You are on page 1of 7

1

თემა# 9 დინამიკის ქრონოლოგიური მწკრივების დახასიათება

1. დინამიკის (ქრონოლოგიური) მწკრივების აგება


2. დინამიკის (ქრონოლოგიური) მწკრივების საანალიზო მაჩვენებლები
3. ქრონოლოგიური (დინამიკური) მწკრივების მოსწორება.

დინამიკის მწკრივები
დინამიკის მწკრივების ანალიზის ხერხები

1. დინამიკის (ქრონოლოგიური) მწკრივების აგება


შეფარდებითი სიდიდეების მრავალი სახე გავიცანით. მათ შორის დინამიკის შეფარდებითი
სიდიდეც. Mმაგრამ ჩვენს მიერ შესწავლილი დინამიკური სიდიდე მოვლენის განვითარების
ზომას მხოლოდ ორი პერიოდის – საანგარიშო და საბაზრო პერიოდისათვის გვიხასიათებს. მაგრამ
ჩვენთვის საჭიროა არა მხოლოდ მოვლენის დინამიკის ზოგადი დახასიათება, მოცემული ორი
პერიოდის ფარგლებში არამედ მისი განვითარების კანონზომიერების ასახვაც კონკრეტულ
სიდიდეებში, ამ პერიოდებს შორის არსებული დროის მონაკვეთებში მიმდინარე პროცესების
დახასიათება და განვითარების საეთო ტენდერციის თავისუფლებების დადგენა. Aამ საკითხების
გადაწყვეტა ხდება დინამიკის მწკრივების აგებითა ანალიზით. დინამიკის მწკრივებს
სტატისტიკაში ქრონოლოგიურ მწკრივებსაც უწოდებენ. ქრონოლოგიური (დინამიკური)
მწკრივები ეწოდება ისეთ სტატისტიკურ სიდიდეათაგან შემდგარ მწკრივებს, რომლებიც
თანმიმდევრულად ასახავენ ამა თუ იმ საზოგადოებრივ – ეკონომიკური მოვლენის დინამიკის
დროში.
ქრონოლოგიური მწკრივების აგებისას ძირითადს წარმოადგენს ერთგვროვნების პრინციპის
დაცვა, ეს კი ნიშნავს, რომ მწკრივების ყოველი წევრი ერთგვაროვანი უნდა იყოს არა მხოლოდ
სიდიდეებში ასახული საგნის ან მოვლენის მიხედვით, არამედ დროის სახელწოდებისა და
მაჩვენებელთა სახეობის მიხედვიტაც. თუ ეს ას ეარ მოხდა, დინამიკური მწკრივის აგებას და მის
ანალიზს არანაირი მეცნიერული მსჯელობის მნიშვნელობა არ ექნება. მისი აგებისას იმდენად
საჭიროა წევრთა ერთგვაროვნების დაცვა, რომ ისინი ტერიტორიული ნიშნითაც უნდა
ედრებოდნენ ერთმანეთს.
განვასხვავებთ ქრონოლოგიური მწკრივის ორ ძირითად სახეს. ინტერვალურსა და სამომენტოს.
ისინი თავის მხრივ იყოფიან: ქრონოლოგიურ მწკრივებად, რომლებიც აბსოლუტური
სიდიდეებისაგან მიიღებიან და ქრონოლოგიურ მწკრივებად, რომლებიც შეფარდებითი
სიდიდეებისა და საშუალო სიდიდეებისაგან მიიღებიან.
ქრონოლოგიური ინტერვალური მწკრივის ძირითად დამახასიათებელს წარმოადგენს ჩვენთვის
საინტერესო მოვლენის დინამიკის ასახვა დროის განსაზღვრული მონაკვეთის ანუ ინტერვალის
მიხედვით. ქრონოლოგიური მწკრივის ყოველი წევრი მოიცავს მოვლენის ან საგნის სიდიდეს
დროის მოცემული მონაკვეთის ფარგლებში. ასეთი მწკრივის მაგალითს წარმოადგენს
საქრთველოში ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებლები წლების მიხედვით: (მლნ.კვ.სთ)
ეს მაჩვენებლები აბსოლუტური სიდიდეებია.

