You are on page 1of 15

წრფივი ალგებრა

თავი 2: მატრიცები და წრფივი განტოლებები

ვახტანგ ლომაძე, ქეთევან შავგულიძე

1 მატრიცები
მატრიცი მეტად სასარგებლო ობიექტია; იგი თითქმის ყველგან პოვებს გამოყენე-
ბას.

1.1 ოპერაციები მატრიცებზე


==========================

ვთქვათ m, n მთელი დადებითი რიცხვებია. m × n ზომის მატრიცი ჰქვია რიცხ-


ვებისგან შემდგარ  
a11 a12 · · · a1n
 a21 a22 · · · a2n 
 
A= . .. .. .. 
 .. . . . 
am1 am2 ··· amn
სახის ცხრილს. მატრიცს ჰქვია კვადრატული თუ m = n.

სიმრავლე m × n ზომის მატრიცებისა აღინიშნება Rm×n სიმბოლოთი.

მატრიცს აქვს სტრიქონები და სვეტები. A მატრიცის i-ური სტრიქონი ავღნიშ-


ნოთ ai -თი, ხოლო j-ური სვეტი aj -თი. ამ აღნიშვნებით, გვექნება
 
a1
 a2  [ ]
 
A =  .  და A = a1 a2 · · · an .
 .. 
am

1
ზოგჯერ მატრიცს განსაზღვრავენ, როგორც (aij )1≤i≤m,1≤j≤n სახის ერთობლი-
ობას. სიმოკლისთვის, წერენ: (aij ).
ერთი და იგივე ზომის მატრიცები შეგვიძლია შევკრიბოთ:

(aij ) + (bij ) = (aij + bij ).

მატრიცი შეგვიძლია გავამრავლოთ რიცხვზე:

λ(aij ) = (λaij )

ცოტა უფრო რთულია მატრიცების გამრავლების ოპერაცია. სამაგიეროდ, იგი


უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია.
ჯერ განვიხილოთ სტრიქონისა და სვეტის შემთხვევა. მათი გამრავლება ხდება
შემდეგი წესით:
 
y1
[ ]  
 y2 
x1 x2 · · · xp ·  .  = x1 y1 + x2 y2 + · · · + xp yp .
 .. 
yp

ვთქვათ ახლა გვაქვს A და B მატრიცები, და ვთქვათ m × p არის A-ს ზომა და


p × n არის B-ს ზომა. წარმოვადგინოთ A როგორც სტრიქონების ერთობლიობა და
B როგორც სვეტების ერთობლიობა:
 
a1
 a2  [ ]
 
A =  . , B = b1 b2 · · · bn .
 . 
.
am

ნამრავლი AB განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:


 
a1 b1 a1 b2 · · · a1 bn
 a2 b1 a2 b2 · · · a2 bn 
 
AB =  . .. .. .. 
 .. . . . 
am b1 am b2 ··· am bn

სხვა სიტყვებით, თუ A = (aik ) და B = (bkj ), მაშინ მათი ნამრავლი C = (cij ) არის


მატრიცი, სადაც

p
cij = aik bkj .
k=1

შევნიშნოთ, რომ AB ნამრავლი არის m × n ზომის მატრიცი.

Warning. ორი მატრიცის გამრავლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,


როცა პირველის სვეტების რიცხვი უდრის მეორის სტრიქონების რიცხვს.

2
Remark. შეიძლება მოხდეს, რომ AB იყოს განსაზღვრული, მაგრამ BA სულაც არ
იყოს განსაზღვრული. რომც იყოს განსაზღვრული, როგორც წესი,

AB ̸= BA.

მატრიცების გამრავლებას აქვს ასოციაციურობის თვისება:

(AB)C = A(BC).

(შეამოწმეთ!) ასე, რომ ფრჩხილები არაა საჭირო და შეგვიძლია განვსაზღვროთ სამი


(და მეტი) მატრიცის ნამრავლი.
ადგილი აქვს აგრეთვე დისტრიბუციულობის კანონებს:

A(B1 + B2 ) = AB1 + AB2 , (A1 + A2 )B = A1 B + A2 B;

სამართლიანია კიდევ შემდეგი ტოლობებიც:

(λA)B = λ(AB) = A(λB).

მატრიცს, რომლის ყველა კომპონენტი 0-ის ტოლია, ჰქვია ნულოვანი და აღინი-


შნება უბრალოდ 0-ით. (უფრო სწორი იქნებოდა 0m×n აღნიშვნა.)

