You are on page 1of 9

ლოგიკური სიდიდეები განიხილება დისკრეტულ

მათემატიკაში, ხოლო პროგრამირებაში გამოიყენება


პირობების შემოწმების დროს.

პირობა წარმოადგენს ტოლობას, მკაცრ ან არამკაცრ


უტოლობას, მათ ლოგიკურ კომბინაციას ანუ ლოგიკურ
გამოსახულებას.

პირობის შემოწმებისას შესაძლებელია მივიღოთ ორიდან


მხოლოდ ერთ-ერთ შედეგი (ლოგიკური სიდიდე):

1. პირობა მცდარია (FALSE / 0)


2. პირობა ჭეშმარიტია (TRUE / 1)
ლოგიკურ სიდიდეებზე შემოტანილია შემდეგი ძირითადი ოპერაციები:

1. ლოგიკური უარყოფა (არა, not). C++ პროგრამირების ენაზე ამ ოპერაციას

აღნიშნავენ სიმბოლოთი “ ! ”.
განვსაზღვროთ ლოგიკური უარყოფის ოპერაცია
შემდეგი ცხრილის სახით:

x not (x)
0 (false) 1 (true)
1 (true) 0 (false)
2. ლოგიკური მიმატება (ან, or ). C++ პროგრამირების ენაზე ამ ოპერაციას
აღნიშნავენ სიმბოლოებით ” || ” .
განვსაზღვროთ ლოგიკური მიმატების ოპერაცია შემდეგი ცხრილის სახით:

x y x or y
0 0 0
0 1 1
1 0 1
1 1 1
3. ლოგიკური გამრავლება (და, and ). C++ პროგრამირების ენაზე ამ
ოპერაციას აღნიშნავენ სიმბოლოებით ” && ” .

განვსაზღვროთ ლოგიკური მიმატების ოპერაცია შემდეგი ცხრილის სახით:

x y x and y
0 0 0
0 1 0
1 0 0
1 1 1
ლოგიკური სიდიდეების, ცვლადების და ოპერაციების
გამოყენებით აიგება ლოგიკური გამოსახულებები. ამ დროს
ვითვალისწინებთ ოპერაციების პრიორიტეტებს:

1. not - უმაღლესი პრიორიტეტი


2. and - საშუალო პრიორიტეტი
3. or - ყველაზე დაბალი პრიორიტეტი

მაგალითად, გამოვითვალოთ შემდეგი ლოგიკური


გამოსახულების
მნიშვნელობა:

0 or 1 and not(0) =
ლოგიკურ გამოსახულებებში ჩვეულებრივ შეიძლება გამოვიყენოთ
ფრჩხილები, მაგალითად გამოვითვალოთ შემდეგი ლოგიკური
გამოსახულების მნიშვნელობა:
not (a or not(b)) =
თუ a=1 , b=1
გამოთვლა უნდა ვაწარმოოთ ცვლადების მაგივრად
მოცემული მნიშვნელობების ჩასმით, არითმეტიკული
გამოსახულებების ანალოგიურად
ლოგიკურ გამოსახულებების გამოთვლისას გამოიყენება შემდეგი
თოლობები:

a or b = b or a
a and b= b and a
a and (b or c) = a and b or a and c

მსგავსი ტოლობები არითმეტიკაში მიღებულია აქსიომების სახით,


ხოლო დისკრეტულ მათემათიკაში შესაძლებელია მათი
დამტკიცება. ამის გარდა
მტკიცდება პირველი შეხედვით შემდეგი ალოგიკური ტოლობების
ჭეშმარიტება:

not ( a and b) = not (a) or not(b)


not ( a or b) = not (a) and not(b)
ყველა ვარიანტის განხილვით, ცხრილის სახით დავამტკიცოთ
შემდეგი ტოლობის სისწორე:

a or b = b or a

a b a or b b or a
0 0 0 0
0 1 1 1
1 0 1 1
1 1 1 1

ყველა შემთხვევაში ტოლობის ორივე მხარე ერთმანეთის ტოლია,


ამიტომ
ტოლობა სწორია.
RS - ტრიგერი

RS - ტრიგერი წარმოადგენს ლოგიკურ სქემას, რომელიც


უზრუნველყოფს
მახსოვრობის ერთ ბიტს:

You might also like