2005 2006 2007 2008 2009 2010

20,0 120,0 120,0 150,0 170,0 180,0

აქ ინტერვალად აღებულია გარკვეული პერიოდი – წელი. ქრონოლოგიური ინტერვალური მწკრივი,


როგორც აღვნიშნეთ, შესაძლებელია შედგენილი იქნას არა მხოლოდ აბსოლუტური, არამედ
შეფარდებითი სიდიდეებითაც. მაგალითად, საქართველოში მრეწველობის პროდუქციის ზრდის
პროცენტული მაჩვენებლები წლების მიხედვით:

2007 2008 2009 2010

1
100,0 92,0 108,0 120,0
2

ეს მწკრივი ახასიათებს მრეწველობის პროდუქციის წარმოების ზრდას ან შემცირებას პროცენტულ


მაჩვენებლებში. (ანუ დინამიკას)
ქრონოროგიური ინტერვალური მწკრივის მეორე ქვესახეობას წარმოადგენს საშუალო სიდიდესაგან
შემდეგი მწკრივი. Mმისი შედგენა შეიძლება საშუალო მაჩვენებლების საფუძველზე, თუ
მათვიანგარიშებთ რიგი თვეებისა და წლების მიხედვით.
სამომენტო მწკრივის მთავარ დამახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ მისი წევრები ასახავენ
მოვლენას ან საგანს დროის სათანადო მომენტში არსებული მდგომარეობის შესაბამისად. მოცემული
სახის ქრონოლოგიური მწკრივი შეიძლება შევადგინოთ მოსახლეობის რიცხოვნების, პირუტყვის
სუალადობის, პროდუქტის წარმოების მოცულობის ზრდის, პერსონალთა საშუალო რიცხოვნების
დარგში დასაქმებულ მუშაკთა რიცხვის, სტუდენტთა რაოდენობის და ა.შ მიხედვით. მაგალითები
საქართველოს მოსახლეობა რიგი წლების მიხედვით (აბსოლუტურ სიდიდეებში ათასიკაცი)

2005 2006 2007 2008 2009 2010


4.550 5,124,0 5,225,0 5,550,0 5,570,0 5,555,0
ეს
მაჩვენებლები წარმოდგენილია ყოველი წლის 1 იანვრისათვის თარიღი დროის მომენტია.
შეფარდებითი სიდიდეების საფუძველზე შედგენილი ქრონოლოგიური სამომენტო მწკრივის ნიმუშს
წარმოადგენს მაგალითად, რომელიმე დარგში ჩაბმულ მუშათა ხვედრითი წილი დარგის მუშაკთა
საერთო რაოდენობაში გამოსახული პროცენტებით წლის დასაწყისისათვის.

2005 2006 2007 2008 2009 2010


10.0 15.0 17.0 25.0 24.0 21.0

საშუალო მაჩვენებლებისაგან შედგენილი ქროლონოგიური სამომენტო


მწკრივად ანალოგიურად შეიძლება გამოვსახოთ ისეთი მაჩვენებლებით, რომელიც ისახავს მუშაკთა
საშუალო რიცხვს საწარმოში წლის დასაწყისისათვის:

1993 1994 1995 1996 1997 1998


160 170 175 178 180 185
ქრონოლოგიური მწკრივები ერთიმეორესთან შინაგანად არიან დაკავშირებულნი. თუ მაგალითად,
ქრონოლოგიულ ინტერვალურ მწკრივს მის შემადგენელ ელემენტებად დავშლით, მივიღებთ
სამომენტო მწკრივს, მაგალითად, საერთო პროდუქციის მაჩვენებელი, რომელიც გამოანგარიშებულია
ერთ თვის ინტერვალით (ან ერთი წლის), თეორიულად შეიძლება დანაწილდეს დღეების მიხედვით,
დღე საათების მიხედვი. ამ გზით შეიძლება ინტერვალური მწკრივი გარდაიქმნას სამომენტო
მწკრივად.

