You are on page 1of 4

1

თემა #13

სტატისტიკური მეთოდების კომპლექსური გამოყენება

ანალიზში

სტსტისტიკური გამოკვლევის დამამთავრებელ საფეხურს წარმოადგენს მონაცემთა ანალიზი


და მეცნიერული დასკვნების გაკეთება, რომელიც იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ სწორედ
მოცემულ სტადიაზე ხორციელდება შესასწავლი საგნის განვითარების კანონზომიერების
შემეცნება, მისი განზოგადებული დახასიათება.

საერთოდ მეცნიერებაში, კერძოდ კი სტატისტიკაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანალიზურ


მეთოდს, რომლის გარეშე წარმოუდგენელია მეცნიერული დასკვნების გაკეთება, ჰეგელი
აღნიშნავდა, რომ ანალიზის მეთოდის შინაარსი მოცემული კონკრეტული სინამდვილის
შემადგენელ ელემენტებად დაშლას და ამის საფუძველზე საგნის შინაგან თავისებურებათა,
გვარისა და კანონის გამოვლინებაში მდგომარეობს. შესასწავლი ობიექტის ანალიზი, მისი
შემადგენელ ელემენტებად დაშლა - კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფეხურს
წარმოადგენს, მაგრამ შემეცნების პროცესი გულისხმობს არა მხოლოდ ანალიზს, არამედ
სინთეზსაც, რადგან ანალიზი არ არსებობს სინთეზის გარეშე, ხოლო მეცნიერული კვლევებისა
და დასკვნებისათვის საჭიროა მოვლენებისა და პროცესების როგორც შეერთება, ისე დაშლა,
დანაწილება ცალკეულ ელემენტებად და ნაწილებად, შემდეგ კი მონაცემთა კვლავ შეჯამება.
ამგვარად, ანალიზი და სინთეზი შინაგანად დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და
ერთიმეორეს გულისხმობენ.

სტატისტიკოსები და ეკონომისტები უნდა იყვნენ შეიარაღებულნი ისეთი ცოდნით, რომ


შეძლონ ყველა მაჩვენებლის გამოანგარიშება ფაქტების მიხედვით, რათა დასახონ ისეთი
კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც გაუადვილებენ მართვასაც და ბიზნეს-საქმიანობის
შესრულებასაც. მოპოვებული სტატისტიკური მასალის ანალიზური შესწავლა და ამის
საფუძველზე გარკვეული თეორიული თუ პრაკტიკული ხასიათის დასკვნების გაკეთება
შემმეცნებელი სუბიექტების ძირითადი ამოცანაა.

სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზს წინ უძღვის შესასწავლი მოვლენის ზოგად-თეორიული


განხილვა. თუ შესასწავლ მოვლენათა ერთობლიობა აღებულია საზოგადოებრივი ცხოვრების
ეკონომიკურ ურთიერთობათა სინამდვილიდან, კვლევას საფუძვლად უდევს ეკონომიკური
თეორიისა და ისტორიული მატერიალიზმის დებულებები. შესასწავლი საგნის შინაარსის, მისი
თეორიული საფუძვლების გაცნობას, თან ახლავს საანალიზო მასალის არსებითი შემოწმება.
შეუძლებელია სტსტისტიკურ ანალიზს დაექვემდებაროს ისეთი მასალა, რომელიც
დეფექტურია. ამიტომ საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, მასალის სიზუსტის ხარისხი,
მკვლევარი სათანადოდ უნდა იცნობდეს შესასწავლი საგნის ბუნებას, მის თავისებურებას,
მასალის მოპოვებისა და დამუშავების ხერხებს, საანალიზო მასალის შემოწმება გულისხმობს
2
სისრულის ხარისხის დადგენას, ე.ი იმის გაგებას, თუ რამდენად მოიცავს მასალა დაკვირვების
გეგმის გათვალისწინებულ ერთეულებს. საანალიზო მასალა უნდა შემოწმდეს არითმეტიკული
თვალსაზრისითაც, რაც ხორციელდება ე.წ. არითმეტიკული კონტროლის მეშვეობით. უნდა
ითქვას, რომ არითმეტიკულ კონტროლს, რომელიც უზრუნველყოფს საანალიზო მასალის
გარეგნულ შემოწმებას, თან უნდა ახლდეს მასალის ლოგიკური შემოწმება (კონტროლი),
რომელიც მოითხოვს მკვლევარის თეორიულ პრაქტიკულ გამოცდილებას. საანალიზო მასალის
ყოველმხრივ შემოწმებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამის საფუძველზე იქმნება
მტკიცე დასაყრდენი, რომელიც მეცნიერული დასკვნების ამოსავალს წარმოადგენს.

