You are on page 1of 19

II კვირა

წერტილის კოორდინატები სიბრტყეზე. ფუნქციონალური დამოკიდებულება და ფუნქციის


ცნება (ფუნქციის მოცემის ხერხები, განსაზღვრის არე, მნიშვნელობათა სიმრავლე,
ზრდადობა-კლებადობა. ფუნქციათა კომპოზიცია.)

2.1 - მართკუთხა კოორდინატთა სისტემა და წერტილის


კოორდინატები სიბრტყეზე
განვიხილოთ სიბრტყეზე ორი ურთიერთმართობული ნამდვილ რიცხვთა Ox
და Oy ღერძი. მათი გადაკვეთის წერტილი აღვნიშნოთ O -თი

ნახაზი 2.1-1

მოცემული წესით აგებულ ორ რიცხვთა ღერძს, (რომელთაც კოორდინატთა ღერძები


ეწოდებათ) წინასწარ განსაზღვრული სიგრძის საზომი ერთეულით ეწოდება
მართკუთხა კოორდინატთა სისტემა.1 ჰორიზონტალურ (Ox ) წრფეს ეწოდება
აბსცისათა ღერძი, ვერტიკალურ (Oy ) წრფეს ორდინატთა ღერძი, ხოლო მათი

1
ეს კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე წერტილის მდებარეობის განსაზღვრის მიზნით შემოიღო
ცნობილმა ფრანგმა გეომეტრმა და ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა (1596-160). სწორედ ამიტომ, ამ
სისტემის სრული სახელია დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემა.
გადაკვეთილს O წერტილს კი კოორდინატთა სათავე. მართკუთხა კოორდინატთა
სისტემას აღნიშნავენ Oxy -ით.

როგორც ნახაზ 2.1-1-ზე ვხედავთOx დაOy ღერძები საკოორდინატო სიბრტყეს


4 ნაწილად ჰყოფს. თითოეულ ნაწილს ეწოდება „მეოთხედი“. სახელდობრ, I
მეოთხედი, II მეოთხედი, III მეოთხედი და IV მეოთხედი.

სიბრტყის ყოველ M წერტილს შეგვიძლია შევუსაბამოთ ნამდვილ რიცხვთა


ერთადერთი დალაგებული ( x , y ) წყვილი, რაც იგივეა, რომ განვსაზღვროთ ამ
წერტილის მდებარეობა მოცემული კოორდინატთა სისტემის მიმართ. (რა თქმა
უნდა, ეს შესაბამისობა დამოკიდებული იქნება სიგრძის საზომ ერთეულსა და
სიბრტყეზე კოორდინატთა სათავის მდებარეობაზე).

ავიღოთ ამ სიბრტყეზე ნებისმიერი M წერტილი. იმისათვის რომ ამ წერტილს


შევუსავაბამოთ ( x , y ) წყვილი, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ განვსაზღვროთ ამ
წერტილის მდებარეობა განხილული მართკუთხა კოორდინატთა სისტემის მიმართ,
მოვიქცეთ შემდეგნაირად (იხ. ნახ 2.1-2): დავუშვათ M წერტილიდან მართობები
შესაბამისად კოორდინატთა Ox და Oy ღერძებზე. m და n წერტილებით აღვნიშნოთ ამ
მართობების გადაკვეთის წერტილები შესაბამის ღერძებთან, რომელთაც M
წერტილის გეგმილები ეწოდებათ ამავე ღერძებზე. მანძილს კოორდინატთა
სათავიდან m წერტილამდე ეწოდება M წერტილის კოორდინატი Ox ღერძზე და
აღინიშნება x -ით, ხოლო მანძილს კოორდინატთა სათავიდან n წერტილამდე
ეწოდება M წერტილის კოორდინატი Oy ღერძზე და იგი აღინიშნება y -ით. ასეთ
დალაგებულ ( x , y ) წყვილს, კი ეწოდება M წერტილის კოორდინატები და აღინიშნება
ასე: M( x , y ) , ან M¿ ( x , y ) .ამ რიცხვებიდან x -ს, M წერტილის აბსცისა, ხოლო y -ს, კი M
წერტილის ორდინატი ეწოდება. ჩვენს შემთხვევაში ნახაზ 2.1-2-ზე ( x , y ) =(3,3).
მაშასადამე, M წერტილის აბსცისაც და ორდინატიც 3-ის ტოლია. სხვაგვარად, M
წერტილი თანაბრად, 3 ერთეულითაა დაშორებული Ox და Oy ღერძებიდან.

