You are on page 1of 35

4.3.4. ბიზნეს საქმიანობის სპეციალური სახეები .........................................................................

3
4.3.4.1. საბანკო სამართალი ......................................................................................................... 3
4.3.4.1.1. საბანკო სამართლის დარგი ..................................................................................... 3
4.3.4.1.2. საბანკო ზედამხედველობა....................................................................................... 3
4.3.4.1.3. კომერციული ბანკი - როგორც საბანკო სამართლის სუბიექტი ........................... 5
4.3.1.4. საბანკო პროდუქტები ...................................................................................................... 7
4.3.1.4.1. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება .......................................................... 7
4.3.1.4.2. საბანკო კრედიტი ..................................................................................................... 10
4.3.1.4.3. დოკუმენტური აკრედიტივი .................................................................................... 13
4.3.1.4.4. საბანკო გარანტია .................................................................................................... 15
4.3.4.2. სადაზღვევო სამართალი........................................................................................ 18
4.3.4.2.1.სამართლებრივი გარემო - დაზღვევის ზედამხედველობა ................................. 18
4.3.4.2.2. დაზღვევის ხელშეკრულება .................................................................................... 22
4.3.4.2.2. დაზღვევის ხელშეკრულების სუბიექტები ................................................................ 22
4.3.4.2.3. სადაზღვევო რისკი ......................................................................................................... 23
4.3.4.2.3.1. რისკების კლასიფიკაცია ........................................................................................ 24
4.3.4.2.3.2. წმინდა და სპეკულაციური რისკები ................................................................ 24
4.3.4.3. ფუნდამენტალური და სპეციფიკური ................................................................. 24
4.3.4.4. სტატიკური და დინამიკური რისკები................................................................. 25
4.3.4.2.5. დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები. ........................................... 25
4.3.4.2.6. დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება........................................... 29
4.3.4.2.7. ზიანის ანაზღაურება ...................................................................................................... 31
4.3.4.2.8. დაზღვევის ხელშეკრულების ცალკეული სახეები ................................................... 33
4.3.4.2.8.1. სიცოცხლის დაზღვევა................................................................................................. 33
4.3.4.2.8.2. უბედური შემთხვევის დაზღვევა ............................................................................. 34
4.3.4.2.8.3. ჯანმრთელობის დაზღვევა .................................................................................... 35

2
4.3.4. ბიზნეს საქმიანობის სპეციალური სახეები

4.3.4.1. საბანკო სამართალი

4.3.4.1.1. საბანკო სამართლის დარგი


საბანკო სამართალი არის სამართლის დარგი, რომელიც შეისწავლის კომერციული
ბანკების ზედამხედველობის საჯარო–სამართლებრივ საკითხებსა და კომერციული
ბანკებისა და მესამე პირთა შორის არსებულ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს.
ევროპული დოქტრინა საბანკო სამართალს ორ ნაწილად ყოფს: 1) საჯარო საბანკო
სამართალი 2) კერძო საბანკო სამართალი.1

საჯარო საბანკო სამართალი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და


კომერციული ბანკების ურთიერთობის საკითხებს სწავლობს. საქართველოში საბანკო
სისტემის ზედამხედველი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკია, რომელიც
ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მეშვეობით ზედამხედველობს საბანკო
სექტორის საქმიანობას.

4.3.4.1.2. საბანკო ზედამხედველობა


საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს,
ბანკთა ბანკს, მთავრობის ბანკირსა და ფისკალურ აგენტს2. იგი წარმართავს ქვეყნის
მონეტარულ პოლიტიკას, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ხელს
უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას3. მისი სტატუსი და
დამოუკიდებლობა განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ხოლო
საქმიანობის წესი, უფლებამოსილება განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ ორგანული კანონით.

საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და


ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. ეროვნული ბანკის
თავმჯდომარე ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს4.

საქართველოს ეროვნული ბანკის უმთავრეს ამოცანა ფასების სტაბილურობის


უზრუნველყოფაა. მან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას,
ისე რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ეროვნული
ბანკს ფუნქციები აქვს:

1 ზ. გაბისონია გვ. 15
2 საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 95 ნაწილი #3
3 საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 95 ნაწილი #1

4 საქართველოს კონსტიტუცია 96-ე მუხლის მესამე ნაწილი.

3
ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების
შესაბამისად; ბ) მასთან არსებული სააგენტოს მეშვეობით, ზედამხედველობა გაუწიოს
ფინანსურ სექტორს; გ) უზრუნველყოს ფულად-საკრედიტო სისტემის
ფუნქციონირება;

დ) ფლობდეს, შეინახოს და განკარგოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები; ე)


იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი; ვ) ხელი შეუწყოს
საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას; ზ)
განახორციელოს საქართველოს ფულის ნიშნების ემისია; თ) საერთაშორისო
სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს
ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკა;

შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფუნქციები შეიძლება დაიყოს მარეგულირებელ და


სამომსახურეო ფუნქციებად:

ა) მარეგულირებელ ფუნქციებს განეკუთვნება:

1. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის რეგულირება;

2. საფინანსო სისტემის ზედამხედველობა - რეგულირება;

3. კრედიტზე მოთხოვნის დაკმაყოფილება - ბოლო ინსტანციის კრედიტორი.

ბ) სამომსახურეო ფუნქციები შედგება:

1. საბანკო სისტემისა და მთავრობის საბანკო მომსახურეობა;

2. მთავრობის საფინანსო აგენტის ფუნქციების აღსრულება;5

საქართველოს ეროვნული ბანკი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს


დამოუკიდებლად. ორგანული კანონითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული
შემთხვევების გარდა, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს არა აქვთ
უფლება ჩაერიონ ეროვნული ბანკის საქმიანობაში ან სხვაგვარი ზედამხედველობა
გაუწიონ მას.

საერთაშორისო პრაქტიკაში განასხვავებენ საბანკო სისტემის ზედამხედველი


ორგანოს დამოუკიდებლობის ორ ფორმას: პოლიტიკურსა და ეკონომიკურს.

5 ყიფიანია გვ, 26.

4
პოლიტიკური დამოუკიდებლობა გამოიხატება ბანკის ავტონომიურობაში, რაც
ასახვას პოულობს: ფულადი მასის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრაში,
დამოუკიდებელი რეგლამენტაციის უფლებაში, ასევე ბანკის მმართველი ორგანოების
წევრთა არჩევაში და ბანკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების
პროცედურაში, ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მთავრობის რეაგირების
საკითხში და სხვ.

ეკონომიკური დამოუკიდებლობა შემდეგში გამოიხატება: ბანკი არაა ვალდებული


გასცეს კრედიტები მთავრობაზე და კრედიტების გაცემისას მიანიჭოს მას რაიმე
უპირატესობა.

ეროვნულ ბანკს გააჩნია საკუთარი ეკონომიკური სახსრები და დამოუკიდებლად


განკარგავს მას. იგი პასუხს არ აგებს სახელმწიფოს ვალდებულებებზე. ამასთან, მის
მიერ განხორციელებული საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი
სახელმწიფო გადასახადის, გადასახდელის, მოსაკრებლის და ბაჟისაგან6.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი მისი ფუნქციების ჯეროვნად


განხორციელებისა და სისტემის გამართულად ფუნქციონირების საფუძველია. ბანკის
დამოუკიდებლობა ნიშნავს: 1) სახელმწიფო ორგანოებისაგან დამოუკიდებლობას,
რის გარეშე შეუძლებელია ფასების სტაბილურობა; 2) ბანკის ხელმძღვანელი პირების
პირად დამოუკიდებლობას, რაც გულისხმობს მათი არჩევის/დანიშვნის ვადასა და
წესს. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის
წარდგინებით ირჩვეს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, ხოლო მათი
გადაყენება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის
შემთხვევაში შეუძლია მხოლოდ პარლამენტს. შესაბამისად, ეს პირობა ბანკის საბჭოს
წევრების პირადი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველია; 3) ბანკის
იურიდიული სტატუსი, რომელიც უნდა განისაზღვროს კანონმდებლობით. ამასთან,
რაც უფრო რთულია სტატუსის განმსაზღვრელ კანონში ცვლილებების შეტანა მით
მყარია ავტონომიურობის დაცვის გარანტია. ეროვნული ბანკის სტატუსი
საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით განისაზღვრება.

4.3.4.1.3. კომერციული ბანკი - როგორც საბანკო სამართლის სუბიექტი


,,ბანკი” ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებას,
რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს დროებით თავისუფალი ფულადი

6 საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი.

5
სახსრების (ანაბრების) აკუმულირება და განსაზღვრული დროით მათი სესხის სახით
გაცემა იმ საწარმოებზე, რომლებიც ამას საჭიროებენ.

1996 წლის 23 თებერვლის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“


საქართველოს კანონის თანახმად, ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის მინიჭების შემდგომ.

კომერციული ბანკებისთვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ შემდგომი


სახეობანი: 1) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების და სხვა დაბრუნებადი
გადახდის საშუალებების მოზიდვა; 2) სესხების გაცემა, კომერციულ გარიგებათა
დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა; 3) საკუთარი
და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და
სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით, ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსებისა და
ოფციონების სავალო ინსტრუმენტებით ან საპროცენტო განაკვეთებით, სავალუტო
და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის,
ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა 4) ნაღდი და უნაღდო
ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების
განხორციელება; 5) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის
ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით); 6)
უპროცენტო საბანკო მომსახურება;) 7) საშუამავლო მომსახურება საფინანსო
ბაზარზე; 8) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების
განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება; 9) ფასეულობათა შენახვა და
აღრიცხვა ფასიანი ქაღალდების ჩათვლით; 10) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება;
11) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა; 12) ქონების იჯარით გაცემა; 13) საგადახდო
მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების
აგენტის ფუნქციების შესრულება; 14) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ
საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.

6
4.3.1.4. საბანკო პროდუქტები

4.3.1.4.1. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება


საბანკო ანგარიშსწორების გარეშე თანამედროვე სავაჭრო და ეკონომიკური
ურთიერთობების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. საბანკო
ანგარიშსწორების ხელშეკრულება საბანკო მომსახურების ერთ-ერთი სახეა, რომლის
მეშვეობითაც ფიზიკური და იურიდიული პირები ახდენენ ფულადი
ვალდებულების შესრულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 859–ე მუხლის მიხედვით „ანგარიშსწორების


ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის
საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული
თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშში“.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკი არის საბანკო საქმიანობის


განმახორციელებელი ერთადერთი სუბიექტი. საქართველოს ეროვნული ბანკის 2011
წლის 07 აპრილის # 24/04 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „საბანკო დაწესებულებებში
ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს
საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და
იურიდიული პირებისა და იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისათვის, რომლებიც არ
არიან იურიდიული პირები, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის
გახსნის წესს, ანგარიშის სახეებს და მათ დანიშნულებას.

