You are on page 1of 8

II ლიგა

III ტური, 07.11.2021


რედაქტორი: ვალერი მინდელი
ავტორები: ვალერი მინდელი (12), უცხოენოვანი ავტორები (12)

1. კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ


ვირუსის დასამარცხებლად ზებუნებრივი ძალა და ეს იყო საჭირო. დაასახელეთ ეს 2
სიტყვით.
პასუხი: ღმერთის ხელი
კომენტარი: ალუზია დიეგო მარადონას მიერ გატანილ გოლზე, რომელსაც „ღმერთის
ხელი“ უწოდეს.
წყარო: https://www.worldsport.ge/ge/page/196717_maradona-virusis-dasamarcxeblad-gmertis-
xeli-gvchirdeba
ავტორი: ვალერი მინდელი

2. ვაგრძელებთ! 2020 წლის 25 ნოემბერს ერთი ადამიანის გარდაცვალებას ლიონელ


მესი გამოეხმაურა სიტყვებით, რომლებიც 5 ერთსადაიმავე ასოზე იწყება. დაასახელეთ
ეს სიტყვები.
პასუხი: მარადონა მარადიულია
კომენტარი: თემატიკა გავაგრძელეთ...
წყარო: https://adjarasport.com/fekhburti/posts/diego-maradiulia-mesi-maradonas-
gardatsvalebas-gamoekhmaura-487950
ავტორი: ვალერი მინდელი

3. 1949 წელს ლიმაში დაბადებულ ტეოფილო კუბილასს არაერთი ლამაზი გოლი


აქვს გატანილი და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაშიც გამორჩეული ფიგურაა. მას
ხშირად მოიხსენიებენ ერთსადაიმავე 2 ასოზე დაწყებული 2 სიტყვით. დაასახელეთ
ისინი.
პასუხი: პერუელი პელე
კომენტარი: პერუელ ფეხბურთელს, ტეოფილო კუბილასს, მისი სტილის გამო
ადარებდნენ პელეს.
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Teófilo_Cubillas
https://talksport.com/football/362168/world-cups-most-iconic-players-peruvian-pele-teofilo-
cubillas-180423280084/
ავტორი: ვალერი მინდელი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
4. ერთ კამერუნულ ტომში არის ჩვეულება: სანამ ზრდასრული გახდება,
ახალგაზრდა ერთი თვე უნდა იყოს გამოკეტილი სახლში. ამის გამო ახალგაზრდებს
პაემანზე წასვლისას თან მიაქვთ... რა?
პასუხი: სახლი
ჩათვლა: საცხოვრებელი...
კომენტარი: ტომში პატარა საცხოვრებლებია, ძლიერ ახალგაზრდას შეუძლია არ
დაარღვიოს ჩვეულება და პაემანზე პირდაპირ სახლით წავიდეს.
წყარო: http://zhurnalko.net/=travel/vokrug-sveta/1984-10–num65
ავტორი: Виктор Мялов (Днепр)

5. ყურადღება მეხუთე შეკითხვა! ერთი გამოგონების წყალობოთ ასეთ ავტომობილს


შეუძლია პარკირებიდან გამოსვლა, მაშინაც კი როცა მის წინაც და უკანაც დგას სხვა
ტრანსპორტი. რა ორფუძიანი სიტყვა შევცვალეთ სიტყვით ასეთი?
პასუხი: ხუთბორბლიანი
კომენტარი: საჭიროების შემთხვევაში საბარგულიდან გამოდის მეხუთე ბორბალი,
რომელიც დომკრატის ფუქნციას ასრულებს. ეს გამოგონება ეკუთვნის კალიფორნიელ
ბრუკს უოლკერს, რომელიც დააპატენტა ჯერ კიდევ 1932 წელს.
წყარო: http://www.oldtimer.ru/retrospective/11239/
http://dic.academic.ru/dic.nsf/proverbs/25955/Пятое
https://www.1tv.ru/news/2011-04-22/128203-
mashine_neobhodimo_pyatoe_koleso_dokazal_egipetskiy_master
ავტორი: Виктор Мялов (Днепр)