2. დინამიკის (ქრონოლოგიური) მწკრივების საანალიზო მაჩვენებლები


დინამიკური (ქრონოლოგიური) მწკრივის ანალიზის დროს საინტერესოაDშემდეგ ძირითად
მაჩვენებელთა გამოანგარიშება: 1. მწკრივის საშუალო დონე; 2. აბსოლუტური მატება; 3.
მწკრივის ზრდისა და მატების ტემპები; 4 საშუალო წლიური ზრდისა და მატების ტემპები; 5.
მატების ერთი პროცენტის აბსოლუტური მნიშვნელობა.
მოცემული მაჩვენებლები გავარჩიოთ კონკრეტული მაგალითების მიხედვით. 1. მწკრივის
საშუალო დონე. ვთქვათ, მოცემული გაქვს წლების მიხედვით დინამიკური მწკრივი, რომელიც
გამოხატავს ელექტროენერგიის წარმოებას სლების მიხედვი: (მლნ.კვ.სთ)

2005 2006 2007 2008 2009 2010


42 102 130 2 150 200 250
Y1 Y2 Y3 Y4 Y5 Y6
3

მოცემული მწკრივის თითოეული წევრი წარმოადგენს მწკრვის დონეს (42 არის მწკრივის პირველი
წევრი, 250-არის ბოლო წევრი), ხოლო საშუალო დონის გამოსავლენად ვიყენებთ მარტივ საშუალო
არითმეტიკულს.

Υ = 42+102+130+150+200+250 = 872 = 147


6 6

თუ მწკრივი სამომენტოა, მაშინ გამოვიყენებთ ქრონოლოგიური საშუალოს ფორმულას:

ΥY= 0,5Υ1,+Υ2+Υ3+ .....+0,5Υn


n-1

მაგლითი მუშაკთა რიცხვი საწარმოში ყოველი თვის 1 რიცხვისათვის შეადგენს შემდეგს:

1 ჩავსვათ ფორმულაში მონაცემები ( n = 7)


200 მუშა

2
250 "
ΥY= 0,5x200+250+225+260+250+270+0,5x280=1493
3 6
225 "

4
260 "

5
250 "

6
270 "

7
280 "

2. აბსოლუტური მატება. აბსოლუტური მატება არის მწკრივის მომდევნო და წინა მდებარე დონეს
შორის სხვაობა. თუ წინა დონედ აღებულია რომელიმე დონე (ჩვეულებივ საწყის დონეს უწოდებენ.
მაშინ გაქვს აბსოლუტური მატება საბაზრო წესით, ხოლო თუ წინამდებარე დონეს აკლდება ყოველი
მომდევნო დონე, მაშინ გაქვს ჯავჭური აბსოლუტური მატება, თუ აბსოლუტურ მატებას აღნიშნავთ
∆∆_ით მაშინ მივიღებთ ფორმულებს;

∆∆საბ=Υn-Υ1, და ∆ჯაჭ=Υn-Υn-1 სადაც Υn - მწკრივის n-ური დონეა, Υ1- საბაზისო დონე, Υn-1 ყოველი
წინამდებარე დონე ჩვენი ვარიანტის მიხედვით.

∆ sab =y2 - y,=102 - 42=60 ∆ jaW = y2 - y1=102 - 42=60


3
4

∆ sab =y3 - y,=130 - 42=88 ∆ jaW = y3 - y2=130 - 102=28


∆ sab =y4 - y,=150 - 42=108 ∆ jaW = y4 - y3=150 - 130=20
∆ sab =y5 - y,=200 - 42=158 ∆ jaW = y5 - y4=200 - 150=50
∆ sab =y6 - y,=250 - 42=202 ∆ jaW =y6 - y5=250 - 200=50

ზოგჯერ საჭირო ხდება გამოვიანგარიშოთ დინამიკური მწკრივის საშუალო აბსოლუტური მატება.