ბანკში პირმა შეიძლება გახსნას:

ა) მიმდინარე ანგარიში - საბანკო ანგარიში, რომლებზეც აღირიცხება პირის ფულადი


სახსრები და რომელსაც განკარგავს კლიენტი გადახდების განსახორციელებლად ან
სხვა მიზნით. აღნიშნული ტიპის ანგარიში მოიცავს საბარათე ანგარიშებსაც და
ბინათმესაკუთრეთა მიერ გახსნილ საანგარიშგებო ანგარიშებსაც;

ბ) სადეპოზიტო ანგარიში - ანგარიში, რომელზეც აღირიცხება პირის მოთხოვნამდე


ან გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები.

გ) საკორესპონდენტო ანგარიში - ანგარიში, რომელსაც ერთი ბანკი ხსნის მეორეში და


რომელიც გამოიყენება ბანკებს შორის ანგარიშსწორებისათვის;

დ) საკასო მომსახურების ანგარიში - ბანკის, ბანკის ფილიალის, განყოფილების


(სერვის-ცენტრის) ანგარიში ეროვნულ ბანკში და/ან სხვა კომერციულ ბანკში (მის

7
ფილიალში), რომელიც გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის
ოპერაციების, სათავო ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშიდან ჩარიცხვის
ოპერაციების, ასევე ამ ანგარიშზე არსებული თანხების სათავო ბანკის
საკორესპოდენტო ანგარიშზე გადარიცხვის მიზნებისათვის;

ე) ნომინალური მფლობელობის ანგარიში – ნომინალური მფლობელობის


ერთობლივი ანგარიში ან ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში;

ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების განკარგვა დასაშვებია მხოლოდ ანგარიშის


მფლობელის თანხმობით. სხვა შემთხვევაში ბანკი ვალდებულია მესაკუთრეს
აუნაზღაუროს ფულადი სახრების მისი ნებისგარეშე განკარგვით მიყენებული ზიანი.

ანგარიშის მფლობელის მითითებით ბანკი ახდენს ფულადი სახრების სხვა


პირისათვის გადარიცხვას. თუ ამგვარი თანხმობა უკან იქნა გამოთხოვილი ბანკი
ვალდებულია მოახდინოს მოქმედების შეჩერება, სანამ არ დასრულებულა
გადარიცხვა.

საბანკო ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს საგადახდო (პლასტიკური)


ბარათის მეშვეობით. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16
მაისის №38/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო ბარათების შესახებ“
დებულების შებამისად, საგადახდო ბარათი არის ბანკის მიერ გამოშვებული
საგადახდო ინსტრუმენტი, (მათ შორის საბანკო პლასტიკური ბარათი), რომლის
საშუალებით ხდება საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდა, ნაღდი ფულის
მიღება, ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილის განხორციელება და
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ოპერაციების შესრულება.

საგადახდო ბარათები შეიძლება იყოს: 1) პერსონიფიცირებული7 2)


არაპერსონიფიცირებული8, 3) სადებეტო9 4) საკრედიტო10 5) წინასწარი გადახდის
ბარათი11 6) ვირტუალური12 7) კომერციული13.

7 ბარათი, რომელზეც ასახულია მფლობელის სახელი (შესაძლოა მხოლოდ ინიციალი) და გვარი.


ასევე, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი ჩაწერილია ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან/და
მიკროჩიპში;
8 ბარათი, რომელზეც არ არის ასახული ბარათის მფლობელის სახელი ან/და გვარი. ასევე, აღნიშნული

ინფორმაცია არ არის ჩაწერილი მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში;


9 ბარათი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის

გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის საბარათე ანგარიშზე არსებული


თანხები, ასევე ისარგებლოს ოვერდრაფტით;

8
საგადახდო ბარათებს უდიდესი პრაქტიკული გამოყენება გააჩნიათ. თანამედროვე
ეკონომიკური ურთიერთობების განხორციელება თითქმის წარმოუდგენელია
საგადახდო ბარათების გარეშე. ბარათზე შესაძლებელია ფულადი სახსრების შეტანა,
როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით, რომლის შემდგომ ბანკი
ვალდებულია ბარათზე ჩარიცხული ფულადი სახსრები ხელმისაწვდომი გახადოს
ბარათის მფლობელისათვის. ბანკი ვალდებულია დაიცვას ბარათის მფლობელის
პერსონალური მონაცემები და საბარათე ანგარიშის შესახებ ინფორმაციის
კონფიდენციალურობა. ბარათის დაკარგვის შესახებ ბანკის ინფორმირების
შემთხვევაში დაბლოკოს საგადახდო ბარათი.

საგადახდო ბარათები მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება და მოქმედებს რამოდენიმე


საერთაშორისო საგადახდო სისტემა ანუ რამოდენიმე საერთაშორისო საბარათო
ასოციაცია. მათ შორის უდიდესია: ‘’ვიზა ინტერნაციონალი’’, ‘’მასტერკარდი’’,
‘’დინარკლაბი’’ და ‘’ამერიკან ექსპრესი’’. ასოციაციები თამაშობენ დიდ როლს
უნაღდო ანგარიშსწორების ფუნქციონირებაში, საბანკო ბარათების გამოყენებით.
ისინი იმუშავებენ საერთო წესებს, ატარებენ ანალიზს და კორექტირებას უკეთებენ
სისტემის მოქმედებას.

საერთაშორისო საგადასახადო სისტემა – ‘’ვიზა ინტერნაციონალი’’-ის სისტემა


პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მიიღება როგორც საგადასახადო საშუალება. ‘’ვიზა’’
ეს არის უპირველეს ყოვლისა ბარათი უნაღდო ანგარიშსწორებისათვის.

საბანკო ბარათები ‘’ვიზა’’ ემბლემით მიიღება 300-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია ‘’ვიზა
ინტერნაციონალი’’ პირდაპირ საბანკო მოქმედებას არ აწარმოებს, მაგრამ ფაქტიურად
ბარათზე შემოაქვთ ახალი საფინანსო ინსტრუმენტები ელექტრონულ საბანკო
სისტემაში მონაწილეობისათვის.

10 ბარათი, რომელიც ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის


მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები მოახდინოს ემიტენტის მიერ მინიჭებული საკრედიტო
ხაზის ფარგლებში;
11 ბარათი, რომელიც არ საჭიროებს ბარათის მფლობელის ან ბარათის შემძენის სახელზე საბარათე

ანგარიშის გახსნას. აღნიშნული ბარათით ოპერაციები სრულდება მხოლოდ წინასწარ ჩარიცხული


თანხის ფარგლებში
12 მატერიალური ფორმის არმქონე ბარათი, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების საფუძველზე

ემიტენტის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვით ბარათის მფლობელისათვის მიწოდებული


რეკვიზიტების (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების კოდი) ერთობლიობას,
რომლის საშუალებით ბარათის მფლობელს შეუძლია განახორციელოს გადახდები მხოლოდ
ინტერნეტის საშუალებით;
13 სადებეტო ან საკრედიტო ბარათი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს
იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის ანგარიში და შეასრულოს ოპერაციები;

9
„ევროკარდი’’ – ‘’მასტერკარდი’’ ჩამოყალიბდა 40-იანი წლების ბოლოს. რამოდენიმე
ამერიკულმა ბანკმა თავის კლიენტებს მისცა განსაკუთრებული საგადახდო
დოკუმენტი, რომელიც შეეძლოთ გამოეყენებინათ ევროპაში. დღევანდელ დღეს
კომპანია ‘’მასტერკარდს’’ აქვს მუდმივი წარმომადგენლობა მსოფლიოს 40 ქვეყანაში.

„დაინერ ქლაბი’’ არის ერთ-ერთი უძველესი საგადახდო სისტემა მსოფლიოში და


ერთ-ერთი ლიდერი გართობისა და მოგზაურობის ბარათების გამოშვებაში. ‘’ტ & ე’’
ტერმინი გულისხმობს ბარათების მოქმედების გარკვეულ სფეროს: ტრანსპორტი,
სასტუმრო, რესტორანი, გართობის ინდუსტრია და ავტომობილების გაქირავება.

„ჯისიო’’ კარდი არის იაპონური კომპანია, რომელიც ჩამოყალიბდა 1961 წელს. იგი
უწევს კონკურენციას ‘’ვიზა’’ და ‘’მასტერ კარდს’’, რათა მათ არ დაიპყრონ იაპონური
ბაზარი. მას ღებულობენ მსოფლიოს 139 ქვეყანაში.

4.3.1.4.2. საბანკო კრედიტი


საბანკო კრედიტი საბანკო დაწესებულების უმნიშვნელოვანესი პროდუქტია.
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
პირველი პუნქტის „ა ქვეპუნქტის შესაბამისად, კომერციული ბანკებისათვის
ნებადართულია „სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო,
არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული
ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა
დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა
ფორფეტირების ჩათვლით“.

კრედიტის გაცემა საბანკო დაწესებულების უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გამოყოფს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას
და განმარტავს, რომ: „საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი
აძლევს, ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით“.14

საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მხარეები არიან კრედიტის გამცემი და


მსესხებელი. კრედიტის გამცემი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრირებული, საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ ლიცენზირებული სუბიექტი. ამგვარი სუბიექტები შეიძლება იყვნენ
კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და საკრედიტო კავშირები.

14 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 867

10
რაც შეეხება მსესხებელს, იგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური, იურიდიული
პირი და პირთა გაერთიანება, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

საბანკო კრედიტის გაცემა საკრედიტო ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული


პროცედურის დაცვით ხდება. სესხის გაცემამდე საბანკო დაწესებულება ამოწმებს
სესხის მიმღების მსურველის ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, აფასებს
მოსალოდნელ რისკებს და შემდომ იღებს გადაწყვეტილებას.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სასყიდლიანია და საპროცენტო


განაკვეთი არის ორი სახის: მყარი და ცვალებადი.

მყარ საპროცენტო განაკვეთში იგულისხმება მხარეთა მიერ ხელშეკრულებით


წინასწარ დადგენილი ფიქსირებული საპროცენტო სარგებელი, რომელიც საბანკო
კრედიტის ვადიანობის და ბაზარზე არსებული განაკვეთების ცვალებადობის
მიუხედავად არ იცვლება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.

ცვალებადია საპროცენტო განაკვეთი, რომელიც შესაძლებელია პერიოდულად


გადაიხედოს კრედიტის გამცემის მიერ და მისი წინასწარ პროგნოზირება
მსესხებლისათვის ძალიან რთულია . სწორედ ამიტომ ცვალებადი საპროცენტო
15

განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრის და გაზრდის წესებს შემდეგნაირად


განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსი.

