You are on page 1of 6

 ცენტრალური ბანკების არსი და მნიშვნელობა

 ჩინეთის ცენტრალური ბანკის არსი


 შექმნის და დაარსების ისტორია
 სტრუქტურა, მენეჯმენტი
 საპროცენტო განაკვეთი
 ფუნქციები,ეროვნული ვალუტა
 ამჟამინდელი სიტუაცია

ჩინეთის ცენტრალური ბანკი


ცენტრალური ბანკების არსი და მნიშვნელობა

საბანკო სისტემის განვითარება ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიწყო. ამასთან, რაც უფრო
ვითარდებოდა ფინანსური ბაზარი და საბაზრო ურიერთობები, იქმნებოდა აუცილებლობა
შექმნილიყო რაიმე მარეგულირებელი სახელმწიფო და ზედამხედველი ორგანო, ანუ
ცენტრალური ბანკი, რომლის როლიც დღესდღეობით საკმაოდ დიდია და მოიცავს მთელ
რიგ ფუნქციებს, როგორებიცაა მაგალითად, მთავრობის ბანკირი და ფინანსური აგენტი,
საბანკო სისტემის საქმიანობის მარეგულირებელი, საგადამხდელო-საანგარიშსწორებო
სისტემის ორგანიზატორი და ა.შ. ჩვენი დღევანდელი საპრეზენტაციო თემაც სწორედ
ცენტრალურ ბანკს, კერძოდ კი ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შეეხება.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი ანუ იგივე ჩინეთის სახალხო ბანკი (People’s Bank of China) დიდ
როლს თამაშობს როგორც ჩინეთის საბანკო სისტემაზე, ასევე კონტროლს და
ზედამხედველობას უწევს ქვეყნის შიდა ფინანსურ სექტორს. იგი პასუხისმგებელია ისეთი
საკითხების განხორციელებაზე, როგორებიცაა ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა და ამასთან
რეგულაციების განხორციელება ფინანსურ ინსტიტუტებზე ეგრედწოდებული სახალხო
ბანკისა და კომერციული ბანკის კანონით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის
ივლისიდან, ჩინეთის ცენტრალურ ბანკს უდიდესი ფინანსური აქტივები უჭირავს, ვიდრე
მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ცენტრალურ ბანკს.

შექმნის და დაარსების ისტორია

ბანკი დაარსდა 1948 წლის 1 დეკემბერს, Huabei Bank- ის, Beihai Bank- ის და Xibei Farmer
Bank- ის კონსოლიდაციის საფუძველზე. შტაბი თავდაპირველად მდებარეობდა
შიძიაჯუანიში, ჰებეიში, შემდეგ კი პეკინში გადავიდა 1949 წელს. 1950-დან 1978 წლამდე PBC
იყო ერთადერთი ბანკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და მას ევალებოდა როგორც
ცენტრალური საბანკო, ასევე კომერციული საბანკო ოპერაციები. ჩინეთში არსებული ყველა
სხვა ბანკი, როგორიცაა ჩინეთის ბანკი, ან იყო ორგანიზებული, როგორც PBC-ის
განყოფილება , ან იყო უდეპოზიტო სააგენტოები.

ჩენ იუანი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბანკის მოდერნიზებაში 1990-იანი წლების


დასაწყისში. მისი ცენტრალური ბანკის სტატუსი კანონიერად დაადასტურა 1995 წლის 18
მარტს მე -8 სახალხო სახალხო კონგრესის მე -3 პლენუმის მიერ და იმავე წლის აქტით
მიენიჭა მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობა. 1998 წელს PBC– მა განიცადა მნიშვნელოვანი
რესტრუქტურიზაცია. გაუქმდა ყველა პროვინციული და ადგილობრივი ფილიალი, ხოლო
PBC– მ ცხრა რეგიონალური ფილიალი გახსნა, რომელთა საზღვრები არ შეესაბამებოდა
ადგილობრივ ადმინისტრაციულ საზღვრებს. 2003 წელს, მეათე ეროვნული სახალხო
კონგრესის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილებათა კანონში, რომელიც
განამტკიცებს PBC– ს როლს მონეტარული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში,
ფინანსური სტაბილურობისა და ფინანსური მომსახურების უზრუნველსაყოფად.