ზემონათქვამიდან გამომდინარეობს, რომ როცა კოორდინატთა ღერძებზე


დადებითი მიმართულება ისეა შერჩეული, როგორც ეს ნახაზ 2.1-2-ზეა ნაჩვენები,
მაშინ I მეოთხედში წერტილის ორივე კოორდინატს -როგორც აბსცისას, ისე
ორდინატს -ექნება დადაბითი ნიშანი; II მეოთხედში წერტილის აბსცისა იქნება
უარყოფითი, ხოლო ორდინატი - დადებითი. III მეოთხედში წერტილის აბსცისა და
ორდინატი ორივე უარყოფითია, ხოლო IV მეოთხედში აბსცისა იქნება დადებითი,
ორდინატი კი უარყოფითი.

ნახაზი 2.1-2
კოორდინატთა სათავის ორივე კოორდინატი ნულია. ანუ, კოორდინატთა სათავეა
O (0 ; 0)

ნებისმიერ ნადმვილ რიცხვთა დალაგებულ ( x , y ) წყვილს სიბრტყეზე


შეესაბამება ერთადერთი M წერტილი.

ამრიგად, დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე ამყარებს


ურთიერთცალსხა თანადობას სიბრტყის ყველა წერთილთა სიმრავლესა და ნამდვილ
რიცხვთა ყველა შესაძლო დალაგებულ წყვილს შორის.

შევნოშნოთ, რომ არ არის აუცილებელი ორივე ღერძზე ავიღოთ ერთი და იგივე


მასშტაბი.

ამოცანა 2.1-1:
მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში ააგეთ წერტილები: (-3, -2), (-3, 1), (4, -2), (1,1).
სიტყვიერად მიუთითეთ თუ რომელ მეოთხედშია თითოეული წერტილი.
2.2 - ფუნქციონალური დამოკიდებულება და ფუნქციის ცნება
2.2.1 ფუნქციის განმარტება და ფუნქციის მოცემის ხერხები
ფუნქციის ცნება მათემატიკური ანალიზის ერთ-ერთ ძირითად ცნებას
წარმოადგენს და იგი უდიდეს როლს თამაშობს მათემატიკის როგორც წმინდა
თეორიული, ისე პრაქტიკული გამოყენების საკითხებში. ცნება „ფუნქცია“
(„ფუნქციონ“- მოხდენა, შესრულება) მათემატიკაში შემოტანილი იქნა გერმანული
მათემატიკოსის, ფიზიკოსის და ფილოსოფოსის გოტვირდ ლაიბნიცის (1646-1716)
მიერ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტიპის


ურთიერთკავშირებს. მაგალითად:

1. ყოველ სტუდენტს შეესაბამება გარკვეული GPA.


2. მაღაზიაში, ყოველ ნივთს შეესაბამება გარკვეული ფასი.
3. ყოველ აბიტურიენტს შეესაბამება გარკვეული სკალირებული ქულა.
4. კვირის ყოველ დღეს შეესაბამება მაქსიმალური ტემპერატურა.
5. წარმოებული პროდუქტის რაოდენობას შეესაბამება მის წარმოებაზე
გაწეული ხარჯი.
6. გაყიდული საქონლის რაოდენობას შეესაბამება გაყიდვებიდან
მიღებული შემოსავალი.
7. ყოველი კვადრატის გვერდს შეესაბამება ამავე კვადრატის ფართობი.
8. ყოველ რიცხვს შეესაბამება ამავე რიცხვის შებრუნებული სიდიდე.
9. და ა.შ.