 კრედიტის გამცემი ვალდებულია ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი


განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე;
 იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას
შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი.
 პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული
ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე
დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს;
 საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო
განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური
შუალედი;
 კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს
კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ;

15 გაბისონია გვ. 174

11
 საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს კოდექსით
გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან
და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ჩანაწერი სამოქალაქო კოდექსში სიახლეა. საპროცენტო განაკვეთის და


სესხის სარგებლობის ხარჯების მოცულობის განსაზღვრის ნორმის არსებობა
აუცილებელი გახდა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემულ სესხებზე
შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებლის პრაქტიკაში არსებობის გამო.
სამოქალაქო კოდექსმა გაითვალისწინა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, სესხის
სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯისა და წინსწრების საკომისიოს მოცულობის
ზედა ზღვარი.

კერძოდ,

 „მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის


წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი16 არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს,
მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის
სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი
სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5
სამუშაო დღე არ გასულა“17.
 „სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ფინანსური ხარჯის18,
სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის

16 სსკ-ს 625 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო
განაკვეთი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით“. აღნიშნულთან
დაკავშირებით მიღებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13
იანვრის 2/04 ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების
განმარტების თაობაზე“. ბრძანებით შესაბამისად, „სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, არის
განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა ფინანსური ხარჯი, მსესხებლის მიერ ამ
ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით“,
17 სსკ-ს 625-ე მუხლის მეორე ნაწილი;

18 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის 2/04 ბრძანების შესაბამისად,

„ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის


მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ სესხით სარგებლობის
დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ: ა) საპროცენტო ხარჯი/შენატანები; ბ)
მომსახურებაზე გამსესხებლის მიერ დაწესებული გადასახდელები; გ) გამსესხებლის მიერ
დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯი; დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯი; ე) ქონების
ღირებულების შეფასების ხარჯი; ვ) სანოტარო ხარჯი; ზ) ადმინისტრაციული ორგანოს
მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;
თ) გადასახდელი, რომელსაც მსესხებელი უხდის მესამე პირს სესხით სარგებლობის დასრულების
დროს, თუ ეს წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობის დასრულების და

12
თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის
ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს“.
შეზღუდულია სესხის წინსწრების საკომისიოს მოცულობა.
 „თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის
გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის
რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და
მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში,
მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო
ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით
დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი
თანხის 2 პროცენტს აღემატება“.

სესხის ხელშეკრულების გაცემის უზრუნველყოფის მიზნით საბანკო დაწესებულებამ


შესაძლებელია გამოიყენოს უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალება. მაგ:
თავდებობა, იპოთეკა, გირავნობა, პირგასამტეხლო და სხვა. ამ საშუალებების
არსებობის ძირითად მიზანს წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის
დაკმაყოფილების დამატებითი უზრუნველყოფა მსესხებლის მიერ ვალდებულების
დარღვევის შემთხვევაში. კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენება,
უმეტესად ხდება ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების დროს. მათი სახე, ვადა
და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

4.3.1.4.3. დოკუმენტური აკრედიტივი


საერთაშორო სავაჭრო ურთიერთობებში მრავლად იდება ისეთი გარიგებები, სადაც
ხელშეკრულების მხარეები არიან სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტი სუბიექტები.
შესაბამისად, ამგვარმა სუბიექტებმა ანგარიშსწორები საშუალებად შეიძლება
გამოიყენონ აკრედიტივი.

აკრედიტივი - ანგარიშსწორების ფორმაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის


შესაბამისად, „აკრედიტივის გახსნით საკრედიტო დაწესებულება (გამხსნელი ბანკი)

ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას; ი) სხვა


პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი
გადასახდელები/შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა წარმოადგენს სასესხო
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და/ან სასესხო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ, მაგრამ
ფაქტობრივ ვალდებულებას; კ) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ
გამსესხებელმა შეიტყო სასესხო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის“.

13
ვალდებულია, კლიენტის (აკრედიტივის დავალების მიმცემის) თხოვნითა და
განკარგულებით, მითითებული დოკუმენტის სანაცვლოდ გადაუხადოს მესამე პირს
(რემიტენტს) ამ პირის ბრძანებით ფულადი თანხა, ან გაანაღდოს რემიტენტისაგან
გადმოპირებული თამასუქი, მოახდინოს აქცეპტი, ანდა დაავალოს სხვა ბანკს ამ
ოპერაციის განხორციელება, თუ შესრულდა საკრედიტო პირობები“. ამდენად,
დოკუმენტური აკრედიტივი არის ბანკის მყარი ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში
გადაუხადოს გამყიდველს განსაზღვრული ფულადი თანხა ან მიანიჭოს ასეთი
გადახდის უფლებამოსილება სხვა ბანკს (შემსრულებელ ბანკს) სათანადო
დოკუმენტების ბანკში სრულად წარდგენის შემთხვევაში, რომლებიც მოწმობენ
მომსახურეობის გაწევას და აკრედიტივით გათვალისწინებული პირობების ზუსტად
შესრულებას19.

აკრედიტივი დოკუმენტური ოპერაციაა. შესაბამისად, ბანკის მიერ მოწმდება მისთვის


გადაცემული დოკუმენტები და არა საქონელი.

აკრედივითან დაკავშირებული ურთიერთობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების


საფუძველზე განსაზღვრულია ძირითადი ვალდებულება და თანხის აკრედიტივის
მეშვეობით გადახდის პირობა. აუცილებელია განისაზღვროს აკრედიტივის სახე,
მისის შესრულების ვადა, ადგილი, უფლებამოსილი ბანკები და სხვა მნიშვნელოვანი
პირობები;
 აკრედიტივის დავალების მიმცემის მოთხოვნის საფუძველზე აკრედიტივის
გამხსნელი (ემიტენტი) ბანკი ხსნის აკრედიტივს. განცხადება უნდა შეიცავდეს
შემდეგ მონაცემებს: აკრედიტივის თანხა, მისი გამოყენების ადგილი და ფორმა,
საქონელი, რომლის ანგარიშსწორებისთვისაც გაიხსნა დოკუმენტური აკრედიტივი,
დოკუმენტაცია, რომლიც უნდა წარედგინოს ბანკს და მისი წარდგენის ვადები;
 თანხის მიმღების ინფორმირება აკრედიტივის გახსნასთან დაკავშირებით. ამ
ურთიერთობაში შეიძლება ჩაერთოს თანხის მიმღების მომსახურე ბანკი, რომელიც არ
არის ემიტენტი;
 თანხის მიმღები ამოწმებს აკრედიტივის დეტალების შესაბამისობას
აკრედიტივის გამხსნელ პირთან დადებული ხელშეკრულების პირობებთან. თუ
შესაბამისობა დადასტურდა იგი ახდენს ვალდებულების შესრულებას;

19თ. ზამბახიძე „დოკუმენტური აკრედიტივი - საერთაშორისო ანგარიშსწორების პრიორიტეტული


ფორმა“, ქართული სამართლის მიმოხილვა 5/2002-1, გვ, 74.

14
 ხელსშეკრულების საგნის გადამზიდავისათვის გადაცემის შემდგომ,
გამყიდველი აკრედიტივით განსაზღვრულ დოკუმენტების დართვის მოთხოვნას
წარადგენს ბანკში.
 ბანკი ამოწმებს წარმოდგენილი მოთხოვნისა და თანდართული
დოკუმენტების შესაბამისობას აკრედიტივის პირობებთან;
 დოკუმენტის შემოწმების შემდეგ ბანკი ახდენს თანხის გადახდას.

აკრედიტივთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირება ხელშეკრულების


ნორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების გარდა ხდება
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (International Chamber of Commerce) მიერ
შემუშავებული უნიფიცირებული წესებით (UCP - Uniform Customs and Practice). ეს
წესები სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი ვალდებულების
ხელშეკრულება ან აკრედიტივის პირობები შეიცავს მათზე მითითებას.

4.3.1.4.4. საბანკო გარანტია


საბანკო გარანტია ხელშეკრულების მხარეთა მოთხოვნის უზრუნველყოფის
ყველაზე ძვირ საშუალებას წარმოადგენს. იგი უმეტესად გამოიყენება იმ
შემთხვევაში, როდესაც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიმართ
კრედიტორის განსაკუთრებული ინტერესი არსებობს. ასეთად შეიძლება მიჩნეულ
იქნეს საინვესტიციო, საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის, სამშენებლო
ხელშეკრულებები. საქართველოში საბანკო გარანტიის გამოყენების სიმრავლე და
გააქტიურება გამოიწვია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ
ურთიერთობებში გარანტიის სავალდებულო უზრუნველყოფის გამოყენებამ. თუმცა
ამის მიუხედავად, მათი სრულყოფილი მოწესრიგება დღემდე ვერ მოხერხდა.

სსკ-ს 879-ე მუხლის შესაბამისად, „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო
დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის)
თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების
შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას
გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“.

საბანკო გარანტიის მხარეებს წარმოადგენენ: ბენეფიციარი, გარანტი და პრინციპალი.

ბენეფიციარი - პრიციპალისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლების


მქონე სუბიექტი. იგი ძირითად ვალდებულებაში შეიძლება იყოს იმპორტიორი,

15
შემკვეთი, შემძენი ან დამქირავებელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც
პრინციპალისაგან მის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით
მოითხოვს საბანკო გარანტიის წარმოდგენას20.

პრიციპალი - ბენეფიციართან დადებული ძირითადი ვალდებულების მონაწილე


პირი, რომელიც კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ. მას ხშირად
მოიხსენიებენ, როგორც აპლიკანტს.

გარანტი - პირი, რომლიც გაცემული გარანტიის საფუძველზე კისრულობს


ბენეფიციარისათვის თანხის გადახდას პრიციპალის მიერ ძირითადი
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის იდება ძირითადი ხელშეკრულება,


რომლის უზრუნველყოფის მიზნით მხარეები თანმხდებიან საბანკო გარანტიის
გამოყენებაზე;
 გარანტსა და პრინციპალს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე
გარანტი, თანხის გადახდის სანაცვლოდ, ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცემს
გარანტიას;
 გარანტი ბენეფიციარს სასარგებლოდ გასცემს ცალმხრივ დოკუმენტს,
პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში თანხის გადახდასთან
დაკავშირებით;
 პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ბენეფიციარი
გარანტს წარდუგენს მოთხოვნას თანხის გადახდასთან დაკავშირებით;
 გარანტი ამოწმებს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების
შესაბამისობას გარანტიის პირობებთან;
 ახდენს გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდას, თუ მოთხოვნა
შეესაბამება გარანტიის პირობებს.

