You are on page 1of 20

I კვირა

სიმრავლე. ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე. რიცხვითი ღერძი.


რიცხვითი შუალედები. პროპორცია და პროცენტი
სიმრავლეები. მოქმედებანი სიმრავლეებზე. ნატურალური რიცხვები: ლუწი და კენტი, მარტივი
და შედგენილი რიცხვები, გაყოფადობის ნიშნები. მთელი რიცხვები: წილადები და ათწილადები,
პერიოდული ათწილადები, მოქმედებები წილადებზე. ირაციონალური რიცხვები: უთანაზომო
მონაკვეთები, ირაციონალური რიცხვის განმარტება, მისი მიახლოებითი მნიშვნელობა. „π“ და „e“
(ნეპერის) რიცხვის ცნება. მათი მიახლოებითი მნიშვნელობები.

1.1. სიმრავლე
1.1.1. სიმრავლე, სიმრავლის მოცემის ხერხები, ქვესიმრავლე.

სიმრავლის ცნება მათემატიკის ერთ-ერთ აზე მნიშვნელოვან ცნებას წარმოადგენს.


ამასთან, იგი მათემატიკის საწყისი ცნებაა და ისევე როგორც სხვა საწყისი ცნებები:
წერტილი, წრფე, სიბრტყე და ა.შ. სხვა უფრო მარტივი ცნებით არ
განიმარტება.საზოგადოდ, სიმრავლის ზოგადი განმარტება შეგვიძლია ასეთი სახით
ჩამოვაყალიბოთ:

სიმრავლე წარმოადგენს გარკვეული წესით შედგენილი სხვადასხვა


ობიექტების ერთობლიობას. ამ ობიექტებს სიმრავლის ელემენტები ეწოდებათ.
შეგვიძლია მოვიყვანოთ მრავალი მაგალითი სიმრავლის შესახებ: სიმრავლის ქვეშ
შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც აუდიტორიაში სტუდენტთა სიმრავლე, ქალაქში
მანქანების სიმრავლე, ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე, ირაციონალურ რიცხვთა
სიმრავლე, სიმრავლის ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლე და ა.შ. აღნიშნული
ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და ჩვენ მათზე არ შევჩერდებით,
თუმცა მივუთითებთ, რომ განმარტებიდან გამომდინარე სიმრავლეში ერთი და იგივე
ელემენტი არ მეორდება და ცხადია ელემენტების დალაგებას მნიშვნელობა არ
ენიჭება.

სიმრავლეები შეიძლება იყოს სხვადასხვა ბუნების. თუმცა, მათემატიკის შესწავლისას


პირველად ჩნდება რიცხვითი სიმრავლეები, მაგალითად, ნატურალურ რიცხვთა
სიმრავლე, მთელ რიცხვთა სიმრავლე, რაციონალურ რიცხვთა სიმრავლე და ა.შ. სანამ
დავიწყებთ რიცხვითი სიმრავლეების შესწავლას, საჭიროა სიმრავლეების
აღნიშვნა/ჩაწერის შესწავლა.

1
სიმრავლეებს ჩვეულებრივ, დიდი ლათინური ასოებით ჩავწერთ:
A ; B; C ; D; X ; Y …, ხოლო ელემენტების ჩასაწერად პატარა ასოებს გამოვიყენებთ:
a ; b ; c ; d ; x ; y … . ის ფაქტი, რომ a არის A სიმრავლის ელემენტი ასე ჩაიწერება a ∈ A („
∈“-მიკუთვნების სიმბოლოა), ხოლო გამოთქმა „a არ არის A სიმრავლის ელემენტი“-
ასე ჩაიწერება: a ∉ A (ან a∈ A ).

სიმრავლეს, რომელიც სასრული რაოდენობის ელემენტებს შეიცავს ეწოდება


სასრული სიმრავლე, ხოლო თუ სიმრავლე უსასრულო რაოდენობის ელემენტს
შეიცავს მას უსასრულო სიმრავლე ეწოდება.

სიმრავლეს, რომელიც არცერთ ელემენტს არ შეიცავს, ცარიელი სიმრავლე ეწოდება


და იგი „Ø“ სიმბოლოთი აღინიშნება.

საზოგადოდ, სიმრავლე მოცემულად ითვლება, თუ დასახელებულია მისი


ელემენტები (ჩამოთვლის ხერხი), მაგ.: A={1 ; 2; 3 }. ან აღწერილია კონკრეტული
თვისება-წესი, განმარტება, რომელიც ამ სიმრავლის ყველა ელემენტის ზუსტ
განსაზღვრას იძლევა (აღწერის ხერხი). უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ ამ
უკანასკნელზე: ვთქვათ, P(x ) აღწერს x რიცხვის რაიმე თვისებას, მაშინ იმ რიცხვთა
სიმრავლეს, რომელსაც ეს თვისება გააჩნია, ასეთი ფორმით ჩავწერთ: A={x : P ( x ) }
ან A={x : x აკმაყოფილებს P ( x ) თვისებას } . ამ ჩანაწერებში არსებული ორი
წერტილი იკითხება როგორც „ისეთი, რომ“. მაგალითად: შემდეგი განტოლების:
x −9=0ნამდვილი ამონახსნებია 3 და -3. თუ ჩვენ გვინდა ჩავწეროთ x −9=0
2 2

განტოლების ნამდვილ ფესვთა (ამონახსნების) სიმრავლე (რომელსაც, მაგალითად,


აღვნიშნავთ B-თი) ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ჩამოვწეროთ ეს რიცხვები, როგორც ეს
ვნახეთ ზემოთ: B={3 ;−3 }. თუმცა იმავე შედეგის მიღწევა შეიძლება ექვივალენტური
ჩანაწერითაც: B={ x : x −9=0 , xϵR }. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩანაწერი
2

B={ x : x −9=0 , xϵR } წაიკითხება ასე: „სიმრავლე ისეთი ნამდვილი x -ებისა,


2

რომლებიც აკმაყოფილებენ x −9=0. განტოლებას (ანუ არიან


2
მოცემული
განტოლების ამონახსნები) “. ზოგჯერ იგივე შეიძლება ჩაიწეროს როგორც:
B={ x∨x −9=0 , xϵR }. შინაარსი ზუსტად ანალოგიურია, უბრალოდ ორწერტილის
2

ნაცვლად, შეიძლება ვერტიკალური ხაზის გმაოყენება: ორივე მიდგომა სწორია და


ერთმანეთის ექვივალენტური.

