You are on page 1of 9

ლექცია 1

მატრიცები

1 ძირითადი ცნებები.
განმარტება 1.1. ვთქვათ m და n ნატურალური რიცხვებია და მოცემული გვაქვს m·n რაოდენობის
ნამდვილი რიცხვი aij , i = 1, 2, · · · , m, j = 1, 2, · · · , n. ამ რიცხვებისაგან შედგენილ მართკუთხა
ცხრილს, რომელშიც შედის m ჰორიზონტალური სტრიქონი და n ვერტიკალური სვეტი, ეწოდება
m × n განზომილების მატრიცა (ან უბრალოდ m × n მატრიცა).
მაგალითად,
 
1 0
 2
√ −3  , (1.1)
5 0

 
7
 −1  (1.2)
2
და
 
1.2 4 1
 −π 3 0.5  (1.3)

0.2 2 −1

შესაბამისად 3 × 2, 3 × 1 და 3 × 3 განზომილების მატრიცებია.

მატრიცებს აღვნიშნავთ დიდი ლათინური ასოებით: A, B , C და ა. შ.

ზოგადად A მატრიცა, რომელსაც m სტრიქონი და n სვეტი აქვს (ანუ m × n მატრიცა) ასე


ჩაიწერება:  
a11 a12 ··· a1n
 a21 a22 ··· a2n 
A= . ..  .
 
.. ..
 .. . . . 
am1 am2 ··· amn
მოცემული A მატრიცა შემოკლებით ასე აღინიშნება: A = (aij )m×n ან A = (aij ).

1
A მატრიცის შემადგენელ aij რიცხვებს მატრიცის ელემენტები ეწოდებათ. aij ელემენტის პირ-
ველი ინდექსი i და მეორე ინდექსი j შესაბამისად იმ სტრიქონის და სვეტის ნომერია, რომელთა
გადაკვეთაზეც არის ეს ელემენტი. ასევე ვიტყვით, რომ aij ელემენტი A მატრიცაში i − j პოზიცი-
აზე მდებარეობს. aij ელემენტს ეწოდება დიაგინალური ელემენტი თუ მისი სტრიქონის ინდექსი
და სვეტის ინდექსი ერთი და იგივეა, ანუ i = j . ამრიგად, მატრიცის დიაგონალური ელემენტები
განლაგებული არიან პოზიციებზე 1 − 1, 2 − 2, 3 − 3 და ა.შ. მაგალითად, ზემოთ მოყვანილი (1.1)
მატრიცის დიაგონალური ელემენტებია 1 და −3, (1.3)-ის დიაგინალური ელემენტებია 1.2, 3 და
−1, ხოლო (1.2) მატრიცის ერთადერთი დიაგონალური ელემენტია 7.

ზოგადად მატრიცების ელემენტები არაა აუცილებელი იყვნენ რიცხვები. შესაძლებელია ისეთი


მატრიცების განხილვა, რომელთა ელემენტებია ცვლადები, ფუნქციები და ა. შ. მაგალითად,
   
x y z sin α cos α
და
1 2 3 − cos α sin α

სწორედ ასეთი მატრიცებია.

განმარტება 1.2. ვიტყვით, რომ A = (aij ) მატრიცა B = (bij ) მატრიცის ტოლია, თუ მათი
განზომილებები ემთხვევა და შესაბამისი ელემენტები ტოლია, ე. ი. ორივე მატრიცას ერთი და
იგივე m × n განზომილება აქვს და aij = bij (i = 1, 2, · · · , m, j = 1, 2, · · · , n). ამრიგად, ტოლობა
   
5x + 7y 7
=
x−y 1

ნიშნავს, რომ 5x + 7y = 7 და x − y = 1.

განმარტება 1.3. ვიტყვით, რომ O ნულოვანი მატრიცაა, თუ მისი ყველა ელემენტი ნულის ტო-
ლია, ე. ი.  
0 0 ··· 0
 0 0 ··· 0 
O= ..  .
 