აკრედიტივის მსგავსად გარანტია დოკუმენტურ ოპერაციას წარმოადგენს. გარანტია


უნდა გაიცეს და მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. გარანტი

20 Michelle Kelly-Louw, Selective Legal Aspects of Bank Demand Guarantees, University of South Africa, 21,
(2008)

16
ვალდებულია მოახდინოს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტაციის
შემოწმება გარანტიის პირობებთან. გარანტის როლი დოკუმენტაციის შემოწმებით
შემოიფარგლება და იგი ვერ ახდენს შესრულებული სამუშაოს ან მიწოდებული
საქონლის შემოწმებას. გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება
გარანტიის პირობებს ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული
ვადის დამთავრების შემდეგ21.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიის სახეებს არ ითვალისწინებს,


თუმცა საერთაშორისო პრაქტიკაში მრავალი ერთმანეთისაგან განსხვავებული
გარანტია გამოიყენება. თითეულ მათგანს გააჩნია დამოუკიდებელი ნიშნები, ბუნება,
სახელწოდება და რეგულირები წესი22.

 სატენდერო გარანტია (Bid Bond; Tender Bond) -გამოიყენება სახელმწიფო


შესყიდვებთან დაკავშირებით გამართული ტენდერებისას და უზრუნველყოფს
ტენდერში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მისი
ბენეფიციარი გამოდის სახელმწიფო.

 შესრულების გარნატია (Performance Bond) - ემსახურება მოვალის მიერ


ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი რისკების უზრუნველყოფას

 გადახდის გარანტია (Payment Guarantee) - უზრუნველყოფს ყველა სახეობის


ფულადი მოთხოვნების შესრულებას, მიუხედავად მათი წარმოშობის საფუძვლებისა,
განსაკუთრებით ნასყიდობის ფასის გადახდის და ვალის დაბრუნების დროს.

 საავანსო გადახდის გარანტია (Advance payment guarantee) - საავანსო გადახდის


ძირითად მიზანს წარმაოდგენს გაცემული ავანსის მიზანმიმართული გამოყენების
უზრუნველყოფა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად;

 დეფექტებზე პასუხისმგებლობის გარანტია (Quality guarantee, warranty


guarantee, maintenance guarantee, retention guarantee) - გამოიყენება ხელშეკრულების
ფარგლებში მიწოდებული საქონლის (შესრულებული სამუშაოს) დეფექტების
გამოსწორების თანხების უზრუნველსაყოფად.

21 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 887-ე მუხლის პირველი ნაწილი.


22 გვანცა ფოფხაძე, სამაგისტრო ნაშრომი, „საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნება“ 2016, გვ.8.

17
 თანხის უკან დაბრუნების გარანტია (Repayment guarantee) - გამოიყენება იმ
შემთხვევაში, როცა შემკვეთი ან მყიდველი წინასწარ იხდიან შეკვეთილი საქონლის
საფასურს, მაგრამ გამყიდველისაგან ვერ იღებენ ან იღებენ უხარისხო საქონელს, რაც
ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და გადახდილი საქონლის დაბრუნების საფუძველს
წარმოადგენს.

 კრედიტის უზრუნველყოფის გარანტია (Security for a credit) – ასეთი ტიპის


გარანტია უზრუნველყოფს კრედიტის დაბრუნებადობას.

 საბაჟო გარანტია – საბაჟო ორგანოების სასარგებლოდ გაიცემა საქართველოს


ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას, ვიდრე ამ ტვირთის განბაჟება მოხდება
კანონით დადგენილი წესით.

საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე ურთიერთობების რეგულირების მიზნით


საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ იქნა
უნიფიცირებული წესები, რომელიც შინაარსის, მხარეთა უფლება-მოვალეობების
განსაზღვრის, ურთიერთობების რეგულირების პრინციპების შესაბამისად
განსხვავებულია.

2009 წელს მიღებული „დამოუკიდებელ გარანტიათა შესახებ“ უნიფიცირებული წესი


(Uniform Rules of Demand Guarantees #758) ძალაში შევიდა 2010 წლის 01 ივლისიდან.
იგი ყველაზე ახალია და გადამუშავებულ ვერსიას წარმოადგენს, თუმცა პრაქტიკაში
ასევე ინტენსიურად გამოიყენება 1992 წელს მიღებული დამოუკიდებელ საბანკო
გარანტიების უნიფიცირებული წესები #458 (Uniform rules of Demand Guarantees),
რომელიც ძალაში შევიდა 1993 წლიდან.

4.3.4.2. სადაზღვევო სამართალი

4.3.4.2.1.სამართლებრივი გარემო - დაზღვევის ზედამხედველობა


დაზღვევა მსოფლიოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილ სეგმენტს წარმოადგენს.
თანამედროვე ბიზნეს სამყაროს არსებობა დაზღვევის გარეშე წარმოუდგენელია. იგი

18
უზრუნველყოფს ეკონომიკური პროცესების შეუფერხებლად წარმოებას და ამასთან,
სამართლებრივი სისტემის განუყოფელი ნაწილია.23

საქართველოში კერძო სადაზღვევო სექტორის განვითარება 1990 წლის შემდგომ


დაიწყო. 2017 წლის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებული 15 სადაზღვევო
კომპანია, რომელთა მიერ 2016 წელს მოზიდული პრემიის ჯამმა შეადგინა 393 039
614.00 ლარი.

საქართველოში სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობას საქართველოს


დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს, რომელიც თავის
საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის
წინაშე. იგი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი
გადაწყვეტილება. ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის
უფროსი, რომელსაც 5 წლის ვადით, სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო
საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს მთავრობა. „დაზღვევის შესახებ“24 საქართველოს კანონის მე-20
მუხლის მიხედვით, სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისათვის
ხელის შეწყობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების
დაცვა, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და
გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა,
რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას, საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას და
მისი შესრულების კონტროლს, ახალი კანონპროექტებისა და სხვა არსებულ
პროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაზღვევო საქმიანობის


წარმოებისათვის შესაბამისი ლიცენზირება აუცილებელია. დაზღვევის შესახებ
საქართველოს კანონის მიხედვით, სადაზღვევო კომპანია შეიძლება შეიქმნას
მხოლოდ სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით.
მზღვეველს საქმიანობის დაწყება სამსახურის მიერ ლიცენზირების მინიჭების
შემდეგ შეუძლია. კანონის შესაბამისად, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელება
შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ლიცენზიის გაცემისას ა) სიცოცხლის დაზღვევა ბ)
დაზღვევა (არა სიცოცხლის) გ) გადაზღვევა. კომპანიის ლიცენზირების საფუძვლები
განისაზღვრება კანონით. ასევე, დადგენილია მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის

23 ირემაშვილი ქ., მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო


ურთიერთობებში, 2016, 15.
http://press.tsu.ge/data/image_db_innova/disertaciebi_samartali/qetevan_iremashvili.pdf, ბოლო შემოწმების
თარიღი 06.02.2018.
24 საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31.05.1997,

# 690-IIს.

19
მფლობელი25 აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების
შესაფერისობის კრიტერიუმები26. მზღვეველისათვის სადაზღვევო ლიცენზიის
მინიჭება ხდება განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვა პირისათვის გადაცემა
დაუშვებელია. სამსახურის მიერ ლიცენზიის გაუქმება მხოლოდ კანონით ზუსტად
განსაზღვრული საფუძვლების27 შემთხვევაში ხდება.

სადაზღვევო კომპანიის ფინანსური სიმყარეს უზრუნველყოფს მისი კაპიტალის,


სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა. მინიმალური
საწესდებო კაპიტალის ოდენობა დადგენილია კანონით28 და მისი არსებობა
მზღვეველის ლიცენზირების აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. სადაზღვევო
კომპანია, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, როგორც ლიცენზიის მიღებისას ასევე,
საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ვალდებულია დაიცვას სამსახურის
მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები. მათი დაცვით
უზრუნველყოფილია მზღვეველის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების შესრულება.

სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების დარღვევის, ფინანსური


მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების, სადაზღვევო ვალდებულებების
შეუსრულებლობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია
დანიშნოს მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია, რომელიც ვალდებულია

25 დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, „მზღვეველის განცხადებული ან შევსებული


კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან
არაპირდაპირი მონაწილეობით“.
26 პირს ეკრძალება აღნიშული პოზიციათა დაკავება, თუ იგი 1) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის

მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; 2) ნასამართლევია


მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;
3) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; 4) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს; 5) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი
წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად
გამოცხადდა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და დირექტორის მიმართ აუცილებელია განათლებისა
და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების არსებობა. სამსახური მზღვეველისათვის ლიცენზიის
მინიჭების შემდგომ მუდმივად ახდენს მისი საქმიანობის ზედამხედველობას.
27 ლიცენზირების გაუქმების საფუძვლებია: ა) მზღვეველის განცხადება ლიცენზიის გაუქმების
თაობაზე; ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების
სისტემატურად დარღვევა; გ)თუ მზღვეველი ეწევა ან ეწეოდა მისი ფინანსური მდგომარეობისათვის
საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ სადაზღვევო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი
ზიანი მიაყენოს მის დამზღვევებს/დაზღვეულებს; დ) თუ მზღვეველი გადახდისუუნაროა გ) თუ
მზღვეველმა სადაზღვევო ლიცენზია არ გამოიყენა მინიჭებიდან 6 თვის ვადაში.
28 „დაზღვევის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის 01 ივლისიდან

„სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალური


ოდენობა არ უნდა იყოს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 1/3-ზე
ნაკლები“, ხოლო „საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა არ უნდა იყოს განსაზღვრულ მზღვეველის
კაპიტალის მინიმალურ ოდენობასა და გაანგარიშებით მიღებულ გადახდისუნარიანობის მარჟის
ოდენობას შორის უდიდეს სიდიდეზე ნაკლები“.

20
მიიღოს აუცილებელი ზომები მზღვეველის ფინანსური მდგომარეობის
გაჯანსაღებისათვის, მისი გაყიდვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის
შეჩერების ჩათვლით. იძულებითი ადმინისტრაცია უქმდება: ა) მისი მოქმედების
ვადის გასვლის შემდეგ; ბ) სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით; გ)
მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

მზღვეველის ლიცენზიის გაუქმების შედეგია მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყება.