სტრუქტურა, მენეჯმენტი

საინტერესოა ჩინეთის ცენტრალური ბანკის მენეჯმენტი, რომლის უმაღლეს რგოლს


წარმოადგენს მმართველი და გარკვეული რაოდენობის მმართველი მოადგილეები.
ცენტრალური ბანკის მმართველის თანამდებობის დაკავება ან მმართველის მოხსნა
ხორციელდება ნაციონალური სახალხო კონგრესით (National People’s Congress) ან მისი
მუდმივი კომიტეტით. მმართველის კანდიდატურის წამოყენება შეუძლია ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის პრემიერს, რომელსაც შემდგომში ამტკიცებს ნაციონალური ხალხთა კონგრესი.
რაც შეეხება მმართველი მოადგილეების დანიშვნასა და მოხსნას, აღნიშნული საკითხი შედის
სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მოვალეობაში.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩინეთის ცენტრალურ ბანკს აქვს დაარსებული 9


რეგიონალური ფილიალი, 2 საოპერაციო ოფისი და 303 მუნიციპალური ფილიალი, ამასთან 6
წარმომადგენლოითი ოფისი ქვეყნის გარეთ. ამასთან ჩინეთის ცენტრალური ბანკი
წარმოდგენილია 18 ძირითადი დეპარტამენტით, როგორებიცაა მათ შორის მონეტარული
პოლიტიკის დეპარტამენტი, ფინანსური ბაზრის დეპაერტამენტი, ფინანსური
სტაბილურობის ბიურო და სხვა.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია თავისი ქმედებების სახელმწიფო საბჭოს


წიმაშე, შესაბამისად იგი განთავისუფლებულია ყოველგვარი ჩარევებისგან სხვა ფინანსური
ინსტიტუტებისა თუ ადგილობრივი თვითმართველოების მხრიდან. შესაბამისად იგი
დამოუკიდებლად ანხორციელებს მონეტარულ პოლიტიკას, ამასთან კომერციული ბანკების
ურთიერთობებიც ჩინეთის ცენტრალური ბანკის დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება ჩინეთის
ცენტრალური ბანკის კანონს, მისით აკრძალული აქვს სესხების გაზრდა და გაფართოება
ასგილობრივ მთავრობასა და დეპარტამენტებზე. ამასთან ჩინეთის ცენტრალური ბანკი
პასუხისმგებელია სავალუტო კურსის მართვასა და რეზერვების მენეჯმენტზე. მაგალითად,
საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში ხდება შემდეგი:
საპროცენტო განაკვეთი

ისტორიულად, საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ჩინეთის ცენტრალური ბანკი ადგენდა


იყო ყოველთვის 9-ის ჯერადი, ვიდრე 25-ის, როგორიც იყო მსოფლიოში. თუმცა,
მოგვიანებით ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო საპროცენტო განაკვეთის გაზრდა 0.25%-ით 2010
წლის ოქტომბერში და ამჟამინდელი საპრცენტო განაკვეთი გახდა 25-ის ჯერადი. ასე
გამოიყურება საპროცენტო სარგებელი წლების მიხედვით ( სლაიდზე სურათი იქნება).
ამასთან ჩინეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები გაიზარდა 2004
წლიდან და მიუახლოვდა 3.7 ტრილიონ დოლარს, რაც სწორედ მუდმივად დადებითი
balance of payment-ის შედეგია. თუმცა საინტერესოა ის გავლენაც, რაც პანდემიის პირობებმა
იქონია- კერძოდ, რეზერვების დაცემა 3 ტრილიონ დოლარამდე.

