You are on page 1of 26

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მათემატიკის ტექნოლოგიებისა და

ფარმაციის ფაკულტეტი

ჩხაპელია დიეგო

საბაკალავრო ნაშრომი

წრფივ ალგებრულ განტოლებათა ამოხსნის გახლეჩის მეთოდები

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი

რომეო გალდავა

თბილისი

2020
ანოტაცია

დიეგო ჩხაპელიას საბაკალავრო ნაშრომზე „წრფივ ალგებრულ განტოლებათა

ამოხსნის გახლეჩის მეთოდები“, რომელიც წარმოდგენილია მათემატიკის ბაკალავრის

აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

საბაკალავრო ნაშრომში განხილულია წრფივ განტოლებათა სისტემები, მათი

მატრიცული ფორმით წარმოდგენისა და ამოხსნის ხერხები. აღწერილია წრფივ ალგებრულ

განტოლებათა სისტემების ამოხსნის როგორც პირდაპირი და იტერაციული რიცხვითი

მეთოდები, ასევე მათი ამოხსნის გახლეჩის მეთოდები. მოყვანილია შესაბამისი მაგალითები

და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები.

2
სარჩევი

შესავალი 4

1. განტოლებები და განტოლებათა სისტემები 6

2. წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემების ამოხსნის ზუსტი და 10


მიახლოებითი მეთოდები

3. წრფივ ალგებრულ განტოლებათა ამოხსნის გახლეჩის მეთოდები 17

დასკვნა 25

გამოყენებული ლიტერატურა 26

3
შესავალი

განტოლება არის გამოსახულება, რომელიც შეიცავს ცვლადს. იგი ფართოდ

გამოიყენება მათემატიკაში და მისი ამოხსნა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. რაც შეეხება

განტოლებათა სისტემას, იგი წარმოადგენს განტოლებების ერთობლიობას. მისი ამოხსნა კი

ნიშნავს ცვლადისთვის ისეთი მნიშვნელობების მინიჭებას, რომელებიც ერთდროულად

დააკმაყოფილებენ ყველა განტოლებას. იმისათვის რომ ამოვხსნათ განტოლებათა სისტემა,

უნდა მოვძებნოთ ცვლადების მნიშვნელობათა მთელი რიგი, რომლებიც წარმოადგენენ

სისტემის ამონახსნებს. მათემატიკაში წრფივი განტოლებათა სისტემა არის რამდენიმე წრფივი

განტოლებისაგან მიღებული სისტემა, რომელიც მოიცავს ცვლადის ერთსა და იმავე ნაწილს.

მაგალითად თუ გვაქვს სამი განტოლებათა სისტემა, რომლებიც მოიცავენ X, Y და Z

ცვლადებს. ამოხსნის შემთხვევაში ჩვენ ამ ცვლადებს ისეთი მნიშვნელობები უნდა მივანიჭოთ,

რომლებიც სამივე განტოლებას დააკმაყოფილებენ. სიტყვა „სისტემა“ იმაზე მიუთითებს რომ

განტოლებების ამოხსნა ხდება კოლექტიურად და არა ინდივიდუალურად.

მათემატიკაში წრფივი სისტემების თეორია არის წრფივი ალგებრის საფუძველი და

მისი ფუნდამენტური ნაწილი, იგი არის საგანი, რომელიც თანამედროვე მათემატიკის

ძირითად ნაწილში გამოიყენება. გამოთვლითი ალგორითმები წრფივი ალგებრის

მნიშვნელოვანი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინჟინერიაში, ქიმიაში,

ფიზიკაში, კომპიუტერულ სისტემებში და ეკონომიკაში.

ძალიან ხშირად, განტოლებათა კოეფიციენტები რთული რიცხვებია და მათი ამოხსნა

ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შესაბამისად თანამედროვე ინფორმაციული

ტექნოლოგიების გამოყენება ამ საქმეში ძალზედ მნიშვნელოვანია. რაც თავის მხრივ

მოითხოვს ისეთი ლოგიკური ინსტრუქციების ერთობლიობას, რომელიც მიგვიყვანს

დასახული მიზნის მიღწევამდე. სწორედ ამის საფუძვეზე დროთა განმავლობაში

ყალიბდებოდა თეორიები და იქმნებოდა ალგორითმები, რათა მისცემოდა კომპიუტერს

4
შესაძლებლობა ამოეხსნა რთული და შრომატევადი ამოცანები, რომელთა ამოხსნა

ადამიანისათვის შეუძლებელი იყო.

