You are on page 1of 8

კავკასიის უნივერსიტეტი

ეკონომიკის სკოლა

2022-2023 სასწავლო წელი


შემოდგომის სემესტრი

კალკულუსი 1, MATH 0003

პრეზენტაცია

თემაზე: საკრედიტო ოპერაციების მათემატიკური საფუძვლები

პირველი კურსის სტუდენტი

ალექსანდრე ცალქალამანიძე

თბილისი, 2022 წელი


შესავალი............................................................................................................................................
საპროცენტო განაკვეთი..................................................................................................................
მარტივი პროცენტი...........................................................................................................................
რთული პროცენტი............................................................................................................................
შესავალი
ფინანსური მათემატიკა ფინანსური ანალიზის მნიშნელოვან შემადგენელ ნაწილს
წარმოადგენს. მისი ძირითადი დანიშნულებაა ფინანსური ოპერაციების
ადეკვატური მათემატიკური მოდელების შექმნა და მათი მეშვეობით ფინანსური
ინსტრუმენტების პარამეტრების გაანგარიშება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ოპერაცია კრედიტის გაცემაა .
მარტივად რომ ვთქვათ, კრედიტის გაცემა ნიშნავს ორ სუბიექტს, კრედიტორსა და
დებიტორს შორის დადებულ შეთანხმებას და სესხის გაცემას . ამასთან , დებიტორი
ვალდებულია თანხა დააბრუნოს შეთანხმებისას განსზღვრული დროის შემდეგ
და გადაიხადოს დამატებითი პროცენტი.
ყველასთვის ნაცნობია გამოთქმა „დრო ფულია“, რომელიც იმ ობიექტურ
ჭეშმარიტებას გამოხატავს, რომ სხვადასხვა კალენდარულ პერიოდში ფულის
ერთსა და იმავე მასას შესაძლოა, სხვადასხვა მსყიდველუნარიანობა გააჩნდეს .
როგორც წესი, მსყიდველუნარიანობა მცირდება, სწორედ ამიტომ ათანხმებს
კრედიტორი დებიტორთან დამატებით პროცენტს ფულის გასესხებამდე .
სესხად გაცემულ საწყისი თანხა აღვნიშნოთ P ასოთი, საბოლოო დასაბრუნებელი
თანხა F ასოთი, ხოლო სესხის საზღაური I ასოთი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ

F=P+ I
როგორც უკვე ვთქვით, კრედიტორი და დებიტორი წინასწარ ადგენენ
ხელშეკრულებას, რომელშიც მკაფიოდაა დაფიქსირებული, თუ როდის გაიცა
სესხი და როდის უნდა მოხდეს მისი დაბრუნება. აქედან გამომდინარე , დრო უნდა
განვიხილოთ როგორც დამოუკიდებელი ცვლადი და აღვნიშნოთ ის t ასოთი.

საპროცენტო განაკვეთი [1]


პროცენტი სესხის ერთგვარი ფასია. ლოგიკურად, რაც უფრო დიდია სესხი, მით
მეტია მისი მასი, რომელსაც დებიტორი იხდის. როგორც კრედიტორისთვის, ასევე
დებიტორისთვის, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ცვლილება იქნება ფულის
თითოეულ ერთეულზე ყოველი პერიოდის ბოლოს. ამიტომ გამოიყენება
საკრედიტო ოპერაციების მოდელირებისთვის ფარდობითი მაჩვენებლები .
ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებელია საპროცენტო განაკვეთი, რომლის
საშუალებითაც ვიგებთ პროცენტის რა ოდენობა მოდის ფულის თითოეულ
ერთეულზე. იგი განისაზღვრება როგორც პროცენტის შეფარდება შესაბამის
თანხასთან და i ასოთი აღინიშნება.
პროცენტის დარიცხვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის, მარტივი ,
რთული, შერეული, უწყვეტი მეთოდები. ცხადია, თითოეულს თავისი გამოყენების
მიზანი და არეალი გააჩნია და საბოლოო ანგარიშში საკრედიტო ოპერაციების
განსხვავებულ მათემატიკურ მოდელებამდე მოვყავართ.

