.
209
ტყუილია. არავინ მოგნატრებია, ლუსინდაც კი, შენი სწავლის
თანამეგზური და ბავშვური ოინბაზობის მესაიდუმლე. გსურდა, ისიც
ისე დაგევიწყებინა, როგორც მანოლიტა, მამიდა ადელინა და მამა-
შენი, როგორც ეს ქალაქი და ეს ქვეყანა იმ შორეულ ადრიანში, სა-
დაც კამპუსის ულამაზეს ბაღებში ბეგონიები, ტიტები, მაგნოლიები
და ვარდნარი ყვაოდა და აშოლტილი ნაძვების ზეთოვანი ფისის
სურნელი იმ პატარა ოთახამდე აღწევდა, რომელსაც პირველ წელს
თანაკლასელებთან იზიარებდი, მათ შორის იყო ალინა, შავკანიანი
გოგონა ჯორჯიიდან, შენი პირველი მეგობარი იმ ახალ სამყაროში,
ასე ძალიან რომ განსხვავდებოდა პირველი თოთხმეტი წლის სამყა-
როსგან. იცოდნენ დომინიკელთა ორდენის მონაზვნებმა, რატომ
გამოიქეცი შენი სამშობლოდან კისრისტეხით sister მერის, სანტო
დომინგოს კოლეჯის დირექტორის დახმარებით? ეცოდინებოდათ.
sister მერის რომ არ მოეყოლა, რაც შეგემთხვა, ასე სწრაფად სტი-
პენდიას არ მოგცემდნენ, Sisters მოკრძალების განსახიერება იყ-
ვნენ, იმ ოთხი წლის განმავლობაში, Siena Heights University -ის
კედლებში რომ გაატარე, ერთი გადაკრული სიტყვაც არ უთქვამთ იმ
ამბავზე, შენს მეხსიერებას რომ სერავდა. სხვა მხრივ, არასოდეს
უნანიათ გამოჩენილი გულმოწყალება: ამ უნივერსიტეტის პირველი
კურსდამთავრებული იყავი, ჰარვარდში რომ მიიღეს და მსოფლიოს
ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ღირსების სიგელით დააჯილ-
დოვეს. ადრიანი, მიჩიგანი! რამდენი წელია იქ აღარ დაბრუნებულა.
სადაც უკვე აღარ არის ალბათ ის პროვინციული ფერმერების ქალა-
ქი, მზის ჩასვლისთანავე ხალხი სახლებში რომ იკეტებოდა და ქუ-
ჩებს უკაცრიელს ტოვებდა. ოჯახების ჰორიზონტი მეზობელ სოფ-
ლებთან მთავრდებოდა, რომლებიც ტყუპისცალებივით ჰგვანდნენ
ერთმანეთს – კლინტონი და ჩელსი – და ყველაზე დიდი დღესასწაუ-
ლი – მანჩესტერში შამფურზე შემწვარი ქათმების გამოფენა. სუფთა,
ლამაზი ქალაქი იყო ადრიანი, განსაკუთრებით, ზამთარში, როცა
თოვლი ოღროჩოღრო ქუჩებს ასწორებდა, – გორგოლაჭებითა და
210
თხილამურებით სრიალებდნენ, – და იქაურობას ბამბის საბანივით
ეფინებოდა, ბავშვები თოვლის თოჯინებს აკეთებდნენ და შენ მოჯა-
დოებულივით უცქერდი ზეცას და ალბათ სევდა ან მოწყენილობა
მოგკლავდა, ასე გამწარებით და ბრაზით რომ არ გესწავლა.
მამიდაშვილი ენას არ აჩერებს.
– ცოტა ხნის შემდეგ, ტრუხილიო მოკლეს და თავს უბედურება
დაგვატყდა. იცი, რომ caliès კოლეჯში შეიჭრნენ? Sisters გალახეს,
sister ჰელენ კლერს სახე დაულურჯეს და დაუსერეს, და ბადალუკე,
გერმანული ნაგაზი მოკლეს. მამაშენთან ნათესაობის გამო ჩვენი
სახლიც კინაღამ გადაწვეს. გვეუბნებოდნენ, ძია აგუსტინმა იმიტომ
გაუშვა თავისი შვილი შეერთებულ შტატებში, რომ იცოდა, რაც მოხ-
დებოდაო.
– ჰო, მამასაც უნდოდა აქედან შორს რომ ვყოფილიყავი, – აწ-
ყვეტინებს ურანია, – ტრუხილიოსთან უსიამოვნება მოუვიდა, თან
იცოდა, ანტიტრუხილიოისტები რომ სამაგიეროს გადაუხდიდნენ.
– ესეც მესმის, – ჩაიდუდღუნა ლუსინდამ, – მაგრამ ის არ მესმის,
ჩვენ რომ აღარ გინდოდით.
– შენ ყოველთვის კეთილი გული გქონდა, დარწმუნებული ვარ
წყენა გულში არ დაგრჩენია, – იცინის ურანია, – მართალია, გოგო-
ნა?
– რა თქმა უნდა, არა, – ეთანხმება ლუსინდა, – რომ იცოდე, რამ-
დენი ვემუდარე მამაჩემს, შეერთებულ შტატებში გამოვეშვი შენთან,
Siena Heights University-ში, დავარწმუნე კიდეც, მაგრამ – ისევ
უიღბლობა, მთელი ქვეყანა გვიტევდა, ოჯახზე საშინელ ტყუილებს
იგონებდნენ. მხოლოდ იმიტომ, დედაჩემი ტრუხილიოისტის და რომ
იყო. აღარავის ახსოვდა, ტრუხილიო ბოლოს მამაშენს მაწანწალა
ძაღლივით რომ მოექცა. გაგიმართლა, იმ თვეებში აქ რომ არ იყავი,
ურანიტა, შიშით ვკვდებოდით. არ ვიცი, როგორ გადარჩა ძია აგუს-
ტინი, რომ ეს სახლიც არ დაწვეს. მაგრამ ქვები ბევრჯერ დაუშინეს.
საუბარი კარზე დაკაკუნებამ შეაწყვეტინათ.
211
– ხელის შეშლა არ მინდოდა, – ექთანი ავადმყოფზე მიუთითებს,
– მაგრამ დროა.
ურანია გაურკვევლად უყურებს.
– უნდა მოისაქმოს, – ეუბნება ლუსინდა და ღამის ქოთანს უყუ-
რებს, – საათივით ზუსტად მუშაობს, რა ბედნიერებაა, მე ყაბზობა მა-
წუხებს და ქლიავის ჩირს ვჭამ. ამბობენ, ნერვების ბრალიაო. კარგი,
მაშინ სასტუმრო ოთახში გავიდეთ.
სანამ კიბეზე ჩადიან, ურანია კვლავ ადრიანში გატარებულ თვე-
ებსა და წლებს იხსენებს, აგონდება ის მკაცრი, ვიტრაჟებიანი ბიბ-
ლიოთეკა, სამლოცველოსა და სასადილოს გვერდით რომ იყო, იქ
ატარებდა უმეტეს დროს, გაკვეთილზე ან სემინარზე თუ არ იყო.
სწავლობდა, კითხულობდა, ხაზავდა რვეულებს, იწერდა ესეებს,
წიგნის შენიშვნებს მეთოდურად, ინტენსიურად, განსაკუთრებული
ყურადღებით, რისთვისაც ასე აფასებდნენ მასწავლებლები და თაყ-
ვანს სცემდნენ ან ბრაზდებოდნენ თანაკურსელები.
სწავლის წყურვილს ან წარმატებისკენ სწრაფვას არ გამოუკეტი-
ხარ იმ ბიბლიოთეკაში, გინდოდა გაბრუებულიყავი, მოწამლულიყა-
ვი, ჩაკარგულიყავი წიგნებში – ზუსტი მეცნიერება იყო თუ ლიტერა-
ტურა, მნიშვნელობა არ ჰქონდა – რათა არ გეფიქრა და გონებიდან
დომინიკური მოგონებები გაგედევნა.
– კი მაგრამ, სპორტული ტანსაცმელი გაცვია? – შენიშნა ლუსინ-
დიტამ, უკვე სასტუმრო ოთახში რომ იყვნენ იმ ფანჯარასთან, რომე-
ლიც ბაღს გადაჰყურებდა, – არ მითხრა ახლა, ამ დილით აერობიკა
გავაკეთეო.
– სანაპიროზე ვირბინე და სასტუმროში როცა ვბრუნდებოდი,
ფეხებმა უნებურად მომიყვანეს აქ, ისე, როგორც ვიყავი. ამ ორიოდე
დღის წინ ჩამოვედი და არ ვიცოდი, მენახა თუ არა მამაჩემი. ვწუხდი,
ძალიან ხომ არ იმოქმედებს-მეთქი, მაგრამ ვერც კი მიცნო.
– ძალიან კარგად გიცნო, – ურანიას მამიდაშვილი ფეხს ფეხზე
იდებს და ჩანთიდან სიგარეტს და სანთებელას იღებს, – ლაპარაკი
212
არ შეუძლია, მაგრამ იცის ვინ მოდის და ყველაფერი ესმის, მე და
მანოლიტა მოსანახულებლად თითქმის ყოველდღე მოვდივართ,
დედაჩემს არ შეუძლია, თეძოს ძვალი მოიტეხა. ერთი დღეც რომ გა-
ვაცდინოთ, მეორე დღეს შუბლშეკრული გვხვდება.
ლუსინდა ისე დაჟინებით შესცქერის, ურანია წინასწარ ხვდება,
რომ „საყვედურების ახალი ჯარი“ წამოვა. არ გებრალება, მამაშენი
თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებს მომვლელის ხელში რომ
ატარებს და მხოლოდ დისშვილები ნახულობენ? ვალდებული არ
ხარ, მის გვერდით იყო და მოესიყვარულო? გგონია პენსიის გამოგ-
ზავნა საკმარისია? ამ ყველაფერს ლუსინდას დაჭყეტილ თვალებში
კითხულობს. მაგრამ თქმას ვერ ბედავს. ურანიას სიგარეტს აწვდის
და როცა ის უარს ეუბნება, წამოიძახებს:
– არ ეწევი, რა თქმა უნდა. ასეც წარმომედგინა. შეერთებულ
შტატებში ნამდვილი ფსიქოზი აქვთ თუთუნზე.
– კი, ნამდვილი ფსიქოზი, – აღიარებს ურანია, – ოფისშიც აკ-
რძალეს მოწევა. მე არ მანაღვლებს, არასოდეს მომიწევია.
– სრულყოფილი გოგონა! – იცინის ლუსინდიტა, – მომისმინე,
შენ, ქალო, რამე ნაკლი გაქვს? ოდესმე გაგიკეთებია ისეთი სიგიჟე,
მთელი ქვეყანა რომ აკეთებს?
– რაღაცები, – იცინის ურანია– მაგრამ მოყოლა არ შეიძლება.
სანამ მამიდაშვილს ესაუბრება, სასტუმრო ოთახს ათვალიერე-
ბს, იგივე ავეჯია, თუმცა დაძველებული: სავარძელს ერთი ფეხი მოს-
ტეხია, ხის სოლითაა დამაგრებული, სარჩული მორღვეულა, გაცრე-
ცილა. რამდენადაც ურანიას ახსოვს, ღია წითელი იყო, ღვინისფე-
რი. ავეჯზე უარეს დღეშია კედლები – ყველგან სინესტის ლაქებია,
ალაგ-ალაგ ჩამომტვრეულა კიდეც. ფარდები გამქრალა. მის ად-
გილზე მხოლოდ ხის საკიდი და ფარდის სამაგრებია.
– გიკვირს ასეთი გაღატაკებული რომაა შენი სახლი? – კვამლის
ბოლქვი გამოუშვა მამიდაშვილმა, – ჩვენი სახლიც ასეა, ურანიტა.
მართლა უკიდურეს გასაჭირში ჩავარდა ოჯახი ტრუხილიოს სიკვდი-
213
ლის შემდეგ. მამაჩემი „ტაბაკალერადან“ გამოაგდეს და სამსახური
ვეღარ იშოვა. მამაშენის სიძე რომ იყო, მხოლოდ იმიტომ. ძიამ უა-
რესი დღე გადაიტანა. სასამართლოში უჩივლეს, რას არ აბრალებ-
დნენ. არადა, ტრუხილიოს დროს რამდენი უსიამოვნება შეემთხვა.
ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ ცხოვრება გაუნადგურეს. კიდევ
კარგი, საქმეები რომ კარგად წაგივიდა და დახმარება შეგიძლია.
ოჯახში ამას ვერავინ შეძლებდა. არაფერი გვაბადია. საბრალო ძია
აგუსტინი! ის სხვებივით არ ყოფილა, გემოზე რომ მოეწყვნენ. პა-
ტიოსანი კაცი იყო და ამიტომ გაღატაკდა.
ურანია დამძიმებული უსმენს, თვალებით ამხნევებს ლუსინდას,
რომ განაგრძოს, მაგრამ მისი გონება მიჩიგანშია, Siena Heights
University-ში, თავიდან განიცდის იმ შეშლილ, მაგრამ მხსნელ ოთ-
ხწლიან სწავლას. მხოლოდ sister მერის წერილებს კითხულობდა
და პასუხობდა. ალერსიანი, მოკრძალებული წერილები იყო, არა-
სოდეს უხსენებია ის ამბავი, თუმცა, sister მერი რომ დალაპარაკე-
ბოდა, – ერთადერთი ადამიანი, ვისაც ურანია ენდო, ყველაფერი
უამბო და რომლის გონებაშიც დაიბადა ის ნათელი აზრი, რომ გო-
გონა დომინიკის რესპუბლიკიდან გამოეყვანა და ადრიანში გაეშვა,
რაშიც სენატორი კაბრალიც დაარწმუნა, – არ გაბრაზდებოდა, შვე-
ბას იგრძნობდა, დროდადრო გული რომ მოეოხებინა იმ აჩრდილებ-
ზე, საშველს რომ არ აძლევდნენ.
sister მერი უამბობდა კოლეჯზე, მნიშვნელოვან ამბებზე, ტრუხი-
ლიოს მკვლელობის კვალდაკვალ განვითარებულ მღელვარე მოვ-
ლენებზე, რამფისისა და მთელი მისი ოჯახის გამგზავრებაზე, ხელი-
სუფლების ცვლილებაზე, ქუჩის ძალადობაზე, უწესრიგობაზე, აინ-
ტერესებდა ურანიას სწავლის ამბები, ულოცავდა აკადემიურ წარმა-
ტებებს.
– როგორ მოხდა, რომ არ გათხოვდი? – ლუსინდიტა ისე შესცქე-
რის, თითქოს თვალებით აშიშვლებს, – თაყვანისმცემლების ნაკ-

214
ლებობა არ იქნებოდა. ჯერ კიდევ ძალიან კარგად გამოიყურები. მა-
პატიე, მაგრამ ხომ იცი, დომინიკელები ცნობისმოყვარეები ვართ.
– სიმართლე გითხრა, არ ვიცი, – მხრებს იჩეჩავს ურანია, – შე-
იძლება, დროის სიმწირის გამო, მამიდაშვილო. არასოდეს მეცალა:
ჯერ სწავლა და მერე სამსახური. მარტო ცხოვრებას შევეჩვიე და
ჩემს ცხოვრებას მამაკაცთან ვეღარ გავიზიარებ.
ურანიას საკუთარი ნათქვამი ესმის და არ სჯერა. სამაგიეროდ
ლუსინდას ამ სიტყვებში ეჭვი არ ეპარება.
– კარგად მოქცეულხარ, გოგონა, – დანაღვლიანდა ლუსინდა –
მე რაში გამომადგა გათხოვება? იმ უსირცხვილო პედრომ შვილე-
ბიანად მიმატოვა. ერთ მშვენიერ დღეს წავიდა და მაყუთიც არ გამო-
მიგზავნა. ორი გოგონა რომ გამეზარდა, ყველაზე მოსაწყენ საქმე-
ებს ვაკეთებდი: სახლების დაქირავება, ყვავილების გაყიდვა, მძღო-
ლებისთვის გაკვეთილების ჩატარება, როგორი უტვინოები არიან,
ვერც წარმოიდგენ. თავის დროზე რომ არ ვისწავლე, მხოლოდ ასეთ
სამსახურებს ვპოულობ. შენნაირი არავინაა, ბიძაშვილო, პროფე-
სია გაქვს და მსოფლიოს დედაქალაქში საინტერესო საქმით შო-
ულობ ფულს. კარგია, რომ არ გათხოვდი. მაგრამ თავგადასავლები
გაქვს, არა?
ურანია გრძნობს, როგორ ეფაკლება ღაწვები, მის სიწითლეზე
ლუსინდა კისკისებს.
– ოჰ, ოჰ, როგორ წამოჭარხლდი! საყვარელი გყავს! მომიყევი.
მდიდარია? კარგი შესახედავია? გრინგოა თუ ლათინოსი?
– შევერცხლილი საფეთქლებით, ძალიან ღირსეული, – თხზავს
ურანია, – დაოჯახებულია, შვილებიანი. ერთმანეთს უქმე დღეებში
ვხვდებით, სამოგზაუროდ თუ არ ვარ. სასიამოვნო, ძალდაუტანებე-
ლი ურთიერთობაა.
– როგორ მშურს, გოგონა! – ტაშს უკრავს ლუსინდა, – ჩემი ოც-
ნებაა მდიდარი და გამორჩეული მოხუცი. ნიუ-იორკში უნდა წავიდე

215
საპოვნელად, აქაურები არ შეიხედებიან: ღიპიანები და ჯიბეგაფხე-
კილები არიან.
ადრიანში ხანდახან იძულებული იყო წვეულებებზე წასულიყო,
ზოგჯერ ექსკურსიებზეც გოგონებთან და ბიჭებთან ერთად. თვალ-
თმაქცობდა, თითქოს ფერმერის ჭორფლიან ბიჭს ეპრანჭებოდა,
რომელიც ცხენებზე ან ზამთარში დათოვლილ მთებზე ასვლის გმი-
რობებზე უამბობდა. ურანია ისეთი დაქანცული ბრუნდებოდა თავის
საძინებელში ამ „გართობიდან“, საბაბს ეძებდა, რომ მეორედ აღარ
წასულიყო. საბოლოოდ, საბაბების რეპერტუარი შეიმუშავა: გამოც-
დები, საქმე, ავადმყოფობა, წერითი სამუშაოების ჩაბარების გადაუ-
დებელი დრო. ჰარვარდში სწავლისას არ ახსოვს, წვეულებაზე ან
ბარში წასულიყო, ან ერთხელ მაინც ეცეკვა.
– მანოლიტასაც უკუღმართად წაუვიდა ოჯახური ცხოვრება. მისი
მეუღლე მექალთანე არაა, როგორიც ჩემი. კოლუიო (ესტებანი
ჰქვია) ბუზს ვერ მოკლავს, მაგრამ უქნარაა, ყველა სამსახურიდან
აგდებენ. ახლა პატარა სამუშაო იშოვა პუნტა კანასში, ტურისტების-
თვის აშენებულ სასტუმროში. უბადრუკი ჯამაგირი აქვს და ჩემი და
თვეში ერთი-ორჯერ თუ ხედავს. ესაა ცოლქმრობა?
– გახსოვს როსალია პერდომო? – აწყვეტინებს ურანია.
– როსალია პერდომო? – ლუსინდა გონებაში ეძებს, თვალებს
ხუჭავს, – სიმართლე რომ გითხრა, არა... ოჰ, რა თქმა უნდა! როსა-
ლია, რამფის ტრუხილიოსთან რომ მოუვიდა რაღაც? აქეთ აღარა-
ვის უნახავს. უცხოეთში გაამგზავრებდნენ.
ჰარვარდში ურანიას ჩაბარება Siena Heights University -ში დი-
დი ზეიმით აღნიშნეს. იქ მისვლამდე ურანია ვერ აცნობიერებდა,
რამხელა პრესტიჟით სარგებლობდა შეერთებულ შტატებში ჰარ-
ვარდის უნივერსიტეტი და როგორი პატივისცემით ეპყრობოდნენ
ყველას, ვისაც ეს უნივერსიტეტი დაუმთავრებია, სწავლობდა ან ას-
წავლიდა. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა: მიზნად რომ დაესახა,
ალბათ, ასე იოლად არ გამოვიდოდა. ბოლო კურსზე რომ სწავლობ-
216
და, პროფესიულ არჩევანზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ჰკით-
ხა, მომავალში რას გეგმავო. ურანიამ მიუგო, ადვოკატობა მომწონ-
სო. „ამ პროფესიით დიდი ფული იშოვება“. შეაგება პასუხად დორო-
თი სალისონმა, მაგრამ ურანიამ „ადვოკატობა“ იმიტომ თქვა, რომ
პირველი სიტყვა იყო, რაც ენაზე მოადგა, თავისუფლად შეეძლო ეთ-
ქვა მედიცინა, ეკონომიკა ან ბიოლოგია. მომავალზე არასოდეს გი-
ფიქრია, ურანია. შენი წარსულით ისეთი გაქვავებული იყავი, არც კი
დაფიქრებულხარ, წინ რა გელოდა. დირექტორმა მასთან ერთად
მრავალი ვერსია განიხილა და ოთხი ყველაზე პრესტიჟული უნივერ-
სიტეტი დატოვა: იელი, ნოტერდამი, ჩიკაგო და სტენფორდი. საბუ-
თების შევსებიდან ერთი-ორი დღის შემდეგ, სალისონმა ურანიას
დაუძახა: „ჰარვარდიც დავწეროთ. რატომაც არა? არაფერს ვკარ-
გავთ“. ურანიას ახსოვს როგორ მიემგზავრებოდა გასაუბრების-
თვის, ღამეებს რელიგიურ თავშესაფარში ათევდა, რომლებსაც დო-
მინიკელი მონაზვნები შოულობდნენ. ახსოვს დოქტორ სალისონის,
მონაზვნებისა და თანაკურსელების სიხარული უნივერსიტეტები-
დან, მათ შორის, ჰარვარდიდან, დადებითი პასუხები რომ მოდი-
ოდა. წვეულება გაუმართეს, სადაც იძულებული იყო ეცეკვა.
ადრიანში გატარებულმა ოთხმა წელმა სიცოცხლე დაუბრუნა,
რაც ეგონა, რომ უკვე შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ ინახავდა
გულში დომინიკელთა ორდენის მიმართ მადლიერების გრძნობას.
მიუხედავად ამისა, მის მეხსიერებაში ადრიანი ძილ-ბურანივით ბუნ-
დოვანი, გაურკვეველი პერიოდი იყო, ერთადერთი სიცხადე ბიბ-
ლიოთეკაში გატარებულ დაუსრულებელ საათებს შემოჰქონდა,
როცა შეშლილივით მუშაობდა იმისთვის, რომ არ ეფიქრა.
კემბრიჯი, მასაჩუსეტი სხვა იყო. იქ ხელახლა დაიწყო ცხოვრება.
აღმოაჩინა, რომ ღირს სიცოცხლე, რომ სწავლა მხოლოდ თერაპია
კი არა, სიამოვნება და აღმაფრთოვანებელი გასართობია. როგორ
ტკბებოდა ლექციებით, კონფერენციებით, სემინარებით! გაოგნებუ-
ლი იყო შესაძლებლობების მრავალფეროვნებით (სამართლის
217
გარდა, ლათინოამერიკული ისტორიის კურსებზე დადიოდა და კა-
რიბის შესახებ სემინარებს ესწრებოდა, სადაც ერთი ციკლი დომი-
ნიკის რესპუბლიკის ისტორიას მიეძღვნა) დღეში საათები აკლდა,
თვეში – კვირები, ის ყველაფერი რომ გაეკეთებინა, რაც ხიბლავდა.
წლების განმავლობაში ბევრს შრომობდა, და არა მხოლოდ ინ-
ტელექტუალურად. ჰარვარდის მეორე კურსზე, მამამისმა ერთ- ერთ
იმ წერილში, რომლებზეც არასოდეს უპასუხია, მისწერა, გაჭირვე-
ბის გამო ხუთასი დოლარის ნაცვლად, ყოველთვიურად რომ გიგ-
ზავნიდი, ორასს გამოგიგზავნიო. სტუდენტური კრედიტის წყალო-
ბით სწავლის გაგრძელება შეძლო, მაგრამ საცხოვრებლად და თა-
ვისი მოკრძალებული ხარჯების გადასახდელად, თავისუფალ დროს
სუპერმარკეტში გამყიდველად მუშაობდა, ზელდა ცომს ბოსტონის
პიცერიაში, დაჰქონდა წამლები აფთიაქიდან და ყველაზე სასიამოვ-
ნო, რისი გაკეთებაც უწევდა, – დამბლადაცემული პოლონელი მი-
ლიონერისთვის წიგნების კითხვა და მის გვერდით ყოფნა იყო. სა-
ღამოს ხუთი საათიდან რვა საათამდე მისტერ მელვინ მაკოვსკის,
თავის ვიქტორიანულ, ბროწეულისფერკედლებიან სახლში, მასაჩუ-
სეტის ავენიუზე, ხმამაღლა უკითხავდა ათასგვედრიან ტომებს („ომი
და მშვიდობა“, „მობი დიკი“, „ცივი სახლი“, „პამელა“). კითხვის დაწ-
ყებიდან სამი თვის შემდეგ, უცაბედად, მილიონერმა ცოლობა შეს-
თავაზა.
– დამბლადაცემულმა? – თვალები დაჭყიტა ლუსინდამ.
– სამოცდაათი წლისამ, – დააზუსტა ურანიამ, – უმდიდრესი. ცო-
ლობა შემომთავაზა, ჰო. მის გვერდით რომ ვყოფილიყავი და წიგნე-
ბი წამეკითხა, მეტი არაფერი.
– რა სისულელეა, ურანია, – გადაირია ლუსინდიტა, – მემკვიდ-
რეობას მიიღებდი. მილიონერი გახდებოდი.
– მართალი ხარ, მომგებიანი საქმე იყო.
– მაგრამ ახალგაზრდა იყავი, იდეალისტი და გჯეროდა, რომ სიყ-
ვარულით უნდა გათხოვდე, – უიოლებს ახსნა-განმარტებას მამი-
218
დაშვილი, – თითქოს სიყვარული მარადიული იყოს. მეც გავუშვი ხე-
ლიდან კარგი შანსი – ექიმი იყო, დიდი ფული ჰქონდა. კვდებოდა
ჩემი სიყვარულით. მაგრამ ძალიან შავტუხა იყო, ამბობდნენ, დედა
ჰაიტიელი ჰყავსო. ცრურწმენებში არაა საქმე, მაგრამ ჩემი შვილი
რომ იმათ დამსგავსებოდა და ნახშირივით შავი გამოსულიყო?
სწავლა ისე მოსწონდა და ისეთი კმაყოფილი იყო ჰარვარდში,
უნდოდა მეცნიერებას გაჰყოლოდა და სადოქტორო დაეცვა, მაგრამ
საამისო სახსრები არ ჰქონდა. მამამისის მდგომარეობა თანდათან
გაუარესდა, მესამე წელს თანხის გამოგზავნა შეუწყვიტა. დიპლომი
უნდა აეღო და რაც შეიძლება მალე მუშაობა დაეწყო, რომ გამოტა-
ნილი კრედიტი და ყოველდღიური ხარჯები დაეფარა. ჰარვარდის
სამართლის ფაკულტეტი უდიდესი პრესტიჟით სარგებლობდა, სამ-
სახურის საძებრად საბუთები რომ გაგზავნა, მაშინვე უამრავ გასაუბ-
რებაზე მიიწვიეს. მსოფლიო ბანკი გადაწყვიტა. ჰარვარდიდან და-
ნაღვლიანებული წავიდა. კემბრიჯში სწავლის დროს „უცნაური ფო-
ბია“ შეეყარა: ტრუხილიოს ეპოქაზე წიგნების შეგროვება და კითხვა
შეიყვარა.
გაცრეცილ სასტუმრო ოთახში მისი უნივერსიტეტის გამოსაშვები
დღის კიდევ ერთი ფოტოა – კაშკაშა მზე უნივერსიტეტის ეზოს აცხუ-
ნებს, საზეიმო ფარდაგები, ელეგანტური კაბები, ბერეტები, პროფე-
სორებისა და მოსწავლეების ფერადი ტოგები – ზუსტად ისეთივე
ფოტოა, სენატორ კაბრალს საძინებელში რომ უდევს. საიდან მო-
იტანა? ურანიას არ გამოუგზავნია, რაღა თქმა უნდა, sister მერი. ეს
ფოტო ურანიამ სანტო დომინგოს კოლეჯში გაგზავნა. საყვარელი
მონაზვნის გარდაცვალებამდე, sister მერი და ურანია ერთმანეთს
წერდნენ. ის გულმოწყალე სული სენატორ კაბრალს ალბათ ურანი-
ას ცხოვრების შესახებ უამბობდა. ახსოვს, კოლეჯის შენობში რო-
გორ იდგა მოაჯირზე დაყრდნობილი, როგორ გაჰყურებდა ზღვას
სამხრეთ-დასავლეთისკენ მეორე სართულიდან, სადაც მონაზვნები
ცხოვრობდნენ და მოწაფეებს ასვლა ეკრძალებოდათ, მისი სიფრი-
219
ფანა სილუეტი იმ პატიოდან უფრო პატარა ჩანდა, სადაც ორი გერ-
მანული ნაგაზი – ბადულაკე და ბრუტუსი – დარბოდნენ ჩოგბურთი-
სა და ხელბურთის ბადესთან და აუზთან.
ცხელა. ოფლიანდება. არასოდეს უგრძნია ასეთი სულისშემხუთ-
ველი სიცხე ნიუ-იორკის ცხელ ზაფხულებში, იქ კონდიციონერის ცი-
ვი ჰაერი მაინც შველის. ეს სხვანაირი სიცხეა, მისი ბავშვობის სიცხე.
მის ყურს არასოდეს სმენია საყვირების, ხმების, მუსიკის, ყეფის, და-
მუხრუჭების ისეთი ველური სიმფონია, ფანჯრიდან რომ შემოდის,
რის გამოც ის და ლუსინდა იძულებული არიან, ხმას აუწიონ.
– მართალია, რომ ჯონი აბესმა მამა დააპატიმრა, როცა ტრუხი-
ლიო მოკლეს?
– თავად არ მოუყოლია შენთვის? – იკვირვებს ლუსინდა.
– მე უკვე მიჩიგანში ვიყავი, – ახსენებს ურანია.
ლუსინდა თავს უკრავს, ღიმილით თითქოს ბოდიშს იხდის.
– ცხადია, ციხეში უკრეს თავი. შეიშალნენ ისინი – რამფისი, რა-
დამესი და ტრუხილიოისტები. კლავდნენ და იჭერდნენ დამნაშავე-
ებს და უდანაშაულოებს, მოკლედ, ბევრი არც მახსოვს. პატარა გო-
გო ვიყავი, პოლიტიკა ფეხებზე მეკიდა. ძია აგუსტინი ტრუხილიოს-
თან ახლოს რომ აღარ იყო, იფიქრეს, შეთქმულებაში მონაწილეობ-
დაო. იმ საშინელ ციხეში ჰყავდათ, ლა კუარენტაში, რომელიც მერე
ბალაგერმა დაანგრია და ეკლესია ააშენა. დედაჩემი ბალაგერთან
მივიდა სათხოვნელად. რამდენიმე დღე ჰყავდათ ციხეში, სანამ არ
დარწმუნდნენ, რომ შეთქმულებაში არ მონაწილეობდა. შემდეგ
პრეზიდენტმა უბადრუკი სამსახური მისცა, საცინლად აიგდო: მესა-
მე რაიონის სამოქალაქო შტაბში ხელისუფლების ოფიციალურ წარ-
მომადგენლად გაამწესა.
– არ მოუყოლია, ლა კუარენტაში როგორ ექცეოდნენ?
ლუსინდამ კვამლის ბოლქვი გამოუშვა, რომელმაც რამდენიმე
წამით მისი სახე დაბინდა.

220
– ჩემს მშობლებს კი მოუყვებოდა, მაგრამ ჩემთვის და მანოლი-
ტასთვის არაფერი უთქვამს, ძალიან პატარები ვიყავით. ძია აგუს-
ტინს გული ეტკინა, მასზე რომ იფიქრეს, ტრუხილიოს უღალატებ-
დაო. წლების განმავლობაში მესმოდა, ზეცას რომ შეჰღაღადებდა,
უსამართლოდ მომექცნენო.
– გენერალისიმუსის ყველაზე ერთგული მსახური, – დამცინავად
ამბობს ურანია, – ის ადამიანი, რომელიც მზად იყო, ტრუხილიოს-
თვის საშინელებები ჩაედინა, მისი მკვლელობის შეთქმულებაში
იყო ეჭვმიტანილი, რა უსამართლობაა, მართლაც!
ჩუმდება, მამიდაშვილის უსიამოვნოდ გაოცებულ მრგვალ სახეს
რომ ხედავს.
– არ ვიცი, რა საშინელებების ჩადენაზე ლაპარაკობ, – ბუტბუ-
ტებს გაოგნებული, – შესაძლოა ბიძაჩემი ცდებოდა, ტრუხილიოის-
ტი რომ იყო. ახლა ამბობენ, დიქტატორი იყოო და ასე შემდეგ, მაგ-
რამ მამაშენმა პატიოსნად იმსახურა. ძალიან მაღალი თანამდებო-
ბების მიუხედავად, არასოდეს უსარგებლია თავისი მდგომარე-
ობით. რა სარგებელი ნახა? ძაღლივით მარტო ატარებს უკანასკნელ
დღეებს, შენ რომ არ იყო, მოხუცთა თავშესაფარში მოუწევდა ცხოვ-
რება.
ლუსინდიტა ცდილობს იმ უსიამოვნო გრძნობას მოერიოს, ურა-
ნიას ნათქვამმა რომ დაუტოვა. სიგარეტს ბოლო ნაფაზს არტყამს და
რადგან არ იცის, სად ჩააქროს – ცარიელ ოთახში საფერფლე არ
დევს – ნამწვავს ფანჯრიდან აგდებს დამჭკნარ ბაღში.
– ძალიან კარგად ვიცი, მამაჩემი ტრუხილიოს ანგარების გამო
რომ არ ემსახურებოდა, – ურანია სარკაზმს ვერ მალავს, – არა მგო-
ნია, ეს შემამსუბუქებელი გარემოება იყოს. პირიქით, დამამძიმებე-
ლია.
მამიდაშვილი გაუგებრად შესცქერის.
– მესმის, თაყვანისცემის, მისდამი სიყვარულის გამო რომ აკე-
თებდა ყველაფერს, – უხსნის ურანია, – რასაკვირველია, თავს შე-
221
ურაცხყოფილად იგრძნობდა, რამფისს, აბეს გარსიას და სხვებს ეჭ-
ვი რომ შეეპარათ ადამიანში, რომელიც სასოწარკვეთილებისგან
ლამის ჭკუიდან შეიშალა, როცა ტრუხილიომ ზურგი შეაქცია.
– კარგი, იქნებ შეცდა კიდეც, – იმეორებს მამიდაშვილი, თვალე-
ბით სთხოვს, სასაუბრო თემა შეცვალოს, – ის მაინც აღიარე, რომ
ღირსეულად მოიქცა. არც არავის მიკედლებია, როგორც სხვები,
ყველა ხელისუფლებას რომ ერგებიან, განსაკუთრებით ბალაგერის
სამ ხელისუფლებას.
– მერჩია ტრუხილიოსთვის ანგარებით ემსახურა, მოსაპარად ან
ძალაუფლების მოსაპოვებლად, – ამბობს ურანია და კვლავ ხედავს
ლუსინდას თვალებში გაურკვევლობასა და უკმაყოფილებას, – ყვე-
ლაფერი ჯობდა იმის ნახვას, როგორ ქვითინებდა, ტრუხილიო შეხ-
ვედრის ღირსად რომ არ აგდებდა, რადგან „ფორო პუბლიკოში“
მასზე სალანძღავი წერილები გამოქვეყნდა.
ოდნავ გამოდარებულ ურანიას ეს აკვიატებული მოგონება სტან-
ჯავდა ადრიანსა და კემბრიჯში. წლების განმავლობაში აჩრდილი-
ვით დაჰყვებოდა მსოფლიო ბანკში, ვაშინგტონსა და მანჰეტენზე:
ახსოვდა, ნუგეშდაკარგული სენატორი აგუსტინ კაბრალი როგორ
ტრიალებდა ზუსტად ამ სასტუმრო ოთახში და კითხულობდა, რა ინ-
ტრიგა ჩახლართა ლოთმა კონსტიტუციონალისტმა, გაპოხილმა ბა-
ლაგერმა, ცინიკოსმა ვირხილიო ალვარეს პინიამ ან პაინო პიჩარ-
დომ, რომ ერთ ღამეში გენერალისიმუსმა მისი არსებობა დაივიწყა.
რატომ? რაღა აზრი შეიძლება ჰქონდეს სენატორისა და ყოფილი მი-
ნისტრის ცხოვრებას, თუ ქველმოქმედი წერილებზე არ პასუხობს და
კონგრესში მისვლას უკრძალავს? ანსელმო პაულინოს ამბავი მას-
თან განმეორდა? შეიძლება ალიონზე caliès თავს დაადგნენ და დი-
ლეგში ჩააგდონ? „ლა ნასიონსა“ და „ელ კარიბეში“ სენატორის
ქურდობის, გაფლანგვის, ღალატისა და დანაშაულის შესახებ ცი-
ლისწამება გამოქვეყნდება?

222
– ტრუხილიოსთან უსიამოვნება მისთვის საყვარელი ადამიანის
სიკვდილზე უარესი იყო.
მამიდაშვილი უსმენს და ყოველ ჯერზე თავს უფრო უხერხულად
გრძნობს.
– ამიტომ განაწყენდი, ურანიტა? – ამბობს ბოლოს, – პოლიტი-
კის გამო? მაგრამ მე შენ კარგად მახსოვხარ, პოლიტიკა არასოდეს
გაინტერესებდა. გახსოვს, ის ორი გოგონა რომ მოვიდა კოლეჯში,
რომლებზეც ამბობდნენ caliès არიანო? მათ ხმას არავინ სცემდა.
სულ ამაზე ლაპარაკობდნენ, შენ კი თავს გაბეზრებდა ეს მითქმა-
მოთქმა და ყველას გვაჩუმებდი.
– პოლიტიკა არასოდეს მაინტერესებდა, – ადასტურებს ურანია.
– მართალი ხარ, რაღა აზრი აქვს ოცდათხუთმეტი წლის წინათ მომ-
ხდარ ამბებზე ლაპარაკს.
კიბეზე ექთანი გამოჩნდა. ხელებს ლურჯი ტილოთი იმშრალებს.
– გაწკრიალებული და ტალკმოყრილია თოთო ბავშვივით, – აც-
ხადებს, – როცა მოისურვებთ, შეგიძლიათ ახვიდეთ, წავალ, დონ
აგუსტინს სადილს მოვუმზადებ. თქვენთვისაც გავამზადო, სენი-
ორა?
– არა, მადლობა, – ამბობს ურანია, – სასტუმროში წავალ, ვიბა-
ნავებ და გამოვიცვლი.
– ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ღამეს ჩვენს სახლში უნდა მოხვიდე
ვახშმად. დედაჩემი სიხარულით ცას ეწევა. მანოლიტასაც დავურე-
კავ, ბედნიერებისგან გაგიჟდება, – ლუსინდა სახეს ანაღვლიანებს,
– გაოცდები, ბიძაშვილო, გახსოვს, რა დიდი და ლამაზი იყო ჩვენი
სახლი? მხოლოდ ნახევარი დარჩა. მამა რომ გარდაიცვალა, იძუ-
ლებული გავხდით, ბაღი, მანქანის სადგომი და მოსამსახურეების
ოთახი გაგვეყიდა. მოკლედ, მოვრჩით სისულელეებს, შენმა დანახ-
ვამ ბავშვობის წლები გამახსენა. ბედნიერები ვიყავით, არა? გონე-
ბაში არ გაგვივლია, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა და გაჭირვების
წლები დადგებოდა. კარგი, მე წავედი, დედა მრჩება სადილის გარე-
223
შე, ვახშმად მოხვალ, ხომ? თუ ისევ გაუჩინარდები ოცდათხუთმეტი
წლით? ჰო, იმედია, გახსოვს სანტიაგოს ქუჩაზე მდგარი სახლი, აქე-
დან ხუთი კვარტალის მოშორებით.
– ძალიან კარგად მახსოვს, – ურანია ფეხზე დგება და მამიდაშ-
ვილს ეხვევა, – ეს უბანი საერთოდ არ შეცვლილა.
ლუსინდას ქუჩაში გამავალ კარამდე აცილებს, დამშვიდობები-
სას კიდევ ერთხელ ლოყაზე კოცნის. როცა უყურებს როგორ შორ-
დება თავისი ყვავილებიანი კაბით მზით ადუღებულ ქუჩაში, ძაღლე-
ბის ყეფასა და ქათმების კრიახში, ნაღველი ერევა. აქ რას აკეთებ,
ურანია? რის საძებრად ჩამოხვედი სანტო დომინგოში, ამ სახლში?
წახვალ ვახშმად ლუსინდასთან, მანოლიტასთან და მამიდა ადელი-
ნასთან? საბრალო, ისეთივე ნამარხი ნაშთია ალბათ, როგორც მა-
მაშენი.
კიბეზე ზანტად ადის, მამასთან შეხვედრას აყოვნებს, შვებას
გვრის, მძინარე რომ ხვდება, სავარძელში მიყუჟულს თვალები შე-
უჭმუხნია და პირი დაუღია, მისი რაქიტული მკერდი რიტმულად ადი-
ჩამოდის. „ადამიანის ნამსხვრევი“. საწოლზე ჯდება. შესცქერის.
სწავლობს, აკვირდება. ციხეში ჩაუსვამთ ტრუხილიოს მკვლელობის
შემდეგ. ეგონათ, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ანტონიო დე ლა მა-
სასთან, გენერალ ხუან ტომას დიასთან, მის ძმასთან – მოდესტოს-
თან, ანტონიო იმბერტთან და მათ თანამოაზრეებთან ერთად შეთ-
ქმულება მოაწყო. რამდენი შიში და უსიამოვნება გადაიტანე, მამა.
მამამისიც იმ ძალადობის მსხვერპლი რომ გახდა, ურანიამ წლების
შემდეგ, 1961 წლის დომინიკურ ამბებზე დაწერილი სტატიიდან გა-
იგო. მაგრამ წვრილმანებზე არაფერი იცოდა. რამდენადაც ახსოვს,
იმ წერილებში, რომელთაც არასოდეს პასუხობდა, სენატორ კაბ-
რალს არასოდეს უხსენებია ეს გამოცდილება. „ვიღაცამ წამით რომ
დაუშვა, კაბრალს ტრუხილიოს მოკვლა სურდაო, ისეთივე ტკივილს
მიაყენებდა, როგორც ის უსიამოვნება, ტრუხილიოსთან რომ შეემ-
თხვა და რომლის მიზეზიც არ იცოდა“. პირადად ჯონი აბესმა დაკით-
224
ხა? რამფისმა? პეჩიტო ლეონ ესტევესმა? ელექტროსკამზე დასვეს?
რამენაირად დაკავშირებული იყო შეთქმულებთან? მართალია, ზე-
ადამიანურ ძალისხმევას მოუხმო უფროსის კეთილგანწყობა რომ
დაებრუნებინა, მაგრამ ეს რას ამტკიცებს? ბევრი შეთქმული მოკ-
ვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე უფროსს ლოკავდა. შესაძლოა აგუს-
ტინ კაბრალს, მოდესტო დიასის ახლო მეგობარს, სცოდნოდა ტრუ-
ხილიოს წინააღმდეგ რაც იხლართებოდა? რა, განა იმავეს არ ამბო-
ბინ ზოგიერთები ბალაგერზე? თუ ქვეყნის პრეზიდენტისა და შეიარა-
ღებული ძალების მინისტრისთვის ყველაფერი ცნობილი იყო, რა-
ტომ არ შეიძლება, მამისისთვისაც ყოფილიყო? შეთქმულებმა
იცოდნენ, ტრუხილიოვ სენატორ კაბრალის განადგურების დავალე-
ბა რომ გასცა რამდენიმე კვირით ადრე და გასაკვირი რა არის, შე-
საძლო თანამზრახველად რომ ჰყოლოდათ?
შიგადაშიგ მამამისი მსუბუქ ხვრინვას უშვებს. ბუზი სახეზე რომ
დააჯდება, კრთება, თავს აქნევს. გაუღვიძებლად. როგორ გაიგე,
რომ მოკლეს? 1961 წლის 30 მაისს ადრიანში იყო. ნახევრად
თვლემდა დაღლილობისგან და იმ გარიყულობისგან, სამყაროსთან
და საკუთარ თავთან რომ აშორებდა, მთვარეულივით იყო, საძინებ-
ლებზე პასუხისმგებელი sister იმ ოთახში რომ შემოვიდა, სადაც
ურანია ოთხ თანაკლასელთან ერთად ცხოვრობდა და გაზეთის სა-
თაური აჩვენა: Trujillo Killed. „გათხოვებ“, უთხრა. რა იგრძენი? და-
იფიცებდა, რომ არაფერი, ინფორმაცია ისე აისხლიტა, როგორც
ყველაფერი, რაც ესმოდა და რასაც ხედავდა გარშემო, ისე, რომ მი-
სი გონებისთვის ჭრილობა არ მიუყენებია. შესაძლოა, წერილი არც
წაიკითხა და მხოლოდ სათაურს დასჯერდა. სამაგიეროდ, კარგად
ახსოვს, დღეების თუ კვირების შემდეგ, sister მერიმ რომ დაწვრი-
ლებით მოსწერა მკვლელობის შესახებ, თუ როგორ შეიჭრნენ caliès
კოლეჯში ეპისკოპოს რეილის წასაყვანად. მოუყვა იმ არეულ და გა-
ურკვეველ ყოფაზე, ყველანი რომ ცხოვრობენ. მაგრამ sister მერის
წერილმაც ვერ შესძრა ის ღრმა, შინაგანი გულგრილობა, დომინი-
225
კისა და დომინიკელების მიმართ რომ ჰქონდა და რომელიც მხო-
ლოდ წლების შემდეგ, ჰარვარდში გავლილი ანტილიური ისტორიის
კურსის შედეგად გადალახა.
სანტო დომინგოში დაბრუნებისა და მამასთან შეხვედრის უცაბე-
დი გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ განიკურნა? არა. გაგიხარ-
დებოდა, აღელდებოდი ლუსინდასთან ხელახლა შეხვედრით, ასე-
თი მოწებებული რომ იყო შენზე, ვისთან ერთადაც დადიოდი კინო-
თეატრ „ოლიმპოსა“ და „ელიტეში“ დღის სეანსებზე, „ქანთრი ქლა-
ბის“ პლაჟზე. დაგამწუხრებდა იმის გაგება, რა უბადრუკი და უიმე-
დოა მისი ცხოვრება, რომ გაუმჯობესების პერსპექტივა ნულის ტო-
ლია. მაგრამ არ გაგხარებია, არც აგაღელვა და არც დაგამწუხრა.
უბრალოდ, თავი მოგაწყინა იმ სენტიმენტალიზმითა და თვითსიბრა-
ლულით, რაც ყოველთვის ასე გძულდა ადამიანებში.
„ყინულის ლოდი ხარ. შენ მართლა არ ჰგავხარ დომინიკელებს.
მე უფრო ვგავარ, ვიდრე შენ“. აჰა, სად გაახსენდა სტივ დუნკანის,
მსოფლიო ბანკში მისი თანამშრომლის სიტყვები. 1985 თუ 1986?
დაახლოებით ეს წლებია. ის ღამე იყო, ტაიბეიში ერთად რომ ვახ-
შმობდნენ, იმ „გრან ოტელში“ იყვნენ დაბინავებული, ჰოლივუდური
პაგოდას ფორმა რომ აქვს და ფანჯრებიდან ციცინათელების ხალი-
ჩასავით გაფენილი ქალაქი მოჩანს. მესამედ, მეოთხედ თუ მეათედ
სტივმა ურანიას ცოლობა შესთავაზა. ურანიამ უფრო მოჭრილად,
ვიდრე სხვა დროს, მიუგო: „არა!“ და გაუკვირდა, როცა დაინახა,
როგორ ჩაქრა სტივის ვარდისფერი სახე. სიცილი ვერ შეიკავა:
– ტირილს ხომ არ აპირებ, სტივ? ჩემი სიყვარულისთვის? თუ
ზედმეტი ვისკი დალიე?
სტივს არ გაუღიმია, კარგა ხანს შესცქეროდა უპასუხოდ და შემ-
დეგ ეს სიტყვები უთხრა: „ყინულის ლოდი ხარ. შენ მართლა არ
ჰგავხარ დომინიკელებს, მე უფრო ვგავარ, ვიდრე შენ“. ოჰ, ოჰ,
ჟღალთმიანს შეუყვარდი, ურანია. ნეტა, როგორ არის? არაჩვეუ-
ლებრივი ადამიანი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულ-
226
ტეტის კურსდამთავრებული, მესამე სამყაროს განვითარების პრობ-
ლემებით, ენებითა და ქალებით იყო დაინტერესებული. ბოლოს, პა-
კისტანელი ქალი შეირთო ცოლად, მსოფლიო ბანკის ბიუროკრატი
კომუნიკაციის სფეროში.
ყინულის ლოდი ხარ, ურანია? მხოლოდ მამაკაცებთან. და, ყვე-
ლასთანაც არა. მხოლოდ იმათთან, ვისი შემოხედვით, მოძრაობი-
თა და ხმის ტონით საშიშროებას გრძნობ. როდესაც გონებით ან
ინტუიციით ხვდები, რომ გეარშიყებიან, რომ შენი გაჟიმვა უნდათ.
მათ მიმართ პოლარულ სიცივეს ასხივებ, როგორც მყრალა –
ყროლს მტრების დასაფრთხობად. ამ ტექნიკას ოსტატურად დაეუფ-
ლე, სწორედ ამიტომ მიაღწიე ყველაფერს, მიზნად რაც დაისახე:
სწავლაში, საქმეში, დამოუკიდებელ ცხოვრებაში. „ყველაფერს,
ბედნიერების გარდა“. შეიძლება ყოფილიყავი კიდეც, ჩვეული ძა-
ლისხმევისა და დისციპლინისთვის რომ მოგეხმო, დაძლევდი იმ
უხილავ სიძულვილს, ყველა მამაკაცის მიმართ რომ გიჩნდებოდა,
ვისაც სურვილს უღვიძებდი. შესაძლოა, მკურნალობა რომ გაგეგ-
რძელებინა, ფსიქოლოგებისა და ფსიქოანალიტიკოსების დახმარე-
ბისთვის რომ მიგემართა. მათ ყველაფრის განკურნება ძალუძთ, მა-
მაკაცების სიძულვილისაც. მაგრამ განკურნება არ მოინდომე. პი-
რიქით, ავადმყოფობად არ მიიჩნევდი, უფრო ხასიათის თვისება გე-
გონა, როგორც შენი გონიერება, მარტოობა და კარგად შესრულე-
ბული საქმის მიმართ ვნება.
მამამისს თვალები გახელილი აქვს და ცოტა დამფრთხალი შეს-
ცქერის.
– სტივი გამახსენდა, კანადელი მსოფლიო ბანკიდან, – ამბობს
ხმადაბლა, მამას ათვალიერებს, – ცოლად გაყოლა რომ არ მოვინ-
დომე, მითხრა ყინულის ლოდი ხარო. ასეთი ბრალდება ნებისმიერ
დომინიკელ ქალს შეურაცხყოფდა. მხურვალე, ვნებიანი ქალების
სახელი გვაქვს გავარდნილი. მე პირიქით გავითქვი სახელი – ამრე-
ზილი, გულგრილი და ფრიგიდული. რას ფიქრობ, მამა? ამ წუთში,
227
მამიდაშვილთან, ლუსინდასთან იძულებელი ვიყავი შემეთხზა, რომ
საყვარელი მყავს.
ჩუმდება, რადგან გრძნობს, რომ სავარძელში აწურული ხეიბარი
შეშინებულია. ბუზებს უკვე აღარ იშორებს, წყნარად დასეირნობენ
მის სახეზე.
– აი, ამ თემაზე კი სიამოვნებით გაგესაუბრებოდი, მამა: ქალები
და სექსი. დედას სიკვდილის შემდეგ, სასიყვარულო თავგადასავ-
ლები გქონია? არასოდეს არაფერი შემინიშნავს, მექალთანე არ
ჩანხარ, ძალაუფლება ისე გაკმაყოფილებდა, რომ სექსი არ გჭირ-
დებოდა? ხდება ხოლმე, თვით ამ მხურვალე მიწაზეც კი. ჩვენი უც-
ვლელი პრეზიდენტის, დონ ხოაკინ ბალაგერის შემთხვევა, მაგალი-
თად, არა? ოთხმოცდაათი წლის მარტოხელაა. სატრფიალო ლექ-
სებს წერდა და ამბობდნენ, მალულად ქალიშვილი ჰყავსო. მე ყო-
ველთვის ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ სექსი არ აინტერე-
სებდა, ძალაუფლებამ მისცა ის, რასაც სხვებს სექსი აძლევს. შენც
ასე იყავი, მამა? თუ მოკრძალებული თავგადასავლები გქონდა?
ტრუხილიოს კაობას სახლში ორგიებზე არ მიუწვევიხარ? იქ რა ხდე-
ბოდა? რამფისივით უფროსიც ერთობოდა მეგობრებსა და თან-
მხლებლების დამცირებით? რამფისივით აიძულებდა ფეხები გა-
ეპარსათ, თავი გადაეხოტრათ და ბებერი კახპებივით შეღებილიყ-
ვნენ? ტრუხილიოც ოხუნჯობდა ასე? შენთვის გაუკეთებია?
სენატორი კაბრალი ისე გაფითრდა, ურანიამ გაიფიქრა:
„გრძნობას დაკარგავს“. სნეული რომ დამშვიდდეს, შორდება და
ფანჯარასთან მიდის. კეფაზე მზის მწველ სხივებს გრძნობს, სახის კა-
ნი გაუხურდა. ოფლი ჩამოსდის. სასტუმროში უნდა დაბრუნდე, აბა-
ზანა ქაფიანი, გრილი წყლით გაავსო და ჩაწვე. ან ფილებით მოპირ-
კეთებულ აუზში ჩახტე და შემდეგ სასტუმრო „ხარაგუას“ კრეოლური
საჭმელი გასინჯო – ბარდიანი ბრინჯი და ღორის ხორცი ექნებათ.
მაგრამ არ გინდა. აეროპორტში წასვლა გირჩევნია, გსურს ნიუ-
იორკისკენ მიმავალ პირველივე თვითმფრინავში ჩაჯდე და საქმეე-
228
ბით დატვირთული ცხოვრება განაგრძო ადვოკატთა ბიუროში და
შენს ბინაში, მედისონისა და 73-ე ქუჩის კუთხეში.
კვლავ საწოლზე ჩამოჯდა. მამამისი თვალებს ხუჭავს. სძინავს თუ
თავს იმძინარებს შენი შიშით? საბრალო უძლურს შავ დღეში აგდებ?
ეს გინდოდა? დაგეფრთხო, შიში ჩაგენერგა? ახლა თავს უკეთესად
გრძნობ? დაღლილობა სჯაბნის და რადგან თვალები ეხუჭება, ფეხზე
დგება.
მექანიკურად მიდის დიდი, ჩამუქებული ხის კარადისკენ, რომე-
ლიც ოთახში მთელ კედელს იკავებს: ნახევრად ცარიელია. მავთუ-
ლის საკიდებზე ჰკიდია ტყვიისფერი კოსტიუმი და ხახვის ფურცელი-
ვით გაყვითლებული, გარეცხილი, მაგრამ დასაუთოებელი პერან-
გები, ორს ღილები აკლია: ესღა დარჩა სენატის პრეზიდენტის, აგუს-
ტინ კაბრალის გარდერობიდან? ელეგანტური მამაკაცი იყო. მოვ-
ლილი, დახვეწილი, როგორებიც უფროსს მოსწონდა. რა უქნეს სმო-
კინგებს, ფრაკებს, ინგლისური მაუდის პიჯაკებს, უფაქიზესი ქსოვი-
ლის თეთრ პერანგებს? ნელ-ნელა მოჰპარავდნენ მოსამსახურეები,
ექთნები, გაჭირვებული ნათესავები.
დაღლილობა უფრო ძლიერია, ვიდრე ფხიზლად ყოფნის ნება.
ურანია საწოლზე წვება და თვალს ხუჭავს. სანამ ძილი თავს წაარ-
თმევდეს, მოასწრებს გაიფიქროს, რომ ამ ლოგინს ბებერი მამაკა-
ცის, ძველი საბნების, უძველესი სიზმრებისა და კოშმარების სუნი
ასდის.

229
11

– ერთი შეკითხვა მაქვს, თქვენო ბრწყინვალებავ, – თქვა ღვი-


ნისგან, შამპანურისა და შესაძლოა, გრძნობებისგან შეფაკლულმა
საიმონ გიტლემანმა, – იმ გადაწყვეტილებებს შორის, ამ ქვეყნის
განსადიდებლად რომ მიგიღიათ, რომელი იყო ყველაზე რთული?
ბრწყინვალე ესპანურით საუბრობდა, მსუბუქი აქცენტით. საერ-
თო არაფერი ჰქონდა იმ კარიკატურულ, შეცდომებითა და არასწო-
რი აქცენტებით სავსე ენასთან, პალასიო ნასიონალის ოფისებსა და
დარბაზებში ჩავლილი უამრავი გრინგო რომ მეტყველებდა. რო-
გორ გაუმჯობესდა საიმონის ესპანური 1921 წლიდან, როდესაც
ტრუხილიო, ნაციონალური გვარდიის ახალგაზრდა ლეიტენანტი,
აინას ოფიცერთა სასწავლებელში მიიღეს და ინსტრუქტორად
marine დაუნიშნეს. მაშინ ბარბაროსული, ბილწსიტყვაობით გაჯერე-
ბული ენით საუბრობდა. გიტლემანმა ისე ხმამაღლა დასვა შეკით-
ხვა, რომ სუფრაზე ჩურჩული შეწყდა და ოციოდე თავი – ცნობისმოყ-
ვარე, მოღიმარი, სერიოზული – ქველმოქმედისკენ შემოტრიალდა
და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
– შემიძლია გიპასუხო, საიმონ, – ტრუხილიომ ისეთი დაჭიმული
და მძიმე ხმა დაიყენა, მხოლოდ განსაკუთრებელ შემთხვევებში
რომ მიმართავდა. მზერა ყვავილის ფორმის ბროლის ჭაღს მიაპყრო
და წარმოთქვა, – 1937 წლის 2 ოქტომბერს დახაბონში.
დამსწრეებმა ერთმანეთს სწრაფად გადახედეს იმ სუფრაზე, რო-
მელიც ტრუხილიომ საიმონ და დოროთი გიტლემანების პატივსაცე-
მად გამართა მას შემდეგ, რაც ex marine ხუან პაბლო დუარტეს ორ-
დენით დააჯილდოვა. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას გიტ-
ლემანს ხმა გაებზარა. ახლა მხოლოდ ის უნდა გამოეცნო, თუ რას
გულისხმობდა მისი ბრწყინვალება.
– ოჰ, ჰაიტიელები! – მაგიდას ისე დაჰკრა ხელი, რომ უნაზესი
ბროლის ჭიქები, თეფშები და ბოთლები აწკრიალდნენ, – ის დღე,
230
მისმა ბრწყინვალებამ გორდიას გორგალი რომ გახსნა და ჰაიტიე-
ლების თარეშს ბოლო მოუღო.
ხელში ყველას ღვინის სასმისი ეჭირა, მხოლოდ გენერალისიმუ-
სი სვამდა წყალს. ჩაფიქრებული იყო, მოგონებებით დატვირთული.
დუმილი ჩამოწვა. უფროსმა ხელები თეატრალურად, მოციქული-
ვით აღაპყრო მაღლა და სტუმრებს აჩვენა:
– ამ ქვეყნის გამო, ეს ხელები სისხლით დავისვარე, – მტკიცედ,
დამარცვლით წარმოთქვა, – შავკანიანებს კვლავ რომ არ დავეპყა-
რით. ასობით ათასები იყვნენ ყოველ კუთხეში. დღეს დომინიკის
რესპუბლიკა არ იარსებებდა. 1940 წელივით მთელი კუნძული ჰა-
იტიელების იქნებოდა. გადარჩენილი ერთი მუჭა თეთრები შავკა-
ნიანებს მოჯამაგირეებად დაუდგებოდნენ. ეს იყო ყველაზე რთული
გადაწყვეტილება ჩემი მმართველობის ოცდაათი წლის განმავლო-
ბაში, საიმონ.
– თქვენი დავალების შესასრულებლად საზღვარი სრულად მო-
ვიარეთ, ერთი ბოლოდან მეორემდე – ახალგაზრდა დეპუტატი, ენ-
რი ჩირინოსი პრეზიდენტის საწერ მაგიდაზე გადაშლილი ვეებერ-
თელა რუკისკენ გადაიხარა და ხელით აჩვენა, – ასე თუ გაგრძელ-
და, კისკეიას მომავალი არ ექნება, თქვენო ბრწყინვალებავ.
– ვითარება უფრო რთულია, ვიდრე გვეუბნებიან, თქვენო
ბრწყინვალებავ, – ახალგაზრდა დეპუტატის, აგუსტინ კაბრალის
თხელი თითი იმ წითელ ხაზს მიჰყვება, დახაბონიდან პედარნალეს-
კენ რომ ეშვება, – ათასობით არიან დასახლებული მამულებში,
ხრიოკებზე, დაბებში. დომინიკელების მუშახელი ჩაანაცვლეს.
– ტყუილად მუშაობენ, ჯამაგირს არ იღებენ, მხოლოდ საჭმლით
კმაყოფილდებიან. ჰაიტიში ლუკმაპური არა აქვთ. ერთი მუჭა ბრინ-
ჯი და ბარდა თავს გადასდით. მათი შენახვა ძაღლის ან ვირის შენახ-
ვაზე იაფი ჯდება.
ჩირინოსი გაჩუმდა და სიტყვა თავის მეგობარსა და კოლეგას გა-
დასცა:
231
– მიწათმფლობელებთან და მამულის მეპატრონეებთან საუბარს
აზრი არა აქვს, თქვენო ბრწყინვალებავ, – დააზუსტა კაბრალმა, –
რა მნიშვნელობა აქვს, ჰაიტიელები რომ არიან, თუ შაქრის ჭარ-
ხალს კარგად ჭრიან და გროშებს იღებენო? პატრიოტიზმის გამო
ჩვენს ინტერესებს ხომ არ ვაზარალებთო?
გაჩუმდა, ჩირინოსს შეხედა, მან კი სიტყვა ჩამოართვა:
– დახაბონის გაყოლებაზე, ელიას პინიაში, ინდეპენდესიასა და
პედერნალესში, ესპანური ენის ნაცვლად, კრეოლების აფრიკული
ბურტყუნი ისმის.
კვლავ აგუსტინ კაბრალს გადახედა, რომელმაც განაგრძო:
– ბუდუ, აფრიკული საკულტო წეს-ჩვეულებები და ცრურწმენები
კათოლიკურ რელიგიას ძირს უთხრიან, უცხონი არიან ჩვენი ენის,
ჯიშისა და ერისთვის.
– ღვთისმსახურები ვნახეთ, სასოწარკვეთილებისგან რომ ტი-
როდნენ, თქვენო ბრწყინვალებავ, – გულმდუღარედ განაგრძო
ახალგაზრდა დეპუტატმა ჩირინოსმა, – წინარექრისტიანული ველუ-
რობა დიეგო კოლონის, ხუან პაბლო დუარტესა და ტრუხილიოს ქვე-
ყანას იპყრობს, ჰაიტიელ მჩხიბავებს მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე კა-
თოლიკე ღვთისმსახურებს. ჰაიტიელი ცრუმკურნალები მეტნი
არიან, ვიდრე აფთიაქები და ექიმები.
– ჯარი არაფერს აკეთებდა? – საიმონ გიტლემანმა ღვინო მოსვა.
უნიფორმაში გამოწყობილმა მიმტანმა საჩქაროდ ხელახლა შეუვსო
სასმისი.
– ჯარი იმას აკეთებს, რასაც უფროსი უბრძანებს, საიმონ. შენ ეს
კარგად იცი, – მხოლოდ ქველმოქმედი და ex marine საუბრობდნენ.
დანარჩენები უსმენდნენ და თავს ხან იქით მიატრიალებდნენ და ხან
აქეთ, – ხრწნის პროცესი ძალიან ღრმად წასულიყო. მონტეკრისტი,
სანტიაგო, სან- ხუანი, ასუა ჰაიტიელებით თუხთუხებდა. ჟამივით
ვრცელდებოდა და არავინ არაფერს აკეთებდა. ისეთ სახელმწიფო
მოღვაწეს ელოდნენ, ხელი რომ არ აუკანკალდებოდა.
232
– წარმოიდგინეთ მრავალთავიანი ურჩხული, თქვენო ბრწყინვა-
ლებავ, – ახალგაზრდა დეპუტატი ჩირინოსი სათქმელს პოეტურად
გამოთქვამს და ხელებს იშველიებს, – ჰაიტიელი მუშახელი სამსა-
ხურს სტაცებს დომინიკელს, რომელიც, თავი რომ გადაირჩინოს,
პატარა მიწის ნაკვეთსა და ფერმას ჰყიდის, და ვინ ყიდულობს ამ მი-
წებს? გამდიდრებული ჰაიტიელი, რასაკვირველია.
– ეს ურჩხულის კიდევ ერთი თავია, ბრწყინვალებავ, – დააზუსტა
ახალგაზრდა დეპუტატმა კაბრალმა, – ამ მიწის მკვიდრთათვის სა-
მუშაოს წართმევით ჩვენს დამოუკიდებლობას მტკაველ მტკაველ
ისაკუთრებენ.
– ჩვენს ქალებთანაც იგივე ხდება, – ხმა დაუმძიმდა ახალგაზ-
რდა ენრი ჩირინოსს და ფარისევლური ხვნეშა აღმოხდა, თავისი წი-
თელი ენით გველივით მოილოკა მსხვილი ტუჩები, – შავ ხორცს ისე
არაფერი იზიდავს, როგორც თეთრი ქალი. ჰაიტიელების გაბახებუ-
ლი დომინიკელი ქალები ყოველდღიური „პური ჩვენი არსობისა“
გახდა.
– აღარაფერს ვამბობ ქურდობასა და კერძო საკუთრების დაყა-
ჩაღებაზე, – დაჟინებით განაგრძობდა ახალგაზრდა აგუსტინ კაბრა-
ლი, – დანაშაულებრივი ჯგუფები მდინარე მასაკრეს ჭრიან, თით-
ქოს, საბაჟო, კონტროლი და პატრული არ არსებობდეს. საზღვარი
შავი ხვრელია. კრიმინალური ბანდები შემოსეული ავლებენ მუსრს
სოფლებსა და დასახლებებს. შემდეგ ჰაიტიში მიერეკებიან საქო-
ნელს და ყველაფერს, რაც საჭმელად, შესამოსად ან მოსაკაზმად გა-
მოადგებათ. ეს რეგიონი ჩვენი აღარაა, თქვენო ბრწყინვალებავ. უკ-
ვე დავკარგეთ ჩვენი ენა, ჩვენი რელიგია, ჩვენი ჯიში. ახლა ის ბარ-
ბაროსული ჰაიტის ნაწილია.
დოროთი გიტლემანი გაჭირვებით საუბრობდა ესპანურად და
ალბათ, მოსაწყენი ეჩვენებოდა ის დიალოგი, ოცდახუთი წლის წი-
ნათ მომხდარ ამბებს რომ ეხებოდა, მაგრამ ჩაფიქრებული უსმენდა,
დროდადრო თავის დაკვრით ეთანხმებოდა გენერალისიმუსს და მე-
233
უღლეს ისე შესცქეროდა, თითქოს საუბრიდან ერთი მარცვალიც არ
უნდოდა დაეკარგა. ტრუხილიოსა და შეიარაღებული ძალების მი-
ნისტრის, გენერალ რენე რომანის შუაში ისხდნენ. ტანმორჩილი მო-
ხუცი ქალი იყო, გამხდარი, წელში გამართული, ვარდისფერი ზაფ-
ხულის კაბა ახალგაზრდულ იერს აძლევდა. დაჯილდოების ცერემო-
ნიაზე, როდესაც გენერალისიმუსმა ბრძანა, რომ დომინიკელი ხალ-
ხი არასოდეს დაივიწყებს გიტლემანის ოჯახის მიერ გამოჩენილ თა-
ნაგრძნობას იმ რთულ დროს, როცა ამდენი მთავრობა ზურგში და-
ნას სცემს დომინიკელებს, დოროთის ცრემლები წასკდა.
– მე ვიცოდი, რაც ხდებოდა, – თქვა ტრუხილიომ, – მაგრამ მინ-
დოდა დავრწმუნებულიყავი, ეჭვები რომ არ დამრჩენოდა. ლოთი
კონსტიტუციონალისტისა და ჭკუის კოლოფი კაბრალის – რომლე-
ბიც ადგილზე გავგზავნე – მოწოდებული ინფორმაციის შემდეგაც არ
მივიღე გადაწყვეტილება. მე თავად გადავწყვიტე საზღვარზე წას-
ვლა. ცხენით შემოვიარე იქაურობა უნივერსიტეტის გვარდიის მოხა-
ლისეებთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე, რომ კვლავ დაუპ-
ყრივართ, როგორც 1822 წელს, ამჯერად – მშვიდობიანად. ნებას
დავრთავდი ჰაიტიელებს, კიდევ ოცდაორი წელი დარჩენილიყვნენ
ჩემს ქვეყანაში?
– არც ერთი პატრიოტი ამის ნებას არ დართავდა, – წამოიძახა
სენატორმა ენრი ჩირინოსმა და სასმისი ასწია, – მით უფრო, გენე-
რალისიმუსი ტრუხილიო. მისი ბრწყინვალების შევსვათ!
ტრუხილიომ ისე განაგრძო, თითქოს არც გაუგონია.
– განა ნებას დავრთავდი, ოცდაორი წელი რასაც აკეთებდნენ, ის
გაეგრძელებინათ და შავკანიანებს კვლავ მოეკლათ, გაეუპატიურე-
ბინათ და გამოეშიგნათ დომინიკელების ეკლესია?
სადღეგრძელო რომ არავინ აიტაცა, ლოთმა კონსტიტუციონა-
ლისტმა ამოიხვნეშა, ერთი ყლუპი ღვინო მოსვა და ტრუხილიოს ყუ-
რი დაუგდო.

234
– უნივერსიტეტის გვარდიასთან, ამ ქვეყნის ახალგაზრდობის ნა-
ღებთან, საზღვრის დათვალიერების დროს, გონებაში წარსულის
სურათები წარმომიდგა, – განაგრძო გენერალისიმუსმა მზარდი აღ-
ტაცებით, – გამახსენდა მოკას ეკლესიაში მოწყობილი სასაკლაო.
სანტიაგოს ხანძარი. ჰაიტიში დესალინესისა და კრისტობალის
მსვლელობა ცხრაასი დიდგვაროვანი მოკელის თანხლებით, რომ-
ლთაგან ზოგი გზაში დაიღუპა და ზოგი მონებად დაურიგეს ჰაიტელ
სამხედროებს.
– ორი კვირაა, რაც უფროსს ანგარიში წარვუდგინეთ და არაფე-
რი გაუკეთებია – მოუთმენლობამ შეიპყრო ახალგაზრდა დეპუტატი
ჩირინოსი – ჭკუის კოლოფო, როგორ ფიქრობ, მიიღებს გადაწყვე-
ტილებას?
– მე არაფერს ვკითხავ, – უპასუხა ახალგაზრდა დეპუტატმა კაბ-
რალმა. – უფროსი იმოქმედებს. იცის რომ რთული ვითარებაა.
ორივე თან ახლდა ტრუხილიოს, ცხენით რომ შემოიარა მთელი
საზღვარი უნივერსიტეტის გვარდიის მოხალისეებთან ერთად. დახა-
ბონში ახალი დაბრუნებულები იყვნენ და თავიანთ ცხენებზე მეტად
ქოშინებდნენ. ახალგაზრდობის მიუხედავად, ორივეს ერჩია ამდენი
ჭენებით დაბეჟილი ძვლები დაესვენებინათ, მაგრამ მისი ბრწყინვა-
ლება დახაბონის საზოგადოებისთვის მიღებას მართავდა და ურჩო-
ბას არ აკადრებდნენ. ჰოდა, იქ იდგნენ – სიცხისგან სულშეხუთულე-
ბი, გახამებულ პერანგებსა და სერთუკებში გამოწყობილები – დრო-
შებით აფერადებულ მერიაში, სადაც ტრუხილიო ისეთი ცინცხალი,
თითქოს ალიონიდან არ ეჭენებინა, უზადო მოცისფრო-მონაცრის-
ფრო უნიფორმაში გამოწყობილი, ჩინებითა და მედლებით მკერ-
დდამშვენებული, სხვადასხვა ჯგუფს უახლოვდებოდა და მათგან ქე-
ბა-დიდებას ისმენდა, მარჯვენა ხელში „კარლ I“-ის სასმისი ეჭირა.
უცებ ტრუხილიომ ახალგაზრდა ოფიცერი დაინახა, რომელმაც
დროშებით მორთულ დარბაზში დამტვერილი ჩექმით შემოალაჯა.

235
– საზეიმო ღონისძიებაზე როგორ გამოცხადდი ოფლიანი და სა-
ველე ფორმაში, – ქველმოქმედი სწრაფად შემოტრიალდა და შეი-
არაღებული ძალების მინისტრს შეხედა, – გული ამერია.
– ჩემი სამხედრო დანაყოფის უფროსისთვის ანგარიშის წარსად-
გენად მოვდიოდი, თქვენო ბრწყინვალებავ, – თქვა შეცბუნებულმა
რომანმა მცირე დუმილის შემდეგ, ცდილობდა ძალისხმევა მოეკრი-
ბა და მეხსიერებაში ის შორეული ეპიზოდი აღედგინა, – ჰაიტიელე-
ბის დამნაშავეთა ჯგუფი ღამით მალულად შემოიჭრა ქვეყანაში. ამ
დილით სამი სახლი დააყაჩაღეს კაპოტილიოში და პაროლიში, სა-
ქონელი გარეკეს. და, გარდა ამისა, სამი ადამიანი მოკლეს.
– საკუთარი კარიერა სასწორზე შეაგდე, ჩემ წინაშე ასე რომ გა-
მოცხადდი, – დაადანაშაულა გაღიზიანებულმა გენერალისიმუსმა,
– კმარა უკვე. ეს ის წვეთია, ფიალას რომ ავსებს. მობრძანდნენ აქ
ომის მინისტრი, მთავრობის მეთაური და სამხედრო პირები, დანარ-
ჩენებმა, გთხოვთ, განზე გაიწიოთ.
ტრუხილიომ მყივანა ხმას ისე ისტერიულად აუწია, როგორც სამ-
ხედრო გარნიზონში ბრძანების გაცემის დროს ჩვეოდა. ყველანი
მეყსეულად დაემორჩილნენ, დარბაზში ჩურჩული და შფოთი ატყდა.
სამხედროებმა მის გარშემო მჭიდრო წრე შეკრეს, ქალბატონები და
ბატონები კედლებს აეკრნენ. ცარიელი დატოვეს გირლიანდებით,
ქაღალდის ყვავილებითა და დომინიკის დროშებით მორთული
დარბაზის შუაგული. პრეზიდენტმა ტრუხილიომ სასწრაფო განკარ-
გულება გასცა: ამ შუაღამიდან მოყოლებული, სამხედროები და პო-
ლიციელები ყველა იმ ჰაიტიელს შეამოწმებენ, დომინიკის ტერიტო-
რიაზე არალეგალურად რომ იმყოფება. გამონაკლისი მხოლოდ
შაქრის ჭარხლის პლანტაციებში დასაქმებული მუშები იქნებიან –
ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა და ოფიცრებს ამღვრეული მზერა შეავ-
ლო, – ყველაფერი ნათელია?

236
თავებმა კვერი დაუკრეს, ზოგმა გაკვირვებულმა, ზოგს თვალის
გუგებში ველური სიხარული გაუჩნდა. ქუსლი ქუსლს შემოჰკრეს და
გავიდნენ.
– დახაბონის სამხედრო გარნიზონის უფროსო, წყალსა და პურ-
ზე საკანში ჩასვით ის ოფიცერი, წვეულებაზე გულისამრევ ფორმაში
რომ გამოცხადდა, ზეიმი გრძელდება! იმხიარულეთ!
საიმონ გიტლემანის სახეზე აღფრთოვანება ნოსტალგიას ერ-
წყმის.
– თქვენი ბრწყინვალება არასოდეს დაეჭვებულა მოქმედების
დროს, – ex marine დარბაზს მიუბრუნდა, – და მქონდა პატივი, აინას
სამხედრო სკოლაში მისი მწვრთნელი ვყოფილიყავი. პირველივე
დღიდან ვიცოდი, რომ ბევრს მიაღწევდა. თუმცა, ვერასოდეს ვიფიქ-
რებდი რომ – ამდენს!
საიმონმა გაიცინა და მხიარული სტუმრების ხარხარი დარბაზში
ექოსავით გაისმა.
– არასოდეს ამკანკალებია, – ტრუხილიომ ხელები კვლავ აღაპ-
ყრო – რადგან, მხოლოდ მაშინ გამიცია სიკვდილით დასჯის ბრძა-
ნება, როცა ქვეყნის კეთილდღეობისთვის იყო აუცილებელი.
– სადღაც წავიკითხე, თქვენო ბრწყინვალებავ, რომ ჯარისკაცებს
უბრძანეთ მაჩეტეთი მოეკლათ და არა გასროლით – თქვა საიმონ
გიტლემანმა – ტყვიები რომ დაგეზოგათ, იმიტომ?
– საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საწუწნი რომ გადამეგ-
დო, – შეუსწორა ტრუხილიომ გესლიანად, – მხოლოდ მაჩეტეს თუ
გამოიყენებდნენ, ოპერაცია ხელისუფლების ჩარევისგან დამოუკი-
დებელ, გლეხების სპონტანურ მოძრაობას დაემსგავსებოდა, დომი-
ნიკელები გულუხვები ვართ, არასოდეს არაფერს ვზოგავთ, მით უფ-
რო – ტყვიებს.
სუფრაზე ყველამ გულიანად გადაიხარხარა. საიმონ გიტლემან-
მაც გაიცინა, მაგრამ თავისი მძიმე საუბარე განაგრძო:

237
– მართალია ოხრახუშის ამბავი, თქვენო ბრწყინვალებავ? თით-
ქოს, ჰაიტიელები დომინიკელებისგან რომ გაგერჩიათ, შავკანია-
ნებს აიძულებდით „perejil“35 ეთქვათ? და, ვინც გამართულად ვერ
წარმოთქვამდა, თავს ჭრიდნენ?
– მსმენია ამ ანეკდოტის შესახებ, – მხრები აიჩეჩა ტრუხილიომ,
– ჭორებია, ხალხში რომ მიდი-მოდის.
თავი დახარა, თითქოს ღრმა ფიქრები განსაკუთრებულ ყურად-
ღებას მოითხოვდა. არა, არ დამართნია: მახვილ მზერას არ დაუნა-
ხავს მამხილებელი ლაქა შარვლის უბეში, არც ფეხებს შორის. ex
marine-ს მეგობრულად შესცინა:
– მკვდრებს რაც შეეხება, – თქვა ქილიკით, – ამ მაგიდასთან
მსხდომთ ჰკითხეთ და სულ სხვადასხვა რიცხვს დაგისახელებენ.
შენ, მაგალითად, სენატორო: რამდენი იყვნენ?
ენრი ჩირინოსს ჩამუქებული სახე დაეჭიმა, კმაყოფილებისგან
გაიბერა, უფროსმა პირველად მას რომ მიმართა:
– ამის თქმა რთულია, – სახე შეჭმუხნა, როგორც საპარლამენ-
ტო დისკუსიის დროს, – მეტისმეტად გააზვიადეს. სადღაც ხუთ და
რვა ათასს შორის იყო.
– გენერალო არედონდო, შენ ინდეპენდესიაში იყავი იმ დროს
ყელების საღადრავად. რამდენი?
– ოცი ათასამდე, ბრწყინვალებავ, – უპასუხა მსუქანმა გენერალ-
მა არედონდომ, რომელიც უნიფორმაში დატყვევებულს ჰგავდა, –
მხოლოდ ინდეპენდიენსიას ზონაში რამდენიმე ათასი იყო, – სენა-
ტორმა მოკრძალებული რიცხვი დაასახელა. – მე იქ ვიყავი, ოცი
ათასზე ნაკლები არ ყოფილა.
– შენ თავად რამდენი მოკალი? – გაეხუმრა გენერალისიმუსი.
სუფრას კიდევ ერთხელ ჩამოუარა სიცილის წრემ, სკამები და მაგი-
დის ფაიფური აზანზარდა.

35
Perejil – ოხრახუში.
238
– ის, რაც ჭორებზე თქვით, წმინდა წყლის სიმართლეა, თქვენო
ბრწყინვალებავ, – შეირხა ქონიანი სამხედრო და სიცილმა სახე და-
უმანჭა, – ახლა მთელ პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებენ. სიც-
რუეა, ყველაფერი სიცრუეა! ჯარი თქვენს ბრძანებას ასრულებდა.
არალეგალურების სხვებისგან გამორჩევა დავიწყეთ, მაგრამ ხალ-
ხმა არ გვაცალა. მთელი ქვეყანა გარეთ გამოვარდა ჰაიტიელებზე
სანადიროდ, გლეხები, ვაჭრები და მოსამსახურეები ამხელდნენ,
სად იმალებოდნენ, ყულფში თავს აყოფინებდნენ, ცემით კლავდნენ,
ხანდახან ცოცხლად წვავდნენ. ბევრგან ჯარი ჩაერია, საქმე უკიდუ-
რესობამდე რომ არ მისულიყო. მათ მიმართ ხალხი სიძულვილით
იყო აღვსილი ქურდობისა და ავაზაკობის გამო.
– პრეზიდენტო ბალაგერ, თქვენ იყავით ჰაიტის ხელისუფლებას-
თან მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე მომხდარი ამბების შემ-
დეგ, – განაგრძო ტრუხილიომ, – რამდენი იყვნენ?
სავარძელში ნახევრად ჩაკარგული რესპუბლიკის პრეზიდენტის
მქრქალი, ჩია ფიგურა გაიმართა და კეთილშობილი თავი წამოსწია.
მიოპის სათვალით დამსწრე საზოგადოების შეთვალიერების შემ-
დეგ გაისმა ის მსუბუქი და საამო ხმა, რომელიც კითხულობდა ლექ-
სებს ყვავილების დღესასწაულზე, მონაწილეობდა დომინიკის რეს-
პუბლიკის სენიორიტას ტახტზე კურთხევაში (სადაც თავად ის მუდამ
კარის პოეტი იყო), მიმართავდა ხალხს ტრუხილიოს საარჩევნო
ტურნეზე და წარადგენდა ტრუხილიოს პოლიტიკას გენერალური
ასამბლეის წინაშე.
– ზუსტი რიცხვი ვერასოდეს დადგინდა, ბრწყინვალებავ, – ნელა
საუბრობდა, პროფესიული გამომეტყველებით. – ფრთხილი გათ-
ვლით, ათიდან-თხუთმეტი ათასამდე იყო. ჰაიტის ხელისუფლებას-
თან იმ მოლაპარაკების დროს, სიმბოლურ რიცხვზე შევთანხმდით:
2.750 ამ. ანგარიშით, თეორიულად, დაზარალებულ ოჯახს ასი პესო
უნდა მიეღო, იმ თანხიდან 275.000 ნაღდი ფულით თქვენი ბრწყინ-
ვალების ხელისუფლებამ გაიღო კეთილი ნების გამოვლინებისა და
239
ჰაიტიურ-დომინიკური ურთიერთობის აღდგენის ნიშნად, მაგრამ
თქვენ კარგად გახსოვთ ასე რომ არ მომხდარა.
– რატომ არ მივიდა ეს კომპენსაცია დაზარალებულ ოჯახებამ-
დე? – იკითხა საიმონ გიტლემანმა.
– იმიტომ, რომ ჰაიტის პრეზიდენტი, სტენიო ვინსენტი, თაღლი-
თი იყო და ფული ჩაიჯიბა, – გადაიხარხარა ტრუხილიომ, – მხო-
ლოდ 275. 000 გადაიხადეს? რამდენადაც მახსოვს, 750.000 დოლა-
რი დავთქვით, პროტესტი რომ შეეწყვიტათ.
– მართალს ბრძანებთ, ბრწყინვალებავ, – მაშინვე შეაგება პასუ-
ხად დოქტორმა ბალაგერმა, ისეთივე სიმშვიდითა და იმავე დიქცი-
ით, – 750. 000 დოლარზე შევთანხმდით, 275. 000 მხოლოდ ნაღდი
ფულით იყო. დანარჩენი ნახევარი მილიონი ხუთი წლის განმავლო-
ბაში უნდა გადაგვეხადა, ყოველწლიურად – ასი ათასი. ძალიან კარ-
გად მახსოვს ყველაფერი, იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი ვი-
ყავი. დონ ანსელმო პაულინოსთან ერთად ვმუშაობდი, მაშინ ჩემი
მრჩეველი იყო. შეთანხმებაში კლაუზულა ჩაიდო, რომლის თანახ-
მად თანხის გადახდა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაგვეწყო, რაც ჰა-
იტის ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე 2.750 და-
ღუპულის დამადასტურებელ ცნობას წარადგენდა, რომელიც პირ-
ველი ორი კვირის განმავლობაში, 1937 წლის ოქტომბერში უნდა
დასრულებულიყო. ჰაიტის მხარემ პირობა არ შეასრულა, ამიტომ
დომინიკის რესპუბლიკა ვალდებულებისგან განთავისუფლდა. სწო-
რედ ამის გამო, კომპენსაცია პირველდასახელებული თანხით შე-
მოიფარგლა, რომელიც თქვენმა ბრწყინვალებამ გადაიხადა პირა-
დად, საკუთარი ჯიბიდან. ამდენად, დომინიკის სახელმწიფოს ერთი
სენტავოც არ დასჯდომია.
– ცოტა ფულია იმ პრობლემის მოსაგვარებლად, გაქრობით რომ
მემუქრებოდა, – დაასკვნა ტრუბილიომ ახლა სერიოზულად, – მარ-
თალია, ზოგიერთი უდანაშაულო დაიღუპა, მაგრამ დომინიკელებმა

240
ჩვენი დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. მას შემდეგ ჰაიტისთან
ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, მადლობა ღმერთს.
ტუჩები გაიწმინდა და წყალი მოსვა. ყავის და ლიქიორის შემო-
ტანა დაიწყეს. ის ყავას არ სვამდა და სადილზე არც ალკოჰოლს ეკა-
რებოდა, მხოლოდ სან კრისტობალში, თავის მამულში ან კაობას
სახლში, ახლობლების გარემოცვაში მიირთმევდა. გონებაში 1937
წლის სისხლიანი ოქტომბრის სურათები წარმოუდგა: ყოველდღიუ-
რად იღებდა საკუთარ კაბინეტში ინფორმაციებს, თუ რა საზარელი
სახე მიიღო საზღვართან და ზოგადად, მთელ ქვეყანაში ჰაიტიელებ-
ზე ნადირობამ. ამ ფიქრებში იყო, როცა მოულოდნელად, კონტრა-
ბანდისტივით შემოიძურწა მის გონებაში საძულველი, ბრიყვი, გახე-
ვებული გოგონას სახე, მის დამცირებას ამრეზით რომ დასცქერო-
და. თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
– სად არის სენატორი აგუსტინ კაბრალი, სახელოვანი ჭკუის კო-
ლოფი? – საიმონ გიტლემანმა ლოთი კონსტიტუციონალისტისკენ
გაიხედა, – სენატორ ჩირონოსს ვხედავ თავისი განუყრელი partner-
ის გარეშე. რა მოუვიდა?
დუმილი რამდენიმე წამს გაგრძელდა. სტუმრებმა ყავის ფინჯნე-
ბი პირთან მიიტანეს, პატარა ყლუპებით სვამდნენ და შესცქეროდ-
ნენ მაგიდის გადასაფარებელს, ყვავილების თაიგულებს, ბროლის
ჭურჭელს, ჭერზე დაკიდებულ ობობას ქსელს.
– სენატორი აღარ არის და ვერც ამ დარბაზში შემოდგამს ფეხს,
– განაჩენი გამოიტანა გენერალისიმუსმა ზანტად, ჩვეული გულგრი-
ლობით, – ცოცხალია, მაგრამ ამ რეჟიმისთვის უკვე აღარ არსე-
ბობს.
უხერხულობაში ჩავარდნილი ex marine კონიაკის ჭიქას დას-
წვდა. ოთხმოცი წლისა იქნება, დაითვალა გენერალისიმუსმა. დი-
დებულად გამოიყურება, მეჩხერი თმა კეფაზე აუჭრია. გამართული
და მხარბეჭიანია, არც ქონი არ ადევს, არც ნაოჭები აქვს ყელზე,
ენერგიულად მოძრაობს. მხოლო ქუთუთოების გარშემო შემოვლე-
241
ბული ნაოჭების ქსელი ამხელს მის ხანგრძლივ სიცოცხლეს. გიტ-
ლემანმა სახე ოდნავ შეჭმუხნა და საუბრის თემა შეცვალა.
– რა იგრძნო თქვენმა ბრწყინვალებამ, ათასობით არალეგალი
ჰაიტიელის განადგურების ბრძანება რომ გასცა?
– ჰკითხეთ თქვენს ყოფილ პრეზიდენტს, ტრუმენს, რა იგრძნო,
ჰიროშიმასა და ნაგასაკიზე ატომური ბომბის ჩამოგდების ბრძანება
რომ გასცა. ასე უკეთ გაიგებთ, მე რა ვიგრძენი იმ ღამეს დახაბონში.
ყველას მოეწონა გენერალისიმუსის ნათქვამი. აგუსტინ კაბრა-
ლის ხსენებით გამოწვეული დაძაბულობა გაიფანტა. ახლა ტრუხი-
ლიო იყო, ვინც საუბარს წარმართავდა.
– ერთი თვის წინ შეერთებულმა შტატებმა ღორების ყურეში დი-
დი მარცხი განიცადა. კომუნისტმა ფიდელ კასტრომ ასობით თავ-
დამსხმელი შეიპყრო. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მოვლე-
ნებს კარიბეში, საიმონ?
– კუბელი პატრიოტების ამ ექსპედიციას პრეზიდენტმა კენედიმ
უღალატა – წაიბურტყუნა გულმოსულმა საიმონმა, – ხალხი სასიკ-
ვდილოდ გაგზავნეს. თეთრმა სახლმა საჰაერო თავდაცვასა და და-
პირებულ არტილერიაზე უარი განაცხადა. კომუნისტებმა ათიანში
გაარტყეს. მაგრამ, ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ, თქვენო ბრწყინვა-
ლებავ, გამიხარდა, ასე რომ მოხდა. კენედისთვის ჭკუის სასწავლე-
ბელი გაკვეთილი იქნება, რადგან მის ხელისუფლებას ბევრი fellow
travellers მიეკედლა. როგორ ითქმის ესპანურად? ჰო, თანამგზავრი.
ეგებ, ბოლოს და ბოლოს, მათგან თავი დაიხსნას. თეთრ სახლს კი-
დევ ერთი ასეთი დამარცხების სურვილი არ ექნება. ეს მოვლენები
დომინიკის რესპუბლიკას marines გადმოსხმის საფრთხეს აარი-
დებს.
ამ სიტყვების წარმოთქმისას ex marine აღელდა, აშკარად დაეტ-
ყო, რომ გრძნობების მოსათოკად ძალისხმევა სჭირდებოდა. ტრუ-
ხილიოს გაუკვირდა: ნუთუ აინას მოხუცი ინსტრუქტორი ლამის

242
ატირდა, დომინიკის რეჟიმის დასამხობად თავისი ძველი თავისი
თანამებრძოლების თავდასხმა რომ წარმოიდგინა?
– მომიტევეთ ჩემი გულჩვილობა, თქვენო ბრწყინვალებავ, – წა-
იბურტყუნა საიმონ გიტლემანმა, – თქვენ იცით, რომ ეს ქვეყანა ისე
მიყვარს, თითქოს ჩემი იყოს.
– ეს ქვეყანა შენია, საიმონ, – თქვა ტრუხილიომ.
– მემარცხენეების გავლენით ვაშინგტონის მიერ marines გად-
მოსხმა შეერთებული შტატების ყველაზე ერთგული ხელისუფლების
დასამხობად, ეშმაკისეული გეგმა მგონია. ამიტომ ვხარჯავ ჩემს
დროსა და ფულს, ვცდილობ თანამემამულეებს თვალი ავუხილო.
ამისთვის ჩამოვედით მე და დოროთი სიუდად ტრუხილიოში, დომი-
ნიკელებთან ერთად რომ ვიბრძოლოთ marines წინააღმდეგ.
marine-ს სიტყვების პასუხად სუფრაზე აპლოდისმენტებმა იფეთ-
ქა, თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგალი აწკრიალდა. დორითი იღი-
მოდა, თავს უკრავდა, მეუღლეს თანაუგრძნობდა.
– თქვენი ხმა, მისტერ საიმონ გიტლემან, ჭეშმარიტი ჩრდილოა-
მერიკელების ხმაა, – წამოიძახა ლოთმა კონსტიტუციონალისტმა
და ნერწყვის შხეფები გადმოაფრქვია, – ამ მეგობრის, ამ ღირსეული
კაცის სადღეგრძელო იყოს! საიმონ გიტლემანის შევსვათ, მეგობ-
რებო!
– ერთი წუთით! – ხმა დააწვრილა ტრუხილიომ და წამით შე-
აყოვნა აღტაცებული ხალხი. სტუმრებმა გაურკვევლად შეხედეს, ჩი-
რინოსს სასმისიანი ხელი გაუშეშდა, – ჩვენი მეგობრების – დორო-
თი და საიმონ გიტლემანების სადღეგრძელო იყოს!
თავბრუდახვეული ცოლ-ქმარი ღიმილით იხდიდა მადლობას და
სტუმრებს ხელს უქნევდა.
– კენედი marines არ გამოგვიგზავნის, საიმონ. – თქვა გენერა-
ლისიმუსმა, როგორც კი ჩაწყნარდა სადღეგრძელოების ექო, – არა
მგონია ასეთი იდიოტი იყოს. მაგრამ თუ გააკეთებს, შეერთებული
შტატები მეორე ღორების ყურეს მიღებს. წვეროსნებზე უფრო თანა-
243
მედროვე ჯარი გვყავს და აქ, ჩემი მეთაურობით მანამდე ვიბრძო-
ლებთ, სანამ უკანასკნელ დომინიკელს პირში სული უდგას.
თვალები დახუჭა, საკუთარ თავს დაეკითხა, აბა, ზუსტად თუ შევ-
ძლებ იმ ციტატის გახსენებასო. დიახ, ბატონო, სრულად გაიხსენა
პირველ არჩევნებში გამარჯვების ოცდაორი წლის აღსანიშნავ ღო-
ნისძიებაზე მოსმენილი სიტყვა. ზეპირად წარმოთქვა მოკრძალებით
გარინდებული მსმენელების წინაშე.
– „როგორ მოულოდნელობასაც არ უნდა გვიმზადებდეს მომავა-
ლი, ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ: მსოფლიომ შე-
იძლებება ნახოს მკვდარი ტრუხილიო, მაგრამ ვერასოდეს ნახავს
ბატისტასავით გაქცეულს, პერეს ხიმენესივით გაპარულს ან როხას
პინილიასავით ტრიბუნალის გისოსებს მიღმა მჯდომს. დომინიკის
სახელმწიფო მოღვაწეს სხვა მორალი და სხვა რასა აქვს.“
თვალები გაახილა და კმაყოფილმა გადაათვალიერა სტუმრები,
რომლებიც გენერალისიმუსის გულისყურით მოსმენის შემდეგ, ახ-
ლა მოწონებას გამოხატავდნენ.
– ვინ დაწერა ის ფრაზა, ახლა რომ წარმოვთქვი? – იკითხა
ქველმოქმედმა.
სუფრასთან მსხდომნი ერთმანეთს ათვალიერებდნენ, ეძებდნენ
ავტორს ცნობისმოყვარედ, ეჭვიანად, განგაშით. საბოლოოდ, მზე-
რა კეთილგანყობილ, მრგვალსახიან, უხერხულობისგან დარცხვე-
ნილ, ჩია მწერალს მიაპყრეს, რომელსაც მას შემდეგ, რაც ტრუხი-
ლიომ თავისი ძმა, ნეგრო, საერთაშორისო სანქციების თავიდან
არიდების იმედით, ხელისუფლებას ჩამოაშორა, რესპუბლიკის მა-
გისტრატურის მთელი სიმძიმე დააწვა მხრებზე.
– თქვენი მეხსიერება მაოგნებს, თქვენო ბრწყინვალებავ – წა-
იბურტყუნა ხოაკინ ბალაგერმა უკიდურესი თავმდაბლობით, თით-
ქოს მის მიმართ გამოჩენილმა პატივმა მიწასთან გაასწორაო. – მე-
ამაყება, გასული წლის 3 აგვისტოს ჩემ მიერ წარმოთქმული ეს მოკ-
რძალებული სიტყვა ზეპირად რომ გახსოვთ.
244
გენერალისიმუსმა წარბქვეშ შეათვალიერა ვირხილიო ალვარეს
პინიას, მოარული მწიკვლის, პაინო პიჩარდოსა და სხვა გენერლე-
ბის შურით დაღრეჯილი სახეები. იტანჯებოდნენ, გული მოსდიოდათ,
რომ უმწეო, მოკრძალებული პოეტი, მთხლე პროფესორი და წყალ-
წყალა იურისტი ქულებს უგებდათ იმ მარადიულ შეჯიბრებაში, უფ-
როსის წყალობის მოსაპოვებლად რომ გაემართათ: რომ შეენიშნა,
ეღიარებინა, ეხსენებინა, მოეხმო, სხვებისგან გამოერჩია. სიბრა-
ლული იგრძნო ამ მოწადინებული ბრბოს მიმართ, ოცდაათი წელი
გამუდმებულ ეჭვებში რომ აცხოვრებდა.
– ეს არ არის მხოლოდ ხატოვანი ფრაზა, საიმონ, – დაადასტურა
უფროსმა, – ტრუხილიო იმ ხელისუფალთ არ მიეკუთვნება, ტყვი-
ების ზუზუნის გაგონებაზე ძალაუფლებას რომ თმობენ. მე შენ გვერ-
დით, marines შორის ვისწავლე რა არის ღირსება. იქ გავიგე, როგო-
რი უნდა იყოს ღირსეული მამაკაცი ნებისმიერ დროს. ის, რომ ღირ-
სების მქონენი არ გარბიან, იბრძვიან და თუ უნდა დაიღუპონ, ბრძო-
ლაში იღუპებიან. ვერც კენედი, ვერც ამერიკის სახელმწიფოთა ორ-
განიზაცია, ვერც საძულველი და ქალაჩუნა შავკანიანი ბეტანკური,
ვერც კომუნისტი ფიდელ კასტრო ვერ აიძულებენ ტრუხილიოს იმ
ქვეყნიდან გაქცევას, რომელსაც, რაც აქვს, ყველაფერს მე უნდა მი-
მადლოდეს.
ლოთმა კონსტიტუციონალისტმა ტაში დაუკრა. როდესაც მის მი-
საბაძად მრავალი ხელი წამოიმართა, ტრუხილიომ მშრალად მოჭ-
რა აპლოდისმენტები.
– იცი, რა განსხვავებას ამ ლაჩრებსა და ჩემ შორის, საიმონ? –
თვალი თვალში გაუყარა თავის ძველ მასწავლებელს. – ის,რომ მე
ამერიკის შეერთებული შტატების ქვეით ჯარში ვარ გაწვრთნილი.
არასოდეს დამვიწყებია. შენ მასწავლიდი აინასა და სან პედრო მა-
კორისში. გახსოვს? დომინიკის ნაციონალური პოლიციის ის პირვე-
ლი კურსდამთავრებულები ფოლადისანი ვართ. ბოღმიანები ამბობ-
დნენ, რომ PND „საბრალო შავკანიან დომინიკელებს“ ნიშნავსო.
245
სიმართლე ისაა, რომ იმ გამოშვებამ ეს ქვეყანა შეცვალა. არ მიკ-
ვირს, ამ ქვეყნისთვის რომ იღვწი, რადგან ნამდვილი marine ხარ,
როგორც მე. ერთგული კაცი, თავდაუხრელად რომ კვდება და არა-
ბული ულაყივით ცას შესცქერის. საიმონ, რა ცუდადაც არ უნდა მო-
იქცნენ, შენი ქვეყნა არ მძულს. რადგან რაც ვარ, ყველაფერი
marines დამსახურებაა.
– მოვა დრო და შეერთებული შტატები ინანებს, კარიბეში საკუ-
თარ თანამზრახველსა და მეგობარს ასე უმადურად რომ მოექცა.
ტრუხილიომ წყალი მოსვა. სუფრაზე საუბრები განახლდა. მიმ-
ტანები ხელახლა სთავაზობდნენ ყავას, კონიაკს, ლიქიორს, სიგა-
რებს, გენერალისიმუსი კვლავ საიმონ გიტლემანს უსმენდა:
– როგორ დაბოლოვდება ეპისკოპოს რეილის ხლართი, თქვენო
ბრწყინვალებავ?
ტრუხილიო აიმრიზა:
– არავითარი ხლართი არაა, საიმონ. ეს ეპისკოპოსი ჩვენი
მტრების მხარეს დადგა. და, რადგან ხალხმა თავი შეურაცხყოფი-
ლად იგრძნო, შეშინდა და თავი სანტო დომინგოს მონაზვნების კო-
ლეჯს შეაფარა. იმდენ ქალთან რას აკეთებს, ეს მისი საქმეა. დაცვა
დავუყენეთ, ხალხმა ლინჩის წესით რომ არ გაასამართლოს.
– კარგი იქნება ეს საკითხი დროულად თუ მოგვარდება, – დაიჟი-
ნა ex marine-მ, – შეერთებულ შტატებში ცუდად ინფორმირებულ
ხალხს მონსენიორ რეილის განცხადებებისა სჯერათ. ჰგონიათ,
რომ ემუქრებიან, რომ იძულებული გახდა თავშესაფარი ეპოვა,
რადგან ცილს სწამებდნენ და ასე შემდეგ…
– მნიშვნელობა არა აქვს, საიმონ. ყველაფერი მოგვარდება და
ეკლესიასთან კვლავ შესანიშნავი ურთიერთობა გვექნება. არ დაგა-
ვიწყდეს, ჩემი ხელისუფლება ყოველთვის სავსე იყო მართლმორ-
წმუნე კათოლიკეებით და პიო XII-მ სან გრეგორიოს წმინდა ჯვრის
ორდენით დამაჯილდოვა, – თქვა და მკვეთრად შეცვალა საუბრის
თემა, – პეტანმა „ლა ვოს დომინიკანას“ სანახავად წაგიყვანათ?
246
– რა თქმა უნდა, – უპასუხა საიმონ გიტლემანმა. დოროთიმ ფარ-
თო ღიმილით დაუდასტურა.
ტრუხილიოს ძმამ, გენერალ ხოსე არისმენდი ტრუხილიომ – პე-
ტანმა – თავისი სავაჭრო იმპერია ოცი წლის წინათ, პატარა რადიო-
სადგურის დაარსებით დაიწყო. „ლა ვოს დე იუნა“ თანდათან გა-
იზარდა და ვეებერთელა კომპლექსად – „ლა ვოს დომინიკანად“ იქ-
ცა, რომელიც იყო პირველი ტელევიზია, ყველაზე დიდი რადიოსად-
გური, საუკეთესო კაბარე და თეატრი მთელ კუნძულზე (პეტანი ამ-
ტკიცებდა, მთელ კარიბეში პირველიაო, მაგრამ გენერალისიმუსმა
იცოდა, პირველობის გვირგვინი რომ ვერ წაართვა „ტროპიკანა დე
ლა ჰავანას“). გიტლემანები აღფრთოვანებულები დარჩნენ შესა-
ნიშნავად აღჭურვილი შენობით: თავად პეტანი ახლდა მეგზურად და
მექსიკური ბალეტის რეპეტიციასაც დაასწრო, რომელსაც იმ ღამეს
კაბარეში წარმოდგენა უნდა გაემართა. თუ ჩაუღრმავდებოდი, პეტა-
ნი ცუდი ადამიანი არ იყო, როდესაც დასჭირდა, ყოველთვის მხარში
დაუდგა თავისი პირადი ფერწერული არმიით – „უღელტეხილის
მაკნატუნებით“. მაგრამ, დანარჩენი ძმებივით, უფრო მეტი ზიანი მო-
უტანა ტრუხილიოს, ვიდრე სარგებელი. პეტანის გამო იძულებული
გახდა, იმ ბრიყვულ ჩხუბში ჩარეულიყო და ავტორიტეტის შესანარ-
ჩუნებლად დიდებული გოლიათისთვის, გენერალ ვასკეს რივერას-
თვის ბოლო მოეღო – მისი თანაკურსელი იყო აინას ოფიცერთა
სკოლაში. ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცერი, – marine, ამის დედა ვა-
ტირე,– მუდამ ერთგული მსახური. მაგრამ ოჯახი – თუნდაც მუქთა-
ხორების, მცონარების, გაიძვერებისა და უბადრუკი დემონებისა –
მეგობრობასა და პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას, წმინდა
ცნებაა, ღირსების საკითხია. ფიქრის დინების შეუწყვეტლად საიმონ
გიტლემანს უსმენდა, რომელიც ჰყვებოდა, როგორ გაუკვირდა. ამ-
დენი სახელგანთქმული კინომსახიობის, კომედიანტისა და რადიო
წამყვანის ფოტოების ნახვა „ლა ვოს დომინიკანაში“. პეტანს თავისი
კაბინეტის კედელზე გაეკრა ყველა: ლოს პანჩოსი, ლიბერტად ლა-
247
მარკე, პედრო ვარგასი, იმა სუმაკი, პედრო ინფანტე, სელია კრუზი,
ტონია ლა ნეგრა, ოლგა გილიოტი, მარია ლუისა ლანდინი, ბობი კა-
პო, ტინ ტანი და მისი განუყრელი მარსელო. ტრუხილიოს გაეღიმა:
საიმონმა ის არ იცოდა, რომ პეტანს, დომინიკური ღამის გამხიარუ-
ლების გარდა, იმ მოწვეული არტისტების გაჟიმვაც უნდოდა, რო-
გორც ბონაოში, თავის პატარა იმპერიაში ჟიმავდა ყველას, ვისაც
დაითრევდა – გასათხოვარსა თუ გაუთხოვარს. ოღონდ სიუდად
ტრუხილიოში არ შემომძვრალიყო და იქ გენერალისიმუსი ნებას
რთავდა, რასაც მოისურვებდა, ის გაეკეთებინა. მაგრამ პეტანის
„გიჟმაჟი ჩიტი“ ხანდახან, დედაქალაქშიც ტყნავდა, ღრმად დარწმუ-
ნებული, რომ „ლა ვოს დომინიკანას“ მიერ დაქირავებული არტის-
ტები, პატრონი თუ მოისურვებდა, მასთან უნდა დაწოლილიყვნენ.
ზოგჯერ საწადელს აღწევდა, ზოგჯერ სკანდალში ეხვეოდა და ის, –
მუდამ ის, – იძულებული იყო ხანძარი ჩაექრო და მილიონიანი სა-
ჩუქრები მიეძღვნა იმბეცილი მრუშის, უსაქციელო პეტანისგან შე-
ურაცხყოფილი მსახიობებისთვის. იმა სუმაკი, მაგალითად, ინკელი
პრინცესა შეერთებული შტატების პასპორტით. პეტანის უტიფრობა
იქამდე მივიდა, რომ საქმეში თავად ამერიკის შეერთებული შტატე-
ბის ელჩი ჩაერია. ყინულის გასალღობად, ქველმოქმედმა პეტანი
აიძულა, ინკელი პრინცესასთვის ბოდიში მოეხადა. ქველმოქმედმა
ამოიხვნეშა. ეჰ, ნათესავების ურდოს გზად ამდენი ნაპრალი რომ არ
დაეხვედრებინა და დრო არ გაეფლანგა, კიდევ ერთ ქვეყანას ააშე-
ნებდა.
დიახ, პეტანის ჩადენილი ბარბაროსობებიდან ერთადერთი, რა-
საც არასოდეს აპატიებდა, გენერალური შტაბის უფროსთან წამო-
მოწყებული ბრიყვული ჩხუბი იყო. გოლიათი ვასკეს რივერა ტრუხი-
ლიოს უახლოესი მეგობარი იყო. აინას სამხედრო სკოლაში გაიარა
სამხედრო წვრთნა. უსაზღვრო ძალის პატრონი იყო, სპორტის ყვე-
ლა სახეობაში ვარჯიშობდა. სამხედროთაგან ერთ-ერთი იყო, ტრუ-
ხილიოს ოცნება სინამდვილედ რომ აქცია: პატარა ნაციონალური
248
პოლიცია პროფესიულ, დისციპლინირებულ, სრულყოფილ ჯარად
გარდაქმნა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ რაოდე-
ნობით თუ ჩამორჩებოდა ჩრდილოამერიკულ ჯარს. და, აი, ეს ბრიყ-
ვული ჩხუბი. პეტანს მაიორის ჩინი ჰქონდა და გენერალურ შტაბში
მსახურობდა. ერთხელ მთვრალმა პეტანმა გენერლის ბრძანება არ
შეასრულა და როცა ვასკეს რივერამ უსაყვედურა, მას შეურაცხყოფა
მიაყენა. გოლიათმა მუნდირი გადააგდო, ჩინები დაივიწყა და პე-
ტანს შესთავაზა, საქმე მუშტი-კრივით პატიოში გაერკვიათ. რივერამ
პეტანი წიხლქვეშ გაიგდო და ისე გალახა, როგორც არასოდეს გა-
ლახულა, მაგრამ უბედური დემონისთვის თავ-პირის დალურჯება
ძალიან ძვირი დაუჯდა. დამწუხრებულმა, მაგრამ მტკიცედ დარწმუ-
ნებულმა, რომ ოჯახის ღირსება სწორედ ასე უნდა დაეცვა, ტრუხი-
ლიომ მეგობარი სამსახურიდან დაითხოვა და სიმბოლური დიპლო-
მატიური მისიით ევროპაში გაგზავნა.
ერთი წლის თავზე უშიშროების სამსახურმა ტრუხილიოს განაწ-
ყენებული გენერლის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ აც-
ნობა: რივერა სამხედრო გარნიზონებს სტუმრობდა და ძველ ხელ-
ქვეითებს ხვდებოდა, სიბაოში, თავის მამულში იარაღს აგროვებდა,
ტრუხილიომ ბრძანება გასცა, დაეჭირათ, მდინარე ნიგუას შესარ-
თავთან მდებარე სამხედრო საპყრობილეში ჩაესვათ და ცოტა ხნის
შემდეგ სამხედრო ტრიბუნალს საიდუმლოდ სიკვდილი მიესაჯა.
სახრჩობელას ყულფამდე რომ მიეთრია, ციხესიმაგრის მმართვე-
ლი იძულებული გახდა, დასახმარებლად თორმეტი მსჯავრდებუ-
ლისთვის მიემართა, რომლებიც სასჯელს სხვადასხვა დანაშაულის-
თვის იხდიდნენ. გენერალ ვასკეს რივერას ტიტანური აღსასრულის
მოწმენი რომ ცოცხლები არ დარჩენილიყვნენ, ტრუხილიომ ბრძანა,
ის თორმეტი დამნაშავეც დაეხვრიტათ. ჩავლილი წლების მიუხედა-
ვად, ხანდახან, როგორც ახლა, რაღაცნაირ ნოსტალგიას გრძნობდა
იმ ჰეროიკული წლების ძველი თანამებრძოლის მიმართ, მსხვერ-
პლად რომ შესწირა პეტანის სიბრიყვეს.
249
საიმონ გიტლემანი ჰყვებოდა, რომ შეერთებულ შტატებში მის
მიერ დაფუძნებული კომიტეტები უკვე შეუდგნენ შემოწირულობების
შეგროვებას დიდი ოპერაციისთვის ერთ მშვენიერ დღეს, The New-
York Times, The Washington Post, Time, Los Angeles Times და
სხვა გამოცემები, რომლებიც ტრუხილიოს თავს ესხმოდნენ და ამე-
რიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის სანქციებს უჭერდნენ მხარს,
სარეკლამო სტატიის სახით, მთელ გვერდზე ერთდროულად გამო-
აქვეყნებენ კონტრარგუმენტებსა და დომინიკის რესპუბლიკასთან
ურთიერთობის აღდგენის მოწოდებას.
რატომ ჰკითხა საიმონ გიტლემანმა აგუსტინ კაბრალის შესახებ?
თავს ძალა დაატანა, ის გაღიზიანება რომ არ დასტყობოდა, ჭკუის
კოლოფის სახელის ხსენებაზე რომ დაეუფლა. საიმონს ბოროტი
განზრახვა ნამდვილად არ ამოძრავებდა. თუ ვინმე თაყვანს სცემდა
და აღმერთებდა ტრუხილიოს, ex marine იყო, სულიც და ხორციც მი-
სი რეჟიმის დაცვას მიუძღვნა.
კაბრალის სახელი ლოთი კონსტიტუციონალისტის დანახვაზე
გაახსენდა, რომ ჩირინოსი და კაბრალი – რეჟიმის ინტიმურ ცხოვ-
რებაში ჩაუხედავებისთვის – განუყრელი მეგობრები იყვნენ. დიახ,
იყვნენ კიდეც. ტრუხილიოს არაერთხელ დაუვალებია საერთო საქ-
მე. 1937 წელს ერთი გენერალური სტატისტიკის სამმართველოს
უფროსად დანიშნა, მეორე – მიგრაციის სამსახურის გენერალურ
დირექტორად და ერთად გაგზავნა ჰაიტის საზღვარზე, ანგარიში
რომ ჩაებარებინა საზღვარზე გადმოსული ჰაიტიელების შესახებ,
მაგრამ ამ ტანდემის მეგობრობა მუდამ პირობითი იყო: მაშინ ქრე-
ბოდა ხოლმე, სასწორის პინაზე უფროსის გულისხმიერება და კე-
თილგანწყობა რომ იდებოდა. ტრუხილიო თავს იქცევდა – ამ დახ-
ვეწილი თამაშის უფლებას მალულად აძლევდა საკუთარ თავს – აკ-
ვირდებოდა მზაკვრულ შეთქმულებებს, ჩუმად მახვილის ჩაცემას,
იმ ფლორენციულ ინტრიგებს, ერთმანეთის წინააღმდეგ მოარული
მწიკვლი და ჭკუის კოლოფი რომ ხლართავდნენ, – და, არა მხო-
250
ლოდ ისინი, აგრეთვე: ვირხილიო ალვარეს პინა და პაინო პიჩარ-
დო, ხოაკინ ბალაგერი და ფელიო ბონელი, მოდესტო დიასი და ვი-
სენტე ტოლენტინო როხასი, და მთელი მისი უახლოესი წრე, მეგო-
ბარი რომ ჩაეჩოჩებინათ, გაესწროთ, უფროსს მიახლოებოდნენ და
მეტი ყურადღების, მოსმენისა და ხუმრობის ღირსნი გამხდარიყ-
ვნენ. „როგორც ჰარამხანის ქალები ცდილობენ უპირატესობის მო-
პოვებას“, გაიფიქრა. და, ტრუხილიო, მათი ვნებები რომ ცინცხლად
შეენარჩუნებინა, რომ არ დამყაყებულიყვნენ, რუტინასა და უძრაო-
ბაში არ ჩაფლულიყვნენ, მიზანმიმართულად ანაცვლებდა მათ უბე-
დურების საფეხურებზე. ეს გაუკეთა კაბრალს, განირიდა, გააგებინა,
რომ ყველაფერი, რასაც წარმოადგენდა, რაც ღირდა და რაც ჰქონ-
და, ტრუხილიოს ეკუთვნოდა, რომ ქველმოქმედის გარეშე არარაო-
ბა იყო. ამ განსაწმენდელში ყველა თავისი თანამებრძოლი გაატარა
– ახლობელი და შორეულიც. ჭკუის კოლოფმა გამოცდას ვერ გაუძ-
ლო, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა შეყვარებული მდედრივით,
რომელსაც თავისი „მაჩო“ დაითხოვს, იმაზე ადრე მოინდომა საქმის
მოგვარება, ვიდრე საჭირო იყო. კიდევ ბევრი ძღნერის ჭამა მოუ-
წევს, ვიდრე არსებობას დაუბრუნდება.
კაბრალმა იცოდა, დღეს ტრუხილიო ex marine-ს რომ აჯილდო-
ებდა. ეგებ მან სთხოვა საიმონს უფროსთან ეშუამავლა? ამიტომ ახ-
სენა ex marine-მ მოულოდნელად იმ ადამიანის სახელი, რომლის
შესახებ ყველა დომინიკელმა იცოდა – ვინც „ფორო პუბლიკოს“
კითხულობდა, – რომ რეჟიმის კეთილგანწყობა დაკარგა? კეთილი,
იქნებ საიმონ გიტლემანი არც კითხულობს „ელ კარიბეს“?
სისხლი გაეყინა: შარდი სდიოდა. იგრძნო, დაინახა ყვითელი
სითხე როგორ მოცურავდა შარდის ბუშტიდან იმ უხილავი სარქვე-
ლის, იმ მკვდარი პროსტატის დაუკითხავად, სითხის შარდსადენ
მილთან შეკავება რომ არ შეეძლო, რის გამოც ნებიერად მოედინე-
ბოდა და ჰაერსა და სინათლეს ეძებდა მის საცვალში, უბესა და შარ-
ვლის ტოტებში. თავბრუსხვევა იგრძნო. შეურაცხყოფისა და უძლუ-
251
რებისგან წამით თვალები დახუჭა. საუბედუროდ, ალვარეს პინიას
ნაცვლად, მარჯვნივ დოროთი გიტლემანი ეჯდა, მარცხნივ – საიმო-
ნი, მათ დახმარება არ შეეძლოთ. ვირხილიოს – კი. დომინიკური
პარტიის პრეზიდენტი გახლდათ, მაგრამ მისი ჭეშმარიტად მნიშვნე-
ლოვანი ფუნქცია ის იყო – მას შემდეგ, რაც ბარსელონიდან საიდუმ-
ლოდ ჩამოყვანილმა ექიმმა პუიგეტმა უფროსს პროსტატის დიაგნო-
ზი დაუსვა, – რომ შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში, უსწრაფე-
სად ემოქმედა და წყალი ან ღვინო გადაესხა ქველმოქმედისთვის,
რის შემდეგაც თავისი მოუქნელობის გამო ბოდიში მოეხადა და თუ
ტრიბუნასთან ან მსვლელობის დროს მოუვიდოდა, ჩასველებულ
შარვალს წინ შირმასავით აფარებოდა. მაგრამ პროტოკოლის იმბე-
ცილებს ვირხილიო ალვარესი ოთხი სკამის მოშორებით დაესვათ.
ვერავინ დაეხმარებოდა. სირცხვილს ჭამდა, ფეხზე რომ წამომდგა-
რიყო და გიტლემანებსა და სტუმრებს დაენახათ, უნებურად როგორ
ჩაიფსა შარვალში ბებერივით. რისხვამ ადგილზე მიაჯაჭვა, გადაწ-
ყვიტა თავი მოეჩვენებინა, რომ სწყუროდა და უხერხული მოძრაო-
ბით ზედ გადაესხა ჭიქა წყალი ან პირდაპირ მდგარი ხელადა.
გაფანტული მზერა ძალიან ნელა შეავლო იქაურობას. მარჯენა
ხელი წყლით სავსე ჭიქისკენ გააცურა. შეუმჩნევლად თავისკენ მო-
აჩოჩა და მაგიდის კიდეზე ისე დადგა, ოდნავი მოძრაობითაც რომ
გადმოვარდნილიყო. მოულოდნელად გაახსენდა, რომ პირველი
ქალიშვილი, ამინტა, ლედესმაში პირველი მეუღლისგან, ფლორ დე
ოროსგან (იმ გიჟისგან, სხეული რომ მდედრის ჰქონდა, სული – მამ-
რის და ქმრებს ფეხსაცმელივით იცვლიდა) რომ ეყოლა, ლამის კო-
ლეჯში წასვლამდე იფსამდა ლოგინში. ძალა მოიკრიბა და შარვალს
კიდევ ერთხელ დახედა. მოსალოდნელი სამარცხვინო სანახაობის
ნაცვლად – თვალი ძველებურად უჭრიდა – მშრალი უბე და შარ-
ვლის ტოტები დაინახა. უმშრალესი. ყალბი წარმოდგენა იყო, შიშით
ნაკარნახევი, „წყლების დაქცევის“ პანიკა, როგორც მშობიარეები
ამბობენ. სიხარულმა შეიპყრო, ბედნიერების განცდა დაეუფლა.
252
მძიმე განწყობითა და ამღვრეულ წინათგრძნობით დაწყებულმა
დღემ გადაიკარა და როგორც ზღვისპირეთში კოკისპირული წვიმის
შემდეგ, მზე გამობრწყინდა.
ფეხზე წამოდგა, ყველა ერთდროულად წამოიშალა, ისევე, რო-
გორც ჯარისკაცები სამხედრო ბრძანების შესრულებისას. ვიდრე
დოროთი გიტლემანისკენ გადაიხარა, წამოდგომაში რომ დახმარე-
ბოდა, მთელი შინაგანი არსებით გადაწყვიტა: „ამ ღამეს, კაობას
სახლში ისე ავაკივლებ იმ მდედრს როგორც ოცი წლის წინათ“. მო-
ეჩვენა, რომ ყვერები დაებერა და კვერთხი გაუმაგრდა.

253
12

სალვადორ ესტრელია სადალამ გაიფიქრა, ლიბანს ვეღარასო-


დეს ვნახავო, და ამ ფიქრმა ნაღველი აუშალა. ბავშვობიდან ოცნე-
ბობდა, ერთ მშვენიერ დღეს წასულიყო მაღალ ლიბანში, მოენახუ-
ლებინა ბასკინტა, ის ქალაქი თუ დაბა, საიდანაც სადალები იყვნენ
წარმოშობით, და საიდანაც გასული საუკუნის დასასრულს დედამი-
სის წინაპრები კათოლიკური რწმენის გამო გამოესახლებინათ.
სალვადორი ისე გაიზარდა, სულ ესმოდა დედამისის, პაულინას, ნა-
ამბობი იმ თავგადასავლებსა და ხიფათებზე, ლიბანში რომ გამოი-
არეს წარმატებულმა მეწარმეებმა და ვაჭრებმა – სადალებმა. მო-
უთხრობდა, როგორ დაკარგეს ყველაფერი, როგორ დატოვეს ტყა-
ვის საწარმოები და დონ აბრაამ სადალა და მისი მოდგმა როგორ
გაექცა მუსულმანების უმრავლესობის მიერ ქრისტიანი უმცირესო-
ბის დევნას. ნახევარი მსოფლიო შემოიარეს ქრისტეს ჯვრის ერთგუ-
ლებმა, ვიდრე ჰაიტიში არ აღმოჩნდნენ და შემდეგ – დომინიკის
რესპუბლიკაში. სანტიაგო დე ლოს კაბალიეროსში ფესვები გაიდ-
გეს, ოჯახის სახელგანთქმული გულმოდგინებითა და ღირსებით
იმუშავეს და იმ მიწაზეც წარმატებას მიაღწიეს, რომელმაც იშვილა.
დედის ნათესავებს იშვიათად ნახულობდა, მაგრამ პაულინას ამბე-
ბით მოჯადოებული თავს ყოველთვის სადალად გრძნობდა. სწორედ
ამიტომ ოცნებობდა იმ მისტერიული ბასკინტას მონახულებაზე, შუა
აღმოსავლეთის რუკაზე რომ ვერასოდეს მიაგნო. ნეტავ, ახლა რა-
ტომ იგრძნო ასე მძაფრად, თავისი, წინაპრების ეგზოტიკურ ქვეყა-
ნას რომ ვერასოდეს იხილავდა!
– მე მგონი ჩამეძინა, – შემოესმა მანქანის წინა სავარძლიდან
ანტონიო დე ლა მასას ნათქვამი. დაინახა, როგორ მოიფშვნიტა
თვალები.

254
– ყველას ჩაეძინა, – უპასუხა სალვადორმა, – შენ არ იდარდო,
ყურადღებით ვაკვირდები სიუდად ტრუხილიოდან მომავალ მანქა-
ნებს.
– მეც ასევე, – თქვა მის გვერდით ლეიტენანტმა ამადო გარსია
გერერომ, – მძინარეს იმიტომ ვგავარ, რომ კუნთს არ ვამოძრავებ
და თვალებს ერთ წერტილზე ვაშტერებ. განტვირთვის ფორმაა, ჯარ-
ში ვისწავლე.
– ნამდვილად მოვა, ამადიტო? – თქვა გამომწვევად საჭესთან
მჯდომმა ანტონიო იმბერტმა. თურქმა მის ხმაში საყვედური შენიშნა.
რა უსამართლოა! თითქოს ამადიტოს ბრალი იყოს, ტრუხილიომ სან
კრისტობალში წასვლა რომ გადაიფიქრა.
– კი, ტონი, – მიუგო ღრმად დარწმუნებულმა ლეიტენანტმა, –
მოვა.
თურქი უკვე ძველებურად დარწმუნებული აღარ იყო. საათი და
თხუთმეტი წუთი გასულიყო მას შემდეგ, რაც იდგნენ და ელოდნენ.
შემართების, მღელვარებისა და იმედის კიდევ ერთი ფუჭად ჩავლი-
ლი დღე. ორმოცდაორი წლის სალვადორი, ყველაზე უფროსი იყო
იმ შვიდ მამაკაცს მორის, სამი მანქანით რომ ელოდა ტრუხილიოს
სან კრისტობალის გზაზე. თავს მოხუცად არ გრძნობდა, არავითარ
შემთხვევაში. ახლაც ისე უზომოდ ღონიერი იყო, როგორც ოცდაათი
წლისა, როცა ლოს ალმასიგოს მამულში ამბობდნენ, თურქს შეუძ-
ლია ვირი ყურს უკან ერთი მუშტის დაკვრით მოკლასო. მისი კუნთე-
ბის ძალა ლეგენდად იქცა, ამის შესახებ ყურმოკვრით არ სმენიათ
მათ, ვისაც კრივის ხელთათმანები ჩაუცვამს და მასთან რინგზე გა-
სულა სანტიაგოს გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც თურქმა
დიდი ძალისხმევით, დამნაშავე და მაწანწალა ახალგაზრდებს
სპორტის სიყვარული ჩაუნერგა და დიდებულ შედეგსაც მიაღწია.
იქიდან წამოვიდა კიდ დინამიტა, ოქროს ხელთათმნის გამარჯვებუ-
ლი, მთელ კარიბეში ცნობილი მოკრივე.