კვადრატულ მატრიცს, რომლის დიაგონალზე ერთებია და ყველა სხვა კომპონე-


ნტი ნული, ჰქვია ერთეულოვანი. n × n ზომის ერთეულოვანი მატრიცი აღინიშნება
In სიმბოლოთი.
ერთეულოვანი მატრიცი ისე იქცევა როგორც რიცხვი 1: თუ A არის m × n ზომის
მატრიცი, მაშინ
Im A = A და AIn = A.
ხშირად In -ის ნაცვლად წერენ უბრალოდ I-ს.

De nition. ვთქვათ A = (aij ) არის მატრიცი. მისი ტრანსპონირებული At მატრი-


ცი – ეს არის მატრიცი, სადაც (i, j) პოზიცია უკავია aji ელემენტს.

ტრანსპონირებისას სტრიქონი გარდაიქმნება სვეტად, და პირუკუ. ადვილი შე-


სამოწმებელია, რომ

(At )t = A, (A + B)t = At + B t , (λA)t = λAt .

Remark. რაკი გვაქვს ტრანსპონირების ოპერატორი, შეგვიძლია ვილაპარაკოთ,


მაგალითად, მხოლოდ სტრიქონების შესახებ. ყველაფერი რაც სამართლიანია სტ-
რიქონებისთვის, ავტომატურად სამართლიანი იქნება სვეტებისთვისაც.

Exercise. ვთქვათ A და B ისეთი მატრიცებია რომელთა გადამრავლება შეიძლე-


ბა. მაშინ შესაძლებელია B t და At მატრიცების გადამრავლებაც, და

(AB)t = B t At .

3
1.2 დაყვანილ-საფეხუროვანი მატრიცები
======================================

სტრიქონის (თუ ეს სტრიქონი არაა ნულოვანი) წამყვანი კომპონენტი ეწოდება


მარცხნიდან პირველ არანულოვან კომპონენტს.

De nition. ვთქვათ გვაქვს A მატრიცი. ვიტყვით, რომ A არის საფეხუროვანი, თუ


იგი აკმაყოფილებს შემდეგ ორ პირობას:

1) ყოველი ნულოვანი სტრიქონი (თუ ასეთი არის) არ უსწრებს არანულოვან სტ-


რიქონს (ანუ, ყველა ნულოვანი სტრიქონი განლაგებულია ქვევით);
2) ყოველი შემდეგი სტრიქონის წამყვანი კომპონენტი იმყოფება უფრო მარჯვ-
ნივ ვიდრე წინა სტრიქონის წამყვანი კომპონენტი.

ამ განსაზღვრებით, თუ მატრიცი მთლიანად ნულებისგან შედგება, იგი საფეხუ-


როვანია. შევნიშნოთ კიდევ, რომ საფეხუროვან მატრიცში წამყვანი კომპონენტის
ქვემოთ განლაგებული ელემენტები ნულის ტოლია.

De nition. ვიტყვით, რომ A მატრიცი არის დაყვანილ-საფეხუროვანი, თუ იგი


საფეხუროვანია და დამატებით აკმაყოფილებს კიდევ შემდეგ ორ პირობას:

3) ყოველი წამყვანი კომპონენტის ზემოთ მდებარე ელემენტები ნულის ტოლია.


4) ყოველი წამყვანი კომპონენტი უდრის 1-ს.

De nition. ვთქვათ A არის დაყვანილ-საფეხუროვანი მატრიცი. ყოველ იმ სვეტს,


რომელშიც არის წამყვანი კომპონენტი ჰქვია წამყვანი; ყოველ სხვას ჰქვია თავისუ-
ფალი.

Example. შემდეგი მატრიცებიდან პირველი არის საფეხუროვანი (მაგრამ არა დაყ-


ვანილ-საფეხუროვანი). მეორე არის დაყვანილ-საფეხუროვანი.
   
1 ∗ ∗ ∗ ∗ 0 1 ∗ 0 0 ∗ 0
 0 2 ∗ ∗ ∗   0 0 0 1 ∗ 0 0 
   
 0 0 0 3 ∗ ,  0 0 0 0 0 0 1 .
0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0

Example. აი კიდევ რამდენიმე მარტივი მაგალითი დაყვანილ-საფეხუროვანი მა-


ტრიცისა.
   
1 0 0 2 1 2 3 0 9 [ ]
 0 1 0 3 ,  0 0 0 1 4 , 0 1 3 0 9
.
0 0 0 1 0
0 0 1 5 0 0 0 0 0

დაყვანილ-საფეხუროვანი მატრიცები უმარტივესია. ჩვენ ახლა ვნახავთ, რომ ე.წ.


ელემენტარული გარდაქმნების მეშვეობით ნებისმიერი მატრიცი დაიყვანება დაყვა-
ნილ-საფეხუროვან სახეზე.