თუ A სიმრავლის ყოველი ელემენტი იმავდროულად B სიმრავლის ელემენტიც


არის, მაშინ A სიმრავლეს B სიმრავლის ქვესიმრავლე ეწოდება და ეს გარემოება

2
ასე ჩაიწერება: A⊂B ან B⊃ A . ამ შემთხვევაში ასევე ამბობენ, რომ: “A
სიმრავლე შედის B სიმრავლეში“, ან „ B სიმრავლე მოიცავს A სიმრავლეს“. ვენის
დიაგრამებით ეს ფაქტი ასე გამოისახება:

.
B
A

ქვესიმრავლის განმარტებიდან უშუალოდ გამომდინარეობს, რომ ყოველი


სიმრავლე არის თავისი თავის ქვესიმრავლე, ხოლო ცარიელი სიმრავლე ნებისმიერი
სიმრავლის ქვესიმრავლეა.

ამბობენ, რომ A და B სიმრავლეები ტოლია, თუ ისინი შედგება ერთიდაიგივე


ელემენტებისგან (A სიმრავლის ყოველი ელემენტი შედის B სიმრავლეში და
პირიქით, B სიმრავლის ყოველი ელემენტი შედის A სიმრავლეში), ანუ A ⊂ B და
B⊂ A . სიმრავლეთა ტოლობისათვის გამოიყენება ჩანაწერი A=B.

1.1.2. მოქმედებანი სიმრავლეებზე

ასევე მნიშვნელოვანია სიმრავლეების გაერთიანების, თანაკვეთისა და სხვაობის


ოპერაციების ცოდნა. განვსაზღვროთ აღნიშნული ოპერაციები და შედეგები
განვიხილოთ შემდეგ A და B სიმრავლეთა გამოყენებით: A={1 , 2, 4 , 7 , 8 ,9 } ,
B={2 ,3 , 5 , 6 ,7 ,9 ,10 }.

ორი A და B სიმრავლის თანაკვეთა აღინიშნება ასე: A ∩ B და ეწოდება ისეთ C


სიმრავლეს, რომელიც შედგება ყველა იმ ელემენტისაგან, რომლებიც ეკუთვნიან
როგორც A , ასევე B სიმრავლეს. A ∩ B=C={c : c ∈ A და c ∈ B }

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: A და B სიმრავლეების თანაკვეთაში შედის ყველა ის


ელემენტები, რომლებიც საერთოა ორივე სიმრავლისთვის.

კერძოდ, თუ დავაკვირდებით მოცემულ A და B სიმრავლეს მარტივად


დავინახავთ, რომ რიცხვი 2, 7 და 9 ორივე მათგანში მოაწილეობს. მაშასადამე, A და B
სიმრავლეების თანაკვეთა არის ისეთი C სიმრავლე, რომ: C={2 , 7 , 9 }. ანუ,
A ∩ B={2 ,7 , 9 }.

3
ორი A და B სიმრავლის გაერთიანება აღინიშნება ასე: A ∪ B და ეწოდება ისეთ C
სიმრავლეს, რომელიც შედგება ყველა იმ ელემენტისაგან, რომელიც A და B
სიმრავლეებიდან ეკუთვნიან ერთ-ერთ სიმრავლეს მაინც

A ∪ B=C={c :c ∈ A ან c ∈ B }

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: A და B სიმრავლეების გაერთიანებაში შედის ყველა


ის ელემენტები, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ სიმრავლეს მაინც (ან A -ს, ან B-ს ან
ორივეს ერთად). ჩვენს მაგალითში, A ∪ B={1, 2 , 3 , 4 , 5 ,6 ,7 ,8 , 9 , 10 }.

ორი A და B სიმრავლის სხვაობა აღინიშნება ასე: A \ B და ეწოდება ისეთ C


სიმრავლეს, რომელიც შედგება ყველა იმ ელემენტისაგან, რომელიც ეკუთვნის A -ს
და არ ეკუთვნის B -ს:

A ¿={c :c ∈ A და c ∉ B }

ჩვენი მაგალითის შემთხვევაში: A ¿={1 , 4 , 8 }, ხოლო B ¿={3 ,5 , 6 , 10 }

სიმრავლეებს შორის დამოკიდებულების ილუსტრირებისათვის ხშირად


გამოიყენება ე.წ. ვენის დიაგრამები. ქვემოთ მოცემულია ორი სიმრავლის
თანაკვეთის, გაერთიანებისა და სხვაობის დიაგრამაზე წარმოდგენა:

4
შევნიშნოთ, რომ ეს დიაგრამები ასახავენ ისეთ შემთხვევას, როცა ორ სიმრავლეს აქვს
საერთო ელემენტები. სხვა შემთხვევები: როდესაც A და B სიმრავლეს არა აქვს არცერთი
საერთო ელემენტი, A ⊂ B ,ან A და B სიმრავლე ერთმანეთს ემთხვევა, განხილული იქნება,
როდესაც სიმრავლეთა თეორიას დაწვრილებით შეისწავლით.

1.2 ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე

1.2.1. ნატურალური რიცხვები

ნატურალური რიცხვები მათემატიკაში წარმოადგენენ თვლის შედეგად შემოტანილ


რიცხვებს. ესენია: 1,2,3,.... და ა.შ. ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე აღინიშნება (N)-
ით, Nϵ {1 ; 2; 3 ; 4 ; 5 … … . } და იგი უსასრულო სიმრავლეა. არ არსებობს უდიდესი
ნატურალური რიცხვი, ხოლო უმცირესი ნატურალური რიცხვია 1, ამასთან
შევნიშნოთ, რომ 0 არ არის ნატურალური რიცხვი.

ყოველი ნატურალური რიცხვი არის ან ლუწი ან კენტი. ლუწი რიცხვის ზოგადი


სახეა 2n (n∈ N), ასეთი რიცხვი უნაშთოდ იყოფა 2-ზე და აუცილებლად ბოლოვდება
ლუწი ციფრით (0,2,4,6,8). კენტი რიცხვის ზოგადი სახეა 2n-1 (n ∈ N), ასეთი რიცხვის
2-ზე გაყოფისას ნაშთში მიიღება 1 და იგი ბოლოვდება კენტი ციფრით.

თუ a და b მთელი რიცხვებია და b≠0 -ს, მაშინ ვიტყვით, რომ a იყოფა b-ზე,


თუ არსებობს ისეთი მთელი c რიცხვი, რომ a=bc . a-ს ეწოდება b_ს ჯერადი, ხოლო
b_ს ეწოდება a-ს გამყოფი.