.. .. ..
 . . . . 
0 0 ··· 0
განმარტება 1.4. თუ მატრიცა მხოლოდ ერთი სტრიქონისაგან შედგება (ე. ი. m = 1), მას სტრიქონ-
მატრიცა ეწოდება და აქვს სახე

A= a11 a12 ··· a1n .

ანალოგიურად, ერთი სვეტისაგან შედგენილ მატრიცას (n = 1)


 
a11
 a21 
A= . 
 
.
 . 
am1

სვეტ-მატრიცა ეწოდება.

2
განმარტება 1.5. მატრიცას ეწოდება კვადრატული მატრიცა თუ მისი სტრიქონების და სვეტების
რაოდენობა ტოლია. ზოგადად კვადრატულ მატრიცას აქვს შემდეგი სახე:
 
a11 a12 ··· a1n
 a21 a22 ··· a2n 
A= . ..  .
 
.. ..
 .. . . . 
an1 an2 ··· ann

n რიცხვს კვადრატული მატრიცის რიგი ეწოდება. კვადრატული მატრიცის ელემენტები a11 , a22 ,
· · · , ann ქმნიან ე. წ. მთავარ დიაგონალს, ხოლო a1n , a2(n−1) , · · · , an1 ელემენტები კი ე. წ. არამ-
თავარ დიაგინალს.

განმარტება 1.6. ვიტყვით, რომ კვადრატული მატრიცა A = (aij )n×n არის სამკუთხა, თუ მისი
ყოველი ელემენტი მთავარი დიაგონალის ერთ მხარეს (ზემოთ ან ქვემოთ) ნულის ტოლია.
   
3 2 1 3 0 0
მაგალითდ,  0 4 6  და  4 6 0  ორივე სამკუთხა მატრიცაა. იმისათვის, რომ გან-
0 0 7 1 2 8
ვასხვაოთ ერთმანეთისგან ასეთი სახის მატრიცები, პირველ მათგანს ეწოდება ზედა სამკუთხა,
ხოლო მეორე მათგანს ეწოდება ქვედა სამკუთხა მატრიცა.

განმარტება 1.7. ვიტყვით, რომ კვადრატული მატრიცა A = (aij )n×n არის დიაგონალური, თუ
მისი ყოველი ელემენტი, გარდა შესაძლოა დიაგონალური ელემენტებისა, ნულის ტოლია. სხვა
სიტყვებით aij = 0, როცა i 6= j , i, j = 1, · · · , n.

ამრიგად, ყოველ დიაგონალურ n რიგის A მატრიცას აქვს სახე:


 
a1 0 ··· 0
 0 a2 ··· 0 
A= . ..  ,
 
.. ..
 .. . . . 
0 0 ··· an

სადაც a1 , a2 , · · · , an რაიმე ნამდვილი რიცხვებია.

განმარტება 1.8. ვიტყვით, რომ დიაგონალური მატრიცა E არის ერთეულოვანი მატრიცა, თუ


მისი ყოველი დიაგონალური ელემენტი ერთის ტოლია. სხვა სიტყვებით, ეს არის კვადრატული
მატრიცა E = (aij ), რომელშიც aij = 0, როცა i 6= j და aij = 1, როცა i = j .

ამრიგად, ყოველი ერთეულოვანი მატრიცა E არის შემდეგი სახის კვადრატული მატრიცა:


 
1 0 ··· 0
 0 1 ··· 0 
E= . . ..  .
 
..
 .. .. . . 
0 0 ··· 1

განმარტება 1.9. A მატრიცის ტრანსპონირებული, რომელიც აღინიშნება A0 სიმბოლოთი, არის


მატრიცა მიღებული A-ს სტრიქონების ჩაწერით A0 -ის სვეტაბად ისე, რომ სვეტების და სტრიქონე-
ბის დალაგება არ შეიცვალოს. ანუ A-ს პირველი სტრიქონი არის A0 -ის პირველი სვეტი, A-ს მეორე

3
სტრიქონი არის A0 -ის მეორე სვეტი და ა. შ. A-ს ბოლო სტრიქონი არის A0 -ის ბოლო სვეტი. ფორ-
მალურად, თუ A = (aij )m×n არის m × n მატრიცა, მაშინ A0 = (a0ij )n×m იქნება n × m მატრიცა,
სადაც a0ij = aji (i = 1, 2, · · · , m, j = 1, 2, · · · , n).
 
