You are on page 1of 10

CU / CSB

Data Analysis and Business Modeling


HomeWork N2
A. Chanturia

SPRING, 2020
Home work N2:
მითითება: ვორდიდან ექსელში მონაცემების გადატანა შესაძლებელია ცხრილების კოპირება/ჩასმით.

ამოცანები შეასრულეთ ექსელის ცალკეულ გვერდებზე. გვერდებს სახელად დაარქვით


პრობლემის ნომერი: Problem1, Problem2 და ა. შ.

Problem add1 (FORMATTING ) ***

შექმენით სამომხმარებლო ფულადი ფორმატი (იხ. ამოცანის ამოხსნის შედეგი):

არაუარყოფითი რიცხვებისათვის:
ფულადი ერთეულით-თქვენი სახელის პირველი სიმბოლო; ლურჯი ფერის
ფონტით; კლასების გამოყოფით;
უარყოფითი რიცხვებისათვის:
ფულადი ერთეულით-თქვენი გვარის პირველი სიმბოლო; წითელი ფერის
ფონტით; კლასების გამოყოფით; „მინუს“ სიმბოლოს გარეშე;
ამასთან ორივე შემთხვევაში ფულადი ერთეულის სიმბოლო უნდა განთავსდეს
უჯრის მარცხენა კიდეზე, ხოლო რიცხვითი მონაცემი უჯრის მარჯვნივ.

შექმნილი სამომხმარებლო ფორმატი დაუნიშნეთ Format(ფაილს დაამატეთ გვერდი) გვერდის


B:E დიაპაზონს.

ამოცანის ამოხსნის შედეგი:

Problem 1:

1
არასავალდებულო დავალება
Produc Shipping date Duration of Date of Date of Holidays
t delivery(days). delivery(SS) delivery(S
)
A Fri 24/06/2016 21 4/30/2016
B Thu 12/05/2016 5 5/1/2016
C Thu 12/05/2016 24 5/2/2016
D Wed 25/05/2016 8 5/3/2016
E Thu 19/05/2016 25 5/9/2016
F Mon 30/05/2016 12 6/13/2016
G Wed 29/06/2016 29
H Fri 27/05/2016 14
I Sun 22/05/2016 17
ცხრილი 1

ააგეთ ცხრილი 14 გვერდზე WORKDAY, ნებისმიერი უჯრიდან.

Shipping date - ველი შეიცავს Product სვეტში წარმოდგენილი დასახელების


პროდუქტის საწყობიდან გატანის თარიღს;

Duration of delivery(days). - სვეტი შეიცავს პროდუქტის დანიშნულების ადგილამდე


ტრანსპორტირებისათვის საჭირო სამუშაო დღეების რაოდენობას;

Holidays - სვეტი შეიცავს დღესასწაულების შესაბამის თარიღებს. გაითვალისწინეთ,


რომ Holidays დღეებში პროდუქტის ტრანსპორტირება არ ხდება.

1) Date of delivery (SS)- სვეტში Shipping date , Duration of delivery(days). და Holidays


სვეტის მონაცემების გათვალისწინებით, თარიღის ჯგუფის ფუნქციებით
გამოთვალეთ :

დანიშნულების ადგილას პროდუქტის ჩამოტანის სამუშაო თარიღი,


თუ სარტანსპორტო გადამზიდი კომპანიისათვის დასვენების დღეებია
შაბათი და კვირა.

2) Date of delivery (S)- სვეტში Shipping date , Duration of delivery(days). და Holidays


სვეტის მონაცემების გათვალისწინებით, თარიღის ჯგუფის ფუნქციებით
გამოთვალეთ :

დანიშნულების ადგილას პროდუქტის ჩამოტანის სამუშაო თარიღი, თუ


სარტანსპორტო გადამზიდი კომპანიისათვის დასვენების დღეა მხოლოდ
შაბათი;
Problem 2

შეასრულეთ WORKDAY გვერდის კოპიო, გვერდს დაარქვით WORKDAYnew.

შეასრულეთ WORKDAYnew გვერდზე:

Shipping date - ველი შეიცავს Product სვეტში წარმოდგენილი დასახელების


პროდუქტის საწყობიდან გატანის თარიღს;

Duration of delivery(days). - სვეტი შეიცავს პროდუქტის დანიშნულების ადგილამდე


ტრანსპორტირებისათვის საჭირო დღეების(სამუშაო+არასამუშაო) რაოდენობას;

Date of delivery (SS)- სვეტში Shipping date და Duration of delivery(days) სვეტის


მონაცემების გათვალისწინებით, თარიღის ჯგუფის ფუნქციებით გამოთვალეთ :

დანიშნულების ადგილას პროდუქტის ჩამოტანის სამუშაო თარიღი,


თუ სარტანსპორტო გადამზიდი კომპანიისათვის დასვენების დღეებია
შაბათი და კვირა.