255
სალვადორს უყვარდა სადალები და ამაყობდა თავისი არაბულ-
ლიბანური სისხლით, მაგრამ სადალებს მისი ამქვეყნად მოვლინება
არ სურდათ, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს მის დედას, პაული-
ნას, როცა ოჯახს უთხრა, პირო ესტრელია – მულატი, სამხედრო და
პოლიტიკოსი მომწონსო, სამი რამ, – გაეცინა თურქს, – რაზეც სა-
დალებს აჟრჟოლებდათ. ოჯახის უარმა პირო ესტრელია აიძულა,
პაულინა მოეტაცებინა და მოკაში წაეყვანა, იქ ადგილობრივ
მღვდელს თოფის ლულა მიაბჯინა და აიძულა ეკლესიაში მათთვის
ჯვარი დაეწერა. მოგვიანებით სადალები და ესტრელიები შერიგ-
დნენ. 1934 წელს დედა პაულინა რომ გარდაიცვალა, ესტრელია-სა-
დალები ათი და-ძმა იყვნენ. გენერალ პირო ესტრელიას შვიდი შვი-
ლი მეორე ქორწინებიდან შეეძინა და ამგვარად, თურქს თექვსმეტი
კანონიერი და-ძმა ჰყავდა. ამღამინდელი გეგმა თუ ჩაფლავდა, მათ
რა ბედი ეწევათ? და, უპირველეს ყოვლისა, რა დაემართება მის
ძმას, გუაროს, ამ ამბების შესახებ რომ არაფერი იცის? გენერალი
გუარიონე ესტრელია სადალა ტრუხილიოს სამხედრო ადიუტანტე-
ბის შეფი იყო და ამჟამად, ლა ვეგაში მეორე სამხედრო ბრიგადას
მეთაურობდა. შეთქმულება თუ დამარცხდება, ანგარიშსწორება და-
უნდობელი იქნება. რატომ უნდა დამარცხდეს? გულდასმით მოამზა-
დეს, როგორც კი გუარიონე სადალას თავისი უფროსი, გენერალი
ხოსე რენე რომანი, ტრუხილიოს სიკვდილსა და სამხედრო-სამოქა-
ლაქო ხუნტის ხელისუფლების სათავეში მოსვლას აცნობებს, სამ-
ხედრო ბრიგადის უფროსი ჩრდილოეთის რეგიონის სამხედრო და-
ნაყოფებს ახალი რეჟიმის სამსახურში ჩააყენებს. ნამდვილად ასე
მოხდება? დაუსრულებელი ლოდინი სადალას სასოწარკვეთილება-
ში აგდებდა.
თვალდახუჭულმა, პირმოკუმულმა ილოცა. დღეში რამდენჯერმე
ლოცულობდა, გაღვიძებისას და დაწოლის წინ – ხმამაღლა და ჩუ-
მად, როგორც ახლა, დღეში – რამდენჯერმე. „მამაო ჩვენოს“ და
„ავე მარიას“ წარმოთქვამდა, ხანდახან თავად თხზავდა ლოცვებს
256
გარემოებების მიხედვით. ახალგაზრდობიდანვე შეეჩვია უფლის სი-
ახლოვეს, მას ანდობდა თავისი ცხოვრების დიდ და პატარა პრობ-
ლემებს, თავის საიდუმლოებებს, რჩევებს სთხოვდა. ახლა ევედრე-
ბოდა, რომ ტრუხილიო მოსულიყო, მისთვის ჩვეული უკიდეგანო
წყალობა გაეღო და ნება დაერთო, ბოლოს და ბოლოს, დომინიკე-
ლების ჯალათი განეგმირა – ის გველეშაპი, რომელიც ქრისტეს ეკ-
ლესიასა და მის მოციქულებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში
ერკინებოდა. ბოლო დრომდე, ტრუხილიოსთვის სასაჯელის აღსრუ-
ლებაზე საუბარი თურქს ეჭვებში აგდებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც
ნიშანი მიიღო, სუფთა სინდისით შეეძლო უფალთან ტირანიციდზე
საუბარი. ეს ნიშანი მისი უწმინდესობის, ნუნციუსის მიერ წაკითხუ-
ლი ფრაზა აღმოჩნდა.
სანტიაგოში დასახლებულმა კანადელმა ღვთისმსახურმა, პად-
რე ფორტინმა სალვადორი მონსენიორ ლინო სანინის შეახვედრა.
პადრე სიპრიანო ფორტინი წლების განმავლობაში სალვადორის
სულიერი მოძღვარი იყო. თვეში ერთხელ ან ორჯერ ხანგრძლივად
საუბრობდნენ: თურქი პადრეს თავის გულსა და გონებას უხსნიდა,
ღვთისმსახური უსმენდა, მის შეკითხვებს პასუხობდა, საკუთარ ეჭ-
ვებს უზიარებდა. ამ საუბრებში პოლიტიკურმა თემებმა შეუმჩნევ-
ლად ჩაანაცვლა პირადი საკითხები. რატომ უჭერდა მხარს ქრისტეს
ეკლესია სისხლში ამოსვრილ რეჟიმს? როგორ შეიძლება ეკლესიამ
თავისი მორალური ავტორიტეტის ქვეშ შეიფაროს ხელისუფალი,
რომელიც საზარელ დანაშაულებს სჩადის?
თურქს კაგად ახსოვდა პადრე ფორტინის წუხილი. ახსნა-განმარ-
ტებები, რომლებსაც ის იძლეოდა, მისთვის დამაჯერებელი არ იყო:
კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა? იქნებ, ასეთი გამიჯვნა
ტრუხილიოსთვისაც არსებობს, პადრე ფონტინ? განა წირვაზე არ
დადის, კურთხევას არ იღებს და არ ეზიარება? განა წირვას არ ატა-
რებენ, უფლის სადიდებელს არ კითხულობენ და კურთხევას არ გას-
ცემენ ხელისუფლების ყოველ ქმედებაზე? განა ეპისკოპოსები და
257
მღვდლები ყოველდღიურად არ აკურთხებენ ტირანის აქტებს? რო-
გორ მდგომარეობაში აგდებს ეკლესია მორწმუნეებს, საკუთარ
თავს ტრუხილიოსთან რომ აიგივებს?
სალვადორმა ყმაწვილობიდან იცოდა, რა რთული, ხანდახან კი
შეუძლებელი იყო, ყოველდღიური ქცევები რელიგიის მცნებების-
თვის დაექვემდებარებინა. თავის პრინციპებსა და რწმენას, მათი
სიმტკიცის მიუხედავად, არასოდეს დაუბრკოლებია დროსტარებასა
და ქალების სიყვარულში. დიდ სინანულშიც არ ჩავარდნილა, ორი
შვილი რომ ჩასახა კანონიერ მეუღლესთან – ურანია მიესასთან –
ქორწინებამდე. ცოდვაში ჩავარდა, რცხვენოდა და გამოსყიდვას
ცდილობდა, მაგრამ სინდისის ქენჯნა არ უგრძნია. დიახ, ძალიან
რთული იყო ქრისტეს სახელი არ შეგებღალა ყოველდღიურ ყოფა-
ში. ის – საბრალო მოკვდავი, პირველყოფილი ცოდვით დაღდასმუ-
ლი, ადამიანის თანდაყოლილი სისუსტის განსხეულება იყო. მაგ-
რამ, როგორ შეიძლება უფლით შთაგონებული ეკლესია უსულგუ-
ლო ტირანს მიემხროს?
ასე იყო მანამდე, ვიდრე ექვსი თვის წინ, – ის დღე არასოდეს და-
ავიწყდება, – 1960 წლის 25 იანვარს, სასწაული არ მოხდა, დომინი-
კის ცაზე ცისარტყელა გაბრწყინდა. 25 იანვარს ჩვენი მფარველის,
წმინდა ქალწულ ალტაგრასიას დღეობა იყო და იმავე დღეს „14 ივ-
ნისის მოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს სასტიკად გაუს-
წორდა რეჟიმი. მზით გაჩახჩახებულ დილას ალტაგრასიას ეკლესია
ხალხით ისე გაჭედილიყო, ნემსი არ ჩავარდებოდა, ყველასათვის
მოულოდნელად, პადრე ფორტინმა ამბიონიდან მტკიცე ხმით დაიწ-
ყო იმ პასტორალური წერილის კითხვა, რომელმაც რესპუბლიკა შე-
არყია, ზუსტად იმ დროს, იმავე, წერილს კითხულობდნენ ქრისტეს
მსახურნი ყველა დომინიკურ ეკლესიაში. ის პასტორალური წერი-
ლი ციკლონივით იყო კიდევ უფრო დრამატული, ვიდრე ცნობილი
„სან სენონის“ ციკლონი, 1930 წელს, ტრუხილიოს ეპოქის დასაწ-
ყისში, დედაქალაქი რომ მიწასთან მოასწორა.
258
მანქანაში ჩამოწოლილ სიბნელეში, იმ დიდებული დღის გახსე-
ნებისას სალვადორ ესტრელია სადალას ღიმილი მოერია. ახსოვს,
როგორ უსმენდა, პადრე ფორტინი მსუბუქი ფრანგული აქცენტით
რომ კითხულობდა იმ პასტორალურ გზავნილს, რომლის ყოველმა
ფრაზამ საზარელი გველეშაპი გააცოფა. იმ წერილმა სალვადორის
ყველა ეჭვსა და მწუხარებას გასცა პასუხი. ტექსტი კარგად ახსოვდა
– მოსმენის შემდეგ მალულად დაბეჭდილი და გავრცელებული წა-
იკითხა – თითქმის ზეპირად იცოდა. „სევდის ჩრდილმა“ დაანაღ-
ვლიანა დომინიკელთა ქალწულის დღესასწაული. „ჩვენ გულ-
გრილნი ვერ ვიქნებით იმ ღრმა მწუხარების მიმართ, დომინიკელ
ოჯახებს რომ ტანჯავს”, ამბობდნენ ეპისკოპოსები. წმინდა პეტრესა-
ვით სურდათ „,მათთან ერთად ეტირათ, ვინც ტირის“. იხსენებდნენ,
რომ „ყველა უფლების საფუძველი და საყრდენი პიროვნების ღირ-
სების ხელშეუხებლობაა“. პიო XII მოიხსენიებდა „იმ მილიონობით
ადამიანს, რომლებიც ძალადობისა და ტირანიის ქვეშ ცხოვრობენ“
, რომელთათვისაც ხელშეუხებელი არაფერია: „არც სახლი, არც
ქონება, არც თავისუფლება და არც ღირსება“.
ყოველი სიტყვა სალვადორს გულისცემას უჩქარებდა: „ვის
ეკუთვნის „სიცოცხლის უფლება“ თუ არა უფალს, სიცოცხლის დასა-
ბამს?“ ეპისკოპოსები მიუთითებდნენ, რომ ამ „პირველადი უფლე-
ბიდან“ იბადება ყველა დანარჩენი უფლება: ოჯახის შექმნის უფლე-
ბა, სამუშაოს უფლება, ვაჭრობის, ემიგრაციის (განა ამ ფარისევლუ-
რი სისტემის დანაშაული არ არის, პოლიციისგან ნებართვა რომ უნ-
და გამოითხოვოთ უცხოეთში ყოველ წასვლაზე?), შეუბღალავი სა-
ხელის უფლება, რათა ცილი არ დაგწამონ „ყალბი საბაბითა და ანო-
ნიმური საჩივრებით, „მდაბალი და ბილწი მოტივებით“. ეპისკოპო-
სის წერილი ქადაგებდა, რომ „ყოველ ადამიანს აქვს სინდისის თა-
ვისუფლების, სიტყვისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაწევ-
რიანების თავისუფლება“. წმინდა მამები ამ „მწუხარე და გაურკვევ-
ლობით სავსე დროში“ ლოცვებს აღავლენდნენ „მშვიდობისა და შე-
259
რიგებისთვის“, ქვეყანაში „ადამიანური თანაცხოვრების წმინდა უფ-
ლების დასაბრუნებლად.“
სალვადორი ისეთი აფორიაქებული იყო, რომ ეკლესიიდან გა-
მოსვლის შემდეგ ძალა არ ეყო, წერილი ცოლთან ან მეგობრებთან
განეხილა, რომლებიც ეკლესიის ჭიშკართან იყვნენ შეკრებილი და
თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდნენ გაკვირვების, აღტაცებისა და
შიშისგან იმ ყველაფრის გამო, რაც მოისმინეს. არავითარი გაუგებ-
რობა: წერილს ხელს არქიეპისკოპოსი რიკარდო პიტინი და ქვეყნის
ხუთი ეპისკოპოსი აწერდა.
სალვადორმა ბოდიში წაიბურტყუნა, ოჯახს მოშორდა და მთვა-
რეულივით შებრუნდა ეკლესიაში. საკურთხეველში შევიდა, პადრე
ფორტინი შესამოსელს იხდიდა. გაუღიმა: „ახლა ხომ ამაყობ შენი
ეკლესიით, სალვადორ?“ მღელვარებისგან სალვადორი სიტყვებს
ვერ წარმოთქვამდა. ღვთისმსახურს მაგრად მოეხვია. დიახ, ქრის-
ტეს ეკლესია საბოლოოდ მსხვერპლის მხარეს დადგა.
– რეპრესიები საზარელი იქნება, პადრე ფორტინ, – წაილუღლუ-
ღა.
ასეც მოხდა, მაგრამ ინტრიგებისადმი რეჟიმის დემონური მოქ-
ნილობის გამო შურისძიება უცხოელ ეპისკოპოსებზე გადატყდა.
დომინიკურ მიწაზე დაბადებულებს გვერდი აუარეს. ჩრდილოამე-
რიკელი მონსენიორ ტომას რეილი – სან ხუან დე ლა მაგუანადან,
და ესპანელი მონსენიორ ფრანცისკო პანალი – ლა ვეგას ეპისკო-
პოსი, ამ უღირსი კამპანიის სამიზნეები გახდნენ.
1960 წლის 25 იანვრის დიდებული დღის მომდევნო კვირებში
სალვადორმა პირველად დაისახა მიზნად ტრუხილიოს მოკვლა.
თავდაპირველად ეს განზრახვა აშინებდა – მორწმუნე კათოლიკემ
პატივი უნდა სცეს უფლის მეხუთე მცნებას. მიუხედავად ამისა, ცდუ-
ნება გაუსაძლისი იყო ყოველთვის, როდესაც „ელ კარიბეს“ და „ლა
ნასიონს“ კითხულობდა ან უსმენდა, „ლა ვოს დომინიკანა“ როგორ
უტევდა მონსენიორ პანალსა და მონსენიორ რეილის: უცხო სახელ-
260
მწიფოების აგენტები, კომუნიზმს მიყიდულები, კოლონიალისტები,
მოღალატეები, გველგესლები. საბრალო მონსენიორ პანალი! რა
უმსგავსობაა, გადამთიელი უწოდო იმ მღვდელს, ოცდაათი წელი
ლა ვეგაში სამოციქულო მოღვაწეობას რომ ეწევა და ტირელებსა
და ტროელებს ერთნაირად უყვართ. ჯონი აბესის მოჩმახულმა ცი-
ლისწამებებმა – აბა, სხვას ვის შეეძლო მსგავსი სისაძაგლეების
შეთხზვა – რომლებსაც სალვადორი მითქმა-მოთქმით ან პადრე
ფორტინისგან იგებდა, მის სულში სინდისის ქენჯნა გააქრო. ბოლო
წვეთი, რომელმაც ფიალა აავსო, მონსენიორ პანალისთვის ლა ვე-
გაში გამართული ბილწი პანტომიმა აღმოჩნდა, რომელიც SIM-ის
ჯაშუშებმა მაშინ მოაწყვეს, ეპისკოპოსი თორმეტი საათის მსახურე-
ბას რომ აღავლენდა. პაროკიელებით გადაჭედილ ბაზილიკაში,
როდესაც მონსენიორ პანალი დღის სახარებას კითხულობდა, ფერ-
უმარულით წათხუპნული და ნახევრადშიშველი დედაკაცები შემო-
იჭრნენ, გაოგნებული მლოცველების წინაშე ამბიონთან მიიჭრნენ
და მოხუც ეპისკოპოსს ლანძღვა დაუწყეს, ბრალს გარყვნილებასა
და გაუპატიურებაში სდებდნენ, ერთ-ერთი მათგანი მიკროფონს
დასწვდა და დაიყვირა „აღიარე ის შვილები, ჩვენ რომ გაგვაჩენინე
და შიმშილით სულს ნუ ამოხდი“. როდესაც დამსწრეებმა კახპების
გარეთ გაგდება და ეპისკოპოსის დაცვა სცადეს, რომელიც ამ სანა-
ხაობას თავზარდაცემული შესცქეროდა, ეკლესიაში caliès შემოიჭ-
რნენ. ოცამდე კეტებითა და ჯაჭვებით შეიარაღებული ბანდიტი
მრევლს დაერია, საბრალო ეპისკოპოსები! მათი სახლები უწმაწური
სიტყვებით მოხატეს. მონსენიორ რეილის სან ხუან დე მაგუანაში ის
ფურგონი აუფეთქეს დინამიტით, რომლითაც ეპარქიაში გადაად-
გილდებოდა, სახლში მკვდარი ცხოველები შეუყარეს, წუმპე შეას-
ხეს, ღამით ცოცხალი ვირთხები შეუშვეს, აიძულეს სიუდად ტრუხი-
ლიოში, სანტო დომინგოს კოლეჯში გახიზნულიყო. გაუტეხელი მონ-
სენიორ პანალი ლა ვეგაში მტკიცედ უძლებდა მუქარას, ცილისწა-
მებას, ლანძღვას. მარტვილების თიხით მოზელილი მოხუცი!
261
ერთ დღეს თურქი პადრე ფორტინის სახლში სახეშეშუპებული
გამოცხადდა.
– რა მოხდა, სალვადორ?
– ტრუხილიოს მოვკლავ, პადრე. მინდა ვიცოდე, სულს თუ წავიწ-
ყმედ, – ხმა გაებზარა, – მეტი აღარ შეიძლება იმის მოთმენა, რასაც
ეპისკოპოსებს და ეკლესიას უშვრებიან ამ გულისამრევი კამპანიით
ტელევიზიაში, რადიოსა და გაზეთებში. ამ ყველაფერს ბოლო უნდა
მოეღოს გველეშაპის თავის წაკვეთით. სულს წავიწყმედ?
პადრე ფორტინმა დაამშვიდა. ახალმოდუღებული ყავა მიართვა,
სანტიაგოს დაფნარში სასეირნოდ გაიყვანა. ერთი კვირის თავზე გა-
ნუცხადა, რომ ნუნციუსი, მონსენიორ ლინო სანინი სიუდად ტრუხი-
ლიოში იწვევდა პირად აუდიენციაზე. სალვადორი მორცხვად წარ-
სდგა ნუნციუსის ელეგანტურ სასახლეში მაქსიმო გომესის ქუჩაზე.
ეკლესიის უფლისწულმა პირველივე წუთიდან სიმშვიდე მოჰგვარა
იმ მოკრძალებულ გოლიათს, გახამებულ პერანგსა და ჰალსტუხში
რომ გამოწყობილიყო რომის პაპის წარმომადგენელთან შესახვედ-
რად.
როგორი ელეგანტური იყო და რა კარგად საუბრობდა მონსენი-
ორ სანინი! ნამდვილი უფლისწული. სალვადორს ბევრი სმენოდა
ნუნციუსზე. მისდამი კეთილად იყო განწყობილი. რადგან ამბობ-
დნენ, ტრუხილიო სძულსო. მართალია, ნეტა, რომ პერონი, რომე-
ლიც დომინიკის რესპუბლიკაში შვიდი თვე იყო შემოხიზნული, მა-
შინ წავიდა ქვეყნიდან, მისი უწმინდესობის ჩამოსვლა რომ შეიტყო?
მთელი ქვეყანა ამას ამბობდა. პალასიო ნასიონალში მივარდნილა
და ტრუხილიოსთვის უთქვამს: „თავს გაუფრთხილდით, თქვენო
ბრწყინვალებავ. ეკლესიას ვერ მოერევით. გახსოვდეთ, მე რაც და-
მემართა. სამხედროებს არ დავუმარცხებივარ, მღვდლებმა დამცეს
ბეჭებზე. ის ნუნციუსი, ვატიკანი რომ გიგზავნით, ზუსტად ისეთივეა,
ჩემთან რომ მოავლინეს, როცა ანაფორიანებთან დავიდარაბა და-

262
იწყო. მასთან ფრთხილად იყავით!“ეს თქვა ყოფილმა არგენტინელ-
მა დიქტატორმა, ჩემოდნები ჩაალაგა და ევროპაში გაიძურწა.
ამ შეხვედრის შემდეგ, თურქი მზად იყო, მონსენიორ სანინიზე
რასაც იტყოდნენ, ყველა სიკეთე ერწმუნა. ნუნციუსმა თავის კაბი-
ნეტში შეიყვანა, გამაგრილებელ სასმელზე მიიწვია, გაამხნევა, რომ
გული გადაეშალა, ესპანურად ესაუბრებოდა იტალიური მელოდიუ-
რობით, რომელიც სალვადორს ანგელოზთა გალობასავით ჩაესმო-
და. ნუნციუსი უსმენდა, როგორ უამბობდა სალვადორი, რომ მეტის
მოთმენა აღარ შეეძლო, რასაც რეჟიმი ეკლესიისა და ეპისკოპოსე-
ბის მიმართ სჩადიოდა, გონებას აკარგვინებდა, ხანგრძლი დუმი-
ლის შემდეგ სალვადორმა ნუნციუსის ბეჭდიანი ხელი აიღო:
– ტრუხილიოს მოვკლავ, მონსენიორ. ნუთუ შენდობას ვერ მო-
იპოვებს ჩემი სული?
ხმა ჩაუწყდა, თავდახრილი იდგა, მღელვარედ სუნთქავდა. ზურ-
გზე მონსენიორ სანინის მშობლიური ხელი იგრძნო. ბოლოს და ბო-
ლოს, როცა ამოიხედა, დაინახა, რომ ნუნციუსს ხელში თომა აქვი-
ნელის წიგნი ეჭირა, მის ცოცხალ თვალებში ეშმაკური ღიმილი
კრთოდა. გაშლილ წიგნში თითით ციტატა უჩვენა. სალვადორი და-
იხარა და წაიკითხა: „უფალი კეთილად უმზერს გველეშაპის ფიზი-
კურ განადგურებას, თუ ამით ხალხი თავისუფლებას მოიპოვებს“.
გაოგნებული გამოვიდა ნუნციუსის სახლიდან. დიდხანს იბორია-
ლა ჯორჯ ვაშინგტონის გამზირზე, ზღვის ნაპირას. ისეთ უჩვეულო
სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა, დიდი ხანი რომ არ განუცდია. გან-
გმირავს გველეშაპს და უფალი და მისი ეკლესია შეუნდობენ. რამე-
თუ სისხლით განიბანება ის სისხლი, მის სამშობლოს გველეშაპის-
გან რომ სდის. მაგრამ მოვა კი? გრძნობდა, რა საზარელ დაძაბუ-
ლობას შეეპყრო მისი მეგობრები. ხმას არავინ იღებდა, არც ირხე-
ოდნენ. მხოლოდ მათი სუნთქვა ისმოდა: საჭეს ჩაფრენილი ანტო-
ნიო იმბერტი გარეგნულად მშვიდად იყო, ჰაერს ღრმად და წყვეტი-
ლად ისუნთქავდა და ქუჩას თვალს არ აშორებდა; მის გვერდით ის-
263
მოდა ამადიტოს თანაბარი და ღრმა სუნთქვა, რომელსაც სახე ასევე
სიუდად ტრუხილიოსკენ მიექცია. მის სამ მეგობარს მასავით იარა-
ღი ეჭირათ ხელში. თურქი ხელით გრძნობდა Smit Wesson-ის ტარს,
წლების წინათ სანტიაგოში, მეგობრის რკინეულობის მაღაზიაში
რომ იყიდა. ამადიტოს, პისტოლეტ 45-ის გარდა, MI-ს შაშხანა – იან-
კების სასაცილო ძღვენი შეთქმულებისათვის – და Browning-ის ტი-
პის თექვსმეტკალიბრიანი თოფი ეჭირა, რომლის ლულაც ანტონი-
ოს მეგობრის, ესპანელი მიგელ ანხელ ბისიეს სახელოსნოში გა-
დაჭრეს. იარაღები საგანგებოდ დამუშავებული ვაზნებით იყო დატე-
ნილი, რომლებიც ასევე ესპანელმა, ანტონიოს უახლოესმა მეგო-
ბარმა და არტილერიის ყოფილმა ოფიცერმა, მანუელ დე ოვინ ფი-
ლომ მოუმზადათ. გადაცემის დროს დაარწმუნა, ყოველ ტყვიაში იმ
რაოდენობის სასიკვდილო ფხვნილი დევს, სპილოს მტვრად აქცევ-
სო. ღმერთმა ქნას! სალვადორმა შესთავაზა მეგობრებს, CIA-ს მიერ
გადმოცემული კარაბინები ლეიტენანტ გარსია გერეროსა და ანტო-
ნიო დე ლა მასას დაეჭირათ და მანქანის მარჯვენა მხარეს, ფანჯა-
რასთან დამსხდარიყვნენ. საუკეთესო მსროლელები იყვნენ, მათ
ეკუთვნოდათ ახლოდან პირველი გასროლა. ყველანი დათან-
ხმდნენ. მოვა? მოვა?
მონსენიორ სანინის მიმართ სალვადორ ესტრელია სადალას
მადლიერება და თაყვანისცემა კიდევ უფრო გაიზარდა საუბრიდან
რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა შეიტყო, რომ მერსედარიას ორ-
დენის მონაზვნებმა მისი და, ხისელა, – მონაზონი პაულინა, – სან-
ტიაგოდან პუერტო-რიკოში გადაიყვანეს. ხისელა, პატარა დაიკო,
სალვადორის უსაყვარლესი და იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ,
რაც თავი ეკლესიას მიუძღვნა და უფლის სასძლო გახდა. იმ დღეს,
მონაზვნად რომ აღიკვეცა და დედა პაულინა დაირქვა, თურქს თვა-
ლებიდან მსხვილი ცრემლები მოსწყდა. დედა პაულინასთან ყოფ-
ნის შემდეგ ყოველთვის უცნაურ შვებას, ამაღლებასა და სულიერ
თანხმობას გრძნობდა. გადამდები იყო ის სიმშვიდე და სიხარული,
264
მისი საყვარელი დაიკო რომ ასხივებდა, ის უშფოთველი სიმტკიცე,
რომლითაც უფალს საკუთარ სიცოცხლეს უძღვნიდა. პადრე ფორ-
ტინმა უთხრა ნუნციუსს როგორ ღელავდა სალვადორი თავისი მო-
ნაზონი დის ბედზე, თუ რეჟიმი შეთქმულებს გამოააშკარავებდა. ერ-
თი წამით არ დაუშვია, რომ პუერტო-რიკოში დედა პაულინას გადაყ-
ვანა შემთხვევით მოხდა. გონივრული და დიდსულოვანი გადაწყვე-
ტილება მიიღო ქრისტეს ეკლესიამ, განარიდა გველეშაპს უმანკო და
უცოდველი ახალგაზრდა, ჯონი აბესის ჯალათებს მუცელი რომ არ
ამოეყორათ. რეჟიმის ეს თვისება სალვადორში ყველაზე მეტ ზიზღს
იწვევდა: ვისი დასჯაც სურდათ, იმას აჩვენებდნენ როგორ ართმევენ
ყველაფერს, რაც ებადათ – ატყვევებდნენ და აგდებდნენ სამსახუ-
რებიდან მის მშობლებს, შვილებს და და-ძმებს. ეს შეთქმულება რომ
დამარცხდეს, დაუნდობლად იძიებენ შურს. მისი მამაც კი, გენერა-
ლი პირო ესტრელია, ქველმოქმედის ახლო მეგობარი, ტრუხილიოს
წვეულებებს რომ უმართავდა ლას ლავაში, სასჯელს ვერ ასცდებო-
და. მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული იყო. შვებას ჰგვრიდა იმაზე
ფიქრი, რომ ტრუხილიოს სისხლიანი ხელი დედა პაულინას პუერ-
ტო-რიკოს მონასტერში ვერ მისწვდებოდა. დროდადრო პაულინა
მკაფიო ხელით დაწერილ, ალერსიან და ხალისიან ბარათებს უგზავ-
ნიდა.
ღრმა რელიგიურობის მიუხედავად, სალვადორს ფიქრად არა-
სოდეს მოსვლია ხისელიტას გზა აერჩია და ეკლესიას შედგომოდა.
დის მოწოდებას აღტაცებითა და კეთილი შურით უმზერდა, მაგრამ
იცოდა, უფალმა ამ ნიჭით რომ არ დააჯილდოვა. ვერასოდეს შეს-
ძლებდა აღთქმის შესრულებას, განსაკუთრებით ხორციელი ვნების
სიწმინდის შესახებ. მეტისმეტად მიწიერი შექმნა უფალმა, მეტისმე-
ტად მიმყოლი იმ ინსტინქტებისა, წმინდა წერილის აღსასრულებ-
ლად ქრისტეს მიმდევარს საკუთარ თავში რომ უნდა დაეთრგუნა.
ქალები ყოველთვის ძალიან უყვარდა – ახლაც კი, ცოლქმრობის
უღელს ერთგულად რომ ეწეოდა, დროდადრო ცოდვაში ვარდებო-
265
და, რაც დიდხანს ქენჯნიდა მის სინდისს – ხორბლისფერი გოგონა,
წელვიწრო და თეძოგამოყვანილი, სექსუალური ტუჩებითა და ცეც-
ხლოვანი თვალებით, – ტიპური დომინიკელი ლამაზმანი, თავისი
გამომწვევი გამოხედვით, სიარულით, საუბრითა და ხელების მოძ-
რაობით სალვადორს გულს უფორიაქებდა, სურვილსა და ფანტაზი-
ას უღვიძებდა.
ცდუნებებს, ჩვეულებრივ, უძლებდა ხოლმე. რამდენჯერ დაუცი-
ნიათ მეგობრებს, განსაკუთრებით ანტონიო დე ლა მასას, ტავიტოს
სიკვდილის შემდეგ სმასა და ქეიფს რომ გადაჰყვა. ბევრჯერ უთ-
ქვამს უარი ანტონიოსთვის გამთენიისას ბორდელში გაყოლაზე, ან
იმ სახლებში სტუმრობაზე, სიძვის შუამავლები გოგონებს ქალიშვი-
ლობის დასაკარგად რომ ახვედრებდნენ. ისეც მომხდარა, რომ გაჰ-
ყოლია კიდეც, მაგრამ მწარე დღეების გემო კარგა ხანს ტანჯავდა.
ბოლო დროს ამ დაცემასაც ტრუხილიოს აბრალებდა. გველეშაპის
ბრალი იყო, ამდენი დომინიკელი ბოზებში, ბახუსსა და სხვა ცდუნე-
ბებში რომ ეძებდა სასოწარკვეთილების მალამოს, რადგან თავი-
სუფლებადაკარგული და ღირსებააყრილი ცხოვრობდნენ იმ ქვეყა-
ნაში, სადაც ადამიანური სიცოცხლე ჩალის ფასიც არ ღირდა. ტრუ-
ხილიო დემონის ყველაზე ნაყოფიერი მოკავშირე იყო.
– ის არის! – იბღავლა ანტონიო დე ლა მასამ.
ამადიტომ და ტონი იმბერტმა ერთდროულად დაიძახეს:
– ის არის! ის არის!
– დაიძარი! ჯანდაბა!
ანტონიო იმბერტი უკვე დაძრული იყო და აქამდე ცხვირით სი-
უდად ტრუხილიოსკენ გაჩერებული „შევროლეს“ ბორბლებს უკვე
მოსახვევში აღრჭიალებდა – სალვადორს დეტექტიური ფილმები
გაახსენდა – მანქანა სან კრისტობალის გზაზე გასწორდა, სადაც
უკაცრიელ და ბნელ ქუჩაში ნელ-ნელა შორდებოდათ ტრუხილიოს
მანქანა. ის იყო? სალვადორს არ დაუნახავს, მაგრამ მისი თანამ-
ზრახველები ისეთი თავდაჯერებულები ჩანდნენ, უეჭველად ის უნდა
266
ყოფილიყო. ის უნდა იყოს! გული მკერდიდან ამოვარდნას ლამობ-
და. ანტონიომ და ამადიტომ მანქანის ფანჯრები ჩამოსწიეს, იმბერ-
ტი საჭისკენ ისე გადახრილიყო, როგორც მხედარი, ცხენი დაბრკო-
ლებას რომ უნდა გადაახტუნოს, რაც უფრო უმატებდა სიჩქარეს, ქა-
რი უფრო ღონივრად სცემდათ სახეში, სალვადორი თვალებს ვერ
ახელდა. თავისუფალი ხელი თვალზე მიიფარა, მეორეთი – რევოლ-
ვერს ჩაეჭიდა, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ წინ მიმავალი მანქა-
ნის წითლად მოციმციმე შუქებს.
– ნამდვილად ვაცის „შევროლეა“, ამადიტო? – დაუყვირა სალ-
ვადორმა.
– ნამდვილად, ნამდვილად – დაიჭექა ლეიტენანმა, – მძღოლი
ვიცანი, საკარიას დე ლა კრუსი ზის საჭესთან. ხომ გითხარით, მოვა-
მეთქი?
– გაუჩქარე, ამის დედა ვატირე, – მესამედ თუ მეოთხედ გაიმეო-
რა ანტონიო დე ლა მასამ, თავი მანქანიდან გადაჰყო და თავისი
მოკლელულიანი თოფი გაიშვირა.
– მართალი იყავი, ამადიტო, – დაიყვირა სალვადორმა, – მოვი-
და და თან ესკორტის გარეშე, როგორც შენ თქვი!
ლეიტენანტს თოფი ორივე ხელით ეჭირა. სალვადორისკენ ზურ-
გშექცეული იჯდა, თითი ჩახმახზე ედო, მხარზე MI-ის ტარი მიეყ-
რდნო. „მადლობა, უფალო ჩემო, შენი დომინიკელი შვილების სახე-
ლით“, ილოცა სალვადორმა.
ანტონიო დე ლა მასას „შევროლე“ გზატკეცილზე მიჰქროდა,
დისტანციას ამოკლებდა ღია ცისფერ მანქანასთან, რომელიც ამა-
დიტო გარსია გერეროს ამდენჯერ აუწერია დაწვრილებით. თურქმა
თვალი შეავლო ოფიციალურ შავ-თეთრ სანომრე ნიშანს 0-1823 და
მანქანის უკანა ფანჯარაზე დაშვებულ ფარდას. დიახ, ეს ის მანქანა
იყო, რომლითაც უფროსი კაობას სახლში, სან კრისტობალში დადი-
ოდა. სალვადორს არაერთხელ დასიზმრებია კოშმარები იმ „შევ-
როლეზე“, ახლა ტონი იმბერტი რომ მართავდა: თითქოს მიდიოდ-
267
ნენ, როგორც ახლა, მთვარიან და ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს
და ეს ახალთახალი მანქანა, დევნისთვის გამზადებული, მოულოდ-
ნელად, სიჩქარეს კარგავდა, ღოღვას იწყებდა და ბოლოს დაწყევ-
ლილივით ერთ ადგილზე ჩერდებოდა. სალვადორი ხედავდა, რო-
გორ იკარგებოდა სიბნელეში ქველმოქმედის ავტომობილი.
ცისფერი „შევროლე“ სიჩქარეს უმატებდა – საათში ასი კილო-
მეტრი სიჩქარით მიდიოდა ალბათ და მკაფიოდ ჩანდა იმ გრძელი
შუქების ფოკუსში, რომელიც იმბერტმა ჩართო. სალვადორმა დაწ-
ვრილებით იცოდა იმ მანქანის ამბავი მას შემდეგ, რაც ლეიტენანტ
გარსია გერეროს ინიციატივა გაიზიარეს და შეთანხმდნენ, რომ
ტრუხილიო სან კრისტობალში თავისი ყოველკვირეული მგზავრო-
ბის დროს მოექციათ ალყაში. კარგად იცოდნენ, თავდასხმის წარმა-
ტება მანქანის სიჩქარეზე რომ იყო დამოკიდებული. ანტონიო დე ლა
მასა ავტორბოლის მოყვარული იყო. „ლა სანტო დომინგო მოტო-
რის“ სახელოსნოში არ გაჰკვირვებიათ, რომ ადამიანს, რომელსაც
სამსახური ჰაიტის საზღვართან ჰქონდა და ყოველ კვირას ასობით
კილომეტრს გადიოდა, განსაკუთრებული მანქანა მოუსურვებია.
მათ ურჩიეს „შევროლე ბისკეინი“ და მათვე შეუკვეთეს ამერიკის შე-
ერთებულ შტატებში. სიუდად ტრუხილიოში სამი თვის შემდეგ ჩამო-
ვიდა. სალვადორს ახსოვს ის დღე, მანქანაში რომ ჩასხდნენ შესა-
მოწმებლად და სიცილით გაიგუდნენ ინსტრუქციის კითხვისას, სა-
დაც ეწერა, რომ ამ მოდელის მანქანით ნიუ-იორკის პოლიცია კრი-
მინალებს დასდევს. კონდიციონერი, ავტომატური გადამცემი, ჰიდ-
რავლიკური მუხრუჭები და 3.500 ცილინდრის ძრავა. შვიდი ათასი
დოლარი დაჯდა და ანტონიომ შენიშნა: პესოები უკეთესად არასო-
დეს დაბანდებულაო. მოკას შემოგარენში გასინჯეს და ბუკლეტი არ
ცრუობდა: საათში 160 კილომეტრი სიჩქარე შეეძლო აეკრიფა.
– ფრთხილად, ტონი, – სალვადორი მიხვდა, რომ მანქანის
ფრთა რაღაცას წამოედო და ჩაიჭყლიტა. ანტონიოს და ამადიტოს
არაფერი უგრძნიათ. თავი და იარაღი ფანჯრიდან გადაეყოთ და მო-
268
უთმენლად ელოდნენ, იმბერტი როდის დაეწეოდა ტრუხილიოს ავ-
ტომობილს. მხოლოდ ოციოდე მეტრი აშორებდათ, ქარაშოტი გა-
უსაძლისი იყო, სალვადორი თვალს არ აშორებდა ტრუხილიოს მან-
ქანის უკანა ფანჯარაზე დაშვებულ ფარდას. ბრმად უნდა გაესრო-
ლათ, ტყვიებით უნდა დაეცხრილათ მთელი უკანა სავარძელი. უფა-
ლს შეევედრა, ვაცის გვერდით ვინმე უბედურ დღეზე გაჩენილი არ
მჯდარიყო, რომელიც კაობას სახლში მიჰყავდა.
მოულოდნელად, თითქოს მიხვდა, რომ ვიღაც მოსდევდა ან
სპორტული ინსტინქტის ჟინით – სხვა მანქანას რომ არ გაესწრო –
უფროსის „შევროლემ“ სიჩქარეს მოუმატა და დისტანცია რამდენი-
მე მეტრით გაზარდა.
– დაუჩქარე, ამის დედა ვატირე, – უბრძანა ანტონიო დე ლა მა-
სამ, – უფრო ჩქარა, უფრო ჩქარა!
რამდენიმე წუთში მდევრების მანქანამ მანძილი შეამოკლა, სულ
უფრო მიუახლოვდა ტრუხილიოს „შევროლეს“, და, სხვები? პედრო
ლივიო და უასკარ ტეხედა რატომ არ ჩანან? ანტონიოს „ოლდსმო-
ბილით“ სულ რაღაც ორ კილომეტრში იყვნენ დაბანაკებული, წე-
სით, უკვე გზა უნდა გადაეჭრათ ტრუხილიოსთვის. იმბერტს დაავიწ-
ყდა, ფარები რომ აენთო და ჩაექრო სამჯერ ზედიზედ? არც ფიფი
პასტორისა ჩანდა სალვადორის ძველი „მერკურით“, „ოლდსმობი-
ლიდან“ კიდევ ორი კილომეტრის მოშორებით რომ იდგა. უკვე გაი-
არეს ალბათ ორი, სამი, ოთხი ან მეტი კილომეტრი. სად არიან?
– ნიშანის მიცემა დაგავიწყდა, ტონი, – დაიყვირა თურქმა, – უკან
ჩამოვიტოვეთ პედრო ლივიო და ფიფი!
ტრუხილიოს მანქანას დაახლოებით რვა მეტრი აშორებდათ,
ტონი შუქებს ანთებდა, სიგნალს აძლევდა, გზის დათმობას ითხოვ-
და.
– მიეკარი უფრო! – დაიქუხა ანტონიო დე ლა მასამ.
ცოტა ხანს კიდევ მიიწევდნენ წინ, ცისფერი „შევროლე“ გზის შუა-
გულს არ თმობდა, ტონის სიგნალებს ყურადღებას არ აქცევდა. სად
269
ჯანდაბაშია „ოლდსმობილი“ პედრო ლივიოთი და უასკარით? სად
არის მისი „მერკურით“ ფიფი პასტორისა? როგორც იქნა, ტრუხილი-
ოს მანქანამ მარჯვენა მხარე აიღო და გასასწრებად გზაზე საკმარისი
ადგილი დატოვა.
– მიეკარი, უფრო მიეკარი, – უბრძანა გაცოფებულმა ანტონიო
დე ლა მასამ.
იმბერტმა სიჩქარეს მოუმატა და რამდენიმე წამში ცისფერ „შევ-
როლეს“ გაუსწორდა. მანქანის გვერდით ფანჯრებზე ფარდა იყო ჩა-
მოშვებული, ამიტომ სალვადორს ტრუხილიო არ დაუნახავს, მაგ-
რამ მკაფიოდ გაარჩია ყველასთვის ნაცნობი საკარიას დე ლა კრუ-
სის ჩოფურა, უხეში სახე და სწორედ იმ წამს, ყურის აპკები კინაღამ
დაუსკდა ანტონიოსა და ლეიტენანტის ერთდროულად დაშენილი
ტყვიების ბათქაბუთქით. მანქანები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან,
რომ ტრუხილიოს ავტომობილის უკანა ფანჯრების ჩამომსხვრევი-
სას, შუშის ნატეხები მათ მანქანაში შეცვივდა, სალვადორმა იგ-
რძნო, როგორ დაეჩხვლიტა სახე პაწაწინა ნამსხვრევებით. სიზმარ-
ში გაელვებული მოჩვენებასავით დალანდა საკარიას თავის უცნაუ-
რი მოძრაობა. რამდენიმე წამის შემდეგ, ამადიტოს მხარს ზემოთ
სალვადორიც ისროდა.
სროლა რამდენიმე წამს გაგრძელდა, და ახლა, სალვადორს
ბორბლების ღრჭიალმა დაუყენა თმა ყალყზე, – ტონიმ მანქანა უხე-
შად დაამუხრუჭა და ტრუხილიოს „შევროლე“ უკან მოიტოვა. სალ-
ვადორმა თავი მოაბრუნა და დაინახა, ტრუხილიოს ავტომობილი
როგორ ხაზავდა ზიგზაგებს, თითქოს უნდა ამოყირავებულიყო, მაგ-
რამ ბოლოს გაჩერდა. არც მოხვევას ცდილობდა, არც გაქცევას.
– გაჩერდი, გაჩერდი! – ბღაოდა ანტონიო დე ლა მასა, – მოატ-
რიალე, ამის დედა ვატირე!
ტონიმ იცოდა, რასაც აკეთებდა. სწრაფად დაამუხრუჭა თითქმის
იმავე დროს, ტრუხილიოს დაცხრილული მანქანა რომ გაჩერდა,
მაგრამ უხეში დამუხრუჭებისგან მანქანა ისე შეყანყალდა, ლამის
270
ამობრუნდა და ახლა თავიდან, ნელა დააჭირა მუხრუჭს ფეხი. შემ-
დეგ წამის დაუკარგავად წრეზე დატრიალდა – სხვა მანქანის ჭაჭა-
ნება არ იყო, – საწინააღმდეგო მიმართულება აიღო და ტრუხილიოს
მანქანისკენ წავიდა, რომელიც ისე აბსურდულად იდგა ანთებული
ფარებით სულ ასიოდე მეტრში, თითქოს მათ ელოდა. როდესაც ამ
გზის ნახევარი გაიარეს გაჩერებული ავტომობილის ფარები ჩაქრა,
მაგრამ თურქი თვალს არ აშორებდა და მაინც ხედავდა: ისევ იქ იდ-
გა, სადაც დატოვეს, ტონი იმბერტის მანქანის ფარების შუქი ეცემო-
და.
– თავი ჩასწიეთ, დაიხარეთ, – დაიყვირა ამადიტომ, – გვესვრი-
ან!
მარცხენა ფანჯრის შუშა გასკდა. სალვადორმა სახესა და ყელში
ჩხვლეტა იგრძნო. სწრაფი დამუხრუჭების ძალამ სხეულით წინ გა-
დააგდო. მანქანამ გაიჭრიალა, მთელ გზაზე ზიგზაგები მოხაზა, აყან-
ყალდა და ჩაკვდა. იმბერტმა ფარები ჩააქრო. სრული წყვდიადი ჩა-
მოწვა. სალვადორი გრძნობდა, რომ მის გარშემო ისროდნენ. რა
მომენტში გადმოხტნენ ის, ამადიტო, ტონი და ანტონიო მანქანიდან?
ოთხივენი გარეთ იყვნენ, მანქანის კარებს ეფარებოდნენ და ის-
როდნენ იმ მხარეს, სადაც იყო – სადაც უნდა ყოფილიყო – ტრუხი-
ლიოს მანქანა. ვინ ისვრის? მძღოლის გარდა, ვაცის გვერდით კიდევ
იყო ვინმე? ირგვლივ ნამდვილად ტყვიების ზუზუნი ისმოდა, ნაპერ-
წკლებივით ანათებდნენ „შევროლეს“, ლითონს რომ ხვრეტდნენ და
მისი ერთ-ერთი მეგობარი დაჭრეს.
– თურქო, ამადიტო, მოგვეფარეთ, – უბრძანა ანტონიო დე ლა
მასამ, – ტონი, წამოდი, ბოლომდე უნდა ჩავაძაღლოთ.
და, სწორედ ამ დროს, მკრთალ, მოცისფრო ბინდში სალვადორ-
მა დაინახა, ორი დაოთხილი ფიგურა როგორ გარბოდა ტრუხილი-
ოს მანქანისკენ.

271
– არ ისროლო, თურქო, – თქვა ამადიტომ, მიწაზე მუხლებით ჩა-
ჩოქილიიყო, თოფით სამიზნეს ეძებდა, – ჩვენებს არ ვესროლოთ.
ყურადღებით იყავი. ამ მხრიდან არ გაგვეპარონ.
ხუთი, რვა, ათი წამის შემდეგ, სრული სიჩუმე ჩამოწვა. სალვა-
დორმა შენიშნა, რომ მის მარჯვნივ, გზაზე, სიუდად ტრუხილიოსკენ
მთელი სიჩქარით მიჰქროდა ორი მანქანა. რამდენიმე წამის შემდეგ
კვლავ გაისმა თოფის სროლის ხმა და რევოლვერის ჯერი, სროლა
ცოტა ხანს გაგრძელდა და მიწყდა. და, მაშინ ანტონიო დე ლა მასას
ბღავილმა უკუნი ღამე გააპო:
– მკვდარია, წყეულიმც იყოს!
ის და ამადიტო გაიქცნენ. რამდენიმე წამში სალვადორი შეჩერ-
დება, კისერს წაიგრძელებს და ტონი იმბერტისა და ანტონიოს
მხრებქვეშ დაინახავს: ერთი – სანთებელით, და მეორე ანთებული
ასანთის ღერით ხელში როგორ ათვალიერებენ სისხლით მოთ-
ხვრილ, სახედაფლეთილ, მწვანე ზეთისხილისფერ სამოსში გამოწ-
ყობილ სხეულს, რომელიც ასფალტზე დამდგარი სისხლის გუბეში
წევს. გველეშაპი მკვდარია! ზეცისთვის მადლობის შეწირვის დრო
არ იყო, ესმოდა, როგორ მორბოდნენ მათკენ და მკაფიოდ ესმოდა
სროლის ხმა ტრუხილიოს მანქანის უკანა მხრიდან. დაუფიქრებ-
ლად ასწია რევოლვერი და გაისროლა, დარწმუნებულმა, რომ
caliès ან სამხედრო ადიუტანტები იყვნენ, უფროსის დასახმარებ-
ლად რომ მორბოდნენ, და ამ დროს, ძალიან ახლოს, პედრო ლივიო
სედენიოს გმინვა შემოესმა, რომელსაც მისი ტყვიის ჯერი მისწვდა.
თითქოს ფეხქვეშ მიწა გაიპო და ქვესკნელიდან ხარხარით თავად
ეშმა წამოიმართა.

272
13

– მართლა აღარ გინდა არეპა?36 – ალერსიანად ჩააცივდა მამი-


და ადელინა, – მიდი, ცოტა მოინდომე. პატარა გოგო რომ იყავი, ყო-
ველთვის, როცა შინ მოდიოდი, არეპას მთხოვდი. უკვე აღარ მოგ-
წონს?
– რა თქმა უნდა, მომწონს, მამიდა, – ეწინააღმდეგება ურანია, –
მაგრამ ამდენი არასოდეს მიჭამია ცხოვრებაში, ძილი აღარ მომეკა-
რება.
– კარგი, აქ იქნება, ცოტა ხანში თუ მოისურვებ, – თმობს მამიდა
ადელინა.
ხმის სიმტკიცე და გონების სიცხადე მკვეთრად განსხვავდება მი-
სი დაჩიავებული გარეგნობისგან. გამოწურულია, თითქმის გაქაჩ-
ლებულა – მეჩხერი თეთრი თმიდან მოტიტვლებული კანის ნაფლე-
თები უჩანს – სახე ათასი ნაოჭით დაღარვია, ლაპარაკისა და ჭამის
დროს ხელოვნური კბილის პროთეზი უყანყალებს. ქალის ნამ-
სხვრევია იმ სავარძელში ნახევრად ჩაკარგული, სადაც ლუსინდამ,
მანოლიტამ, მარიანიტამ და ჰაიტიელმა მოსამსახურემ ჩააწვინეს
მეორე სართულიდან ჩამოყვანის შემდეგ. მამიდამ დაჟინებით მო-
ითხოვა, სასადილო ოთახში ეჭამა თავისი ძმის, აგუსტინის ამდენი
წლის შემდეგ მოულოდნელად გამოცხადებულ ქალიშვილთან ერ-
თად. მამამისზე უმცროსია თუ უფროსი? ურანიას არ ახსოვს. ენერ-
გიულად საუბრობს. მის ჩაცვენილ თვალებში გონიერების სხივი
კრთის. „ვერასდროს ვიცნობდი“, ფიქრობს ურანია. ვერც ლუსინდას
და მით უფრო მანოლიტას, რომელიც ბოლოს მაშინ ნახა, თერთმე-
ტი თუ თორმეტი წლისა რომ იყო და ახლა უკვე ხანში შესული სენი-

36
არეპა – სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული სიმინდის ფქვილით
დამზადებული მრგვალი პური, რომელსაც ხორცით ან ბოსტნეულით
ტენიან, რეგიონების მიხედვით.
273
ორაა, სახე და ყელი დანაოჭებული აქვს, ცუდად შეღებილ შავ თმას
მოლურჯო ფერი დაჰკრავს. მარიანიტა, ლუსინდას ქალიშვილი,
ოცი წლისა იქნება: სიფრიფანა, ფერმკრთალი, ძალიან მოკლედ
შეკრეჭილი თმა და სევდიანი თვალები აქვს. ურანიას თვალს ვერ
წყვეტს, მოჯადოებულივითაა. ნეტა, ურანიაზე რა ამბები სმენია?
– არ მჯერა, რომ შენ ხარ და აქ ხარ, – მამიდა ადელინა ძმის-
შვილს გამჭოლად უმზერს, – აღარ მეგონა, თუ კიდევ გნახავდი.
– ხედავ, მამიდა, აგერ გყავარ. როგორ მიხარია.
– მეც, შვილო. აგუსტინი ალბათ სიხარულით ცას ეწია. ჩემი ძმა
შეგუებული იყო, რომ ვერასოდეს გნახავდა.
– არ ვიცი, მამიდა, – ურანია თავის დასაცავად ემზადება, გული
უგრძნობს, საყვედურებისა და უხერხული შეკითხვების მოსმენა
რომ მოუწევს, – მთელი დღე მასთან ვიყავი და ერთი წამითაც არ
მიგრძნია, რომ მიცნო.
– რასაკვირველია, გიცნო, ურანია, – ამტკიცებს ლუსინდა.
– მეტყველება რომ არ შეუძლია, არაფერი ეტყობა, – კვერს უკ-
რავს მანოლიტა – მაგრამ ყველაფერი ესმის, მისი გონება ჯანსაღია.
– კვლავ ძველებურად ჭკუის კოლოფია, – იცინის მამიდა ადე-
ლინა.
– ვიცით, რადგან ყოველდღე ვხედავთ, – ასკვნის ლუსინდა –
გიცნო და გააბედნიერე შენი ჩამოსვლით.
– ღმერთმა ქნას, მამიდაშვილო.
სიჩუმე ჩამოწვა, ვიწრო სასადილო ოთახის მაგიდასთან ერთმა-
ნეთს მზერას უსწორებენ. ურანიას ბუნდოვნად ახსოვს ეს შუშის ვიტ-
რინა და რელიგიური ნახატები, ფერდაკარგულ მწვანე კედელზე
რომ ჰკიდია. აქაც ვერაფერს გრძნობს მშობლიურს. მის მეხსიერე-
ბაში მამიდა ადელინასა და ძია ანიბალის სახლი – სადაც ლუსინ-
დასთან და მანოლიტასთან სათამაშოდ მოდიოდა – დიდი იყო, ნა-
თელი, ელეგანტური და ჰაეროვანი, ახლა აქაურობა დამთრგუნვე-
ლი ავეჯით გაჭედილი გამოქვაბულია.
274
– თეძოს ძვლის მოტეხვამ სამუდამოდ გამყარა აგუსტინთან, –
ცეროდენა მუშტი შეკრა მამიდა ადელინამ სკლეროზით დაღვარჭნი-
ლი თითებით, – ადრე საათობით ვიყავი მასთან. დიდხანს ვსაუბ-
რობდით ხოლმე. მე არ მჭირდებოდა მოყოლა იმის გასაგებად, რისი
თქმაც უნდოდა. საბრალო ჩემი ძმა! აქ მოვიყვანდი. მაგრამ, სად, ამ
სოროში?
გულჯავრიანად საუბრობს.
– ტრუხილიოს სიკვდილი ოჯახისთვის დასასრულის დასაწყისი
იყო, – ამოიხვნეშა ლუსინდიტამ და უცებ აგანგაშდა, – მაპატიე, ბი-
ძაშვილო. შენ გძულს ტრუხილიო, ხომ მართალია?
– მანამდე დაიწყო, – უსწორებს მამიდა ადელინა და ურანიას
აინტერესებს, რას იტყვის.
– როდის, ბებია? – ჰკითხა ძაფივით წვრილი ხმით ლუსინდას
უფროსმა ქალიშვილმა.
– „ფორო პუბლიკოში“ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, ტრუ-
ხილიოს მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, – დამაჯერებლად
ამბობს მამიდა ადელინა, პაწაწინა თვალებით სიცარიელეს ბურ-
ღავს, – 61 წლის იანვარში. ჩვენ გავაგებინეთ მამაშენს ეს ამბავი
სისხამ დილით, ანიბალმა პირველმა წაიკითხა გაზეთი.
– წერილი ფორო პუბლიკოში? – ურანია ეძებს, ეძებს თავის მეხ-
სიერებაში, – აა, კი.
– სავარაუდოდ მნიშვნელოვანი არაფერია, სისულელეა და მა-
ლე გაირკვევა, – უთხრა თავისმა სიძემ ტელეფონში, ისეთი აღელ-
ვებული და აღგზნებული ჩანდა ანიბალი და ისე ყალბად ისმოდა მი-
სი ხმა, რომ სენატორს გაუკვირდა: რა მოუვიდა ანიბალს? – არ წა-
გიკითხავს „ელ კარიბე“?
– ამ წუთში შემომიტანეს გაზეთები, ჯერ არ გადამიშლია.
ნერვიული ჩახველება შემოესმა.

275
– კეთილი, იქ ერთი წერილია, ჭკუის კოლოფო, – შეეცადა მსუ-
ბუქად გახუმრებოდა სიძე, – სისულელეები. რაც შეიძლება მალე გა-
არკვიე.
– გმადლობ, რომ დამირეკე, – დაემშვიდობა სენატორი კაბრა-
ლი, – აკოცე ადელინას და გოგონებს. გამოვივლი თქვენ სანახავად.
ოცდაათი წლის განმავლობაში პოლიტიკური ძალაუფლების
მწვერვალზე ყოფნამ აგუსტინ კაბრალს წარმოუდგენელი გამოცდი-
ლება შესძინა ხაფანგების, ხრიკების, ჩასაფრებისა და ღალატის შე-
სახებ, კარგად იცოდა „ფორო პუბლიკოში“ – გაზეთ „ელ კარიბეს“
ყველაზე წაკითხულ და სახიფათო სვეტში – მის წინააღმდეგ გამოქ-
ვეყნებული წერილი მთავრობის სასახლიდან რომ იყო ნაკარნახევი
და ქვეყნის პოლიტიკური ბარომეტრის საზომს წარმოადგენდა, მაგ-
რამ სიმშვიდე შეინარჩუნა. პირველად აღმოჩნდა ამ ჯოჯოხეთურ
სვეტში: სხვა მინისტრები, სენატორები და ბიუროკრატები არაერ-
თხელ გახვეულან ამ კოცონის ალში, ის – აქამდე არასოდეს. სასა-
დილო ოთახში დაბრუნდა. სკოლის უნიფორმაში გამოწყობილი მი-
სი გოგონა მაგიდასთან იჯდა და საუზმობდა. მანგუს მიირთმევდა –
კარაქში გამლღვალ ბანანსა და შემწვარ ყველს. თმაზე აკოცა, „გა-
მარჯობა, მამა“, პირისპირ დაუჯდა და სანამ მოსამსახურე ყავას და-
უსხამდა, ფრთხილად, უშფოთველად გაშალა მაგიდის კიდეზე ჩამო-
დებული დაკეცილი გაზეთი, გვერდები გადაფურცლა და „ფორო
პუბლიკოზე“ გაჩერდა.

სენიორ დირექტორო,
ამ წერილს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა მკარნა-
ხობს, მინდა წუხილი გამოვთქვა იმ ზიანის გამო, დომინიკელ მოქა-
ლაქეებსა და მათი გამოხატვის შეუზღუდავ თავისუფლებას რომ ად-
გება, რომლის გარანტიც ამ ქვეყანაში გენერალისიმუსია. იმას ვგუ-
ლისხმობ, რომ აქამდე თქვენი პატივსაცემი გაზეთის გვერდებზე
არასოდეს გამოქვეყნებულა ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტი
276
სენატორ აგუსტინ კაბრალის, მეტსახელად ჭკუის კოლოფის (საინ-
ტერესოა, რა ღირსებების გამო შეარქვეს?), სენატის პრეზიდენტო-
ბიდან გათავისუფლების შესახებ საჯარო სამსახურის სამინისტრო-
ში არაკეთილსინდისიერი მართვის გამო. მოგეხსენებათ, ამ თანამ-
დებობას იკავებდა სულ ცოტა ხნის წინ. ასევე ცნობილია, რომ საგა-
მოძიებო კომისია რეჟიმისთვის დამახასიათებელი სკრუპულოზუ-
რობით სწავლობს თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გა-
მოყენების ფაქტებსა და ხლართებს: არაკანონიერი შემოსავლები,
უვარგისი მასალის შესყიდვა გადაჭარბებული ფასებით, ბიუჯეტის
წინასწარგამიზნული, ხელოვნური გაზრდა, რასაც სენატორი მინის-
ტრის თანამდებობაზე ახორციელებდა.
ნუთუ, ტრუხილიოს მიმდევარ ხალხს უფლება არა აქვს ინფორ-
მირებული იყოს ასეთი მძიმე მოვლენების შესახებ?
პატივისცემით,
ინჟინერი ტელესფორო იდალგო
საინო დუარტეს ქუჩა N. 171
სიუდად ტრუხილიო

– გავიქეცი, მამა, – ესმის სენატორ კაბრალს, მცირე ჟესტითაც


კი არ გაუცია თავისი შინაგანი მღელვარება, მშვიდად მოიშორა სა-
ხიდან გაზეთი, რომ გოგონასთვის ეკოცნა, – სკოლის ავტობუსით
ვერ დავბრუნდები. ბეისბოლის სათამაშოდ დავრჩები. ფეხით მო-
ვალ სახლში მეგობრებთან ერთად.
– ფრთხილად გადაჭერი ქუჩა, ურანიტა.
ფორთოხლის წვენი დალია, ახალმოდუღებული, ქაფქაფა ყავა
დააყოლა აუჩქარებლად, მაგრამ მანგუ არ გაუსინჯავს, არც შემწვა-
რი ყველისა და გახუხული თაფლიანი პურისთვის უხლია ხელი. თა-
ვიდან გადაიკითხა სიტყვა-სიტყვით, მარცვალ-მარცვალ, ასო-ასო
„ფორო პუბლიკოს“ წერილი. უეჭველად ლოთი კონსტიტუციონა-
ლისტის გამოცხობილი იყო დიდოსტატურად შეთხზული პასკვილი,
277
ცხადია, უფროსის დაკვეთით. ვერავინ გაბედავდა, დაეწერა, მით
უფრო, გამოექვეყნებინა მსგავსი წერილი ტრუხილიოს თანხმობის
გარეშე. ბოლოს როდის ნახა? გუშინწინ, სეირნობის დროს. კაბრა-
ლისთვის არ დაუძახია, მის გვერდით რომ გაევლო, მთელი საღამო
გენერალ რომანსა და გენერალ ესპაილიატს ესაუბრებოდა, მაგრამ
მიესალმა, ოდნავ განსხვავებულად. თუ, არა? მეხსიერება დაძაბა.
შენიშნა რაღაცნაირი სიმკაცრე მის ბასრ, გამჭოლ მზერაში, რომე-
ლიც ვისაც აკვირდებოდა, სხეულს უბურღავდა და სულს სწვდებო-
და. რაღაც გულგრილობა იგრძნო მის სალამში? წარბები შეჭმუხნა?
არა, არაბუნებრივი არაფერი აგონდება.
მზარეულმა ჰკითხა, სადილად თუ მოვიდოდა. არა, მხოლოდ
ვახშმად. როდესაც ალელიმ ვახშმის მენიუ შესთავაზა, თავი დაუკ-
რა. გაიგონა, რომ სენატის პრეზიდენტის მანქანა მოადგა მისი სახ-
ლის ჭიშკარს, საათს დახედა: ზუსტად რვა საათია. ტრუხილიოს წყა-
ლობით აღმოაჩინა, რომ „დრო ოქროა“. სხვათა მსგავსად ახალგაზ-
რდობიდანვე გაითავისა უფროსის აკვიატებები. წესრიგი, სიზუსტე,
დისციპლინა, სრულყოფილება, სენატორ აგუსტინ კაბრალმა ერთ
თავის დისკურსში უთხრა კიდეც: „მისი ბრწყინვალების წყალობით
აღმოვაჩინეთ დომინიკელებმა პუნქტუალობის სასწაულები“. პიჯაკი
შემოიცვა და ქუჩისკენ გაემართა: „სენატის პრეზიდენტობიდან რომ
გადავეყენებინე, მანქანა არ მომაკითხავდა“. მისმა თანაშემწემ
ავიაციის ლეიტენანტმა უმბერტო არენალმა, რომელსაც არასოდეს
დაუმალავს თავისი თანამშრომლობა SIM-თან, მანქანის კარი გა-
უღო. ოფიციალური მანქანა, საჭესთან – თეოდოსო. თანაშემწეც
აქაა. სადარდებელი არაფერია.
– ვერასოდეს გაიგო, რატომ შეემთხვა უსიამოვნება? – უკვირს
ურანიას.
– ზუსტად ვერასოდეს, – ამბობს მამიდა ადელინა, – ვარაუდი
ბევრი იყო, უეჭველი – არაფერი. წლიდან წლამდე კითხულობდა
აგუსტინი, რა გავაკეთე ისეთი, ტრუხილიო ერთ დღეში რომ ასე გა-
278
მინაწყენდაო. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურა,
ერთ წამში კეთროვანად გადაიქცა.
ურანია ყურადღებით აკვირდება, როგორ უსმენს ყველაფერს მა-
რიანიტა.
– უცხოპლანეტელების ამბები გგონია, არა, მარიანიტა?
გოგონა წითლდება.
– ისეთი დაუჯერებელია, დეიდა, როგორც ორსონ უელსის ფილ-
მში „პროცესი“, კინოს კლუბში გაუშვეს ამ ცოტა ხნის წინათ, ენტონი
ჰოპკინსს რომ ასამართლებენ და სიკვდილს უსჯიან ისე, რომ მიზეზს
ვერ გაიგებს.
გოგონა ორივე ხელით სახეს ინიავებს. შემდეგ კვლავ საუბარში
ერთვება:
– ამბობდნენ, უსიამოვნება შეემთხვა, რადგან ტრუხილიო დაარ-
წმუნეს, ძია აგუსტინის ბრალია, ეპისკოპოსებმა კათოლიკური ეკ-
ლესიის ქველმოქმედად რომ არ შეგრაცხესო.
– ათასი რამ ითქვა, – წამოიძახა მამიდა ადელინამ, – ეჭვები
ყველაზე დიდი სატანჯველი იყო. ოჯახი უფსკრულისკენ მიექანებო-
და და არავინ იცოდა, აგუსტინს რაში ადანაშაულებდნენ, რა გააკე-
თა ან რა არ გააკეთა.
როდესაც აგუსტინ კაბრალი დილის ცხრის თხუთმეტ წუთზე სამ-
სახურში მივიდა, სენატის შენობაში ერთი სენატორიც კი არ დაუხ-
ვდა. დაცვის წევრებმა შესაფერისი სალამი მისცეს, დარაჯებმა და
თანამშრომლებმა ჩვეული კეთილგანწყობით უსურვეს „დილა მშვი-
დობისა”. მაგრამ, მის ორ მდივანს, ისაბელიტას და ახალგაზრდა
ადვოკატს, პარის გოიკოს შეშფოთება სახეზე აღბეჭდვოდათ.
– ვინ გარდაიცვალა? – გაეხუმრა სენატორი, – „ფორო პუბლი-
კოში“ გამოქვეყნებულმა წერილმა შეგაშფოთათ? ახლავე გავარ-
კვიოთ ეს ცილისწამება. ისაბელიტა, დაურეკე „ფორო პუბლიკოს“
რედაქტორს. სახლში დარეკე, პანჩიტო, რედაქცია ნაშუადღევამდე
არ მიდის.
279
თავის საწერ მაგიდასთან დაჯდა, თვალი შეავლო დოკუმენტების
დასტას, წერილებს და გულმოდგინე პარისიტოს მიერ მომზადებულ
დღის განრიგს. „წერილი უფროსმა უკარნახა“. ხერხემლის ძვალზე
თითქოს ქვეწარმავალი ჩამოცურდა.
ის თეატრალური წარმოდგენაა, გენერალისიმუსს ასე რომ არ-
თობს? ეკლესიასთან წინააღმდეგობის, ამერიკის შეერთებულ შტა-
ტებთან და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციასთან ასეთი სირ-
თულეების ჟამს, იმის განწყობა და ძალა ჰყოფნის, ისე გაუფრთხი-
ლებლად მოიქცეს, როგორც წარსულში, როცა თავი ყოვლის-
მპყრობელი და ხელუხლებელი ეგონა? ახლა ცირკის დროა?
– დონ აგუსტინ, ტელეფონთან გთხოვენ.
ყურმილი აიღო და ვიდრე საუბარს დაიწყებდა, რამდენიმე წამს
შეყოვნდა.
– გაგაღვიძე, პანჩიტო?
– რა მოიგონე, ჭკუის კოლოფო, – ჟურნალისტს ჩვეულებრივი
ხმა ჰქონდა, – მამალივით ალიონზე ვდგები და ცალი თვალით მძი-
ნავს საერთოდ თუ მძინავს, ახალი რა არის?
– კეთილი, როგორც ხვდები, ამ დილას „ფორო პუბლიკოში“ გა-
მოქვეყნებული წერილის თაობაზე გირეკავ, – ჩაახველა სენატორმა
კაბრალმა, – შეგიძლია რამე ამიხსნა?
პასუხი ისეთი მსუბუქი, ხუმრობის კილოზე იყო ნათქვამი, თით-
ქოს საქმე უმნიშვნელო ამბავს ეხებოდა.
– რეკომენდებული წერილი იყო, ჭკუის კოლოფო. ასეთ რამეს
არ გამოვაქვეყნებდი წინასწარი გამოკვლევის გარეშე. მერწმუნე,
ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, არ გამხარებია მისი გამოქვეყნება.
„დიახ, დიახ, რასაკვირველია“, წაიბურტყუნა. ერთი წამითაც არ
უნდა დაკარგოს ცივი გონება.
– ცილისწამების უარმყოფელი წერილის გამოქვეყნებას გთავა-
ზობ, – უთხრა რბილად, – არსაიდან არ გავუთავისუფლებივართ.
სენატის პრეზიდენტის კაბინეტიდან გირეკავ. და ეს ეგრეთ წოდებუ-
280
ლი საგამოძიებო კომისია ჩემი საჯარო სამსახურის მინისტრის თა-
ნამდებობაზე მუშაობის გამოსაძიებლად კიდევ ერთი მტკნარი სიც-
რუეა.
– გამამართლებელი წერილი რაც შეიძლება სწრაფად გამომიგ-
ზავნე, რაც ჩემს ხელთაა, ყველაფერს გავაკეთებ მის გამოსაქვეყ-
ნებლად, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. შენ კარგად იცი, რო-
გორ გაფასებ. გაზეთის რედაქციაში ოთხი საათის შემდეგ ვიქნები.
ურანიტას აკოცე. გეხვევი, აგუსტინ.
ყურმილის დაკიდების შემდეგ ეჭვებში ჩავარდა. სწორად მოიქ-
ცა, „ელ კარიბეს“ რედაქტორს რომ დაურეკა? ყალბი მოძრაობა ხომ
არ იყო, უფრო ხომ არ ააშკარავებდა მის შეშფოთებას? მეტი რა უნ-
და ეთქვა პანჩიტოს? „ფორო პუბლიკო“ პირდაპირ პალასიო ნასიო-
ნალიდან მიიღებდა წერილს და ზედმეტი კითხვების გარეშე გამოაქ-
ვეყნებდა. საათს დახედა: ცხრას თხუთმეტი წუთი აკლდა. ისაბელი-
ტას გამამართლებელი წერილი უკარნახა – მკაცრი და მკაფიო, რო-
გორც სჩვეოდა ხოლმე წერა, მოკლე წერილი მშრალად და დამაჯე-
რებლად იყო დაწერილი: კვლავ სენატის პრეზიდენტი იყო და ეჭ-
ვქვეშ არავის დაუყენებია მისი სკრუპულოზური მმართველობა სა-
ჯარო სამსახურის სამინისტროში, რომელიც ეპოქალურმა რეჟიმმა
მიანდო მისი ბრწყინვალების, ქველმოქმედისა და ახალი სამშობ-
ლოს მამის, გენერალისიმუს რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოს მე-
თაურობით.
როდესაც ისაბელიტა ნაკარნახევი ტექსტის გადაბეჭდვას იწყებ-
და, კაბინეტში პარის გოიკო შემოვიდა.
– სენატის დირექტორთა საბჭოს სხდომა გადაიდო, სენიორ პრე-
ზიდენტო.
ახალგაზრდა კაცი იყო, თვალთმაქცობა არ იცოდა – ყბაჩამოგ-
დებული, გაფითრებული იდგა.
– ჩემთან კონსულტაციის გარეშე? ვინ?

281
– კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, დონ აგუსტინ. მან თავად შე-
მატყობინა ამ წუთში.
გაიაზრა, რაც მოისმინა. შესაძლოა დამოუკიდებელი მოვლენა
იყოს და დაკავშირებული არ იყოს „ფორო პუბლიკოში“ გამოქვეყ-
ნებულ წერილთან? დამწუხრებული პარისიტო საწერი მაგიდის
გვერდით იდგა და ელოდა.
– დოქტორი კინტანილია თავის კაბინეტშია? – თანაშემწემ უხ-
მოდ დაუკრა თავი თანხმობის ნიშნად, სენატორი წამოდგა, – უთხა-
რი, რომ მის სანახავად მივდივარ.
– შეუძლებელია, შენ არ გახსოვდეს, ურანიტა – ამუნათებს მამი-
და ადელინა – თოთხმეტი წლის იყავი. ყველაზე დიდი უბედურება
იყო, რაც ოჯახს თავს დაატყდა. უფრო დიდი, ვიდრე დედაშენის და-
ღუპვა საავტომობილო კატასტროფაში. და შენ ვერაფერს ხვდებო-
დი?
ყავა და ბალახეულის ნაყენი დალიეს. ურანიამ არეპას ბუტერ-
ბროდი გასინჯა. საუბრობდნენ სასადილო მაგიდასთან, ფეხიანი
ლამპის მომაკვდავ შუქზე. კატასავით ჩუმ ჰაიტიელ მოსამსახურეს
ჭურჭელი აელაგებინა.
– რასაკვირველია, მახსოვს, მამა რომ აღელვებული იყო, მამი-
და, – უხსნის ურანია, – უბრალოდ, წვრილმანები დამავიწყდა, ყო-
ველდღიური ამბები. თავდაპირველად ცდილობდა ჩემთვის დაემა-
ლა. „პრობლემებია, ურანიტა, მალე ყველაფერი გადაწყდება“. ვერ
წარმოვიდგინე, იმ დროიდან ჩემი ცხოვრება რომ ამოყირავდებო-
და.
გრძნობს მამიდის, მამიდაშვილებისა და მამიდის შვილიშვილის
თვალები რომ წვავენ. ლუსინდა ამბობს ყველას სათქმელს:
– შენთვის კარგად გადაწყდა, ურანიტა. ასე რომ არ ყოფილიყო,
იქ არ იქნებოდი, სადაც ხარ. სამაგიეროდ, ჩვენთვის უბედურად დას-
რულდა.

282
– ჩემი საბრალო ძმისთვის ყველაზე უარესად, – ბრალს სდებს
მამიდა ადელინა, – დანა ჩასცეს და სისხლმდინარე დატოვეს ოც-
დაათი წელი.
ურანიას თუთიყუში დაჰკივის თავზე და აფრთხობს. აქამდე
ფრინველი არ შეუმჩნევია, აფოფრილია, აქეთ-იქეთ ქანაობს თავის
ხის ტრაპეციაზე ვეებერთელა, ცისფერი წნელით დაწნულ გალიაში.
მამიდა, მამიდაშვილები და მამიდის შვილიშვილი იცინიან.
– სანსონ, – წარადგენს მანოლიტა, – გაანჩხლდა, რომ გავაღვი-
ძეთ. საშინელი ძილისგუდაა.
თუთიყუშის წყალობით დაძაბულობა გაიფანტა.
– რომ მესმოდეს, რასაც ამბობს, დარწმუნებული ვარ ბევრ სა-
იდუმლოს გავიგებდი, – ხუმრობს ურანია და სანსონისკენ მიუთი-
თებს.
სენატორი კაბრალი ღიმილის ხასიათზე არაა. უხეშად პასუხობს
დაშაქრულ სალამზე დოქტორ ხერემია კინტანილიას, სენატის ვიცე-
პრეზიდენტს, რომლის სამუშაო კაბინეტშიც მოურიდებლად შევიდა
და შესავლის გარეშე უსაყვედურა:
– რატომ გააუქმე სენატის დირექტორთა საბჭოს სხდომა? ეს
პრეზიდენტის უფლებამოსილება არაა? ახსნა-განმარტებას მოვით-
ხოვ.
სენატორ კინტანილიას მსუქანი, კაკაოსფერი სახე რამდენჯერმე
უკრავს თავს, ვიდრე მისი ტუჩები, თავისი კეთილხმოვანი, ლამის
მუსიკალური ესპანურით კაბრალის დამშვიდებას ცდილობენ:
– რა თქმა უნდა, ჭკუის კოლოფო. ნუ ცხარობ. სიკვდილის გარ-
და, ყველაფერს მოევლება.
სამოციოდე წლის ჩაგოდრებული მამაკაცია, შეშუპებული ქუთუ-
თოები და წებოვანი პირი აქვს, ლურჯ კოსტიუმშია ჩაფლული, ჰალ-
სტუხზე ვერცხლისფერი ღარები ბრჭყვიალებს, ძალდატანებით იღი-
მის, აგუსტინ კაბრალი ხედავს, როგორ იხსნის სათვალეს, თვალს
უკრავს, სწრაფად ატრიალებს თვალის გუგებს და მისკენ მიიწევს,
283
მკლავზე ხელს სჭიდებს, მიათრევს და თან ძალიან ხმამაღლა ამ-
ბობს:
– აგერ დავსხდეთ, უფრო კომფორტულად ვიქნებით.
მაგრამ თავის სამუშაო ოთახში მძიმე, ვეფხვისფეხებიანი სავარ-
ძლებისკენ არ მიჰყავს, აივნისკენ ექაჩება, ნახევრად გამოღებული
კარისკენ. აიძულებს მასთან ერთად გავიდეს, რომ გარეთ ისაუბ-
რონ, ზღვის შრიალში, ვინმემ ყური რომ არ დაუგდოს. მცხუნვარე
მზეა, გაკაშკაშებულ დღეს მალეკონიდან მომავალი მანქანებისა
ძრავებისა და საყვირების ხმაური აცოცხლებს, ქუჩაში მოხეტიალე
მაცნეები ყურისწამღებად გაჰყვირიან.
– რა ჯანდაბა ხდება, მონო? – ჩურჩულებს კაბრალი.
კინტანილია აგუსტინის მკლავსაა ჩაჭიდებული. ახლა უკვე ძა-
ლიან სერიოზულია. მის თვალებში თანაგრძნობა და სიბრალულია
შერწყმული.
– ძალიან კარგად იცი, რაც ხდება, ჭკუის კოლოფო, თავს ნუ იბ-
რიყვებ. ვერ შეამჩნიე, რომ სამი თუ ოთხი დღეა გაზეთებში „პატივ-
ცემულ კაბალიეროდ“ აღარ მოგიხსენიებენ და „სენიორამდე“ ჩამო-
გაქვეითეს? – სენატორს ყურში მონო კინტანილიას მუსიკა ესმის, –
არ წაგიკითხავს ამ დილით „ელ კარიბე“? ეს არის, რაც ხდება.
და ახლა, „ფორო პუბლიკოში“ გამოქვეყნებული წერილის შემ-
დეგ, აგუსტინ კაბრალმა პირველად იგრძნო შიში. მართალია: გუ-
შინ თუ გუშინწინ ვიღაცა „ქანთრი ქლაბში“ გაეხუმრა, გაზეთმა „ლა
ნასიონმა“ „პატივცემული კაბალიეროს“ წოდება ჩამოგართვაო,
რაც ავისმომასწავებელი ნიშანი იყო: გენერალისიმუსი ასეთი მი-
ნიშნებებით თავს იქცევდა. საქმე სერიოზულადაა. ეს შტორმი იყო.
მთელი თავისი გამოცდილება და გამჭრიახობა უნდა გამოეყენები-
ნა, რომ ამ შტორმს არ ჩაეყლაპა.
– პალასიო ნასიონალიდან მოვიდა დირექტორთა საბჭოს თათ-
ბირის გადადების ბრძანება? – წაუჩურჩულა. მისკენ გადახრილი ვი-
ცე-პრეზიდენტი პირს კაბრალის ყურზე აწებებს.
284
– აბა, საიდან მოვიდოდა? სხვა ამბებიც არის. ყველა კომისია
გააუქმეს, სადაც შენ მონაწილეობ. ბრძანების მიხედვით, მანამდე,
„ვიდრე სენატის პრეზიდენტის მდგომარეობა არ გაირკვევა“.
ენა ჩაუვარდა. ბოლოს და ბოლოს, მოხდა. ის უბედურება დაატ-
ყდა თავს, დროდადრო მის მიღწევებს, წინსვლასა და პოლიტიკურ
წარმატებებს რომ აცამტვერებდა. უფროსმა გასცა განკარგულება.
– შენ ვინ გადმოგცა, მონო?
კინტანილიას ლოყებდაბერილი სახე ეფუშება, ღელავს და, ბო-
ლოს და ბოლოს, კაბრალი ხვდება, ვინც შეატყობინა კინტანილიას
ეს ამბავი. ვიცე-პრეზიდენტი ეტყვის, რომ საიდუმლოს ვერ გასცემს?
სწრაფად გადაწყვიტა:
– ენრი ჩირინოსი, – კვლავ მკლავზე ჩაეჭიდა კაბრალს, – ძალი-
ან ვწუხვარ, ჭკუის კოლოფო. არა მგონია ბევრის გაკეთება შემეძ-
ლოს, მაგრამ თუ რამე ძალმიძს, შენ გვერდით ვარ.
– ჩირინოსმა გითხრა, ბრალს რაში მდებენ?
– მხოლოდ ბრძანება გადმომცა და დაამატა: „არაფერი ვიცი.
უმაღლესი გადაწყვეტილების ერთი მოკრძალებული მაცნე ვარ“.
– მამაშენი ყოველთვის ეჭვობდა, რომ ჩირინოსი, ლოთი კონ-
სტიტუციონალისტი იყო ინტრიგების მოთავე, – იხსენებს მამიდა
ადელინა.
– ეს კუპრივით შავი მსუქანა და გულისამრევი კაცი ყველაზე
უკეთ მოეწყო, – აწყვეტინებს ლუსინდიტა, – ტრუხილიოს მარჯვენა
ხელი იყო, გვერდიდან არ შორდებოდა და ბოლოს, ბალაგერის მი-
ნისტრი და ელჩი გახდა. ხედავ, როგორია ეს ქვეყანა, ურანიტა?
– ჩირინოსი მე კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ ვაშინ-
გტონში შევხვდი, როგორც ელჩს, – ამბობს ურანია, – პატარა რომ
ვიყავი, ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა. თითქოს მამას უახლოე-
სი მეგობარი იყო.
– ანიბალის და ჩემი მეგობარიც იყო, – ამატებს მამიდა ადელი-
ნა, – აქ მოდიოდა დამტკბარ-დაშაქრული, თავის ლექსებს გვიკით-
285
ხავდა. ყოველ სიტყვაზე წიგნებიდან ციტატებს ამბობდა, თავი გა-
ნათლებულად მოჰქონდა. ერთხელ „ქანთრი ქლაბში“ მიგვიწვია.
არ მინდოდა დამეჯერებინა, მთელი ცხოვრების მეგობარი რომ გას-
წირა და უღალატა. მაგრამ პოლიტიკოსები გზას გვამებში იკვალა-
ვენ.
– ძია აგუსტინი ზედმეტად სრულყოფილი იყო, ზედმეტად კარგი
და სწორედ ამიტომ გაუსწორდნენ.
ლუსინდიტა ელოება, რომ ბიძაშვილმაც მიიღოს მონაწილეობა
საუბარში და ცილისმწამებლები გაკიცხოს, მაგრამ ურანიას თვალ-
თმაქცობის ძალა არ შესწევს. მხოლოდ უსმენს, ნაღვლიანი სახე
აქვს.
– მათგან განსხვავებით, ჩემი ქმარი, ღმერთმა აცხონონოს, ნამ-
დვილი კაბალიეროსავით მოიქცა. მამაშენს გულით და სულით
გვერდში დაუდგა, – სარკაზმულად იცინის მამიდა ადელინა – აი,
დონ კიხოტი! „ტაბაკალერიაში“ თავისი ადგილი დაკარგა და სამსა-
ხური ვეღარ იშოვა.
თუთიყუში სანსონი თავიდან აიფოფრა, კიდევ ერთხელ გადმო-
აფრქვია კრიახის კაშხალი, რომელიც ლანძღვა-გინებას წააგავს.
„გაჩუმდი, ზაზუნა“, ეჩხუბება ლუსინდიტა.
– კიდევ კარგი, ცხოვრების ხალისი რომ არ დავკარგეთ, გოგო-
ნებო, – წამოიძახა მანოლიტამ.
– მომიძებნე ენრი ჩირინოსი და უთხარი, რომ სასწრაფოდ მისი
ნახვა მინდა, ისაბელ, – ბრძანებს სენატორი კაბრალი თავის სამუ-
შაო კაბინეტში შესვლისთანავე და დოქტორ გოიკოს მიმართავს, –
როგორც ვხვდები, ის გახლავთ ამ კერძის მზარეული.
საწერ მაგიდასთან ჯდება, გადაწყვეტს, დღის განრიგი გადაა-
მოწმოს, მაგრამ თავის მდგომარეობას აცნობიერებს. აქვს კი აზრი,
წერილებს, რეზოლუციებს, მემორანდუმებს, ნოტებს ხელი მოაწე-
როს როგორც რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტმა? საეჭვოა, რომ
ჰქონდეს. უარესი იქნება, დაქვემდებარებულების წინაშე გულგატე-
286
ხილობა გამოააშკარავოს. ცუდ ამინდს გაღიმებული შეხვდიო, უთ-
ქვამთ. ქაღალდების დასტას იღებს და პირველი ფურცლის კითხვას
უნდა შეუდგეს, როცა შენიშნავს, რომ პარისიტო ისევ იქ დგას. ხე-
ლები უცახცახებს:
– სენიორ პრეზიდენტო, მინდოდა მეთქვა, – მღელვარებისგან
ენა ებმის, – რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ გვერდით ვიქნები, ყველა-
ფერში. ვიცი, როგორი დავალებული ვარ თქვენგან, დოქტორო კაბ-
რალ.
– მადლობა, გოიკო. შენ ამ სამყაროში ახალი ხარ და უარესებ-
საც ნახავ, ნუ ღელავ. ამ გრიგალს მოვიგერიებთ. ახლა საქმეს მივ-
ხედოთ.
– სენატორი ჩირინოსი თავის სახლში გელოდებათ, სენიორ
პრეზიდენტო, – შემოდის კაბინეტში ისაბელიტა, – თავად უპასუხა
ტელეფონს. იცით, რა მითხრა? „ჩემი სახლის კარი დღედაღამ ღიაა
ჩემი დიდი მეგობრის, სენატორ კაბრალისთვისო“.
კონგრესის შენობიდან გამოსვლისას, სამხედროები ჩვეულებ-
რივ მხედრულად ესალმებიან. იქვე დგას შავი, სამგლოვიარო მან-
ქანა, მაგრამ მისი თანაშემწე, ლეიტენანტი უმბერტო არენალი სად-
ღაც აორთქლდა. მძღოლი თეოდოსო მანქანის კარს უღებს.
– სენატორ ენრი ჩირინოსის სახლში.
მძღოლი თავს უხმოდ უკრავს. შემდეგ, მელიას გამზირზე, კო-
ლონიური ქალაქის მშვენიერი ქუჩებისკენ მიმავალი მანქანების
მწკრივს რომ შეუერთდნენ, მძღოლმა სარკიდან გახედა სენატორს
და მოახსენა:
– კონგრესიდან რაც გამოვედით, უკან „ჯაგრისი“37 მოგვყვება,
დოქტორო, შიგ caliès სხედან.

37
ჯაგრისი (ესპ. cepillo) – ასე უწოდებდნენ დომინიკელები უშიშროების
სამსახურის მანქანებს, რომლებიც განუწყვეტლივ მოძრაობდნენ,
უთვალთვალებდნენ და შიშს უნერგავდნენ მაღალი თანამდებობის
პირებს, სამხედროებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს.
287
კაბრალი შემოტრიალდა: თხუთმეტი-ოცი მეტრის მოშორებით
უშიშროების სამსახურის შავი „ფოლკსვაგენი“ დაინახა, რომელიც
სხვა მანქანაში არ შეეშლებოდა. დღის დამაბრმავებელ შუქში ვერ
შეძლო გაერჩია caliè-ს რამდენი თავი იყო. „ახლა, თანაშემწის ნაც-
ვლად, SIM-ის ხალხი დამყვება ესკორტით“. მანქანა ხალხით გადა-
ჭედილ ვიწრო ქუჩებში შევიდა, სადაც ერთსართულიანი და ორსარ-
თულიანი სახლები იდგა, ფანჯარაზე ცხაურებაკრული და ქვის ღო-
ბეებიანი. კოლონიურ ქალაქში აგუსტინ კაბრალმა გაიფიქრა, საქ-
მე, როგორც ჩანს, იმაზე მძიმედ არის, ვიდრე ვვარაუდობდიო. თუ
ჯონი აბესმა დევნის განკარგულება გასცა, შესაძლოა, მისი დაპა-
ტიმრებაც გადაწყვეტილი იყოს. ანსელმო პაულინოს ისტორია მე-
ორდება, ზუსტად. რა გააკეთა? რა თქვა? რაში შეცდა? ბოლო დროს
ვინ ნახა! ისე ეპყრობიან, როგორც რეჟიმის მტერს, მას! მას!
ავტომობილი სალომე ურენიასა და დუარტეს ქუჩებს კუთხეში
შეჩერდა, თეოდოსიო კარის გასაღებად მანქანიდან გადმოვიდა.
„ჯაგრისმაც“ რამდენიმე მეტრში დაამუხრუჭა, მანქანიდან არც ერ-
თი caliè არ გადმოსულა. ცდუნება მოეძალა, მისულიყო და ეკითხა
რატომ დასდევდნენ სენატის პრეზიდენტს, მაგრამ თავი შეიკავა:
რას მოუტანდა თავის დამცირება იმ უბადრუკ დემონებთან, ბრძანე-
ბას რომ ასრულებდნენ?
სენატორ ენრი ჩირინოსის ძველი, ორსართულიანი სახლი, კო-
ლონიური აივნითა და ცხაურებიანი ფანჯრებით საკუთარ მფლო-
ბელს ჰგავდა: დროს, სიძველეს, დაუდევრობას თავისი დაღი დაესვა
და ასიმეტრიულად მოერყია – სახლის შუაგული მეტისმეტად გა-
ფართოებულიყო, თითქოს მუცელი გაებერა და საცაა გასკდებაო.
შორეულ დროს ალბათ კეთილშობილი და მდიდრული სასახლე
იყო. ახლა ბინძური და მოუვლელი, ჩამონგრევის პირასაა, ჭუჭყის
ლაქები და სისველე კედლებს აუშნოებს, ჭერს აბლაბუდა მოსდებია.
როგორც კი დარეკა, კარი მაშინვე გაუღეს. ნელა აუყვა ჩაბნელე-
ბულ, მოჭრიალე, ზეთით გაპოხილ მოაჯირებიან კიბეს, პირველივე
288
დერეფანში მაჟორდომმა ანჯამებაჭრიალებული შუშის კარი გამო-
აღო: გაახსენდა მსუყე ბიბლიოთეკა, ხავერდის მძიმე ფარდები, მა-
ღალი წიგნის თაროები, რბილი, გაცრეცილი ხალიჩა, ოვალური ნა-
ხატები და ობობას ქსელის ვერცხლისფერი ძაფები, რომლებსაც
ფანჯრის დარაბებიდან შემოსული მზის სხივები ამხელდნენ და ვერ-
ცხლისფრად აბრწყინებდნენ. სიძველისა და მყრალი განწყობის სუ-
ნი იდგა, ჯოჯოხეთურად ცხელოდა. ჩირინოსს ფეხზე მდგომი და-
ელოდა. რამდენჯერ ყოფილა აქ, ამდენი წელი, შეხვედრები, შეთან-
ხმებები, მოლაპარაკებები, შეთქმულებები – უფროსის სამსახურში.
– კეთილი იყოს შენი მობრძანება შენს სახლში, ჭკუის კოლოფო.
ხერესს დალევ? ტკბილი თუ მშრალი? თეთრ, მსუბუქ ღვინოს გირ-
ჩევ. უგრილესია.
პიჟამა აცვია, უზარმაზარ მწვანე აბაზანის ხალათში გახვეულა,
შემოქობილი აბრეშუმი მის მრგვალ სხეულს ააშკარავებს. ჯიბეში
ცხვირსახოცი ჩაუკუჭავს. პრიალა ფლოსტები ნიკრისის ქარით დაღ-
ვარჭნილი ფეხის თითებითაა დეფორმირებული. სენატორი ჩირი-
ნოსი უღიმის. აბურძგნული, მეჩხერი თმა, შეშუპებულ სახეზე მიმ-
ხმარი წირპლები, ჩალურჯებული თვალის უპეები და ტუჩები, აქა-იქ
შემშრალი ნერწყვის შხეფები სენატორ კაბრალს მიანიშნებს, რომ
ჯერ არ უბანავია. ნებას რთავს, მხარზე ხელი მიუტყაპუნოს და ძვე-
ლი, კომფორტული სავარძლებისკენ წაიყვანოს, რომლებსაც სა-
ზურგეზე ფარდაგები აფენია. სახლის პატრონის მხურვალე სალამს
არ პასუხობს.
– ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ენრი. ერთად ბევრი
საქმე გაგვიკეთებია. კარგი და ზოგჯერ – ცუდიც. არ მოიძებნება ხე-
ლისუფლებაში ორი ადამიანი, ისე მჭიდროდ რომ იყოს ერთმანეთ-
თან დაკავშირებული, როგორც ჩვენ. რა ხდება? ზეციდან ყველაფე-
რი თავზე რატომ მემხობა ამ დილიდან?
გაჩუმდა, რადგან ოთახში მაჟორდომი შემოვიდა, ჩაფსკვნილი
მოხუცი მულატი, ისეთივე უშნო და მოუვლელი, როგორც სახლის
289
პატრონი, ხელში შუშის ხელადა უჭირავს ხერესის ღვინით სავსე და
ორი ჭიქა. ყველაფერს პატარა მაგიდაზე ტოვებს და კოჭლობით გა-
დის.
– არ ვიცი, – მჯიღი დაირტყა ლოთმა კონსტიტუციონალისტმა
მკერდზე, – არ დამიჯერებ. გგონია, რომ მე ჩავხლართე, შთავაგო-
ნე, ჩავაწვეთე. რაც შენ დაგემართა, დედაჩემის ხსოვნას ვფიცავ,
ყველაზე წმინდას, რაც ამ სახლში გამაჩნია, არ ვიცი. გუშინ საღამო-
დან, რაც ეს ამბავი გავიგე, ადამიანი აღარ ვარ. მოიცა, დავლიოთ,
რომ ეს კვანძი მალე გაიხსნას, ჭკუის კოლოფო!
მგზნებარედ, გულმდუღარედ ლაპარაკობდა იმ რადიონოველე-
ბის გმირების დაშაქრული მგრძნობელობით, რომლებიც დომინი-
კურ რადიოს, კასტროს რევოლუციამდე, კუბიდან შემოჰქონდა. მაგ-
რამ აგუსტინ კაბრალი კარგად იცნობდა: მაღალი კლასის არტისტი
იყო. შესაძლოა მართალი იყო, ან მტყუანი, ამის გარკვევა არ შეეძ-
ლო. ხერესის ყლუპი ზიზღით მოსვა, დილაობით ალკოჰოლს არა-
სოდეს სვამდა. ჩირინოსი ცხვირის ჯაგარს იწიწკნიდა.
– გუშინ უფროსთან თათბირზე რომ ვიყავი, მოულოდნელად მიბ-
რძანა, მონო კინტანილიასთვის, სენატის ვიცე-პრეზიდენტისთვის
დამევალებინა, რომ ყველა შეხვედრა გაეუქმებინა, სანამ პრეზი-
დენტის ვაკანტურ ადგილს ვინმე არ დაიკავებდა, – არტისტულად
განაგრძობს, – ათასმა აზრმა გამიელვა: საავტომობილო კატას-
ტროფა, გულის შეტევა, რა ვიცი... „ჭკუის კოლოფს რა დაემართა,
უფროსო?“ „სწორედ ეს მინდა ვიცოდე, – ისე ცივად მიპასუხა, ძვლე-
ბი გამეყინა, – ჩვენიანი აღარ არის, მტრების მხარეს გადავიდა“. მე-
ტის კითხვა ვეღარ შევძელი, ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა. ბრძანების
შესასრულებლად გამიშვა და, ამ დილით, როგორც მთელმა ქვეყა-
ნამ, მეც წავიკითხე „ფორო პუბლიკოში“ გამოქვეყნებული წერილი.
კიდევ ერთხელ ვფიცავ კურთხეული დედაჩემის ხსოვნას, მეტი არა-
ფერი ვიცი.
– შენ დაწერე „ფორო პუბლიკოს“ წერილი?
290
– მე უშეცდომო კასტილიური ენით ვწერ, – თავი შეურაცხყოფი-
ლად იგრძნო ლოთმა კონსტიტუციონალისტმა, – უმეცარმა სამი
სინტაქსური შეცდომა დაუშვა. მონიშნული მაქვს.
– მაშინ, ვინ?
სენატორი ჩირინოსის ქონიანი თვალისბუდეები თანაგრძნობად
დაიღვარა.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ჭკუის კოლოფო? ერთ-ერთი ყვე-
ლაზე ჭკვიანი კაცი ხარ ამ ქვეყანაში, თავს ნუ იბრიყვებ, ყმაწვილკა-
ცობიდან გიცნობ. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, ისაა,
რომ უფროსი გაგინაწყენდა რაღაცის გამო. მას დაელაპარაკე, მო-
უბოდიშე, განუმარტე, გამოსწორებას დაპირდი თავიდან მოიპოვე
მისი ნდობა.
შუშის ხელადა აიღო, ღვინო შეივსო და დალია. ქუჩიდან ისეთი
ჟრიამული არ შემოდიოდა, როგორც კონგრესის შენობაში. ალბათ,
კოლონიური სახლის სქელი კედლები იცავდა მყუდროებას, ან ცენ-
ტრის ვიწრო ქუჩებს ერიდებოდნენ მანქანები.
– მოვიბოდიშო, ენრი? რა დავაშავე? განა უფროსს არ ვუძღვნი
ჩემს დღეს და ღამეს?
– მე ნუ მეუბნები. ის დაარწმუნე. მე ძალიან კარგად ვიცი. გული
არ გაიტეხო. შენ მას კარგად იცნობ. გულის სიღრმეში დიდებული
ადამიანია. შინაგანი სამართლიანობის გრძნობა აქვს. ასეთი ეჭვია-
ნი რომ არ ყოფილიყო, ოცდათერთმეტი წელი ვერ გაძლებდა. რა-
ღაც შეცდომაა, გაუგებრობა. უნდა გაირკვეს, შეხვედრა თხოვე. მან
იცის მოსმენა.
ხელების ქნევით საუბრობდა, მისი ფერფლისფერი ბაგეები ყო-
ველ სიტყვას მგზნებარედ წარმოთქვამდა. დამჯდარი უფრო მსუქანი
ჩანდა, ვიდრე ფეხზე მდგომი: უზარმაზარი ღიპი ხალათის კალთებს
უხსნიდა და სუნთქვისას თახთახით ადი-ჩადიოდა. კაბრალმა წარ-
მოიდგინა ის კუჭ-ნაწლავი, დღეში იმდენი საათი რომ ეწეოდა მძიმე
სამუშაოს: აქუცმაცებდა და ამუშავებდა საკვების გუნდებს, ეს ველუ-
291
რი დინგი რომ ყლაპავდა. იქ ყოფნა ინანა. განა ლოთ კონსტიტუ-
ციონალისტს მისი დახმარება შეეძლო? მას თუ არ დაუგია ხაფანგი,
მთელი შინაგანი არსებით დღესასწაულობდა ალბათ დიდ გამარ-
ჯვებას იმ ადამიანზე, მოჩვენებითობის მიღმა ყოველთვის მისი მე-
ტოქე რომ იყო.
– ვფიქრობ, ტვინს ვიჭყლეტ, – დაამატა ჩირინოსმა შეთქმულის
იერით, – ახლა გავიფიქრე, იქნებ იმიტომ გაუცრუვდა გული შენზე
უფროსს, ეპისკოპოსებმა კათოლიკური ეკლესიის ქველმოქმედად
რომ არ შერაცხეს. შენ იმ კომისიის წევრი იყავი, კრახი რომ განიცა-
და.
– სამნი ვიყავით, ენრი! ბალაგერი და პაინო პიჩარდოც მონაწი-
ლეობდნენ, როგორც შინაგან საქმეთა და კულტურის მინისტრები.
იმ საქმიდან თვეები გავიდა, ეპისკოპოსების პასტორალური წერი-
ლის გამოქვეყნებიდან ცოტა ხნის შემდეგ იყო. პასუხისმგებლობის
მთელი ტვირთი მე რატომ მაწვებოდა?
– არ ვიცი, ჭკუის კოლოფო. თითიდან გამოწოვილია, ნამდვი-
ლად. მეც ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, მისი გულისწყრომა რომ დაგემ-
სახურებინა. გულწრფელად გეუბნები, ჩვენი ამდენი წლის მეგობ-
რობას ვფიცავ.
– უფრო მეტნი ვიყავით, ვიდრე მეგობრები. ვიდექით უფროსის
გვერდით ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების
დროს, რომელმაც ეს ქვეყანა გარდაქმნა, ცოცხალი ისტორია ვართ.
ერთმანეთისთვის კვანტი გამოგვიდევს, წელსქვემოთ შემოგვიკ-
რავს, ხაფანგები დაგვიგია, ერთიმეორეს ხარჯზე ქულები რომ დაგ-
ვეგროვებინა. მაგრამ, მოსპობა, განადგურება გამორიცხული ჩან-
და. ეს სხვა ამბავია. შეიძლება მიწასთან გამასწორონ, სახელი შემი-
ლახონ, ციხეში ჩამაგდონ. და ვერ გავიგო, რატომ?! თუ ეს ყველაფე-
რი შენ გამობრძმედე, გილოცავ! დიდოსტატის ნამოქმედარია, ენ-
რი!

292
ფეხზე წამოდგა. მშვიდად საუბრობდა, თითქმის დამრიგებლუ-
რად, ჩირინოსიც წამოიწია, სავარძლის სახელურს დაეყრდნო, მძი-
მე სხეული რომ წამოეყენებინა. ძალიან ახლოს იდგნენ, ლამის ერ-
თმანეთს ეხებოდნენ. კაბრალმა წიგნის თაროებს შორის ჩარჩოში
ჩასმულ წარწერას მოჰკრა თვალი, თაგორის ფრაზა იყო: „გადაშ-
ლილი წიგნი გონებაა, რომელიც საუბრობს; დახურული – მეგობა-
რი, რომელიც გელოდება; დავიწყებული – სული, რომელიც შეგინ-
დობს; განადგურებული – გული, რომელიც ტირის.“ „პათეტიკური
და უგემოვნო, როგორც ყველაფერი, რასაც აკეთებს, ეხება, ამბობს
და გრძნობს“, გაიფიქრა.
– გულწრფელობა გულწრფელობას იმსახურებს, – ჩირინოსმა
სახე მიუახლოვა და აგუსტინ კაბრალი გაოგნდა იმ მძაღე ოხშივა-
რით, მის სიტყვებს რომ ამოჰყვა.
– ათი-თხუთმეტი წლის წინ არ დავფიქრდებოდი, ნებისმიერი
რამ ჩამეხლართა, გზიდან რომ ჩამომეშორებინე, აგუსტინ. რო-
გორც შენ – ჩემ მიმართ. მაგრამ, ახლა? რისთვის? რამე ანგარიში
გვაქვს გასასწორებელი? არა. ერთმანეთის მეტოქეები უკვე აღარ
ვართ, ჭკუის კოლოფო. ყველაფერი ძალიან კარგად იცი, ისევე რო-
გორც მე. რამდენი ამოსუნთქვა დარჩა ამ სულთმობრძავს? ბოლო-
ჯერ გეუბნები: საერთო არაფერი მაქვს იმასთან, რაც შენს თავს ხდე-
ბა. ვიმედოვნებ და ველი, რომ ყველაფერს მოაგვარებ. ვიცი, მძიმე
დღეები გელოდება, ისიც ვიცი, რეჟიმს ხელს აძლევს, რომ ჰყავდე –
შემოტევების მოსაგერიებლად სჭირდები.
სენატორმა კაბრალმა თავი დაუკრა. ჩირინოსმა მხარზე ხელი
დაჰკრა.
– ქვემოთ რომ ჩავიდე, სადაც caliès მელოდებიან და მოვუყვე,
რაც მითხარი, რომ რეჟიმი იხრჩობა, სულთმობრძავივით სულს ღა-
ფავს, ჩემ გვერდით აღმოჩნდები. – წაიჩურჩულა დამშვიდობების
ნაცვლად.

293
– არ იზამ, – გადაიხარხარა სახლის პატრონის შავმა დინგმა. –
შენ ისეთი არ ხარ, როგორიც მე. შენ კაბალიერო ხარ.
– რა ბედი ეწია? – კითხულობს ურანია, – ცოცხალია?
მამიდა ადელინა იცინის. თუთიყუში სანსონი, რომელიც ჩაძინე-
ბულს ჰგავდა, ისევ აყვირდა. როდესაც დამშვიდდა, ურანიას იმ სა-
ვარძლის თანაბარი ჭრიალი შემოესმა, რომელშიც მანოლიტა იჯდა.
– სარეველა ასე იოლად არ ისპობა, – უხსნის მამიდამისი, – ისევ
იქ არის, კოლონიურ ქალაქში, სალომე ურენიასა და დუარტეს კუთ-
ხეში. ლუსინდიტამ ნახა ამ ცოტა ხნის წინ, ჯოხითა და სახლის
ფლოსტებით, დამოუკიდებლობის პარკში სეირნობდა.
– უკან ბავშვები მისდევდნენ და მისძახოდნენ: „საფრთხობელა,
საფრთხობელა!“ – იცინის ლუსინდა, – უფრო უშნო და გულისამრე-
ვია, ვიდრე წინათ. ოთხმოცდაათ წელზე მეტისაა, არა?
უკვე გავიდა თავაზიანობისთვის საკმარისი დრო, რომ მასპინ-
ძლებს დაემშვიდობოს? მთელი საღამო ურანიას თავი მყუდროდ არ
უგრძნია. სულ დაძაბული იყო, თავდასხმას ელოდა. ამ ნათესავების
მეტი ქვეყნად არავინ გყავს, ურანია, და შენგან ვარსკვლავებზე უფ-
რო შორს არიან. ნელ-ნელა გრძნობს, როგორ აღიზიანებს მარიანი-
ტას ისარივით გაყრილი დიდი თვალები.
– ის დღეები ოჯახისთვის საშინელება იყო, – კვლავ იქოქება მა-
მიდა ადელინა.
– მე მახსოვს, მამაჩემი და ძია აგუსტინი ამ ოთახში ერთმანეთს
როგორ ესაიდუმლოებოდნენ, – ამბობს ლუსინდიტა, – მამაშენი ამ-
ბობდა, ღმერთო ჩემო, ისეთი რა დავუშავე უფროსს, ასე საშინლად
რომ მექცევაო?
საუბარს ქუჩაში აყეფებული ძაღლი აწყვეტინებს, რომელსაც მე-
ორე, მესამე, მეხუთე ძაღლი ჰყვება. პატარა სარკმლიდან ურანია
მთვარეს ხედავს: ყვითელი და მრგვალია, ციმციმებს. ნიუ-იორკში
ასეთი მთვარე არაა.

294
– ყველაზე მეტად შენი მომავალი ადარდებდა, იმ შემთხვევაში,
თუ მას რამეს დამართებდნენ, – მამიდა ადელინას მზერა სავსეა
საყვედურებით, – საბანკო ანგარიშები რომ გაუყინეს, მიხვდა, რომ
გამოსავალი აღარ ჰქონდა.
– ჰო, საბანკო ანგარიშები! – თავს უქნევს ურანია, – მაშინ იყო,
პირველად რომ დამელაპარაკა.
ურანია უკვე ლოგინში იყო შეწოლილი, მამა ოთახში დაუკაკუ-
ნებლად რომ შემოვიდა. ფეხებთან ჩამოუჯდა. პერანგის სახელოები
აეკეცა, ძალიან ფერდაკარგული იყო, უფრო გამხდარი მოეჩვენა,
უფრო მყიფე და მოხუცი. სიტყვის ყოველ მარცვალზე ყოვნდებოდა.
– საქმე ცუდად მიდის, ჩემო გოგონა. ბევრი რამისთვის მზად უნ-
და იყო. აქამდე გიმალავდი მდგომარეობის სიმძიმეს, მაგრამ დღეს
ალბათ კოლეჯშიც მოჰკარი ყური რამეს.
გოგონა თავს მძიმედ უკრავს. მღელვარებას არ შეუპყრია. მამის
მიმართ მის ნდობას საზღვარი არა აქვს. როგორ შეიძლება ასეთ
მნიშვნელოვან ადამიანს რამე ცუდი შეემთხვეს?
– დიახ, მამა, გავიგე, „ფორო პუბლიკოში“ შენზე წერილები რომ
გამოქვეყნდა. დანაშაულში გდებდნენ ბრალს. ამას არავინ დაიჯე-
რებს, რა სისულელეა. მთელმა ქვეყანამ იცის, ასეთი ბოროტების
ჩადენა რომ არ შეგიძლია.
მამამ საბნიანად ჩაიკრა გულში. უფრო სერიოზულადაა ყველა-
ფერი, ვიდრე ეს გაზეთის ცილისწამებაა, ჩემო გოგონა. სენატის
პრეზიდენტობიდან დაითხოვეს. კონგრესის საგანგებო კომისია
ამოწმებს, მინისტრობის დროს თაღლითობა და საბიუჯეტო თანხე-
ბის არასწორი ხარჯვა თუ მოხდა. რამდენიმე დღეა SIM-ის caliès უთ-
ვალთვალებენ. ახლაც ამ წუთში, სახლის ჭიშკართან ერთი მანქანა
დგას, რომელშიც სამი caliè ზის. ამ ბოლო კვირაში შეტყობინებები
მიიღო: გააგდეს ტრუხილიოს ინსტიტუტიდან, „ქანთრი ქლაბიდან“,
დომინიკის რესპუბლიკის პარტიიდან. იმ საღამოს, ბანკიდან ფული
რომ უნდა აეღო, ბოლო დარტყმა იგემა. ადმინისტრატორმა, მისმა
295
მეგობარმა, ხოსეფო ერედიამ აცნობა, საბანკო ანგარიშები გაყინუ-
ლია, სანამ კონგრესის კომისიის გამოძიება მიმდინარეობსო.
– ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, შვილიკო. წაგვართვან
სახლი და ჩაგვყარონ ციხეშიც. არ მინდა შეგაშინო. შეიძლება არა-
ფერი მოხდეს. მაგრამ, მზად უნდა იყო. ძალ-ღონე უნდა მოიკრიბო.
განცვიფრებული უსმენდა წარმოთქმული სიტყვების კი არა, მისი
დაუძლურებული ხმის, მიუსაფარი გამომეტყველებისა და შეშინებუ-
ლი თვალების გამო.
– წმინდა ქალწულის წინაშე ვილოცებ, – თავში აზრად მოუვიდა
გოგონას, – ჩვენი მფარველი ალტაგრასია დაგვეხმარება. უფროსს
რატომ არ დაელაპარაკები? მას ყოველთვის უყვარდი. გასცეს ბრძა-
ნება და ყველაფერი მოგვარდება.
– აუდიენცია ვთხოვე, მაგრამ პასუხიც არ გამცა, ურანიტა. პალა-
სიო ნასიონალში მივდივარ და მდივნები და თანაშემწეები გაჭირვე-
ბით მესალმებიან. ჩემი ნახვა არ მოინდომა პრეზიდენტმა ბალაგერ-
მა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და არც პაინო პიჩარდომ. სიცოც-
ხლეშივე მკვდარი ვარ, შვილო. იქნებ მართალიც ხარ და ისღა დაგ-
ვრჩენია, ჩვენი თავი წმინდა ქალწულს მივანდოთ.
ხმა გაებზარა, მაგრამ როდესაც გოგონა წამოიწია და ჩაეხუტა,
ძალა მიეცა. გაუღიმა:
– ეს უნდა იცოდე, ურანიტა. თუ რამე დამემართა, იქ წადი, სადაც
მამიდაშენი და ბიძაშენი იქნებიან. ანიბალი და ადელინა მოგივლი-
ან. შეიძლება გამოცდა იყოს. ხანდახან უფროსი ამას თავისი თანა-
მოაზრეების გამოსაცდელად აკეთებს.
– მისი დადანაშაულება თაღლითობაში? – ოხრავს მამიდა ადე-
ლინა, – გასკუეს სახლის გარდა, არასოდეს არაფერი ჰქონია. არც
მამულები, არც კომპანიები, არც კაპიტალდაბანდება. მხოლოდ ის
პატარა დანაზოგი – ოცდახუთი ათასი დოლარი, ცოტ-ცოტას რომ
გიგზავნიდა, სანამ შენ იქ სწავლობდი. მსოფლიოში ყველაზე ღირ-
სეული პოლიტიკოსი და ყველაზე კარგი ადამიანია, ურანიტა. და,
296
თუ ნებას დართავ, ამ ბებერ კაკაბს – მამიდაშენს, შენს პირად ცხოვ-
რებაში შემოიჭრას, უნდა გითხრა, რომ მამაშენის წინაშე ისე არ
მოქცეულხარ, როგორც გეკადრებოდა, ვიცი, რომ შენს ხარჯზეა და
მომვლელის ფულს იხდი. მაგრამ, იცი, რამხელა ტანჯვას აყენებდი,
წერილებს რომ არ პასუხობდი და ყურმილს არ იღებდი, როცა გირე-
კავდა? ბევრჯერ გვინახავს აქ, ამ სახლში, მე და ბიძაშენს, როგორ
ტიროდა შენ გამო. ახლა, ამდენი წელი რომ გავიდა, შეიძლება
გვითხრა, რატომ, გოგონა?
ურანია ფიქრობს, ცდილობს გაუძლოს სავარძელში მოკაკული
ბებრუხანას გამანადგურებელ მზერას.
– იმიტომ, რომ არ იყო ისეთი კარგი მამა, როგორც შენ გგონია,
მამიდა ადელინა, – ამბობს ბოლოს.
სენატორმა კაბრალმა ტაქსი მეხიკოს გამზირზე, საერთაშორისო
კლინიკასთან გააჩერებინა, უშიშროების სამსახურის შენობიდან
ოთხი კვარტალის მოშორებით. გულში სირცხვილით იწვოდა, ტაქ-
სის მძღოლს სხვა მისამართი რომ უთხრა – იმის ნაცვლად, რომ ეთ-
ქვა უშიშროების სამსახურში მივდივარო, კლინიკა დაუსახელა. ოთ-
ხი კვარტალი ნელი ნაბიჯით გაიარა. ჯონი აბესის სამფლობელო,
რეჟიმის ის ერთადერთი მნიშვნელოვანი დაწესებულება იყო, აქამ-
დე ფეხი რომ არასოდეს დაუდგამს. caliès „ჯაგრისი“ ტროტუარს მიკ-
ვროდა, დაუფარავად, შენელებული კადრივით მისდევდა და კაბრა-
ლი ხედავდა ემბლემატური „ფოლკსვაგენის“ დანახვაზე ფეხით მო-
სიარულეების თავის მოძრაობასა და შეშფოთებულ მზერას. გაახ-
სენდა, რომ კონგრესის საბიუჯეტო კომისიაში თავად დაუჭირა მხა-
რი ასი მანქანის შესასყიდი თანხის გამოყოფას, რომლითაც ახლა
ჯონი აბესის caliès ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რეჟიმის მტრების
საძებრად გადაადგილდებოდნენ.
გაცრეცილ და ულაზათო შენობაში უნიფორმიანმა პოლიციე-
ლებმა და სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა იარაღიანმა დაც-
ვის წევრებმა, რომლებიც ჭიშკარს მავთულხლართებითა და ქვიშის
297
ტომრებით იცავდნენ, გაჩხრეკვისა და საბუთების შემოწმების გარე-
შე გაატარეს. აგუსტინ კაბრალს შიგნით პოლკოვნიკ ჯონი აბესის
თანაშემწე, სესარ ბაესი ელოდა. ჩასკვნილმა, ოსპით სახეამოჭ-
მულმა და წითურთმიანმა ბაესმა ოფლიანი ხელი გაუწოდა და ვიწ-
რო დერეფნისკენ გაუძღვა, სადაც მამაკაცებს სამხრე ბუდეებში ჩა-
დებული პისტოლეტები უყანყალებდათ, ეწეოდნენ, საუბრობდნენ
და იცინოდნენ კვამლით გაჟღენთილ ოთახებში, ლურსმნით მიჭე-
დებული აბრებისა და მემორანდუმების ქვეშ. ოფლის, შარდისა და
აყროლებული ფეხების მძაღე სუნი იდგა. ერთ-ერთი კარი გაიღო. იქ
იყო SIM-ის შეფი. განაცვიფრა კაბინეტის ასკეტურმა სიშიშვლემ,
კედლებზე არც ნახატები ეკიდა და არც აბრები, გარდა ერთისა,
რომლისკენაც პოლკოვნიკი ზურგშექცეული იდგა – სურათზე სააღ-
ლუმე უნიფორმაში გამოწყობილი ქველმოქმედი იყო გამოსახული,
ბუმბულებიანი სამკუთხაქუდიანი და მედლებით მკერდმოჭედილი.
აბეს გარსია სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, მოკლემკლავიანი სა-
ზაფხულო პერანგი ეცვა, პირში კვამლიანი სიგარეტი ედო. ის წითე-
ლი ცხვირსახოცი ეჭირა, რომელიც კაბრალს ბევრჯერ უნახავს.
– დილა მშიდობისა, სენატორო, – გაუწოდა რბილი, ქალური ხე-
ლი, – მობრძანდით. შესაფერისი პირობები აქ არა გვაქვს. მომიტე-
ვეთ.
– მადლობას მოგახსენებთ მიღებისთვის, პოლკოვნიკო. თქვენ
პირველი ხართ, ვინც შეხვედრაზე დამთანხმდა. არც უფროსი, არც
პრეზიდენტი ბალაგერი და არც სხვა მინისტრები ჩემს თხოვნას არ
გამოეხმაურნენ.
ტანმორჩილმა, ღიპიანმა, მხრებში ოდნავ მოხრილმა ადამიანმა
თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ორმაგი ღაბაბის ზემოთ კაბრალი
ხედავდა ვიწრო ტუჩებს, მოფამფალებულ ღაწვებს და პოლკოვნი-
კის ღრმა, წყლიან თვალებს, შეშფოთებული რომ მოძრაობდნენ.
ისეთი სასტიკია, როგორც ამბობენ?

298
– არავის უნდა, რომ გადაედოს, – თქვა ცივად ჯონი აბესმა. სე-
ნატორს ფიქრში გაუელვა, გველები რომ ლაპარაკობდნენ, ასეთი
მსტვენი ხმა ექნებოდათო. – განსაცდელში ჩავარდნა გადამდები
ავადმყოფობაა. რით შემიძლია გემსახუროთ?
– მითხრათ, რაში მადანაშაულებენ, პოლკოვნიკო, – შეყოვნდა,
რომ სული მოებრუნებინა და უფრო მშვიდი გამოჩენილიყო. – სინ-
დისი სუფთა მაქვს. ოც წელზე მეტია ჩემს ცხოვრებას ტრუხილიოსა
და ამ ქვეყანას ვუძღვნი. რაღაც შეცდომაა, გეფიცებით.
პოლკოვნიკმა ფუმფულა ხელის მოძრაობით შეაწყვეტინა, რო-
მელშიც წითელი ცხვირსახოცი ეჭირა. სიგარეტი თითბერის საფერ-
ფლეში ჩააჭყლიტა:
– დროს ნუ დაკარგავთ ჩემთვის ახსნა-განმარტებაზე, დოქტორო
კაბრალ. პოლიტიკა ჩემი სფერო არაა. მე უშიშროებას განვაგებ. თუ
უფროსს თქვენთან შეხვედრა არ სურს, ესე იგი, თქვენზე ნაწყენია,
მისწერეთ.
– მივწერე, პოლკოვნიკო. არც ვიცი, ჩემი წერილები თუ გადას-
ცეს. პირადად წავიღე მთავრობის სასახლეში.
ჯონი აბესის დაძაბული სახე თითქოს ოდნავ მოეშვა.
– უფროსისთვის განკუთვნილ წერილს არავინ დააყოვნებდა, სე-
ნატორო. უსათუოდ წაიკითხავდა და თქვენ თუ გულწრფელი იყა-
ვით, გიპასუხებთ, – კარგა ხანს გაჩუმდა, მოუსვენარ თვალებს არ
აშორებდა. შემდეგ გამომწვევად დაამატა, – შევნიშნე, ყურადღება
რომ მიაქციეთ ამ წითელ ცხვირსახოცს. იცით რატომ მაქვს? როზენ-
კროიცერების სწავლებაა. მე წითელი ფერი შემეფერება. თქვენ რო-
ზენკროიცერების ალბათ არ გჯერათ, პრიმიტიული ცრურწმენა გგო-
ნიათ.
–როზენკროიცერების რელიგიის შესახებ არაფერი ვიცი, პოლ-
კოვნიკო. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ გამაჩნია.
– ახლა დრო არ მაქვს, მაგრამ ახალგაზრდობაში ბევრს ვკითხუ-
ლობდი როზენკროიცერებზე. საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. მაგა-
299
ლითად: ადამიანების აურის წაკითხვა. თქვენი, ახლა, ამ წუთში, ში-
შით მკვდარი ადამიანის აურაა.
– შიშით მკვდარი ვარ, – მაშინვე უპასუხა კაბრალმა, – რამდე-
ნიმე დღეა თქვენი კაცები გამუდმებით დამდევენ. ის მაინც მითხა-
რით , თუ დამიჭერენ.
– ჩემზე არაა დამოკიდებული, – თქვა ჯონი აბესმა მსუბუქად,
თითქოს ამ ამბავს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, – მიბრძანებენ,
დაგიჭერთ. ბადრაგი თვალყურს იმიტომ გადევნებთ, თავშესაფარი
რომ არ ითხოვოთ. თუ შეეცდებით, ჩემი ხალხი მაშინვე დაგაპატიმ-
რებთ.
– თავშესაფარი ვითხოვო? კი მაგრამ, პოლკოვნიკო, თავშესა-
ფარი ვითხოვო, როგორც რეჟიმის მტერმა? მე ხომ ოცდაათი წელია
რეჟიმის კაცი ვარ.
– შეგიძლიათ თავშესაფარი სთხოვოთ თქვენს მეგობარს, ჰენრი
დიაბორნს, წარმომადგენლობითი მისიის ხელმძღვანელს, იანკებმა
საჩუქრად რომ დაგვიტოვეს. – განაგრძო სარკაზმულად პოლკოვ-
ნიკმა აბესმა.
აგუსტინ კაბრალი განცვიფრებისგან დამუნჯდა. რისი თქმა სურ-
და?
– ჩემი მეგობარი, ამერიკის შეერთებული შტატების კონსული? –
წაიბლუკუნა, – ორჯერ ან სამჯერ თუ მინახავს სენიორ დიაბორნი.
– ის ჩვენი მტერია, როგორც მოგეხსენებათ, – განაგრძო აბეს
გარსიამ, – ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის სანქციები რომ
დაგვიწესეს, იანკებმა აქ დაგვიტოვეს, უფროსის საწინააღმდეგოდ
ინტრიგების ხლართვა რომ გაეგრძელებინა. ერთ წელზე მეტია, დი-
აბორნის კაბინეტში მზადდება. მიუხედავად ამისა, თქვენ, სენატის
პრეზიდენტი, სახლში კოქტეილზე ეწვიეთ ამ ცოტა ხნის წინ. გახ-
სოვთ?
აგუსტინ კაბრალის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო მიზე-
ზი? სახლში კოქტეილზე რომ მივიდა დროებით წარმომადგენელ-
300
თან, რომელიც შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საელჩოს
დახურვის შემდეგ დატოვა?
– უფროსმა გვიბრძანა, იმ კოქტეილს დავსწრებოდით მინისტრი
პაინო პიჩარდო და მე, – უხსნის, – ხელისუფლების გეგმებისთვის
კბილი რომ მოგვესინჯა. დავალება რომ შევასრულე, ამიტომ შემემ-
თხვა უსიამოვნება? იმ შეხვედრის შესახებ დაწვრილებითი ანგარი-
ში მოვამზადე.
პოლკოვნიკმა ჯონი აბესმა ჩამოყრილი მხრები მარიონეტული
თოჯინასავით აიჩეჩა.
– თუ უფროსის ბრძანება იყო, დაივიწყეთ ჩემი ნათქვამი. – დამ-
ცინავად აღიარა პოლკოვნიკმა.
მისი ქცევები ერთგვარ მოუთმენლობას ამხელდა, მაგრამ კაბ-
რალი წასვლას არ აპირებდა. იმ გაურკვეველ ილუზიას ეჭიდებოდა
ხავსივით, რომ ამ საუბარს რაიმე შედეგი გამოეღო.
– მე და თქვენ მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, პოლკოვნი-
კო. – კაბრალი ცდილობდა ბუნებრივად ესაუბრა.
– მე არ შემიძლია მეგობრები მყავდეს, – შეაწყვეტინა ჯონი აბეს-
მა, – ჩემს საქმიანობას დააზარალებდა. ჩემი მეგობრებიც და ჩემი
მტრებიც რეჟიმის მტრები და მეგობრები არიან.
– დამასრულებინეთ, გთხოვთ, – განაგრძო აგუსტინ კაბრალმა,
– მაგრამ ყოველთვის პატივს ვცემდი და ვაღიარებდი იმ განსაკუთ-
რებულ სამსახურს, ამ ქვეყანას რომ უწევთ. თუ რაიმე უთანხმოება
გვქონია...
მოეჩვენა, რომ პოლკოვნიკმა ხელი საუბრის შესაწყვეტად ასწია,
მაგრამ არა, სიგარეტს მოუკიდა. ხარბად შეისუნთქა და მშვიდად გა-
მოუშვა ბოლი პირიდან და ცხვირიდან.
– რასაკვირველია, გვქონია უთანხმოებები, – აღიარა ჯონი აბეს-
მა, – თქვენ ერთ-ერთი მათგანი იყავით, ვინც ყველაზე მეტად შეეწი-
ნააღმდეგა ჩემს თეზისს, რომ იანკების ღალატის პასუხად, რუსებსა
და აღმოსავლეთის ქვეყნებს დავახლოებოდით. თქვენ, ბალაგერ-
301
თან და მანუელ ალფონსოსთან ერთად, ცდილობდით დაგერწმუნე-
ბინათ უფროსი, რომ იანკებთან შერიგება შესაძლებელია. ამ სისუ-
ლელის კვლავ გჯერათ?
ეს არის მიზეზი? ჯონი აბესმა ჩასცა დანა? უფროსმა ეს სიბრიყვე
დაიჯერა? მოიშორეს, რომ რეჟიმი კომუნიზმს დაუახლოვონ? აზრი
არა აქვს თავის დამცირება განაგრძროს წამებისა და მკვლელობის
სპეციალისტთან, რომელსაც ახლა, კრიზისის დროს თავხედობა
ჰყოფნის, თავი სტრატეგიულ პოლიტიკოსად წარმოიდგინოს.
– კვლავ მგონია, რომ ალტერნატივა არ გვაქვს, – დაუდასტურა
თამამად, – თქვენ რასაც გვთავაზობთ, მომიტევეთ გულწრფელობა
და, ქიმერაა. არც საბჭოთა კავშირი და არც მისი თანამგზავრი ქვეყ-
ნები არასოდეს დაუშვებენ დომინიკის რესპუბლიკასთან, კონტინენ-
ტის ანტიკომუნისტურ ბასტიონთან დაახლოებას. შეერთებული შტა-
ტებიც არ დაუშვებს. კიდევ რვა წელი გინდათ ჩრდილოამერიკული
ოკუპაცია? ვაშინგტონთან ურთიერთგაგებამდე უნდა მივიდეთ ან
რეჟიმის დასასრული დადგება.
პოლკოვნიკმა სიგარეტის ფერფლი იატაკზე დაყარა. ღერს სულ-
მოუთქმელად ქაჩავდა, თითქოს ვინმე ხელიდან აგლეჯდა, შიგადა-
შიგ ცეცხლის ალივით წითელი ცხვირსახოცით ოფლს იწმენდდა
შუბლიდან.
– რა სამწუხაროა, რომ თქვენი მეგობარი, ჰენრი დიაბორნი, ასე
არ ფიქრობს, – კვლავ მხრები აიჩეჩა იაფფასიანი კომიკოსივით, –
ისევ ცდილობს უფროსის დასამხობად შეთქმულება დააფინანსოს.
მოკლედ, ამ საუბარს აზრი არა აქვს. ვიმედოვნებ, თქვენი საქმე
დროზე მოგვარდება, რომ ბადრაგი მოგაშოროთ. მადლობას მო-
გახსენებთ ვიზიტისთვის, სენატორო.
დასამშვიდობებლად ხელი არ გაუწოდებია. მხოლოდ იმით შე-
მოიფარგლა, რომ ოდნავ დაუკრა კვამლის გარსში გახვეული და სი-
გარეტით შეშუპებული სახე – სიღრმეში დიდი აღლუმისთვის გამოწ-
ყობილი უფროსის ფოტო ჩანდა. და, მაშინ, სენატორს ორტეგა ი გა-
302
სეტის ფრაზა გაახსენდა, იმ უბის წიგნაკში რომ ჰქონდა ჩანიშნული,
რომელსაც მუდამ გულისჯიბით ატარებდა.
თუთიყუში სანსონიც გაქვავებული ჩანს ურანიას სიტყვებით: უძ-
რავად და მდუმარედ არის, როგორც მამიდა ადელინა, რომელმაც
მარაოთი განიავება შეწყვიტა და პირი დააღო. ლუსინდა და მანო-
ლიტა დაბნეულები უყურებენ. მარიანიტა თვალებს შეუჩერებლივ
ახამხამებს. ურანიას გონებაში აბსურდულმა აზრმა გაუელვა, – იმ
ულამაზეს მთვარეს, სარკმლიდან რომ უთვალთვალებს, მოეწონა
მისი ნათქვამი.
– ამას როგორ ამბობ მამაშენზე, – აზრზე მოდის მამიდა ადელი-
ნა, – ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში არავის შევხვედ-
რივარ, ქალიშვილისთვის ისე რომ შეეწირა თავი, როგორც ჩემს
საბრალო ძმას. „ცუდი მამა“ მასზე სერიოზულად თქვი? შენთვის
ტანჯვა რომ არ მოეყენებინა, დედაშენის სიკვდილის შემდეგ, ცო-
ლიც აღარ მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალგაზ-
რდა დაქვრივდა. ვისი დამსახურებაა, შეერთებულ შტატებში რომ
ისწავლე? ყველაფერი არ დაგახარჯა, რაც ჰქონდა? ამას ეძახი „ცუდ
მამას“?
არ უნდა უპასუხო, ურანია. რა ბრალი აქვს ამ ბებერ ქალს, თავი-
სი ცხოვრების უკანასკნელ წლებს, თვეებსა თუ კვირებს უძრავად,
გამწარებული რომ ატარებს, იმაში, რაც ამდენი წლის წინათ მოხდა?
არ უპასუხო, დაეთანხმე, თავი მოიკატუნე. რამე განმარტება მოიგო-
ნე, დაემშვიდობე და სამუდამოდ დაივიწყე. მშვიდად, დაპირისპირე-
ბის ყოველგვარი სურვილის გარეშე ამბობს:
– ეს მსხვერპლი ჩემთვის არ გაუღია, მამიდა. ჩემი მოსყიდვა
სურდა, შებილწული სინდისი რომ ჩამოერეცხა. იცოდა, ამაოდ რომ
ირჯებოდა. რაც არ უნდა გაეკეთებინა, დარჩენილი ცხოვრების ყო-
ველი დღე, თავს გარეწარ და უკეთურ ადამიანად იგრძნობდა, რო-
გორიც იყო კიდეც.