ნებისმიერი მეცნიერების, მათ შორის ეკონომიკის, მიზანია შეისწავლოს


სხვადასხვა მოვლენებს შორის არსებული ურთიერთკავშირები ვინაიდან, მათი
გამოყენებით შესაძლებელია მოვლენების შედეგების პროგნოზირება. მაგალითად,
თუ ხარჯების ანალიტიკოსმა იცის წარმოებული პროდუქციის რაოდენობასა და
დანახარჯებს შორის ურთიერთკავშირი, მას შეუძლია განჭვრიტოს, სხვადასხვა
რაოდენობის პროდუქტის საწარმოებლად საჭირო დანახარჯების სიდიდე, ხოლო
შემდგომ კი აირჩიოს ყველაზე მცირე დანახარჯების შესაბამისი პროდუქტის
რაოდენობა. აგრეთვე, თუ გაყიდვების ანალიტიკოსმა იცის ურთიერთკავშირი
გაყიდული პროდუქციის რაოდენობასა და მიღებულ შემოსავალს შორის, მას
შეუძლია იპოვოს გაყიდვების ის რაოდენობა, რომელიც შეესაბამება მაქსიმალურ
შემოსავალს.

ზემოთ განხილულ ყველა მაგალითში ცენტრალური ადგილი უჭირავს ერთი


სიდიდის მეორესთან კავშირს, ან ერთი სიმრავლის ელემენტების მეორე სიმრავლის
ელემენტებთან შესაბამისობას. სწორედ ფუნქციის მეშვეობით შეგვიძლია მსგავსი
ურთიერთკავშირებისა და შესაბამისობების მკაცრად ჩამოყალიბება და შესწავლა.
განმარტება 2.2.1-1: ფუნქცია
ყველაზე ზოგადი განმარტებით, ფუნქცია სიმრავლიდან სიმრავლეში არის
რაიმე წესი, რომელიც სიმრავლის ყოველ ელემენტს შეუსაბამებს სიმრავლის
ერთადერთ ელემენტს. ეს წესი შემდეგნაირად ჩაიწერება:
ან
სიმრავლეს ეწოდება ფუნქციის განსაზღვრის არე და აღინიშნება ხოლო
სიმრავლეს კი ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე ეწოდება და აღინიშნება .
ცვლადს უწოდებენ ფუნქციის არგუმენტს, ხოლო ცვლადს კი ფუნქციის
მნიშვნელობას. იმ შემთხვევაში როდესაც და სიმრავლეები რიცხვითი
სიმრავლეებია, ფუნქციას ეწოდება რიცხვითი ფუნქცია.

ფუნქციის მოსაცემად ყველაზე ხშირად იყენებენ ანალიზურ, ცხრილურ და


გრაფიკულ ხერხებს.

ანალიზური ხერხი ფუნქციის ფორმულის საშუალებით მოცემას გულისხმობს.

მაგალითად,

f (x )=3 x+5
არის ანალიზური ხერხით მოცემული ფუნქცია. აქ ფორმულის საშუალებით მოცემულია
ის მათემატიკური მოქმედებები, რომლებიც უნდა შევასრულოთ დამოუკიდებელ x
ცვლადზე, რომ მივიღოთ დამოკიდებული y ცვლადის შესაბამისი მნიშვნელობები.

ფუნქცის განსაზღვრის ცხრილური ხერხი მდგომარეობს შემდეგში: უნდა


ამოვწეროთ დამოუკიდებელი ცვლადისა და დამოკიდებული ცვლადის შესაბამისი
მნიშვნელობები. მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი ცხრილი:

ცხრილი 2.2.1-1

X –4 –3 –2 –1 0 1 2 3 4
π
Y 6 –7 4 √5 4,27 11 13 25

თუ ფუნქციის განსაზღვრის არე უსასრულო სიმრავლეა, მაშინ ცხრილის სახით


ფუნქციის მოცემა, საზოგადოდ, შეუძლებელია.
ფუნქცია შეიძლება მოცემული იქნას გრაფიკულადაც.

y=f (x ) ფუნქციის გრაფიკი ეწოდება მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყის ყველა


( x ; f ( x )) წერტილთა სიმრავლეს, ანუ y=f (x ) ფუნქციის გრაფიკი არის სიბრტყის ყველა
იმ დალაგებულ (x;y) წერტილთა სიმრავლე, რომელთა კოორდინატები აკმაყოფილებენ
y=f (x ) განტოლებას. გრაფიკის საშუალებით შეგვიძლია ვიპოვოთ ფუნქციის
მნიშვნელობა არგუმენტის მოცემული მნიშვნელობისათვის.

