You are on page 1of 11

საერთაშორისო ფინანსები (ნაწილი) + საერთაშორისო ეკონომიკა 2

1.1. აშშ -ში წლიური საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტზე შეადგენს 5%,


ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მოსალოდნელი ცვლილება 1 წლის შემდეგ
შეადგენს 1$-2,05 ლარს. თუ ეროვნული ვალუტის მიმდინარე გაცვლითი კურსი შეადგენს 1$-
2,00 ლარს, მაშინ, საპროცენტო განაკვეთის პარიტეტის თეორიიდან გამომდინარე, დოლარში
დეპოზიტის მოსალოდნელი შემოსავლიანობა გადაანგარიშებული ეროვნულ ვალუტაში
იქნება:

ა) 7,5%;
ბ) 8%;
გ) 8,5%;
დ) 9%.

ამოხსნა:

E (t +1)−E t 2 , 05−2 , 00
µf =r f + 100 % µ f =5+ 100 %=7 ,5
Et 2 ,00

ამოხსნა:
E (t +1)−E t 2 , 65−2 , 60
µf =r f + 100 % µ f =5+ 100 %=5 , 92
Et 2 ,60
1.2. აშშ -ში წლიური საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტზე შეადგენს 5%, ხოლო
საქართველოში 10%. ეროვნული ვალუტის მიმდინარე გაცვლითი კურსი შეადგენს 1$-2,50
ლარს, მაშინ, საპროცენტო განაკვეთის პარიტეტის თეორიიდან გამომდინარე, ეროვნული
ვალუტის კურსი 1 წლის შემდეგ იქნება:

ა)1$-2,55 ლარი;
ბ) 1$-2,625 ლარი;
გ) 1$-2,125ლარი;
დ) 1$-2,175 ლარი.

ამოხსნა:

E (t +1 )−Et E( t +1)−2 , 5
r d =r f + 100 % 10=5+ 100 % E t=2,625
Et 2 , 50

2.1. თუ მექსიკური პესოს კურსი დოლართან მიმართებით 1970 წელს შეადგენდა


1$-20 პესო, ფასების ინდექსი 1986 წელს აშშ-ში ფასები გაიზარდა 5%-ით, მექსიკაში - 30 %-
ით(1970=100), მაშინ პესოს კურსი დოლართან მიმართებით, მსყიდველობითი უნარის
პარიტეტის საფუძველზე იქნებოდა:

ა)1$-15,5 პესო;
ბ) 1$-16,15 პესო;
გ) 1$-14,8 პესო;
დ) 1$-20,4 პესო.

ამოხსნა:

ფასების ინდექსი აშშ-ში იქნებოდა 100+50=105, მექსიკაში 100+30=130

რამდენადაც ვალუტის კურსი შეფარდებითი მუპ თეორიის საფუძველზე


გამოითვლება ფორმულით:

1 0
1 0 P d / Pd 105/100
Ed / f =Ed / f 1 0
=20 =16 , 15
P /P
f f
130/100
3.1. სამომხმარებლო (საოჯახო მეურნეობების) მოთხოვნა წარმოდგენილია ფუნქციით
C=150+0,2Y, საინვესტიციო მოთხოვნა (მწარმოებლების მოთხოვნა ინვესტიციებზე)
წარმოდგენილია ფორმულით I=500-80i, სახელმწიფოს შესყიდვაა 150
პ.ე..წარმოდგენილ მონაცემების საფუძველზე IS მრუდის განტოლება იქნება:
ა) Y=1000-100i;
ბ) Y=1500+100i;
გ) Y=2000+150i;
დ) Y=2000-150i;
(zadachi-კეინსურ ჯვარზე)

ამოხსნა:
რამდენადაც IS მრუდი - ერთობლივი შეთანწყობაა Y -სა და i -ს სიკეთეების ბაზარზე და
გამოიყვანება ფორმულიდან:
Y=C+I+G;
Y=150+0,2Y+500-80i+150 => Y=1000-100i;

3.2. მოხმარების კეინსური ფუნქცია. ეროვნულ შემოსავლის სიდიდესა და საოჯახო


მეურნეობების მოხმარების სიდიდეს შორის დამოკიდებულება მოცემულია
შემდეგი ცხრილის სახით:

Y 300 450 600


C 325 400 475

წარმოდგენილ მონაცემების საფუძველზე მოხმარების კეინსური ფუნქციის


ალგებრული სახე იქნება:
ა) C=300-0,5Y;
ბ) C=200+0,8Y;
გ) C=175-0,5Y;
დ) C=175+0,5Y;
(zadachi-კეინსურ ჯვარზე)
ამოხსნა:

როგორც ვიცით, მოხმარების ფუნქცია: C=Ca+cY, სადაც Ca - ავტონომიური


ინვესტიციებია (რომელიც არაა დამოკიდებული შემოსავლებზე, ანუ ის მოხმარებაა
როდესაც შემოსავალი ნულის ტოლია), c - მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილების
კოეფიციენტია და c=∆C/∆Y (ტოლია მოხმარების ცვლილება შეფარდებული შემოსავლის
ცვლილებასთან);

ცხრილიდან გამომდინარეობს, რომ:

c=∆C/∆Y=(400-325)/(450-300)=(475-400)/(600-450)= 75/150=0,5;

როდესაც Y=0, Ca=175

მაშინ, მოხმარების ფუნქციას ექნება სახე: C=175+0,5Y;

{ჩ.გ. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა იქნება Ca -ს მნიშვნელობა, როდესაც Y=0 (ცხრილში Y-


ს პირველი მნიშვნელობა 300 უნდა შემცირდეს 300 -ით, რომ 0 გახდეს), უნდა დავწეროთ
პროპორცია:

∆Y=150 ------------------- ∆C=75

∆Y=300 ------------------- ∆C=?

. => ∆C=150, მაშინ Ca=325-150=175

(თუ Y -ის 150 -ით შემცირებისას C მცირდება 75-ით, Y -ის 300-ით შემცირებისას C
შემცირდება ?, რასაც მივიღებთ ის უნდა გამოვაკლოთ 325-ს და მივიღებთ C -ს
მნიშვნელობას, როდესაც Y=0)}

3.3. მოხმარების კეინსური ფუნქცია. ეროვნულ შემოსავლის სიდიდესა და საოჯახო


მეურნეობების მოხმარების სიდიდეს შორის დამოკიდებულება მოცემულია
შემდეგი ცხრილის სახით:

Y 300 450 600


C 325 400 475

დანაზოგები ნულის ტოლი იქნება შემოსავლის შემდეგ დონეზე:


ა) 150;
ბ) 200;
გ) 350;
დ) 300;
(zadachi-კეინსურ ჯვარზე)
ამოხსნა:

როგორც ვიცით, მოხმარების ფუნქცია: C=Ca+cY, სადაც Ca - ავტონომიური


ინვესტიციებია (რომელიც არაა დამოკიდებული შემოსავლებზე, ანუ ის მოხმარებაა
როდესაც შემოსავალი ნულის ტოლია), c - მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილების
კოეფიციენტია და c=∆C/∆Y (ტოლია მოხმარების ცვლილება შეფარდებული შემოსავლის
ცვლილებასთან);

ცხრილიდან გამომდინარეობს, რომ:

c=∆C/∆Y=(400-325)/(450-300)=(475-400)/(600-450)= 75/150=0,5;

როდესაც Y=0, Ca=175

მაშინ, მოხმარების ფუნქციას ექნება სახე: C=175+0,5Y;

{ჩ.გ. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა იქნება Ca -ს მნიშვნელობა, როდესაც Y=0 (ცხრილში Y-


ს პირველი მნიშვნელობა 300 უნდა შემცირდეს 300 -ით, რომ 0 გახდეს), უნდა დავწეროთ
პროპორცია:

∆Y=150 ------------------- ∆C=75

∆Y=300 ------------------- ∆C=?

. => ∆C=150, მაშინ Ca=325-150=175

(თუ Y -ის 150 -ით შემცირებისას C მცირდება 75-ით, Y -ის 300-ით შემცირებისას C
შემცირდება ?, რასაც მივიღებთ ის უნდა გამოვაკლოთ 325-ს და მივიღებთ C -ს
მნიშვნელობას, როდესაც Y=0)}

დანაზოგები ნულის ტოლია მაშინ, როდესაც მოხმარება შემოსავლების ტოლია


(კეინსური ჯვარის მოდელში, როდესაც მოხმარების გრაფიკი კვეთს 45 გრადუსიან ხაზსს),
ანუ