303
უშიშროების სამსახურის შენობიდან გამოსვლისას კაბრალს, მე-
ხიკოს ქუჩისა და 30 მარტის ქუჩის კუთხეში, მოეჩვენა, რომ დაცვის
პოლიციელები გულმოწყალედ შესცქეროდნენ. ერთმა მათგანმა კი
ბასრი მზერა გაუყარა და მიზანმიმართულად მიეალერსა ზურგზე
გვერდულად გადაკიდებულ „სან კრისტობალის“ ავტომატს. სული
შეეხუთა, მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო. ორტეგა ი გასეტის ციტა-
ტა ამ უბის წიგნაკში წერია? ასეთი შესაფერისი, ასეთი სრულყოფი-
ლი. ჰალსტუხი მოუშვა და პიჯაკი გაიხადა. ტაქსები დადიოდა, მაგ-
რამ არც ერთი არ გააჩერა. სახლში წავა? რისთვის? იმისთვის, რომ
თავი გალიაში იგრძნოს და ტვინი გაიჭყლიტოს, საძინებლიდან სა-
მუშაო ოთახში ჩამოვიდეს, შემდეგ კვლავ საძინებელში ავიდეს სას-
ტუმრო ოთახის გავლით და მეათასედ ჰკითხოს საკუთარ თავს: „რა
მოხდა“?
კონგრესში სამუშაო კაბინეტი ჩამოართვეს, სამსახურის მანქა-
ნაც. გაუუქმეს „ქანთრი ქლაბის“ საშვი, სადაც შეეძლო თავი შეეფა-
რებინა, გამაგრილებელი სასმელი დაელია და ეცქირა მწვანე ბაღი-
სა და გოლფის შორეული მოთამაშეებისთვის. იქნებ რომელიმე მე-
გობართან წავიდეს? მაგრამ შერჩა კი მეგობრები? ყველას, ვისაც
დაურეკა ტელეფონში შეშინებული, ეჭვიანი, მტრული ხმა ჰქონდა.
ტკივილს აყენებდა ნახვის სურვილით. უმისამართოდ მიაბიჯებდა,
მკლავქვეშ პიჯაკი ამოედო. შესაძლოა ყველაფრის მიზეზი ჰენრი
დიაბორნთან გამართული კოქტეილი იყოს? შეუძლებელია. მინის-
ტრთა საბჭოს თათბირზე უფროსმა თავად გადაწყვიტა, ის და პაინო
პიჩარდო კოქტეილზე „ნიადაგის მოსასინჯად“ წასულიყვნენ. მორ-
ჩილებისთვის როგორ დამსჯიდა? იქნებ პაინომ ჩააწვეთა ტრუხილი-
ოს, იმ კოქტეილზე ზედმეტად თავაზიანი იყო გრინგოსთანო? არა.
არა. არა. შეუძლებელია ასეთი ბრიყვული წვრილმანის გამო უფ-
როსმა ფეხქვეშ გათელოს ადამიანი, რომელიც ისე თავგანწირვით
და უანგაროდ ემსახურა, როგორც არავინ.

304
გზააბნეულივით დადიოდა, ყოველ ორ-სამ კვარტალში მიმარ-
თულებას იცვლიდა. სიცხისგან ოფლი სდიოდა. უამრავი წლის შემ-
დეგ პირველად დახეტიალებდა სიუდად ტრუხილიოში, იმ ქალაქში,
რომელიც საკუთარი თვალით ნახა, როგორ გაიზარდა და სახე იც-
ვალა მას შემდეგ, რაც 1930 წელს, ციკლონმა „სან-სენსონმა“ მიწას-
თან გაასწორა და პატარა სოფელივით ნანგრევებად აქცია. ახლა
თანამედროვე, მშვენიერი, წარმატებული ურბანიზაციაა, ასფალ-
ტიანი ქუჩები, ელექტროგანათება, მანქანებით მოფენილი ფართო
გამზირები.
საათს რომ დახედა, ექვსის თხუთმეტი წუთი იყო. ორი საათი მი-
აბიჯებდა და წყურვილისგან იხრჩობოდა. კასიმორო დე მოიაზე იყო,
პასტერისა და სერვანტესის ქუჩებს შორის. რამდენიმე მეტრი აშო-
რებდა „ელ ტურეუს“ ბარს, შევიდა , პირველივე მაგიდასთან დაჯდა.
კარგად ჩაციებული „პრეზიდენტი“ მოითხოვა. კონდიციონერი არ
ჰქონდათ, მაგრამ ვენტილატორები იყო ჩართული და ჩრდილში თა-
ვი კარგად იგრძნო. ხანგრძლივმა სიარულმა სიმშვიდე მოჰგვარა.
მას რა ბედი ეწევა? ურანიტას რა ელის? რა ეშველება გოგონას, ცი-
ხეში რომ ჩასვან, ან თუ გაშმაგდა უფროსი და მისი მოკვლა ბრძანა!
ადელინა შეძლებს გაზარდოს, დედობა გაუწიოს? კი, მისი და კე-
თილშობილი და გულუხვი ქალია, ურანიტა მისი კიდევ ერთი შვილი
იქნება, როგორც ლუსინდიტა და მანოლიტა.
სიამოვნებით დააგემოვნა ლუდი, სანამ უბის წიგნაკს ათვალიე-
რებდა და ორტეგა ი გასეტის ციტატას ეძებდა. სხეულში ჩაღვრილმა
ცივმა ლუდმა სასიამოვნო განცდა მოჰგვარა. იმედი არ უნდა გადაი-
წუროს. კოშმარები შესაძლოა გაქრეს. განა არ დამართნია სხვა
დროს? უფროსს სამი წერილი გაუგზავნა. წრფელი, გულისგანმგმი-
რავი, სულისშემძვრელი. პატიებას სთხოვდა იმ შეცდომისთვის,
რომელიც შესაძლოა ჩაიდინა, ეფიცებოდა, ნებისმიერ რამეს გავა-
კეთებ, რათა შევამსუბუქო და გამოვისყიდო, თუ სიმჩატით ან გაუაზ-
რებელი ქმედებით რამე შევცოდეო. ახსენებდა თანგანწირვის
305
წლებს, თავის აბსოლუტურ პატიოსნებას. მტკიცებულებად მოჰქონ-
და, ახლა, ბანკ „რეზერვაში“ ჩემი ანგარიშები რომ გაიყინა – ორასი
ათასი პესო, მთელი ცხოვრების დანაზოგი – უგროშოდ დავრჩი,
მხოლოდ გასკუეს სახლი მაქვს საცხოვრებლადო (მხოლოდ ის ოც-
დახუთი ათასი დოლარი დაუმალა, ნიუ-იორკის Chemical Bank-ში
რომ ინახავდა გაუთვალისწინებელი და გადაუდებელი შემთხვევის-
თვის). ტრუხილიო დიდსულოვანი ადამიანია. მართალია, შეუძლია
სასტიკი იყოს, როდესაც ქვეყანა ითხოვს, მაგრამ, ამასთანავე, ხელ-
გაშლილი, დიდებული კაცია. ისეთი, როგორიც „Quo vadis“-ის პეტ-
რონიუსი, ასე ხშირად რომ ახსენებდა. ნებისმიერ წუთს შეიძლება
მოიხმოს პალასიო ნასიონალში ან რადამესის რეზიდენციაში. მა-
ღალფარდოვანი ახსნა-განმარტებებით წარსდგება, როგორც უფ-
როსს მოსწონს. ყველაფერს ნათელი მოეფინება. ეტყვის, მისთვის
ტრუხილიო მხოლოდ უფროსი, სახელწიფო მოღვაწე და რესპუბლი-
კის დამფუძნებელი მამა რომ არ არის, რომ ადამიანურობის ნიმუ-
შია, ნამდვილი მამაა. კოშმარები დამთავრდება. მისი ადრინდელი
ცხოვრება ჯადოსნური მანქანებით მკვდრეთით აღდგება. ორტეგა ი
გასეტის ფრაზა უბის წიგნაკის ერთ-ერთი გვერდის კუთხეში იპოვა.
საკუთარი ხელით, ციცქნა ასოებით დაეწერა: „არაფერი იქიდან,
ადამიანი რაც იყო, არის ან იქნება, არ ყოფილა, არ არის და არ იქ-
ნება მარადიულად. მხოლოდ ის არის მუდმივი, რაც გახდა ერთ
მშვენიერ დღეს და მეორე, ასეთსავე მშვენიერ დღეს, აღარ იქნება“.
თავად ცოცხალი ნიმუში იყო ყოფითი არსებობის იმ წარმავალობი-
სა, ეს ფილოსოფიური პოსტულატი რომ გამოხატავდა.
„ელ-ტურეის“ ერთ-ერთ კედელზე გაკრული წარწერა იუწყებო-
და, რომ საღამოს შვიდი საათიდან პიანინოზე მაესტრო ენრიკილიო
სანჩესი უკრავდა. ბარში ორი მაგიდა წყვილებით იყო დაკავებული,
ერთმანეთს რაღაცას ეჟღურტულებოდნენ და რომანტიკულად შეს-
ცქეროდნენ. „ჩემი დადანაშაულება ღალატში? ადამიანის, რომელ-
მაც ტრუხილიოს გამო უარი თქვა სიამოვნებაზე, გართობაზე, ფულ-
306
ზე, სიყვარულზე, ქალებზე. ვიღაცას გვერდით სკამზე გაზეთი „ლა
ნასიონი“ დაეტოვებინა დაუფიქრებლად აიღო და გვერდები გადა-
ფურცლა. მესამე გვერდზე ჩარჩოში ჩასმული განცხადება იუწყებო-
და, რომ ფრიად გამოჩენილი და პატივცემული ელჩი, დონ მანუელ
ალფონსო ახლახან დაბრუნდა უცხოეთიდან, სადაც ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო გაემგზავრა. მანუელ ალფონსო. უფროსთან
არავის მიესვლებოდა ისე თამამად, როგორც მანუელს. ტრუხილი-
ოს გამორჩეული ჰყავდა, ყველაზე ინტიმურ საქმეებს მას ანდობდა
– ჩაცმულობიდან და სუნამოებიდან დაწყებული, თავისი გალანტუ-
რი თავგადასავლების ჩათვლით. მანუელი მისი მეგობარიც იყო,
კაბრალისგან დავალებული, შესაძლოა, საკვანძო პიროვნება აღ-
მოჩნდეს.
ფული გადაიხადა და გავიდა. caliès იქ აღარ იყვნენ. თავგზა აუბ-
ნია უნებურად თუ დევნა შეწყდა? მის მკერდში მადლიერების
ყლორტმა იფეთქა, იმედი ჩაესახა.

307
14

ქველმოქმედი დოქტორ ხოაკინ ბალაგერის კაბინეტში ხუთ სა-


ათზე შევიდა, როგორც იქცეოდა ყოველდღე, ორშაბათიდან პარას-
კევამდე მას შემდეგ, რაც ცხრა თვის წინ, 1960 წლის 3 აგვისტოს,
ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის სანქციების თავიდან არი-
დების მიზნით, თავისი ძმა, ექტორ ტრუხილიო (ნეგრო) აიძულა გა-
დამდგარიყო და რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე თავაზიანი და
ბეჯითი პოეტი და იურისტი დანიშნა, რომელიც ახლა ფეხზე წამოდგა
და მისასალმებლად მიუახლოვდა.
– საღამო მშვიდობისა, თქვენო ბრწყინვალებავ.
გიტლემანების ოჯახთან სადილობის შემდეგ, გენერალისიმუსმა
ნახევარი საათი დაისვენა, ტანსაცმელი გამოიცვალა – უფაქიზესი
თეთრი ქსოვილის კოსტიუმი ეცვა – და თავის ოთხ მდივანთან ერ-
თად სასწრაფო საქმეები მოაგვარა. შესვლისთანავე პირდაპირ საქ-
მეზე გადავიდა, გაღიზიანებულს უკმაყოფილება არ დაუმალავს:
– ამ რამდენიმე კვირის წინ, თქვენ გაეცით ნებართვა აგუსტინ
კაბრალის ქალიშვილის უცხოეთში გამგზავრების შესახებ?
ტანმორჩილმა დოქტორმა ახლომხედველი თვალები მსხვილი
შუშების მიღმა აახამხამა.
– ნამდვილად, თქვენო ბრწყინვალებავ. ურანიტა კაბრალი, დი-
ახ. დომინიკელმა მონაზვნებმა სტიპენდია გამოუყვეს თავის უნი-
ვერსიტეტში, მიჩიგანში სასწავლებლად. გოგონა რაც შეიძლება
სწრაფად უნდა გამგზავრებულიყო გამოცდების ჩასაბარებლად. კო-
ლეჯის დირექტორმა ამიხსნა. ამ საკითხით არქიეპისკოპოსი რიკარ-
დო პიტინიც იყო დაინტერესებული. ვიფიქრე, ამ უმნიშვნელო ჟეს-
ტით ეკლესიის იერარქიასთან ხიდს გავდებ-მეთქი. ყველაფერი მე-
მორანდუმში აგიხსენით, თქვენო ბრწყინვალებავ.
ჩია კაცუნა მისთვის ჩვეული კეთილგანწყობით საუბრობდა,
მრგვალ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, რადიოთეატრის ან ფონე-
308
ტიკის მასწავლებლის სრულყოფილებით წარმოთქვამდა ყოველ
სიტყვას. ტრუხილიომ ყურადღებით შეათვალიერა, ცდილობდა მის
გამომეტყველებაში, პირის ფორმაში, მოუსვენარ თვალებში მცირე
ნიშანი, რამე დაენახა. თავისი უზომოდ ეჭვიანი ხასიათის მიუხედა-
ვად, ვერაფერი შეამჩნია. რა თქმა უნდა, ჯიბის პრეზიდენტი მეტის-
მეტად გაიძვერა იყო საიმისოდ, რომ საკუთარ ჟესტებს გაეყიდა.
– როდის გამომიგზავნეთ ეს მემორანდუმი?
– ამ რამდენიმე კვირის წინ, ბრწყინვალებავ. არქიეპისკოპოს პი-
ტინის შუამდგომლობის შემდეგ. მოგახსენებდით, რომ გოგონა სას-
წრაფოდ უნდა გამგზავრებულიყო და თუ საწინააღმდეგო არაფერი
გქონდათ, ავტორიზაციას ვაძლევდი. რადგან თქვენგან პასუხი ვერ
მივიღე, ნებართვა გავეცი. გოგონას შეერთებული შტატების ვიზა უკ-
ვე ჰქონდა.
ქველმოქმედი ბალაგერის საწერი მაგიდის პირისპირ დაჯდა და
ამ უკანასკნელს ხელით ანიშნა, იგივე გაეკეთებინა. პრეზიდენტის
სამუშაო ოთახი პალასიო ნასიონალის მეორე სართულზე იყო გან-
თავსებული. ტრუხილიოს მოსწონდა ეს ოთახი, აქ თავს ყოველთვის
მყუდროდ გრძნობდა: ფართო იყო, ჰაეროვანი, მოკრძალებული,
წიგნის თაროებით სავსე, გაპრიალებული იატაკითა და ჭერით, სა-
წერი მაგიდა – მუდამ მოწესრიგებული. ვერ იტყოდი, ჯიბის პრეზი-
დენტი ელეგანტური კაციაო (როგორ იქნებოდა ასეთ სხეულში გა-
მოკვართული კაცი ელეგანტური, ტანმორჩილი კი არა, ლამის ჯუჯა
რომ იყო?), მაგრამ ისევე მოწესრიგებულად ეცვა, როგორც საუბ-
რობდა, პროტოკოლს პატივს სცემდა და უზომოდ შრომისმოყვარე
ბალაგერისთვის დასვენება და სამუშაო საათები არ არსებობდა. შე-
ამჩნია, რომ აღელვებული იყო, ხვდებოდა, ჭკუის კოლოფის ქალიშ-
ვილისთვის უცხოეთში გამგზავრების ავტორიზაციით მძიმე შეცდო-
მა რომ დაუშვა.
– მხოლოდ ნახევარი საათის წინ ვნახე ეს მემორანდუმი, – წარ-
მოთქვა მკაცრად, – შესაძლოა, სადმე შემთხვევით მიიმალა. მაგ-
309
რამ მიკვირს. ჩემი საბუთები ყოველთვის ძალიან მოწესრიგებუ-
ლია. არც ერთ მდივანს აქამდე არ უნახავს, შესაძლოა, ჭკუის კო-
ლოფის რომელიმე მეგობარმა, იმის შიშით, რომ ავტორიზაციაზე
უარს ვეტყოდი, სადმე მიჩქმალა.
დოქტორი ბალაგერი შეძრწუნებული იყო. სხეული წამოსწია, პი-
რი გააღო, რომ ის ფაქიზი ტრელები და არპეჯიოები ამოეშვა, რომ-
ლითაც ლექსებს კითხულობდა და მაღალფარდოვან, ზოგჯერ კი
ცხარე პოლიტიკურ დისკურსებს წარმოთქვამდა.
– სიღრმისეულად გამოვიძიებ, რომ გავიგო, ვინ წაიღო თქვენს
კაბინეტში მემორანდუმი და ვის გადასცა. სასწრაფოდ, რასაკვირვე-
ლია. ვალდებული ვიყავი პირადად მომეხსენებინა ეს საკითხი,
გთხოვთ, მომიტევოთ გაუფრთხილებლობა, – პატარა, მოკლეფ-
რჩხილებიანი ფაფუკი ხელები ნაღვლიანად გაშალა და დახურა, –
სიმართლე რომ გითხრათ, ამ საკითხისთვის დიდი მნიშვნელობა არ
მიმინიჭებია. თქვენ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე აღნიშნეთ, ჭკუის
კოლოფის მდგომარეობა მის ოჯახზე არ აისახებაო.
ტრუხილიომ თავის მოძრაობით გააჩუმა.
– მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ვიღაცამ ეს მემორანდუმი ამ რამ-
დენიმე კვირის წინ დამიმალა, – თქვა მშრალად, – სამდივნოში მო-
ღალატე მყავს ან უვიცი. იმედს ვიტოვებ, რომ მოღალატეა, რადგან
უვიცებს მეტი ზიანი მოაქვთ.
ცოტა დაღლილად ამოიხვნეშა და უცაბედად დოქტორი ენრიკე
კიტგოუ სეარა გაახსენდა: მართლა მისი მოკვლა სურდა თუ შემ-
თხვევით შეცდა? პრეზიდენტის სამუშაო ოთახის ორივე ფანჯრიდან
ზღვას ხედავდა, მუცელგამობერილი თეთრი ღრუბლები მზეს ფა-
რავდნენ, ფერფლისფერ საღამოს შუქში ზღვის ამღვრეული და
აქოჩრილი ზედაპირი მოჩანდა. ვეებერთელა, მყიფე ტალღები ნაპი-
რებს ეხეთქებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზღვიდან შორს, სან
კრისტობალში დაიბადა, ქაფიანი ტალღები და ჰორიზონტის სიშო-
რეში დაკარგული ზღვის ზედაპირი მისი საყვარელი სანახაობა იყო.
310
– მონაზვნებმა სტიპენდია გამოუყვეს, იციან, სენატორ კაბრალს
რომ უბედურება დაატყდა თავს, – უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა, –
ჰგონიათ, რომ ახლა მტრის სამსახურში ჩადგება.
– გარწმუნებთ, რომ არა, თქვენო ბრწყინვალებავ, – გენერალი-
სიმუსი მიხვდა, დოქტორ ბალაგერი რომ სიტყვებს გულდასმით არ-
ჩევდა, – დედა მარია, sister მერი, სანტო დომინგოს დირექტორი,
აგუსტინ კაბრალის შესახებ ძალიან ცუდი წარმოდგენისაა, რო-
გორც ჩანს, მამას გოგონასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვი
სახლში იტანჯებოდა. სწორედ ამიტომ გოგონას დახმარება სურდათ
და არა აგუსტინის. დამარწმუნეს, გოგონა სწავლის გამორჩეული
ნიჭითაა დაჯილდოებულიო. ნაჩქარევად მოვაწერე ხელი უცხოეთში
წასვლის ნებართვას, ძალიან ვწუხვარ. უფრო ეკლესიასთან დაძაბუ-
ლობის შესარბილებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ეს კონფლიქ-
ტი მე სახიფათო მეჩვენება, თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენ კარგად
მოგეხსენებათ ჩემი აზრი.
ტრუხილიომ კვლავ შეაწყვეტინა, თითქმის შეუმჩნეველი ჟეს-
ტით. უკვე უღალატა ჭკუის კოლოფმა? გარიყული, მიტოვებული,
უმუშევარი, ეკონომიური სახსრების გარეშე და გაურკვევლობის ბუ-
რუსში ჩაძირული მტრების არმიას შეუერთდა? ღმერთმა ნუ ქნას:
ძველი თანამოაზრე იყო, ქვეყანას წარსულში შესანიშნავი სამსახუ-
რი გაუწია და შესაძლოა, მომავალშიც შეძლოს.
– ნახეთ ჭკუის კოლოფი?
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ. თქვენი მითითებები შევასრუ-
ლე, არ მივიღე და არც სატელეფონო ზარებს ვუპასუხე. ის რამდენი-
მე წერილი მომწერა, რომელთა შესახებ უკვე მოგახსენეთ. ანიბა-
ლისგან, მისი სიძისგან – „ტაბაკალერაში“ რომ მუშაობს – ვიცი,
რომ ძალიან განიცდის. მითხრა, თვითმკვლელობის პირასააო.
ფუქსავატობა ხომ არ იყო ისეთი თავდადებული მსახურისთვის,
როგორიც კაბრალია, გამოცდის მოწყობა ახლა, რეჟიმისთვის ურ-
თულეს პერიოდში? შესაძლოა.
311
– საკმარისია დროის გაფლანგვა აგუსტინ კაბრალზე, ეკლესია,
შეერთებული შტატები. აქედან დავიწყოთ. როგორ დასრულდება
ეპისკოპოს რეილის საქმე? როდემდე გააგრძელებს სანტო დომინ-
გოს მონაზვნებს შორის მარტირობანას თამაშს?
– ამ საკითხზე დიდხანს ვესაუბრე არქიეპისკოპოსსა და ნუნცი-
უსს. ვარწმუნებდი, ეპისკოპოსი რეილი სანტო დომინგოს კოლეჯს
უნდა გაეცალოს-მეთქი, რომ მისი იქ ყოფნა შეუწყნარებელია. ვგო-
ნებ, დავარწმუნე. ეპისკოპოსისთვის ხელშეუხებლობის გარანტიას
ითხოვენ, გარდა ამისა, სურთ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე კამ-
პანიები შეწყდეს „ლა ნასიონში“, „ელ კარიბესა“ და „ლა ვოს დომი-
ნიკანაში“. უნდათ ეპისკოპოსი სან ხუან დე ლა მაგუანაში საკუთარ
ეპარქიას დაუბრუნდეს.
– ისიც ხომ არ უნდათ, რესპუბლიკის პრეზიდენტობა რომ და-
ვუთმოთ? – ჰკითხა ქველმოქმედმა, რეილისა და პანალის სახელე-
ბის ხსენებაც კი სისხლს უმღვრევდა. და, ამ ყველაფრის შემდეგ,
SIM-ის უფროსი თუ მართალია? იქნებ ეს ჩირქგროვა ერთხელ და
სამუდამოდ უნდა გავხეთქოთ? – აბეს გარსია ფიქრობს, რომ რეილი
და პანალი თვითმფრინავით საკუთარ ქვეყნებში უნდა დავაბრუ-
ნოთ. გავაძევოთ, როგორც არასასურველი პიროვნებები. ზუსტად
ისე როგორც ფიდელ კასტრო ექცევა კუბაზე ესპანელ ღვთისმსახუ-
რებს.
პრეზიდენტს სიტყვა არ დაუძრავს, კუნთი არ შეტოკებია. გაქვა-
ვებული უსმენდა.
– ან ხალხს მივცეთ უფლება, რომ მოღალატეების წყვილი დასა-
ჯოს, – ცოტა ხანს შეყოვნდა და განაგრძო, – მოსახლეობა მოუთმენ-
ლად ელოდება მათთვის განაჩენის გამოტანას. თავად მითხრეს, სა-
არჩევნო კამპანიის ბოლო ტურნე რომ შემოვიარე, სან ხუან დე ლა
მუგუანსა და ლა ვეგაში სული კბილით უჭირავთ.
დოქტორმა ბალაგერმა დაუდასტურა, ხალხს შესაძლებლობა
თუ მიეცემა, ეპისკოპოსებს ნამდვილად ლინჩის წესით გაასამარ-
312
თლებსო. გულდაწყვეტილია კარდინალებზე, ასე უმადურად რომ
ექცევიან იმ რეჟიმს, კათოლიკური ეკლესიისთვის უფრო მეტი რომ
გააკეთა, ვიდრე რესპუბლიკის ყველა ხელისუფლებამ ერთად, 1844
წლიდან მოყოლებული, მაგრამ გენერალისიმუსი მეტისმეტად
ბრძენი და რეალისტია საიმისოდ, SIM-ის უფროსის უგუნური და
აპოლიტიკური რჩევები გაითვალისწინოს, რომელთა განხორციე-
ლებაც ქვეყანას სავალალო შედეგს მოუტანს. აუჩქარებლად საუბ-
რობდა, რიტმულად, რომელიც გამოხატვის მკაფიო სტილთან შერ-
წყმული, ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებდა.
– თქვენ ის პიროვნება ხართ, რომელსაც ამ რეჟიმში ყველაზე მე-
ტად სძულს ჯონი აბესი, – შეაწყვეტინა ტრუხილიომ. – რატომ?
დოქტორ ბალაგერს პასუხი ენის წვერზე ადგა.
– პოლკოვნიკი ხელოვანია უშიშროების საკითხებში და ქვეყა-
ნას კარგ სამსახურს უწევს, მიუგო, – მაგრამ, ზოგადად, მისი პოლი-
ტიკური შეხედულებები ძლიერ სახიფათო მეჩვენება. თქვენი
ბრწყინვალების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემისა და აღტაცების
მიუხედავად, საკუთარ თავს უფლებას ვაძლევ, გირჩიოთ, რომ უკუ-
აგდოთ მისი იდეები. გასახლება და კიდევ უფრო უარესი, რეილისა
და პანალის სიკვდილით დასჯა, ქვეყანას ახალ სამხედრო ოკუპაცი-
ას მოუტანს. ეს ტრუხილიოს ეპოქის დასასრული იქნება.
დოქტორ ხოაკინ ბალაგერის მსუბუქი ტონი, თავაზიანობა, სიტ-
ყვების საამო მელოდიურობა თითქოს შეუსაბამო იყო იმ სიტყვების
სიმტკიცესა და სისასტიკესთან, რომელსაც ხანდახან, როგორც ახ-
ლა, ეს ცეროდენა კაცუნა უფროსის წინაშე ბედავდა. ზედმეტად ხომ
არ გათამამდა? ჭკუის კოლოფივით მეტისმეტად ხომ არ დაარწმუნა
საკუთარი თავი იმ იდიოტობაში რომ ფეხზე მყარად დგას, კაბრალი-
ვით რეალობის ცივი წყლის გადავლება ხომ არ სჭირდება? უცნაური
პიროვნებაა ხოაკინ ბალაგერი. მის გვერდით იყო 1930 წლიდან,
მას შემდეგ, რაც ორი ჯარისკაცი გაგზავნა სანტო დომინგოს სასტუმ-
როში, სადაც ბალაგერი ცხოვრობდა და ერთი თვით თავის სახლში
313
წაიყვანა, რომ საარჩევნო კამპანიაში დახმარებოდა, იმ დროს ტრუ-
ხილიოს ეფემერულ მოკავშირედ სიბაელი ლიდერი, ესტრელია
ურენია ჰყავდა, რომლის მხურვალე მხარდამჭერიც იყო ხოაკინ ბა-
ლაგერი. ერთი მიწვევა და ნახევარსაათიანი საუბარი საკმარისი აღ-
მოჩნდა, რომ მიყრუებულ პატარა სოფელში, ნავარეტეში დაბადე-
ბული ოცდაოთხი წლის პოეტი, პროფესორი და ადვოკატი, უპირო-
ბო ტრუხილიოისტი გამხდარიყო და კომპეტენტური და მოკრძალე-
ბული სამსახური გაეწია დიპლომატიურ, ადმინისტრაციულ და პო-
ლიტიკურ სფეროში, მის გვერდით გატარებული ოცდაათი წლის მი-
უხედავად სიმართლე რომ ითქვას, ეს უმნიშვნელო ადამიანი, რო-
მელსაც ერთ დროს ტრუხილიომ „ჩრდილი“ შეარქვა, მისთვის ცოტა
გამოუცნობი იყო, არადა, თავი მოსწონდა, ადამიანების შეცნობაში
მეძებარი ძაღლის ყნოსვა მაქვსო. ერთადერთი, რაც დაზუსტებით
იცოდა ბალაგერის შესახებ, ის იყო, რომ ამბიციები არ ჰქონდა. ეს
განასხვავებდა სხვებისგან მის უახლოეს წრეში, რომელთა პატივ-
მოყვარეობის მადა გაშლილი წიგნივით შეეძლო წაეკითხა მათ ქცე-
ვებში, ინიციატივებში, პირფერობაში. ხოაკინ ბალაგერი ყოველ-
თვის ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მხოლოდ იმისკენ ილ-
ტვოდა, რაც ტრუხილიოს მოეპრიანებოდა, რომ მიეცა. დიპლომა-
ტიურ თანამდებობებზე ესპანეთში, საფრანგეთში, კოლუმბიაში,
ჰონდურასში, მექსიკაში ან განათლების სამინისტროში, პრეზიდენ-
ტის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში – გაოგნე-
ბული ჩანდა ამდენი პასუხისმგებლობით, თავგანწირულად შრო-
მობდა, საქმე კარგად რომ გაეკეთებინა. მაგრამ – გონებაში გაუელ-
ვა ქველმოქმედს – ამ თავმდაბლობის წყალობით, ეს პატარა პოეტი
და იურიდიული კონსულტანტი ყოველთვის ძალაუფლების მწვერ-
ვალზე იყო და სხვებისგან განსხვავებით, თავისი პიროვნული უმ-
ნიშვნელობის გამო, განსაცდელში არასოდეს ჩავარდნილა. სწო-
რედ ამიტომ დანიშნა ჯიბის პრეზიდენტად. 1957 წელს, როდესაც ვი-
ცე-პრეზიდენტის დანიშვნის საკითხი წყდებოდა იმ სიიდან, რომლის
314
პირველი ნომერიც მისი ძმა, ნეგრო ტრუხილიო იყო, დომინიკის
პარლამენტმა, უფროსის მითითების შესაბამისად, ვიცე-პრეზიდენ-
ტად ესპანეთში დომინიკის რესპუბლიკის ელჩი, რაფაელ ბონელი
აირჩია. ყველასთვის მოულოდნელად გენერალისიმუსმა გადაწყვე-
ტილება შეცვალა და არისტოკრატი ბონელი უბადრუკი ბალაგერით
ჩაანაცვლა იმ არგუმენტით, ქვას რომ გახეთქავდა: „ამას პატივმოყ-
ვარეობა არ გააჩნია“, მაგრამ ახლა სწორედ ამბიციების არქონის
გამო ფაქიზი ქცევებითა და დახვეწილი მჭევრმეტყველებით გამორ-
ჩეული ეს უფხო ინტელექტუალი ქვეყნის პირველი პირი იყო და
თავს უფლებას აძლევდა, უშიშროების სამსახურის უფროსი გაეკიც-
ხა. ერთხელ და სამუდამოდ მიწაზე უნდა დაეშვას.
ბალაგერი უძრავად და მდუმარედ იჯდა, ვერ ბედავდა უფროსის-
თვის ფიქრში ხელი შეეშალა, ელოდა, როდის დასდებდა პატივს და
პასუხის ღირსად გახდიდა. ბოლოს და ბოლოს, ალაპარაკდა, ოღო-
ნდ ეკლესიის თემა აღარ გაუგრძელებია.
– ყოველთვის თქვენობით მოგმართავდით, მართალს ვამბობ?
ერთადერთი ხართ ჩემი თანამოაზრეებიდან, ვისთვისაც „შენობით“
არასოდეს მომიმართავს, ყურადღება არ მიგიქცევიათ?
მრგვალი სახე წამოწითლდა.
– ნამდვილად, თქვენო ბრწყინვალებავ, – წაიბუტბუტა დარცხვე-
ნით, – საკუთარი თავისთვის ბევრჯერ მიკითხავს, თქვენობით იმი-
ტომ ხომ არ მომმართავთ, ჩემს კოლეგებზე ნაკლებად რომ მენდო-
ბით?
– მხოლოდ ახლა გავიაზრე, – თქვა განცვიფრებულმა ტრუხილი-
ომ, – თქვენც არასოდეს გიწოდებიათ ჩემთვის „უფროსო“, როგორც
სხვებს. ამდენი წლის ურთიერთობის მიუხედავად, ჩემთვის საკმაოდ
მისტერიული პიროვნება ბრძანდებით. ვერასოდეს აღმოვაჩინე
თქვენი ადამიანური სისუსტეები, დოქტორო ბალაგერ.
– სავსე ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ, – გაიღიმა პრეზიდენტმა,
– მაგრამ, ქების ნაცვლად, მეჩვენება, რომ მსაყვედურობთ.
315
გენერალისიმუსი არ ხუმრობდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და შემ-
დეგ, კვლავ ერთმანეთს მიატყუპა ისე, რომ ბალაგერისთვის მახვი-
ლი მზერა არ მოუშორებია. ხელი პატარა ულვაშზე და მშრალ ტუ-
ჩებზე მოისვა. დაჟინებით აკვირდებოდა.
– არის რაღაც არაადამიანური თქვენში, – წარმოთქვა ისე, თით-
ქოს განსჯის ობიექტი მის წინაშე არ ყოფილიყო, – მამაკაცებისთვის
ბუნებრივი ვნებები არ გაგაჩნიათ. რამდენადაც ვიცი, ქალები არ
მოგწონთ, არც ბიჭუნები. უფრო ასკეტურ ცხოვრებას ეწევით, ვიდრე
თქვენი მეზობელი მაქსიმო გომესის ქუჩაზე – ნუნციუსი. აბეს გარ-
სიამ ვერ აღმოაჩინა თქვენი საყვარელი ან საცოლე, არც სუფთა ჰა-
ერზე ვახშმობისას უნახიხართ ვინმეს. ამდენად, ლოგინის ამბები არ
გაინტერესებთ. არც ფული. დანაზოგი თითქმის არა გაქვთ, მხო-
ლოდ ის სახლი, სადაც ცხოვრობთ, არ ფლობთ კერძო საკუთრებას,
აქციებს, ინვესტიციებს, ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში. არ ჩარ-
თულხართ იმ ინტრიგებსა და დაუნდობელ ბრძოლებში, ჩემი თანა-
მოაზრეები სისხლისგან რომ იცლებიან, იმის მიუხედავად, თქვენ
წინააღმდეგ ყველა რომ რაღაცას ხლართავს. ძალით გავიტანე
თქვენი კანდიდატურა სამინისტროებში, საელჩოებში, ვიცე-პრეზი-
დენტობაზე და იმ პრეზიდენტის პოსტზე, რომელსაც ახლა იკავებთ.
აქედან რომ გამოგიყვანოთ და უბადრუკ სამსახურში გაგიშვათ, და-
საკარგავში – მონტეკრისტიში ან ასუაში, იქაც ასევე კმაყოფილი
წახვალთ? თქვენ არ სვამთ, სიგარეტს არ ეწევით, არ ჭამთ, კაბის
კალთას არ დასდევთ, არც ფული, არც ძალაუფლება. მართლა ასე-
თი ხართ? თუ ეს ქმედებები მხოლოდ სტრატეგიაა საიდუმლო ჩანა-
ფიქრის განსახორციელებლად?
დოქტორ ბალაგერის გაპარსული სახე კვლავ წამოჭარხლდა.
მისი ფაქიზი ხმა მტკიცებულებებზე არ დაყოვნებულა:
– თქვენი ბრწყინვალება რაც გავიცანი, 1930 წლის აპრილის დი-
ლას, ჩემს ერთადერთ ვნებად თქვენდამი სამსახური იქცა. მაშინვე
მივხვდი, ტრუხილიოს სამსახურით ჩემს ქვეყანას რომ ვემსახურე-
316
ბოდი, ამან გაამდიდრა ჩემი ცხოვრება, უფრო მეტად, ვიდრე ქალე-
ბით, ფულით ან ძალაუფლებით რომ გამეკეთებინა. ვერასოდეს შევ-
ძლებ, სიტყვებით გამოვხატო მადლიერება თქვენი ბრწყინვალების
მიმართ, იმის გამო, თქვენ გვერდით მუშაობის უფლება რომ მომე-
ცით.
„ვაჰ, მარადიულო პირმოთნეობავ, ამ სიტყვებს ხომ ნებისმიერი,
ყველაზე უწიგნური ტრუხილიოისტიც ეტყოდა. რაღაც მომენტში
წარმოიდგინა, რომ ეს უვნებელი პერსონაჟი გულს გადაუშლიდა,
როგორც აღსარებაზე და თავის ცოდვებში გამოტყდებოდა, თავის
შიშებს, გრძნობებსა და ოცნებებს გაუზიარებდა. იქნებ არავითარი
საიდუმლო ცხოვრება არა აქვს და მისი არსებობა მხოლოდ ისაა,
რაც ყველასთვის ცნობილია: უნიათო და მშრომელი ბიუროკრატი,
ბეჯითი და წარმოსახვების უქონელი, რომელიც შესანიშნავ დის-
კურსებში, მოწოდებებში, წერილებში, შეთანხმებებში, სამხედრო
რიტორიკაში, დიპლომატიურ მოლაპარაკებებში აყალიბებს გენე-
რალისიმუსის იდეებს. პოეტი, აკროსტიქებსა და ლოას38 რომ უწერს
დომინიკელი ქალების სილამაზეს და კისკეიას პეიზაჟებს, რომლე-
ბიც ყვავილების თამაშებს, იუბილეებს, დომინიკის რესპუბლიკის
სენიორიტას კონკურსებსა და პატრიოტულ დღესასწაულებს ამშვე-
ნებენ. ცეროდენა კაცი, საკუთარი შუქის გარეშე, როგორც მთვარე,
რომელსაც ტრუხილიო – მზის ციური სხეული – ანათებს.
– ვიცი, რომ ყოველთვის კარგი კომპანიონი იყავით, – დაუდას-
ტურა ქველმოქმედმა, – თქვენს კეთილგონიერებაში ეჭვი არასო-
დეს შემპარვია 1930 წლის იმ დილიდან, თქვენს მოსაყვანად ხალხი
რომ გამოვგზავნე ჩემი მაშინდელი მეუღლის, ვიენვენიდას რჩევით,
თქვენი ნათესავია, არა?
– ჩემი ბიძაშვილია, თქვენო ბრწყინვალებავ. იმ სადილმა ჩემი
ცხოვრება გადაწყვიტა. შემომთავაზეთ, საარჩევნო კამპანიაში წა-

38
ლოა – ესპანური ოქროს ხანის მოკლე კომიკური თეატრის ჟანრი
317
მოგყოლოდით. პატივი დამდეთ, სან პედრო დე მაკორისში, ლა რო-
მანას დედაქალაქში, მიტინგებზე გამოვსულიყავი. ჩემი პოლიტიკუ-
რი ორატორობის დებიუტი იქ შედგა. იქიდან მოყოლებული ჩემი ბე-
დისწერა სხვა გზით წარიმართა. მანამდე მთავარი გატაცება ლიტე-
რატურა, განათლება და ადვოკატობა იყო. თქვენი წყალობით, პო-
ლიტი კამ მოწინავე ადგილი დაიკავა.
მდივანმა კარზე დააკაკუნა და შემოსვლის ნებართვა ითხოვა, ბა-
ლაგერმა მზერით გადაამოწმა და ქველმოქმედმა ნება დართო.
მდივანს – ტანზე მოყვანილი კოსტიუმი, ულვაშიანი, ჟელეთი გა-
დატკეცილი თმა – ხელში სან ხუან დე ლა მაგუანას ხუთას სამოცდა-
ექვსი პატივცემული მეზობლის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი
ეჭირა, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ „ფარისეველ მონსენიორ
რეილის საეპისკოპოსოში დაბრუნება აეკრძალოს“. დელეგაციას,
ადგილობრივი ალკალდესა და დომინიკის რესპუბლიკური პარტიის
თავმჯდომარის მეთაურობით, სურდა პირადად გადაეცა პრეზიდენ-
ტისთვის ხალხის მოთხოვნა. მიიღოს? თავიდან ჰკითხა ქველმოქ-
მედს და მან თავის დაკვრით დაუდასტურა.
– კეთილი ინებონ და დამელოდონ, – მითითება გასცა ბალაგერ-
მა, – მის ბრწინვალებასთან თათბირს რომ დავასრულებ, პატივცე-
მულ სენიორებს მერე მივიღებ.
ისეთი მორწმუნე კათოლიკეა ბალაგერი, როგორც ამბობენ? მის
ბერბიჭობაზე მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა, ჰყვებოდნენ, გულის-
ხმას მიყურადებული და შთაგონებით თვალებანთებული როგორ
იდგა წირვაზე. ქველმოქმედს თავადაც უნახავს თვალებდახრილი
და ხელებგადაჯაჭვული რომ უახლოვდებოდა ამბიონს ზიარების მი-
საღებად. როდესაც ბალაგერმა ნუნციუსის მეზობლად, მაქსიმო გო-
მესის ქუჩაზე სახლი აიშენა, სადაც თავის დებთან ერთად ცხოვრობ-
და, ტრუხილიომ მოარულ მწიკვლს დაავალა წერილი დაეწერა
„ფორო პუბლიკოში“ და მასხრად აეგდო მათი სამეზობლო. კითხუ-
ლობდა, ნეტავ, რას გვიქადის ცეროდენა დოქტორისა და მისი უწ-
318
მინდესობის – ნუნციუსის – ნათლიმამობაო. თავისი ასკეტური
ცხოვრების წესისა და სასულიერო პირებთან შესანიშნავი ურთიერ-
თობის გამო, კათოლიკური ეკლესიისა და რეჟიმის ურთიერთობის
პოლიტიკის შემუშავება დაევალა. საქმეს დიდებულად გაართვა თა-
ვი. მანამ, სანამ 1960 წლის 25 იანვარს, პაროკოებში იმ ბრიყვების
პასტორალური წერილი არ წაიკითხეს, ეკლესია რეჟიმის ყველაზე
მსხვილი მოკავშირე იყო. კონკორდატი დომინიკის რესპუბლიკასა
და ვატიკანს შორის, რომელიც ბალაგერმა შეათანხმა რომში და
ტრუხილიომ მოაწერა ხელი 1954 წელს, წარმატებული აღმოჩნდა
რეჟიმისა და პირადად ბალაგერის პიროვნებისთვის კათოლიკურ
სამყაროში. პოეტი და იურიდიული კონსულტანტი ალბათ იტანჯებო-
და იმ განხეთქილებით, წელიწად-ნახევარი რომ გრძელდებოდა ხე-
ლისუფლებასა და ანაფორიანებს შორის. მართლა ასეთი მორწმუნე
კათოლიკეა? ყოველთვის ცდილობდა რეჟიმსა და ეპისკოპოსებს
კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ, მღვდლებსა და ვატიკანს პრაგმა-
ტული, პოლიტიკური და არარელიგიური არგუმენტებით არწმუნებ-
და. კათოლიკური ეკლესიის შემწყნარებლობა რეჟიმის ქმედებებს
ხალხის თვალში ლეგიტიმურობას ანიჭებდა. ტრუხილიოს არ უნდა
გაემეორებინა პერონის ხელისუფლების შეცდომა, რომელიც გან-
ხეთქილების გზას დაადგა, როცა ეკლესიამ დიქტატურა სამიზნედ
გაიხადა. ეგებ მართალს ამბობს და ანაფორით შემოსილი ცვედანე-
ბის მტრობა ტრუხილიოს წირვას გამოუყვანს? არა, მანამდე, პანა-
ლი და რეილი რიფებთან ზვიგენებს გაასუქებენ.
– ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც გესიამოვნებათ, პრეზიდენტო,
– თქვა უცებ, – მე დრო არა მაქვს, ის სისულელეები წავიკითხო, რა-
საც ინტელექტუალები წერენ. პოეზია, რომანები, ნოველები, სა-
ხელმწიფო საქმეები მეტისმეტად მშთანთქმელია. მარეტო არესტის,
იმის მიუხედავად, ამდენი წელი რომ ჩემთან მუშაობდა, არაფერი
წამიკითხავს. არც მისი , „Over“, არც ჩემზე დაწერილი სტატიები,
არც „დომინიკის ისტორია“. ასევე არ წამიკითხავს ის ასობით წიგნი,
319
პოეტებმა, დრამატურგებმა, რომანისტებმა რომ მომიძღვნეს. ჩემი
ცოლის ნაჯღაბნი აბდაუბდაც არ წამიკითხავს. მე ამის დრო არა
მაქვს, არც იმის დრო მაქვს, ფილმები ვნახო, მუსიკას მოვუსმინო,
ბალეტზე ან გალერეაში წავიდე. გარდა ამისა, დიდად არასოდეს
ვენდობოდი არტისტებს, უხერხემლოები არიან, ღირსების გრძნობა
არ გააჩნიათ, ღალატისკენ მიდრეკილები და ძალიან დამთმობები.
არც თქვენი ლექსები და ესეები წამიკითხავს, მხოლოდ თვალი გა-
დავავლე თქვენს წიგნს დუარტეზე – „თავისუფლების ქრისტე – რო-
მელზეც ასეთი ალერსიანი სიტყვები წამიწერეთ. მაგრამ, არსებობს
ერთი გამონაკლისი. თქვენი დისკურსი, ამ შვიდი წლის წინანდელი,
თეატრ „ბელიას არტეში“ რომ წარმოთქვით, ენის აკადემიაში გაწევ-
რიანებასთან დაკავშირებით, გახსოვთ?
პატარა კაცუნა ერთიანად ავარვარდა. ენით აღუწერელი ბედნიე-
რების განცდით აღივსო, სიხარულს ასხივებდა:
– „ღმერთი და ტრუხილიო: რეალისტური ინტერპრეტაცია“, – წა-
იბურტყუნა და წამწამები დახარა ბალაგერმა.
– ბევრჯერ გადავიკითხე, – უთხრა ქველმოქმედმა დაშაქრული
ხმით, – ზეპირად ვიცი აბზაცები, როგორც პოეზია.
რატომ გადაუშალა გული ჯიბის პრეზიდენტს? ასეთ ადა- მიანურ
სისუსტეებს არასოდეს ეძლეოდა, ბალაგერს შეეძლო ტრუხილიოს
გულახდილობით გაყოყოჩებულიყო, თავი მნიშვნელოვან პიროვ-
ნებად ეგრძნო. საქმე ისე კარგად არ არის, ასეთ პატარა შუალედში
კიდევ ერთი თანამოაზრე რომ მოიშოროს თავიდან. ტრუხილიო და-
ამშვიდა იმის გახსენებამ, რომ ამ პატარა კაცუნას უმაღლესი ატრი-
ბუტი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ იცოდა, რაც ხელს აძლევდა, არა-
მედ ისიც, რომ არ გაეგო ის, რაც არ აწყობდა. ამ სიტყვებს არასო-
დეს გაიმეორებდა, სისხლისმსმელი მტრები რომ არ გაეჩინა ტრუ-
ხილიოს თანამოაზრეებს შორის.
ბალაგერის იმ დისკურსმა სულით ხორცამდე შეძრა. შემდეგ
არაერთხელ უკითხავს საკუთარი თავისთვის, ღრმა ჭეშმარიტებას
320
ხომ არ გამოხატავენ ის სიტყვები, მათში ხომ არ იყო ჩადებული იმ
უთვალავი ღვთაებრივი გადაწყვეტილების არსი, ქვეყნის ბედისწე-
რას რომ განსაზღვრავს. იმ საღამოს, პირველი აბზაცები რომ მოის-
მინა, რომელსაც ფრაკში უგემურად გამოწყობილი, ახალგამოჩეკი-
ლი აკადემიკოსი თეატრ „ბელიას არტეს“ სცენაზე კითხულობდა,
ქველმოქმედს დიდი ყურადღება არ მიუქცევია (მასაც ფრაკი ეცვა,
როგორც ყველა იქ მყოფ მამაკაცს, ქალები გრძელ კაბებში გამოწ-
ყობილიყვნენ, ბრილიანტის სამკაულები უბრწყინავდათ). ბალაგე-
რის დისკურსი დომინიკის რესპუბლიკის ისტორიის სინთეზი იყო,
ქრისტეფორე კოლუმბის ისპანიოლაში39 ჩამოსვლიდან მოყოლებუ-
ლი, დღევანდელ დღემდე. ტრუხილიომ მხოლოდ მაშინ მიაქცია ყუ-
რადღება გამოსვლას, როდესაც თავაზიანი და მოხდენილი პროზით
მომხსენებელი ერთ მოსაზრებას, ერთ თეზისს მიუახლოვდა. დომი-
ნიკის რესპუბლიკა ოთხი საუკუნის – ოთხას ოცდათვრამეტი წლის
– განმავლობაში არაერთ უბედურებას გადაურჩა: ბუკანეროები40,
ჰაიტიელი თავდამსხმელები, ანექსიის მცდელობები, თეთრკანიანე-
ბის მასობრივი განადგურება და მათი გადინება (მხოლოდ სამოცი
ათასი იყო დარჩენილი ჰაიტისგან გათავისუფლების შემდეგ) –
ღვთის ნებით. მანამდე ამ საქმეს უშუალოდ შემოქმედი ასრულებდა.
1930 წლიდან რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინა შეენაცვლა
ღმერთს ამ უმძიმეს საქმეში.
– „ბრძოლაში გამოწრთობილი ნებისყოფა და ენერგია უბიძგებს
რესპუბლიკას წინ იაროს თავისი სრულფასოვანი ბედისწერისკენ,
ამ ზებუნებრივი ძალების მფარველობითა და კეთილქმედებით“, –

39
ისპანიოლა (ესპ, La Hispaniola ) – დიდი ანტილიის კუნძულების
სიდიდით მეორე კუნძული კარიბეში, რომელიც ორი დამოუკიდებელი
სახელმწიფოს, ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკას შორის ნაწილდება.
40
ბუკანეროები – კუნძულ ლა ისპანიოლას დასავლეთით მცხოვრები
ადგილობრივი ტომები, ნადირობდნენ ველურ ძროხებსა და ღორებზე,
ხორცი ბოლში გამოჰყავდათ, კარიბის კუნძულებზე ყიდდნენ და თავს ამით
ირჩენდნენ.
321
წარმოთქვა ნახევრად თვალებდახუჭულმა ტრუხილიომ – „უფალი
და ტრუხილიო: ამ სინთეზით შეიძლება აიხსნას ჯერ – ქვეყნის გა-
დარჩენა და შემდეგ – დომინიკელთა დღევანდელი წარმატება.
თვალები გააღო და მელანქოლიურად ამოიხვნეშა, ბალაგერი
მონუსხული უსმენდა, მადლიერებისგან კიდევ უფრო დაცოტავდა.
– თქვენ ჯერ კიდევ გჯერათ, რომ უფალმა მე გადმომცა ეს ტვირ-
თი? რომ მე დამაკისრა ამ ქვეყნის გადარჩენის პასუხისმგებლობა?
– ჰკითხა გაურკვეველი ირონიითა და მღელვარებით.
– ახლა უფრო მეტად მწამს, ვიდრე მაშინ, ეს სიტყვები რომ წარ-
მოვთქვი, თქვენო ბრწყინვალებავ, – უპასუხა ფაქიზმა და მკაფიო
ხმამ, – ტრუხილიო ვერ შეძლებდა ამ ზეადამიანური სიმძიმის ტარე-
ბას ყოვლისმპყრობელის თანადგომის გარეშე: თქვენ ამ ქვეყნის-
თვის უმაღლესი არსის იარაღი იყავით.
– დასანანია, რომ ამ ჭკუასუსტმა ეპისკოპოსებმა ვერ გაიგეს, –
გაიღიმა ტრუხილიომ, – თუ თქვენი თეორია მართალია, იმედი
მაქვს, უფალი პასუხს მიაგებს მათ სიბრმავის გამო.
ბალაგერი პირველი არ ყოფილა, ღვთაებრიობა ტრუხილიოს
ქმედებებს რომ დაუკავშირა, ქველმოქმედს ახსოვდა, რომ ადრე სა-
მართლის პროფესორმა და პოლიტიკოსმა დონ ხასინტო ბ. პეინა-
დომ (რომელიც ასევე მარიონეტ პრეზიდენტად დანიშნა 1938 წელს,
როდესაც ჰაიტიელების ამოხოცვის შემდეგ, საერთაშორისო პრო-
ტესტი გაცხოველდა მისი მესამედ არჩევის გამო) თავის სახლის
კარზე დიდი, ბრჭყვიალა წარწერა გააკრა: „ღმერთი და ტრუხი-
ლიო“. იქიდან მოყოლებული, დედაქალაქში და ქვეყნის შიგნით
უამრავ ოჯახში ეკიდა მსგავსი წარწერა. არა, ეს არ ყოფილა მხო-
ლოდ ფრაზა: არგუმენტები იყო, რომლებიც ამ ალიანსს ადასტურებ-
და და რომელიც ტრუხილიომ უტყუარ ჭეშმარიტებად მიიღო. იოლი
არ იყო საკუთარ მხრებზე ზებუნებრივი ძალის ხელის სიმძიმე გეგ-
რძნო. ტრუხილიოს ინსტიტუტის მიერ ყოველ წელს, ხელახლა გა-
მოცემული ბალაგერის სიტყვა სავალდებულო საკითხავი იყო, სა-
322
მოქალაქო აღზრდის საგანში, რომელსაც სკოლის მოსწავლეებსა
და უნივერსიტეტის სტუდენტებს ტრუხილიოისტური დოქტრინის
ფარგლებში ასწავლიდნენ. დოქტრინა ტრუხილიოს მიერ არჩეული
ტრიოს რედაქციით მომზადდა: ბალაგერი, ჭკუის კოლოფი კაბრალი
და მოარული მწიკვლი.
– ხშირად მიფიქრია თქვენს თეორიაზე, დოქტორო ბალაგერ, –
გამოუტყდა, – ღვთის ნება იყო? რატომ მე? რატომ ჩემთვის?
დოქტორმა ბალაგერმა ტუჩები ენის წვერით დაისველა და უპა-
სუხა:
– შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი, – თქვა მგზნებარედ, – გა-
ითვალისწინებდა თქვენი ლიდერობის სწორუპოვარ ნიჭს, შრომის
უნარს და უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის მიმართ თქვენს სიყვა-
რულს.
ამ სიბრიყვეებზე დროს რატომ ფლანგავდა? სასწრაფო საქმეები
ჰქონდა. მიუხედავად ამისა, როგორი უცნაურიც არ უნდა ყოფილი-
ყო, ამ უსაგნო, დამაფიქრებელი, პირადი საუბრის გაგრძელების აუ-
ცილებლობას გრძნობდა. რატომ ბალაგერთან? თანამოაზრეების
წრეში ბალაგერისთვის ყველაზე ნაკლებად გაუზიარებია თავისი ინ-
ტიმური ამბები. არასოდეს მიუწვევია პირად ვახშამზე სან კრისტო-
ბალში, კაობას სახლში, სადაც ლიქიორი იღვრებოდა და ხანდახან
ზღვარს გადადიოდნენ, შესაძლოა, იმიტომ, რომ საკუთარი ინტე-
ლექტუალებისა და ლიტერატორების ურდოში ერთადერთი იყო,
აქამდე იმედი რომ არ გაუცრუებია. აგრეთვე, მისი ინტელიგენტური
სახელის გამო (თუმცა, აბეს გარსია ამბობდა, პრეზიდენტს ბინძური
აურა აქვსო).
– ყოველთვის ცუდი წარმოდგენა მქონდა ინტელექტუალებსა და
ლიტერატორებზე, – კვლავ დაუბრუნდა თემას, – ღირსების კიბეზე,
უმაღლეს საფეხურზე ჩემთვის სამხედროები არიან. მოვალეობას
ასრულებენ, ინტრიგებს ცოტას ხლართავენ და დროს არ გართმე-

323
ვენ. შემდეგ – გლეხები. ბატეიებში41 ბოიოებსა42 და შაქრის საწარ-
მოებში ამ ქვეყნის ყველაზე ჯანსაღი, მშრომელი, ღირსეული ხალ-
ხია. შემდეგ – ბიუროკრატები, ბიზნესმენები, ვაჭრები. ლიტერატო-
რები და ინტელექტუალები უკანასკნელნი არიან. ღვთისმსახურების
ჩათვლითაც კი. თქვენ განსაკუთრებული ხართ, დოქტორო ბალა-
გერ, მაგრამ, სხვები! გარეწრების ხროვაა. ყველაზე მეტი სარგებე-
ლი მათ მიიღეს და ყველაზე მეტი ზიანიც მათ მოუტანეს იმ რეჟიმს,
რომელმაც გამოკვება, ჩააცვა და ღირსებებით შეამკო. ჩამოთრეუ-
ლები, მაგალითად, როგორებიც ხოსე ალმოინა და ხესუს დე გალინ-
დესი. თავშესაფარიც მივეცით და სამსახურიც. მლიქვნელობიდან
და მათხოვრობიდან ცილისწამებაზე გადავიდნენ და პასკვილების
წერა დაიწყეს. ოსორიო ლისარასო? ის კოჭლი კოლუმბიელი, თქვენ
რომ მოიყვანეთ? ჩემი ბიოგრაფიის დასაწერად ჩამოვიდა, ღრუბ-
ლებზე შემომსვა, მეფესავით ცხოვრობდა, დაბრუნდა კოლუმბიაში
ჯიბეგამოტენილი და ანტიტრუხილიოისტი გახდა.
ბალაგერის კიდევ ერთი ღირსება ის იყო, რომ იცოდა, როდის
უნდა გაჩუმებულიყო, როდის უნდა გაქვავებულიყო სფინქსივით გე-
ნერალისიმუსის წინაშე, რომ მისთვის გულის მოოხების საშუალება
მიეცა. ტრუხილიო გაჩუმდა. ზღვას მიაყურადა, შეეცადა იმ ლითო-
ნისფერი, ქაფიანი ხაზებით დასერილი ზედაპირის ხმა გაერჩია, რო-
მელიც ფანჯრიდან ილანდებოდა. მაგრამის სმენას ზღვის შრიალი
ვერ სწვდებოდა, ძრავებისა და ავტომობილების ხმაური ახშობდა.
– თქვენ გჯერათ, რომ რამონ მარერო არესტიმ მიღალატა? –
ჰკითხა უცაბედად და დიალოგის გახევებულ თანამონაწილეს დაუბ-

41
ბატეიე – დასახლებები, რომლებიც დომინიკის რესპუბლიკაში
შაქრის ჭარხლის ინდუსტრიული წარმოების გარშემო გაჩნდა XIX
საუკუნის მიწურულს, როდესაც შაქრის ჭარხლის პლანტაციებში
არალეგალური ჰაიტიელი მუშახელის დასაქმება დაიწყო.
42
ბოიო (ესპ, Bohio) – ფიცრებით, წნელით, რტოებით ან ნამჯით
აშენებული უსარკმელო ქოხი.
324
რუნდა, – ვინ მისცა იმ გრინგოს ინფორმაციები, The New York
Times-დან რომ შემოგვიტია?
დოქტორ ბალაგერს ყოველთვის აოცებდა ტრუხილიოს მო-
ულოდნელი შეკითხვები მაცდუნებელი და სახიფათო, თანამოსაუბ-
რეს ხაფანგში რომ აბამდა. მას ასეთი შემთხვევებისთვის თავისი
ხრიკები ჰქონდა:
– იფიცებოდა, არაო, თქვენო ბრწყინვალებავ. თქვენ სადაც ზი-
ხართ, სწორედ იქ იჯდა და ცხარე ცრემლით ტიროდა, დედის სულს
და ყველა წმინდანს იფიცებდა, ტედ შულცის ინფორმატორი არ ვყო-
ფილვარო.
გაღიზიანებულმა ტრუხილიომ სახე შეიჭმუხნა:
– აქ აღსარების სათქმელად მოვიდოდა მარერო და გეტყოდათ,
გაგყიდეთო? თქვენი აზრი გკითხეთ. გვიღალატა თუ არა?
ბალაგერმა ისიც იცოდა, როდის აღარ იყო გამოსავალი და
წყალში როდის უნდა გადაშვებულიყო – მისი კიდევ ერთი ვირტუო-
ზული თვისება, რომელსაც ქველმოქმედი აღიარებდა.
– ჩემი უდიდესი გულისტკივილის, რამონის ინტელექტუალობი-
სა და პიროვნების მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვფიქ-
რობ, რომ დიახ, ის იყო, ვინც ტედ შულცს ინფორმაცია მიაწოდა, –
თქვა ხმადაბლა, თითქმის გაუგებრად, – მტკიცებულებები გამანად-
გურებელი იყო, თქვენო ბრწყინვალებავ.
ტრუხილიო თავადაც ამ დასკვნამდე მივიდა. თუმცა, ხელისუფ-
ლების სათავეში ყოფნის ოცდაათი წლის განმავლობაში – მანამ-
დეც, ჟანდარმერიაში რომ მუშაობდა და კიდევ უფრო ადრე, შაქრის
ჭარხლის ფაბრიკაში – ზედამხედველად, შეეჩვია წარსულზე დრო
არ გაეფლანგა, მიღებული გადაწყვეტილებების გამო არც სინანულ-
ში ჩავარდნილიყო და არც სიხარულს მისცემოდა. რამონ მარერო
არესტისთან, ამ „გენიალურ უმეცართან“ – როგორც მაქს ენრიკეს
ურენიამ უწოდა ერთხელ – რაც მოხდა, დროდადრო მოგონებებში
უბრუნდებოდა და პირში მწკლარტე გემოს უტოვებდა. მწერალი და
325
ისტორიკოსი იყო, რომელსაც ტრუხილიო ნამდვილად პატივს სცემ-
და. ჯილდოებით, ფულითა და თანამდებობებით აავსო. ჯერ „ლა ნა-
სიონის“ რედაქტორად გაამწესა, შემდეგ შრომის მინისტრად დანიშ-
ნა. მისი სამტომეული „დომინიკის რესპუბლიკის ისტორია“ საკუთა-
რი ჯიბით გამოსცა.
თუ ვინმეს ერთგულებაზე თავს დადებდა, დომინიკის რესპუბლი-
კაში და უცხოეთში ყველაზე მეტად წაკითხული რომანის ავტორი
იყო, მისი „Over“ ლა რომანას შაქრის ჭარხლის პლანტაციებზე და-
წერილი წიგნი, ინგლისურ ენაზეც ითარგმნა. შეუპოვარი ტრუხი-
ლიოისტი იყო, „ლა ნასიონის“ დირექტორის თანამდებობაზე დაამ-
ტკიცა კიდეც, ტრუხილიოს და მის რეჟიმს თავგამოდებით იცავდა
თავისი მკაფიო, მებრძოლი სიტყვით. ბრწყინვალე შრომის მინის-
ტრმა სინდიკალისტებთან და კერძო მესაკუთრეებთან დიდებული
ურთიერთობა დაამყარა, სწორედ ამიტომ, როდესაც The New York
Times -ის ჟურნალისტმა, ტედ შულცმა გამოაცხადა, დომინიკის
რესპუბლიკაში რეპორტაჟის დასაწერად მოვდივარო, ტრუხილიომ
მარერო არესტის დაავალა მისთვის მეგზურობა გაეწია. მარერო
არესტიმ ჟურნალისტს მთელი ქვეყანა შემოატარა, ინტერვიუები ჩა-
აწერინა, ერთ-ერთი მათგანი თავად ტრუხილიოსთან. როდესაც
ტედ შულცი შეერთებულ შტატებში ბრუნდებოდა, მარერო არისტი
მაიამიში გაჰყვა. გენერალისიმუსი არ ელოდა, რომ The New York
Times-ის სტატია რეჟიმის აპოლოგია იქნებოდა, მაგრამ ვერც იმას
წარმოიდგენდა, „ტრუხილიოს სატრაპიის“ კორუფციას რომ მიეძ-
ღვნებოდა, ვერც იმას რომ ტედ შულცი ასეთი გამოწვლილვით წარ-
მოადგენდა ცნობებს, თარიღებს, რიცხვებს და სახელებს ტრუხილი-
ოს ოჯახის საკუთრების და იმ კომპანიების შესახებ, მისი ნათესავე-
ბი, მეგობრები და თანამოაზრეები რომ გამდიდრდნენ. მხოლოდ მა-
რერო არისტის შეეძლო მიეწოდებინა ინფორმაცია. გენერალისი-
მუსი დარწმუნებული იყო, რომ მისი შრომის მინისტრი სიუდად ტრუ-
ხილიოში ფეხს აღარ დადგამდა. განცვიფრდა, შრომის მინისტრმა
326
მაიამიდან რომ გაუგზავნა წერილი ამერიკულ გამოცემას და ტედ
შულცის გამოქვეყნებული ინფორმაციები უარყო. კიდევ უფრო მე-
ტად იმან განაცვიფრა, შრომის მინისტრი დომინიკის რესპუბლიკა-
ში რომ დაბრუნდა. პალასიო ნასიონალში გამოცხადდა. იტირა,
უცოდველი ვარო, იანკმა ზედამხედველები გააბრიყვა და ფარულად
რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ესაუბრაო. ის განსაკუთრებული შემ-
თხვევა იყო, ტრუხილიომ მოთმინება რომ დაკარგა. არისტის ქვი-
თინით გულაზიდებულმა სილა გააწნა, შრომის მინისტრმა წაიბორ-
ძიკა და დადუმდა. შეშინებულმა უკან დაიხია. ტრუხილიომ ლან-
ძღვა-გინება დააყარა, მოღალატე ეძახა და როდესაც ადიუტანტების
უფროსმა ტყვია დაახალა, ჯონი აბესს უბრძანა გვამის საკითხი მო-
ეგვარებინა, 1959 წლის I7 ივნისს, შრომის მინისტრი და მისი მძღო-
ლი სენტრალის უღელტეხილზე ციცაბო კლდიდან გადაიჩეხნენ,
როდესაც კონსტანსაში მიდიოდნენ. ხელისუფლებამ ოფიციალური
პანაშვიდები დანიშნა, სასაფლაოზე ენრი ჩირინოსმა განსვენებუ-
ლის პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა და ბალაგერმა ლიტერატუ-
რული პანეგირიკი მიუძღვნა.
– ღალატის მიუხედავად, მისმა სიკვდილმა გული დამწყვიტა, –
თქვა ტრუხილიომ გულწრფელად, – ახალგაზრდა იყო, ორმოცდა-
ექვსი წელი არ შესრულებოდა, ბევრის გაკეთება შეეძლო.
– შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი, – გაიმეორა ყოველგვარი
ირონიის გარეშე პრეზიდენტმა.
– საქმეს გადავუხვიეთ, – გამოფხიზლდა ტრუხილიო, – ეკლესი-
ასთან ურთიერთობის მოგვარების რაიმე გზა არსებობს?
– მეყსეული არა, თქვენო ბრწყინვალებავ. უთანხმოება ღრმაა.
სიმართლე რომ გითხრათ, ვშიშობ, ცუდიდან უარესისკენ წავა,
პოლკოვნიკ ჯონი აბესს თუ არ უბრძანებთ, რომ „ლა ნასიონმა“ და
„ელ კარიბემ“ ეპისკოპოსებზე თავდასხმა შეარბილონ. სწორედ
დღეს მივიღე ნუნციუსისა და არქიეპისკოპოს პიტინის წერილობითი

327
საყვედური იმ ცილისწამების პასუხად, გუშინ მონსენიორ პანალიზე
რომ გამოქვეყნდა, თქვენ წაიკითხეთ?
გაზეთიდან ამოჭრილი სტატია ბალაგერს თავის საწერ მაგიდაზე
ედო, ქველმოქმედს მოწიწებით წაუკითხა. „რადიო კარიბეს“ გან-
ცხადებები, რომელიც „ლა ნასიონმა“ გადმობეჭდა, იუწყებოდა,
რომ მონსენიორ პანალი, ლა ვეგას ეპისკოპოსი, „ერისკაცობაში
ლეოპოლდო დე უბრიკედ წოდებული“, ესპანეთიდან გაქცეული და
ინტერპოლის მიერ ძებნილი პიროვნება გახლდათ. ბრალი ედებო-
და „ლა ვეგას მონასტერში ქალწულების გაბახებასა და ტერორის-
ტულ იდეებში“. და ახლა, „რადგან სამართლიანი სახალხო შურის-
ძიების ეშინია, მონაზვნებისა და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორე-
ბელი ქალების კალთას აფარებს თავს, რომლებთანაც, როგორც ამ-
ბობენ, სექსუალურ გარყვნილებას ეწევა“.
გენერალისიმუსმა გემრიელად გადაიხარხარა. რას არ მოიგო-
ნებს ჯონი აბესი! ბოლოს იმ ესპანელ მათუსალას ალბათ ოცი, ოც-
დაათი წლის წინათ აუდგა. ლა ვეგაში ქალწულების გაჟიმვა მეტის-
მეტად ოპტიმისტური ვერსიაა, დიდი-დიდი მონაზვნებს ჩქმეტდეს
აღგზნებული, როგორც ყველა გადედლებული მღვდელი.
ტრუხილიომ მოწყენილი მზერა შეავლო გაზეთის ამონაჭერს.
– ამ მღვდლებს ყუმბარების დასამზადებლად ყვერები არა აქვთ.
ყველაზე მეტი, ფსალმუნები შეიძლება დაგვაყარონ.
– აბატს ვიცნობ, თქვენო ბრწყინვალებავ. ძმა ალონსო დე პალ-
მირა წმინდა ადამიანია, თავის კათოლიკურ მისიასაა შეწირული,
ხელისუფლებას პატივს სცემს, სრულიად უსუსურია ქვეყნის ძირგა-
მომთხრელი საქმიანობისათვის.
მცირე ხნით შეყოვნდა და ისეთივე თავაზიანი განწყობით, რო-
გორც საუბრობდა მთელი საღამო, გენერალისიმუსს ის არგუმენტე-
ბი ჩამოუთვალა, რომლებიც არაერთხელ სმენია აგუსტინ კაბრა-
ლისგან. სასულიერო იერარქიასთან, ვატიკანთან და მღვდლებთან
ხიდის გასადებად – რომელთა დიდი უმრავლესობა რეჟიმის მი-
328
მართ კეთილგანწყობილი იყო ათეისტური კომუნიზმის შიშით – აუ-
ცილებელია შეწყდეს, ან შერბილდეს მაინც ბრალდებისა და ცილის-
წამების ის ყოველდღიური კამპანია, რომელიც მოწინააღმდეგეებს
საშუალებას აძლევს, ხალხის თვალში, რეჟიმი ანტიკათოლიკურად
წარმოაჩინოს. დოქტორმა ბალაგერმა გენერალისიმუსს ჩვეული
გულისხმიერებით წარუდგინა შეერთებული შტატების სახელმწიფო
დეპარტამენტის პროტესტი სანტო დომინგოს კოლეჯის ღვთისმსა-
ხურების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო. სი-
ნამდვილეში, შევიწროების მცდელობა იყო მხოლოდ. მაგალითად,
პოლკოვნიკ ჯონი აბესის კაცები ხმის გამაძლიერებლებს დგამენ
სანტო დომინგოს კოლეჯთან ყოველ ღამე და პოპულარულ ტრუხი-
ლიოისტურ მერენგეს მთელ ხმაზე აყვირებდნენ, რომ მონაზვნებს
თვალი არ მოეხუჭათ. მანამდე იმავეს აკეთებდნენ სან ხუან დე მა-
გუანაში, მონსენიორ რეილის რეზიდენციასთან და კვლავ აგრძე-
ლებენ ლა ვეგაში, მონსენიორ პანალთან. ჯერ კიდევ შესაძლებე-
ლია ეკლესიასთან შერიგება, მაგრამ ამ ქმედებებს კრიზისი სრულ
განხეთქილებამდე მიჰყავს.
– დაელაპარაკეთ როზენკროიცერს და დაარწმუნეთ, – მხრები
აიჩეჩა ტრუხილიომ, – ეგ არის მღვდელთშემმუსვრელი, დარწმუნე-
ბულია, რომ უკვე დაგვიანებულია ეკლესიის დაშოშმინება, რომ
მღვდლებს სურთ ან გადასახლებაში მნახონ, ან პატიმრობაში, ან
გულზე ხელდაკრეფილი.
– გარწმუნებთ, რომ ასე არაა, ბრწყინვალებავ.
გენერალისიმუსს ყურადღება არ მიუქცევია. სათამაშო პრეზი-
დენტს უსიტყვოდ უსმენდა, გამჭოლ მზერას არ აშორებდა, რაც ბა-
ლაგერს აბნევდა და აშინებდა. ცეროდენა დოქტიორი, ჩვეულებ-
რივ, სხვებზე მეტ ხანს უძლებდა ოკულისტურ ინკვიზიციას, მაგრამ
ახლა, რამდენიმე წუთი მოურიდებელი მზერით რომ აშიშვლებდნენ,
უხერხულობა დაეტყო: პატარა თვალებს მოუსვენრად ახამხამებდა
სათვალის მსხვილი შუშების მიღმა.
329
– თქვენ გწამთ ღმერთის? – ჰკითხა ტრუხილიომ ერთგვარი
მღელვარებით: თვალებით ბურღავდა, წრფელ პასუხს ითხოვდა, –
გწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ სხვა ცხოვრება არსებობს? ზეცა –
კარგებისთვის და ჯოჯოხეთი – ცუდებისთვის? ამის გჯერათ?
მოეჩვენა, რომ ხოაკინ ბალაგერის ჩია სხეული კიდევ უფრო და-
პატარავდა კითხვების სიმძიმით. პრეზიდენტის ზურგს უკან მისი ფო-
ტო ეკიდა – სააღლუმე სამოსი, სამკუთხა, ბუმბულებიანი ქუდი,
მკერდზე გადადებული საპრეზიდენტო ლენტი და ის ჯილდო, რომ-
ლითაც ყველაზე მეტად ამაყობდა, კარლ III-ის დიდი ესპანური ჯვა-
რი – ფოტო უზარმაზარ ოქროსფერ ჩარჩოში იყო ჩასმული. ჯიბის
პრეზიდენტის პატარა ხელები ერთმანეთს მიეალერსნენ და თით-
ქოს საიდუმლოს გასცემსო, ისე წარმოთქვა:
– ზოგჯერ ვეჭვობ, თქვენო ბრწყინვალებავ. მაგრამ წლების წინ
ერთ დასკვნამდე მივედი: ალტერნატივა არ არსებობს. მიზანშეწო-
ნილია გწამდეს, შეუძლებელია ათეისტი იყო. არ შეიძლება, თუ სა-
ზოგადოებრივი სამსახურის მოწოდება გაქვს და პოლიტიკას ქმნი.
– თქვენ უმწიკვლოს სახელი გაქვთ, – დაიჟინა ტრუხილიომ, ად-
გილზე ცქმუტავდა, – ისიც მსმენია, არ დაქორწინდა, საყვარელი ქა-
ლი არ ჰყავს, არც შვილი, არც სიმდიდრეს ელტვის, რადგან საიდუმ-
ლოდ აღიკვეცაო. გამიგონია, რომ თქვენ ერისკაცის ცხოვრებას
ეწევით, მაგრამ სასულიერო პირი ხართ.
პატარა პრეზიდენტმა თავი გააქნია: აქედან სიმართლეს არაფე-
რი შეესაბამება. არასოდეს აღკვეცილა და არც აღიკვეცება, ზოგი-
ერთი თავისი თანაკლასელისგან განსხვავებით, რომლებიც თავს
იტანჯავდნენ იმაზე ფიქრით, უფალმა ჩვენ ხომ არ აგვირჩია კათო-
ლიკური მრევლის მწყემსადო, მან ყოველთვის ზუსტად იცოდა – თა-
ვისი მოწოდება მღვდლობა კი არა ინტელექტუალური შრომა და პო-
ლიტიკური მოღვაწეობა იყო. რელიგია სულს უწესრიგებდა, იმ ეთი-
კას უნერგავდა, რომლითაც ცხოვრებას უმკლავდებოდა, ხანდახან
ეჭვებში ვარდებოდა ტრანსცენდენტულზე, ღმერთზე, მაგრამ არა-
330
სოდეს დაეჭვებულა კათოლიციზმის შეუნაცვლებელ ფუნქციაზე,
როგორც სოციალურ ინსტრუმენტზე, ადამიანის ზღვარდაუდებელი
ვნებებისა და სიმხეცის მოსათოკად. და, დომინიკის რესპუბლიკაში,
კათოლიციზმი, ესპანურ ენასთან ერთად, ნაციონალური ცნობიერე-
ბის შემადუღაბებელი ძალაა. კათოლიკური რწმენის გარეშე, ქვეყა-
ნა დაშლისა და ბარბაროსობის გზას დაადგება. რაც შეეხება რწმე-
ნას, ის სან იგნასიო ლოიოლას სწავლებას მისდევს, თავის „სულიერ
სავარჯიშოებში“: ისე იმოქმედე, თითქოს გწამს, მისდიე რიტუალებ-
სა და მცნებებს: წირვას, ლოცვას, აღსარებას, ზიარებას, რელიგიუ-
რი ფორმის სისტემატიური გამეორება შინაარსს შექმნის, სიცარიე-
ლეს შეავსებს – რაღაც მომენტში – ღმერთის არსებობით.
ბალაგერი გაჩუმდა და თვალები დახარა, თითქოს შერცხვა გე-
ნერალისიმუსს რომ გაუღო თავის სულის კუნჭულები, უზენაესთან
თავისი პირადი „კეთილმოწყობის“ საიდუმლო რომ გაამხილა.
– მე რომ ეჭვები მქონოდა, ვერასოდეს აღვადგენდი ამ მკვდარ
ქვეყანას, – თქვა ტრუხილიომ, – ვერასოდეს ვიმოქმედებდი, ზეცი-
დან რამე ნიშანს რომ დავლოდებოდი. საკუთარ თავს ვენდე, მეტს
არავის, სამკვდრო-სასიცოცხლო გადაწყვეტილებებს რომ ვიღებ-
დი. ზოგჯერ, შესაძლოა ვცდებოდი კიდეც, რასაკვირველია.
ქველმოქმედი ბალაგერის გამომეტყველებით მიხვდა, რომ ეს
უკანასკნელი ეკითხებოდა, თუ რას ან ვის გულისხმობდა, არ უთ-
ქვამს, რომ გონებაში ახალგაზრდა დოქტორის, ენრიკე ლიტგოუ სე-
არას სახე წარმოუდგა. პირველი უროლოგი იყო, ვისთანაც კონ-
სულტაცია გაიარა – ჭკუის კოლოფმა კაბრალმა ურჩია, გამოჩენი-
ლი ექიმიაო – როცა მიხვდა, რომ მოშარდვა უჭირდა, ორმოცდა-
ათიანი წლების ბოლოს, დოქტორმა მარიონმა, შარდსადენზე სიმ-
სივნის მოკვეთის შემდეგ დაარწმუნა, აღარასოდეს შეგაწუხებსო.
მაგრამ სულ მალე მოშარდვის პრობლემა შეექმნა. ბევრი ანალიზი-
სა და არასასიამოვნო ანალური გამოკვლევის შემდეგ, დოქტორმა
ლიტგოუ სეარამ, რომელსაც კახპის თუ გაწეპილი მნათეს სახე
331
ჰქონდა, გულისამრევად დაიწყო გაუგებარი სიტყვებით ლაპარაკი,
რათა ტრუხილიო სასოწარკვეთილებაში ჩაეგდო („ურთერული
სკლეროზი“, „ურეთროგრაფია“, „პროსტატი“) და ბოლოს თქვა ის
დიაგნოზი, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდა.
– უფალს მიენდეთ, თქვენო ბრწყინვალებავ. თქვენი პროსტატის
სიმსივნე ავთვისებიანია.
ტრუხილიოს მეექვსე გრძნობამ უკარნახა, რომ ექიმი ან აზვია-
დებდა, ან ცრუობდა. კიდევ უფრო შეეპარა ეჭვი, როდესაც ურო-
ლოგმა სასწრაფო ოპერაცია მოითხოვა, მეტისმეტად სარისკო იყო,
ახლავე თუ არ მოჰკვეთდნენ სიმსივნეს, მეტასტაზები წავიდოდა, ქი-
მიოთერაპია რამდენიმე თვე სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა. აზ-
ვიადებდა და ცრუობდა, რადგან ექიმი კი არა, მყვლეფავი იყო ან
მტერი. ახალი სამშობლოს მამისთვის სიცოცხლე უნდოდა მოეს-
წრაფებინა, ამაში დაბეჯითებით მაშინ დარწმუნდა, როდესაც ბარსე-
ლონიდან სახელგანთქმული ექიმი ჩამოაყვანინა, დოქტორმა ან-
ტონიო პუიგვერტმა ავთვისებიანი სიმსივნე არ დაადასტურა, იმ წყე-
ული ჯირკვლის ზრდა, მისი ასაკიდან გამომდინარე, წამლებით შე-
ეძლო შეეჩერებინა და გენერალისიმუსის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრებოდა, ამოკვეთა აუცილებელი არ იყო. ტრუხილიომ იმ დი-
ლით ბრძანება გასცა და მისმა სამხედრო ადიუტანტმა, ლეიტენან-
ტმა ხოსე ოლივამ პასუხისმგებლობა იკისრა, რომ უტიფარი ლიტ-
გოუ სეარა სანტო დომინგოს ნავსადგომიდან უკვალოდ გამქრალი-
ყო თავისი წამლებითა და ცრუმედიცინით. ჰო, ამ გახსენებაზე! მა-
რიონეტ პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი პენია რივერას
კაპიტნად დაწინაურებაზე, ღვთაებრივი არსებობიდან მიწაზე გაერ-
თხა და გაახსენდა, გაწეული სამსახურისთვის სამაგიერო რომ უნდა
გადაეხადა მევალესთვის, ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი გარეწრის-
თვის, ჯონი აბესმა რომ გადაიბირა.
– მავიწყდებოდა, – თქვა და უკმაყოფილოდ გაიქნია თავი, –
თქვენ ჯერ არ მოგიწერიათ ხელი ლეიტენანტ პენია რივერას კაპიტ-
332
ნად დაწინაურების რეზოლუციაზე – ქვეყნისთვის გაწეული განსა-
კუთრებული სამსახურისთვის. ამ ერთი კვირის წინ გამოგიგზავნეთ
განკარგულება ჩემი თანხმობით.
პრეზიდენტ ბალაგერს მრგვალი სახე აუძმარდა და პირი დაეღ-
რიჯა, მუშტები შეკრა, მაგრამ თავი დაიმშვიდა და ჩვეულ წონასწო-
რობას დაუბრუნდა.
– რეზოლუციას ხელი არ მოვაწერე, რადგან საჭიროდ მივიჩნიე,
მისი დაწინაურების საკითხი თქვენთვის პირადად განმემარტა,
თქვენო ბრწყინვალებავ.
– არავითარი განმარტება არაა საჭირო, – შეაწყვეტინა გენერა-
ლისიმუსმა ანჩხლად, – თქვენ მითითება მიიღეთ. მკაფიო არ იყო?
– რასაკვირველია, იყო, თქვენო ბრწყინვალებავ. ძალიან
გთხოვთ, მომისმინოთ. თუ ჩემი არგუმენტები დამაჯერებელი არ მო-
გეჩვენებათ, ლეიტენანტ პენია რივერას დაწინაურებას ახლავე მო-
ვაწერ ხელს. რეზოლუცია აგერ მაქვს, ხელმოსაწერად გამზადებუ-
ლი. რადგანაც ფაქიზი თემაა, უმჯობესია პირადად მოგახსენოთ.
ტრუხილიომ კარგად იცოდა, ბალაგერი რა მიზეზებსაც დაასახე-
ლებდა და ბრაზი თანდათან ემატებოდა. ამ უმნიშვნელო არსებას
მეტისმეტად დაბერებული ან დაღლილი ხომ არ ეჩვენება ტრუხი-
ლიო, მისი ბრძანების დაუმორჩილებლობას რომ ბედავს? უკმაყო-
ფილება არ შეიმჩნია და სიტყვის შეუწყვეტლად დაუგდო ყური. ბა-
ლაგერი მჭევრმეტყველებით სასწაულებს ახდენდა, ცდილობდა თა-
ვისი ნათქვამი ნატიფი სიტყვებისა და საამო ტონის გამო იმგვარად
სახიფათო არ გამოჩენილიყო, როგორიც სინამდვილეში იყო. დიდი
პატივისცემითა და მოკრძალებით ურჩევდა მის ბრწყინვალებას,
თავი შეეკავებინა ისეთი პიროვნების დაწინაურებისგან – თან, გან-
საკუთრებული დამსახურებისათვის – როგორიც ლეიტენანტი ვიქ-
ტორ ალისინიო პენია რივერა იყო. ისეთი უარყოფითი კურიკულუმი
ჰქონდა, ისეთი შერყვნილი დანაშაულებრივი ქმედებებით – შესაძ-
ლოა, სრულიად უსამართლოდ – რომ, ეს დაწინაურება ქვეყნის
333
არაკეთილმოსურნეების, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული
შტატების მიერ, სამი დის – მინერვა, პატრია და მარია ტერესა მირა-
ბალების – მკვლელობისთვის გაცემულ ჯილდოდ იქნებოდა აღქმუ-
ლი. თუმცა, სასამართლომ კი დაადგინა, დები და მათი მძღოლი სა-
ავტომობილო კატასტროფაში დაიღუპნენო, მაგრამ საზღვარგარეთ
პოლიტიკურ მკვლელობად აფასებდნენ და მის უშუალო შემსრულე-
ბელად სანტიაგოს SIM-ის უფროსს, ლეიტენანტ პენია რივერას ასა-
ხელებდნენ. პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევდა, შეეხსენებინა ის
გაცხოველებული აჟიოტაჟი, რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა რომ ატე-
ხეს, როდესაც მისი ბრწყინვალების ბრძანებით, მიმდინარე წლის 7
თებერვალს, პრეზიდენტის დეკრეტით, ლეიტენანტ რივერას გადაე-
ცა ის ოთხჰექტარიანი მამული და სახლი, სახელმწიფომ პატრისია
მირაბალს და მის მეუღლეს რომ ჩამოართვა ქვეყნისთვის ძირგა-
მომთხრელი საქმიანობისთვის. ამასთან დაკავშირებით ხმაური ჯერ
კიდევ არ მიმწყდარა. შეერთებულ შტატებში შექმნილი საგანგებო
კომისიები კვლავ წყალს ამღვრევენ, სახელმწიფოს მიერ პატრისია
მინერვას მფლობელობაში არსებული მამულისა და სახლის გადა-
ცემას ლეიტენანტ პენიასთვის, – დანაშაულის საფასურად გადახ-
დილ სარგოდ მიიჩნევენ. დოქტორი ბალაგერი არწმუნებდა მის
ბრწყინვალებას, ახალი საბაბი არ მიეცა მტრებისთვის, რომ გა-
ემეორებინათ, ტრუხილიო მკვლე- ლებსა და მწამებლებს მფარვე-
ლობსო. მის ბრწინვალებას უთუოდ ემახსოვრება, თუმცა საკუთარ
თავს უფლებას აძლევს მიუთითოს, რომ პოლკოვნიკ ჯონი აბესის
საყვარელი მოადგილე მხოლოდ დები მირაბალების სიკვდილთან
კი არა, გადასახლებულების ცილისმწამებლურ კამპანიასთანაც
არის ასოცირებული. ისევე როგორც მარერო არისტის სიკვდილთან
და ხალხის ეგრეთ წოდებულ გაუჩინარებასთან. ასეთ ვითარებაში
უკიდურესი გაუფრთხილებლობა იქნება საჯაროდ ლეიტენანტის და-
წინაურება. რატომ არ შეიძლება საქმე უფრო მოკრძალებულად გა-
კეთდეს, მაგალითად, ეკონომიკური ანაზღაურება მიეცეს ან დიპ-
334
ლომატიურ სამსახურში დასაქმდეს რომელიმე მოშორებულ ქვეყა-
ნაში?
გაჩუმდა და კვლავ ხელები მოიფშვნიტა. წამწამებს ახამხამებდა
მოუსვენრად, გუმანი კარნახობდა, რომ მისი გამოწ- ვლილვითი არ-
გუმენტები ამაო იყო, რეპრესიების ეშინოდა. ტრუხილიო შეეცადა
ის რისხვა ჩაექრო, სულში რომ უდუღდა.
– თქვენ, პრეზიდენტო ბალაგერ, ბედმა გაგიღიმათ, რომ მხო-
ლოდ იმ საკითხებით შეგიძლიათ დაკავდეთ, რაც პოლიტიკას სა-
უკეთესო აქვს, – თქვა ყინულივით ცივი ხმით, – კანონები, რეფორ-
მები, დიპლომატიური მოლაპარაკებები, სოციალური ცვლილებე-
ბი, ამას აკეთებდით ოცდათერთმეტი წელი. სახელისუფლებო მარ-
თვის კეთილშობილური, თავაზიანი სფერო შეგხვდათ, მშურს თქვე-
ნი! ბედნიერი ვიქნებოდი, მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწე და რე-
ფორმატორი რომ ვყოფილიყავი. მაგრამ ქვეყნის მმართველობას
სხვა სახეც აქვს – ბინძური, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა
იმის გაკეთება, რასაც თქვენ აკეთებთ. და, წესრიგი? სტაბილურო-
ბა? უშიშროება? მე ვზრუნავდი, თქვენ ამ უმადური საქმეებით რომ
არ დაკავებულიყავით. მაგრამ ის არ მითხრათ, რომ არ იცით, ქვე-
ყანაში მშვიდობა როგორ მიიღწევა. რამდენი მსხვერპლით და რამ-
დენი სისხლით. მადლობა მითხარით, საშუალება რომ მოგეცით,
სხვა მხარეს გაგეხედათ, კეთილშობილი საქმეები გეკეთებინათ, სა-
ნამ მე, აბესი, ლეიტენანტი პენია რივერა და სხვები ქვეყანაში მშვი-
დობას ვამყარებდით, იმისათვის, თქვენ რომ პოემები და დისკურსე-
ბი გეწერათ. დარწმუნებული ვარ, თქვენს მახვილ გონებას ჩემი შე-
სანიშნავად ესმის.
ხოაკინ ბალაგერმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. გაფითრე-
ბული იყო.
– მეტი აღარ ვისაუბროთ არასასიამოვნო ამბებზე, – შეაჯამა გე-
ნერალისიმუსმა, –ხელი მოაწერეთ ლეიტენანტ პენია რივერას და-
წინაურებას, ხვალ დილით ოფიციალურმა გაზეთმა გამოაქვეყნოს
335
და გთხოვთ, პირადად თქვენი ხელით დაწერილი მილოცვა გადას-
ცეთ.
– ასე გავაკეთებ, თქვენო ბრწყინვალებავ.
ტრუხილიომ სახეზე ხელი მოისვა, მოეჩვენა, რომ მთქნარება
მოერია. ცრუ განგაში იყო. ამ ღამით, კაობას სახლის ღია ფანჯრები-
დან შემოჭრილი ხეებისა და ყვავილების სურნელით დატკბება, და-
აკვირდება ნახშირივით შავ ცაზე როგორ ციმციმებენ ვარსკვლავე-
ბი, მსაჯული პეტრონიუსივით მოეფერება შიშველი ქალის ალერსი-
ან სხეულს, მისი ელეგანტური ქცევით ოდნავ შემკრთალსა და დარ-
ცხვენილს, ფეხებშორის იგრძნობს როგორ ეკიდება თანდათან
გზნება, სანამ მის თბილ და წვნიან სარცხვინელს წუწნის. ხან-
გრძლივი და მყარი ერექცია ექნება, როგორც ადრე, ახალგაზრდო-
ბაში, ააკვნესებს და გაათავებინებს, თავადაც გაათავებს და ასე წაშ-
ლის გონებიდან იმ ბრიყვი და გაჩხინკული გოგონას ცუდ მოგონე-
ბებს.
– გადაამოწმეთ იმ პატიმრების სია, ხელისუფლებამ რომ უნდა
გაათავისუფლოს, – თქვა შედარებით ნეიტრალური ტონით, – უმ-
ბერტო მელენდესის, იმ მონტეკრისტელი პროფესორის გარდა, სა-
წინააღმდეგო არაფერი მაქვს, იმოქმედეთ, ხუთშაბათს საღამოს პა-
ლასიო ნასიონალში გამოიძახეთ მათი ოჯახის წევრები. იქ შეხვდე-
ბიან გათავისუფლებულებს.
– ამ წუთიდან ვიმოქმედებ, თქვენო ბრწყინვალებავ.
გენერალისიმუსი ფეხზე წამოდგა და მარიონეტ პრეზიდენტს,
რომელიც მიბაძვას აპირებდა, ხელით ანიშნა, რომ ადგილზე დარ-
ჩენილიყო. ჯერ წასვლას არ აპირებდა. ფეხის გამართვა სურდა. სა-
წერი მაგიდის წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
– გგონიათ პატიმრების ახალი გათავისუფლება იანკებს და-
აშოშმინებს? – მონოლოგი განაგრძო, – ვეჭვობ. ჰენრი დიაბორნი
მეამბოხეებს აქეზებს. ჯონი აბესი ამბობს, რომ კიდევ ერთი შეთქმუ-
ლება მზადდება. თავად ხუან ტომას დიასის მონაწილეობით.
336
იმ მდუმარებამ, ზურგს უკან რომ შემოესმა, – ჰო, შემოესმა, რო-
გორც რაღაც მძიმე და წებოვანი, – განაცვიფრა. სწრაფად შემობ-
რუნდა, მარიონეტი პრეზიდენტისთვის რომ შეეხედა: იქ იდგა, გაქ-
ვავებული, უმწიკვლო თვალებით შესცქეროდა. ვერ დამშვიდდა.
ალღო არასოდეს ღალატობდა. შესაძლოა, კაცობრიობის ამ მიკ-
როსკოპულმა არსებამ, ამ პიგმეიმ რამე იცოდეს?
– გსმენიათ რაიმე ამ ახალი შეთქმულების შესახებ?
ტრუხილიომ დაინახა, პრეზიდენტმა უარყოფის ნიშნად რა ენერ-
გიულად გააქნია თავი.
– რამე რომ მცოდნოდა, მაშინვე პოლკოვნიკ აბეს გარსიას მო-
ვახსენებდი, თქვენო ბრწყინვალებავ. როგორც გამიკეთებია ყო-
ველთვის, ჭორი რომ მომსვლია ძირგამომთხრელი საქმიანობის
შესახებ.
კიდევ ორი-სამი ნაბიჯი გადადგა საწერი მაგიდის წინ, სიტყვა არ
დაუძრავს. არა, თუ ერთი ადამიანი მაინც იყო რეჟიმის ხალხს შო-
რის, შეთქმულებაში მონაწილეობა რომ არ შეეძლო, ეს წინდახედუ-
ლი პრეზიდენტი იყო. იცოდა, ტრუხილიოს გარეშე რომ ვერ იარსე-
ბებდა, ქველმოქმედი იყო მისი სიცოცხლის წყარო, მის გარეშე სა-
უკუნოდ გაქრებოდა პოლიტიკური ცხოვრებიდან.
ოთახის ერთ-ერთ დიდ ფანჯარასთან გაჩერდა, დიდხანს ათვა-
ლიერებდა ზღვას. ღრუბლებს მზე დაეფარათ, ნაცრისფერი ცა და ჰა-
ერი ვერცხლისფრად დასერილიყო. მუქი ლურჯი ზღვა ღრუბლის
ნაფლეთებს ირეკლავდა. პატარა გემი ზღვის ყურეს მიაპობდა მდი-
ნარე ოსამას შესართავისკენ. მეთევზეების ნავი სამუშაო დღის დას-
რულების შემდეგ ნავსადგურისკენ ღუზის ჩასაგდებად მიეშურებო-
და. გზად ქაფის შლეიფი მიჰყვებოდა და იმის მიუხედავად, რომ ამ
სიშორიდან დანახვა არ შეეძლო, წარმოიდგინა, როგორ კიოდნენ
ფრთებაფართხუნებული თოლიები. წინასწარ უხაროდა, დედამისის
მონახულების შემდეგ საათ-ნახევარი რომ გაისეირნებდა მაქსიმო
გომესისა და ავენიდას ქუჩებზე. შეისუნთქავს მარილიან ჰაერს და
337
ზღვის შრიალით გაბრუვდება. არ დაავიწყდეს, ყური რომ უნდა აუ-
წიოს შეიარაღებული ძალების უფროსს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე
წყლის გახეთქილი მილის გამო. პუპო რომანმა უნდა ჩაყოს ცხვირი
იმ წუმპეში, სამხედრო გარნიზონის ჭიშ კართან ასეთი გულისამრე-
ვი სანახაობა რომ აღარასოდეს დაუხვდეს.
ქველმოქმედი პრეზიდენტ ხოაკინ ბალაგერის კაბინეტიდან და-
უმშვიდობებლად გავიდა.

338
15

– აქ ჩვენ ერთად თუ ასე ვართ, იქ ფიფი პასტორისა მარტო რო-


გორ იქნება? – თქვა უასკარ ტეხედამ, რომელიც ოთხკარიანი შავი
„ოლდსმობილ 98“-ის საჭეს იყო დაყრდნობილი, მანქანა სან კრის-
ტობალის გზის მე-7-ე კილომეტრზე იდგა.
– აქ რა ჯანდაბას ვაკეთებთ, – გაცეცხლდა ლივიო სედენიო, –
ათს უკლია თხუთმეტი წუთი, უკვე აღარ მოვა!
ფეხებშორის ჩადებულ M-1-ის ავტომატს ხელი ისე მოუჭირა,
თითქოს დაჭყლეტვას უპირებსო. პედრო ლივიოს გაცხარება სჩვე-
ოდა, თავისი ფიცხი ხასიათის გამო გაუფუჭდა სამხედრო კარიერა,
ჯარიდან კაპიტნის ჩინით გამოაგდეს. ამ შემთხვევის შემდეგ მიხვდა,
რომ გულფიცხობით იმდენ არაკეთილმოსურნეს იჩენდა, სამხედრო
კარიერის კიბეზე წინ ვერასოდეს წაიწევდა. ჯარიდან გულდაწყვეტი-
ლი წამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადე-
მია ბრწყინვალე ნიშნებით დაამთავრა, მაგრამ მისმა ხასიათმა – ჩი-
რაღდანივით რომ აგიზგიზდებოდა ხოლმე, ვინმე ნეგროს43 თუ და-
უძახებდა და ნებისმიერ წვრილმანზე მუშტებს იქნევდა, ბრწყინვალე
სამსახურებრივი ჩამონათვალის მიუხედავად, სამხედრო წინსვლა
დააბრკოლა. ჯარიდან იმიტომ გააგდეს, რომ რევოლვერი დაუძრო
გენერალს, რომელიც სახალხოდ კიცხავდა იმის გამო, ოფიცრის
კვალობაზე მეტისმეტად შინაურულად რომ ექცეოდა ჯარისკაცებს.
მიუხედავად ამისა, ისინი, ვინც ისე კარგად იცნობდა, როგორც მის
გვერდით მყოფი, ტრუხილიოს მომლოდინე ინჟინერი, უასკარ ტეხე-
და პიმენტალი, კარგად იცოდნენ, რომ ამ შფოთიანი გარეგნობის
მიღმა გულჩვილი კაცის გრძნობები იმალებოდა, რომელსაც შეეძ-

43
Negro (ესპ.)– შავი – საუბარია მიმართვის ფორმაზე – „შავო“,
რომელიც რასობრივ კუთვნილებას მიუთითებს და შეურაცხმყოფელ
კონოტაციას შეიცავს.
339
ლო, – უასკარს საკუთარი თვალით უნახავს, – ბავშვივით აქვითინე-
ბულიყო მოკლული დები მირაბალების გამო, რომელთაც თითქმის
არ იცნობდა.
– მოუთმენლობაც კლავს, ნეგრო, – შეეცადა გახუმრებოდა უას-
კარ ტეხედა.
– ნეგრო შენი მშობელი დედაა.
ტეხადა პიმენტალმა გაცინება დააპირა, მაგრამ მეგობრის უხეში
პასუხით შემკრთალს სახეზე წყენა დაეტყო. პედრო ლივიო არ იც-
ვლება.
– მაპატიე, – შემოესმა ბოდიში რამდენიმე წამში, – ნერვები დაგ-
ლეჯილი მაქვს ამ წყეული ლოდინით.
– ერთნაირად ვართ, ნეგრო. ჯანდაბა, ისევ ნეგრო დაგიძახე,
ისევ დედას შემაგინებ?
– ამჯერად, არა, – გაიცინა, ბოლოს და ბოლოს, პედრო ლივიომ.
– რატომ ბრაზობ, ნეგროს რომ გეძახით? სიყვარულით გეუბნე-
ბით, კაცო.
– ვიცი, უასკარ. შეერთებულ შტატებში, აკადემიაში რომ ვსწავ-
ლობდი, კადეტები ან ოფიცრები Nigger-ს რომ მეძახდნენ, რასიზმის
გამოხატულება იყო და არა სიყვარულის. ჰოდა, ვაიძულებდი, რომ
პატივისცემით მომპყრობოდნენ.
ავტობანზე მანქანები მიქროდნენ, ზოგი დასავლეთისკენ – სან
კრისტობალის მიმართულებით და ზოგი აღმოსავლეთისკენ – სი-
უდად ტრუხილიოს მიმართულებით. მათ შორის არც ტრუხილიოს
„შევროლე ბელ ეარი“ ჩანდა და არც ანტონიო დე ლა მასას „შევრო-
ლე ბისკაინი“. ინსტრუქციები მარტივი იყო: როგორც კი თვალს
მოჰკრავდნენ ორივე მანქანას, რომლებიც ტონი იმბერტის მინიშნე-
ბით უნდა გამოეცნოთ, – ფარები სამჯერ უნდა აენთო და ჩაექრო, –
მძიმე „ოლდმობილით“ ორივე მაქანისთვის უნდა გაესწროთ და ვა-
ცისთვის გზა გადაეღობათ. პედრო ლივიო ნახევრად ავტომატური
M-1-ის კარაბინით, რომლისთვისაც რამდენიმე, საგანგებოდ დამ-
340
ზადებული ტყვია ანტონიო დე ლა მასამ მისცა და უასკარი თავისი
ცხრამილიმეტრიანი Smith & Wesson 39-ით წინიდან დააყრიდნენ
ტრუხილიოს იმდენ ტყვიას, რამდენსაც უკნიდან იმბერტი, ამადიტო,
ანტონიო და თურქი. ამ ალყიდან ვერ გავიდოდა და თუ მაინც გააღ-
წევდა, დასავლეთით, ორ კილომეტრში, ესტრელია სადალას „მერ-
კურით” ფიფი პასტორისა დაუხვდებოდა, კვლავ გზას გადაუჭრიდა
და თავს დააცხრებოდა.
– შენმა ცოლმა ამაღამდელი ამბავი იცის, პედრო ლივიო? –
ჰკითხა უასკარ ტეხადამ.
– ჰგონია ხუან ტომას დიასთან ვარ ფილმის სანახავად. ორსუ-
ლადაა და...
პედრო ლივიომ უცებ დაინახა როგორ გაიარა მანქანამ ძალიან
სწრაფად და ათი მეტრის მოშორებით როგორ მიჰყვა მეორე მანქა-
ნა, რომელიც სიბნელეში ანტონიო დე ლა მასას „შევროლეს“ მიამ-
სგავსა.
– ისინი არ არიან, უასკარ? – პედრო ლივიო ცდილობდა სიბნე-
ლე მზერით გაებურღა.
– დაინახე, რომ აანთო და ჩააქრო ფარები? – დაიყვირა აღგზნე-
ბულმა ტეხადა პიმენტალმა, – ისინი დაინახე?
– არა, ნიშანი არ მოუციათ. მაგრამ ისინი არიან.
– რა ვქნათ, ნეგრო?
– დაიძარი, დაიძარი!
პედრო ლივიოს გული ისეთი მხედრული მგზნებარებით უცემდა,
რომ ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა. უასკარმა მანქანა წრეზე
მოატრიალა. ჩავლილი მანქანების წითელი შუქი თანდათან შორ-
დებოდა, სულ მალე თვალსაწიერიდან გაქრებოდა.
– ისინი არიან, უასკარ. უეჭველად ისინი უნდა იყვნენ. რა ჯანდა-
ბის გამო არ გვანიშნეს!
პაწაწინა წითელი შუქები გაუჩინარდა. მათ წინ მხოლოდ „ოლ-
დსმობილის“ ფარების კონუსისებური შუქი და უკუნი ღამე იყო.
341
ღრუბლებს მთვარე სრულიად დაეფარა. პედრო ლივიოს, – ნახევ-
რად ავტომატური კარაბინი მანქანის ფანჯრიდან გადაეყო, – თავი-
სი ცოლი, ოლგა გაახსენდა. რა განცდა დაეუფლება, როცა შეიტ-
ყობს, რომ ტრუხილიოს ერთ-ერთი მკვლელი მისი მეუღლეა? ოლგა
დესპრადელი პედრო ლივიოს მეორე ცოლი იყო. ერთმანეთის შესა-
ნიშნავად ესმოდათ. ოლგა, მისი პირველი ცოლისგან განსხვავე-
ბით, – ვისთან თანაცხოვრებაც ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, – პედ-
როს გულფიცხობას უზომო მოთმინებით იტანდა, რისხვა-წყრომის
დროს საწინააღმდეგო სიტყვის თქმას ან შეკამათებას ერიდებოდა,
სახლის საქმეებზე კი ისეთი გულმოდგინებით ზრუნავდა, რომ პედ-
როს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა. განცვიფრებისგან თავზარი
დაეცემა. ოლგას ჰგონია, რომ მის ქმარს პოლიტიკა არ აინტერე-
სებს, მიუხედავად იმისა, ამ ბოლო დროს მჭიდრო მეგობრობა რომ
აკავშირებს ანტონიო დე ლა მასასთან, გენერალ ხუან ტომას დიას-
თან და ინჟინერ უასკარ ტეხედასთან – ცნობილ ანტიტრუხილიოის-
ტებთან, ჯერ კიდევ სულ რამდენიმე თვის წინათ, როდესაც მისი მე-
გობრები რეჟიმზე აუგს ამბობდნენ, პედრო სფინქსივით დუმდა და
სიტყვას არ ძრავდა. არ უნდოდა სამსახური დაეკარგა დომინიკის
ბატარეის ფაბრიკაში, რომელიც ტრუხილიოს ოჯახს ეკუთვნოდა.
კარგი ჯამაგირი ჰქონდა, სანამ სანქციების გამო საქმეები ყირაზე
არ დადგა.
რასაკვირველია, ოლგამ იცოდა, პედრო ლივიო გულში რეჟიმის
მიმართ ბოღმას რომ ინახავდა, რადგან მისმა პირველმა მეუღლემ,
თავგადაკლულმა ტრუხილიოისტმა და გენერალისიმუსის პირადმა
მეგობარმა, რომელიც ქველმოქმედმა სან კრისტობალის გუბერნა-
ტორად დანიშნა, თავისი გავლენა გამოიყენა და პედრო ლივიოს ქა-
ლიშვილის – ადანელას – ნახვა სასამართლოს განჩინებით აუკრძა-
ლა, გოგონას მეურვეობის უფლება დედას გადაეცა. „შესაძლოა
ოლგამ იფიქროს, რომ შეთქმულებაში ამ უსამართლობის გამო მი-
ვიღე მონაწილეობა“, გაიფიქრა პედრო ლივიომ. არა, ეს არ ყოფი-
342
ლა მიზეზი, რის გამოც ახლა აქ იყო და ტრუხილიოს მისდევდა კუდ-
ში თავისი ნახევრად ავტომატური კარაბინით ხელში. აქ, – ოლგა
ამას ვერ გაიგებს, – დები მირაბალების მკვლელობის გამო იყო.
– გასროლის ხმა იყო, პედრო ლივიო?
– კი, კი, სროლაა. ისინი არიან, ამის დედა ვატირე! დაუჩქარე,
უასკარ!
ორივეს შეეძლო ხმით იარაღის გარჩევა. ის, რომელიც ზედიზედ
გაისმა და მანქანას ცხრილავდა, ანტონიოსა და ამადიტოს კარაბი-
ნები იყო, თურქის თუ იმბერტის რევოლვერის ხმა მოგვიანებით შე-
მოესმათ და მათი ლოდინით დაძმარებული განწყობა ცეცხლის
მგზნებარებით აანთო. „ოლდმობილი“ ახლა გზაზე ფრთებგამოს-
ხმული მიქროდა. პედრო ლივიომ თავი მანქანის ფანჯრიდან გადა-
ყო, მაგრამ ვერც ვაცის „შევროლეს“ დანახვა შეძლო და ვერც მისი
მდევრების. სამაგიეროდ, გზის ერთ-ერთ მრუდეზე ესტრელია სადა-
ლას „მერკური“ იცნო და წამიერად დალანდა „ოლდსმობილის“ ფა-
რებით განათებული ფიფი პასტორისას ძვლიანი სახე.
– ფიფისაც გვერდი აუარეს, – თქვა უასკარ ტეხადამ, – მისთვი-
საც დაავიწყდათ ნიშანის მიცემა. რა ბრიყვები არიან!
ტრუხილიოს „შევროლე“ ას მეტრში გამოჩნდა, გზის მარჯვენა
მხარეს გაჩერებულიყო, მანქანის ფარები ანთებული იყო, „აგერ
არის!“ „ის არის, ჯანდაბა!“ იყვირეს პედრო ლივიომ და უასკარმა
ზუსტად იმ დროს, როდესაც ხელახლა გაისმა რევოლვერის, კარა-
ბინისა და ავტომატის ტყვიების ჯერი. უასკარმა მანქანის ფარები ჩა-
აქრო და „შევროლედან“ დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით
უხეშად დაამუხრუჭა. პედრო ლივიომ კარი გამოაღო და სანამ გაის-
როდა, ქუჩაში შეშლილივით გავარდა. იგრძნო, რომ რაღაცას წამო-
ედო, დავარდა, მთელი სხეული დაიკაწრა, ეტკინა და სწორედ ამ
დროს ანტონიო დე ლა მასას ყიჟინი შემოესმა: „ეს შავარდენი ქათ-
მებს ვეღარ შემუსრავს!“ – თუ რაღაც ამის მსგავსი. გაიგონა თურ-
ქის, ტონი იმბერტისა და ამადიტოს ყვირილიც და როგორც კი წა-
343
მოდგომა შეძლო, მათკენ ბრმად გაიქცა. ორი თუ სამი ნაბიჯი გა-
დადგა და კვლავ შემოესმა სროლის ხმა ძალიან ახლოს, რაღაც
ცხელმა დაშანთა და ადგილზე მოცელა, კუჭის თავთან ძლიერი ტკი-
ვილი იგრძნო.
– არ ისროლოთ, ამის დედა ვატირე, ჩვენ ვართ! – ყვიროდა უას-
კარ ტეხედა.
– დაჭრილი ვარ, – დაიჩივლა პედრო ლივიომ და შემდეგ, მღელ-
ვარედ, ყელზე მობჯენილი ხმით იკითხა, – ვაცი მკვდარია?
– მკვდარზე მკვდარია, ნეგრო, – უთხრა ძალიან ახლოს უასკარ
ტეხედამ, – შეხედე!
პედრო ლივიომ იგრძნო, რომ ძალა ეცლებოდა. ასფალტზე იჯ-
და, დაცლილი ტყვიების მასრებსა და დამსხვრეულ შუშებს შორის.
გაიგონა, უასკარ ტეხედამ რომ თქვა, ფიფი პასტორისას მოვიყვანო
და მიხვდა „ოლდსმობილი“ რომ დაქოქეს. ესმოდა მეგობრების აღ-
ტაცებული ყიჟინი, მაგრამ თავბრუ ეხვეოდა, ძალა არ შესწევდა,
საუბარს მიჰყოლოდა, თითქმის ვერ არჩევდა, რას ამბობდნენ, მთე-
ლი მისი გულისყური ახლა მუცელში აგიზგიზებული კოცონისკენ
იყო მიმართული. მკლავიც ეწვოდა. ორი ტყვია მოხვდა? „ოლდსმო-
ბილი“ მობრუნდა. იცნო ფიფი პასტორისას აღტაცებული ხმა: „ჯან-
დაბა! ჯანდაბა! უფალი დიდია! ჯანდაბა!“
– საბარგულში უნდა ჩავდოთ, – ბრძანა ანტონიო დე ლა მასამ
დიდი სიმშვიდით, – ცხედარი პუპო რომანს უნდა წავუღოთ, გეგმის
განხორციელებას რომ შეუდგეს.
პედრო ლივიო გრძნობდა, რომ ხელები სველი ჰქონდა. ეს წებო-
ვანი, ბლანტი სუბსტანცია მხოლოდ სისხლი შეიძლება იყოს. თავი-
სია თუ ვაცის? ასფალტი სველი იყო. რადგანაც არ უწვიმია, მხო-
ლოდ სისხლი შეიძლება იყოს. ვიღაცამ მხარზე ხელი მოხვია და
ჰკითხა, თავს როგორ გრძნობო. დამწუხრებული ხმა იყო. სალვა-
დორ ესტრელია სადალა იცნო.