დავუშვათ, რომ X და Y სიმრავლები არიან ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეები და X


სიმრავლის ყოველ x ელემენტს ფუნქცია h შეუსაბამებს ამ ელემენტის შებრუნებულ
სიდიდეს Y სიმრავლიდან. (გავიხსენოთ, რომ რაიმე რიცხვი a -ს შებრნებული სიდიდე
არის ისეთი b რიცხვი, რომ ab=1).

ამ შეთხვევაში საკმაოდ მოუხერხებელია ფუნქციის გამოსახვა ცხრილური ფორმით,


ვინაიდან h არგუმენტების სიმრავლე უსასრულოა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ცხრილი
2.2.1-2 -ში მოცემულია h ფუნქციის მნიშვნელობები არგუმენტის რამდენიმე
მნიშვნელობისთვის.

ცხრილი 2.2.1-2
პროდუქტის რაოდენობა შემოსავალი
−1
-4
4
−1
-3
3
1 1
1
4
4
1
5
5

ანალიზური ფორმით h ფუნქციას ექნება სახე:


1
y=h ( x )=
x

მართლაც, თუ x ტოლია (-4)-ის, მაშინ ფუნქციის მნიშვნელობა მოცმულ წერტილში


იქნება ისეთი რიცხვი, რომლის (-4)-ზე გამრავლებითაც მივიღებთ 1-ს. ასეთი რიცხვი
−1
კი არის ერთადერთი და იგი ტოლია ( )
4
-ის:
(−4 ) ∙ ( −14 )=1
გრაფიკულად კი, ფუნქცია h წარმოდგენილია ნახაზ 2.2.1-4_ში.

ნახაზი 2.2.1-1

ამოცანა 2.2.1-1:
1. რისი ტოლია ფუნქციის მნიშვნელობა, როცა არგუმენტის მნიშვნელობა ტოლია 2-ის? რისი
1
ტოლია ფუნქციის მნიშვნელობა, როცა არგუმენტის მნიშვნელობა ტოლია -ის?
2
2. ფუნქციის გრაფიკზე იპოვეთ ზემოთაღწერილი წერტილები და დაახასიათეთ თუ
საკოორდინატო სიბრტყის რომელ მოთხედშია ეს წერტილები?

ახლა კი განვიხილოთ 2 სიმრავლეს შორის შემდეგი ურთიერთკავშირი. დავუშვათ,


რომ X აღნიშნავს საქართველოს მოქალაქეების სიმრავლეს,Y სადებეტო ბარათების
სიმრავლეს, b კი აღნიშნავს წესს, რომელიც ყოველ კლიენტს შეუსაბამებს საკუთარ
სადებეტო ბარათს. მოცემული წესი შეგვიძლია ჩავწეროთ 2.2.1-4 ცხრილი-ის
მეშვეობით.

ცხრილი 2.2.1-3
კლიენტი პირადი ნომერი კლიენტის ბარათის ნომერი
62006022574 5500 4444 3333 0100
55001012323 5500 4444 3333 0102
55001016641 5500 4444 3333 0103
62004001625 5500 4444 3333 0104
55001012323 5500 4444 3333 0105
55001012323 5500 4444 3333 0106
55001016641 5500 4444 3333 0107

ვინაიდან შესაძლებელია (და ალბათ უმეტეს შემთხვევაში ასეა), რომ ერთ


კლიენტს გააჩნდეს რამდენიმე სადებეტო ბარათი, b არ შეიძლება იყოს ფუნქცია.
ფუნქციის განმარტების თანახმად, იმისათვის, რომ ორ სიმრავლეს შორის ელემენტთა
შესაბამისობის რაიმე წესს დავარქვათ ფუნქცია, საჭიროა, რომ ერთი სიმრავლის
ყოველ ელემენტს შეესაბამებოდეს მეორე სიმრავლის ერთადერთი ელემენტი.
ცხრილიში კი ვხედავთ, რომ კლიენტს პირადი ნომრით (55001012323) შეესაბამება 3
სადებეტო ბარათი, ხოლო კლიენტს პირადი ნომრით (55001016641) შეესაბამება 2
სადებეტო ბარათი. მაშასადამე, b არ არის ფუნქცია.

