You are on page 1of 20

სტატისტიკა 1 თემა

კორელაციურ-რეგრესიული ანალიზის სტატისტიკური მეთოდები


ეკონომიკასა და ბიზნესში

ლიკა ძებისაური

ასოცირებული პროფესორი

თბილისი
2023
ძირითადი საკითხები

 მოვლენათა ურთიერთკავშირის ფორმები და სახეები


 ეკონომიკურ მოვლენათა შორის კავშირის შესწავლის სტატისტიკური მეთოდები
 კორელაციურ–რეგრესიული ანალიზის მარტივი მეთოდები
 წყვილადი კორელაცია და მისი სტატისტიკური შესწავლა
 ჰიპერბოლური წყვილადი კორელაცია X
 მრავლობითი კორელაცია X
 კორელაციის წრფივი კოეფიციენტი
 კორელაციის ინდექსი
კორელაციურ-რეგრესიული ანალიზი

 სტატისტიკა საზოგადოებრივ-ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს განიხილავს არა


იზოლირებულად, არამედ მათ მჭიდრო ურთიერთკავშირში.

 თითოეული მოვლენის განვითარება გავლენას ახდენს სხვა რომელიმე, მასთან დაკავშირებული


მოვლენებისა და პროცესების განვითარებაზე, ან კიდევ პირიქით. ამიტომ მოვლენათა შორის
ურთიერთკავშირის განხილვისას გამოყოფენ ფაქტორულ (მოვლენები, რომლებიც მოქმედებენ
სხვა მოვლენების განვითარებაზე) და საშედეგო (მოვლენები, რომელთა განვითარება მოცემულ
შემთხვევაში განპირობებულია სხვა, მათზე მოქმედი მოვლენებისა და პროცესების
განვითარებით) ნიშნებს.
მოვლენათა ურთიერთკავშირის ფორმები

სტატისტიკაში განასხვავებენ მოვლენებს შორის ურთიერთკავშირის 2 ფორმას:

• ფუნქციონალურს ანუ სრულს (ფაქტორული ნიშნის ყოველ მნიშვნელობას შეესაბამება


საშედეგო ნიშნის მხოლოდ ერთი მნიშვნელობა. მაგ., კავშირი წრის ფართობსა და რადიუსს
შორის, ან წრეხაზის სიგრძესა და რადიუს შორის. რადიუსის ცვალებადობა (მოზეზობრივი
მოვლენა ანუ ფაქორული ნიშანი), ყოველთვის, ყველგან და ერთი და იმავე ძალით იწვევს
წრეხაზის სიგრძის ან წრეხაზის ფართობის (საშედეგო მოვლენები) ცვალებადობას).

• კორელაციურს, ანუ სტატისტიკურს (ერთი მოვლენის ცვალებადობა ყველა ერთეულის


ცვლილებას კი არ იწვევს, არამედ, საშუალოდ ავლენს კანონზომიერებას. მაგ., სოციალურ-
ეკონომიკური მოვლენები)
ეკონომიკურ მოვლენათა შორის კავშირის სახეები

• პირდაპირი (ფაქტორული ანუ მიზეზობრივი მოვლენის გადიდება იწვევს საშედეგო


მოვლენის გადიდებას და პირიქით, მიზეზობრივი მოვლენის შემცირება იწვევს საშედეგო
მოვლენის შემცირებას) და უკუ (იზრდება ფაქტორული ნიშანი, მცირდება საშედეგო ან
პირიქით, მცირდება ფაქტორული ნიშანი და იზრდება საშედეგო)

• წრფივი და არაწრფივი
წრფივი - მიზეზობრივი ფაქტორის გადიდებასთან ერთად, ზოჯერ მიმდინარეობს საშედეგო
მოვლენის უწყვეტი გადიდება ან შემცირება, ანუ მიზეზ-შედეგობრივი მოვლენები იცვლება
არითმეტიკული პროგრესიით, რასაც ეწოდება წრფივი კავშირის სახეობა
არაწრფივი - არაწრფივი კავშირის შემთხვევაში მიზეზობრივი ფაქტორის გადიდებისას
საშედეგო ფაქტორი დიდდება ან მცირდება უთანაბროდ, ზოგჯერ ცვლილების მიმართულება
საწინააღმდეგოა. ანუ თუ მიზეზ-შედეგობრივი მოვლენები იცვლება გეომეტრიული
პროგრესიით, ასეთი სახის კავშირი მათემატიკურად გამოისახება არაწრფივი (პარაბოლა,
ჰიპერბოლა, მაჩვენებლიანი ფუნქცია და ა.შ.) განტოლებით.