344
– ტყვია მუცელში მომხვდა, მე მგონი, – სიტყვების ნაცვლად
ხორხიდან დაუნაწევრებელი ხროტინი ამოსდიოდა.
დაინახა, მეგობრების სილუეტები როგორ ათავსებდნენ რაღაც
დიდ ფუთას „შევროლეს“ საბარგულში. ტრუხილიო! ამის დედა ვა-
ტირე! თავისას მიაღწიეს! სიხარულს არა, უფრო შვებას გრძნობდა.
– მძღოლი სადაა? საკარიასი არავის დაუნახავს?
– ისიც მკვდარზე მკვდარია, იქ, სიბნელეში, – თქვა ტონი იმბერ-
ტმა, – დროს ნუ დაკარგავ მის ძებნაში, ამადიტო. უნდა დავბრუნ-
დეთ. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, ცხედარი პუპო რომანს დროზე მი-
ვუტანოთ.
– პედრო ლივიო დაჭრილია, – წამოიძახა სალვადორ ესტრე-
ლია სადალამ.
„შევროლეს“ საბარგული დახურეს, ცხედარი შიგ იდო. უსახური
სილუეტები თავს დასტრიალებდნენ, მხარზე ხელს უტყაპუნებდნენ,
ეკითხებოდნენ, თავს როგორ გრძნობ, პედრო ლივიოო. უკანას-
კნელ, სასიკვდილო ტყვიას დაახლიან? შეთანხმებული იყვნენ, ერ-
თხმად. არ დატოვებდნენ დაჭრილ მეგობარს, ჯონი აბესისა და caliès
ხელში რომ არ ჩავარდნილიყო, რომ არ ეწამებინათ და აბუჩად არ
აეგდოთ. გაიხსენა, ამიამა ტიოსთან ერთად რომ საუბრობდნენ ხუან
ტომას დიასისა და მისი მეუღლის, ჩანას სახლის ბაღში, სადაც მან-
გოები და დელონიქსები ყვაოდა. ყველანი ერთ აზრზე იყვნენ: ნელ-
ნელა სიკვდილი – არა! თუ საქმე გაცუდდა და ვინმე მძიმედ დაიჭრა,
უკანასკნელი ტყვია მეგობრებმა უნდა დაახალონ. მოკვდება? მოკ-
ლავენ?
– მანქანაში დააწვინეთ, – ბრძანა ანტონიო დე ლა მასამ, – ხუან
ტომასის სახლში წაიყვანეთ, ექიმს გამოვუძახებთ.
მეგობრების ჩრდილები შეჯგუფდნენ, ვაცის მანქანა ძლივძლი-
ვობით გადააგორეს გზიდან. გრძნობდა, რომ სული ეხუთებოდა. ფი-
ფი პასტორისამ დაუსტვინა: „საცერივით არაა დაცხრილული მანქა-
ნა, ამის დედა ვატირე!“
345
როდესაც მისმა მეგობრებმა ხელში აიყვანეს და მანქანაში ჩასმა
დაუპირეს, ისეთი აუტანელი ტკივილი იგრძნო, რომ გონება დაკარ-
გა. მაგრამ მხოლოდ სულ რამდენიმე წამით, როდესაც გრძნობა და-
უბრუნდა, ჯერ კიდევ არ წასულიყვნენ. მანქანის უკანა სავარძელში
იჯდა, სალვადორს მხარზე ხელი მოეხვია და მკერდზე მიეხუტებინა.
მიხვდა, რომ საჭესთან ტონი იმბერტი იჯდა, მის გვერდით კი ანტო-
ნიო დე ლა მასა. „როგორ ხარ, პედრო ლივიო?“ უნდოდა ეთქვა, –
ამ მკვდარი ჩიტით თავს უკეთ ვგრძნობო, მაგრამ პირიდან გაუგება-
რი ბურტყუნი ამოუშვა.
– ნეგრო მძიმედაა დაჭრილი, – გამოსცრა იმბერტმა.
აჰა, ესე იგი, მეგობრები ნეგროს ეძახიან, როცა ის მათთან არ
არის! რა მნიშვნელობა აქვს. მისი მეგობრები არიან, ამის დედა ვა-
ტირე: ერთსაც არ გაუვლია გონებაში, დათქმული სიტყვა შეესრუ-
ლებინა და ბოლო ტყვია დაეხალა. ყველას ბუნებრივად მოეჩვენა,
რომ მანქანაში ჩასვეს და ახლა ხუან ტომას დიასისა და ჩანას სახ-
ლში მიჰყავთ. მუცელსა და მკლავში მხურვალება ოდნავ მინელდა.
თავს სუსტად გრძნობდა, საუბარს არ ცდილობდა. ტონი, ანტონიო
და თურქიც, როგორც ჩანს, დაჭრილები იყვნენ, მაგრამ მსუბუქად.
ანტონიოსა და სალვადორს ტყვიამ გაჰკრა, ერთს შუბლი გაუკაწრა,
მეორეს კეფაზე ჰქონდა გადახსნილი იარა. ხელში ცხვირსახოცები
ეჭირათ და ჭრილობებს იშრობდნენ. ტონის მასრამ მარცხენა ძუძუს-
თავი გაუკაწრა, ამბობდა, სისხლი პერანგსა და შარვალს მისვრისო.
იცნო ეროვნული ლატარეის შენობა. ქალაქში დასაბრუნებლად
ძველი სანჩესის ქუჩა აირჩიეს, სადაც ხალვათი მოძრაობაა? არა,
ამის გამო არა. ტონი იმბერტს უნდოდა მეგობრის ხულიტო სენიო-
რის სახლში გაევლო, რომელიც ანხელიტას გამზირზე ცხოვრობდა,
იქიდან გენერალ ტომასისთვის უნდა დაერეკა და წინასწარ შეთან-
ხმებული ფრაზით გაეფრთხილებინა, რომ პუპო რომანისთვის ცხე-
დარი მიჰქონდათ: „წიწილები ღუმელში შესადებად გამზადებულია,
ხუან ტომას“. ჩაბნელებული სახლის წინ გაჩერდნენ. ტონი ჩამოვი-
346
და. ირგვლივ არავინ ჩანდა. პედრო ლივიომ გაიგონა, როგორ თქვა
ანტონიომ, რომ მისი საბრალო „შევროლე“ ასობით ტყვიით იყო
დაცხრილული და ერთი საბურავი დაშვებულიყო. პედრო ლივიომ
იგრძნო, საბურავი რომ დაშვებული იყო, მანქანა საზარლად ჭრი-
ალებდა და ჯაყჯაყებდა, რაზეც გულ-მუცელი ისრებით ეჩხვლიტებო-
და.
იმბერტი უკან მობრუნდა, რადგან ხულიტო სენიორის სახლში
არავინ დაუხვდა. სჯობს ხუან ტომასის სახლში წავიდნენ, ძრავა ძა-
ლიან ნელა დაქოქეს, ცალ გვერდზე გადახრილი მანქანა ღრჭი-
ალით უვლიდა გვერდს გამზირებსა და ხალხმრავალ ქუჩებს.
სალვადორი მისკენ გადაიხარა:
– როგორ ხარ, პედრო ლივიო?
„კარგად, თურქო, კარგად“ – გაიფიქრა და მკლავზე ხელი მო-
უჭირა.
– უკვე ცოტა დარჩა. ხუან ტომასის სახლში ექიმი გაგსინჯავს.
რა სამწუხაროა, რომ ძალა არ შესწევს, მეგობრები დაამშვიდოს,
უთხრას, რომ არ იდარდონ, კმაყოფილია მკვდარი ვაცის ნახვით და
იმით, შური რომ იძია დები მირაბალებისა და საბრალო რუფინო დე
ლა კრუსის, მათი მძღოლის გამო, რომელმაც დები პუერტო-რიკოს
ციხესიმაგრეში დაპატიმრებული ქმრების მოსანახულებლად წაიყ-
ვანა და ტრუხილიომ ისიც მოაკვლევინა, ტრაგედია უფრო რომ დამ-
სგავსებოდა საავტომობილო კატასტროფას. იმ მკვლელობამ, 1960
წლის 25 ნოემბერს, პედრო ლივიოს შინაგანი სამყარო შეძრა და
უმალვე უბიძგა რომ იმ შეთქმულების მონაწილე გამხდარიყო, ტა-
ვისი უახლოესი მეგობარი ანტონიო დე ლა მასა რომ ამზადებდა. მი-
რაბალებს მხოლოდ შორიდან იცნობდა, მაგრამ სხვა უამრავი დო-
მინიკელის მსგავსად, იმ სალსედოელი გოგონების ტრაგედიამ გუ-
ლი მოუკლა. ახლა ტრუხილიო უკვე უმწეო ქალებსაც კლავდა და
არავის არაფერი შეეძლო. უღირსებობის ასეთ უკიდურეს ზღვრამდე
მივედით დომინიკის რესპუბლიკაში? რა, ამ ქვეყანაში ყვერები აღა-
347
რავისა აქვს, ამის დედა ვატირე? მინერვა მირაბალის დაღუპვით
შეძრწუნებულ ანტონიო იმბერტს როცა უსმენდა, – მას, ყოველთვის
ასეთი მორიდებული რომ იყო თავისი გრძნობების გამოხატვაში, –
პედრო ლივიოს ზრდასრული მამაკაცის ცხოვრებაში პირველად,
მეგობრების წინაშე ტირილი წასკდა. დიახ, ჯერ კიდევ არიან ნამ-
დვილი მამაკაცები დომინიკის რესპუბლიკაში. ამის დასტური ის
ცხედარია, მანქანის საბარგულში რომ ჯაყჯაყებს.
– ვკვდები! – დაიყვირა, – არ მომკლათ!
– უკვე მივედით, ნეგრო, – დაამშვიდა ანტონიო დე ლა მასამ, –
ახლავე გიმკურნალებთ.
ძალა მოიკრიბა, გონება რომ არ დაბინდვოდა. ცოტა ხანში მიხ-
ვდა, მაქსიმო გომესის ქუჩისა და ბოლივარის გამზირის გადაკვეთა-
ზე რომ იყვნენ.
– დაინახეთ ის სამთავრობო მანქანა? – თქვა იმბერტმა, – გენე-
რალ რომანის მანქანა არ იყო?
– პუპო თავის სახლში გველოდება, – უპასუხა ანტონიო დე ლა
მასამ, – ამიამასა და ხუან ტომასს უთხრა, ამ ღამეს სახლიდან არ
გავალო.
საუკუნე გავიდა, სანამ მანქანა გაჩერდა. მეგობრების საუბრი-
დან მიხვდა, რომ გენერალ დიასის სახლის უკანა შესასვლელთან
იდგნენ, ვიღაც ჭიშკარს აღებდა. პატიოში შევიდნენ. ავტოფარეხის
წინ გაჩერდნენ. ქუჩის მკრთალი განათებისა და სახლის ფანჯრები-
დან გამომავალი სინათლის შუქზე მაშინვე იცნო ყვავილებითა და
ხეებით სავსე ბაღი, რომელსაც ჩანა დიასი ასე გულმოდგინედ უვ-
ლიდა და სადაც ამდენი კვირადღე გაუტარებია მარტო და ოლგას-
თან ერთად იმ მსუყე, კრეოლურ სადილებზე, გენერალი თავის მე-
გობრებს რომ უმზადებდა, ამავე დროს, ეჩვენებოდა, რომ ის – ის არ
იყო და ამ აურზაურს მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა. ამ საღამოს,
როცა გაიგო, რომ ვაცი უნდა მოეკლათ, ცოლს დაემშვიდობა, – მო-
იგონა კინოს სანახავად მივდივარო, – ოლგამ ჯიბეში პესო ჩაუტენა
348
და სთხოვა, მისთვის შოკოლადისა და ვანილის ნაყინი მოეტანა,
საბრალო ოლგა! ფეხმძიმობა ახირებულ სურვილებს უჩენს. შემზა-
რავ ამბავს რომ გაიგებს, მუცელი ხომ არ მოსწყდება? არა, ღმერთო
ჩემო. ალბათ გოგონა იქნება და ლუის მარიანოს, მათი ორი წლის
ბიჭუნას დაუწყვილდება. თურქი, იმბერტი და ანტონიო მანქანიდან
გადმოვიდნენ. მარტო დარჩა, სიბნელეში „შევროლეს“ სავარძელს
მიყრდნობილიყო. გაიფიქრა, რომ ვერაფერი და ვეღარავინ დაიხ-
სნიდა სიკვდილის კლანჭებისგან და ისე მოკვდებოდა, ვერ გაიგებ-
და, ვინ გაიმარჯვა ბეისბოლის იმ მატჩში, ამ ღამეს მისი სამსახურის
გუნდი – „ბატარეა ჰერკულესი“ – „დომინიკის ავიაციის კომპანიის“
გუნდს დომინიკის ლუდსახარშის ბეისბოლის მოედანზე რომ ეთამა-
შებოდა. პატიოში გვარიანმა შელაპარაკებამ იფეთქა. ესტრელია
სადალა ფიფის, უასკარსა და ამადიტოს ეჩხუბებოდა, – ახალი მო-
სული იყვნენ „ოლდსმობილით“, – ბრაზობდა, მისი „მერკური“ შუა
გზაში რომ დატოვეს. „იმბეცილები, ბრიყვები! ვერაფერს ხვდებით?
ვერ ხვდებით, რომ გამეცით? ახლავე უნდა დაბრუნდეთ უკან და ჩემი
მანქანა მოიყვანოთ“. რა უცნაური მდგომარეობაა. გრძნობს, რომ
იქაა, მაგრამ იქ არ არის. ფიფი,უასკარი და ამადიტო თურქს ამშვი-
დებენ: სიჩქარეში გამოშტერდნენ, „მერკური“ არავის გახსენებია.
ახლა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, ამავე ღამეს გენერალი პუპო
რომანი ძალაუფლებას ხელში აიღებს. საფრთხილო არაფერია. მა-
ლე მთელი ქვეყანა ქუჩებს მოაწყდება და ტირანის მსაჯულებს გა-
მარჯვების ყიჟინით მიესალმება.
პედრო ლივიო დაავიწყდათ? ანტონიო დე ლა მასას მბრძანებ-
ლურმა ხმამ ქაოსში წესრიგი შემოიტანა. უკან ახლა აღარავინ დაბ-
რუნდება, იქაურობა caliès -ით იქნება გადაჭედილი. მთავარი ახლა
პუპო რომანის პოვნა და მისთვის ცხედრის ჩვენებაა, როგორც თა-
ვად მოითხოვდა. ერთი პრობლემა იყო: ხუან ტომას დიასი და ლუის
ამიამა ახალი დაბრუნებული იყვნენ მისი სახლიდან, – პედრო ლი-
ვიომ იცოდა ის სახლი ქუჩის მეორე კუთხეში იყო, – და მირეიამ,
349
მისმა მეუღლემ უთხრათ, პუპო გენერალ ესპაილიატთან ერთად ახ-
ლახან გავიდა, რადგან, როგორც ჩანს, უფროსს რაღაც შეემთხვაო.
ანტონიო დე ლა მასამ ყველა დაამშვიდა: „განგაში არ ატეხოთ.
ლუის ამიამა, ხუან ტომასი და მოდესტო დიასი პუპოს ძმის, ვივი-
ნის სანახავად წავიდნენ. ის დაგვეხმარება პუპოს პოვნაში“.
კი, ის ნამდვილად დაავიწყდათ. აქ მოკვდება, მანქანის სავარ-
ძელში მოკრუნჩხული, ტრუხილიოს ცხედრის გვერდით. იმ ბრაზმა
შეიპყრო, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი უბედურებები რომ დაატე-
ხა თავს, მაგრამ ამჯერად მალევე დაწყნარდა. ახლა რაში გამოგად-
გება გაბრაზება, ბრიყვო?
თვალება მოჭუტა, რადგან რეფლექტორი თუ მძლავრი შუქის ფა-
რანი პირდაპირ სახეში მიანათეს. იცნო ერთმანეთზე მიწყობილი სა-
ხეები: ხუან ტომას დიასის სიძე, კბილის ექიმი ბიენვენიდო გარსია,
ამადიტო და ლინიტო? დიახ, ლინიტო, ექიმი, ექიმი მარსელინო ვე-
ლეს სანტანა. მისკენ გადახრილიყვნენ, სინჯავდნენ, პერანგი
აუწიეს. რაღაც ისეთი ჰკითხეს, რომ ვერ გაიგო. უნდოდა ეთქვა, რომ
ტკივილი ოდნავ მოეშვა, აინტერესებდა, სხეულში რამდენი ნახვრე-
ტი ჰქონდა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა, თვალგახელილი იყო,
მკვდარი რომ არ ჰგონებოდათ.
– კლინიკაშია გადასაყვანი, – მტკიცედ თქვა ექიმმა ველე სანტა-
ნამ, – სისხლისგან იცლება.
ექიმს კბილები უკაწკაწებდა, თითქოს სიცივემ აიტანა და აძაგძა-
გებსო. ისეთი ახლო მეგობრები არ იყვნენ, პედრო ლივიოს დანახ-
ვაზე რომ აცახცახებულიყო. ცახცახებდა, რადგან ახალი გაგებული
ჰქონდა, უფროსი რომ მოკლეს.
– შიდა სისხლდენაა, – ხმაც უკანკალებდა, – ყოველ შემთხვევა-
ში, ერთი ტყვია მაინც გულის არეში აქვს მოხვედრილი. სასწრაფოდ
საოპერაციოა.
რაღაცაზე კამათობდნენ. სიკვდილი არ ანაღვლებდა, ყველაფ-
რის მიუხედავად, კმაყოფილი იყო. ღმერთი შეუნდობს, რასაკვირვე-
350
ლია. ოლგა უპატრონოდ რომ მიატოვა ექვსი თვის მუცლითა და ლუ-
ის მარიანიტოთი. უფალმა უწყის, ის რომ ვერაფერს გამორჩებოდა
ტრუხილიოს სიკვდილით. პირიქით, ქველმოქმედის ერთ-ერთი
კომპანიის ხელმძღვანელობა პრივილეგია იყო. ამ საქმეში რომ გა-
ყო თავი, თავისი სამსახური და ოჯახი საფრთხეში ჩააგდო. უფალი
ყველაფერს გაიგებს და მიუტევებს.
მუცლის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და დაიღრიალა. „მშვი-
დად, მშვიდად, ნეგრო“, შეევედრა უასკარ ტეხედა. უნდოდა ეპასუხა,
ნეგრო დედაშენიაო, მაგრამ ვერ შეძლო. „შევროლედან“ გადმოიყ-
ვანეს. ძალიან ახლოს დაინახა ხუან ტომასის სიძის, მისი ქალიშვი-
ლის, მარიანელას ქმრის სახე და ექიმი ველას სანტანა, რომელიც
ჯერ კიდევ კბილებს აკაწკაწებდა. იცნო მირიტო, გენერლის მძღო-
ლი და ამადიტო, რომელიც კოჭლობდა, დიდი სიფრთხილით დას-
ვეს ხუან ტომასის „ოპელში“, რომელიც ,შევროლეს“ გვერდით იყო
გაჩერებული. პედრო ლივიომ მთვარე დაინახა: ახლა უკვე მოწმენ-
დილ ცაზე მანგოებსა და ტრინიტარიებს შორის ბრწყინავდა.
– საერთაშორისო კლინიკაში მივდივართ, პედრო ლივიო, – უთ-
ხრა ექიმმა ველეს სანტანამ, – მოითმინე, ცოტაც მოითმინე.
სულ უფრო ნაკლებად აღელვებდა, რაც მის გარშებო ხდებოდა,
„ოპელში“ იჯდა, მანქანას მირიტო მართავდა, ვიენვენიდო წინ იჯდა,
მის გვერდით კი ექიმი ველეს სანტანა. ლინიტო რაღაცას ასუნთქებ-
და, რასაც ძლიერი ეთილის სპირტის სუნი ჰქონდა.„კარნავალის სუ-
ნია“. დანტისტი და ექიმი ამხნევებდნენ: „უკვე მოვედით, პედრო ლი-
ვიო“, მათი ნათქვამი სიტყვები გულს არ ეკარებოდა, არც ის აწუხებ-
და, რაც ვიენვენიდოსა და ლინიტოს, როგორც ჩანს, ასე აღელვებ-
დათ: „სად ჯანდაბაშია გენერალი რომანი?“, „თუ არ გამოჩნდა, დე-
და გვეტირება“, ოლგა, ვანილისა და შოკოლადის ნაყინის ნაც-
ვლად, ამ დილით შეტყობინებას მიიღებს, რომ მის მეუღლეს საერ-
თაშორისო კლინიკაში ოპერაციას უკეთებენ, მთავრობის სასახლი-
დან სამი კვარტალის მოშორებით, დები მირაბალების მკვლელის-
351
თვის სასჯელის აღსრულების შემდეგ. ხუან ტომას დიასის სახლიდან
კლინიკა რამდენიმე კვარტალშია, ამდენ ხანს რატომ აგვიანებენ?
ბოლოს და ბოლოს, მანქანა გაჩერდა. ვიენვენიდო და ექიმი ვე-
ლეს სანტანა მანქანიდან გადმოვიდნენ. დაინახა, როგორ დარეკეს
ზარი იმ კარზე, რომელსაც მოციმციმე წარწერა ანათებდა: „სასწრა-
ფო“. კარში თეთრთავსაბურავიანი ექთანი გამოჩნდა და შემდეგ სა-
კაცე. როდესაც ვიენვენიდო გარსიამ და ველეს სანტანამ მანქანი-
დან აწიეს, საზარელი ტკივილი იგრძნო: „მკლავენ, ამის დედა ვატი-
რე!“ თვალები აახამახამა დერეფნის სითეთრით დაბრმავებულმა.
ეტლით აიყვანეს. ახლა უკვე გაწკრიალებულ ოთახში იყო, თავთან
წმინდა ქალწულის ხატი ეკიდა. ვიენვენიდო და ველეს სანტანა გა-
უჩინარებულიყვნენ, ორი ექთანი აშიშვლებდა, ახალგაზრდა, ულვა-
შიანმა მამაკაცმა სახე ძალიან ახლოს მიუტანა:
– ექიმი ხოსე ხოაკინ პუელიო ვარ. თავს როგორ გრძნობთ?
– კარგად, კარგად, – წაიჩურჩულა ბედნიერმა, რომ ხმა ამოუვი-
და, – მძიმეა?
– ტკივილის გასაყუჩებლად რამეს დაგალევინებთ, – უთხრა
ექიმმა პუელიომ, – სანამ ოპერაციისთვის გაგამზადებთ. სხეული-
დან ტყვია უნდა ამოვიღოთ.
უცაბედად, ექიმის მხართან ნაცნობმა სახემ გაიელვა, ფართო
შუბლიანმა და დიდ, გამჭოლთვალიანმა: ექიმი არტურო დამირონ
რიკარდი იყო, საერთაშორისო კლინიკის ქირურგიის განყოფილე-
ბის უფროსი. მაგრამ, ღიმილიანი და კეთილმოსურნე სახის ნაც-
ვლად, როგორიც ჩვეულებრივ ჰქონდა ხოლმე, შეშფოთებული და
დაბნეული ჩანდა. ვიენვენიდომ და ლინიტომ ყველაფერი უამბეს?
– ამ ნემსს, საოპერაციოდ რომ გაგამზადოთ, იმიტომ გიკეთებთ,
პედრო ლივიო, – გააფრთხილა, – ნუ გეშინია, კარგად იქნები. სახ-
ლში დარეკვა გინდა?
– ოლგასთან არ დავრეკავ, ორსულადაა, არ მინდა შევაშინო.
ჩემს ცოლისდას, მარის დავურეკავ.
352
უფრო მტკიცე ხმა ამოუვიდა. მარი დესპრადელის ტელეფონი
მისცა. აბები დაალევინეს, ნემსი გაუკეთეს, სადეზინფექციო სითხე
მუცელსა და მკლავზე დაასხეს და თავი უკეთ იგრძნო. გონებას უკვე
არ კარგავდა. ექიმმა დამირონ რიკარდმა ყურმილი ხელში მისცა:
„დიახ, დიახ!“
– პედრო ლივიო ვარ, მარი. ინტერნაციონალურ კლინიკაში ვარ,
უბედური შემთხვევაა. ოლგას არაფერი უთხრა, არ შეაშინო. ოპერა-
ცია უნდა გამიკეთონ.
– წმინდაო ღმერთო! წმინდაო ღმერთო! ახლავე მოვდივარ, პედ-
რო ლივიო.
ექიმები სინჯავდნენ, ამოძრავებდნენ, პედრო ლივიო საკუთარ
ხელებს ვერ გრძნობდა. დიდი სიმშვიდე დაეუფლა. სრული გონებ-
რივი სიცხადით უთხრა საკუთარ თავს, რომ როგორი მეგობარიც არ
უნდა ყოფილიყო, დამირონ რიკარდს არ შეეძლო SIM-ისთვის ინ-
ფორმაცია არ მიეწოდებინა სასწრაფოს განყოფილებაში ტყვიით
დაჭრილი ადამიანის შემოსვლის თაობაზე, ეს ვალდებულება ყველა
კლინიკასა და ჰოსპიტალს ჰქონდა, თუ არ უნდოდა თავისი ექიმები
და ექთნები ციხეში წასულიყვნენ. ამდენად, სულ ცოტა ხანში აქ SIM-
ის კაცები გაჩნდებიან და მოკვლევას დაიწყებდნენ. მაგრამ, არა. ხუ-
ან ტომასი, ანტონიო და სალვადორი პუპო რომანს უკვე აჩვენებ-
დნენ ცხედარს, გენერალმა ალბათ ჯარი სამხედრო მზადყოფნაში
მოიყვანა და სამხედრო-სამოქალაქო ხუნტა გამოაცხადა. შესაძ-
ლოა ახლა, ამ წუთებში, პუპოს ერთგული სამხედროები აბეს გარ-
სიასა და მისი მკვლელების ხროვას აპატიმრებენ, ტრუხილიოს
ძმებთან და ახლობლებთან ერთად ყრიან ციხეში, ხალხი ალბათ ქუ-
ჩებს მოაწყდა, რადიოთი რომ გამოუცხადეს, ტირანი მოკვდაო. კო-
ლონიური ქალაქი, დამოუკიდებლობის პარკი, ელ კონდე, პალასიო
ნასიონალის შემოგარენი თავისუფლებამოპოვებული ხალხის ჭეშ-
მარიტი დღესასწაულის მომსწრე გახდება. „ეჰ, რა დასანანია, სა-

353
ოპერაციო მაგიდაზე რომ წევხარ, იმის ნაცვლად, რომ ცეკვავდე,
პედრო ლივიო“.
და, სწორედ მაშინ თავისი ცოლის ნამტირალევი და შეშინებული
სახე დაინახა: „ეს რა არის, ჩემო საყვარელო, რა მოგივიდა, რა გიქ-
ნეს?“ ცდილობდა დაემშვიდებინა („უბედური შემთხვევაა, საყვარე-
ლო, არ შეშინდე, ოპერაციას გამიკეთებენ“), იცნო თავისი ნათესა-
ვები – მარი და ლუის დესპრადელ ბრაჩე. ეს უკანასკნელი ექიმი იყო
და დამირონ რიკარდს ოპერაციის შესახებ ეკითხებოდა. „ეს რატომ
გააკეთე, პედრო ლივიო?“. „ჩვენმა შვილებმა რომ თავისუფლებაში
იცხოვრონ, საყვარელო“. შეკითხვებით ჭამდა, განუწყვეტლივ ტი-
როდა. „ღმერთო ჩემო, ყველგან სისხლი გაქვს“. სულში ამდენ ხანს
შეკავებულ ქარიშხალს გზა მისცა, ცოლს მკლავებში სწვდა, თვა-
ლებში ჩახედა და დაიყვირა:
– მკვდარია, ოლგა! მკვდარია! მკვდარი!
თითქოს ფილმის კადრი იყო, რომელიც გაჩერდა და დროც გა-
იყინა. სურვილი გაუჩნდა გულიანად გადაეხარხარა, რომ დაინახა,
როგორი ურწმუნო თვალებით შესცქეროდნენ ოლგა, ნათესავები,
ექთნები და ექიმები.
– გაჩუმდი, პედრო ლივიო, – წაილუღლუღა ექიმმა დამირონ რი-
კარდმა.
ყველამ კარისკენ გაიხედა, რადგან დერეფნიდან მოისმა, რო-
გორ მოაბიჯებდნენ ხმაურიანი, სამხედრო ნაბიჯებით ადამიანები,
რომლებიც არაფრად აგდებდნენ დერეფნის კარებზე დაკიდებულ
აბრებს – „დაიცავით სიჩუმე“, კარი გაიღო. პედრო ლივიომ სამხედ-
რო სილუეტებს შორის მყისიერად იცნო ჩამოფამფალებული ლოყე-
ბი, ორმაგი ღაბაბი, დაღარული ნიკაპი და წამოწეულ ყვრიმალებში
ჩაფლული პოლკოვნიკ ჯონი აბეს გარსიას მრგვალი თვალები.
– საღამო მშვიდობისა, – თქვა მან, პედრო ლივიოს ჩააშტერდა,
მაგრამ სხვებს მიმართა, – კეთილი ინებეთ და გადით. ექიმი დამი-
რონ რიკარდი? თქვენ დარჩით, ექიმო.
354
– ეს ჩემი მეუღლეა, – წაისლუკუნა ოლგამ და პედრო ლივიოს
მოეხვია, – მასთან მინდა ყოფნა.
– გაიყვანეთ, – ბრძანა აბეს გარსიამ ისე, რომ არც შეუხედავს.
ოთახს მამაკაცები შემოემატნენ, caliès იყვნენ, საქამრეში რევოლ-
ვერები გაერჭოთ, მხარზე „სან კრისტობალის“ ავტომატები ეკიდათ.
პედრო ლივიომ თვალები მოჭუტა, დაინახა, ოლგა რომ მიჰყავდათ,
ტიროდა („არაფერი დაუშავოთ, ორსულადაა“), მარი უკან თავისი
ნებით მისდევდა, მუჯლუგუნები საჭირო არ იყო. მოსულები პედრო
ლივიოს ცნობისმოყვარედ და ცოტა ზიზღით უცქერდნენ. იცნო გენე-
რალი ფელიქს ერმიდა და პოლკოვნიკი ფიგეროა კარიონი, რომე-
ლიც ადრე ჯარში სამსახურის დროს გაიცნო. ამბობდნენ, SIM-ში ჯო-
ნი აბესის მარჯვენა ხელიაო.
– როგორ არის? – ჰკითხა ჯონი აბესმა ექიმს მთრთოლვარე, შე-
ნელებული ხმით.
– მძიმედაა, პოლკოვნიკო, – უპასუხა ექიმმა დამირონ რიკარ-
დმა, - ტყვია ეპიგასტრალურ არეში აქვს მოხვედრილი, სადღაც
გულთან ახლოს უნდა იყოს. გამაყუჩებელი მივეცით, სისხლდენა
რომ შევაჩეროთ და ოპერაციის გაკეთება შევძლოთ.
ოთახში შემოსული მამაკაცები ეწეოდნენ, იქაურობა სიგარეტის
კვამლით გაიბუღა, როგორ უნდა მოწევა, რა სიამოვნებით დაარ-
ტყამდა ახლა ნაფაზს მენთოლიან „სალემს“, გამაგრილებელი
ეფექტი რომ აქვს, აი, იმას, უასკარ ტეხადა რომ ეწევა ხოლმე და ყო-
ველთვის სთავაზობს ჩანა დიასის სახლში.
მის თავზე წამომდგარი შეშუპებული, ქუთუთოებშესიებული ბა-
ყაყის, ჯონი აბესის სახე ისე მიუახლოვდა, რომ თითქმის შეეხო.
– თქვენ რა მოგივიდათ? – შემოესმა მსუბუქად ნათქვამი.
– არ ვიცი, – თქვა და მაშინვე ინანა, ამაზე სულელური პასუხის
მოფიქრება შეუძლებელი იყო, მაგრამ მეტი არაფერი მოაგონდა.
– ვინ გესროლათ ეს ტყვიები? – ჯონი აბესი თავისას აუღელვებ-
ლად ცდილობდა.
355
პედრო ლივიო სედენიო გაჩუმდა. წარმოუდგენელია, მაგრამ
მთელი ამ თვეების განმავლობაში, ტრუხილიოს მკვლელობას რომ
გეგმავდნენ, არასოდეს უფიქრია იმ სიტუაციაზე, რომელშიც ახლა,
ამ წუთებში იმყოფებოდა. რაიმე ალიბი ან ამბავი რომ ჰქონოდა
მომზადებული დაკითხვის შემთხვევაში. „რა სიბრიყვეა“.
– უბედური შემთხვევა, – თქვა და კვლავ ინანა ასეთი სულელუ-
რი ამბის გამოგონება.
აბეს გარსია მოუთმენლობას არ შეუპყრია. დაძაბული სიჩუმე ჩა-
მოწვა. პედრო ლივიო იმ კაცების მძიმე და მტრულ თვალებს
გრძნობდა, მისი საწოლის ირგვლივ რომ შემოჯარულიყვნენ. ყვე-
ლანი ეწეოდნენ, ანთებული სიგარეტები ნაფაზის დარტყმისას წით-
ლად აკვესებდა.
– მიამბეთ ამ უბედური შემთხვევის შესახებ, – უთხრა SIM-ის უფ-
როსმა იმავე ტონით.
– მანქანიდან მესროლეს, ბარიდან რომ გამოვდიოდი. არ ვიცი
ვინ იყო.
– რომელი ბარიდან?
– „ელ რუბიო”, პალო ინკადოს ქუჩაზე, დამოუკიდებლობის პარ-
კთან. რამდენიმე წუთში caliès შეამოწმებს, რომ იცრუა. და, თუ მის-
მა მეგობრებმა, დადებული პირობა რომ დაარღვიეს და დაჭრილს
ბოლო ტყვია არ დაახალეს, დათვური სამსახური გაუწიეს?
– უფროსი სად არის? – ჰკითხა ჯონი აბესმა, მისი კითხვიდან თა-
ვისებურმა მღელვარებამ გამოჟონა.
– არ ვიცი, – იგრძნო, რომ ყელთან ისევ რაღაც მოებჯინა, კვლავ
კარგავდა სასიცოცხლო ძალებს.
– ცოცხალია? – ჰკითხა SIM-ის უფროსმა და გაიმეორა, – სად
არის?
მიუხედავად იმისა, რომ კვლავ გრძნობდა თავბრუსხვევას, რაც
ახალ გულისწასვლას მოასწავებდა, პედრო ლივიო მიხვდა, გარეგ-
ნული სიმშვიდის მიუხედავად, როგორ დუღდა შინაგანად SIM-ის
356
უფროსი. ხელი, რომელშიც სიგარეტის ღერი ეჭირა, უგერგილოდ
მოძრაობდა, ტუჩებს ეძებდა.
– იმედი მაქვს ჯოჯოხეთშია, თუ რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთი არსე-
ბობს, – გაისმა ოთახში, – იქ გავამგზავრეთ.
ჯონი აბესის კვამლით ოდნავ დაბინდული სახე არც ახლა შეც-
ვლილა, მაგრამ პირი გააღო, თითქოს ჰაერი დააკლდა. ოთახში შე-
დედებული სიჩუმე იდგა. ძალ-ღონე რატომ არ გეცლება, გონებას
რატომ არ კარგავ, ბოლოს და ბოლოს?
– ვინ? – იკითხა ძალიან რბილად, – ვინ გაამგზავრა ჯოჯოხეთში?
პედრო ლივიოს არაფერი უპასუხნია. ჯონი აბესი თვალებში შეს-
ცქეროდა და ის პოლკოვნიკის მზერას უძლებდა, ბავშვობა აგონდე-
ბოდა, იგეის სკოლაში რომ თამაშობდნენ, თუ ვინ დაახამხამებდა
პირველი თვალს. პოლკოვნიკმა ხელი ასწია, პირიდან ანთებული
სიგარეტი გამოიღო და გამომეტყველება რომ არ შეცვლია ისე, მის
სახეზე, მარცხენა თვალთან მიაჭყლიტა. პედრო ლივიოს არ უყვი-
რია, გმინვა არ აღმოხდენია. ქუთუთოები დახუჭა, ცოცხლად იწვო-
და, დამწვარი ხორცის სუნი დადგა. როდესაც თვალები გაახილა,
ჯონი აბესი იქ იდგა. ეს ამბავი მხოლოდ იწყებოდა.
– ასეთ საქმეებს თუ კარგად არ აკეთებ, სჯობს საერთოდ არ გა-
აკეთო, – შემოესმა მტკიცედ ნათქვამი, – იცი, ვინ არის საკარიას დე
ლა კრუსი? უფროსის მძღოლია. მარიონის ჰოსპიტალიდან მოვდი-
ვარ, ახლა ველაპარაკე. შენზე უარესადაა, თხემით ტერფამდე დაკე-
რილია, მაგრამ ცოცხალია. აი, ხედავ, არ გამოუვიდათ. დედა მო-
გეტყნება. არც შენ მოკვდები. იცოცხლებ. და მომიყვები ყველა-
ფერს, რაც მოხდა. ვინ იყვნენ შენთან ერთად სან კრისტობალის გზა-
ზე?
პედრო ლივიო სადღაც ეფლობოდა, ტივტივებდა, ნებისმიერ
წამს ღებინებას დაიწყებდა. ტონი იმბერტმა და ანტონიომ არ თქვეს,
საკარიას დე ლა კრუსიც მკვდარზე მკვდარიაო? ატყუებს აბეს გარ-
სია, შეთქმულების მონაწილეთა სახელები რომ გამოსტყუოს? რა
357
ბრიყვები არიან. უნდა გადაემოწმებინათ და დარწმუნებულიყვნენ,
რომ ვაცის მძღოლიც მკვდარი იყო.
– იმბერტმა თქვა, საკარიასიც მკვდარიაო, – გააპროტესტა და
თითქოს საკუთარმა თავმა განაცვიფრა.
SIM-ის უფროსი სახით მისკენ გადაიხარა. პედრო ლივიო
გრძნობდა აბეს გარსიას თუთუნით დამძიმებულ სუნთქვას. ხედავდა
მისი მუქი, პატარა თვალების გარშემო მოლიცლიცე ყვითელ წრე-
ებს. ეჰ, ნეტავ, იმის ძალა ჰქონდეს, ჩამოფამფალებულ ლოყებში
სწვდეს და უკბინოს ან შეაფურთხოს მაინც.
– შეცდა, მხოლოდ დაჭრილია, – თქვა აბეს გარსიამ, – რომელ-
მა იმბერტმა?
– ანტონიო იმბერტმა, – აუხსნა მან და მღელვარებამ შეიპყრო,
– ესე იგი, მომატყუა? ჯანდაბა, ჯანდაბა!
შენიშნა, რომ ოთახში მყოფი სხეულები ამოძრავდნენ და მის სა-
წოლთან შეჯგუფდნენ, სიგარეტის კვამლი მათ სახეებს აბუნდოვა-
ნებდა. იხრჩობოდა, თითქოს მკერდს ფეხებით უთელავდნენ.
– ანტონიო იმბერტი და კიდევ ვინ? – ყურში ეუბნებოდა აბეს გარ-
სია. თმა ყალყზე დაუდგა, წარმოიდგინა, რომ ამჯერად ანთებულ სი-
გარეტს თვალში ჩააწვავდა და დააბრუციანებდა, – იმბერტია ყვე-
ლაფრის მოთავე? ეს მან მოაწყო?
– არა, მეთაური არ არის, – წაიბლუკუნა შეშინებულმა, შეეშინდა
ძალ-ღონემ არ მიმტყუნოს, წინადადების დასრულება რომ ვერ მო-
ვასწროო, – რომ ყოფილიყო, ანტონიო იქნებოდა.
– ვინ ანტონიო?
– ანტონიო დე ლა მასა, – აუხსნა, – რომ ყოფილიყო, რა თქმა
უნდა, ის იქნებოდა. მაგრამ მეთაური არ გვყავდა.
კიდევ ერთხელ ჩამოდგა ხანგრძლივი დუმილი. ნეტავ, ასეთი რა
დაალევინეს, ლაპარაკის საღერღელი რომ აეშალა, ნატრიუმის ტი-
ოპენტალი? ეს რომ მიეცათ, ჩაეძინებოდა და ახლა მღვიძარია, ზე-
აღგზნებულია, სურვილი ჰკლავს, მოყვეს, გულიდან ამოიგლიჯოს
358
ყველა ის საიდუმლო, შიგანს რომ უდაღავს. რასაც ჰკითხავენ, იმას
მოჰყვება, ეშმაკმა დალახვროს. ჩურჩული ისმოდა, ფილებიან ია-
ტაკზე ფეხსაცმლის ძირები ჭრიალებდა. მიდიან? კარი იღებოდა და
იხურებოდა.
– სად არიან იმბერტი და ანტონიო დე ლა მასა? – SIM-ის უფროს-
მა კვამლის ბოლქვი გამოუშვა, პედრო ლივიოს მოეჩვენა, რომ გა-
მონაბოლქვი ყელიდან და ცხვირიდან შეუვიდა სხეულში და ნაწლა-
ვებამდე დაეშვა.
– პუპოს ეძებენ, სად ჯანდაბაში იქნებიან, – ეყოფა ძალა ფრაზა
რომ დაასრულოს? – აბეს გარსია, გენერალი ფელიქს ერმიდა და
პოლკოვნიკი ფიგეროა კარიონი ისე უსაზღვროდ გაოგნდნენ, რომ
არაადამიანურ ძალებს მოუხმო, კარგად რომ განემარტა, რასაც
ვერ იგებდნენ, – თავისი საკუთარი თვალით თუ არ ნახა მკვდარი ვა-
ცი, თითს არ გაანძრევს.
თვალები ფართოდ გაეხილათ, იჭვნეულად, შეძრწუნებული აკ-
ვირდებოდნენ.
– პუპო რომანი? – ახლა კი აბეს გარსიას თითქოს ფეხქვეშ მიწა
გამოეცალა.
– გენერალი რომან ფერნანდესი? – გაიმეორა ფიგეროა კარი-
ონმა.
– შეიარაღებული ძალების უფროსი – დაიწივლა აქამდე დამუნ-
ჯებულმა გენერალმა ფელიქს ერმიდამ.
პედრო ლივიოს არ გაჰკვირვებია, მის თავზე აღმართულმა ხელ-
მა პირში რომ ჩააჭყლიტა ანთებული სიგარეტი, მწკლარტე, თუთუ-
ნისა და ფერფლის გემო იგრძნო ენაზე, ძალა არ ეყო ეს მწველი,
მყრალი ნარჩენები რომ გადმოეფურთხებინა, რომელიც ღრძილებ-
სა და სასას უწვავდა.
– გრძნობა დაკარგა, პოლკოვნიკო, – შემოესმა ექიმ დამირონ
რიკარდის ჩურჩული, – ოპერაცია თუ არ გავუკეთეთ, მოკვდება.

359
– ის, ვინც მოკვდება, თქვენ ხართ, თუ რეანიმაციას არ გაუკე-
თებთ, – ყრუ გახელებით უპასუხა აბეს გარსიამ, – სისხლი გადაუს-
ხით, რამე გაუკეთეთ, რომ გამოიღვიძოს. ამ სუბიექტმა უნდა ილა-
პარაკოს, გამოაცოცხლეთ, თორემ ამ რევოლვერში რაც ტყვიებია,
ყველას ტანში ჩაგაცლით.
თუ საუბრობენ, ესე იგი, მკვდარი არაა. იპოვეს პუპო რომანი? აჩ-
ვენეს ცხედარი? რევოლუცია რომ დაწყებულიყო, არც აბეს გარსია,
არც ფელიქს ერმიდა და არც ფიგეროა კარიონი მისი საწოლის გარ-
შემო არ იდგებოდნენ. დაპატიმრებული ან მკვდრები იქნებოდნენ,
როგორც ტრუხილიოს ძმები და ნათესავები. ამაოდ ცდილობდა ეთ-
ხოვა, რომ აეხსნათ, რატომ არ იყვნენ ტყვეობაში ან მკვდრები. მუ-
ცელი არ სტკიოდა, ქუთუთოები და პირი უხურდა დამწვრობისგან.
ნემსებს უკეთებდნენ, მენთოლისსუნიან დოლბანდს ასუნთქებდნენ,
„სალემის“ სურნელი ჰქონდა. თავის საწოლთან წამლის შუშა და-
ინახა. იქ მყოფთა საუბარი ესმოდა, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ
ყველაფერს იგებდა.
– მართალი იქნება? – ფიგეროა კარიონი უფრო თავზარდაცემუ-
ლი იყო, ვიდრე განცვიფრებული, – შეიარაღებული ძალების მინის-
ტრი ამ საქმეში? შეუძლებელია, ჯონი.
– გასაოცარი, აბსურდული, აუხსენელი, – დაუდასტურა აბეს
გარსიამ, – მაგრამ, შეუძლებელი – არა.
– რატომ, რისთვის, – ხმას აუწია გენერალმა ფელიქს ერმიდამ,
– რა ხეირი უნდა ნახოს, უფროსის დამსახურებაა ყველაფერი, რა-
საც მიაღწია, რაც აქვს. ამ ჭკუანაკლულმა სახელები ჰაერზე წამო-
ისროლა გზა-კვალი რომ აგვიბნიოს.
პედრო ლივიო დაიგრიხა, ცდილობდა წამომდგარიყო, გაეგები-
ნებინა, რომ უგონოდ არ იყო, არც მკვდარი და რომ სიმართლეს ამ-
ბობდა.

360
– ალბათ, უკვე აღარ გჯერა, ფელიქს, რომ ეს ყველაფერი უფრო-
სის მიერ მოწყობილი კომედიაა იმის გამოსარკვევად, ვინაა ერთგუ-
ლი და ვინ – გამყიდველი, – თქვა ფიგეროა კარიონმა.
– უკვე არა, – აღიარა გულდამძიმებულმა გენერალმა ერმიდამ,
– ამ ბოზიშვილებმა თუ მართლა მოკლეს, ვინ იცის რა მოხდება?
პოლკოვნიკმა ჯონი აბესმა შუბლზე ხელი მოისვა.
– ახლა ვხვდები, პუპო რომანმა შეხვედრა გენერალურ სამხედ-
რო შტაბში რატომ დამითქვა, რასაკვირველია, ამ საქმეშია ჩართუ-
ლი! უფროსის ერთგული ადამიანები ახლოს უნდა რომ ჰყავდეს, რა-
თა მანამდე დააპატიმროს, სანამ სახელმწიფო გადატრიალებას მო-
აწყობს. რომ წავსულიყავი, უკვე მკვდარი ვიქნებოდი.
– არ მჯერა, ჯანდაბა! – იმეორებდა გენერალი ფელიქს ერმიდა.
– SIM-ის პატრული გაგზავნე, რადამესის ხიდი რომ ჩაკეტონ, –
ბრძანა აბეს გარსიამ, – არავინ ხელისუფლებიდან და განსაკუთრე-
ბით ტრუხილიოს ნათესავებმა მდინარე ოსამა არ გადაკვეთონ, არც
18 დეკემბრის ციხესიმაგრეს მიუახლოვდნენ.
– შეიარაღებული ძალების უფროსი. გენერალი ხოსე რენე რო-
მანი. მირეია ტრუხილიოს ქმარი, – იდიოტივით კითხულობდა მო-
ნოლოგს გენერალი ფელიქს ერმიდა, – უკვე აღარაფერი მესმის,
ამის დედა ვატირე.
– დაიჯერე, ვიდრე არ დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, – თქვა
ჯონი აბესმა, – გაიქეცი, ტრუხილიოს ძმები გააფრთხილე, პალასიო
ნასიონალში შეიკრიბონ. პუპო ჯერჯერობით არ ახსენო. უთხარი,
რომ თავდასხმის საფრთხეა. გაფრინდი! როგორ არის ეს სუბიექტი?
შემიძლია დავკითხო?
– კვდება, პოლკოვნიკო, – დამაჯერებლად თქვა ექიმმა დამი-
რონ რიკარდმა, – როგორც ექიმი, ჩემი მოვალეობაა...
– შენი მოვალეობა ისაა, რომ ხმა ჩაიწყვიტო, თუ არ გინდა, ისე
მოგეპყრონ, როგორც შეთქმულების მონაწილეს, – პედრო ლივიომ
კიდევ ერთხელ დაინახა ძალიან ახლოს SIM-ის უფროსის სახე. „არ
361
ვკვდები“, გაიფიქრა. „ექიმმა მოიტყუა, სახეზე კიდევ რომ არ ჩამაქ-
როს ანთებული სიგარეტი“.
– გენერალმა რომანმა დაავალა უფროსის მოკვლა? – კვლავ იგ-
რძნო ცხვირსა და პირში პოლკოვნიკის მწკლარტე სუნი, – მარ-
თალს ვამბობ!
– ეძებენ, რომ ცხედარი აჩვენონ, – მოესმა ყვირილი, – ასეა ეს
ამბავი: უნდა ნახოს, რომ დაიჯეროს. და, ისიც, ჩემოდანიც... ძალის-
ხმევამ სიქა გააცალა, იფიქრა, რომ ახლა caliès შეიძლება ოლგას
სახეზეც აქრობდნენ ანთებულ სიგარეტის ღერებს. საბრალო, რა სა-
ცოდაობაა, მუცელი მოსწყდება, იმ დღეს დასწყევლის, ცოლად ყო-
ფილ კაპიტანს, პედრო ლივიო სედენიოს რომ გაჰყვა.
– რა ჩემოდანი? – იკითხა SIM-ის უფროსმა.
– ტრუხილიოს ჩემოდანი, – უპასუხა მყისიერად, სიტყვები გა-
მართულად წარმოთქვა, – გარედან სისხლითაა მოთხვრილი, შიგ-
ნით პესოებითა და დოლარებითაა სავსე.
– მისი ინიციალებით? – დააჟინდა პოლკოვნიკი, – ლითონის
ინიციალებით – RLTM?
ვერ უპასუხა, მეხსიერება ღალატობდა. ტონიმ და ანტონიომ მან-
ქანაში იპოვეს, გახსნეს და თქვეს, დომინიკური პესოებითა და დო-
ლარებით არის სავსეო. ათასები და ათასები. გრძნობდა SIM-ის უფ-
როსის მღელვარებას. ოჰ, ბოზიშვილი, ჩემოდანმა დაარწმუნა, რომ
ეს ამბავი მართალი იყო, ნამდვილად მოკლეს.
– კიდევ ვინაა ამ საქმეში? – ჰკითხა აბეს გარსიამ, – სახელები
მითხარი, საოპერაციოში რომ ჩახვიდე და ტყვიები ამოგიღონ. კი-
დევ ვინ?
– იპოვეს პუპო? – ჰკითხა მან აღგზნებით, ენის ბორძიკით, – აჩ-
ვენეს ცხედარი? ბალაგერსაც ანახეს?
პოლკოვნიკ ჯონი აბესის ყბა კიდევ ერთხელ მოიღრიცა. მის წი-
ნაშე იდგა მოულოდნელობისგან თავზარდაცემული. პედრო ლივი-

362
ომ იგრძნო, რომ რაღაცნაირად, ყველაზე შავბნელი ხერხებით, ამ
ომში გამარჯვების ქულებს იწერდა.
– ბალაგერი? – გაიმეორა მარცვალ-მარცვალ, ასო-ასო, – რეს-
პუბლიკის პრეზიდენტი?
– სამხედრო-სამოქალაქო ხუნტა იქნება, – აუხსნა პედრო ლივი-
ომ, თავს ებრძოდა, გულზიდვა რომ დაეძლია, – მე წინააღმდეგი ვი-
ყავი. ამბობენ, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის დასამშვი-
დებლად არის აუცილებელიო.
ამჯერად გულზე რომ მოაწვა, თავის განზე გაწევის დრო აღარ
დარჩა, ლოგინის იქით რომ გადაერწყია. თბილი და წებოვანი სით-
ხე ყელსა და მკერდზე გადაევლო. დაინახა, ზიზღით როგორ გადგა
განზე SIM-ის უფროსი. ძლიერ კრუნჩხვას გრძნობდა, ძვლები გა-
ეყინა. უკვე ლაპარაკი აღარ შეეძლო. ცოტა ხანში პოლკოვნიკის მო-
უთმენლობით დაღრეჯილი სახე კვლავ მიუახლოვდა, ისე უმზერდა,
თითქოს თავის ქალის ახდა სურდა, სრული სიმართლე რომ გაეგო.
– ხოაკინ ბალაგერიც მონაწილეობდა?
მხოლოდ რამდენიმე წამს გაუძლო მის მზერას. თვალები დახუ-
ჭა, ძილი უნდოდა. ან – სიკვდილი, აღარაფერი აღელვებდა. ორჯერ
თუ სამჯერ შემოესმა კითხვა: „ბალაგერიც, ბალაგერიც?“ არ უპასუ-
ხია, არც თვალები გაუხელია. არც მაშინ, მარჯვენა ყურის ნიჟარაზე
ცეცხლი რომ მოედო და დაიკლაკნა. პოლკოვნიკმა სიგარეტი ყურზე
ჩაუქრო და ახლა ყურის ნიჟარას ხელით სრესდა და ამტვრევდა. არ
დაუყვირია, არ შეტოკებულა. caliès უფროსის საფერფლედ იქეცი და
აი, აქ კვდები, პედრო ლივიო. უჰ, რა სირობაა! ვაცი მკვდარია. და-
იძინე, მოკვდი. იმ ხვრელის სიღრმეში, რომლის ნაფლეთებიც ია-
ტაკზე ცვიოდა, ჯონი აბესის სიტყვები ჩაესმოდა: „ისეთი მორწმუნე,
როგორიც ის არის, უეჭველად მღვდლებთან იქნება შეკრული, ეს
ეპისკოპოსებისა და გრინგოების ერთობლივი შეთქმულებაა“.
დროგამოშვებით ხანგრძლივი სიჩუმე დგებოდა, ისმოდა გადალა-
პარაკებები და ექიმ დამირონ რიკარდის მოკრძალებული ვედრება:
363
ოპერაციას თუ არ გაუკეთებენ, პაციენტი მოკვდება. „კი მაგრამ, მე
ხომ სიკვდილი მინდა“, ფიქრობდა პედრო ლივიო.
სირბილი, აჩქარებული ნაბიჯები, კარის მოჯახუნება. ოთახი
კვლავ გადაიჭედა, ახალმოსულთა შორის კვლავ პოლკოვნიკი ფი-
გეროა კარიონი იყო:
– კბილის პროთეზი ვიპოვეთ მისი ბრწყინვალების „შევროლეს“
გვერდით, სან კრისტობალის გზაზე. უფროსის კბილის ექიმი, დოქ-
ტორი ფერნანდო კამინო სერტერო ამოწმებს. მე თავად გავაღვიძე.
ნახევარ საათში თავის დასკვნას წარმოგვიდგენს. ერთი შეხედვით,
მისი ბრწყინვალების კბილის პროთეზს ჰგავს.
მგლოვიარე ხმა ჰქონდა. ის დუმილიც სამგლოვიარო იყო, რომ-
ლითაც სხვები უსმენდნენ.
– მეტი ვერაფერი ნახეს? – აბეს გარსია თითოეულ წარმოთქმულ
სიტყვას ღეჭავდა.
– ავტომატური პისტოლეტი 45-კალიბრიანი, – თქვა ფიგეროა
კარიონმა,– რამდენიმე საათი დასჭირდება მის ანალიზს. თავდას-
ხმის ადგილიდან ორას მეტრში მიტოვებული მანქანა ნახეს. „მერკუ-
რია“.
– პედრო ლივიომ საკუთარ თავს უთხრა, რომ სალვადორი სა-
მართლიანად გაუბრაზდა ფიფი პასტორისას, მისი „მერკური“ შუა
გზაში რომ მიატოვაო. მანქანის პატრონს დაადგენენ დაცოტა ხანში
caliès თურქის სახეზე ჩააქრობენ ანთებული სიგარეტის ღერებს.
– კიდევ წამოაყრანტალა რამე?
– ბალაგერი, მეტი არაფერი, – დაისისინა ჯონი აბესმა, – ხვდები,
რა ხდება? შეიარაღებული ძალების უფროსი და რესპუბლიკის პრე-
ზიდენტი. სამხედრო-სამოქალაქო ხუნტაზე ილაპარაკა, სადაც ბა-
ლაგერს შეტენიდნენ ამერიკის სახელმწიფოთა გაერთიანების და-
საშოშმინებლად.
პოლკოვნიკმა ფიგეროა კარიონმა კიდევ ერთხელ შეიგინა.

364
– შეთანხმებული არიან, რომ თავგზა აგვიბნიონ. ყველაზე მნიშ-
ვნელოვანი ადამიანები რომ დაასახელონ და მთელი ქვეყანა გასვა-
რონ.
– შესაძლოა, მაგასაც ვნახავთ, – თქვა პოლკოვნიკმა აბეს გარ-
სიამ, – ერთი რამ ცხადია. ბევრი ხალხია ჩართული, მაღალი დონის
ღალატია. და, რასაკვირველია, მღვდლები. ეპისკოპოსი რეილი
სანტო დომინგოს კოლეჯიდან უნდა გამოვათრიოთ. ან ავად, ან კარ-
გად.
– ლა კუარენტაში წავიყვანოთ?
– იქ მაშინვე იპოვიან, როგორც კი ძებნას დაიწყებენ. სან ისიდ-
როს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე სჯობს. მაგრამ, მოითმინე, ეს დე-
ლიკატური საკითხია, უფროსის ძმებს უნდა შევუთანხმოთ. თუ ვინმე
არ შეიძლება რომ შეთქმულებაში მონაწილეობდეს, ეს გენერალი
ვირხილიო გარსია ტრუხილიოა. წადი და პირადად მოახსენე ყვე-
ლაფერი.
პედრო ლივიოს შემოესმა, როგორ იკარგებოდა ნელ-ნელა
პოლკოვნიკ ფიგეროა კარიონის ნაბიჯების ხმა. მარტო დარჩა SIM-
ის უფროსთან? ისევ ჩააწვავს ანთებულ სიგარეტებს? მაგრამ, ახლა
ეს არ ზარავდა. შეძრული იყო იმით, ვაცის მკვლელობის მიუხედა-
ვად, საქმე ისე რომ არ წავიდა, როგორც გეგმავდნენ. პუპო რომანმა
თავის ჯარისკაცებთან ერთად ძალაუფლება ხელში რატომ არ
აიღო? ჯონი აბესი რატომ უბრძანებს caliès, რომ ეპისკოპოსი რე-
ილი დააპატიმრონ? ამ ქვეყანას კვლავ ეს გადაგვარებული სის-
ხლისმსმელი მართავს? სულ ცხვირწინ ჰყავდა: ვერ ხედავდა, მაგ-
რამ იქ იყო, გრძნობდა, იმ მძიმე ოხშივარს ცხვირ-პირში რომ უძ-
ვრებოდა.
– კიდევ რამდენიმე სახელი და მოგასვენებ, – შემოესმა აბეს
გარსიას ნათქვამი.
– არც ესმის და ვერც ხედავს, პოლკოვნიკო, – მოწიწებით უთხრა
ექიმმა დამირონ რიკარდმა, – კომაში ჩავარდა.
365
– მაშინ ოპერაცია გაუკეთე, – თქვა აბეს გარსიამ, – ცოცხალი
მჭირდება, კარგად გაიგონე. ამ სუბიექტის სიცოცხლეს თქვენი სი-
ცოცხლით გადაიხდით.
– ამდენ სიცოცხლეს ვერ წამართმევთ, – გაიგონა პედრო ლივი-
ომ, როგორ ამოიხვნეშა ექიმმა, – მხოლოდ ერთი სიცოცხლე მაქვს,
პოლკოვნიკო.

366
16

– მანუელ ალფონსო? – მამიდა ადელინას ხელი ყურთან მიაქვს,


აქაოდა, ვერ გავიგონეო, მაგრამ ურანიამ იცის, ბებრუხანას რომ
მშვენივრად ესმის და მხოლოდ თავს იკატუნებს, განცვიფრება რომ
არ შეიმჩნიოს. ლუსინდა და მანოლიტაც თვალებგაფართოებულები
შესცქერიან. როგორც ჩანს, მხოლოდ მარიანიტაზე არ მოუხდენია
ამ სახელს არავითარი შთაბეჭდილება.
– დიახ, დიახ, მანუელ ალფონსო, – იმეორებს ურანია, – ესპანე-
ლი კონკისტადორის თანამოსახელე. იცნობდი, მამიდა?
– ოდესღაც მინახავს, – ცნობისმოყვარეობისა და შეურაცხყო-
ფისგან ალეწილი ბებრუხანა კვერს უკრავს, – რა კავშირი აქვს მა-
ნუელ ალფონსოს იმ ბარბაროსობასთან, რაც აგუსტინზე თქვი?
– Playboy იყო, ტრუხილიოსთვის ქალები მიჰყავდა, – იხსენებს
მანოლიტა, – მართალს არ ვამბობ, დედი?
– Playboy, Playboy, – ყვირის თუთიყუში სანსონი, მაგრამ ამჯე-
რად მხოლოდ აწოწილი მამიდის შვილიშვილი იცინის.
– ლამაზი კაცი იყო, ნამდვილი ადონისი, – ამბობს ურანია, – სა-
ნამ კიბო არ შეეყარა.
თავისი თაობის ყველაზე ლამაზი დომინიკელი მამაკაცი იყო,
მაგრამ სულ რამდენიმე კვირაში თუ თვეში, რაც აგუსტინ კაბრალს
არ ენახა, ეს ღმერთკაცი, რომლის ელეგანტურობასა და თვალტანა-
დობაზე ქუჩაში გოგონები კისერს იგრეხდნენ , საკუთარი თავის აჩ-
რდილი გამხდარიყო. სენატორი კაბრალი თვალებს არ უჯერებდა.
ათი-თხუთმეტი კილო დაეკლო, დაბეჩავებულა, უპეები ამოღამებია.
მუდამ თავმომწონე და მეოცნებე თვალები ჰქონდა, ვნებიანი გამო-
ხედვა, გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებდა, ახლა მის მზერაში
სიცოცხლის სხივი ჩამქრალიყო. აგუსტინ კაბრალს გაგონილი
ჰქონდა ენის ქვეშ პატარა სიმსივნის შესახებ, რომელიც შემთხვე-
ვით კბილის ექიმმა აღმოაჩინა, როდესაც მანუელი, მაშინ ჯერ კიდევ
367
ვაშინგტონში დომინიკის რესპუბლიკის ელჩი, ექიმთან ყოველწლი-
ურ შემოწმებაზე კბილების გასაწმენდად მივიდა. ამბობდნენ, ტრუ-
ხილიომ ისე განიცადა ეს ამბავი, თითქოს სიმსივნე მისი რომელიმე
შვილისთვის აღმოეჩინათ და ტელეფონის ყურმილს იყო მიჯაჭვუ-
ლი, ვიდრე მანუელ ალფონსოს შეერთებულ შტატებში, „მეიოს“
კლინიკაში ოპერაციას უკეთებდნენო.
– ათასი ბოდიში, მანუელ, ახალჩამოსულს რომ გაწუხებ, – კაბ-
რალი ფეხზე წამოდგა, როცა მანუელი შემოვიდა იმ პატარა სასტუმ-
რო ოთახში, სადაც ელოდებოდა.
– ძვირფასო აგუსტინ, როგორ გამახარე, – მანუელ ალფონსო
მოეხვია, – გესმის ჩემი? იძულებული იყვნენ ენის ნაწილი მოეკვე-
თათ, მაგრამ თერაპიის პატარა კურსს გავივლი და ჩვეულებრივ ვი-
საუბრებ. ნამდვილად იგებ, რასაც ვამბობ?
– შესანიშნავად, მანუელ. შენს საუბარში უჩვეულო ვერაფერი
შევნიშნე, გარწმუნებ.
არ იყო მართალი, ელჩი ისე ლაპარაკობდა, გეგონებოდა კენ-
ჭებს ღეჭავს, პირში ლაგამი აქვს ამოდებული ან ენაბრგვილიაო, სა-
ხის მანჭვაზე ეტყობოდა, ყოველი წინადადების წარმოთქმა რომ ძა-
ლისხმევად უჯდებოდა.
– დაჯექი, აგუსტინ. ყავა? სასმელი?
– არაფერი, მადლობა. დიდ დროს არ წაგართმევ. კიდევ ერ-
თხელ გიხდი ბოდიშს, ოპერაციის შემდეგ რომ გაწუხებ. ძალიან მძი-
მე მდგომარეობაში ვარ, მანუელ.
დარცხვენილი დადუმდა. მანუელ ალფონსომ მუხლზე მეგობრუ-
ლად დაადო ხელი.
– წარმომიდგენია, ჭკუის კოლოფო. პატარა ერებში დიდი ჯოჯო-
ხეთი დუღს ხოლმე. ამერიკის შეერთებულ შტატებამდეც კი ჩამოაღ-
წია ჭორებმა. ვიცი, სენატის პრეზიდენტობიდან დაგითხოვეს და სა-
მინისტროში შენს მმართველობას იძიებენ.

368
ავადმყოფობასა და ტანჯვას წლები მოეყარა იმ დომინიკელ აპო-
ლონზე, რომლის სახემ, სრულყოფილმა სხეულმა და ქათქათა,
უთეთრესმა კბილებმა ცნობისმოყვარეობა გაუღვიძა გენერალისი-
მუს ტრუხილიოს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი პირველი
ოფიციალური ვიზიტის დროს, რის გამოც მანუელ ალფონსოს ბე-
დისწერა ისე შეიცვალა, როგორც კონკიასი ჯადოსნური ჯოხის შეხე-
ბისას. ავადმყოფობის მიუხედავად, კვლავ ელეგანტური მამაკაცი
იყო, მანეკენივით ეცვა, როგორც ახალგაზრდობაში, როცა ნიუ-
იორკში დომინიკელი ემიგრანტი იყო: ნატის ფეხსაცმელი, ხორცის-
ფერი ხავერდის შარვალი, იტალიური აბრეშუმის პერანგი, ყელზე
კეკლუცი ყელსახვევი გაენასკვა. ნეკა თითზე ოქროს ბეჭედი უბ-
რწყინავდა. გაპარსული, სუნამოდაპკურებული და გულმოდგინედ
დავარცხნილი იყო.
– როგორი მადლიერი ვარ შენი, რომ მიმიღე, მანუელ, – აგუს-
ტინ კაბრალმა თითქოს თვითრწმენა დაიბრუნა. ყოველთვის სძულ-
და ის ხალხი, საკუთარი თავი რომ ებრალებოდა, – ერთადერთი
ხარ. კეთროვანი გავხდი. ჩემთან შეხვედრა აღარავის უნდა.
– მე არასოდეს ვივიწყებ გაწეულ სამსახურს, აგუსტინ. ჩემ მი-
მართ მუდამ გულუხვი იყავი, კონგრესში ყოველთვის მხარს უჭერდი
ჩემს დანიშვნებს. შენგან უამრავი სიკეთე მახსოვს. რასაც შევძლებ,
არ დაგზარდები და გავაკეთებ. რა ბრალდებებს გიყენებენ?
– არ ვიცი, მანუელ. რომ ვიცოდე, თავს დავიცავდი. აქამდე არა-
ვის უთქვამს, რა შევცოდე.
– კი, ძალიან, ყველას გული გვიფანცქალებდა, ახლოს რომ იყო,
– აღიარებს მოუთმენლად მამიდა ადელინა, – მაგრამ რა კავშირი
შეიძლება ჰქონდეს მანუელთან იმას, რაც აგუსტინზე თქვი?
ურანიას ყელი უშრება და წყალს ყლუპავს. რატომ იჩემებ ამ თე-
მაზე საუბარს? რისთვის?

369
– რადგან მანუელ ალფონსო ერთადერთი იყო, მის მეგობრებს
შორის, ვინც შეეცადა მამას დახმარებოდა. ხომ არ იცოდი, მამიდა?
არც თქვენ, მამიდაშვილებო?
სამივენი ისე შესცქერიან, როგორც ჭკუიდან გადამცდარს.
– არა, არ ვიცოდი, – ბურტყუნებს მამიდა ადელინა, – შეეცადა
დახმარებოდა, უსიამოვნება რომ შეემთხვა? დარწმუნებული ხარ?
– დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც იმაში, რომ მამაჩემმა
არაფერი გიამბოთ არც შენ და არც ძია ანიბალს იმის შესახებ, თუ
როგორ ცდილობდა მანუელ ალფონსო, იმ უბედურებიდან დაეხსნა.
ჩუმდება, რადგან სასადილო ოთახში ჰაიტიელი მოსამსახურე
შემოდის. ბუნდოვანი და ნაკლული ესპანურით კითხულობს, რაიმე
გჭირდებათ თუ შემიძლია დასაძინებლად წავიდეო. ლუსინდა ხე-
ლის მოძრაობით ანიშნებს: წადი, არაფერიო.
– ვინ იყო მანუელ ალფონსო, დეიდა ურანია? – წვრილი ხმით
კითხულობს მარიანიტა.
– ნამდვილი პერსონაჟი იყო, მარიანიტა. დიდებული შესახედაო-
ბის მამაკაცი, ბრწყინვალე ოჯახიდან, ნიუ-იორკში წავიდა ბედის სა-
ძებნელად და ბოლოს, ცნობილი დიზაინერების ტანსაცმელში გა-
მოწყობილი, მდიდრულ მაღაზიებს უწევდა რეკლამას. შემდეგ ქუჩა-
ში გაკრულ პლაკატებზე გამოჩნდა პირღია, – „ქოლგეითის“ კბილის
პასტას არეკლამებდა, რომელიც აგრილებს, წმენდს და კბილებს
ბზინვარებას ანიჭებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით
მყოფმა ტრუხილიომ შემთხვევით შეიტყო, რომ ის ლამაზმანი ქუჩის
პლაკატებიდან დომინიკელი ვეფხვი იყო. დაავალა გამოეძახები-
ნათ და იშვილა. მისგან პერსონაჟი შექმნა, უფროსის თარჯიმანი
იყო, რადგან სრულყოფილი ინგლისურით ლაპარაკობდა; მისი
პროტოკოლისა და ეტიკეტის მაესტრო გახდა, რადგან ელეგანტუ-
რობა მანუელ ალფონსის პროფესია იყო; მაგრამ მის ყველაზე მნიშ-
ვნელოვანი ფუნქცია, – კოსტიუმების, ფეხსაცმელების, წინდებისა
და ნიუ-იორკელი მკერავების არჩევა იყო, რომლებიც ტრუხილიოს
370
აცმევდნენ. მანუელ ალფონსო ზრუნავდა, რომ ტრუხილიოს მამაკა-
ცების ბოლო მოდაზე ჩაეცვა. მანუელი ეხმარებოდა თავისი უნი-
ფორმების მოდელის შექმნაში, რაც უფროსის გატაცება იყო.
– უპირველეს ყოვლისა, ქალებს ურჩევდა, – აწყვეტინებს მანო-
ლიტა, – მართალია, დედი?
– ამ ყველაფერს რა საერთო აქვს ჩემს ძმასთან? – მუჭს ბრაზია-
ნად კრავს გაანჩხლებული მოხუცი.
– ქალები ყველაზე უმნიშვნელო ამბავი იყო, – განაგრძობს ურა-
ნია მამიდის შვილიშვილისთვის ამბების მოყოლას, – ტრუხილიოს
ეს ამბავი ფეხებზე ეკიდა, რადგან ვისაც მოისურვებდა, ყველა მისი
იყო, კოსტიუმები და მოსაკაზმები კი ნამდვილად მნიშვნელოვანი
იყო. მანუელ ალფონსოს წყალობით გრძნობდა თავს დახვეწილად,
გამორჩეულად, ელეგანტურად, ისეთად, როგორც „Quo vadis“ პეტ-
რონიუსი იყო, რომელსაც ყოველწამს ციტატებით მოიხმობდა.
– უფროსი ჯერ არ მინახავს, აგუსტინ. ამ საღამოს მაქვს აუდიენ-
ცია რადამესის რეზიდენციაში. გავარკვევ, გპირდები.
მანუელ ალფონსოს სიტყვა არ შეუწყვეტინებია, მხოლოდ კვერს
უკრავდა და მოთმინებით ელოდა, მწუხარებითა და მღელვარებით
ხმაჩაწყვეტილი სენატორი კაბრალი როდის მოიკრებდა ძალას სა-
უბრის გასაგრძელებლად. მოუყვა ყველაფერი, რაც შეემთხვა, რაც
უთქვამს, გაუკეთებია და უფიქრია მას შემდეგ, ათი დღის წინ, „ფო-
რო პუბლიკოში“ პირველი წერილი რომ გამოქვეყნდა. გული გა-
დაუშალა ამ ანგარიშგასაწევ ადამიანს, – პირველს, ვინც კეთილ-
განწყობას გამოხატავდა იმ ავბედითი დღიდან მოყოლებული, –
უამბო თავისი ცხოვრების ინტიმური წვრილმანების შესახებ, ოცი
წლის ასაკიდას დომინიკის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე
მნიშვნელოვან ადამიანს რომ მიუძღვნა. სამართლიანია, ყური რომ
არ დაუგდოს იმ კაცს, რომელიც ოცდაათი წელია მის გამო და მის-
თვის ცხოვრობს? მზად არის თავისი შეცდომები აღიაროს, თუკი ჩა-
იდინა. მზად არის ყველაზე მკაცრ განსაწმენდელში გაატაროს საკუ-
371
თარი სინდისი. გამოისყიდოს ცოდვები, ოღონდ უფროსმა სულ მცი-
რე, ხუთი წუთი მაინც დაუთმოს.
მანუელ ალფონსომ კვლავ მუხლზე დაარტყა ხელი. მისი სახლი
ახალ უბანში, აროიო ონდოში მდებარეობდა, უზარმაზარი იყო,
გარშემო ბაღი ერტყა, ავეჯი და დეკორაცია პატრონის დახვეწილი
გემოვნებით იყო შერჩეული. ადამიანებში დაფარული შესაძლებ-
ლობების აღმოჩენის განუმეორებელი უნარით დაჯილდოებულმა
გენერალისიმუსმა, – ის თვისება, რომელიც აგუსტინ კაბრალს ყო-
ველთვის ხიბლავდა, – ზუსტად მოუძებნა შესაფერი ადგილი ყო-
ფილ მოდელს. მანუელ ალფონსოს თავისი პიროვნული მომხიბ-
ვლელობითა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარით შეეძლო
მოქნილად ემოძრავა დიპლომატიურ სამყაროში და რეჟიმისთვის
ქულები დაეგროვებინა. ყველა თანამდებობაზე ამას აკეთებდა, გან-
საკუთრებით კი უკანასკნელ სამსახურში, ვაშინგტონში, ყველაზე
რთულ პერიოდში, როდესაც ტრუხილიო, იანკების ხელისუფლების
„ნებიერი ბიჭი“, დაბრკოლება გახდა ამერიკელებისთვის და პარ-
ლამენტარებისა და ამერიკული პრესის თავდასხმის სამიზნედ იქცა.
ელჩმა სახეზე ხელი მიიდო და ტკივილისგან სახე შეჭმუხნა.
– დროდადრო ჭრილობა მქაჩავს, – მოიბოდიშა, – როგორც ახ-
ლა. ვიმედოვნებ, ქირურგმა სიმართლე მითხრა, სიმსივნე ძალზე
დროულად აღმოვაჩინეთო. ოთხმოცდაათპროცენტიანი შედეგის
გარანტია მომცეს. რატომ იცრუებდა? გრინგოები პირდაპირები
არიან, ჩვენი დელიკატურობა არ გააჩნიათ, შაქარყინულის აბებს არ
გაძლევენ.
გაჩუმდა, რადგან ტკივილმა კვლავ დაუმანჭა სახე, მყისიერად
დასძლია უნებლიე ჟესტი და ნაღვლიანად წაიფილოსოფოსა:
– ვიცი, რასაც გრძნობ და როგორ ხარ, ჭკუის კოლოფო, უფროს-
თან ოცწლიანი მეგობრობის განმავლობაში მეც რამდენჯერმე მომ-
სვლია მსგავსი რამ. შენს უკიდურესობამდე არ მისულა, მაგრამ მო-
ულოდნელად გამიუცხოვდა, ჩემ მიმართ გული გაუცივდა და მიზეზი
372
არ ვიცოდი. მახსოვს ჩემი მწუხარება, ის მარტოობა, რომელიც ვიგ-
რძენი, იმის განცდა, თითქოს კომპასი დავკარგე. მაგრამ ყველაფე-
რი გაირკვა და უფროსმა კვლავ დამდო პატივი თავისი ნდობით. ვინ-
მე შურიანის ჩახლართული ინტრიგა იქნება, შენს ნიჭიერებას რომ
ვერ გპატიებს, აგუსტინ. მაგრამ შენ ხომ იცი, უფროსი სამართლიანი
ადამიანია. ამ საღამოს დაველაპარაკები, პატიოსან სიტყვას გაძ-
ლევ.
გულაჩუყებული კაბრალი ფეხზე წამოდგა. თურმე დომინიკის
რესპუბლიკაში ჯერ კიდევ დარჩენილან ღირსეული ადამიანები.
– მთელი დღე სახლში ვიქნები, მანუელ, – უთხრა და ხელი ხელ-
ზე მაგრად მოუჭირა, – არ დაგავიწყდეს იმის თქმა, მისი ნდობის ხე-
ლახლა მოსაპოვებლად რომ ყველაფრისთვის მზად ვარ.
– მასზე ისეთი წარმოდგენა მქონდა, როგორც ჰოლივუდის მსა-
ხიობზე, მაგალითად, ტაირონ პაუერსა ან ეროლ ფლინზე, – ამბობს
ურანია, – ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, იმ ღამეს რომ ვნახე.
სხვა ადამიანი იყო. ნახევარი ყელი გამოეღადრათ. ყველაფერს
ჰგავდა, დონ ჟუანის გარდა.
მამიდამისი ადელინა, მამიდაშვილები და მამიდის შვილიშვილი
მდუმარედ უსმენენ, დროდადრო ერთმანეთს შესცქერიან. თავად
თუთიყუში სანსონიც კი დაინტერესებული ჩანს, გვარიანი დრო გა-
ვიდა, თავისი ლაყბობით მდუმარება არ დაურღვევია.
– შენ ხარ ურანია? აგუსტინის გოგონა? როგორი დიდი და ლამა-
ზი გოგო ხარ. საფენებში რომ იყავი გახვეული, იმ დროიდან გიცნობ.
მოდი აქ, მაკოცე.
– ისე საუბრობდა, თითქოს ღეჭავდა, გონებაჩლუნგს ჰგავდა, ძა-
ლიან ალერსიანად მომეპყრო. იმის დაჯერება მიჭირდა, რომ ეს
ადამიანური ნარჩენი მანუელ ალფონსო იყო.
– მამაშენს უნდა დაველაპარაკო, – თქვა მან და სახლში ფეხი შე-
მოდგა, – რა მშვენიერი გამხდარხარ. ოჰ, რამდენი მამაკაცის გულს
დაკოდავ შენს ცხოვრებაში! აგუსტინი სახლშია? მიდი, დაუძახე.
373
– ტრუხილიოს ესაუბრა და რადამესის რეზიდენციიდან პირდა-
პირ სახლში მოვიდა, ანგარიში რომ ჩაებარებინა. მამა ვერ იჯერებ-
და, ერთადერთი, ვინც ზურგი არ შემაქცია. ერთადერთი, ხელი ვინც
გამომიწოდაო, იმეორებდა.
– ხომ არ დაგსიზმრებია მანუელ ალფონსოს მონაწილეობა ამ
საქმეში, – წამოიძახა დაბნეულმა მამიდა ადელინამ, – აგუსტინი მა-
შინვე გამოვარდებოდა, ჩემთვის და ანიბალისთვის ეს ამბავი რომ
შეეტყობინებინა.
– აცალე გააგრძელოს, ამდენჯერ ნუ აწყვეტინებ, დედი, – ჩაერ-
თო მანოლიტა.
– იმ ღამეს, ჩვენს წმინდა ქალწულს, ალტაგრასიას, აღთქმა მი-
ვეცი, თუ მამას ამ ამბიდან დაიხსნიდა... წარმოგიდგენიათ, რა პი-
რობა დავდე?
– მონასტერში წახვიდოდი? – იცინის მამიდაშვილი ლუსინდა.
– რომ მთელი ცხოვრება უმანკოებას შევინარჩუნებდი, – იცინის
ურანია.
მამიდაშვილები და მამიდის შვილიშვილი იცინიან, თუმცა ძა-
ლისძალად, დაბნეულობას არ იტყობენ. მამიდა ადელინა მოქუფ-
რული ზის, ურანიას თვალს არ აშორებს, მოუთმენლობას არ მა-
ლავს: კიდევ რა, ურანის. კიდევ რა.
– რამხელა გაიზარდა და როგორი ლამაზი გახდა ეს გოგო, –
იმეორებს მანუელ ალფონსო და აგუსტინ კაბრალის პირისპირ სა-
ვარძელში ეშვება, – დედამისს მაგონებს. ისეთივე ნაღვლიანი თვა-
ლები და შენი ცოლის თხელი, ჰაეროვანი სხეული, ჭკუის კოლოფო.
აგუსტინი ღიმილით უხდის მადლობას. ელჩი თავის სამუშაო კა-
ბინეტში შეიყვანა იმის ნაცვლად, რომ სასტუმრო ოთახში მიეღო.
ასე გოგონა და მოსამსახურეები ვერაფერს გაიგონებენ. კვლავ მად-
ლობას უხდის, რომ შეწუხდა და მოვიდა, დარეკვის ნაცვლად. სენა-
ტორი ენის ბორძიკით საუბრობს, გრძნობს, რომ ყოველ სიტყვაზე
გული საგულედან უვარდება. შეძლო უფროსთან დალაპარაკება?
374
– რასაკვირველია, აგუსტინ. დაგპირდი და გავაკეთე კიდეც. შენ
შესახებ დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ. იოლი არ იქნება.
მაგრამ, იმედს ნუ გადაიწურავ. მთავარი ესაა.
მუქი ფერის კოსტიუმი ეცვა, უზადოდ შეკერილი, თეთრი, გახამე-
ბულსაყელოიანი პერანგი და მარგალიტის სამაგრით შეკრული
ლურჯი, თეთრწინწკლებიანი ჰალსტუხი ეკეთა. პიჯაკის ზედა ჯიბი-
დან აბრეშუმის თეთრი ცხვირსახოცის ბიბილო მოჩანდა და რადგან
დაჯდომისას შარვალი ოდნავ აიწია, ნაკეცი რომ არ შეელახა, ლურ-
ჯი წინდები გამოუჩნდა, რომელსაც ერთი ნაოჭიც არ ჰქონდა. მისი
ფეხსაცმელები ლაპლაპებდა.
– შენზე ძალიან გულნატკენია, ჭკუის კოლოფო, – ეტყობოდა,
რომ ჭრილობა აწუხებდა, შიგადაშიგ, უცნაურად მანჭავდა ტუჩებს
და აგუსტინ კაბრალს ესმოდა მისი კბილების ღრჭიალი, – ეს არაა
ერთი კონკრეტული ამბავი. წვრილმანებია, ბოლო თვეების განმავ-
ლობაში რომ დაგროვდა. უფროსი განსაკუთრებულად მგრძნობია-
რე ადამიანია. არაფერი გამოეპარება, ადამიანის უმნიშვნელო
ცვლილებასაც კი გრძნობს. ამბობს, რომ რაც ეს კრიზისი დაიწყო,
პასტორალური წერილისა და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზა-
ციასთან მაიმუნი ბეტანკურისა და ვირთხა მუნიოს მარინის გამო
დაწყებული დავიდარაბის შემდეგ, შენ ნელ-ნელა გული გაგიცივდა.
საქმეს ადრინდელი მგზნებარებითა და თავგანწირვით აღარ უდგე-
ბი, როგორიც იყავი და როგორსაც ელოდა.
სენატორმა კვერი დაუკრა. თუ უფროსმა შენიშნა ეს ცვლილება,
იქნებ მართალიცაა. წინასწარგამიზნული არაფერი, რასაკვირვე-
ლია, მით უფრო, თაყვანისცემისა და ერთგულების სიმწირით განპი-
რობებული. რაღაც გაუცნობიერებელია, დაღლილობა, ამ ბოლო
წლის უსაშველო დაძაბულობა, ტრუხილიოს წინააღმდეგ კონტინენ-
ტური შეთქმულება, კომუნისტები და ფიდელ კასტრო, ვაშინგტონი
და სახელმწიფო დეპარტამენტი, ფიგერესი, მუნიოს მარინი და ბე-
ტანკური, ეკონომიკური სანქციები, გადასახლებულების გარეწრო-
375
ბა. დიახ, დიახ, შესაძლებელია უნებურად, ისეთი თავგანწირვით
აღარ შრომობდეს სამსახურში, პარტიაში, კონგრესში.
– უფროსი უძლურებასა და სისუსტეს ვერ იტანს, აგუსტინ. სურს
ყველანი ისეთები ვიყოთ, როგორიც თვითონ არის. დაუღლელნი,
კლდეებივით, ფოლადისანი. შენ ეს იცი.
– და, მართალიც არის, – აგუსტინ კაბრალმა თავის პატარა სა-
წერ მაგიდას ხელი დაჰკრა, – ასეთი რომ იყო, იმიტომ შექმნა ეს ქვე-
ყანა, ბედაურიდან არასოდეს ჩამოქვეითებულა, მანუელ, როგორც
თავად თქვა 1940 წლის საარჩევნო კამპანიის დროს. სრული უფლე-
ბა აქვს მოგვთხოვოს, რომ მას მივბაძოთ. უნებურად იმედი გავუც-
რუე. იქნებ იმიტომ, იმას რომ ვერ მივაღწიე, კათოლიკურ ეკლესიას
ქველმოქმედად ეღიარებინა? უფროსს ეს სულის სალბუნად სჭირ-
დებოდა წყეული პასტორალური წერილის შემდგომ. ბალაგერთან
და პაინო პიჩარდოსთან ერთად მეც ვიყავი იმ კომისიის წევრი. გჯე-
რა, რომ ამ წარუმატებლობის ბრალია?
ელჩმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– ის მეტისმეტად დელიკატური ადამიანია. ამის გამო გულნაკ-
ლულიც რომ იყოს, მე არ მეტყოდა. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი
იყოს. უნდა გაუგო. ოცდათერთმეტი წელია ის ხალხი ღალატობს,
ვისაც ყველაზე მეტად დაეხმარა, როგორ არ იქნება ბუტია ის კაცი,
რომელსაც თავისი უახლოესი მეგობრები ზურგში მახვილს სცემენ.
– მახსოვს მისი სუნამოს სურნელი, – ამბობს ურანია მცირე პა-
უზის შემდეგ, – მას შემდეგ, არ გატყუებთ, ყოველ ჯერზე, ჩემს ახ-
ლოს სუნამოდაპკურებული მამაკაცი თუ არის, თვალწინ მანუელ
ალფონსო მიდგას. და მესმის ის აბრაკადაბრა, როგორც საუბრობ-
და იმ ორ შეხვედრაზე, რომლებზეც პატივი მქონდა მისი სიახლო-
ვით დავმტკბარიყავი.
ურანია მარჯვენა ხელით მაგიდის ხელსახოცს ჭმუჭნის. მამიდა,
მამიდაშვილები და მამიდის შვილიშვილი დაბნეული არიან ურანი-
ას სარკაზმით, თავს უხერხულად გრძნობენ.
376
– თუ ეს ამბავი ტკივილს გაყენებს, არ მოყვე, ბიძაშვილო, –
ფრთხილად მიანიშნებს მანოლიტა.
– მაწუხებს, გულს მირევს, – პასუხობს ურანია, – სიძულვილითა
და ბრაზით მავსებს. ამის შესახებ არავისთან მისაუბრია. იქნებ უკე-
თესად ვიგრძნო თავი, თუ ერთხელ, ბოლოს და ბოლოს, გულიდან
ამოვიგლეჯ. და, ოჯახზე შესაფერისი საამისოდ, ვინ უნდა იყოს?
– შენ ასე გგონია, მანუელ? უფროსი კიდევ ერთ შესაძლებლობას
მომცემს?
– ვისკი რომ დავლიოთ, ჭკუის კოლოფო, რას ფიქრობ? – წამოი-
ძახა ელჩმა და კითხვას თავი აარიდა, ხელები მაღლა ასწია, თით-
ქოს თავს საყვედურებისგან იცავსო, – ვიცი, არ უნდა დავლიო, ალ-
კოჰოლი ამიკრძალეს. ეჰ! ღირს კი ცხოვრება, იმას თუ წაგვგვრიან,
რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას გვანიჭებს? კარგი ვისკი ერთ-ერთი
მათგანია.
– მაპატიე, აქამდე არაფერი შემოგთავაზე: ცხადია, მეც დავლევ
შენთან ერთად. სასტუმრო ოთახში ჩავიდეთ. ურანიტა უკვე დაწო-
ლილი იქნება.
მაგრამ გოგონა ჯერ არ წასულა თავის ოთახში. ვახშამი ახალი
დამთავრებული აქვს და ხედავს, როგორ ეშვებიან კიბეზე.
– პატარა ბავშვი იყავი, ბოლოს რომ გნახე, – აქებს მანუელ ალ-
ფონსო ღიმილით, – ახლა მშვენიერი ახალგაზრდა გოგონა ხარ. შენ
ვერც კი შენიშნავდი ცვლილებას, აგუსტინ.
– ხვალამდე, მამი, – ურანია მამას კოცნის. სტუმარს ხელს უწ-
ვდის, მაგრამ მანუელ ალფონსო ლოყას უშვერს. დარცხვენილი გო-
გონა ისე კოცნის, თითქმის არ ეხება, – ღამე მშვიდობისა, სენიორ.
– ძია მანუელი დამიძახე, – კოცნის ის შუბლზე.
კაბრალი მაჟორდომსა და მოსამსახურე გოგონას ანიშნებს, რომ
წავიდნენ და თავად გამოაქვს ვისკის ბოთლი, ორი ჭიქა და ყინუ-
ლიანი სათლი. ჯერ მეგობარს უმასპინძლდება და შემდეგ თავის-
თვის ისხამს.
377
– გაგიმარჯოს, მანუელ!
– გაგიმარჯოს, აგუსტინ!
ელჩი თვალებმოჭუტული, კმაყოფილებით აგემოვნებს სასმელს.
„ოჰ, რა სასიამოვნოა“, წამოიძახებს. მაგრამ სითხის გადაყლაპვა
უჭირს, სახე ტკივილისგან ემანჭება.
– არასოდეს გადავმთვრალვარ. ჩემს ქმედებებზე კონტროლი
არასოდეს დამიკარგავს, – ამბობს, – თუმცა, კარგი ცხოვრების გე-
მო ყოველთვის ვიცოდი. მაშინაც კი, როცა არ მეგონა, მეორე დღეს
ლუკმაპურის ფული თუ მექნებოდა, ვიცოდი როგორ დავმტკბარიყა-
ვი ცხოვრების პატარა სიამეებით: კარგი სასმელი, კარგი თუთუნი,
ლამაზი პეიზაჟი, კარგად მომზადებული რაგუ და წელში მოხდენი-
ლად გამოქნილი მდედრი.
მანუელ ალფონსო ნოსტალგიურად იცინის, კაბრალი ძალდატა-
ნებით ბაძავს. როგორ დაუბრუნდეს იმ ერთადერთ საკითხს, რომე-
ლიც აინტერესებს? თავაზიანობის გამო თავის სულსწრაფობას უმ-
კლავდება. დიდი ხანია სასმელი აღარ დაულევია და ორი-სამი ყლუ-
პი თავს უბრუებს. ამის მიუხედავად მანუელ ალფონსოს ჭიქის ხელა-
ხალი შევსების შემდეგ, თავის ჭიქასაც ავსებს.
– ვერავინ იფიქრებს, ოდესმე ფული თუ შემოგკლებია, მანუელ,
– ცდილობს მიეპირფეროს, – ყოველთვის ელეგანტური მახსოვხარ,
დიდებული, ღვთაებრივი, ყველა ანგარიში გასტუმრებული გქონდა.
ყოფილი მოდელი ჭიქას ურევს, ნასიამოვნები კვერს უკრავს. ჭა-
ღის მკვეთრი შუქი სახეს უნათებს და აგუსტინ კაბრალი მხოლოდ ახ-
ლა შენიშნავს დაკლაკნილ ნაიარევს, რომელიც ყელთან ინასკვება.
მძიმე უნდა იყოს ასეთი იარა იმ კაცისთვის, ასე რომ ამაყობდა თა-
ვისი სახითა და სხეულით.
– მე ვიცი, რას ნიშნავს შიმშილი, ჭკუის კოლოფო. ყმაწვილკა-
ცობაში, ნიუ-იორკში, ზოგჯერ ქუჩაში მძინებია მაწანწალასავით.
დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ერთადერთი საჭმელი ვერმიშელი
და პური იყო. ტრუხილიოს გარეშე, ვინ იცის, რა იქნებოდა ჩემი
378
ცხოვრება. ქალებს ყოველთვის მოვწონდი, მაგრამ gigoló44 არასო-
დეს ვყოფილვარ, როგორც ჩვენი სახელოვანი პორფირიო რუბირო-
სა. დიდი შანსი იყო, ბაუერზე ქუჩის მათხოვრად დამემთავრებინა
ცხოვრება.
ჭიქაში დარჩენილ ბოლო ყლუპს სვამს. სენატორი ჭიქას უვსებს.
– ყველაფერს მას ვუმადლი, რაც მაქვს, რასაც მივაღწიე, – თავ-
ჩაქინდრული შესცქერის ყინულის ნატეხებს, – მხარდამხარ ვიდექი
ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნების მინისტრებსა და პრეზიდენტებ-
თან, თეთრ სახლში მივუწვევივართ, პოკერი მითამაშია პრეზიდენტ
ტრუმენთან, როკფელერის წვეულებებზე ვყოფილვარ. სიმსივნე
„მეიოს“ კლინიკაში ამომკვეთეს, მსოფლიოში საუკეთესო კლინიკა-
ში, შეერთებული შტატების საუკეთესო ქირურგმა. ვინ გადაიხადა
ოპერაცია? რა თქმა უნდა, უფროსმა, გესმის, აგუსტინ? ისევე რო-
გორც ჩვენი ქვეყანა, ყველაფერს ტრუხილიოს ვუმადლი.
აგუსტინ კაბრალი გულში მწარედ ნანობდა ყველა იმ შემთხვე-
ვას, როცა „ქანთრი ქლაბში“ – ინტიმურ გარემოცვაში, კონგრესში
ან გარეუბნის რომელიმე სახლში, უახლოეს მეგობრებთან შეხვედ-
რაზე (რომლებიც უახლოესი მეგობრები ეგონა) მასხრად აუგდია
„ქოლგეითის“ ყოფილი სახე, რომელმაც უმაღლეს დიპლომატიურ
სამსახურებსა და ტრუხილიოს მრჩევლობას მისი ბრწყინვალების-
თვის საპნების, ტალკის, სუნამოების შეკვეთით მიაღწია და თავისი
კარგი გემოვნების წყალობით, იმ ჰალსტუხებს, კოსტიუმებს, პერან-
გებს, საღამურებსა და ფეხსაცმელებს რომ არჩევდა, რომლითაც
უფროსი იმოსებოდა.
– მეც მას ვუმადლი ყველაფერს, რაც ვარ და რაც გამიკეთებია,
მანუელ, – უთხრა, – შენი შესანიშნავად მესმის. და სწორედ ამიტომ,
ყველაფრისთვის მზად ვარ მისი მეგობრობის დასაბრუნებლად.

44
gigoló (ესპ) – დაქირავებული კავალერი.
379
მანუელ ალფონსომ შეხედა, თავი წამოსწია. კარგა ხანს არაფე-
რი უთქვამს, მაგრამ აგუსტინ კაბრალს დიდხანს ყურადღებით აკ-
ვირდებოდა, თითქოს მისხალ-მისხალ ზომავდა მისი სიტყვების სან-
დოობასა და ჭეშმარიტებას.
– მაშინ საქმეს მივხედოთ, ჭკუის კოლოფო!
– მეორე მამაკაცი იყო, რამფისის შემდეგ, ვინც ქათინაურებით
შემამკო, – ამბობს ურანია, – ვინც მითხრა, მშვენიერი ხარო, დედა-
შენს ჰგავხარ და ლამაზი თვალები გაქვსო. მე წვეულებებზე ბიჭებ-
თან ერთად საცეკვაოდ უკვე ნამყოფი ვიყავი. ხუთჯერ თუ ექვსჯერ.
მაგრამ ასე არავინ დამლაპარაკებია. რამფისის ქათინაური გამო-
ფენაზე პატარა გოგონას მიმართ იყო ნათქვამი. პირველად, რო-
გორც პატარა ქალს, „ძია“ მანუელ ალფონსომ მომმართა.
ეს ყველაფერი სწრაფად თქვა, ყრუ რისხვით და ნათესავთაგან
არავის არაფერი უკითხავს. პატარა სასადილო ოთახში ჩამომდგა-
რი სიჩუმე დამდეგი ელჭექის წინ გარინდებას ჰგავს, ზაფხულის მქუ-
ხარე წვიმებში. შორს, ღამეს საყვირის ხმა სერავს. სანსონი შფო-
თიანად დასეირნობს თავის ფიცრის საქანელაზე და ბუმბულს
იფოფრავს.
– ბებერი მეჩვენებოდა, მეცინებოდა მის დაღეჭილ საუბარზე,
ყელთან განასკვული ჭრილობა შიშს მგვრიდა, – ურანია ხელებს იმ-
ტვრევს, – იმ წუთებში მისი ქათინაურები ჩემთვის არაფერს ნიშნავ-
და. მაგრამ შემდეგ ბევრჯერ გამხსენებია ის „ყვავილები“, უხვად
რომ მომიძღვნა.
კვლავ გაჩუმდა, სიქაგამოცლილი. ლუსინდა შენიშვნას ურთავს:
„შენ თოთხმეტი წლის იყავი მაშინ, არა?“ – ურანიას სისულელედ ეჩ-
ვენება ეს ფრაზა. ლუსინდამ ძალიან კარგად იცის, ერთი ხნისანი
რომ არიან. თოთხმეტი – რა მატყუარა ასაკია. ბავშვები აღარ იყ-
ვნენ, მაგრამ ჯერ ქალიშვილებიც არ გამხდარიყვნენ.
– სამი თუ ოთხი თვით ადრე პირველად მომივიდა თვიური, –
ჩურჩულებს, – ცოტა ნაადრევად, მე მგონი.
380
– ახლა გონებაში გამიელვა, რომ შემოვედი, მაშინ... – ამბობს
ელჩი, ხელს სწევს, ვისკის ისხამს და სახლის პატრონსაც უსხამს, –
ყოველთვის ასე იყო: უპირველესი – უფროსია, შემდეგ – მე. მიცვა-
ლებულის სახე გაქვს, აგუსტინ. ვცდები? არაფერი მითქვამს, და-
ივიწყე. უკვე დავივიწყე. გაგიმარჯოს, ჭკუის კოლოფო!
სენატორმა დიდი ყლუპი მოსვა. ვისკი ყელს უკაწრავს და თვა-
ლებს უწითლებს.
მამალი თუ ყიოდა იმ დროს?
– საქმე ისაა... საქმე ისაა... – ამბობს აგუსტინ კაბრალი და არ
იცის, როგორ განაგრძოს.
– დავივიწყოთ. იმედი მაქვს, გულში წყენას არ დაიტოვებ, ჭკუის
კოლოფო. დაივიწყე! დავივიწყოთ!
მანუელ ალფონსო ფეხზე წამოდგა. ნელა გაიარა პატარა სას-
ტუმრო ოთახის მოკრძალებულ ავეჯს შორის, რომელიც სუფთა და
მოვლილია, თუმცა ქალის ხელის სიკეკლუცე აკლია. სენატორი კაბ-
რალი ფიქრობს – რამდენჯერ უფიქრია ალბათ ამ წლების განმავ-
ლობაში? – რომ ცუდად მოიქცა, მეუღლის სიკვდილის შემდეგ მარ-
ტო რომ დარჩა. უნდა დაქორწინებულიყო, შვილები გაეჩინა, ეგებ
ეს უბედურება არ შემთხვეოდა. რატომ არ გააკეთა? ურანიტას გამო,
როგორც მთელი ქვეყანა ამბობდა? არა! უფროსისთვის მეტი დრო
რომ დაეთმო, დღე და ღამე მისთვის რომ მიეძღვნა, ეჩვენებინა,
რომ აგუსტინ კაბრალის ცხოვრებაში მასზე მნიშვნელოვანი არავინ
და არაფერი იყო.
– არ მწყენია, – არაადამიანურ ძალისხმევას უხმობს, სიმშვიდე
რომ შეინარჩუნოს, – დაბნეული ვარ. ასეთ რამეს ნამდვილად არ ვე-
ლოდი, მანუელ.
– შენ გგონია, რომ ბავშვია, ვერც შენიშნე, უკვე პატარა ქალი
რომ გახდა, – მანუელ ალფონსო თავის ჭიქაში ყინულის ნატეხებს
ურევს, – მშვენიერი გოგონაა. იამაყებ, ასეთი ქალიშვილი რომ
გყავს.
381
– რა თქმა უნდა, – და ბრიყვულად ამატებს, – კლასში ყოველ-
თვის პირველი იყო.
– იცი, რა, ჭკუის კოლოფო? მე ერთ წამს არ ვიყოყმანებდი. არა
იმიტომ, უფროსის ნდობა თავიდან რომ მომეპოვებინა, არც იმის გა-
მო, ნებისმიერი მსხვერპლშეწირვისთვის რომ მზად ვარ, უბრალოდ,
არაფერი მომანიჭებდა უფრო მეტ კმაყოფილებას, უფროსს ჩემი ქა-
ლიშვილისთვის რომ ესიამოვნებინა და თავად მისი მშვენიერებით
დამტკბარიყო. არ ვაზვიადებ, აგუსტინ. ტრუხილიო ისტორიის ერთ-
ერთი ანომალიაა. ისეთი, როგორიც კარლოს დიდი, ნაპოლეონი,
ბოლივარი – მათი ჯიშისაა. ისინი ბუნების ძალას განასახიერებენ,
უფლის იარაღნი არიან, ერებს ქმნიან. ტრუხილიო ერთ-ერთი მათ-
განია, ჭკუის კოლოფო. ბედმა გაგვიღიმა, მის გვერდით რომ ვართ,
ვხედავთ, როგორ მოქმედებს, მასთან ვმუშაობთ. ამას ფასი არა
აქვს.
ჭიქა გამოცალა, აგუსტინ კაბრალმაც მიიტანა პირთან თავისი
ჭიქა, მაგრამ ოდნავ დაისველა ტუჩები, თავბრუსხვევამ გაუარა, მაგ-
რამ მუცლის გვრემას გრძნობდა, ნებისმიე წამს ღებინებას დაიწყებ-
და.
– ის ჯერ მხოლოდ ბავშვია, – წაიბლუკუნა.
– მით უკეთესი! – წამოიძახა ელჩმა, – უფროსი უფრო მეტად და-
აფასებს ამ ჟესტს. მიხვდება, რომ შეცდა, ნაუცბადევად განგსაჯა, სა-
კუთარ სისუსტეებს აჰყვა ან მტრებს ათხოვა ყური. მხოლოდ საკუ-
თარ თავზე ნუ ფიქრობ, აგუსტინ. გოგონაზეც იფიქრე, როგორი იქ-
ნება მისი მომავალი, ყველაფერს თუ დაკარგავ და ციხეში აღმოჩ-
ნდები არასწორი მართვისა და თაღლითობისთვის?
– გგონია ამაზე არ მიფიქრია, მანუელ?
ელჩმა მხრები აიჩეჩა.
– ახლა გამიელვა გონებაში, როცა დავინახე, რა მშვენიერი გო-
გონა დამდგარა, – გაიმეორა, – უფროსმა იცის სილამაზის დაფასე-
ბა. თუ ვეტყვი, „ჭკუის კოლოფი სიყვარულისა და ერთგულების დას-
382
ტურად თავის მშვენიერ გოგონას გთავაზობს, რომელიც ჯერ კიდევ
ქალწულია“, – უარს არ იტყვის. მე კარგად ვიცნობ. ის ნამდვილი კა-
ბალიეროა, ღირსების ფაქიზი გრძნობა აქვს. გული ძალიან აუჩუყ-
დება, დაგიძახებს. ყველაფერს დაგიბრუნებს, რაც წაგართვა. ურა-
ნიტას საიმედო მომავალი ექნება. მასზე იფიქრე, აგუსტინ, და გადა-
ფერთხე მოძველებული შეხედულებები. ნუ იქნები ეგოისტი.
კვლავ ბოთლს დასწვდა და ვისკი ჯერ თავის და შემდეგ კაბრა-
ლის ჭიქაში ჩაასხა. ორივეგან ხელით ჩაყარა ყინულის ნატეხები.
– ახლა გამიელვა გონებაში, როცა დავინახე როგორი მშვენიე-
რი გამხდარა, – ღეჭვით იმეორებს მეოთხედ თუ მეხუთედ. ტკივილი
აწუხებს, ყელი ეღადრება? თავს ამოძრავებს, თითის გულებით ნაი-
არევს ეფერება, – თუ გეწყინა, დაივიწყე, არაფერი მითქვამს.
– გარეწარი და უკეთურიო, თქვი, – იფეთქა უცებ მამიდა ადელი-
ნამ, – ეს თქვი სიცოცხლეშივე მკვდარ მამაშენზე, თავის დასას-
რულს რომ ელოდება. ჩემს ძმაზე, იმ ადამიანზე, ამ ცხოვრებაში ყვე-
ლაზე მეტად რომ მიყვარდა და პატივს ვცემდი. ამ სახლიდან არ გახ-
ვალ, სანამ არ ამიხსნი, რატომ აგინებ, ურანია.
– ვთქვი გარეწარი და უკეთური, რადგან უარესი სიტყვები არ არ-
სებობს, – უხსნის ურანია წყნარად, – რომ არსებობდეს, მათ ვიტყო-
დი. თავისი მიზეზები ექნებოდა, უეჭველად, თავისი შემამსუბუქებე-
ლი გარემოებები, მოტივები. მაგრამ მე არ მიპატიებია და არც არა-
სოდეს ვაპატიებ.
– რატომ ეხმარები, თუ ასე გძულს? – მოხუცებული შეურაცხყო-
ფისგან ერთიანად ცახცახებს, გაფითრდა, თითქოს საცაა გული წა-
უვაო, – რატომ საჭმელი, ექთანი? მაშინ მიუშვი და მოკვდეს.
– მირჩევია ასე იცოცხლოს, სიცოცხლეშივე მკვდარმა და და-
იტანჯოს, – ამბობს ძალიან მშვიდად, თვალებდახრილი, – ამიტომ
ვეხმარები, მამიდა.

383
– მაგრამ... მაგრამ... რა გაგიკეთა, ასე რომ გძულს, ასეთ საში-
ნელებებს რომ ამბობ? – ლუსინდიტა ხელებს მაღლა აღაპყრობს,
არ სჯერა იმ სიტყვების, რაც გაიგონა, – ღმერთო, მიშველე!
– გაგიკვირდება, რასაც ახლა გეტყვი, ჭკუის კოლოფო, – წამოი-
ძახა მანუელ ალფონსომ დრამატულად, – როდესაც ლამაზ ქალს,
მეფურ მდედრს ვხედავ, ისეთს, გონებას რომ გიმღვრევს, საკუთარ
თავზე კი არა, უფროსზე ვფიქრობ. დიახ, მასზე ვფიქრობ, აგუსტინ.
მოისურვებდა, მკლავები რომ მოეხვია და მიალერსებოდა? ეს არა-
ვისთვის მომიყოლია. არც უფროსისთვის. მაგრამ მან იცის. ჩემთვის
ყოველთვის უპირველესი იყო, ამაშიც კი. და, არ დაგავიწყდეს, მე
ქალები ძალიან მომწონს, აგუსტინ. როგორ გგონია, მსხვერპლს ვი-
ღებდი და ულამაზეს ქალებს ანგარების, კეთილგანწყობის ან სარ-
ფიანი საქმეების მოპოვების გამო ვუთმობდი? ასე ჰგონიათ მდაბიო-
ებს, ღორებს. იცი, რატომ ვაკეთებდი? სიყვარულის, თანაგრძნობის,
გულმოწყალების გამო. შენ შეგიძლია გაიგო, ჭკუის კოლოფო. მე
და შენ ძალიან კარგად ვიცით, როგორი იყო მისი ცხოვრება. შრომა
გათენებიდან გვიან ღამემდე, კვირაში – შვიდი დღე, წელიწადში –
თორმეტი თვე. არასოდეს დაუსვენია. ის ზრუნავდა წვრილმანებზეც
და მნიშვნელოვანზეც. ყოველწამიერად იღებდა იმ გადაწყვეტილე-
ბებს, სამი მილიონი დომინიკელის სიკვდილ-სიცოცხლე რომ იყო
დამოკიდებული, XX საუკუნეში რომ შევეთრიეთ. მას უნდა ეფიქრა
ამდენ განაწყენებულ, ფარისეველ, უმადურ დემონზე. განა, ასეთი
მამაკაცი არ იმსახურებს შიგადაშიგ გული რომ გადააყოლოს? მშვე-
ნიერ ქალთან რამდენიმე წუთი რომ გაატაროს? ეს მისი ცხოვრების
ერთ-ერთი მცირე კომპენსაციაა, აგუსტინ. სწორედ ამიტომ, ძალია-
ნაც ვამაყობ იმით, რასაც ჩემზე ამდენი გველგესლა ამბობს: უფრო-
სის მაჭანკალი. დიახაც, რომ ვამაყობ, ჭკუის კოლოფო!
უვისკო ჭიქა პირთან მიიტანა და ყინულის ნატეხი პირში ჩაიგდო.
კარგა ხანს მდუმარედ იჯდა, ვრცელი მონოლოგისგან მისავათებუ-

384
ლი ყინულს ყურადღებით წუწნიდა. კაბრალი შესცქეროდა, ასევე
ჩუმად, თავის ვისკით სავსე ჭიქას ეფერებოდა.
– ვისკის ბოთლი დამთავრდა და მეტი არ მაქვს, – მოიბოდიშა, –
ჩემი დალიე, მე მეტის დალევა არ შემიძლია.
ელჩი დაეთანხმა და თავისი ცარიელი ჭიქა გაუწოდა, სენატორმა
კაბრალმა თავისი ჭიქიდან სასმელი გადაუსხა.
– გული ამიჩუყა შენმა ნათქვამმა, მანუელ, – წაილუღლუღა, –
მაგრამ არ მიკვირს. შენ რასაც გრძნობ მის მიმართ, თაყვანისცემა-
სა და მადლიერებას, ზუსტად იმავეს ვგრძნობდი ყოველთვის, ამი-
ტომ მტკივა ასე ძალიან ეს მდგომარეობა.
ელჩმა ხელი მხარზე დაადო.
– ყველაფერი მოგვარდება, ჭკუის კოლოფო. უფროსს დაველა-
პარაკები. მე ვიცი, როგორ უნდა ვუთხრა. ავუხსნი. არ ვეტყვი, ჩემი
იდეა რომ არის, ვეტყვი, რომ შენია. აგუსტინ კაბრალის ინიციატივა.
შენი ერთგულია ყველა განსაცდელში, უბედურების, დამცირების
მიუხედავად. შენ უფროსს იცნობ. უყვარს ჟესტები. წლები მოისხა,
ჯანმრთელობა შეერყა, მაგრამ სიყვარულის გამოწვევაზე უარი არა-
სოდეს უთქვამს. ყველაფერს თავს დავადგამ, სრულიად საიდუმ-
ლოდ, მოკრძალებულად. არ იდარდო. შენს მდგომარეობას აღიდ-
გენ, ვინც ზურგი გაქცია, სულ მალე, ამ კართან რიგში ჩადგებიან.
ახლა უნდა წავიდე. მადლობას მოგახსენებ ვისკისთვის. ჩემს სახ-
ლში ალკოჰოლის წვეთს არ მასმევენ. რა სასიამოვნო იყო ჩემი საბ-
რალო ყელისთვის ეს მხურვალე, ოდნაც მომწარო ქავილი. ნახვამ-
დის, ჭკუის კოლოფო. გული არ დაინაღვლიანო. მე მაცადე. შენ უკე-
თესია ურანიტა შეამზადო. წვრილმანები არ დაუკონკრეტო. არაა
საჭირო. უფროსი თავად მიხედავს, ვერ წარმოიდგენ იმ დელიკატუ-
რობას, სითბოსა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარს, ასეთ შემ-
თხვევებში რომ მიმართავს. ბედნიერს გახდის, სამაგიეროს მიუზ-
ღავს, საიმედო მომავალი ექნება. ყოველთვის ასე იქცევა. მით უფ-
რო, ასეთ ტკბილ და მშვენიერ არსებასთან.
385
კარებამდე წაბანცალდა და სახლი მსუბუქი კარის მიჯახუნებით
დატოვა. მანქანის დაქოქვის ხმა რომ შემოესმა, აგუსტინ კაბრალი
ჯერ კიდევ სასტუმრო ოთახის სავარძელში იჯდა ცარიელი ვისკის
ჭიქით ხელში. გაუგებარ უძლურებასა და უნებისყოფობას გრძნობ-
და. თითქოს ვერასოდეს იპოვიდა ძალას ფეხზე წამოსადგომად, კი-
ბეზე ასასვლელად, გასახდელად, აბაზანაში წასასვლელად, კბილე-
ბის გასაწმენდად, დასაწოლად, შუქის ჩასაქრობად.
– იმის თქმას ცდილობ, რომ მანუელ ალფონსომ მამაშენს შეს-
თავაზა...რა? რა? – მამიდა ადელინას სიტყვის დასრულება არ შეუძ-
ლია, ბრაზი ახრჩობს, შესაფერის სიტყვებს ვერ პოულობს, რომ და-
აყუჩოს, სახეგამოსაჩენი გახადოს ის, რისი თქმაც უნდა, მაგრამ ვე-
რაფერს ამბობს და მუშტს თუთიყუშ სანსონს უღერებს რომელსაც
ნისკარტი არც კი გაუღია, – ხმა ჩაიწყვიტე, ბინძურო ცხოველო!
– არ ვცდილობ. გიამბობ, რაც მოხდა, – ამბობს ურანია, – თუ
მოსმენა არ გსურს, გავჩუმდები და აქედან წავალ.
მამიდა ადელინა პირს აღებს, მაგრამ სიტყვის წარმოთქმას ვერ
ახერხებს.
მეორე მხრივ, ურანიამ არც იცოდა მანუელ ალფონსოსა და მა-
მისის საუბრის წვრილმანები იმ ღამეს, როდესაც ცხოვრებაში პირ-
ველად, სენატორი კაბრალი დასაძინებლად არ ასულა, სასტუმრო
ოთახში დარჩა, სავარძელში ჩაეძინა ჩაცმულს, ფეხებთან ცარიელი
ვისკის ბოთლი და ჭიქა ედო. იმ სანახაობამ, ურანიას დილით რომ
დაუხვდა, როცა სასაუზმოდ ჩამოვიდა სკოლაში წასვლის წინ, გული
შეუკუმშა. მამამისი არ სვამდა, პირიქით, ყოველთვის კიცხავდა
მთვრალებსა და დროსტარებაზე გადაყოლილებს. დათვრა, რადგან
სასოწარკვეთილი, შევიწროებული, დევნილი, ეჭვმიტანილი, დათ-
ხოვილი, ანგარიშებგაყინული იყო იმის გამო, რაც არ ჩაუდენია.
ურანიას ტირილი წასკდა, ასლუკუნდა და სასტუმრო ოთახის სავარ-
ძელზე მიწოლილ მამას მოეხვია. როდესაც აგუსტინ კაბრალმა თვა-
ლები გაახილა და დაინახა, როგორ ტიროდა მის გვერდით, ბევ-
386
რჯერ აკოცა: „ნუ ტირი, საყვარელო. აქედან გამოვძვრებით. აი, ნა-
ხავ. თავს არ დავამარცხებინებთ“. წამოდგა, ტანისამოსი გაისწორა,
ქალიშვილს გაჰყვა სასაუზმოდ. თმაზე ეფერებოდა და ურჩევდა, კო-
ლეჯში არაფერი მოეყოლა, უცნაურად აკვირდებოდა.
– ალბათ, ყოყმანობდა, იტანჯებოდა, – წარმოიდგენს ურანია, –
გადასახლებაში წასვლაზეც ფიქრობდა. მაგრამ ვერც ერთ საელჩო-
ში ვერ შევიდოდა. სანქციების შემდეგ ლათინოამერიკული წარმო-
მადგენლობები ფაქტობრივად აღარ არსებობდა. და რაც იყო, მათ
ჭიშკართან caliès ტრიალებდნენ მორიგეობით. საზარელი დღე
ჰქონდა ალბათ, საკუთარ სინდისს ებრძოდა. იმ საღამოს კოლეჯი-
დან სახლში რომ დავბრუნდი, გადაწყვეტილება უკვე მიღებული
ჰქონდა.
მამიდა ადელინა არ ეწინააღმდეგება. მხოლოდ შესცქერის თა-
ვისი ჩავარდნილი თვალის ბუდეებიდან, საყვედური შიშსა და ურ-
წმუნობას შერწყმია, რომელიც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად,
ნელ-ნელა ქრება. მანოლიტა თითზე იხვევს და შემდეგ ისევ იშლის
თმის კულულს. ლუსინდა და მარიანიტა ქანდაკებებივით გაქვავებუ-
ლან.
დაბანილი და ჩვეულებისამებრ ჩაცმული იყო. უსიამო ღამის კვა-
ლი სრულიად გაუჩინარებულიყო. მაგრამ ლუკმა არ გაუსინჯავს, ეჭ-
ვები და ტანჯვა ცხედარივით გაფითრებულ სახეზე, ამოღამებულ
თვალის უპეებსა და შეშინებულ მზერაში აღბეჭდვოდა.
– შეუძლოდ ხარ, მამი? ასეთი ფერმკრთალი რატომ ხარ?
– უნდა ვისაუბროთ, ურანიტა. წამოდი, შენს ოთახში ავიდეთ. არ
მინდა, მოსამსახურეებმა რომ მოგვისმინონ.
„ციხეში ჩასვამენ“, გაიფიქრა გოგონამ. „მეტყვის, საცხოვრებ-
ლად ძია ანიბალსა და მამიდა ადელინასთან უნდა გადახვიდეო“.
ოთახში შევიდნენ. ურანიამ წიგნები თავის სამუშაო მაგიდაზე
დაყარა და ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა (ცისფერი ლოგინის გადასა-

387
ფარებელი იყო, „Walt Disney“-ის ცხოველებით). მამა ფანჯარას მი-
ეყრდნო.
– შენ ის ხარ, ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს, – გაუღი-
მა, – საუკეთესო, რაც გამაჩნია. დედაშენის სიკვდილის შემდეგ, ერ-
თადერთი, რაც ამ ცხოვრებაში დამრჩა. ხვდები, შვილიკო?
– რასაკვირველია, მამი, – უპასუხა მან, – კიდევ რა საშინელება
მოხდა? ციხეში ჩაგსვამენ?
– არა, არა, – უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, – შესაძლებლობა
გაჩნდა, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს.
გაჩუმდა, გაგრძელება ვერ შესძლო. ხელები და ტუჩები უცახცა-
ხებდა. მაგრამ, ესე იგი, ეს დიდებული ამბავია. გაჩნდა შესაძლებ-
ლობა, რომ რადიო და გაზეთები თავს აღარ დაესხან? სენატის პრე-
ზიდენტობას დაუბრუნდება? თუ ეს ასეა, მაშინ ასეთი სახე რატომ
გაქვს, მამი, ასეთი დათრგუნვილი, ასეთი სევდიანი რატომ ხარ?
– რადგან მსხვერპლს მთხოვენ, შვილიკო – წაიჩურჩულა, მინდა
ერთი რამ იცოდე: მე არასოდეს გავაკეთებ არაფერს, არაფერს, კარ-
გად გაიგე, გონებაში ჩაიბეჭდე, რაც შენთვის სასიკეთო არ იქნება.
შემომფიცე, რომ არასოდეს დაივიწყებ იმას, რასაც ახლა გეუბნები.
ურანია ნელ-ნელა ღიზიანდება. რაზე ლაპარაკობს? სათქმელს,
ბოლოს და ბოლოს, გასაგებად რატომ არ ეტყვის?
– რა თქმა უნდა, მამი, – ამბობს დაღლილი, – მაგრამ, რა მოხდა,
სათქმელს ამდენ ხანს რატომ დასტრიალებ?
მამამისი მის გვერდით საწოლზე დაეშვა, მხრებზე ხელი მოხვია,
მიიხუტა და თმაზე აკოცა.
– გენერალისიმუსმა წვეულებაზე მიგიწვია, – ტუჩები გოგონას
შუბლზე აქვს მიბჯენილი, – იმ სახლში, სან კრისტობალში რომ აქვს,
„ფუნდასიონის“ მამულში.
ურანიამ მისი მკლავებიდან თავი გაითავისუფლა.
– წვეულება? ტრუხილიო გვეპატიჟება? მაგრამ, მამი, ამით იმის
თქმა უნდა, რომ ყველაფერი მოგვარდა? მართალია?
388
სენატორმა მხრები აიწურა.
– არ ვიცი, ურანიტა. უფროსისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
მისი განზრახვები ყოველთვის იოლი გამოსაცნობი არაა. ორივეს
არ გვეპატიჟება. მხოლოდ შენ ხარ მიწვეული.
– მე?
– მანუელ ალფონსო წაგიყვანს. ის მოგიყვანს კიდეც. არ ვიცი,
შენ რატომ გეპატიჟება და მე – არა. ნამდვილად პირველი ნაბიჯია,
ასე უნდა მიმახვედროს, რომ ჯერ ყველაფერი წყალში არ გადაყრი-
ლა. ყოველ შემთხვევაში, ამ დასკვნამდე მივიდა მანუელი.
– მანუელ ალფონსოს შეეძლო მოეტყუებინა კიდეც... – იწყებს
მამიდა ადელინა, მაგრამ წინადადებას შუაში წყვეტს. თავს აქნევს
უარყოფის ნიშნად, ხელებს ატყუპებს, თავს ხრის და უსიტყვოდ პა-
ტიებას ითხოვს.
– თუ არ გინდა წასვლა, არ წახვალ, ურანიტა, – აგუსტინ კაბრა-
ლი ხელებს იფშვნეტს, თითქოს ამ მიმწუხრის ჟამს, ასე რომ ჩამოც-
ხა, სიცივემ აიტანაო, – ახლავე დავურეკავ მანუელ ალფონსოს და
ვეტყვი, რომ თავს შეუძლოდ გრძნობ და უფროსთან ბოდიში მოიხა-
დოს, არავითარი ვალდებულება არ გაქვს, შვილიკო.
გოგონამ არ იცის, რა უპასუხოს. ასეთი რამ ურანიამ რატომ უნდა
გადაწყვიტოს?
– არ ვიცი, მამი, – ყოყმანობს დაბნეული, – ძალიან უცნაური
მეჩვენება. მხოლოდ მე რატომ მეპატიჟება? იქ რა უნდა გავაკეთო
მოხუცების წვეულებაზე? თუ ჩემი ასაკის გოგო-ბიჭებიც არიან მიწ-
ვეულნი?
სენატორ კაბრალს გამხდარი კისერი ეძარღვება, ურანიტას
თვალს არიდებს.
– რადგან შენ მიგიწვია, სხვა ახალგაზრდებიც იქნებიან, – ბურ-
ტყუნებს, – ალბათ მის თვალში უკვე პატარა გოგონა აღარ ხარ და
ქალიშვილად მიგიჩნევს.

389
– მაგრამ, არ მიცნობს, მხოლოდ შორიდან ვუნახივარ, უამრავ
ხალხში. როგორ ვემახსოვრები, მამი.
– შესაძლოა შენზე მოუყვნენ, ურანიტა, – თვალთმაქცობს სენა-
ტორი, – კიდევ ერთხელ გიმეორებ, ვალდებული არ ხარ. თუ გინდა,
დავურეკავ მანუელ ალფონსოს იმის სათქმელად, რომ თავს შეუძ-
ლოდ გრძნობ.
– კეთილი, არ ვიცი, მამი. თუ გინდა – წავალ, თუ არა – არა. მე
შენი დახმარება მინდა. არ განაწყენდება, უარი რომ ვუთხრა?
– ვერაფერს ხვდებოდი? – ბედავს მანოლიტა, რომ ჰკითხოს.
ვერაფერს ხვდები, ურანია, ჯერ ისევ ბავშვი ხარ, ბავშვი იმ გაგე-
ბით, რომ სრულიად უცოდველი იმ ურთიერთობებისთვის, რომე-
ლიც სურვილთან, ინსტინქტთან, ძალაუფლებასთან და უკიდეგანო
სიმხეცესთან არის დაკავშირებული. არც კი იცი, ეს ყველაფერი, ერ-
თმანეთში აღრეული რასაც შეიძლება ნიშნავდეს იმ ქვეყანაში, რო-
მელსაც ტრუხილიო მართავს. მართალია, რომ მას, ასეთ გონება-
გახსნილს, ეს ნაჩქარევი მიწვევა ძალზე ანცვიფრებს. სად გაუგია
წვეულებაზე მიპატიჟება იმავე დღეს, უთადარიგოდ, მიწვეული
სტუმრისთვის მოსამზადებელი დრო რომ არ მიეცათ? მაგრამ ჩვე-
ულებრივი, ჯანსაღი, მეოცნებე გოგონა იყო – ეს ის უკანასკნელი
დღეა, ასეთი რომ იქნები, ურანია, – მეოცნებე და ამ მოულოდნელ
წვეულებას სან კრისტობალში, გენერალისიმუსის სახელგანთქმულ
მამულში, საიდანაც ის ცხენები და ძროხები გამოდიოდნენ, ყველა
კონკურსს რომ იგებდნენ, შეუძლებელია არ აღეფრთოვანებინა,
ცნობისმოყვარეობით არ აღევსო, არ ეფიქრა, როგორ მოუყვებოდა
ყველაფერს სანტო დომინგოს კოლეჯის დაქალებს, როგორ შეშურ-
დებოდათ თანაკლასელებს მისი, ამ ბოლო დროს ასე რომ ტანჯავ-
დნენ იმ საზიზღრობების მოყოლით, რასაც სენატორ აგუსტინ კაბ-
რალზე რადიო და გაზეთები ამბობდნენ, რატომ უნდა აეღელვებინა
რაღაც ისეთს, რაც მამამისის ხელდასხმით ხდებოდა? უფრო ზუსტად
რომ ითქვას, თავი ოცნებებს მიანდო. როგორც სენატორმა თქვა,
390
ურანიას მიწვევა კეთილი ნების გამოხატულების პირველი ნიშანი
იყო, ამ ჟესტით უფროსი მამამისს აგებინებდა, რომ ტანჯვა დას-
რულდა.
არაფერზე დაეჭვებულა. და როგორც ნამდვილი პატარა ქალი,
ყველაზე უვნებელი საქმეებით დაკავდა. რა ჩაიცვას, მამი? რომელი
ფეხსაცმელი? ოჰ, რა სამწუხაროა, ასე გვიანი რომ არის, იმ პარიკ-
მახერს დაურეკავდნენ, გასულ თვეს რომ დავარცხნა და შეღება,
სანტო დომინგოს დედოფლის დღესასწაულზე ფრეილინა რომ იყო.
ეს მისი ერთადერთი წუხილი იყო იმ წუთიდან, რაც მან და მამამისმა
გადაწყვიტეს, უფროსი არ გაენაწყენებინათ და ურანია წვეულებაზე
წასულიყო. დონ მანუელ ალფონსო საღამოს რვა საათზე მოაკით-
ხავდა წასაყვანად. სკოლის დავალებების შესასრულებლად დრო
აღარ რჩებოდა.
– სენიორ ალფონსომ რა თქვა, რომელ საათამდე შემიძლია
დავრჩე?
– იქამდე, სანამ ხალხი მასპინძელთან გამომშვიდობებას არ და-
იწყებს, – ამბობს სენატორი კაბრალი და თითებს იმტვრევს, – თუ
მანამდე მოისურვებ წამოსვლას, დაღლილობის ან სხვა მიზეზის გა-
მო, მანუელ ალფონსოს ეტყვი და მაშინვე სახლში წამოგიყვანს.

391
17

როდესაც ექიმმა ველეს სანტანამ და ბიენვენიდო გარსიამ, გენე-


რალ ხუან ტომას დიასის სიძემ, პედრო ლივიო სედენიო ფურგონით
საერთაშორისო კლინიკაში წაიყვანეს, განუყოფელმა სამეულმა –
ამადიტო, ანტონიო იმბერტი და თურქი ესტრელია სადალა – გადაწ-
ყვიტა, რომ სანამ გენერალი დიასი, ლუის ამიამა და ანტონიო დე
ლა მასა გენერალ ხოსე რენე რომანს იპოვნიდნენ, იქ ლოდინს აზრი
არ ჰქონდა. უკეთესი იყო, სადმე ექიმი მოეძებნათ, ჭრილობები რომ
განეკურნა, სისხლით დასვრილი ტანსაცმელი გამოეცვალათ და
თავშესაფარი ეპოვათ, ვიდრე მდგომარეობა გაირკვეოდა. ასეთ
დროს სანდო ექიმი როგორ უნდა იპოვონ? შუაღამე ახლოვდებოდა.
– ჩემი ბიძაშვილი მანუელი, – თქვა იმბერტმა, – მანუელ დურან
ბარერასი. აქედან ახლოს ცხოვრობს და სამედიცინო კაბინეტი სახ-
ლის გვერდით აქვს. საიმედო ადამიანია.
ტონის სახეზე ეტყობოდა, რომ იტანჯებოდა, ამადიტო განცვიფ-
რებული უმზერდა, მანქანაში, როცა სალვადორს ორივენი ექიმ დუ-
რან ბარერასის სახლში მიჰყავდა, – ქალაქში სიჩუმე იდგა, ქუჩებში
საცობები არ იყო, ახალი ამბავი ჯერ არ გავრცელებულიყო, – ამა-
დიტომ ჰკითხა:
– ასეთი მგლოვიარე სახე რატომ გაქვს!
– ჩვენი საქმე ძალიან ცუდად არის, – უპასუხა იმბერტმა ყრუდ.
თურქმა და ლეიტენანტმა ერთმანეთს შეხედეს.
– ნორმალური გეჩვენებათ, პუპო რომანი აქამდე რომ არ გამოჩ-
ნდა? – გამოსცრა კბილებშუა, – ამ ამბავს მხოლოდ ორი ახსნა შე-
იძლება ჰქონდეს: გამოააშკარავეს და დაიჭირეს ან შეეშინდა. ორი-
ვე შემთხვევაში, ყოფა გვეტირება.
– მაგრამ, ტრუხილიო მოვკალით, ტონი! – გაამხნევა ამადიტომ,
– მკვდრეთით ვეღარავინ აღადგენს.

392
– არ იფიქრო, რომ ვნანობ, – თქვა იმბერტმა, – გულწრფელად
რომ გითხრა, სახელმწიფო გადატრიალების დიდი იმედი არასოდეს
მქონია, სამოქალაქო-სამხედრო ხუნტა ანტონიო დე ლა მასას ოც-
ნება იყო. მე ჩვენს თავს ყოველთვის, როგორც თვითმკვლელთა
ბრიგადას, ისე ვუყურებდი.
– აქამდე გეთქვა, ჩემო ძმაო, – გაიხუმრა ამადიტომ, – ანდერძს
მაინც დავწერდი.
თურქმა ორივე ექიმ დურან ბარერასის სახლთან დატოვა და თა-
ვად სახლში წავიდა: იცოდა, სულ მალე caliès შუა ქუჩაში მიტოვე-
ბულ მის მანქანას აღმოაჩენდნენ და უნდოდა მეუღლე და შვილები
გაეფრთხილებინა, თადარიგი რომ დაეჭირათ, თან ფულისა და ტან-
საცმლის წამოღება სურდა. ექიმი დურან ბარერასი დაწოლილი
იყო. ნამძინარევი გამოვიდა, ხალათი ეცვა. ყბა მოექცა, იმბერტმა
რომ აუხსნა, რატომ იყვნენ ტალახსა და სისხლში მოთხვრილები და
მისგან რას ითხოვდნენ. რამდენიმე სრული დაბნეულობა ეხატა თა-
ვის დიდ, ძვლიან სახეზე, გაოგნებისგან ყბა ჩამოგრძელებოდა, ამა-
დიტო ხედავდა, ადამის ვაშლი როგორ ადი-ჩამოდიოდა ექიმის
ყელზე. დროგამოშვებით, თვალებს იფშვნეტდა, თითქოს გამოცხა-
დებული აჩრდილების ეშინიაო. ბოლოს, გამოფხიზლდა:
– ახლა მთავარია, მოგარჩინოთ. სამედიცინო კაბინეტში წავი-
დეთ.
ამადიტო უფრო მძიმედ იყო დაჭრილი. ტყვიას ტერფში გაევლო
და გამჭოლი ნახვრეტი დაეტოვებინა, ღია ჭრილობიდან დამ-
სხვრეული ძვლის ნატეხები მოჩანდა, შეშუპებისგან ფეხის ტერფი
და მუხლი დაღვარჭნოდა.
– არ ვიცი, ფეხზე დგომა როგორ შეგიძლია ასეთი ჭრილობის
პატრონს, – უთხრა ექიმმა, სანამ ჭრილობას ამუშავებდა.
– მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ მტკივა, – უპასუხა ლეიტენან-
ტმა.

393
მომხდარის გამო ეიფორიაში მყოფს აქამდე საკუთარი ფეხის-
თვის ყურადღება არც მიუქცევია. მაგრამ ახლა ტკივილი და მხურვა-
ლე ქავილის შეგრძნება მუხლამდე სწვდებოდა. ექიმმა შეუხვია, ნემ-
სი გაუკეთა და აბების ქილა მისცა, ყოველ ოთხ საათში რომ და-
ელია.
– წასასვლელი გაქვს? – ჰკითხა იმბერტმა ამადიტოს, სანამ ჭრი-
ლობას უმუშავებდნენ.
ამადიტოს მაშინვე დეიდა მეკა გაახსენდა. მის თერთმეტ ბებიდა-
თაგან ერთ-ერთი იყო, ბავშვობიდან ყველაზე მეტად რომ ანებივ-
რებდა. მოხუცებული მარტო ცხოვრობდა ყვავილების ქოთნებით
გადავსებულ ხის სახლში, სან მარტინის გამზირზე, დამოუკიდებლო-
ბის პარკთან საკმაოდ ახლოს.
– უპირველეს ყოვლისა, ნათესავების სახლებში დაგვიწყებენ
ძებნას, – გააფრთხილა ტონიმ, – უმჯობესია რომელიმე სანდო მე-
გობრის სახლში წახვიდე.
– ყველა ჩემი მეგობარი სამხედროა, ჩემო ძმაო. ფოლადივით
გამოწრთობილი ტრუხილიოსტები არიან.
ამადიტო ვერ ხვდებოდა, რატომ იყო იმბერტი ასეთი აღელვებუ-
ლი და სასოწარკვეთილი. პუპო რომანი საცაა გამოჩნდება და ყვე-
ლაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება. სრულიად დარწმუნე-
ბულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრუხილიოს სიკვდილით, რეჟიმი
ქვიშაზე აგებული კოშკივით ჩამოიშლება.
– ვფიქრობ, შენი დახმარება შემიძლია, ახალგაზრდავ, – სა-
უბარში ჩაერთო ექიმი დურან ბარერასი, – ერთი ხელოსანი მყავს,
ჩემს ფურგონს არემონტებს ხოლმე, პატარა სახლი აქვს და გაქირა-
ვება უნდა. ოსამას დასახლებაშია. დაველაპარაკო?
ასე მოიქცა კიდეც და საქმე საოცრად იოლად მოაგვარა. ხელო-
სან-მექანიკოსს ანტონიო სანჩესი (ტონიო) ერქვა და ექიმმა რო-
გორც კი დაურეკა, მაშინვე მოვიდა. სიმართლე უამბეს „ჯანდაბას! ამ
ღამეს უნდა დავთვრე!“ – წამოიყვირა, დიდ პატივს დასდებს, მისი
394
სახლით თუ ისარგებლებს, ლეიტენანტი უსაფრთხოდ იქნება, ახ-
ლომახლო მეზობლები არ არიან. თავად წაიყვანს თავისი ჯიპით,
იმაზეც იზრუნებს, საჭმელ-სასმელი რომ არ მოაკლდეს.
– როგორ უნდა გადაგიხადო ეს ყველაფერი, ექიმბაშო? – ჰკით-
ხა ამადიტომ დურან ბარერასს.
– თავს გაუფრთხილდი, ბიჭო, – ხელი გაუწოდა ექიმმა და თანაგ-
რძნობით შეხედა, – ხელი თუ ჩაგავლეს, შენს ტყავში ყოფნას არ ვი-
სურვებდი.
– ეს არ მოხდება, ექიმბაშო.
ტყვიების გარეშე იყო დარჩენილი, მაგრამ იმბერტს გვარიანი მა-
რაგი დარჩენოდა და სავსე მუჭა აჩუქა. ლეიტენანტმა პისტოლეტი
45 დატენა და დამშვიდობების ნაცვლად თქვა:
– ასე თავს უფრო დაცულად ვგრძნობ.
– ვიმედოვნებ, მალე გნახავ, ამადიტო, – მოეხვია ტონი, – შენ-
თან მეგობრობა საუკეთესო რამ არის მათ შორის, რაც ჩემს ცხოვ-
რებაში მომხდარა.
ტონიო სანჩესის ჯიპით ოსამას დასახლებისკენ მიმავალ გზას
რომ დაადგნენ, ქალაქი უკვე შეცვლილი იყო, ქუჩაში caliès -ის რამ-
დენიმე „ჯაგრისს“ გადაეყარნენ, რადამესის ხიდის გადაკვეთისას,
დაინახეს, რომ სამხედროების მანქანა ჩამოდგა, იქიდან ჯარისკაცე-
ბი გადმოხტნენ და ბარიერების დაყენება დაიწყეს.
– უკვე იციან, ვაცი რომ მკვდარია, – თქვა ამადიტომ, – ერთი,
ამათი სახე დამენახა, როცა გაიგეს, რომ უფროსის გარეშე დარჩნენ.
– მის სიკვდილს არავინ დაიჯერებს, სანამ გვამს არ ნახავენ და
არ დაყნოსავენ, – შენიშნა მექანიკოსმა, – რა სხვანაირი ჩანს ეს
ქვეყანა ტრუხილიოს გარეშე, ამის დედა ვატირე!

