You are on page 1of 2

კონტენტ-ანალიზი

სოციოლოგიური კვლევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეისწავლება სხვადასხვა


ტიპის დოკუმენტები მათში ამა თუ იმ მაჩვენებლების გამოვლენის სიხშირის
დაფიქსირების მიზნით. ტერმინი ითარგმნება ქართულ ენაზე როგორც „შინაარსის
ანალიზი“; ის შეიძლება იყოს როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი.

Source: ზურაბიშვილი თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში, თბ.:


სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Content analysis
კონტენტ ანალიზი. მასმედიის შინაარსის კვლევის მეთოდი, ტექნიკა, რომელიც
იდენტიფიცირებას უკეთებს, კატეგორიების მიხედვით ალაგებს, აღწერს და
რაოდენობრივად ითვლის მოკლევადიან და გრძელვადიან ტენდენციებს. როგორც
განმარტავს ამ ტექნიკის ერთ–ერთი თეორეტიკოსი კნიპერდორფი (1980) კონტენტ
ანალიზი წარმოადგენს საკვლევ ტექნიკას, რომლის მეშვეობითაც დგინდება
მონაცემების მყარი და ვალიდური კორელაცია და მიმართება მათ კონტექსტთან.  მეორე
თეორეტიკოსი კერლინგერი (1986) მიუთითებს ამ ტექნიკის სისტემურობაზე,
რაოდენობრიობაზე და ობიექტურობაზე. კონტენტ ანალიზი რამდენიმე ეტაპად
ხორციელდება: პირველ ეტაპზე გამოიყოფა საკვლევი პოპულაცია, მედიასაშუალებების
ის სიმრავლე, რომელთა შინაარსშიც იდენტიფიცირებულია მკვლევრისთვის
საინტერესო საკითხი; შემდეგ გამოიყოფა კონკრეტული საკვლევი საკითხი ან ჰიპოთეზა
და ის ცვლადები, რომელთა კორელაციამაც საკვლევი საკითხი უნდა გააანალიზოს, ან
დაადასტუროს ან უარჰყოს მკვლევრის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა. მეორე ეტაპზე
გამოიყოფა ანალიზის ერთეული, სიტყვა-გასაღები ან შეტყობინება-გასაღები; მესამე
ეტაპზე ხდება იმ შინაარსობრივი კატეგორიების იდენტიფიცირება, რომელთა
მიხედვითაც ხდება საზრისისეული ერთეულის კატეგორიზაცია. მოთხე ეტაპზე ხდება
რაოდენობრივი მაჩვენებლების დათვლა, სანდოობის კოეფიციენტის დადგენა
მიღებული სტატისტიკური პროცედურების მეშვეობით. დასკვნითი ეტაპი არის
მიღებული მონაცემების გაანალიზება, ტენდენციების გამოკვეთა და დასკვნების
გამოტანა. ამერიკელი როჯერ უიმერი და ჯოზეფ დომინიკი (1991 და შემდგომი
წლების გამოცემები) კონტენტ ანალიზის შემდეგ ეტაპებს გამოჰყოფენ: 1. საკვლევი
საკითხის ან ჰიპოტეზის ჩამოყალიბება; 2. პოპულაციის განმარტება; 3. პოპულაციიდან
შესაბამისი შერჩევის ზომის აღება; 4. საზრისისეული ერთეულის შერჩევა და
განმარტება; 5. გასაანალიზებელი შინაარსის კატეგორიების დადგენა; 6,
კვანტიფიკაციის სისტემის დაწესება; 7კოდირება და საპილოტე კვლევა; 8.
შეგროვებული მონაცემების ანალიზი; 9. დასკვნების გამოტანა.

კონტენტ–ანალიზი
რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია
მედიის შინაარსის (ინფორმაციის) შესწავლასთან, როდესაც ხდება მისი კლასიფიკაცია
ფორმალიზებული პრინციპით.
კ.–ა–ის ობიექტი შეიძლება გახდეს გაზეთების, საჯარო გამოსვლების, ტელე და
რადიოგადაცემების, ოფიციალური და პირადი დოკუმენტების, ინტერვიუების, ანკეტის
ღია კითხვებზე პასუხების და ა.შ. შინაარსი. დასაწყისში მკვლევრები შეიმუშავებენ
კატეგორიათა ჯგუფს (სერიას), ე.წ. „საზრისისეულ ერთეულებს“. ეს ის ერთეულებია,
რომელთა არსებობა (ან არარსებობა) აინტერესებს მკვლევარს შესასწავლ საინფორმაციო
მასივში (მაგალითად, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოსული გაზეთის
ნომრებში). „საზრისისეული ერთეულები“ (კატეგორიები) შეიძლება იყოს: პიროვნების
განსაზღვრული თვისებები, სოციალური სტატუსი, სპეციფიკური სოციალური
ურთიერთობები, ინფორმაციის ავტორის პოზიცია და ა.შ. რამდენადაც ერთი და იგივე
საზრისისეული ერთეული შეიძლება გამოიხატოს განსხვავებული ენობრივი ხერხებით,
საჭიროა განისაზღვროს ამა თუ იმ კატეგორიის კონკრეტული ემპირიული
ინდიკატორები. ბოლოს ხდება აღრიცხვის ერთეულების განსაზღვრა, რაც შეიძლება
იყოს: მოხმარებული სიტყვის სიხშირე, სტრიქონების რაოდენობა, რომლებიც ეთმობა
მოცემული საზრისისეული ერთეულის აღწერას, საგაზეთო სვეტის მოცულობა,
გადაცემის ხანგრძლივობა და სხვ. ეს საშუალებას იძლევა, მიღებულ იქნეს
განსაზღვრული რაოდენობრივი მონაცემები, რომლებიც დაექვემდებარება
კომპიუტერულ დამუშავებასა და სტატისტიკურ ანალიზს. მიღებული შედეგების
საფუძველზე შეიძლება დადგინდეს, რა ხასიათის, ღირებულებითი ორიენტაციის,
იდეოლოგიის (მსოფლმხედველობის) საინფორმაციო მასალასთან გვაქვს საქმე. კ.–ა–ის
პრობლემა ისაა, რომ რთულია როგორც საზრისისეული ერთეულების განსაზღვრა,
ასევე გასაანალიზებელი მასალის „მოთავსება“ შესაბამის კატეგორიებში.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი:


ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ;
20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

You might also like