ცენტრალური ბანკის ფუნქციები

საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან ერთად ჩინეთის ცენტრალური


ბანკის როლი ქვეყნის მაკროეკონომიკურ საკითხებში უმნიშვნელოვანესია. ჩინეთის
ცენტრალური ბანკი უამრავ ფუნქციას ასრულებს ამ მხრივ, რომელთაგან
უმნიშვნელოვანესია:

1. მონეტარული პოლიტიკა- რომლის მთავარი ფუნქცია შეინარჩუნოს ვალუტის


სტაბილურობა და შესაბამისად ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას. ინსტრუმენტებს,
რომოლებსაც ჩინეთიწს ცენტრალური ბანკი იყენებს არის რეზერვების კოეფიციენტი (
reservations ratio), ცენტრაური ბანკის საპროცენტო განაკვეთი, რედისკონტირება, ღია
საბაზრო ოპერაციები და სხვა.
2. ფინანსური ბაზრის რეგულირება- მოიცავს ადმინისტრაციული წესების/ კანონების
შედგენას ობლიგაციის, ოქროსა და უცხოური ვალუტის ბაზრსითვის. ფუნქციაში
შედის ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა აღნიშნულ ბაზრებზე შესვლა ან
გამოსვლა, ამასთან საკრედიტო პოლიტიკის ჩამოყალიბება ქვეყნის ეკონომიკისა და
სოციალური განვითარების ფონზე.
3. მნიშვნელოვანია ასევე დეპოზიტების დაზღვევის პროგრამაც, რომელიც ძალაში
შევიდა 2015 წლის მაისში. ცენტრალური ბანკის მოვალეობას წარმოადგენს
დეპოზიტორების დაცვა თუკი მათ ფონდს ზარალი ემუქრება ანდა იმ ჭორების
გაქარწყლება თუკი რომელიმე ბანკთან მიმართედბაში წარმოიშობა. ამასთან,
ცენტრალური ბანკი დახმარებას უწევს ქვეყნის შიგნით არსებულ ბანკებს, რომლებიც
პრობლემებს განიცდის ინდუსტრიაში.
4. ჩინეთის ცენტრალური ბანკის ფუნქციაში შედის რა თქმა უნდა ჩინური ეროვნული
ვალუტის- იუანის კონტროლი . ამერიკული დოლარისა და იაპონური იენისგან
განსხვავებით, ჩინეთი ინარჩუნებს საკმაო მკაცრ კონტროლს იუანის ნორმაზე.
ყოველი დღის დასაწყისში, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ადგენს შუალედურ ნორმას
წინა დღის დაკვირვებით და
თუკი კურსი დიდ
ცვლილებას ან გადახრას
განიცდის ჩინეთის
ცენტრალური ბანკი ჩაერევა,
იყიდის ან პირიქით, გაყიდის
იუანს.

5. ჩინეთის GDP 11.3%-ით გაიზარდა 2006 წლის მეორე კვარტალში. აღნიშნული ზრდა
ნაწილობრივ დაკავშირებული იყო ჭარბ ლიკვიდურობასთან, ჭარბი უცხოური
კაპიტალის შემოდინებასთან და ჩინეთის ცენტრალური ბანკის მანიპულაციებთან
ვალუტის მიმართებაში. აღნიშნულმა პროცესმა გარკვეული შედეგები გამოიღო,
როგორებიცაა: გაზრდილი ინვესტიციები, გაზრდილი ფულის მიწოდება, რაც აისახა
ინფლაციაში, გაზრდილი საპროცენტ განაკვეთი და სხვა.