მონაცემთა ანალიზის დროს უნდა გვახოვდეს, რომ ზედმეტი მაჩვენებლები, უმნიშვნელო


ფაქტები ხელს უშლის ობიექტური სინამდვილის შემეცნების პროცესს. ამიტომ, ასეთი მასალა,
როგორც წესი, იმთავითვე უნდა გამოცალკევდეს და კვლევის ფარგლებს გარეთ იქნეს
დატოვებული. ობიექტური სინამდვილის სტატისტიკური მეთოდით შესწავლისას ჩვენ
ვემყარებით პირველად მასალას, რომელიც უშუალოდ ასახავს შესასწავლ საგანს, თუმცა,
ზოგჯერ, როცა ასეთ ცნობები არ მოგვეპოვება, იძულებული ვართ გამოვიყენოთ ისეთი
მონაცემები, რომლებიც მიახლოებით ასახავენ სინამდვილეს. Aასე, რომ თუ მაგალითად,
მკვლევარს არ გააჩნია პირდაპირი ცნობები მოსახლეობის კლასობრივი შემადგენლობის
დახასიათებისათვის, მას შეუძლია გამოიყენოს ცნობები მოსახლეობის საქმიანობის შესახებ,
იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს პირდპირი ცნობები ეროვნული ნიშნის მიხედვით
განაწილების შესახებ, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ცნობები დედაენის შესახებ.
ცხადია, ანალიზისას ასეთი ცნობების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ზუსტი დასკვნების
გაკეთებას,ა მიტომ ამ ხერხით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ
შემთხვევაში.

სტატისტიკური ანალიზის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მონაცემთა შერჩევას.


ამიტომ, ანალიზის დასაწყებად საჭიროა გარკვევა იმისა, თუ რამდენად აკმაყოფილებს ჩვენს
განკარგულებაში არსებული მასალა შესადარისობის საერთო მოთხოვნებს. სტატისტიკურ
მონაცემთა შესადარისობა ნიშნავს მათ ერთგვაროვნებას ჩვენთვის საინტერესო ნიშნის
მიხედვით. ერთგვაროვნების პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლენის დინამიკის
გაზომვის შემთხვევაში. მონაცემთა ერთგვაროვნების ცნებაში გვესმის მაჩვენებელთა მსგავსება
არითმეტიკული თვალსაზრისით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებლები უნდა
წარმოადგენდნენ ან აბსოლუტურ, ანდა წარმოებული სიდიდეების რომელიმე სახეობას.
შედარების წარმოებისას სხვადასხვა ხასიათის სიდიდეების დაპირისპირება დაუშვებელია,
რადგან აბსოლუტური და შეფარდებითი სიდიდეების ერთიმეორესთან შედარება მკვლევარს
უაზრობამდე მიიყვანს.