C=Y, 175+0,5Y=Y => Y=350

4.1. მულტიპლიკატორის მოდელის გამოყენებით, იმ პირობებში, როდესაც მოიხმარება


შემოსავლების 90% და ხარჯების 40 % მოდის იმპორტული საქონლის შეძენაზე, მშპ-ის
ნაზრდი 10 პ.ე. საექსპორტო შეკვეთების მიღების შედეგად, იქნება:
ა) 18
ბ) 15
გ) 20
დ)12
(“Makroekon+”)
ამოხსნა
საგარეო სექტორის გათვალისწინებით:
Y=C+I+G+NX,
ღია ეკონომიკის მულტიპლიკატორი:
α1=1/(1-c+m)
ΔY=α1*ΔEX
ჯერ გამოვიანგარიშოთ ღია ეკონომიკის მულტიპლიკატორი:
ამოცანის პირობიდან გამომდინარე: m=0,4; c=0,9, მაშინ
α1=1/(1-0,9+0,4)=1/0,5=2;
ΔY=2*10=20.

4.2. დავუშვათ, ქვეყანას აქვს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი -100 პ.ე., გასულ წელს მშპ-ს
ΔY=100 -ით ზრდა იწვევდა იმპორტის ΔM(Y)=20 -ით ზრდას; საინვესტიციო დანახარჯები
მუდმივია (Ia=const). სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირებისთვის შემოსავალი (მშპ)
უნდა შემცირდეს:
ა) -150
ბ) -500
გ) -250
დ)-350
(ჩემი წიგნის მასალებიდან)
ამოხსნა
წონასწორობისას Xa–M(Y)=S(Y)–Ia; როდესაც ადგილი აქვს სავაჭრო ბალანსის
დეფიციტს, მაკროეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნებისთვის უნდა გაიზარდოს
ექსპორტი, ან ინვესტიციები. ჩვენ ვთვლით, რომ ინვესტიციები მუდმივია – Ia=const და
ვიხილავთ შემთხვევებს, როდესაც სავაჭრო ბალანსის დეფიციტის დაფარისთვის
ვამცირებთ M(Y) იმპორტს, ან ვზრდით Xa ექსპორტს.
სავაჭრო ბალანსის ბალანსურობის მიღწევისთვის აუცილებელია იმპორტი შემცირდეს
ΔM=–100, რაც მიიღწევა მშპ–ს შემცირებით ΔY=ΔM(Y)/m=100/0,2=-500–ით.

4.3. დავუშვათ, ქვეყანას აქვს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი -150 პ.ე., გასულ წელს მშპ-ს
ΔY=100 -ით ზრდა იწვევდა იმპორტის ΔM(Y)=20 -ით ზრდას; გასულ წელს მშპ-ს ΔY=100 -
ით ზრდა იწვევდა მოხმარების ΔC(Y)=80 -ით ზრდას; საინვესტიციო დანახარჯები
მუდმივია (Ia=const). სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირებისთვის ექსპორტი უნდა
გაიზარდოს:
ა) 250
ბ) 150
გ) 300
დ) 400
(ჩემი წიგნის მასალებიდან)
ამოხსნა

I. გზა:

წონასწორობისას Xa–M(Y)=S(Y)–Ia; როდესაც ადგილი აქვს სავაჭრო ბალანსის


დეფიციტს, მაკროეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნებისთვის უნდა გაიზარდოს
ექსპორტი, ან ინვესტიციები. ჩვენ ვთვლით, რომ ინვესტიციები მუდმივია – Ia=const.
სავაჭრო ბალანსის დეფიციტის დაფარისთვის ვზრდით Xa ექსპორტს, მაგრამ ექსპორტის
გაზრდა არაა საკმარისი სავაჭრო ბალანსის დეფიციტის სიდიდით, რამდენადაც მისი
ზრდის კვალობაზე იზრდება ინდუცირებული იმპორტიც, ამ უკანასკნელი
კომპენსირებისთვის კი აუცილებელია დანაზოგების ზრდა, რომელიც თავისთავად
მხოლოდ შემოსავლების ზრდის კვალობაზე შეიძლება მიიღწეს.

m=ΔM/ΔY  ΔM=m*ΔY, რამდენადაც m=0,2 

ΔM=0,2ΔY (1)

ΔY=α1*ΔXa (2)

α1=1/(1-c+m)=1/(1-0,8+0,2)=1/0,4=2,5, ჩავსვათ (2) -ში, მაშინ

ΔY=2,5ΔXa ჩავსვათ ეს (1)-ში, მაშინ ΔM=0,2*2,5*ΔXa=0,5ΔXa. ე.ი.

