You are on page 1of 5

ამოცანები (ლექცია 3).

(პროცენტები, ბინომიალური კოეფიციენტები)

პროცენტის განსაზღვრება და მაგალითები:

რიცხვის 1 პროცენტი არის ამ რიცხვის ერთი მეასედი.

მაგალითად, 200–ის 1 პროცენტი არის 200–ის მეასედი და ეს უდრის 2–ს (200 იყოფა 100–ზე).

200–ის 7 პროცენტი არის 14 (200 იყოფა 100–ზე და მრავლდება 7–ზე. ეს იგივეა, რომ 200
ჯერ გამრავლდეს 7–ზე და მერე გაიყოს 100–ზე). ზოგადად გვაქვს შემდეგი:

განსაზღვრება: A რიცხვის K პროცენტი არის B რიცხვი, რომელიც გამოითვლება ფორმულით:


(A × K) / 100 = B.

ამ ფორმულაში შედის სამი პარამეტრი, A, K და B. თუ ვიცით ორი მათგანი, გამოვითვლით


მესამესაც.

მაგალითი 1. რას უდრის 20–ის 15 პროცენტი? ამოხსნა: აქ მოცემულია A და K და უნდა


გავიგოთ B. ფორმულის მიხედვით გვექნება: B = ( 20 × 15) / 100 = 300 / 100 = 3. პასუხი: 3.

მაგალითი 2. რომელი რიცხვის 5 პროცენტია 9. ამოხსნა: ამ ამოცანაში მოცემულია K და B


(K=5, B=9) და უნდა ვიპოვოთ A. ჩავსვათ მოცემული რიცხვები პროცენტის განსაზღვრების
ფორმულაში. მივიღებთ: 9 = (A × 5) / 100. აქედან გამოვთვლით A–ს: A = (9 × 100) / 5 = 180.
პასუხი: 180.

მაგალითი 3. 60–ის რამდენ პროცენტს შეადგენს 15? ამოხსნა: ამ ამოცანაში მოცემულია A


და B (A=60, B=15) და უნდა ვიპოვოთ K. ჩავსვათ პროცენტის განსაზღვერების ფორმულაში
მოცემული რიცხვები. მივიღებთ: 15 = (60 × K) / 100. აქედან გამოვთვალოთ K. მივიღებთ: K =
(15 × 100) / 60 = 25. პასუხი: 25.
განსაზღვრება: A რიცხვი გაიზარდა K პროცენტით ნიშნავს, რომ A–ს დაემატა A–ს K
პროცენტი. ანუ მიიღება: A + (A × K) / 100 = A (1 + K/100). თუ A შემცირდა K პროცენტით,
მაშინ მიიღება A – (A × K) / 100 = A (1 - K/100).

მაგალითი 4. წიგნის ფასი შემცირდა 20 პროცენტით და გახდა 12 ლარი. რა იყო წიგნის


საწყისი ფასი? ამოხსნა: ამ ამოცანაში K = 20 და საბოლოო ფასი უდრის 12–ს. წიგნის საწყისი
ფასი ავღნიშნოთ A–თი. მაშინ მივიღებთ განტოლებას: A – (A × 20) / 100 = 12. ანუ A – A/5 =
12. ესე იგი 4A/5 = 12. მივიღებთ 4A = 60 და A = 15. პასუხი: A = 15.

1. ა) განვიხილოთ ლატარეა, სადაც 49 ბურთიდან ავტომატი შემთხვევით არჩევს ექვს


ბურთს. რამდენი სხვადასხვა ვარიანტია პირველი ბურთის მოსვლისა?

ბ) დავუშვათ, რომ პირველი ბურთი უკვე არჩეულია. რამდენი სხვადასხვა ვარიანტია


მეორე ბურთის მოსვლისა?

გ) რამდენი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს მთლიანად პირველი ორი ბურთის მოსვლის,


თუ ბურთების თანმიმდევრობასაც გავითვალისწინებთ? (ანუ, ეს ნიშნავს, რომ სხვასხვა
თანმიმდევრობით დალაგებული ორი ბურთი ითვლება ორ სხვადასხვა ვარიანტად.)

დ) რამდენი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს მთლიანად პირველი ექვსი ბურთის


მოსვლის? (თანმიმდევრობის გათვალისწინებით.)

ე) დავუშვათ, თქვენ აირჩიეთ ნომრები 1, 2, 3, 4, 5, 6. ვთქვათ, გაგიმართლათ და ექვსივე


ეს ნომერი მოვიდა. რამდენი სხვადასხვა თანმიმდევრობით შეიძლება მოვიდნენ ამ
ნომრის ბურთები?

ვ) რეალურ თამაშში თქვენთვის არა აქვს არის მნიშვნელობა, თუ რა თანმიმდევრობით


მოვლიან ბურთები. რამდენი განსხვავებული ვარიანტი არსებობს 49–დან 6 ბურთის
მოსვლის, თუ მათ თანმიმდევრობას არ გავითვალისწინებთ? (ამ რიცხვს ეწოდება
ბინომიალური კოეფიციენტი.)
2. ინჟინრის ხელფასია 500 ლარი თვეში. აქედან 200 ლარს იგი ყოველთვიურად ხარჯავს
პროდუქტებზე. ხელფასის რამდენი პროცენტი იხარჯება პროდუქტებზე?

3. ოჯახმა რესტორანში სადილობის შემდეგ გადაიხადა 55 ლარი. ამ თანხაში შედიოდა


მომსახურების 10 პროცენტი. რა ღირდა თვითონ სადილი?

4. ქვემოთ მოცემული წრეწირის რამდენი პროცენტია შეღებილი წითლად?