ლიკვიდაციას ახორციელებს სამსახურის მიერ დადგენილი ლიკვიდატორი,
რომელიც დანიშვნიდან 3 თვის ვადაში ადგენს აქტივებისა და ვალდებულებების
ნუსხას. კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება მათი წერილობითი
განცხადებების საფუძველზე, სამსახურში ლიკვიდატორის მიერ აქტივებისა და
ვალდებულებების ნუსხის წარდგენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ.

ლიკვიდაციის პროცესში, თუ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის


მომზადებისას დადგინდება მზღვეველის გადახდისუუნარობა, ლიკვიდატორი
აცნობებს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტას და იღებს გადაწყვეტილებას
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. ამ პროცესს ხელმძღვანელობს
გაკოტრების მმართველი, რომელსაც კრედიტორები წარუდგენენ დასაბუთებულ
წერილობით მოთხოვნას თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და
საფუძვლების მითითებით. გაკოტრების საქმის წარმოების დროს მზღვეველის
კრედიტორები კმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი –
გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების
შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე
ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის
ლიცენზიის გაუქმების შემდეგ; ბ) მეორე რიგი – უზრუნველყოფილი კრედიტორები,
გარდა საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა; გ) მესამე რიგი
– კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლისა და
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულებათა
ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის
სახეობებისათვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით; დ) მეოთხე რიგი –
კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია უბედური შემთხვევის
დაზღვევის ხელშეკრულება; ე) მეხუთე რიგი – ყველა სხვა კრედიტორის
მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ყველა სხვა დაზღვევის
ხელშეკრულებიდან; ვ) მეექვსე რიგი – საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის,
საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ზ) მეშვიდე რიგი –
დანარჩენი მოთხოვნები მზღვეველის მიმართ და დაგვიანებით წარდგენილი
კრედიტორთა მოთხოვნები.

ლიკვიდაციის პროცესში, თუ თანხა არ არის საკმარისი რიგითობით განსაზღვრული


მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი ვადამოსული რიგის
მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის

21
მოცულობის პროპორციულად, გარდა პირველი რიგის მოთხოვნისა, რომლებიც
იფარება სრულად. ამასთან, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება
წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.

4.3.4.2.2. დაზღვევის ხელშეკრულება

დაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზანი იმ ზიანის ანაზღაურების


უზრუნველყოფაა, რომელიც ხელშეკრულების მხარეს შეიძლება მიადგეს
სადაზღვევო შემთხვევის შედეგად. დაზღვევის შესახებ კანონის მიხედვით,
დაზღვევა არის პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვის საშუალება29. მისი
ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი და პირადი ინტერესი, რომელიც არ
ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. მათ შორის: ა) დაზღვევა, დაკავშირებული
დაზღვეულის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან,
საპენსიო უზრუნველყოფასთან და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა); ბ)
დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან და ქონებით
სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა); გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის
მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისათვის ან მისი ქონებისათვის
მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა).30

4.3.4.2.2. დაზღვევის ხელშეკრულების სუბიექტები

დაზღვევის შესახებ კანონი განმარტავს, რომ დაზღვევის ურთიერთობაში შეიძლება


მონაწილეობენ: მზღვეველი, დამზღვევი, დაზღვეული და მოსარგებლე. მზღვეველი
არის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი იურიდიული
პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ლიცენზია. მზღვეველი არის
იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის
განსახორციელებლად და აქვს ლიცენზია ასეთი საქმიანობის განხორციელებისათვის.
მზღვეველი, დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, თავის თავზე იღებს რისკს
და გარკვეული საზღაურით ფორმირებული ფონდების ხარჯზე ანაზღაურებს იმ
ზარალს, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით
დადგა სადაზღვევო შემთხვევის დროს. მზღვეველი ახორციელებს სადაზღვევო
რისკის შეფასებას, იღებს სადაზღვევო პრემიებს (სადაზღვევო შესატანებს),

29 მე-3 მუხლი, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 21-
22, 31.05.1997, # 690-IIს.
30 ქეცბაია ე., დაზღვევის სამართალურთიერთობის სუბიექტები და ობიექტი, მართლმსაჯულება და

კანონი, N4 (43) 14, 92.

22
ფორმირებას უკეთებს სადაზღვევო რეზერვებს, აქტივების ინვესტირებას,
განსაზღვრავს ზარალისა და ზიანის ოდენობას და ახორციელებს სადაზღვევო
ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას.31

მზღვეველთან ხელშეკრულებას დებს დამზღვევი ფიზიკური, იურიდიული პირი ან


პირთა გაერთიანება, რომელიც არ არის იურიდიული პირი. შესაბამისად, იგი
კისრულობს მზღვეველის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვალდებულების შესრულებას. დამზღვევი არის სადაზღვევო ურთიერთობის
მონაწილე მხარე, რომელიც აზღვევს საკუთარ ქონებრივ ინტერესს ან მესამე პირის
ინტერესებს. დამზღვევმა შეიძლება დადოს სადაზღვევო ხელშეკრუ- ლება თავის ან
მესამე პირის სასარგებლოდ.32

დაზღვეულია პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა, იგი შეიძლება


იყოს დამზღვევი ან სხვა პირი. დაზღვევის ურთიერთობაში შეიძლება
მონაწილეობდეს მოსარგებლე. იგი არის პირი, რომელიც იღებს დაზღვევის
ხელშეკრულებიდან სარგებელს. დამზღვევი იმავდროულად არის დაზღვეული და
მოსარგებლე, თუ ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რაიმე არ არის განსაზღვრული.

4.3.4.2.3. სადაზღვევო რისკი

დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას მხარეები ვალდებულნი არიან


განსაზღვრონ ხელშეკრულების არსებითი პირობები. ხელშეკრულების დადებისას
მზღვეველი ვალდებულია გასცეს სადაზღვევო პოლისი, რომელშიც უნდა მიეთითოს
ა) ხელშეკრულების მხარეების ვინაობა და მათი ადგილსამყოფელი, ბ) დაზღვევის
საგანი და დაზღვეული პირის დასახელება; გ) სადაზღვევო რისკი; დ) დაზღვევის
დასაწყისი და ხანგრძლივობა; ე) სადაზღვევო თანხის ოდენობა; ვ) სადაზღვევო
შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა.

სადაზღვევო რისკი დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. დაზღვევის


შესახებ კანონი განმარტავს, რომ სადაზღვევო რისკი არის სამომავლო და უცნობი
მოვლენა, რომელიც მომავალში შეიძლება დადგეს და რომლის გამოც ხდება
დაზღვევა.

რისკი არაკეთილსასურველი შემთხვევის მოხდენის, ზარალის, დანაკარგების


ალბათობა და შესაძლებლობაა. ხანძარი, აფეთქება, სტიქიური უბედურებები:

31 ქეცბაია ე., დაზღვევის სამართალურთიერთობის სუბიექტები და ობიექტი, მართლმსაჯულება და


კანონი, N4 (43) 14, 86.
32 ქეცბაია ე., დაზღვევის სამართალურთიერთობის სუბიექტები და ობიექტი, მართლმსაჯულება და

კანონი, N4 (43) 14, 88.

23
მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ზვავი, მეწყერი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
ომი, ტერორისტული აქტი; სხეულის დაზიანება, ჯანმრთელობის გაუარესება,
გარდაცვალება - ეს რისკების არასრული ჩამონათვალია.33 სადაზღვევო რისკის
განსაზღვრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაზღვევის ხელშეკრულებისათვის.
ვინაიდან, სადაზღვევო შემთხვევაში დაზღვეული რისკის რეალიზების შედეგია.34

4.3.4.2.3.1. რისკების კლასიფიკაცია

რისკების კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმითა და საფუძვლით ხდება.

4.3.4.2.3.2. წმინდა და სპეკულაციური რისკები

წმინდა რისკების დადგომა იწვევს ზარალს, მდგომარეობის გაუარესებას და მასთან


არაა დაკავშირებული მოგება. წმინდა რისკის შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ
ზარალი, რომელიც შეიძლება დადგეს ან არ დადგეს,35 და არა მოგება.36

სპეკულაციური რისკები მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ზარალთან, ასევე,


მოგების შანსთან. სპეკულატიური რისკის მაგალითია აზარტული თამაში.
სპეკულატიური რისკის შედეგი შეიძლება იყოს ან ზარალი, ან არსებული
მდგომარეობის შენარჩუნება, ან მოგება.37

4.3.4.3. ფუნდამენტალური და სპეციფიკური

რისკები - ამ რისკების განსხვავება ხდება წარმოშობისა საფუძვლებისა და ზარალის


შედეგის მიხედვით. ფუნდამენტალური რისკები მოიცავს დანაკლისს, რომლის
წარმოშობა არ არის დამოკიდებული ადამიანზე. ისინი მოიცავს ჯგუფურ რისკებს და
განპირობებულია ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გავლენით.
სპეკულაციური რისკების შედეგები აისახება ფართო სეგმენტზე.38 მაგ. მიწისძვრა,
ომი, ინფლაცია, ხანძარი ფუნდამენტალური რისკები.

33 გიგოლაშვილი გ., სადაზღვევო საქმე, 2010, 18.


34 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის N2ბ/413-
17 გადაწყვეტილება.
35 Vaughan J. E., Vaughan T., Fundamentals of Risk and Insurance, 2007, 7.

36 გიგოლაშვილი გ., სადაზღვევო საქმე, 2012, 27.

37 გიგოლაშვილი გ., სადაზღვევო საქმე, 2012, 27.

38 Vaughan J. E., Vaughan T., Fundamentals of Risk and Insurance, 2007, 6.

24
სპეციფიკურია რისკები, რომელთა წარმოშობა და შედეგები ცალკეულ ინდივიდებს
უკავშირდება. ქურდობა, ტრავმა, ავარია ნაკლებადაა დაკავშირებული მთელ
საზოგადოებასთან და ინდივიდუალურ რისკებს წარმოადგენენ.39

4.3.4.4. სტატიკური და დინამიკური რისკები

დინამიკურია რისკები, რომელთაც გავლენა აქვთ ეკონომიკაზე და გავლენას ახდენენ


საზოგადოების ფართო მასებზე. სტატიკური რისკები ეკონომიკაში ცვლილებების
არარსებობით შეიძლება იქნეს განპირობებული.40

ყველა რისკი არ შეიძლება იქნეს დაზღვეული. დაზღვევადი რისკი უნდა იყოს


წმინდა ანუ არ უნდა შეიცავდეს მოგების შესაძლებლობას.41 რისკების დაზღვევისას
აუცილებელია განისაზღვროს შემდეგი: 1. დაზღვეული რისკები უნდა იყოს მსგავსი;
2. ზარალი უნდა იყოს შემთხვევითი და არაგანზრახვითი; 3. ზარალი უნდა იყოს
განსაზღვრადი და გაზომვადი; 4. რისკი არ უნდა იყოს კატასტროფული; 5. რისკის
დადგომის ალბათობა უნდა იყოს დათვლადი; 6. პრემიის ოდენობა უნდა იყოს
ეკონომიკურად მისაღები.42 ამასთან, დაზღვევა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს
საზოგადოების ინტერესებს. იგი არ შეიძლება დაკავშირებული იქნეს
მართლსაწინააღმდეგო და ანტისაზოგადოებრივ ქმედებებთან. 43
სადაზღვევო
კომპანია დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე განსაზღვრავს სადაზღვევო
რისკებს. რისკი შესაძლებელია იყოს წინასწარ განჭვრეტადი, მაგრამ მისი
რეალიზაციის ალბათობა უნდა იყოს განუჭვრეტელი და თავისუფალი მხარეთა
გავლენისაგან.44

4.3.4.2.5. დაზღვევის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები.