395
მექანიკოსის სოფლის სახლი თავის საკუთრებაში მქონე ათ ტა-
რეა45 დაუმუშავებლ მიწაზე ედგა, საცხოვრებელი ნახევრად ცარიე-
ლი იყო: ლეიბიანი საწოლი, გატეხილი სკამები, გამოხდილი წყლით
სავსე ბოთლები. „ხვალ რამე საჭმელს მოგიტან“ დაპირდა ტონიო
სანჩესი, „შენ არაფერზე იდარდო, აქ არავინ მოვა“.
სახლში ელექტროგანათება არ იყო. ამადიტომ ფეხსაცმელები
გაიხადა და ჩაცმული საწოლზე მიწვა. ტონიო სანჩესის ჯიპის ძრავის
ხმა თანდათან მიწყდა და ბოლოს სულ გაქრა. დაღლილი იყო, ფე-
ხის ტერფი და მუხლები სტკიოდა, მაგრამ შინაგანად დიდ სიმშვიდეს
გრძნობდა. ტრუხილიოს მოკვლით თითქოს მხრებიდან დიდი ტვირ-
თი ჩამოეხსნა. შებილწული სინდისი ტანჯავდა იმ შემთხვევიდან,
იძულებული რომ გახდა, ის საბრალო კაცი მოეკლა, – ლუისა ხი-
ლის ძმა, ღმერთო ჩემო! – ახლა, დარწმუნებულია, ნელ-ნელა შვე-
ბას იგრძნობს. კვლავ ის ბიჭი გახდება, ადრე რომ იყო, სარკეში და-
ნახულ საკუთარ სახეს ზიზღის გარეშე რომ შესცქეროდა. ეჰ, აბეს
გარსიასა და რობერტო ფიგეროა კარიონისთვისაც რომ შეეძლოს
წირვის გამოყვანა, აღარაფერზე ინაღვლებდა. მშვიდად მოკვდებო-
და. მოიკრუნჩხა, გადატრიალ-გადმოტრიალდა, ეცადა თავი ძილის-
თვის მიეცა, მაგრამ ვერ შეძლო, ესმოდა, რომ ქუჩაში ვიღაც ხმა-
ურობდა, ვიღაცები დარბოდნენ. გარიჟრაჟისკენ შფოთი და ტკივი-
ლი თითქოს ჩაუყუჩდა და რამდენიმე საათი თავი ძილმა წაართვა.
გულამოვარდნილს გაეღვიძა, საზარელი სიზმარი დაესიზმრა, მაგ-
რამ არ ახსოვდა, რა.
მთელი დღე ფანჯრიდან იცქირებოდა, ჯიპის გამოჩენას ელოდა.
სახლში საჭმელი არაფერი იყო, მაგრამ არ შიოდა. დროდადრო გა-
მოხდილ წყალს სვამდა, რომელიც შიმშილს უოკებდა, მაგრამ ზა-
რავდა მარტოობა, მოწყენილობა, გაურკვევლობა, სულ მცირე, რა-

45
ტარეა – საზომი ერთეული დომინიკის რესპუბლიკაში. ეფუძნება იმ
მიწის ფართობის ზომას, რომელსაც დღიური მუშა ამუშავებს დღის
განმავლობაში, რაც, დაახლოებით 628,86 კვადრატული მეტრია.
396
დიო მაინც რომ ჰქონდეს! ცდუნება კლავდა, გარეთ გასულიყო, პირ-
ველივე დასახლებულ პუნქტამდე მიეღწია და გაზეთი ეშოვა. სულ-
სწრაფობას უნდა გაუმკლავდე, ბიჭო, ტონიო სანჩესი მალე მოვა.
მხოლოდ მესამე დღეს მოვიდა. 2 ივნისის ნაშუადღევს გამოჩ-
ნდა, სწორედ იმ დღეს, როდესაც შიმშილითა და გაურკვევლობით
სიკვდილის პირას მისულ ამადიტოს ოცდათორმეტი წელი შეუს-
რულდა. ტონი უკვე აღარ იყო ის გულგახსნილი, საკუთარ თავში
დარწმუნებული გლეხის კაცი, რომელმაც ამადიტო აქ მოიყვანა.
დარდისგან გაფითრებულიყო, გაუპარსავი და გაბურძგნილი იყო,
ენა ებმოდა. თერმოსით ცხელი ყავა და ძეხვისა და ყველის სანდვი-
ჩები მოუტანა, რომელიც ამადიტომ თვალის დაუხამხამებლად
შთანთქა, სანამ ცუდ ამბებს ისმენდა. მისი ფოტო ყველა გაზეთში
იყო გამოჭენებული და ყოველ წამს ტელევიზორში აჩვენებდნენ გე-
ნერალ ხუან ტომას დიასთან, ანტონიო დე ლა მასასთან, ესტრელია
სადალასთან, ფიფი პასტორისასთან, პედრო ლივიო სედენიოსთან,
ანტონიო იმბერტთან, უასკარ ტეხედასთან და ლუის ამიამასთან ერ-
თად. დაპატიმრებულმა პედრო ლივიო სედენიომ დაასმინათ. პესო-
ებს ტომრით სთავაზობდნენ მას, ვინც მათ შესახებ ინფორმაციას მი-
აწვდიდა. სასტიკი დევნა გაეჩაღებინათ ყველა ეჭვმიტანილი ანტიტ-
რუხილიოისტის წინააღმდეგ. ექიმი დურან ბარერასი წინა ღამეს და-
ეპატიმრებიათ. ტონიო ფიქრობდა, წამებას ვერ გაუძლებს და ბო-
ლოს და ბოლოს, გაგვცემსო. ძალიან სახიფათო იყო ამადიტოს იქ
დარჩენა.
– საიმედო რომც იყოს ეს თავშესაფარი, აქ მაინც არ დავრჩები,
ტონიო, – უთხრა ლეიტენანტმა, – მირჩევნია მომკლან, ვიდრე სამი
დღე კვლავ ამ მარტოობაში გავატარო.
– და, სად წახვალ?
თავისი ბიძაშვილი, მაქსიმო მიესესი გაახსენდა, რომელსაც დუ-
არტეს ქუჩაზე მიწის ნაკვეთი ჰქონდა. მაგრამ ტონიომ ჩანაფიქრი
დაუწუნა: გზებზე პატრული მორიგეობდა და მანქანებს ამოწმებდა,
397
ვერაფრით მიაღწევდა თავისი ბიძაშვილის მამულამდე ისე, რომ არ
ეცნოთ.
– ნუთუ, ვერ ხვდები, რა მდგომარეობაა?! – გაცეცხლდა ტონიო
სანჩესი, – ასობით ადამიანია დაკავებული, გაშმაგებულები ეძებენ
ეჭვმიტანილებს.
– ჯანდაბაშიც წასულან, – თქვა ამადიტომ, – მომკლან. ვაცი გა-
ფიჩხულია და მკვდრეთით ვეღარ აღადგენენ. შენ არაფერზე იდარ-
დო, ჩემო ძმაო. ჩემთვის ბევრი გააკეთე. შეგიძლია გზამდე გამიყვა-
ნო? ქალაქში ფეხით დავბრუნდები.
– მეშინია, მაგრამ ისე არა, ქუჩაში რომ დაგაგდო, ბოზიშვილი კი
არა ვარ, – თქვა ცოტა დამშვიდებულმა ტონიომ. ამადიტოს ზურგზე
ხელი დაჰკრა, – წავიდეთ, წაგიყვან. თუ გამოგვიჭირეს, ეტყვი, რომ
რევოლვერით მაიძულე, ოკეი?
ტონიომ ამადიტო ჯიპის უკანა სავარძელში მოათავსა, ზემოდან
ბრეზენტი დააფარა, შემდეგ მავთულის გორგლები და ბენზინის თუ-
ნუქის კასრები დააყარა, რომლებიც ლეიტენანტის ზურგზე ყანყა-
ლებდნენ. მოკუნტულ ამადიტოს ძაგძაგი აუტყდა, ფეხი უფრო მეტად
ასტკივდა, გზის ყოველ ორმოზე მხრებს, ზურგსა და თავს ურტყამდა.
მაგრამ, ერთი წამითაც არ დავიწყებია თავისი პისტოლეტი 45, მარ-
ჯვენა ხელში ეჭირა, ჩამკეტის გარეშე. რაც არ უნდა მომხდარიყო,
ცოცხალს ვერ აიყვანდნენ. შიში არ გაჰკარებია. სულის სიღრმეში
აქედან გამოძრომის დიდი იმედი არ ჰქონდა. მაგრამ ასეთი სულიე-
რი სიმშვიდე, ჯონი აბესთან ერთად გატარებული იმ საზარელი ღა-
მის შემდეგ, აღარ უგრძნია.
– რადამესის ხიდს ვუახლოვდებით, – შემოესმა ტონიო სანჩესის
დამფრთხალი ხმა, – არ გაინძრე, არ იხმაურო, პატრული დგას.
ჯიპი გაჩერდა, შემოესმა ხმები, ნაბიჯები, შემდეგ სიჩუმე და მე-
გობრული შეძახილი: „კი მაგრამ, ეს შენ ხარ, ტონიტო!“ „რა ხდება,
ნათლიმამა!“ ნება დართეს, გზა შემოწმების გარეშე გაეგრძელები-

398
ნა. ხიდის შუაგულში იქნებოდნენ, როდესაც ხელმეორედ შემოესმა
ტონიო სანჩესის ხმა:
– კაპიტანი ჩემი მეგობარი იყო, კაფანდარა რასპუტინი, რა ბედი
გვქონია, ამის დედა ვატირე! ჯერ კიდევ მიცახცახებს ძვლები, ამადი-
ტო. სად დაგტოვო?
– სან მარტინის გამზირზე.
ცოტა ხნის შემდეგ ტონიომ ჯიპი დაამუხრუჭა. – caliès ვერსად
ვხედავ, ისარგებლე ამ მომენტით, – უთხრა ტონიომ, – ღმერთი
იყოს შენი მფარველი, ბიჭო.
ლეიტენანტმა ბრეზენტის გადასაფარებელი გადაიძრო, კასრე-
ბიდან გამოძვრა და ტროტუარზე გადახტა. მანქანები დადიოდნენ,
მაგრამ ქვეითად მოსიარულეები არ დაუნახავს. ერთი ხელჯოხიანი
მამაკაცის გარდა, რომელიც ნელ-ნელა, ზურგმიქცეული შორდებო-
და.
– ღმერთი გადაგიხდის, ტონიო.
– ის იყოს შენი მფარველი, – გაიმეორა ტონიო სანჩესმა და მან-
ქანა დაქოქა.
დეიდა მეკას სახლამდე – ერთსართულიანი ხის სახლი იყო, შე-
მოღობილი, ბაღი არ ჰქონდა, მაგრამ ფანჯრებზე ნემსიწვერების
ქოთნებით იყო გარშემორტყმული, – ოცი მეტრი რჩებოდა, რომე-
ლიც ამადიტომ კოჭლობით, დიდი ლაჯებით გადაიარა ისე, რომ რე-
ვოლვერი არ დაუმალავს. როგორც კი კარზე დარეკა, იმწამსვე გა-
უღეს. დეიდა მეკას განცვიფრების დრო არ ჰქონდა, რადგან ლეიტე-
ნანტი სახლში შეხტა, დეიდა განზე გაწია და ზურგს უკან კარი სწრა-
ფად მიიჯახუნა.
– არ ვიცი რა ვქნა, სად დავიმალო, დეიდა მეკა. ერთი ან ორი
დღე დავრჩები, სანამ საიმედო ადგილს ვიპოვი.
დეიდამისი, როგორც ყოველთვის, ეხვეოდა და კოცნიდა. ისეთი
შეშინებული არ ჩანდა, როგორიც ამადიტოს ეგონა.

399
– ვინმე დაგინახავდა, შვილიკო. დღისით-მზისით აქ მოსვლა
რამ გაგაბედინა? ჩემი მეზობლები გახელებული ტრუხილიოისტები
არიან. სულ სისხლში ხარ ამოსვრილი. და ეს სახვევები? დაჭრილი
ხარ?
ამადიტო ქუჩას ფარდას ამოფარებული ზვერავდა. ტროტუარზე
ხალხი არ ჩანდა. ქუჩის მეორე მხარეს კარი და ფანჯრები ჩარაზული
იყო.
– მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გამოცხადდა, ლოცვა არ შემიწყვე-
ტია, წმინდა პეტრე კლაველს ვევედრები შენ გამო, ამადიტო, ის ისე-
თი სასწაულთმოქმედია, – დეიდამისს მისი სახე ხელებში მოემ-
წყვდია, – ტელევიზორში და „ელ კარიბეში“ რომ გამოჩნდი, მეზობ-
ლები შემოვიდნენ, მეკითხებოდნენ, იძიებდნენ. ღმერთმა ქნას, არ
დაენახეთ. რა შესახედაობა გაქვს, შვილიკო. გინდა რამე?
– კი, დეიდა, – გაიცინა ამადიტომ, – დაბანა და ჭამა, შიმშილით
ვკვდები.
– კი, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, დღეს ხომ შენი დღეობაა! – გა-
ახსენდა დეიდა მეკას და ისევ მოეხვია.
ტანმორჩილი მოხუცი იყო, სიცოცხლით სავსე, მტკიცე გამოხედ-
ვა, ღრმა და კეთილშობილი თვალები ჰქონდა. პერანგი და შარვა-
ლი გაახდევინა, რომ გაეწმინდა და სანამ ამადიტო ბანაობდა, –
ღმერთების ბოძებული სიამე იყო, – რაც სამზარეულოში საჭმელი
ჰქონდა, ყველაფერი გააცხელა. აბაზანიდან საცვლებით გამოსულ
ლეიტენანტს დიდებული ბანკეტი დაუხვდა გაშლილი: შემწვარი
ბოსტნეული, შემწვარი ძეხვი, ბრინჯი და ქათმის ხორცი. მადიანად
შეექცეოდა და დეიდა მეკას ნაამბობს ისმენდა, უყვებოდა, ყველა
როგორ განცვიფრდა ოჯახში, როცა შეიტყვეს, რომ ტრუხილიოს
ერთ-ერთი მკვლელი იყო. მისი სამი დის სახლში უკვე მივიდნენ
caliès ალიონზე, ამადიტოს ადგილსამყოფელს ეკითხებოდნენ. აქ
ჯერჯერობით არ გამოჩენილან.

400
– თუ არ გეწყინება, ცოტა დაძინება მინდა, დეიდა, რამდენიმე
დღეა თვალი არ მომიხუჭავს, მოწყენილობა მკლავდა. ახლა ბედ-
ნიერი ვარ შენ გვერდით ყოფნით.
დეიდამ საძინებელში წაიყვანა და ლოგინში დააწვინა, თავისი
საყვარელი წმინდანის, წმინდა პეტრე კლაველის გამოსახულების
ქვეშ. დარაბები დახურა, ოთახი რომ ჩაებნელებინა და უთხრა, რომ
სანამ სიესტაზე ეძინა, უნიფორმას გაუშრობდა და დაუუთოვებდა.
„მოვიფიქრებთ, სად უნდა დაიმალო, ამადიტო“. ბევრჯერ აკოცა
შუბლზე და თავზე: „მე კიდევ ისეთი ტრუხილიოისტი მეგონე, შვი-
ლო..“ იმწამსვე ჩაეძინა. ესიზმრა, რომ თურქი სადალა და ანტონიო
იმბერტი დაჟინებით ეძახდნენ: „ამადიტო, ამადიტო“ რაღაც მნიშ-
ვნელოვანი უნდოდათ ეთქვათ და ის ვერც მათ ჟესტებს იგებდა და
არც მათი ხმა ესმოდა. ეგონა თვალები ახლა დავხუჭეო, როცა ვიღა-
ცამ შეანჯღრია. დეიდა მეკა იდგა, ისეთი გათეთრებული და შეშინე-
ბული, რომ მის მიმართ სინდისის ქენჯნა იგრძნო, ამ საქმეში რომ
გახვია.
– იქ არიან, იქ არიან, – იხრჩობოდა, პირჯვარს იწერდა, – ათი
თუ თორმეტი „ჯაგრისი“ და უამრავი caliès, შვილიკო.
მას ახლა ცხადი გონება ჰქონდა და ზუსტად იცოდა, რაც უნდა გა-
ეკეთებინა. მოხუცებული აიძულა იატაკზე გართხმულიყო, საწოლის
უკან, წმინდა პეტრე კლავერის ფერხთით.
– არ გაინძრე, რაც უნდა მოხდეს, ფეხზე არაფრისთვის წამოდგე,
– უბრძანა, – ძალიან მიყვარხარ, დეიდა მეკა.
ხელში პისტოლეტი 45 ეჭირა. ფეხშიშველი, უნიფორმის მიწის-
ფერ საცვლებში ჩაცმული კედელს აეკრა და კარამდე მიჩოჩდა.
ფარდიდან მალულად გაიხედა, ისე, რომ გარედან არ შეემჩნიათ.
მოღრუბლული საღამო იყო, სადღაც, შორს, ბოლეროს უკრავდნენ.
SIM-ის „ფოკლსვაგენებს“ სახლის წინ ქუჩა გადაეკეტათ, სულ მცი-
რე, ოცამდე ავტომატითა და რევოლვერით შეიარაღებული caliès
სახლს გარს შემორტყმოდა. სამნი სახლის კართან იდგნენ. ერთ-ერ-
401
თმა მათგანმა კარზე ისეთი ბრახაბრუხი ატეხა, რომ ხის სახლი შე-
აზანზარა. ვიღაცამ ბოლო ხმაზე დაიყვირა:
– ვიცით, რომ მანდ ხარ, გარსია გერერო! ხელები აწიე და გამო-
დი, თუ არ გინდა ძაღლივით მიგაკლათ!
„ძაღლივით, არა!“ წაიჩურჩულა. მარცხენა ხელით კარი გააღო.
და იმავდროულად, მარჯვენათი, – სროლა დაიწყო. მიასწრო ბო-
ლომდე დაეცალა პისტოლეტის ჯერი და დაინახა, ხროტინით რო-
გორ დაეცა ძირს მკერდგაგლეჯილი ის, დანებება ვინც უბრძანა.
მაგრამ, ავტომატისა და რევოლვერის ურიცხვი ტყვიით დაფლე-
თილმა, ვეღარ დაინახა, ერთი caliès -ს მოკვლის გარდა, კიდევ
ორის დაჭრა რომ მოასწრო, სანამ სული ამოხდებოდა. ვერ დაინახა,
როგორ მიაბეს მისი ცხედარი „ფოლკსვაგენის“ სახურავს, – რო-
გორც მოკლულ ირმებს აბამენ მთაში მონადირეები, – როგორ მი-
იყვანეს დამოუკიდებლობის პარკში ჯონი აბესის კაცებმა, რომლე-
ბიც „ჯაგრისში“ ისხდნენ, შემდეგ, მაჯებსა და კოჭებში ჩაავლეს ხე-
ლი ჯალათებმა და უამრავი მაყურებლის თვალწინ, ტრიუმფალური
სვლით ჩამოატარეს. სწორედ ამ დროს, caliès სახლში შეცვივდნენ,
ცოცხალმკვდარი იპოვეს დეიდა მეკა ზუსტად იქ, სადაც მან დატოვა,
სახლიდან წიხლისკვრით გამოათრიეს და მუჯლუგუნებითა და ფურ-
თხებით SIM-ის განყოფილებაში წაიყვანეს. ამის შემდეგ, უმოქმედო
და მოქირქილე პოლიციის თვალწინ, გაავებული ბრბო სახლში შე-
იჭრა, გაძარცვა და დაეპატრონა ყველაფერს, რაც caliès -ს გადაურ-
ჩა, დაანგრია, მილეწ-მოლეწა და ცეცხლი წაუკიდა იმ სახლს, რომ-
ლისგანაც შებინდებისას, ფერფლის და დანახშირებული ნანგრევე-
ბის გარდა, აღარაფერი დარჩა.

402
18

როდესაც მისმა ერთ-ერთმა ადიუტანტმა მანუელ ალფონსოს


მძღოლი, ლუის როდრიგესი კაბინეტში შეიყვანა, გენერალისიმუსი
მისასალმებლად ფეხზე წამოდგა, რასაც ყველაზე მნიშვნელოვან
პიროვნებებთანაც კი არ აკეთებდა.
– თავს როგორ გრძნობს ელჩი? – ჰკითხა მოუთმენლად.
– საშუალოდ, უფროსო, – მძღოლმა მდგომარეობის შესაფერი
გამომეტყველება მიიღო და ყელთან ხელი მიიტანა, – ისევ ძალიან
სტკივა. ამ დილით ექიმი მომაყვანინა ნემსის გასაკეთებლად.
საბრალო მანუელი. აბა, ეს რა სამართალია, ამის დედა ვატირე.
ადამიანი რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სხეულის მოვლას, სი-
ლამაზესა და ელეგანტურობას შესწირა, ახლა ბუნების იმ წყეულ კა-
ნონს უნდა დაემორჩილოს, საბოლოოდ, ყველაფერს რომ ანადგუ-
რებს. ასე დამამცირებლად რატომ უნდა დასჯილიყო ის სახე, სი-
ცოცხლეს, თავმომწონეობასა და ჯანმრთელობას რომ განასახიე-
რებდა. სჯობდა სარპერაციო მაგიდაზე დარჩენილიყო. „მეიოს“
კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, სიუდად ტრუხილიოში
დაბრუნებული ელჩი რომ ნახა, ქველმოქმედს თვალები აუწყლიან-
და. ნანგრევებად ქცეულიყო, ნახევარი ენის მოკვეთის შემდეგ,
თითქმის გაუგებარი იყო, რასაც ამბობდა.
– ჩემგან მოკითხვა გადაეცი, – გენერალისიმუსმა ლუის როდ-
რიგესი შეათვალიერა: მუქი ფერის კოსტიუმი, თეთრი პერანგი,
ლურჯი ჰალსტუხი, გაპრიალებული ფეხსაცმელი, საუკეთესოდ გა-
მოწყობილი შავკანიანი დომინიკის რესპუბლიკაში, – რა ამბებია?
– ყველაფერი ძალიან კარგადაა, უფროსო, – ლუის როდრიგეს-
მა თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა, – გოგონა ვიპოვე, არა-
ვითარი პრობლემა. თქვენ როცა ბრძანებთ.
– დარწმუნებული ხარ, რომ ის გოგონაა?

403
დიდმა შავმა სახემ, ნაიარევმა და ულვაშიანმა, რამდენჯერმე და-
უდასტურა.
– სრულიად დარწმუნებული ვარ. ის არის, ყვავილები რომ მო-
გართვათ ორშაბათს სან კრისტობალელი ახალგაზრდების სახე-
ლით. იოლანდა ესტერელი. თექვსმეტი წლისაა. აგერ მისი სურათი.
სკოლის მოწმობის ფოტო იყო, მაგრამ ტრუხილიომ მაშინვე გა-
მოიცნო ცერად გაჭრილი თვალები, მსხვილი, ხორციანი ტუჩები და
მხრებზე დაყრილი გრძელი თმა. გოგონა სკოლის კოლონას მიუძ-
ღოდა წინ და გენერალისიმუსის დიდი ფოტო მიჰქონდა სან კრისტო-
ბალის ცენტრალურ პარკში საგანგებოდ მოწყობილი ტრიბუნისკენ,
შემდეგ კვარცხლბეკზე შედგა, რომ ცელოფანში შეხვეული ვარდე-
ბისა და ჰორტენზიების თაიგული მისთვის მიერთმია. გაახსენდა მი-
სი სავსე სხეული, მომწიფებული ფორმები, უაზღუდო, მკვრივი ძუძუ-
ები, ბლუზის ქვეშ რომ ილანდებოდა, გამოკვეთილი თეძოები. ყვე-
რებში სასიამოვნო ქავილი იგრძნო, განწყობა გამოუკეთდა.
– კაობას სახლში წაიყვანე, ასე, ათი საათისთვის, – უთხრა და
ფანტაზიები შეწყვიტა, ტყუილად დრო რომ არ დაეკარგა, – მანუელი
დიდი სიყვარულით მომიკითხე. თავს გაუფრთხილდეს.
– დიახ, უფროსო, გადაგცემ. ათ საათზე ცოტა ადრე წავიყვან.
თავის დაკვრით გავიდა. გენერალისიმუსი გალაქულ მაგიდაზე
დაწყობილი ტელეფონებიდან ერთ-ერთს დასწვდა, კაობას სახლის
საყარაულოს დაუკავშირდა და და მცველი გააფრთხილა, რომ სახ-
ლის მომვლელს, ბენიტა სეპულვედას, ოთახები ანისულის სურნე-
ლით გაეჟღინთა და ახალთახალი ყვავილებით გაევსო (დარეკვა სა-
ჭირო არ იყო, სახლის მომვლელმა კარგად იცოდა, რომ ნებისმიერ
წამს შეიძლება გამოჩენილიყო და კაობას სახლი მუდამ გაწკრია-
ლებული ჰქონდა, მაგრამ გენერალისიმუსი მაინც ყოველ ჯერზე აფ-
რთხილებდა). სამხედრო ადიუტანტებს უბრძანა, „შევროლე“ გაემ-
ზადებიათ და მისი მძღოლისთვის, მსახურისა და მცველისთვის, სა-

404
კარიას დე ლა კრუსისთვის დაერეკათ, რადგან ამ ღამით, გასეირნე-
ბის შემდეგ, სან კრისტობალში წავიდოდა.
დამდეგი საღამო შთაგონებით აღავსებდა. ეს გოგონა იმ ქალის
შვილი ხომ არ არის, სან კრისტობალის სკოლის დირექტორი რომ
იყო და ათი წლის წინათ, სალომე ურენიას ლექსი წაუკითხა მშობ-
ლიურ ქალაქში სტუმრობის დროს? გენერალისიმუსი ისე აღეგზნო
მისი შიშველი იღლიებით, რომლებსაც შეგნებულად აჩვენებდა
ლექსის წარმოთქმის დროს, რომ მის პატივსაცემად გამართული,
ახალდაწყებული წვეულება მიატოვა და სან კრისტობალელი მას-
წავლებელი კაობას სახლში წაიყვანა, ტერენსია ესტერელი? ასე ერ-
ქვა. კიდევ ერთხელ მოედო ვნების ალმური, როცა წარმოიდგინა,
რომ იოლანდა იმ მასწავლებლის ქალიშვილი ან პატარა და იყო.
სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, პალასიო ნასიონალისა და რადამესის
რეზიდენციას შორის ბაღს კვეთდა და თითქმის არ ესმოდა, მისი
დაცვის წევრი როგორ უხსნიდა, რომ შეიარაღებული ძალების უფ-
როსმა, გენერალმა რომან ფერნანდესმა რამდენჯერმე დარეკა იმის
სათქმელად, რომ უფროსის განკარგულებაშია, თუ მისი ბრწყინვა-
ლება მასთან შეხვედრას გასეირნებამდე მოისურვებს. აჰა, ამ დი-
ლის ზარით შეშინდა? ჯერ სად არის, კიდევ უფრო შეშინდება, პირში
რომ ჩასთხრის იმ წუმპეს, ამ დილით გარნიზონთან რომ დაუხვდა.
რადამესის რეზიდენციაში, თავის ოთახში ქარბორბალასავით
შეიჭრა, ლოგინზე მწვანე ზეთისხილისფერი უნიფორმა იყო გადაფე-
ნილი. სინფოროსო გულთმისანი იყო არ უთქვამს სან კრისტობალ-
ში რომ მიდიოდა, მაგრამ ბებერს ის ტანსაცმელი გაემზადებინა,
რომლითაც ყოველთვის ფუნდასიონის მამულში მიდიოდა. რატომ
იცვამდა ყოველთვის კაობას სახლში ამ უნიფორმას? არ იცოდა. რი-
ტუალების, ჟესტებისა და ქმედებების გამეორების ვნება ახალგაზ-
რდობიდან მოჰყვებოდა.
კარგად ენიშნა, საცვალი და შარვალი შარდით რომ არ იყო დას-
ველებული. გულიდან გადაეყარა ის ჯავრი, ბალაგერთან საუბარმა
405
რომ დაუტოვა, ლეიტენანტ ვიქტორ ალისინო პენია რივერას დაწი-
ნაურებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა რომ გაბედა, იმედია-
ნად იყო, თავს ახალგაზრდად გრძნობდა იმ სასიამოვნო ფუსფუსით,
შარვლის უბეში რომ ეწყებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ ღამით იმ
ტერენსიას შვილს ან დას მოხვევდა მკლავებს, ასეთ ტკბილ მოგო-
ნებებს რომ უღვიძებდა. ნეტავ, ქალწული იქნება? ამჯერად აღარ
განმეორდება ის არასასიამოვნო ეპიზოდი, გაჩხინკულ გოგოსთან
რომ შეემთხვა.
სიხარულს ჰგვრიდა იმის გაფიქრება, რომ მომდევნო საათს
მლაშე ჰაერის სურნელს შეისუნთქავდა, ზღვის ნოტიო ნიავით დატ-
კბებოდა და ნახავდა, როგორ ეხეთქება ტალღები ავენიდას ჯები-
რებს, ვარჯიში დაავიწყებს ამ საკმაოდ უსიამოვნო დღის განწყობას.
ასეთი რამ იშვიათად მოსვლია: არასოდეს ყოფილა დეპრესიებისა
და დამთრგუნველი ფიქრებისკენ მიდრეკილი.
ოთახიდან გამოსვლისას მოსამსახურემ მოახსენა, რომ დონია
მარიას სურდა ახალგაზრდა რამფისის დანაბარები გადაეცა, რო-
მელსაც პარიზიდან დაერეკა. „მოგვიანებით, მოგვიანებით, ახლა
მეჩქარება“, ყოყლოჩინა ბებრუხანასთან საუბარი ახლა გუნებას წა-
უხდენდა.
კვლავ გადაკვეთა რადამესის რეზიდენციის ბარები ჩქარი ნაბი-
ჯით, ერთი სული ჰქონდა, ზღვის სანაპირომდე მიერწია. მაგრამ, მა-
ნამდე, როგორც ყოველდღე, მაქსიმო გომესის ქუჩაზე, დედამისის
სახლში შეიარა. დონია ხულიას უზარმაზარი, ვარდისფერი სახლის
წინ ოცამდე ადამიანი ელოდა, რომ სასეირნოდ გაჰყოლოდნენ,
პრივილეგირებულნი, ყოველ საღამოს რომ აცილებდნენ. მათ მი-
მართ შურითა და სიძულვილით იყვნენ აღვსილნი ისინი, ვინც ეს პა-
ტივი ვერ მოიპოვა. ოფიცრები და სამოქალაქო პირები, ბრწყინვა-
ლე დედის სახლის ბაღთან რომ შეჯგუფულიყვნენ, ორ მწკრივად გა-
იყვნენ, გენერალისიმუსისთვის გზა რომ მიეცათ, „საღამო მშვიდო-
ბისა, უფროსო“, „საღამო მშვიდობისა, თქვენო ბრწყინვალებავ“,
406
ტრუხილიომ თვალი მოჰკრა ნავახიტა ესპაილიატს, გენერალ ხოსე
რენე რომანს, – ოჰ, რა შეშფოთებული სახე ჰქონდა საბრალო ყე-
ყეჩს! – დაინახა პოლკოვნიკი ჯონი აბეს გარსია, სენატორი ენრი ჩი-
რინოსი თავისი სიძე პოლკოვნიკი ლეონ ესტევესი, თავისი მეგობა-
რი და თანამემამულე, მოდესტო დიასი, სენატორი ხერემია კინტა-
ნილია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ აგუსტინ კაბრალი შეცვალა
სენატის პრეზიდენტის თანამდებობაზე, „ელ კარიბეს“ რედაქტორი
დონ პანჩიტო და მათ შორის ჩაკარგული, ნამცეცა პრეზიდენტი, ბა-
ლაგერი. ხელი არავისთვის ჩამოურთმევია. პირველ სართულზე
ავიდა, სადაც დონია ხულია ჯდებოდა სავარძელში მიმწუხრის
დროს. იქ იყო მოხუცი, სავარძელში ჩაფლული, დალეული, ცერო-
დენა, მონუსხული შესცქეროდა, როგორ იკარგებოდა ჰორიზონტის
სიშორეში მეწამული ღრუბლების შარავანდედით მოვარაყებული
მზე. ქალბატონები და მოსამსახურეები, რომლებიც დედამისს ირ-
გვლივ შემოხვეოდნენ, განზე გადგნენ. დაიხარა, დონია ხულიას
პერგამენტივით ლოყაზე აკოცა და თმაზე ალერსიანად მიეფერა.
– ძალიან მოგწონს მზის ჩასვლა, არა, მოხუცო?
ის დაეთანხმა, თავისი ღრმად ჩაფლული, მაგრამ სხივიანი თვა-
ლებით შეხედა, გაუღიმა და პატარა, კაუჭა ხელით ლოყაზე ოდნავ
შეეხო. ცნობს? დონია ალტაგრასია ხულია მოლინა ოთხმოცდათექ-
ვსმეტი წლისა იყო და მისი მეხსიერება ალბათ წყლით სავსე ღრუ-
ბელს ჰგავდა, საიდანაც მოგონებები ნელ-ნელა იწრიტებიან. მაგ-
რამ გუმანი კარნახობდა, რომ ეს კაცი, ყოველ საღამოს პუნქტუალუ-
რად რომ მოდიოდა მის სანახავად, მისთვის ძვირფასი ადამიანი უნ-
და ყოფილიყო. ყოველთვის ძალიან გულკეთილი იყო სან კრისტო-
ბალში ემიგრირებული ჰაიტიელების ეს უკანონო შვილი, რომლის
სახის ნაკვთებიც გენერალისიმუსსა და მის ძმებს მემკვიდრეობით
ერგოთ და მისდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად, მუდამ ეთაკი-
ლებოდა. თუმცა, ხანდახან, იპოდრომზე, „ქანთრი ქლაბში“ ან თე-
ატრში „ბელიას არტეს“, როცა ხედავდა დომინიკელი არისტოკრა-
407
ტიის ოჯახები როგორ ეგებოდნენ ფეხქვეშ, გულში ქირქილით ფიქ-
რობდა: „მიდით, აულოკეთ მიწა მონების შთამომავალს“. ბრწყინვა-
ლე დედას რა ბრალი მიუძღოდა, თუ მის ძარღვებში შავი სისხლი
სჩქეფდა? დონია ხულია მხოლოდ თავისი ქმრისთვის, იმ კეთილი
ლოთისა და მექალთანესთვის, დონ ხოსე ტრუხილიო ვალდესისა
და შვილებისთვის ცხოვრობდა, რომლებმაც დაივიწყეს და ყველა-
ფერში უკანასკნელ ადგილზე დააყენეს. ყოველთვის ატყვევებდა ეს
პატარა ქალი, არასოდეს რომ უთხოვია არც ფული, არც ტანსაცმე-
ლი, არც მოგზაურობა, არც საკუთრება, არაფერი, არასოდეს. ყვე-
ლაფერი მან ძალით მისცა. თავისი თანდაყოლილი მომჭირნეობით,
დონია ხულია სიამოვნებით გააგრძელებდა ცხოვრებას სან კრის-
ტობალის მოკრძალებულ სახლში, სადაც გენერალისიმუსი დაიბა-
და და თავისი ბავშვობა გაატარა, ან იმ ქოხში, მისი მშიერი და გაღ-
ლეტილი ჰაიტიელი წინაპრები რომ ცხოვრობდნენ. ერთადერთი,
რასაც ცხოვრებაში დონია ხულია სთხოვდა, ის იყო, რომ თანაგ-
რძნობა გამოეჩინა პეტანის, ნეგროს, პიპის, ანიბალის – თავისი
ხეპრე და ბილწი ძმების მიმართ, ყოველთვის, როცა სიბრიყვეს ჩა-
იდენდნენ, ან ანხელიტას, რამფისის და რადამესის მიმართ, რომ-
ლებიც ფარად მუდამ ბებიას იშველიებდნენ, მამის რისხვა რომ აე-
რიდებინათ. და, დონია ხულიას გამო, ტრუხილიო პატიებდა. გაიგო,
ნეტავ, რესპუბლიკის ასობით ქუჩას, პარკსა და კოლეჯს ხულია მო-
ლინა ტრუხილიოს სახელი რომ ჰქვია? თაყვანისცემისა და ქება-დი-
დების მიუხედავად, ისევ ის მოკრძალებული, უჩინარი ქალი იყო,
რომელიც ტრუხილიოს ბავშვობიდან ახსოვდა.
ხანდახან, კარგა ხანს რჩებოდა დედასთან, დღის განმავლობაში
მომხდარ ამბებს უამბობდა, იმის მიუხედავად, მოხუცებულს გაგება
რომ არ შეეძლო. დღეს მხოლოდ რამდენიმე ალერსიანი წინადადე-
ბა უთხრა და მაქსიმო გომესის ქუჩაზე დაბრუნდა, ზღვის მლაშე სურ-
ნელი ენატრებოდა, მოუთმენლობას შეეპყრო.

408
როგორც კი გავიდა ფართო გამზირზე, – ოფიცრებისა და სამო-
ქალაქო პირების თაიგული კვლავ ორად გაიპო, – მაშინვე გზას გა-
უდგა. ქვემოთ, რვა კვარტალში, დაისის ოქროსფერი და მეწამული
ფერებით აელვარებული კარიბის ზღვა მოჩანდა. მარჯვენა მხარეს
მიაბიჯებდა, მხლებლების მარაო ტროტუარებსა და ხიდზე გაიშალა.
ტრუხილიოს სეირნობის დროს მაქსიმო გომესისა და ავენიდას ქუ-
ჩებზე გზას კეტავდნენ, თუმცა, უფროსის ბრძანების შესაბამისად,
ჯონი აბესმა ლამის საიდუმლო დაცვა დააყენა გვერდითა ქუჩებზე.
გენერალისიმუსში კლაუსტროფობიას იწვევდა დაცვის წევრებითა
და caliès -ით გაძეძგილი ქუჩები. სეირნობისას სამხედრო ადიუტან-
ტების ცოცხალ ბარიერს ერთი მეტრის მანძილზე ვერავინ უახლოვ-
დებოდა. ყველანი იმ წამს ელოდნენ, უფროსი რომ ანიშნებდა, შეიძ-
ლება მოახლოებაო. ნახევარი კვარტალი გაიარა, ბაღის სურნელით
ტკბებოდა, შემდეგ შემოტრიალდა, თვალებით მოდესტო დიასის ქა-
ჩალი თავი მოძებნა და ანიშნა, მომიახლოვდიო. პატარა გაუგებრო-
ბა მოხდა, დონდლო სენატორ ჩირინოსს, რომელიც მოდესტო დი-
ასის გვერდით მიაბიჯებდა, ეგონა, მე ვარ რჩეულიო და გენერალი-
სიმუსისკენ გაიწია. დაცვის წევრები გადაეღობნენ და ბრბოში დააბ-
რუნეს. მოდესტო დიასს, რომელიც კარგა გვარიანა ჩაგოდრებული-
ყო, ტრუხილიოს რიტმით სეირნობა, დიდ ძალისხმევად უჯდებოდა.
ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. ხელში ცხვირსახოცი ეჭირა და დრო-
დადრო, შუბლს, ყელს და შესიებულ ყვრიმალებს იმშრალებდა.
– საღამო მშვიდობისა, უფროსო.
– დიეტა უნდა დაიცვა, – ურჩია ტრუხილიომ, – ორმოცდაათი წე-
ლი ახლახან შეგისრულდა და ძაღლივით ქოშინებ. ჩემგან ისწავლე,
სამოცდაათი გაზაფხული მოვიყარე და შემომხედე, როგორ ფორმა-
ში ვარ.
– ჩემი მეუღლე ყოველდღე იმავეს მეუბნება, უფროსო. ქათმის
წვნიანსა და სალათებს მიმზადებს. მაგრამ საამისოდ ნებისყოფა არ

409
მყოფნის. კარგი სუფრის გარდა, ყველაფერზე შემიძლია უარის
თქმა.
მისი მრგვალი სხეული ფეხზე გაჭირვებით იდგა. მოდესტო თავის
ძმას, გენერალ ხუან ტომას დიასს ჰგავდა: მრგვალი სახე, მიჭყლე-
ტილი ცხვირი, ხორციანი ტუჩები და კანი, რომელიც შეუცდომლად
ამხელდა მის რასობრივ კუთვნილებას, მაგრამ ძმაზე უფრო ჭკვიანი
იყო და იმ ბევრ დომინიკელზეც, რომლებსაც ტრუხილიო იცნობდა.
სხვადასხვა დროს ეკავა დომინიკური პარტიის პრეზიდენტის, კონ-
გრესისტის, მინისტრის თანამდებობა, მაგრამ სწორედ მისი გამ-
ჭრიახი გონების გამო გენერალისიმუსი ხელისუფლებაში დიდხანს
ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. მოდესტო დიასს შეეძლო ისე
წარმოედგინა, გაეანალიზებინა და გადაეწყვიტა პრობლემა, რომ
უფროსს სახიფათო ეჩვენებოდა. დაუმორჩილებლობისა და ღალა-
ტის ძალა შესწევდა.
– რა შეთქმულებაში გაყო თავი ხუან ტომასმა? – წამოისროლა,
შემობრუნდა და სახეში შეხედა, – გაგონილი გექნება ალბათ შენი
ძმისა და სიძის ხლართების შესახებ.
მოდესტომ ისე გაიღიმა, თითქოს გაეხუმრნენო.
– ხუან ტომასი? თავისი მამულის, საქმეების, ვისკისა და ეზოში
გამართული კინოსესიების გადამკიდეს, მეეჭვება, შეთქმულების
მოსაწყობად ბევრი დრო რჩებოდეს.
– ჰენრი დიაბორნთან, იანკ დიპლომატთან ამზადებს შეთქმუ-
ლებას, – დაზუსტებით თქვა ტრუხილიომ, თითქოს, მოდესტოს ნათ-
ქვამი არც გაუგონია, – ამ სისულელეებს შეეშვას, ერთხელ უკვე შე-
ემთხვა უსიამოვნება და უარესი არ დაიმართოს.
– ჩემი ძმა ისეთი ბრიყვი არ არის, თქვენ წინააღმდეგ შეთქმულე-
ბა მოაწყოს, უფროსო, მაგრამ, კეთილი, ვეტყვი, რასაკვირველია.
რა სასიამოვნოა: ზღვის სიო ფილტვებს უნიავებდა, ესმოდა, რო-
გორ იმსხვრეოდა ტალღები კბოდეებსა და ავენიდას ცემენტის ჯები-

410
რებზე. მოდესტო დიასმა დამშვიდობება დააპირა, მაგრამ ქველმოქ-
მედმა შეაჩერა:
– მოიცადე, არ დამიმთავრებია. თუ მეტი აღარ შეგიძლია?
– თქვენ გამო ინფარქტსაც გავრისკავ, უფროსო.
ტრუხილიომ მადლიერების ნიშნად გაუღიმა. ყოველთვის კე-
თილგანწყობილი იყო მოდესტოს მიმართ, რომელიც არა მხოლოდ
გონიერი, არამედ მოზომილი, სამართლიანი და უბოროტო ადამია-
ნი იყო. თუმცა, გენერალისიმუსმა იცოდა, რომ მის ჭკუას ისე ვერ
მართავდა და გამოიყენებდა, როგორც ჭკუის კოლოფის, ლოთი
კონსტიტუციონალისტის ან ბალაგერისას. მოდესტოში იყო რაღაც
მოუთვინიერებელი, გაუხედნავი, დამოუკიდებელი, რაც შეიძლება
აზვირთებულიყო და მეტისმეტი სიმძლავრე შეეძინა. ტრუხილიო და
ხუან ტომასი ორივენი სან კრისტობალიდან იყვნენ, ახალგაზრდო-
ბინავე მეგობრობდნენ და თანამდებობებზე დანიშვნის გარდა, მო-
დესტოსთვის უამრავჯერ მიუმართავს რჩევის საკითხავად. უსასტი-
კესი გამოცდები მოუწყო ერთგულების შესამოწმებლად და ყოველ
ჯერზე პირნათელი გამოვიდა. პირველი ორმოციანი წლების დასას-
რულს იყო, საჯიშე ხარებისა და მეწველი ძროხების გამოფენაზე
სტუმრობის შემდეგ, რომელიც მოდესტო დიასმა ვილა მელიაში მო-
აწყო. ჰოი, საკვირველებავ: არც ისე მოზრდილი სახლი და მამული
ისეთი მოვლილი, თანამედროვე და დიდებული აღმოჩნდა, რომ
ტრუხილიოს ფუნდასიონის მამულს ტოლს არ უდებდა. უზადოდ გაწ-
კრიალებულ საჯინიბოებსა და საამაყო მეწველ ძროხებზე მეტად, იმ
ქედმაღლურმა თვითკმაყოფილებამ განაცვიფრა, რომლითაც მო-
დესტომ მას და სხვა სტუმრებს თავისი მოვლილი ფერმა აჩვენა. მე-
ორე დღეს მოარული მწიკვლი გაუგზავნა ათი ათასი პესოს ჩეკით,
რომ ყიდვა-გაყიდვის ოქმი გაეფორმებინა. იოტისოდენა გულისწყე-
ნა არ გამოუმჟღავნებია იმის გამო, თავისი თვალისჩინი სასაცილო
ფასად რომ უნდა გაეყიდა (მხოლოდ ერთი საჯიშე ძროხა ღირდა უფ-
რო მეტი). მოდესტომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ტრუხი-
411
ლიოს საკუთარი ხელით დაწერილი პატარა წერილი გაუგზავნა, სა-
დაც მადლობას უხდიდა „მის ბრწყინვალებას, მისი პატარა მესაქონ-
ლეობის ფერმა შეძენისა და თავისი გამოცდილი ხელით სარგებ-
ლობის ღირსად რომ ჩათვალა. მას შემდეგ, რაც გამოიკვლია, ამ
სტრიქონებში დასასჯელი ირონიის კვალი ხომ არ არისო, ქველმოქ-
მედმა, გადაწყვიტა, რომ საეჭვო არაფერი იყო. ხუთი წლის შემდეგ,
მოდესტო დიასმა სხვა დიდი და მშვენიერი მესაქონლეობის ფერმა
ააშენა ლა ესტრელიას მოშორებულ რეგიონში, ეგონა ამ სიშორით
ყურადღების მიღმა დარჩებოდა? სიცილით მოკვდა ტრუხილიო და
ამჯერად ჭკუის კოლოფი გაგზავნა ათი ათასი პესოს ჩეკით, დააბა-
რა, იმდენად ვენდობი შენს სასოფლო-სამეურნეო ტალანტს, ფერ-
მას ბრმად, უნახავად ვყიდულობო.
მოდესტომ მამულისა და ფერმის გადაცემის აქტს კვლავ მოაწე-
რა ხელი, ჯიბეში სიმბოლური თანხა ჩაიდო და გენერალისიმუსს
კვლავ გადაუხადა მხურვალე მადლობა პატარა ბარათით. მისი თვი-
ნიერების სამადლობელად, რაღაც დროის შემდეგ, ტრუხილიომ მო-
დესტოს სარეცხი მანქანებისა და სათქვეფების შემოტანის ექსკლუ-
ზიური უფლება გადასცა, რომლითაც გენერალ ხუან ტომას დიასის
ძმამ ძველი დანაკარგი აინაზღაურა.
– ეს დავიდარაბა მძღნერიჭამია მღვდლებთან, – წაიღრინა ტრუ-
ხილიომ, – შეიძლება რომ მოგვარდეს თუ არა?
– რასაკვირველია, შეიძლება, უფროსო, – მოდესტოს ენა გად-
მოვარდნოდა, ყელისა და შუბლის გარდა, ქაჩალი თავიდანაც წურ-
წურით სდიოდა ოფლი, – მაგრამ თუ ნებას დამრთავთ, მოგახსე-
ნებთ, რომ ეკლესიასთან პრობლემები სათვალავში ჩასაგდები
არაა. თავისით მოგვარდება თუ მთავარი საკითხი გადაწყდება:
გრინგოები. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.
– ესე იგი, ვერ მოგვარდება, კენედის ჩემი თავი სწყურია. და,
რამდენადაც მირთმევის სურვილი არ გამაჩნია, ომი კარგა ხანს
გაგრძელდება.
412
– გრინგოებს ვისიც ეშინიათ, ის, – თქვენ არ ხართ, უფროსო.
მათ ფიდელ კასტრო აფრთხობთ. განსაკუთრებით, ღორების ყურე-
ში დამარცხების შემდეგ. როგორც არასდროს, ისე ეშინიათ კომუ-
ნიზმი არ გავრცელდეს ლათინურ ამერიკაში. ახლა იმის დროა, იან-
კებს აჩვენოთ, რომ ამ რეგიონში წითლების მეხამრიდი ბეტანკური
და ფიგერესი კი არა, თქვენ ხართ.
– საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ მიმხვდარიყვნენ, მოდესტო.
– თვალი უხდა აუხილოთ, უფროსო. გრინგოები ხანდახან გონე-
ბაჩლუნგები არიან, ბეტანკურის, ფიგერესისა და მუნიოს მარინის
წინააღმდეგ ბრძოლა საკმარისი არ არის. უფრო შედეგიანი იქნება,
საიდუმლოდ ვენესუელელ და კოსტარიკელ კომუნისტებს და პუერ-
ტორიკოელ სეპარატისტებს თუ დაეხმარებით. დაინახოს კენედიმ,
როგორ გაჩაღდება პარტიზანული ომები ამ ქვეყნებში, შეადაროს
აქაურ სიმშვიდეს და ყველაფერს მიხვდება.
– კეთილი, შემდეგ ვისაუბროთ, – შეაწყვეტინა გენერალისიმუს-
მა უხეშად.
კვლავ ძველ თემებზე საუბარმა ხასიათი წაუხდინა. მღვრიე ფიქ-
რებს არ გაიკარებდა. ის კარგი განწყობა სურდა შეენარჩუნებინა,
რომლითაც სასეირნოდ გამოვიდა. თავს აიძულა ეფიქრა გოგონა-
ზე, ბარათზე, ყვავილებზე. „ღმერთო ჩემო, მომანიჭე ეს სიამოვნება.
აუცილებლია ამ ღამეს ისე ვიხმარო იოლანდა ესტერელი, როგორც
საჭიროა, უნდა ვიგრძნო, რომ არ მოვმკვდარვარ. რომ არ დავბერე-
ბულვარ. რომ კვლავ შემიძლია შეგენაცვლო და წინ წავწიო ეს უგუ-
ნურებით დაწყევლილი ქვეყანა. არ მანაღვლებენ მღვდლები, გრინ-
გოები, შეთქმულები, გადასახლებულები. მხოლოდ მე ვეყოფი
მთელ ამ ნაგავს გადასახვეტად. მაგრამ იმ გოგოს მოსატყნავად
დახმარება მჭირდება. ნუ იქნები მზაკვარი და ძუნწი. მომეცი, მომე-
ცი!“ ღრმად ამოიხვნეშა იმ უსიამო ეჭვით, რომ ის, ვისაც ასე ევედ-
რებოდა, თუ კი მართლაც არსებობდა, ალბათ, მხიარულად უთვალ-

413
თვალებდა იმ ლურჯი ციდან, რომელზეც ღამის პირველი ვარ-
სკვლავები იწყებდნენ კიაფს.
მაქსიმო გომესის ქუჩაზე სეირნობა გენერალისიმუსს მოგონე-
ბებს უღვიძებდა, იმ მოვლენებს ახსენებდა, ოცდათერთმეტი წლის
განმავლობაში ხელისუფლების მწვერვალზე ყოფნასთან რომ იყო
დაკავშირებული... რამფისის სახლი იმ მიწის ნაკვეთზე იდგა, რომე-
ლიც წინათ ანსელმო პაულინოს ეკუთვნოდა. მისი მარჯვენა ხელი
იყო ათი წელი, 1955 წლამდე, როდესაც ყველა საკუთრება ჩამოარ-
თვა, ცოტა ხანს ციხეში გამოამწყვდია და შემდეგ, ქვეყნისთვის გა-
წეული სამსახურისთვის, შვეიცარიაში გაუშვა შვიდმილიონიანი ჩე-
კით ხელში. მის პირისპირ მდგარი ანხელიტასა და პეჩიტო ლეონ ეს-
ტევესის სახლი გენერალ ლუდოვინო ფერნანდესს ეკუთვნოდა, მხე-
ცივით ემსახურა, რეჟიმისთვის უამრავი სისხლი დაღვარა, მაგრამ
ბოლოს, პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა და ტრუხილიო იძულებუ-
ლი გახდა მისი მოკვლის ბრძანება გაეცა. რადამესის რეზიდენციის
გაყოლებაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ბაღი იყო
გაშენებული. იქ იდგა სახლი, რომელშიც ოცდარვა წელი მისი ერ-
თგული მეგობრები ცხოვრობდნენ და ახლა გველგესლების ბუდედ
ქცეულიყო. საელჩოს შენობას ბეისბოლის მოედანი მოჰყვებოდა,
რომელიც რამფისს და რადამესს ბურთის სათამაშოდ აუშენა. გაჭ-
რილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს პრეზიდენტ ბალაგერისა და
ნუნციუსის სახლები – კიდევ ერთი მტერი, უმადური და ცბიერი. გზის
გაყოლებაზე გენერალ ესპაილიატის, უშიშროების სამსახურის ად-
რინდელი უფროსის გრანდიოზული სასახლე იდგა, მის მოპირდაპი-
რედ, გენერალ როდრიგეს მენდესის, რამფისის თანამეინახის სახ-
ლი. შემდეგ არგენტინისა და მექსიკის საელჩოები მოსდევდა, რომ-
ლებიც ახლა გაუკაცრიელებული იყო. აგერ, მისი ძმის, ნეგროს სახ-
ლი და სულ ბოლოს, ვისინების ოჯახის, შაქრის მილიონერების რე-
ზიდენცია, გაშლილი მინდვრითა და კვალში ჩამწკრივებული მოვ-
ლილი ყვავილებით, რომელსაც სწორედ ამ წუთში გადიოდა.
414
როგორც კი გადაკვეთა ავენიდას ფართო გზატკეცილი, რომ სა-
ნაპიროს ქუჩით ობელისკისკენ წასულიყო, ზღვის პაწაწინა შხეფები
იგრძნო. მოაჯირს დაეყრდნო, თვალებდახუჭულმა დაუგდო ყური
თოლიების გუნდის ჭყივილსა და ფრთების ფრთხიალს, ზღვის ნო-
ტიო სიომ ფილტვები გაუვსო, განბანა და ძალ-ღონე შემატა. მაგრამ
ყურადღება არ უნდა გაეფანტოს, ჯერ კიდევ საქმეები აქვს მოსაგვა-
რებელი.
– ჯონი აბესს დაუძახეთ.
სამოქალაქო და სამხედრო პირების გუნდს მოწყვეტილი გენე-
რალისიმუსი ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა იმ ცემენტის სვეტისკენ, რო-
მელიც ვაშინგტონის ობელისკის იმიტაცია იყო. SIM-ის უფროსის
მოფამფალებული, მოუქნელი სილუეტი გენერალისიმუსს გვერდით
ამოუდგა. ზედმეტი წონის მიუხედავად, ჯონი აბეს გარსია თავისუფ-
ლად უწყობდა ფეხს.
– რა ამბებია ხუან ტომასთან? – ჰკითხა ისე, რომ არც შეუხედავს.
– არაფერი მნიშვნელოვანი, თქვენო ბრწყინვალებავ, – უპასუხა
SIM-ის უფროსმა, – დღეს მოკაში იყო, თავის მამულში ანტონიო დე
ლა მასასთან ერთად. დეკეული მოიყვანეს. ოჯახური კამათი ატყდა
გენერალსა და მის მეუღლეს, ჩანას შორის. ჩანა ჩხუბობდა, დეკეუ-
ლის დაჭრა და გამზადება დიდ შრომას მოითხოვს, საწვალებელია-
ო.
– ბალაგერი და ხუან ტომასი ხომ არ შეხვედრიან ერთმანეთს ამ
დღეებში? – შეაწყვეტინა ტრუხილიომ.
რამდენადაც აბეს გარსიამ პასუხი დაუგვიანა, შემოტრიალდა და
თვალებში შეხედა. პოლკოვნიკმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ. რამდენადაც მე ვიცი, კარგა ხა-
ნია ერთმანეთი აღარ უნახავთ. რატომ მეკითხებით?
– კონკრეტული არაფერი, – გენერალისიმუსმა მხრები აიწურა,
– მაგრამ, ახლა, კაბინეტში, ხუან ტომასი და შეთქმულება რომ ვახ-
სენე, გულმა რეჩხი მიყო, რაღაც უცნაური შევნიშნე, ვიგრძენი რა-
415
ღაც უცნაური. არ ვიცი, რა, რაღაც. პრეზიდენტ ბალაგერის შესახებ
ანგარიშში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება დაგვაეჭვოს?
– არაფერი, თქვენო ბრწყინვალებავ, მოგეხსენებათ, ოცდაოთ-
ხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ მყავს. ნაბიჯი არ გადაუდგამს, არ
დაურეკავს ისე, ჩვენ რომ არ გვცოდნოდა.
ტრუხილიომ თავი დაუკრა. მარიონეტი პრეზიდენტის მიმართ უნ-
დობლობის მიზეზი არ არსებობს: წინათგრძნობა ღალატობს, ეს
შეთქმულება სათვალავში არაა ჩასაგდები. ანტონიო დე ლა მასა
ერთ-ერთი შეთქმულია? კიდევ ერთი განაწყენებული, თავის ხელ-
მოცარულობას ვისკითა და ღორმუცელობით რომ ინუგეშებს. ესე
იგი, ამ ღამეს ჩაშუშულ დეკეულს მიირთმევენ? და, მოულოდნელად
რომ მივიდეს გასკუეში, ხუან ტომასის სახლში? „საღამო მშვიდობი-
სა, კაბალიეროებო. შებრაწული ხორცით ხომ არ გამიმასპინძლდე-
ბოდით? ისეთი სასიამოვნი სურნელი ასდის, რომ სასახლემდე მო-
აღწია და აქ მომიყვანა“. როგორი სახეები ექნებათ? შეშინებული თუ
გახარებული? იფიქრებენ, მოულოდნელი სტუმრობა რეაბილიტაცი-
ის ნიშანიაო? არა, ამ ღამეს, სან კრისტობალში, იოლანდა ესტერე-
ლი უნდა ააკივლოს, ხვალ დილით თავი ჯანმრთელად და ახალგაზ-
რდად რომ იგრძნოს.
– რატომ გაუშვა პრეზიდენტმა ბალაგერმა შეერთებულ შტატებ-
ში ამ ორი კვირის წინათ აგუსტინ კაბრალის ქალიშვილი?
ამჯერად ნამდვილად სახტად დარჩა პოლკოვნიკი აბეს გარსია.
ხელი გაფუებულ ლოყებზე მოისვა, არ იცოდა, რა ეპასუხა.
– სენატორ აგუსტინ კაბრალის ქალიშვილი? – დაღეჭა დროის
მოგების მიზნით.
– ურანიტა კაბრალი, ჭკუის კოლოფის გოგონა, სანტო დომინ-
გოს კოლეჯის მონაზვნებმა შეერთებულ შტატებში სასწავლებლად
სტიპენდია დაუნიშნეს. ჩემთან შეუთანხმებლად რატომ მისცა ბალა-
გერმა ქვეყნიდან გასვლის უფლება?

416
მოეჩვენა, რომ პოლკოვნიკი მის თვალწინ დაჩიავდა. პირს აღებ-
და და ხურავდა, სიტყვებს ვერ პოულობდა.
– ძალიან ვწუხვარ, თქვენო ბრწყინვალებავ, – წამოიძახა და თა-
ვი დახარა, – თქვენი მითითება იყო, სენატორისთვის მედევნებია
თვალყური და თუ რომელიმე საელჩოში თავშესაფრის პოვნას შე-
ეცდებოდა, დამეპატიმრებინა. გოგონა თავში აზრად არ მომსვლია,
სულ ცოტა ხნის წინ, თქვენთან კაობას სახლში რომ იყო და პრეზი-
დენტ ბალაგერის ხელმოწერილი ქაღალდიც ჰქონდა, ეჭვი არაფერ-
ში შემპარვია. სიმართლე გითხრათ, გონებაში არ გამივლია თქვენ-
თვის შემეტყობინებინა, არ მიფიქრია, რაიმე მნიშვნელობა თუ
ჰქონდა.
– ასეთი რამეები უნდა იფიქროთ, – დაამუნათა ტრუხილიომ, –
ჩემი სამდივნო მინდა გამოიძიოთ. ვიღაცამ ბალაგერის მემორან-
დუმი დამიმალა ამ ახალგაზრდას მოგზაურობის შესახებ, მინდა ვი-
ცოდე, ვინ და რატომ გააკეთა.
– ახლავე, თქვენო ბრწყინვალებავ. ძალიან გთხოვთ, მაპატიოთ
ეს უყურადღებობა. აღარ განმეორდება.
– ვიმედოვნებ, – დაითხოვა ტრუხილიომ.
პოლკოვნიკმა სამხედრო სალამი მისცა (სასაცილო შესახედავი
იყო) და მხლებლების ამალას დაუბრუნდა. რამდენიმე კვარტალი
ისე გაიარა, არავისთვის დაუძახია, თავისთვის ფიქრობდა. აბეს
გარსიამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა მისი მითითება დაცვის
და caliès მოშორების შესახებ. ქუჩის კუთხეებში ბარიერებსა და მავ-
თულხლართებს ვერ ხედავდა, ვერც პატარა „ფოლკსვაგენებსა“ და
უნიფორმაში გამოწყობილ, ავტომატიან პოლიციელებს, მაგრამ
ავენიდას მოსაზღვრე ქუჩებზე, შორიდან არჩევდა შავ „ჯაგრისებს“,
ფანჯარაში თავგამოყოფილ caliès, ან სამოქალაქო პირებს, ძველ-
ბიჭური იერით რომ მიყრდნობოდნენ ქუჩის ლამპიონების ბოძებს
და იღლიებში პისტოლეტები გამობერვოდათ. ჯორჯ ვაშინგტონის
გამზირზე გზა გახსნილი იყო. სატვირთო და მსუბუქი მანქანებიდან
417
ხალხი თავს ჰყოფდა და ყვიროდა: „უფროსს გაუმარჯოს!“ სიარული
ძალა-ღონეს აცლიდა, მაგრამ სხეულში ტკბილ მხურვალებას
გრძნობდა, ფეხებში – მსუბუქ დაღლილობას, ხელით მადლობას უხ-
დიდა მანქანის მგზავრებს. ზრდასრული ადამიანები ავენიდაზე არ
ჩანდნენ, მხოლოდ ტანსაცმელშემოფლეთილი ბავშვები, ფეხსაც-
მლის მწმენდავები და შოკოლადისა და სიგარეტის გამყიდველები
იყვნენ, რომლებიც პირდაფჩენილები შესცქეროდნენ. გავლისას
ესალმებოდა და ხურდას ჩუქნიდა (ყოველთვის ბევრი ხურდა ეყარა
ჯიბეში). ცოტა ხნის შემდეგ, მოარულ მწიკვლს დაუძახა.
სენატორი ჩირინოსი მეძებარი ძაღლივით აქოშინებული მიუახ-
ლოვდა. მოდესტო დიასზე მეტად გაოფლილიყო. ტრუხილიომ სენა-
ტორი რომ დაინახა, კმაყოფილება იგრძნო. ლოთი კონსტიტუციო-
ნალისტი მასზე ახალგაზრდაა და მცირე მანძილის გავლა ქანცს აც-
ლის. „საღამო მშვიდობისა, უფროსო“. სალამზე პასუხის ნაცვლად
ჰკითხა:
– დაურეკე რამფისს? ლონდონის Lloyd’s ყველაფერი მკაფიოდ
განუმარტა?
– რამფისს ორჯერ ვესაუბრე, – სენატორი ჩირინოსი ფეხებს გა-
ჭირვებით მიათრევდა, მისი ფეხსაცმლის დეფორმირებული წვერე-
ბი პალმებისა და ნუშის ხეების ფესვებისგან ამოზნექილ ქვაფენი-
ლის ფილებს ედებოდა, – პრობლემა ავუხსენი, თქვენი ბრძანება გა-
ვუმეორე. საბოლოოდ, ჩემი არგუმენტები გაითვალისწინა. დამპირ-
და Lloyd’s ახსნა-განმარტებით წერილს გავუგზავნი და დავუდასტუ-
რებ, თანხა ცენტრალურ ბანკში რომ უნდა გადარიცხონო.
– უკვე გააკეთა? – შეაწყვეტინა ტრუხილიომ უხეშად.
– სწორედ ამის გამო მეორედ დავურეკე, უფროსო. ელოდება,
რომ თარჯიმანმა წერილი შეუმოწმოს, თავის ინგლისურს დიდად
ვერ ენდობა და არ სურს Lloyd’s გლისურს შეცდომებიანი წერილი
მიუვიდეს. აუცილებლად გაგზავნის. ძალიან წუხს მომხდარის გამო.

418
რამფისს მეტისმეტად ბებერი ჰგონია და აღარ ემორჩილება? ად-
რე ამდენ ხანს არ დააყოვნებდა მისი ბრძანების შესრულებას ასეთი
სულელური საბაბით.
– თავიდან დაურეკე, – უბრძანა ძალიან მკაცრად, – თუ დღესვე
არ მოაგვარებს Lloyd’s პრობლემას, საქმე ჩემთან ექნება.
– ახლავე, უფროსო. მაგრამ არ აღელდეთ, რამფისს კარგად ეს-
მის მდგომარეობა.
ჩირინოსი დაითხოვა, გადაწყვიტა თავისი განმარტოებული სი-
არული დაესრულებინა, იმედი რომ არ გაეცრუებინა მათთვის, ვინც
მისთვის ორიოდე სიტყვის სათქმელად იყო მოსული. დაელოდა
ადამიანთა შლეიფს და მათ რიგებს შეერია, ვირგილიო ალვარეს პი-
ნას და შინაგან საქმეთა და რელიგიურ კულტთა მინისტრის, პაინო
პაჩარდოს შორის დადგა. იმ ჯგუფში იყვნენ ასევე ნავახიტა ესპა-
ილიატი, – პოლიციის უფროსი და „ელ კარიბეს“ რედაქტორი და სე-
ნატის ახალგამოჩეკილი პრეზიდენტი, ხერემიას კინტანილია, რო-
მელსაც დაწინაურება მიულოცა და წარმატება უსურვა. შემდეგ,
კვლავ ჩქარი ნაბიჯით დაიძრა, სულ ზღვის მხარე ეჭირა, უცებ, ხმა-
მაღლა წამოიძახა:
– აბა, სენიორებო, მიამბეთ უკანასკნელი ანტიტრუხილიოისტუ-
რი ანეკდოტები.
სიცილის ტალღამ ბრბოს გადაუარა და რამდენიმე წუთის შემდეგ
ყველანი ერთდროულად თუთიყუშებივით აყაყანდნენ. თვალთმაქ-
ცობდა, თითქოს უსმენდა, თავს უკრავდა, იღიმებოდა. დროდადრო
გენერალი ხოსე რენე რომანის შეწუხებულ სახეს უთვალთვალებ-
და. შეიარაღებული ძალების მინისტრი თავის შეშფოთებას ვერ მა-
ლავდა: რა უნდა უსაყვედუროს უფროსმა? მალე გაიგებ, ჩერჩეტო.
ერთი ჯგუფიდან მეორეში ინაცვლებდა, თავი რომ არავის ეგრძნო
გარიყულად. სასტუმრო „ხარაგუას“ გულმოდგინედ მოვლილი ბაღი
გადაჭრა, სადაც მის სმენას ორკესტრის ხმები მისწვდა, რომელიც
კოქტეილის დაწყების დროს მოასწავებდა, ერთი კვარტალის გავ-
419
ლის შემდეგ, დომინიკის რესპუბლიკის ოფისის აივნების ქვეშ ჩაი-
არა, მოსამსახურეები, ოფისის ჩინოვნიკები და ხალხი, რომელიც იქ
დახმარების სათხოვნელად იყო მისული, ყველანი გარეთ გამოვიდ-
ნენ და ტაში დაუკრეს. ობელისკთან მისვლისას საათს დახედა: სა-
ათი და სამი წუთი გასულიყო. ბინდი წვებოდა. თოლიები ჰაერში
აღარ ტრიალებდნენ, პლაჟზე, თავის სამალავებში შეყუჟულიყვნენ.
აქა-იქ ვარსკვლავები კიაფობდა, მაგრამ ფაფუკი ღრუბლები მთვა-
რეს ფარავდა. ობელისკის კვარცხლბეკთან ახალთახალი მოდე-
ლის „კადილაკი“ ელოდა, რომლითაც გასულ კვირას პირველად
გაიარა, ყველას ერთად დაემშვიდობა („ღამე მშვიდობისა, კაბალი-
ეროებო, მადლობას მოგახსენებთ ერთად ყოფნისთვის“) და ამავე
დროს, შეუხედავად, მბრძანებლური ჟესტით, გენერალ ხოსე რენე
რომანს მანქანის კარისკენ ანიშნა, რომელიც უნიფორმაში გამოწ-
ყობილ მძღოლს გამოეღო:
– შენ ჩემთან წამოდი.
გენერალმა რომანმა ქუსლი ქუსლს ენერგიულად შემოარტყა,
ხელი კეპს გაუსწორა და სასწრაფოდ დაემორჩილა. მანქანაში ჩაჯ-
და, გაჯგიმული იყო, ქუდი მუხლებზე ედო.
– სან ისიდროში, ბაზაზე.
სანამ სამთავრობო მანქანა რადამესის ხიდის გავლით, ცენტრის
მიმართულებით მიიწევდა და ოსამას აღმოსავლეთ ხეობას კვეთდა,
გენერალისიმუსი პეიზაჟს ისე ათვალიერებდა, თითქოს მანქანაში
მარტო იყო. გენერალი რომანი სიტყვის წარმოთქმას ვერ ბედავდა,
ჭექა-ქუხილს ელოდა. ეს უკანასკნელი მაშინ დაიწყო, როდესაც სამი
მილი გაიარეს იმ ათი მილიდან, რომელიც ობელისკს სან ისიდროს
სამხედრო-საჰაერო ბაზას აშორებდა.
– რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა უკანმოუბრუნებლად.
– ახლახან შემისრულდა ორმოცდათექვსმეტი, უფროსო.
რომანი, – ყველანი პუპოს ეძახდნენ, – ზორბა კაცი იყო, ღონი-
ერი, ათლეტური, ძალიან მოკლედ თმა შეკრეჭილი, ვარჯიშის წყა-
420
ლობით შესანიშნავ აღნაგობას ინარჩუნებდა, ზედმეტი ცხიმის გრა-
მი არ ჰქონდა. ხმადაბლა სცემდა პასუხს, კრძალვით, ცდილობდა
დაეშოშმინებინა.
– რამდენი წელია ჯარში ხარ? – განაგრძო ტრუხილიომ, გარეთ
იყურებოდა, თითქოს არარსებულ ადამიანს ეკითხებოდა.
– ოცდათერთმეტი, უფროსო, რაც სასწავლებელი დავამთავრე,
იმ დროიდან.
რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს. ბოლოს, შეიარაღებული ძა-
ლების უფროსისკენ შემობრუნდა, და იმ უდიდესი სიძულვილით შე-
ხედა, რომელსაც მის მიმართ ყოველთვის გრძნობდა. მყისიერად
ჩამომდგარ ბინდში მის თვალებს ვერ ხედავდა, მაგრამ დარწმუნე-
ბული იყო, რომ პუპო რომანი თვალებს ახამხამებდა ან ნახევრად
მოჭუტული შესცქეროდა, როგორც ღამით, სიბნელეში გაღვიძებუ-
ლი ბავშვები ზვერავენ შიშნეულად სიბნელეს.
– და, რამდენი წელია ვერ ისწავლე, რომ უფროსი თავის დაქვემ-
დებარებულებზე პასუხს აგებს? ვინ არის მათ შეცდომებზე პასუხის-
მგებელი?
– ძალიან კარგად ვიცი, უფროსო. თუ მიმანიშნებთ, რას გულის-
ხმობთ, იქნებ, შევძლო ახსნა-განმარტება.
– მალე ნახავ, რასაც ვგულისხმობ, – თქვა ტრუხილიომ იმ მოჩ-
ვენებითი სიმშვიდით, რომლისაც მის თანამოაზრეებს უფრო მეტად
ეშინოდათ, ვიდრე მისი ყვირილის, – შენ ყოველდღე იბან და ისაპ-
ნები?
– რასაკვირველია, უფროსო, – გენერალი რომანი გაცინებას შე-
ეცადა, მაგრამ გენერალისიმუსს ისეთი მკაცრი სახე ჰქონდა, რომ
მაშინვე დადუმდა.
– იმედი მაქვს, მირეიას გამო, რომ მართლაც ასეა. ძალიან კარ-
გი მგონია, შენ ყოველდღე რომ იბან და ისაპნები, კარგად დაუთოე-
ბულ უნიფორმასა და გაპრიალებულ ფეხსაცმელებს რომ ატარებ.
შეიარაღებული ძალების უფროსი ხარ და შენ გევალება სისუფთავი-
421
თა და კარგი შესახედაობით მაგალითის მიცემა ოფიცრებისა და
დომინიკელი ჯარისკაცებისთვის, მართალს არ ვამბობ?
– დიახ, რა თქმა უნდა, უფროსო, – დაპატარავდა გენერალი, –
გევედრებით, მითხრათ რაში შევცდი, რომ გამოვასწორო, არ მინდა
იმედი გაგიცრუოთ.
– გარეგნობა სულის სარკეა, – წაიფილოსოფოსა ტრუხილიომ,
– თუ ვინმე აყროლებული დადის და ცხვირიდან წკვინტლი ჩამოს-
დის, იმ ადამიანს არ შეიძლება საზრუნავად საჯარო ჰიგიენა ჩააბა-
რო. ასე არ არის, შენი აზრით?
– რა თქმა უნდა, არა, უფროსო.
– იგივე ხდება ინსტიტუციებში. როგორ უნდა ჰქონდეს ხალხს
მათ მიმართ პატივისცემის გრძნობა, თუ გარეგნულ სახეს თავად არ
უფრთხილდებიან?
გენერალმა რომანმა გადაწყვიტა დუმილი აერჩია. გენერალისი-
მუსი რისხვას შეეპყრო და არ შეუწყვეტია მისი ლანძღვა-გინება იმ
თხუთმეტი წუთის განმავლობაში, რომელიც სან ისიდროს სამხედ-
რო-საჰაერო ბაზამდე მისვლას დასჭირდა. პუპოს გაახსენა, როგო-
რი გულნატკენი იყო, მისი დის, მარინას ქალიშვილმა ჭკუა-გონება
რომ დაკარგა და ცოლად ისეთ მდარე ოფიცერს გაჰყვა, როგორიც
ის იყო და როგორიც ახლაც არის, იმის მიუხედავად, ქველმოქმედ-
თან დამოყვრებით, პოლიტიკური და სამხედრო იერარქიის მწვერ-
ვალს რომ მიაღწია. ამ პრივილეგიებმა, იმის ნაცვლად, რომ შთაგო-
ნებით აღევსო, საკუთარი დაფნის გვირგვინზე ჩამოაძინა და ათას-
ჯერ გაუცრუა ნდობა და იმედი. იმას არ დასჯერდა, როგორც სამხედ-
რო, არარაობა რომ იყო, და ხელი სოფლის მეურნეობას მიჰყო,
თითქოს საქონლის მოშენებასა და მიწების ადმინისტრაციას ტვინი
არ სჭირდებოდეს. რა შედეგს მიაღწია? ვალებით გაიჭედა, ოჯახს
სირცხვილით თავი მოსჭრა. აგერ, სულ რაღაც თვრამეტი დღის წინ
გადაიხადა პირადად მან, რომანის მიერ სოფლის მეურნეობის ბან-
კიდან გამოტანილი ვალი – ოთხი ათასი პესო – დუარტეს ავტობა-
422
ნის მე-14 კილომეტრზე მდებარე მამული რომ არ ჩამოერთმიათ.
და, ყველაფრის მიუხედავად, თავს არ იწუხებდა, ასე ბრიყვულად
რომ აღარ მოქცეულიყო. გენერალი ხოსე რენე რომან ფერნანდესი
მდუმარედ და უძრავად იჯდა, სანამ თავს დატეხილ ბრალდებებსა
და ლანძღვა-გინებას უსმენდა. ტრუხილიო არ ჩერდებოდა, უსაზ-
ღვრო მრისხანებით შეპყრობილი, სიტყვებს ფრთხილად წარმოთ-
ქვამდა, ყოველი ბგერა თუ მარცვალი უფრო დამამცირებელად რომ
გაჟღერებულიყო. მძღოლი სწრაფად მიდიოდა, ერთი მილიმეტრი-
თაც არ გადასულა ცარიელი გზის შუა ხაზიდან.
– გააჩერე! – უბრძანა ტრუხილიომ მძღოლს მანამ, სანამ შემო-
ღობილი სამხედრო-საჰაერო ბაზის პირველ საგუშაგომდე მივი-
დოდნენ.
მანქანიდან სწრაფად გადახტა და სიბნელის მიუხედავად, მაშინ-
ვე იპოვა აყროლებული წყლის გუბე. თხევადი მწიკვლი კვლავ მო-
ედინებოდა გატეხილი მილიდან და იქაურობას ტბორავდა. ტალახი-
სა და სიმყრალის გამო, ჰაერში კოღოების გუნდი ტრიალებდა.
– ეს: გახლავთ რესპუბლიკის პირველი სამხედრო გარნიზონი, –
თქვა ტრუხილიომ ნელა, რისხვის ახალი შემოტევისგან თავს ძლივს
იკავებდა, – როგორ მოგწონს, კარიბის ყველაზე მნიშვნელოვანი
სამხედრო- საჰაერო ბაზის შესასვლელთან ნაგავი, ტალახი, ყრო-
ლი და სიბინძურე რომ ხვდება მომსვლელს?
რომანი ჩაიცუცქა. დაათვალიერა, წამოდგა, კვლავ დაიხარა, არ
დაფიქრებულა, ზიზრის გარეშე ჩაყო ხელები ჭუჭყიან წყალში გატე-
ხილი მილის მოსაძებნად. ჩანდა, რომ შვება მოჰგვარა უფროსის
განრისხების მიზეზის აღმოჩენამ. ამ ლენჩს რამე უფრო მძიმე ეგო-
ნა?
– ნამდვილად სამარცხვინოა, რა თქმა უნდა, – ცდილობდაუფრო
მეტი მწუხარება გამოეხატა, ვიდრე სინამდვილეში გრძნობდა, –
ყველა ღონეს ვიხმარ, დაზიანებული სანიაღვრე მილები რომ შევა-
კეთოთ, თქვენო ბრწყინვალებავ. თავიდან – ბოლომდე.
423
– ვირხილიო გარსია ტრუხილიოთი, სამხედრო-საჰაერო ბაზის
უფროსით დაიწყე, – დაიქუხა ქველმოქმედმა, – პირველი შენ ხარ
პასუხისმგებელი და მერე – ის. ვიმედოვნებ, გაბედავ და უმაღლეს
სასჯელს დააკისრებ, მიუხედავად იმისა, ჩემი დისშვილი და შენი
ცოლისძმა რომაა. შენ თუ ვერ გაბედავ, მე გაგცემთ ორივეს შესაფე-
რის პასუხს. ვერც შენ, ვერც ვირხილიო და ვერც ერთი მთხლე გენე-
რალი ჩემს შემოქმედებას ვერ გაანადგურებს. სამხედრო ძალები
კვლავ ისეთი სანიმუშო ინსტიტუცია იქნება, როგორადაც ვაქციე,
თუნდაც, ციხეში რომ ჩაგყაროთ მთელი თქვენი დარჩენილი ცხოვ-
რება შენ, ვირხილიო და ყველა დანარჩენი უნიფორმიანი მუქთახო-
რა.
გენერალი რომანი გაიჯგიმა და ქუსლი ქუსლზე შემოარტყა.
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ. აღარ განმეორდება, გეფიცე-
ბით.
მაგრამ ტრუხილიო უკვე შემოტრიალებულიყო და მანქანაში
ჯდებოდა.
– ვაი, შენს ტყავს, აქ რომ დავბრუნდები, იმის კვალი თუ დარჩა,
რასაც ახლა ვხედავ და ვყნოსავ, ნაგავო ჯარისკაცო!
მძღოლს მიუბრუნდა და უბრძანა: „წავედით“. დაიძრნენ და შეი-
არაღებული ძალების მინისტრი ჭაობში დატოვეს.
როგორც კი მოშორდა ტალახში ჭყაპაჭყუპით მოსიარულე რო-
მანს, ცუდი განწყობა უკვალოდ გაიფანტა. სიცილი წასკდა. ერთ რა-
მეში სრულიად დარწმუნებული იყო: პუპო რომანი ცას და მიწას შეს-
ძრავდა, ძალ-ღონეს არ დაიშურებდა და იქაურობას მოაწესრიგებ-
და. ასეთი რამ თუ ხდება მის სიცოცხლეში, მაშინ რა მოხდება, როცა
პირადად ვეღარ შეძლებს აღკვეთოს უგულისყურობა, უნიათობა და
უგუნურება, ხომ შეიძლება მიწასთან გაასწორონ ის, რაც ასეთი ძა-
ლისხმევით შექმნა? კვლავ 1930 წლის ანარქია, სიღატაკე, ჩამორ-
ჩენილობა დაბრუნდება ქვეყანაში? ეჰ, რამფისს, ესოდენ ნანატრ
შვილს რომ შეეძლოს მისი საქმეების გაგრძელება! მაგრამ არც ქვე-
424
ყანა ანაღვლებს და არც პოლიტიკა აინტერესებს. მხოლოდ სასმე-
ლი, პოლო და ქალები. ჯანდაბა! გენერალი რამფის ტრუხილიო,
დომინიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური
შტაბის უფროსი, პოლოს თამაშობს და პარიზის „ლიდოს“ მოცეკვა-
ვეებს ტყნავს მაშინ, როდესაც მამამისი აქ მარტო იბრძვის, ეკლესი-
ის, შეერთებული შტატების, შეთქმულებისა და ისეთი ლენჩების წი-
ნააღმდეგ, როგორიც პუპო რომანია. თავი გააქნია, თითქოს გონე-
ბიდან მწარე ფიქრები განდევნა. საათ-ნახევარში სან კრისტობალში
იქნება, თავის საყვარელ სამკვიდროში, ფუნდასიონის მამულში, სა-
დაც სათუთად მოვლილი მინდვრები და კრიალა საჯინიბოებია,
მშვენიერი ხეივნები, განიერი მდინარე ნიგუა, რომლის ზანტ დინე-
ბას კაობას ხის კენწეროების, ტანაშოლტილი სამეფო პალმებისა და
გორაკზე შემომდგარი სახლის ანაკაუიტას ვეებერთელა ხის ფონზე
დააკვირდება. სასიამოვნო იქნება დილით იქ გაღვიძება, მშვიდი და
სუფთა პეიზაჟით დატკბობა და იოლანდა ესტერელის ახალგაზრდა
სხეულის მოფერება. ეს იყო პეტრონიუსისა და სოლომონ მეფის რე-
ცეპტი: კვირტივით თოთო სარცხვინელი – ახალგაზრდობის დასაბ-
რუნებლად იმ ვეტერანისთვის, სამოცდაათი გაზაფხული რომ მო-
იყარა.
რადამესის რეზიდენციაში საკარიას დე ლა კრუსს მანქანის სად-
გომიდან უკვე გამოეყვანა 1957 წლის „შევროლე ბელ ერ“, ღია
ლურჯი ფერის, ოთხკარიანი, რომლითაც ყოველთვის სან კრისტო-
ბალში დადიოდა. სამხედრო ადიუტანტს ხელში დოკუმენტებით გა-
ჭედილი ჩემოდანი ეჭირა, რომელთაც კაობას სახლში დილით შეის-
წავლიდა. ჩემოდანში იდო ასო ათასი პესო ქაღალდის კუპიურებით
სახლის გადაუდებელი ხარჯების დასაფარავად. ოცი წელი იყო, ამ
ჩემოდნის გარეშე რამდენიმე საათიც არსად წასულა. ყავისფერი
ტყავის ჩემოდანი იყო, მისი ინიციალებამოტვიფრული, რამდენიმე
ათასი დოლარი და პესოები ყოველთვის ედო ნაღდი ფულით საჩუქ-
რებისთვის ან გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ასისტენტს
425
ანიშნა, ჩემოდანი მანქანის წინა სავარძელში მოეთავსებინა და სა-
კარიასს, შავგვრემან, მაღალ და ჩაფსკვნილ მამაკაცს, რომელიც
სამი ათეული წელია თან ახლდა – ადრე, ჯარში მის დაქვემდებარე-
ბაში მსახურობდა, – უთხრა, ახლავე ჩამოვალო. უკვე ცხრა საათი
სრულდებოდა. შეაგვიანდათ.
თავის ოთახში მოსაწესრიგებლად ავიდა და როგორც კი აბაზა-
ნაში შევიდა, მაშინვე შარდის ლაქა შენიშნა. უბედან ფეხებშორის
ეშვებოდა. იგრძნო, რომ თხემით ტერფამდე ცახცახებდა: მაინცდა-
მაინც ახლა, ამის დედა ვატირე! სინფოროსოს ახალი მწვანე ზეთის-
ხილისფერი უნიფორმა და საცვლების ახალი შეკვრა მოსთხოვა.
თხუთმეტი წუთი აბაზანაში გაატარა, ისაპნავდა ყვერებს, ფალოსს,
სახესა და იღლიებს, ისვამდა კრემებს, იყრიდა ტალკს, ისხამდა სუ-
ნამოს მანამ, ვიდრე ახალ ტანსაცმელს ჩაიცვამდა. ყველაფერი სა-
შინელი რისხვის ბრალია, იმ მძღნერიჭამია პუპოს გამო რომ დაე-
უფლა. კვლავ ნაღველი მოერია. შარდის ლაქა ავისმომასწავებლად
ენიშნა სან კრისტობალში წასვლის წინ. ჩაცმის დროს სინფოროსომ
დეპეშა მიაწოდა: „Lloyd’s საკითხი მოგვარებულია. პასუხისმგებელ
პირს თავად ვესაუბრე. თანხა პირდაპირ ცენტალურ ბანკში გადა-
რიცხეს, გულთბილი მოკითხვა რამფისისგან“. მისი შვილი შერცხვე-
ნილია, სწორედ ამიტომ, დარეკვის ნაცვლად, დეპეშას უგზავნის.
– ცოტა შეგვაგვიანდა, საკარიას, – თქვა, – ასე რომ, დაუჩქარე.
– გასაგებია, უფროსო.
სავარძელში პატარა ბალიშები გემოზე მოირგო და თვალები მი-
ლულა, დასვენება გადაწყვიტა იმ საათსა და ათ წუთში, სან კრისტო-
ბალამდე მგზავრობას რომ სჭირდებოდა. სამხრეთ-დასავლეთის-
კენ მიიწევდნენ, ჯორჯ ვაშინგტონის გამზირისკენ.
მოულოდნელად, შუა გზაში, თვალები გაახილა და თქვა:
– შენ მონის სახლი გახსოვს, საკარიას?
– იქ, ვენსესლაო ალვარესზე, სადაც მარერო არისტი ცხოვრობ-
და?
426
– იქ წავიდეთ.
გაელვებასავით იყო, ნაპერწკალივით. ანაზდად თვალწინ მონის
სავსე, დარიჩინისფერკანიანი სახე წარმოუდგა, დაყრილი კულუ-
ლები, ვარსკვლავებივით აციმციმებული მაცდური ნუშისებრი თვა-
ლები, მისი შეკრული ფორმები, მაღალი მკერდი, მკვრივი დუნდუ-
ლები, ვნებიანი თეძოები და კიდევ ერთხელ იგრძნო ყვერებში სა-
სიამოვნო ქავილი. გამოღვიძებული ფალოსის თავი შარვლის უბეს
ეხებოდა. მონი. რატომაც არა. მშვენიერი, ალერსიანი გოგონა იყო,
იმედი არასოდეს გაუცრუებია, იმ შემთხვევიდან, კინიგაში, მამამის-
მა რომ მოიყვანა ლა იუკერას ამერიკელების წვეულებაზე: „ნახეთ,
როგორი საჩუქარი მოგართვით, უფროსო“, სახლი, სადაც მონი
ცხოვრობდა, ახალ ურბანიზაციაში, მექსიკის გამზირის ბოლოს,
ტრუხილიომ აჩუქა, იმ დღეს, კარგი ოჯახის ბიჭს რომ გაჰყვა ცო-
ლად. როდესაც მოუნდებოდა, საკმაო დროგამოშვებით, „ელ ემბა-
ხადორის“ ან „ელ ხარაგუას“ სასტუმროს ლუქსში მიჰყავდა, რომე-
ლიც მანუელ ალფონსოს ასეთი შემთხვევებისთვის ჰქონდა დაჯავ-
შნილი. იმ აზრმა, რომ მონი საკუთარი სახლიდან გამოეყვანა, კი-
დევ უფრო აღაგზნო. ქმარს ტრუხილიოს ხარჯზე ლუდის დასალევად
გაუშვებენ იქვე, „რინკონ პონიში“, – გაიცინა, – ან საკარიას კრუს-
თან საუბრით შეიქციოს თავი.
ქუჩაში ბნელოდა, კაცის ჭაჭანება არ ჩანდა, სახლში, პირველ
სართულზე შუქი ენთო. „დარეკე“. დაინახა, როგორ გააღო მძღოლ-
მა ჭიშკარი და როგორ დარეკა კარზე. კარის გაღება შეაგვიანდათ.
ბოლოს მოსამსახურე გოგონა გამოვიდა, საკარიასს რაღაცას ეჩურ-
ჩულებოდა. საკარიასი კართან ელოდა. მშვენიერი მონი! მამამისი
დომინიკური პარტიის კარგი ხელმძღვანელი იყო სიბაოში და თა-
ვად მიუყვანა იმ საღამოს მიღებაზე, რა კეთილშობილური ჟესტია.
იმ ამბის შემდეგ, წლებმა ჩაიარა, მაგრამ ყოველთვის, რამდენჯე-
რაც ეს ლამაზი ქალი იხმარა, უზომოდ კმაყოფილი დარჩა. კარი ხე-
ლახლა გაიღო და ოთახიდან მონის სილუეტმა გამოანათა. ტრუხი-
427
ლიოს კიდევ ერთხელ დაუარა გზნების ალმურმა. ქალი ერთი წამით
საკარიასს გაესაუბრა და მანქანისკენ გაემართა. ბინდში ვერ დაინა-
ხა, რა ეცვა. კარი გამოაღო, მანქანაში რომ მიეღო და ხელზე აკოცა.
– ამ ვიზიტს ალბათ, არ ელოდი, ულამაზესო.
– ოჰ, რა პატივია. როგორ ხართ, როგორ ხართ, უფროსო?
ტრუხილიომ მისი ხელი თავის ხელებში მოიმწყვდია. ახლა ახ-
ლოს რომ ჰყავდა, მის შეხებასა და სურნელს რომ გრძნობდა, საკუ-
თარ თავში ეჭვი აღარ ეპარებოდა.
– სან კრისტობალში მივდიოდი და უცებ შენ გამახსენდი.
– როგორი პატივია, უფროსო, – გაიმეორა მან საოცრად დაბნე-
ულმა, – რომ მცოდნოდა, თქვენთან შესახვედრად მოვემზადებოდი.
– შენ ყოველთვის ლამაზი ხარ, როგორც არ უნდა იყო, – მიიზი-
და და სანამ ხელებით მის მკერდსა და ფეხებს ეალერსებოდა, ტუ-
ჩებში აკოცა, იგრძნო, რომ ერექცია ეწყებოდა, რომელიც სამყა-
როსთან და საკუთარ ცხოვრებასთან არიგებდა. მონი აფერებინებ-
და და მოკრძალებით კოცნიდა. საკარიასი მანქანის გარეთ ელოდა,
„შევროლედან“ რამდენიმე მეტრში, წინდახედულს, როგორც ყო-
ველთვის, ხელში შემართული ავტომატი ეჭირა. ეს რა ხდება? მონი
არაბუნებრივად ნერვიულობდა.
– შენი ქმარი სახლშია?
– დიახ, – უთხრა ხმადაბლა – ვახშმისთვის ვემზადებოდით.
– ლუდის დასალევად წავიდეს, – თქვა ტრუხილიომ, – ცოტა გაი-
არ-გამოიაროს. ხუთ წუთში დავბრუნდები.
– საქმე ისაა, – წაიბლუკუნა მან და გენერალისიმუსმა იგრძნო,
როგორ დაეძაბა სხეული. შეყოვნდა და ბოლოს თითქმის გაუგებ-
რად წაიბუტბუტა, – თვიური მაქვს, უფროსო.
მთელი მგზნებარება მყისიერად გაქრა.
– თვიური? – წამოიძახა იმედგაცრუებულმა.
– ათას ბოდიშს გიხდით, უფროსო, – წაილუღლუღა კვლავ, – ზეგ
კარგად ვიქნები.
428
ხელი უშვა და ღრმად ამოისუნთქა, გულგატეხილმა.
– კეთილი, მერე გნახავ. ნახვამდის, – თავი გაყო გაღებული კა-
რიდან, საიდანაც მონი გადავიდა და დაიძახა, – წავედით, საკარიას!
ცოტა ხნის შემდეგ, კრუსს ჰკითხა, ოდესმე თვიურიანი ქალი თუ
მოგიტყნავსო.
– არასოდეს, უფროსო, – აღშფოთდა საკარიასი და სახე ზიზღით
დამანჭა, – ამბობენ სიფილისი შეგეყრებაო.
– არა, უბრალოდ, ძალიან ბინძურია, – ნაღვლიანად ჩაილაპა-
რაკა ტრუხილიომ. და, თუ იოლანდა ესტერელსაც წყეული შემთხვე-
ვითობის გამო თვიური აქვს?
სან კრისტობალის გზას ადგნენ, მარჯვნივ მესაქონლეობის გა-
მოფენისა და რესტორან „პონის“ შუქი დაინახა, სადაც ახლა უამრა-
ვი წყვილი ვახშმობდა და სვამდა. რა უცნაურია, მონი ასეთი შებორ-
კილი და ჩამქრალი რომ იყო? ყოველთვის ისეთი საზრიანი და ყვე-
ლაფრისთვის მზადმყოფი არის ხოლმე. ქმრის სახლში ყოფნამ დათ-
რგუნა? თვიური იმიტომ ხომ არ გამოიგონა, თავი რომ დაენებებინა?
გაკვრით შენიშნა, რომ გზიდან მანქანა უსიგნალებდათ. მანქანა
გრძელი შუქებით მოძრაობდა.
– ოჰ, ეს მთვრალი ხალხი, – თქვა საკარიას დე ლა კრუსმა.
იმ მომენტში ტრუხილიოს გონებაში გაუელვა, რომ შესაძლოა,
სულაც არ იყვნენ მთვრალები და იმ რევოლვერის საძებრად შემობ-
რუნდა, მანქანის სავარძელში რომ ედო, მაგრამ აღება ვეღარ მოას-
წრო, შემოესმა თოფის გასროლის ხმა, რომელმაც უკანა ფანჯრის
შუშები ჩამოამსხვრია და მხრის ნაწილი და მარცხენა მკლავი მოაგ-
ლიჯა.

429
19

ანტონიო დე ლა მასამ უკან მობრუნებული ხუან ტომას დიასის,


თავისი ძმის, მოდესტოს და ლუის ამიამას სახეები რომ დაინახა, უთ-
ქმელად მიხვდა, რომ ამაოდ ეძებდნენ გენერალ რომანს.
– დაჯერება მიჭირს, – წაიბუტბუტა ლუის ამიამამ და თხელი ტუ-
ჩები მოიკვნიტა, – პუპო რომანი თითქოს სადღაც აორთქლდა, მისი
კვალიც არსად ჩანს.
ყველა ის ადგილი შემოიარეს, სადაც ეგულებოდათ, გენერა-
ლურ შტაბშიც კი იყვნენ, 18 დეკემბრის ციხესიმაგრეში, მაგრამ იქი-
დან ლუის ამიამა და ბიბინი რომანი, პუპოს უმცროსი ძმა, დაცვამ
კინწისკვრით გამოყარა, ნათლიმამას მათი ნახვა ან არ სურდა, ან
არ შეეძლო.
– იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად შეუდგა გეგმის
განხორციელებას, – ოცნებებმა გაიტაცა მოდესტო დიასი, – გარნი-
ზონი მზადყოფნაში მოჰყავს, შეიარაღებული ძალების მეთაურებს
ელაპარაკება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ახლა ძალიან რთულ
მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
გენერალ ხუან ტომას დიასის სასტუმრო ოთახში ფეხზე მდგომნი
საუბრობდნენ. ჩანამ, ხუან ტომასის ახალგაზრდა მეუღლემ, ყინუ-
ლიანი ლიმონათი მიართვათ.
– სადმე უნდა დავიმალოთ, ვიდრე პუპოს ამბავს გავიგებთ, –
თქვა გენერალმა ხუან ტომას დიასმა.
აქამდე ჩუმად მყოფმა ანტონიო დე ლა მასამ იგრძნო, როგორ
დაუარა სხეულში რისხვის ტალღამ.
– დავიმალოთ? – დაიყვირა განრისხებულმა, – ლაჩრები იმა-
ლებიან. საქმე უნდა დავასრულოთ, ხუან ტომას, ჩაიცვი შენი გენერ-
ლის უნიფორმა, ჩვენც გვათხოვე სამხედრო ფორმა და სასახლეში
წავიდეთ. იქიდან მოვუწოდოთ ხალხს, რომ ფეხზე წამოდგეს.

430
– მთავრობის სასახლეში ჩვენ ოთხნი? – ლუის ამიამა შეეცადა
გონზე მოეყვანა, – გაგიჟდი, ანტონიო?
– იქ ახლა დაცვის გარდა არავინაა, – განაგრძობდა ანტონიო, –
ტრუხილიოსტებს მანამდე უნდა ვაჯობოთ, ვიდრე აზრზე მოვლენ.
ხალხს მივმართოთ, ყველა რადიოგადამცემი გამოვიყენოთ. მოვუ-
წოდოთ ქუჩებში გამოვიდნენ. ჯარი საბოლოოდ ჩვენ დაგვიჭერს
მხარს.
ხუან ტომასის, ამიამას და მოდესტო დიასის სასოწარკვეთილი
სახეების დანახვაზე კიდევ უფრო გაცეცხლდა. ცოტა ხანში ოთხე-
ულს შემოუერთდა სალვადორ ესტრელია სადალა, რომელმაც ან-
ტონიო იმბერტი და ამადიტო ექიმთან დატოვა და ექიმი ველეს სან-
ტანა, რომელმაც პედრო ლივიო სედენიო საერთაშორისო კლინი-
კაში მიიყვანა. გაოგნებული იყვნენ პუპო რომანის გაუჩინარებით.
ისინიც ფიქრობდნენ, რომ ასეთ დროს მთავრობის სასახლეში სამ-
ხედრო უნიფორმით მისვლა სახიფათო, უშედეგო და ლამის თვით-
მკვლელობის ტოლფასი იყო. ყველანი წინ აღუდგნენ ანტონიოს კი-
დევ ერთ შემოთავაზებას – ტრუხილიოს ცხედარი დამოუკიდებლო-
ბის პარკში წაეღოთ, ბოძზე დაეკიდებინათ და დედაქალაქელების-
თვის ეჩვენებინათ, როგორ დაასრულა თავისი სიცოცხლე. თანამო-
აზრეების წინააღმდეგობამ ანტონიო დე ლა მასა სასტიკად გააჯავ-
რა. მშიშრები. და მოღალატეები! არ არიან მათ მიერვე ჩადენილი
გმირობის ღირსნი, არ ესმით, სამშობლოს გველეშაპი რომ მოაშო-
რეს! ყვირილზე სასტუმრო ოთახში ჩანა დიასი შემოვიდა, ანტონიომ
მისი შეშინებული თვალები რომ დაინახა, მაშინ მიხვდა, რომ
ზღვარს გადასცდა. მეგობრების წინაშე ბოდიშის სიტყვები წაიბურ-
ტყუნა და დადუმდა, მაგრამ, შინაგანად, ბრაზისგან ცახცახებდა.
– ყველა აღელვებული ვართ, ანტონიო, – მხარზე დაჰკრა ხელი
ლუის ამიამამ, – ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ საიმედო თავშე-
საფარი ვიპოვოთ, სანამ პუპო გამოჩნდება და ვნახოთ, როგორ შეხ-
ვდება ხალხი ტრუხილიოს სიკვდილის ამბავს.
431
გაფითრებულმა ანტონიომ თავი დაუკრა. დიახ, რაც მოხდა, იმ
ყველაფრის შემდეგ, ამიამა, რომელმაც ამდენი იშრომა, სამხედ-
როები და რეჟიმის უმაღლესი იერარქია შეთქმულებაში რომ ჩაეთ-
რია, იქნებ მართალს ამბობს.
ლუის ამიამამ და მოდესტო დიასმა გადაწყვიტეს თითოეული თა-
ვის გზაზე წასულიყო. ეგონათ ცალ-ცალკე უფრო შეუმჩნევლად გა-
იპარებოდნენ. ანტონიომ დაარწმუნა ხუან ტომასი და თურქი სადა-
ლა, რომ ერთად დარჩენილიყვნენ. შესაძლებლობები განიხილეს:
პოლიცია ყველას სახლს გაჩხრეკდა. საბოლოოდ, ველეს სანტანამ
დაასახელა ის ადამიანი, რომელიც ყველასთვის მისაღები აღმოჩ-
ნდა:
– რობერტ რეიდ კაბრალი. ჩემი მეგობარია. სრულიად აპოლი-
ტიკური ადამიანია, მხოლოდ მედიცინისთვის ცოცხლობს. უარს არ
გვეტყვის.
ველეს სანტანას მანქანით წავიდნენ. არც გენერალი ტომასი და
არც თურქი პირადად არ იცნობდნენ, მაგრამ ანტონიო დე ლა მასა
რობერტის უფროსი ძმის, დონალდ რეიდ კაბრალის მეგობარი იყო,
რომელიც ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში შეთქმულების მხარდამჭე-
რებთან მუშაობდა.
ახალგაზრდა ექიმი ძალზე განცვიფრდა, შუაღამეს რომ მიად-
გნენ, შეთქმულების შესახებ არაფერი იცოდა, არც ის იცოდა, მისი
ძმა, დონალდი, ამერიკელებთან რომ თანამშრომლობდა. ამის მი-
უხედავად, როგორც კი სახის ფერი და სიტყვის წარმოთქმის უნარი
დაიბრუნა, სასწრაფოდ შეიპატიჟა სტუმრები თავის პატარა, მავრი-
ტანულ სტილში აგებულ ორსართულიან სახლში, რომელიც ისეთი
ვიწრო იყო, რომ ზღაპრულ ქოხს ჰგავდა. კეთილშობილთვალები-
ანი, უწვერულვაშო, ახალგაზრდა კაცი იყო, ზეადამიანურ ძალის-
ხმევას უხმობდა, მისი მღელვარება რომ არ შეემჩნიათ. მოსულებს
თავისი მეუღლე, ლიხია გააცნო, რამდენიმე თვის ორსული. დაუპა-
ტიჟებელი სტუმრების მოსვლას კეთილგანწყობით შეხვდა, დიდად
432
აღელვებული არ ჩანდა. თავისი პატარა, ორი წლის შვილი წარუდ-
გინა, რომელიც სასტუმრო ოთახის კუთხეში დაებინავებინათ.
ახალგაზრდა წყვილმა შეთქმულები მეორე სართულის პაწაწინა
ოთახში აიყვანეს, რომელსაც სხვენადაც იყენებდნენ და საკუჭნა-
ოდაც. ოთახი თითქმის არ ნიავდებოდა და ისეთი დაბალჭერიანი
იყო, რომ გაუსაძლისი სიცხე იდგა. მხოლოდ დამსხდარნი და ფეხ-
მორთხმით ეტეოდნენ. ფეხის გასამართად ზურგში უნდა მოხრი-
ლიყვნენ, ჭერში გადებული კოჭებისთვის თავი რომ არ მიერტყათ.
პირველ ღამეს უხერხულობა და სიცხე არც უგრძნიათ, ხმადაბლა
საუბარში გაატარეს, ცდილობდნენ გამოეცნოთ, რა შეემთხვა პუპო
რომანს: რატომ გაუჩინარდა სწორედ მაშინ, ყველაფერი მასზე რომ
იყო დამოკიდებული? გენერალმა დიასმა პუპოსთან 24 მაისის სა-
უბარი გაიხსენა, პუპოს დაბადების დღე იყო, მე-14 კილომეტრზე იყ-
ვნენ, პუპოს მამულში. მას და ლუის ამიამას არწმუნებდა, ყველაფე-
რი მომზადებულია და როგორც კი ვაცის ცხედარს მაჩვენებთ, სამ-
ხედრო ძალებს დავძრავო.
მარსელინო ველეს სანტანა, სოლიდარობის ნიშნად, მათთან
დარჩა. ფიქრობდა, რომ თავად საქმე დასამალად არ ჰქონდა. მე-
ორე დილას სახლიდან ამბების გასაგებად გავიდა. ნაშუადღევამდე
დაბრუნდა, თავზარდაცემული იყო. არანაირი სამხედრო აჯანყება
არ მომხდარა. პირიქით, „ჯაგრისების“, SIM-ის და სამხედრო ფურ-
გონებისა და ჯიპების გაცხოველებული მობილიზაცია მიმდინარე-
ობდა. პატრული ყველა უბანს ამოწმებდა. ამბობენ, ასობით მამაკა-
ცი, ქალი, მოხუცებული და ბავშვი თავიანთი სახლებიდან მუჯლუგუ-
ნებით გამოიყვანეს და ლა ვიქტორიაში, ელ ნუევეში და ლა კუარენ-
ტაში წაიყვანესო. ქვეყნის შიგნით, ანტიტრუხილიოსტობაში ეჭვმი-
ტანილებზე იერიში მიიტანეს. ექიმ ველეს სანტანას ლა ვეგადან ერ-
თმა კოლეგამ უამბო, რომ დე ლა მასას მთელი ოჯახი დააპატიმრეს:
მამიდან, დონ ვინსენტედან დაწყებული, ყველა მისი ძმა, და, ძმის-
შვილი, დისშვილი, ბიძაშვილი აიყვანეს მოკაში, რომელიც ახლა
433
სამხედროებისა და უშიშროების სამსახურის მიერ აღებული ქალა-
ქია. ხუან ტომასის, მისი ძმის მოდესტოს, იმბერტისა და სალვადო-
რის სახლები მავთულხლართებითაა შემოსაზღვრული და შეიარა-
ღებული ხალხი დარაჯობს.
ანტონიოს სიტყვა არ დაუძრავს. აბა, რა უნდა გაჰკვირვებოდა,
ყოველთვის იცოდა, თუ შეთქმულება დამარცხდებოდა, რეჟიმი გა-
უგონარი სისასტიკით იძიებდა შურს. გული შეეკუმშა, როცა წარმო-
იდგინა, როგორ აწამებს და აბუჩად იგდებს ჯონი აბესი მოხუც მამას,
დონ ვინსენტეს და მის და-ძმებს. დაახლოებით პირველი საათის-
თვის ქუჩებში რამდენიმე შავი „ფოლკსვაგენი“ გამოჩნდა, სადაც
caliès ისხდნენ. ლიხიამ, რეიდ კაბრალის მეუღლემ, – თავად ექიმი
სამსახურში წასულიყო, სამეზობლოში ეჭვი რომ არავის აეღო, –
სხვენში შეყუჟულებს ჩურჩულით უამბო, ავტომატებით შეიარაღებუ-
ლი სამოქალაქო პირები მეზობლის სახლს ჩხრეკენო. ანტონიომ
გინება დაიწყო, თუმცა ხმას მაშინვე დაუწია.
– ჩემთვის უნდა დაგეჯერებინათ, ბრიყვებო. ამ სოროში სიკ-
ვდილს, მთავრობის სასახლეში ღირსეულად დაცემა არ ჯობდა?
დღის განმავლობაში ბევრჯერ იკამათეს, ერთმანეთს ბევრი რამ
დააყვედრეს. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს ველეს სანტანამ
იფეთქა, გენერალ ხუან ტომას დიასს პერანგში სწვდა, ბრალი დას-
დო, ისეთ უგუნურ და აბსურდულ შეთქმულებაში რომ ჩაითრია, რო-
მელშიც შეთქმულების გაქცევის გეგმაც კი არ გაითვალისწინეს. ახ-
ლა მაინც ხვდება, თავს რა დაატყდებათ?
თურქი ესტრელია სადალა შუაში ჩადგა, ერთმანეთისთვის რომ
არ დაერტყათ. ანტონიოს აზიდებდა, თავს გაჭირვებით ერეოდა,
რომ არ გადმოეღებინებინა.
მეორე ღამეს ჩხუბითა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებით ისეთი
დაქანცული იყვნენ, რომ ერთმანეთზე მიწოლილებს ძილი ბანგი-
ვით მოერიათ. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ, უჟანგბადობით სუ-
ლი ეხუთებოდათ.
434
მესამე დღეს ექიმმა ველეს სანტანამ მალულად გაზეთი „ელ კა-
რიბე“ მოიტანა. დაინახეს გაზეთში გამოქვეყნებული საკუთარი ფო-
ტოები, რომელსაც სათაურად დიდი წარწერა ჰქონდა: „ტრუხილიოს
მკვლელობისთვის ძებნილნი“, ცოტა ქვემოთ, გენერალ რომან
ფერნანდესის ფოტო იყო დაბეჭდილი, რომელზეც იგი რამფის ტრუ-
ხილიოს გენერალისიმუსის პანაშვიდზე ეხვეოდა. მხოლოდ მაშინ
მიხვდნენ, რომ განწირული იყვნენ. სამხედრო-სამოქალაქო ხუნტა
აღარ იქნება. რამფისი და რადამესი სამშობლოში დაბრუნებულიყ-
ვნენ და მთელი ქვეყანა დიქტატორს გლოვობდა.
– პუპომ გვიღალატა, – გენერალ ხუან ტომას დიასს თითქოს
ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ფეხსაცმელები გაიხადა, ფეხები ძალიან
შეშუპებოდა, სული ეხუთებოდა.
– აქედან უნდა გავიდეთ, – თქვა ანტონიო დე ლა მასამ, – ამ ოჯა-
ხს საფრთხეში ვეღარ ჩავაგდებთ, თუ მოგვაგნეს, მათაც მოკლავენ.
– მართალი ხარ, – დაეთანხმა თურქი, – უსამართლობა იქნება.
აქედან უნდა გავიდეთ.
სად უნდა წასულიყვნენ? მთელი 2 ივნისი შესაძლო გაქცევის
გეგმებს აწყობდნენ. ნაშუადღევამდე ცოტა ადრე, მოპირდაპირე
სახლს ორი „ჯაგრისი“ მიადგა, მანქანებიდან ნახევარი დუჟინი შეი-
არაღებული caliès გადმოვიდნენ და მეზობლის სახლიდან ახალგაზ-
რდა, ბორკილებდადებული კაცი გამოიყვანეს და უკან გაბრუნდნენ.
გაქცევის შესაძლო ვერსიებიდან, ანტონიოს აზრი ყველაზე მისაღე-
ბი აღმოჩნდა: მსუბუქი მანქანა ან ფურგონი უნდა ეშოვათ და რო-
გორმე რესტაურასიონში გადასულიყვნენ, იქ, ნაძვნარსა და ყავის
პლანტაციებში იოლად ვერ მიაგნებდნენ. გარდა ამისა, ტრუხილი-
ოს სახერხებში, რომლის მმართველიც იყო ანტონიო, ბევრ ხალხს
იცნობდა. საზღვარი ახლოს იყო და ჰაიტიში გადასვლა არ გაუჭირ-
დებოდა. მაგრამ, მანქანა სად იშოვონ? ვის სთხოვონ? დარდით,
დაღლილობით, სასოწარკვეთილებითა და ეჭვით შეპყობილებს, იმ

435
ღამესაც თვალი არ მოუხუჭავთ. შუაღამეს ცრემლმორეული სახლის
პატრონი სხვენში ავიდა.
– ამ ქუჩაზე სამი სახლი გაჩხრიკეს, – თქვა ვედრებით, – ნების-
მიერ წამს ჩემსას მოადგებიან. მე სიკვდილი არ მანაღვლებს. მაგ-
რამ ჩემი ცოლი და ბავშვი? ის ბავშვი, ქვეყანას რომ უნდა მოევლი-
ნოს?
შეჰფიცეს, რაც არ უნდა მოხდეს, ხვალ აქაურობას გავეცლები-
თო, ასე მოიქცნენ კიდეც 4 ივნისის საღამოს. სალვადორ ესტრელია
სადალამ გადაწყვიტა მარტო წასულიყო. არ იცოდა სად, მაგრამ
ეგონა მარტოს გაქცევის მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე ხუან ტომასსა
და ანტონიოსთან ერთად, რომელთა სახეებს ყველაზე მეტად წარ-
მოაჩენდნენ ტელევიზიები და გაზეთები. ახალდაბნელებულზე თურ-
ქი პირველი დაიძრა. ანტონიო დე ლა მასა რეიდ კაბრალის საძინებ-
ლის ცხაურებიდან უცქერდა სალვადორს, დაინახა ჩქარი ნაბიჯით
როგორ მივიდა ქუჩის კუთხემდე და ტაქსი გააჩერა. გულში სინანუ-
ლი იგრძნო: თურქი მისი უსაყვარლესი მეგობარი იყო და იმ წყეული
ჩხუბის შემდეგ ბოლომდე არასოდეს შერიგებულან, სხვა შესაძლებ-
ლობა აღარ მიეცემოდათ.
ექიმმა მარსელინო ველეს სანტანამ გადაწყვიტა ცოტა ხანს კი-
დევ დარჩენილიყო თავის კოლეგასთან და მეგობართან, რეიდ კაბ-
რალთან, რომელიც მის თავს დატრიალებული ამბებით გაოგნებუ-
ლი ჩანდა. ანტონიომ ულვაში მოიპარსა და სხვენში ნაპოვნი ძველი
სომბრერო ყურებზე ჩამოიფხატა, ხუან ტომას დიასს გარეგნობის
შესაცვლელად არაფერი გაუკეთებია. ორივენი ექიმ ველეს სანტა-
ნას მოეხვივნენ.
– წყენის გარეშე?
– წყენის გარეშე. კეთილი გზა.
წასვლის წინ სტუმრები მადლობას რომ უხდიდნენ, ლიხია რეიდ
კაბრალს ცრემლები წასკდა, ხელით პირჯვარი გარდასახა: „ღმერ-
თი იყოს თქვენი მფარველი“.
436
გაუკაცურებულ ქუჩებში რვა კვარტალი გაიარეს, ხელები ჯიბე-
ებში ეწყოთ, რევოლვერს ხელს უჭერდნენ. ანტონიო დე ლა მასას
ნათესავის, ტონიტო მოტას სახლამდე მივიდნენ. ფურგონი ჰყავდა,
ან ათხოვებდათ, ან მოპარვის უფლებას მისცემდათ. მაგრამ ტონი-
ტო სახლში არ დაუხვდათ, არც ფურგონი იდგა ავტოფარეხში. მა-
ჟორდომმა როგორც კი კარი გააღო, მაშინვე იცნო ანტონიო დე ლა
მასა: „დონ ანტონიო, თქვენ, აქ!“ ისეთი შეძრწუნებული სახე ჰქონ-
და, ანტონიო და გენერალი მაშინვე მიხვდნენ, რომ კარს როგორც
კი მიიხურავდა, მაშინვე პოლიციას დაურეკავდა, იქაურობას სწრა-
ფად გაერიდნენ. არ იცოდნენ, რა ჯანდაბა გაეკეთებინათ.
– გინდა, ერთი რამე გითხრა, ხუან ტომას?
– რა, ანტონიო?
– მიხარია, იმ სოროდან რომ გამოვძვერით. იმ სიცხიდან და
მტვრიდან, ცხვირში რომ გვიძვრებოდა და სუნთქვის საშუალებას
არ გვაძლევდა. იმ უხერხულობიდან რომ დავიხსენით თავი. რა კარ-
გია სუფთა ჰაერზე ყოფნა, იმის შეგრძნება, რომ ფილტვები გისუფ-
თავდება.
– ისღა დაგრჩენია მითხრა, წავიდეთ, ცივი ლუდი დავლიოთ,
ცხოვრება ისეთი მშვენიერიაო. რა მაგარი ხარ, ძმაო!
ორივეს გაეცინა. პასტერის ქუჩაზე კარგა ხანს ცდილობდნენ
ტაქსის გაჩერებას. ყველა დაკავებული იყო.
– ვწუხვარ, თქვენთან ერთად რომ არ ვიყავი ავენიდაზე, – თქვა
გენერალმა დიასმა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდაო, –
ტყვია რომ ვერ დავახალე ვაცს, ამის დედა ვატირე!
– თითქოს იქ იყავი, ხუან ტომას, ჰკითხე ჯონი აბესს, ნეგროს, პე-
ტანს, რამფისს და თავადაც მიხვდები, მათთვის შენ ჩვენთან ერთად
იყავი და შენც ესროლე უფროსს, მაგაზე არ იდარდო. ვაცს ერთი
ტყვია შენს სახელზეც დავახალე.
ბოლოს და ბოლოს, ტაქსიმ გააჩერა. დასხდნენ, მაგრამ არ
იცოდნენ, რა მისამართი ეთქვათ და შეყოვნდნენ, დაეჭვებული ტაქ-
437
სის მძღოლი მათკენ შემობრუნდა. მსუქანი, შავკანიანი მამაკაცი
იყო, საფეთქლებთან შეპარული ჭაღარა ჰქონდა, ანტონიო დე ლა
მასამ მაშინვე ამოიკითხა მის თვალებში, რომ ორივე იცნო.
– სან მარტინი, – უბრძანა.
მძღოლი უხმოდ დაეთანხმა. ცოტა ხნის შემდეგ წაიბურტყუნა,
ბენზინი აღარ მაქვს და ჩასასხმელად ბენზინგასამართ სადგურში
უნდა შევიაროო. 30 მარტის ქუჩა გადაჭრა, სადაც უფრო მჭიდრო
მოძრაობა იყო და სან მარტინისა და ტირადენტეს ქუჩების კუთხეში
ბენზინგასამართ სადგურ „ტექსაკოზე“ გაჩერდა, მანქანიდან ჩამო-
ვიდა ავზის გასაღებად. ანტონიოს და ხუან ტომასს ხელში რევოლ-
ვერები ეჭირათ. მასამ მარჯვენა ფეხსაცმელი გაიძრო, ქუსლი მოხ-
სნა და იქიდან პატარა ცელოფნის შეკვრა გამოიღო, რომელიც გუ-
ლისჯიბეში შეინახა. ხუან ტომას დიასის განცვიფრებული სახე რომ
დაინახა, აუხსნა:
– სტრიხნინაა. მოკაში ვიშოვე, აფთიაქარს ვუთხარი, ცოფიანი
ძაღლისთვის მჭირდება-მეთქი.
მსუქანმა გენერალმა მხრები აგდებულად აიჩეჩა და თავისი რე-
ვოლვერი აჩვენა:
– ამაზე უკეთესი წამალი არ არსებობს, ძმაო. საწამლავი ქალე-
ბისა და ძაღლებისთვისაა მოგონილი, ასეთი სისულელეებით თავს
ნუ ილაყებ. გარდა ამისა, ციანიდის კალიუმით იკლავენ თავს და არა
სტრიხნინათი, ჩერჩეტო.
კვლავ ძველებურად გაიცინეს, მწარედ და სევდიანად.
– ხედავ იმ ტიპს, სალაროსთან რომ დგას? – ანტონიო დე ლა მა-
სამ ფანჯრიდან აჩვენა, – შენ როგორ გგონია, ტელეფონით ვის ურე-
კავს?
– შეიძლება, თავის ცოლს ურეკავს და ეკითხება სარცხვინელი
როგორ გაქვსო.
ანტონიო დე ლა მასამ კიდევ ერთხელ გაიცინა, ახლა ნამდვი-
ლად გულწრფელად გადაიხარხარა.
438
– რა ჯანდაბა გაცინებს, ბრიყვო?
– კომიკური არ გეჩვენება? – თქვა ანტონიომ სიცილით, – ორნი
ვსხედვართ ტაქსიში და არ ვიცით, რა ჯანდაბას ვაკეთებთ? ისიც კი
არ ვიცით, სად მივდივართ.
მძღოლს უბრძანეს კვლავ კოლონიურ ქალაქში დაბრუნებული-
ყო. ანტონიოს გონებაში ახალმა აზრმა გაუელვა და ტაქსისტს უთ-
ხრა, ესპაილიატის ქუჩიდან ბილინის ქუჩაზე შეეხვია. იქ ადვოკატი
ხენეროსო ფერნანდესი ცხოვრობდა, რომელსაც ორივენი იცნობ-
დნენ. ანტონიოს ახსოვდა, როგორი უხამსი სიტყვებით ლანძღავდა
ტრუხილიოს – იქნებ დაეხმაროს და მანქანა აშოვნინოს. ადვოკატი
ჭიშკართან გამოვიდა, მაგრამ დაუპატიჟებელი სტუმრები სახლში
არ შეუშვა. თავზარდაცემული შესცქეროდა მოსულებს, თვალებს
ახამხამებდა, ბოლოს, გონზე რომ მოვიდა, აღშფოთებული დაეტაკა
სტუმრებს და მწარედ უსაყვედურა:
– ჭკუიდან შეიშალეთ? ასეთ საქმეში როგორ მხვევთ? გინდათ
იცოდეთ, ვინ შევიდა ამ ორიოდე წუთის წინ მოპირდაპირე სახლში?
ლოთი კონსტიტუციონალისტი! სანამ რამეს გააკეთებთ, არ უნდა
დაფიქრდეთ? წადით, წადით, მე ოჯახი მყავს. ამქვეყნად ვინც ყვე-
ლაზე მეტად გიყვართ, იმას გაფიცებთ, წადით! მე არავინ ვარ, მე
არავინ ვარ!
კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. ტაქსიში დაბრუნდნენ. შავკანიანი
მძღოლი მორჩილად იჯდა მანქანის საჭესთან, მათკენ არ იყურებო-
და. ცოტა ხნის შემდეგ, ამოღერღა:
– ახლა საით?
– დამოუკიდებლობის პარკში, – თქვა ანტონიომ იმისათვის,
რომ რაღაც ეთქვა.
ქუჩაში ღამის განათებები აენთოთ, ხალხი ნელ-ნელა გარეთ გა-
მოდიოდა გამაგრილებელი სასმელის დასალევად. როგორც კი მან-
ქანა დაიძრა, რამდენიმე წამში, მძღოლმა გააფრთხილა:

439
– უკან ორი „ჯაგრისი“ მოგვყვება, ძალიან ვწუხვარ, კაბალი-
ეროებო.
ანტონიომ შვება იგრძნო, ბოლოს და ბოლოს, ეს სასაცილო, უმი-
სამართო მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. ბრიყვულად სიკ-
ვდილს ტყვიით სიკვდილი სჯობია. ორივენი შემოტრიალდნენ, ორი
მწვანე „ფოლკსვაგენი“ ათი მეტრის მოშორებით მოსდევდათ.
– სიკვდილი არ მსურს, კაბალიეროებო, – შეევედრა ტაქსისტი
და პირჯვარი გადაიწერა, – წმინდა ქალწულს გაფიცებთ, სენიორე-
ბო!
– კეთილი, დამოუკიდებლობის პარკისკენ წადი, როგორც გინდა
ისე და რკინეულობის მაღაზიის კუთხეში დაგვტოვე, – უთხრა ანტო-
ნიომ.
ქუჩა მანქანებით იყო გადაჭედილი, მძღოლმა როგორღაც შეძ-
ლო გზა გაეხსნა სატვირთო მანქანასა და იმ ავტობუსს შორის, რომ-
ლის კარებზე ხალხი ჩამოკონწიალებულიყო. შემდეგ რკინეულო-
ბის მაღაზია „რეიდის“ შუშის ვეებერთელა ფასადის წინ უხეშად და-
ამუხრუჭა. როდესაც ანტონიო რევოლვერით ხელში ტაქსიდან გად-
მოხტა, მაშინ გაიაზრა, რომ პარკში შუქები აინთო, თითქოს მას
ესალმებოდნენ. ფეხსაცმლის მწმენდავები, მოხეტიალე გამყიდვე-
ლები, მაწანწალები და მათხოვრები კედლებს აკვროდნენ. ხილის
და შემწვრის სუნი იდგა. ანტონიო შემობრუნდა, ჩასუქებულ და დაღ-
ლილ ხუან ტომასს სირბილი უჭირდა და ვერ ეწეოდა. სწორედ ამ
დროს, მათ ზურგს უკან ტყვიების ჯერი დაიცალა, ხალხი მანქანებ-
შორის მირბოდა, მანქანები ტროტუარებზე ადიოდნენ. ანტონიოს
ისტერიული ხმები ესმოდა: „დანებდით, ეშმაკმა დალახვროს!“„ალ-
ყაში ხართ, ბრიყვებო!“ როცა დაინახა, რომ ძალაგამოცლილი ხუან
ტომასი გაჩერდა, ისიც მის გვერდით დადგა და სროლა დაიწყო.
ბრმად ისროდა, რადგან caliès და სამხედროები „ფოლკსვაგენებს“
იყვნენ ამოფარებული, რომლებიც შუა ქუჩაში გარდი-გარდმო და-
ეყენებინათ და გზა გადაეკეტათ. დაინახა ხუან ტომასი როგორ და-
440
ეცა მუხლებზე და პირში პისტოლეტის ლულა ჩაიდო, მაგრამ ჩახმა-
ხის გამოკვრა ვერ მოასწრო, რამდენიმე გასროლამ მიწაზე დასცა.
თავადაც ბევრი ტყვია მოხვდა, მაგრამ მკვდარი არ იყო. „მკვდარი
არა ვარ, ამის დედა ვატირე, მკვდარი არა ვარ“. რევოლვერი ბო-
ლომდე დაცალა და ახლა, მიწაზე გართხმული, ცდილობდა ხელი
გულისჯიბისკენ გაეცურებინა, რომ სტრიხნინა გადაეყლაპა. წყე-
ული, უგუნური ხელი აღარ ემორჩილებოდა. საჭირო აღარ არის, ან-
ტონიო. ხედავდა, როგორ ბრწყინავდნენ ვარსკვლავები ახალჩა-
მომდგარ ღამეში, ხედავდა ტავიტოს ღიმილიან სახეს და თავს
კვლავ ახალგაზრდად გრძნობდა.