აბსოლუტური მატება იზომება იმავე საზომ ერთეულებში, რომელშიც იზომება თვით
ქრონოლოგიური მწკრივი.
3.მწკრივის ზრდისა და მატების ტემპები ზრდის ტემპები გვიჩვენებენ, თუ რამდენჯერ იზრდება
დინამიკური მწკრივის ნებისმიერი დონე მის წინამდებარე დონესთან შედარებით. აქაც თუ წინა
დონეს (საწყის დონეს) მივიჩნევთ უცვლელად, მაშინ მივიღებთ საბაზრო ზრდის ტემპებს, ხოლო თუ
ის იცვლება და თითოეულ დონეს ვადარებთ ყოველ მომდევნო დონეს, მივიღებთ ჯაჭვური ზრდის
ტემპებს. თუ მას K Aასოთი ავღნიშნავთ მივიღებთ.

Ksab = Υn: Υ x 100 KjaW= Υn : Yn-1 x100

მაგ; Kსაბ=102 : 42 = 2,43 x 100=243% Kჯაჭ=102 : 42 = 2,43 x 100=243%

Kსაბ = 130 : 42 = 3,09 x 100=309% Kჯაჭ=130 : 102 = 1,27 x 100=127%


102
Kსაბ = 150 : 42 = 3,57 x 100=357% Kჯაჭ =150 : 130 = 1,15 x 100=115%

Kსაბ = 200 : 42 = 4,76 x 100=476% Kჯაჭ =200 : 150 =1,33 x 100=133%

Kსაბ = 250 : 42 = 5,92 x 100=592% Kჯაჭ =250 :200 =1,25 x 100=125%

სტატისტიკაში ზრდის ტემპს ზოგჯერ ზრდის კოეფიციენტსაც ვუწოდებთ, მაშინ მიღებული შედეგები
100-ზე აღარ გადამრავლდება.
მატების ტემპები მიიღება აბსოლუტური მატების შეფარდებით წინა შესაბამის დონესთან. იმის
მიხედვით თუ რომელი დონეა აღებული შესადარებლად, გაქვს საბაზისო და ჯაჭვური მატების
ტემპები, (T); T = ∆sab. : Υ1 (საბაზისო) და T = ∆jaW : Υn-1 (ჯაჭვური), ან იგივეს მივიღებთ, თუ სრდის
კოეფიციენტს (K – ს) გამოვაკლებთ 1-ს და გავამრავლებთ 100-ზე.
მაგალითი. T sab.= 60 : 42 x 100 = 143%, ან Kსაბ. – 1 x 100 = (2,43 – 1) x 100 = 143%;
Tჯაჭ.= 28 : 102 x 100 = 27%, ან (1,27 -1) x 100 = 0,27 x 100 = 27%.
პრაქტიკაში დიდი გამოყენება აქვს ზრდის და მატების ტემპების საშუალო წლიურ მნიშვნელობას,
რომლიც გვიჩვენებს წლის განმავლობაში რამდენჯერ იზრდება მოცემული მაჩვენებლის სიდიდე..
მისი გაანგარიშებისთვის იყენებენ გეომეტრიულ საშუალოს. Aამ შემთხვევაში ის გამოითვლება
ფორმულით:
_
K = K1 x K2 x K3 x და ა.შ. Kn-1 და ამ ნამრავლიდან ამოიღება იმ ხარისხის ფესვი, რამდენი
თანამამრავლიცაა ფესვქვეშ, ამ შემთხვევაში n-1 ხარისხის, ხოლო K1, K2, K3 და ა.შ. Kn-1 არის
ჯაჭვური წესით გამოთვლილი ზრდის ტემპები. ჩასვით მისი მნიშვნელობა:
_
K = 2,43 x 1,27 x 1,15 x 1,33 x 1,25 = 5,90 საიდანაც ამოიღება მე-5 ხარისხის ფესვი.
Q ქრონოლოგიური მწკრივის ანალიზის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ
განვითარების დონე და ზრდის ტემპი განსხვავებული ცნებებია. განვითარების დონე წარმოადგენს