როგორც ცნობილია, ალგორითმი ეს არის მოქმედებების ზუსტი აღწერა, რომლის

შესრულებას ამონახსნთან მივყავართ. იგი არის გარკვეული რიცხვითი მეთოდის

რეალიზაცია. თავისუფლად შესაძლებელია, რომ სხვადასხვა რეალიზაცია ჰქონდეს ერთი და

იგივე მეთოდს, სწორედ ამიტომ საჭიროა შევარჩიოთ ისეთი ალგორითმი, რომელიც

კომპიუტერის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს. მარტივად რომ ვთქვათ,

რაც უფრო ცოტა მათემატიკურ ოპერაციას ასრულებს ალგორითმი მით უფრო ცოტა

ტევადობა სჭირდება მას და შესაბამისად უფრო გამოყენებადია.

კომპიუტერული სისტემების სწრაფმა განვითარებამ მისცა ბიძგი ჩამოყალიბებულიყო

თეორემები და შექმნილიყო ახალი ეკონომიური ალგორითმები. სწორედ ასეთი ტიპის

მეთოდებია განხილული წარმოდგენილ ნაშრომში.

5
1. განტოლებები და განტოლებათა სისტემები

ცნობილია, რომ წრფივი განტოლება ჩაიწერება შემდეგნაირად:

𝑎𝑥 = 𝑏,

სადაც 𝑎 და 𝑏 რაიმე რიცხვებია, ხოლო 𝑥_ით უცნობია აღნიშნული. როდესაც:


𝑏
● 𝑎 ≠ 0 , მაშინ განტოლებას აქვს ერთდერთი ამონახსნი: 𝑥 = 𝑎

● თუ 𝑎 = 0 და 𝑏 = 0 ,მაშინ განტოლებას აქვს უამრავი ამონახსნი.

● თუ 𝑎 = 0 და 𝑏 ≠ 0 ,მაშინ განტოლებას არა აქვს ამონახსნი.

აღნიშნული წარმოადგენს წრფივ ერთუცნობიან განტოლებას, ხოლო წრფივ ორუცნობიან

განტოლებას აქვს შემდეგი სახე:

𝑎𝑥 + 𝑏𝑦 = 𝑐, (1.1)

სადაც 𝑎, 𝑏 და 𝑐 რაიმე რიცხვებია, ხოლო 𝑥_ით და 𝑦_ით უცნობია აღნიშნული. განტოლების

ამონახსნი წარმოადგენს ისეთ რიცხვთა წყვილს (𝑥0 ; 𝑦0 ), რომლისთვისაც:

𝑎𝑥0 + 𝑏𝑦0 = 𝑐
● თუ 𝑎 = 0, 𝑏 = 0 და 𝑐 ≠ 0, მაშინ განტოლებას არა აქვს ამონახსნი.

● თუ 𝑎 = 0, 𝑏 = 0 და 𝑐 = 0 , მაშინ განტოლებას უამრავი ამონახსნი აქვს.

იმ (𝑥; 𝑦) წყვილთა ერთობლიობას, რომლებიც (1.1)-ს აკმაყოფილებს, განტოლების

გრაფიკი ეწოდება. თუ 𝑎 და 𝑏 არ არის ნული, მაშინ განტოლების გრაფიკი საკოორდინატო

სიბრტყეზე გამოისახება წრფით:

მაგალითი:

𝑥+𝑦 =7
საკმარისია ვიპოვოთ ორი წერტილი:

𝑥 = 0; 𝑦 = 7
𝑥 = 7; 𝑦 = 0

6
ნახ.1.

განვიხილოთ წრფივი ორუცნობიანი განტოლებათა სისტემა:

{𝑎1 𝑥 + 𝑏1 𝑦 = 𝑐1 𝑎2 𝑥 + 𝑏2 𝑦 = 𝑐2

 თუ ყველა რიცხვი 𝑎1 ; 𝑏1 ; 𝑎2 ; 𝑏2 ; 𝑐1 ; 𝑐2 ნოლია, მაშინ სისტემას აქვს უამრავი ამონახსნი.


 თუ 𝑎1 = 0; 𝑎2 = 0; 𝑏1 = 0; 𝑏2 = 0 , 𝑐1 და 𝑐2 ≠ 0 , მაშინ სისტემას არ აქვს ამონახსნი. ასეთ
შემთხვევაში ვიტყვით რომ სისტემა არათავსებადია.