ორ სიმრავლეს შორის გრაფიკულად მოცემული ფუნქციის შესამოწმებლად არსებობს


ე.წ. ვერტიკალური წრფის წესი.

განმარტება 2.2.1-2: ვერტიკალური წრფის წესი

იმისათვის, რომ დავადგინოთ მოცემული გრაფიკი ფუნქციაა თუ არა


შეგვიძლია გამოვიყენოთ ვერტიკალური წრფის წესი.
ვერტიკალური წრფის წესი სრულდება იმ შეთხვევაში, თუ შეუძლებელია
კოორდინატთა სიბრტყეზე გაავლო ორდინატის პარალელური ისეთი
ვერტიკალური წრფე, რომელიც გრაფიკს კვეთს ერთზე მეტ წერტილში. თუ
ვერტიკალური წრფის წესი სრულდება მოცემული გრაფიკი ეკუთვნის ფუნქციას.

ნახაზ 2.2.1-2 და 2.2.1-3 -ში ნაჩვენებია ისეთი შემთხვევები, როდესაც ვერტიკალური


წრფის წესი არ სრულდება და მაშასადამე მოცემული გრაფიკი ფუნქციას არ
გამოხატავს. (ანუ, მოცემული გრაფიკი არ არის ფუნქცია).
ნახაზი 2.2.1-2

როგორც ნახაზ 2.2.1-2 -ზე ჩანს, მწვანე ვერტიკალური ხაზი გრაფიკს კვეთს 2 (A და B)
წერტილში. მაშასადამე, მოცემული გრაფიკი ფუნქცია არ არის.

ნახაზ 2.2.1-3-ზე კი ნაჩვენებია ვერტიკალრი ხაზი 1, რომელიც მოცემულ გრაფიკს


მხოლოდ ერთ C წერტილში კვეთს, თუმცა ეს არ არის საკმარისი ვერტიკალური
წრფის წესის დასაკმაყოფილებლად. არ უნდა არსებობდეს არცერთი ვერტიკალური
წრფე, რომელიც გრაფიკს ერთზე მეტ წერტილში კვეთს. ჩვენ შემთხვევაში კი
არსებობს მეორე ვერტიკალური წრფე 2, რომელიც გრაფიკს 2 (A და B) წერტილში
კვეთს. მაშასადამე, ვერც ეს გრაფიკი ვერ იქნება ფუნქცია.
ნახაზი 2.2.1-3

ამოცანა 2.2.1-2:
1. არის თუ არა მოცემულ ნახატზე ნაჩვენები ასახვა (შესაბამისობა) ფუნქცია? თუ არის
რატომ? და თუ არ არის, რა შესწორების შემთხვევაში იქნებოდა?
ამოცანა 2.2.1-3:
1. არის თუ არა მოცემულ ნახატზე ნაჩვენები ასახვა (შესაბამისობა) ფუნქცია? თუ არის
რატომ? და თუ არ არის, რა შესწორების შემთხვევაში იქნებოდა?

ამოცანა 2.2.1-4:
1. დაახასიათეთ რომელია ფუნქცია და რომელი არა? იმ შემთხვევაში თუ ფუნქცია არაა
რატომ არ არის ფუნქცია და რას შეცვლიდით მის ფუნქციად გადასაკეთებლად?

შევნიშნოთ, რომ როდესაც, ფუნქციის გრაფიკულად, ცხრილურად, ან ანალიზურად


(ტოლობის მეშვეობით) მოცემის დროს ცალსახად მითითებული არ არის
განსაზღვრისა და მნიშვნელობათა არე, მაშინ იგუსლიხმება, რომ განსაზღვრის არე
არის ყველა ისეთ წერტილთა სიმრავლე, რომლებისთვისაც ფუნქცია მათემატიკურად
განსაზღვრულია, ან თუ ფუნქცია ატარებს რაიმე გამოყენებით (ეკონომიკურ)
შინაარს, მაშინ განსაზღვრის არე არის ამ შინაარსისთვის შესატყვის წერტილთა
სიმრავლე.