სტატისტიკური მონაცემთა შედარებისას, აგრეთვე არსებითი მნიშვნელობა აქვს


შესადარებელ სიდიდეთა ერთგვაროვნების დაცვას მასში ასახული ობიექტისა და დროის
ნიშნის მიხედვით. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით ყურადსაღებია მოვლენის დინამიკის
გაზომვის შემთხვევაში, რისთვისაც ყოველთვის მიზანშეწონილია აღებული იქნეს პერიოდის
თანაბარი ინტერვალი.
3
სტატისტიკური მუშაობის პრაქტიკაში და თეორიაშიც ფართოდ გავრცელებული შედარების
მეთოდის გამოყენება. მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვესმოდეს
შემეცნების პირობითობისა და სუბიექტურობის თვალსაზრისით, ანუ მეტაფიზიკურად.
შედარების მეთოდის გამოყენებით ჩვენ თნდათანობით შევიცნობთ ჭეშმარიტებას, რაც
განზოგადებული დასკვნების საშუალებას გვაძლევს და საგნის განვითარების ძირითადი
კანონის ასახვის გზას გამოყოფს.

სათანადო მონაცემთა შედარების საფუძველზე ხორციელდება თითქმის ყველა მაჩვენებლის


შემოწმება, ხოლო შეპირისპირების მეთოდის გამოყენება გამოანგარიშებული მაჩვენებლების
ჭეშმარიტების დადგენაში გვეხმარება.

ასე მაგალითად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მზარდი ტემპი ჭეშმარიტი იქნება, თუ


მზარდი ტემპითვე დახასიათდება შრომის ნაყოფიერების მაჩვენებელი, მოსახლეობის
შემოსავლების მაჩვენებლები, ან სოციალური ხასიათის ღონისძიებათა ამსახველი
მაჩვენებლების აღმავალი მიმართულება. შედარებისა და შეპირისპიების პროცესში უნდა
გამოვლინდეს მაჩვენებელთა დადებითობის ხელისშემწყობი ფაქტორები, მომგებიანი და
გაკოტრების პირზე მისული საწარმოები.

შესასწავლი საგნი სტრუქტურული აღნაგობის დახასიათება მთლიანად ემყარება შედარების


მეთოდს. ამის საფუძველზე ისაზღვრება ერთეულების შემადგენელ ელემენტთა ხვედრითი
წილის მაჩვენებლები, თუ მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში ქალაქის მოსახლეობის
ხვედრითი წილი სჭარბობს სოფლის მოსახლეობის ხვედრით წილს, მაშინ ქვეყნისა და
რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებაც იოლი ასარჩევია სახალხო მეურნეობის
ცალკეული დარგებისა თუ ტერიტორიული ერთეულების შესაბამისად.

მოსახლეობის საერთო რიხოვნობის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს თანაფარდობა


ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის მიხედვით, თუ შემცირების ტენდენცია რომელიმე ნიშნის
მიხედვით შესამჩნევია, მასინ მაზეზების შესწავლაც უნდა მოხდეს და დაისახოს კონკრეტული
ღონისძიებები გამოსწორებისათვის.

მონაცემთა ანალიზისათვის საჭიროა ცნობილი ყველა ხერხის (მონაცემთა დაჯგუფება და


თავმოყრა, შეფარდებითი და საშუალო სიდიდეების გამოანგარიშება, საინდექსო მეთოდი,
კავშირის გაზომვის ხერხი, გრაფიკული გამოსახულების მეთოდი, დისპერსიული ანალიზის
მეთოდი, ჰიპოთეზების სტატისტიკური შემოწმების ხერხები, ინტერპოლაციური და
ექსტრაპოლაციური გამოთვლის ხერხებიდა ა.შ) კომპლექსური გამოყენება.