• ერთფაქტორიანი (წყვილადი კორელაცია) და მრავალფაქტორიანი (მრავლობითი


კორელაცია)
ეკონომიკურ მოვლენათა შორის კავშირის შესწავლის სტატისტიკური
მეთოდები
• პარალელურ მწკრივთა (მიზეზობრივი და საშედეგო მოვლენების რაოდენობრივი გამოსახულებანი
ჩაიწერება ერთმანეთის პარალელურად)

• საბალანსო (რესურსების მოძრაობის აბსოლუტურ მაჩვენებლთა ურთიერთდაკავშირებული სისტემის


შედგენა: ნაშთი პერიოდის დასაწყისში+შემოსულობანი=დანახარჯები+ნაშთი პერიოდის ბოლოსათვის)

• ანალიზური დაჯგუფების (ეს მეთოდი გულისხმობს არა მარტო დაჯგუფების გამოყენებას, არამედ
განზოგადებული მაჩვენებლების გაანგარიშებას ანალიზისათვის. ამ მეთოდის გამოყენებით მოვლენათა
შორის ურთიერთკავშირის გამოვლენისათვის საჭიროა ჯერ მიზეზობრივი მოვლენის მიხედვით
დავაჯგუფოთ საშედეგო მოვლენის მაჩვენებლები. შემდეგ კი თითოეული ჯგუფისათვის გავიანგარიშოთ
საშედეგო მოვლენის საშუალო ან შეაფარდებითი მაჩენებლები. ამის შემდეგ შეგვიძლია საშედეგო მოვლენისა
და მიზეზობრივი ფაქტორის ცვლილებანი ერთმანეთს შევადაროთ და გამოვალინოთ კავშირის ხასიათი,
სახეობა, ფორმა და რაოდენობრივი თანაფარდობანი)
• კორელაციურ - რეგრესიული (ის გულისხმობს კავშირის ადეკვატური ამსახველი მოდელის აგებას და მისი
მეშვეობით მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირის რაოდენობრივი თანაფადობის გაანგარიშებას)

კორელაციურ-რეგრესიული ანალიზის შემქნელებად ითვლებიან


ფ. გალტონი (1822-1911) (რეგრესიული ანალიზი)
და
ლ. პირსონი (1857-1936წ)
კორელაციურ–რეგრესიული ანალიზის მარტივი მეთოდები

თუ მოვლენებს შორის კავშირი წრფივი ფორმისაა, მაშინ ის გამოისახება წრფივი


განტოლებით: y = a0 + a1x

სადაც,
y – საშედეგო მოვლენის რაოდენობრივი გამოსახულება,
a0 და a1 კავშირის გამომსახველი პარამეტრებია
x – მიზეზობრივი მოვლენის რაოდენობრივი გამოსახულებაა.

a0 და a1 პარამეტრების გასაანგარიშებლად ვიყენებთ


ნორმალურ განტოლებათა სისტემას:

პარამეტრები ასე გაიანგარიშება:


კორელაციურ–რეგრესიული ანალიზის მარტივი მეთოდები
როგორია პარამეტრების გეომეტრიული და ეკონომიკური შინაარსი?
თუ ავაგებთ დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაზე x-ისა და y-ის მნიშვნელობებს, მივიღებთ:

a0 გეომეტრიულად არის მანძილი კოორდინატთა ცენტრიდან გრაფიკული გამოსახულების ორდინატთა


ღერძის გადაკვეთამდე. ხოლო a1 იმ კუთხის ტანგენსია, რომელსაც ქმნის გრაფიკი აბსცისთა ღერძთან.
ეკონომიკურად a0 არის საშედეგო მოვლენის რაღაც საწყისი მნიშვნელობა, ხოლო a1 გვიჩვენებს
მიზეზობრივი მოვლენის ერთი ერთეულით ცვლილება რამდენი ერთეულით შეცვლის საშედეგო
მოვლენას.
ზემოთმოყვანილი განტოლებით გამოისახება, მაგალითად, კავშირი შრომის ნაყოფიერებასა და მუშების
კვალიფიკაციას, მოსავლიანობასა და სასუქების რაოდენობას შორის და ა. შ.
მოვლენებს შორის არაწრფივი კავშირი

თუ მოვლენებს შორის კავშირი არაწრფივია, მაშინ ვიყენებთ:

• ჰიპერბოლას

• პარაბოლას:

• ან მაჩვენებლიან ფუნქციას: y = a0 a1x


X ჰიპერბოლური წყვილადი კორელაცია

• ჰიპერბოლური წყვილადი, არაწრფივი კავშირები ეკონომიკურ ანალიზსა და ბიზნესში


გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ერთი მოვლენის გადიდება ან შემცირება
იწვევს საშედეგო მოვლენის შემცირებას ან გადიდებას.