4
სულ გვაქვს სამი ტიპის ელემენტარული გარდაქმნა. ეს გარდაქმნებია:

(I) i-ური და j-ური სტრიქონების გაცვლა:

Ri ↔ Rj ;

(II) i-ური სტრიქონის გამრავლება ნულისგან განსხვავებულ λ ̸= 0 სკალარზე:

λRi → Ri , λ ̸= 0;

(III) i-ურ სტრიქონს სხვა j-ური სტრიქონის მიმატება გამრავლებულს ნებისმი-


ერ λ სკალარზე:
Ri + λRj → Ri , (i ̸= j).

ამ გარდაქმნებიდან ყველაზე ”მაგარი” III ტიპის გარდაქმნებია; მათი გამოყენე-


ბით ”ვკლავთ” მატრიცის ყველა იმ კომპონენტს რისი ”მოკვლაც” კი შეიძლება, და
ვაღწევთ ნულების მაქსიმალურ რაოდენობას. I ტიპის გარდაქმნების მეშვეობით გა-
დავაწყობთ სტრიქონებს და მატრიცს ვაძლევთ საფეხუროვან ფორმას. II ტიპის გა-
რდაქმნებს ვიყენებთ წამყვანი კომპონენტების ნორმირებისთვის.

Theorem 1 ელემენტარული გარდაქმნებით ყოველი მატრიცი დაიყვანება დაყვანილ-


საფეხუროვან ფორმაზე.

Proof. ადვილია. 2

დაყვანის პროცედურა მართლაც ადვილია, როგორც ამაში შემდეგი მაგალითი


გვარწმუნებს.

Example.
   
0 1 4 2 3 0 1 4 2 3
 0 2 8 2 5  R2 − 2R1 → R2  0 0 0 −2 −1  R2 ↔ R3
0 0 0 1 1 0 0 0 1 1
   
0 1 4 2 3 0 1 4 2 3
 0 0 0 1 1  R3 + 2R2 → R3  0 0 0 1 1 .
0 0 0 −2 −1 0 0 0 0 1
რაც მივიღეთ არის საფეხუროვანი ფორმა. დაყვანილ-საფეხუროვანი ფორმის მისა-
ღებად გვჭირდება კიდევ ორი გარდაქმნა:
   
0 1 4 0 1 0 1 4 0 0
R1 − 2R2 → R1  0 0 0 1 1  R2 − R3 → R2  0 0 0 1 0  .
0 0 0 0 1 0 0 0 0 1

De nition. ვთქვათ A და B ერთი ზომის მატრიცებია. ვიტყვით, რომ A მატრიცი


B მატრიცის ექვივალენტურია (და დავწერთ A ∼ B) თუ B მიიღება A-სგან ელემე-
ნტარული გარდაქმნების მეშვეობით.

5
იოლი შესამოწმებელია ის, რომ ”∼” არის ექვივალენტობის მიმართება, ანუ,
აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

(a) A ∼ A, (b) A ∼ B ⇒ B ∼ A, (c) A ∼ B და B ∼ C ⇒ A ∼ C.

თეორემა 1 შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: ყოველი მატრიცი ექვივალენტურია


დაყვანილ-საფეხუროვანი მატრიცის.

2 წრფივი განტოლებები
წრფივი განტოლებები განეკუთვნება განტოლებათა უმარტივეს კლასს. მათი ამო-
ხსნა შესაძლებელია ელემენტარული მეთოდებით, სავსებით იოლად.

2.1 განსაზღვრებები
==================

წრფივ განტოლებათა ზოგადი სისტემა გამოიყურება შემდეგნაირად:




 a11 x1 + a12 x2 + · · · + a1n xn = b1

 a21 x1 + a22 x2 + · · · + a2n xn = b2
.. .. .

 . .


am1 x1 + am2 x2 + · · · + amn xn = bm

განტოლებათა რიცხვი აქ არის m და უცნობების რიცხვი n. სისტემაზე ამბობენ, რომ


იგი ერთგვაროვანია თუ b1 , . . . , bm რიცხვები ნულის ტოლია.
მატრიცების გამოყენებით, სისტემა მოკლედ და კომპაქტურად შეგვიძლია წარ-
მოვადგინოთ. (მატრიცები სწორედ ამ მიზნით იყო გამოგონილი, მე-19 საუკუნეში
!) მართლაც, ავღნიშნოთ A-თი aij კოეფიციენტებისგან შემდგარი მატრიცი, x-ით
უცნობების სვეტი და b-თი მარჯვენა მხარეს განლაგებული რიცხვების სვეტი. ჩვე-
ნი სისტემა გადაიწერება, როგორც ერთი განტოლება, სახელდობრ, შემდენაირად:

Ax = b.