3) Date of delivery (S)- სვეტში Shipping date , Duration of delivery(days) სვეტის


მონაცემების გათვალისწინებით, თარიღის ჯგუფის ფუნქციებით გამოთვალეთ :

დანიშნულების ადგილას პროდუქტის ჩამოტანის სამუშაო თარიღი, თუ


სარტანსპორტო გადამზიდი კომპანიისათვის დასვენების დღეა შაბათი;
Problem 3 (FIN- Function ):

a) კრედიტორის მიერ აღებული 995000 $ ოდენობის სესხი დაფარეთ 9 წლის


განმავლობაში შემდეგი წესით:

სესხის გადახდა აწარმოეთ კვარტალში ერთხელ, პერიოდის ბოლოს გადახდებით,


დარიცხვების წლიური საპროცენტო განაკვეთით 11%-ი.

პროცენტის დარიცხვა სესხზე წარმოებს კვარტალში ერთხელ, პერიოდის ბოლოს.

გადახდის ვადის ბოლოს სესხის მხოლოდ 65 პროცენტი უნდა იყოს დაფარული.

გამოთვალეთ პერიოდული გადასახადი, რომელიც 995000 $


1 ოდენობის სესხს დაფარავს 9 წლის განმავლობაში.
2 რა იქნება მე-6 წლის პერიოდული გადასახადი?
გამოთვალეთ პირველი და მეორე პერიოდის(კვარტლის)
3 პროცენტზე გადასახადი?  

b) კრედიტორის მიერ აღებული 995000 $ ოდენობის სესხი დაფარეთ 9 წლის


განმავლობაში შემდეგი წესით:

სესხის გადახდა აწარმოეთ კვარტალში ერთხელ, პერიოდის დასაწყისში გადახდებით,


დარიცხვების წლიური საპროცენტო განაკვეთით 11%-ი.

პროცენტის დარიცხვა სესხზე წარმოებს კვარტალში ერთხელ, პერიოდის დასაწყისში.

გადახდის ვადის ბოლოს სესხის მხოლოდ 65 პროცენტი უნდა იყოს დაფარული.

გამოთვალეთ პერიოდული გადასახადი, რომელიც 995000 $


1 ოდენობის სესხს დაფარავს 9 წლის განმავლობაში.
2 რა იქნება მე-6 წლის პერიოდული გადასახადი?
გამოთვალეთ პირველი და მეორე პერიოდის(კვარტლის)
3 პროცენტზე გადასახადი?  
Problem 4 (FIN- Function ):

a) კრედიტორის მიერ აღებული 995000 $ ოდენობის სესხი დაფარეთ 9 წლის


განმავლობაში შემდეგი წესით:

სესხის გადახდა აწარმოეთ კვარტალში ერთხელ, პერიოდის ბოლოს გადახდებით,


დარიცხვების ცვლადი წლიური საპროცენტო განაკვეთით:

I , II და III წელს - წლიური საპროცენტო განაკვეთი 11%-ია;

IV – VI წლებში - წლიური საპროცენტო განაკვეთი 10.5 %-ია;

ხოლო VII – IX წლებში - წლიური საპროცენტო განაკვეთი 11.5 %-ია;

პროცენტის დარიცხვა სესხზე წარმოებს კვარტალში ერთხელ, პერიოდის ბოლოს.

გადახდის ვადის ბოლოს სესხის მხოლოდ 65 პროცენტი უნდა იყოს დაფარული.

გამოთვალეთ პერიოდული გადასახადი, რომელიც 995000 $


1 ოდენობის სესხს დაფარავს 9 წლის განმავლობაში.
2 რა იქნება მე-6 წლის პერიოდული გადასახადი?
გამოთვალეთ პირველი და მეორე პერიოდის(კვარტლის)
3 პროცენტზე გადასახადი?  

შენიშვნა: ცვლადი საპროცენტო განაკვეთის ამოცანაში პროცენტზე და ძირ სესხზე


გადასახადის გამოთვლისათვის თავად შეადგინეთ ფორმულა/გამოსახულება (არ
გამოიყენოთ ფინანსური ფუნქციები) .
Problem 5

Prob 5 გვერდის ნებისმიერი უჯრებიდან ააგეთ სურათზე წარმოდგენილი ცხრილები .


შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით ააგეთ ფორმულა, რომელიც Resullt დიაპაზონში
გავრცელებისას თამაშის წესების გათვალისწინებით მოგცემთ "Win", "Lose", "Game
continues" ან "ERROR" შედეგებიდან ერთ-ერთს.