  1 5
1 2 3 4 0
 2 6 
მაგალითი 1.10. თუ A = , მაშინ A =  .
5 6 7 8  3 7 
4 8
შემდეგი ფაქტი მარტივად გამომდინარეობს ტრანსპონირებული მატრიცის განმარტებიდან.

თეორემა 1.11. ნებისმიერი A მატრიცისათვის

(A0 )0 = A.

განმარტება 1.12. A მატრიცას ეწოდება სიმეტრიული მატრიცა, თუ A = A0 .

მივაქციოთ ყურადღბა იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი მატრიცის სტრიქონების (სვეტების) რაოდე-


ნობა უდრის მისი ტრანსპონირებული მატრიცის სვეტების (სტრიქონების) რაოდენობას. ამიტომ,
თუ მატრიცა სიმეტრიულია, ის აუცილებლად იქნება კვადრატული მატრიცა. ასევე შევნიშნოთ,
რომ ნებისმიერ კვადრატული მატრიცის და მისი ტრანსპონირებული მატრიცის შესაბამისი დიაგო-
ნალური ელემენტები ტოლია.

2 წრფივი ოპერაციები მატრიცებზე.


განმარტება 2.1. ორი ერთნაირი განზომილების A = (aij )m×n და B = (bij )m×n მატრიცის ჯამი,
A + B , ეწოდება იგივე განზომილების C = (cij )m×n მატრიცას, რომლის ყოველი ელემენტი უდრის
A და B მატრიცების შესაბამისი ელემენტების ჯამს: cij = aij + bij (i = 1, 2, · · · , m, j = 1, 2, · · · , n).
ანალოგიურად განიმარტება ორი ერთნაირი განზომილების მატრიცის სხვაობა A−B , რომლის
ყოველი ელემენტი მიიღება A-ს და B -ს შესაბამისი ელემენტების სხვაობით.

შევნიშნოთ, რომ სხვადასხვა განზომილების მატრიცების ჯამი და სხვაობა არ განიმარტება.

მაგალითი 2.2.
       
2 −1 4 5 2+4 −1 + 5 6 4
 −2 3  +  −3 7  =  −2 + (−3) 3 + 7  =  −5 10  ,
0 9 8 −4 0+8 9 + (−4) 8 5

x2 3 x2 + x
     
x −x 3−x
+ = ,
2x 2 x3 −3x 2x + x3 2 − 3x

       
2 −1 4 5 2−4 −1 − 5 −2 −6
−2 3  −  −3 7  =  −2 − (−3) 3−7 = 1 −4  .
0 9 8 −4 0−8 9 − (−4) −8 13

4
თეორემა 2.3. თუ A, B და C ერთნაირი განზომილების მატრიცებია, ხოლო O იგივე განზომილე-
ბის ნულოვანი მატრიცაა, მაშინ:
i) A + B = B + A (შეკრების კომუტაციურობა).

ii) A + (B + C) = (A + B) + C (შეკრების ასოციურობა).

iii) A + O = A (ნულოვანი მატრიცა შეკრების მიმართ ნეიტრალურია)


ცხადია, რომ ნებისმიერი A მატრიცა შეიძლება შევკრიბოთ თავის თავთან და განვიხილოთ
ჯამი A + A. შედეგი იქნება ახალი მატრიცა, რომლის ყოველი ელემენტი იქნება A მატრიცის შესა-
ბამისი ელემენტის გაორმაგებული. ამიტომ მოსახერხებელი იქნება თუ დავწერთ

A + A = 2A. (2.1)