6. ერთმა ჟურნალისტმა მოჭადრაკე იური ავერბახი ხუმრობით შეადარა მსოფლიოს


მოქმედ ჩემპიონს მაგნუს კარლსენს. ჟურნალისტის სიტყვებით ავერბახი არის კარლსენი
რომელიც ცხოვრობს ასეთი შენობის მეექვსე სართულზე. როგორი შენობის?
პასუხი: ხუთსართულიანი
კომენტარი: ჟურნალისტმა ავერბახს უწოდა „კარლსენი, რომელიც სახლის სახურავზე
ცხოვრობს. კარლსენი-კარლსონი...
წყარო: С. Гунеев. Юрий Авербах: был Фейербахом и Смысловым, а теперь – Карлсен,
который живет на крыше.
http://rsport.ru/interview/20170105/1113008362.html
ავტორი: Виктор Мялов (Днепр)

7. დასარიგებელი მასალა:
გავინავარდეთ სულ ერთი წუთით,

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
მერე რა მოხდა, არა ვიცი რა!..
ჩვენ ჩვენთა დღეთა ვართ იქსი
და შიგ წერია, რამ შეგვიწირა.
თქვენს წინაშეა ნაწყვეტი რაულ ჩილაჩავას ლექსიდან იქსი. დაასახელეთ იქსი 2
სიტყვით, თუკი გეტყვით რომ ის ასოცირდება თქვენთვის კარგად ნაცნობ თამაშთანაც.
პასუხი: შავი ყუთი
კომენტარი: თვითმფინავის შავ ყუთში წერია, თუ რა მოხდა მის კატასტროფამდე.
წყარო: რაულ ჩილაჩავა. „100 ლექსი“. „ინტელექტი“. თბილისი. 2012. (გვ.84).
ავტორი: ვალერი მინდელი

8. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ყოველწლიურად


იმართება ბრიტანეთში, ერთდროულად მონაწილეც „კბენს“ მას და ისიც კბენს
მონაწილეს. დაასახელეთ ის 7 ასოიანი სიტყვით.
პასუხი: ჭინჭარი
კომენტარი: ბრიტანულ სოფელ მარშვუდში ყოველწლიურად ტარდება ჩემპიონატი
ჭინჭრის ჭამაში 
წყარო: http://mozplan.ru/kto-est-krapivu/
ავტორი: Виктор Мялов (Днепр)

9. კანადელი ფსიქოლოგების ჯგუფმა გაანალიზა ცნობილი საბავშვო ნაწარმოები და


გადაწყვიტეს, რომ მის პერსონაჟებს აქვთ სერიოზული ფსიქოლოგიური გადახრები.
ერთი იტანჯება მკვეთრად გამოხატული ყურადღების დეფიციტის სინდრომით და
ჰიპერაქტიულობით, მეორე - შფოთვითი აშლილობით, მესამე პათოლოგიური
პედანტიზმით, მეოთხე - ობსესიურ-კონვულსიური აშლილობით, მეხუთე - ქრონიკული
დეპრესიით. მთავარი გმირი კი საერთოდ ნარკომანია, რომელიც იტანჯება მძიმე
ფსიქიკური დამოკიდებულებით. რაზე აქვს დამოკიებულება მთავარ პერსონაჟს?
პასუხი: თაფლი
კომენტარი: საუბარი ეხება „ვინი პუჰის“ პერსონაჟებს. თავად ვინი პუჰი
თაფლდამოკიდებულია 
წყარო: http://www.factroom.ru/facts/14641
ავტორი: Евгений Ярков (Тюмень)

10. გირჩევთ ჩაიწეროთ! ნაწყვეტი პაატა შამუგიას ლექსიდან:


იქსმა ლულა შემართა,
იქსმა კი - კალამი.
მაგრამ ყოველთვის იქსი იმარჯვებს.
რა სიტყვაა შეცვლილი იქსით?