ვთქვათ 𝑎1 , 𝑎2 , 𝑏1 , 𝑏2 რიცხვებიდან ერთი მაინც ≠0,ვთქვათ 𝑎1 ≠ 0, მაშინ გვაქვს:

𝑏1 𝑐1 𝑎2 𝑎2
{𝑥 + 𝑦= 𝑎 𝑥 + 𝑏2 𝑦 = 𝑐2 ∗ (−𝑎2 ) → {−𝑎2 𝑥 − 𝑏1 𝑦 = −𝑐1 𝑎 𝑥 + 𝑏2 𝑦 = 𝑐2
𝑎1 𝑎1 2 𝑎1 𝑎1 2

𝑎2 𝑥 + 𝑏2 𝑦 = 𝑐2
𝑎2 𝑎2
(𝑏2 − 𝑏1 ) 𝑦 = 𝑐2 − 𝑐1
𝑎1 𝑎1

აქედან:

𝑎1 𝑐2 −𝑎2 𝑐1 |𝑎 𝑐1 𝑎2 𝑐2 |
𝑦= 𝑦 = |𝑎 1
𝑎1 𝑏2 −𝑎2 𝑏1 1 𝑏1 𝑎2 𝑏2 |

ჩავსვათ პირველ განტოლებაში, მივიღებთ:


7
𝑐1 𝑏2 −𝑎2 𝑏1 |𝑐 𝑏1 𝑐2 𝑏2 |
𝑥= 𝑦 = |𝑎1
𝑎1 𝑏2 −𝑎2 𝑏1 1 𝑏1 𝑎2 𝑏2 |

ე.ი.

 როცა 𝑎1 𝑏2 − 𝑎2 𝑏1 ≠ 0 , მაშინ სისტემას ერთადერთი ამონახსნი აქვს.

 თუ 𝑎1 𝑏2 − 𝑎2 𝑏1 = 0 და 𝑎1 𝑐2 − 𝑎2 𝑐1 ≠ 0 , მაშინ სისტემას არ აქვს ამონახსნი.

 თუ 𝑎1 𝑐2 − 𝑎2 𝑐1 = 0 მაშინ სისტემას აქვს უამრავი ამონახსნი და ყოველი (𝑥; 𝑦), რომელიც

აკმაყოფილებს პირობებს:
𝑐 𝑏
𝑥 = 𝑎2 − 𝑎2 𝑦 (y ნებისმიერია) არის სისტემის ამონახსნი.
2 2

ანალოგიური მსჯელობით შესაძლებელია განვიხილოთ უფრო მაღალი რიგის

განტოლებათა სისტემები.

განვიხილოთ n-უცნობიან m წრფივ განტოლებათა სისტემა, n არის უცნობების რიცხვი,

m- განტოლებათა რიცხვი. უცნობებს ჩვენ აღვნიშნავთ x1,,x2,…,xn-ით. i - ური განტოლების xi

უცნობთან მდგომ კოეფიციენტებს aij-თი. ამრიგად, ჩვენ სისტემას აქვს სახე:

𝑎11 𝑥1 + 𝑎12 𝑥2 + ⋯ + 𝑎1𝑛 𝑥𝑛 = 𝑏1


𝑎21 𝑥1 + 𝑎22 𝑥2 + ⋯ + 𝑎2𝑛 𝑥𝑛 = 𝑏2
…………………………………. (1.2)

𝑎𝑚1 𝑥1 + 𝑎𝑚2 𝑥2 + ⋯ + 𝑎𝑚𝑛 𝑥𝑛 = 𝑏𝑚


ზოგადად n უცნობიან m წრფივ განტოლებათა სისტემას აქვს (1.2) სახე. aij

კოეფიციენტები არის ნამდვილი რიცხვები, ნამდვილი რიცხვებია ასევე b1,b2,…,bm.

თუ ყველა 𝑏𝑖=0 , 𝑖 = 1, 2, … , m, მაშინ ასეთ სისტემას უწოდებენ ერთგვაროვან სისტემას. ბევრი

პრაქტიკული ამოცანა დაიყვანება წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემის შესწავლაზე.