ΔM=0,5ΔXa. (3);

რამდენადაც დეფიციტი არის 150 ექსპორტი უნდა გაიზარდოს იმდენით, რომ


დაიფაროს მისი ზრდით გამოწვეული იმპორტის ინდუცირებული ზრდა და სავაჭრო
ბალანსის დეფიციტი, მაშასადამე:
ΔXa-ΔM=150 (4);
ჩავსვათ (4) -ში (3), მაშინ:
ΔXa-0,5ΔXa=150  ΔXa=150/0,5=300
ΔXa=300

II. გზა:

ექსპორტის ზრდა არ იწვევს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას ამავე სიდიდით,


რამდენადაც იზრდება იმპორტიც, ექსპორტიდან შემოსავლების ინდუცირებული ზრდის
შედეგად.
თუ რამდენად უნდა იქნეს გაზრდილი ექსპორტი, რომ არა მხოლოდ დაიფაროს
სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, არამედ გადაიფაროს მზარდი იმპორტი, ამოცანა გადაიჭრება
რამოდენიმე ეტაპად:
2.1. გამოითვლება იმპორტისადმი და მოხმარებისადმი/დაზოგვისადმი ზღვრული
მიდრეკილების კოეფიციენტები: m, c, s (გამოიანგარიშება ისტორიულ გამოცდილებაზე
დაყრდნობით);
ჩვენს ამოცანაში m=0,2, c=0,8, s=1-c=0,2
2.2. გამოითვლება მცირე ღია ეკონომიკის მულტიპლიკატორი: α1=1/(1-c+m)1/(m+s);
ჩვენს ამოცანაში α1=1/(0,2+0,2)=2,5
2.3. რამდენადაც სავაჭრო დეფიციტი ფინანსდება საშინაო დანაზოგების ცვლილების
(ΔS(Y)) ხარჯზე (Xa–M(Y)=S(Y)–Ia) [Ia=const პირობებში დეფიციტი შეიძლება დაფინანსდეს
მხოლოდ საშინაო დანაზოგების ΔS გაზრდის შედეგად], გამოიანგარიშება შემოსავლების
ცვლილება, რომელსაც შეეძლო ასეთი ცვლილება დანაზოგებში (ΔY= ΔS(Y)/s);
ანუ, რამდენადაც საშინაო დანაზოგები უნდა გაიზარდოს დეფიციტის მოცულობით
ΔS=150, შემოსავლის ნაზრდი იქნება ΔY=150/0,2=750;
2.4. ΔY=α1xΔXa → განისაზღვრება ექსპორტის ცვლილების მოცულობა ΔXa=ΔY/α1,
რომელიც აუცილებელია სავაჭრო ბალანსის წონასწორობისთვის იმპორტის
გათვალისწინებით, რომელიც ინდუცირებულია ექსპორტის შედეგად შემოსავლების
ზრდით, ანუ
ΔXa=750/2,5=300

გადავამოწმოთ შედეგები:
ექსპორტის ΔXa=300-ით გაზრდის პირობებში შემოსავალი გაიზრდება
1
ΔY=α *ΔXa=2,5*300=750, მაშინ ინდუცირებული იმპორტი იქნება ΔM=0,2ΔY=0,2*750=150,
ამ შემთხვევაში სავაჭრო ბალანსის ცვლილება იქნება ΔXa-ΔM=300-150=150, ე.ი.
ზუსტად იმდენი, რამდენიც დეფიციტი იყო, ე.ი. პასუხი სწორია

5.1. ეკონომიკა წარმოდგენილია შემდეგი განტოლებებით:


C=250+0,6YD;
I=250-550i;
NX=100-0,16Y-250i;
Md=(0,5Y-2000i)P.
ასევე ცნობილია, რომ
G=200 (სახელმწიფო შესყიდვები);
t=0,4 (დაბეგვრის დონე);
M=250 (ფულის ნომინალური მიწოდება);
P=1 (ფასების ზღვრული დონე).
ამ პირობებში საპროცენტო განაკვეთისა და შემოსავლების წონასწორული დონე იქნება:
(შენიშვნა. გავითვალისწინოთ, რომ:
1) სასაქონლო ბაზარი წონასწორობაშია, როდესაც Y=C(Y)+I(i)+NX(Y)+G, სადაც C(Y)=Ca+cYD,
YD=Y+TR-TA ამ უკანასკნელში TA=tY;
2) ფულადი ბაზარი წონასწორობაშია, როდესაც M/P=kY-hi
3) საპროცენტო განაკვეთისა და შემოსავლების წონასწორული დონის გამოსაანგარიშებლად
აუცილებელია გამოვიყვანოთ IS და LM მრუდების განტოლებები და მიღებული Y -ის
მნიშვნელობები გავუტოლოთ ერთმანეთს)
ა) i=0,1 და Y=900;
ბ) i=0,5 და Y=1500;
გ) i=0,4 და Y=2000;
დ) i=0,35 და Y=1550;