ამოცანა 2.2.1-5
ვიპოვოთ შემდეგ ფუნქციათა განსაზღვრის არე:

ა) y=2 x−4

ამ შემთხვევაში ფუნქცია განსაზღვრულია ნებისმიერი ნამდვილი რიცხვისთვის, ანუ D(y)= R .

1
ბ) y=
x−4
ამ შემთხვევაში D(y) არის ნებისმიერი ნამდვილი რიცხვი გარდა 4-სა, რადგან x=4-სთვის
მივიღებთ ნულზე გაყოფას, რაც შეუძლებელია, ე.ი. D(y)= R /{4}.

გ)f (x)= √ x +5

ამ შემთხვევაში D(y) არის სიმრავლე ისეთი ნამდვილი რიცხვებისა, რომელთათვისაც x +5 ≥0


, რადგან არცერთი ნამდვილი რიცხვის კვადრატი არ შეიძლება იყოს უარყოფითი რიცხვი.
ანუ, D ( y )={x / x ≥−5 , x ∈ R }.

ამოცანა 2.2.1-6:
მოვძებნოთ განსაზღვრის, მნიშვნელობათა და ცვლილების არე შემდეგი ფუნქციებისთვის
3
1. y= √ x +4 +
x−2
5
2. y= √ x +3+
x−1
2
3. y= √ 1− x2 +
x−3

2.2.2 ფუნქციის ზრდადობა და კლებადობა.


განმარტება 2.2.2-1: ზრდადი და კლებადი ფუნქცია
ფუნქციას ეწოდება ზრდადი რაიმე შუალედში თუ არუმენტის ნებისმიერი ორი
და მნიშვნელობისათვის ამ შუალედიდან

ფუნქციას ეწოდება კლებადი მოცემულ შუალედში თუ არუმენტის


ნებისმიერი ორი და მნიშვნელობისათვის ამ შუალედიდან

თუ მოცემულ შუალედში ნებისმიერი ორი და მნიშვნელობისათვის ამ


შუალედიდან სრულდება

მაშინ ფუნქციას მოცემულ შუალედზე ეწოდება არაზრდადი, ხოლო თუ


სრულდება:
მაშინ ფუნქციას ეწოდება არაკლებადი.
თუ ფუნქცია მთელს განსაზღვრის არეზე ზრდადია ან კლებადი, მაშინ მას
მონოტონური ფუნქცია ეწოდება.

დავუშვათ, რომ ფუნქცია f : R+ ¿⟶ R ¿ მოიცემა შემდეგი ტოლობით:

f ( x )=x 2

იმისათვის რომ დავადგინოთ f ფუნქცია კლებადია თუ ზრდადი მისი განსზაღვრის


არეში (ამ შეთხვევაში R+¿ ¿ დადებით ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე), ავიღოთ
ნებისმიერი x 1 და x 2 დადებითი ნამდვილი რიცხვი ისე რომ x 1< x2. ვინაიდან x 1< x2
2 2
სთვის გვექნება რომ x 1< x2 (თუ ერთი დადებითი რიცხვი მეტია მეორე დადებით
რიცხვზე, მაშინ ამ რიცხვის კვადრატიც მეტია, მეორე რიცხვის კვადრატზე.
მაგალითად, 2>1 და 4 >1.

მივიღეთ, რომ მოცემულ არეზე x 1< x2 ⟹ f (x ¿¿ 1)< f (x ¿¿ 2)¿ ¿ე.ი. ამ არეზე f ( x )=x 2
ფუნქცია ზრდადია.
მაგალითი: 2.2.2-1

დავუშვათ, რომ ფუნქცია f : R+ ¿⟶ R ¿ მოიცემა შემდეგი ტოლობით:


1
f ( x )=
x2
განვიხილოთ ნებისმიერი x 1 და x 2 დადებითი ნამდვილი რიცხვი, ისე რომ x 1> x2.
1 1
ვინაიდან x 12> x 22, ამიტომ 2 < 2 . მაშასადამე, მოცემული ფუნქცია არის კლებადი
x1 x 2
ფუნქცია R+¿ ¿ შუალედში.