441
20

როდესაც უფროსის ლიმუზინი ადგილიდან დაიძრა და ამყრალე-


ბული გუბე უკან ჩამოიტოვა, გენერალი ხოსე რენე რომანი თხემით
ტერფამდე ისე ცახცახებდა, როგორც მალარიით სნეული, სულ-
თმობრძავი ჯარისკაცები ცახცახებდნენ დახაბონში, ჰაიტურ-დომი-
ნიკურ საზღვარზე, სადაც ბევრი უნახავს თავისი სამხედრო კარიე-
რის დასაწყისში. წლების განმავლობაში ერჩოდა ტრუხილიო, ოჯა-
ხისა და უცხოების წინაშე ამცირებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, ნე-
ბისმიერი საბაბით ბრიყვს უწოდებდა. მაგრამ მისი უპატივცემლობა
არასოდეს მისულა ისეთ უკიდურეს ზღვრამდე, როგორც ამ ღამეს.
დაელოდა, სანამ ცახცახმა გაუარა და სან ისიდროს სამხედრო
ბაზისკენ გაემართა. მორიგე ოფიცერი შიშისგან შეკრთა, თავით ფე-
ხამდე ტალახში ამოგანგლული შეიარაღებული ძალების უფროსი
რომ გამოეცხადა შუაღამეს. გენერალი ვირხილიო გარსია ტრუხი-
ლიო, სან ისიდროს სამხედრო ბაზის უფროსი, რომანის ცოლისძმა
– მირეიას ტყუპისცალი იყო – ადგილზე არ დაუხვდა, მაგრამ შეი-
არაღებული ძალების მინისტრმა ყველა ოფიცერი შეკრიბა და სას-
ტიკად უსაყვედურა: წყლის გამსკდარი მილი, რომელმაც მის
ბრწყინვალებას მოთმინება დააკარგვინა, დაუყოვნებლივ უნდა შე-
კეთდეს, დამნაშავეები კი უსასტიკესად დაისჯებიან. უფროსი შესა-
მოწმებლად დაბრუნდება და ყველას მოეხსენება, როგორი დაუნ-
დობელია იმ საკითხებთან დაკავშირებით, სისუფთავეს რომ ეხება.
სახლში დასაბრუნებლად ჯიპი და მძღოლი მოითხოვა, წასვლამდე
არც ტანსაცმელი გამოუცვლია და არც დაუბანია.
სიუდად ტრუხილიოსკენ მიმავლ გზაზე, მანქანაში გაიფიქრა,
რომ ის ცახცახი, უფროსის ლანძღვა-გინებამ კი არა, იმ დაძაბულო-
ბამ გამოიწვია, დილიდანვე რომ დაეუფლა, მას შემდეგ, რაც ქველ-
მოქმედმა ტელეფონით დაურეკა და გააგებინა, რომ გაბრაზებული
იყო. მთელი დღის განმავლობაში ათასჯერ უთხრა საკუთარ თავს,
442
რომ შეუძლებელი, სრულიად შეუძლებელი იყო იმ შეთქმულების
შესახებ გაეგო, რომელსაც მისი ნათლიმამა, ლუის ამიამა და უახ-
ლოესი მეგობარი, გენერალი ხუან ტომას დიასი ხლართავდნენ. ტე-
ლეფონით არ დაურეკავდა: მაშინვე დააპატიმრებდა და ახლა ლა
კუარენტაში ან ელ ნუევეში იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ეჭვის ჭია
ღრღნიდა და სადილზე პირში ლუკმა არ ჩაუდია, შავ დღეში ჩავარ-
და, მაგრამ მაინც შვებას გრძნობდა, უფროსის რისხვა წყლის გატე-
ხილი მილის გამო რომ დაატყდა თავს და არა შეთქმულებისთვის.
იმის გაფიქრებაც კი ძვლებს უყინავდა, შეთქმულებაში მისი მონაწი-
ლეობის ამბავი ტრუხილიოს ყურამდე რომ მისულიყო.
გენერალ რომანისთვის უამრავი რამ შეიძლება დაგებრალები-
ნა, მაგრამ ლაჩარი არასოდეს ყოფილა. კადეტობაში და შემდეგ,
ყველა სხვა სამსახურში, საფრთხის წინაშე ისეთ ფიზიკურ ძალასა
და შეუპოვრობას ამჟღავნებდა, რომ თანამებრძოლებსა და ქვემ-
დგომებს შორის ნამდვილი მაჩოს სახელი მოიპოვა. ყოველთვის
კარგი მოჩხუბარი იყო, ხელთათმნით თუ უხელთათმნოდ, არავის-
თვის მიუცია უფლება უპატივცემლოდ მოპყრობოდა, მაგრამ, რო-
გორც უამრავ ოფიცერსა და უამრავ დომინიკელს, ტრუხილიოს წი-
ნაშე, გამბედაობა და ღირსების გრძნობა უკვალოდ უქრებოდა,
ქველმოქმედი მის გონებრივ სიმტკიცესა და ფიზიკურ ძალას თრგუ-
ნავდა, მორჩილებასა და თვინიერებას უნერგავდა. ძალიან ხშირად
უკითხავს საკუთარი თავისთვის, უფროსის სიახლოვე, – მისი ფლე-
იტის მაგვარი ხმა და ჯიქური მზერა, – რატომ ანადგურებდა მორა-
ლურად.
და, რადგანაც შესანიშნავად იცოდა, თუ რა გავლენას მოახდენ-
და მასზე ტრუხილიო, ხუთთვე-ნახევრის წინ. როდესაც ლუის ამიამა
პირველად გამოუტყდა, რეჟიმის დასამხობად შეთქმულებას ვამზა-
დებთო, დაუფიქრებლად უპასუხა:
– მოვიტაცოთ? რა სისულელეა! სანამ ცოცხალია, არაფერი შე-
იცვლება. ის უნდა მოკვდეს.
443
ლუის ამიამას ბანანის პლანტაციაში იყვნენ, მონტეკრისტში,
მზიანი ტერასიდან შესცქეროდნენ, როგორ იტოტებოდა მდინარე
იაკეს ტალახიანი წყალი ხეობაში. ნათლიმამამ უამბო, რომ ის და
ხუან ტომასი ამზადებდნენ ოპერაციას, რათა რეჟიმს ბოლომდე არ
ჩაეძირა ქვეყანა და კუბასავით კომუნისტური რევოლუციისთვის არ
გაეხსნა გზა. სერიოზული გეგმა იყო, შეერთებული შტატები უჭერდა
მხარს. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ჰენრი დიაბორნიმ,
ჯონ ბენფილდმა და ბობ ოიენმა ოფიციალურად გამოუცხადეს თა-
ნადგომა და სიუდად ტრუხილიოში, CIA-ს წარმომადგენელს, ბერის
( „სუპერმარკეტ Winpy’s მეპატრონეს?“ „ჰო, სწორედ მას“) დაავა-
ლეს, შეთქმულები ფულით, იარაღითა და ასაფეთქებელი ნივთიე-
რებით მოემარაგებინა. შეერთებულ შტატებში შეშფოთებული არი-
ან ტრუხილიოს თავგასულობით, ვენესუელის პრეზიდენტის, ბეტან-
კურის წინააღმდეგ მოწყობილი თავდასხმის შემდეგ, ტრუხილიოს
მოშორება უნდათ, მაგრამ სურთ დარწმუნდნენ, რომ მის ადგილზე
მეორე ფიდელ კასტრო არ აღმოცენდება. სწორედ ამიტომ სერი-
ოზულ, გამოკვეთილად ანტიკომუნისტურ გუნდს უჭერენ მხარს, რო-
მელიც სამხედრო-სამოქალაქო ხუნტას შექმნის და ექვს თვეში არ-
ჩევნებს დანიშნავს. ამიამა, ხუან ტომას დიასი და გრინგოები შეთან-
ხმდნენ, პუპო რომანი ჩაუდგეს სათავეში ამ ხუნტას. უკეთესად ვინ
შეძლებს სამხედროებთან მოლაპარაკებასა და დემოკრატიისკენ
მიმავალი, მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის უზრუნველყო-
ფას!
– მოტაცება და მისგან გადადგომის მოთხოვნა? – აღშფოთდა
პუპო, – ქვეყანა და პიროვნება გეშლებათ, ნათლიმამა. თითქოს არ
იცნობდეთ, ცოცხლად ხელში არავის ჩაუვარდება, ვერც ხელისუფ-
ლებიდან ნებაყოფლობით წასვლას გამოგლეჯ. უნდა მოკვდეს.
ჯიპის მძღოლი, სერჟანტი, მანქანას მდუმარედ მართავდა, რო-
მანი ხარბი, ღრმა ნაფაზებით ქაჩავდა თავის საყვარელ სიგარეტს
„ლაკი სტრაიკ“. რატომ დათანხმდა შეთქმულებაში მონაწილეობას?
444
ხუან ტომასისგან განსხვავებით, რომელსაც უსიამოვნება შეემთხვა
და სამხედრო სამსახურს ჩამოაშორეს, რომანს დასაკარგი ბევრი
ჰქონდა. უმაღლეს თანამდებობას მიაღწია, რაზეც სამხედრომ შეიძ-
ლება იოცნებოს და იმის მიუხედავად, ბიზნესში რომ არ გაუმარ-
თლა, სახლი და მამული მას ეკუთვნოდა. დაყადაღების საშიშროება
აღარ არსებობდა, რაც სოფლის მეურნეობის ბანკს ოთხასი ათასი
პესო გადაუხადეს. ეს ვალი უფროსს რომანის სიყვარულით არ გა-
დაუხდია, პატივმოყვარეობა და ანგარება ამოძრავებდა, მის ოჯახს,
ხალხის თვალში, ჩრდილი რომ არ მისდგომოდა, ტრუხილიოებისა
და მათი ახლობლების სახელი შეურყვნელი რომ დარჩენილიყო.
გენერალ რომანს ხელისუფლებისაკენ სწრაფვა ან დომინიკის რეს-
პუბლიკის დროებით პრეზიდენტად ყოფნის პერსპექტივა არ იზი-
დავდა, არც იმის შესაძლებლობა, შემდეგ, დიდი ალბათობით არ-
ჩეული პრეზიდენტი რომ გამხდარიყო. შეთქმულებაში მონაწილეო-
ბას ამ მიზეზით არ დათანხმებულა. ბოღმამ უბიძგა, დიდი ხანი რომ
გროვდებოდა მის სულში ტრუხილიოს უთვალავი შეურაცხყოფით,
იმ დროიდან, რაც მირეიაზე დაქორწინდა და მათი პრივილეგირებუ-
ლი და ხელუხლებელი კლანის წევრი გახდა. სწორედ ამიტომ და-
აწინაურა უფროსმა სხვებზე უწინ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე
დანიშნა, დროდადრო, ნაღდ ფულსა და ისეთ საჩუქრებს უძღვნიდა,
ფუფუნებაში ცხოვრების საშუალებას რომ აძლევდა, მაგრამ, განსა-
კუთრებული წყალობა და თანამდებობები პუპო რომანს უპატივცე-
მულობისა და შეურაცხყოფის დათმენით უნდა გადაეხადა. „ეს არის
ყველაზე მნიშვნელოვანი“, გაიფიქრა.
ბოლო ხუთთვე-ნახევრის განმავლობაში ყოველთვის, როდესაც
უფროსი აბუჩად იგდებდა და ამცირებდა, გენერალი რომანი, რო-
გორც ახლა, ჯიპით რადამესის ხიდზე რომ გადადიოდა, საკუთარ
თავს ეუბნებოდა, რომ სულ მალე, სრულფასოვანი ადამიანი გახდე-
ბა, საკუთარი ცხოვრება ექნება და აღარ იგრძნობს თავს მუქთამჭა-
მელად, როგორც ხანდახან, ტრუხილიო ამკობს. ლუის ამიამა და ხუ-
445
ან ტომასი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, მაგრამ გენერალი შეთ-
ქმულებს შეეკრა, რათა უფროსისთვის დაემტკიცებინა, რომ არც
ისეთი უვარგისი იყო, როგორიც მას ეგონა.
ძალიან კონკრეტული პირობები წამოაყენა. თითს არ გაანძრევ-
და, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდა ცხედარს. მხოლოდ ამის
შემდეგ გამოაცხადებდა სამხედრო მობილიზაციას, დაიჭერდა ტრუ-
ხილიოს ძმებსა და იმ ოფიცრებსა და სამოქალაქო პირებს, რომლე-
ბიც რეჟიმის საქმეებში ყველაზე მეტად იყვნენ გასვრილნი, ცხადია,
ჯონი აბეს გარსიადან დაიწყებდა. არც ლუის ამიამასა და არც გენე-
რალ დიასს არავისთან, – თავად ჯგუფის მეთაურთან, ანტონიო დე
ლა მასასთახაც კი, – არ უნდა ეხსენებინათ, რომ რომანი შეთქმუ-
ლების მონაწილე იყო, არ იქნებოდა არავითარი წერილები, სატე-
ლეფონო ზარები, არც პირდაპირი საუბრები. ფრთხილად იმოქმე-
დებდა, სანდო ოფიცრებს საკვანძო პოსტებზე დანიშნავდა და დათ-
ქმულ დღეს, გარნიზონები ერთის ხმას დაემორჩილებოდნენ.
ასე გააკეთა კიდეც, სანტიაგო დე ლოს კაბალიეროს ციხე-სიმაგ-
რის მეთაურად, – ქვეყანაში სიდიდით მეორე იყო, – გენერალი სე-
სარ ა. ოლივა დანიშნა, თავისი თანაკურსელი და პირადი მეგობარი,
მოახერხა და დახაბონში მეოთხე ბრიგადის კომენდანტად გადაიყ-
ვანა გენერალი გარსია ურბაესი, თავისი ერთგული თანამოაზრე.
ქვეყნის მეორე მხარეს სავარაუდო მოკავშირედ ჰყავდა გენერალი
გუარიონ ესტრელია, მეორე ბრიგადის კომენდანტი, რომელიც ლა
ვეგაში იყო დისლოცირებული. გუაროს, თავგადაკლული ტრუხი-
ლიოისტის, დიდი მეგობარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ რამდენა-
დაც თურქი ესტრელია სადალას, შეთქმულთა მოქმედი ჯგუფის წევ-
რის ძმა იყო, ლოგიკურად, საკუთარი ძმის მხარეს დადგებოდა. რო-
მანს შეთქმულების საიდუმლო გენერლებისთვის არ გაუნდია, საკ-
მაოდ ცბიერი იყო საიმისოდ, გაცემის საფრთხის წინაშე რომ დამ-
დგარიყო. ვარაუდობდა, რომ გეგმის განხორციელებისთანავე გე-
ნერლები უყოყმანოდ დაემორჩილებოდნენ.
446
როდის მოხდება? ძალიან მალე, უეჭველად, ამ ექვსიოდე დღის
წინ, 24 მაისს, დაბადების დღეზე ეწვივნენ სტუმრად ლუის ამიამა და
ხუან ტომას დიასი თავის მამულში, დაბეჯითებით უთხრეს, ყველა-
ფერი მზადააო. ხუან ტომასი თავდაჯერებული იყო: „ნებისმიერ წამს
შეიძლება მოხდეს, პუპო“. უამბეს, პრეზიდენტმა ბალაგერმა თან-
ხმობა განაცხადა, რომანის მეთაურობით შექმნილი სამხედრო-სა-
მოქალაქო ხუნტის წევრი გახდესო. წვრილმანებში სურდა გარკვეუ-
ლიყო, მაგრამ ბევრი არაფერი გაუმხილეს. მოლაპარაკების შუამა-
ვალი ექიმი რაფაელ ბატლიე ვინიასი იყო, რომელიც ინდიანას, ან-
ტონიო დე ლა მასას ბიძაშვილის ქმარი და ბალაგერის პირადი ექი-
მია. მან მოუსინჯა კბილი მარიონეტ პრეზიდენტს და სხვათა შორის
ჰკითხა, ტრუხილიოს მოულოდნელი გაუჩინარების შემთხვევაში
პატრიოტებთან თუ ითანამშრომლებდითო. იმან დაშიფრული პასუ-
ხი გასცა „კონსტიტუციის თანახმად, ტრუხილიო თუ გაუჩინარდება,
საქმე ჩემთან უნდა დაიჭირონ“. ხომ კარგი ამბავია? პუპო რომანი ამ
რბილი და ცბიერი კაცუნას მიმართ ყოველთვის იმ ინსტინქტური უნ-
დობლობით იყო გამსჭვალული, რომელსაც მის თვალში ბიუროკ-
რატები და ინტელექტუალები იმსახურებდნენ. შეუძლებელი იყო
იმის მიხვედრა, რას ფიქრობდა, ბალაგერის დახვეწილი მანერებისა
და უშუალო ქცევების მიღმა ყოველთვის ენიგმა იდგა. მაგრამ, ნე-
ბისმიერ შემთხვევაში, მისი მეგობრები მართალს ამბობდნენ: შეთ-
ქმულებაში ბალაგერის თანამონაწილეობა იანკებს დაამშვიდებდა.
თავის სახლში, გასკუეში ათის ნახევარზე მივიდა. ჯიპს სან ისიდ-
როში დაბრუნება უბრძანა. მირეია და თავისი შვილი, ალვარო, ჯა-
რის ახალგაზრდა ლეიტენანტი, რომელსაც უქმე დღე ჰქონდა და
მშობლების სანახავად მოსულიყო, შეშფოთდნენ, ასეთ მდგომა-
რეობაში რომ დაინახეს. სანამ ჭუჭყიან ტანსაცმელს იხდიდა, მოუყ-
ვა, რაც შეემთხვა. მირეიას უთხრა, თავისი ძმისთვის, ვირხილიო
გარსია ტრუხილიოსთვის დაერეკა, ყურმილი აიღო და უფროსის
განრისხების ამბავი უამბო.
447
– ძალიან ვწუხვარ, ძმაო, მაგრამ იძულებული ვარ დაგსაჯო.
ხვალ, ათ საათამდე ჩემს კაბინეტში გამოცხადდი.
– წყლის გამსკდარი მილისთვის, ამის დედა ვატირე, – წამოიძა-
ხა ვირხილიომ მხიარულად, – ეს კაცი თავის ვნებებს ვერ ერევა!
წყალი გადაივლო და თავით ფეხებამდე გაისაპნა. აბაზანიდან
გამოსვლისას, მირეიამ სუფთა პიჟამა და აბრეშუმის ხალათი მიაწო-
და. იმის საპირისპიროდ, რასაც უფროსის ჩათვლით, ბევრნი ფიქ-
რობდნენ, მირეია ცოლად ანგარების გამო არ მოუყვანია. შეუყვარ-
და ეს შავტუხა, მორიდებული გოგონა და საკუთარი სიცოცხლე სას-
წორზე შეაგდო, ტრუხილიოს წინააღმდეგობის მიუხედავად, არში-
ყობა რომ დაუწყო. ბედნიერი წყვილი იყო, ოცი წელი კამათისა და
განხეთქილებების გარეშე გაატარეს. ვიდრე მირეიასთან და ალვა-
როსთან საუბრობდა სუფრაზე, – არ შიოდა, მხოლოდ ყინულიანი
რომი დალია, – საკუთარ თავს დაეკითხა, თუ რა რეაქცია ექნებოდა
მირეიას. ქმრის მხარეს დადგება თუ თავისი კლანის? ეჭვმა შეზარა.
ბევრჯერ უნახავს უფროსის ქცევით შეურაცხყოფილი და აღშფოთე-
ბული მირეია, იქნებ სწორედ ეს გადმოხრიდა მისკენ სასწორის პი-
ნას. გარდა ამისა, რომელ დომინიკელ ქალს არ მოეწონება, ქვეყნის
პირველი ლედი გახდეს?
როგორც კი ვახშამი დაასრულეს, ალვარო მეგობრებთან ერთად
ლუდის დასალევად წავიდა. ის და მირეია მეორე სართულზე, საძი-
ნებელში ავიდნენ და „ლა ვოს დომინიკანა“ ჩართეს. ტელევიზორში
საცეკვაო მუსიკალურ პროგრამას გადასცემდნენ მოდური მომღერ-
ლებისა და ორკესტრის მონაწილეობით. სანქციების დაწესებამდე,
საუკეთესო ლათინოამერიკელი მსახიობები ჩამოჰყავდათ, მაგრამ
უკანასკნელ წელს, კრიზისის გამო, პეტან ტრუხილიოს ტელევიზიის
ყველა გადაცემა ადგილობრივი არტისტების მონაწილეობით მზად-
დებოდა. სანამ მერენგესა და საცეკვაო მუსიკას უსმენდნენ გენერა-
ლისიმუსის ორკესტრის შესრულებით, რომელსაც მაესტრო ლუის
ალბერტი დირიჟორობდა, მირეიამ დამწუხრებულმა თქვა, ნეტავ,
448
მალე დასრულდეს ეკლესიასთან დაპირისპირებაო. ცუდი განწყობა
სუფევს, მისი დაქალები ამბობენ, რომ რევოლუცია შეიძლება მოხ-
დეს და კენედი marines გამოგზავნისო. პუპომ დაამშვიდა, – უფრო-
სი ახლაც თავისას გაიტანს და ქვეყანა მშვიდ და წარმატებულ ცხოვ-
რებას დაუბრუნდება. ისეთი ყალბი მოეჩვენა საკუთარი ხმა, რომ მა-
შინვე გაჩუმდა, თითქოს ხველება აუტყდა.
ცოტა ხნის შემდეგ, მანქანის მუხრუჭების საზარელი ღრჭიალი
და გაბმული სიგნალის ხმა შემოესმა. გენერალი საწოლიდან წამოხ-
ტა და ფანჯარასთან მივარდა. დაინახა, რომ მანქანიდან გენერალი
არტურო ესპაილიატი, ნავახიტა, გადმოხტა. როგორც კი დალანდა
მისი გაყვითლებული სახე მანქანის ფარების შუქზე, გული ამოუვარ-
და: უკვე მოხდა!
– რა ხდება, არტურო? – ჰკითხა და თავი ფანჯარაში გაყო.
– ძალიან ცუდი ამბავია, – თქვა გენერალმა ესპაილიატმა და
მიუახლოვდა, – ცოლთან ერთად „პონიში“ ვიყავი, დავინახე, რომ
უფროსის „შევროლემ“ ჩაიარა. ცოტა ხნის შემდეგ სროლის ხმა შე-
მომესმა, სანახავად გავიქეცი და ზედ შუა გზაზე საშინელ სროლას
წავაწყდი.
– ჩამოვდივარ, ჩამოვდივარ, – დაიყვირა პუპო რომანმა. მირეია
ხალათს იცვამდა და პირჯვარს იწერდა: „ღმერთო ჩემო, ბიძაჩემი“.
„ღმერთმა ნუ ქნას, წმინდაო იესო“.
იმ მომენტიდან, ყოველ მომდევნო წუთს და საათს, იმ დროს, რო-
დესაც გადაწყდა მისი, მისი ოჯახის, შეთქმულების და ბოლოს და
ბოლოს, დომინიკის რესპუბლიკის ბედისწერა, გენერალმა ხოსე
რენე რომანმა სრულიად მკაფიოდ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
რატომ გააკეთა ზუსტად საწინააღმდეგო? მომდევნო თვეების გან-
მავლობაში, ძალიან ბევრჯერ დაუსვამს ამ კითხვას საკუთარ თავს,
მაგრამ პასუხს ვერ იპოვის. სანამ კიბეზე ჩამოდიოდა, ცხადად იცო-
და, რომ ამ ვითარებაში, სიცოცხლის წყურვილი თუ ჰქონდა და არ
სურდა შეთქმულება კრახით დასრულებულიყო, ერთადერთი სწო-
449
რი საქციელი იქნებოდა კარი გაელო SIM-ის ყოფილი უფროსის-
თვის, რეჟიმის კრიმინალურ ოპერაციებში ყველაზე მეტად გასვრი-
ლი სამხედროსთვის, ტრუხილიოს ბრძანებით უამრავი ადამიანის
მოტაცების, შანტაჟის, წამებისა და სიკვდილის უშუალო აღმსრუ-
ლებლისათვის და თავისი რევოლვერის ყველა ტყვია ზედ დაეხალა.
ნავახიტას თავისი საქმიანობის გამო არჩევანი არ ჰქონდა, ტრუხი-
ლიოსა და რეჟიმისთვის ძაღლის ერთგულება უნდა გაეწია, ციხეში
რომ არ წასულიყო ან არ მოეკლათ.
ყველაფერი შესანიშნავად იცოდა, მაგრამ კარი გააღო და სახ-
ლში შემოუშვა გენერალი ესპაილიატი და მისი მეუღლე, რომელსაც
ლოყაზე აკოცა და დაამშვიდა. ლიხია ფერნანდეს ესპაილიატს ში-
შისგან ჭკუა-გონება არეოდა, სისულელეებს როშავდა. ნავახიტამ
დაწვრილებით უამბო, რაც შეემთხვა: მანქანა რომ დაქოქა, გამაყ-
რუებელი სროლის ხმა გაიგონა, ერთმანეთს მიჰყვა რევოლვერის,
კარაბინისა და ავტომატის ხმა, მყისიერი გაელვებისას უფროსის
„შევროლე“ იცნო და თვალი მოჰკრა ვიღაცას, ვინც ისროდა, ეგებ
თავად ტრუხილიო იყო. დახმარება არ შეეძლო, სამოქალაქო ფორ-
მაში იყო, იარაღი არ ჰქონდა, გარდა ამისა, შეეშინდა ტყვია ლიხიას
არ მოხვედროდა და ამიტომ აქეთ წამოვიდა. ასე თხუთმეტი, ყველა-
ზე მეტი, ოცი წუთის წინ მოხდა ეს ამბავი.
– დამელოდე, ჩავიცვამ, – პუპომ კიბეზე აირბინა, მირეია ფეხდა-
ფეხ მისდევდა, ხელებს და თავს შეშლილივით იქნევდა.
– ძია ნეგროს უნდა გავაგებინოთ, – წამოიძახა მირეიამ, სანამ
ის ყოველდღიურ სამხედრო უნიფორმას იცვამდა. დაინახა, როგორ
მივარდა ტელეფონთან ისე, რომ სიტყვის წარმოთქმა არ აცალა.
იცოდა, მირეიასთვის ბიძამისთან დარეკვა რომ უნდა აეკრძალა,
მაგრამ არაფერი გაუკეთებია. ყურმილი გამოართვა და პერანგის
ღილების შეკვრა არ შეუწყვეტია ისე, გენერალ ექტორ ბიენვენიდო
ტრუხილიოს დაელაპარაკა:

450
– ახლახან მაცნობეს მის ბრწყინვალებაზე თავდასხმის შესახებ
სან კრისტობალის გზაზე. იქით მივდივარ. დაუყოვნებლივ მოგახსე-
ნებთ ყველაფერს.
ჩაიცვა და დატენილი კარაბინი M-1-ით ხელში ჩამოვიდა. იმის
ნაცვლად, რომ ნავახიტასთვის მიეშვირა და მისთვის ბოლო მოეღო,
სიცოცხლე კიდევ ერთხელ შეუნარჩუნა და მეტიც, დაუჯერა კიდეც,
როდესაც ესპაილიატი შეშინებული თაგვის თვალებით შეაცქერდა
და ურჩია, შეიარაღებული ძალებისათვის ებრძანებინა ადგილიდან
არ დაძრულიყვნენ.გენერალმა რომანმა 18 დეკემბრის ციხესიმაგ-
რეში დარეკა და გარნიზონს ყაზარმებში დარჩენა უბრძანა. აუხსნა,
რომ დედაქალაქიდან გასასვლელი გზები იხურებოდა და შიდა სამ-
ხედრო ხელმძღვანელობა გააფრთხილა, სულ მალე, უმნიშვნელო-
ვანეს სახელმწიფოებრივ საკითხთან დაკავშირებით ტელეფონით
ან რაციით დაგიკავშირდებითო. აცნობიერებდა, უძვირფასეს დროს
რომ ჰკარგავდა, მაგრამ სხვაგვარად მოქმედება არ შეეძლო, საკუ-
თარ თავს არწმუნებდა, ამ ქცევებით ნავახიტას ეჭვებს გავუფანტა-
ვო.
– წავიდეთ, – უთხრა ესპაილიატს.
– ლიხიას სახლში მივიყვან, – უპასუხა მან, – გზაზე შეგხვდები,
დაახლოებით მეშვიდე კილომეტრზეა.
როდესაც დაიძრა, საკუთარი მანქანის საჭეთან მჯდომმა გაიფიქ-
რა, რომ დაუყოვნებლივ გენერალ ხუან ტომას დიასის სახლში უნდა
მისულიყო, სახლიდან სულ რამდენიმე მეტრში იყო, რომ ვაცის
მკვლელობაში დარწმუნებულიყო, – უეჭველად ასე იქნება, – და სა-
ხელმწიფო გადატრიალების გეგმის განხორციელებას შესდგომო-
და. არჩევანი უკვე აღარ ჰქონდა: ტრუხილიო მკვდარი იყო თუ ცოც-
ხალი, ის შეთქმულების მონაწილედ რჩებოდა. მაგრამ, იმის ნაც-
ვლად, რომ იქ წასულიყო, სადაც ხუან ტომასი და ლუის ამიამა
ელოდნენ, მანქანა ჯორჯ ვაშინგტონის გამზირისკენ წაიყვანა. მესა-
ქონლეობის გამოფენასთან მანქანა შენიშნა, საიდანაც ნიშანს აძ-
451
ლევდნენ, პოლკოვნიკი მარკოს ანტონიო მორენო, ტრუხილიოს პი-
რადი დაცვის უფროსი და გენერალი პოუ იყვნენ.
– შეშფოთებული ვართ, – დაუყვირა მორენომ და მანქანიდან
თავი გამოყო, – მისი ბრწყინვალება სან კრისტობალში არ მისულა.
– თავდასხმა მოხდა, – ინფორმაცია მიაწოდა რომანმა, – გამომ-
ყევით!
გზის მეშვიდე კოლომეტრზე, როდესაც მორენომ და პოუმ ფარ-
ნით გაუნათეს დაცხრილული „შევროლე“ და დაინახა მტვრადქცეუ-
ლი შუშები, ცარიელი ვაზნები, ნამსხვრევები და ასფალტზე დაღვრი-
ლი სისხლის ლაქები, მიხვდა, რომ თავდასხმა წარმატებით დას-
რულდა. ტყვიების ასეთი წვიმიდან ცოცხალი ვერავინ გააღწევდა.
სწორედ ამიტომ მძევლად უნდა აეყვანა, დაეპატიმრებინა ან მო-
ეკლა მორენო და პოუ, ორი თავდაჯერებული, აღიარებული ტრუხი-
ლიოისტი და მანამ, ვიდრე ესპაილიატი და სხვა სამხედროები მო-
ვიდოდნენ, 18 დეკემბრის ციხესიმაგრეში უნდა გაფრენილიყო, იქ
საიმედოდ იქნებოდა დაცული. მაგრამ, ესეც არ გაუკეთებია, უფრო
მეტიც, მორენოსა და პოუსთან ერთად დამწუხრებულმა დაათვა-
ლიერა იქაურობა და გაუხარდა, პოლკოვნიკმა ბუჩქებში დაგდებუ-
ლი რევოლვერი რომ იპოვა. ცოტა ხნის შემდეგ გამოცხადდა ნავა-
ხიტა, მოვიდა პატრული და პოლიცია, რომელთაც უბრძანა, რომ ძი-
ება გაეგრძელებინათ, თავად სამხედრო შტაბში წავიდა.
როდესაც თავისი ოფიციალური მანქანით სერჟანტ მორონესს
18 დეკემბრის ციხესიმაგრეში მიჰყავდა, ზედიზედ რამდენიმე „ლაკი
სტრაიკი“ მოწია. ლუის ამიამა და ხუან ტომასი უეჭველად მის საძებ-
რად მოიჩქარიან უფროსის გვამით. მისი ვალია როგორმე ხმა მიაწ-
ვდინოს. მაგრამ, ამის ნაცვლად, სამხედრო შტაბში მისვლისას,
დაცვას უბრძანა, არავითარი საბაბით, ვინც არ უნდა მოსულიყო, ცი-
ხესიმაგრეში არ შემოეშვა.
ციხესიმაგრე აბობოქრებული დაუხვდა, რაც ასეთ დროს, სრუ-
ლიად წარმოუდგენელი რამ იყო. ვიდრე კიბეზე მიალაჯებდა სამუ-
452
შაო ოთახისკენ და თავის დაკვრით პასუხობდა ოფიცრების სალამს,
კითხვები შემოესმა: „თავდასხმის მცდელობა სოფლის მეურნეობი-
სა და მესაქონლეობის გამოფენასთან მოხდა, ჩემო გენერალო?“ –
პასუხის გასაცემად არ შეჩერებულა.
კაბინეტში ამღვრეული შევიდა, საკუთარი გულისცემის ხმა ეს-
მოდა, საკმარისი იყო თვალი შეევლო სამუშაო ოთახში შეკრებილი
ოცამდე მაღალი რანგის ოფიცრისთვის, რომ მიმხვდარიყო, ხელი-
დან გაშვებული შესაძლებლობების მიუხედავად, ჩაფიქრებული
გეგმის განხორციელებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლე-
ოდა, ეს ოფიცრები, მის დანახვაზე ქუსლი ქუსლს რომ შემოჰკრეს
და სამხედრო სალამი მისცეს, უმაღლესი სარდლობის ნარჩევი გუნ-
დი იყო – დიდი უმრავლესობა მისი მეგობარი და მისი ბრძანებების
მორჩილი. იცოდნენ ან გრძნობდნენ, ხელისუფლებაში მნიშვნელო-
ვანი სიცარიელე რომ გაჩნდა. ტრადიციულ დისციპლინასა და უფ-
როსის სრულ მორჩილებაში გაწვრთნილნი, ელოდნენ გენერალ
რომანს აეღო ხელში მართვის სადავეები და მკაფიო მიზანი დაესა-
ხა. გენერალ ფერნანდო ა. სანჩესის, გენერალ რადამეს უნგრიას,
გენერლების – ფაუსტო კამანიოსა და ფელიქს ერმიდას, პოლკოვ-
ნიკების – რივერა კუესტასა და კრუსადო პინიას, მაიორების – ვესი-
ნის პაგან მონტას, სალდანიას, სანჩეს პერესის, ფერნანდეს დომინ-
გესისა და ერნანდო რამირესის სახეებზე შიში და იმედი აღბეჭდი-
ლიყო. სურდათ გენერალ რომანს დაეხსნა იმ გაურკვევლობისა და
ეჭვებისგან, რომლისგანაც თავის დაცვა არ იცოდნენ. იმ მეთაურის
ცეცხლოვანი, მგზნებარე სიტყვა იყო საჭირო, რომელიც ნამდვილი
მამაკაცია და იცის რას აკეთებს. აუცილებელი იყო იმის ახსნა, რომ
ტრუხილიოს გაუჩინარება თუ სიკვდილი, რომლის მიზეზებიც ჯერ
კიდევ გამოსაკვლევი იყო, ქვეყანას გზას უხსნიდა ახალი შესაძლებ-
ლობებისკენ. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ქაოსის, ანარქიის,
კომუნისტური რევოლუციის, მისი შედეგებისა და ჩრდილოამერიკუ-
ლი ოკუპაციის თავიდან არიდება. ისინი, მოწოდებით და პროფესი-
453
ით პატრიოტები, ვალდებულნი არიან იმოქმედონ. ქვეყანა უფსკრუ-
ლისკენ მიექანება, სამწუხარო განუკითხაობამდე მივიდა ის რეჟიმი,
რომელმაც წარსულში შეუფასებელი სამსახური გაუწია რესპუბლი-
კას, მაგრამ ახლა ტირანიად იქცა და მთელი მსოფლიოს სიძულვი-
ლი დაიმსახურა. აუცილებელია მოვლენებს წინ გავუსწროთ, წინდა-
ხედულება გამოვიჩინოთ, მომავალი განვჭვრიტოთ. მოუწოდებს –
მას მიჰყვნენ, მხარდამხარ დადგნენ, რათა იმ უფსკრულში არ გა-
დაიჩეხონ, მათ თვალწინ რომ გაიხსნა. როგორც შეიარაღებული ძა-
ლების უფროსი, სამხედრო-სამოქალაქო ხუნტას ჩაუდგება სათავე-
ში. ხუნტის წევრები მნიშვნელოვანი პიროვნებები იქნებიან. ისინი
უზრუნველყოფენ დემოკრატიის გარდამავალ პერიოდს, ქვეყანას
შეერთებული შტატების სანქციებისგან გაათავისუფლებენ და გაერ-
თიანებული ერების ორგანიზაციის მეთვალყურეობით, არჩევნებს
ჩაატარებენ. ხუნტა ვაშინგტონის ხელდასხმულია. გენერალი მათ-
გან, ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ინსტიტუციის, შეიარაღებული
ძალების მეთაურებისგან ითხოვს თანადგომას. იცოდა, ამ სიტყვებს
ტაში რომ მოჰყვებოდა და თუ ვინმე მაინც დაეჭვდებოდა, სხვების
თავდაჯერებულობა დასჯაბნიდა და გაიმარჯვებდა. მაშინ იოლად
უბრძანებდა ისეთ საქმის შემსრულებელ ოფიცრებს, როგორებიც
ფაუსტო კამანიო და ფელიქს ერმიდა იყვნენ, რომ ტრუხილიოს ძმე-
ბი დაეჭირათ, კედელთან მიეყენებიათ აბეს გარსია, პოლკოვნიკი
ფიგეროა კარიონი, კაპიტანი კანდიტო ტორესი, კლოდოვეო ორტი-
სი, ამერიკო დანტე მინერვინო, სესარ როდრიგეს ვილიეტა და ალი-
სინიო პენია რივერა, რაც SIM-ის მანქანას გააუვნებლებდა. და,
თუმცა, ცხადად იცოდა, იმ წუთებში რაც უნდა ეთქვა და გაეკეთები-
ნა, კვლავ არაფერი გააკეთა. რამდენიმე წუთს მდუმარე ყოყმანის
შემდეგ, მხოლოდ ის აუწყა ოფიცრებს უგერგილო, მოჭრილი წინა-
დადებებითა და ენის ბორძიკით, რომ გენერალისიმუსზე თავდას-
ხმის გამო, შეიარაღებული ძალები ერთ მუშტად უნდა შეკრულიყ-
ვნენ და სამოქმედოდ სრულ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ. შეეძლო
454
ეგრძნო, დაენახა, ხელით შეხებოდა ქვემდგომების იმედგაცრუებას,
რომელთაც რწმენისა და შთაგონების ნაცვლად, საკუთარი გაუბე-
დაობა გადასდო. ეს ის არ იყო, რასაც ელოდნენ. თავისი შინაგანი
გაურკვევლობა რომ არ შეემჩნია, ქვეყნის შიგნით დისლოცირებულ
გარნიზონებსაც დაუკავშირდა. გენერალ სესარ ა. ოლივას – სან-
ტიაგოში, გენერალ გარსია ურბაესს – დახაბონში, გენერალ გუარი-
ონ ესტრელიას – ლა ვეგაში ზუსტად ისეთივე ბუნდოვანებით გა-
უმეორა – ენას ვერ იმორჩილებდა, თითქოს მთვრალი ყოფილიყო,
– რომ სავარაუდო პოლიტიკური მკვლელობის გამო, ჯარი ყაზარ-
მებში ჰყოლოდათ და მისი ბრძანების გარეშე ადგილიდან არ დაძ-
რულიყვნენ.
სატელეფონო ზარების მთელი სერიის შემდეგ, გადაწყვიტა ის
იდუმალი და უჩინარი არტახები გაეგლიჯა, ამდენ ხანს რომ ბორკავ-
და და ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადადგა.
– არ დაიშალოთ, – გამოაცხადა და ფეხზე წამოდგა, – ახლავე
უმაღლესი დონის შეხვედრას მოვიწვევ.
ბრძანა რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის, სამხედრო უშიშროე-
ბის სამსახურის უფროსისთვის და ყოფილი პრეზიდენტისთვის, ექ-
ტორ ბიენვენიდო ტრუხილიოსთვის დაერეკათ. ყველას მოიყვანს
და სამივეს აქ დააპატიმრებს. თუ ბალაგერი შეთქმულებაში მონაწი-
ლეობს, გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ოფიცრებში
დაბნეულობა, ფარული გამოხედვები და ჩურჩული შენიშნა. ტელე-
ფონი მიაწოდეს. დოქტორი ბალაგერი ლოგინიდან წამოაყენეს:
– ვწუხვარ, რომ გაღვიძებთ, სენიორ პრეზიდენტო. მის ბრწყინ-
ვალებას თავს დაესხნენ, სან კრისტობალისკენ რომ მიემგზავრებო-
და. როგორც შეიარაღებული ძალების უფროსმა, საგანგებო თათბი-
რი მოვიწვიე 18 დეკემბრის ციხესიმაგრეში. გთხოვთ, დრო არ და-
კარგოთ და სასწრაფოდ მობრძანდეთ.
პრეზიდენტმა ბალაგერმა კარგა ხანს არაფერი უპასუხა. სიჩუმე
იმდენ ხანს გაგრძელდა, რომანმა იფიქრა, სატელეფონო კავშირი
455
შეწყდაო. რამ გამოიწვია ბალაგერის სიმუნჯე? მოულოდნელობამ?
კმაყოფილებამ, რომ გეგმის განხორციელება დაიწყო? თუ უდროო
დროს შემოსული ზარის მიმართ უნდობლობამ? ბოლოს, სრულიად
უემოციოდ წარმოთქმული პასუხი მოისმინა:
– თუ ასეთი მძიმე შემთხვევა მოხდა, როგორც რესპუბლიკის
პრეზიდენტს, მთავრობის სასახლეში მევალება ყოფნა და არა ყა-
ზარმაში, იქით მივდივარ. მოგახსენებთ, რომ თათბირი ჩემს კაბი-
ნეტში ჩატარდება. ღამე მშვიდობისა.
ყურმილი ისე დაკიდა, გენერალ რომანს პასუხის გაცემა არ აცა-
ლა.
ჯონი აბესმა ყურადღებით მოუსმინა. კეთილი, მოვა შეხვედრაზე,
მაგრამ ჯერ კაპიტან საკარიას დე ლა კრუსის ჩვენებას მოისმენს,
მძიმედაა დაჭრილი, ახლახან მივიდა „მარიონის“ კლინიკაში. მხო-
ლოდ ნეგრო ტრუხილიო დათანხმდა მიწვევას. „ახლავე მოვდი-
ვარ“. იგრძნობოდა, რომ თავზარდაცემული იყო მომხდარი ამბით.
მაგრამ, როდესაც ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ არ გამოჩ-
ნდა, გენერალი ხოსე რენე რომანი მიხვდა, რომ უკანასკნელი წუთე-
ბის გეგმას ვეღარ განახორციელებდა. იმ სამთაგან ხაფანგში არა-
ვინ გაებმებოდა. და ის, თავისი არათანმიმდევრული ქმედებების
წყალობით, ნელ-ნელა ეფლობოდა იმ მოძრავ ქვიშაში, საიდანაც
სულ ცოტა ხანში, გაქცევა შეუძლებელი იქნებოდა. თუ სამხედრო
თვითმფრინავს არ ჩაიგდებდა ხელში, რომელიც ჰაიტიში, ტრინი-
დადში, პუერტო-რიკოში, საფრანგეთის ანტილიაში ან ვენესუელაში
გადაიყვანდა, სადაც ხელგაშლილი შეეგებებოდნენ. ამ წუთიდან
მოყოლებული, ძილ-ბურანში ჩაეფლო, თითქოს დრო გაჩერდა, ან
იმის ნაცვლად, რომ წინ წასულიყო, შეურაცხადივით ტრიალებდა
ერთ ადგილზე, რაც თრგუნავდა და აგიჟებდა. ვეღარასოდეს გამოვა
ამ მდგომარეობიდან იმ ოთხთვე-ნახევრის განმავლობაში, კიდევ
რომ იცოცხლა, თუ შეიძლებოდა მის სიცოცხლეს სიცოცხლე რქმე-
ოდა და არა ჯოჯოხეთი ან კოშმარი. 1961 წლის 12 ოქტომბრამდე
456
დროის ქრონოლოგიის მკაფიო შეგრძნება არ დაბრუნებია. მაგრამ
კი ჰქონდა მისტერიული მარადიულობის განცდა, რომელიც არასო-
დეს აინტერესებდა. გონებრივი სიცხადის წამებში, ხანდახან რომ
შეაკრთობდა, ახსენდებოდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომ ეს
კოშმარი არ დასრულებულა და საკუთარ თავს პირვანდელი დაუნ-
დობლობით ძიძგნიდა; იცოდი ყველაფერი, რაც გელოდა და რატომ
არ მოიქეცი ისე, როგორც საჭირო იყო? ეს კითხვა უფრო სტანჯავდა,
ვიდრე ის არაადამიანური წამება, ვაჟკაცურად რომ შეხვდა, თით-
ქოს საკუთარი თავისთვის სურდა დაემტკიცებინა, რომ სილაჩრეს
არ უბიძგებია იმ გადაწყვეტილებებისკენ, იმ დაუსრულებელ, 1961
წლის 31 მაისის ღამეს რომ მიიღო.
ძალა არ შესწევდა თანამიმდევრულად ემოქმედა, ურთიერთსა-
წინააღმდეგო განკარგულებებს გასცემდა და შეცდომას შეცდომაზე
უშვებდა. თავის ცოლისძმას, გენერალ ვირხილიო გარსია ტრუხი-
ლიოს უბრძანა, სან ისიდროს სამხედრო-საჰაერო ბაზიდან ოთხი
ტანკი და სამი ქვეითი ბრიგადა მოეყვანა 18 დეკემბრის ციხესიმაგ-
რის გასამაგრებლად. შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, იქაუ-
რობა მიატოვა და მთავრობის სასახლეში წავიდა. შტაბის უფროსს,
ახალგაზრდა გენერალს, ტუნტინ სანჩესს უბრძანა, დაუყოვნებლივ
ეცნობებინა ახალი ამბები. წასვლამდე ლა ვიქტორიაში ამერიკო
დანტე მონერვინოს დაურეკა: კატეგორიულად უბრძანა, მაშინვე,
სრულიად საიდუმლოდ მოეკლა მაიორი სეგუნდო იმბერტი ბარერა-
სი და რაფაელ აუგუსტო სანჩეს საულიეი და მათი გვამები გაექრო.
შიშობდა, ანტონიო იმბერტს, შეთქმულთა მოქმედი გუნდის წევრს,
თავისი ძმა არ ჰყოლოდა გაფრთხილებული შეთქმულებაში რომა-
ნის მონაწილეობის შესახებ. მსგავს დავალებებს ჩვეულ ამერიკო
დანტე მინერვინოს კითხვები არ დაუსვამს: „გასაგებია ბრძანება,
ჩემო გენერალო“. გაუგებრობაში ჩააგდო გენერალი ტუნტინ სანჩე-
სი, როდესაც დაავალა გაეფრთხილებინა SIM-ის პატრული, სამ-
ხედრო-საჰაერო ძალები და ტრუხილიოს ძებნაში ჩართული ყველა
457
სამხედრო ნაწილი, რომ ის პირები, რომლებიც „მტრების“ ან „არა-
კეთილგანწყობილი“ ხალხის სიაში იყო, უმნიშვნელო წინააღმდე-
გობის გაწევისთანავე ადგილზე დაეხოცათ („არ გვჭირდება პატიმ-
რები, რომლებისთვისაც შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები
ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიას იწყებენ“ ). „სიტყვა-სიტ-
ყვით გადავცემ თქვენს მითითებებს, ჩემო გენერალო“.
ციხესიმაგრიდან მთავრობის სასახლისკენ მიმავალს, მორიგე
ლეიტენანტმა აცნობდა, ცოტა ხნის წინ შესასვლელს უცხო მანქანა
მოუახლოვდა ორი სამოქალაქო პირით, ერთ-ერთი აცხადებდა გე-
ნერალ რომანის ძმა, რამონი (ბიბინი) ვარო და დაჟინებით ითხოვ-
და მასთან შეხვედრას. ლეიტენანტმა ბრძანება შეასრულა და აიძუ-
ლა აქედან წასულიყვნენ. თავი დაუქნია, არაფერი უთქვამს. ესე იგი,
ძმა შეთქმულების მონაწილეა და ისიც გადაიხდის მის ეჭვებსა და
გაუბედაობის საფასურს. ამ უცნაური ჰიპნოზით მონუსხულმა გა-
იფიქრა, ეს დაძაბუნება ეგებ იმის ბრალია, რომ უფროსის სხეული
კი მკვდარია, მაგრამ მის სულს კვლავ მონობაში ვყავარო.
პალასიო ნასიონალში ქაოსი და უნუგეშობა სუფევდა თითქმის
მთელი ტრუხილიოს ოჯახი შეკრებილიყო, საჯირითო ჩექმებში გა-
მოწყობილ პეტანს მხარზე ავტომატი ეკიდა, – ახალი ჩამოსული იყო
ბონაოდან, სადაც მამული ჰქონდა, – მოუსვენრად აქეთ-იქით დადი-
ოდა, ცხენოსნის კარიკატურას ჰგავდა. ექტორი (ნეგრო) სავარძელ-
ში ჩაფლულიყო, მკლავებს ისრესდა, თითქოს სიცივეს აეტანა. მი-
რეია და თავისი სიდედრი, მარინა, დონია მარიას, უფროსის მეუღ-
ლეს ანუგეშებდნენ, ის კი მიცვალებულივით გაფითრებულიყო, თვა-
ლებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა. ერთადერთი, მშვენიერი ანხე-
ლიტა ტიროდა და ხელებს იმტვრევდა, ამაოდ ცდილობდა მისი მე-
უღლე, პოლკოვნიკი ხოსე ლეონ ესტევესი (პეჩიტო) – სამხედრო
უნიფორმაში გამოწყობილი მწუხარე სახის რაინდი, – მის დამშვი-
დებას. იგრძნო, რომ ყველამ ისარივით მზერა ესროლა: რა ამბებია?
მივიდა, სათითაოდ მოეხვია ყველას: ქალაქს ფარცხავენ, სახლი-
458
დან-სახლში, ქუჩიდან-ქუჩაზე და ანაზდად... მიხვდა, რომ იქ მყო-
ფებმა იმაზე მეტი იცოდნენ, ვიდრე შეიარაღებული ძალების მეთა-
ურმა. ერთ-ერთი შეთქმული ჩაუვარდათ ხელში, ყოფილი სამხედ-
რო, პედრო ლივიო სედენიო, რომელიც ახლა საერთაშორისო კლი-
ნიკაში დაკითხვაზე ჰყავს ჯონი აბესს. პოლკოვნიკმა ხოსე ლეონ ეს-
ტევესმა უკვე ყველაფერი მოახსენა რამფისსა და რადამესს, რომ-
ლებიც ამ წუთებში „Air France“-ს თვითმფრინავის დაქირავებას
ცდილობენ, პარიზიდან რომ ჩამოვიდნენ. ამ მომენტიდან გენერა-
ლი რომანი იმასაც მიხვდა, რომ მისი კუთვნილი ძალაუფლება, რო-
მელიც უკანასკნელ საათებში ფუჭად გაფლანგა, ნელ-ნელა ხელი-
დან ეცლებოდა: გადაწყვეტილებები აღარ მოდიოდა მისი კაბინეტი-
დან, არამედ SIM-ის უფროსის, ჯონი აბეს გარსიასა და პოლკოვნიკ
ფიგეროა კარიონის, ან ტრუხილიოს ნათესავებისა და მასთან დაახ-
ლოებული პირებისგან, როგორებიც პეჩიტო ან მისი ცოლისძმა,
ვირხილიო იყვნენ. უხილავი წნეხი ძალაუფლებას აშორებდა. არ
გაჰკვირვებია, ნეგრო ტრუხილიომ მიწვეულ თათბირზე გამოუცხა-
დებლობის გამო, ახნსა-განმარტებით რომ არ მიმართა.
ჯგუფისგან განცალკევდა, ტელეფონის კაბინაში შევიდა და ციხე-
სიმაგრეში დარეკა. გენერალური შტაბის უფროსს უბრძანა, საერ-
თაშორისო კლინიკაში ჯარი გაეგზავნა და მკაცრი მეთვალყურეობა
დაეწესებინა ყოფილი ოფიცრის, პედრო ლივიო სედენიოსთვის. ყო-
ველმხრივ აღეკვეთა, რომ SIM-ის ხალხს იქიდან გამოეყვანა და წი-
ნააღმდეგობის შემთხვევაში, ძალა გამოეყენებინა. პატიმარი 18 დე-
კემბრის ციხესიმაგრეში უნდა გადაეყვანათ. პირადად წავიდოდა
მის დასაკითხად, ხანგრძლივი და საზიზღარი დუმილის შემდეგ,
ტუნტინ საჩესი დამშვიდობებით შემოიფარგლა: „ღამე მშვიდობისა,
ჩემო გენერალო“. თავზარდაცემულმა საკუთარ თავს უთხრა, რომ
მთელი ღამის განმავლობაში, ეს უკანასკნელი ზარი, შესაძლოა, მი-
სი ყველაზე უარესი შეცდომა იყო.

459
იმ დარბაზში, სადაც ტრუხილიოები იყვნენ, მათ გარდა, კიდევ
იყო ხალხი. ყველანი მწუხარედ, უსიტყვოდ უსმენდნენ პოლკოვნიკ
ჯონი აბესს, რომელიც ფეხზე მდგომი ნაღვლიანად საუბრობდა:
– გზაზე ნაპოვნი კბილის პროთეზი მის ბრწყინვალებას ეკუთ-
ვნის. ექიმმა ფერნანდო კამინომ დაადასტურა. შეიძლება ვივარა-
უდოთ, რომ თუ არ მომკვდარა, უმძიმეს მდგომარეობაშია.
– მკვლელებს რა დაემართათ? –იკითხა გენერალმა რომანმა
გამომწვევად, – იმ სუბიექტმა ილაპარაკა? თანამოაზრეები დაასმი-
ნა?
SIM-ის უფროსის ლოყებგაფუებული სახე მისკენ შემობრუნდა,
თავისი გომბეშოს თვალებით ისეთი მზერა შეავლო, რომ უკიდურე-
სად მგრძნობიარე გენერალმა გაიფიქრა, პოლკოვნიკი დამცინისო.
– სამნი დაასახელა, – თქვა ჯო ნი აბესმა, თვალის დაუხამხამებ-
ლად მიშტერებოდა, – ანტონიო იმბერტი, ლუის ამიამა და გენერა-
ლი ხუან ტომას დიასი, ის არის ყველაფრის მოთავეო, – ამბობს.
– დაიჭირეს?
– ჩემი ხალხი მთელ სიუდად ტრუხილიოში ეძებს, – დაარწმუნა
აბეს გარსიამ, – ჰო, კიდევ ერთი რამ, ამერიკის შეერთებული შტა-
ტები დგას ამ ყველაფრის უკან.
გენერალმა ჯონი აბესს ჩატარებული სამუშაო მიულოცა რამდე-
ნიმე სიტყვით და სატელეფონო კაბინაში დაბრუნდა, კვლავ გენე-
რალ ტუნტინ სანჩესს დაურეკა. პატრულს დაუყოვნებლივ უნდა და-
ეპატიმრებინა გენერალი ხუან ტომას დიასი, ლუის ამიამა, ანტონიო
იმბერტი და მათი ოჯახის წევრები, „ცოცხლები ან მკვდრები, მნიშ-
ვნელობა არა აქვს, სჯობს მკვდრები, CIA-მ შესაძლოა მათი ქვეყნი-
დან გაყვანა სცადოს. როდესაც ყურმილი დაკიდა, ბოლომდე გაიაზ-
რა, რომ მოვლენების განვითარების მიხედვით, უცხოეთში თავშე-
საფრის ძებნაც აღარ იყო რეალური. ტყვია უნდა დაეხალა.

460
დარბაზში კვლავ ჯონი აბესი განაგრძობდა საუბარს. უკვე არა
მკვლელობაზე, არამედ იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ქვეყანა აღ-
მოჩნდა.
– ასეთ ვითარებაში, აუცილებელია ტრუხილიოს ოჯახის რომე-
ლიმე წევრმა დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი, – განაცხადა მტკიცედ,
– დოქტორი ბალაგერი უნდა გადადგეს და თანამდებობა გენერალ
ექტორ ბიენვენიდოს ან გენერალ ხოსე არისმენდის დაუთმოს. ასე
ხალხი მიხვდება, რომ უფროსის სულისკვეთება, ფილოსოფია და
პოლიტიკა არ დასრულებულა და კვლავ დომინიკელთა ცხოვრებას
წარმართავს.
უხერხული დუმილი ჩამოწვა. დამსწრენი ერთმანეთს შესცქე-
როდნენ. პეტან ტრუხილიოს ვულგარულმა, მძიმე ხმამ მჭექარედ
დაიქუხა დარბაზში:
– ჯონი აბესი მართალია, ბალაგერი უნდა გადადგეს. მე და ნეგ-
რო შევითავსებთ პრეზიდენტის პოსტს. ხალხს ეცოდინება, რომ
ტრუხილიო არ მომკვდარა.
სწორედ მაშინ, გენერალმა რომანმა დამსწრეთა მზერას გააყო-
ლა თვალი და აღმოაჩინა, რომ მარიონეტი პრეზიდენტიც იქ იყო. პა-
ტარა და როგორც ყოველთვის, მოკრძალებული, სკამზე კუთხეში
დამჯდარიყო, თითქოს ცდილობდა, თავისი არსებობით ვინმე უხერ-
ხულობაში არ ჩაეგდო. პროტოკოლის შესაბამისად ეცვა, როგორც
ყოველთვის და ისეთ უშფოთველობას ასხივებდა, თითქოს საუბარი
უმნიშვნელო პროცედურას ეხებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, ოდნავ გა-
ღიმებულმა მშვიდად ისაუბრა და დაძაბულობა განმუხტა.
– როგორც მოგეხსენებათ, მე გახლავართ რესპუბლიკის პრეზი-
დენტი გენერალისიმუსის გადაწყვეტილებით, რომელიც მუდამ კონ-
სტიტუციური წესრიგის შესაბამისად მოქმედებდა. ამ პოსტს იმისათ-
ვის ვიკავებ, საქმეები რომ გავაიოლო და არა პირიქით. თუ ჩემი გა-
დადგომა ვითარებას შეამსუბუქებს, კი ბატონო, გადავდგები. მაგ-
რამ, ნება მიბოძეთ, ერთი რამ მოგახსენოთ, ვიდრე ტრანსცენდენ-
461
ტულ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, რაც კანონიერებასთან გან-
ხეთქილებას ნიშნავს: მიზანშეწონილი ხომ არ იქნება გენერალ რამ-
ფის ტრუხილიოს ჩამოსვლას დაველოდოთ? როგორ ფიქრობთ, გე-
ნერალისიმუსის უფროს შვილს, მის სულიერ მემკვიდრეს, სამხედ-
როსა და პოლიტიკოსს, ანგარიში არ უნდა გავუწიოთ?
მობრუნდა და იმ ქალს შეხედა, რომლისთვისაც ტრუხილიოსტე-
ბის მკაცრი პროტოკოლის მიხედვით, სოციალური ქრონიკის ჟამ-
თააღმწერლებს, ღრმად პატივცემული ქალბატონი უნდა ეწოდები-
ნათ. მარია მარტინეს ტრუხილიო მაშინვე გამოეხმაურა ბალაგერის
ნათქვამს.
– დოქტორი ბალაგერი მართალს ბრძანებს. ვიდრე რამფისი არ
ჩამოვა, არაფერი შეიცვლება, – მის მრგვალ სახეს სიცოცხლის ნი-
შანწყალი დაბრუნებოდა.
როდესაც დაინახა, როგორ მორცხვად დახარა თვალები რეს-
პუბლიკის პრეზიდენტმა, გენერალი რომანი წამით გამოერკვა თა-
ვისი ბლანტი გონებრივი მდგომარეობიდან და გაიფიქრა, რომ მის-
გან განსხვავებით, ამ უიარაღო ქონდრისკაცმა, ლექსებს რომ წერ-
და და ასეთი პაწაწინა ეჩვენებოდა პისტოლეტებითა და ავტომატე-
ბით შეიარაღებული მაჩოები სამყაროში, ზუსტად იცოდა რა სურდა,
რას აკეთებდა და ერთი წამითაც არ კარგავდა სიმშვიდეს. იმ ღამის
განმავლობაში, ყველაზე გრძელი ღამის, მისი ნახევარსაუკუნოვანი
ცხოვრების გზაზე, გენერალმა რომანმა აღმოაჩინა, რომ იმ სიცა-
რიელესა და ქაოსში, უფროსის ამბავმა რომ გამოიწვია, ეს მეორე-
ხარისხოვანი პიროვნება, რომელიც ყველას ყოველთვის მხოლოდ
გადამწერი და რეჟიმის დეკორატიული ფიგურა ეგონა, მათ თვალ-
წინ განსაცვიფრებელ ძალაუფლებას იკრებდა.
მომდევნო საათებში, როგორც სიზმარში, ისე ხედავდა ტრუხი-
ლიოს ნათესავების, ახლობლებისა და სამხედრო მეთაურების გუნ-
დი როგორ იკვრებოდა, იშლებოდა და კვლავ იკვრებოდა, მოვლე-
ნების განვითარების შესაბამისად. თითქოს თავსატეხის პატარა ნა-
462
წილები მოძრაობდნენ, სიცარიელეს ავსებდნენ და ერთმანეთს
ენაცვლებოდნენ მანამ, ვიდრე ერთიანი, მჭიდრო სურათი არ შეიქ-
მნა.
შუაღამეს პალასიო ნასიონალში შეკრებილებს მოახსენეს, რომ
თავდასხმის ადგილზე ნანახი პისტოლეტი გენერალ ხუან ტომას დი-
ასს ეკუთვნოდა. როდესაც რომანმა ბრძანა, ხუან ტომასის სახლის
გარდა, მისი ყველა და-ძმის სახლი გაეჩხრიკათ, მოახსენეს, რომ
საქმეს უკვე შესდგომოდა SIM-ის პატრული, პოლკოვნიკ ფიგეროა
კარიონის მეთაურობით, ხოლო ხუან ტომასის ძმა, მოდესტო დიასი,
რომელიც მისმა მეგობარმა, მამლების ჩხუბის მოყვარულმა, ჩუჩო
მალაპუნტამ გადასცა SIM-ს (თავს მასთან აფარებდა), უკვე დაპა-
ტიმრებულია და ლა კუარენტაში ზის. თხუთმეტი წუთის შემდეგ პუ-
პომ შვილს, ალვაროს დაურეკა ტელეფონით და სთხოვა, სახლიდან
დამატებითი ვაზნები მოეტანა კარაბინისთვის (მხრიდან არ მოუხ-
სნია). დარწმუნებული იყო, ნებისმიერ წამს ან თავის დაცვა მოუწევ-
და, ან საკუთარი ხელით სიცოცხლის მოსწრაფება. ჯონი აბესის კა-
ბინეტში, მასთან და პოლკოვნიკ ლუის ხოსე ლეონ ესტევესთან (პე-
ჩიტო) ეპისკოპოს რეილის შესახებ გამართული თათბირის დროს,
ინიციატივა გამოთქვა თავისი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ გა-
მოეთრია სანტო დომინგოს კოლეჯიდან ეპისკოპოსი და მხარი და-
უჭირა SIM-ის უფროსის მოსაზრებას მისი მოკვლის შესახებ. ეჭვი
არავის ეპარება, ეკლესია დანაშაულებრივი ხლართის მონაწილეა-
ო, – გამოაცხადა. ანხელიტა ტრუხილიოს მეუღლემ ხელი რევოლ-
ვერზე იტაცა, ჩემთვის დიდი პატივი იქნება ამ ბრძანების შესრულე-
ბაო. ერთ საათში გაცეცხლებული მობრუნდა უკან. ოპერაციამ მწვა-
ვე შეხლა-შემოხლის გარეშე ჩაიარა, თუ არ გავითვალისწინებთ
რამდენიმე დარტყმას, მონაზვნებმა, ღვთისმსახურებმა და იმ გრინ-
გოებმა რომ იგემეს, რომლებიც ეპისკოპოსის გამოსარჩლებას შე-
ეცადნენო. ერთადერთი მკვდარი გერმანული ნაგაზია, კოლეჯის
მცველი, რომელსაც სანამ ტყვიას დაახლიდნენ, caliès-ს უკბინა.
463
ეპისკოპოსი ამჟამად სამხედრო-საჰაერო ბაზაზეა დაკავებული, სან
ისიდროს ქუჩის მეცხრე კილომეტრზე. კომენდანტმა როდრიგეს
მენდესმა, ცენტრის მეთაურმა, ეპისკოპოსის სიკვდილით დასჯაზე
უარი განაცხადა და პეჩიტო ლეონ ესტევესს ეპისკოპოსისთვის ხე-
ლის ხლება აუკრძალა, რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებას ვას-
რულებო.
გაოგნებულმა რომანმა ჰკითხა, ბალაგერს თუ გულისხმობო.
არანაკლებ განცვიფრებულმა ანხელიტას მეუღლემ დაუდასტურა:
– როგორც ჩანს, ჰგონია რომ არსებობს. წარმოუდგენელი ის კი
არაა, ეს არამკითხე რომ ყველგან ეჩრება, არამედ ის, მის ბრძანე-
ბებს რომ ემორჩილებიან. რამფისმა თავის ადგილზე უნდა მოსვას.
– რამფისის ლოდინი საჭირო არაა, მაგ საკითხს მე თავად მო-
ვაგვარებ ახლავე.
პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მხნედ გაალაჯა, მაგრამ დერე-
ფანში თავბრუ დაეხვა. კედელზე ხელის ცეცებით მიაღწია განმარ-
ტოებულად მდგარ სავარძელს და ზედ მოიცელა. წამსვე ჩაეძინა.
ერთი-ორი საათის შემდეგ, როდესაც გაეღვიძა, ბუნდოვნად მო-
აგონდა, სისხლისგამყინავი კოშმარი რომ დაესიზმრა: სიცივისგან
აკანკალებული იდგა დათოვლილ სტეპში და ხედავდა, როგორ უახ-
ლოვდებოდა ნელ-ნელა მგლების ხროვა. შემკრთალი წამოხტა და
პრეზიდენტ ბალაგერის კაბინეტისკენ გასწია. წყვილად გაღებული
კარი დაუხვდა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამ მეტიჩარა პიგ-
მეისთვის თავისი ავტორიტეტი ეჩვენებინა, მაგრამ, სრულიად მო-
ულოდნელად, კაბინეტში თავად ეპისკოპოს რეილის შეეფეთა. სა-
ხემოქცეული, შემოფლეთილსამოსიანი, ცემით დალურჯებული
ეპისკოპოსი, ყველაფრის მიუხედავად, მეფესავით ღირსეულად იდ-
გა. რესპუბლიკის პრეზიდენტი ემშვიდობებოდა.
– ოჰ, მონსენიორ, შეხედეთ ვინ მოვიდა, შეიარაღებული ძალე-
ბის უფროსი, გენერალი რენე რომან ფერნანდესი, – წარუდგინა, –
სურს მწუხარება გამოხატოს სამხედრო ხელისუფლების სავალალო
464
გაუგებრობის გამო. პირობას გაძლევთ, ჩემი სახელით და შეიარა-
ღებული ძალების უფროსის სახელით, რომ აღარასოდეს განმეორ-
დება, მართალს არ ვამბობ, გენერალო რომან? არც თქვენ, არც რო-
მელიმე ღვთისმსახურს და არც სანტო დომინგოს დებს აღარ შეაწუ-
ხებენ. მე თავად ავუხსნი ყველაფერს sister ვილიამინსა და sister ჰე-
ლენ კლერს. ძალიან რთულ ვითარებაში ვცხოვრობთ, თქვენ გა-
მოცდილი ადამიანი ბრძანდებით და უთუოდ გაგვიგებთ. ზოგიერთი
ქვემდგომი კონტროლს კარგავს და თავაშვებულად მოქმედებს,
როგორც ამ ღამეს. ეს აღარ განმეორდება, განკარგულება გავეცი,
დაცვამ სანტო დომინგოს კოლეჯამდე მიგაცილოთ. უმორჩილესად
გთხოვთ, ნებისმიერი გართულებისთანავე პირადად მე დამიკავ-
შირდეთ.
ეპისკოპოსმა რეილიმ, რომელიც ამ ყველაფერს ისე შესცქერო-
და, თითქოს უცხოპლანეტელები შემოესივნენო, დამშვიდობების
ნიშნად თავი უხერხულად დაუკრა. რომანმა ხელი ავტომატს სტაცა
და დოქტორ ბალაგერს მივარდა:
– ახსნა-განმარტება გმართებთ, სენიორ ბალაგერო. ვინ ხართ
თქვენ, ჩემი ბრძანების საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებთ, სამხედ-
რო ნაწილში რომ რეკავთ, პროტოკოლს არაფრად აგდებთ და ჩემ-
დამი დაქვემდებარებულ ოფიცერს ბრძანებას რომ აძლევთ?
ქონდრისკაცმა ისე შეხედა, თითქოს წვიმის ხმას უსმენდა. ცოტა
ხანს დააკვირდა, შემდეგ მეგობრულად გაუღიმა და საწერი მაგიდის
პირისპირ მდგარ სკამზე დაჯდომა შესთავაზა. პუპო რომანი ადგი-
ლიდან არ განძრეულა. ძარღვებში ისე უდუღდა სისხლი, როგორც
თავდახურულ ქვაბში დუღს აქაფქაფებული წყალი.
– უპასუხე ჩემს შეკითხვას, ჯანდაბა! – დაიყვირა.
დოქტორი ბალაგერი არც ამჯერად აღელვებულა. ისევე რბი-
ლად, მამაშვილურად დაამუნათა, როგორც ლექსებს წარმოსთქვამ-
და და დისკურსებს კითხულობდა.

465
– გონება გაქვთ დაბინდული და საამისოდ, მიზეზები არ გაკლი-
ათ, გენერალო. მაგრამ ძალისხმევას მოუხმეთ. შესაძლოა, რესპუბ-
ლიკის ისტორიაში ყველაზე კრიტიკულ მომენტში ვიყოთ და თქვენ,
როგორც არავის, ისე გევალებთ ქვეყნისთვის სიმშვიდის მაგალი-
თის მიცემა.
პრეზიდენტმა გენერლის გაცოფებულ მზერას თვალი გაუსწორა
– პუპო სურვილმა შეიპყრო, სახეში ეხეთქა და ამავე დროს, ცნობის-
მოყვარეობა ჰკლავდა, – ბალაგერი საწერ მაგიდასთან დაჯდა და
იმავე ინტონაციით განაგრძო:
– მადლობა მითხარით, უმძიმესი შეცდომის ჩადენის უფლება
რომ არ მოგეცით, გენერალო. ეპისკოპოსის მოკვლა თქვენს პრობ-
ლემებს ვერ მოაგვარებდა. პირიქით, დაამძიმებდა. თუ რამეში გა-
მოგადგებათ, მინდა იცოდეთ, რომ ის პრეზიდენტი, რომლის გასა-
ლანძღადაც მოხვედით, მზადაა დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.
თუმცა, ვეჭვობ, ბევრის გაკეთება შემეძლოს.
რომანს მის სიტყვებში ირონია არ უგრძნია. მუქარა იყო? არა, იმ
დიდსულოვანი მზერით თუ განსჯიდა, ბალაგერი რომ შესცქეროდა.
მისი რისხვა უკვალოდ გაქრა, ახლა შიში დაეუფლა, ამ დაშაქრული
ჯუჯაკაცის სიმშვიდის შურდა.
– იცოდეთ, რომ ლა ვიქტორიაში სეგუნდო იმბერტისა და პაპიტო
სანჩესის მოკვლის ბრძანება გავეცი, – დაიქუხა ჭკუიდან გადამცდა-
რივით, არ ფიქრობდა, რას ამბობდა, – ისინიც შეთქმულებაში იყ-
ვნენ. ყველას იგივე ბედი ეწევა, ვინც უფროსის მკვლელობაში მონა-
წილეობდა.
დოქტორმა ბალაგერმა თავი ოდნავ დაუკრა, გამომეტ- ყველება
არ შეცვლია.
– დიდ გასაჭირს დიდი გადაწყვეტილებები სჭირდება! – წაიბუტ-
ბუტა ბალაგერმა იდუმალებით. სკამიდან წამოდგა და ოთახიდან
დაუმშვიდობებლად გავიდა.

466
რომანი გაშეშებული იდგა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ბოლოს,
გადაწყვიტა თავის ოფისში წასულიყო. ღამის სამის ნახევარზე მი-
რეია, რომელსაც დასამშვიდებელი წამალი დაელია, გასკუეს სახ-
ლში მიიყვანა. სახლში თავისი ძმა, ბიბინი დაუხვდა, ხელში „კარტა
დორადას“ ბოთლი ეჭირა, დაცვის ჯარისკაცს აიძულებდა, ვისკი
პირდაპირ ბოთლიდან დაელია. ბიბინი – უქნარა, მოქეიფე, მექალ-
თანე, მოარშიყე, მოთამაშე, კარგი ბიჭი ბიბინი, ფეხზე ძლივს იდგა.
ზურგზე მოიკიდა და ისე აიყვანა მეორე სართულზე აბაზანაში, გულს
ავარევინებ და პირს მოვბანო, საბაბად მოიტანა. როგორც კი მარ-
ტონი დარჩნენ, ბიბინმა ტირილი დაიწყო. ძმას უზომოდ ნაღვლიანი
თვალებით შესცქეროდა, დორბლის ძაფები ობობას ქსელივით ეკი-
და ტუჩებზე. ხმადაბლა, ენის ბორძიკით უამბო მთელი ღამე ის, ლუ-
ის ამიამა და ხუან ტომასი როგორ ეძებდნენ მთელ ქალაქში და რომ
ვერ იპოვეს, სასოწარკვეთილები ლანძღავდნენ და აგინებდნენ.რა
მოხდა, პუპო? რატომ არაფერი გააკეთე? რატომ დაიმალე? გეგმა
ხომ გქონდა? შეთქმულმთა ჯგუფმა თავისი წილი შეასრულა. გვამი
მოიტანეს, როგორც ითხოვდი.
– შენ რატომ არ შეასრულე დანაპირები, პუპო? – ოხვრისგან
მკერდი უთრთოდა, – ახლა, რა ბედი გვეწევა?
– დრო არ მეყო, ბიბინ, ნავახიტა ესპაილიატი გამოჩნდა და ყვე-
ლაფერი ნახა, არ გამოვიდა, ახლა...
– ახლა ყოფა გვეტირება, – დაიხროტინა ბიბინმა და ნახველი გა-
დაყლაპა, – ლუის ამიამას, ხუან ტომასს, ანტონიო დე ლა მასას, ტო-
ნი იმბერტს, ყველას, მაგრამ, ყველაზე მეტად, შენ! შენ და შემდეგ
მე, შენი ძმა რომ ვარ, იმიტომ. თუ ცოტა მაინც გიყვარვარ, ახლავე
მესროლე ტყვია, პუპო. დამახალე ეგ ავტომატი, ისარგებლე იმით,
მთვრალი რომ ვარ. მანამდე გააკეთე, სანამ ისინი გააკეთებენ. ყვე-
ლაზე მეტად ვინც გიყვარს, იმას გაფიცებ, პუპო.

467
სწორედ ამ დროს აბაზანის კარზე ალვარომ დააკაკუნა: გენერა-
ლისიმუსის ცხედარი იპოვეს მანქანის საბარგულში, გენერალ ხუან
ტომას დიასის სახლში.
თვალი არ მოუხუჭავს მთელი ღამე, არც მომდევნო ღამეს, არც
იმის მომდევნოზე და შესაძლოა, არც იმ ოთხთვე-ნახევრის განმავ-
ლობაში, როცა აღარ უგრძნია რა არის ძილი, დასვენება, საკუთარი
თავისა და სხვების დავიწყება, არყოფნაში გაუჩინარება, საიდანაც
ადამიანი განახლებული სულისკვეთებით ბრუნდება. თუმცა, არა-
ერთხელ დაკარგა გონება და დაუსრულებელი საათები, დღეები და
ღამეები გაატარა გონებაგალაყებულმა, სახეებისა და აზრების გა-
რეშე, ერთადერთი აკვიატებული ოცნებით, რომ სიკვდილი მის და-
სახსნელად მოსულიყო. ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა და მოძ-
რაობდა, თითქოს დრო მორევად იქცა, სადაც წარსული, აწმყო და
მომავალი ლოგიკური მოვლენების წყება კი არა, რაღაც ისეთი იყო,
რაც მუდმივად ტრიალებდა. მკაფიოდ ახსოვდა ის სპექტაკლი, პა-
ლასიო ნასიონალში მისვლისას რომ ნახა. დონია მარია მარტინეს
დე ტრუხილიო უფროსის ცხედრის წინ ღრიალებდა: „სისხლის უკა-
ნასკნელ წვეთამდე უნდა დაიცალონ მისი მკვლელები“, მის გვერ-
დით, – თუმცა, ეს მხოლოდ მეორე დღეს შეიძლება მომხდარიყო, –
აშოლტილი, უნიფორმიანი, უზადო რამფის ტრუხილიო იდგა. ფერ-
დაკარგული და გახევებული გარანდული ჭურჭლისკენ გადაიხარა,
უფროსის მაკიაჟით შეღებილ სახეს დააკვირდა და წაიჩურჩულა: „მე
შენსავით სულგრძელი არ ვიქნები მტრებთან, მამი“. მოეჩვენა, რომ
რამფისი მამამისს კი არა, მას მიმართავდა, მკლავები მაგრად მოხ-
ვია და მის ყურთან დაიკვნესა: „აუნაზღაურებელი დანაკლისია, რამ-
ფის. კიდევ კარგი, შენ მაინც რომ დაგვრჩი“.
თითქოს საკუთარ თავს ხედავდა უფროსის სამგლოვიარო პანაშ-
ვიდზე, სან კრისტობალის ხალხით გადაჭედილ ეკლესიაში, სააღ-
ლუმე უნიფორმაში გამოწყობილიყო, მხარზე განუყრელი ავტომა-
ტი, M-1 ეკიდა. ახსოვდა აბზაცები თვალსა და ხელს შორის გაგო-
468
ლიათებული პრეზიდენტ ბალაგერის გამოსვლიდან: „აი, აგერ, სე-
ნიორებო, თქვენ წინაშეა მუხანათურად მეხდაცემული, ძლევამოსი-
ლი მუხა, ოცდაათ წელზე მეტი რომ გაუძლო ელვა-ქუხილს და გა-
მარჯვებული გამოვიდა ყველა ბრძოლიდან“, – თვალები აუწყლიან-
და პრეზიდენტს. გენერალი რომანი გაქვავებული და ავტომატიანი
მცველებით გარშემორტყმული რამფისის გვერდით უსმენდა ამ სიტ-
ყვებს. ამავე დროს, შესცქეროდა (ერთი, ორი, სამი დღით ადრე?)
ათასობით დომინიკელის დაუსრულებელ რიგს, ყველა ასაკის,
პროფესიის, რასისა და სოციალური კლასის ადამიანი გავარვარე-
ბული, დაუნდობელი მზის ქვეშ როგორ ელოდა საათობით, რომ პა-
ლასიო ნასიონალის კიბეზე ასულიყო და ისტერიული მოთქმით, გო-
დებით, გულყრით, ყმუილით, ვუდუს46 სულების გამოხმობით უკა-
ნასკნელი პატივი მიეგო უფროსისთვის, მამაკაცისთვის, ქველმოქ-
მედისთვის, გენერალისიმუსისთვის, მამისთვის. ამავდროულად,
უსმენდა თავისი ადიუტანტების ანგარიშს, თუ როგორ აიყვანეს ინ-
ჟინერი უასკარ ტეხედა და სალვადორ ესტრელია სადალა, როგორ
დაეცნენ ტყვიის სროლით დამოუკიდებლობის პარკისა და ბოლივა-
რის ქუჩის კუთხეში ანტონიო დე ლა მასა და გენერალი ხუან ტომას
დიასი იმ დროს, როცა იქვე, ძალიან ახლოს, ლეიტენანტმა ამადიტო
გარსიამ სიცოცხლეს გამოასალმა caliès, ვიდრე თავად მოკლავ-
დნენ, როგორ გაძარცვა და გაანადგურა ბრბომ იმ დეიდის სახლი,
რომელთანაც თავი შეაფარა. ბუნდოვნად ახსოვდა მითქმა-მოთქმა
მისი ნათლიმამის, ლუის ამიამასა და ანტონიო იმბერტის მისტერიუ-
ლი გაუჩინარების შესახებ, – რამფისი ნახევარ მილიონ პესოს სთა-
ვაზობდა მას, ვინც მათ პოვნაში დაეხმარებოდა, – იცოდა, როგორ
ამოხოცეს ტრუხილიოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორასამდე
დომინიკელი, – სამოქალაქოები და სამხედროები, – სიუდად ტრუ-

46
ვუდუ - მონოთეისტური რელიგია, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა
აფრიკული რელიგიური ტრადიციები და კათოლიციზმი. გავრცელებულია
კარიბის ზღვის კუნძულებზე.
469
ხილიოში, სანტიაგოში, ლა ვეგაში, სან პედრო დე მაკორისსა და
სხვა ადგილებში.
ყველაფერი ერთმანეთში აღრეულიყო, მაგრამ სულ მცირე, გა-
საგები მაინც იყო. ცხადი იყო ის უკანასკნელი მოგონებაც, რომელ-
საც მისი გონება ინახავდა: როგორც კი სან კრისტობალის ეკლესი-
აში, გენერალისიმუსის სულის მოსახსენიებელი წირვა დასრულდა,
პეტან ტრუხილიომ მკლავზე ხელი მოჰკიდა: „შენ ჩემს მანქანაში წა-
მოდი, პუპო“. პეტანის „კადილაკში“ მიხვდა, – ეს უკანასკნელი იყო,
რაც სრულიად მკაფიოდ დაამახსოვრდა, – რომ კიდევ ერთი ნაგვია-
ნევი შესაძლებლობა ეძლეოდა თავიდან აერიდებინა ის, რაც მო-
ელოდა, თუ მხარზე გადაკიდებულ ავტომატს დაახლიდა ჯერ უფრო-
სის ძმას და შემდეგ საკუთარ თავს, რადგან ეს მგზავრობა გასკუეს
სახლში არ დასრულდებოდა. სან ისიდროს სამხედრო ბაზაზე მი-
ვიდნენ, პეტანი თვალთმაქცობაზე არ შეწუხებულა, უტიფრად უთ-
ხრა: „ოჯახური თათბირი გვექნება“. სამხედრო-საჰაერო ბაზის შე-
სასვლელთან ორმა გენერალმა, მისმა ცოლისძმამ, ვირხილიო
გარსია ტრუხილიომ და სამხედრო შტაბის უფროსმა, ტუნტინ სან-
ჩესმა აცნობეს, ქველმოქმედისა და ახალი სამშობლოს მამის
მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ხარო. გა-
ფითრებულებს თვალებში არ შეუხედავთ, ისე მოსთხოვეს იარაღი
ჩაებარებინა. მორჩილად გადასცა ავტომატი M-1, რომელიც ბოლო
ოთხი დღის განმავლობაში ხელიდან არ გაუშვია.
წაიყვანეს ოთახში, სადაც მაგიდა და სკამი იდგა. მაგიდაზე ძვე-
ლი საბეჭდი მანქანა და სუფთა ფურცლების დასტა იდო. მოსთხოვეს
მოეხსნა ქამარი, გაეხადა ფეხსაცმელი და დაცვისთვის გადაეცა. ისე
გააკეთა, არაფერი უკითხავს. მარტო დატოვეს, რამდენიმე წუთის
შემდეგ რამფისის ორი, ყველაზე ახლო მეგობარი შემოვიდა ოთახ-
ში, პოლკოვნიკი ლუის ხოსე ლეონ ესტევესი (პეჩიტო) და პირულო
სანჩეს რუბიროსა, რომლებიც არ მისალმებიან და პირდაპირ უთ-
ხრეს, რომ დაეწერა ყველაფერი, რაც შეთქმულების შესახებ იცოდა,
470
შეთქმულთა სახელებისა და გვარების ჩათვლით. გენერალმა რამ-
ფისმა, – რომელიც საგანგებო განკარგულებით (ამ საღამოს კონ-
გრესი დაამტკიცებს) პრეზიდენტმა ბალაგერმა რესპუბლიკის ქვე-
ითი, საზღვაო და საჰაერო ძალების უფროსად დანიშნა, – სრულფა-
სოვნად იცის შეთქმულთა ქსელი იმ დაპატიმრებულების მეშვე-
ობით, რომლებმაც თანამოაზრეები გასცეს.
საბეჭდ მანქანასთან დაჯდა და ერთი-ორი საათის განმავლობაში
აკეთებდა იმას, რაც დაავალეს. უგერგილო მბეჭდავი იყო, მხოლოდ
ორი თითით ბეჭდავდა, ბევრი შეცდომა დაუშვა, შესწორებაზე არ
დაყოვნებულა. მოჰყვა ყველაფერი, ამ ექვსი თვის წინ, თავის ნათ-
ლიმამასთან, ლუის ამიამასთან პირველი საუბრიდან მოყოლებუ-
ლი, დაასახელა ოცამდე პიროვნება, რომელთა თანამონაწილეო-
ბის შესახებაც იცოდა, ბიბინის გარდა. განმარტა, რომ მისთვის
მნიშვნელოვანი იყო, შეთქმულებას შეერთებული შტატები რომ
უჭერდა მხარს და მხოლოდ მაშინ დათანხმდა სამხედრო-სამოქა-
ლაქო ხუნტას ჩასდგომოდა სათავეში, როდესაც ხუან ტომასისგან
შეიტყო, რომ კონსული ჰენრი დიაბორნი, კონსული ჯეკ ბენეტი და
სიუდად ტრუხილიოს CIA-ს უფროსი, ლორენსო დ. ბერი (Wimpy)
მის კანდიდატურას უჭერდნენ მხარს. მხოლოდ ერთი ტყუილი შეაპა-
რა: თითქოს შეთქმულებაში მონაწილეობის მისაღებად პირობა წა-
მოაყენა, გენერალისიმუსი ტრუხილიო მოეტაცებინათ და გადადგო-
მა ეიძულებინათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოეკლათ.
სხვა შეთქმულებმა უღალატეს, ეს პირობა რომ დაარღვიეს. ნაწერი
გადაიკითხა და ხელი მოაწერა.
მარტო იყო, კარგა ხანს ელოდა, ისეთი სულიერი სიმშვიდე დაე-
უფლა, 30 მაისის ღამის შემდეგ რომ აღარ უგრძნია. ბინდდებოდა,
როცა მოაკითხეს. უცნობი ოფიცრები იყვნენ. ხელბორკილები და-
ადეს, ფეხშიშველი სამხედრო ბაზის პატიოში გაიყვანეს და ჩამუქე-
ბულფანჯრებიან ფურგონში ჩასვეს, რომელსაც ეწერა: „განათლე-
ბის პანამერიკული ინსტიტუტი“. გაიფიქრა, რომ ლა კუარენტაში
471
მიჰყავდათ. ძალიან კარგად იცოდა ეს პირქუში სახლი მე-40 ქუჩაზე,
დომინიკის ცემენტის ქარხნის გვერდით იყო. ადრე გენერალ ხუან
ტომას დიასს ეკუთვნოდა, შემდეგ სახელმწიფოს მიჰყიდა, რომ იმ
შენობაში ჯონი აბესს თავისი დახვეწილი მეთოდებით ჩვენებები გა-
მოეძალა პატიმრებისთვის. გენერალი რომანი თავად ესწრებოდა
14 ივნისს, კასტროს ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ეჭვმი-
ტანილის, დოქტორი ტეხადა ფლორენტინოს წამებას ელექტროს-
კამზე, – ჯიპის სავარძელი იყო, მილებით, ელექტრომავთულიანი
ჯოხებით, ტყავის მათრახებითა და ხისყუიანი საბელით, ტუსაღის-
თვის ყელში რომ წაეჭირათ, სანამ სხეულში დენს გაუტარებდნენ, –
„ტახტზე“ ჩანახშირდა SIM-ის მექანიკოსის შეცდომის გამო, რო-
მელმაც მაქსიმალური ვოლტის ძაბვა გაატარა. მაგრამ, არა, ლა კუ-
არენტას ნაცვლად მელიას ქუჩაზე, ელ ნუევეში წაიყვანეს, პირულო
სანჩეს რუბიროსას ყოფილ რეზიდენციაში. იქაც ჰქონდათ „ტახტი“,
შედარებით მომცრო და თანამედროვე.
არ ეშინოდა, ამჯერად, არა. ის პირუტყვული შიში, ტრუხილიოს
მკვლელობის დღიდან მასზე რომ „ამხედრდა“, როგორც იტყოდნენ
ვუდუს ცერემონიაზე საკუთარი თავისგან დაცლილი და უცხო სულე-
ბით დასახლებულნი, სრულიად გაფანტულიყო. ელ ნუევეში გააშიშ-
ვლეს და გაშავებულ სავარძელში დასვეს იმ ოთახის შუაგულში,
რომელსაც ფანჯარა არ ჰქონდა და მბჟუტავი შუქი ანათებდა. განავ-
ლისა და შარდის მძაფრი სუნით გული ერეოდა. აბსურდული, ფორ-
მადაკარგული სკამი იყო, თავისი დანართებით. იატაკში ჩაეჭედები-
ნათ, ღვედები და ჯაჭვები ჰქონდა მუხლების, მაჯების, მკერდისა და
თავის დასამაგრებლად. სახელურზე სპილენძის ფირფიტები და-
ემაგრებინათ დენის გასატარებლად. „ტახტიდან“ გამოსული მავთუ-
ლების მთელი შეკვრა იმ მაგიდამდე მიდიოდა, საიდანაც ძაბვას
აკონტროლებდნენ. მბჟუტავ შუქში, როდესაც სავარძელზე აბამ-
დნენ, პეჩიტო ლეონ ესტევესისა და სანჩეს რუბიროსას შორის რამ-
ფისის სისხლნაკლული სახე შენიშნა. ულვაში მოეპარსა და თავისი
472
განუყრელი „Ray Ban“-ის სათვალის გარეშე იყო. გაფანტული შეს-
ცქეროდა, უნახავს ეს მზერა რამფისის სახეზე 1959 წლის ივნისში,
კონსტანსაში, მაიმონსა და ესტერო ონდოში დატყვევებულების
დასჯის დროს. რამფისი უსიტყვოდ უმზერდა, ვიდრე ერთი caliè თავს
პარსავდა, მეორე, ჩაჩოქილი, ღვედით მუხლებს უმაგრებდა და მე-
სამე იქაურობას სუნამოს აფრქვევდა. გენერალმა რომან ფერნან-
დესმა მის მზერას თვალი გაუსწორა.
– შენ ყველაზე უარესი ხარ, პუპო, – შემოესმა უცებ ტკივილისგან
გაბზარული ხმა, – ყველაფერი, რაც ხარ და რაც გაქვს, მამას დამსა-
ხურებაა. რატომ გააკეთე?
– სამშობლოს ყვარულის გამო, – გაიგონა საკუთარი ნათქვამი.
დუმილი ჩამოწვა, რამფისმა კვლავ დაილაპარაკა.
– ბალაგერი გარეულია?
– არ ვიცი, ლუის ამიამამ მითხრა, ექიმის დახმარებით კბილი
მოვუსინჯეთო. დარწმუნებული არ ჩანდა. ვფიქრობ, რომ არა.
რამფისმა თავი გააქნია და პუპომ იგრძნო, ციკლონურმა ძალამ
როგორ გადააგდო წინ. რყევამ თითქოს ყველა ნერვი, ტვინი და ფე-
ხები დაუჩეჩქვა. ღვედები და ბორკილები კუნთებს უჭყლეტდა, თვა-
ლებში ცეცხლოვან ბურთებს ხედავდა, წვეტიანი ნემსები კანის უჯ-
რედებში ერჭობოდა. გაუძლო და არ უყვირია, მხოლოდ გმინავდა.
დენის ყოველ ჩართვაზე, – დროგამოშვებით რთავდნენ, შუალედებ-
ში სათლით ცივ წყალს ასხამდნენ რეანიმაციისთვის, – გონებას
კარგავდა, ბრმავდებოდა, შემდეგ, კვლავ სიცოცხლეს უბრუნდებო-
და და მაშინ ცხვირი იაფფასიანი სუნამოს სურნელით ევსებოდა.
ცდილობდა სახე არ დაეკარგა, თავი არ დაემცირებინა შეწყალების
თხოვნით. იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც თავი ვეღარასოდეს დააღწია,
ორი რამ ზუსტად იცოდა: მის მწამებლებს შორის, არასოდეს გამო-
ჩენილა ჯონი აბეს გარსია, და რაღაც მომენტში, ვიღაცამ, ვინც შე-
საძლოა პეჩიტო ლეონ ესტევესი ან ტუნტინ სანჩესი ყოფილიყო, უთ-
ხრა, რომ ბიბინს მასზე უკეთესი რეფლექსები აღმოაჩნდა, მოასწრო
473
პირში ტყვია დაეხალა, როდესაც SIM-ი მის სახლში, არქიეპისკო-
პოს ნუელისა და ხოსე რენეს ქუჩის კუთხეში მივიდა. პუპომ ბევრჯერ
იკითხა, მისმა შვილებმა, ალვარო და ხოსე რენემ, რომელთანაც
შეთქმულებაზე არასოდეს უსაუბრია, თავის მოკვლა თუ მოასწრეს.
ელექტროსკამის სესიებსა და სესიებს შორის, ნესტიან დილეგში
მიათრევდნენ, სადაც გრძნობაზე მოსაყვანად მყრალ წყალს ასხამ-
დნენ. რომ არ დასძინებოდა, ქუთუთოებს წებოვანი ლენტით უმაგ-
რებდნენ. როდესაც გახელილი თვალების მიუხედავად, ძილ-ბურა-
ნი ერეოდა, ბეისბოლის კეტს ურტყამდნენ. რამდენჯერმე პირში გა-
ურკვეველი მასა ჩაუტენეს, იგრძნო, განავალი რომ იყო და არწყია.
მოგვიანებით, არაადამიანური არსებობის უკიდურეს ზღვარზე, მისი
კუჭი ყველაფერს ინელებდა, რასაც აძლევდნენ. პირველი ელექ-
ტროსესიების დროს რამფისი კითხავდა, ერთსა და იმავე კითხვას
იმეორებდა, აბა, საწინააღმდეგოს თუ იტყვისო (პრეზიდენტი ბალა-
გერი შეთქმულებაში მონაწილეობდა?“) წარმოუდგენელი ძალის-
ხმევით ცდილობდა ენა დაემორჩილებინა და ეპასუხა, მაგრამ აღარ
შეეძლო. ბოლოს, ერთ-ერთი დაკითხვის დროს, ჯერ სიცილი შემო-
ესმა და შემდეგ რამფისის უფერული და თითქმის ქალური ხმა: „გა-
ჩუმდი, პუპო. ნურაფერს მიამბობ. ყველაფერი ვიცი. ახლა მხოლოდ
იმის საფასურს იხდი, მამას რომ უღალატე“. ისევ ის ხმა იყო, გაუწო-
ნასწორებელი, არათანმიმდევრული, 14 ივნისის სისხლიანი ორგი-
ის შემდეგ რომ ჰქონდა, რის გამოც უფროსმა ბელგიაში, ფსიქიატ-
რიულ კლინიკაში გაამწესა.
რამფისთან ამ უკანასკნელი დიალოგის შემდეგ უკვე ვეღარ ხე-
დავდა. წებოვანი ლენტი მოაძვრეს, წარბებიც ააგლიჯეს, ვიღაცამ
მთვრალი, მხიარული ხმით გამოუცხადა: „ახლა საუკუნოდ სიბნე-
ლეში იცხოვრებ, რომ ტკბილად დაიძინო“. იგრძნო, როგორ არჭობ-
დნენ ნემსს ქუთუთოში. არ განძრეულა, სანამ თვალებს უკერავ-
დნენ. განცვიფრდა, თვალების დავსება რომ ნაკლებად ეტკინა, ვიდ-
რე ელექტროსკამზე წამება. იმ დროისთვის, უკვე ორჯერ ჩაუფლავ-
474
და თვითმკვლელობის მცდელობა. პირველად მთელი ძალით სა-
კანში ქვის კედელს მიარტყა თავი. გრძნობა დაკარგა, მაგრამ მხო-
ლოდ თავი გაისისხლიანა. მეორედ ცოტა დააკლდა რომ მიზნის-
თვის მიეღწია, გისოსებზე აბობღდა, – ბორკილები მოეხსნათ, მო-
რიგი ელექტროსესიისთვის ამზადებდნენ, – ნათურა გატეხა, რომე-
ლიც საკანს ანათებდა. ოთხზე დამდგარმა მთელი ნათურა გადაყ-
ლაპა, იმ იმედით, შინაგანი სისხლისღვრით რომ სული დაელია.
მაგრამ SIM-ს მუდმივად ჰყავდა მორიგე ექიმები და პატარა სამედი-
ცინო პუნქტიც ჰქონდა, ნაწამები პატიმრებისთვის თვითმკვლელო-
ბის უფლება რომ არ მიეცა. ექიმის კაბინეტში წაიყვანეს, რაღაც და-
ალევინეს, ღებინება რომ დაწყებოდა, შემდეგ, ზონდი გადააყლაპეს
და კუჭ-ნაწლავი გამოურეცხეს, რამფისს, და მის მეგობრებს მისი ნე-
ლი-ნელ მოკვლა რომ შესძლებოდათ.
როდესაც დაასაჭურისეს, მიხვდა, რომ დასასრული მოახლოვ-
და. ყვერები დანით არ მოუჭრიათ, მაკრატლით მოაჭრეს, „ტახტზე“
რომ იჯდა. ესმოდა იმ ადამიანებს აღგზნებული სიცილი და ბილ-
წსიტყვაობა, რომლებიც მხოლოდ ხმები და იღლიებისა და იაფფა-
სიანი თუთუნის მძაღე სუნები იყვნენ. მათთვის სიამოვნება რომ არ
მიენიჭებინა, არ დაუყვირია. მოჭრილი ყვერები პირში ჩასთხარეს,
გადაყლაპა, ერთადერთი, რასაც ელტვოდა, სიკვდილი იყო. ვერა-
სოდეს წარმოიდგენდა, ასე გულმდუღარედ თუ ინატრებდა.
რაღაც მომენტში, მოდესტო დიასის, გენერალ ხუან ტომას დი-
ასის ძმის ხმა იცნო, რომელზეც ამბობდნენ ისეთივე ბრძენი დომი-
ნიკელია, როგორიც ჭკუის კოლოფი კაბრალი ან ლოთი კონსტიტუ-
ციონალისტიო. იმავე საკანში ჩასვეს? მასავით აწამეს? მოდესტოს
ხმაში მწუხარება და ყვედრება გამოსჭვიოდა:
– აქ შენ გამო ვართ, პუპო. რატომ გვიღალატე? არ იცოდი, თავს
რა დაგატყდებოდა? შეინანე, შენს მეგობრებს და შენს ქვეყანას რომ
უღალატე.

475
ძალა არ შესწევდა პირი გაეღო და ხმა ამოეშვა. რაღაც დროის
შემდეგ, რომელიც შესაძლოა საათები, დღეები ან კვირები ყოფი-
ლიყო, SIM-ის ექიმისა და რამფის ტრუხილიოს დიალოგი გაარჩია:
– შეუძლებელია სიცოცხლის მეტი გახანგრძლივება, ჩემო გენე-
რალო.
– რამდენი დარჩა? – რამფისი იყო, ეჭვი არ ეპარებოდა.
– რამდენიმე საათი, იქნებ ერთი დღეც, თუ გადასხმას გავაორმა-
გებ, მაგრამ იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება, ელექტო-
დარტყმას ვეღარ გაუძლებს. წარმოუდგენელია ოთხი თვე რომ გაძ-
ლო, ჩემო გენერალო.
– მაშინ ცოტა განზე გადექი, ნებას არ მივცემ, ბუნებრივი სიკვდი-
ლით მოკვდეს. ჩემ უკან დადექი, ასხლეტილი ტყვია არ მოგხვდეს.
გენერალი ხოსე რენე რომანი ბედნიერი შეეგება ტყვიების უკა-
ნასკნელ ჯერს.

476
21

მას შემდეგ, რაც შეთქმულებმა ექიმ რობერტ რეიდ კაბრალის


სულისშემხუთველ მავრიტანულ სხვენში ორი დღე გაატარეს, ექიმი
მარსელინო ველეს სანტანა ქუჩაში ახალი ამბების გასაგებად გავი-
და. შინ დაბრუნებულმა სალვადორ ესტრელია სადალას მხარზე თა-
ნაგრძნობით დაადო ხელი და უამბო, რომ მის სახლს მაჰათმა გან-
დის ქუჩაზე caliès დაესხნენ და მეუღლე და შვილები წაიყვანეს. სალ-
ვადორმა მაშინვე გადაწყვიტა პოლიციას ჩაბარებოდა. ოფლად იღ-
ვრებოდა, სული ეხუთებოდა, მეტი რა შეეძლო გაეკეთებინა? ნება
მიეცა ამ ბარბაროსებისთვის, მისი ცოლი და შვილები მოეკლათ?
დარწმუნებული იყო, რომ დაუნდობლად აწამებდნენ. მწუხარება ისე
მოერია, ძალა არ შესწევდა ოჯახზე ელოცა. მაშინ მეგობრებს თავი-
სი განზრახვა გაუმხილა.
– ხომ იცი, ეს რასაც ნიშნავს, თურქო, – უპასუხა ანტონიო დე ლა
მასამ, – სანამ მოგკლავენ, ყველაზე ველურად გაწამებენ და დაგამ-
ცირებენ.
– ოჯახის წევრებს თვალწინ გიწამებენ, თანამოაზრეები რომ
გასცე, – უთხრა გენერალმა ხუან ტომას დიასმა.
– პირს ვერავინ გამაღებინებს, ცოცხლად რომც დამწვან, –
ცრემლმორეულმა შეჰფიცა, – მხოლოდ გარეწარ პუპო რომანს ჩა-
ვუშვებ.
სთხოვეს მათზე ადრე სამალავიდან არ გასულიყო, სალვადორი
დათანხმდა და რეიდ კაბრალის სხვენში კიდევ ერთი დღე დარჩა.
იმის წარმოდგენა, რომ მისი მეუღლე და ორი შვილი, თოთხმეტი
წლის ლუისი და ოთხი წლის კარმენ ელი SIM-ის დილეგში სისხლის-
მსმელი სადისტების ხელში იყვნენ, ძილს უფრთხობდა, სული ეხუ-
თებოდა, ლოცვა არ შეეძლო, არც სხვა რამეზე ფიქრი. სინდისი ქენ-
ჯნიდა, გული ეწურებოდა; როგორ გაწირა თავისი ოჯახი მათ საჯიჯ-
გნად? მეორე ადგილზე გადაინაცვლა იმ სინანულმა, პედრო ლივიო
477
სედენიოს დაჭრის გამო რომ ტანჯავდა. საბრალო პედრო ლივიო!
ნეტავ, სად არის ახლა? რა საშინელებები დამართეს?
4 ივნისის საღამოს, პირველმა დატოვა რეიდ კაბრალის სახლი.
ქუჩის კუთხეში ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთხრა, სანტიაგოს ქუჩა-
ზე წაეყვანა, სადაც მისი მეუღლის ბიძაშვილი, ინჟინერი ფელისია-
ნო სოსა მიესესი ცხოვრობდა, რომელთანაც ყოველთვის კეთილი
ურთიერთობა აკავშირებდა. მხოლოდ იმის გაგება სურდა, რაიმე
თუ იცოდა მისი მეუღლის, ბავშვებისა და ოჯახის წევრების შესახებ,
მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა. კარი თავად ფელისიანომ გაუღო
და როგორც კი დაინახა, თავზარდაცემულმა ხელით ანიშნა: Vade
retro!47, თითქოს პირისპირ დემონი გამოეცხადაო.
– შენ აქ რას აკეთებ, თურქო?– დაიყვირა გულმოსულმა, – არ
იცი, ოჯახი რომ მყავს? გინდა ყველანი ამოგვხოცონ? წადი! ვინც
ყველაზე მეტად გიყვარს, იმას გაფიცებ, წადი!
კარი ისეთი შიშითა და სიძულვილით მიუჯახუნა, რომ სალვადო-
რი გაოგნებული დარჩა, არ იცოდა რა ექნა. ტაქსიში მოტეხილი დაბ-
რუნდა, დარდი ძვლებს უღრღნიდა. სიცხის მიუხედავად, სიცივისგან
კანკალებდა.
– მიცანი ხომ, მართალს არ ვამბობ? – ჰკითხა მძღოლს ტაქსში
ჩაჯდომის შემდეგ.
მამაკაცი, რომელსაც ბეისბოლის კეპი წარბებამდე ჩამოეფხატა,
სალვადორისკენ არ შებრუნებულა.
– როგორც კი დაჯექით, მაშინვე გიცანით, სენიორ, – თქვა მშვი-
დად, – თქვენ არ იდარდოთ, საიმედო ხელში ხართ. მეც ანტიტრუხი-
ლიოისტი ვარ, თუ გაქცევა მოგვიწევს, ერთად გავიქცევით. სად გინ-
დოდათ წასვლა?
– ეკლესიაში, – უთხრა სალვადორმა, – მნიშვნელობა არა აქვს
რომელში.

47
Vade retro (ლათ)– „განვედ, სატანავ!“
478
უფალს მიენდობა და თუ შესაძლებლობა იქნება, მღვდელს აღ-
სარებას ჩააბარებს. სინდისის განწმენდის შემდეგ, ღვთისმსახურს
სთხოვს, პოლიციაში დარეკოს. მაგრამ, როდესაც გეზი ქალაქის
ცენტრისკენ აიღეს და ვიწრო და ბინდიან ქუჩებში ცოტა ხანს იარეს,
მძღოლმა სალვადორი გააფრთხილა: – იმ ტიპმა დაგასმინათ, სენი-
ორ. ეგერ არიან caliès.
– გააჩერე, – უბრძანა სალვადორმა, – სანამ შენც არ მოგკლეს.
პირჯვარი გადაიწერა და ტაქსიდან ხელებაწეული გადმოვიდა,
თან „ფოლკსვაგენის“ ავტომატიან და პისტოლეტიან ხალხს ანიშ-
ნებდა, რომ ნებდებოდა და წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა.
ისეთი ბორკილები დაადეს, მაჯებს რომ უჭრიდა და ერთ-ერთი „ჯაგ-
რისის“ უკანა სავარძელში შეტენეს. ორივე გვერდზე, ლამის ფეხებ-
ზე შემოაჯდნენ ოფლისა და დაუბანელი ფეხის სუნით აყროლებული
caliès. მანქანა დაძრეს. როდესაც სან პედრო დე მაკორისის გზას
დაადგნენ, მიხვდა, რომ ელ ნუევეში მიჰყავდათ. მთელი გზა მდუმა-
რედ იჯდა, ლოცვას ცდილობდა და გული სტკიოდა, რომ ვერ ახერ-
ხებდა. მისი გონება თითქოს მდუღარე ქაოსი იყო, არც ერთი ფიქრი,
არც ერთი ხატი გონებაში არ ჩერდებოდა, ყველაფერი საპნის ბუშ-
ტივით სკდებოდა.
მეცხრე კილომეტრზე იდგა სახელგანთქმული, მაღალი ბეტო-
ნისგალავნიანი სახლი. ბაღი მანქანით გადაჭრეს, სალვადორმა
მოვლილი ეზო და ხეებში ჩაფლული ძველი სახლი დაინახა. იქით-
აქეთ რამდენიმე უბრალო ნაგებობა იდგა. „ჯაგრისიდან“ მუჯლუგუ-
ნებით გადმოაგდეს. ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში მიდიოდა,
საკნებში შიშველი ადამიანების ზედახორას ხედავდა, შემდეგ ვიწ-
რო და გრძელ კიბეს ჩაუყვა ქვემოთ. გულისრევა იგრძნო განავლის,
ნარწყევის, დახრუკული ხორცის მწველ და მძაღე სუნზე. ჯოჯოხეთზე
იფიქრა. კიბის ბოლოს შუქი თითქმის არ იყო, მაგრამ ბინდ-ბუნდში
გაარჩია ჩამწკრივებული საკნები, თავისი რკინის კარებითა და გი-
სოსებიანი ფანჯრებით, საიდანაც გამოჩრილი თავები მის დანახვას
479
ცდილობდნენ. მიწისქვეშეთის ბოლოს შარვალი, პერანგი, საცვა-
ლი, ფეხსაცმელი და წინდები ტანზე შემოაგლიჯეს, შიშველი დარჩა,
ბორკილებასხმული. გრძნობდა, ფეხის ტერფები წებოვანი და
ბლანტი სითხით რომ უსველდებოდა, რომელიც მთელ ფილებიან
იატაკს ფარავდა. ხელი ჰკრეს და სხვა ოთახში შეაგდეს, სადაც თით-
ქმის სრული სიბნელე იდგა. იქ მოღრეცილ სკამზე დასვეს. სკამის
საზურგეზე ლითონის ფირფიტები იყო აკრული – გააჟრჟოლა – ხე-
ლები და ფეხები ბორკილებითა და რკინის სალტეებით დაუმაგრეს.
კარგა ხანს არაფერი მომხდარა. ლოცვას ცდილობდა. ერთ-ერ-
თი ტიპი, რომელიც საცვლების ამარა იყო და სკამზე მიაბა, – სალ-
ვადორის თვალები ნელ-ნელა უშინაურდებოდნენ სიბნელეს, – ჰა-
ერში რაღაცას ასხამდა, სალვადორმა იცნო ის იაფფასიანი სუნამო
(„ნაის“), რომელსაც რადიოში უწევდნენ რეკლამას. ლითონის ფირ-
ფიტების სიცივეს გრძნობდა ბარძაყებზე, დუნდულებზე, ზურგზე და
იმავდროულად, ჩახუთული ჰაერისგან სული ეხუთებოდა და ოფ-
ლად იღვრებოდა. უკვე არჩევდა იმ ადამიანების სახეებს, სილუეტე-
ბს, სუნსა და ნაკვთებს, რომლებიც მის ირგვლივ ტრიალებდნენ. იც-
ნო ის მოფამფალებული, ღაბაბიანი სახე, მორყეულ სხეულსა და გა-
მოვარდნილ ღიპს რომ აგვირგვინებდა. ხის სკამზე იჯდა, ორ პიროვ-
ნებას შორის, მათთან საკმაოდ ახლოს.
– რა სამარცხვინოა, ამის დედა ვატირე! გენერალ პიპო ესტრე-
ლიას ვაჟი ამ საქმეში! – თქვა ჯონი აბესმა – თქვენს სისხლში მად-
ლიერების გრძნობა არ არის, ჯანდაბა!
აპირებდა ეთქვა, რომ მის ოჯახს საერთო არაფერი ჰქონდა იმას-
თან, რაც მან გააკეთა. არც მამამისმა, არც მისმა ძმებმა, არც ცოლ-
მა და მით უფრო ლუისიტომ და პატარა კარმენ ელიმ არაფერი
იცოდნენ შეთქმულების შესახებ, მაგრამ სიტყვის წარმოთქმა ვერ
მოასწრო, დენის დარტყმამ წამოახტუნა და ფეხებსა და ხელებზე მო-
ჭერილ ბორკილებსა და სალტეებზე მიადუღა. მთელ სხეულში
გრძნობდა ნემსების ჩხვლეტას, თავში პატარა, ცეცხლოვანი ბუშტე-
480
ბი უსკდებოდა და ჩაიფსა, ჩაიჯვა და არწყია ყველაფერი, რაც შიგან-
ში ჰქონდა. სათლით შესხმულმა წყალმა გრძნობაზე მოიყვანა, მა-
შინვე იცნო მეორე სილუეტი, აბეს გარსიას მარჯვნივ რომ იჯდა: რამ-
ფის ტრუხილიო. უნდოდა შეეკურთხებინა და ამავე დროს, შევედრე-
ბოდა, რომ მისი ცოლი და შვილები, ლუისიტო და კარმენი გაეთავი-
სუფლებინა, მაგრამ ყელიდან ბგერა არ ამოსდიოდა.
– მართალია, რომ პუპო რომანი შეთქმულებაში მონაწილეობ-
და? – გამოიწვია რამფისმა.
კიდევ ერთი სათლი წყალი და მეტყველების უნარი დაუბრუნდა.
– კი, კი, – წარმოთქვა და საკუთარი ხმა ვერ იცნო, – ის ლაჩარი,
მოღალატე, კი. მან მოგვატყუა. მომკალი, გენერალო ტრუხილიო,
მაგრამ ჩემი ცოლი და შვილები გაათავისუფლე. უდანაშაულონი
არიან.
– ასე იოლად ვერ მოკვდები, ბრიყვო, – უპასუხა რამფისმა, – ჯო-
ჯოხეთში გამგზავრებამდე განსაწმენდელში უნდა გაიარო. შე ბო-
ზიშვილო!
მეორე ელექტოდარტყმით კვლავ ბორკილებს მიასკდა, იგრძნო,
თვალის კაკლები გომბეშოსავით რომ ამოუცვივდა, გული წაუვიდა.
გრძნობაზე რომ მოვიდა, შიშველი და ბორკილებდადებული საკნის
იატაკზე წებოვან გუბეში იწვა. ყველაფერი სტკიოდა – ძვლები, კუნ-
თები – და გაუსაძლის მხურვალებას გრძნობდა ყვერებზე და ანუს-
ზე, თითქოს ტყავი გაეძროთ. მაგრამ ყველაზე აუტანელი წყურვილი
იყო: ყელი, ენა და სასა გავარვარებული, ხაოიანი ზუმფარას ქაღალ-
დივით ჰქონდა. თვალები დახუჭა და ილოცა. შეძლო, თუმცა, შუ-
ალედებით, გზადაგზა გონება ერთ წერტილზე ეყინებოდა, შემდეგ
კვლავ ყურადღებას იკრებდა და ლოცვას უბრუნდებოდა. წმინდა
ქალწულ მერსედესზე ილოცა, მოაგონდა, ახალგაზრდობაში რწმე-
ნით გულანთებულმა როგორ გაიარა ხარაბაკოას პილიგრიმების
გზა. წმინდა მთაზე რომ ავიდა და მის ფერხთით მუხლი მოიყარა. მო-
წიწებით შეევედრა, მისი ცოლი, ლუისიტო და კარმენ ელი დაეფარა
481
ურჩხულის რისხვისგან. და ამ შუაგულ ჯოჯოხეთში უცაბედად იგ-
რძნო, როგორ მოეფინა მის სულს სასოება. კიდევ შეძლებს ლოც-
ვას.
როცა თვალები გაახილა, მის საკანში მწოლარე შიშველი, დასა-
ხიჩრებული სხეული დაინახა. ჭრილობებითა და სისხლჩაქცევებით
ნაგვემ ადამიანს დააკვირდა და თავისი ძმა, გუარიონი იცნო. რას
დაუმსგავსებიათ, ღმერთო ჩემო, გუარო! გენერალი თვალგახელი-
ლი იყო, მას შესცქეროდა იმ მბჟუტავ შუქში, დერეფნიდან გისოსე-
ბიან სარკმელში რომ აღწევდა. იცნო?
– თურქი ვარ, შენი ძმა, სალვადორი ვარ, – უთხრა და ფორ-
თხვით მიუახლოვდა, – გესმის ჩემი? მხედავ, გუარო?
დიდხანს ცდილობდა ძმას დალაპარაკებოდა, მაგრამ ვერ შეძ-
ლო. გუარო ცოცხალი იყო, მოძრაობდა, ოხრავდა, თვალებს ახელ-
და და ხუჭავდა. შიგადაშიგ, სისულელეებს როშავდა, ქვემდგომებს
ბრძანებებს აძლევდა: „ეს უნაგირი გამიწიე, სერჟანტო“. გაახსენდა,
რომ შეთქმულები გუარიონ ესტრელია სადალას გენერალისიმუსზე
თავდასხმის გეგმას უმალავდნენ, დაბეჯითებული ტრუხილიოისტია-
ო. რა ელდა ეცემოდა საბრალო გუაროს, როცა დაიჭირეს, აწამეს და
დაკითხეს იმის გამო, რის შესახებაც სრულიად არაფერი იცოდა.
შემდეგში, როდესაც ხელმეორედ წაიყვანეს საწამებელ დარბაზში
და „ტახტზე“ დასვეს, შეეცადა ყველაფერი აეხსნა რამფისისთვის.
გაუმეორა და ბევრჯერ დაიფიცა იმ გულისწასვლებს შორის ელექ-
ტროდარტყმა და ტყავის მათრახით გაშოლტვა რომ იწვევდა, რა
დროსაც კანი ნაფლებად სცვიოდა, მაგრამ რამფისს და ჯონი აბესს
სიმართლის გაგება არ აინტერესებდათ. ღმერთს იფიცებდა, არც ჩე-
მი ძმა გუარიონი, არც სხვა ძმები და მით უფრო, მამაჩემი შეთქმუ-
ლებაში არ მონაწილეობდნენო. დაიყვირა, რაც გენერალ გუარიან
ესტრელიას დამართეთ, არაადამიანური უსამართლობაა და სხვა
ცხოვრებაში პასუხს აგებთო. არ უსმენდნენ, მისი წამება უნდოდათ
და არა დაკითხვა. გაურკვეველი დროის შემდეგ, – რამდენი საათი,
482
დღე თუ კვირა გავიდა მისი დაპატიმრებიდან? – საკანში მიწისვაშ-
ლას ნაკუწებიანი წვნიანის, ხმელი პურისა და ხელადა წყლის შემო-
ტანა დაიწყეს, რომელშიც გზად, საკნებიდან თავგამოჩრილი პატიმ-
რები აფურთხებდნენ. მაგრამ აღარაფერი ანაღვლებდა. ლოცვა შე-
ეძლო. ლოცულობდა ყოველთვის, როდესაც თავისუფალი დრო და
ცხადი გონება ჰქონდა, ხანდახან ძილშიც და გულწასულიც. მხო-
ლოდ მაშინ არ შეეძლო, როდესაც აწამებდნენ. „ტახტზე“ მჯდომს
ტკივილი და შიში ახევებდა დროდადრო, SIM-ის ექიმი მოდიოდა,
გულს უსინჯავდა და ნემსს უკეთებდა, რაც სიცოცხლის ძალას უბრუ-
ნებდა.
ერთ დღეს თუ ღამეს, – საკანში შეუძლებელი იყო დროის გაგება,
– შიშველი და ბორკილდადებული გამოათრიეს, კიბეზე აიყვანეს და
მზით გაჩახჩახებულ ოთახში შეაგდეს. თავდაპირველად მზის შუქმა
დააბრმავა, მაგრამ ცოტა ხანში, თვალისჩინი რომ დაუბრუნდა, და-
ინახა მხარბეჭიანი რამფის ტრუხილიოს ფერმკრთალი სახე და მის
გვერდით, წლების მიუხედავად, მუდამ მხრებში გამართული მამამი-
სი, გენერალი პირო ესტრელია. მოხუცის დანახვისას სალვადორს
თვალები აუწყლიანდა.
იმის ნაცვლად, რომ გაუბედურებული შვილის დანახვაზე მამას
გული აჩუყებოდა, გენერალმა პირო ესტრელიამ გაცეცხლებულმა
დაიბღავლა:
– მე შენ ვერ გცნობ! ჩემი შვილი არა ხარ! მკვლელო! მოღალა-
ტევ! – ბრაზი ახრჩობდა, ხელებს იქნევდა, – არ იცი, მე, შენ და ყვე-
ლას რამდენი გვმართებს ტრუხილიოსი? ეს კაცი მოკალი? შეინანე,
საბრალოვ!
იძულებული გახდა მაგიდას დაყრდნობოდა, იგრძნო, რომ ეცე-
მოდა. თვალები დახარა. თვალთმაქცობს მოხუცი? ამ საქციელით
რამფისის გულის მოგება უნდა, რომ შემდეგ შეწყალება სთხოვოს
და სიცოცხლე შეუნარჩუნოს? თუ ტრუხილიოს სიყვარულის გზნება
უფრო ძლიერია, ვიდრე მამაშვილური სიყვარული? ეს ეჭვი დღედა-
483
ღამ გულ-მუცელს უფატრავდა, მხოლოდ წამების სეანსების დროს
არ ფიქრობდა, რაც ყოველდღე მეორდებოდა, ხანდახან ყოველ ორ
დღეში ერთხელ. ამჟამად, უკვე ხანგრძლივი, გამაგიჟებელი დაკით-
ხვების თანხლებით, სადაც ათასჯერ უმეორებდნენ ერთსა და იმავე
კითხვას, სთხოვდნენ ხელახლა მოეყოლა ნაცნობი წვრილმანები,
აიძულებდნენ შეთქმულების ახალი მონაწილეები დაესახელებინა.
არ სჯეროდათ, რომ არავის იცნობდა, მათ გარდა, ვინც უკვე იცოდ-
ნენ, არც იმის სწამდათ, მისი ოჯახის წევრები რომ არ მონაწილეობ-
დნენ შეთქმულებაში, მით უფრო, გუარიონი. ჯონი აბესი და რამფისი
ამ სესიებზე არ გამოჩენილან: მათი ქვემდგომები კითხავდნენ, რომ-
ლებიც ბოლოს, ოჯახის წევრებივით გახდნენ – ლეიტენანტი კლო-
დოვეო ორტისი, კურსდამთავრებული ელადიო რამირეს სუერო,
პოლკოვნიკი რაფაელ ტრუხილიო რეინოსო, პოლიციის პირველი
ლეიტენანტი პერეს მერკადო. ზოგიერთი აშკარად ერთობოდა თა-
ვიანთი საქმიანობით, მოსწონდათ ელექტრომავთულიანი ჯოხებით
წამება, კეფაზე და ზურგზე რეზინის კეტებით ცემა, სიგარეტის ნამ-
წვავების სხეულზე ჩაქრობა, ზოგი კი უკმაყოფილო და მოწყენილი
ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ყოველთვის, ყოველი სესი-
ის დაწყებამდე, რომელიმე ნახევრად შიშველი, ელექტროსკამის
ძაბვაზე პასუხისმგებელი ჯალათი საწამებელ ოთახში „ნაისის“ სუ-
ნამოს აფრქვევდა, რათა განავლისა და დახრუკული ხორცის
მწკლარტე სუნი დაეფარა.
ერთ დღეს, – რომელი დღე იქნებოდა? – მის საკანში შემოყარეს
ფიფი პასტორისა, უასკარ ტეხედა, მოდესტო დიასი, პედრო ლივიო
სედენიო და ტუნტი კასერესი, ანტონიო დე ლა მასას ძმისშვილი,
რომელიც თავდაპირველი გეგმის მიხედვით, იმ მანქანის საჭესთან
უნდა დამჯდარიყო, რომელიც საბოლოოდ ანტონიო იმბერტმა წაიყ-
ვანა. მასავით შიშვლები და ბორკილებდადებულნი იყვნენ. თავი-
დან იქ ყოფილან, ელ ნუევეს სხვა საკნებში, ისევე აწამებდნენ, რო-
გორც სალვადორს: ელექტროსკამზე დასმა, გამათრახება, დაშან-
484
თვა, ყურსა და ფეხებში ნემსის გაყრა და დაუსრულებელი დაკით-
ხვები.
მათგან გაიგო, იმბერტი და ლუის ამიამა რომ გაუჩინარდნენ, სა-
სოწარკვეთილი რამფისი ნახევარ მილიონ პესოს სთავაზობდა მას,
ვინც მათ დაჭერაში დაეხმარებოდა. ისიც გაიგო, ბრძოლაში რომ
დაეცნენ ანტონიო დე ლა მასა, გენერალი ხუან ტომას დიასი და ამა-
დიტო. სალვადორისგან განსხვავებით, რომელიც განმარტოებული
ჰყავდათ, მათ სხვა პატიმრებთან ურთიერთობის საშუალება ჰქონ-
დათ, სწორედ მათგან იგებდნენ გარეთ მომხდარ ამბებს. უასკარ ტე-
ხედა თავის ერთ-ერთ მწამებელს დაუახლოვდა და მისგან გაიგო
რამფის ტრუხილიოსა და ანტონიო დე ლა მასას მამის, დონ ვისენ-
ტეს საუბარი. გენერალისიმუსის შვილი დონ ვისენტე დე ლა მასას-
თან საკანში გამოცხადდა და უთხრა, შენი შვილი აღარ არისო. მო-
კას ბებერ ბელადს გაუბზარავი ხმით უკითხავს: ბრძოლაში თუ და-
იღუპაო? როდესაც რამფისმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია, დონ
ვისენტე დე ლა მასას პირჯვარი გადაუწერია: „მადლობა, უფალო!“
სალვადორმა შვება იგრძნო, ჭრილობებისგან განკურნებული
პედრო ლივიო რომ ნახა. გულში წყენას არ ინახავდა იმის გამო,
თურქმა ტყვია რომ ესროლა იმ მღელვარე ღამეს. „იმას ვერ გპატი-
ებ, ბოლო რომ არ მომიღე“, ხუმრობდა. „რისთვის შემინარჩუნეთ
სიცოცხლე? ამისთვის, ბრიყვებო?“ პუპოზე ყველა ძალიან გულმო-
სული იყო, მაგრამ არც ერთს გახარებია, მოდესტო დიასი რომ მოჰ-
ყვა, ამავე შენობაში, ზემოდან, ჩემი საკნიდან დავინახე შიშველი,
ბორკილებდადებული და ქუთუთოებამოკერილი პუპო, ოთხნი რომ
მიათრევდნენ საწამებელ კამერაშიო. მოდესტო დიასი მხოლოდ აჩ-
რდილი დარჩენილიყო იმ ელეგანტური და ინტელიგენტი პოლიტი-
კოსისა, როგორიც მთელი ცხოვრება იყო. გარდა იმისა, რომ ძალი-
ან გამხდარიყო, მთელი სხეული დაწყლულებოდა, თვალებში უსას-
რულო სასოწარკვეთა აღბეჭდვოდა. დაპატიმრების დღიდან სარკე-
ში არ ჩაუხედავს.
485
სალვადორმა ბევრჯერ სთხოვა თავის მწამებლებს, ღვთისმსახუ-
რი მოეყვანათ, მაგრამ ყური არავინ ათხოვა. ერთხელ, საკანში საჭ-
მელი რომ მოჰქონდა, იმ ბადრაგმა იკითხა, მღვდელი რომელს გინ-
დათო. ყველამ ხელი ასწია. შარვლები ჩააცვეს და დაკლაკნილი კი-
ბით იმ დარბაზში აიყვანეს, სადაც თურქს მამამისმა აგინა. მზის და-
ნახვამ, კანზე მისი ალერსიანი სხივების შეხებამ სალვადორს მხნე-
ობა შემატა. სიხარულს ანიჭებდა იმის გაფიქრება, რომ აღსარებას
იტყოდა და ეზიარებოდა, რაც უკვე შეუძლებელი ეგონა. როდესაც
სამხედრო კაპელანმა, პადრე როდრიგეს კანელამ პატიმრებს მო-
უწოდა ტრუხილიოს სულის მოსახსენიებლად ილოცეთო, მხოლოდ
სალვადორმა დაიჩოქა და ილოცა. მისი მეგობრები არ განძრე-
ულან, ფეხზე უხერხულად იდგნენ.
პადრე როდრიგო კანელასგან გაიგო დრო: 1961 წლის 39 აგვის-
ტო იყო. მხოლოდ სამი თვე გასულიყო! ეგონა, ეს კოშმარი საუკუ-
ნეები გრძელდებოდა. დათრგუნვილი, დაუძლურებული და მორა-
ლურად დაცემული პატიმრები ერთმანეთში ცოტას ლაპარაკობ-
დნენ, მათი საუბრები მხოლოდ ერთი თემის გარშემო ტრიალებდა:
ელ ნუევეში ნანახი და განცდილი. საკანში მეგობრების მონათხრობ
ამბებს შორის, სალვადორზე ყველაზე წარუშლელი კვალი მოდეს-
ტო დიასის სლუკუნით მოყოლილმა ამბავმა დატოვა. პირველ კვი-
რებში საკანში მიგელ ანხელ ბაეს დიასთან ერთად მოუწია ყოფნამ.
თურქს კარგად ახსოვდა, როგორ განცვიფრდა, 30 მაისს, სან კრის-
ტობალის გზაზე მიგელ ბაეს დიასი რომ გამოცხადდა თავისი „ფოლ-
კსვაგენით“, ავენიდიდან მოდიოდა, ტრუხილიოსთან ერთად ვიყავი
და სან კრისტობალში აუცილებლად წავაო, შეთქმულები დაარწმუ-
ნა. მაშინ გაიგო სალვადორმა, ეს ტრუხილიოისტების დვრიტადან
გამოსული სენიორიც რომ შეთქმული იყო. აბეს გარსია და რამფისი
დანასისხლად გადაეკიდნენ, ასე ახლოს რომ იყო ტრუხილიოსთან.
ელექტროსესიები, გამათრახება, შანთით წამება, SIM-ის ექიმებს
ავალებდნენ გრძნობაზე მოეყვანათ რომ წამება გაეგრძელებინათ.
486
ორი-სამი კვირის შემდეგ, სიმინდის ფქვილით დამზადებული აყრო-
ლებული წვნიანის ნაცვლად, საკანში ქვაბით ხორციანი კერძი შე-
მოიტანეს. მიგელ ანხელ ბაესი და მოდესტო ქვაბს მისცვივდნენ და
სულმოუთქმელად ჭამეს ხელებით, სანამ არ გამოძღნენ. ბადრაგი
ცოტა ხანში მობრუნდა. ბაეს დიასს პირისპირ დაუდგა და ჰკითხა:
გენერალ რამფის ტრუხილიოს აინტერესებს, საკუთარი შვილის
ხორცზე გული ხომ არ აგერიათო. იატაკზე დავარდნილმა მიგელ ან-
ხელმა მიაძახა: „მაგ ბინძურ ბოზიშვილს ჩემგან გადაეცი, რომ ენა
მუცელში ჩაიგდოს!“ ბადრაგმა გადაიხარხარა და წავიდა. ცოტა ხან-
ში უკან მობრუნდა და კარიდან ახალგაზრდა ყმაწვილის თავი და-
ანახვა, რომელიც თმაში ჩაბღუჯული ეჭირა. რამდენიმე საათში მი-
გელ ანხელ ბაესი გულის შეტევით გარდაიცვალა მოდესტოს მკლა-
ვებში.
მიგელ ანხელის სახე, თავისი უფროსი ვაჟის, მიგელიტოს მოკვე-
თილ თავს რომ შესცქერის – სალვადორს გონებიდან არ ამოსდი-
ოდა. ღამით კოშმარებს ხედავდა, თავმოკვეთილი ლუისიტო და
კარმენ ელი ელანდებოდა. ძილში განწირული ხმით ყვიროდა და
თანამოსაკნეებს აფრთხობდა.
მეგობრებისგან განსხვავებით, რომელთაგან ბევრმა სიცოცხლე
მოისწრაფა, სალვადორმა გადაწყვიტა უკანასკნელ ამოსუნთქვამ-
დე გაეძლო. უფალთან შერიგებული იყო, კვლავ დღედაღამ ლოცუ-
ლობდა; ეკლესია თვითმკვლელობას კრძალავდა. საკანში თავის
მოკვლაც არ იყო იოლი საქმე. უასკარ ტეხედამ ბადრაგს შარვლის
უკანა ჯიბეში ჩაჩურთული ჰალსტუხი მოპარა და თავის ჩამოხრჩობა
სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა და მცდელობისთვის სასჯელი გაიორ-
მაგა. პედრო ლივიო სედენიო საწამებელ დარბაზში რამფისის პრო-
ვოცირებას შეეცადა, რომ მისთვის ტყვია დაეხალა: „ბოზიშვილო“,
„ნაბუშარო“, „უწმინდურის ნაშიერო“, „დედაშენი, ესპანიოლიტა,
ტრუხილიოს საყვარლობამდე, მეძავი იყო“, შეაფურთხა კიდეც, მაგ-
რამ რამფისმა გულისწადილი არ შეუსრულა და ავტომატის ნანატრი
487
ჯერი არ აგემა: „ჯერ არა, იმედი არ გქონდეს. ეგ ბოლოს იქნება, ჯერ
საფასური უნდა გადაიხადო“.
მეორედ რომ გაიგო სალვადორ ესტრელია სადალამ, თუ რა დღე
იყო, 1961 წლის 9 ოქტომბერი აღმოჩნდა. იმ დღეს უბრძანეს, შარ-
ვალი ჩაეცვა და კიბეზე ასულიყო. იმ ოთახში შეიყვანეს, სადაც მზე
თვალს სჭრიდა და კანს ათბობდა. ოთახში ფერმკრთალი და უნაკ-
ლო, ოთხვარსკვლავიანი გენერლის უნიფორმაში გამოწყობილი
რამფის ტრუხილიო ელოდა, ხელში გაზეთი „ელ კარიბე“ ეჭირა.
სალვადორმა სათაური წაიკითხა: „გენერალ პედრო ა. ესტრელიას
წერილი გენერალ რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოს“.
– წაიკითხე ეს წერილი, მამაშენმა გამომიგზავნა, – გაზეთი მი-
აწოდა რამფისმა, – შენზე ლაპარაკობს.
სალვადორმა ბორკილებით დასიებული ხელებით გაზეთი „ელ
კარიბე“ გამოართვა. თავბრუსხვევას, გულისრევისა და სევდის გა-
ურკვეველ ნაზავს გრძნობდა, მაგრამ წერილი მაინც ბოლომდე ჩა-
იკითხა. გენერალი პირო ესტრელია ვაცს „ყველაზე დიად დომინი-
კელს“ უწოდებდა, თავს იწონებდა, გენერალისიმუსის მეგობარი და
მცველი რომ იყო და მისი მფარველობით სარგებლობდა. სალვა-
დორს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა. საუბრობდა „ფიცის გამტეხ
და უძღებ შვილზე“, მის ღალატზე – „ჩემი შვილი, რომელმაც თავის
მფარველსა და ოჯახის წევრებს უღალატა“. ლანძღვა-გინებაზე უა-
რესი წერილის ბოლო აბზაცი იყო: მამამისი ნაჩუქარი ფულისთვის
რამფისს დიდი მოწიწებით უხდიდა მადლობას. ამ ფულით თავის გა-
დარჩენის საშუალება მოგვეცა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ოჯა-
ხს ყველა საკუთრება ჩამოართვა ჩემი შვილის პოლიტიკურ მკვლე-
ლობაში მონაწილეობის გამოო.
საკანში დამწუხრებული და შერცხვენილი დაბრუნდა, თავი აღარ
აუწევია. ცდილობდა მეგობრების წინაშე იმედგაცრუება დაემალა.
რამფისმა კი არა, მამაჩემმა მომკლა, – ფიქრობდა. ანტონიო დე ლა

488
მასასი შურდა. რა ბედნიერებაა ისეთი კაცის შვილობა, როგორიც
დონ ვისენტეა!
რამდენიმე დღეში, იმ სასტიკი 9 ოქტომბრის შემდეგ, თურქი და
მისი ხუთი თანამოაზრე ლა ვიქტორიაში გადაიყვანეს. პატიმრებს
რეზინის მილით წყლის ჭავლი მიუშვირეს და გარეცხეს, შემდეგ, ის
ტანსაცმელი დაუბრუნეს, რომელიც დაპატიმრებამდე ეცვათ. თურ-
ქი მოსიარულე ცხედარს ჰგავდა. ვერც ოჯახთან შეხვედრამ, – ხუთ-
შაბათს, ნახევარი საათით, – ცოლის, ლუისიტოს და კარმენ ელის
ჩახუტებამ და კოცნამ ვერ გაულღო გულში ის ყინულის ლოდი, იმ
დღიდან რომ ატარებდა, რაც გენერალ პირო ესტრელიას რამფის
ტრუხილიოსადმი მიწერილი წერილი წაიკითხა.
ლა ვიქტორიაში წამება და დაკითხვები შეწვდა. კვლავ იატაკზე
ეძინათ, მაგრამ უკვე შიშვლები აღარ იყვნენ, იმ ტანსაცმელს იცვამ-
დნენ, რომელსაც სახლიდან უგზავნიდნენ, ხელბორკილები მოხ-
სნეს. ოჯახის წევრებს უფლება ჰქონდათ, საჭმელი, გაზიანი სასმე-
ლი და მცირეოდენი ფული გამოეგზავნათ, რომლითაც ბადრაგებს
ქრთამავდნენ, რომ გაზეთები მიეყიდათ, სხვა ტუსაღების შესახებ
ინფორმაცია მიეწოდებინათ ან დანაბარები გარეთ გაეტანათ. პრე-
ზიდენტ ბალაგერის გამოსვლამ გაერთიანებული ერების ორგანიზა-
ციაში, ტრუხილიოს დიქტატურის დაგმობამ და დაპირებამ, რომ
„წესრიგის ფარგლებში“ რესპუბლიკა დემოკრატიზაციის გზას და-
ადგებოდა, პატიმრებს იმედი ჩაუსახა. დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ
ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია იბადებოდა, „სამოქალაქო ერ-
თობა“ და „14 ივნისის მოძრაობა“ დღის სინათლეზე მოქმედებდნენ.
სალვადორსა და მის მეგობრებს განსაკუთრებულ იმედს უსახავდა
ის ფაქტი, რომ შეერთებულ შტატებში, ვენესუელასა და სხვაგან შექ-
მნილი კომიტეტები დაჟინებით მოთხოვდნენ, პატიმრები საერთა-
შორისო დამკვირვებლების თანდასწრებით სამოქალაქო სასამარ-
თლოს გაესამართლებინა. სალვადორი ძალისხმევას არ იშურებდა,
მეგობრების სიხარული რომ გაეზიარებინა. თავის ლოცვებში
489
ღმერთს შესთხოვდა, გულში გამქრალი იმედის ნაპერწკალი ჩაესა-
ხა, მაგრამ იოტისოდენაც არ ჰქონდა. უნახავს რამფისის დაუნდობე-
ლი სახე. განა ის თავისუფლებას მიანიჭებდა? არასოდეს. ბოლომდე
აღასრულებდა თავის შურისძიებას.
ლა ვიქტორიაში სიხარულმა იფეთქა, როდესაც ხმა გავრცელდა,
პეტან და ნეგრო ტრუხილიოებმა ქვეყანა დატოვესო. ახლა რამფი-
სიც წავა, ბალაგერს სხვა გზა აღარ დარჩება და ამინისტიას გამოაც-
ხადებსო, ფიქრობდნენ. მაგრამ, მოდესტო დიასი, თავისი რკინის
ლოგიკითა და მოვლენების ცივსისხლიანი ანალიზით დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ სწორედ ახლა, როგორც არასდროს, ოჯახის წევრებსა
და ადვოკატებს ყველაზე მეტი მობილიზაცია მართებდათ მათ დასა-
ცავად. რამფისი მამამისის მკვლელების ლიკვიდაციის გარეშე ქვეყ-
ნიდან არ წავიდოდა. სალვადორი უსმენდა და დაჩაჩანაკებულ მო-
დესტო დიასს შესცქეროდა: კვლავ დღითიდღე ხდებოდა, სახე ბებ-
რის ნაოჭებით დაღარვოდა. რამდენი კილო დაიკლო? ცოლის მო-
ტანილი შარვალი და პერანგი ტანზე დაფართხალებდა, ყოველ კვი-
რას ქამარში ახალი ნახვრეტის გაკეთება უწევდა.
სალვადორი სულ ნაღვლიანი იყო, არავისთან მოუყოლია მამა-
მისის საჯარო ბარათის თაობაზე, მაგრამ ის წერილი ზურგში ჩაცე-
მული ლახვარივით სტკიოდა. იმის მიუხედავად, შეთქმულთა გეგმა
ისე რომ არ განხორციელდა, როგორც ელოდნენ და ამდენი მსხვერ-
პლი და ტანჯვა მოიტანა, მათმა თავგანწირვამ ქვეყანაში გარდაქ-
მნებს შეუწყო ხელი. ლა ვიქტორიას ციხის საკნებში ინფორმაციები
ჟონავდა, ჰყვებოდნენ, რომ ახალგაზრდები მიტინგებს აწყობდნენ,
ტრუხილიოს ქანდაკებებს თავს აძრობდნენ, ტრუხილიოს და მისი
ოჯახის წევრების სახელობის ქუჩებზე აბრებს გლეჯდნენ. იმასაც ამ-
ბობდნენ, გადასახლებულები ბრუნდებიანო. განა ეს არ იყო ტრუხი-
ლიოს ეპოქის დასასრულის დასაწყისი? და ეს არ მოხდებოდა, მათ
გველეშაპი რომ არ მოეკლათ.