ამოხსნა
საპროცენტო განაკვეთისა და შემოსავლების წონასწორული დონის
გამოსაანგარიშებლად აუცილებელია გამოვიყვანოთ IS და LM მრუდების
განტოლებები;
IS მრუდის გამოსაყვანად ჩავსვათ მოხმარების, ინვესტიციებისა და წმინდა
ექსპორტის ფუნქციები ძირითად მაკროეკონომიკურ განტოლებაში და გამოვივანოთ
Y;
ჯერ დავაზუსტოთ მომხარების ფუნქცია
C(Y)=Ca+cYD, YD=Y+TR-TA, TA=tY  YD=Y(1-t)+TR, მაგრამ, რამდენადაც
მოცემულობაში ტრანსფერები არ გვაქვს, YD=Y(1-t)  C(Y)=Ca+ cY(1-t);
Y=C(Y)+I(i)+NX(Y)+G=250+0,6Y(1-t)+250-550i+100-0,16Y-250i+G 
Y=250+0,6Y(1-0,4)+250-550i+100-0,16Y-250i+200 Y=800+0,2Y-800i
Y=1000-1000i
LM მრუდის გამოსაყვანად აუცილებელია გამოვიყენოტ ფულზე მოტხოვნის მრუდი,
ფასების დონის სიდიდე და ფულის ნომინალური მიწოდება;
M/P=0,5Y-2000i 250/1=0,5Y-2000i 
Y=500+4000i
გავუტოლოთ ერთმანეთს IS და LM მრუდების Y -ის მნიშვნელობები
1000-1000i=500+4000i 
i=0,1, ანუ 10%,
ჩავსვათ ის რომელიმე განტოლებაში, მაშინ
Y=1000-1000*0,1=900, ანუ
Y=900

5.2. ეკონომიკა წარმოდგენილია შემდეგი განტოლებებით:


C=150+0,5YD;
I=250-450i;
NX=100-0,05Y-300i;
Md=(0,5Y-2000i)P.
ასევე ცნობილია, რომ
G=200 (სახელმწიფო შესყიდვები);
t=0,4 (დაბეგვრის დონე);
TR=100
M=250 (ფულის ნომინალური მიწოდება);
P=2 (ფასების ზღვრული დონე)
ამ პირობებში საპროცენტო განაკვეთისა და შემოსავლების წონასწორული დონე იქნება:
(შენიშვნა. გავითვალისწინოთ, რომ:
1) სასაქონლო ბაზარი წონასწორობაშია, როდესაც Y=C(Y)+I(i)+NX(Y)+G, სადაც C(Y)=Ca+cYD,
YD=Y+TR-TA ამ უკანასკნელში TA=tY;
2) ფულადი ბაზარი წონასწორობაშია, როდესაც M/P=kY-hi
3) საპროცენტო განაკვეთისა და შემოსავლების წონასწორული დონის გამოსაანგარიშებლად
აუცილებელია გამოვიყვანოთ IS და LM მრუდების განტოლებები და მიღებული Y -ის
მნიშვნელობები გავუტოლოთ ერთმანეთს)
ა) i=0,15 და Y=850;
ბ) i=0,2 და Y=600;
გ) i=0,25 და Y=500;
დ) i=1,5 და Y=1000;