განვიხილოთ ნახაზი 2.2.2-1

ნახაზი 2.2.2-1

შევნიშნოთ, რომ მოცემული ფუქნცია მთელს თავის განაზღვრის არეზე ( R)

არც ზრდადია და არც კლებადი. როცა არგუმენტის მნიშვნელობა უარყოფითია, მაშინ


ფუნქცია მცირდება, ხოლო როცა არგუმენტის მნიშვნელობა დადებითია მაშინ
ფუნქცია იზრდება. მაშასადამე, განსაზღვრის არეზე ფუნქცია არც ზრდადია და არც
კელბადი.
თუმცა თუ განვიხილავთ არა მთლიანად განსზაზღვრის არეს არამედ 2 ხვადასხვა
ინტერვალს (−∞, 0) და (0 , ∞) ადვილად შეგვიძლია დავინახოთ, რომ პირველ
შუალედზე ფუნქცია კლებადია, ხოლო მეორე შუალედზე კი იგი ზრდადია.

მაგალითი: 2.2.2-2

დავუშვათ, რომ ფუნქციის განსაზღვრის არე სრულადაა ნაჩვნები ნახაზზე და


ფუნქცია მოიცემა გრაფიკით. ზრდადია თუ კლებადი შემდეგი ფუნქცია? 
მინიშნება: კარგად წაიკითხეთ განმარტება 2.2.2-1.

მაგალითი: 2.2.2-3

დავუშვათ, რომ ფუნქციის განსაზღვრის არე სრულადაა ნაჩვნები ნახაზზე და


ფუნქცია მოიცემა გრაფიკით. ზრდადია თუ კლებადი შემდეგი ფუნქცია?
შევნიშნოთ, რომ შემდეგ თავებში ჩვენ შევისწავლით ელემენტარულ ფუნქციებს,
სადაც უფრო დაწვრილებით განვიხილავთ მათ განსაზღვრის არეებს, და ზრდადობა-
კლებადობას, ამ თავში კი მხოლოდ რამოდენიმე მაგალითით შემოვიფარგლეთ.
2.2.3 კომპოზიციური (რთული) ფუნქციები

განმარტება 2.2.3-1: რთული ფუნქცია

ვთქვათ, მოცემული გვაქვს ორი ფუნქცია, და , მაშინ შეგვიძლია განვსაზღვროთ


ახალი ფუნქცია , შემდეგნაირად: . ამგვარად მიღებულ ფუნქციას ვუწოდებთ
-ისა და ფუნქციების კომპოზიციას. სხვაგვარად, მას რთული ფუნქციაც ჰქვია.
სიტყვიერად რომ აღვწეროთ მოცემული რთული ფუნქცია აკეთებს შემდეგს: ის
იღებს რაიმე წერტილს ფუნქციის განსაზღვრის არიდან, შემდეგ პოულობს
ფუნქციის მნიშვნელობას მოცემულ წერტილში , ხოლო შემდეგ კი იღებს
წერტილს ფუნქციის განსაზღვრის არიდან და მას შეუსაბამებს მნიშვნელობას
ფუნქციის მნივნელობათა სიმრავლიდან.
მაშასადამე რთულ ფუნქცია -ის განსაზღვრის არეა ხოლო მნიშვნელობათა
სიმრავლე კი - . ე.ი.

ფუნქციათა კომპოზიციის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, რომ ერთი ფუნქციის


(ამ შემთხვევაში -ის), მნიშვნელობათა არე იყოს მეორე ფუნქციის ამ შეთხვევაში
ფუნქციის განსაზღვრის არის ქვესიმრავლე. ანუ, უნდა სრულდებოდეს .
განვიხილოთ რთული ფუნქციის რამდენიმე მაგალითი:

მაგალითი 2.2.3-1

დავუშვათ რომ f (x) და g( x ) ფუნქციებს აქვთ შემდეგი სახე.

f ( x )=2 x +1 და g ( x )=3 x−1,

რისი ტოლია g ( f ( x ) ) და f ( g ( x ) ) ?

g ( f ( x ) )= ( g ∘ f ) ( x )=3 ( 2 x +1 )−1=6 x+3−1=6 x +2

f ( g ( x ) )= ( f ∘ g ) ( x )=2 ( 3 x−1 )+1=6 x−2+1=6 x−1

შევნოშნოთ, რომ g ( f ( x ) ) ≠ f ( g ( x ) ). შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში ეს ორი


კომპოზიცია ერთიდა იგივე ფუნქცია იყოს, თუმცა საზოგადოდ ეს ასე არაა.