თუ bi კოეფიციენტებიდან ერთი მაინც განსხვავებული ნულისგან, მაშინ ასეთ სისტემას

უწოდებენ არაერთგვაროვან სისტემას. (1.2) სისტემას ეწოდება თავსებადი, თუ მას აქვს

ამონახსნი.

k1,k2,…,km რიცხვთა სისტემას ვუწოდებთ (1.2) სისტემის ამონახსნს, თუ xi უცნობების

ნაცვლად ki რიცხვების ჩასმის შედეგად მიიღება ჭეშმარიტი რიცხვითი ტოლობები. (1.2)

სისტემას ეწოდება არათავსებადი, თუ მას ამონახსნი არ აქვს. ჩვენი მიზანია დავადგინოთ,

8
როდის არის (1.2) სისტემა არათავსებადი ან თავსებადი, თუ თავსებადია, დავადგინოთ

რამდენი ამონახსნი აქვს და ვიპოვოთ ეს ამონახსნები. თუ სისტემას აქვს 1 -ზე მეტი ამონახსნი,

მაშინ მას ეწოდება განუსაზღვრელი.

9
2. წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემების ამოხსნის ზუსტი
და მიახლოებითი მეთოდები

წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემების ამოხსნის მეთოდები შეიძლება

პირობითად დავყოთ ზუსტ და იტერაციულ მეთოდებად. ზუსტი მეთოდების შემთხვევაში

შესაძლებელია კონკრეტული ფორმულებისა და მეთოდების გამოყენებით სისტემების

ამოხსნა. ხოლო იტერაციული მეთოდები - ეს მიახლოებითი მეთოდებია, რომელიც

გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ზუსტი მეთოდების გამოყენება შეუძლებელია, ან

დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან.

2.1. გაუსის გამორიცხვის მეთოდი

გაუსის გამორიცხვის მეთოდი ცნობილია, როგორც რიგის შემცირების მეთოდი და

წარმოადგენს წრფივი ალგებრის ალგორითმს და გამოიყენება წრფივ განტოლებათა

სისტემის ამონახსნთა საპოვნელად. ეს მეთოდი ასევე გამოიყენება მატრიცის დეტერმინატის

საპოვნელად.

გაუსის გამორიცხვის მეთოდის ფუნდამენტურ იდეას წარმოადგენს ერთი განტოლების

დამატება სხვასთან, რათა გამოირიცხოს ცვლადი და ასე გრძელდება ეს პროცესი მანამ,

სანამ არ დარჩება მხოლოდ ერთი ცვლადი. მისი გამოთვლის შემდეგ იგი ბრუნდება სხვა

განტოლებაში, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ სხვა ცვლადების მნიშვნელობები.

გაუსის გამორიცხვის მეთოდი ჩვეულებრივ ხდება მატრიცების მეშვეობით. ეს მეთოდი

ამცირებს ძალისხმევას ამონახსნის საპოვნელად.

2.2. კრამერის წესი

წრფივი განტოლებათა სისტემის ამოხსნის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც იყენებს

დეტერმინატს, არის ცნობილი როგორც კრამერის წესი. ამ წესის ჩამოყალიბება მე-18 საუკუნის

10
შუა წლებით თარიღდება და მისი შემქმნელის სახელით არის ცნობილი. შვეიცარიელმა

მათემატიკოსმა გაბრიელ კრამერმა 1750 წელს დაამკვიდრა ეს წესი წრფივ ალგებრაში და

დღესაც ფართოდ გამოიყენება.

კრამერის წესი გვაძლევს განტოლებათა სისტემის უნიკალურ ამონახსნებს იმ

შემთხვევაში, თუ ისინი არსებობს. თუ სისტემას აქვს უამრავი ამონახსნი ან საერთოდ არ აქვს

ამონახსნი, ამას გვაჩვენებს მოცემული მატრიცის დეტერმინანტი, როდესაც ის ნულის ტოლია.

პირდაპირი მეთოდები რიგ შემთხვევაში, გამოყენების კუთხით გარკვეულ პრობლემებს

აწყდება. ეს გამოწვეულია საწყისი მატრიცის თავისებურებებით. ამ თვალსაზრისით დიდი

პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ ე. წ. იტერაციულ ალგორითმებს.

2.3. იტერაციის მეთოდი

განვიხილოთ n უცნობიანი წრფივ განტოლებათა სისტემა:

A x = b, (2.1)

სადაც A=(aij)nxn, x=(x1, x2, …, xn)T არის უცნობი ვექტორი, ხოლო b=(b1, b2, …, bn)T - ცნობილი

ვექტორია. ვთქვათ A მატრიცის დეტერმინანტი |A| ≠ 0, მაშინ (2.1) სისტემას აქვს ერთადერთი

ამონახსნი. ვთქვათ დიაგონალზე მდგომი კოეფიციენტები aii ≠ 0, მაშინ (2.1) სისტემა

შეგვიძლია ჩავწეროთ ასე:


𝑥1 =∝11 𝑥1 +∝12 𝑥2 + ⋯ ∝1𝑛 𝑥𝑛 + 𝛽1
𝑥 =∝21 𝑥1 +∝22 𝑥2 + ⋯ ∝2𝑛 𝑥𝑛 + 𝛽2
{ 2 (2. 2)
…………………………………………..
𝑥𝑛 =∝𝑛1 𝑥1 +∝𝑛2 𝑥2 + ⋯ ∝𝑛𝑛 𝑥𝑛 + 𝛽𝑛
𝑎 𝑏
სადაც ∝𝑖𝑗 = − 𝑎𝑖𝑗 ; თუ i ≠ j, ∝𝑖𝑖 = 0, და 𝛽𝑖 = 𝑎 𝑖 .
𝑖𝑖 𝑖𝑖

ცხადია (2.2) სისტემა ექვივალენტურია (2.1) სისტემის, ე. ი. (2.2)-ის ამონახსნი

აკმაყოფილებს (2. 1)-ის და პირიქით. (2. 2) სისტემა მოკლე ასე ჩაიწერება:

𝑥 =∝ 𝑥 + 𝛽, (2. 3)

სადაც ∝= (∝𝑖𝑗 )𝑛∗𝑛 , 𝛽 = (𝛽1 , 𝛽2 , … , 𝛽𝑛 )𝑇 . (3. 2) -ს ან რაც იგივეა (2. 3) სისტემას ვუწოდებთ

დაყვანილ სისტემას. იტერაციული მეთოდი (2.3) სისტემისათვის განისაზღვრება შემდეგი

დამოკიდებულებით:

11
𝑥 (𝐾) =∝∗ 𝑥 (𝐾−1) + 𝛽, k=1, 2, …. , (2.4)
(0)
სადაც 𝑥 არის საწყისი ვექტორი, მეორენაირად მას უწოდებენ საძიებელი ამონახსნის საწყის

მიახლოებას, საწყის მიახლოებად შეიძლება ავიღოთ ნებისმიერი ვექტორი. ცხადია

საბოლოო შედეგის მისაღებად (ამას ქვემოთ დავინახავთ) უმჯობესია საწყისი მიახლოება რაც

შეიძლება ახლოს იყოს ზუსტ ამონახსნთან. საწყის მიახლოებას ვსვამთ (2.4) სისტემის მარჯვენა

მხარეში 𝑥 უცნობის ნაცვლად და მივიღებთ 𝑥 (1) პირველ მიახლოებას. შემდეგ პირველ

მიახლოებას ისევ ვსვამთ (2.4) სისტემის მარჯვენა მხარეში 𝑥 უცნობის ნაცვლად და მივიღებთ

მეორე მიახლოებას და ა. შ. ამრიგად (2.4) რეკურენტული დამოკიდებულების საშუალებით

ჩვენ ვაგებთ ვექტორთა მიმდევრობას:

𝑥 (0) , 𝑥 (1) , … , 𝑥 (𝑛) , … (2. 5)


ვთქვათ (2. 5) მიმდევრობა კრებადია. ე. ი.

lim 𝑥 (𝑘) = 𝑥 ∗ .
𝑘→∞

თუ გადავალთ (2.4) ტოლობის ორივე მხარეში ზღვარზე და გავითვალისწინებთ უწყვეტობას,

მივიღებთ:

lim 𝑥 (𝑘) = lim (∝ 𝑥 (𝑘−1) + 𝛽) = lim ∝ 𝑥 (𝑘−1) + 𝛽 =∝ ( lim 𝑥 (𝑘−1) ) + 𝛽


𝑘→∞ 𝑘→∞ 𝑘→∞ 𝑘→∞

ან რაც იგივეა

𝑥 ∗ =∝ 𝑥 ∗ + 𝛽.
ამრიგად თუ (2.5) მიმდევრობა კლებადია, მაშინ მისი ზღვარი იქნება (2.3) სისტემის

ამონახსნი. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ (2.4) იტერაციული მეთოდი კრებადია. მტკიცდება,

რომ (2.4) იტერაციული მეთოდის კრებადობის პირობებია:

ა) min ∑𝑛𝑗=1|∝𝑖𝑗 | < 1;


𝑖

ბ) min ∑𝑛𝑖=1|∝𝑖𝑗 | < 1;


𝑖

გ) ∑𝑛𝑖=1 ∑𝑛𝑗=1 𝑎2 𝑖𝑗 < 1 .