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
პასუხი: ტანკისტი
კომენტარი: ტანკისტი, როგორც ტანკით მებრძოლი და ტანკისტი, როგორც ტანკას
ავტორი...
წყარო: პაატა შამუგია, „შიზოგადოება“, 44/73.
ავტორი: ვალერი მინდელი

11. ქართული ანიმაციური სერიალ „მაშველების“ გმირები თანამედროვე


ტექნოლოგიებით არიან „შეიარაღებული“. სერიალის ანტაგონისტი არის ასეთი იქსი.
დაასახელეთ ასეთი იქსი, თუკი გეტყვით რომ სიტყვები „ასეთი“ და „იქსი“ ანაგრამებია.
პასუხი: ბოროტი რობოტი
კომენტარი: ბოროტი რობოტი სერიალია მთავარი ანტაფონისტია.
წყარო: https://1tv.ge/video/mashvelebi-dakarguli-gamogoneba/
ავტორი: ვალერი მინდელი

12. ერთმა ცნობილმა კომპანიამ სარეკლამო პოსტერზე გამოსახა პინგვინი გაღებული


ნისკარტით. არ გეკითებით რომელმა კომპანიამ... თავის რომელ პროდუქტს უკეთებდა
კომპანია რეკლამას?
პასუხი: აუდიოწიგნებს
კომენტარი: ეს ცნობილი კომპანია არის Penguin Books, რომლის სტანდარტულ
ლოგოტიპზე გამოსახულია პინგვინი დახურული ნისკარტით. პირის გაღება - აუდიო...
წყარო: https://www.coloribus.com/adsarchive/prints/penguin-audiobooks-double-take-
18214505/
https://en.wikipedia.org/wiki/Audiobook
ავტორი: Тарас Вахрив (Тернополь)

13. ყურადღება, შეკითხვა ნომერი 13! დავით ყიფიანი იხსენებდა, რომ ერთი რიცხვი
ვიტალი დარასელიასთვის იყო საბედისწერო. ამ ნომრით ითამაშა ესპანეთში მსოფლიო
ჩემპიონატზე, დეკემბრის ამ რიცხვში დაიღუპა, ამდენი დღე ეძებდნენ მის ცხედარს.
დაასახელეთ თარიღი (თვე და რიცხვი), რომელიც ასევე იყო ნახსენები ამ წინადადებაში.
პასუხი: 13 მაისი
კომენტარი: ვიტალი დარასელიამ სწორედ „13 მაისს გაიატანა ქართული ფეხბურთის
ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი“ და თბილისის „დინამომ“ მოიგო თასების
მფლობელთა თასი. შეკითხვა რიგით მე-13 იყო.
წყარო: ლაშა გოდუაძე. „კარიერა ფრაზებში“. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა
ასოციაცია. თბილისი. 2019. (გვ.105).
ავტორი: ვალერი მინდელი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
14. გასული საუკუნის შუაში ერთ ბიზნესმენს იდეა მოუვიდა, როდესაც დაინახა თუ
როგორ შლიდნენ გამყიდველები გაყიდულ პროდუქტს. დაასახელეთ კომპანია,
რომელსაც ხელმძღვანელობდა ეს ბიზნესმენი.
პასუხი: IKEA
კომენტარი: ავეჯის სალონის თანამშრომელმა დაშალა გაყიდული ავეჯი, კერძოდ
მაგიდას ფეხები მოაცილა, რომ მარტივად ჩაედოთ ის მანქანაში. IKEA-ს მფლობელმა
ინგვარ კამპარმა, დაინახა რა ეს ფაქტი, რომლის შემდეგაც მოუვიდა აზრად ავეჯის
ბრტყელი ყუთებით შეფუთვა. შემდგომში ასეთი ყუთები გახდა ამ ბრენდის
პროდუქციის გამორჩეული მახასიათებელი.
წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Кампрад,_Ингвар_Феодор
https://ru.wikipedia.org/wiki/IKEA
ავტორი: Виктор Мялов (Днепр)