1. თუ a არის b_ს ჯერადი, b არის c_ს ჯერადი, მაშინ a არის c- ს ჯერადი.

2. თუ m=a+b , a არის d_ს ჯერადი, b არის d_ს ჯერადი, მაშინ m_იც არის d_ს
ჯერადი.

ცხადია, რომ ნებისმიერი ნატურალური რიცხვის გამყოფთა სიმრავლე


სასრულია. შევნიშნოთ, რომ ნებისმიერი ნატურალური რიცხვი, გარდა 1-სა,
უნაშთოდ იყოფა 1-ზე და თავის თავზე. ამრიგად, 1-სგან განსხვავებულ ყოველ
ნატურალურ რიცხვს 2 გამყოფი მაინც აქვს.

განსაზღვრება: მარტივია ისეთი ნატურალური რიცხვი, რომელსაც მხოლოდ


ორი გამყოფი გააჩნია, ანუ მხოლოდ 1-ზე და თავის თავზე იყოფა. შედგენილია
ისეთი რიცხვი, რომელიც გარდა 1- სა და თავის თავისა დამატებით იყოფა სხვა

5
რიცხვზეც (ე.ი. მას ორზე მეტი გამყოფი გააჩნია). მაგალითად, 2, 3, 5, 7, 11, 13, 17,...
მარტივი რიცხვებია, ხოლო 4, 6, 8, 9, 12, 14, 15,... შედგენილი. შევნიშნოთ, რომ 1 არ
რის არც მარტივი და არც შედგენილი (მას მხოლოდ ერთი გამყოფი „1“ გააჩნია).
შედგენილი რიცხვი შეგვიძლია დავშალოთ მარტივ მამრავლებად. როგორც მარტივი,
ასევე შედგენილ რიცხვთა სიმრავლეები (ისევე როგორც ლუწი და კენტი რიცხვების
სიმრავლეები) უსასრულოა და ისინი ნატურალურ რიცხვთა ქვესიმრავლეებს
წარმოადგენენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ 2 ერთადერთი მარტივი ლუწი რიცხვია, ყველა
დანარჩენი მარტივი რიცხვი კენტია..

არითმეტიკის ძირითადი თეორემა: ერთისგან განსხვავებული ყოველი


ნატურალური რიცხვი შეიძლება წარმოდგენილი იქნას მარტივ თანამამრავლთა
ნამრავლად, ამასთან ერთადერთი სახით.
მაგალითად, 30=2∙ 3 ∙5 . ამ რიცხვის მარტივ მამრავლბად სხვა დაშლა არ
არსებობს.

სასარგებლოა დავიმახსოვროთ გაყოფადობის ზოგიერთი ნიშანი:

ა) როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2-ზე იყოფა ის და მხოლოდ ის რიცხვი, რომელიც


ლუწი ციფრით ბოლოვდება.

ბ) 3-ზე იყოფა მხოლოდ ის და მხოლოდ ის რიცხვი, რომლის ჩანაწერის ციფრთა ჯამი


იყოფა 3-ზე.

გ) 4-ზე იყოფა ის და მხოლოდ ის რიცხვი (ორნიშნა, სამნიშნა და ა.შ.) რომლებიც ორი


0-ით ბოლოვდება, ან თუ ბოლო ორი ციფრით შედგენილი რიცხვი იყოფა 4-ზე.

დ) 5-ზე იყოფა მხოლოდ ის და მხოლოდ ის რიცხვი, რომელიც ბოლოვდება 0-ით ან


5-ით.

ე) 6-ზე იყოფა მხოლოდ ის და მხოლოდ ის ლუწი რიცხვი, რომელიც იყოფა 3-ზე.

ვ) 8-ზე იყოფა (სამნიშნა, ოთხნიშნა და ა.შ.) ის და მხოლოდ ის რიცხვი, რომელიც


ბოლოვდებიან სამი 0-ით, ან რომელთა ბოლო 3 ციფრით შედგენილი რიცხვი იყოფა
8-ზე.

ზ) 9-ზე იყოფა მხოლოდ ის და მხოლოდ ის რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამიც იყოფა


9-ზე.

ასევე, მოვივანოთ გაყოფადობის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადი ნიშანი:

6
1. ვთქვათ m რიცხვი არის რამდენიმე შესაკრების ჯამი, თუ თითოეული
შესაკრები იყოფა n-ზე, მაშინ m-იც გაიყოფა n-ზე. ასე მაგალითად,
შეკრების და შემდგომი გაყოფის გარეშეც შეგვიძლია დავადგინოთ, რომ
24+60+84 იყოფა 12-ზე რადგან თითოეული შესაკრები იყოფა 12ზე.
2. ვთქვათ m არის რამდენიმე თანამამრავლის ნამრავლი. თუ ნამრავლის
ერთ-ერთი თანამამრავლი იყოფა n-ზე, მაშინ ნამრავლიც გაიყოფა n-ზე.
მაგალითად, გარავლების გარეშე შეგვიძლია დავადგინოთ, რომ
105*48*93*41 იყოფა 5-ზე, რადგან 105 არის 5-ის ჯერადი.

1.2.2. მთელი რიცხვები:

საზოგადოდ, n და (-n) რიცხვებს ეწოდებათ მოპირდაპირე რიცხვები. (0 და (-0)


ერთიდაიგივე რიცხვებია).

ნატურალური რიცხვები, მთელი უარყოფითი რიცხვები და 0 ქმნიან მთელ


რიცხვთა სიმრავლეს, რომელიც აღინიშნება Z სიმბოლოთი. ე.ი. Z={…-2,-1,0,1,2…}.
ცხადია, ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე შედის მთელ რიცხვთა სიმრავლეში (N ⊂ Z).
შევნიშნოთ, რომ 0 არ არის არც დადებითი, არც უარყოფითი, იგი მხოლოდ მთელი
რიცხვია.

ცნობილია, რომ ნებისმიერი ორი მთელი რიცხვის ჯამი, სხვაობა და ნამრავლი კვლავ
მთელი რიცხვია, ამის გამო ამ ოპერაციათა მიმართ მთელ რიცხვთა სიმრავლეს
ჩაკეტილი ეწოდება.