თუ (2.1) სისტემისათვის შესრულებულია პირობა

|𝑎𝑖𝑖 | > ∑𝑗=1|𝑎𝑖𝑖 | , 𝑖 = 1, 2, … , 𝑛, (2.6)

მაშინ (2.4) იტერაციული მეთოდი ასევე კრებადია.

12
2.4 ზეიდელის მეთოდი

ზეიდელის მეთოდს (2.1) სისტემისათვის აქვს შემდეგი სახე:

𝑥1 (𝑘) = 𝛼11 𝑥1 (𝑘−1) + 𝛼12 𝑥2 (𝑘−1) + ⋯ 𝛼1𝑛 𝑥𝑛 (𝑘−1) + 𝛽1


𝑥2 (𝑘) = 𝛼21 𝑥1 (𝑘) + 𝛼22 𝑥2 (𝑘−1) + ⋯ 𝛼2𝑛 𝑥𝑛 (𝑘−1) + 𝛽2 (2.7)

𝑥3 (𝑘) = 𝛼 31 𝑥1
(𝑘)
+ 𝛼32 𝑥2 (𝑘) + ⋯ 𝛼3𝑛 𝑥𝑛 (𝑘−1) + 𝛽3
………………………………………………………….

𝑥𝑛 (𝑘) = 𝛼𝑛1 𝑥1 (𝑘) + 𝛼12 𝑥2 (𝑘) + ⋯ 𝛼1𝑛 𝑥𝑛 (𝑘−1) + 𝛽𝑛


ამრიგად, პირველი განტოლებიდან

𝑥1 (0) , 𝑥2 (0) , … 𝑥𝑛 (0)


ნულოვანი მიახლოების საშუალებით განისაზღვრება 𝑥1 უცნობის პირველი მიახლოება 𝑥1 (1) .

მეორე განტოლებიდან

𝑥1 (1) , 𝑥2 (0) , … 𝑥𝑛 (0)


მიახლოების საშუალებით განისაზღვრება 𝑥2 უცნობის პირველი მიახლოება 𝑥2 (1) და ა.შ.

შემდეგი იტერაციის შემთხვევაში პირველი განტოლებიდან

𝑥1 (1) , 𝑥2 (1) , … 𝑥𝑛 (1)


მიახლოების საშუალებით განისაზღვრება 𝑥1 უცნობის მეორე მიახლოება 𝑥1 (2) .

𝑥1 (2) , 𝑥2 (1) , … 𝑥𝑛 (1)


მიახლოების საშუალებით განისაზღვრება 𝑥2 უცნობის მეორე მიახლოება 𝑥2 (2) და ა. შ. (2.7)

იტერაციული პროცესი მოკლედ ასე ჩაიწერება

𝑥 (𝑘) = 𝛽𝑥 (𝑘) + 𝐶𝑥 (𝑘−1) + 𝛽, 𝑘 = 1, 2, …, (2.8)

სადაც 𝑥 (𝑘) = (𝑥1 (𝑘) , 𝑥2 (𝑘) , … . , 𝑥𝑛 (𝑘) )𝑇 , 𝐶 =∝ −𝛽,


0 0 0 … 0 0
𝛼21 0 0 … 0 0
𝐵 = 𝛼31 𝛼32 0 … 0 0 .
… … … … … …
(𝛼𝑛1 𝛼𝑛2 𝛼𝑛3 … 𝛼𝑛𝑛−1 0)
(2.8) რეკურენტული დამოკიდებულების საშუალებით ვაგებთ ვექტორთა შემდეგ

მიმდევრობას

𝑥 (0) , 𝑥 (1) , … 𝑥(𝑘) , …


ვთქვათ ეს მიმდევრობა კრებადია და
13
lim 𝑥 (𝑘) = 𝑥 ∗
𝑘→∞

თუ (2.8) ტოლობაში გადავალთ ზღვარზე k-ს მიმართ, მივიღებთ

𝑥 ∗ = 𝛽𝑥 ∗ + 𝑐𝑥 ∗ + 𝛽
ან რაც იგივეა

𝑥 ∗ = 𝛼𝑥 ∗ + 𝛽.

ამრიგად 𝑥 ∗ არის (2.7) სისტემის ამონახსნი ან რაც იგივეა (3.1) სისტემის.

შენიშვნა: ზეიდელის მეთოდი კრებადია, თუ შესრულებულია ჩვეულებრივი იტერაციის

კრებადობის ზემოთ ჩამოთვლილი საკმარისი პირობებიდან ერთ ერთი.

