You are on page 1of 9

კომერციული ბანკების გარდაქმნის

პროცედურა და გასათვალისწინებელი
ქრონოლოგია/ასპექტები
კომერციული ბანკების გარდაქმნა

• არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით საჭიროა


კომერციული ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილების წარდგენა ეროვნული ბანკისთვის.
ეროვნული ბანკის გადაწყეტილებას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი.
• საჭიროა აქციონერთა გადაწყვეტილების შესახებ ყველა მეანაბრისა და სხვა
კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები
გასტუმრებულია, მაშინ საჭიროა მხოლოდ ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება.
სალიკვიდაციო აქტი

სალიკვიდაციო აქტი უნდა შეიცავდეს:


• ინფორმაციას რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ;
• აუდიტორის მიერ ბანკის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას;
• ბანკის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების
დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;
• ინფორმაციას ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის
შესახებ;
• ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების
შესახებ.
კომერციული ბანკის ვალდებულებების
გასტუმრების ქრონოლოგია

• მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ამოწმებს პირი შეყვანილი ხომ არ არის


ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.
• დეპოზიტარის მოთხოვნა შემცირდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გაცემული
ანაზღაურების ოდენობით და შემდეგ კმაყოფილდება ქვემოთ აღნიშნული პუნქტების
რიგითობით.
ლიკვიდაციის პროცესის დასასრულებლად და არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად
გარდაქმნისთვის საჭიროა შემდეგი ქრონოლოგიის დაცვით ვალდებულებების გასტუმრება
ბანკის მიერ:
• ა) ფინანსური გირაოს მოგირავნეს მოთხოვნა;
• ბ) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი და სხვა
კრედიტორები, რომელთა მიმართ ვალდებულება ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის
ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, გარდა ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა
ბანკების მიერ გაცემული სესხებისა. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები , რომლებიც
ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება
კომერციული ბანკის ვალდებულებების
გასტუმრების ქრონოლოგია

• გ) დაზღვეული დეპოზიტები კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის


ფარგლებში ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის
სააგენტოს მოთხოვნები;
• დ) ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო
სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი
ეკვივალენტისა;
• ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი
თანხები არაუმეტეს 100 000 ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;
კომერციული ბანკის ვალდებულებების
გასტუმრების ქრონოლოგია

• ვ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში და უცხოურ ვალუტაში არსებული


და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის
წინა პუნქტების შესაბამისად;
• ზ) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში და უცხოურ ვალუტაში
არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი
არ არის წინა პუნქტების შესაბამისად;
კომერციული ბანკის ვალდებულებების
გასტუმრების ქრონოლოგია

• თ) ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა ბანკების მიერ გაცემული სესხები;


• ი) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო
გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
• კ) ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები;
• ლ) ბანკის სასესხო ვალდებულება ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების
მიმართ;
• მ) ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის
ინსტრუმენტი არ არის;
კომერციული ბანკის ვალდებულებების
გასტუმრების ქრონოლოგია

• ნ) ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში


კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით;
• ო) ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
• პ) ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
• ჟ) ბანკის სხვა ვალდებულებები ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების
მიმართ, სადაც არ იგულისხმება ბანკის აქციის ფლობიდან გამომდინარე ბანკის
ვალდებულებები აქციონერის მიმართ.
ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა
დაკმაყოფილების შემდეგ.
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like