ადვილი დასანახია, რომ ყველა ნატურალური რიცხვი წარმოადგენს მთელ


რიცხვსაც, ანუ: N ⊂ Z

1.2.3. რაციონალური რიცხვები:

რაციონალური რიცხვები მათემატიკაში შემოვიდნენ მთელ რიცხვთა სისტემის


p
გაფართოვებით. ყოველი რაციონალური რიცხვი წარმოიდგინება q წილადის სახით,
სადაც ვგულისხმობთ, რომ q ნატურალური რიცხვია, (q ∈ N ), ხოლო p -
საზოგადოდ მთელი რიცხვი p ∈ Z , ამრიგად q≠0 (არანულოვანი რიცხვის 0-ზე
გაყოფა არ შეიძლება!). აქვე შევნიშნოთ, რომ ყოველი მთელი რიცხვი შესაძლოა

7
7
7=
წილადის სახითაც ჩავწეროთ (მაგ. 1 ), რომლის მნიშვნელია 1, მაგრამ ჩვეულებრივ
m
ასე არ ვიქცევით. ჩვეულებრივ, n გამოსახულებაში m -ს ეწოდება წილადის
მრიცხველი, ხოლო n -ს მნიშვნელი. თუ m <n , მაშინ წილადს ეწოდება წესიერი,
ხოლო m >n შემთხვევაში-არაწესიერი; ასეთი წილადი შეგვიძლია შერეული წილადის
7 1 3 8
=2 1 = .
სახითაც წარმოვადგინოთ (და პირიქით). მაგ.: 3 3; 5 5

n
წილადს, რომლის მნიშვნელია 10-ის რომელიმე ხარისხი (ზოგადად10 ), ეწოდება
7 17
=0 , 7 =0 , 17
ათწილადი და მის ჩასაწერად გამოიყენება შესაბამისი ფორმა. მაგ.: 10 ; 100
და ა.შ. ათწილადში მძიმის ერთი ერთეულით წინ (მარცხნივ) გადაწევა იწვევეს მის
შემცირებას 10-ჯერ, ხოლო მარჯვნივ გადაწევა- მის გაზრდას 10-ჯერ.

საზოგადოდ, ნებისმიერი წილადი ჩაიწერება სასრული ან უსასრულო პერიოდული


1 1
=0 , 2 =0 , 333. . .=0 ,(3 )
ათწილადის სახით, მაგ.: 5 ; 3 . პერიოდული ათწილადები არიან
წმინდა პერიოდული ან შერეული პერიოდული ათწილადები. მაგ.: 0,(17), 0,(123)...
წმინდა პერიოდული ათწილადებია. (მძიმის შემდეგ უშუალოდ იწყება პერიოდი),
ხოლო 0,3(14); 0,17(143)... შერეული პერიოდული ათწილადებია. ყოველი
პერიოდული ათწილადი შეგვიძლია გადავაქციოთ ჩვეულებრივ წილადად და ამ წესს
5 13 211−2 209
0 ,(5 )= 0 ,(13 )= 0 , 2(11)= =
კონკრეტულ მაგალითზე გავეცნობით: 9; 99 ; 990 990 ;
1147−1 9
0 , 1(147 )= =1 .
9990 . საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ 0,99...=0,(9)= 9

გავიხსენოთ მოქმედებები წილადებზე. პირველ რიგში შევნიშნოთ, რომ თუ


წილადის მრიცხველსა და მნიშვნელს ერთდროულად გავამრავლებთ ან გავყოფთ
ერთი და იგივე ნულისაგან განსხვავებულ რიცხვზე, ამით წილადის მნიშვნელობა არ
m m⋅k
=
შეიცვლება. ე.ი. n n⋅k (k ≠0 ).

ა) წილადები რომ შევკრიბოთ ან გამოვაკლოთ, საჭიროა მოვახდინოთ მათი


გაერთმნიშვნელიანება, ე.ი. მოვძებნოთ მნიშვნელების უმცირესი საერთო ჯერდი
(უ.ს.ჯ.) და შემდეგ შევასრულოთ შესაბამისი მოქმედებები. მოყვანილი წესით უნდა
ვისარგებლოთ შერეული წილადებისა და ათწილადების შემთხვევაშიც, ოღონდ

8
ისინი თავიდან უნდა გადავაქციოთ ჩვეულებრივ წილადებად, თუმცა ამ
შემთხვევებში განსხვავებული წესითაც შეგვიძლია ვიმოქმედოდ და მათ ქვემოთ
კონკრეტულ მაგალითზე გავეცნობით.

2 3 8⋅2+3⋅5 31 1 2 4 2 14
+ = = 1 − = − =
მაგ. : 5 8 40 40 ; 3 5 3 5 15 ;

1 1 1 1 8 8
2 +7 =(2+7 )+( + )=9+ =9 .
3 5 3 5 15 15

1 4 1 4 27 27 40−27 13 13
4 −2 =( 4−2)+( − )=2− =1+1− =1+ =1+ =1 .
8 5 8 5 40 40 40 40 40

7 15 22 11
+ = =
0,7+1,5=10 10 10 5 ან 0,7+1,5=2,2; 0,7+1,015=1,715.

ბ) წილადები რომ შევადაროთ ერთმანეთს, საჭიროა ისინი მივიყვანოთ საერთო


მნიშვნელზე და შემდეგ შევადაროთ ან ისინი გამოვაკლოთ ერთმანეთს და
ვიმსჯელოთ შედეგის მიხედვით.

გ) წილადების გამრავლება ხორციელდება შემდეგი ფორმით:

a c a⋅c 3 7 21
⋅ = ⋅ =
b d b⋅d (მაგ. 5 8 40 )

დ) წილადების გაყოფა ასეთი სქემით წარმოდგება:

a c a d 7 1 7 35 1
: = ⋅ : = ⋅5= ; 3 : =3⋅3=9 ,. . .)
b d b c (მაგ. 2 5 2 2 3

შერეული წილადების გამრავლების და გაყოფის შემთხვევაში, ისინი თავიდან


უნდა გადავაქციოთ ჩვეულებრივ წილადებად და შემდეგ ვიმოქმედოთ ზემოთ
მოყვანილი წესით, ასეთივე გზით შეგვიძლია ვიმოქმედოთ ათწილადებზეც, თუმცა:

1. ათწილადების გამრავლებისას შეგვიძლია მძიმეს არ მივაქციოთ ყურადღება და


ისინი გადავამრავლოთ როგორც მთელი რიცხვები, შემდეგ კი მიღებულ ნამრავლში
მარჯვნიდან მძიმით გამოვყოთ იმდენი ციფრი, რამდენი ათწილადი ნიშანიცაა ორივე
რიცხვში ერთად, ან გადავაქციოთ წილადად და მოქმედება წილადებზე
11 12 132
¿ 1 ,2= ⋅ = ;
შევასრულოთ. (მაგ.: 1,1 10 10 100 1,1¿1 ,2=1 ,32 ).