ამიტომაც, ხანდახან, ნაცვლად ”განტოლებათა სისტემისა” ვიტყვით ”განტოლებას”.


სასარგებლოა კიდევ შემდეგი წარმოდგენაც:

x1 a1 + · · · + xn an = b.

აქ a1 , . . . , an აღნიშნავენ A მატრიცის სვეტებს და b თავისუფალი წევრებისგან შე-


მდგარ სვეტის. შევნიშნოთ, რომ ჩვენი სისტემა შეიძლება კიდევ გადაიწეროს

a1 x = b1 , . . . , am x = bm

სახით. (აქ a1 , . . . , am A მატრიცის სტრიქონებია, ხოლო x უცნობების სვეტი.)

6
De nition. A მატრიცს ჰქვია განტოლებათა სისტემის (კოეფიციენტების) მატრი-
ცი. [A b] მატრიცს (ხშირად წერენ [A | b]) ჰქვია გაფართოებული (კოეფიციენტების)
მატრიცი.

გაფართოებული მატრიცი მოიცავს სრულ ინფორმაციას განტოლების შესახებ;


თუ ვიცით გაფართოებული მატრიცი, ვიცით თვითონ განტოლება.

განტოლებაზე იტყვიან, რომ იგი თავსებადია თუ მას ერთი ამონახსნი მაინც


აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იტყვიან, რომ იგი არათავსებადია.

2.2 გაუს-ჟორდანის მეთოდი


===========================

წრფივ განტოლებას დავუძახოთ დაყვანილ-საფეხუროვანი თუ მისი გაფართო-


ებული მატრიცი დაყვანილ-საფეხუროვანია. ასეთ განტოლებაში, ყოველ იმ უცნობს
რომლის შესაბამისი სვეტი წამყვანია ჰქვია წამყვანი. ყველა სხვას (თუ ასეთი არსე-
ბობს) ჰქვია თავისუფალი.

დაყვანილ-საფეხუროვანი განტოლების ამონახსნები პირდაპირ იკითხება, რო-


გორც ამას შემდეგი თეორემა გვეუბნება.

Theorem 2 ვთქვათ Ax = b არის დაყვანილ-საფეხუროვანი განტოლება. გვაქვს ორი


შემთხვევა:
1) [A b] მატრიცში b სვეტი არის წამყვანი. მაშინ, Ax = b განტოლებას არ აქვს
ამონახსნი.
2) [A b] მატრიცში b სვეტი არ არის წამყვანი. ვთქვათ i1 < · · · < ip წამყვანი
სვეტების ნომრებია და J ⊆ {1, . . . , n} არის თავისუფალი სვეტების ნომრების სიმ-
რავლე (A მატრიცში). მაშინ, Ax = b განტოლების ზოგადი ამონახსნი მოიცემა

 xj = tj თუ∑j ∈ J


 xi1 = bi1 − i <j∈J ai1 ,j tj
1
..

 .

 ∑
xip = bip − ip <j∈J aip ,j tj

ფორმულით. (აქ tj , j ∈ J პარამეტრებია და გაირბენენ ყველა ნამდვილ მნიშვნე-


ლობას.)

Proof. 1) b სვეტის წამყვანობა ნიშნავს იმას, რომ Ax = b განტოლებაში ერთი გან-


ტოლება
0 · x1 + · · · + 0 · xn = 1
სახისაა. ასე რომ, ამ შემთხვევაში სისტემა მართლაც არათავსებადია.
2) წამყვან უცნობებს ვტოვებთ მარცხენა მხარეს, და თავისუფალი უცნობები
(თუ ასეთი არსებობს) გადაგვაქვს მარჯვენა მხარეს. და ვანიჭებთ ნებისმიერ მნიშვ-
ნელობებს. ვღებულობთ ფორმულას.
2

7
Corollary 1 ვთქვათ ჩვენი სისტემა თავსებადია, და ვთქვათ q არის თავისუფალი
უცნობების რიცხვი (ე.ი., q = |J|). მაშინ, განტოლების ზოგადი ამონახსნი დამო-
კიდებულია q პარამეტრზე. კერძოდ, თუ ყველა უცნობი წამყვანია (ანუ q = 0), გა-
ნტოლებას აქვს ერთი ამონახსნი; სხვა შემთხვევაში (ანუ თუ q > 0), განტოლებას
აქვს უამრავი ამონახსნი.
საილუსტრაციოდ, განვიხილოთ განტოლებათა შემდეგი

 0x1 + x2 + 5x3 + 0x4 + 0x5 + 7x6 + 0x7 = 2
0x1 + 0x2 + 0x3 + 0x4 + 1x5 − 3x6 + 0x7 = 5