მარტივი პროცენტი
დავუშვათ, რომ P საწყისი თანხა გაასესხეს i წლიური საპროცენტო განაკვეთით და
პროცენტის დარიცხვა შემდეგნაირად ხდება: დარიცხვის ყოველი მიმდინარე
პერიოდის ბოლოს თანხას ემატება საწყისი თანხის i წილი ანუ i•P. ე.ი. დარიცხვის
პირველი პერიოდის ბოლოს მიმდინარე თანხა იქნება
F 2=F1 +iP=P ( 1+i )
მეორე პერიოდის ბოლოს ეს თანხა კიდევ გაიზრდება iP სიდიდით, გახდება
F 2=F1 +iP=P ( 1+i )+ iP=P (1+2i)
და ა.შ. დარიცხვის n-ური პერიოდის ბოლოს მიმდინარე თანხის მარტივი
პროცენტის გამოსათვლელი ფორმულის სახე შემდეგი იქნება:
F n=P ( 1+ ¿ ) , 0≤ n ≤ N

მაგალითი:
ბანკის მიერ გასესხებულია 1000 ლარი 9%-იანი წლიური საპროცენტო
განაკვეთით, რა იქნება საბოლოო თანხა ოთხი წლის შემდეგ, თუ ბანკი იყენებს
მარტივ საპროცენტო მეთოდს?

ამოხსნა:
გამოვიყენოთ მიღებული ფორმულა და ჩავსვათ მასში რიცხვები პირობის
თანახმად:
P=1000, i=0,09, n=4, ე.ი.

F 4=1000 ( 1+0.09∗4 )=1000∗1.36=1360 ლარი

პასუხი:
1360 ლარი.

როგორც წესი, დარიცხვის პერიოდად წელიწადს გამოიყენებენ, ე.ი. ფორმულაში


არსებული n წლების რაოდენობას გულისხმობს, რომელიც შეგვიძლია t-თი
აღვნიშნოთ. მაშინ შეგვიძლია დავწეროთ, რომ
F ( t )=P ( 1+¿ )

რთული პროცენტი
ვთქვათ, ისევ P საწყისი თანხა გასესხებულია i წლიური საპროცენტო განაკვეთით.
ამ შემთხვევაში პროცენტის დარიცხვა ხდება შემდეგნაირად: დარიცხვის ყოველი
პერიოდის ბოლოს ამ პერიოდის დასაწყისში არსებულ თანხას ემატება მისი i-ური
ნაწილი. შესაბამისად, დარიცხვის პირველი პერიოდის ბოლოს მიმდინარე თანხა
იქნება
F 1=P+iP=P (1+i )

მეორე პერიოდის ბოლოს ეს თანხა უკვე iF1 სიდიდით გაიზრდება და გახდება


2
F 2=F1 +iF 1=P ( 1+i ) +iP ( 1+i )=P ( 1+i )

n-ური პერიოდის ბოლოს მიმდინარე თანხის რთული პროცენტის მეთოდით


გამოსათვლელი ფორმულა შემდეგნაირია:

n
F n=P ( 1+ i ) , 0 ≤ n≤ N

მაგალითი 2:
რას უდრის მიმდინარე თანხის ოდენობა მაგალითი 1-ის პირობებში, თუ ბანკი
იყენებს რთული პროცენტით დარიცხვის მეთოდს?

ამოხსნა:
ვისარგებლოთ ფორმულით. P=1000, i=0.09, n=4, ე.ი.
4
F 4=1000 ( 1+0 , 09 ) =1000∗1,411=1411 ლარი

პასუხი:
1411 ლარი.

დისკონტირება
აქამდე განხილულ სიტუაციებში ცნობილი საწყისი P თანხის მეშვეობით
ვითვლიდით საბოლოო, ანუ დაგროვილ თანხას.
ფინანსურ პრაქტიკაში ხშირად საჭირო ხდება, გადაიჭრას შებრუნებული ამოცანა :
უკვე ცნობილი დაგროვილი თანხის ოდენობის მიხედვით მოიძებნოს საწყისი
თანხა P. ასეთი სიტუაციები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ფორმდება ფინანსური
გარიგებები ან როცა ხდება დაგროვილი პროცენტის დაკავება უშუალოდ სესხის
გაცემის მომენტში.
თუ დაგროვილ თანხას S-ით აღვნიშნავთ, მაშინ სხვაობას D=S−P ეწოდება
დისკონტი, ხოლო საწყისი თანხის მოძებნის პროცესს საბოლოო თანხიდან
გამომდინარე, ეწოდება დისკონტირება. საბოლოო და საწყის მომენტებს შორის
დროის შუალედს - დისკონტირების პერიოდი.
დისკონტირება ნიშნავს კაპიტალის განსაზღვრას აწმყოში, თუ ცნობილია რა
იქნება ის მომავალში.
ერთ და იმავე S-სთვის საწყისი ღირებულების P ოდენობა დამოკიდებული იქნება
იმ მეთოდზე, რომლითაც ხდება პროცენტის დარიცხვა.
მარტივი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში გვექნება
S
P=
1+¿