9
2. ათწილადების გაყოფისას თავიდან გამყოფს გავათავისუფლებთ ათწილადი
ნიშნისგან 10-ის შესაბამისი ხარისხზე გასაყოფისა და გამყოფის ერთდროულად
გამრავლებით (რაც შესაბამისად ტოლფასია მძიმეების მარჯვნივ გადატანისა) და
შემდეგ შევასრულებთ გაყოფას (მაგ.: 12,03:1,5=120,3:15=8,02).

პერიოდული ათწილადების შემთხვევაში მათ გადავაქცევთ ჩვეულებრივ


წილადებად და შემდეგ ვიმოქმედებთ ზემოთმოყვანილი წესით.

3 5 12 23 12 9 12
1 :2 = : = ⋅ =
(მაგ.: 1,(3):2,(5)= 9 9 9 9 9 23 23 ).

ადვილი დასანახია, რომ ჩვენთვის ცნობილი

რიცხვითი სიმრავლეებისათვის სამართლიანია


Q
თანაფარდობა. N ⊂ Z ⊂ Q Z
N

1.2.4. ირაციონალური რიცხვები, ნამდვილი რიცხვები:

ირაციონალური რიცხვების შემოტანა მათემატიკაში გამოიწვია იმ გარემოებამ,რომ


პრაქტიკულ ამოცანებში შეგვხვდა ისეთი სიდიდეები (მაგ. მონაკვეთები), რომლებიც
ერთი და იგივე მასშტაბით არ გაიზომება. ასეთ მონაკვეთებს უთანაზომო
მონაკვეთები ეწოდებათ და ამის თვალსაჩინო მაგალითია კვადრატის გვერდი და
დიაგონალი. კერძოდ, თუ კვადრატის გვერდია 1, მაშინ მისი დიაგონალი პითაგორას
თეორემის თანახმად იქნება √ 2 . ეს რიცხვი კი არ წარმოადგენს რაციონალურ რიცხვს,
ანუ არ წარმოდგება ორი მთელი რიცხვის შეფარდებით. (ამ ფაქტის დამტკიცება
ადვილად ხდება და აქ არ მოვიყვანთ). ასეთ რიცხვს ირაციონალური რიცხვი
ეწოდება. საზოგადოდ, ირაციონალურ რიცხვთა სიმრავლე (მაგ.√ 2 ,√ 3 ,√ 5 , π ,e ,...)
უსასრულოა და ისინი ასეთი თვისებებით ერთიანდებიან: ირაციონალური რიცხვები
10
წარმოადგენენ უსასრულო არაპერიოდული ათწილადების სახით წარმოდგენილ
რიცხვებს. ირაციონალურ რიცხვთა სიმრავლე აღინიშნება I სიმბოლოთი.
ირაციონალური რიცხვის დამრგვალებისას გავითვალისწინოთ, რომ თუ ის რიცხვი,
რომელითაც იწყება ჩამოსაშორებელი ნაწილი მეტია ან ტოლი 5-ის, მაშინ წინა ციფრი
გადიდდება 1-ით, ხოლო თუ ნაკლებია 5-ზე, იგი პირდაპირ ჩამოშორდება.

ირაციონალურ რიცხვთა სიმრავლეში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ორი


რიცხვი π და e .

ა) π რიცხვი გამოსახავს წრეწირის სიგრძის შეფარდებას მის დიამეტრთან, იგი


ირაციონალური რიცხვია და მისი მიახლოებითი მნიშვნელობაა π ¿ 3,14. 2011 წლის
მონაცემებით მისი მნიშვნელობა გამომთვლელ მანქანებზე მიღებულია 10
13
ტრილიონი (10 ) ნიშნადი სიზუსტით.

ბ) e -ნეპერის რიცხვი მათემატიკაში შემოვიდა როგორც გარკვეული მიმდევრობის


1
a n=( 1+ )n
( n ) ზღვარი.

e ¿ 2,72

ირაციონალურ რიცხთა სიმრავლე I სიმბოლოთი აღინიშნება.

რაციონალური და ირაციონალური რიცხვების გაერთიანებას ეწოდება ნამდვილ


რიცხვთა სიმრავლე და იგი ( R )-ით აღინიშნება. ე.ი. R=Q∪ I .

1.3 რიცხვითი ღერძი.რიცხვითი შუალედები


1.3.1. რიცხვითი ღერძი:

რიცხვითი ღერძის ქვეშ ჩვეულებრივ, იგულისხმება წრფე, რომელზედაც არჩეულია


გარკვეული წერტილი (პირობითად სათავე) და მიმართულება; ამასთან
ვგულისხმობთ, რომ მოცემული გვაქვს გარკვეული მასშტაბი (ერთეულოვანი
სიგრძის მონაკვეთი), თუმცა პრაქტიკული მოქმედებისას მის დაცვას არსებითი
მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

11
რიცხვითი ღერძის უდიდესი როლი მათემატიკაში გამოიხატება იმ გარემოებით,
რომ ყოველ ნამდვილ რიცხვს რიცვით ღერძზე შეესაბამება ერთადერთი წერტილი და
პირიქით-ყოველ წერტილს შეესაბამება ერთადერთი ნამდვილი რიცხვი. ე.ი.
ნამდვილ რიცხვთა სიმრავლესა და რიცხვითი ღერძის წერტილებს შორის არსებობს
ურთიერთცალსახა შესაბამისობა. რიცხვითი ღერძი ასე გამოისახება:

−∞ a 0 b +∞

0 სათავის შესაბამისი რიცხვია ნული, ხოლო სათავიდან მარცხნივ და მარჯვნის


უსასრულოდ დაშორებულ წერტილებს ვუთანადებთ შესაბამისად (-∞) და (+∞)
„რიცხვებს“ (სიმბოლოებს). ამასთან, სათავის მარცხნივ გადავზომავთ უარყოფით
რიცხვებს, ხოლო მარჯვნივ-დადებით რიცხვებს. ღერძის წერტილებს ზოგჯერ ასეთი
ფორმით ჩავწერთ M(a), ამასთან a-ს ვუწოდებთ M წერტილის კოორდინატს. მაგ.:
M(-3); M(2) და ა.შ. რიცხვით ღერძზე ორ რიცხვს შორის ისაა მეტი, რომლის
შესაბამისი წერტილიც უფრო „მარჯვნივ“ მდებარეობს. (ნახაზზე b>a).