თამაშის წესი :
თამაშის დროს დაგროვილ ქულათა შესაძლო მნიშვნელობაა ნატურალური რიცხვები, 2-
დან 12-მდე, ჩათვლით.
თამაში მოგებულია, თუ აგროვებთ 5, 7 ან 11 ქულას. შესაბამისად Result სვეტის
მნიშვნელობა ასეთი ქულებისათვის არის "Win".
თამაში წაგებულია თუ აგროვებთ 3, 9 ან 6 ქულას. შესაბამისად Result სვეტის მნიშვნელობა
ასეთი ქულებისათვის არის "Lose".
თამაში გრძელდება თუ აგროვებთ 2-დან 12-მდე (ჩათვლით) ნებისმიერ
ქულას(ნატურალურ რიცხვს) გარდა ქულებისა 3, 9, 6 , 5, 7, 11. შესაბამისად Result სვეტის
მნიშვნელობაა "Game continues".
ყველა სხვა შემთხვევაში(იგულისხმება არანატურალური რიცხვი, ან 2-ზე ნაკლები, ან 12-ზე
მეტი შედეგის შემთხვევაში) Result სვეტის მნისვნელობა უნდა იყოს "ERROR".
Problem 6 (IF Function):

Prob 6 გვერდზე შეადგინეთ ამოცანის შაბლონი, ცხრილი 2-ის მიხედვით.

შეძენილი რაოდენობა შესაბამისი ღირებულება


25
39
49
75
103
4
13
ცხრილი 2

პროდუქტის შეძენისას გადახდა წარმოებს შემდეგი წესით(იხ: ცხრილი 1):

რაოდენობა ერთეულის ღირებულება


1<= რაოდენობა <= 10 8 000 $
11 <= რაოდენობა <= 20 6 500 $
21 <= რაოდენობა <= 30 5 000 $
31<= რაოდენობა <= 40 3 500 $
41 -ზე მეტი 2 000 $
ცხრილი 3

შეძენილი პროდუქტის რაოდენობის მიხედვით ერთეული ღირებულების ცვლილება ხდება


შემდეგი წესით:

მაგ: თუ შეიძენთ 55 ერთეულ პროდუქტს,

პირველ 10 ერთეულში (პირველიდან მე-10-მდე) უნდა გადაიხადოთ, თითოეულში 8 000 $;


შემდეგ 10 ერთეულში (მე-11-დან მე-20-მდე) უნდა გადაიხადოთ - 6 500$;
შემდეგ 10 ერთეულში (მე-21-დან მე-30-მდე) უნდა გადაიხადოთ - 5 000$;
შემდეგ 10 ერთეულში (მე-31-დან მე-40-მდე) უნდა გადაიხადოთ - 3 500$;
ბოლო 15=55-40 ერთეულში (მე-41-დან მე-55-მდე) უნდა გადაიხადოთ - 2 000$;
ე. ი. 55 ერთ პროდუქტზე გადასახადი =

=10 * 8 000 $ + 10* 6 500$ + 10* 5 000$ + 10 * 3 500$ + 15 * 2000$

მაგ: თუ შეიძენთ 35 ერთეულ პროდუქტს,

პირველ 10 ერთეულში (პირველიდან მე-10-მდე) უნდა გადაიხადოთ, თითოეულში 8 000 $;


შემდეგ 10 ერთეულში (მე-11-დან მე-20-მდე) უნდა გადაიხადოთ - 6 500$;
შემდეგ 10 ერთეულში (მე-21-დან მე-30-მდე) უნდა გადაიხადოთ - 5 000$;
ბოლო 5=35-30 ერთეულში (მე-31-დან მე-35-მდე) უნდა გადაიხადოთ - 3 500$;
გადასახადი 35 ერთ პროდუქტზე = 10 * 8 000 $ + 10* 6 500$ + 10* 5 000$ + 5 * 3 500$
მაგ: თუ შეიძენთ 14 ერთეულ პროდუქტს,

პირველ 10 ერთეულში (პირველიდან მე-10-მდე) უნდა გადაიხადოთ, თითოეულში 8 000 $;


ბოლო 4=14-10 ერთეულში (მე-11-დან მე-14-მდე, ჩათვლით) უნდა გადაიხადოთ - 6 500$;
გადასახადი 14 ერთ პროდუქტზე = 10 * 8 000 $ + 4 * 6 500$

ცხრილი 2-ში მოცემული „შეძენილი რაოდენობა“ ველის მიხედვით შეავსეთ ველი


„შესაბამისი ღირებულება“ ზემოთ აღნიშნული ერთეულის ღირებულების განსაზღვრის
წესის მიხედვით.

შენიშვნა: შეძენილი პოდუქტის ღირებულების გამოსათვლელ ფორმულაში უნდა


გამოიყენოთ ისეთი ტიპის მისამართები, რომ ერთი ფორმულის გავრცელებით მიიღოთ
ყოველი რაოდენობის შესაბამისი ღირებულება(დავალება ამოხსენით IF ფუნქციის
გამოყენებით).

You might also like