• მაგალითად, წარმოების მოცულობის ზრდა იწვევს პროდუქციის ერთეულის


თვითღირებულების შემცირებას.
მრავლობითი კორელაცია
თითოეულ მოვლენაზე მოქმედებს არა მხოლოდ ერთი ფაქტორი, არამედ მრავალი. ამ უკანასკნელ
შემთხვევაში საქმე გვაქვს მრავლობით კორელაციასთან. იმის მიხედვით, თუ რა სახის კავშირი
არსებობს მოვლენებს შორის, გვაქვს სხვადასხვა განტოლებათა სისტემა:

• წრფივი

• პარაბოლა

• ჰიპერბოლა

• მაჩვენებლიანი
წყვილადი (წრფივი) და მრავლობითი კორელაცია

 ზოგჯერ საჭიროა მოვახდინოთ საშედეგო მოვლენის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების


აბსტრაჰირება (გარდა ერთისა) და განვიხილოთ მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო ფაქტორის
გავლენა. ამ შემთხვევაში გვაქვს ერთფაქტორიანი სახეობის კავშირი. სხვაგვარად ასეთ კავშირს
უწოდებენ წყვილად კავშირს, წყვილად კორელაციას.

 იმ შემთხვევაში, თუ მრავალი ფაქტორის გავლენას ვიხილავთ საშედეგო მოვლენის


განვითარებაზე, მაშინ საქმე გვაქვს მრავალფაქტორულ კავშირთან, მრავლობით
კორელაციასთან.
წყვილადი (წრფივი) კორელაცია და მისი სტატისტიკური შესწავლა

• ორ მოვლენას შორის კავშირს უწოდებენ წყვილად კორელაციას, ხოლო ასეთი


კავშირების სტატისტიკურ ანალიზს - კორელაციურ ანალიზს.

• ხშირად, წყვილად კორელაციას წყვილად რეგრესიას უწოდებენ, ვინაიდან, კორელაცია


კავშირის ფორმას ასახავს, ხოლო რეგრესია კავშირის ფორმის გამომსახველი
განტოლებაა.

• წყვილადი კორელაცია ორი სახისაა: წრფივი ანუ სწორხაზოვანი და არაწრფივი ანუ


მრუდხაზოვანი. ამ ფორმების გამოსავლენად არსებობს გრაფიკული და ვიზუალური
მეთოდები.
კორელაციის წრფივი კოეფიციენტი

კორელაციის წრფივი კოეფიციენტი ზომავს წრფივი დამოკიდებულების სიძლიერეს და


მიმართულებას.

სადაც,

Xi - მიზეზობრივი მოვლენის რაოდენობრივი გამოსახულებაა;

Yi - საშედეგო მოვლენის რაოდენობრივი გამოსახულება;

X - მიზეზობრივი მოვლენის საშუალო მნიშვნელობა;

Y - საშედეგო მოვლენის საშუალო მნიშვნელობა.

მისი მნიშვნელობა იცვლება -1-დან 1-მდე


კორელაციის წრფივი კოეფიციენტი - მეორე

რეგრესიის კოეფიციენტი

კორელაციის წრფივი კოეფიციენტი - გაშლილი ფორმით


კორელაციის წრფივი კოეფიციენტის შეფასება
კორელაციის ინდექსი

პირსონის თეორიულ შეფარდებას ანუ კვადრატულ ფესვს დეტერმინაციის თეორიული კოეფიციენტიდან


ეწოდება კორელაციური კავშირის სიმჭიდროვის ხარისხის უნივერსალური მაჩვენებელი (, რომელიც
შეიძლება თავისუფლად გამოვიყენოთ როგორც წყვილადი ისე, მრავლობითი, აგრეთვე წრფივი და
არაწრფივი კორელაციური კავშირურთიერთობის კორელაციურ-რეგრესიულ ანალიზსა და
პროგნოზირებაში. - ეტა

პირსონის თეორიულ კორელაციურ შეფარდებას ზოგჯერ უწოდებენ კორელაციის ინდექსს. მისი


მნიშვნელობა იცვლება 0-დან 1-მდე

კავშირის სიმჭიდროვისა და ძალის დახასიათება


pirobiTi aRniSvna

X - arasavaldebulo
დარჩა 2 თემა

You might also like