1.3.2. რიცხვითი შუალედები:

შემდგომში ხშირად გამოვიყენებთ ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის ისეთ


ქვესიმრავლეებს, რომლებსაც რიცხვითი შუალედები ეწოდება. მოვიყვანოთ მათი
განსაზღვრებები.

ყველა იმ ნამდვილ x რიცხვთა სიმრავლეს, რომლებიც აკმაყოფილებენ ორმაგ


უტოლობას a ≤ x ≤ b ჩაკეტილი შუალედი (სეგმენტი) ეწოდება და აღინიშნება [a,b]
სიმბოლოთი: [ a , b ]={x / x ∈ R , a ≤ x ≤ b }

ყველა იმ ნამდვილ x რიცხვთა სიმრავლეს, რომლებიც აკმაყოფილებენ ორმაგ


უტოლობას a< x< bღია შუალედი (ინტერვალი) ეწოდება და აღინიშნება (a;b)
სიმბოლოთი: (a;b) ¿ {x / x ∈ R , a< x< b }

სიმრავლეებს:

[ a , b )={ x /x ∈ R , a≤x <b } ,


(a , b ]={ x /x ∈ R , a< x≤b } ,

12
ეწოდებათ ნახევრად ღია შუალედები.

a და b რიცხვებს განხილული შუალედის საზღვრები ან ბოლოები ეწოდებათ,


b-a რიცხვს კი – შუალედის სიგრძე.

გეომეტრიულად ჩაკეტილი და ღია შუალედების ბოლოებს სხვადასხვანაირად აღვნიშნავთ:

-ღია ინტერვალისთვის

- ჩაკეტილი
ინტერვალისთვის.

უსასრულო (−∞ ,+∞ ) ინტერვალი ეწოდება ყველა ნამდვილ რიცხვთა


სიმრავლეს, ანუ:

R=(−∞ ,+ ∞)

ყველა იმ ნამდვილ რიცხვთა x სიმრავლეს, რომლებიც აკმაყოფილებენ


უტოლობას x>a (x<a), ეწოდება უსასრულო ნახევარინტერვალი მარცხენა (მარჯვენა) a
საზღვრით და აღინიშნება (a ,+ ∞) ((−∞ , a)) სიმბოლოთი.

ყველა იმ ნამდვილ რიცხვთა x სიმრავლეს, რომლებიც აკმაყოფილებენ


უტოლობას x≥a ( x≤a ), ეწოდება უსასრულო ნახევარსეგმენტი მარცხენა
(მარჯვენა) a საზღვრით და აღინიშნება ¿ (¿)სიმბოლოთი.

ამრიგად, x ∈ [ 2; 5 ) ნიშნავს, რომ 2 ≤ x <¿ 5.

1.3.3. ნამდვილი რიცხვის მოდული:

რიცხვის მოდული ეწოდება მანძილს, რომლითაც ამ რიცხვის შესაბამისი წერტილი


სათავიდანაა დაშორებული.

x რიცხვის მოდული აღინიშნება |x|-ით და ამრიგად, |x| როგორც მანძილი,


ყოველთვის არაუარყოფითი სიდიდეა, |x|≥0 ნებისმიერი x-თვის (∀ x ∈ R ). მოყვანილი
განმარტებიდან გამომდინარე:

|x|=¿ { x ,x≥0¿¿¿¿
13
2 2 3 3
|2| |−3| | |= |− |=
ცხადია, რომ =2; =3; 5 5 ; 7 7 და ა.შ.

რიცხვის მოდულისათვის სამართლიანია შემდეგი ტოლობები: |x|=|−x| ; |x|=5


⇒ x =±5 ;

x |x|
| |=
√ x =|x|;
2
|x⋅y|=|x|⋅|y|; y |y| .

მას შემდეგ რაც გავეცანით მოდულის ცნებას, მანძილი რიცხვითი ღერძის ორ a და b

წერტილებს შორის შეიძლება ასე გამოვსახოთ: d=|a−b|

1.4. პროპორცია. პროცენტი


1.4.1. პროპორცია:

ორი ფარდობის ტოლობას პროპორცია ეწოდება. ამრიგად, პროპორციის ზოგადი


a c
=
სახეა: b d , a≠0 , b≠0 (1)

ეს შეიძლება ასეც ჩაიწეროს: a :b=c :d

a და d -ს პროპორციის კიდურა, ხოლო b და c -ს შუა წევრები ეწოდებათ.


პროპორციის ძირითადი თვისებაა:

ad =bc (2)

x 7 14 5 7 10
= ⇒ 3 x=2⋅7 ⇒ x= = ⇒ 7⋅x=10 , x=
მაგ.: 2 3 3 ; ასევე, x 2 7 .

x c bc a c bc
= ⇒ xd=bc ⇒ x= ; = ⇒ x= .
ზოგადად, b d d b x a

(1) პროპორციიდან შეგვიძლია მივიღოთ შემდეგი (წარმოებული) პროპორციები:

d c a b d b
= ; = ; = ;
ა) b a c d c a

a±b c±d a±b c±d


= ; =
ბ) b d a c ;

14
a+b c +d
=
გ) a−b c−d .

თუ y პროპორციულია x -ის, მაშინ ჩავწერთ y=kx (k >0), ხოლო თუ y


k
y=
უკუპროპორციულია x -ის, ამ ფაქტს ასე ჩავწერთ: x (k >0).

გავეცნოთ A რიცხვის მოცემული a , b , c რიცხვების პროპორციულ ნაწილებად


დაყოფის ამოცანას, აღვნიშნოთ ერთი ნაწილის სიდიდე x -ით, მაშინ a -ს შეესაბამება
ax , b -ს bx , ხოლო c -ს cx ნაწილები და მაშასადამე, მივიღებთ :
A A
A=ax +bx +cx=x ( a+ b+c )⇒ x = . a
a+b+ c დაყოფას ექნება სახე: a+b+ c ;
A A
b c
a+b+ c ; a+b+ c .

მაშასადამე, რაიმე რიცხვი რომ დავყოთ მოცემული რიცხვის პროპორციულ


ნაწილებად, საჭიროა იგი გავყოთ მოცემული რიცხვების ჯამზე და განაყოფი
გავამრავლოთ თითოეულზე ამ რიცხვებიდან.