მონაცემთა თავმოყრა და დაჯგუფება სტატისტიკურ ცხრილებში გვიადვილებს


ერთტიპიური მოვლენების შესწავლასა და გამოთვლილი მაჩვენებლების მიხედვით ანალიზის
ჩატარებას. დაჯგუფების მეთოდის სწორი გამოყენება მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია
შეფარდებითი სიდიდეების მისაღებად, განსაკუთრებით კი საშუალო სიდიდეების
გამოსათვლელად. ე.ი. ამ ორი ხერხის კომპლექსური გამოყენება აუცილებელია ჭეშმარიტი
დასკვნისათვის .
4
რაიმე მოვლენის ქრონოლოგიური განვითარების შესასწავლად აუცილებელია ერთად
გამოვიყენოთ როგორც დინამიკური რიგის მაჩვენებლები (ზრდის,მატების ტემპის,
აბსოლუტური მატების), ისე საშუალო სიდიდეთა გამოსათვლელი მაჩვენებლები. მაგალითად,
ქვეყნის საუალო განვითარების დონის შედარება ზრდის ტემპების მაჩვენებლებთან.

საინსექსო მეთოდის გამოყენება და მის საფუძველზე მიღებული მაჩვენებლების ანალიზი


საუკეთესო დასკვნების საშუალებას იძლევა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით,
როცა საინდექსო მეთოდთან ერთად ვიყენებთ საშულოების მეთოდსაც. გავიხსენოთ პააშეს,
ლასპეირესისა და ფიშერის ,,იდეალური" ინდექსის ამსახველი მაჩვენებლების გამოყენება
მოსახლეობის ცხოვრების დონის ნაჩვენებლების მიღებაში, კერძოდ, სამომხმარებლო კალათის,
ოჯახების შემოსავლის, მინიმალური ხელფასის მაჩვენებლების გამოანგარიშებაში.

მოვლენათა შორის კავშირების დადგენაში ვიყენებთ კომპლექსურად როგორც აბსოლუტურ,


ისე შეფარდებით და საშუალოების მეთოდს, აგრეთვე, საშუალო კვადრატულ გადახრებსა და
დისპერსიული ანალიზის ხერხებს, სადაც აშკარად ჩანს მათემატიკური მეთოდების
გამოყენების აუცილებლობა. მათემატიკური მეთოდებისა და საშუალოების მეთოდის ერთად
გამოყენება კარგად ჩანს აგრეთვე დინამიკური (ქრონოლოგიური) რიგების მოსწორებისას.
(სრიალა საშუალედოს გამოყენება, დინამიკური რიგის მოსწორება სწორი ხაზისა და
უმცირესი კვადრატთა მეთოდით; მათი გამოსახვა გრაფიკულად და ა.შ.)

დღეისათვის ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში მონაცემების გრაფიკულად ასახვა.


საქართველოსა და აჭარის რეგიონის სტატისტიკური დეპარტამენტის მიერ გამოცემული
კრებულები მთლიანად ილუსტრირებულია გრაფიკების სხვადასხვა სახეებით:
ადმინისთრაციულ-ტერიტორიული დაყოფა - კარტოგრამით-გეოგრაფიული რუკით;
მრეწველობის პროდუქციის წარმოების მოცულობა - სვეტოვანი გრაფიკებით; სამომხმარებლო
საქონლის წარმოება - სექტორული დიაგრამებით; სოფლის მეურნეობის პროდუქცის წარმოება
- ფონოვანი დიაგრამებით (ცილინდრული დიაგრამა); ელექტროენერგიის წარმოება,
ცხოვრების დონის მაჩვენებლები - სვეტოვანი დიაგრამებით და ა.შ.

ჰიპოთეზის სტატისტიკური შემოწმებები საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს ვარაუდი


მოსალოდნელ მოვლენებზე და გაკეთდეს ექსრტაპოლაციური გზით პროგნოზები, რომელშიც
აქტიურად გამოიყენება მათემატიკური მეთოდები.

რამდენადაც ანალიზი სრული და მრავალმხრივია, იმდენად ღრმა და საფუძვლიანია


დამკვირვებლის მიერ გაკეთებული მეცნიერული დასკვნები ჩვენს მიერ ჩამოთვლილი
სტატისტიკური მეთოდების კომპლექსური გამოყენების შემთხვევაში.

You might also like