დაზღვევის ურთიერთობა რთული და კომპლექსურია. მზღვეველი პრემიის


გადახდის სანაცვლოდ კისრულობს სადაზღვევო თანხის გადახდას სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის შემდეგ. სადაზღვევო ურთიერთობაში რამდენიმე
მნიშვნელოვანი პრინციპი გამოიყოფა. კერძოდ,

ა) კომპენსაციის პრინციპი (principle of Indemnity) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


პრინციპია. აღნიშნული პრინციპის საფუძველზე მზღვეველმა უნდა გადაიხადოს
სადაზღვევო ანაზღაურება მიყენებული ზიანის შესაბამისად. მზღვეველი არ არის

39 გიგოლაშვილი გ., სადაზღვევო საქმე, 2012, 28.


40 Vaughan J. E., Vaughan T., Fundamentals of Risk and Insurance, 2007, 6.
41 ცერცვაძე ა., ხანთაძე გ., ვეკუა დ., სადაზღვევო საქმე, 2016, 94.

42 Rejda E. G., Principle of Risk management and Insurance, 2004, 21.

43 ცერცვაძე ა., ხანთაძე გ., ვეკუა დ., სადაზღვევო საქმე, 2016, 94.

44 ირემაშვილი ქ., სამოქალაქო სამართლის კომენტარი, მუხლი 799-ე, www.gccc.ge.

25
ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი
თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის
დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას.45

ამ პრინციპის არსებობას ორი მიზეზი გააჩნია: 1) დამზღვევმა არ შეიძლება მიიღოს


სარგებელი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შედეგად, 2) უნდა მოხდეს
მორალური რისკის შემცირება.46 დაზღვევის ხელშეკრულებაში მორალური რისკი
ასახავს დამზღვევის მოტივაციასა და ქცევას, გაზარდოს რისკის ან/და მომსახურების
მოცულობა მზღვეველის ხარჯზე.47

ბ) სადაზღვევო ინტერესის პრინციპი (principle of Insurable Interest) - სადაზღვევო


ინტერესი, ის სამართლებრივი ინტერესია, რომელიც დამზღვევს გააჩნია დაზღვევის
ობიექტის მიმართ. პირადი დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო ინტერესი
მიმართულია დამზღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხოლო ქონების
დაზღვევისას კი - ქონების შენარჩუნებისაკენ.48 ამ პრინციპის არსებობა ყველა
სადაზღვევო ურთიერთობაში უნდა დადგინდეს, რადგან ა) გამოირიცხოს თამაშისა
და სანაძლეოს არსებობა, ბ) შემცირდეს მორალური რისკი, გ) გაზომილი იქნეს
დამზღვევის დანაკარგი ქონების დაზღვევის შემთხვევაში.49 დაზღვევის ინტერესი
უნდა იყოს მკაფიო, სრულიად ნათელი და გამჭირვალე.50

გ) სუბროგაციის პრინციპის (principle of subrogation) საფუძველზე სადაზღვევო


ანაზღაურების გაცემის შემდგომ, მზღვეველი იკავებს დამზღვევის ადგილს,
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდგომ, თუ დამზღვევს უფლება ჰქონდა
შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა მესამე პირისაგან.
სუბროგაციით თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება მზღვეველს გადაეცემა
კანონის საფუძველზე მხოლოდ გადახდილი თანხის ფარგლებში. ამ პრინციპის
არსებობა ხელს უშლის დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას, ვინაიდან,
დამზღვემა არ მიიღოს ორმაგი კომპენსაცია ზიანის მიმყენებელი მესამე პირისა და
მზღვეველისგან, ზიანის მიმყენებელმა მესამე პირმა, სადაზღვევო ანაზღაურების
გაცემის საფუძველზე არ ნახოს სარგებელი. კერძოდ, იგი არ გათავისუფლდეს
პასუხისმგებლობისაგან.51 ამასთან, სუბროგაცია იცავს მზღვეველის ინტერესსაც,
მოახდინოს საკუთარი ხარჯების კომპენსაცია. სუბროგაციის გამოყენება სადაზღვევო

45 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი _____ მუხლი 826,


46 Rejda E. G., Principle of Risk management and Insurance, 2004, 175.
47 ირემაშვილი ქ., მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო
ურთიერთობებში, სადისერტაციო ნაშრომი, 2016, 17.
48 ირემაშვილი ქ., მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო
ურთიერთობებში, სადისერტაციო ნაშრომი, 2016, 87.
49 Rejda E. G., Principle of Risk management and Insurance, 2004, 178.

50 ცერცვაძე ა., ხანთაძე გ., ვეკუა დ., სადაზღვევო საქმე, 2016, 96.

51 მოწონელიძე ნ,. სუბროგაცია, როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, 2016,

45.

26
კომპანიას დამატებითი შემოსავლის მიღებისა და სადაზღვევო რეზერვების
დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.52

სუბროგაციის პრინციპის აღწერისას გასათვალისწინებელია, რომ მზღვეველს


სუბროგაციით გათვალისწინებული უფლება გადაეცემა ა) სადაზღვევო
ანაზღაურების შემდგომ, ბ) მხოლოდ გადახდილი სადაზღვევო თანხის ფარგლებში,
გ) მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ზიანის ანაზღაურებაზე, თუ
დამზღვევმა უარი თქვა სუბროგაციის უფლების გადაცემაზე, დ) სუბროგაციის
უფლება არ გამოიყენება სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის
ხელშეკრულებისას, ე) სუბროგაციის უფლება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს
დამზღვევის53 ან მისი ოჯახის წევრის მიმართ.54

დ) კეთილსინდისიერების პრინციპი დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებს


ავალდებულებს უფლება-მოვალეობების განხორციელებას განსაკუთრებული
გულისხმიერებითა და მაქსიმალური კეთილსინდისიერებით. დაზღვევის
ხელშეკრულების მხარეებს ფიდუციური ვალდებულების დაცვა მომეტებულად
ევალებათ. ამ პრინციპის დაცვის ვალდებულება თანაბრად ვრცელდება, როგორც
წინასახელშეკრულებო, ასევე, სახელშეკრულებო ურთიერთობის განხორციელების
ყველა ეტაპზე.

წინასახელშეკრულებო ეტაპზე დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს მიაწოდოს


ყველა მისთვის ცნობილი ინფორმაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნევლობა აქვს
საფრთხის ან დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევის
დადგომისას.55 არსებითია ის გარემოებები, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს
მზღვეველზე არ დადოს ხელშეკრულება ან დადოს იგი შეცვლილი პირობებით.

კეთილსინდისიერების პრინციპი თანაბრად უნდა გავრცელდეს დაზღვევის


ხელშეკრულების ორივე მხარეზე. დამზღვევის ვალდებულება ვრცელდება რისკის,
საფრთხის და სადაზღვევო ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, ხოლო
მზღვეველი ვალდებულია დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს
ხელშეკრულების მხარეს ხელშეკრულების პირობების შესახებ. სამოქალაქო
კოდექსით მაქსიმალურად დაცულია მეორე მხარის, დაზღვეული ფიზიკური პირის,
როგორც მომხმარებლის უფლებები ხელშეკრულების სტანდარტული პირობების
შეთავაზებისას. მზღვეველი ვალდებულია, რომ ეს უფლება გამოიყენოს
კეთილსინდისიერად. მეორე მხარემ ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა სტანდარტულ

52 ირემაშვილი ქ., სამოქალაქო სმართლის კოდექსის 832-ე მუხლის კომენტარი, 2017. www.gccc.ge.
53 Rejda E. G., Principle of Risk management and Insurance, 2004, 181.
54 მოწონელიძე ნ,. სუბროგაცია, როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, 2016,

84.
55 ირემაშვილი ქ., სამოქალაქო სამართლის კოდექსის 808-ე მუხლის კომენტარი, 2017. www.gccc.ge.

27
პირობას თანხმდება კონკრეტული ხელშეკრულების დადებისას.56 მზღვეველს
განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია ხელშეკრულების მეორე მხარეს
განუმარტოს ხელშეკრულების პირობები და უარის თქმის საფუძვლები.
ხელშეკრულების ყველა ნორმა შედგენილ უნდა იქნეს დამზღვევის ინტერესის
მაქსიმალური გათვალისწინებით. ბუნდოვანი და ორაზროვანი პირობა სუსტი
მხარის სასარგებლოდ უნდა განიმარტოს. ამასთან, ბათილია ის პირობა, რომელიც
კეთილსინდისიერებასა და ნდობას ეწინააღმდეგება.57

ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება ვრცელდება დამზღვევის მხრიდან,


ხელშეკრულების ობიექტის არსებითი ხასიათის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.
არსებითი ხასიათის ინფორმაციის შესახებ მზღვეველი წერილობით ეკითხება
დამზღვევს, ხელშეკრულების დადებამდე. დამზღვევი ვალდებულია ამ დოკუმენტში
დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია შეიტანოს დაზღვევის საგნის და ობიექტის
შესახებ. ამ ინფორმაციის შეტანას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია მზღვეველისათვის
რისკის, პრემიის და ხელშეკრულების სხვა არსებითი პირობების განსაზღვრისათვის.
თუ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი ხასიათის ინფორმაცია ან მიწოდებული
ინფორმაცია არასწორ მონაცემს შეიცავს, მზღვეველს უფლება აქვს უარი თქვას
ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების მოშლის უფლება მზღვეველს გააჩნია
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდგომ, მზღვეველი მხოლოდ იმ შემთხვევაში
თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუკი იმ გარემოებას,
რომლის შესახებ დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა მოახდინა
სადაზღვევო დადგომაზე და მზღვეველის მოვალეობის შესრულებაზე. ასეთ
შემთხვევაში უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ინფორმაციის დარღვევასა და
სადაზღვევო შემთხვევას შორის. თუკი იმ გარემოებას, რომლის შესახებაც
დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო
შემთხვევის დადგომაზე და მზღვეველის მოვალეობის შესრულებაზე მზღვეველს
დაეკისრება ზიანის ანაზღაურება.58

სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დამზღვევი ვალდებულია


დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს და მიაწოდოს სადაზღვევო
შემთხვევის შესახებ ყველა დოკუმენტი. დაუყოვნებლივი ინფორმირების
ვალდებულება მზღვეველის მიერ ზიანის შემცირებისა და მისი ზუსტი ოდენობის
დადგენის აუცილებლობითაა განპირობებული. სადაზღვევო შემთხვევის
დადგომისთანავე მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების
დარღვევით მზღვეველს ერთმევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სადაზღვევო
მოცულობის განსაზღვრაში, რითაც ცალსახად ირღვევა მისი ინტერესები. თუ
დამზღვევი არ შეასრულებს შეთანხმებას შეტყობინების შესახებ, მზღვეველი

56 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის Nას-
291-273-2014 გადაწყვეტილება.
57 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი.