მაგალითი. 30 სმ სიგრძის მონაკვეთი დავყოთ 2-ის, 3-ის და 5-ის პროპორციულ


ნაწილებად.
30
ამოხსნა. ერთი ნაწილის სიდიდე იქნება =3, ე.ი. საძიებელი ნაწილებია:
2+ 3+5
6 სმ, 9სმ , 15 სმ.

რაიმე რიცხვი რომ დავყოთ მოცემული რიცხვის უკუპროპორციულ


ნაწილებად, საჭიროა იგი დავყოთ მოცემული რიცხვების შებრუნებული რიცხვების
პირდაპირპროპორციულ ნაწილებად.

მაგალითი. 27 დავყოთ 4-ისა და 5-ის უკუპროპორციულ ნაწილებად.

ამოხსნა. მოცემული რიცხვების შებრუნებული რიცხვებია ¼ და 1/5, ამიტომ


გვექნება:
1 1
4 5
27 ∙ =15 ,27 ∙ =12.
1 1 1 1
+ +
4 5 4 5

15
ამრიგად, A რიცხვის a , b , c რიცხვების უკუპროპორციულ ნაწილებად დაყოფა
1 1 1
, ,
ნიშნავს A -ს დაყოფას a b c რიცხვების პროპორციულად ნაწილებად. მაგ.: 72-ის 2,
3, 7-ის უკუპროპორციულ ნაწილებად დაყოფის შემთხვევაში ერთი ნაწილის სიდიდე
72 72⋅42
=
1 1 1 41
+ +
იქნება: 2 3 7 და ამრიგად, აღნიშნული ნაწილები იქნებიან:
72⋅42 1 72⋅21 72⋅42 1 72⋅14 72⋅42 1 72⋅6
⋅ = ⋅ = ⋅ =
41 2 41 ; 41 3 41 ; 41 7 41 ( ცხადია, მათი ჯამი იქნება
72
(21+ 14+6 )=72 .
41

1.4.2. პროცენტი:

სიტყვა პროცენტი წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან და შინაარსობრივად


აღნიშნავს „მეასედს“.

1
ერთი პროცენტი ჩვეულებრივ არის 100 ნაწილი. პროცენტი აღინიშნება %
1 A
A⋅ =
სიმბოლოთი და A რიცხვის 1% ასე ჩაიწერება: 100 100 .

მაშასადამე, რიცხვის მეასედ ნაწილს ვუწოდებთ სხვა ტერმინს-„პროცენტს“.


გარკვეული ტერმინი გვაქვს რიცხვის მეათასედი ნაწილისთვისაც და მას „პრომილეს“
(‰) ვუწოდებთ, თუმცა ამ სიდიდეს ჩვენ არ შევეხებით.

თუ a რიცხვის p პროცენტი არის b , მაშინ შეგვიძლია დავწეროთ ტოლობა:


ap
b=
. (3)
100
განვიხილოთ სამი ტიპის ამოცანა:
ა) ვიპოვოთ a რიცხვის p პროცენტი.
ცხადია, (3) ფორმულის საფუძველზე b იქნება ამ ამოცანის ამონახსნი.
ბ) ვიპოვოთ a რიცხვი, თუ მისი p პროცენტი არის b .
(3) ფორმულიდან ვიპოვოთ a . მივიღებთ:
100 b
a= . (4)
p
გ)a რიცხვის რამდენი პროცენტია b რიცხვი?

16
ამჯერად, (2) ფორმულიდან ვიპოვოთ p. მივიღებთ:
100 b
p= . (5)
a

A
პროცენტის განმარტებიდან, ცხადია, რომ A რიცხვის 7% იქნება ∙ 7 ; 20% იქნება
100
A A K
∙ 5= , ხოლო რიცხვის K % ტოლია . ცხადია, რომ პროცენტი და ნაწილი
100 20 100
1 1
მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან: 20% იგივეა რაც 5 ნაწილი, 50% არის 2 ,
3 1 2
→25 % , → 40 % , … .
4
ხოლო 75% კი არის რიცხვის ნაწილი და ა.შ. პირიქით, 4 5

და ა.შ.

ძირითადი ამოცანები პროცენტებზე მარტივად გადაწყდება, თუ გულდასმით


გავეცნობით ამოცანის პირობას და ჩვეულებრივ განტოლებაზე მივიყვანთ.
მიღებული განტოლების ამოხსნა, კი არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს.

მაგ.: 1. რიცხვის პროცენტის პოვნა: მოვძებნოთ 120-ის 5%. ამ ამოცანას უკვე


120⋅5 AK
=6
გავეცანით ზემოთ; პასუხი იქნება: 100 . (ზოგადად,100 ).

2. რიცხვის პოვნა მისი პროცენტით: მოვძებნოთ რიცხვი, რომლის 10% უდრის


4-ს. ცხადია, თუ ამ რიცხვს x-ით აღვნიშნავთ და გავყვებით ამოცანის პირობას,
x⋅10 x⋅K A⋅100
=4 ⇒ x=40 =A ⇒ x=
მივიღებთ: 100 (ზოგადად,100 K ).

3. ორი რიცხვის პროცენტული ფარდობა: ეს იგივეა, რაც ასეთი ამოცანა: 60-ის


რამდენი %-ია 3. თუ საძიებელი %-ის სიდიდეს აღვნიშნავთ x -ით და გულდასმით
წავიკითხავთ ამოცანის პირობას, იგი ასეთ განტოლებამდე მიგვიყვანს:
60⋅x
=3 ⇒ x=5 .
100 ზოგადად, „ A რიცხვის რამდენი %-ია B “ ამოცანის განტოლებას
A⋅x B⋅100
=B ⇒ x= %.
ექნება ასეთი სახე: 100 A ესაა ორი რიცხვის პროცენტული
ფარდობა.

17
ახლა გავეცნოთ შედარებით მნიშვნელოვან ამოცანებს. (მართალია ამ ამოცანებს
მივყავართ გარკვეულ განტოლებებამდე, რომელთაც შემდგომში დაწვრილებით
შევეხებით, მაგრამ თვითონ ეს განტოლებები იმდენად მარტივია, რომ მათი ამოხსნა
სირთულეს არ წარმოადგენს).