4
5

აბსოლუტურ სიდიდეს, რომელიც მოვლენის მოცულობას ასახავს, ხოლო ზრდის ტემპი შეფარდებითი
სიდიდეა.
აქედან გამომდინარე, ნათელია რომ დონე მიღებული სიმაღლეა, რომელიც ასახულია ამა თუ იმ
აბსოლუტურ სიდიდეში, ხოლო ზრდის ტემპების მაჩვენებელი ასახავს სისწრაფეს, რითაც მივაღწევთ
მოცემულ დონეს ამოტომაც არ შეიძლება ერთმანეთთან გავაიგივოთ განვითარების ტემპი და მისი
განვითარების დონე
ქრონოლოგიური მწკრივის ანალიზის დროს ყურადღებას იპყრობს ზრდის ყოველი პროცენტის ქვეშ
არსებული აბსოლუტური სიდედე. ძრდის ტემპის გაზომვისას არ შეიძლება შემოვიფარგლოთ ზრდის
პროცესში. Aამ მაჩვენებელს გაანგარიშებით დონის აბსოლუტური მატების შეფარდებით ზრდის
ტემპის მაჩვენებელი . ჩვენი მაგალითის მიხედვით ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ
ელექტროენერგიის წარმოების ზრდა ყოველ ერთ პროცესზე 0,2 მლნ.Kკვ. სთ. უდრის.
ხშირად პრაქტიკაში საჭირო ხდება ისეთი ქრონოლოგიური მწკრივების ანალიზის ჩატარების
საჭიროება, რომლებიცგამოსახულნი არიან სხვადასხვა საზომ ერთეულში ან დიდი რხევით
ხასიათდებიან. ამისათვის საჭიროა ეს მწკრივები დაყვანილი იქნას ერთ ფუძეზე, რომელიც
ძირითადად ორი წესით ხდება; პირველ შემთხვევაში დაყვანის ფუძედ აიღება მწკრივის პირველი
წევრი რომელიც მიჩნეული იქნება 1-ის ან 100-ის ტოლად და მას თანმიმდევრულად შეუფარდდება
მწკრივის ყველა წევრი. მეორე წესის მიხედვით საჭიროა გამოანგარიშებული იქნას მწკრივის ყველა
წევრი მეორე წესის მიხედვით საჭიროა გამოანგარიშებული იქნას მწკრივის საშუალო დონე, რომელიც
მიჩნეულია იქნება დაყვანის ბაზად. უფრო მეტი სიზუსტისათვის საშუალოდან გამოითვლება
გადახრილობანი, მათგან კი საშუალო და მას რიგრიგობით შეეფარდება მწკრივის ყველა წევრი.

3. ქრონოლოგიური (დინამიკური) მწკრივების მოსწორება.


რღოგორც უკვე ქრონოლოგიური მწკრივის აგების წესი გვიჩვენებს და მისი შინაარსიდან
გამომდინარეობს, მან უნდა უზრუნველყოს განვითარების კანონზომიერება ნებისმიერი მოვლენის
მიხედვით ამასთან არასხვაობრივი სხვაობაა, რომ შეუძლებელია სინამდვილის შეცნება ამიტომ
საჭიროა ქრონოლოგიური მწკრივის ისეთნაირი გარდაქმნა, რომელიც უზრუნველყოფს განვითარების
საერთო ტენდერციის გამოყენებას. ესკი მიღწევა მწკრივის მოსწორებით: მისი ერთ-ერთი ხერხია და
ყველაზე მარტივი პერიოდების გამსხვილება ანუ შეკუმშვა.
მაგალითად, გვაქვს მონაცემები, რომელიც მიუთითებს თვეების მიხედვით ნავთობის ამოღებას: (ტ –
ში):