0x1 + 0x2 + 0x3 + 0x4 + 0x5 + 0x6 + x7 = 8
სისტემა. ამ სისტემის გაფართოებულ მატრიცია
 
0 1 5 0 0 7 0 2
 0 0 0 0 1 −3 0 5  .
0 0 0 0 0 0 1 8
ეს მატრიცი დაყვანილ-საფეხუროვანია. აქ x2 , x5 , x7 წამყვანი უცნობებია, ხოლო
x1 , x3 , x4 , x6 თავისუფალი უცნობები. ამ უკანასკნელთა მეორე მხარეს გადატანით
ვღებულობთ: 
 x2 = 2 − 5x3 − 7x6
x5 = 5 + 3x6 .

x7 = 8
თავისუფალ უცნობებს ვანიჭებთ ნებისმიერ მნიშვნელობებს, და ვღებულობთ შემ-
დეგ ამონახსნებს


 x1 = t1



 x2 = 2 − 5t3 − 7t6


 x3 = t3
x4 = t4 (t1 , t3 , t4 , t6 ∈ R).



 x 5 = 5 + 3t 6



 x6 = t6

x7 = 8

Theorem 3 ორი (ერთი და იგივე ”ზომის”) წრფივი განტოლება ექვივალენტურია


თუ მათი გაფართოებული მატრიცები ექვივალენტურია.
Proof. ეს ცხადია, იმიტომ რომ ყოველი ელემენტარული გარდაქმნა არ ცვლის გან-
ტოლების ამონახსნებს. 2

გაუს-ჟორდანის მეთოდი მდგომარეობს შემდეგში.

ვთქვათ გვაქვს Ax = b განტოლება. ამ განტოლების გაფართოებულ [A b] მატ-


რიცზე ვახორციელებთ ელემენტარულ გარდაქმნებს და ვღებულობთ დაყვანილ-
საფეხუროვან [A′ b′ ] მატრიცს. თეორემა 2-ის თანახმად, A′ x = b′ განტოლება მყი-
სიერად იხსნება. თეორემა 3-ის ძალით, A′ x = b′ განტოლების ამონახსნები იგივეა
რაც ჩვენი Ax = b განტოლების ამონახსნები.

8
2.3 მაგალითები
===============

Example 1. განვიხილოთ განტოლებათა შემდეგი სისტემა:



 x1 + x2 + −2x3 = −2
x2 + 3x3 = 7 .

x1 −x3 = −1

გვექნება:
     
1 1 −2 −2 1 1 −2 −2 1 1 −2 −2
 0 1 3 7  →  0 1 3 7  →  0 1 3 7  →
1 0 −1 −1 0 −1 1 1 0 0 4 8
     
1 1 −2 −2 1 0 −5 −9 1 0 −5 −9
 0 1 3 7  →  0 1 3 7  →  0 1 0 1  →
0 0 1 2 0 0 1 2 0 0 1 2
 
1 0 0 1
 0 1 0 1 .
0 0 1 2
ამრიგად, ჩვენი სისტემა ექვივალენტურია

 x1 = 1
x2 = 1

x3 = 2

სისტემის. ამონახსნია: x1 = 1, x2 , x3 = 2.

Example 2. განვიხილოთ განტოლებათა შემდეგი სისტემა:



 x1 + 2x2 + 3x3 = 0
4x1 + 5x2 + 6x3 = 0 .

7x1 + 8x2 + 9x3 = 0

გვექნება:
         
1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 0 −1
 4 5 6  →  3 3 3  →  1 1 1  →  0 1 2  →  0 1 2 .
7 8 9 6 6 6 1 1 1 0 0 0 0 0 0

ვხედავთ, რომ x1 და x2 წამყვანი ცვლადებია; x3 კი თავისუფალი ცვლადია. ჩვენი


სისტემა ექვივალენტურია {
x1 − x3 =0
x2 + 2x3 = 0

9
სისტემის, რომელსაც აქვს უამრავი ამონახსნი. ამონახსნებია:

x1 = t, x2 = −2t, x3 = t (t ∈ R).

Example 3. განვიხილოთ განტოლებათა შემდეგი სისტემა:



 x1 + 2x2 + 3x3 = 0
4x1 + 5x2 + 6x3 = 0 .

7x1 + 8x2 + 9x3 = 10

გვექნება:
       
1 2 3 0 1 2 3 0 1 2 3 0 1 0 −1 0
 4 5 6 0  →  3 3 3 0  →  1 1 1 0  →  0 1 2 0 .
5
7 8 9 10 6 6 6 10 1 1 1 3 0 0 0 1

ამრიგად, ჩვენი სისტემა ექვივალენტურია



 x1 − x3 =0
x2 + 2x3 =0

0 =1

სისტემის. ამ უკანასკნელს, რა თქმა უნდა, არ აქვს ამონახსნი.