ამჟამინდელი სიტუაცია

XXI საუკუნეში ჩინეთმა სულ უფრო დიდი პოზიცია დაიკავა გლობალურ ფინანსებში, თუმცა
სახელმწიფო ინარჩუნებს მკაცრ კონტროლს ჩინეთის უდიდეს ბანკებზე, რის გამოც
უცხოური ინვესტიციების წილი უმნიშვნელოა.კაპიტალის კონტროლისა და ფიქსირებული
პროცენტული განაკვეთების სახელმწიფო პოლიტიკამ ჩინეთის ბანკებს ვირტუალური
ჩინური კედელი შემოავლო. 

2012 წლის თებერვალში ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა შეიმუშავა სამსაფეხურიანი გეგმა,


რომელიც დაანგრევს ჩინეთის მსხვილი ბანკების გარშემო აღმართულ ბარიერებს.ჩინეთის
ბანკებს ეკონომიკის სტიმულირების მიზნით 2 წლის განმავლობაში $3 ტრილიონის გაცემის
უფლება მიეცათ.
ბოლო წლების განმავლობაში PBOC, რომელიც იყენებს მრავალ ინსტრუმენტს საპროცენტო
განაკვეთებისა და ფულის მიწოდების კონტროლისთვის, ცდილობს შეიმუშაოს ერთიანი
წარმომადგენლობითი საპროცენცო პოლიტიკა, როგორიცაა Federal funds rate.

2015 წლის ოქტომბრის შემდეგ PBOC– მ შეინარჩუნა benchmark deposit rate 1.5% –ზე.
სამომხმარებლო ინფლაციამ თებერვალში 5,2% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში


კორონავირუსის ეპიდემიის სიმძიმის ფონზე, ჩინურმა ბანკებმა სესხი გასცეს რეკორდულად
მაღალი- 12.09 ტრილიონი იუანი.

რაც შეეხება პანდემიას, ბოლო მონაცემებით,ჟურნალისტებთან რეგულარულ ბრიფინგზე,


ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გადაუდებელი ზომების
მიღების საჭიროება ამ ეტაპისთვის მცირე იყო, რადგან Covid-19 ბიზნეს საქმიანობას ამ წლის
დასაწყისში შეეხო.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებისთვის


ემზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ბანკის ერთ-ერთი
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მუ ჩანგჩუნმა ქალაქ იჩუნში ჩინეთის მე-40 ფინანსურ ფორუმში


მონაწილეობისას განაცხადა, ცენტრალური ბანკი საკითხზე გასული წლიდან
აქტიურად მუშაობს და საკუთარი კრიპტოვალუტის გამოსაშვებად უკვე თითქმის
მზად არის;

ჩინელ ბანკირს კრიპტოვალუტის გამოშვების ზუსტი დრო არ დაუსახელებია.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინების და სხვა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის საჭირო


მოწყობილობების წარმოების თვალსაზრისით, ჩინური ბაზარი მსოფლიოში
მოწინავე - პირველ პოზიციაზეა.

Bibliography
(n.d.). Retrieved from https://www.investopedia.com/articles/economics/11/chinese-banking-
system.asp

(n.d.). Retrieved from https://www.bpastudies.org/bpastudies/article/view/20/49


(n.d.). Retrieved from https://www.cnbc.com/2019/08/28/china-economy-how-pboc-controls-the-yuan-
rmb-amid-trade-war.html

(n.d.). Retrieved from https://www.imf.org/en/Countries/CHN

(n.d.). Retrieved from https://www.ccpwatch.org/single-post/2020/04/06/Why-Chinas-GDP-Has-the-


Central-Bank-Worried#:~:text=The%20People%27s%20Bank%20of%20China,levels%20of
%20money%20in%20circulation.&text=Maintaining%20this%20balance%20will%20determine
%20China%27s%20economic%20

Chinese Banking System. (n.d.).

David Lodge, M. S. (February 2019). Credit, financial conditions and the.

Marcus, B. K. (n.d.). Essentials of Investments. 

Mishkin, F. (n.d.). Economics of Money, Banking and Finance. 

You might also like