15. ერთი ბიოგრაფის მოსწრებული შენიშვნით, არცერთ ადამიანს დედამიწის


ზურგზე არ წაუკითხავს ამ ცნობილი მწერლის ყველა. დაასახელეთ ეს მწერალი
მაქსიმალურად ზუსტად.
პასუხი: ალექსანდრე დიუმა მამა
ჩათვლა: ალექსანდრე დიუმა უფროსი
კომენტარი: ანდრე მორუა ამით მიითითებს დიუმას წიგნების არამარტო დიდი
რაოდენობაზე, არამედ მოარულ ხმებზეც, რომ დიუმა უბრალოდ ხელს აწერდა წიგნებს,
რომელიც წაკითხულიც კი არ ქონდა. მწერლის მაქსიმალურად ზუსტად დასახელებაც
ერთგვარი მინიშნებაა, რათა არ დაგესახელებინათ ალექსანდრე დიუმა შვილი.
წყარო: А. Моруа. Три Дюма.
http://www.istmira.ru/knigrazlichnyetemy/11/11/page/47/Dyuma.html
http://newrezume.org/news/2017-01-12-18772
ავტორი: Виктор Мялов (Днепр)

16. დასარიგებელი მასალა:

hero
თქვენ დაგირიგდათ წიგნის სათაური. წიგნი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ,
ქალების ისტორიებით გვიყვება. დარიგებულ მასალაზე გამოტოვრბულია 1 სიმბოლო,
აღადგინეთ ის.
პასუხი: S
კომენტარი: He – hero, She – Shero...
წყარო: http://www.tabula.ge/ge/story/129602-sheroes-tsigni-qalebze-romlebic-agvistos-omis-
monatsileebi-gaxdnen
ავტორი: ვალერი მინდელი
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
17. ჰილარი როდემ კლინტონი არის ერთადერთი პირველი ლედი, რომელმაც არ
ამოიღო მისი ოფიცილური ხელმოწერიდან ეს. დაასახელეთ ეს 2 სიტყვით.
პასუხი: ქალიშვილობის გვარი
ჩათვლა: მამის გვარი
კომენტარი: ჰილარი კლინტონის ქალიშვილობის გვარი „როდემი“, კითხვაშივე
ვახსენეთ.
წყარო: http://www.luxemag.ru/high-society/2975.html
ავტორი: გუნდი "Drakony Jmovirnosti" (Львов)

18. XIX საუკუნის დასაწყისის ნაწარმოებში ისინი, ფეხის ტრავმების მიუხედავად,


მივიდნენ ქორწილში. დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: კონკიას დები
კომენტარი: ძმები გრიმების ზღაპარში, შარლ პეროსგან განსხვავებით, დასასრული
გაცილებით ძალადობრივია. კონკიას დებსაც სურდათ პრინცზე დაქორწინება და ქოში
რომ მოერგოთ, ერთმა ფეხის თითი, მეორემ კი ქუსლი მოიჭრა.
წყარო: http://az.lib.ru/g/grimm/text_0212_zamarashka.shtml
ავტორი: Виктор Мялов (Днепр)

19. ციხეში მყოფი საბჭოთა მწერალი რობერტ შტილმარკი იძულებული იყო ციხის
ზედამხედველ ვასილევსკისთვის დაეწერა რომანი. ვასილევსკის ჩაფიქრებული ქონდა
ციხის ავტორიტეტების ძალით, მოეკლა შტილმარკი როგორც კი მორჩებოდა რომანის
წერას. ლიტერატურათმცოდნე სერგეი პოტაპოვი უწოდებს შტილმარკს ციხის მას.
დაასახელეთ ის.
პასუხი: შაჰრაზადი
კომენტარი: ვასილევსკიმ ვერ გაითვალისწინა ერთი ფაქტორი, ციხის ავტორიტეტები
უსმენდნენ რა რომანის თითოეულ თავს მოთმინებთ ელოდებოდნენ მის გაგრძელებას.
მოგვიანებით მათივე დახმარებით დადასტურდა, რომ ამ რომანის ავტორი შტილმარკი
იყო. შტილმარკი შეადარეს „ათას ერთი ღამის“ პერსონაჟს შაჰრაზადს.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Наследник_из_Калькутты
http://2001.novayagazeta.ru/nomer/2001/71n/n71n-s42.shtml
ავტორი: Евгений Ярков (Тюмень)