5. საქონლის ფასი შემცირდა 100 ლარიდან 80 ლარამდე და შემდეგ ისევ შემცირდა 80


ლარიდან 60 ლარამდე. რომელ ჯერზე უფრო მეტია პროცენტული შემცირება?

6. საქონლის ფასმა ორჯერ მოიმატა ერთი და იგივე თანხით. რომელ ჯერზე უფრო მეტი იყო
პროცენტული მატება?

7. ა) მოქალაქემ შეიტანა 3.000 ლარი ბანკში დეპოზიტზე, სადაც მას ერიცხება 10


პროცენტიანი წლიური მოგება. რა თანხა ექნება მას ანგარიშზე 2 წლის შემდეგ?

ბ) დაწერეთ ფორმულა, რომელიც გამოითვლის თანხას მოქალაქის ანგარიშზე N


რაოდენობა წლის შემდეგ.

8. მანქანის ფასი გაიზარდა 20 პროცენტით, შემდეგ კიდევ ერთხელ გაიზარდა 20


პროცენტით და ბოლოს მოიკლო 40 პროცენტით. მოიმატა თუ მოიკლო მანქანის ფასმა
მთლიანობაში ამ სამი ოპერაციის შედეგად?

9. თანამშრომელი დამქირავებლისაგან ითხოვს გარკვეულ ხელფასს (სუფთად). რამდენი


პროცენტი უნდა დაამატოს ამ თანხას დამქირავებელმა, რომ 20–პროცენტიანი
საშემოსავლო გადასახადის შემდეგ თანამშრომელს დარჩეს სასურველი ხელფასი?
10. კოკა–კოლა (Diet Coke) შეიცავს 99 პროცენტ წყალს. წყლის რაღაც ნაწილი აორთქლდა
და დავიდა 98 პროცენტზე. რამდენჯერ შემცირდა კოკა–კოლას წონა?
მითითება: თავდაპირველი წონა იყოს M, აორთქლების შემდეგ m. მშრალი ნივთიერება
ორივე შემთხვევაში ერთიდაიგივეა. M–ის 1 პროცენტი უდრის m–ის 2 პროცენტს.

11. ორ ადამიანს დავარქვათ ფეისბუქით დაკავშირებული, თუ ერთი მეორის ან მეგობარია


ფეისბუქზე, ან მეგობრის მეგობარია, ან მეგობრის მეგობრის მეგობარია და ასე შემდეგ.
ვთქვათ ქვეყანაში ნებისმიერი ორი ადამიანი დაკავშირებულია ერთმანეთთან ან
ფეისბუქით ან ტვიტერით. შეიძლება თუ არა, რომ ერთ-ერთი ქსელი ამ ორიდან
გავთიშოთ, ისე რომ ნებისმიერი ორი ადამიანი კვლავ იყოს ერთმანეთთან
დაკავშირებული?
მითითება1. თუ მე ყველას ვუკავშირდები ფეისბუქით, მაშინ დავტოვოთ ფეისბუქი.
მითითება2. თუ მე ყველას ვუკავშირდები ტვიტერით, მაშინ დავტოვოთ ტვიტერი.
მითითება 3. თუ მე ვერ ვუკავშირდები ნინოს ფეისბუქით და ნანას ტვიტერით, მაშინ
ნინოს ტვიტერით ვუკავშირდები და ნანას ფეისბუქით. საწყისი პირობის თანახმად, ნინო
და ნანა რომელიღაც ქსელით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს მიგვიყვანს
წინააღმდეგობამდე.

12. (ძლიერი ჯგუფისთვის) რა ჯობია, ხელფასის 10 პროცენტით გაზრდა და მერე 20


პროცენტით გაზრდა, თუ ჯერ 20 პროცენტით გაზრდა და მერე 10 პროცენტით გაზრდა?

13. (ძლიერი ჯგუფებისთვის) ასეულის ჯარისკაცების რაღაც ნაწილი შვებულებაშია.


დარჩენილებიდან ორჯერ მეტია აღმოსავლეთ საქართველოდან, ვიდრე დასავლეთიდან.
ამ ჯარისკაცების 4% ჯარიდან დაითხოვეს. რამდენი ჯარისკაცი დარჩა ასეულში?
მითითება: დარჩენილი ჯარისკაცების რიცხი არის 3x<100. 3x-ის 4 პროცენტი რომ იყოს
მთელი რიცხვი, x უნდა იყოფოდეს 25–ზე.

14. (ძლიერი ჯგუფებისთვის) გიორგიმ ყავით სავსე ფინჯანი ნახევრამდე რომ დაცალა,
ფინჯანი რძით შეავსო. ამის შემდეგ 30% დალია და ისევ რძით შეავსო. შემდეგ ისევ 30%
დალია და ისევ რძით შეავსო. ამის შემდეგ ფინჯანი ბოლომდე გამოსცალა. რა დალია
საბოლოოდ მეტი გიორგიმ, ყავა თუ რძე?
მითითება: ფინჯანში ჯამში ჩავიდა ფინჯნის 50+30+30 პროცენტი რძე. ხოლო ყავა 100
პროცენტი.

x
15. (ძლიერი ჯგუფისთვის) მტკიცდება, რომ გამოსახულებას (1 + 1/x) აქვს ზღვარი, როცა x
მიისწრაფის პლიუს უსასრულობისაკენ. ეს ზღვარი აღინიშნება e ასოთი და ეწოდება
x
ეილერის რიცხვი. დაამტკიცეთ, რომ გამოსახულებას (1 + 0.12/x) აქვს ზღვარი, როცა x
0.12
მიისწრაფის პლიუს უსასრულობისაკენ და ეს ზღვარი არის e .

You might also like