2.5. იაკობის იტერაციული პროცესი

განვიხილოთ სისტემა Ax = B, (2.9) სადაც A=(aij)n*n მატრიცის დიაგონალზე მდგომი ელემენტები

განსხვავებულია 0-გან. (2.9) სისტემა ჩავწეროთ შემდეგი სახით:

𝑎𝑖𝑖 𝑥𝑖 + ∑𝑗<𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑖𝑗 + ∑𝑗>𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑖𝑗 = 𝑏𝑖 , 𝑖 = 1, 2, … 𝑛. (2.10)

(2.9) სისტემას ვხსნით შემდეგი იტერაციული პროცესის გამოყენებით:


1
𝑥𝑖 (𝑘) = 𝑎 (− ∑𝑗<𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 (𝑘−1) − ∑𝑗>𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 (𝑘−1) + 𝑏𝑖 ). (2.11)
𝑖𝑖

სადაც 𝑥1 (0) , 𝑥2 (0) , … , 𝑥𝑛 (0) არის საწყისი მიახლოება.

(2.11) იტერაციულ პროცესს უწოდებენ იაკობის იტერაციულ მეთოდს. ადრე

გამოყენებული მეთოდების საშუალებით მტკიცდება რომ (2.11) იტერაციული პროცესი

კრებადია, თუ A მატრიცა არის მკაცრად დიაგონალური ჭარბობის. მატრიცას ეწოდება

მკაცრად დიაგონალური ჭარბობის, თუ დიაგონალზე მდგომი ნებისმიერი ელემენტის

მოდული მკაცრად მეტია ამ სტრიქონის დანარჩენი ელემენტების მოდულების ჯამზე |𝑎𝑖𝑖 | >

∑𝑗<𝑖|𝑎𝑖𝑗 | ∑𝑗>𝑖|𝑎𝑖𝑗 |. 𝑖 = 1, . . . 𝑛.

14
2.6. გაუს-ზეიდელის და ზედა რელაქსაციის იტერაციული მეთოდები

წინა პუნქტებში განხილული (2.10) ან რაც იგივეა (2.11) სისტემისათვის გაუს-ზეიდელის

იტერაციულ პროცესებს აქვს სახე:

1
𝑥𝑖 (𝑘) = (− ∑ 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 (𝑘) − ∑ 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 (𝑘−1) + 𝑏𝑖 ),
𝑎𝑖𝑖
𝑗<𝑖 𝑗>𝑖

𝑖 = 1, 2, … 𝑛, 𝑘 = 1,2, … , 𝑛.
გაუს-ზეიდელის იტერაციული პროცესი იაკობის იტერაციული პროცესისგან განსხვავდება

იმით რომ წინა ბიჯებზე ნაპოვნი მატრიცები გამოიყენება ახალი იტერაციის დასაზუსტებლად.

იდეა არის ძალიან მარტივი: თავიდან ვიღებთ რა საწყისი მიახლოებას 𝑥2 (0) , … 𝑥𝑛 (0) (2.9)

სისტემის პირველი განტოლებიდან ვპოულობთ x1(1) შემდეგ ნაბიჯზე (2.9) სისტემის მეორე

განტოლებიდან x2(1) მიახლოებას ვპოულობთ წინა ბიჯზე ნაპოვნი ახალ x1(1) მიახლოებას და

𝑥3 (0) , … 𝑥𝑛 (0) საწყის მიახლოებების საშუალებით და ა. შ.

სქემატურად გაუს-ზეიდელის პროცესი ასე გამოიყენება:

𝑥1 (1) , 𝑥2 (0) , 𝑥3 (0) , …, 𝑥𝑛 (0)


𝑥1 (1) , 𝑥2 (1) , 𝑥3 (0) , …, 𝑥𝑛 (0)
𝑥1 (1) , 𝑥2 (1) , 𝑥3 (1) , …, 𝑥𝑛 (0)
… … … …, …
𝑥1 (1) , 𝑥2 (1) , 𝑥3 (1) , …, 𝑥𝑛 (1)
შემოვიღოთ შემდეგი აღნიშვნები:

(-L) - ით აღვნიშნოთ A მატრიცის ქვედა სამკუთხა მატრიცა;

(-U) - ით ზედა სამკუთხა მატრიცა;

D - ით დიაგონალზე მდგომი ელემენტებისგან შედგენილი დიაგონალური მატრიცა.