(2.1) ტოლობის მარჯვენა მხარეს გვაქვს რიცხვის ნამრავლი მატრიცაზე, რისი განმარტებაც ჯერ
არ მოგვიყვანია, მაგრამ ეს ტოლობა მიგვითითებს, რომ 2A უნდა განვმარტოთ როგორც მატრიცა,
რომლის ყოველი ელემენტი იქნება რიცხვი 2 გამრავლებული A მატრიცის შესაბამის ელემენტზე.
იგივე მსჯელობა შეიძლება გავიმეოროთ თუ A მატრიცას შესაკრებად ავიღებთ k -ჯერ, სადაც k
ნებისმიერი ნატურალური რიცხვია და დავწერთ
k−ჯერ
z }| {
A + A + · · · + A = kA.
ამას ბუნებრივად მივყავართ შემდეგ განმარტებამდე:
განმარტება 2.4. ვთქვათ A = (aij ) ნებისმიერი m × n მარტიცაა და λ ნებისმიერი ნამდვილი
რიცხვია. λ რიცხვის ნამრავლი A მატრიცაზე არის იგივე განზომილების მატრიცა λA, განმარტე-
ბული შემდეგი ტოლობით

λA = (λaij ), i = 1, 2, · · · , m, j = 1, 2, · · · , n. (2.2)

მაგალითი 2.5.
   
2 −1 6 −3
3  −2 3  =  −6 9 ,
0 9 0 27

   
0 4 1 0 4x x
x  −2 √3 0.5  =  −2x √3x 0.5x  .
−1 2 −1 −x 2x −x
   
1 2 1 2 4
მაგალითი 2.6. ვიპოვოთ 3A − 2B თუ A = და B = .
0 3 6 8
ამოხსნა:
         
1 2 1 1 2 4 6 3 1 2 5 1
3A − B = 3 − = − = .
2 0 3 2 6 8 0 9 3 4 −3 5

5
თეორემა 2.7. ვთქვათ A და B ერთნაირი განზომილების მატრიცებია, ხოლო λ1 და λ2 ნებისმიერი
ნამდვილი რიცხვებია, მაშინ სრულდება შემდეგი დისტრიბუციულობის კანონები:

i) λ1 (A + B) = λ1 A + λ1 B ,

ii) (λ1 + λ2 )A = λ1 A + λ2 A,

iii) (λ1 λ2 )A = λ1 (λ2 A).

მატრიცების შეკრების და რიცხვის მატრიცაზე გამრავლების ოპერაციებს მატრიცების წრფივი


ოპერაციები ეწოდებათ. მომდევნო თეორემაში აღწერილია თუ როგორაა დაკავშირებული მატრი-
ცების ტრანსპონირება მატრიცების წრფივ ოპერაციებთან.

თეორემა 2.8. ვთქვათ A და B ერთნაირი განზომილების მატრიცებია, ხოლო λ ნებისმიერი ნამ-


დვილი რიცხვია, მაშინ:

i) (A + B)0 = A0 + B 0 ,

ii) (λA)0 = λA0 .

3 მატრიცების ნამრავლი
წინა თავში განხილული ოპერაციები მატრიცებზე, როგოებიცაა შეკრება და რიცხვზე გამრავლება,
ახალი ოპერაციებია, მაგრამ ისინი არიან ნამდვილი რიცხვების შეკრების და გამრავლების ოპერა-
ციების ბუნებრივი განზოგადებები. მატრიცების ნამრავლი არის პირველი ოპერაცია, სადაც ჩვენი
ინტუიცია არ მართლდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მატრიცების გამრავლება არ ხდება შესაბამისი
ელემენტების გამრავლებით. მეორეს მხრივ, ყოველთვის არაა შესაძლებელი ერთნაირი განზო-
მილების ორი მატრიცის ნამრავლის განხილვა, მაშინ როცა ხშირად შესაძლებელია სხვადასხვა
განზომილების მატრიცების გამრავლება.
მატრიცების გამრავლების შემოტანა მოტივირებული იყო სურვილით, რომ მრავალი ცვლადის
წრფივ განტოლებათა სისტემების ამოხსნა შესაძლებელი გამხდარიყო იგივე გზით, როგორც იხ-
სნება ერთი ცვლადის წრფივი განტოლება. ერთი ცვლადის ნებისმიერ წრფივ განტოლებას აქვს
სახე
(კონსტანტა) · (ცვლადი) = (კონსტანტა),