ხოლო რთული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში გვექნება


S
P= t
( 1+ i)

მაგალითი 3:
კონტრაქტის ხელმოწერიდან ორი წლის შემდეგ გადახდილი უნდა იქნას $52080
წლიური 12%-იანი მარტივი საპროცენტო განაკვეთით. იპოვეთ:
ა) სესხის საწყისი თანხა
ბ) დისკონტი

ამოხსნა:
S=52080, i=0.12, t=5

52080
P= =42000 , ხოლო დისკონტი იქნება D=S−P=52080−42000=10080
1+0.12∗2

პასუხი:
ა) სესხის საწყისი თანხაა $42000
ბ) დისკონტი ტოლია $10080

მაგალითი 4:
წინა მაგალითის პირობებში ჩავთვალოთ, რომ ბანკი რთულ საპროცენტო
განაკვეთს იყენებს. იპოვეთ:
ა) სესხის საწყისი თანხა
ბ) დისკონტი

ამოხსნა:
S=52080, i=0.12, t=5

52080 52080
P= = =41518, ხოლო დისკონტია D=S−P=52080−41518=10562
( 1+012 ) 1.2544
2

პასუხი:
ა) სესხის საწყისი თანხაა $41518
ბ) დისკონტი ტოლია $10562-ის.

თბილისი, 1 სექტემბერი, 1999წ


ვალდებულებას ვიღებ, ზემოთ მითითებული
რიცხვიდან 60 დღის განმავლობაში
გადავიხადო 2000$ წლიური მარტივი
პროცენტული განაკვეთით 11%.

კონკრეტული თამასუქის მაგალითი [2]


განვიხილოთ შემდეგნაირი მაგალითიც. დავუშვათ, რომ გაიცა შემდეგნაირი
თამასუქი:

თამასუქის ნომინალური ღირებულება შეადგენს $2000. მისი ფაქტობრივი


ღირებულება ნომინალურ ღირებულებას დამატებული 60 დღის განმავლობაში
პროცენტული დანამატია:

(
2000 1+ 0 ,
11∗60
365 )=2036 , 16

მიუხედავად იმისა, რომ გადახდის ვადა 31 ოქტომბერია, თამასუქი შეიძლება


ადრეც გაიყიდოს, თუმცა ეს გაყიდვა დისკონტით მოხდება. განვიხილოთ ეს
სიტუაცია. ვთქვათ, X პირი ბანკს მიჰყიდის თამასუქს 1999 წლის 2 ოქტომბერს
წლიური დისკონტის განაკვეთით 9.5%. გამოვთვალოთ თუ რა ფასად იყიდის
თამასუქს ბანკი.
ამისთვის საჭიროა დამტკიცდეს შემდეგი თეორემა:
განვიხილოთ დროის ერთწლიანი ინტერვალი. ვთქვათ d არის დისკონტის
წლიური განაკვეთი. t წარმოადგენს დროს, გამოსახულს წლებში, S(1) შეადგენს
საწყისი S(0) ვალისთვის გაზრდილი თანხის რაოდენობას, მაშინ t მომენტში
ვალის რაოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
S ( t )=S ( 1 ) [ 1− ( 1−t ) d ] , 0<t <1

დავამტკიცოთ:

S(t) გამოვსახოთ S(0)-სა და i-ის საშუალებით. მივიღებთ


S ( t )=S ( 0 ) ( 1+ ti )
თუ გავითვალისწინებთ, რომ
S ( 1) 1 i
S ( 0 )= , =1−d , =d ,
1+ i 1+i 1+i
მაშინ ამ ტოლობიდან მივიღებთ
S ( t )=S ( 1 ) ( 1+i1 +t 1+i i )=S ( 1) [1−d+ td ]=S ( 1) [1−( 1−t ) d ]
თუ ამ ცოდნას კონკრეტულ თამასუქს მოვარგებთ, სადაც ვადა 29 დღეა, ხოლო
განაკვეთი 9.5%, მივიღებთ:
S ( t )=2036 , 16 1− ( 29
365 )
∗0,095 =2020 , 79

ე.ი. X-ისა და ბანკის შემოსავალი შეადგენს $20,79 და $15,37


ბიბლიოგრაფია
[1] ნ. მ. ნ. ს. თ. ჯ. გ. ლობჯანიძე, კალკულუსი, თბილისი, 2022.
[2] ნ. ს. ჰ. მელაძე, გამოყენებითი მათემატიკის საწყისები, თბილისი, 2000.

You might also like