1 - 1500 5 - 1700 10 - 2100


2 - 1200 6 - 1900 11 - 2100
3 - 1800 7 - 2000 12 - 2000
4 - 1000 8 - 1500 13 - 3000

როგორც ვხედავთ, მწკრივში ინტერვალი უდრის 1 თვის და პროდუქციის მოპოვება დიდი სიჭრელით
ხასიათდება, რის გამოც განვითარების საერთო ტენდენციაზეძნელიავიმსჯელოთ საერთო
ტენდენციის გამოვლენისათვის საჭიროაპერიოდების გაზრდა, ანუ ინტერვალის შეკუმშვა –
დამსხვილება (მაგალითად. კარტალების მიხედვით)

X1 _ 1 კვარტალი – 4500 მიღებული მწკრივი ნაკლები სიჭრელით ხასიაღდება და უფრო


X2 _ II _ 4600 ადვილია განვითარების მიხედვით მსჯელობა

X3 _ III ─ 5000
X4 _ 1v _ 6400

ქროლონოგიური მწკრივის მოსწორებისათვის ხშირად იყენებენ სრიალა საშუალების მოდელს, თუ


მოცემულ ახალ მწკრივს ორ ჯგუფად დავაჯგუფებთ:
_ _ _
X1 = (X1 + X2) : 2; X2 = (X2 + X3) : 2; X3 = (X3 + X4) : 2: ჩვენი მაგალითის მიხედვით:
_ _ _
X1 = (4500+4600):2=4550; X2 = (4600+5000):2=4900; X3 = (5000+6400):2=5800,
5
6

_ _ _
X1=4550 X2=4900 X3=5800
ამრიგად. მივიღეთ ახალი დინამიკური (ქრონოლოგიური) მწკრივი, რომელიც ნათლად გვიჩვენებს
ნავთობის ამოღების ზრდის ტენდენციას.
ქრონოΥლოგიური მწკრივის მოსწორებისათვის გამოიყენება შედარებით უფრო სრულყოფილი
ხერხი, კერძოდ მათემატიკური, ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს მწკრივის მოსწორება სწორი ხაზის
წესით, მოსწორების მიზნით უნდა გამოვიყენოთ ფორმულა:
Υ = а + bx, სადაც a და b უცვლელი სიდიდეებია, რომელთაც პარამეტრებს ვუწოდებთ.
მაგალითისათვის განვიხილოთ შემდეგი ცხრილის სახით მონაცემები;

დრ წამოებული
თვეები მოსწორებული
ო პროდუქცია xΥ X2
n მწკრივი
x Υ
1 იანვარი 100 100 1 106

2 თებერვალი 120 240 4 119

3 მარტი 150 450 3 132

4 აპრილი 130 520 16 145

5 მაისი 160 800 85 158

ჩვენს მაგალითში დრო ავღნიშნეთ x-ით, წევრთა რაოდენობა ავღნიშნოთ n-ით, პროდუქცია -ით,
მაშასადამე, დროს ჯამი იქნება: Σx=15, ვარიანტთა რაოდენობა, პროდუქციის მოცულობა – ΣΥ=660,
ΣxΥ=2100, ხოლო Υx2=55, მწკრივის მოსწორებისათვის საჭიროა ორი ტოლობის შედგენა:
1. na + bΣx = ΣΥ
2. aΣx +bΣx2 = ΣxΥ , თუ მნიშვნელობებს შევიტანთ ამ ფორმულაში და ამოვხსნით, მივიღებთ,
რომ a=93-ის და b=13-ის და შესაბამისად თუ მოვძნებნით Υ-ის ახალ მნიშვნელობებს:
Υ1 = 93+13 x 1 = 106
Υ2 = 93+13 x 2 = 119
Υ3 = 93+13 x 3 = 132
Υ4 = 93+13 x 4 = 145
Υ5 = 93+13 x 5 = 158
თუ მას დიაგრამაზე გამოვსახავთ, მწკრივის მოსწორებას უფრო თვალსაჩინოდ დავინახავთ:
(იხ.ნახაზი). ამგვარად, მოსწორებული მწკრივი უფრო თვალსაჩინოდ Dგამოსახავს მოსწორების
შედეგს.