რომელის ამონახნს ვპოულობთ მარჯვნივ მდგომი კონსტანტის (რიცხვის) გაყოფით მარცხნივ


მდგომ კონსტანტაზე. ჩვენი სურვილია იგივე გავაკეთოთ მრავალი ცვლადის წრფივი განტოლე-
ბათა სისტემის ამოხსნისათვის. ამრიგად, წრფივ განტოლებათა სისტემა უნდა მივიყვანოთ შემდეგ
სახემდე:

(კონსტანტების ცხრილი) · (ცვლადების ცხრილი) = (კონსტანტების ცხრილი),

რომელიც მარცხნიდან უნდა გაიყოს მარცხნივ მდგომ კონსტანტების ცხრილზე, რათა ვიპოვოთ
ერთდროულად ყველა ცვლადის მნიშვნელობა. ამისათვის საჭირო იქნება თავდაპირველად ასეთი
ცხრილების გამრავლების, ხოლო შემდგომ გაყოფის ოპერაციის შემოტანა. რა თქმა უნდა ცხრი-
ლები იქნება მატრიცები.

6
მაგალითისათვის განვიხილოთ ორი ცვლადის ორ განტოლებიანი წრფივი სისტემა

2x + 3y = 10
(3.1)
4x + 5y = 20

თუ ორივე განტოლების ცვლადების კოეფიციენტებით შევადგენთ მარტიცას, ცვლადებით შევად-


გენთ სვეტ-მატრიცას, ხოლო მარჯვნივ მდგომი კონსტანტებით შევადგენთ კიდევ ერთ სვეტ-მატრიცას,
მაშინ უნდა სრულდებოდეს მატრიცული ტოლობა
     
2 3 x 10
· = . (3.2)
4 5 y 20

გვინდა მატრიცების ნამრავლი ისე განიმარტოს, რომ (3.1) და (3.2) ერთმანეთის ეკვივალენტური
იყოს. ანუ გვინდა გამრავლება განიმარტოს ისე, რომ
     
2 3 x 2x + 3y
· = . (3.3)
4 5 y 4x + 5y

მაშინ (3.2) მიიღებს მატრიცების ტოლობის სახეს


   
2x + 3y 10
= ,
4x + 5y 20

რაც, ორი მატრიცის ტოლობის განმარტების თანახმად, ეკვივალენტურია (3.1) სისტემის.

ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი A და B მატრიცის


ნამრავლი AB უნდა განიმარტოს იმ შემთხვევაში, როცა A-ს სვეტების რაოდენობა უდრის B -ს
სტრიქონების რაოდენობას, ხოლო შედეგი იქნება მატრიცა, რომელსაც იმდენი სტრიქონი აქვს
რამდენიც A-ს და იმდენი სვეტი აქვს რამდენიც B -ს. სხვა სიტყვებით, თუ A არის m × n მატრიცა,
ხოლო B არის n × p მატრიცა, მაშინ შესაძლებელია AB ნამრავლის განხილვა და ის იქნება m × p
მატრიცა. სქემატურად ეს ასე გამოისახება:

(m × n)(n × p) = (m × p).

განმარტება 3.1. A = (aij )m×n და B = (bij )n×p მატრიცების ნამრავლი, AB , ეწოდება C =


(cij )m×p მატრიცას, რომლის ყოველი cij (i = 1, 2, · · · , m, j = 1, 2, · · · , p) ელემენტი გამოითვლება
შემდეგი წესით:
n
X
cij = ai1 b1j + ai2 b2j + · · · + ain bnj = aik bkj . (3.4)
k=1

(3.4) ფორმულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ C = AB ნამრავლის i − j პოზიცი-


აზე მყოფი cij ელემენტი წარმოადგენს A მატრიცის i-ური სტრიქონის (ე.ი ai1 , ai2 , · · · , ain ) და B
მატრიცის j -ური სვეტის (ე.ი. b1j , b2j , · · · , bnj ) შესაბამისი ელემენტების ნამრავლების ჯამს. კერ-
ძოდ, c11 უდრის A მატრიცის პირველი სტრიქონის და B მატრიცის პირველი სვეტის შესაბამისი
ელემენტების ნამრავლების ჯამს

c11 = a11 b11 + a12 b21 + · · · + a1n bn1 ,

7
ხოლო c23 (თუ ასეთი არსებობს) უდრის A მატრიცის მეორე სტრიქონის და B მატრიცის მესამე
სვეტის შესაბამისი ელემენტების ნამრავლების ჯამს

c23 = a21 b13 + a22 b23 + · · · + a2n bn3 .