2.4 დაყვანილ-საფეხუროვანი ფორმის ერთადერთობა


==================================================

თუ A არის მატრიცი, რომელიც შეიცავს ერთზე მეტ სვეტს, ავღნიშნოთ A′ -ით


ქვემატრიცი, რომელიც მიიღება მისგან ბოლო სვეტის წაშლით. შევნიშნოთ, რომ თუ
A დაყვანილ-საფეხუროვანი მატრიცია, ასეთივე იქნება A′ -იც.

Lemma 1 ვათქვათ A არის დაყვანილ-საფეხუროვანი მატრიცი ერთზე მეტზე სვე-


ტით, და ვთქვათ მისი ბოლო სვეტი არის წამყვანი. მაშინ, ამ უკანასკნელის წამყვანი
ერთიანი მდებარეობს A′ -ის პირველი ნულოვანი სტრიქონის გასწვრივ.

Proof. დავუშვათ, რომ ასე არ არის. მაშინ A მატრიცში უნდა გვქონდეს


[ ]
0 ... 0 0
0 ... 0 1

სახის ქვემატრიცი. ეს კი წინააღმდეგობაა. 2

Theorem 4 ვთქვათ A და B (ერთი და იმავე ზომის) დაყვანილ-საფეხუროვანი მატ-


რიცებია. მაშინ
A ∼ B ⇒ A=B

10
Proof. ავღნიშნოთ n-ით სვეტების რიცხვი ამ მატრიცებში, და გამოვიყენოთ ინდუ-
ქცია ამ რიცხვის მიმართ. შემთხვევა n = 1 ცხადია, რადგან ამ შემთხვევაში გვაქვს
სულ ორი დაყვანილ-საფეხუროვანი მატრიცი:
   
0 1
 0   0 
   
 ..  და  .. 
 .   . 
0 0

ვთქვათ n ≥ 2, და დავუშვათ თეორემა სამართლიანია n − 1 შემთხვევაში. ამ


დაშვების ძალით A′ = B ′ . ვთქვათ, რომელიღაც i-სთვის, i-ური სტრიქონები ჩვენს
მატრიცებში განსხვავდებიან: ain ̸= bin . როგორც ვიცით, Ax = 0 და Bx = 0 გა-
ნტოლებებს ერთი და იგივე ამონახსნები აქვთ. ავიღოთ მათი ნებისმიერი საერთო
ამონახსნი x ∈ Rn . გვექნება: (A − B)x = 0. ეს ნიშნავს, რომ (ain − bin )xn = 0. აქედან,
რადგან ain ̸= bin , ვღებულობთ, რომ xn = 0. გამოდის, რომ xn არ შეიძლება იყოს
თავისუფალი ცვლადი ორივე Ax = 0 და Bx = 0 განტოლებისთვის. სხვა სიტყვე-
ბით, ბოლო სვეტი ორივე A და B მატრიცში უნდა იყოს წამყვანი. თანახმად ლემა
1-სა, ბოლო წამყვანი კომპონენტი ორივე მატრიცში უნდა მდებარეობდეს ერთსა და
იმავე დონეზე. ამრიგად, A = B. 2

(ზემოთ მოყვანილი დამტკიცება აღებულია სტატიიდან: T. Yuster, The Reduced


Row Echelon Form of a Matrix is Unique: A Simple Proof. Math. Mag. 57 (1984), 93-94.
ეს დამტკიცება ელეგანტური და მართლაც მარტივია.)

თეორემა 1 და თეორემა 4 გვაძლევს მატრიცების სრულ კლასიფიკაციას! ყოვე-


ლი მატრიცი ექვივალენტურია ერთი და მხოლოდ ერთი დაყვანილ-საფეხუროვანი
მატრიცის.

Example. შეიძლება თუ არა  


1 2 3
 4 5 6 
7 8 9
მატრიცი ელემენტარული გარდაქმნებით დავიყვანოთ
 
1 0 0
 0 1 0 
0 0 0
მატრიცაზე? პასუხი: არ შეიძლება. მართლაც, ჩვენი მატრიცი ელემენტარული გარ-
დაქმნებით დაიყვანება  
1 0 −1
 0 1 2 
0 0 0
მატრიცაზე. ეს უკანასკნელი დაყვანილ-საფეხუროვანია. სხვა დაყვანილ-საფეხუროვანი
ფორმა კი არ შეიძლება ჰქონდეს.

11
3 შებრუნებადი მატრიცები, და რანგი

ვთქვათ U არის კვადრატული მატრიცი. ვიტყვით, რომ U არის შებრუნებადი თუ


მოიძებნება ისეთი X მატრიცი, რომ

U X = I = XU.