58 ირემაშვილი ქ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 812-ე მუხლის კომენტარი, 2017. www.gccc.ge

28
მხოლოდ მაშინაა ვალდებული აანაზღაუროს სადაზღვევო საზღაური, თუ
შეუტყობინებლობით მისი ინტერესები არსებითად არ დაირღვა.59

ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულების მხარეთა მიერ ერთ-ერთი უმთავრესი


ვალდებულებაა. ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ ამ ვალდებულების დარღვევა
მხარეს წარმოუშობს ხელშეკრულების მოშლის ან ნაკისრი ვალდებულების
შესრულებაზე უარის თქმის უფლებას. თუმცა ნებისმიერი დარღვევა არ წარმოშობს
ამ ვალდებულებას.

4.3.4.2.6. დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.

დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით აზრთა


სხვადასხვაობა არსებობს. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური60
და სასყიდლიანი გარიგებაა.61 თუმცა არსებობს მოსაზრება დაზღვევის
ხელშეკრულების რეალურ62 ბუნებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, სამოქალაქო
კოდექსი მზღვეველის ვალდებულების წარმოშობას უკავშირებს, დამზღვევის მიერ
პრემიის გადახდას.63 თუ დაზღვევა რეალურ გარიგებად იქნება მიჩნეული, მაშინ
საინტერესოა, რის საფუძველზე ეკისრება დამზღვევს პრემიის გადახდის
ვალდებულება. შესაბამისად, პრემიის გადახდის ვალდებულება უნდა ჩაითვალოს
არა ხელშეკრულების დადების, არამედ მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის
წინაპირობად.64

დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ65 გარიგებად მიიჩნევა. ალეატორული


გარიგება შემთხვევითობაზე დამოკიდებული ხელშეკრულებაა, სადაც დამზღვევს

59 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის 2001


წლის 06 ივნისის N3კ/450-01 გადაწყვეტილება.
60 კონსესუალურია, გარიგება, რომელიც დადებულად ითვლება მხარეთა შორის დადგენილი ფორმით

შეთანხმების მიღწევის მომენტიდან.


61 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის N2ბ/413-

17 განჩინება,
62 რეალურად მიიჩნევა გარიგება, რომლის დასადებად მხოლოდ მხარეთა შორის შეთანხმება საკმარისი

არ არის, აუცილებელია ასევე ერთი მხარის მიერ მეორისათვის ხელშეკრულების საგნის ფაქტობრივი
გადაცემა.“
63 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის #ას-

1708-1602-2012 გადაწყვეტილება.
64 ირემაშვილი ქ., მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო
ურთიერთობებში, 2016, 24.
65ტერმინისა “ალეატორული“ მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან „ალეა”, რაც ნიშნავს აზარტულ

თამაშს, კამათელს. ნაწარმოები სიტყვა „ალეატორი“ ნიშნავს აზარტულ მოთამაშეს. ცნება


“ალეატორულის” ეტიმოლოგიის შესაბამისად, ალეატორულ ხელშეკრულებად უნდა მიგვეჩნია
მხოლოდ თამაშობა და სანაძლეო, თუმცა იურიდიულ ლიტერატურაში ალეატორულ

29
სურს მიიღოს თავისი ინტერესის სადაზღვევო დაცვა. ამ მიზნით იხდის ის
სადაზღვევო პრემიას. მზღვეველი, სადაზღვევო პრემიის სანაცვლოდ, ვალდებულია
გადაუხადოს დამზღვევს სადაზღვევო ანაზღაურება. თუმცა, მზღვეველის ეს
ვალდებულება აბსოლუტური არ არის, ისევე როგორც დამზღვევის უფლება
სადაზღვევო თანხის მიღებაზე. დამზღვევს უფლება აქვს მოითხოვოს სადაზღვევო
თანხა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. სადაზღვევო შემთხვევა
მძაფრად აყენებს საკითხს მასში შემხვედრი შესრულებების გაცვლის ელემენტის
არსებობაზე - სადაზღვევო პრემია გადახდილია, თუმცა სადაზღვევო შემთხვევა
შეიძლება არ დადგეს, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადაზღვევო ანაზღაურების
მიღების უფლების რეალიზაცია.66

დაზღვევის ხელშეკრულების ალეატორული ბუნებიდან გამომდინარეობს, რომ


დაზღვევის საგანს წარმოადგენს რისკის გადაცემა დამზღვევის მხრიდან
მზღვეველზე. ასეთ შემთხვევაში, სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლის
მომენტიდან, მზღვეველი განსაზღვრული ფასის სანაცვლოდ ენაცვლება დამზღვევს,
ატარებს მისთვის გადაცემულ რისკს დამზღვევის ნაცვლად. შესაბამისად,
მზღვეველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულება მოიცავს არა მხოლოდ
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო თანხის გადახდას, არამედ
მზღვეველის მიერ რისკის ტარებას სადაზღვევო ურთიერთობის დაწყების
მომენტიდან. სადაზღვევო თანხის გადახდა არ არსებობს იზოლირებულად, არამედ
არის ლოგიკური გაგრძელება, შედეგი მზღვეველის მთავარი ვალდებულებისა -
დამზღვევის ნაცვლად დაზღვევის ხელშეკრულებით აღებული რისკის ტარების
მოვალეობა. სწორედ ამაში ვლინდება დაზღვევის ხელშეკრულების ალეატორული
ბუნება, რომელიც უშუალოდ მიმართულია მხარეებს შორის რისკების
განაწილებაზე.67

დაზღვევის ხელშეკრულება სასყიდლიანობა დამზღვევის მიერ რისკის გადაცემის


სანაცვლოდ პრემიის გადახდაში ვლინდება. სადაზღვევო პრემიის გადახდის
სანაცვლოდ მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის
ანაზღაურებას უზრუნველყოფს. სადაზღვევო პრემიის გადახდის მიზანი ერთი
მხრივ, სადაზღვევო კომპანიისათვის მოგების მიღებაა, ხოლო მეორე მხრივ,
სადაზღვევო პრემია წარმოადგენს მზღვეველის მიერ გაწეული „რისკის ტარების

ხელშეკრულებებად, გარდა სანაძლეოსი და თამაშობისა მიიჩნევენ აგრეთვე დაზღვევას,


სამისდღემშიო რჩენას, ლატარეას, ტოტალიზატორს და სხვა. ციტირებულია, ტაბაღუა ბ, დაზღვევის
ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულების მოშლის, შეწყვეტის და ბათილობის სამართლებრივ
შედეგებზე ამ ხელშეკრულების ალეატორული ბუნების გავლენა, 2014, 5.
66 ტაბაღუა ბ, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულების მოშლის, შეწყვეტის და

ბათილობის სამართლებრივ შედეგებზე ამ ხელშეკრულების ალეატორული ბუნების გავლენა, 6.


http://www.library.court.ge/upload/dazRvevis_xelSekrulebis_aleatoruli_buneba.pdf, ბოლო შემოწმების
თარიღი 05.02.2018.
67 იგივე, 20.

30
ღირებულებას. სადაზღვევო პრემიების აკუმულირება მზღვეველის მიერ
ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობაა.68

დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო პოლისის მიღების შემდგომ გადაიხადოს


სადაზღვევო პრემია, რომელიც შეიძლება გადახდილი იქნეს ერთჯერადი ან
მრავალჯერადი ფორმით. პრემიის პირველი ნაწილის ან ერთჯერადად
გადასახდელი პრემიის გადახდამდე სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისაგან.69

თუმცა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში


მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს გარიგება. თუმცა ხელშეკრულების მოშლა
ავტომატურად არ შეიძლება განხორცილდეს. ვადის გადაცილების შემთხვევაში
მზღვეველს შეუძლია მიმართოს დამზღვევს წერილობითი ფორმით და დაუნიშნოს
ორკვირიანი ვადა ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულებისათვის და
განუმარტოს იმ შედეგებზე, რომელიც ვადის გასვლას მოჰყვება. ამ ვადის გასვლამდე
მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა.
დავალიანების არსებობის შემთხვევაში მზღვეველის მიერ ხელშეკრულების მოშლა
მზღვეველის უფლებამოსილებაა. თუმცა მზღვეველს კეთილსინდისიერების
პრინციპი ავალდებულებს მართლზომიერად მართოს მინიჭებული უფლება და
სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილოს დამზღვევი.
ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას
და შემდგომ მოითხოვოს სადაზღვევო შენატანის გადახდა.70 შესაბამისად,
შეტყობინების გაგზავნის, დამატებითი ვადის დანიშვნისა და ამ ვადაში
ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებზე მითითების გარეშე,
ხელშეკრულების მოშლა დაუშვებელია. ხელშეკრულების მოშლამდე მხარეები
სახელშეკრულებო ურთიერთობაში რჩებიან და მხარეებს ევალებათ
სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობათა შესრულება.

4.3.4.2.7. ზიანის ანაზღაურება

დაზღვევის ხელშეკრულების არსებობის მიზანი დამზღვევისათვის სადაზღვევო


შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა. სადაზღვევო ანაზღაურება
გადახდას ექვემდებარება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა სადაზღვევო
რისკის რეალიზების შედეგია და სახეზე არ გაქვს სტანდარტული გამონაკლისი.

68 ირემაშვილი ქ., სამოქალაქო სამართლის კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლი, www.gccc.ge,


69 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლი.
70 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის

N1285-81-2013 განჩინება.