490
ლა ვიქტორიას ციხეში გამომწყვდეული ტუსაღებისთვის ტრუხი-
ლიოს ძმების დაბრუნება ცივი წყლის გადასახმის ტოლფასი იყო.
ციხის უფროსს, მაიორ ამერიკო დანტე მინერვინოს სიხარული არ
დაუმალავს ტრუხილიოს ძმების ქვეყანაში დაბრუნების გამო და 17
ნოემბერს სალვადორს, მოდესტო დიასს, უასკარ ტეხედას, პედრო
ლივიოს, ფიფი პასტორისას და ახალგაზრდა ტუნტი კასერესს აცნო-
ბა, მოსაღამოებულს იუსტიციის სასახლის საკანში გადაგიყვანთ,
რადგან დილით ავენიდაზე დანაშაულის ახალი რეკონსტრუქცია უნ-
და ჩატარდესო. პატიმრებმა რაც ებადათ, მთელი ფული საჩქაროდ
შეკრიბეს, ბადრაგი მოქრთამეს და ოჯახის წევრებს სასწრაფო ამბა-
ვი შეატყობინეს: რაღაც უცნაურობა ხდება, დანაშაულის ახალი რე-
კონსტრუქცია უთუოდ ყალბი საბაბია და რამფისმა ალბათ ჩვენი
მოკვლა გადაწყვიტაო.
მოსაღამოებულს ბორკილები დაადეს და ექვსივე შავ, ჩამუქე-
ბულფანჯრებიან ფურგონში ჩასვეს, რომელსაც დედაქალაქელები
„ძაღლის ბუნაგს“ უწოდებდნენ, მცველად სამი შეიარაღებული ჯა-
რისკაცი დაუყენეს. სალვადორმა თვალდახუჭულმა ილოცა, უფალს
შესთხოვა, ჩემი ცოლი და შვილები განსაცდელისგან დაიფარეო.
იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ფიქრობდნენ, ზღვის კბოდისკენ არ
წაუყვანიათ – რიფები რეჟიმის საიდუმლო მკვლელობების საყვა-
რელი ადგილი იყო. ცენტრისკენ წავიდნენ, იუსტიციის სასახლის-
კენ. ლამის მთელი ღამე ფეხზე გაატარეს, ოთახი ისეთი ვიწრო იყო,
ერთდროულად ვერ დასხდებოდნენ. მორიგეობით, ორ-ორად სხდე-
ბოდნენ. პედრო ლივიო და ფიფი პასტორისა იმედს არ კარგავდნენ,
იუსტიციის სასახლეში ერთხელ უკვე ნამყოფი იყვნენ დაშაულის რე-
კონსტრუქციაზე. მათი მხნეობა ტუნტი კასერესსა და უასკარ ტეხა-
დასაც გადაედოთ. კი, კი, რატომაც არა: პატიმრებს სასამართლო
ხელისუფლებას გადასცემენ, რათა სამოქალაქო მოსამართლეებმა
გაასამართლონ. სალვადორი და მოდესტო ხმას არ იღებდნენ, სა-
სოწარკვეთილებას არ იმჩნევდნენ.
491
თურქმა ძალიან ხმადაბლა თავის მეგობარს ჩასჩურჩულა: „ეს
დასასრულია, მოდესტო, მართალს არ ვამბობ?“ ადვოკატმა უსიტ-
ყვოდ დაუკრა თავი და მკლავზე ხელი მოუჭირა.
სანამ მზე ამოიწვერებოდა, პატიმრები საკნიდან გამოიყვანეს და
კვლავ „ძაღლის ბუნაგში“ ჩასხეს. იუსტიციის სასახლესთან დიდი
რაოდენობით სამხედრო ნაწილები განლაგებულიყო. სალვადორმა
დღის მქრქალ შუქზე შენიშნა, რომ სამხედროებს მკლავზე სამხედ-
რო-საჰაერო ძალების ემბლემა ეკეთათ. სან ისიდროს სამხედრო
ბაზიდან, რამფისისა და ვირხილიო გარსია ტრუხილიოს სამფლო-
ბელოდან იყვნენ. მეგობრები რომ არ აეღელვებინა, არაფერი უთ-
ქვამს. ვიწრო ფურგონში რამდენჯერმე სცადა ღმერთთან გასაუბრე-
ბა, – მთელი ღამე ამაოდ ცდილობდა, – უნდოდა ეთხოვა ღირსეულ
სიკვდილში შემეწიე, ამ ქვეყნიდან სიმხდალით პატივაყრილი რომ
არ წავიდეო, მაგრამ ყურადღების მოკრება ვერ შეძლო. ამ მარცხმა
კიდევ უფრო დაანაღვლიანა.
ცოტა ხნის შემდეგ, ფურგონმა დაამუხრუჭა, სან კრისტობალის
გზაზე იყვნენ. თავდასხმის ადგილი იყო, ნამდვილად. მზე ოქროს-
ფრად ღებავდა ცას და გზის პირას ჩამწკრივებულ ქოქოსის პალ-
მებს, ზღვა ხმაურით ეხეთქებოდა კლდოვან ნაპირებს. გარშემო უამ-
რავი პოლიციელი იყო. გზა გადაეკეტათ, ორივე მიმართულებით
მანქანების მოძრაობა შეწყვეტილიყო.
– ეს ფარსი, ნეტავ, რაში სჭირდება, როგორ დაემსგავსა მამას
შვილიკო, – შემოესმა სალვადორს მოდესტო დიასის ნათქვამი.
– ფარსი რატომ იქნება, – შეეწინააღმდეგა ფიფი პასტორისა, –
უიმედოდ ნუ ხართ. დანაშაულის რეკონსტრუქციაა, მოსამართლეე-
ბი მოვიდნენ, ვერ ხედავთ?
– ისეთივე კლოუნადაა, მამამისს რომ უყვარდა, – დაიჟინა მო-
დესტომ და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
ფარსი, იყო თუ რა იყო, რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამასობა-
ში, მზე შუბის ტარზე დადგა და პატიმრებს თავის ქალა აუდუღა. თი-
492
თო-თითო მიჰყავდათ ღია ცის ქვეშ საგანგებოდ დადგმულ მაგიდას-
თან და სამოქალაქო პირები იმავე კითხვებს უსვამდნენ, რასაც ელ
ნუევეში და ლა ვიქტორიაში. მბეჭდავები საბეჭდ მანქანაზე მათ პა-
სუხებს იწერდნენ. მხოლოდ ახალგაზრდა ოფიცრები ტრიალებდნენ
უსაქმურად მათ ირგვლივ. სანამ ეს მომაბეზრებელი ცერემონია
გრძელდებოდა, უფროსობიდან არავინ, – რამფისი, აბეს გარსია,
პეჩიტო ლეონ ესტევესი, პირულო სანჩეს რუბიროსა, – გამოჩენი-
ლა. პატიმრებისთვის საჭმელი არ უჭმევიათ, ნაშუადღევს მხოლოდ
ერთი ჭიქა გაზიანი სასმელი მისცეს. საღამოვდებოდა, როდესაც ლა
ვიქტორიას ჩაფსკვნილი დირექტორი, მაიორი ამერიკო დანტე მი-
ნერვინო გამოჩნდა. პატარა ულვაშს ნერვიულად იკვნეტდა და ჩვე-
ულებრივზე უფრო საზარელი შესახედავი იყო. შავკანიანი მამაკაცი
ახლდა თან, კუნთებიანი, მოკრივესავით ცხვირმიჭყლეტილი, მხარ-
ზე ავტომატი ეკიდა, ქამარში პისტოლეტი გაერჭო. პატიმრები „ძაღ-
ლის ბუნაგში“ აიყვანეს.
– სად მივდივართ? – ჰკითხა პედრო ლივიომ მინერვინოს.
– ლა ვიქტორიაში ვბრუნდებით, – თქვა მან, – მე თავად მოვედი
თქვენ წასაყვანად, გზაში რომ არ დაკარგულიყავით.
– რამხელა პატივია, – შენიშნა პედრო ლივიომ.
მაიორი საჭესთან დაჯდა და მოკრივე გვერდით მოისვა. ფურ-
გონში სამი ძალიან ახალგაზრდა ბადრაგი იჯდა, ახალწვეულებს
ჰგვანდნენ. დაძაბულობა ეტყობოდათ, ჩანდა, რომ ღელავდნენ,
ასეთი მნიშვნელოვანი პატიმრების დაცვის პასუხისმგებლობა რომ
დაეკისრათ. ხელებზე ბორკილების დადების გარდა, მუხლები საბე-
ლით შეუკრეს, პატარა ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა რომ
ჰქონოდათ.
– ეს ბაწარი რა ჩემ ფეხებს უნდა ნიშნავდეს? – გააპროტესტა
ტუნტი კასერესმა.
ერთ-ერთმა ბადრაგმა ტუნტის მაიორზე მიუთითა და თითი ტუ-
ჩებთან მიიდო, გაჩუმდიო.
493
კარგა ხნის მგზავრობის შემდეგ სალვადორი მიხვდა, რომ ლა
ვიქტორიაში არ მიდიოდნენ. მეგობრების სახეებზე დაინახა, რომ
გუმანი მათაც კარნახობდა რაღაცას, ჩუმად ისხდნენ, ზოგი – თვალ-
დახუჭული, ზოგი – ფართოდ გახელილი, ანთებული თვალის გუგე-
ბით, თითქოს ცდილობდნენ ფურგონის ლითონის კედლებს მიღმა
დაენახათ, სად იმყოფებოდნენ. ლოცვა არც უცდია. სასოწარკვეთა
იმდენად დიდი იყო, აზრი არ ჰქონდა. უფალი უფალი უსიტყვოდ მი-
უხვდებოდა გულისთქმას.
მანქანა ზღვის ფრიალო კბოდესთან შეჩერდა, ზღვის ხმა შემო-
ესმათ – კლდის ფერხთით ბღაოდა. ბადრაგმა ფურგონის კარი გა-
მოაღო. უკაცრიელ მაღლობზე იდგნენ, ქვეშ მიწითალო მიწა იყო,
გარშემო – მეჩხერი ხეები. მზე კვლავ ბრწყინავდა, თუმცა თანდა-
თან იხრებოდა ჰორიზონტისკენ. სალვადორმა გაიფიქრა, რომ სიკ-
ვდილი შესაძლოა დასვენების თავისებური ფორმა იყოსო. ახლა
უსაშველო დაღლილობას გრძნობდა.
დანტე მინერვინომ და მოკრივისსახიანმა, შავკანიანმა მამაკაც-
მა სამ ახალგაზრდა ყმაწვილს ფურგონიდან ჩამოსვლა უბრძანა,
მაგრამ როდესაც პატიმრებმა უკან გაყოლა დააპირეს, მამაკაცმა
გზა გადაუკეტა: „თქვენ აქ გაჩერდით“. ანაზდად, წამებში სროლა ატ-
ყდა. პატარა ჯარისკაცებს ესროდნენ. სამივე ბიჭუნა დაცხრილული
დაეცა, განცვიფრების, გაგების,დაყვირების დრო არ ჰქონდათ.
– რას აკეთებთ, რას აკეთებთ, დამნაშავეებო! – დაიბღავლა
სალვადორმა, – ამ საბრალო ბიჭებს რა ერჩოდით, მკვლელებო!
– ჩვენ არ მოგვიკლავს, თქვენ მოკალით, – ძალიან სერიოზუ-
ლად უპასუხა მაიორმა დანტე მინერვინომ, სანამ თავის ავტომატს
ტენიდა. ცხვირმიჭყლეტილმა შავმა კაცმა გადაიხარხარა, – ახლა კი
თქვენ ჩამოდით.
მოულოდნელობისგან გაოგნებულები და გაშტერებულები გა-
მოვიდნენ მანქანიდან, დახოცილი ჯარიკაცების ცხედრებზე წა-
იფორხილეს, ფეხებზე განასკვული საბელის გამო პატარა, სასაცი-
494
ლო ნახტომებით მიიწევდნენ წინ. ჯარისკაცების ცხედრები ზუსტად
ისეთსავე მეორე ფურგონში გადაიტანეს, რომელიც რამდენიმე მეტ-
რში იყო გაჩერებული, დახოცილებს მხოლოდ ერთი სამოქალაქო
პირი დასტრიალებდა. პატიმრები ფურგონში ჩაკეტეს და სამივენი
წინ დასხდნენ, დანტე მინერვინო კვლავ საჭეს მიუჯდა.
ახლა კი შეძლო სალვადორმა ლოცვა. ესმოდა, მისი ერთ-ერთი
მეგობარი როგორ ქვითინებდა, მაგრამ ეს ყურადღებას არ უფან-
ტავდა. იოლად ლოცულობდა, როგორც ერთ დროს, საკუთარი თა-
ვისთვის, ოჯახისთვის, ახლახან დახოცილი სამი ჯარისკაცისთვის,
ფურგონში მყოფი ხუთი მეგობრისთვის, რომელთაგან ერთი, ნერ-
ვიული შეტევის გამო, თავს იმ ლითონის ტიხარს ურტყამდა, რომე-
ლიც მძღოლისგან ყოფდა, და უფალს გმობდა.
ვერ მიხვდა გზა რამდენ ხანს გაგრძელდა, მაგრამ ლოცვა წამით
არ შეუწყვეტია. თავის ცოლსა და ბავშვებზე ფიქრი უზომო სიმშვი-
დესა და სითბოს ანიჭებდა. როდესაც დაამუხრუჭეს და მანქანის კა-
რი გამოაღეს, ზღვა, მიმწუხრი და ლურჯი ცის კაბადონზე ჩამავალი
მზე დაინახა.
ფურგონიდან მუჯლუგუნებით ჩამოყარეს, ვეებერთელა სახლის
ეზოში აღმოჩნდნენ, აუზის გვერდით იყვნენ. ბაღში შევერცხლილი
ქოქოსის პალმები იდგა, კენწეროში რტოებაფოფრილი. ოციოდე
მეტრის მოშორებით ტერასაზე მამაკაცები ჩანდნენ სასმისებით
ხელში. იცნო რამფისი, პეჩიტო ლეონ ესტევესი, მისი ძმა ალფონსო
და პირულო სანჩეს რუბიროსა. მათ გარდა, სამი-ოთხი უცნობი მა-
მაკაცი იყო. ალფონსო ლეონ ესტევესი მათკენ გამოქანდა ვისკის
ჭიქით ხელში. ამერიკო დანტე მინერვინოსა და შავკანიან მამაკაცს
დაეხმარა, რომ პატიმრები ქოქოსის პალმებთან მიეყენებინა.
– სათითაოდ, პეჩიტო! – უბრძანა რამფისმა. „მთვრალია“, გა-
იფიქრა სალვადორმა, ვაცის შვილი დათვრა, თავისი უკანასკნელი
ნადიმი რომ გაემართა.

495
პირველი პედრო ლივიო დახვრიტეს. წამში მოიცელა, რევოლ-
ვერის ჯერი და ავტომატის ტყვიები რომ დააყარეს. შემდეგი ქოქო-
სის პალმებთან ტუნტი კასერასი მიათრიეს, რომელიც დაცემამდე
რამფისს აგინებდა: „გადაგვარებულო, ლაჩარო, ქალაჩუნა!“ მომ-
დევნო მოდესტო დიასი იყო, რომელმაც სიკვდილის წინ დაიყვირა:
„გაუმარჯოს რესპუბლიკას!“ სანამ სული ამოხდებოდა, ცოტა ხანს
მიწაზე იკლაკნებოდა.
შემდეგ მისი ჯერიც დადგა. მუჯლუგუნები და წათრევა არ დას-
ჭირვებია. პატარა ნაბიჯებით მიიწევდა – მეტის საშუალებას გადა-
ნასკვული მუხლები არ აძლევდნენ – იმ პალმებისკენ, სადაც უკვე
ესვენენ მისი მეგობრები, უფალს მადლობას სწირავდა, უკანასკნელ
წამებში მასთან ყოფნის ნება რომ დართო და თავისებური მელან-
ქოლიით ფიქრობდა, რომ ვეღარასოდეს ნახავდა ბასკინტას, იმ პა-
ტარა ლიბანურ სოფელს, საიდანაც რწმენის გადასარჩენად გამო-
ვიდნენ სადალები და ბედ-იღბლის საძებრად ამ ღვთითკურთხეულ
მიწაზე მოვიდნენ.

496
22

როდესაც ძილ-ბურანში რამდენჯერმე ჩაესმა ტელეფონის ზარის


ხმა, პრეზიდენტ ხოაკინ ბალაგერს გულმა უგრძნო, რომ დიდი უბე-
დურება მოხდა. ცალი ხელით ტელეფონის ყურმილს დასწვდა, მე-
ორეთი თვალები მოიფშვნიტა. გენერალი ხოსე რენე რომანი ურე-
კავდა, გენერალურ შტაბში უმაღლესი დონის საგანგებო სხდომას
იწვევდა. „მოკლეს“, გაიფიქრა. შეთქმულება წარმატებით დასრულ-
და. ბოლომდე გამოფხიზლდა. ახლა სიბრალულზე ან რისხვაზე
დროს ვერ დაკარგავდა, ამ წუთებში მთავარი პრობლემა შეიარაღე-
ბული ძალების უფროსი იყო. ჩაახველა და მშვიდად უპასუხა: „თუ
ასეთი უბედურება მოხდა, მე როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტს,
პალასიო ნასიონალში მევალება ყოფნა და არა ყაზარმაში. იქით
მივდივარ. შეგახსენებთ, რომ სხდომა ჩემს კაბინეტში ჩატარდება.
ღამე მშვიდობისა“. ყურმილი მანამდე დაკიდა, სანამ შეიარაღებუ-
ლი ძალების უფროსი უპასუხებდა.
წამოდგა და უხმაუროდ ჩაიცვა, თავისი დები რომ არ გაეღვიძე-
ბინა. ტრუხილიო მოკლეს, უეჭველად, და ახლა სახელმწიფო გა-
დატრიალება მზადდება რომანის მეთაურობით. მაგრამ 18 დეკემ-
ბრის ციხესიმაგრეში რატომ იწვევდა? შესაძლოა მისგან გადადგო-
მა მოეთხოვა, დაეპატიმრებინა ან სახელმწიფო გადატრიალებაში
დახმარება ეთხოვა. ცუდად დაგეგმილი, უგუნური გეგმის შთაბეჭდი-
ლებას ტოვებდა. დარეკვის ნაცვლად, პატრული უნდა გამოეგზავნა.
იმის მიუხედავად, რომ რომანი შეიარაღებული ძალების უფროსი
იყო, ისეთ დიდ გავლენას არ ფლობდა, სამხედრო გარნიზონები
რომ დაემორჩილებინა. ეს ჩანაფიქრი მარცხისთვის იყო განწირუ-
ლი.
ოთახიდან გამოვიდა და დაცვას სთხოვა მძღოლი გაეღვიძებინა.
სანამ ამ უკანასკნელს მანქანით პალასიო ნასიონალისკენ მიჰყავ-
და, მაქსიმო გომესის უკაცრიელ და ბნელ ქუჩებში წინასწარ გან-
497
ჭვრიტა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მომდევნო რამდენიმე სა-
ათის განმავლობაში: ტრუხილიოს ერთგული და მოღალატე სამ-
ხედრო ნაწილები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ამერიკის შე-
ერთებული შტატები სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს.
თავდასხმის საბაბად ვაშინგტონს კონსტიტუციური სიმულაკრი
სჭირდება. დღეს რესპუბლიკაში კანონიერებას პრეზიდენტი განასა-
ხიერებს. მისი პოსტი დეკორატიული იყო, მაგრამ ტრუხილიოს სიკ-
ვდილის შემდეგ ნამდვილი შინაარსით იტვირთებოდა. ახლა მის
ქმედებებზე იყო დამოკიდებული, უბრალო სატყუარადან ნამდვილ
სახელმწიფო მეთაურად თუ იქცეოდა. შესაძლოა, გაუცნობიერებ-
ლად, გაჩენის დღიდან, – 1906 წლიდან, – სწორედ ამ წუთს ელოდა.
გულში კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ცხოვრების მთავარი დე-
ვიზი: არც ერთი წამით, არავითარი მიზეზით, სიმშვიდე არ დაეკარ-
გა.
ეს განწყობა კიდევ უფრო განუმტკიცდა, როცა პალასიო ნასიო-
ნალში შევიდა და იქ გამეფებულ არეულ-დარეულობას შეესწრო.
სამხედროების რაოდენობა გაორმაგებულიყო, დერეფნებსა და კი-
ბეზე კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები ტრიალებდნენ და
სასროლად სამიზნეს ეძებდნენ. როდესაც ოფიცრებმა დაინახეს,
როგორ მშვიდად და აუჩქარებლად მიეშურებოდა პრეზიდენტი ბა-
ლაგერი საკუთარი კაბინეტისკენ, შვება იგრძნეს, იქნებ მან მაინც
იცის, რა უნდა გაკეთდეს. სამუშაო კაბინეტამდე ვერ მივიდა. გენე-
რალისიმუსის მისაღების გვერდით ოთახში ტრუხილიოს ოჯახი და-
ინახა: მეუღლე, ქალიშვილი, მისი ორი ძმა, ძმისშვილები და დის-
შვილები. მათკენ გაეშურა ისეთი დამწუხრებული, როგორსაც ვითა-
რება მოითხოვდა. ანხელიტას თვალები ცრემლით ავსებოდა, ქა-
ღალდივით გაფითრებულიყო. დონია მარიას მსუქან და დაჭიმულ
სახეზე ბრაზი, უსაზღვრო ბრაზი იყო აღბეჭდილი.
– რა მოგველის, დოქტორო ბალაგერ? – წაიბუტბუტა ანხელიტამ
და მკლავზე ხელი მოჰკიდა.
498
– არაფერი, ცუდი არაფერი, – გაამხნევა. ღრმად პატივცემულ
ქალბატონსაც მოეხვია, – ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვი-
დე შევინარჩუნოთ. მტკიცედ უნდა ვიყოთ. უფალი არ დაუშვებს, რომ
მისი ბრწყინვალება მოკვდეს.
იქაურობისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისი იყო, რომ
გაეაზრებინა: ამ უბადრუკ ტრიბუს კომპასი დაეკარგა! პეტანი ავტო-
მატს ანჯღრევდა და საკუთარი თავის გარშემო ისე ტრიალებდა, რო-
გორც ძაღლი, კუდის დაჭერას რომ ცდილობს. ოფლში იღვრებოდა
და სისულელეებს როშავდა თავისი პირადი გვარდიის, „უღელტეხი-
ლის მაკნატუნების“ შესახებ. ექტორ ბიენვენიდოს (ნეგრო), ყოფილ
პრეზიდენტს, კატატონიური48 იდიოტიზმის შეტევა ჰქონდა: სიცა-
რიელეს მიშტერებოდა, პირზე დორბლი მორეოდა, თითქოს იმის
გახსენებას ცდილობდა, ვინ იყო და სად იმყოფებოდა. უფროსის ყვე-
ლაზე უბედური ძმა, ამაბლე რომეოც (პიპი) იქ იყო, მათხოვარივით
ჩაცმული კუთხეში პირღია იჯდა. სავარძლებში დამსხდარი ტრუხი-
ლიოს დები – ნიევეს ლუისა, მარინა, ხულიეტა, ოფელია – ცრემ-
ლებს იწმენდნენ და მუდარიან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ.
პრეზიდენტი ბალაგერი ყველასთან სათითაოდ მივიდა და თანაგ-
რძნობის სიტყვები წაიბუტბუტა. ქვეყნის ხელისუფლებაში დიდი სი-
ცარიელე გაჩენილიყო და სასწრაფოდ შევსებას საჭიროებდა.
პრეზიდენტი სამუშაო კაბინეტში შევიდა და გენერალ სანტოს მე-
ლიდო მარტეს, შეიარაღებული ძალების გენერალურ ინსპექტორს
დაურეკა, რომელიც უმაღლეს სამხედრო იერარქიას ეკუთვნოდა და
ბალაგერთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. გენერალმა
არაფერი იცოდა, მომხდარმა ისე გააოგნა, ნახევარი წუთი ერთსა
და იმავეს იმეორებდა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო“. ბალაგერმა
სთხოვა, სხვა სამხედრო ხელმძღვანელებისა და რესპუბლიკის გარ-
ნიზონის მეთაურებისთვის დაერეკა და დაერწმუნებინა, რომ სავა-

48
კატატონიური – ერთგვარი ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა.
499
რაუდო პოლიტიკური მკვლელობა რესპუბლიკის კონსტიტუციურ
წესრიგს არ შეხებია. რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლება სამ-
ხედრო მეთაურებს სრულ ნდობას უცხადებს და კიდევ ერთხელ ამ-
ტკიცებს მათ დაკავებულ თანამდებობებზე. „ახლავე საქმეს მივხე-
დავ, სენიორ პრეზიდენტო“, დაემშვიდობა გენერალი.
ცოტა ხნის შემდეგ, ბალაგერს მოახსენეს, პაპის ნუნციუსი, შეერ-
თებული შტატების კონსული და დიდი ბრიტანეთის საგანგებო წარ-
მომადგენელი მთავრობის სასახლის შესასვლელთან არიან მოსუ-
ლი და დაცვა არ უშვებსო. შემოშვება ბრძანა, მოსვლის მიზეზი ტრუ-
ხილიოზე თავდასხმა არ ყოფილა. მონსენიორ რეილის ძალადობ-
რივი დაპატიმრებით იყვნენ შეწუხებული. შეიარაღებულმა პირებმა
სანტო დომინგოს კოლეჯის კარი შეამტვრიეს, შიგნით შეიჭრნენ, ჰა-
ერში გაისროლეს, მონაზვნები და ეპისკოპოსის თანმხლები სან ხუ-
ან დე მაგუანას მღვდელი-რედენტორები სცემეს, კოლეჯის მცველი
ძაღლი მოკლეს და პრელატი49 მუჯლუგუნებით წაიყვანეს.
– სენიორ პრეზიდენტო, თქვენ გაკისრებთ მონსენიორ რეილის
სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას, – გააფრთხილა ნუნციუსმა.
– ჩემი ხელისუფლება არ დაუშვებს მისი სიცოცხლის ხელყოფას,
– განაგრძო ჩრდილოამერიკელმა დიპლომატმა, – ზედმეტი მგონია
შეგახსენოთ ვაშინგტონის ინტერესი რეილის მიმართ, რომელიც
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.
– დაბრძანდით, გთხოვთ, – პრეზიდენტმა სტუმრებს საწერი მა-
გიდის ირგვლივ შემოწყობილი სკამებისკენ მიუთითა, ტელეფონის
ყურმილი აიღო და მოითხოვა სან ისიდროს სამხედრო-საჰაერო ბა-
ზის უფროსთან, ვირხილიო გარსია ტრუხილიოსთან დაეკავშირები-
ნათ. დიპლომატებს მოუბრუნდა:

49
პრელატი – კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესი
სასულიერო პირი.
500
– თქვენზე მეტად ვწუხვარ, გარწმუნებთ. ძალ-ღონეს არ დავიშუ-
რებ, ამ ბარბაროსობას რომ ბოლო მოვუღო.
ცოტა ხნის შემდეგ ტელეფონის ყურმილში გენერალისიმუსის
უახლოესი ნათესავის, მისი დისშვილის ხმა შემოესმა. სტუმრების-
თვის თვალმოუშორებლად წარმოსთქვა:
– როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტი, ისე გესაუბრებით, გენე-
რალო, მოგმართავთ როგორც სან ისიდროს სამხედრო ბაზის უფ-
როსს და გენერალისიმუსის საყვარელ დისშვილს. უმძიმესი ვითა-
რების გამო შესავლებით თავს აღარ შეგაწყენთ. სრულიად უპასუ-
ხისმგებლოდ, ვიღაც ქვემდგომმა, შესაძლოა პოლკოვნიკმა ჯონი
აბესმა, ეპისკოპოს რეილის დაპატიმრება ბრძანა და სანტო დომინ-
გოს კოლეჯიდან ძალით გამოაყვანინა. ჩემ წინაშე შეერთებული
შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ვატიკანის წარმომადგენლები
არიან, მონსენიორ რეილის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტა-
ტების მოქალაქეა, თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, ქვეყანას დიდი
უბედურება დაატყდება თავს. არაა გამორიცხული, საზღვაო ქვეითი
ჯარები გადმოსხდნენ. არა მგონია, საჭირო იყოს იმის თქმა, თუ რას
შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩვენი სამშობლოსთვის. გენერალისიმუსის,
ბიძათქვენის სახელით მოგიწოდებთ თავიდან ააცილოთ ქვეყანას
ეს ისტორიული განსაცდელი.
გენერალ ვირხილიო გარსია ტრუხილიოს რეაქციას დაელოდა,
მის არათანაბარ სუნთქვაზე მიხვდა, რომ გენერალი ღელავდა და
ორჭოფობდა.
– ჩემი იდეა არ ყოფილა, დოქტორო, – შემოესმა მისი ბურდღუ-
ნი, – ინფორმირებულიც კი არ ვყოფილვარ ამ საქმის თაობაზე.
– ძალიან კარგად ვიცი, გენერალო ტრუხილიო, – მიეშველა ბა-
ლაგერი, – თქვენ გონიერი და პასუხისმგებლობის მქონე ოფიცერი
ბრძანდებით. ასეთ სიგიჟეს არასოდეს ჩაიდენდით. მონსენიორ რე-
ილი სან ისიდროშია თუ ლა კუარენტაში წაიყვანეს?

501
ხანგრძლივი, ეკალივით მჩხვლეტავი დუმილი ჩამოწვა, ყველა-
ზე უარესი წარმოიდგინა.
– ცოცხალია მონსენიორ რეილი? – ჩააჟინდა ბალაგერი.
– სან ისიდროს ტერიტორიაზეა, აქედან ორ კილომეტრში, დოქ-
ტორო. ცენტრის კომენდანტმა, როდრიგეს მენდესმა მისი მოკვლის
უფლება არ მისცა, ამ წუთში მომახსენა.
პრეზიდენტმა ხმა დაიტკბო:
– უმორჩილესად გთხოვთ, როგორც ჩემი წარმომადგენელი, პი-
რადად წაბრძანდეთ მონსენიორის გასათავისუფლებლად. ჩადენი-
ლი შეცდომის გამო ხელისუფლების სახელით ბოდიში მოუხადოთ
და შემდეგ საღი და უვნებელი ეპისკოპოსი ჩემს კაბინეტამდე მოაცი-
ლოთ. ეს მეგობრის თხოვნაც არის და რესპუბლიკის პრეზიდენტის
ბრძანებაც. თქვენი სრული ნდობა მაქვს, გენერალო.
სტუმრები პრეზიდენტს განცვიფრებულები შესცქეროდნენ. ბა-
ლაგერი ფეხზე წამოდგა, მათ მიუახლოვდა და კარამდე გააცილა.
დამშვიდობებისას ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– დარწმუნებული არა ვარ, რომ დამემორჩილებიან, სენიორე-
ბო. მაგრამ, თავადაც ხედავთ, რაც ჩემ ხელთაა, ყველაფერს ვაკე-
თებ, რომ გონიერებამ გაიმარჯვოს.
– როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში, სენიორ პრეზი-
დენტო? – ჰკითხა კონსულმა, – დაექვემდებარებიან ტრუხილიოს-
ტები თქვენს ძალაუფლებას?
– ამერიკის შეერთებულ შტატებზე ბევრი იქნება დამოკიდებუ-
ლი, ჩემო მეგობარო. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი. ახლა
კი უნდა მომიტევოთ, სენიორებო.
იმ დარბაზში დაბრუნდა, სადაც ტრუხილიოს ოჯახი იყო. ხალხი
მომატებულიყო, პოლკოვნიკი აბესი ჰყვებოდა, რომ ერთ-ერთმა
დაპატიმრებულმა, რომელიც საერთაშორისომ კლინიკაში აიყვა-
ნეს, შეთქმულების სამი თანამონაწილე დაასახელა: გადამდგარი
გენერალი ხუან ტომას დიასი, ანტონიო იმბერტი და ლუის ამიამა.
502
ეჭვგარეშეა, ბევრი სხვაც იქნება. აბეს გარსიას მსმენელებს შორის
გენერალი რომანი შენიშნა, ოფლით გაწუწული ხაკისფერი პერანგი
ეცვა, სახეზეც ოფლი ჩამოსდიოდა, ავტომატს ორივე ხელით ჩაბ-
ღაუჭებოდა. მის თვალებში ხაფანგში მოქცეული ნადირის ველური
შიში იდგა. ცხადი იყო, რომ საქმე ისე არ გამოუვიდა, როგორც უნ-
დოდა.
საგანგებოდ დაყენებული ხმით SIM-ის ჩასქელებული უფროსი
დაბეჯითებით ამტკიცებდა, ყოფილი სამხედროს, პედრო ლივიო სე-
დენიოს ჩვენების თანახმად, შეთქმულება შეიარაღებულ ძალებში
არ გავრცელებულაო. პრეზიდენტმა ყური დაუგდო და მიხვდა, რომ
ჯონი აბეს გარსიასთან დაპირისპირების დრო დგებოდა. პოლკოვ-
ნიკ ჯონი აბესს ბალაგერი სძულდა. თავად პრეზიდენტი ამრეზით უც-
ქერდა, მაგრამ ასეთ ვითარებაში, საუბედუროდ, იდეები კი არა, ავ-
ტომატები იმარჯვებენ. ღმერთს სთხოვა, რომლისაც ხანდახან სწამ-
და, რომ მხარში ამოსდგომოდა.
პოლკოვნიკმა აბეს გარსიამ პირველი შეტევა განახორციელა.
ქვეყნის ხელისუფლებაში გაჩენილი სიცარიელის გამო ბალაგერი
უნდა გადადგეს და პრეზიდენტის პოსტი ტრუხილიოს ოჯახის რომე-
ლიმე წევრმა დაიკავოს. პეტანმა მისთვის ჩვეული სულსწრაფობითა
და თავდაუჭერელობით მაშინვე მხარი აუბა: „კი, გადადგეს!“ პრეზი-
დენტი მდუმარედ უსმენდა, ღვთისმოსავივით გულხელდაკრეფილი
სრულიად მშვიდად იჯდა. როდესაც ყველა მისკენ შემობრუნდა, თა-
ვი მორცხვად დახარა, თითქოს ბოდიშს იხდიდა, სიტყვა რომ უნდა
წარმოეთქვა. დამსწრეებს მოწიწებით შეახსენა, პრეზიდენტის სა-
ვარძელს გენერალისიმუსის გადაწყვეტილებით ვიკავებო. რასაკ-
ვირველია, მაშინვე გადავდგები, თუ ეს ქმედება ქვეყანას სასიკე-
თოდ წაადგება, მაგრამ თავს ნებას მივცემ, დამსწრეებს ვურჩიო,
კონსტიტუციური წესრიგის დარღვევამდე გენერალ რამფისს და-
ელოდონო. განა შესაძლებელია, ასეთ მნიშვნელოვან საქმეში უფ-
როსი მემკვიდრე არ გავითვალისწინოთ? ღრმად პატივცემული
503
ქალბატონი უყოყმანოდ დაეთანხმა: თავისი უფროსი შვილის თან-
ხმობის გარეშე, არც ერთ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.
როგორც პოლკოვნიკმა ლუის ხოსე ლეონ ესტევესმა (პეჩიტო) მო-
ახსენა, ამ წუთებში, რამფისი და რადამესი პარიზში „ Air France“-ს
თვითმფრინავის დაქირავებას ცდილობენ. საკითხი გადაიდო.
როდესაც სამუშაო კაბინეტში ბრუნდებოდა, გაიფიქრა, რომ ნამ-
დვილი ომი ტრუხილიოს ძმებთან ან ამ იდიოტი მკვლელების ბან-
დასთან კი არა, აბეს გარსიასთან ჰქონდა გადასახდელი. ჭკუიდან
გადამცდარი სადისტი იყო, მაგრამ ლუციფერივით გამჭრიახი, ახ-
ლახან კვანტი დაუდო, რადგან SIM-ის უფროსს რამფისი დაავიწყდა.
ბალაგერმა მოკავშირედ მარია მარტინესი შეიძინა. პრეზიდენტმა
კარგად იცოდა, როგორ შეედუღაბებინა ეს კავშირი: ღრმად პატივ-
ცემული ქალბატონის სიხარბეს, ამ ვითარებაში, სარგებლის მოტა-
ნა შეეძლო. მაგრამ ყველაზე გადაუდებელი სახელმწიფო გადატ-
რიალებისთვის ხელის შეშლა იყო. საწერ მაგიდასთან რომ იჯდა,
გენერალ მალიდო მარტემ დაურეკა. ყველა რეგიონული შეიარაღე-
ბული ძალების მეთაურებს ესაუბრა და არსებულ ხელისუფლებას
სრულ ერთგულებას უცხადებენ, მიუხედავად ამისა, გენერალი სე-
სარ ა. ოლივა სანტიაგო დე ლოს კაბალიეროდან, ასევე გენერალი
გარსია ურბაესი – დახაბონიდან და გენერალი გუარიონ ესტრელია
– ლა ვეგადან შეშფოთებული არიან შეიარაღებული ძალების უფ-
როსის წინააღმდეგობრივი შეტყობინებებით. ამის შესახებ რამე
იცის სენიორ პრეზიდენტმა?
– კონკრეტულად არაფერი, მაგრამ იმავეს ვფიქრობ, რასაც
თქვენ, ჩემო მეგობარო, – უთხრა ბალაგერმა მელიდო მარტეს, – მე
თავად დავურეკავ ამ მეთაურებს და დავამშვიდებ. რამფის ტრუხი-
ლიო უკვე გზაშია, აქეთ მოფრინავს, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძა-
ლებს ჩაუდგეს სათავეში.
დრო არ დაუკარგავს, სამივე გენერალს დაურეკა და თავისი
სრული ნდობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. სთხოვა, რეგიონებში
504
ყველა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ძალაუფლება საკუთარ
თავზე აეღოთ, წესრიგი დაეცვათ და გენერალ რამფისის ჩამოს-
ვლამდე ანგარიში მხოლოდ მისთვის ჩაებარებინათ. გენერალ გუ-
არიონ ესტრელია სადალას რომ ემშვიდობებოდა, თანაშემწემ აც-
ნობა, გენერალი ვირხილიო გარსია ტრუხილიო მოსაცდელში გე-
ლოდებათ ეპისკოპოს რეილისთან ერთადო. ბრძანა, მხოლოდ
ტრუხილიოს დისშვილი შემოეშვათ.
– თქვენ რესპუბლიკა გადაარჩინეთ, – უთხრა და ხელები მოხ-
ვია, რასაც, ჩვეულებრივ, არასოდეს აკეთებდა, – აბეს გარსიას
ბრძანება რომ შეესრულებინათ და რაიმე გამოუსწორებელი მომ-
ხდარიყო, marines ახლა სიუდად ტრუხილიოში იქნებოდა.
– მხოლოდ აბეს გარსიას ბრძანება არ იყო, – უპასუხა სან ისიდ-
როს სამხედრო ბაზის უფროსმა. დაბნეული ჩანდა, – ეპისკოპოსის
დახვრეტა საჰაერო ბაზის კომენდანტს, როდრიგეს მენდესს პეჩიტო
ლეონ ესტევესმა უბრძანა. თქვა, რომ ჩემი სიძის, პუპო რომანის და-
ვალება იყო. არ მესმის. ჩემთვის არაფერი უკითხავთ. სასწაულია,
რომ როდრიგეს მენდესმა მანამდე იუარა ეპისკოპოსის დახვრეტა,
სანამ თქვენ დაგელაპარაკებოდით.
გენერალი გარსია ტრუხილიო თავმომწონე მამაკაცი იყო, თავის
გარეგნობაზე ზრუნავდა, მუდამ სააღლუმედ გამზადებულს ჰგავდა –
მექსიკური ულვაში, ჟელეთი გადატკეცილი თმა, ტანზე მომდგარი
გაწკრიალებული სამხედრო ფორმა და განუყრელი Ray Ban-ის
სათვალე, – ისეთივე კეკლუცი იყო, როგორიც მისი ბიძაშვილი და
უახლოესი მეგობარი რამფისი. მაგრამ ახლა პერანგამოჩაჩული და
თმაგაბურძგნილი იჯდა ბალაგერის წინაშე, თვალებში უნდობლობა
და ეჭვი ედგა.
– არ მესმის, პუპომ და პეჩიტომ ჩემთან შეუთანხმებლად რატომ
მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თითქოს საჰაერო ძალების სახელის
შელახვა სურდათ, დოქტორო.

505
– გენერალი რომანი მეტისმეტად აღელვებულია გენერალისი-
მუსის ამბით, ნერვებს ვეღარ თოკავს, – ნამუსი მოსწმინდა პრეზი-
დენტმა, – საბედნიეროდ, რამფისი უკვე გზაშია, მისი აქ ყოფნა აუ-
ცილებელია. როგორც უფროს შვილს და ოთხვარსკვლავიან გენე-
რალს, მას ევალება ქველმოქმედის პოლიტიკის გაგრძელება.
– მაგრამ რამფისი პოლიტიკოსი არაა, სძულს პოლიტიკა და
თქვენ ეს კარგად იცით, დოქტორო ბალაგერ.
– რამფისი ძალიან გონიერი ადამიანია, მამამისს თაყვანს სცემ-
და, უარს ვერ იტყვის იმ მოვალეობაზე, რომელსაც მისგან სამშობ-
ლო მოითხოვს, ჩვენ დავარწმუნებთ.
გენერალმა გარსია ტრუხილიომ სიმპათიით შეხედა.
– თუ დაგჭირდით, თქვენ გვერდით მიგულეთ, სენიორ პრეზი-
დენტო.
– დომინიკელებს ეცოდინებათ, რომ ამ ღამეს თქვენ რესპუბლი-
კა გადაარჩინეთ, – გაიმეორა ბალაგერმა, სანამ კარამდე აცილებ-
და, – თქვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, გენერალო.
სან ისიდრო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა და
თქვენზეა დამოკიდებული იქ წესრიგის შენარჩუნება. ნებისმიერ სა-
კითხზე დამიკავშირდით, ბრძანება გავეცი თქვენს ზარებს უპირატე-
სობა მიანიჭონ. ეპისკოპოს რეილის ეტყობოდა, დიდი შიში რომ ჭა-
მა caliès -ის ხელში, შემოგლეჯილი და ტალახიანი სამოსი ეცვა, ნა-
ტანჯი სახე ღრმა ნაოჭებით დაღაროდა, ძრწოლა ჯერ არ წაშლილი-
ყო მისი სახიდან. მხრებში გამართული იდგა, ხმას არ იღებდა. ღირ-
სეულად მოისმინა რესპუბლიკის პრეზიდენტის ახსნა-განმარტებები
და ბოდიში, თავს ძალა დაატანა და გაიღიმა კიდეც, პრეზიდენტმა
მის გასათავისუფლებლად გაწეული ძალისხმევის შესახებ რომ უამ-
ბო: „შეუნდეთ, სენიორ პრეზიდენტო, რადგან არ უწყიან რასა იქმნი-
ან“. სწორედ ამ დროს კარი გაიღო და ავტომატით ხელში, ოფლიანი,
შიშითა და რისხვით გამხეცებული გენერალი რომანი შემოვარდა.
პრეზიდენტი წამებში მიხვდა, რომ თუ ხელში ინიციატივას არ ჩაიგ-
506
დებდა, ეს ველური პრიმატი სროლას ატეხდა. „ოჰ, მონსენიორ, ნა-
ხეთ ვინ მოვიდა“. გულმხურვალე მადლობა გადაუხადა შეიარაღე-
ბული ძალების უფროსს იმისათვის, სამხედრო ინსტიტუციის სახე-
ლით რომ სურს ბოდიში მოუხადოს სან ხუან დე მაგუანას სენიორ
ეპისკოპოსს, რომელიც გაუგებრობის გამო ძალადობის მსხვერპლი
გახდა. შუა ოთახში ქვადქცეული გენერალი რომანი თვალებს ბრიყ-
ვულად აპაჭუნებდა. წირპლიანი თვალები ჰქონდა, თითქოს ახალი
გაღვიძებული იყო. ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ უსიტყვოდ გაუწოდა
ხელი ეპისკოპოსს, რომელიც ისეთივე დაბნეული ჩანდა, როგორც
გენერალი. პრეზიდენტი მონსენიორ რეილის კაბინეტის კართან და-
ემშვიდობა.
როდესაც ბალაგერი თავის საწერ მაგიდას დაუბრუნდა, პუპო
რომანი ალაპარაკდა: „თქვენ ვალდებული ხართ, რაღაცები ამიხ-
სნათ. საკუთარი თავი ვინ ჯანდაბა გგონიათ, ბალაგერო“. ცხვირწინ
ავტომატს უტრიალებდა. პრეზიდენტი აუღელვებლად იდგა, თვა-
ლებში შესცქეროდა. სახეზე გენერლის ნერწყვის უხილავ წვიმას
გრძნობდა. ეს დემონებით შეპყრობილი გასროლას ვეღარ გაბედავ-
სო, გაიფიქრა. შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინების შემდეგ, რომა-
ნი დადუმდა. იმავე ადგილზე იდგა, ქოშინებდა. რბილი, განსხვავე-
ბული ხმით პრეზიდენტმა რომანს სთხოვა ძალისხმევა მოეკრიბა და
ნერვები მოეთოკა. ამ წუთებში შეიარაღებული ძალების უფროსს
ქვეყნისთვის უშფოთველობის მაგალითი უნდა მიეცა. შეურაცხყო-
ფისა და მუქარის მიუხედავად, საჭიროების შემთხვევაში, მზად იყო
დახმარებოდა. გენერალმა რომანმა კვლავ შეაწყვეტინა შეშლილის
ბოდვით, საიდანაც ბალაგერმა გაიგო, რომ ლა ვიქტორიას ციხეში
მყოფი პატიმრების, მაიორ სეგუნდო იმბერტისა და პაპიტო სანჩესის
სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა უფროსის მკვლელობაში თანა-
მონაწილეობის გამო. სახიფათო აღსარებების მოსმენის სურვილი
აღარ ჰქონდა. პრეზიდენტი კაბინეტიდან სიტყვის უთქმელად გავი-
და. ეჭვი აღარ ეპარებოდა: გენერალი რომანი გენერალისიმუსის
507
მკვლელობასთან იყო დაკავშირებული. მისი ირაციონალური ქმე-
დების სხვანაირი ახსნა შეუძლებელი იყო.
დარბაზში დაბრუნდა. ტრუხილიოს ცხედარი ეპოვათ გენერალ
ხუან ტომას დიასის ავტოფარეხში, მანქანის საბარგულში. თავისი
ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, დოქტორ ბალაგერს აღა-
რასოდეს დაავიწყდება ის დაღრეჯილი სახეები, მგლოვიარე თვა-
ლები, სახეზე აღბეჭდილი ობლობა, დაბნეულობა, სამოქალაქო და
სამხედრო პირების სასოწარკვეთა, როცა ტყვიებით დაცხრილული,
გასისხლიანებული სხეული, სახე დასახიჩრებული – ტყვიას ყბა წა-
ეგლიჯა, – პალასიო ნასიონალის სასადილო დარბაზის მაგიდაზე
დააწვინეს, სადაც სამძიმრის სათქმელად რამდენიმე საათის მოსუ-
ლი იყვნენ საიმონი და დოროთი გიტლემანები. ცხედრის გაშიშვლე-
ბა და განბანვა დაიწყეს, რომ ექიმებს გამოეკვლიათ და პანაშვიდე-
ბისთვის მოემზადებინათ. იქ მყოფთა რეაქციებს შორის ყველაზე მე-
ტად ქვრივმა განაცვიფრა. დონია მარია მარტინესი ცხედარს ჯიქუ-
რად, ჰიპნოზიანივით შესცქეროდა, წელში გამართული იდგა იმ მა-
ღალქუსლიან ფეხსაცმელებზე, რომლებზეც ყოველთვის ოჩოფე-
ხებზე აკოლიკებულს ჰგავდა. თვალები გაფართოებოდა და ჩასწით-
ლებოდა, მაგრამ არ ტიროდა. მოულოდნელად,დაიბღავლა და ხე-
ლების ქნევა დაიწყო: „შურისძიება! შურისძიება! სისხლის ბოლო
წვეთამდე უნდა დაიცალონ ყველანი!“ დოქტორი ბალაგერი მისკენ
წავიდა და მხარზე ხელი მოხვია. ხელი არ უკრია. გრძნობდა, რო-
გორ ღრმად სუნთქავდა, ოხრავდა. განუწყვეტლივ კრთებოდა და
ცახცახებდა. „უნდა დაისაჯონ, უნდა დაისაჯონ“, იმეორებდა. ,ცას და
მიწას შევყრით, რომ ასე იყოს, დონია მარია“, ყურში წაუბუტბუტა.
ანაზდად, გულმა უგრძნო, რომ ახლა, სწორედ ამ წუთებში უნდა შე-
ედუღაბებინა ბოლომდე ის თანხმობა, რომელსაც ღრმად პატივცე-
მულ ქალბატონთან მიაღწია, თორემ შემდეგ გვიანი იქნებოდა.
მკლავზე ალერსიანად მოუჭირა ხელი და იმ სანახაობას განარი-
და, რომელიც ტკივილს აყენებდა. სასადილოს გვერდით, პატარა
508
ოთახში შეიყვანა. როგორც კი დარწმუნდა, მარტონი ვართო, კარი
მიხურა.
– დონია მარია, თქვენ განსაკუთრებულად ძლიერი ქალბატონი
ბრძანდებით, – სიყვარულით უთხრა, – ამიტომ ვბედავ ასეთი მწუ-
ხარების ჟამს თქვენი გლოვა დავაბრკოლო იმ საქმით, რომელიც,
შესაძლოა, უადგილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის. მხოლოდ
თქვენდამი თაყვანისცემა და სიყვარული მამოძრავებს. დაბრძან-
დით, ძალიან გთხოვთ.
ღრმად პატივცემული ქალბატონის მრგვალი სახე უნდობლად
შესცქეროდა. ბალაგერმა სევდიანად გაუღიმა, ნამდვილად შეუფე-
რებელია ყოფითი საქმეებით თავის მობეზრება მაშინ, როდესაც
თქვენი სული გაუსაძლის მწუხარებას მოუცავს. მაგრამ მომავალი?
განა დონია მარიას წინ დღეგრძელი სიცოცხლე არ ელოდება? ვინ
იცის, რა შეიძლება მოხდეს ამ უბედურების შემდგომ? აუცილებე-
ლია მომავალზე იფიქროთ და უსაფრთხოების ზომები წინასწარ მი-
იღოთ. ადამიანთა ნაშიერის უმადურობა იუდას მიერ ქრისტეს ღა-
ლატის დროიდანაა ცნობილი. დღეს ქვეყანა ტრუხილიოს დაიტი-
რებს და მკვლელებს რისხვას დააყრის. მაგრამ ხვალ ასევე ერთგუ-
ლად შეინახავს უფროსის ხსოვნას? და, თუ ჩვენი ეროვნული ავად-
მყოფობა, შურისძიება იზეიმებს? არ მინდა დრო დაგაკარგინოთ.
ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დონია მარიამ თავი უნდა
დაიზღვიოს, ნებისმიერი შესაძლო საფრთხისგან უნდა დაიცვას ის
საკუთრება, ტრუხილიოს ოჯახმა დიდი ძალისხმევით რომ შეიძინა
და რომლითაც დიდი სარგებელი ნახა დომინიკის რესპუბლიკის მო-
სახლეობამ. ეს ამბავი მანამდე უნდა მოგვარდეს, სანამ პოლიტიკუ-
რი ანგარიშსწორება გაართულებს საქმეს. დოქტორი ბალაგერი
ურჩევს, აღნიშნული საკითხი სენატორ ენრი ჩირინოსთან განიხი-
ლოს, რომელსაც ტრუხილიოს ოჯახის ბიზნესი აბარია, მას შეუძლია
თქვას, საკუთრების რა ნაწილის გადარიცხვაა უცხოეთში შესაძლე-
ბელი დაუყოვნებლივ, ზედმეტი დანაკარგების გარეშე. ამის გაკეთე-
509
ბა ჯერ კიდევ შესაძლებელია სრულიად საიდუმლოდ. რესპუბლიკის
პრეზიდენტი უფლებამოსილია ავტორიზაცია გასცეს ოპერაციაზე, –
დომინიკური პესო უცხოურ ვალუტაში რომ გადაიყვანოს ცენტრა-
ლურმა ბანკმა, – თუმცა, ვინ იცის, შეძლებს თუ არა მომავალში იმა-
ვეს გაკეთებას. გენერალისიმუსი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ასე-
თი ტრანსფერენციების, თავისი მაღალი სკრუპულოზურობის გამო,
მაგრამ ამ პოლიტიკის შენარჩუნება მიმდინარე ვითარებაში, ბოდი-
ში მომითხოვია და, უაზრობა იქნება. მეგობრული რჩევა იყო, თაყ-
ვანისცემითა და მეგობრული გრძნობებით ნაკარნახევი.
ღრმად პატივცემულმა ქალბატონმა მდუმარედ მოუსმინა, თვა-
ლებში შესცქეროდა. ბოლოს, მადლიერების ნიშნად თავი დახარა:
– ვიცოდი, თქვენ რომ ერთგული მეგობარი ხართ, დოქტორო ბა-
ლაგერ, – თქვა ძალიან თავდაჯერებულმა.
– შევეცდები დაგიმტკიცოთ, დონია მარია. ვიმედოვნებ, ცუდად
არ მიგიღიათ ჩემი რჩევა.
– კარგი რამ მირჩიეთ, ამ ქვეყანაში არავინ იცის, ხვალ რა მოხ-
დება, – კბილებში ბრაზიანად გამოსცრა, – ხვალ დილიდანვე დავე-
ლაპარაკები დოქტორ ჩირინოსს. ყველაფერი სრულიად საიდუმ-
ლოდ გაკეთდება?
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, დონია მარია, – დაუდასტურა
პრეზიდენტმა და მკერდზე ხელი მიიდო.
გენერალისიმუსის ქვრივის შეშფოთებულ სახეზე ბალაგერმა ეჭ-
ვის ნაპერწკალი შენიშნა და მაშინვე მიხვდა, რის თხოვნასაც აპი-
რებდა.
– ძალიან გთხოვთ, ამ პაწაწინა საკითხზე ჩემს შვილებს არაფე-
რი უთხრათ, – თქვა ძალიან ხმადაბლა, თითქოს ეშინოდა, ვინმემ
არ გაიგონოსო, – იმ მიზეზების გამო, რომლებიც რთული ასახსნე-
ლია.
– არავის ვეტყვი, არც თქვენს შვილებს, დონია მარია, – დაამ-
შვიდა პრეზიდენტმა, – რა თქმა უნდა. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ
510
დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა თქვენი მტკიცე ხასიათის გამო,
დონია მარია. თქვენ გარეშე ქველმოქმედი ვერასოდეს გააკეთებდა
იმ ყველაფერს, რაც გააკეთა.
პოზიციის გასამაგრებლად კიდევ ერთი ქულა მოიგო ჯონი აბეს
გარსიას წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში. დონია მარია მარტი-
ნესის პასუხი მოსალოდნელი იყო: ანგარება და მომხვეჭელობა მას-
ში ყველა სხვა ვნებაზე უფრო ძლიერი იყო. სინამდვილეში, ღრმად
პატივცემული ქალბატონის მიმართ დოქტორი ბალაგერი თავისე-
ბური პატივისცემის გრძნობით იყო განმსჭვალული. ამდენი წელი
ტრუხილიოს გვერდით რომ გაეძლო, ჯერ როგორც საყვარელს და
შემდეგ როგორც მეუღლეს, ეპანიოლიტა სრულიად უნდა დაცლი-
ლიყო გრძნობებისგან, განცდებისგან, განსაკუთრებით სიბრალუ-
ლისგან და მთლიანად ანგარიშისთვის, ცივი ანგარიშისა და, შესაძ-
ლოა, სიძულვილისთვის უნდა შეეფარებინა თავი.
სამაგიეროდ, დოქტორი ბალაგერი რამფისის რეაქციამ დააბ-
ნია. რადამესსა და playboy პორფირიო რუბიროსასთან ერთად „Ayr
France“-ს დაქირავებული თვითმფრინავით სან ისიდროს საჰაერო
ბაზაზე დაბრუნებული რამფისი, – ბალაგერი პირველი იყო, ვინც
თვითმფრინავის კიბეს მიუახლოვდა და მოეხვია, – ორ საათში პა-
ლასიო ნასიონალში მამის ცხედრის წინაშე წარსდგა ახალგაპარსუ-
ლი და ოთხვარსკვლავიანი გენერლის უნიფორმაში გამოწყობილი.
არ უტირია, სიტყვა არ უთქვამს. გაფითრებული იდგა, მის კაეშნიან,
ლამაზ სახეზე განცვიფრება, ტკივილი და უარყოფა ერთდროულად
აღბეჭდილიყო, თითქოს ეს უსიცოცხლო სხეული, სააღლუმედ გა-
მოწყობილი, ჯილდოებით მოჭედილი მკერდით, დიდებულ ჭურჭელ-
ში დავანებული, არ შეიძლებოდა, არ უნდა ყოფილიყო იქ, თითქოს
იქ ყოფნით სამყაროს უნივერსალურობის რაღაც ცდომილებას ამ-
ხელდა. დიდხანს უმზერდა მამის ცხედარს, სახე უცნაურად ემანჭე-
ბოდა, თითქოს სახის კუნთების მოძრაობით ცდილობდა კანზე მიკ-
რული უხილავი აბლაბუდა მოეშორებინა. „მე ისეთი სულგრძელი
511
არ ვიქნები, როგორიც შენ იყავი მტრებთან“, გაისმა ბოლოს მისი
სიტყვები. მაშინ რამფისის გვერდით მდგომი, შავებში გამოწყობი-
ლი ბალაგერი მისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა: „აუცილე-
ბელია რამდენიმე წუთს გაგესაუბროთ, გენერალო. ვიცი, რომ ახლა
თქვენთვის ძალიან მძიმე წუთებია, მაგრამ გადაუდებელი საქმე-
ებია“, რამფისმა ძალა მოიკრიბა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკ-
რა. პრეზიდენტის კაბინეტისკენ მარტონი წავიდნენ. გზად, შენობის
ფანჯრებიდან უზარმაზარ ბრბოს ხედავდნენ, რომელსაც მამაკაცები
და ქალები სიუდად ტრუხილიოს გარეუბნიდან და მეზობელი სოფ-
ლებიდან ემატებოდნენ. ოთხ-ხუთ რიგად მდგომი ადამიანები რამ-
დენიმე კილომეტრის მანძილზე ჩამწკრივებულიყვნენ, შეიარაღებუ-
ლი პოლიციელები გაჭირვებით აკავებდნენ. ლოდინი საათობით
უწევდათ. იყო გულის გამგმირავი სცენები, მოთქმა, ისტერიული კი-
ვილი იმათ შორის, ვინც სასახლის კიბეს მიახლოვებოდა და გენე-
რალისიმუსის სამგლოვიარო ტახტრევანთან თავს ახლოს გრძნობ-
და.
დოქტორმა ბალაგერმა ზუსტად იცოდა, ამ საუბარზე რომ იყო
დამოკიდებული მისი და დომინიკის რესპუბლიკის ბედი. სწორედ
ამიტომ გადაწყვიტა გაეკეთებინა ის, რასაც მხოლოდ ექსტრემა-
ლურ ვითარებაში აკეთებდა, რადგან მისთვის ბუნებრივ წინდახე-
დულებასა და სიფხიზლეს ეწინააღმდეგებოდა: ბოლომდე დაედო
სასწორის პინაზე ყველაფერი, რაც გააჩნდა და იღბალი გამოეცადა.
დაელოდა, სანამ ტრუხილიოს უფროსი შვილი საწერი მაგიდის პი-
რისპირ არ დაჯდა, – ფანჯარაში ადიდებულ ზღვასავით ღელავდა
შეჯგუფული ხალხი, რომელიც ტრუხილიოს ცხედართან მიახლოე-
ბას ლამობდა, – და მშვიდად, ყოველგვარი მღელვარების გარეშე
წარმოთქვა ის სიტყვა, რომელსაც საგულდაგულოდ ამზადებდა:
– თქვენზე და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული გაგრძელდება
თუ არა ის საქმე, რომელსაც ტრუხილიო შეეწირა. მისი მემკვიდ-
რეობა თუ გაქრა, დომინიკის რესპუბლიკას თავს უბედურება დაატ-
512
ყდება. კვლავ ჰაიტის გავეჯიბრებით, – როგორც ადრე, 1930 წლამ-
დე, – როგორც ყველაზე უბადრუკი, ღარიბი და მოძალადე ერი
მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში.
დიდხანს საუბრობდა, რამფისს სიტყვა არ ჩაუჭრია, უსმენდა? არ
ეთანხმებოდა, არც უარყოფდა, მისი ჯიქური თვალები დროდადრო
ერთ წერტილზე იყინებოდა, ბალაგერმა გაიფიქრა, ალბათ სწორედ
ასეთი გამოხედვით იწყება მისი შეშლილობა. და უკიდურესი დეპრე-
სიები, რა დროსაც საფრანგეთის ან ბელგიის ფსიქიატრიულ კლინი-
კებში ათავსებენო. მაგრამ, დიახ, უსმენდა. მის მოსაზრებებს წონი-
და. მოქეიფე, მექალთანე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ამბი-
ციის უქონელი მამაკაცი, რომლის მგრძნობელობა მხოლოდ იმით
ამოიწურებოდა, რასაც უღვიძებდნენ ქალები, ცხენები, თვითმფრი-
ნავები და სასმელი, ადამიანი, რომელსაც შეეძლო ისეთივე დაუნ-
დობელი ყოფილიყო, როგორც მამამისი, ყველაფრის მიუხედავად,
ჭკვიანი იყო. შესაძლებელია, ოჯახის ერთადერთი წევრი იყო, რო-
მელსაც უნარი შესწევდა საკუთარი ცხვირის, მუცლისა და ფალოსის
მიღმა განეჭვრიტა. სწრაფი გონება ჰქონდა, მახვილი, განვითარე-
ბასა და კულტივირებაზე რომ ეზრუნა, ბრწყინვალე ნაყოფს გამოი-
ღებდა. სწორედ ამ გონიერებას მიმართავდა ახლა ბალაგერი თავი-
სი სახიფათო გულახდილობით, სრულიად დარწმუნებული, რომ ეს
უკანასკნელი კარტი იყო, რომელიც სათამაშოდ დარჩა, თუ არ სურ-
და პისტოლეტებიან სენიორებს უვარგისი ქაღალდივით მოესრო-
ლათ.
როდესაც გაჩუმდა, გენერალი რამფისი უფრო მეტად გაფითრე-
ბული იყო, ვიდრე მაშინ, მამამისის ცხედარს რომ დასცქეროდა.
– რაც მითხარით, იმის ნახევარიც კი საკმარისია, სიცოცხლეს
რომ გამოგასალმოთ, დოქტორო ბალაგერ.
– ვიცი, გენერალო. შექმნილი ვითარება, გულწრფელი საუბრის
გარდა, სხვა გამოსავალს არ მიტოვებდა. ის ერთადერთი გეგმა გა-
გაცანით, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი მგონია. სხვა
513
გზას თუ ხედავთ, კეთილი, ჩემი გადადგომის შესახებ განცხადება
უჯრაში მიდევს. კონგრესის წინაშე უნდა წარვადგინო?
რამფისმა თავის გაქნევით იუარა, ჰაერი ჩაისუნთქა და შემდეგ
რადიონოველების მსახიობის მელოდიური ხმით წარმოთქვა:
– სრულიად სხვა გზებით, ჩემი მხრივ, მეც მსგავს დასკვნებამდე
მივედი, – მხრები უკმაყოფილოდ აიწურა, – სიმართლე რომ გით-
ხრათ, არა მგონია სხვა გამოსავალი გვქონდეს იმისათვის, რომ თა-
ვი დავაღწიოთ marines, კომუნისტებს და ამერიკის სახელმწიფოთა
ორგანიზაციის სანქციებს. თქვენს გეგმას ვეთანხმები. ყოველი ნა-
ბიჯი, ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი მოლაპარაკება ჩემთან უნ-
და შეათანხმოთ და დასტური მიიღოთ. უსათუოდ, შეიარაღებული
ძალები და უშიშროება ჩემი საქმეა. ჩარევას ვერ მოვითმენ ვერც
თქვენგან, ვერც სამოქალაქო პირებისგან და ვერც იანკებისგან.
ყველა, ვინც მამაჩემის მკვლელობათან პირდაპირ ან ირიბად იყო
დაკავშირებული, უნდა დაისაჯოს.
დოქტორი ბალაგერი ფეხზე წამოდგა.
– ვიცი, რომ თაყვანს სცემდით, – თქვა მაღალფარდოვნად, – ამ
საზარელი დანაშაულის მონაწილეთა დასჯა რომ გსურთ, თქვენს მა-
მაშვილურ გრძნობებზე მეტყველებს. არავინ, მით უფრო მე, სამარ-
თლიანი სასჯელის აღსრულებაში ხელს არ შეგიშლით. ეს ჩემი
მგზნებარე სურვილიც არის.
როდესაც ტრუხილიოს შვილს დაემშვიდობა, ერთი ჭიქა წყალი
ყლუპ-ყლუპად დალია, გულისცემა დაუმშვიდდა. სასწორზე შეაგდო
საკუთარი სიცოცხლე, მაგრამ გამარჯვება მოიპოვა. ახლა შეთან-
ხმება უნდა განახორციელოს. საქმეს ქველმოქმედის გასვენებაში,
სან კრისტობალის ეკლესიაში შეუდგა. მის მიერ წარმოთქმულმა
სამგლოვიარო სიტყვამ, რომელიც გენერალისიმუსის გულისამაჩუ-

514
ყებელი ხოტბის გარდა, კრიტიკული სიბილური50 ალუზიებით იყო
შეზავებული, ცრემლები აღვრევინა ზოგიერთ გაუცნობიერებელ კა-
რისკაცს, დააბნია ნაწილი, წარბი ააქაჩინა რამდენიმეს და ბევრი გა-
ურკვევლობაში ჩააგდო, მაგრამ სამაგიეროდ, დიპლომატიური
კორპუსის მოწონება დაიმსახურა. „ცვლილებები იწყება ქვეყანაში,
სენიორ პრეზიდენტო“, - მოუწონა შეერთებული შტატების ახალმა
კონსულმა, რომელიც კუნძულზე ახლახან ჩამოსულიყო. მომდევნო
დღეს, დოქტორმა ბალაგერმა სასწრაფოდ პოლკოვნიკი აბეს გარ-
სია გამოიძახა. როგორც კი პოლკოვნიკის შფოთით შეშუპებულ, ჩო-
ფურა სახეს შეხედა, – ოფლს თავისი განუყრელი წითელი ცხვირსა-
ხოცით იწმენდდა, – გაიფიქრა, SIM-ის უფროსმა შესანიშნავად
იცის, რისთვის მოვიდაო.
– იმისთვის გამომიძახეთ, რომ ჩემი გათავისუფლება მაცნო-
ბოთ? – ჰკითხა მისალმების გარეშე. უნიფორმაში იყო, ნახევრად
ჩამოჩაჩული შარვალი ეცვა, ქუდი კომიკოსივით გვერდზე მოქცე-
ოდა, საქამრეში გაჩრილი პისტოლეტის გარდა, მხარზე ავტომატიც
ეკიდა. ბალაგერმა მის უკან ოთხი-ხუთი საზარელი შესახედაობის
მცველი დაინახა, რომლებიც კაბინეტში არ შემოსულან.
– დიპლომატიურ სამსახურის შემოთავაზებას რომ დასთან-
ხმდეთ, – უთხრა პრეზიდენტმა თავაზიანად. მისი ციცქნა ხელი უშიშ-
როების უფროსს სკამისკენ უთითებდა, – ნიჭიერი პატრიოტი თავის
სამშობლოს სხვადასხვაგვარად შეიძლება ემსახუროს.
– და, სად არის ეს ოქროცურვებული გადასახლება? – აბეს გარ-
სია თავის გულგატეხილობასა და რისხვას არ მალავდა.
– იაპონიაში, – თქვა პრეზიდენტმა, – ახლახან მოვაწერე ხელი
თქვენი კონსულად დანიშვნის ბრძანებას. თქვენი ხელფასი და წარ-
მომადგენლობითი ხარჯები ელჩის შესაფერისი იქნება.

50
სიბილა – ძველბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში:
წინასწარმეტყველი ქალი.
515
– უფრო შორს ვერ გამიშვით?
– მეტი შორს არ არსებობს, – მოუბოდიშა პრეზიდენტმა ირონიის
გარეშე, – ერთადერთი უფრო შორი ქვეყანა ახალი ზელანდიაა,
მაგრამ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს.
ჩასუქებული ტიპი სკამზე მოუსვენრად წრიალებდა, ცხვირს იხო-
ცავდა. მის დაყვლეპილ თვალის კაკლებში მოყვითალო, საშინლად
უსიამო ხაზები მოძრაობდნენ. კარგა ხანს წითელი ცხვირსახოცი
ტუჩებზე ჰქონდა მიდებული, თითქოს შიგ ჩაფურთხებას ლამობდა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ გაიმარჯვეთ, დოქტორო ბალაგერ? –
უთხრა გამომწვევად, – ცდებით. ისევე გაიგივებული ხართ ამ რეჟიმ-
თან, როგორც მე. ისეთივე გასვრილი, როგორიც მე. არავინ წამოე-
გება იმ მაკიაველურ სატყუარას, თითქოს თქვენ დემოკრატიულ
ტრანზიციას უმეთაურებთ.
– შესაძლებელია კრახი განვიცადო, – აღიარა ბალაგერმა
მტრული განწყობის გარეშე, – მაგრამ უნდა ვცადო. ამისათვის ზო-
გიერთის მსხვერპლად შეწირვაა აუცილებელი. ვწუხვარ, რომ
თქვენ პირველი აღმოჩნდით, მაგრამ სხვა გზა არაა: რეჟიმის ყვე-
ლაზე უარეს სახეს წარმოადგენთ. საჭირო, გმირული, ტრაგიკული
სახე – ვიცი. ეს თავად გენერალისიმუსმა შემახსენა, სწორედ იმ სა-
ვარძელში რომ იჯდა, სადაც ახლა თქვენ ზიხართ. მაგრამ, სწორედ
ამ ყველაფრის გამო, ამ მომენტში, თქვენი გადარჩენა შეუძლებე-
ლია. გონიერი ადამიანი ბრძანდებით, ვფიქრობ ახსნა-განმარტება
არ დაგჭირდებათ. ხელისუფლებაში არაფრისმომტანი გართულებე-
ბის შექმნას არ გირჩევთ. წადით უცხოეთში და მოკრძალებულად
იცხოვრეთ. თქვენ აქაურობას უნდა განერიდოთ, უხილავი უნდა გახ-
დეთ, ვიდრე დაგივიწყებენ. ბევრი მტერი გყავთ. და უამრავი ქვეყა-
ნაა, მათ დახმარებას რომ მოისურვებდა. შეერთებული შტატები, ვე-
ნესუელა, ინტერპოლი, FBI, მექსიკა, მთელი ცენტრალური ამერიკა.
ჩემზე უკეთ იცით, რომ ეს ასეა. იაპონია საიმედო ადგილია, მით უფ-

516
რო, დიპლომატიური სტატუსით. ვიცი ყოველთვის გაინტერესებდათ
სპირიტუალიზმი.
როზენკროიცერების დოქტრინა, არა, მართალს ვამბობ? ისარ-
გებლეთ ამ მომენტით და მის შესწავლას ჩაუღრმავდით. თუ სხვა ად-
გილას გინდათ დაბინავება და არ გსურთ ამის შესახებ ვიცოდე, კი
ბატონო, თქვენს ხელფასს მაინც მიიღებთ. საგანგებო განკარგულე-
ბას მოვაწერე ხელი თქვენი გადასვლისა და დაბინავების ხარჯების
თაობაზე. ორასი ათასი პესო ხაზინიდან შეგიძლიათ აიღოთ, წარმა-
ტებებს გისურვებთ.
დასამშვიდობებლად ხელი არ გაუწოდებია, რადგან ივარაუდა,
რომ ყოფილი სამხედრო (შეხვედრამდე შეიარაღებული ძალებიდან
მისი დათხოვნის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი) ხელს არ ჩამო-
ართმევდა. აბეს გარსია კარგა ხანს გაუნძრევლად იჯდა, ჩასის-
ხლიანებული თვალებით ბალაგერს მიშტერებოდა. პრეზიდენტმა
იცოდა, რომ პრაქტიკული ადამიანი იყო და უგუნურ სიფიცხეს არ აჰ-
ყვებოდა, ცუდსა და უარესს შორის ცუდს აირჩევდა. დაინახა, რო-
გორ წამოდგა და დაუმშვიდობებლად ოთახიდან გავიდა. მაშინ ბა-
ლაგერმა მდივანს უკარნახა ოფიციალური განცხადება, სადაც
პოლკოვნიკი აბეს გარსია უცხოეთში დიპლომატიურ სამსახურში
გამგზავრების გამო უშიშროების სამსახურის უფროსობიდან გა-
დადგომის შესახებ იუწყებოდა. ორი დღის შემდეგ გაზეთმა „ელ კა-
რიბე“ გენერალისიმუსზე თავდამსხმელების, – მოკლულებისა და
დაჭერილების, – სია ხუთ სვეტად გამოაქვეყნა. განცხადებების ქვე-
მოთ ჩარჩოში ჩასმული ჯონი აბესის ფოტოც იყო გამოქვეყნებული.
ტანზე მომდგარ პალტოსა და ცილინდირში დიკენსის გმირივით გა-
მოწყობილი ჯონი აბეს გარსია თვითმფრინავის კიბეზე ადიოდა.
იმ დროისთვის პრეზიდენტს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ
პარლამენტის ახალი ლიდერი, პასუხისმგებელი იმისა, რომ კონ-
გრესის საჭე მოკრძალებულად მოეხვია შეერთებული შტატებისა და
დასავლეთისთვის მისაღები პოზიციებისაკენ, აგუსტინ კაბრალი კი
517
არა, ენრი ჩირინოსი ყოფილიყო. ლოთ კონსტიტუციონალისტს ჭკუ-
ის კოლოფი ერჩია, მისი ზომიერება და მოკრძალებული ჩვევები მი-
სი ცხოვრების წესთან ახლოს იყო, ხოლო ლოთი კონსტიტუციონა-
ლისტის ალკოჰოლიზმი სძულდა, მაგრამ ეს უკანასკნელი აირჩია.
იმ ადამიანის რეაბილიტაცია, რომელმაც სულ ახლახან მისი
ბრწყინვალების გულისწყრომა დაიმსახურა, გაღიზიანებას გამოიწ-
ვევდა მგზნებარე ტრუხილიოისტებში, რომლებიც ჯერ კიდევ სჭირ-
დებოდა. ჯერჯერობით მათი ზედმეტი პროვოცირება საჭირო არ
იყო. ფიზიკურად და მორალურად ჩირინოსი ამაზრზენი იყო, მაგრამ
მის ტალანტს ინტრიგებში და კანონშემოქმედებაში გაწაფულობას
საზღვარი არ ჰქონდა, უკეთესად არავინ იცოდა საპარლამენტო
ხლართები. მეგობრები არასოდეს ყოფილან, – ბალაგერს ალკო-
ჰოლი სძულდა, – მაგრამ როგორც კი პრეზიდენტმა პალასიო ნა-
სიონალში გამოიძახა და უთხრა მისგან რასაც ელოდა, ჩირინოსი
აღფრთოვანდა, ისევე როგორც მაშინ, როცა სთხოვა დაუყოვნებ-
ლივ და მალულად ღრმად პატივცემული ქალბატონისთვის უცხო-
ეთში ფული გადაერიცხა („რა კეთილშობილია თქვენი ზრუნვა, სე-
ნიორ პრეზიდენტო: ამ უბედურების ჟამს სახელოვანი ქალბატონის
საიმედო მომავალს რომ უზრუნველყოფთ“). ამ შეხვედრაზე, სენა-
ტორი ჩირინოსი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შე-
სახებ ჯერ კიდევ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, პრეზიდენტს გა-
მოუტყდა, პატივი მქონდა SIM-ისთვის ანტონიო დე ლა მასას და გე-
ნერალ ხუან ტომას დიასის ადგილსამყოფელი მეცნობებინაო. კო-
ლონიურ ქალაქში რომ დაწრიალებდნენ, მაშინ მოჰკრა თვალი (ეს-
პაილიატის ქუჩაზე მანქანიდან დაინახა, მეგობრის სახლის წინ იყო
გაჩერებული), ბალაგერს სთხოვა იმ ჯილდოს მიღებაში დახმარე-
ბოდა, რამფისი რომ პირდებოდა მას, ვინც მამამისის მკვლელების
დაჭერაში დაეხმარებოდა. დოქტორმა ბალაგერმა სენატორს ურ-
ჩია, თავი შეეკავებინა ამ ანაზღაურებისა და პატრიოტული დასმენე-
ბის შესახებ საჯარო განცხადებებისგან: გამოუსწორებელი ზიანი
518
რომ არ მიაყენოთ თქვენს პოლიტიკურ მომავალსო, დაამატა. ის,
ვისაც ტრუხილიო უახლოესი მეგობრების წრეში მოარულ მწიკვლს
უწოდებდა, მაშინვე ყველაფერს მიხვდა:
– ნება მიბოძეთ წარმატება გისურვოთ, სენიორ პრეზიდენტო! –
წამოიძახა აღფრთოვანებით, თითქოს ტრიბუნაზე იდგა, – ყოველ-
თვის ვფიქრობდი, რომ რეჟიმი ახალი დროებისთვის უნდა გახსნი-
ლიყო. უფროსი აღარ არის და თქვენზე უკეთ ვინ აგვარიდებს უამინ-
დობას, ვინ გაუძღვება უკეთესად დომინიკელთა ხომალდს დემოკ-
რატიის ნავსაყუდელისკენ. თქვენ გვერდით მიგულეთ, ყველაზე ერ-
თგულ და თავდადებულ თანამოაზრედ.
იყო კიდევაც, ნამდვილად, მან წარადგინა კონგრესში წინადადე-
ბა გენერალ რამფის ტრუხილიოსათვის რესპუბლიკის სამხედრო
იერარქიაში უმაღლესი სამხედრო და პოლიციური უფლებამოსი-
ლების მინიჭების თაობაზე, ჩირინოსმა აუხსნა დეპუტატებსა და სე-
ნატორებს პრეზიდენტის წამოწყებული ახალი პოლიტიკა, რომე-
ლიც წარსულს არ ემიჯნებოდა, არც ტრუხილიოს ეპოქას უარყოფ-
და, მხოლოდ დიალექტიკურად ვითარდებოდა, ახალი დროებით ნა-
საზრდოები, რათა დომინიკის რესპუბლიკა იმ ზომით, – უკანდახე-
ვის გარეშე, – რა ზომითაც თავის დემოკრატიას სრულყოფდა, მოძ-
მე ამერიკულ ქვეყნებს თავიანთ რიგებში მიეღოთ, სანქციები გაეუქ-
მებინათ და ქვეყანა საერთაშორისო გაერთიანებას დაბრუნებოდა.
პრეზიდენტ ბალაგერთან ერთ-ერთ საქმიან შეხვედრაზე, რომელიც
ხშირად იმართებოდა, სენატორმა ჩირინოსმა ცოტა მოუსვენრად
ჰკითხა, რა გეგმები აქვს მის ბრწყინვალებას ყოფილ სენატორ
აგუსტინ კაბრალთან დაკავშირებითო.
– განკარგულება გავეცი გაყინული საბანკო ანგარიშები დაუბ-
რუნონ და მის მიერ ქვეყნისათვის გაწეული სამსახური აღიარონ. ამ-
გვარად პენსიის მიღებას შეძლებს, – უამბო ბალაგერმა, – ჯერჯე-
რობით მისი დაბრუნება პოლიტიკურ ცხოვრებაში არასასურველი
მგონია.
519
– სრულიად გეთანხმებით, – მოიწონა სენატორმა, – ჭკუის კო-
ლოფი, რომელთანაც ძველი მეგობრობა მაკავშირებს, კონფლიქ-
ტურია და მტრებს იოლად იჩენს.
– სახელწიფომ შეიძლება გამოიყენოს მისი ნიჭიერება, თუ ხალ-
ხის თვალში ზედმეტად არ გამოჩნდება, – დაამატა პრეზიდენტმა, –
ადმინისტრაციაში იურიდიულ მრჩევლად მოვიწვიე.
– ბრძნული გადაწყვეტილებაა, – კვლავ მოიწონა ჩირინოსმა, –
აგუსტინს ყოველთვის კარგი იურისტის თავი ჰქონდა.
გენერალისიმუსის სიკვდილიდან მხოლოდ ხუთი კვირა გასული-
ყო, მაგრამ ცვლილებები შესამჩნევი იყო. ხოაკინ ბალაგერი ბედს
ვერ დაემდურებოდა: უმოკლეს დროში მარიონეტი პრეზიდენტიდან,
„დონარარაობიდან“ სახელმწიფოს ნამდვილ მეთაურად იქცა, აღია-
რება მოიპოვა ტირელებსა და ტროელებში და რაც მთავარია, ამე-
რიკის შეერთებული შტატებში. თავდაპირველად, ბალაგერმა შეერ-
თებული შტატების ახალ კონსულს თავისი გეგმების შესახებ რომ
უამბო, კონსულმა ეჭვით შეხედა, მაგრამ ახლა სერიოზულად ეკიდე-
ბოდნენ მის დანაპირებს, რომ ქვეყანას „წესრიგის ფარგლებში“
სრულყოფილი დემოკრატიისკენ გაუძღვებოდა და კომუნისტებს
ქვეყნის მდგომარეობით სარგებლობის უფლებას არ მისცემდა. ყო-
ველ ორ-სამ დღეში პრეზიდენტი შეუპოვარ ჯონ კელვინ ჰილს ხვდე-
ბოდა, – დიპლომატი მხარბეჭიან კოვბოის ჰგავდა, მიკიბულ-მოკი-
ბული საუბარი არ უყვარდა, პირდაპირ საქმეზე გადადიოდა, – ბა-
ლაგერმა დაარწმუნა, რომ ამ ეტაპზე უკეთესი იყო, რამფისი მოკავ-
შირედ ჰყოლოდათ. პრეზიდენტის გეგმას ეტაპობრივი ცვლილებე-
ბის შესახებ რამფისი წინააღმდეგობის გარეშე დასთანხმდა. სამ-
ხედრო კონტროლი მის ხელში იყო, ამის წყალობით, ველური გან-
გსტერები, პეტანი და ექტორი, ისევე როგორც ტრუხილიოსთან და-
ახლოებული პრიმატი სამხედროები, ხაზზე იყვნენ ჩამწკრივებულ-
ნი. სხვანაირად, ბალაგერს დაუმორჩილებლობას გაუწევდნენ. შე-
საძლოა, რამფისს ეგონა, რომ ის დათმობები, რის ნებასაც ბალა-
520
გერს რთავდა, – ზოგიერთი გადასახლებულის დაბრუნება, ტრუხი-
ლიოს რეჟიმის მორცხვი კრიტიკის გამოჩენა რადიოსა და გაზეთებ-
ში (ყველაზე მებრძოლი აგვისტოში გამოსული გაზეთი „ლა უნიონ
სივიკა“ იყო), ოპოზიციური ძალების მიტინგები, რომლებიც ქუჩაში
გამოდიოდნენ, მემარჯვენე ოპოზიცია ვირიატო ფიალისა და ანხელ
სევერო კაბრალის მეთაურობით და მემარცხენეების რევოლუციუ-
რი მოძრაობა „14 ივნისი“, – მის პოლიტიკურ მომავალს ხელს არ
შეუშლიდა. თითქოს ადამიანი, ტრუხილიოს გვარით, კიდევ შეიძ-
ლებოდა ოდესმე ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი
ყოფილიყო! ჯერჯერობით მისთვის თვალების ახელა საჭირო არ
იყო. რამფისი ტყვიამფრქვევებს აკონტროლებდა და სამხედროები
ჰყავდა შემოკრებილი. შეიარაღებული ძალების ისეთი გარდაქმნა,
რომ იქიდან ტრუხილიოიზმი ამოეძირკვა, დიდ დროს მოითხოვდა.
ხელისუფლების ურთიერთობა ეკლესიასთან კვლავ დიდებული
იყო. პრეზიდენტი ხანდახან ნუნციუსსა და არქიეპისკოპოს პიტინის-
თან ჩაის მიირთმევდა.
პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც ბალაგერს საერთაშორისო
ორგანიზაციებისთვის მისაღები ფორმით არ შეეძლო, „ადამიანის
უფლებები” იყო. ყოველდღიურად პროტესტს გამოთქვამდნენ პო-
ლიტიკური პატიმრების, წამების, გაუჩინარების, მკვლელობების,
ლა ვიქტორიას, ელ ვუევეს, ლა კუარენტას ციხეებისა და ქვეყნის
შიგნით არსებული საპატიმროების გამო. მის კაბინეტში მანიფესტე-
ბის, წერილების, დეპეშების, ანგარიშების, დიპლომატიური შეტყო-
ბინებების წვიმა მოდიოდა. ბევრი არაფერი შეეძლო. უფრო ზუსტად,
არაფერი შეეძლო, მხოლოდ უფხო დაპირებები და თავის მოტყუება.
რამფისისადმი მიცემულ პირობას ასრულებდა და მის საქმეებში არ
ერეოდა. სურვილი რომც ჰქონოდა, შეთანხმების დარღვევას მაინც
ვერ შეძლებდა. გენერალისიმუსის ვაჟმა დონია მარია და ანხელიტა
ევროპაში გაამგზავრა და დაუღალავად ეძებდა შეთქმულების მონა-
წილეებს, თითქოს ტრუხილიოს მკვლელობის შეთქმულება უსასრუ-
521
ლოდ მრავალრიცხოვანი ყოფილიყო. ერთ დღეს ახალგაზრდა გე-
ნერალმა პრეზიდენტს პირდაპირ სახეში მიახალა:
– იცით, რომ პედრო ლივიო სედენიომ თქვენ მამაჩემის მკვლე-
ლობის თანამონაწილედ დაგასახელათ?
– არ მიკვირს, – გაიღიმა პრეზიდენტმა აუღელვებლად, –
მკვლელების საუკეთესო თავდაცვა მთელი ქვეყნის ლაფში ამოს-
ვრაა. განსაკუთრებით ქველმოქმედის უახლოესი ადამიანების.
ფრანგები ამას „ინტოქსიკაციას“ უწოდებენ.
– მხოლოდ კიდევ ერთს რომ დაედასტურებინა მკვლელობაში
თქვენი მონაწილეობა, პუპო რომანის ბედს გაიზიარებდით, – რამ-
ფისი ფხიზელი ჩანდა იმ სუნის მიუხედავად, რომელიც ასდიოდა, –
ის კი ამ წუთებში გაჩენის დღეს იწყევლის.
– არ მინდა ამის ცოდნა, გენერალო, – მოუჭრა ბალაგერმა და
ხელი ასწია, – თქვენ მორალური უფლება გაქვთ, დანაშაულზე შური
იძიოთ. მაგრამ, უმორჩილესად გთხოვთ, წვრილმანები არ მიამ-
ბოთ. უფრო იოლია იმ კრიტიკას გავუმკლავდე, რომელსაც მთელი
მსოფლიოდან ვიღებ, თუ ის უკიდურესობები არ მეცოდინება, ზოგი-
ერთი რომ უჩივის.
– ძალიან კარგი, მხოლოდ ანტონიო იმბერტისა და ლუის ამია-
მას დაჭერას შეგატყობინებთ, თუ ვიპოვით, რასაკვირველია, – ბა-
ლაგერმა დაინახა, როგორ გაუშტერდა სახე რაინდს, მაგრამ არ
გაჰკვირვებია, ასე ემართებოდა ყოველთვის. ყოველთვის, შეთქმუ-
ლებაში მონაწილე იმ ორ ადამიანს რომ ახსენებდა, რომლებიც არც
დაკავებულები იყვნენ და არც მკვდრები. – როგორ ფიქრობთ ჯერ
კიდევ ქვეყანაში არიან?
– ჩემი აზრით, კი, – უპასუხა ბალაგერმა თავდაჯერებით, – უც-
ხოეთში რომ გაქცეულიყვნენ, პრესკონფერენციას მოიწვევდნენ,
ჯილდოებს მიიღებდნენ, ყველა ტელევიზიაში გამოჩნდებოდნენ.
„გმირის“ წოდებით დატკბებოდნენ. აქ იქნებიან დამალულები, ეჭვი
არ მეპარება.
522
– მაშინ, ადრე თუ გვიან, ხელში ჩამივარდებიან, – ჩაიჩურჩულა
რამფისმა, – ათასობით კაცი მყავს საძებრად გაშვებული სახლიდან
სახლში, ხვრელიდან ხვრელში... თუ დომინიკის რესპუბლიკაში
არიან, ვიპოვით. და, თუ არა, არ არსებობს მსოფლიოში ადგილი,
სადაც მამაჩემის სიკვდილის გამო პასუხისმგებლობას შეიძლება
გაექცნენ. თუნდაც ბოლო სენტავოს დახარჯვა მომიწიოს.
– სურვილების ასრულებას გისურვებთ, გენერალო, – თქვა ბა-
ლაგერმა, – მხოლოდ ერთი შენიშვნის ნება მიბოძეთ. შეეცადეთ გა-
რეგნული სახე დაიცვათ. ახალი სკანდალის შემთხვევაში, შესაძ-
ლოა, ქვეყნის დემოკრატიზაციის დელიკატური პროცესი დაბ-
რკოლდეს.
კიდევ ერთი გალინდესის ან ბეტანკურის საქმე არ გვჭირდება.
გენერალისიმუსის შვილს შეთქმულებთან დაკავშირებით პრე-
ზიდენტი სიტყვის თქმას ვერ უბედავდა. ბალაგერი დროსაც არ კარ-
გავდა მათი განთავისუფლების მოთხოვნით. პატიმრების ბედი გა-
დაწყვეტილი იყო, იგივე იქნებოდა იმბერტისა და ამიამას შემთხვე-
ვაში, თუ, რა თქმა უნდა, მათ დაჭერას შეძლებდნენ, – გარდა ამისა,
დარწმუნებული არ აიყო, მათი განთავისუფლება მის გეგმებს თუ წა-
ადგებოდა. დროება იცვლებოდა, ნამდვილად. ხალხის გრძნობებიც
იცვლებოდა. დომინიკელი ხალხი 1961 წლის 30 მაისამდე ისეთი
მგზნებარე ტრუხილიოისტი იყო, თვალებსა და გულს ამოსთხრიდა
ხუან ტომას დიასს, ანტონიო დე ლა მასას, ესტრელია სადალას, ლუ-
ის ამიამას, უასკარ ტეხედას, პედრო ლივიო სედენიოს, ფიფი პასტო-
რისას, ანტონიო იმბერტსა და მათთან დაკავშირებულებს, ხელში
რომ ჩავარდნოდათ. მაგრამ ის მისტიკური შინაგანი სიახლოვე უფ-
როსთან, რომლითაც დომინიკელებმა ოცდათერთმეტი წელი იც-
ხოვრეს, თანდათან ბურუსით იფარებოდა, სტუდენტების, „სამოქა-
ლაქო ერთობისა“ და „14 ივნისის“ მოძრაობის ქუჩის აქციებს თავ-
დაპირველად მცირერიცხოვანი, ერთი მუჭა შეშინებული ხალხი ეს-
წრებოდა, ერთი, ორი, სამი თვის შემდეგ მიტინგები მრავალრიცხო-
523
ვანი გახდა. და, არა მხოლოდ სანტო დომინგოში (პრეზიდენტ ბალა-
გერს გამზადებული ჰქონდა პროექტი სიუდად ტრუხილიოსთვის სა-
ხელის დაბრუნების შესახებ, რომელიც შესაფერის დროს სენატორ
ჩირინოსს კონგრესში უნდა წარედგინა დასამტკიცებლად), სადაც
ხანდახან დამოუკიდებლობის პარკი ივსებოდა, აგრეთვე სანტიაგო-
ში, ლა რომანაში, სან ფრანცისკო დე მაკორისსა და სხვა ქალაქებ-
ში. შიში ქრებოდა, ტრუხილიოს სიძულვილი იზრდებოდა. დოქტორ
ბალაგერს თავისი ფაქიზი ისტორიული ყნოსვა კარნახობდა, რომ ეს
ახალი გრძნობა უცილობლად აზვირთდებოდა და სახალხო ანტიტ-
რუხილიოისტურ გარემოში, ტრუხილიოს მკვლელები ქვეყანას
ძლიერ პოლიტიკურ ფიგურებად მოევლინებოდნენ. განა, ამით ვინ-
მე იხეირებდა? სწორედ ამიტომ, ძირში ამოძირკვა მოარული მწიკ-
ვლის მორცხვი მცდელობა, როცა ბალაგერისტების ახალი მოძ-
რაობის საპარლამენტო ლიდერმა ჰკითხა, ხომ არ ფიქრობთ, რომ
კონგრესის დადგენილება 30 მაისის შეთქმულების ამნისტიის თა-
ობაზე OEA-სა და შეერთებულ შტატებს სანქციების გაუქმებაში და-
არწმუნებსო.
– კარგი განზრახვაა, სენატორო. მაგრამ, შედეგები? და, ამნის-
ტიამ რამფისის მამაშვილური გრძნობები რომ შეურაცხყოს და უცა-
ბედად ყველა ამნისტირებულის მოკვლა ბრძანოს? მთელი ჩვენი ძა-
ლისხმევა წყალში ჩაიყრება.
– ყოველთვის მანცვიფრებდა თქვენი მახვილი გონება, – წამოი-
ძახა სენატორმა და ლამის ტაში შემოსცხო.
პატიმრების თემის გარდა, რამფის ტრუხილიომ, რომელიც ყო-
ველდღიურად ლოთობას იყო გადაყოლილი სან ისიდროს ბაზასა
და ბოკა ჩიკაში, თავის ზღვისპირა სახლში, სადაც თავისი ბოლო
საყვარელი, პარიზის ლიდოს მოცეკვავე ჩამოიყვანა დედამისთან
ერთად, – იმ ქალაქში კი ფეხმძიმე ცოლი, ახალგაზრდა მსახიობი,
ლიტა მილანი დატოვა, – იმაზე მეტი კეთილგონიერება გამოიჩინა,
ვიდრე ბალაგერი ელოდა. დათანხმდა, სიუდად ტრუხილიოს დაბ-
524
რუნებოდა სანტო დომინგოს სახელი და ხელახლა მოენათლათ ქა-
ლაქები, დაბები, ქუჩები, მოედნები, გეოგრაფიული ობიექტები, ხი-
დები, რომელთაც ერქვათ გენერალისიმუსი, რამფისი, ანხელიტა,
რადამესი, დონია ხულია ან დონია მარია, და მაინცდამაინც არ და-
უჟინია, ის სტუდენტები, ბუნტისთავები და უქნარები დაესაჯათ, რომ-
ლებიც ამსხვრევდნენ ტრუხილიოს და მისი ოჯახის ქანდაკებებს, აბ-
რებს, ბიუსტებს და ფოტოებს ქუჩებში, გამზირებზე, სკვერებსა და
გზებზე, კამათის გარეშე გაიზიარა დოქტორ ბალაგერის წინადადება
„პატრიოტული მსხვერპლშეწირვის სულისკვეთებით სახელმწი-
ფოსთვის, ასე ვთქვათ, ხალხისთვის ის მიწები, სახლები და სოფლის
მეურნეობის საწარმოები გადაეცა, რომლებიც გენერალისიმუსსა
და მის შვილებს ეკუთვნოდათ. რამფისმა ეს ყველაფერი საჯარო წე-
რილში ახსნა. ამ ფორმით სახელმწიფო რესპუბლიკის მთელი სახ-
ნავ-სათესი მიწების ორმოცი პროცენტის მესაკუთრე გახდა, რამაც
მთელ კონტინენტზე, – კუბის შემდეგ, – უმსხვილეს სახელმწიფო მე-
საკუთრედ აქცია. გენერალი რამფისი ამშვიდებდა უფროსის გადაგ-
ვარებულ და ხეპრე ძმებს, რომელთაც ტრუხილიოს სიმბოლოებისა
და სამშვენებლების სისტემატიური გაუჩინარება ჭკუა-გონებას
აკარგვინებდა.
ერთ ღამეს ბალაგერი თავის დებთან მოკრძალებული ყოველ-
დღიური ვახშმის შემდეგ, – ქათმის წვნიანი, თეთრი ბრინჯი, სალა-
თი და რძის ტკბილეული მიირთვეს, – მაგიდიდან წამოდგა, დასაძი-
ნებლად რომ წასულიყო და მოულოდნელად გული წაუვიდა. მხო-
ლოდ რამდენიმე წამით დაკარგა გრძნობა, მაგრამ ექიმმა ფელიქს
გოიკომ გააფრთხილა: თუ ამ რიტმით განაგრძობდა მუშაობას, მისი
გული და გონება ნაღმივით აფეთქდებოდა. მეტი უნდა დაესვენა, –
ტრუხილიოს სიკვდილის შემდეგ, დღე-ღამეში მხოლოდ სამი-ოთხი
საათი ეძინა, – ევარჯიშა და კვირის ბოლოს, სამსახურისგან გან-
ტვირთულიყო. აიძულა ყოველ ღამეს ხუთი საათი ლოგინში გაეტა-
რებინა და სადილის შემდეგ ფეხით ევლო, თუმცა არასასიამოვნო
525
ასოციაციების თავიდან ასარიდებლად, ჯორჯ ვაშინგტონის გამზი-
რიდან შორს, ადრინდელი რამფისის სახელობის პარკში მიდიოდა,
რომლისთვისაც ახლა ეუხენიო დე ოსტოს სახელი დაერქმიათ. კვი-
რაობით, წირვის შემდეგ, სულის სალბუნად რომანტიკულ და მო-
დერნისტულ პოეზიას ან ოქროს ხანის ესპანელ კლასიკოსებს კით-
ხულობდა, ხანდახან ვიღაც თავზეხელაღებული ქუჩაში მიაძახებდა:
„ბალაგერი, ქაღალდის თოჯინა!“, – მაგრამ უმრავლეს შემთხვევა-
ში, ესალმებოდნენ: „სალამი, პრეზიდენტო!“ მადლობას უძღვნიდა,
ცერემონიულად სომბრეროს იხდიდა, რომელიც ყურებამდე ჩამო-
ეფხატა, ქარს რომ არ წაერთმია.
1961 წლის 2 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების
ორგანიზაციაში ბალაგერმა გამოაცხადა, რომ „დომინიკის რესპუბ-
ლიკაში ნამდვილი დემოკრატია და ახალი წყობა იბადება“. ასობით
დელეგატის წინაშე აღიარა ტრუხილიოს დიქტატურის ანაქრონიზმი,
რომელიც თავისუფლებასა და ადამიანთა უფლებებს უხეშად ბღა-
ლავდა. თავისუფალ ერებს თხოვნით მიმართა, დომინიკელ ხალხს
თავისუფლებისა და კანონიერების დაბრუნებაში დახმარებოდნენ.
ამ გამოსვლიდან რამდენიმე დღეში პარიზიდან დონია მარიას მწა-
რე წერილი მიიღო. ღრმად პატივცემული ქალბატონი ძალიან წუხ-
და, პრეზიდენტმა ტრუხილიოს ეპოქის „უსამართლო“ სურათი რომ
დახატა და არ გაიხსენა „ყველაფერი კარგიც, ჩემმა მეუღლემ რომ
გააკეთა, რაც პირადად თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ ამ ოცდა-
თერთმეტი წლის განმავლობაში“, მაგრამ პრეზიდენტს მარია მარ-
ტინესი კი არა, ტრუხილიოს ძმები უკარგავდნენ მოსვენებას. გაიგო,
რომ პეტანსა და ნეგროს მღელვარე თათბირი ჰქონდათ რამფის-
თან, რომელიც ნამუსზე შეაგდეს: როგორ მიეცი უფლება ამ არარა-
ობას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მამაშენისთვის თავ-
ზე ლაფი დაესხა? დადგა დრო პალასიო ნასიონალიდან გამოვათ-
რიოთ და ხელისუფლებაში კვლავ ტრუხილიოს ოჯახი მოვიდეს, რო-
გორც ერი მოითხოვს! რამფისმა თავი დაიცვა: სახელმწიფო გადატ-
526
რიალებას თუ მოვაწყობთ, პირადად ჯონ კელვინ ჰილმა გამაფ-
რთხილა, marines შემოვლენო. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ
რაღაც შევინარჩუნოთ, მყიფე ლეგალურობის – პრეზიდენტის –
ზურგს უკან დგომაა. ბალაგერი ოსტატურად ცდილობს OEA-სა და
State Department-ს სანქციები გააუქმებინოს. ამისთვის იყო საჭი-
რო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საკუთარი შეხედულე-
ბების საწინააღმდეგოდ, იმ სიტყვის წარმოთქმა.
მიუხედავად ამისა, ნიუ-იორკიდან ახალდაბრუნებულ პრეზი-
დენტს როცა შეხვდა, გაცილებით დაუნდობელი იყო. რამფისის გან-
წყობამ პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ განხეთქილება გარდაუვალი
იყო.
– კვლავ განაგრძობთ მამაზე თავდასხმას, როგორც ეს გენერა-
ლურ ასამბლეაზე მოხდა? – იმავე სკამზე იჯდა, სადაც უფროსი თა-
ვის უკანასკნელ თათბირზე სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე.
პრეზიდენტს არ უყურებდა, მზერა ზღვისთვის გაეშტერებინა.
– სხვა გზა არა მაქვს, გენერალო, – უპასუხა დამწუხრებულმა
პრეზიდენტმა, – თუ გვსურს მსოფლიო დავარწმუნოთ, რომ ყველა-
ფერი იცვლება და ქვეყანა დემოკრატიულ ცვლილებებს უღებს
კარს, წარსულის კრიტიკას უნდა მივმართოთ.
მესმის, რომ თქვენ ეს ტკივილს გაყენებთ. ჩემთვისაც არანაკ-
ლებ მტკივნეულია, მაგრამ პოლიტიკა ხანდახან გულის გაპობას
მოითხოვს.
კარგა ხანს რამფისს არაფერი უპასუხებია. ნასვამია? ნარკოტი-
კები მიიღო? ის სულიერი კრიზისი უახლოვდება, სიგიჟის ზღვრამდე
რომ მიჰყავს ხოლმე? თვალის უპეები ამოლურჯებოდა, ანთებული
და სასოწარკვეთილი მზერა ჰქონდა, სახეს უცნაურად მანჭავდა.
– მე უკვე აგიხსენით, – დაამატა ბალაგერმა, – ზედმიწევნით ზუს-
ტად ვასრულებ ჩვენს შეთანხმებას. თქვენ მოიწონეთ ჩემი პროექტი.
მაგრამ, რასაკვირველია, ის სიტყვებიც ძალაშია, რაც მაშინ მოგახ-
სენეთ. თუ ხელისუფლების მართვა გსურთ, სან ისიდროდან ტანკე-
527
ბის გამოყვანა არ დაგჭირდებათ, ჩემი გადადგომის განცხადებას ახ-
ლავე მოგართმევთ.
რამფისმა შეხედა, თავმობეზრებული ჩანდა.
– ყველანი მთხოვენ, – წაილუღლულა სევდიანად, – ბიძაჩემები,
რეგიონული მეთაურები, სამხედროები, ბიძაშვილები, მამას მეგობ-
რები. მაგრამ მე არ მინდა იმ სავარძლის დაკავება, სადაც თქვენ ზი-
ხართ. ეს საქმე მე არ მომწონს, სენიორ ბალაგერ. რისთვის? ისე
რომ გადამიხადონ სამაგიერო, როგორც მას?
გაჩუმდა, სახეზე გულგატეხილობა აღბეჭდვოდა.
– თუ თქვენ ძალაუფლება არ გსურთ, გენერალო, მაშინ მე და-
მეხმარეთ მის აღსრულებაში.
– მეტი გინდათ? – უპასუხა რამფისმა დამცინავად, – მე რომ არ
ვყოფილიყავი, ჩემი ბიძები ტყვიების ზუზუნით გამოგაძევებდნენ
აქედან დიდი ხნის წინათ.
– საკმარისი არაა, – უპასუხა ბალაგერმა, – თქვენ კარგად ხე-
დავთ, ქუჩაში როგორი მღელვარებაა. „სამოქალაქო ერთობა“ და
„14 ივნისი“ ყოველდღე უფრო აგრესიულები ხდებიან. მდგომარეო-
ბა კიდევ უფრო გაუარესდება, ჭკუით თუ არ ვაჯობებთ.
გენერალისიმუსის ვაჟს სახეზე ფერი მოუვიდა. თავი წამოსწია,
კისერდაგრძელებული ელოდა, თითქოს პრეზიდენტს ეკითხებოდა,
აბა, იმის თხოვნას თუ გაბედავ, რასაც ვეჭვობო.
– თქვენი ბიძები უნდა წავიდნენ, – თქვა რბილად დოქტორმა ბა-
ლაგერმა, – ვიდრე აქ არიან, ვერც საერთაშორისო გაერთიანება
დაიჯერებს ცვლილებას და ვერც საზოგადოება, მხოლოდ თქვენ შე-
გიძლიათ მათი დარწმუნება.
შეურაცხყოფას მიაყენებს? რამფისი გაოგნებული შესცქეროდა,
თითქოს საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. კვლავ ხანგრძლივი დუმი-
ლი ჩამოწვა.

528
– მეც მომთხოვთ, იმ ქვეყნიდან წავიდე, რომელიც მამაჩემმა
შექმნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხმა ახალი დროების მონაჩმახი
დაიჯეროს?
ბალაგერი რამდენიმე წამი დაელოდა.
– დიახ, აგრეთვე, – გამოსცრა პრეზიდენტმა, სული კბილით ეჭი-
რა, – თქვენც აგრეთვე. მაგრამ, ჯერ არა. ჯერ თქვენი ბიძები უნდა
გაუშვათ. მთავრობის ჩამოყალიბებაში უნდა დამეხმაროთ. შეიარა-
ღებულ ძალებს უნდა გააგებინოთ, რომ ტრუხილიო აღარ არის. ეს
თქვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს, გენერალო. ყოველთვის
იცოდით, რომ თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და თქვენი მეგობრების-
თვის ამ პროექტის განხორციელება სჯობს. „სამოქალაქო ერთო-
ბის“ და „14 ივნისის“ მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლა უარესი
იქნება.
რევოლვერი არ დაუძვრია. არ შეუფურთხებია. კვლავ გაფით-
რდა და სახე უცნაურად დაღრიჯა. სიგარეტი აანთო, კვამლის რამ-
დენიმე ბოლქვი გამოუშვა და ჰაერში გაფანტულ ბოლს დააკვირდა.
– კარგა ხნის წინ გავეცლებოდი ამ ბრიყვებისა და უმადურების
ქვეყანას, – გამოსცრა, – ამიამა და იმბერტი რომ მეპოვა, აქ აღარ
ვიქნებოდი. მხოლოდ ეს ორნი მაკლია. მამაჩემისთვის მიცემულ პი-
რობას რომ შევასრულებ, აქედან წავალ.
პრეზიდენტმა აცნობა, ავტორიზაცია გავეცი ხუან ბოშისა და დო-
მინიკის რევოლუციური პარტიის სხვა წევრების გადასახლებიდან
დაბრუნების შესახებო. მოეჩვენა, რომ გენერალს აღარ მოუსმენია
მისი განმარტება, ბოში და დომინიკის რევოლუციური პარტია სას-
ტიკ ბრძოლაში ჩაერთვებიან „სამოქალაქო ერთობასა“ და „14 ივ-
ნისის“ მოძრაობასთან ანტიტრუხილიოისტური ოპოზიციის ლიდე-
რობისთვის და, ამგვარად, ხელისუფლებას შესანიშნავ სამსახურს
გაუწევენო. რადგან, ჭეშმარიტად სახიფათონი „სამოქალაქო ერ-
თობის“ სენიორები არიან, თავიანთ რიგებში გაერთიანებული ფუ-
ლიანი კონსერვატორებით, რომლებიც შეერთებულ შტატებში დიდი
529
გავლენით სარგებლობენ, როგორც, მაგალითად, სევერო კაბრა-
ლი. ბოშმა ეს კარგად იცის და ყველაფერს გააკეთებს, რაც ხამს, –
და რაც არა ხამს, – ასეთი ძლევამოსილი მეტოქის ხელისუფლებაში
მოსვლა რომ არ დაუშვასო.
ლა ვიქტორიაში ორასამდე ნამდვილი თუ სავარაუდო შეთქმუ-
ლი რჩებოდა. როგორც კი ტრუოხილიოები ქვეყნიდან დაიძრებოდ-
ნენ, ეს ხალხი ამნისტიით უნდა გაეთავისუფლებინა. მაგრამ ბალა-
გერმა იცოდა, რომ ტრუხილიოს შვილი არასოდეს დაუშვებდა გენე-
რალისიმუსის ცოცხალი მკვლელების გათავისუფლებას, მთელ
ჯავრს მათზე ამოიყრიდა, როგორც გენერალ რომანზე, რომელიც
ოთხი თვე აწამა, სანამ გამოაცხადებდა, რომ სინანულში ჩავარ-
დნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულაო (მისი ცხედა-
რი ვერ იპოვეს). ასევე მოეპყრო მოდესტო დიასს, რომელიც თუ ჯერ
კიდევ ცოცხალი იყო, სავარაუდოდ, ჯვარს აცვამდა. პრობლემა ის
იყო, რომ პატიმრები, – ოპოზიცია მათ სასჯელის აღმსრულებლებს
უწოდებდა, – იმ სახეს ბღალავდნენ, რომელიც ბალაგერს რეჟიმის-
თვის უნდოდა შეექმნა. განუწყვეტლივ მოდიოდნენ მისიები, დელე-
გაციები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები უცხოეთიდან მათი ბე-
დის მოსაკითხად. პრეზიდენტი მიკიბულ მოკიბული საუბრით ცდი-
ლობდა აეხსნა, რომ ჯერ არ გაუსამართლებიათ, იფიცებოდა, მათი
სიცოცხლე ხელშეუხებელია, სასამართლო გამოწვლილვით განი-
ხილავს საკითხს და პროცესს უცხოელი დამკვირვებლები დაესწრე-
ბიანო. რატომ არ ამოხოცა აქამდე რამფისმა ისინი, როგორც მოექ-
ცა ანტონიო დე ლა მასას ყველა ძმას: მარიოს, ბოლივარს, ერნეს-
ტოს, პიროლოს, ანტონიოს ბიძაშვილებს, ბიძაშვილიშვილებს, ბი-
ძებს, რომლებიც დაპატიმრების დღესვე ან ტყვიით ჩაცხრილეს, ან
ცემით მოკლეს იმის ნაცვლად, რომ ციხეში ჩაეყარა და ოპოზიცია
გაეღიზიანებინა? ბალაგერმა იცოდა, რომ შეთქმულების სისხლი
მასაც გასვრიდა: ეს ველური ხარი მის წინაშე იდგა და ტორეადორი-
ვით როგორმე უნდა გამკლავებოდა.
530
ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში რამფისმა პრეზიდენტს ტელე-
ფონით დაურეკა და ბრწყინვალე ამბავი აცნობა: ბიძები დაარწმუნა.
პეტანი და ნეგრო დიდი ხნით ქვეყნიდან გაემგზავრებიან. 25 ოქ-
ტომბერს ექტორ ბიენვენიდო თავის ამერიკელ მეუღლესთან ერ-
თად იამაიკაში გაფრინდა, პეტანმა კი კარიბის ზღვაში აუშვა აფრა
ხომალდით „პრეზიდენტი ტრუხილიო“ და ეგრეთ წოდებულ „კრუიზ-
ში“ გაემგზავრა. კონსულმა ჯონ კელვინ ჰილმა ბალაგერს უთხრა,
ახლა სანქციების გაუქმების შესაძლებლობა გაიზარდაო.
– ძალიან ნუ დაგვიანდება, სენიორ კონსულო, – ცეცხლი შეუნ-
თო პრეზიდენტმა, – რესპუბლიკას ყოველდღე სული ამოსდის.
პოლიტიკური გაურკვევლობისა და იმპორტის შეზღუდვის გამო
ქვეყანაში ინდუსტრიული წარმოება გაჩერდა. ხალხს შემოსავლი
აღარ ჰქონდა, კომერციული ობიექტები გამოცარიელდა. რამფისი
ჩალის ფასად ყიდდა იმ წარმოებებს, რომლებიც ტრუხილიოს სა-
ხელზე იყო გაფორმებული, ცენტრალური ბანკი იძულებული იყო ეს
თანხები არარეალური კურსით: ერთი პესო – ერთ დოლარზე გადა-
ეცვალა და კანადის ან ევროპის ბანკებში გადაერიცხა. ტრუხილიოს
ოჯახს იმდენი თანხა არ წაუღია, რამდენსაც ბალაგერი შიშობდა:
დონია მარიამ თორმეტი მილიონი დოლარი, ანხელიტა – ცამეტი
მილიონი, რადამესი – თექვსმეტი მილიონი და რამფისს აქამდე, და-
ახლოებით, ოცდაორი მილიონი ჰქონდა გატანილი, რაც ერთიანო-
ბაში სამოცდაოთხი მილიონი დოლარი იყო. ბევრად უარესი შეიძ-
ლებოდა ყოფილიყო. მაგრამ, ხაზინა სულ ცოტა ხანში დაიცლებო-
და და ჯარისკაცებს, მასწავლებლებსა და საჯარო მოხელეებს ხელ-
ფასებს ვეღარ გადაუხდიდნენ.
15 ნოემბერს ბალაგერს შეშფოთებულმა შინაგან საქმეთა მი-
ნისტრმა დაურეკა: ყველასათვის მოულოდნელად, გენერლები პე-
ტან და ექტორ ტრუხილიოები ქვეყანაში დაბრუნდნენ. სთხოვა, რო-
მელიმე ქვეყნის საელჩოში თავშესაფარი ითხოვეთ, რადგან ნების-
მიერ წუთში სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება მოხდესო. შეი-
531
არაღებული ძალების ძირითადი გუნდი ტრუხილიოებს მხარს უჭერ-
და. ბალაგერმა სასწრაფოდ კონსული კელვინ ჰილი გამოიძახა,
მდგომარეობა აუხსნა, რამფისი თუ არ აღუდგებოდა წინ, გარნიზო-
ნების დიდი ნაწილი პეტანსა და ნეგროს გადატრიალებას დაუჭერდა
მხარს. ბუნდოვანი დასასრულის სამოქალაქო ომი ატყდებოდა და
ანტიტრუხილიოსტებს მასობრივად ამოხოცავდნენ. კონსულმა ყვე-
ლაფერი იცოდა. თავის მხრივ, მოახსენა, რომ პრეზიდენტმა კენე-
დიმ პირადად ბრძანა სამხედრო ფლოტის გამოგზავნა. პუერტო-რი-
კოდან დომინიკის ნაპირებისკენ მოიწევენ სწრაფმავალი სამხედ-
რო-სატვირთო გემი „Valley Forge”, კრეისერი „ Little Rock“, მეორე
ფლოტის ხომალდი და გამანადგურებლები „Hyman“, „Bristol“ და
„Beatty“. სამხედრო გადატრიალების შემთხვევაში, ორი ათასი
marine უმალვე დომინიკის რესპუბლიკაში გადმოსხდებოდა.
რამფისთან ხანმოკლე სატელეფონო საუბრისას, – ოთხი საათის
განმავლობაში ცდილობდა მასთან დაკავშირებას, – გენერალისი-
მუსის ვაჟმა არასასიამოვნო ამბავი მოახსენა: ბიძებთან უკმეხი სა-
უბარი ჰქონდა. ქვეყნიდან წასვლას არ აპირებენ. რამფისმა გააფ-
რთხილა, რომ მაშინ ის დატოვებდა დომინიკის რესპუბლიკას.
– და, ახლა, რა მოხდება, გენერალო?
– რა? აქედან მოყოლებული, თქვენ მარტო რჩებით ნადირების
გალიაში, სენიორ პრეზიდენტო, – გაიცინა რამფისმა, – წარმატებას
გისურვებთ.
ბალაგერმა თვალები დახუჭა. მომდევნო საათები, მომდევნო
დღეები სასტიკი იქნება. რის გაკეთებას აპირებს ტრუხილიოს შვი-
ლი? გამგზავრებას? ტყვიას დაიხლის? პარიზში წავა, თავის მეუღ-
ლეს, დედასა და და-ძმებს შეხვდება და თავს ინუგეშებს წვეულებე-
ბით, პოლოს თამაშით და ქალებით იმ ლამაზ სახლში, ნეილი-სურ-
სენში რომ იყიდა? რაც შესაძლებელი იყო, მთელი ფული გატანილი
ჰქონდა. რამდენიმე უძრავი საკუთრება რჩებოდა, რომლებსაც ად-
რე თუ გვიან ბანკი დააყადაღებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, რამფი-
532
სი პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა ის შეშლილი პირუტ-
ყვები არიან. გენერალისიმუსის ძმები, ალბათ, მალე სროლას და-
იწყებენ, ერთადერთი, რასაც ზუსტად აკეთებდნენ. დასახოცი მტრე-
ბის სიაში, რომელიც ხალხში მოარული ჭორებით, პეტანმა ჩამოწე-
რა, პირველი ბალაგერი იყო. არ ეშინოდა, მხოლოდ ნაღველს
გრძნობდა, მისი წამოწყებული დახვეწილი ოქრომჭედლური შემოქ-
მედება მკვლელის ტყვიით რომ განადგურდებოდა.
მეორე დღეს, სისხამ დილით, ბალაგერი შინაგან საქმეთა მინის-
ტრმა გააღვიძა და მოახსენა, სამხედროებმა ტრუხილიოს ცხედარი
სან კრისტობალის აკლდამიდან გამოიტანეს და ბოკა ჩიკაში გადა-
ასვენეს, სადაც გენერალ რამფისის კერძო ნავსაყუდელში იახტა
„ანხელიტა“ ჩამოდგაო.
– არაფერი გამიგონია, სენიორ მინისტრო, – უკმეხად შეაწყვე-
ტინა ბალაგერმა, – თქვენც არაფერი გითქვამთ. გირჩევთ რამდენი-
მე საათი დაისვენოთ. წინ გრძელი დღე გველოდება.
იმის საწინააღმდეგოდ, რაც მინისტრს ურჩია, თავად დასასვე-
ნებლად არ წასულა. რამფისი მამამისის მკვლელების დახოცვის გა-
რეშე ქვეყნიდან ფეხს არ მოიცვლიდა და ამ მკვლელობას შესაძ-
ლოა მიწასთან გაესწორებინა ბალაგერის უდიდესი ძალისხმევა,
მსოფლიო დაერწმუნებინა, რომ მისი პრეზიდენტობით რესპუბლი-
კაში დემოკრატია ვითარდებოდა სამოქალაქო ომისა და ქაოსის გა-
რეშე, რისიც ასე ეშინოდათ შეერთებულ შტატებსა და პოლიტიკურ
წრეებს. მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო? პატიმრების შესახებ მის
ნებისმიერ ბრძანებას, რომელიც რამფისის ბრძანების საწინააღ-
მდეგო იქნებოდა, აინუნშიც არავინ ჩააგდებდა და შეიარაღებული
ძალების წინაშე პრეზიდენტის ავტორიტეტის სრულ უსუსურობას გა-
მოააშკარავებდა.
მიუხედავად ამისა, მისტერიულად, სამხედრო აჯანყების და სა-
მოქალაქო სისხლისღვრის შესახებ გავრცელებული ჭორების გარ-
და, არც 16 და არც 17 ნოემბერს არაფერი მომხდარა. პრეზიდენტი
533
მიმდინარე საქმეებს ისე აგვარებდა, თითქოს ქვეყანაში სრული სიმ-
შვიდე სუფევდა. 17 ნოემბრის მოსაღამოებულს აცნობეს, რომ რამ-
ფისმა თავისი ზღვისპირა სახლი გაათავისუფლა. ცოტა მოგვიანე-
ბით, დაინახეს, მთვრალი როგორ გადმოვიდა მანქანიდან და გინე-
ბით სასტუმრო „ელ ემბახადორის“ ფასადს ყუმბარა ესროლა, რო-
მელიც არ აფეთქდა. იქიდან მოყოლებული, მისი ადგილსამყოფე-
ლი არავინ იცოდა. მეორე დილით, „სამოქალაქო ერთობის“ კომი-
სიამ, ანხელ სევერო კაბრალის მეთაურობით, სასწრაფოდ პრეზი-
დენტთან შეხვედრა მოითხოვა: სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო.
მიიღო. სევერო კაბრალი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა, ხელში
უასკარ ტეხადას მიერ ცოლის, ლინდინისადმი დაჯღაბნილ წერილს
აფრიალებდა, რომელიც კონტრაბანდულად ლა ვიქტორიადან გა-
მოეგზავნა. ჰყვებოდა, ტრუხილიოს მკვლელობაში მონაწილე ექვსი
პირი (მათ შორის, მოდესტო დიასი და ტუნტინ კასერესი) დანარჩენ
პოლიტიკურ პატიმრებს ჩამოაშორეს და სხვა ციხეში გადაიყვანესო.
„მოგვკვლავენ, საყვარელო“ – ასე სრულდებოდა ბარათი. „სამოქა-
ლაქო ერთობის“ ლიდერმა მოითხოვა, პატიმრები სამოქალაქო სა-
სამართლოსთვის გადაეცათ ან პრეზიდენტის დეკრეტით გაეთავი-
სუფლებინათ. ბალაგერს მოახსენა, პატიმრების მეუღლეები პრეზი-
დენტის სასახლის წინ თავის ადვოკატებთან ერთად არიან მოსუ-
ლიო. ისიც უთხრა, საერთაშორისო პრესა გაფრთხილებული
გვყავს, ისევე როგორც State Department და დასავლეთის ელჩე-
ბიო.
შეშფოთებული ანხელ სევერო ბალაგერმა დაარწმუნა, პირადად
მივხედავ ამ საქმესო. დანაშაულის ჩადენას არ დაუშვებდა. მისთვის
წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ექვსი შეთქმულის გადაყვანის
მიზანი სასამართლო პროცესის დაჩქარებაა. მხოლოდ მარტივი სა-
გამოძიებო პროცედურაა, დანაშაულის რეკონსტრუქცია ჩატარდე-
ბა, რის შემდეგაც სასამართლო დაუყოვნებლივ დაიწყება. რასაკ-

534
ვირველია, ჰააგის საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრე-
ბით, რომლებსაც თავად ჩვენი ქვეყანა მოიწვევს.
როგორც კი „სამოქალაქო გაერთიანების“ ლიდერები გავიდნენ,
რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ხოსე მანუელ მაჩადოს და-
ურეკა. პროკურორმა თუ იცის, ეროვნული პოლიციის უფროსმა,
მარკოს ა. ხორხე მორენომ, რატომ გადაწყვიტა ესტრელია სადა-
ლას, უასკარ ტეხედას, ფიფი პასტორისას, პედრო ლივიო სედენიოს,
ტუნტი კასერესისა და მოდესტო დიასის იუსტიციის სასახლეში გა-
დაყვანა? რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა არაფერი
იცოდა. თავი შეურაცხყოფილად იგრძნო: ვიღაც ბოროტად სარგებ-
ლობდა სასამართლო ხელისუფლების სახელით, არც ერთ მოსა-
მართლეს დანაშაულის ახალი რეკონსტრუქცია არ მოუთხოვია.
აღელვებულმა პრეზიდენტმა დაუდასტურა, სრულიად შეუწყნარებე-
ლი ამბავიაო. დაუყოვნებლივ უბრძანებს იუსტიციის მინისტრს,
გულდასმით გამოიძიოს აღნიშნული მოვლენა, გამოავლინოს პასუ-
ხისმგებლები და დასაჯოს დამნაშავეები. საკუთარი ქმედებების წე-
რილობითი დოკუმენტი რომ დაეტოვებინა, მდივანს მემორანდუმი
უკარნახა და დაავალა, სასწრაფოდ იუსტიციის სამინისტროში მი-
ეტანა. შემდეგ, იუსტიციის მინისტრს ტელეფონით დაურეკა. ძალიან
შეწუხებული ჩანდა:
– არ ვიცი, რა გავაკეთო, სენიორ პრეზიდენტო. კართან პატიმ-
რების ცოლები მელოდებიან. ყოველმხრივ წნეხის ქვეშ ვარ, ინ-
ფორმაციას მთხოვენ და მე არაფერი ვიცი, თქვენ იცით რატომ გა-
დაიყვანეს პატიმრები იუსტიციის სასახლის საკნებში? არავის ძა-
ლუძს ამიხსნას. ახლა მანქანით დანაშაულის რეკონსტრუქციის-
თვის მიჰყავთ, რომელიც არავის დაუვალებია. იქ მიახლოება შეუძ-
ლებელია, სან ისიდროს სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა მთელი ზო-
ნა ალყაში მოაქციეს. რა გავაკეთო?
– პირადად მიბრძანდით და ახსნა-განმარტება მოითხოვეთ, –
უბრძანა პრეზიდენტმა, – აუცილებელია მოწმეებმა დაადასტურონ,
535
რომ ხელისუფლებამ, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა კანონზე
ძალადობის აღსაკვეთად. შეერთებული შტატების და დიდი ბრიტა-
ნეთის წარმომადგენლები იახლეთ თან.
დოქტორმა ბალაგერმა პირადად დაურეკა ჯონ კელვინ ჰილს და
სთხოვა, იუსტიციის მინისტრს გაჰყოლოდა დანაშაულის რეკონ-
სტრუქციის ადგილზე. ამასთანავე უთხრა, რამფისი თუ ნამდვილად
ქვეყნიდან წასვლას გეგმავს, ტრუხილიოს ძმები, შესაძლოა, აქტი-
ურ მოქმედებაზე გადავიდნენო.
მუშაობა განაგრძო, ერთი შეხედვით, ქვეყნის მძიმე ფინანსური
საქმეებით იყო დატვირთული. სადილის დროს კაბინეტიდან ფეხი
არ მოუცვლია, ქვეყნის ფინანსთა მინისტრთან და ცენტრალური
ბანკის მმართველთან ერთად მუშაობდა, ზარებსა და სტუმრების მი-
ღებაზე უარი განაცხადა. მოსაღამოებულს მდივანმა იუსტიციის მი-
ნისტრის წერილი მიაწოდა, აცნობებდა, რომ ის და შეერთებული
შტატების კონსული სამხედრო ავიაციის ჯარისკაცებმა დანაშაულის
რეკონსტუქციის ადგილზე არ დაუშვეს. ადასტურებდა, რომ არავის
სამინისტროდან, პროკურატურიდან ან ტრიბუნალიდან მსგავსი
ქმედება არ მოუთხოვია, არც უცნობებიათ და ექსკლუზიურად სამ-
ხედროების მიღებული გადაწყვეტილება იყო. ცხრის ნახევარზე სახ-
ლში რომ დაბრუნდა, პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკ ხორხე მო-
რენომ დაურეკა. ფურგონი, რომელსაც სამი შეიარაღებული ბადრა-
გი აცილებდა და სასამართლო პროცედურის შესრულების შემდეგ
პატიმრები ლა ვიქტორიაში გადაჰყავდა, უკვალოდ გაქრა.
– მათ საპოვნელად ძალისხმევა არ დაზოგოთ, პოლკოვნიკო.
რაც საჭიროა, ყველაფერი გამოიყენეთ, – უბრძანა პრეზიდენტმა, –
ნებისმიერ დროს დამირეკეთ.
სახლში მისულ ბალაგერს აღელვებულმა დებმა უთხრეს, ჭორე-
ბი დადის, რომ ამ საღამოს ტრუხილიოებმა გენერალისიმუსის
მკვლელები მოკლესო, ბალაგერმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არა-
ფერი იცოდა. შესაძლოა, ექსტრემისტების შეთხზული იყო, ხალხში
536
კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება და დაუცველობის განცდა რომ გა-
მოიწვიონ. ვიდრე დებს ტყუილებით ამშვიდებდა, ივარაუდა: თუ ჯერ
კიდევ არ წასულა, რამფისი ამ ღამეს წავაო. ესე იგი, ტრუხილიოს
ძმებთან ხვალ გამთენიისას მოუწევს დაპირისპირება. დააპატიმრე-
ბენ? მოაკვლევინებენ? თავისი ნამცეცა ტვინებით შესაძლოა ფიქ-
რობენ, რომ მისი მოკვლით ისტორიის სვლას შეაფერხებენ, რომე-
ლიც ძალიან მალე მათ სახელებს დომინიკის პოლიტიკიდან წაშ-
ლის. არ ღელავდა, მხოლოდ აინტერესებდა.
როდესაც პიჟამას იცვამდა, პოლკოვნიკმა ხორხე მორენომ კი-
დევ ერთხელ დაურეკა. ფურგონი იპოვეს: სამი ბადრაგის დახოცვის
შემდეგ ექვსი პატიმარი გაიქცა.
– ცა და დედამიწა შეყარეთ გაქცეულების საპოვნელად, – წარ-
მოთქვა ხმის შეუცვლელად, – თქვენ ხართ ამ პატიმრებზე პასუხის-
მგებელი, პოლ კოვნიკო. ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ, კა-
ნონის თანახმად უნდა აგონ პასუხი ამ ახალი დანაშაულის გამოც.
დაძინებამდე სიბრალულის გრძნობამ შეიპყრო. არა პატიმრე-
ბის გამო, რომლებიც ამ საღამოს, უეჭველად, თავად რამფისმა დახ-
ვრიტა, არამედ იმ სამი პატარა ჯარისკაცის გამო, რომლებიც ტრუ-
ხილიოს შვილმა იმიტომ მოაკვლევინა, რომ გაქცევის ფარსი გა-
ეთამაშებინა. სამი საბრალო ბადრაგი უსულგულოდ მოკლეს, სი-
მართლის ფარდა რომ ჩამოეფარებინათ იმ სპექტაკლისთვის, რო-
მელსაც არასდროს არავინ დაიჯერებდა. რა უაზრო მსხვერპლია!
მეორე დღეს სასახლეში რომ მივიდა, გაზეთ „ელ კარიბეს“ შიდა
გვერდზე წაიკითხა: „ტრუხილიოს მკვლელების გაქცევა მას შემდეგ,
რაც ცივსისხლიანად გამოასალმეს სიცოცხლეს სამი ბადრაგი,
რომლებსაც „ლა ვიქტორიაში“ გადაჰყავდათ“. ყველაფრის მიუხე-
დავად, სკანდალი, რომელსაც ელოდა, არ მომხდარა. იქნებ იმი-
ტომ, რომ ეს ამბავი სხვა მოვლენებმა დაჩრდილა.
დილის ათ საათზე ბალაგერის კაბინეტის კარი წიხლით გაგლი-
ჯეს. ავტომატით ხელში, საქამრეში გაჩრილი ყუმბარებითა და რე-
537
ვოლვერებით ასხმულმა გენერალმა პეტან ტრუხილიომ პრეზიდენ-
ტის კაბინეტში შემოალაჯა, ფეხდაფეხ მისი ძმა, ექტორი მოჰყვებო-
და, ისიც გენერლის უნიფორმაში გამოწყობილიყო. ოცდაშვიდი კბი-
ლებამდე შეიარაღებული პირი პირად დაცვაში ახლდათ. მათ სახე-
ებზე პრეზიდენტმა, უტიფრობის გარდა, სიმთვრალეც შენიშნა. ამ
ველური ბრბოს დანახვით გამოწვეული ზიზღი უფრო ძლიერი იყო,
ვიდრე შიშის გრძნობა.
– დასხდომას ვერ შემოგთავაზებთ, ამდენი სკამი არ მაქვს, ვწუხ-
ვარ, – მოიბოდიშა პაწაწინა პრეზიდენტმა და ადგილიდან წამოდგა.
მშვიდად იყო, პატარა, მრგვალ სახეზე თავაზიანი ღიმილი ეფინა.
– სიმართლის დრო დადგა, ბალაგერო, – დაიბღავლა ცხოველ-
მა პეტანმა და ნერწყვის შხეფები გადმოაფრქვია. ავტომატი მუქა-
რით დაატრიალა და პრეზიდენტს სახესთან მიუტანა. ეს უკანასკნე-
ლი არ განძრეულა, – კმარა სიბრიყვეები და ფარისევლობა! რო-
გორც რამფისმა მოუღო ბოლო იმ ბოზიშვილებს, ისე გამოვასალ-
მებთ სიცოცხლეს ყველას, ვინც ცოცხალი დარჩა. იუდას გასამარ-
თლებით დავიწყებთ, მოღალატე ჯუჯავ.
ცოტა მთვრალი ჩანდა ეს გაუთლელი არარაობა, ბალაგერი თა-
ვის შეურაცხყოფასა და ზიზღს შესანიშნა ვად მალავდა, საკუთარ
თავს სრულიად აკონტროლებდა. მშვიდად მიუთითა ფანჯრისკენ.
– უმორჩილეს გთხოვთ გამომყვეთ, გენერალო პეტან, – შემდეგ
ექტორს მიუბრუნდა, – თქვენც ასევე, გთხოვთ.
წინ გაუძღვა, ფანჯარასთან დადგა და ზღვაზე მიუთითა. მზიანი,
კამკამა დღე იყო. სანაპიროს პირისპირ მკაფიოდ ილანდებოდა სა-
მი ჩრდილოამერიკული სამხედრო გემის მოელვარე სილუეტები.
სახელწოდების წაკითხვა შეუძლებელი იყო, მაგრამ ნათლად ჩანდა
ტყვიამფრქვევის გრძელი ლულა, კრეისერ „Little Rock“-ის სარაკე-
ტო დანადგარი და ავიამზიდები „Valley Forge“ და „Franklin D.
Roosevelt“, რომლებიც ქალაქს უმიზნებდნენ.