მაგალითი 2.2.3-2

დავუშვათ რომ f (x) და g( x ) ფუნქციებს აქვთ შემდეგი სახე.

f ( x )=2 x 2+ 1 და g ( x )=3 x−1,

რისი ტოლია g ( f ( x ) ) და f ( g ( x ) ) ?

g ( f ( x ) )= ( g ∘ f ) ( x )=3 ( 2 x 2 +1 ) −1=6 x 2+ 3−1=6 x 2 +2


2
f ( g ( x ) )= ( f ∘ g ) ( x )=2 ( 3 x−1 ) +1=2 ( 9 x 2−6 x +1 ) +1=18 x 2−12 x+ 3

იპოვეთ თითოეული რთული ფუნქციისათვის განსაზღვრისა და მნიშვნელობათა


არე:

g ( f ( x ) ) ფუნქციის განსაზღვრის არეა ნადმვილ რიცხვთა სიმრავლე (R ¿, ანუ ის რაც


იყო f ( x ) ფუნქციისათვის, ხოლო g ( f ( x ) ) მნიშვნელობათა არე კი არის აგრეთვე
ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის არაუარყოფითი ნაწილი ( R+¿ ¿.

იპოვეთ f ( g ( 1 ) ), f ( g (−1 ) ) , g ( f ( 4 ) )?

f ( g ( 1 ) ) =18× ( 1 )2−12× 1+3=9, f ( g (−1 ) ) =18× (−1 )2−12 ×(−1)+3=33 g ( f ( 4 ) ) =6 × 42 +2=98.

მაგალითი 2.2.3-3

დავუშვათ რომ f (x) და g( x ) ფუნქციებს აქვთ შემდეგი სახე.


1
f ( x )= და g ( x )=3 x−1,
x

რისი ტოლია g ( f ( x ) ) და f ( g ( x ) ) ?

g ( f ( x ) )= ( g ∘ f ) ( x )=3 ( 1x )−1= 3x −1
1
f ( g ( x ) )= ( f ∘ g ) ( x ) =
3 x−1

იპოვეთ თითოეული რთული ფუნქციისათვის განსაზღვრისა და მნიშვნელობათა


არე:
( g ∘ f ) ფუნქციის განსაზღვრის არე ემთხვევა f ფუნქციის განსაზღვრის არეს.
მაშასადამე D ( g ∘ f )=D ( f )=R /{0 }. მნიშვნელობათა არც აგრეთვე ემთხვევა f ფუნქციის
მნიშვნელობათა არეს. მაშასადამე, R ( f ∘ g )=R ( f ) =R/{0 }.

რაც შეეხება f ( g ( x ) ) ფუქნციას, აქ საქმე ცოტა რთულადაა. ეს არის ის შემთხვევა,


როდესაც R ( g )არ არის D ( f ) _ის ქვესიმრავლე, ვიდაიდან 0 ∈ R ( g ) , ხოლო 0 ∉ D ( f ).
ამიტომ, ჯერ 0 უნდა ამოვიღოთ R ( g )_დან, ხოლო შემდეგ კი შევქმნათ კომპოზიცია.
R ( g )_დან 0_ის ამოღება შეგვიძლია მისი განსაზღვრის არიდან ისეთი x _ის
1
მოშორებით, რომელიც ამ ფუნქციით აისახება 0 წერტილში. ასეთი x კი არის x= .
3
1
მაშასადამე თუ D ( g )=R /
3 {}
, მაშინ R ( g ) ⊆ D( f ) და გვექნება:

( f ∘ g ): R / {13 }⟶ R
ესე იგი, D ( f ∘ g )=R/ {13 }, ხოლო R ( f ∘ g )=R/{0}.

You might also like