20. დასარიგებელი მასალა:

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
ერთ-ერთი მფლობელმა იმისა, რასაც თქვენ უყურებთ დარიგებულ მასალაზე, 2013 წელს
დაიკავა პირველი ადგილი Forbes-ის სიაში. დაასახელეთ მისი გვარი.
პასუხი: მაკდაქი
კომენტარი: თქვენს წინაშეა შოტლანდიური კლანის მაქდაქის ტარტანი. Forbes-მა 2013
წელს შექმნა ყველაზე მდიდარი გამოგონილი პერსონაჟების სია, რომელშიც პირველი
ადგილი დაიკავა სკრუჯ მაქდაქმა.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Clan_McDuck
ავტორი: Ксения Егорова (Тюмень)

21. დასარიგებელი მასალა:


საქართველოში არსებული სახედრების ფერმის სახელი ერთი ასოთი განსხვავდება
ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულის სახელისგან. დაასახელეთ ამ ფერმის სახელი.
საქართველოში არსებული სახედრების ფერმის სახელი ერთი ასოთი განსხვავდება
ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულის სახელისგან. დაასახელეთ ამ ფერმის სახელი.
პასუხი: ვირლანდია
კომენტარი: ვირი + ირლანდია... მასალა დაგირიგდათ მწვანე ფერში, მწვანე ირლანდიის
ფერია...
წყარო: https://www.marketer.ge/virlandia-saxedrebis-ferma/
ავტორი: ვალერი მინდელი

22. ვაგრძელებთ! სტატიის, რომელიც ეძღვნებოდა ერთი იტალიური კლუბის


გაკოტრებას, სათაურია „მიწაზე დანარცხებული ასეთი იქსები“. ანიმაციური ფილმში
„სამი კაბალერო“ პერსონაჟი სახელად „ბურიტო“ არის ასეთი იქსი. რა სიტვებია
შეცვლილი ასეთი იქსით?
პასუხი: მფრინავი ვირი
კომენტარი: ბურიტო - ვირი... 2021 წლის აგვისტოში გამოცხადდა ვერონას „კიევოს“
გაკოტრების შესახებ, რომელსაც „მფრინავ ვირებს“ ეძახიან.
წყარო: https://www.worldsport.ge/ge/page/211029_miwaze-danarcxebuli-mfrinavi-virebi
https://disney.fandom.com/wiki/Burrito
ავტორი: ვალერი მინდელი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
23. 1863 წელს დაბადებულ ამ მხატვარს ეკუთვნის ნახატები ფერფლი, შფოთვა, ხმა,
მოქვითინე ქალი. დაასახელეთ ის.
პასუხი: ედვარდ მუნკი
კომენტარი: ყველა ჩამოთვლილი ნახატის სახელი ალუზიაა მუნკის ყველაზე ცნობილ
ნახატზე „კივილი“.
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Edvard_Munch
ავტორი: ვალერი მინდელი

24. მას შემდეგ რაც ქართულმა საკალათბურთო გუნდმა „არმიამ“ ზედიზედ სამი
თამაში წააგო ევროჩელენჯის ტურნირის სტარტზე, გაზეთმა „ლელომ“ დაწერა სტატია
სათაურით „ტელეკომი-არმია 75:71 - გავდივართ ... ...“.

დაასრულეთ სტატიის სათური 2 სიტყვით.


პასუხი: მომსახურების ზონიდან
კომენტარი: როგორც კითხვაშივე ჩანს „არმიის“ მოწინააღმდეგე იყო გუნდი სახელით
„ტელეკომი“.
წყარო:
http://sportall.ambebi.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/turnirebi/41994-telekomi-armia-7571-
gavdivarth-momsakhurebis-zonidan.html
ავტორი: ვალერი მინდელი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.

You might also like