   
2 1 −1 4
მაგალითი 3.2. ვიპოვოთ AB და BA თუ A = და B = .
0 3 −2 5
ამოხსნა:
      
2 1 −1 4 2 · (−1) + 1 · (−2) 2 · 4 + 1 · 5 −4 13
AB = = = .
0 3 −2 5 0 · (−1) + 3 · (−2) 0 · 4 + 3 · 5 −6 15

      
−1 4 −1 · 2 + 4 · 0 −1 · 1 + 4 · 3
2 1 −2 11
BA = = = .
−2 5 −2 · 2 + 5 · 0 −2 · 1 + 5 · 3
0 3 −4 13
 
  1 4 0 5
2 1 2
მაგალითი 3.3. თუ A = და B =  3 −1 0 −1, მაშინ შესაძლებელია
0 −1 1
1 −2 2 3
 
  1 4 0 5
2 1 2 
AB = 3 −1 0 −1
0 −1 1
1 −2 2 3
ნამრავლის განხილვა და ის იქნება 2 × 4 მატრიცა, რადგან (2 × 3)(3 × 4) = (2 × 4). ეს ნამრავლი
აღვნიშნოთ C = (cij )2×4 -ით, ე.ი.
 
c11 c12 c13 c14
C= ,
c21 c22 c23 c24
სადაც

c11 = 2 · 1 + 1 · 3 + 2 · 1 = 7, c21 = 0 · 1 + (−1) · 3 + 1 · 1 = −2,


c12 = 2 · 4 + 1 · (−1) + 2 · (−2) = 3, c22 = 0 · 4 + (−1) · (−1) + 1 · (−2) = −1,
c13 = 2 · 0 + 1 · 0 + 2 · 2 = 4, c23 = 0 · 0 + (−1) · 0 + 1 · 2 = 2,
c14 = 2 · 5 + 1 · (−1) + 2 · 3 = 15, c24 = 0 · 5 + (−1) · (−1) + 1 · 3 = 4.
საბოლოოდ მივიღეთ  
7 3 4 15
AB = .
−2 −1 2 4
შევნიშნოთ, რომ ამ მაგალითში BA ნამრავლის განხილვა შეუძლებელია, ის არაა განმარტებული.

მაგალითი 3.2-დან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზოგადად AB 6= BA. უფრო მეტიც, როგორც
ამას მაგალითი 3.3 გვიჩვენებს, შესაძლებელია AB იყოს განმარტებული, ხოლო BA საერთოდ
არ იყოს განმარტებული. თუმცა მატრიცების ნამრავლს გააჩნია შემდეგ თეორემაში ჩამოთვლილი
თვისებები

8
თეორემა 3.4. ვთქვათ A, B და C მატრიცებს გააჩნიათ ისეთი განზომილებები, რომ შესაძლებე-
ლია ქვემოთ მოყვანილი ნამრავლების და ჯამების განხილვა, მაშინ:

i) A(BC) = (AB)C (გამრავლების ასოციურობა),

ii) A(B + C) = AB + AC (მარცხენა დისტრიბუციულობა),

iii) (B + C)A = BA + CA (მარჯვენა დისტრიბუციულობა).

iv) თუ A კვადრატული მატრიცაა და E იგივე რიგის ერთეულოვანი მატრიცაა, მაშინ

AE = EA = A.

მომდვნო თეორემაში აღწერილია თუ როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან მატრიცების


ტრანსპონირება და მატრიცების გამრავლება.

თეორემა 3.5. ვთქვათ A და B მატრიცებია და A-ს სვეტების რაოდენობა უდრის B -ს სტრიქონების


რაოდენობას, მაშინ:
(AB)0 = B 0 A0 .

You might also like