You are on page 1of 3

კომერციული ბანკების გარდაქმნის პროცედურა და გასათვალისწინებელი ქრონოლოგია/ასპექტები

“კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების


წესის” დამტკიცების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით გამონაკლის
შემთხვევებში ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და
გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა, საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვამდე, ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება გარდაქმნასთან
დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის გარდაქმნაზე
თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ ბანკის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა
აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ბანკის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის
საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) ბანკის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების
დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;
დ) ინფორმაციას ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;
ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ. მათ შორის,
ინფორმაციას ეროვნულ ბანკში მოუკითხავი თანხების ანგარიშის გახსნისა და ანგარიშების სხვა ბანკში ან
ეროვნულ ბანკში გადატანის თაობაზე. ასევე, ინფორმაციას ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშის დახურვისა
და ეროვნულ ბანკში ახალი სალიკვიდაციო ანგარიშის (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტის)
გახსნის თაობაზე, რომელზეც გადაიტანება ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე (ანგარიშებზე) რიცხული
ნაშთი და სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხა. ამასთან, უქმდება კომერციული ბანკის
მონაწილეობა RTGS და CSD სისტემებში.
საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ვალდებულებების გასტუმრებას. ასეთ
შემთხვევაში საჭიროა ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა
დარჩენილი მეანაბრისა და სხვა კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები
გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება.
შესაბამისად, როდესაც ბანკის აქციონერები მიიღებენ გადაწყვეტილებას ბანკის არასაბანკო საქმიანობის
საზოგადოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით, მაშინ ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
ეროვნული ბანკის ინდაქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება გარდაქმნის რეგისტრაციის
მიზნით. აღნიშნული რეგულირება მიუთითებს იმაზე, რომ ბანკის გარდაქმნის პროცედურა არასაბანკო
საქმიანობის საზოგადოებად მიბმულია ამ ბანკის ლიკვიდაციის პროცესთან, ვალდებულებების სრულად
გასტუმრებასთან და ახასიათებს სპეციფიკური ქრონოლოგია.
ლიკვიდაციის პროცესის დასასრულებლად და კომერციული ბანკის გარდაქმნისთვის აუცილებელია
კომერციული ბანკის ვალდებულებების სრულად გასტუმრება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი
დაკმაყოფილების უფლება;
ბ) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, (გარდა საბიუჯეტო ვალდებულებებისა
და დავალიანებებისა, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა)
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების
ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო
დაფინანსებისა), ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართ ვალდებულება ბანკს მისთვის
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, გარდა ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა
ბანკების მიერ გაცემული სესხებისა. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც ბანკისთვის
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ჯერ საბიუჯეტო
ვალდებულებები და შემდეგ დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი
მოთხოვნები.
გ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით
დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები;
დ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები
არაუმეტეს 10 000 ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;
ე) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები
არაუმეტეს 10 000 ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;
ვ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები
არაუმეტეს 100 000 ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;
ზ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის
შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის „დ“ და „ვ“ პუნქტების შესაბამისად;
თ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის
შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ პუნქტების შესაბამისად;
ი) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის
შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „ე“ პუნქტის შესაბამისად;
კ) იურიდიული პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის
შესაბამისი თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „ე“ და „ი“ პუნქტების შესაბამისად;
ლ) ბანკის ლიკვიდაციის პერიოდში სხვა ბანკების მიერ გაცემული სესხები;
მ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
ნ) ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ტ“ პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ო) ბანკის სასესხო ვალდებულება ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ
პუნქტის „პ“−„ტ“ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
პ) ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის;
ჟ) ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია
განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ს“ და „ტ“ პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა;
რ) ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
ს) ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
ტ) ბანკის სხვა ვალდებულებები ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, სადაც არ
იგულისხმება ბანკის აქციის ფლობიდან გამომდინარე ბანკის ვალდებულებებს აქციონერის მიმართ.
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კლიენტი. თუ
არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების სრულად
დასაფარავად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის
მოცულობის პროპორციულად. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის
მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.
ბანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, დეპოზიტარები იღებენ
დაზღვეულ დეპოზიტებს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსაგან კანონით დადგენილი ზღვრის
ფარგლებში. დეპოზიტარის მოთხოვნა შემცირდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გაცემული
ანაზღაურების ოდენობით და შემდეგ კმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული პუნქტების რიგითობით.
დაზღვეული დეპოზიტების თანხა პირველ რიგში უნდა შემცირდეს ლარში, ხოლო შემდეგ უცხოურ
ვალუტაში დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი
თანხები. თუ დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი
თანხები ერთზე მეტ უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, მაშინ ეს შემცირება უნდა განხორციელდეს
უცხოურ ვალუტაში არსებული ანგარიშებიდან ამ ანგარიშებზე არსებული თანხის მოცულობის შესაბამისი
პროპორციით.
ზემოთ აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა
ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს პირი შეყვანილი ხომ არ
არის ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.

You might also like