ასეთი X (თუ იგი საერთოდ არსებობს) მხოლოდ ერთია. (აჩვენეთ!) მას ჰქვია შებ-
რუნებული და აღნიშნავენ U −1 სიმბოლოთი. (ცოტა მოგვიანებით, ვისწავლით თუ
როგორ უნდა ვიპოვოთ იგი.)

De nition. სიმრავლე n×n ზომის შებრუნებადი მატრიცებისა აღინიშნება GLn (R)


სიმბოლოთი.

Exercise. ვთქვათ U, V ერთი და იგივე ზომის (კვადრატული) შებრუნებადი მატ-


რიცებია. დაამტკიცეთ, რომ U V შებრუნებადია და

(U V )−1 = V −1 U −1 .

Exercise. აჩვენეთ, რომ თუ U შებრუნებადი მატრიცია, მაშინ შებრუნებადი იქნე-


ბა U t მატრიციც და
(U t )−1 = (U −1 )t .

შებრუნებადი მატრიცის მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს ელემენტარუ-


ლი მატრიცები. ესაა მატრიცები, რომლებიც მიიღებიან ერთეულოვანი მატრიცის-
გან ელემენტარული გარდაქმნებით.
არის 3 ტიპის ელემენტარული მატრიცი.

De nition. (I) Ti,j (i ̸= j) – ეს არის მატრიცი, რომელიც მიიღება I მატრიცისგან


i-ური და j-ური სტრიქონების გაცვლით.

(II) Di (λ) (0 ̸= λ ∈ R) – ეს არის მატრიცი, რომელიც მიიღება I მატრიცისგან


i-ური სტრიქონის λ-ზე გამრავლებით (ანუ, (i, i) პოზიციაში მყოფი 1-ის შეცვლით
λ-თი).

(III) Li,j (λ), (i ̸= j, λ ∈ R) – ეს არის მატრიცი, რომელიც მიიღება I მატრიცისგან


j-ური სტრიქონის გამრავლებით λ-ზე და მისი i-ურ სტრიქონს მიმატებით.

Exercise. Eij იყოს მატრიცი, რომლის (i, j)-კომპონენტი არის 1 და ყველა სხვა
ნულის ტოლია. აჩვენეთ, რომ

Ti,j = (I − Ei,i − Ej,j ) + Ei,j + Ej,i , Di (λ) = (I − Ei,i ) + λEi,i , Li,j (λ) = I + λEi,j .

12
Lemma 2 ელემენტარული მატრიცები შებრუნებადია, და მათი შებრუნებულები ასე-
ვე ელემენტარულია. მეტიც, ადგილი აქვს შემდეგ ტოლობებს:
−1
Ti,j = Ti,j , Di (λ)−1 = Di (λ−1 ), Li,j (λ)−1 = Li,j (−λ).

Proof. ადვილია. 2

ელემენტარული გარდაქმნა იგივეა რაც მარცხნიდან ელემენტარულ მატრიცზე


გამრავლება. უფრო ზუსტად. ვთქვათ, გვაქვს A მატრიცი. მაშინ:

Ti,j A არის მატრიცი, რომელიც მიიღება A-სგან i-ური და j-ური სტრიქონების


გაცვლით;
Di (λ)A არის მატრიცი, რომელიც მიიღება A-სგან i-ური სტრიქონის λ-ზე გამრა-
ვლებით;
Li,j (λ)A არის მატრიცი, რომელიც მიიღება A-სგან i-ურ სტრიქონზე j-ური სტ-
რიქონის λ-ზე ნამრავლის მიმატებით.

გვჭირდება შემდეგი ლემა.

Lemma 3 კვადრატული დაყვანილ-საფეხუროვანი მატრიცი ან იგივური მატრიცია


ან არის მატრიცი ქვედა ნულოვანი სტრიქონით.

Proof. არ არის ძნელი. 2

Theorem 5 ვთქვათ U არის კვადრატული მატრიცი. შემდეგი თვისებები ექვივალე-


ნტურია:
(a) U -ს დაყვანილ-საფეხუროვანი ფორმა არის I;
(b) U არის ელემენტარული მატრიცების ნამრავლი;
(c) U არის შებრუნებადი მატრიცი;
(d) U x = 0 განტოლებას მხოლოდ ერთი x = 0 ამონახსნი აქვს.

Proof. (a) ⇒ (b) თუ Ek . . . E1 U = I, მაშინ U = E1−1 . . . Ek−1 .