31
მზღვეველი ვალდებულია მასთან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე
მიიღოს გადაწყვეტილება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით.
მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრისას მხედველობაში
მიიღება ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც დაზღვეულ ქონებას გააჩნია
სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის.71

მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების გადახდისაგან, თუ სადაზღვევო


შემთხვევა გამოწვეულია დამზღვევის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით.
სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის განმარტებას.
ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის
განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების
შედეგად. განმარტებულია, რომ უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც
თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი
ხარისხით.72 სამოქალაქო სამართალში ბრალის საკითხის გარკვევა შეფასებითი
მსჯელობის საგანია. ბრალის ფორმებისა და ხარისხის ამომწურავი განმარტების არ
არსებობის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგინდა, რომ
მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი
ზიანისათვის დგება. ავტოსაგზაო შემთხვევიდან წარმოშობილ დავებში, მარტივ
გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს
აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას,
როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ
საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების
გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი
მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების
გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური
ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის
უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.73
სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების ეტაპზე სადაზღვევო კომპანია ვალდებულია
ამომწურავად შეისწავლოს საქმის ყველა დეტალი და მიიღოს გადაწყვეტილება
სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მზღვეველი სადაზღვევო
რეგულირების პროცესში წყვეტს დამზღვევის ბრალეულობის საკითხს. სადაზღვევო
ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველია, თუ შემთხვევა გამოწვეულია
განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობით. აუცილებელია შეფასდეს, დამზღვევმა
დაარღვია, თუ არა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის

71 ირემაშვილი ქ. სამოქალაქო კოდექსის 821-ე მუხლის კომენტარი, 2017, www.gccc.ge.


72 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის Nას-
745-713-2014 გადაწყვეტილება.
73 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ივლისის Nას-

1306-1226-2015 გადაწყვეტილება.

32
მოთხოვნები და მისი ქმედებით ხომ არ გაიზარდა სადაზღვევო შემთხვევის
დადგომის რისკი74

4.3.4.2.8. დაზღვევის ხელშეკრულების ცალკეული სახეები

4.3.4.2.8.1. სიცოცხლის დაზღვევა

დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს პირადი დაზღვევა. პირად დაზღვევას


მიეკუთვნება: სიცოცხლის დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა და უბედური
შემთხვევის დაზღვევა. პირადი დაზღვევისას დამზღვევის ინტერესია მიიღოს
სადაზღვევო საზღაური ავადმყოფობის დროს, გარკვეული ასაკის მიღწევისას ან
უბედური შემთხვევის დადგომისას, ან კიდევ დამზღვევის გარდაცვალების
შემთხვევაში დაზღვეულმა პირმა მიიღოს სადაზღვევო საზღაური.75 პირადი
დაზღვევის ობიექტად ითვლება დაზღვეული პირის ინტერესი, რომელიც
დაკავშირებულია მატერიალური მდგომარეობის უზრუნველყოფასთან ან სარგებლის
მიმღების მდგომარეობასთან. ამ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში,
დაზღვეული პირი იღებს სადაზღვევო თანხას სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სხვა
არამატერიალური სიკეთისათვის ზიანის მიყენების გამო. პირადი დაზღვევის
ხელშეკრულებები იყოფა სარისკო და დაგროვებით ხელშეკრულებებად.76

სარისკო დაზღვევის ხელშეკრულებას წარმოადგენს უბედური შემთხვევის


დაზღვევა. მისი პირობების თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის საფუძველზე.77 დაგროვებითი სახის
დაზღვევაზე შეთანხმებით, კი დამზღვევი უფლებამოსილია მიიღოს არა მხოლოდ
ზიანის ანაზღაურება, არამედ ეს თანხა მის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის
გარკვეული პროცენტით. ასეთ შემთხვევაში დამზღვევი შემოსავალს იღებს
დაზღვევის ხელშეკრულებიდან.78

დაზღვევის დოქტრინაში ერთმანეთისაგან იმიჯნება დაზღვევის ორი


ხელშეკრულება, ერთ შემთხვევაში დამზღვევი საკუთარ სიცოცხლეს აზღვევს და
მეორე, რომლითაც დაზღვეულია მესამე პირის სიცოცხლე. ასეთ შემთხვევაში

74 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის Nას-
681-902-2008 განჩინება.
75ირემაშვილი ქ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის კომენტარი, 1, www.gccc.ge.

76 ქეცბაია ე. დაზღვევის სამართალურთიერთობის სუბიექტები და ობიექტი, მართლმსაჯულება და

კანონი, N4 (43) 14, 92.


77 ჭანტურია ლ, სამოქალაქო სამართლის კომენტარი, მე-4 წიგნი, ტომი მე- 2, 844.

78 ირემაშვილი ქ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის კომენტარი, 2. www.gccc.ge.

33
აუცილებელია დაზღვეული პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის
წერილობითი თანხმობა.79

სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს მზღვეველის


პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ა) პირის თვითმკვლელობის შემთხვევაში;
ბ) მესამე პირის სიცოცხლის დაზღვევისას, თუ დამზღვევმა უკანონო მოქმედებით
განზრახ გამოიწვია დაზღვეული პირის სიკვდილი.

ეს უკანასკნელი ჩანაწერი უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება. იგი მოწოდებულია


დაზღვეულის სიცოცხლის დაცვისაკენ. ვინაიდან, განზრახ გამოწვეული ზიანის
აკრძალვა, დაზღვევის დოქტრინის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
დაზღვეული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ის განსაკუთრებულ
მნიშვნელობას სიცოცხლის დაზღვევაში იძენს.80

4.3.4.2.8.2. უბედური შემთხვევის დაზღვევა

უბედური შემთხვევის დაზღვევა პირადი დაზღვევის სახეობაა. სადაზღვევო თანხა


სრულად გაიცემა მოსარგებლეზე თუ დაზღვეულის გარდაცვალება უბედური
შემთხვევითაა გამოწვეული. უბედური შემთხვევა არის გაუთვალისწინებელი და
მოულოდნელი იმ შემთხვევაში, თუ გამოწვეულია გარეგანი ძალების ზემოქმედებით,
რომელმაც განაპირობა დაზღვეულის გარდაცვალება, მისი სხეულის დაზიანება ან
შრომისუუნარობა.81

უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან მზღვეველი


იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ სხვა პირის დაზღვევისას სარგებლის მიმღები
უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვევს უბედურ შემთხვევას.

უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მზღვეველს არ


გააჩნია უფლებამოსილება, გადახდილი სადაზღვევო თანხის სუბროგაციის წესით
დაკისრება მოითხოვოს ზიანზე პასუხისმგებელი პირისაგან. აღნიშნული პრინციპი
შემდეგნაირად განიმარტა სასამართლოს მიერ: სუბროგაციის პრინციპი სიცოცხლის
დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობებზე არ ვრცელდება ამ ურთიერთობების
თავისებურებებიდან გამომდინარე. ამ სახის დაზღვევით ხდება ისეთი
განსაკუთრებული სიკეთის დაზღვევა, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე.
შესაბამისად, სადაზღვევო რისკის განხორციელებით ანუ დაზღვეულის
გარდაცვალებით დამდგარი შედეგი არ შეიძლება ანაზღაურებულ იქნას რაიმე
კომპენსაციით, მაშინ, როდესაც ქონებრივი სახის (ზიანის) დაზღვევის დროს,

79 იქვე, 3.
80 ირემაშვილი ქ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 849-ე მუხლის კომენტარი, 3. www.gccc.ge.
81 ცერცვაძე ა., ხანთაძე გ., ვეკუა დ., სადაზღვევო საქმე, 2016, 2946

34
დამდგარი ქონებრივი დანაკარგი ანაზღაურებადია ფულად თანხაში გამოხატული
ეკვივალენტური ღირებულებით და, ცხადია, რომ დამზღვევი, რომელსაც
სადაზღვევო თანხის გადახდით აუნაზღაურდება დაზღვეული ნივთის
დაზიანებით/განადგურებით მიყენებული ზიანი, აღარ არის უფლებამოსილი,
მიიღოს ორმაგი ანაზღაურება მზღვეველისაგან და ასევე ზიანის მიმყენებლისგანაც.
სიცოცხლის დაზღვევის თავისებურებიდან გამომდინარე, სარგებლის მიმღები პირი
სადაზღვევო თანხის მიღებით არ კარგავს ზიანის მიმყენებლისაგან კომპენსაციის
მიღების უფლებას, რამდენადაც სარგებლის მიმღები პირი დაზღვეულის
გარდაცვალებით მიღებული დანაკლისის სანაცვლოდ, ვერც მზღვეველისაგან
სადაზღვევო თანხისა და ვერც ზიანის მიმყენებლისაგან კომპენსაციის მიღებით ვერ
მიიღებს ადეკვატურ ანაზღაურებას, რაც შეავსებდა სიცოცხლის დაკარგვით
მიღებულ დანაკარგს. სწორედ ის გარემოება, რომ სიცოცხლის დაზღვევის
სამართლებრივ ურთიერთობებში სადაზღვევო რისკის განხორციელებით დამდგარი
შედეგის, ანუ დაზღვეული პირის გარდაცვალების დროს, არ დგება სიცოცხლის
დაკარგვით გამოწვეული დანაკარგის ანაზღაურების (შევსების) საკითხი,
გამორიცხავს ამ სახის დაზღვევის ურთიერთობებში რეგრესის პრინციპის
გამოყენების შესაძლებლობას, რადგანაც მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის
გაცემით ან/და ზიანის მიმყენებლის მიერ კომპენსაციის გადახდით, არ ხდება
სიცოცხლის დაკარგვით გამოწვეული დანაკარგის შევსება... კანონმდებელი
სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობებში არ ითვალისწინებს
რეგრესის უფლების წარმოშობის შესაძლებლობას მზღვეველის სასარგებლოდ,
სარგებლის მიმღებ პირს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს (ე.წ ორმაგი) ანაზღაურება
მზღვეველისაგან - სადაზღვევო თანხის სახით, ასევე ზიანის მიმყენებლისაგანაც -
კომპენსაციის სახით.82

4.3.4.2.8.3. ჯანმრთელობის დაზღვევა

2017 წელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი დამატებების შემდეგ,


ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი თავი იქნა დამატებული. განისაზღვრა, რომ
ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია
აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან
ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ

82საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის


Nას-663-624-2011 განჩინება.

35
ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე
ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.83

ჯანმრთელობის დაზღვევის მარეგულირებელი ნორმებით, სიცოცხლისა და


უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, დაშვებულ
იქნა სუბროგაცია.

83 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8431 მუხლი.

36

You might also like