ა) თუ A რიცხვი გაიზარდა K პროცენტით, მაშინ, ცხადია, შედეგი ასეთი იქნება:


A⋅K K
A+ = A (1+ )
100 100 . სასარგებლოა დავიმახსოვროთ ბოლო შედეგი: რაიმე სიდიდის
K
(1+
)
K %-ით გაზრდისას ეს სიდიდე შეიძენს 100 თანამამრავლს. მაგ.: 20-ის 5%-ით
5 1 21
20⋅(1+ )=20⋅(1+ )=20⋅ =21
გაზრდისას მიიღება 100 20 20 . (მართალია, ასეთი
ამოცანის პირობებეში ზოგჯერ გვერდს ვუვლით წილადებზე მოქმედებას და
ამოცანას ორ ნაწილად ვყოფთ: ჯერ ვპოულობთ 20-ია 5%-ს და შემდეგ შევკრიბავთ,
მაგრამ, საზოგადოდ, სხვა შემთხვევებში ზემოთ შემოთავაზებული მიდგომა უფრო
მიზანშეწონილია). ცხადია, ანალოგიური შედეგი გვექნება A სიდიდის K %-ით
K
(1− )
შემცირებისას: A გამრავლდება 100 -ზე.

ბ) ვთქვათ, A სიდიდე ორჯერ თანმიმდევრობით გაიარდა K % -ით. (ამ


შემთხვევაში ვაბობთ, რომ საქმე გვაქვს რთულ პროცენტთან). მაშინ, პირველად
K
A(1+ )
გაზრდის შემთხვევაში მიიღება 100 , ხოლო მეორეჯერ K % -ით გაზრდა კვლავ
K
(1+ )
გამოიწვევს 100 -ზე გამრავლებას და ამრიგად, საბოლოოდ მიიღება შედეგი:
K 2
A(1+ )
100 . მაგ.: ვთქვათ, 200 ორჯერ გაიზარდა 25%-ით, მაშინ მივიღებთ:

25 2 1 5 200⋅25 25⋅25 625


200(1+ ) =200(1+ )2=200⋅( )2= = = =312 ,5 .
100 4 4 16 2 2

გ) ვთქვათ, A რიცხვი ჯერ გაიზარდა K %-ით, შემდეგ კი მიღებული შედეგი


K n
A(1+ )(1− ).
შემცირდა n % -ით, მაშინ ცხადია შედეგი იქნება 100 100

ამოცანა: საქონლის ფასი შემცირდა 20%-ით, რამდენი %-ით უნდა გაიზარდოს


ახალი ფასი რომ დავუბრუნდეთ ძველ ფასს?

18
1 4
A(1− )= A
ამოხსნა: A -ს 20%-ით შემცირებისას მიიღება 5 5 . ახლა ვთქვათ, ეს
სიდიდე უნდა გავზარდოთ x %-ით რომ დავუბრუნდეთ A -ს. მაშინ მივიღებთ:

4 x x 5 x 1
A (1+ )= A ⇒1+ = ⇒ = ⇒ x=25 %
5 100 100 4 100 4

ამოცანა: ბენზინის ფასი 2,5 ლარიდან შემცირდა 2 ლარამდე. რამდენი %-ით დაიკლო
ფასმა?

ამოხსნა: ამ ამოცანის ამოსახსნელად შეგვიძლია ვისარგებლოთ ორი გზით:

x x 2 x 20 x 20 x 5
2 , 5(1− )=2 ⇒1− = ⇒1− = ⇒ =1− ⇒ = ⇒ x=20 %
I. 100 100 2 ,5 100 25 100 25 100 25

II. ვისარგებლოთ პროპორციით:

2,5 100%

2⋅100
2 , 5 x=2⋅100⇒ x= =80 %.
2 x აქედან, 2, 5

და პასუხი იქნება არა 80%, არამედ, 100%-80%=20%. მიუხედავად იმისა, რომ II გზა
შეიძლება უფრო მარტივად მოგეჩვენოთ, ალბად, მიზანშეწონილია I გზით
სარგებლობა, რადგან იგი გულისხმობს ერთიან მიდგომას და პირდაპირ გვაძლევს
პასუხს. შეგვეძლო ამოცანა ასეც ამოგვეხსნა, ფასებს შორის სხვაობაა 0,5 ლარი.
ვნახოთ ეს რიცხვი 2,5 ლარის (თავდაპირველი ფასის) რამდენი %-ია, ანუ ამოვხსნათ
2 ,5 x 25 x
⇒ =5 ⇒ x=20 % .
განტოლება 0,5=100 100

ამოცანა: ნედლი ყავა მოხალვისას კარგავს თავისი წონის 20%-ს. რამდენი კგ.
მოხალული ყავა მიიღება 120 კგ. ნედლი ყავისაგან.

ამოხსნა: ადვილად დავადგენთ, რომ ამოცანა მიიყვანება ასეთ განტოლებამდე:

20 80
120(1− )=x ⇒ x=120⋅ =96 .
100 100 პასუხი: 96 კგ.

ანუ, ხშირად გვხვდება ამოცანები, როცა რაიმე სიდიდე ჯერ იცვლება p1


პროცენტით, შემდეგ კი p2 პროცენტით და გვაიტერესებს, თუ რამდენი პროცენტით
შეიცვალა საწყისი სიდიდე.

19
ასეთი ტიპის ამოცანები მარტივად იხსნება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
p1 p2
p= p 1+ p2 + . (5)
100
სადაც p არის საწყისი სიდიდის ცვლილება (ორჯერ ცვლილების შემდეგ)
პროცენტებში. ამასთანავე, (5) ფორმულაში იგულისხმება, რომ სიდიდის გაზრდის (ან
შემცირების) დროს შესაბამისი პროცენტული რაოდენობა დადებითია (ან
უარყოფითია).
ამოცანა 4. ბენზინის ფასი იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 20%-ით,
ხოლო თებერვალში შემცირდა 10%-ით. რამდენი პროცენტით შეიცვალა ბენზინის
თავდაპირველი ფასი?
ამოხსნა. ვიცით, p1=20 % , p 2=−10 % და უნდა ვიპოვოთ p . (5) ფორმულის
გამოყენებით, გვაქვს
20∙(−10)
p=20+ (−10 ) + =10−2=8.
100
მაშასადამე, ბენზინის თავდაპირველი ფასი , მისი ორჯერ ცვლილების შედეგად,
გაიზარდა 8%-ით.

( თუ ამოცანის ამოხსნის შედეგად P რაიმე უარყოფითი b რიცხვია, მაშინ ვიტყვით,


რომ საწყისი სიდიდე შემცირდა b პროცენტით)

20

You might also like