(b) ⇒ (c) ყოველი ელემენტარული მატრიცი შებრუნებადია. ამიტომ, მათი ნამ-
რავლიც შებრუნებადი უნდა იყოს.
(c) ⇒ (d) განტოლების ორივე მხარის U −1 -ზე (მარცხნიდან) გამრავლებით, ვღე-
ბულობთ: x = U −1 0 = 0.
(d) ⇒ (a) წინააღმდეგ შემთხვევაში, ლემა 2-ის ძალით, U -ს დაყვანილ-საფეხუ-
როვანი ფორმაში ერთი სვეტი მაინც თავისუფალია. და თეორემა 2-ის გამოყენებით,
ვღებულობთ, რომ U x = 0 განტოლებას უამრავი ამონახსნი აქვს.
2

Corollary 2 ვთქვათ A და B ერთი ზომის მატრიცებია. მაშინ,

A ∼ B ⇔ ∃ U ∈ GL(R), B = U A.

შემდეგი ლემა გვასწავლის თუ როგორ შეიძლება ვიპოვოთ (შებრუნებადი) მატ-


რიცის შებრუნებული.

13
Lemma 4 ვთქვათ A არის შებრუნებადი მატრიცი. მაშინ, [A I] მატრიცის დაყვანილ-
საფეხუროვანი ფორმას აქვს [I B] სახე (თეორემა 3-ის თანახმად). ეს B მატრიცი
არის სწორედ A-ს შებრუნებული.

Proof. მართლაც, U [A I] = [I B] რომელიღაც შებრუნებადი U მატრიცისთვის. გვე-


ქნება
[U A U ] = [I B].
ეს კი ნიშნავს იმას, რომ U A = I და U = B. 2
 
1 1 1 1 1
 0 1 1 1 1 
 
Example. ვიპოვოთ A , სადაც A = 
−1 
 0 0 1 1 1 . განვიხილოთ
 0 0 0 1 1 
0 0 0 0 1
 
1 1 1 1 1 1 0 0 0 0
 0 1 1 1 1 0 1 0 0 0 
 
 0 0 1 1 1 0 0 1 0 0 
 .
 0 0 0 1 1 0 0 0 1 0 
0 0 0 0 1 0 0 0 0 1
ამ მატრიცში პირველ სტრიქონს გამოვაკლოთ მეორე, მეორე სტრიქონს გამოვაკ-
ლოთ მესამე, და ა.შ. მივიღებთ
 
1 0 0 0 0 1 −1 0 0 0
 0 1 0 0 0 0 1 −1 0 0 
 
 0 0 1 0 0 0 0 1 −1 0 
 
 0 0 0 1 0 0 0 0 1 −1 
0 0 0 0 1 0 0 0 0 1
მატრიცს. მაშასადამე,
 
1 −1 0 0 0
 0 1 −1 0 0 
 
A −1
=
 0 0 1 −1 0 .

 0 0 0 1 −1 
0 0 0 0 1
ძალიან მნიშვნელოვანია რანგის ცნება.

De nition. ვთქვათ A არის მატრიცი. თუ A ნულოვანია, მაშინ ვიტყვით, რომ რა-


ნგი არის 0. თუ A არანულოვანია, ვიტყვით, რომ მისი რანგი არის r, თუ ამ მატრიც-
ში არსებობს r × r ზომის შებრუნებადი ქვემატრიცი და ყველა უფრო დიდი ზომის
კვადრატული ქვემატრიცი არ არის შებრუნებადი. რანგს აღნიშნავენ rk(A) სიმბო-
ლოთი.

ცხადია, რომ მატრიცის რანგი არ იცვლება მისი ტრანსპონირებისას.

14
Proposition 1 ექვივალენტურ მატრიცებს ტოლი რანგები აქვთ.

Proof. ცხადია. იმიტომ, რომ ელემენტარული გარდაქმნით რანგი არ იცვლება. 2

ადვილი დასანახია, რომ საფეხუროვანი მატრიცის რანგი ტოლია მასში წამყვანი


სვეტების რიცხვის. ასე რომ, ერთი გზა (და ალბათ ყველაზე ეფექტური) მატრიცის
რანგის დადგენისა არის მისი დაყვანა საფეხუროვან ფორმაზე.
 
1 2 3
Example. ვიპოვოთ  4 5 6  მატრიცის რანგი. გვექნება
7 8 9
   
1 2 3 1 2 3
 4 5 6  R2 − 4R1 → R2  0 −3 −6  R3 − 7R1 → R3
7 8 9 7 8 9
   
1 2 3 1 2 3
 0 −3 −6  R3 − 2R2 → R3  0 −3 −6 
0 −6 −12 0 0 0
მივიღეთ საფეხუროვანი მატრიცი ორი წამყანი სვეტით. მაშასადამე, ჩვენი მატრი-
ცის რანგი ტოლია 2-ის

15

You might also like