ამოხსნა
საპროცენტო განაკვეთისა და შემოსავლების წონასწორული დონის
გამოსაანგარიშებლად აუცილებელია გამოვიყვანოთ IS და LM მრუდების
განტოლებები;
IS მრუდის გამოსაყვანად ჩავსვათ მოხმარების, ინვესტიციებისა და წმინდა
ექსპორტის ფუნქციები ძირითად მაკროეკონომიკურ განტოლებაში და გამოვივანოთ
Y;
ჯერ დავაზუსტოთ მომხარების ფუნქცია
C(Y)=Ca+cYD, YD=Y+TR-TA, TA=tY  YD=Y(1-t)+TR,  C(Y)=Ca+c(Y(1-t)+TR);
Y=C(Y)+I(i)+NX(Y)+G=150+0,5 [Y(1-0,4)+100]+250-450i+100-0,05Y-300i+200; 
Y=150+0,3Y+50+250-450i+100-0,05Y-300i+200 0,75Y=750-750i
Y=1000-1000i
LM მრუდის გამოსაყვანად აუცილებელია გამოვიყენოტ ფულზე მოტხოვნის მრუდი,
ფასების დონის სიდიდე და ფულის ნომინალური მიწოდება;
M/P=0,5Y-2250i 250/2=0,5Y-2000i 
Y=250+4000i
გავუტოლოთ ერთმანეთს IS და LM მრუდების Y -ის მნიშვნელობები
1000-1000i=250+4000i 
i=0,15, ანუ 15%,
ჩავსვათ ის რომელიმე განტოლებაში, მაშინ
Y=1000-1000*0,15=850, ანუ
Y=850
5.3. ეკონომიკა წარმოდგენილია შემდეგი მონაცემებით:
C=50+0,7YD;
I=250-400i;
NX=50-0,03Y-600i;
Md=(0,2Y-500i)P.
ასევე ცნობილია, რომ
G=250 (სახელმწიფო შესყიდვები);
t=0,1 (დაბეგვრის დონე);
M=800 (ფულის ნომინალური მიწოდება);
P=4 (ფასების ზღვრული დონე).
ამ პირობებში სამომხმარებლო ხარჯები და წმინდა ექსპორტი შესაბამისად იქნება:
(შენიშვნა. გავითვალისწინოთ, რომ:
1) სასაქონლო ბაზარი წონასწორობაშია, როდესაც Y=C(Y)+I(i)+NX(Y)+G,
2) YD=Y+TR-TA ამ უკანასკნელში TA=tY, თუ ტრანსფერებს ადგილი არ აქვს, მაშინ YD=Y(1-t);
3) ფულადი ბაზარი წონასწორობაშია, როდესაც M/P=kY-hi
4) საპროცენტო განაკვეთისა და შემოსავლების წონასწორული დონის გამოსაანგარიშებლად
აუცილებელია გამოვიყვანოთ IS და LM მრუდების განტოლებები და მიღებული Y -ის
მნიშვნელობები გავუტოლოთ ერთმანეთს)
ა) 837,5 და -47,5;
ბ) 1200 და -100;
გ) 900 და 120;
დ) 900 და -120;

ამოხსნა
საპროცენტო განაკვეთისა და შემოსავლების წონასწორული დონის
გამოსაანგარიშებლად აუცილებელია გამოვიყვანოთ IS და LM მრუდების
განტოლებები;
IS მრუდის გამოსაყვანად ჩავსვათ მოხმარების, ინვესტიციებისა და წმინდა
ექსპორტის ფუნქციები ძირითად მაკროეკონომიკურ განტოლებაში და გამოვივანოთ
Y;
ჯერ დავაზუსტოთ მომხარების ფუნქცია
C(Y)=Ca+cYD, YD=Y+TR-TA, TA=tY  YD=Y(1-t)+TR, მაგრამ, რამდენადაც
მოცემულობაში ტრანსფერები არ გვაქვს, YD=Y(1-t)  C(Y)=Ca+cY(1-t);
Y=C(Y)+I(i)+NX(Y)+G=50+0,7Y(1-t)+250-400i+50-0,03Y-600i+G 
Y=50+0,7Y(1-0,1)+250-400i+50-0,03Y-600i +250 
Y=600+0,6Y-400i-600i 0,4Y=600-1000i
Y=1500-2500i
LM მრუდის გამოსაყვანად აუცილებელია გამოვიყენოტ ფულზე მოთხოვნის მრუდი,
ფასების დონის სიდიდე და ფულის ნომინალური მიწოდება;
M/P=0,2Y-500i 800/4=0,2Y-500i  0,2Y=200+500i
Y=1000+2500i
გავუტოლოთ ერთმანეთს IS და LM მრუდების Y -ის მნიშვნელობები
1500-2500i=1000+2500i  5000i=500
i=0,1, ანუ 10%,
ჩავსვათ ის რომელიმე განტოლებაში, მაშინ
Y=1000+2500*0,1=1250, ანუ
Y=1250

1) სამომხმარებლო ხარჯები იქნება: C=50+0,7YD =50+0,7Y(1-t)=50+0,7Y(1-


0,1)=50+0,63Y=50+0,63*1250=837,5

C=837,5
2) წმინდა ექსპორტი იქნება: NX=50-0,03Y-600i=50-0,03*1250-600*0,1=50-37,5-60=-47,5

N=-47,5

You might also like