500

400

300

200
ძირითადი მწკრივი

100
მოსწოებითი მწკრივი

6
7

1 2 3 4 5

Dდინამიკური მწკრივის ანალიზის დროს ყურადღებას იპყრობს მაჩვენებელთა პერიოდული, ან


როგორც მას უწოდებენ სეზონური რხევა, რომელიც ყოველთვის გარკვეულ კანონზომიერებას
ექვემდებაება. შესამჩნევია რომ სერიოზული რხევის დროს მწკრივის ერთი ნაწილი ერთგვარ სიმყარეს
ამჟღავნებს, ხოლო მეორე ნაწილი კი მწკრივად იცვლება ამ დროს მონლენის განვითარების საერთო
ტენდენციის გამოსავლენად ანგარიშობენ სერიოზური რხევის მაჩვენებლებს.
ვთქვათ, გვაქვს მაჩვენებლები თვეების მიხედვით, რომლებიც გამოხატავენ ელექტროენერგიის
წარმოებას ( მლნ.კვ.სთ):

1-15,0 ამ მონაცემებთაგან საჭიროა განისაზღვროს გამომუშავების საშუალო ზომა


2-16,0 (დონე) თვეში:
X საშ.=15+16+18+17+14+12+11+10+10+20+21+19=15,25
3-17,0
12
4-18,0 მიღებულ საშუალო დონე რიგ-რიგობით შეფარდებით პროცენტულად
5-17,0 კონკრეტულ სიდიდეებს თვეების მიხედვითდა მივიღებთ მწკრივის
სეზონური რიცხვის გამოსახულებათა სისტემას.
6-14,0
7-12,0 98, 104, 118, 111, 48, 92, 79, 72, 66, 66, 131, 138, 125
8-11,0 მოცემული მწკრივიდან ნათლად ჩანს რომ გამომუშავებული
9-10,0 ელექტროენერგიის მაჩვენებლები თანდათან მცირდება მაისის თავიდან და
ოქტომბრის თავიდან აღმავლობას განიცდის. Vიდრე მწკრივის მოსწორებას
10-10,0
საჭიროა მოვლენის ღრმა თვისობრივი ანალიზი, ვინაიდან მწკრივის
11-20,0 მოსწორება ხელოვნური ოპერაცია.
12-21,0
13-19,0

riTac xdeba konkretuli sinamdvilis amsaxvel maCvenebelTa garkveuli mimarTulebiT gardaqmna, yvela maCveneb-
lis amgvari gardaqmna araviTar Sedegs ar mogcems da dagvrCeba mxolod maTemaTikuri monipuraciebis Ses-
ruleba, rac sinamdviles daamaxinjebs, amitom saWiroa movlenis winaswari analizi.
praqtikaSi farTod gamoyeneba dinamikuri mwkrivebis interpolacia da eqstrapolacia. interpoliciis mravali gan-
vixileT mwkrivis mosworebisas, saSualo wliuri zrdisa da matebis tempebis gansazRvrisas, is geometriuli saSualos
daxmarebiT miviReT. sezonuri rxevebis gamosworeba – ariTmetikuli saSualos, xolo
mosworeba mwkrivi funqciis daxmarebiT. maSasadame dinamikuri mwkrivis Sualeduri romelime ucnobi wevris
povnas, interpolacia ewodeba
eqstrapolatacia ewodeba momdevno ucnobi wverebis povnas. anu ucnobi doneebis povnas.am wess xSirad
iyeneben statistikur pognozirebaSi. mas anxorcieleben hiperboluri, paraboluri, logariTmuri funqciebis daxmarebiT.

You might also like