538
– თქვენ გელოდებიან, როგორც კი ხელისუფლებას ხელში ჩაიგ-
დებთ, სროლას დაიწყებენ, – თქვა პრეზიდენტმა ძალიან წყნარად,
– საბაბს ელიან, კიდევ ერთხელ რომ დაგვიპყრონ. გინდათ ისტო-
რიაში იმ დომინიკელების სახელით შეხვიდეთ, რომლებმაც იანკებს
რესპუბლიკის მეორე ოკუპაციის უფლება მისცეს? თუ ეს გსურთ, გა-
ისროლეთ და ჩემგან გმირი შექმენით. ჩემს შემცვლელს ამ სავარ-
ძელში ერთი საათიც არ მოუწევს ჯდომა.
და, რადგან ამ წინადადების სრულად წარმოთქმის საშუალება
მისცეს, გაიფიქრა, რომ ვეღარ მოკლავდნენ. პეტანი და ნეგრო ერ-
თმანეთს ეჩურჩულებოდნენ. ერთდროულად საუბრობდნენ და ერ-
თმანეთისა არ ესმოდათ. მკვლელები და დაცვის წევრები ერთმა-
ნეთს განცვიფებულები შესცქეროდნენ. ბოლოს პეტანმა თავის
ხალხს ოთახიდან გასვლა უბრძანა. როდესაც ორ ძმასთან ერთად
ოთახში მარტო დარჩა, ბალაგერი მიხვდა რომ თამაში მოგებული
იყო. მის წინაშე დასხდნენ, საბრალო დემონები! რა უხერხულად იყ-
ვნენ! არ იცოდნენ, საიდან დაეწყოთ. საქმე უნდა გაეიოლებინა.
– ქვეყანა თქვენგან თავგანწირულ ქმედებას ელოდება, – უთხრა
კეთილგანწყობით, – ისეთივე უანგარო და პატრიოტული ნაბიჯი უნ-
და გადადგათ, როგორიც გენერალ რამფისმა. თქვენმა ძმისშვილმა
ქვეყანა დატოვა, მშვიდობის დამყარებისთვის რომ შეეწყო ხელი.
პეტანმა უკმეხად და პირდაპირ შეაწყვეტინა:
– იოლია პატრიოტობა, როცა უცხოეთში მილიონები და რამფი-
სის საკუთრება გელოდება. მაგრამ მე და ნეგროს უცხოეთში არც
სახლები გვაქვს, არც აქციები და არც ანგარიშები. მთელი ქონება აქ
გვაქვს, ამ ქვეყანაში. მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით ბრიყვები, მხო-
ლოდ ჩვენ დავემორჩილეთ უფროსს, უცხოეთში ფულის გატანა რომ
აკრძალა. განა ეს სამართლიანია? იდიოტები არ ვართ, სენიორ ბა-
ლაგერ. მიწებსა და საკუთრებას, ყველაფერს, რაც აქ გაგვაჩნია, მა-
ლე ჩამოგვართმევენ.
შვება იგრძნო.
539
– ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია, სენიორებო, – დაამ-
შვიდა, – აბა, როგორ! ის კეთილშობილური ჟესტი, რომელსაც მა-
მული თქვენგან მოითხოვს, საზღაურს იმსახურებს.
ამ წუთიდან მოყოლებული, ყველაფერი მომაბეზრებელი საქმია-
ნი ვაჭრობა იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ განამტკიცა პრეზიდენ-
ტის დიდი სიძულვილი ვერცხლისმოყვარე ადამიანების მიმართ. ეს
მანკიერება მის სულს არასოდეს მიჰკარებია. საბოლოოდ, ისეთ
თანხაზე შეთანხმდა, რომელიც გონივრულად მოეჩვენა იმ მშვიდო-
ბისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, რომელსაც რესპუბლი-
კა მოიპოვებდა ამ გარიგებით. განკარგულება გასცა, ცენტრალურ
ბანკს თითოეული ძმისთვის ორი მილიონი დოლარი გადაეცა და ის
თერთმეტი მილიონი პესო გადაეხურდავებინა, რომლის ერთი ნაწი-
ლი ფეხსაცმლის ყუთებში ჰქონდათ შენახული და მეორე – დედაქა-
ლაქის ბანკში. გარიგების შესრულების გარანტად პეტანმა და ექ-
ტორმა ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის დასტური მო-
ითხოვეს. კელვინ ჰილი სასწრაფოდ გამოცხადდა ფრიად კმაყოფი-
ლი იმ ფაქტით, რომ კონფლიქტი კეთილი ნებით მოგვარდა და არა
სისხლისღვრით. პრეზიდენტს წარმატება მიულოცა და დაასკვნა:
„ჭეშმარიტი სახელმწიფო მოღვაწე კრიზისებში იცნობა“. დოქტორ-
მა ბალაგერმა თვალები მორცხვად დახარა და გაიფიქრა, რომ ტრუ-
ხილიოების გამგზავრებით ხალხში ისეთი სიხარული და აღფრთო-
ვანება, – და შესაძლოა, ქაოსი, – გაიღვიძებს, ცოტა ვინმეს თუ გა-
ახსენდება ექვსი პატიმრის მკვლელობა, რომელთა ცხედრები, ცხა-
დია, აღარასოდეს გამოჩნდებაო. თავი დაიიმედა, რომ ეს ეპიზოდი
მეტისმეტად არ დააზარალებდა.
მინისტრთა საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა მთავრობას სთხოვა
მხარი დაეჭირათ საერთო პოლიტიკური ამნისტიისთვის, რათა პა-
ტიმრებს ციხეები დაეტოვებინათ და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქ-
მიანობისათვის წამოწყებული ყველა სასამართლო პროცესი გაუქ-
მებულიყო. ამავე დროს, დომინიკური პარტიის დაშლის შესახებ
540
გასცა ბრძანება. ფეხზე წამომდგარმა მინისტრებმა ტაში დაუკრეს.
მაშინ, ოდნავ ლოყებშეფაკლულმა დოქტორ ტაბარე ალვარეს პე-
რეირამ, მისმა ჯანმრთელობის მინისტრმა მოახსენა, რომ უკვე ექ-
ვსი თვე იყო, რაც თავის სახლში, – დროის უმეტესი ნაწილი კედლის
ვიწრო კარადაში, ხალათებსა და პიჟამებს შორის, – დევნილ ლუის
ამიამა ტიოს მალავდა.
დოქტორმა ბალაგერმა მინისტრს ჰუმანიზმი შეუქო და უთხრა,
თავად მოეყვანა პალასიო ნასიონალში დოქტორი ამიამა, რადგან
მას, ისევე როგორც ანტონიო იმბერტს, რომელიც დღეს თუ ხვალ
უეჭველად გამოჩნდებოდა, რესპუბლიკის პრეზიდენტი პირადად მი-
იღებდა ისეთი პატივისცემითა და მადლიერებით, როგორსაც სამ-
შობლოსთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის იმსახურებდნენ.

541
23

ამადიტოს წასვლის შემდეგ, ანტონიო იმბერტი კიდევ კარგა ხანს


დარჩა თავისი ნათესავის, ექიმ მანულ დურან ბარერასის სახლში.
იმედი არ ჰქონდა, რომ ხუან ტომას დიასი და ანტონიო დე ლა მასა
გენერალ რომანს იპოვნიდნენ. შესაძლოა, სამხედრო-პოლიტიკუ-
რი გეგმა გამოაშკარავდა და პუპო დაიჭერეს ან მოკლეს. იქნებ შე-
ეშინდა და უკან დაიხია. სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა დამალულიყო.
თავის ნათესავ მანუელთან ერთად სხვადასხვა ვერსია განიხილა,
არჩევანი შორეულ ნათესავზე, ექიმ გლადის დე ლოს სანტოსზე შე-
აჩერეს, რომელიც დურანის ცოლისდა იყო. მათ სახლთან ახლოს
ცხოვრობდა.
ჯერ ისევ დილაბინდი იდგა, როდესაც მანუელ დურანმა და ანტო-
ნიო იმბერტმა ისე გაიარეს ექვსი კვარტალი, რომ არც მანქანა შეხ-
ვედრიათ და არც ფეხით მოსიარულე. ექიმმა კარის გაღება შეაგვი-
ანა. ხალათში იყო, თვალებს ბრაზიანად ისრესდა, სანამ მოსულები
თავისას უამბობდნენ. მაინცდამაინც დიდი შიში არ დასტყობია. უც-
ნაური სიმშვიდით შეხვდა ამ ამბავს. ტანად მოსული ქალი იყო, ქედ-
მაღალი, ასე ორმოცი-ორმოცდაათი წლისა, სამყაროს გულგრი-
ლად უყურებდა.
– როგორმე დაგაბინავებ, – უთხრა იმბერტს, – მაგრამ ეს არ
არის საიმედო თავშესაფარი. ერთხელ უკვე ვიყავი დაკავებული,
SIM-ს შავ სიაში ვყავარ.
მოსამსახურეს რომ არ დაენახა, ავტოფარეხის გვერდით პატა-
რა, უსარკმელო საკუჭნაოში შეასახლა, იატაკზე ლეიბი გაუშალა.
ერთი ციცქნა ოთახი იყო, არ ნიავდებოდა. ანტონიოს მთელი ღამე
თვალი არ მოუხუჭავს. პისტოლეტი Colt 45 იქვე კონსერვის ქილე-
ბით სავსე თაროზე შეინახა. დაძაბული აყურადებდა სიჩუმეს, ყო-
ველ საეჭვო ჩამიჩუმზე ყურებს ცქვეტდა. დროდადრო თავის ძმაზე,

542
სეგუნდოზე ფიქრობდა და თმა ყალყზე უდგებოდა, – ალბათ, აწამე-
ბენ ან შესაძლოა, მოკლეს კიდეც იქ, ლა ვიქტორიაში.
დიასახლისი, რომელმაც ღამით საკუჭნაო გასაღებით ჩაკეტა,
დილის ცხრა საათზე მოვიდა ანტონიოს გასათავისუფლებლად.
– მოსამსახურეს ნება დავრთე ხარაბაკოაში გამგზავრებულიყო
ოჯახის მოსანახულებლად, – ანტონიო გაამხნევა, – შეგიძლია თა-
ვისუფლად იმოძრაო მთელ სახლში. ოღონდ მეზობლებმა არ შეგ-
ნიშნონ. წარმომიდგენია, როგორი ღამე გაატარე იმ გამოქვაბულ-
ში.
სანამ სამზარეულოში მანგუს, შემწვარ ყველსა და ყავას მიირ-
თმევდნენ, ახალი ამბები ჩართეს. საინფორმაციო გადაცემებში
თავდასხმის შესახებ არაფერი უთქვამთ. ცოტა ხნის შემდეგ ექიმი
სანტოსი სამსახურში წავიდა. იმბერტმა იბანავა და სასტუმრო
ოთახში ჩავიდა, სადაც სავარძელში ჩაეძინა ფეხებშორის გაჩრილი
Colt 45-ით. შიშისგან შემკრთალმა წამოიყვირა, როდესაც შეან-
ჯღრიეს და გააღვიძეს. – დილით, შენ რომ გამოხვედი, ცოტა ხნის
შემდეგ caliès მანუელის სახლში მივიდნენ და წაიყვანეს, – თქვა
აფორიაქებულმა გლადის დე ლოს სანტოსმა, – ადრე თუ გვიან ათ-
ქმევინებენ, რომ აქ ხარ. ამ სახლიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა
წახვიდე.
კი მაგრამ, სად? გლადისმა იმბერტის სახლთან გაიარა, ქუჩა გა-
ჭედილი იყო ჯარისკაცებითა და SIM-ის თანამშრომლებით, მისი
ცოლი და ქალიშვილი ალბათ დააპატიმრეს. იგრძნო, უხილავი ხე-
ლები როგორ სწვდნენ ყელში და მოუჭირეს. მღელვარება არ შეიმ-
ჩნია, სახლის პატრონის შიში რომ არ გაემძაფრებინა. ექიმ სანტოსს
სახე შეცვლოდა, მღელვარებისგან თვალებს განუწყვეტივ ახამხა-
მებდა. – ყოველ კუთხე-კუნჭულში „ჯაგრისები“, caliès და სამხედრო
ფურგონებია, – თქვა ექიმმა, – მანქანებს ამოწმებენ, ყველას საბუ-
თებს სთხოვენ, სახლებში შედიან.

543
ტელევიზიით ჯერ არაფერს აცხადებდნენ, არც რადიოსა და გაზე-
თებში, მაგრამ ჭორები ელვისებურად ვრცელდებოდა. ქალაქში
მითქმა-მოთქმა არ ცხრებოდა, ტრუხილიო მოკლესო. ხალხი შეძ-
რწუნებული და დაბნეული იყო, არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. ერ-
თი საათის განმავლობაში ანტონიო ტვინს იჭყლეტდა: სად წავიდეს?
როგორც არ უნდა იყოს, აქაურობას სწრაფად უნდა გაეცალოს. ექიმ
სანტოსს მადლობა გადაუხადა და ქუჩაში გავიდა, შარვლის მარჯვე-
ნა ჯიბეში პისტოლეტი ედო, ხელს არ უშვებდა. კარგა ხანს უმისა-
მართოდ დაბორიალებდა, ვიდრე თავისი კბილის ექიმი, კამილო
სუერო არ გაახსენდა, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალთან ცხოვ-
რობდა. კამილომ და მისი მეუღლემ, ალფონსინამ სახლში შეიყვა-
ნეს. მისი იქ დამალვა არ შეეძლოთ, მაგრამ შესაძლო თავშესაფა-
რის ვარიანტები განიხილეს. და, სწორედ მაშინ, ანტონიოს გონება-
ში თავისი ძველი მეგობრის, ფრანცისკო რაინიერის სახემ გაიელვა:
იტალიელების შვილი იყო, დომინიკის რესპუბლიკაში მალტის ორ-
დენის ელჩად მუშაობდა. მისი მეუღლე, ვენეცია ანტონიოს ცოლ-
თან, გუარინასთან ჩაის სვამდა ხოლმე და კარტს თამაშობდა. იქნებ
დიპლომატს შეუძლია რომელიმე წარმომადგენლობაში თავშესა-
ფარი აპოვნინოს? წინდახედულება გამოიჩინა და რაინიერის რეზი-
დენციაში როცა დარეკა, ყურმილი ალფონსინას გადასცა, რომელ-
მაც თავი გუარინა ტესონად, იმბერტის ცოლის ქალიშვილობის გვა-
რით წარუდგა. კეკოსთან დალაპარაკება ითხოვა. ელჩმა ყურმილი
მაშინვე აიღო და იმბერტი გაოგნებული დარჩა მისი უკიდურესად
თავაზიანი სალმით:
– როგორ ხარ, ძვირფასო გუარინა, როგორ გამახარე. ამ საღა-
მოს შეთანხმების გამო რეკავ, ხომ მართალია? შენ არ შეწუხდე. მან-
ქანას გამოგიგზავნი წასაყვანად. ზუსტად შვიდ საათზე მოვალ, თუ
საწინააღმდეგო არაფერი გაქვს. შენს მისამართს შემახსენებ?
– ან გულთმისანია, ან შეიშალა, ან არ ვიცი რა ვიფიქრო, – თქვა
სახლის პატრონმა ყურმილის დაკიდებისთანავე.
544
– და, შვიდ საათამდე რას ვაკეთებთ, ალფონსინა?
– ილოცე წმინდა ქალწულ ალტაგრასიაზე, – პირჯვარი გადაიწე-
რა დიასახლისმა, – თუ მანამდე caliès მოგვადგენენ, პისტოლეტი
მოიმარჯვე.
ზუსტად შვიდ საათზე სახლის კარს გაპრიალებული ლურჯი
„,ბუიკი“ მოადგა დიპლომატიური ნომრებით. საჭესთან თავად
ფრანცისკო რაინიერი იყო. როგორც კი ანტონიო იმბერტი დაჯდა,
მანქანა მაშინვე დაძრა.
– მივხვდი, რომ შენგან მოდიოდა ტელეფონის ზარი, გუარინა და
შენი გოგონა ჩემს სახლში არიან, – უთხრა რაინიერიმ მისალმების
ნაცვლად. – ორი გუარინას ტესონი სიუდად ტრუხილიოში არ იქნე-
ბოდა, მხოლოდ ერთი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ძალიან მშვიდად იყო, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, ახალგა-
უთოებული, ხალვათი პერანგი ეცვა, ლავანდის სურნელი ასდიოდა.
იმბერტი გარეუბნის სახლში წაიყვანა, შორი გზით იარეს, დიდი წრე
დაარტყეს, რადგან მთავარი გამზირები გადაკეტილი იყო და მანქა-
ნებს შესამოწმებლად აჩერებდნენ. ერთი საათი იყო გასული მას
შემდეგ, რაც ტრუხილიოს სიკვდილი ოფიციალურად გამოცხადდა.
ეჭვი და გაურკვევლობა სუფევდა, თითქოს მთელი ქვეყანა აფეთქე-
ბის მოლოდინში გარინდებულიყო. როგორც ყოველთვის, ელეგან-
ტურ ელჩს იმბერტისთვის არაფერი უკითხავს ტრუხილიოს მკვლე-
ლობის შესახებ, არც შეთქმულების მონაწილეებზე. ისე ბუნებრი-
ვად, თითქოს „ქანთრი ქლაბში“ ჩოგბურთის მომავალი ჩემპიონა-
ტის შესახებ ელაპარაკებაო, უთხრა:
– მოვლენები ისე ვითარდება, წარმოუდგენელი მეჩვენება, რო-
მელიმე საელჩომ შეგიფაროს. დიდ სამსახურსაც ვერ გაგიწევდა.
ხელისუფლება, თუ ის ჯერ კიდევ არსებობს, საელჩოს არ მოერიდე-
ბა. სადაც არ უნდა იყო, ძალით გამოგათრევენ. იტალიის საკონსუ-
ლოში ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ იქ თანამშრომლებისა და
სტუმრების მეტისმეტი აურზაურია. თუმცა ერთ საიმედო ადამიანს
545
ვიცნობ. ერთხელ უკვე გააკეთა ასეთი რამ იუიო ალექსანდროს-
თან51, დევნილი რომ იყო. მხოლოდ ერთი პირობა წამოაყენა: არა-
ვინ უნდა იცოდეს, არც გუარინამ. უპირველეს ყოვლისა, მისივე
უსაფრთხოების გამო.
– რა თქმა უნდა, – წაილუღლუღა ტონი იმბერტმა. გაოგნებული
იყო, რომ ეს კაცი, რომელთანაც შორეული მეგობრობა აკავშირებ-
და, საკუთარი ინიციატივით საფრთხეში აგდებდა ყველაფერს, რომ
მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. კეკოს სახიფათო დიდსულოვ-
ნებით დაბნეულმა მადლობის თქმაც ვერ მოახერხა.
რაინიერის სახლში შეძლო თავის მეუღლესა და ქალიშვილს ჩა-
ხუტებოდა. ამგვარ რთულ ვითარებაში საკმაო სიმშვიდეს ინარჩუ-
ნებდნენ, თუმცა, როდესაც ლესლი გულში ჩაიკრა, იგრძნო, როგორ
ცახცახებდა. ცოლ-შვილთან და რაინიერისთან რამდენიმე საათი
გაატარა. გუარინას პატარა ჩანთით სუფთა ტანსაცმელი და საპარსი
მოეტანა. ტრუხილიო არ უხსენებიათ. გუარინამ უამბო, მეზობლები-
საგან რაც იცოდა. გამთენიისას მათ სახლს პოლიციელები და სამო-
ქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი caliès დაესხნენ: სახლი გა-
ძარცვეს, დაანგრიეს და დაამსხვრიეს ყველაფერი, რისი წაღებაც
ორი სატვირთო მანქანით ვერ შეძლეს.
დრო რომ დადგა, დიპლომატმა მსუბუქი ჟესტით იმბერტს საათ-
ზე მიუთითა. ტონიმ გუარინა და ლესლი გულში ჩაიკრა, აკოცა და
ფრანცისკო რაინიერს გაჰყვა. სახლის უკანა კარით ქუჩაში გავიდ-
ნენ. რამდენიმე წამის შემდეგ, მათ ფეხებთან პატარა მანქანა გაჩერ-
და, მძღოლს დაბალი ფარები აენთო.
– ნახვამდის, წარმატებას გისურვებ! – დაემშვიდობა რაინიერი
და ხელი გაუწოდა, – შენს ოჯახზე არ იდარდო. არაფერი მოაკლდე-
ბათ.

51
გუიდო ალესანდრო /იუიო/ (1932-2011) – პოლიტიკოსი,
დიპლომატი, ცნობილი ანტიტრუხილიოისტი, იატაკქვეშა მოძრაობა „14
ივნისის“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, დები მირაბალების თანამოაზრე.
546
იმბერტი მანქანაში მძღოლის გვერდით დაჯდა. ახალგაზრდა კა-
ცი იყო, პერანგზე ჰალსტუხი ეკეთა, კოსტიუმი არ ეცვა, უზადო ესპა-
ნურით საუბრობდა, თუმცა იტალიური მუსიკა დაჰკრავდა. იმბერტს
თავი წარუდგინა:
– კავალიერი გახლავართ, იტალიის საელჩოს თანამშრომელი.
მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი სტუმრო-
ბა ჩვენს სახლში სასიამოვნო იყოს. ჩვენთან უცხო ვერავინ გნახავთ.
მარტოები ვცხოვრობთ, არც მზარეული გვყავს და არც მოსამსახუ-
რეები. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ოჯახის საქმეები და ორივეს
სამზარეულოში ტრიალი მოგვწონს.
გაიცინა და ანტონიო იმბერტმა გაიფიქრა, თავაზიანობა მოით-
ხოვს, გაცინებას შევეცადოო. წყვილი ახალაშენებული სახლის ბო-
ლო სართულზე ცხოვრობდა, არც ისე შორს მაჰათმა განდის ქუჩი-
დან, სადაც სალვადორ ესტრელია სადალას სახლი იყო. ქალბატო-
ნი კავალიერი კიდევ უფრო ახალგაზრდა ჩანდა, ვიდრე მისი მეუღ-
ლე, – გამხდარი გოგონა იყო, ნუშისებრი თვალებით, შავთმიანი, –
კეთილგანწყობილი, ღიმილიანი შეხვდა, თითქოს ოჯახის ძველი მე-
გობარი შაბათ-კვირის გასატარებლად მოსულიყო სტუმრად. იოტი-
სოდენა ეჭვი არ გამოუთქვამს, სახლში რომ უნდა დაებინავებინა
უცხო ადამიანი, ქვეყნის უზენაესი პატრონის მკვლელი, რომელსაც
ათასობით ჯარისკაცი და პოლიცია ჯიუტად და გახელებით ეძებდა.
იმ ექვსი თვისა და სამი დღის განმავლობასი, მათთან რომ იცხოვრა,
არასოდეს, არც ერთხელ, სახლის არცერთ პატრონს არ უგრძნობი-
ნებია, – არადა, ბუნებით ეჭვიანი იყო და მისი მდგომარეობაც წარ-
მოსახვებისკენ უბიძგებდა, – ანტონიოს იქ ყოფნა რომ აწუხებდათ.
იცოდა ცოლ-ქმარმა, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში რომ აგდებ-
და? რასაკვირველია, იცოდნენ, უსმენდნენ და უყურებდნენ ტელევი-
ზორში დაწვრილებით ნაამბობს, თუ რა შიშის ზარს სცემდნენ დომი-
ნიკელებს საზიზღარი მკვლელები, ბევრი მათგანი თავშესაფარზე
უარის თქმას არ სჯერდებოდა და საჩქაროდ პოლიციაში ასმენდა.
547
პირველი ინჟინერი უასკარ ტეხადა იპოვეს, სანტო დე არტის ეკლე-
სიიდან გამოაგდეს შიშისგან თავზარდაცემული წინამძღვრის ბრძა-
ნებით, რომელმაც SIM-ს პირდაპირ ხელებში გადასცა. ნაბიჯ-ნაბიჯ
მიადევნეს თვალი გენერალ ხუან ტომას დიასისა და ანტონიო დე
ლა მასას ოდისეას, სამოქალაქო სამსახურის მანქანით რომ შემოი-
არეს სიუდად ტრუხილიოს ქუჩები და იმ ხალხმა დაასმინა, ვისაც
დახმარებისთვის მიმართეს. ნახეს, როგორ წაიყვანეს caliès -მა საბ-
რალო მოხუცებული, რომელმაც ამადიტო გარსია გერერო შეიფა-
რა. ისიც გაიგეს, ამადიტოს სიკვდილის შემდეგ გაშმაგებულმა
ბრბომ დეიდა მეკას სახლი რომ დალეწა და ცეცხლს მისცა. მაგრამ
ამ სცენებსა და ნაამბობს კავალიერები არ შეუშინებია, არც ის სით-
ბო და თავაზიანობა განელებიათ, რომლითაც იმბერტს ეპყრობოდ-
ნენ.
რამფისის დაბრუნება რომ შეიტყვეს, იმბერტი და სახლის პატ-
რონები მიხვდნენ, რომ დიდხანს მოუწევდათ კარჩაკეტილი ცხოვ-
რება. ტრუხილიოს შვილისა და გენერალ რენე რომანის საჯარო ჩა-
ხუტებამ ცხადყო, რომ გენერალმა შეთქმულებს უღალატა და სამ-
ხედრო გადატრიალება აღარ მოხდებოდა. თავისი პატარა სამყარო-
დან, – კავალიერების სხვენიდან, – უყურებდა, როგორ იდგა რიგში
ულევი ხალხი, ტრუხილიოსთვის რომ უკანასკნელი პატივი მიეგო.
ტელევიზორის ეკრანზე დაინახა საკუთარი ფოტო ლუის ამიამას
(რომელსაც არ იცნობდა) გვერდით. ქვეშ მიწერილი განცხადება
იუწყებოდა, ასი ათას პესოს ვთავაზობთ, ვინც მათ ადგილსამყო-
ფელს გაამხელსო. მოგვიანებით, ჯილდო ორასი ათასამდე გაზარ-
დეს და ბოლოს ნახევარ მილიონ პესომდე.
– ეჰ, დომინიკური პესოს გაუფასურებას თუ გავითვალისწინებთ,
არც ისე სარფიანი საქმეა, – შენიშნა კავალიერიმ.
ძალიან მალე მისი ცხოვრება მკაცრ რუტინად იქცა, ერთიციცქნა
ოთახი ჰქონდა, საწოლი და პატარა მაგიდა, რომელზეც ლამპა ანა-
თებდა. უთენია დგებოდა, აზიდვებს და მუცლის პრესს აკეთებდა,
548
დაახლოებით ერთი საათი ადგილზე დარბოდა, მასპინძლებთან ერ-
თად საუზმობდა. ხანგრძლივი კამათის შედეგად სახლის გასუფთა-
ვებაში დახმარების უფლება მოიპოვა. დაგვა, მტვერსასრუტით გა-
სუფთავება, ნივთებსა და ავეჯზე მტვრის გადაწმენდა თავშესაქცევი
საქმეც გახდა და მოვალეობაც, რომელსაც პატიოსნად, მთელი გუ-
ლისყურითა და ხალისით აკეთებდა. თუმცა, სენიორა კავალიერიმ
სამზარეულოში შესვლის უფლება არ მისცა. დიასახლისი უგემრიე-
ლეს კერძებს ამზადებდა, განსაკუთრებით, ნაირ-ნაირ მაკარონს,
რომლითაც დღეში ორჯერ უმასპინძლდებოდა სტუმარს. ანტონიოს
ბავშვობიდან უყვარდა მაკარონი, მაგრამ ექვსთვიანი პატიმრობის
შემდეგ თავის სიცოცხლეში პირი აღარასოდეს დაუკარებია იტა-
ლიური სამზარეულოს ამ ყველაზე მნიშვნელოვანი კერძის არც ერ-
თი სახეობისთვის.
თავის საოჯახო საქმეებს რომ მორჩებოდა, რამდენიმე საათი
კითხულობდა. დიდი მკითხველი არასოდეს ყოფილა, იმ ექვსი თვის
განმავლობაში აღმოაჩინა კითხვის სიამოვნება. წიგნები და ჟურნა-
ლები საუკეთესო იარაღი აღმოჩნდა სულიერი ტანჯვის დასაძლე-
ვად, რომელსაც ხანდახან ჩაკეტილობა, ერთფეროვნება და გაურ-
კვევლობა იწვევდა.
ტელევიზიით რომ გამოაცხადეს, OEA-ს კომისია პოლიტიკურ
ტყვეებს შეხვდაო, მხოლოდ მაშინ გაიგო, გუარინა რამდენიმე კვი-
რის დაპატიმრებული რომ იყო, ისევე, როგორც შეთქმულების მო-
ნაწილე მეგობრების ცოლები. სამაგიეროდ, რამდენიმე კვირის
თავზე, გახარებულმა მასპინძლებმა მისი გათავისუფლების ამბავი
ახარეს.
არასოდეს, მაშინაც კი, როდესაც გვიდა, მტვერს წმენდდა ან
მტვერსასრუტით ასუფთავებდა, ხელიდან დატენილი Colt 45 არ გა-
უშვია. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ისევე მოქცეულიყო, რო-
გორც ამადიტო, ხუან ტომას დიასი და ანტონიო დე ლა მასა. ცოც-
ხლად არ ჩაბარდებოდა, ბრძოლაში მოკვდებოდა. ეს სიკვდილის
549
უფრო ღირსეული ფორმა იყო, ვიდრე რამფისისა და მისი თანამო-
აზრეების დახვეწილი წამება და აბუჩად აგდება.
დილა-საღამოს მასპინძლების მოტანილ გაზეთებს კითხულობ-
და და ტელევიზიით ინფორმაციებს უსმენდა. უნდობლად ადევნებდა
თვალს იმ დუალიზმს, რეჟიმი რომ მისდევდა: ერთი მხრივ, სამოქა-
ლაქო ხელისუფლება ბალაგერის მეთაურობით სიმბოლურ ნაბი-
ჯებს დგამდა და საჯაროდ აცხადებდა ქვეყნის დემოკრატიზაციის შე-
სახებ, მეორე მხრივ, სამხედრო და პოლიციური ხელისუფლება რამ-
ფისის მეთაურობით კვლავ კლავდა, აწამებდა და აქრობდა ხალხს,
როგორც უფროსი. მიუხედავად ამისა, არ მალავდა თავის აღტაცე-
ბას გადასახლებულების დაბრუნებაზე, ოპოზიციის პატარა პუბლი-
კაციებზე, – „სამოქალაქო ერთობისა“ და „14 ივნისის“ სამაუწყებ-
ლო ორგანოები გამოიცა, – ხელისუფლების წინააღმდეგ სტუდენ-
ტების მოწყობილ მიტინგებზე, რომლებსაც ხანდახან აშუქებდნენ
ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები, რათა კომუნისტურ მა-
ნიფესტაციებში დაედანაშაულებინათ.
ხოაკინ ბალაგერის გამოსვლას გაერთიანებული ერების ორგა-
ნიზაციაში, სადაც ტრუხილიოს დიქტატურა გააკრიტიკა და ქვეყნის
დემოკრატიზაციის პირობა დადო, გაოგნებული უსმენდა. ეს ის ქონ-
დრისკაცია, ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში ახალი სამშობ-
ლოს მამის ყველაზე ერთგული და თანმიმდევრული მსახური რომ
იყო? საღამოობით სუფრასთან დიდხანს საუბრობდნენ ხოლმე, თუ-
კი კავალიერები სახლში ვახშმობდნენ, – ხშირად გარეთ გადიოდ-
ნენ, ასეთ შემთხვევაში სენიორა კავალიერი ღუმელში, რაღა თქმა
უნდა, მაკარონს ტოვებდა, – სახლში დაბრუნებული ცოლ-ქმარი იმ-
ბერტის ინფორმაციებს ავსებდა, იმ ქალაქის ჭორებს უამბობდა,
რომელსაც სულ მალე თავისი ძველი სახელი, სანტო დომინგო დე
გუსმანი დაუბრუნდებოდა. ყველას ეშინოდა, ტრუხილიოს ძმებს
სამხედრო გადატრიალება არ მოეწყოთ და სასტიკი და ველური
დიქტატურა არ აღედგინათ. აშკარა იყო, რომ ხალხს თანდათან ში-
550
ში უქრებოდა, უკეთ რომ ვთქვათ, იმ ჯადოს იხსნიდა, ამდენი დომი-
ნიკელი რომ იყო შეკრული, რომლებმაც სული და ხორცი ტრუხილი-
ოს შესწირეს. ყოველდღე ახალი ხმები, დეკლარაციები და ანტიტ-
რუხილიოისტური მოძრაობები იბადებოდა. მეტ მხარდაჭერას პო-
ულობდნენ „სამოქალაქო ერთობა“, „14 ივნისი“ და დომინიკის რე-
ვოლუციური პარტია, რომელთა ლიდერები სამშობლოში ახალ-
დაბრუნებული იყვნენ და ქალაქის ცენტრში ოფისებს ხსნიდნენ.
მისი ოდისეის ყველაზე უბედური დღე, ამავე დროს, ყველაზე
ბედნიერი დღეც აღმოჩნდა. 18 ნოემბერს, როდესაც რამფისის ქვეყ-
ნიდან წასვლა გაიგო, ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ, უფროსის ექ-
ვსი მკვლელები (ოთხი მკვლელი და ორი თანამოაზრე) გაიქცნენ
მას შემდეგ, რაც სამი ჯარისკაცი მოკლეს, როდესაც ლა ვიქტორიას
ციხეში დანაშაულის რეკონსტრუქციიდან ბრუნდებოდნენო. ტელე-
ვიზორის ეკრანის წინ თავი ვერ შეიკავა და ქვითინი წასკდა. ესე იგი,
მისი მეგობრები, – თურქი, მისი სულის ნაწილი და განუყრელი მე-
გობარი, – დახოცეს სამ საბრალო ბადრაგთან ერთად, რომლებიც
დანაშაულის მისაჩქმალად დასჭირდათ. სენიორ კავალიერიმ კო-
ნიაკის ჭიქა მიაწოდა.
დამშვიდდით, სენიორ იმბერტ. იფიქრეთ, რომ სულ მალე მეუღ-
ლესა და ქალიშვილს ნახავთ. ეს ამბავი დასრულდა.
სულ მალე ტრუხილიოს ძმებმა თავიანთი ოჯახებიანად გამგზავ-
რების შესახებ გამოაცხადეს. ეს კი ნამდვილად ტყვეობის დასასრუ-
ლი იყო. ჯერჯერობით კუდიანებზე ნადირობას გადაურჩა, რის შედე-
გადაც პრაქტიკულად, ლუის ამიამას გარდა, – მალე შეიტყო, რომ
ეს უკანასკნელი, ექვსი თვის განმავლობაში, დღეში რამდენიმე სა-
ათს კარადაში ატარებდა, – შეთქმულების ყველა მთავარი მონაწი-
ლე და ასობით უდანაშაულო, მათ შორის მისი ძმა სეგუნდო, ამოხო-
ცეს, აწამეს ან ციხეში გამოამწყვდიეს.
ტრუხილიოს წასვლის მეორე დღეს პოლიტიკური ამნისტია გა-
მოცხადდა. ციხის კარი გახსნეს. ბალაგერმა გამოაცხადა, სიმარ-
551
თლეს გამოვიძიებთ და დავადგენთ, თუ რა შეემთხვათ „ტირანის
დამსჯელებსო“, იმ დღიდან მოყოლებული, რადიოს და ტელევიზიას
შეთქმულებისთვის მკვლელები აღარ უწოდებია. ჯერ „ტირანის დამ-
სჯელებად“ მოიხსენიებდნენ, მოგვიანებით, გმირები უწოდეს და
არც ისე დიდი ხნის შემდეგ, მთელი ქვეყნის ქუჩები, მოედნები და
გამზირები მათი სახელებით გადაინათლა.
მესამე დღეს, შებინდებისას, მოკრძალებულად, – სახლის მას-
პინძლებმა იმის უფლებაც კი არ მისცეს, რომ მადლობის გადახდაზე
შეწუხებულიყო, ერთადერთი ის სთხოვეს, მათი ვინაობა არსად ეხ-
სენებინა, დიპლომატიურ სამსახურში ხელი რომ არ შეშლოდათ, –
გამოვიდა თავისი საკნიდან და საკუთარ სახლში მარტო მივიდა.
კარგა ხანს ის, გუარინა და ლესლი მდუმარედ ეხვეოდნენ. ერთმა-
ნეთს დააკვირდნენ და აღმოჩნდა, რომ გუარინა და ლესლი გამ-
ხდრები იყვნენ, თავად კი ხუთი კილოთი გასუქებულა. უამბო, იმ
სახლში, სადაც ვცხოვრობდი, – არ შეეძლო ეთქვა სად, – ძალიან
ბევრ სპაგეტის ჭამდნენო.
დიდხანს საუბრი ვერ შეძლეს. იმბერტის გაცარიელებული სახ-
ლი თანდათან ივსებოდა ყვავილებით, ნათესავებით, მეგობრებით
და უცნობებით, რომლებიც უახლოვდებოდნენ, რომ მოხვეოდნენ
და მიელოცათ, – ხანდახან, მღელვარებისგან თრთოდნენ, თვალე-
ბი ცრემლით ევსებოდათ, – გმირი ეწოდებინათ და მადლობა გადაე-
ხადათ იმისთვის, რაცგააკეთა. სტუმრებს შორის მოულოდნელად,
სამხედრო პირი გამოჩნდა. რესპუბლიკის პრეზიდენტის წარგზავნი-
ლი იყო. შესაფერისი სალმის შემდეგ, მაიორმა ტეოფრონიო კასე-
დამ ანტონიოს უთხრა, თქვენ და სენიორ დონ ლუის ამიამას, – რო-
მელიც ახლახან გამოვიდა თავისი სამალავიდან, არც მეტი, არც
ნაკლები, ახლანდელი ჯანმრთელობის მინისტრის სახლიდან, –
ხვალ შუადღეს ქვეყნის მეთაური პალასიო ნასიონალში მიღებაზე
გელოდებათო. და მეგობრული სიცილით უამბო, სენატორმა ენრი
ჩირინოსმა კონგრესში („დიახ, სენიორ, იმავე კონგრესში“) კანონი
552
წარადგინა, რომ თქვენ და ლუის ამიამას სამვარსკვლავიანი გენერ-
ლის წოდება მოგენიჭოთ ერისთვის გაწეული განსაკუთრებული სამ-
სახურისთვისო.
მეორე დილით, გუარინას და ლესლის თანხლებით, ანტონიო იმ-
ბერტი პალასიო ნასიონალში წავიდა: სამივენი თავიანთ საუკეთესო
სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, თუმცა, ანტონიოს თავისი ტანსაც-
მელი გვარიანად უჭერდა, – შეხვედრაზე სასახლეში წავიდნენ. ფო-
ტოგრაფების გუნდი დაუხვდათ და სადღესასწაულოდ გამოწყობილ-
მა სამხედრო ყარაულმა სამხედრო სალამი მისცა. იქ, პრეზიდენტის
მოსაცდელში გაიცნო ლუის ამიამა, ძალიან გამხდარი და პირქუში,
უტუჩებო პირიანი კაცი, რომელიც იმ დროიდან მისი განუყრელი მე-
გობარი გახდა. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შეთანხმდნენ,
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ შეხვედროდნენ, რათა ერთად
მოენახულებინათ იმ შეთქმულთა ცოლები (ქვრივები), რომლებიც
მოკლულნი ან გაუჩინარებული იყვნენ და ერთმანეთისთვის თავ-
თავიანთი თავგადასავალი მოეთხროთ. სწორედ ამ დროს სახელ-
მწიფოს მეთაურის კაბინეტის კარი გაიღო.
მომღიმარმა, ღრმა სიხარულით გაცისკროვნებულმა დოქტორ-
მა ხოაკინ ბალაგერმა ფოტოაპარატების თვალისმომჭრელ ციმციმ-
ში გაიარა და მათკენ ხელგაშლილი წავიდა.

553
24

– მანუელ ალფონსომ ზუსტად დათქმულ დროს მომაკითხა, – ამ-


ბობს სიცარიელეს თვალებმიშტერებული ურანია, – სასტუმრო
ოთახის გუგულიანმა საათმა რვა საათი ჩამოჰკრა, როდესაც კარზე
ზარის ხმა გაისმა.
მამიდა ადელინა, მამიდაშვილები ლუსინდა და მანოლიტა და
მამიდის შვილიშვილი, მარიანიტა ერთმანეთს აღარ უყურებენ, მხო-
ლოდ ურანიას შესცქერიან ხარბი ცნობისმოყვარეობითა და შიშით.
ჩაძინებულ სანსონს კაუჭა ნისკარტი თავის მწვანე ბუმბულში ჩაუფ-
ლავს.
– მამა თავის ოთახში გაიქცა, აბაზანაში შესვლა მოიმიზეზა, –
განაგრძობს ურანია ცივად, ნოტარიუსის გულგრილობით, – „Bye-
bye, შვილიკო, წარმატებას გისურვებ“. დამშვიდობებისას თვალებ-
ში შემოხედვა ვერ გაბედა.
– ასეთი წვრილმანები გახსოვს? – მამიდა ადელინა თავის დაჭ-
მუჭნულ მუშტს ამოძრავებს, თუმცა აღარც წინანდელი ენერგია აქვს
და არც ავტორიტეტი.
– ბევრი რამ მავიწყდება, – პასუხობს ურანია ცოცხლად, – მაგ-
რამ იმ ღამის ყველაფერი მკაფიოდ მახსოვს აი, ნახავ.
ახსოვს, მაგალითად, რომ მანუელ ალფონსო სპორტულად ჩაც-
მული მოვიდა, – გენერალისიმუსის წვეულებაზე ასეთი ჩაცმული? –
გაღეღილი ცისფერი პერანგი ეცვა, მსუბუქი ხორცისფერი პიჯაკი,
ტყავის ფეხსაცმელები, ნაიარევ ყელს აბრეშუმის ცხვირსახოცი უმა-
ლავდა. თავისი დანაწევრებული ხმით უთხრა, რომ უმშვენიერესი
იყო ამ ვარდისფერი ორგანზის კაბასა და წვრილქუსლიან ფეხსაც-
მელში, რომელიც ასაკს მატებდა. ლოყაზე აკოცა: „დავუჩქაროთ,
გვაგვიანდება, მშვენიერო“. მანქანის კარი გამოაღო, გაატარა და
მის გვერდით დაჯდა. უნიფორმაში გამოწყობილმა, ქუდიანმა

554
მძღოლმა, – მისი სახელი ახსოვდა: ლუის როდრიგესი, – მანქანა
დაქოქა.
– იმის ნაცვლად, რომ ჯორჯ ვაშინგტონის გამზირისკენ დაშვებუ-
ლიყო, მძღოლი თავისუფლების გამზირზე ავიდა და გეზი კოლონიუ-
რი ქალაქისკენ აიღო, უმისამართო წრეებს არტყამდა, დრო გაჰყავ-
და. დაღამებას ელოდა, ჯერ ადრე იყო სან კრისტობალში წასვლა.
მანოლიტამ ხელები წამოსწია და თავისი სავსე სხეულით წინ
გადმოიხარა.
– მაგრამ უცნაური არ მოგეჩვენა ეს ყველაფერი? მანუელ ალ-
ფონსოს არაფერი ჰკითხე? სულ არაფერი?
თავდაპირველად არა, სულ არაფერი. უცნაური როგორ არ იყო,
მთელი კოლონიური ქალაქი შემოატარეს, მანუელ ალფონსოც გე-
ნერალისიმუსის წვეულებაზე დასასწრებად გამოწყობილი არ იყო,
უფრო იპოდრომზე ან „ქანთრი ქლაბში“ წასასვლელად გამზადე-
ბულს ჰგავდა, მაგრამ ურანიას ელჩისთვის არაფერი უკითხავს. ეჭ-
ვობდა, რომ აგუსტინ კაბრალმა და მანუელ ალფონსომ მოატყუეს.
ხმაგაკმენდილი იჯდა, თითქმის არ უსმენდა მანუელ ალფონსოს
შემზარავ, დამსხვრეულ საუბარს, რომელიცლონდონში, დედოფალ
ელისაბედ II-ის კორონიზაციის ძველ წვეულებაზე მოუთხრობდა,
რომელსაც ის და ანხელიტა ტრუხილიო ( „იმ დროს შენსავით ახალ-
გაზრდა და ლამაზი გოგონა იყო“) ქველმოქმედის სახელით ესწრე-
ბოდნენ. ურანიას ყურადღებას სულ სხვა რამ იპყრობდა: მოჯადოე-
ბული შესცქეროდა ძველებური სახლების წყვილ-წყვილად გაღე-
ბულ კარებს, ხალხს მთელი თავისი საიდუმლოებანი გარეთ გამოე-
ფინა, ოჯახები ქუჩებს მოსდებოდნენ, – მოხუცები, ყმაწვილები, ბავ-
შვები, ძაღლები, კატები, თუთიყუშები და კანარის ჩიტები, – მცხუნ-
ვარე დღის შემდეგ გამაგრილებელ სასმელს მიირთმევდნენ და თა-
ვის სარწეველა სავარძლებში, სკამებზე, ტაბურეტებზე, სახლის
ზღურბლზე, მაღალ მოაჯირებზე ან პირდაპირ ტროტუარზე ჩამომ-
სხდარნი ლაქლაქებდნენ. დედაქალაქის ძველი ქუჩები უზარმაზარ
555
სახალხო სეირნობად, თავყრილობად, სახალხო დღესასწაულად
ქცეულიყო. ამ აურზაურის მიმართ სრულიად გულგრილნი იყვნენ
ლამპით ან ჭრაქით განათებულ მაგიდებს ორ-ორად ან ოთხ-ოთხად
მიჯაჭვული – მუდამ მამაკაცები, მუდამ დაღვინებულები, – დომინოს
მოთამაშეები. ნამდვილი სპექტაკლი იყო, ისევე როგორც თეთრად
შეღებილი, უხვი, ხალხმრავალი ხის დახლები, თავისი კონსერვის
ქილებით, „კარტა დორადას“, „ხაკას“ და „მარტინის“ ბოთლებით,
ფერად-ფერადი კოლოფებით, სადაც ხალხი ტრიალებდა და განუწ-
ყვეტლივ ყიდულობდა. ურანიას მეხსიერება მთელი ცხოვრება ცოც-
ხლად შემოინახავს ამ წარმოდგენას, რომელიც ალბათ უკვე გაუჩი-
ნარდა დღევანდელ სანტო დომინგოში, ან მხოლოდ იმ ვიწრო, ოთ-
ხკუთხა კვარტალებში შემორჩა, სადაც საუკუნეების წინათ, ევროპი-
დან მოსულმა ავანტიურისტების ჯგუფმა ახალ სამყაროში პირველი
ქრისტიანული ქალაქი დააარსა ამ ეიფორიული სახელით: სანტო
დომინგო დე გუსმანი! ამ ღამეს უკანასკნელად ნახავ ამ წარმოდგე-
ნას, ურანია.
– როგორც კი სან კრისტობალის გზას დავადექით, შესაძლოა,
დაახლოებით იმ ადგილზე, სადაც ორი კვირის შემდეგ ტრუხილიო
მოკლეს, მანუელ ალფონსომ დაიწყო, – ურანიას მღელვარება ერე-
ვა და თხრობას წყვეტს.
– რისი თქმა გინდა?– ეკითხება ლუსინდიტა დუმი ლის შემდეგ,
– რა დაიწყო?
– ჩემი მომზადება, – ურანიას ხმას სიმტკიცე დაუბრუნდა, – ჩემი
მოთვინიერება, დაშინება, მონუსხვა. მოლოხელი52 ასულების
მსგავსად, რომელთაც თავს დაჰფოფინებდნენ, ეალერსებოდნენ და
კაზმავდნენ, ვიდრე კოცონში, გველეშაპის ხახაში გადაუძახებდნენ.

52
ბიბლიაში მოხსენიებული უძველესი ღვთაება, რომელსაც
მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ.
556
– ესე იგი, ტრუხილიოს არ იცნობ? არასოდეს გასაუბრებიხარ? –
წამოიძახა აღგზნებულმა მანუელ ალფონსომ, – შენი ცხოვრების
ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება გელოდება წინ, გოგონა!
ნამდვილად ასე მოხდა. მანქანა სან კრისტობალისკენ მიემარ-
თებოდა, ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო, ქოქოსის პალმების ჯა-
რი სანაპიროს მწკრივად მიუყვებოდა, კარიბის ზღვის ტალღები ხმა-
ურიანად ეხეთქებოდა რიფებს.
– რას გეუბნებოდა? – აქეზებს მანოლიტა, რადგან ურანია ხმა-
გაკმენდილი ზის.
მოუთხრობდა, როგორი უნაკლო კაბალიერო იყო გენერალისი-
მუსი ქალებთან ურთიერთობაში. უფროსი დაუნდობელი კი არის
სამხედრო და სახელმწიფო საკითხებში, მაგრამ თავისი ცხოვრების
ფილოსოფიად ამ დევიზს მისდევს: „ქალს ვარდის ფურცელივით ფა-
ქიზად უნდა მოეპყრო“, ყოველთვის ასე ექცევა მშვენიერ გოგონებს.
– ბედმა გაგიღიმა, გოგონა, – ცდილობს ურანიას გადასდოს თა-
ვისი შემართება, ემოცია და მგზნებარება, რაც სიტყვების წარმოთ-
ქმას კიდევ უფრო უძნელებს, – ტრუხილიომ პირადად მიგიწვია კა-
ობას სახლში. რა დიდი პატივია! ხელის თითებზე ჩამოითვლება, ვი-
საც ეს პატივი ერგო, ამას მე გეუბნები, გოგონა, და დამიჯერე.
და მაშინ ურანიამ იმ ღამის პირველი და უკანასკნელი შეკითხვა
დასვა:
– კიდევ ვინ არიან მიწვეული ამ წვეულებაზე? – მამიდამისს, ლუ-
სინდიტასა და მანოლიტას შესცქერის, – მხოლოდ იმიტომ ვკითხე,
რომ გამეგო, რას მიპასუხებდა. უკვე ვიცოდი, არანაირ წვეულებაზე
არ მივდიოდით.
მამაკაცის მოქნილი სხეული მისკენ სწრაფად შემობრუნდა და
ურანიამ ელჩის მოელვარე შავი თვალის გუგები დაინახა.
– მეტი არავინ. ეს წვეულება მხოლოდ შენთვისაა. მხოლოდ შენ
ერთისთვის! წარმოგიდგენია? ხვდები? ხომ გეუბნებოდი, განუმეო-

557
რებელია-მეთქი? ტრუხილიო შენთვის მართავს წვეულებას. ამას
ჰქვია იღბლიანი ლატარია, ურანიტა.
– შენ... შენ.. – წამოიძახა მანოლიტამ მთრთოლვარე ხმით, –
შენ რა იფიქრე, დეიდა?
– მანქანის მძღოლზე ვფიქრობდი, ლუის როდრიგესზე. მხო-
ლოდ მასზე, მეტზე არაფერზე.
როგორ გრცხვენოდა იმ ქუდიანი მძღოლისა, ელჩის ფარისევ-
ლური დისკურსის მოწმე რომ იყო. მანქანაში რადიო ჰქონდა ჩარ-
თული, მოდურ იტალიურ სიმღერებს გადმოსცემდნენ.
– „Volare“, „Ciao, ciao bambina“, – მაგრამ დარწმუნებული იყო,
ერთი სიტყვაც არ გამორჩენია იმ გაიძვერული მჭევრმეტყველები-
დან, რითაც მანუელ ალფონსო ცდილობდა მოეხიბლა, თავი რომ
ბედნიერ და იღბლიან ადამიანად ეგრძნო. ტრუხილიოს წვეულება
მხოლოდ მისთვის!
– მამაშენზე ფიქრობდი? – წამოსცდა მანოლიტას, – რომ ბიძა-
ჩემმა, აგუსტინმა შენ... რომ მან..?
გაჩუმდა, არ იცის, როგორ დაასრულოს. მამიდა ადელინა თვა-
ლებით საყვედურობს. მოხუცს სახე ჩაენავლა, მის მზერას ღრმა
ტკივილი მსჭვალავს.
– მანუელ ალფონსო ფიქრობდა მამაზე, – თქვა ურანიამ, – მე
კარგი შვილი ვარ? მინდა სენატორ კაბრალს დავეხმარო?
მანუელ ალფონსო წლების განმავლობაში რთული დიპლომა-
ტიური მისიების შესრულებაში შეძენილი მოქნილობით ჩარხავდა
საქმეს. განა ამ საღამოს განსაკუთრებული შესაძლებლობა არ ეძ-
ლევა ურანიას, რომ მის მეგობარ ჭკუის კოლოფს დაეხმაროს და იმ
ხაფანგიდან დაიხსნას, მისმა მარადიულმა მოშურნეებმა რომ და-
უგეს?
გენერალისიმუსი მკაცრი, შეუვალი ადამიანია იმ საქმეებში,
რომლებიც ინტერესებს ეხება. მაგრამ გულის სიღრმეში რომანტი-
კოსია, მისი სიმტკიცე მზის გულზე დადებული ყინულის ნატეხივით
558
გალღვება მშვენიერი ასულის წინაშე. ურანია ძალიან ჭკვიანი გო-
გონაა და თუ სურს გენერალისიმუსმა მამამისს გაჭირვებაში ხელი
გაუწოდოს, დაუბრუნოს თავისი მდგომარეობა, ღირსება, ძალაუფ-
ლება, თანამდებობა, აუცილებლად მიაღწევს. მხოლოდ ტრუხილი-
ოს გული უნდა დაიპყროს, რომელიც მშვენიერი გოგონას ვედრების
წინაშე უძლურია.
– რჩევებიც მომცა, – ამბობს ურანია, – რა არ უნდა გამეკეთები-
ნა, რადგან უფროსს არ ესიამოვნებოდა. მას მოსწონდა ალერსიანი
გოგონები, მაგრამ თაყვანისცემისა და სიყვარულის მეტისმეტი გა-
დაჭარბებაც არ იყო საჭირო. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ამ ყვე-
ლაფერს მე მეუბნება?“
სან კრისტობალში შევიდნენ, იმ სახელგანთქმულ ქალაქში, სა-
დაც უფროსი დაიბადა, ერთ მოკრძალებულ სახლში. გვერდით დი-
დი ეკლესია იდგა, რომელიც ტრუხილიომ ააშენებინა. ურანიტა ერ-
თხელ სენატორმა კაბრალმა წამოიყვანა ეკლესიის სანახავად, უხ-
სნიდა, კედელზე მოხატული ბიბლიური ფრესკები ველა სანეტიმ, ეს-
პანელმა ემიგრანტმა შექმნა, რომელსაც უფროსმა დიდსულოვნად
გაუღო დომინიკის რესპუბლიკის კარიო. სან კრისტობალში მოგ-
ზაურობის დროს სენატორმა კაბრალმა ქალიშვილს ბოთლებისა და
იარაღის ფაბრიკაც აჩვენა და შემდეგ მდინარე ნიგუას მთელი ხეობა
მოატარა. ახლა მამამისი უფროსთან აგზავნის, რომ გოგონამ პა-
ტიება გამოსთხოვოს, გაყინული ანგარიშები დაუბრუნოს და კვლავ
სენატის პრეზიდენტად დანიშნოს.
– კაობას სახლიდან შესანიშნავი ხედი იშლება: მდინარე ნიგუას
ხეობა, ცხენები, „ასიენდაფუნდასიონის“ ნახირი, – დაწვრილებით
აღწერს მანუელ ალფონსო.
პირველი საგუშაგოს გავლის შემდეგ ავტომობილი აღმართს მი-
ადგა, რომლის თავზეც გადაშენების პირას მყოფი კაობას ძვირფასი
ხით ნაგები სახლი იდგა, სადაც გენერალისიმუსი კვირაში რამდენი-
მე დღეს ატარებდა, საიდუმლო შეხვედრებს მართავდა და უცხო
559
თვალისგან მოშორებით, აგვარებდა ბინძურ საქმეებსა და სარფიან
გარიგებებს.
– კარგა ხნის განმავლობაში, კაობას სახლიდან მხოლოდ ხალი-
ჩა მახსოვდა. მთელ ოთახს ფარავდა, უზარმაზარი ეროვნული გერ-
ბი ჰქონდა ნაირფერებად ამოქარგული. მოგვიანებით სხვა რაღაცე-
ბიც გამახსენდა. საძინებელში ვიტრინებიანი კარადა იდგა, ათას-
ნაირი სამხედრო უნიფორმით სავსე, საკიდებზე ქუდები და კეპები
იყო ჩამწკრივებული. ნაპოლეონის „ორწვერიანი“ ქუდიც კი იყო.
ურანია არ იცინის. მოღუშულია, ხმა ოდნავ ჩაეხრინწა, თვალე-
ბიც ამღვრეული აქვს. არ იცინიან მამიდა ადელინა, მანოლიტა, ლუ-
სინდა და მარიანიტა, რომელიც ახლახან მობრუნდა ტუალეტიდან,
სადაც გულის ასარევად გავიდა (მთელი საღამო აზიდებდა). თუთი-
ყუშს კვლავ სძინავს, სანტო დომინგო სიჩუმეს მოუცავს: არც საყვი-
რების ხმაა, არც მოტოციკლეტების, არც ერთი რადიო, მთვრალის
სიცილი ან მაწანწალა ძაღლის გვიანი ყეფა.
– ბენიტა სეპულვეტა მქვია, შემობრძანდით, – უთხრა ხის კიბეს-
თან მდგომმა სენიორამ. ასაკოვანი ქალი იყო, სახეზე გულგრილო-
ბა აღბეჭდვოდა და მიუხედავად ამისა, იყო რაღაც დედაშვილური
მის ქცევებსა და ჟესტებში, უნიფორმა ეცვა, თავზე თავსაფარი წაეკ-
რა, – მოდი აქეთ.
– სახლის მომვლელი იყო, – ამბობს ურანია, – მას ევალებოდა
ყოველდღე ოთახებში ახალთახალი ყვავილების დადგმა.
მანუელ ალფონსო შესასვლელში შეჩერდა დაცვასთან სასაუბ-
როდ. მას შემდეგ აღარასოდეს მინახავს.
ბენიტა სეპულვედამ თავისი ჩაბუთქუნებული ხელი გაიშვირა
სიბნელისკენ, ლითონის დარაბებით დაცული ფანჯრების მიღმა და
უთხრა, რომ იქ მუხის ხე იდგა, ბაღში კი ბევრი მანგო და კედარი,
მაგრამ ყველაზე მშვენიერი სახლის გარშემო მდგარი ნუშისა და კა-
ობას ხეები იყო, რომელთა რტოების სურნელი ყოველ კუთხე-კუნ-
ჭულს აღწევდა. გრძნობ? გრძნობ? დილით, მზის ამოსვლის დროს,
560
შესაძლებლობა გექნება პეიზაჟი ნახო, – მდინარე, ხეობა, საჯინი-
ბოები. დომინიკურ საუზმეს მიირთმევს – ბანანის ხილფაფას, შემ-
წვარ კვერცხს, სოსისს ან ლორს და ხილის წვენს, თუ გენერალისი-
მუსივით მხოლოდ ყავას დალევს?
– ბენიტა სეპულვედასგან გავიგე, რომ ღამით იქ დავრჩებოდი და
მის ბრწყინვალებასთან დავწვებოდი. რამხელა პატივია!
სახლის მომვლელი ხანგრძლივი გამოცდილებით შეძენილი ბუ-
ნებრიობით აუძღვა კიბეზე, პირველივე ბაქანზე შეაჩერა და ნახევ-
რად განათებულ, ფართო ოთახში შეიყვანა. ბარი იყო. ხის სკამები
საზურგეებით კედელზე მიემაგრებინათ, შუაგულში დიდი საცეკვაო
მოედანი დაეტოვებინათ, კუთხეში მუსიკალური ყუთი იდგა, იქვე –
ბოთლებითა და ნაირ-ნაირი ჭიქებით სავსე თაროებიანი განჯინა,
მაგრამ ურანია მხოლოდ უზარმაზარ, ნაცრისფერ ხალიჩას მიშტე-
რებოდა, რომელსაც დომინიკის გერბი დიდი ოთახის ერთი ბოლო-
დან მეორე ბოლომდე მიჰყვებოდა. გაკვრით შენიშნა გენერალისი-
მუსის პორტრეტები და ნახატები, რომლებიც კედელს ამშვენებ-
დნენ: გენერალისიმუსი ცხენთან მდგარი, სამხედრო და სამოქალა-
ქო სამოსში, საწერ მაგიდასთან მჯდომი, საპრეზიდენტო ლენტით
მკერდდამშვენებული, ტრიბუნასთან გაჯგიმული... არც ის ვერ-
ცხლის პრიზები და დიპლომები შეუნიშნავს, „ფუნდასიონის“ მამუ-
ლის მეწველი ძროხები და ჯიშიანი ცხენები რომ იგებდნენ. ეს ყვე-
ლაფერი არეული იყო პლასტმასის საფერფლეებსა და უბრალო მო-
სართავებში, რომლებსაც ჯერ კიდევ ზედ ეკრა ნიუ-იორკული მაღა-
ზიების იარლიყები. ნივთები განჯინასა და თაროებს ამშვენებდა იმ
უგემოვნო ოთახში, სადაც ბენიტა სეპულვედამ მიატოვა მას შემდეგ,
რაც რამდენჯერმე ჰკითხა, ნამდვილად არ გინდა ლიქიორის დალე-
ვაო.

561
– მე მგონი, სიტყვა Kitsch53 მაშინ არ არსებობდა, – განმარტავს,
თითქოს მამიდამისს ან მამიდაშვილებს რამე ეკითხოთ, – წლების
შემდეგ, როდესაც გავიგონე, წავიკითხე და გავიგე, თუ რას ნიშნავს
უკიდურესად ცუდი გემოვნება და გამჟღავნებული პატივმოყვარე-
ობა, გონებაში კაობას სახლი წარმომიდგა. იქაურობა Kitsch -ის მო-
ნუმენტი იყო.
სხვა მხრივ, მაისის იმ თბილ საღამოს, ურანიაც Kitsch -ის ნაწი-
ლი იყო თავისი ვარდისფერი ორგანზას კაბით, საზოგადოებაში
წარსადგენად რომ შეიძინა, ზურმუხტისთვლიანი ვერცხლის ყელსა-
ბამითა და დედამისის ნაქონი მოოქრული საყურით, რომლის გაკე-
თების ნება დართო მამამისმა, – გამონაკლისის სახით, – ტრუხილი-
ოს წვეულებისთვის. ისეთი დაუჯერებელი იყო, რაც მის თავს ხდებო-
და, რომ ირგვლივ ყველაფერს არარეალურობის ელფერი დაჰკრავ-
და. საკუთარ თავს ვერ ცნობდა იმ გოგონაში, რომელიც ამ უცნაურ
ოთახში სამშობლოს გერბის წინ იდგა. სენატორი აგუსტინ კაბრალი
თავის ქალიშვილს ცოცხალ ზვარაკად უგზავნის ქველმოქმედსა და
ახალი სამშობლოს მამას? დიახ, უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ
მამამისმა ეს საღამო მანუელ ალფონსოსთან ერთად დაგეგმა. და,
ყველაფერის მიუხედავად, ჯერ კიდევ სურდა ეჭვი შეეტანა. – სად-
ღაც, ოღონდ არა ბარში, ლუჩო გატიკას დისკი ჩართეს.
„Bèsame,bèsame mucho, como si fuera esta noche la ultima vez“54
– მახსოვს, – ამბობს მანოლიტა და უხერხულობაs გრძნობს, სა-
უბარი რომ შეაწყვეტინა, უსიტყვოდ, სახის, მიმიკით იბოდიშებს, –
„Bèsame mucho“-ს უკრავდნენ მთელი დღე რადიოში და დღესას-
წაულებზე.

53
Kitsch – ხელოვნების ნიმუში ან ნივთი, რომელსაც ვულგარულობის
ან ზედმეტი სენტიმენტალურობის ელფერი დაჰკრავს. მდარე ხარისხის
მიბაძვა ხელოვნებაში.
54
Bèsame mucho – პოპულარული ესპანური სიმღერის სტრიქონი:
„მაკოცე, მაკოცე ბევრჯერ, თითქოს ეს ღამე უკანასკნელი იყოს“.
562
ურანია ფანჯარასთან დგას, ეზოდან ცხელი ნიავი ჰქრის და სოფ-
ლის, ბალახისა და ხეების მსუყე სურნელი მოაქვს. უცებ ხმები შემო-
ესმა, ერთი მანუელ ალფონსოს ნაწვალები, ჩახრინწული ხმა იყო,
მეორე, მწივანა ხმა მხოლოდ ტრუხილიოსი შეიძლებოდა ყოფილი-
ყო, ქავილი იგრძნო კეფასთან და მაჯებთან, ზუსტად იმ ადგილას,
სადაც ექიმი პულსს სინჯავს. ასეთი ქავილი უვარდებოდა გამოცდე-
ბის დროს, ახლაც ემართება ხანდახან ნიუ-იორკში, მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილების მიღების წინ.
– ვიფიქრე ფანჯრიდან გადავმხტარიყავი. ვიფიქრე მუხლებზე
დავცემულიყავი, მეთხოვნა, შევვედრებოდი. ბოლოს, გადავწყვიტე
ნება მიმეცა, ყველაფერი გაეკეთებინა, რაც სურდა და მე კბილი
კბილზე დამეჭირა, რათა მეცოცხლა და ერთ მშვენიერ დღეს მამაჩე-
მისთვის სამაგიერო გადამეხადა. ათასმა აზრმა გამიელვა გონება-
ში, ვიდრე ისინი ქვემოთ საუბრობდნენ.
მამიდა ადელინა სარწეველაში კრთება, პირს აღებს, მაგრამ
არაფერს ამბობს. ქაღალდივით გათეთრებულა, ჩაცვენილი თვა-
ლები ცრემლებით აქვს სავსე.
საუბრის ხმა მიწყდა, მცირე დუმილის შემდეგ კიბეზე ამომავალი
ნაბიჯების ხმა შემოესმა. გული გაუჩერდა. ბარის მბჟუტავ შუქში
ტრუხილიოს სილუეტი გამოჩნდა, მწვანე ზეთისხილისფერი უნი-
ფორმა ეცვა, სამხედრო ჯილდოებისა და ჰალსტუხის გარეშე. ხელში
კონიაკის ჭიქა ეჭირა. მისკენ მოღიმარი წამოვიდა.
– საღამო მშვიდობისა, მშვენიერო, – წაუჩურჩულა და მისკენ გა-
დაიხარა. თავისუფალი ხელი გაუწოდა და როდესაც ურანიამ საპა-
სუხოდ ხელი მისცა, ჩამორთმევის ნაცვლად, ტუჩებთან მიიტანა და
აკოცა, – კეთილი იყოს შენი მობრძანება კაობას სახლში, მშვენი-
ერო.
– ტრუხილიოს თვალებზე, მის მზერაზე ბევრი მსმენია. მამასგან,
მამას მეგობრებისგან. მაშინ მივხვდი, რომ მართალი იყო. სულის

563
სიღრმემდე გამჭოლი გამოხედვა ჰქონდა. თავაზიანად იღიმოდა,
მაგრამ იმ მზერამ გამომშიგნა, დამცალა. მე უკვე მე აღარ ვიყავი.
– ბენიტამ არაფერი შემოგთავაზა? – ტრუხილიო ხელის გაუშ-
ვებლად ბარის შედარებით განათებული ადგილისკენ გაუძღვა, ნე-
ონის ლამპარი მოცისფრო შუქს აფრქვევდა. ორადგილიან სავარ-
ძელში დაჯდომა შესთავაზა. შეათვალიერა, ნელი მზერა შეავლო
თხემით ტერფამდე, ახედა და დახედა მოურიდებლად, როგორც
ახალშეძენილ ძროხებს და ცხენებს ათვალიერებდა „ასიენდა ფუნ-
დასიონში“. მის წაბლისფერ თვალებში, ჯიქურ, ინკვიზიტორულ მზე-
რაში არც სურვილი ჩანდა და არც აღგზნება, მხოლოდ გოგონას სხე-
ულს ზომავდა და წონიდა.
– იმედგაცრუებული იყო. ახლა ვიცი რატომაც, იმ ღამეს არ ვი-
ცოდი. მე ფიცარივით ვიყავი, გამხდარი, მას კი სავსე ქალები მოს-
წონდა, მკერდიანი, თეძოებში გამოყვანილი. ხორციანი ქალები. ძა-
ლიან ტროპიკული გემოვნება ჰქონდა. შესაძლოა ისიც კი გაიფიქ-
რა, უკან ხომ არ გავუშვა სიუდად ტრუხილიოშიო. იცით, ასე რატომ
არ მოიქცა? რადგან საქალწულე აპკის გახევა მამაკაცებს აღაგ-
ზნებს.
მამიდა ადელინა გმინავს. შეკრულ მუშტს იღერებს, დაღებულ
პირს საზარლად მანჭავს და ცენზურას ითხოვს, მაგრამ სიტყვებს
ვერ პოულობს.
– მაპატიე პირდაპირობა, მამიდა. ეს სიტყვები ტრუხილიომ თა-
ვად თქვა მოგვიანებით. სიტყვასიტყვით გადმოგცემ, გეფიცები: „სა-
ქალწულე აპკის გახევა მამაკაცებს აღაგზნებს. პეტანს, ცხოველ პე-
ტანს, კიდევ უფრო მეტად თითით გახევა აღაგზნებს“.
ამ სიტყვებს მოგვიანებით იტყვის, როცა ნიღაბს ჩამოიხსნის და
სახედაკარგული და გამწარებული პირიდან სიბინძურეს, გმინვას,
სიბილწეს, შხამსა და გესლს გადმოანთხევს. მაშინ ჯერ კიდევ ხე-
ლოვნური თავაზიანობით ეპყრობოდა. იმას არ შესთავაზებდა, რა-
საც სვამდა, ასეთ ახალგაზრდა გოგონას „კარლ I“ გულ-მუცელს და-
564
უწვავდა. ერთ ჭიქა ტკბილ ხერესს მიართმევდა. თავად დაუსხა და
ჭიქა მიუჭახუნა. ურანია სასმელს ოდნავ შეეხო ტუჩებით, მაგრამ
ყელში მხურვალება იგრძნო. გაღიმებას ცდილობდა? დაღვრემილი
სახე ჰქონდა და შიშს ამჟღავნებდა?
– არ ვიცი, – ამბობს მხრების აწურვით, – მხოლოდ ის ვიცი, რომ
ორნი ვისხედით იმ სავარძელში და მე ხერესის სასმისიანი ხელი მი-
ცახცახებდა.
– გოგონებს არ ვჭამ, – გაიღიმა ტრუხილიომ და თავისი სასმისი
მაგიდაზე დადგა, – ყოველთვის ასეთი ჩუმი ხარ თუ მხოლოდ ახლა,
მშვენიერო?
– „მშვენიერს“ მიწოდებდა, ისევე როგორც მანუელ ალფონსო.
ურანიას, ურანიტას ან გოგონას კი არა, არამედ „,მშვენიერს“. იმ
ორის რაღაც თამაში იყო.
– მოგწონს ცეკვა? დარწმუნებული ვარ, მოგწონს, როგორც ყვე-
ლა შენი ასაკის გოგონას, – უთხრა ტრუხილიომ, – მე ძალიან მომ-
წონს. კარგი მოცეკვავე ვარ, თუმცა საცეკვაო დრო არა მაქვს. მოდი,
ვიცეკვოთ.
ფეხზე წამოდგა და ურანიამ დაუყოვნებლივ მიბაძა. იგრძნო მისი
ჩაფსკვნილი სხეული, ოდნავ გამობერილი მუცელი, რომელიც მის
მუცელს ეხებოდა, კონიაკის სუნი და თბილი ხელი, რომელიც წელზე
შემოეჭდო. ეგონა, გული წაუვიდოდა. ლუჩო გატიკა უკვე აღარ მღე-
როდა „Bèsame mucho“-ს, ახლა „Alma mia“ გაისმოდა.
– სხვათა შორის, ძალიან კარგად ცეკვავდა, მშვენიერი სმენა
ჰქონდა და ახალგაზრდულად მოძრაობდა. ეს მე ვურევდი ნაბიჯებს.
ვიცეკვეთ ორი ბოლერო და ტონია ლა ნეგრას ერთი გუარაჩა. მე-
რენგეც. თქვა, რომ ჩემი დამსახურებაა, მერენგეს კლუბებსა და
ღირსეულ სახლებში რომ ცეკვავენ, ადრე ხალხს, ცრურწმენებით,
შავკანიანებისა და ინდიელების ცეკვა ეგონაო. არ ვიცი, ვინ ცვლი-
და ფირფიტებს. ბოლო მერენგე რომ დასრულდა, ყელზე ძალიან ნა-
ზად მაკოცა, თმა ყალყზე დამიდგა.
565
ხელი მოკიდა, თითები გადააჯაჭვა და სავარძელში დაბრუნდა,
ძალიან ახლოს დაუჯდა. მხიარულად შეათვალიერა, თან კონიაკს
ყნოსავდა და სვამდა. კმაყოფილი და მშვიდი ჩანდა.
– ყოველთვის სფინქსივით ხარ? არა, არა. მე მგონი, ჩემ მიმართ
მეტისმეტი პატივისცემით ხარ გამსჭვალული, – გაუღიმა ტრუხილი-
ომ, – მომწონს მოკრძალებული ლამაზმანები, აღტაცების ნებას
რომ გრთავენ. გულგრილი ქალღმერთები. საგანგებოდ შენთვის
დაწერილ ლექსს წაგიკითხავ.
– პაბლო ნერუდას ლექსი წამიკითხა. ყურში წამიკითხა, მისი ტუ-
ჩები და პატარა ულვაში ჩემს ყურს და თმას ეხებოდა:

„მომწონხარ, როცა არაფერს ამბობ,


რადგან მგონია, თითქოს არა ხარ,
თითქოსდა მზერა გაგიფრინდა და
კოცნამ პირი დაგისამარა“.55

როდესაც ბოლო სიტყვა წარმოთქვა, ხელით ჩემი სახე მიიახ-


ლოვა და ტუჩებში მაკოცა. იმ ღამეს უამრავი რამ პირველად გავა-
კეთე ცხოვრებაში: დავლიე ხერესი, გავიკეთე დედაჩემის სამკაული,
ვიცეკვე სამოცდაათი წლის მამაკაცთან და პირველად მაკოცეს ტუ-
ჩებში.
მამაკაცებთან წვეულებებზე ყოფილა და უცეკვია, მაგრამ მხო-
ლოდ ერთხელ ეკოცნა ბიჭს ლოყაზე. ეს ამბავი ვისინების ოჯახის
დიდ სახლში გამართულ წვეულებაზე მოხდა, მაქსიმო გომესისა და
ჯორჯ ვაშინგტონის ქუჩების კუთხეში. კასიმირო საენსი ერქვა და
დიპლომატის შვილი იყო. საცეკვაოდ გაიყვანა და ცეკვის დასას-
რულს მისი ტუჩები იგრძნო ლოყაზე. ჭარხალივით გაწითლდა და

55
პაბლო ნერუდას ცნობილი ლექსი „მომწონხარ, როცა არაფერს
ამბობ“.
566
პარასკევს, კოლეჯის კაპელანთან აღსარებაზე ამ სამარცხვინო
ცოდვის გახსენებისას ხმა გაებზარა. მაგრამ ეს კოცნა სხვას არ ჰგავ-
და: მისი ბრწყინვალების პატარა ულვაში ცხვირს უკაწრავდა და ახ-
ლა, მისი წებოვანი და ცხელი ენის წვერი გოგონას პირის გაღებას
ცდილობდა. გაუძალიანდა და შემდეგ ტუჩები და კბილები გახსნა:
ნოტიო, ცხელი გველი სწრაფად შესრიალდა მისი პირის ღრუში და
ბრაზიანად დატრიალდა. იგრძნო, რომ იხრჩობოდა.
– კოცნა არ იცი, მშვენიერო, – გაიღიმა ტრუხილიომ და სასია-
მოვნოდ განცვიფრებულმა კვლავ ხელზე აკოცა, – ქალწული ხარ,
არა?
– აღგზნებული იყო, – თქვა სიცარიელეს მიშტერებულმა ურანი-
ამ, – ერექცია ჰქონდა.
მანოლიტას მყისიერად ისტერიული სიცილი უტყდება, მაგრამ
არც დედამისი, არც და და დისშვილი არ ჰყვებიან. დაბნეული მამი-
დაშვილი თვალებს ხრის.
– ვწუხვარ, ერექციაზე რომ ვლაპარაკობ, – განაგრძობს ურანია,
– როცა მამაკაცი აღგზნებულია, მისი ფალოსი მკვრივდება და იზ-
რდება. როდესაც ენა პირში შემიყო, მისი ბრწყინვალება აღგზნებუ-
ლი იყო.
– ზემოთ ავიდეთ, მშვენიერო, – თქვა ოდნავ გაწელილი ხმით, –
უფრო მყუდროდ ვიქნებით. არაჩვეულებრივ რამეს აღმოაჩენ. სიყ-
ვარულს. სიამოვნებას. გაათავებ. მე გასწავლი. ჩემი ნუ შეგეშინდე-
ბა, მე პირუტყვი პეტანივით არ ვარ, არ მსიამოვნებს გოგონების უხე-
შად მოპყრობა. მე მინდა მათაც ისიამოვნონ. ბედნიერს გაგხდი,
მშვენიერო.
– ის სამოცდაათის იყო, მე თოთხმეტის, – აზუსტებს ურანია მე-
ხუთედ თუ მეათედ, – უცნაური წყვილი ვიყავით, იმ ლითონისმოაჯი-
რიან და ხისრიკულებიან კიბეს რომ მივუყვებოდით. ახალდაქორწი-
ნებულებივით ხელჩაკიდებულნი ავდიოდით. ბაბუა და შვილიშვილი
საქორწინო სარეცლისკენ.
567
ოთახს პატარა მაგიდის ლამპა ანათებდა. მის შუქზე ურანიამ
რკინის კვადრატული საწოლი დაინახა. ლოგინის თავზე დაკიდებუ-
ლი მოსკიტების თხელი ფარდა აკეცილი იყო. შემოესმა ჭერის ვენ-
ტილატორის ნელი ტრიალის ხმა. თეთრი, დაქარგული თეთრეული
იყო დაგებული, საწოლის ზურგზე ნაირ-ნაირი ზომის ბალიშის გორა
იდგა. ოთახში ახალი ყვავილებისა და ბალახის სურნელი იფრქვე-
ოდა.
– ჯერ არ გაშიშვლდე, მშვენიერო, – წაიჩურჩულა ტრუხილიომ,
– მე დაგეხმარები. დამელოდე, მოვდივარ.
– გახსოვს, როგორი მღელვარებით ვსაუბრობდით ქალიშვი-
ლობის დაკარგვაზე, მანოლიტა? – მამიდაშვილს მიუბრუნდა ურა-
ნია, – ვერასოდეს ვიფიქრებდი, კაობას სახლში თუ დავკარგავდი,
გენერალისიმუსთან. გონებაში გამიელვა, ახლა ფანჯრიდან რომ
გადავხტე, მამაჩემს სინდისის ქენჯნა დატანჯავს-მეთქი.
ცოტა ხანში დაბრუნდა, შიშველ ტანზე ლურჯი, თეთრწინწკლე-
ბიანი აბრეშუმის ხალათი ეცვა, ფეხზე – ატლასის ბროწეულისფერი
ფლოსტები. კონიაკის ყლუპი მოსვა და ჭიქა კომოდზე დადო შვი-
ლიშვილებთან გადაღებულ ფოტოებს შორის. ურანიას წელზე ხელი
მოხვია და ლოგინის კიდეზე ჩამოსვა, სადაც მოსკიტების ფარდა
აკეცილი იყო, თითქოს პეპლის უზარმაზარი ფრთები იყო მის თავზე
გადაშლილი. ტანსაცმლის გახდა დაუწყო, აუჩქარებლად. ზურგზე
კაბის ღილები გაუხსნა,ნელა, ღილი-ღილზე, შემოხსნა წელზე შე-
მოვლებული ლენტი. სანამ გააშიშვლებდა, დაიჩოქა, მისკენ მძიმედ
გადაიხარა და ფეხსაცმელი გააძრო. ფრთხილად მოქმედებდა,
თითქოს შიშობდა, გოგონა არ გაიბზაროს თითების უხეში მოძრაო-
ბითო. ნეილონის კოლჰოტი გახადა. ვიდრე ხდიდა, ფეხებზე ეფერე-
ბოდა.
– ძალიან ნაზი კანი გაქვს, მშვენიერო, – წაუჩურჩულა თბილად,
– ხომ არ შეგცივდა? მოდი ჩემთან, გაგათბობ.

568
დაჩოქილმა დაუზილა ფეხები ორივე ხელით. დროგამოშვებით
ფეხები ტუჩებთან მიჰქონდა და უკოცნიდა ტერფებს, თითებს, ქუს-
ლებს. გამომწვევი სიცილით ეკითხებოდა, ხომ არ გეღუტუნებაო,
თითქოს თავად გრძნობდა მხიარულ ხიცინს.
– კარგა ხანს იყო ასე, ფეხებს მითბობდა. თუ გაინტერესებთ, ერ-
თი წამით არ ავღელვებულვარ.
– როგორი შიში ჭამე, ალბათ, ბიძაშვილო, – აქეზებს ლუსინდი-
ტა.
– იმ დროს არა, ჯერ არა. შემდეგ – ძალიან დიდი.
მისი ბრწყინვალება მძიმედ წამოდგა და საწოლის კიდეზე კვლავ
გოგონას გვერდით დაჯდა. გახადა კაბა, ვარდისფერი ლიფი, მის
ოდნავ აკოკრებულ ძუძუებს რომ კრავდა და სამკუთხედი ტრუსი.
ურანია ყველაფრის გაკეთების ნებას რთავდა, წინააღმდეგობა არა-
ფერზე გაუწევია, მისი სხეული მიცვალებულის სხეულს ჰგავდა. რო-
დესაც ტრუხილიო ტრუსს ხდიდა და ფეხებზე უცურებდა, იგრძნო, მი-
სი ბრწყინვალების ხელები რომ აჩქარდნენ. ოფლიანი ცხელი ხე-
ლების შეხება ურანიას კანს უწვავდა. დააწვინა. წამოიწია, ხალათი
გაიხადა და შიშველი მის გვერდით დაწვა. შემდეგ, ძალიან ფრთხი-
ლად, თითები გოგონას ბოქვენის ბულულში შეაცურა.
– მგონი, კვლავ აღგზნებული იყო, როცა მეხებოდა და მეალერ-
სებოდა. მკოცნიდა, მაიძულებდა პირი გამეღო. მკოცნიდა ძუძუებზე,
ყელზე, ზურგზე, ფეხებზე.
არ ეურჩებოდა, ანებებდა შეხებას, მოფერებას, კოცნას და მისი
სხეული იმ მოძრაობასა და პოზას ემორჩილებოდა, მისი ბრწყინვა-
ლების ხელები რომ კარნახობდნენ. მაგრამ ალერსზე არ პასუხობ-
და და თვალს რომ ახელდა, ჭერზე დაკიდებული ვენტილატორის
ფრთებს აშტერდებოდა. მაშინ შემოესმა ტრუხილიოს სიტყვები:
„ქალწულის გახევა ყოველთვის აღაგზნებს მამაკაცებს“.
– ეს პირველი უხამსობა იყო, იმ ღამის პირველი ვულგარულო-
ბა, – დააზუსტა ურანიამ, – შემდეგ უარესები თქვა. აი, მაშინ მივ-
569
ხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ბრაზობდა. რატომ ვარ უმოძრაოდ,
მკვდარივით, რატომ არ ვკოცნი?
ახლა ვხვდები, რომ მიზეზი ეს არ ყოფილა. მიიღებდა თუ არ მი-
იღებდა ურანია მონაწილეობას თავის გაუპატიურებაში, ეს მის
ბრწყინვალებას არ აღელვებდა. კმაყოფილებისთვის საკმარისი
იყო, აპკი მთელი ჰქონოდა და გახევა შესძლებოდა, რომ გოგონა
ტკივილისგან დაეკივლებინა, დაეკვნესებინა, თავისი ფალოსით ეტ-
კინა და იქ, შიგნით, ახალგახსნილი საშოს სივიწროვეში თავი ბედ-
ნიერად ეგრძნო. სიყვარულს არ ელოდა ურანიასგან, თვით სიამოვ-
ნებასაც კი არ ელოდა. სენატორ აგუსტინ კაბრალის ქალიშვილის
კაობას სახლში მოსვლას მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა, კიდევ ერ-
თხელ სურდა დარწმუნებულიყო, რომ რაფაელ ლეონიდას ტრუხი-
ლიო მოლინა სამოცდაათი წლისა, პროსტატის პრობლემების და იმ
თავისტკივილის მიუხედავად, რომელიც მღვდლებმა, იანკებმა, ვე-
ნესუელელებმა, შეთქმულებმა გაუჩინეს, ნაღდი მაჩო იყო, ყვერე-
ბიანი ვაცი, ჯერ კიდევ რომ უდგება და იმდენი ქალწული შეუძლია
გახიოს, რამდენსაც წინ დაუყენებენ.
– ჩემი გამოუცდელობის მიუხედავად, მივხვდი, – მამიდამისი,
მამიდის შვილიშვილი და მამიდაშვილები კისრებს იგრძელებენ და
უახლოვდებიან, უკეთ რომ გაიგონონ ურანიას ჩურჩული, – რაღაც
სჭირდა, იმის თქმა მინდა, რომ იქ, ქვემოთ, რაღაც სჭირდა. არ შე-
ეძლო. რისხვა მოერია, თავაზიანი ქცევები დაივიწყა.
– მორჩა თავის მომკვდარუნება, მშვენიერო, – გაიგონა, რომ უბ-
რძანეს შეცვლილი ხმით, – მუხლებზე. ჩემს ფეხებს შორის. ასე. ხე-
ლებით აიღე და პირში ჩაიდე. და მოწუწნე, როგორც მე გწუწნიდი.
სანამ გამოიღვიძებს. ვაი, შენი ბრალი თუ არ გაიღვიძა, მშვენიერო.
– ვეცადე, ვეცადე. შიშის ზარის, ზიზღის მიუხედავად. ყველაფე-
რი გავაკეთე. ჩავიცუცქე, პირში ჩავიდე, ვაკოცე, ვწუწნე, სანამ სლო-
კინი არ ამიტყდა. ღმერთს ვევედრებოდი, რომ ეს ჯოჯოხეთი დაეს-
რულებინა.
570
– კმარა, ურანია, კმარა! – მამიდა ადელინა არ ტირის, თავზარ-
დაცემული, დაუნდობლად შესცქერის. წარბები აქაჩა, თვალის თეთ-
რი გარსი დაყვლიფა, დაიკრუნჩხა და გახევდა, – რატომ, შვილიკო,
რატომ! ღმერთო ჩემო, საკმარისია!
– მაგრამ, ჩავფლავდი, არაფერი გამომივიდა, – განაგრძობს
ურანია, – თვალებზე მკლავი მიიფარა. არაფერი უთქვამს. ფეხზე
რომ წამოდგა, უკვე ვეზიზღებოდი.
თვალები ჩაუსისხლიანდა, სკლერებში ყვითელი ციებასავით უე-
ლავდა ბრაზი და სირცხვილი. მის გამოხედვაში თავაზიანობის ნასა-
ხიც აღარ იყო, მხოლოდ სასტიკი მტრობა გამოსჭვიოდა, თითქოს
გოგონამ მოუშუშებელი ტკივილი მიაყენა.
– ცდები, თუ ფიქრობ, რომ აქედან ქალწული გახვალ და მამა-
შენთან მასხრად ამიგდებ, – წარმოთქვა დამარცვლით, ყრუ რის-
ხვით.
მკლავში ხელი ჩაავლო და გვერდით დააგდო. შემდეგ ხელების
და ფეხების მოძრაობით ზედ შეაბობღდა. ეს ხორცის გროვა ჭყლეტ-
და, საბანში ფლავდა, კონიაკისა და ბრაზის სურნელი გონებას
უკარგავდა. გრძნობდა თავის დაფშვნილ, მტვრადქცეულ ძვლებს.
იხრჩობოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, იგრძნო ის რკინის ხელები,
ის თითები, რომლებიც მის ფეხებშორის მოძრაობდნენ, ეძებდნენ,
თხრიდნენ და მასში ძალით შედიოდნენ. თითქოს გაგლიჯეს, დანა
ჩასცეს, თხემით ტერფამდე ელვამ დაჰკრა, დაიგმინა, იგრძნო, რომ
კვდებოდა.
– იკივლე, ძუკნა, აბა, რამეს თუ ისწავლი, – დააფურთხა მისმა
ბრწყინვალებამ, შეურაცხყოფილმა და ჩახლეჩილხმიანმა, – ახლა
ფეხები გაშალე. დამანახე, მართლა გაგხიე თუ ფარისევლურად კი-
ვი.
– მართლა იყო. ფეხები სისხლიანი მქონდა, ისიც დასვრილი
იყო, თეთრეულიც.

571
– კმარა, კმარა! მეტი რაღად გინდა, შვილო, – ევედრება მამიდა-
მისი, – მოდი აქ, პირჯვარი გადავიწეროთ, ვილოცოთ. ვინც ყველა-
ზე მეტად გიყვარს, იმას გაფიცებ, შვილიკო. გწამს ღმერთის? ჩვენი
ქალწული ალტაგრასიასი, დომინიკელთა მფარველის გწამს? დე-
დაშენს ისე გულმხურვალედ უყვარდა, ურანიტა. მახსოვს, როგორ
ემზადებოდა ყოველ 21 იანვარს, რომ იგუეის ბაზილიკაში მოსალო-
ცად წასულიყო. ბოღმითა და სიძულვილით ხარ სავსე. ეს კარგი არ
არის. თუნდაც შეგმთხვეოდა ის, რაც შეგემთხვა. ვილოცოთ, შვი-
ლო.
– და, მაშინ, – ამბობს ურანია, აინუნშიც არ აგდებს მამიდას სიტ-
ყვებს, – მისი ბრწყინვალება ლოგინზე ზურგით დაწვა და თვალებზე
ხელი დაიფარა. გაირინდა. არ ეძინა. სლუკუნი გავიგონე. ტიროდა.
– ტიროდა? – წამოიძახა ლუსინდიტამ.
პასუხად ხმამაღალი ყაშყაში ისმის. ხუთივემ თავი შემოატრი-
ალა: სანსონს გაუღვიძია და ყბედობს.
– ჩემ გამო არა, – ამტკიცებს ურანია, – ტიროდა თავის გასიე-
ბულ პროსტატზე, მკვდარ ფალოსზე, იმაზე, რომ თითით მოუწია პა-
ტარა გოგონას გაჟიმვამ, ისე, როგორც პეტანს მოსწონდა.
– ღმერთო ჩემო, შვილიკო, ყველაზე მეტად ვინც გიყვარს, იმას
გაფიცებ, – ევედრება მამიდამისი ადელინა და პირჯვარს ისახავს, –
მეტი არ გინდა.
ურანია ბებრის ნაოჭებიან და ჭორფლიან მუშტს ეფერება.
– საზარელი სიტყვებია, ვიცი, რომ არ უნდა მეთქვა, მამიდა, –
ხმა დაუტკბა, – არასოდეს გამიკეთებია, გეფიცები, ხომ გინდოდა
გცოდნოდა, რატომ ვთქვი მამაზე ის სიტყვები? რატომ აღარ მინდო-
და ჩემს ოჯახთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ადრიანში წავედი?
აი, ახლა უკვე იცი, რატომ.
სლუკუნისგან და ოხვრისგან მკერდი მაღლა უთრთის, ძუძუსთა-
ვების ირგვლივ შემოვლებული ქათქათა თეთრი ბალანი ჩამუქებულ
ჭიპამდე მიჰყვება. თვალები მკლავით დაუფარავს. ურანია დაავიწ-
572
ყდა? ტანჯვა ისე მოერია, მისთვის აღარ სცალია? გოგონას ახლა უფ-
რო ეშინია, ვიდრე მაშინ, როდესაც ეფერებოდა ან აუპატიურებდა.
ავიწყდება მხურვალება, ის ჭრილობა, ფეხებშორის რომ გრძნობს,
ბარძაყებზე და ლოგინის გადასაფარებელზე დანახული სისხლის
ლაქების შიში. არ ინძრევა. უხილავი, არარსებული გახდა. ეს ფეხებ-
გალოკილი, ატირებული კაცი გოგონას თუ დაინახავს, არ აპატიებს,
შავ დღეს დააყრის თავისი იმპოტენციის, სირცხვილის, ტირილის
გამო და სიცოცხლეს გამოასალმებს.
– ამბობდა, ამქვეყნად სამართალი არ არისო. რატომ ემართება
ეს ყველაფერი ახლა, იმის შემდეგ, რაც ამდენი იბრძოლა ამ უმადუ-
რი ქვეყნისა და უღირსი ხალხისთვის. ღმერთს მიმართავდა. წმინ-
დანებს, ჩვენს მფარველ ქალწულს. იქნებ ეშმაკსაც. ბღაოდა და
ევედრებოდა. რატომ მოუვლინეს ამდენი განსაცდელი: შვილების
ჯვარი, მის მოსაკლავად მოწყობილი შეთქმულებები, მთელი მისი
ცხოვრების შემოქმედების განადგურების საფრთხე. მაგრამ, ამას
არ საყვედურობდა, მას შეუძლია მტერს სისხლით აზღვევინოს სამა-
გიერო. ახალგაზრდობიდან ამას აკეთებს. მაგრამ წელსქვემოთ
დარტყმას ვერ აიტანს, ის სძულს, თავდასაცავად გზას რომ არ უტო-
ვებენ. სასოწარკვეთილებისაგან შეშლილს ჰგავდა. ახლა ვიცი რა-
ტომ. ქვითინებდა, რადგან ის ფალოსი, ამდენი სარცხვინელი რომ
გაუხევია, აღარ უდგებოდა. ეს ატირებდა ტიტანს. ხომ მართლა სა-
საცილოა?
მაგრამ ურანია არ იცინოდა, გატრუნული უსმენდა, სუნთქვას
ძლივს ბედავდა, ეშინოდა არ გახსენებოდა, რომ იქ იყო. ერთიანი
მონოლოგი არ ყოფილა, ფრაგმენტული, დანაწევრებული, შეუსაბა-
მო მონოლოგი იყო, ალაგ-ალაგ შეწყვეტილი ხანგრძლივი დუმი-
ლით. ხან ხმას უწევდა და ყვიროდა, ხან ისე ჩაუწყდებოდა, თითქმის
აღარ ისმოდა. საცოდავი იყო. ურანია მონუსხული იყო იმ მკერდით,
მის გვერდით რომ თრთოდა, ცდილობდა სხეულისთვის არ შეეხედა,
მაგრამ ხანდახან თვალი გაურბოდა და ხედავდა ოდნავ მოფამფა-
573
ლებულ მუცელს, თეთრთმიან ბოქვენს, პატარა მკვდარ ფალოსსა
და უთმო, გალოკილ ფეხებს. ეს იყო გენერალისიმუსი, სამშობლოს
ქველმოქმედი, ახალი სამშობლოს მამა, ფინანსური დამოუკიდებ-
ლობის რესტავრატორი, უფროსი, რომელსაც ოცდათერთმეტი წე-
ლი ემსახურა მამამისი თავგანწირულად, ერთგულად, დაბოლოს,
ყველაზე დახვეწილი ძღვენი – თავისი თოთხმეტი წლის ასული – მი-
ართვა. მაგრამ, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც სენატო-
რი ელოდა. შესაბამისად, – ურანიას გულში სიხარული ჩაესახა, –
მამამისის რეაბილიტაცია არ მოხდება, იქნებ ციხეშიც ჩასვას ან
მოკლას კიდეც.
– მოულოდნელად ხელი ასწია და გაწითლებული, გასიებული
თვალებით შემომხედა. ორმოცდაცხრა წლის ვარ და ახლაც ვცახცა-
ხებ მის გახსენებაზე. იმ წუთიდან მოყოლებული, ოცდათხუთმეტი
წელია ვცახცახებ.
ხელებს გაიშვერს და მამიდა, მამიდაშვილები და მამიდაშვილის
შვილი უყურებენ, როგორ უცახცახებს ხელები.
ისეთი განცვიფრებითა და სიძულვილით შესცქეროდა, როგორც
განსხეულებულ ავსულს. უფროსის ჩასისხლიანებული, ცეცხლოვა-
ნი, ზიზღით აღსავსე თვალები სისხლს უყინავდა. განძრევას ვერ ბე-
დავდა. ტრუხილიომ თავიდან ბოლომდე შეათვალიერა, ბარძაყე-
ბამდე რომ მივიდა, სისხლიანი ლოგინიდან ზიზღით წამოხტა და შე-
ხებისას კიდევ ერთხელ დამდუღრა. გულზიზღიანად უბრძანა:
– წადი, დაიბანე. ხედავ, ლოგინს რა უქენი? წადი აქედან!
– სასწაული იყო, წასვლის ნება რომ დამრთო, – ხმამაღლა ფიქ-
რობს ურანია, – მას შემდეგ, რაც მისი სასოწარკვეთილების, ტირი-
ლის, კვნესისა და თვითსიბრალულის მოწმე გავხდი. წმინდა ქალ-
წულმა დამიფარა, მამიდა.
ჯერ ფრთხილად წამოიწია, შემდეგ ლოგინიდან წამოხტა, იატაკ-
ზე მიმობნეული ტანსაცმელი აკრიფა, სიჩქარეში ლოგინთან მდგარ
პატარა ტუმბოს წამოედო, წაიფორხილა, წამოდგა და აბაზანაში შე-
574
ვარდა. თეთრი ქაშანურის აბაზანა იყო, ღრუბლებითა და ნაირ-ნაი-
რი საპნით სავსე. მძაფრი სუნამოს სურნელისგან გულისრევა იგ-
რძნო. ხელებს ძლივს იმორჩილებდა, ფეხები გაიწმინდა, სისხლდე-
ნის შესაჩერებლად პირსახოცი ჩაიდო და ჩაიცვა. კაბის ღილები და
ქამარი გაჭირვებით შეიკრა. კოლჰოტი არ ჩაუცვამს, მხოლოდ ფეხ-
საცმელებში ჩადგა ფეხი. სარკეში ჩაიხედა და დაინახა, როგორ
გადღაბნოდა ტუჩის ფანქარი და შეღებილი წამწამები, გასაწმენდად
არ შეჩერებულა, ტრუხილიოს შეეძლო გადაწყვეტილება შეეცვალა.
სასწრაფოდ უნდა გაიქცეს, კაობას სახლს თავი უნდა დააღწიოს.
როდესაც ოთახში დაბრუნდა, ტრუხილიო შიშველი აღარ იყო. აბრე-
შუმის ლურჯი ხალათი ეცვა და ხელში კონიაკის ჭიქა ეჭირა. კიბის-
კენ მიუთითა.
– წადი, წადი, – ფიცხად უთხრა, – ბენიტამ სუფთა თეთრეული და
საბანი მოიტანოს, ეს სიბინძურე გამოცვალოს.
– პირველივე საფეხურს ფეხი წამოვკარი და ფეხსაცმლის ქუსლი
მოვიტეხე, ლამის კიბეზე დავგორდი. მოგვიანებით მუხლი გვარია-
ნად გამისივდა. ბენიტა სეპულვედა პირველ სართულზე იყო. ძალი-
ან მშვიდად მიღიმოდა. მინდოდა გადამეცა, რაც დამავალეს, მაგ-
რამ პირიდან სიტყვა არ ამომივიდა. მხოლოდ თავით ვანიშნე მეორე
სართულისკენ. მკლავში ხელი ჩამავლო და დაცვის შენობაში შემიყ-
ვანა. კუთხეში პატარა სკამისკენ მიმითითა: „აქ უფროსს ჩექმებს უწ-
მენდენ“, არც მანუელ ალფონსო და არც მისი მანქანა იქ აღარ იყო.
ბენიტა სეპულვედამ ბადრაგებით შემოხვეულ ფეხსაცმლის გასაპ-
რიალებელ სკამზე დამსვა. წავიდა და როდესაც მობრუნდა, ხელი
ჩამჭიდა და ჯიპისკენ წამიყვანა, მძღოლი სამხედრო იყო. „სად არის
შენი სახლი?“ ვუპასუხე: „სანტო დომინგოს კოლეჯში მივდივარ. იქ
ვცხოვრობ“. ჯერ კიდევ ბნელოდა. სამი საათი იყო? ოთხი? ვინ იცის.
ჭიშკრის გაღებას აგვიანებდნენ. კოლეჯის დარაჯმა კარი რომ გამი-
ღო, სიტყვის წარმოთქმა არ შემეძლო. მხოლოდ sister მერისთან

575
შევძელი საუბარი, იმ მონაზონთან, რომელსაც ძალიან ვუყვარდი.
სატრაპეზოში წამიყვანა, წყალი დამალევინა, შუბლი დამისველა.
სანსონი, ამდენ ხანს ჩუმად რომ იყო, ახლა თავის კმაყოფილე-
ბას თუ უკმაყოფილებას გამოხატავს, ბუმბულს იფოფრავს და ჩხა-
ვის. ხმას არავინ იღებს. ურანია თავის ჭიქას იღებს, მაგრამ ცარი-
ელია. მარიანიტა წყალს უსხამს, თუმცა დაბნეულობისგან ხელადი-
დან ძირს ეღვრება.
– იმედი მაქვს, სწორად მოვიქეცი, ეს საშინელი ამბავი რომ გი-
ამბეთ. ახლა დაივიწყეთ. მორჩა. მოხდა და აღარაფერი ეშველება.
სხვა გადალახავდა, ალბათ. მე არ მოვინდომე და ვერც შევძელი.
– ურანიტა, ბიძაშვილო, შენ იმის თქმა გინდა, – ეწინააღმდეგება
მანოლიტა, – რომ ვერ შეძელი? შეხედე შენს თავს. რამდენს მიაღ-
წიე. რამდენი გაქვს. ნებისმიერ დომინიკელ ქალს შეშურდება შენი
ცხოვრება.
სკამიდან დგება და ურანიასკენ მიდის. ეხვევა, ლოყაზე კოცნის.
– განცვიფრებული ვარ, ურანიტა, – სიყვარულით საყვედურობს
ლუსინდა, – კი მაგრამ, გოგონა, ბედს რატომ ემდური? ამის უფლება
არა გაქვს. შენ შემთხვევაში იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო.
მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტში ისწავლე, წარმატებული
კარიერა გაქვს. საყვარელი მამაკაცი გყავს, რომელიც ბედნიერებას
განიჭებს და საქმეში ხელს არ გიშლის.
ურანია მკლავზე ხელს უთათუნებს და თავს აქნევს. თუთიყუში
ჩუმდება და უსმენს.
– მოგატყუე, არავითარი საყვარელი არ მყავს, მამიდაშვილო, –
ოდნავ იღიმის, ხმაგაბზარული ჰყვება, – არც არასოდეს მყოლია და
არც მეყოლება. ყველაფერი გინდა იცოდე, ლუსინდიტა? მას შემდეგ
მამაკაცს ჩემთვის ხელი არ უხლია, ჩემი ერთადერთი მამაკაცი ტრუ-
ხილიო იყო. ჰო, რაც გესმის. ყოველთვის, როცა ვინმე მიახლოვდე-
ბა და როგორც ქალს, ისე მიყურებს, მეზიზღება. მზარავს. მინდა
მოკვდეს, მინდა მოვკლა. ამის ახსნა რთულია. ვისწავლე, ვიმუშავე,
576
კარგ ჯამაგირს ვიღებ, კი, ეს მართალია. მაგრამ, ცარიელი ვარ და
შიშით სავსე. როგორც ის მოხუცები, ნიუ-იორკში მთელი დღე რომ
პარკში სხედან და „არაფერს“ შესცქერიან. მუშაობა, მუშაობა და მუ-
შაობა, სანამ არ დავეცემი... შესაშური არაფერი მაქვს, გარწმუნებთ.
მე უფრო მშურს თქვენი. დიახ, დიახ, ვიცი, რომ პრობლემები გაქვთ,
გაჭირვება, იმედგაცრუება. მაგრამ ასევე გყავთ ოჯახი, საყვარელი
მამაკაცი, შვილები, ნათესავები, სამშობლო! ეს ყველაფერი ცხოვ-
რებას ავსებს. მე მამაჩემმა და მისმა ბრწყინვალებამ უდაბნოდ მაქ-
ციეს.
სანსონი ნერვიულად დასეირნობს აქეთ-იქით თავის გალიაში,
ჩხავის, ჩუმდება, ნისკარტს კლანჭებზე ილესავს.
– სხვა ეპოქა იყო, ურანიტა, საყვარელო, – ლუღლუღებს მამიდა
ადელინა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის, – უნდა აპატიო. ის
ძალიან დაიტანჯა და ახლაც იტანჯება. საშინელება იყო, შვილიკო.
მაგრამ, სხვა დრო იყო. აგუსტინი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.
შეეძლოთ ციხეში ჩაესვათ, შეეძლოთ მოეკლათ. შენთვის ტკივილის
მოყენება არ სურდა. იქნებ ეგონა, რომ ეს შენი გადარჩენის ერთა-
დერთი გზა იყო. ასეთი ამბები ხდებოდა, თუნდაც ახლა აღარ ესმო-
დეთ. ცხოვრება ეს იყო, აქ. აგუსტინს ამქვეყნად შენ ყველაზე მეტად
უყვარდი, ურანიტა.
მოხუცი ხელებს იმტვრევს და სავარძელს ნერვიულად არწევს.
ლუსინდა უახლოვდება, თმას უსწორებს, ვალერიანის წვეთებს ას-
მევს: „დამშვიდდი, დედი, ასე ნუ აღელდები“.
იმ ფანჯრიდან, რომელიც ეზოს გადაჰყურებს, ვარსკვლავებით
მოჭედილი მშვიდი დომინიკური ღამე მოჩანს. სხვა დრო იყო? სასა-
დილო ოთახში დროდადრო ცხელი ნიავი უბერავს და ფარდებსა და
ქოთნის ყვავილებს აშრიალებს, რომლებიც წმინდანების პატარა
გამოსახულებებსა და ოჯახის ფოტოებს შორის დგას. „იყო და არც
იყო“, ფიქრობს ურანია. „აქ ჯერ კიდევ ტორტმანებს რაღაც იმ დრო-
ის“.
577
– საშინელება იყო, მაგრამ საშუალება მომცა აღმომეჩინა sister
მერის დიდსულოვნება, მოკრძალება, კაცთმოყვარეობა, – ამბობს
ოხვრით, – მის გარეშე ან მკვდარი ვიქნებოდი, ან შეშლილი.
sister მერიმ ყველა პრობლემის მოგვარება შეძლო და წარმო-
უდგნელი დელიკატურობა გამოიჩინა. პირველივე წუთებიდან ექი-
მის ოთახში შეიყვანა, სისხლისდენა შეუჩერა, ტკივილი გაუყუჩა.
შემდეგ, სამ დღეში, დომინიკელთა ორდენის წინამძღვარი დაარ-
წმუნა, რომ ბიუროკრატიული საკითხები მოეგვარებინა და სტიპენ-
დია დაენიშნა ურანია კაბრალისთვის, სამაგალითო მოსწავლის-
თვის, რომლის სიცოცხლეც საფრთხეში იყო. იმ სტიპენდიით ურა-
ნია Siena Heights University-ში ადრიანში, მიჩიგანში უნდა გამგზავ-
რებულიყო სასწავლებლად. sister მერი სენატორ კაბრალს დირექ-
ტორის კაბინეტში ესაუბრა (შეაშინა? დაამშვიდა?), მხოლოდ სამნი
იყვნენ, კატეგორიულად მოსთხოვა, გოგონა სასწრაფოდ შეერთე-
ბულ შტატებში გაეშვა, დაარწმუნა, რომ ურანია არ უნდა ენახა, რად-
გან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ ყველაფრის შემდეგ,
რაც სან კრისტობალში მოხდა. რა სახე ჰქონდა აგუსტინ კაბრალს,
sister-ს რომ ესაუბრებოდნენ? ურანიას ბევრჯერ უკითხავს საკუთა-
რი თავისთვის: ფარისევლური განცვიფრება? უხერხულობა? გაურ-
კვევლობა? სინდისის ქენჯნა? სირცხვილი? ურანიას sister მერის-
თვის ეს ამბავი არ უკითხავს, არც მას უთქვამს არაფერი. ვიზის მი-
საღებად მონაზვნები შეერთებული შტატების საკონსულოში წავიდ-
ნენ. შემდეგ პრეზიდენტ ბალაგერთან აუდიენციაზე მივიდნენ და
სთხოვეს, დაეჩქარებინა ის ავტორიზაცია, რომელიც ჩვეულებრივ
დიდი ხნით იგვიანებდა. კოლეჯმა გადაიხადა მგზავრობის ღირებუ-
ლება, რადგან აგუსტინ კაბრალის ანგარიშები გაყინული აღმოჩ-
ნდა. sister მერი და sister ჰელენ კლერი აეროპორტამდე გაჰყვნენ.
როდესაც თვითმფრინავი დაიძრა, ურანია ყველაზე მეტად მადლიე-
რი იმით იყო, რომ მამამისს შორიდანაც არ მისცეს მისი ნახვის უფ-
ლება. ახლა მადლიერიც იყო იმის გამო, რომ ტრუხილიოს ნაგვია-
578
ნევი რისხვისგან დაიხსნეს, რომელსაც შეეძლო ამ კუნძულზე სი-
ცოცხლის ბოლო დღეებამდე დაეტოვებინა ან ზვიგენების ლუკმად
ექცია.
– ძალიან გვიანია, – ამბობს და საათს დასცქერის, – ღამის ორი
საათია თითქმის. ჩემოდანიც არ ჩამილაგებია და ჩემი თვითმფრი-
ნავი დილაადრიან მიფრინავს.
– ხვალ ნიუ-იორკში ბრუნდები? – დანაღვლიანდა ლუსინდიტა,
– მეგონა დარჩებოდი რამდენიმე დღე.
– სამუშაო მაქვს, – ამბობს ურანია, – კაბინეტში ქაღალდების იმ-
დენი დასტა მელოდება, შეიძლება თავბრუ დამეხვეს.
– ახლა ისე აღარ იქნება, როგორც ადრე. ხომ მართალია, ურა-
ნიტა? – ეხვევა მანოლიტა, – ჩვენ მოგწერთ და შენ გვიპასუხებ. ხან-
დახან არდადეგებზე ჩამოხვალ შენი ოჯახის მოსანახულებლად.
მართალს არ ვამბობ, გოგონა?
– რასაკვირველია, – ეთანხმება ურანია და ეხვევა. მაგრამ დარ-
წმუნებული არ არის. ამ სახლიდან, ამ ქვეყნიდან რომ წავა, შესაძ-
ლოა, თავიდან დაივიწყოს , ეს ოჯახი, ეს ხალხი, თავისი წარსული.
ნანობს, რაც გააკეთა ამ საღამოს. ნანობს, რომ მოვიდა და ყველა-
ფერი მოჰყვა. იქნებ არც ნანობს? იქნებ ოჯახის წევრებთან კავშირის
აღდგენას მოისურვებს? – ასეთ დროს ტაქსის გამოძახება შეიძლე-
ბა?
– ჩვენ წაგიყვანთ, – წამოდგა ლუსინდიტა.
როდესაც ურანია მამიდა ადელინას დასამშვიდობებლად დაიხა-
რა, მოხუცი თავისი წამახვილებული, კაკვივით მოკაუჭებული თითე-
ბით ჩააფრინდა. აქამდე თითქოს მშვიდად იყო, მაგრამ ახლა კვლავ
აღელვებულია, ნაოჭებში ჩაფლული თვალები ტანჯვით აქვს შეძრუ-
ლი.
– იქნებ აგუსტინმა არაფერი იცოდა, – ენის ბორძიკით წარმოთ-
ქვამს სიტყვებს, თითქოს კბილის პროთეზი მოერყა, – მანუელ ალ-
ფონსოს შეეძლო მოეტყუებინა ჩემი ძმა, რომელიც სულის სიღრმე-
579
ში ძალიან გულუბრყვილოა. მამაშენზე გული ნუ დაგწყდება, შვილი-
კო. მან ძალიან მარტო იცხოვრა, ბევრი იტანჯა. უფალი შენდობას
გვასწავლის. დედაშენის გამო მაინც გააკეთე, რომელიც ასეთი კა-
თოლიკე იყო, შვილიკო.
ურანია მის დამშვიდებას ცდილობს: „დიახ, დიახ, მამიდა, რო-
გორც შენ იტყვი, არ აღელდე, ძალიან გთხოვ“. ორი ქალიშვილი დე-
დას თავზე ადგას, აწყნარებენ. მოხუცი ნელ-ნელა მშვიდდება და სა-
ვარძელში მოკრუნჩხული, ყბამოღრეცილი ზის.
– მაპატიე, ეს რომ გიამბე, – შუბლზე კოცნის ურანია, – სიგიჟე
იყო. მაგრამ ამდენი წელი მდუღრავდა.
– ახლა დამშვიდდება, – ამბობს მანოლიტა, – მე დავრჩები მას-
თან. სწორად მოიქეცი, რომ გვიამბე. ძალიან გთხოვ, ხანდახან მოგ-
ვწერე. თავიდან აღარ გაწყვიტო ჩვენთან კავშირი.
– გპირდები, – ამბობს ურანია.
სახლის კარამდე აცილებს და ემშვიდობება. ლუსინდას ძველი
მანქანა – გადამყიდველთან ნაყიდი ნახმარი „ტოიოტა“ – სახლის
ჭიშკართან დგას. მანოლიტა კიდევ ერთხელ მოეხვია და თვალები
ცრემლით აევსო.
მანქანაში, სასტუმრო „ხარაგუას“ გზას რომ დაადგნენ, გასკუეს
უკაცრიელ ქუჩებში ურანიას სევდა მოერია: რატომ გააკეთე? თავს
უკეთესად იგრძნობ, იმ ინკუბებისგან56 თუ გათავისუფლდები, შენი
სული რომ გაახმეს? რასაკვირველია, არა. სისუსტის გამოხატულე-
ბა იყო, გრძნობებში ჩავარდნა, თვითსიბრალული, რაც ასე გძულდა
ყოველთვის სხვა ადამიანებში. თანაგრძნობასა და სიბრალულს
ელოდი? ასეთ შვებას ელტვოდი?
და მაშინ, – ხანდახან, ეს მისი დეპრესიების დაძლევის საშუალე-
ბა იყო, – ჯონი აბეს გარსიას დასასრული გაახსენდა. წლების წინათ

56
ინკუბები – სიძვის დემონები შუა საუკუნეების ევროპულ
მითოლოგიაში.
580
უამბო მისმა მეგობარმა, ესპერანსიტა ბოურიკაუდიმ, რომელიც
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლად მუშაობდა პუერტო პრინსიპე-
ში, სადაც SIM-ის ყოფილი უფროსი დაბინავდა კანადიდან, საფრან-
გეთიდან და შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ. იაპონიაში, იმ ოქ-
როცურვილ გადასახლებაში, პრეზიდენტმა ბალაგერმა რომ გაამ-
გზავრა, ფეხი არასოდეს დაუდგამს. ესპერანსიტა და აბეს გარსიები
მეზობლები აღმოჩნდნენ. ჯონი აბესი ჰაიტიში გაემგზავრა პრეზი-
დენტ დიუვალიეს57 თანაშემწედ. მაგრამ ცოტა ხანში თავისი ახალი
უფროსის წინააღმდეგ შეთქმულება წამოიწყო, რომელშიც ჰაიტიელ
დიქტატორთან დაპირისპირებული ერთ-ერთი სიძის კლანს შეეკრა.
„პაპა დოკმა“ ათ წუთში მოაგვარა საკითხი. ნაშუადღევს ესპერანსი-
ტამ დაინახა, ორი სატვირთო მანქანა რომ მოადგა მეზობლის
სახლს, იქიდან ტონტონ-მაკუტები58 ჩამოვიდნენ და აბეს გარსიას
სახლში სროლით შეცვივდნენ. სულ ათი წუთი დასჭირდათ. მოკლეს
ჯონი აბესი, მოკლეს ჯონი აბესის ცოლი, მოკლეს ჯონი აბესის ორი
პატარა შვილი, მოკლეს ჯონი აბესის მოსამსახურეები, დახოცეს ჯო-
ნი აბესის ქათმები, კურდღლები და ძაღლები. შემდეგ სახლს ცეც-
ხლი წაუკიდეს და წავიდნენ. ვაშინგტონში დაბრუნებულ ესპერანსი-
ტა ბოურიკაუდის ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა. ასეთ სიკ-
ვდილს ნატრობდი მამაშენისთვის? ბოღმითა და სიძულვილით სავ-
სე ხარ, როგორც მამიდა ადელინამ გითხრა? კვლავ სიცარიელეს
გრძნობს.
– ძალიან ვწუხვარ, ეს სცენები და მელოდრამა რომ გაგიმარ-
თეთ, ლუსინდიტა, – ამბობს სასტუმრო „ხარაგუას“ ჭიშკართან. ხმა-

57
ფრანსუა დიუვალიე (1907 -1971) – ჰაიტის დიქტატორი.
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა.
58
ტონტონ-მაკუტები - ჰაიტის ეგრეთ წოდებული გვარდია, რომელსაც
უკიდურესი სისასტიკის გამო მოგვიანებით „კარიბელი ვამპირები“
უწოდეს. ტონტონ-მაკუტების გვარდია ჰაიტიელი დიქტატორის, ფრანსუა
დიუვალიეს მთავარ დასაყრდენს წარმოდგენდა.
581
მაღლა ლაპარაკობს, რადგან სასტუმროს პირველი სართულის კა-
ზინოდან გამაყრუებელი მუსიკა ისმის, – მამიდა ადელინას საღამო
გავუმწარე.
– რას ამბობ, გოგონა. ახლა მესმის, რაც შეგემთხვა, ახლა გასა-
გებია ის სიჩუმე, ასეთ ტკივილს რომ გვაყენებდა. ძალიან გთხოვ,
ურანია, დაბრუნდი ჩვენ სანახავად. შენი ოჯახი ვართ, ეს შენი ქვეყა-
ნაა.
როდესაც ურანია მარიანიტას ემშვიდობება, მამიდაშვილის შვი-
ლი ისე ეხვევა, თითქოს მის სხეულში შეღწევას, მასში ჩაფლობას
ცდილობს. გოგონას თხელი სხეული ფოთოლივით თრთის.
– მე ძალიან მეყვარები, დეიდა ურანია, – ყურში ჩასჩურჩულებს
და ურანიას გული სევდით ევსება, – ყოველთვე მოგწერ, არა აქვს
მნიშვნელობა, მიპასუხებ თუ არა.
ლოყაზე ბევრჯერ კოცნის თავისი თხელი ტუჩებით, თითქოს კან-
ზე ჩიტის ნისკარტი ეხება. სასტუმროში შესვლამდე ურანია ელოდე-
ბა, როდის გაუჩინარდება მამიდაშვილის ძველი მანქანა ჯორჯ ვა-
შინგტონის გამზირზე, ხმაურიანი და ქათქათა ტალღების გასწვრივ.
„ხარაგუაში“ შედის, ხელმარცხნივ, კაზინოსა და ბარში გახურებუ-
ლი ცხოვრება მიდის: რიტმი, ხმები, მუსიკა, სათამაშო მანქანები,
რულეტის მოთამაშეების შეძახილები.
ლიფტისკენ მიეშურებოდა, როდესაც მამაკაცის ფიგურამ გზა გა-
დაუჭრა. ტურისტი იყო, ორმოციოდე წლისა, ჟღალთმიანი, კუბოკ-
რული პერანგი, ჯინსის შარვალი და მოკასინები ეცვა, ოდნავ შეზარ-
ხოშებული ჩანდა:
– May I buy you a drink, dear lady59 – ამბობს და თავაზიანად უხ-
რის თავს.

59
(ინგლ.) შეიძლება სასმელზე დაგპატიჟოთ, ძვირფასო ქალბატონო?
582
– Get out of my way, you dirty drunk60 – პასუხობს ურანია შეუჩე-
რებლად და ლიფტში შესვლამდე ასწრებს მისი განცვიფრებული,
დაზაფრული და მოულოდნელობით შეცბუნებული სახის დანახვას.
სასტუმროს ოთახში ჩემოდნის ჩალაგებას იწყებს, მაგრამ ცოტა
ხანში ფანჯარასთან ჯდება მოციმციმე ვარსკვლავებისა და ტალღე-
ბის ქაფის საყურებლად. იცის, რომ თვალს ვერ მოხუჭავს და დრო
თავზე საყრელად აქვს ჩემოდნის ჩასალაგებლად.
„თუ მარიანიტა მომწერს, ყველა წერილს ვუპასუხებ“ – გადაწ-
ყვეტს.

60
(ინგლ) მომშორდი, ბინძურო ლოთო.
583

You might also like