მაშინ ცხადია, მართებულია წარმოდგენა:

A=D–L-U

ამ აღნიშვნების გამოყენებით (2.9) იტერაციული პროცესი მატრიცული სახით ასე ჩაიწერება:

𝐷𝑥 (𝑘) = 𝐿𝑥 (𝑘) + 𝑈𝑥 (𝑘−1) + 𝑏


აქედან მიიღება:
15
𝑥 (𝑘) = 𝑆𝑥 (𝑘−1) + 𝐿, (2.12)

სადაც

S = (D - L)-1 U, L = (D - L)-1 b.

ამრიგად გაუს-ზეიდელის იტერაციული პროცესი ექვივალენტურია (2.12) იტერაციული

პროცესის.

შემდეგი იტერაციული პროცესი, რომელსაც განვიხილავთ წარმოადგენს გაუს-

ზეიდელის პროცესის მოდიფიკაციას და მას უწოდებენ ზედა რელაქსაციის მეთოდს.

წინა პუნქტში განხილული სისტემა ჩავწეროთ შემდეგი სახით:

𝑎𝑖𝑖 𝑥𝑖 + 𝜔 ∑𝑗<𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑖 − (1 − 𝜔)𝑎𝑖𝑖 𝑥𝑖 + 𝜔 ∑𝑗>𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 = 𝜔𝑏𝑖 , 𝑖 = 1, 2, … 𝑛. (2.13)

სადაც 𝜔 პარამეტრი განსხვავებულია 0-გან. ცხადია (2.13) სისტემა ექვივალენტურია ადრე

განხილული (2.11) სისტემის. (2.12) სისტემას ვხსნით შემდეგი იტერაციული პროცესის

გამოყენებით:

𝑎𝑖𝑖 𝑥𝑖 (𝑘) + 𝜔 ∑𝑗<𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑖 (𝑘) − (1 − 𝜔)𝑎𝑖𝑖 𝑥𝑖 (𝑘−1) + 𝜔 ∑𝑗>𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 (𝑘−1) = 𝜔𝑏𝑖 , 𝑖 = 1, 2, … 𝑛. (2.14)

(2,14) იტერაციულ პროცესს უწოდებენ ზედა რელაქსაციის მეთოდს.

16
3. წრფივ ალგებრულ განტოლებათა ამოხსნის გახლეჩის
მეთოდები

3.1 კვადრატული ფესვის მეთოდი

ვთქვათ მოცემულია 𝐴𝑥 = 𝑏 წრფივ განტოლებათა სისტემა, სადაც 𝐴 = (𝑎𝑖𝑗 )𝑛𝑥𝑛 , 𝑏 =

(𝑏1 , 𝑏2 , … , 𝑏𝑛 )𝑇 , 𝑥 = (𝑥1 , 𝑥2 , … , 𝑥𝑛 )𝑇 .

ვთქვათ 𝐴 არის ნამდვილი სიმეტრიული მატრიცა, ე. ი. 𝐴 = 𝐴𝑇 , (ანუ 𝑎𝑖𝑗 = 𝑎𝑗𝑖 )𝑛𝑥𝑛 ,

სიმარტივისათვის განვიხილოთ სამი განტოლება სამი უცნობით. ცნობილია, რომ თუ 𝐴

არის სიმეტრიული მატრიცა, მაშინ ის წარმოდგება შემდეგი სახით:

𝐴 = 𝑆 𝑇 𝑆,

სადაც 𝑆 არის სამკუთხა მატრიცა

S11 S12 … S1n


0 S22 … S2n
S=( )
… … … …
0 0 … Snn
𝑛 = 3 ის შემთხვევაში გვექნება:

S11 0 0 S11 S12 S13 t11 t12 t13


S S = (S12
T S22 0 )( 0 S22 S23 ) = (t12 S22 S23 ),
S13 S23 S33 0 0 S33 t13 0 S33

სადაც

2 2 2
𝑡11 = 𝑠11 𝑡22 = 𝑠12 + 𝑠22

𝑡12 = 𝑠11 𝑠12 𝑡23 = 𝑠12 𝑠13 + 𝑠22 𝑠23


2 2 2
𝑡13 = 𝑠11 𝑠13 𝑡33 = 𝑠13 + 𝑠23 + 𝑠33

𝑆 𝑇 𝑆 = 𝐴 ტოლობიდან შესაბამისი ელემენტების გატოლებით მივიღებთ შემდეგ სისტემას:


2
𝑡11 = 𝑠11 = 𝑎11

𝑡12 = 𝑠11 𝑠12 = 𝑎12

17
𝑡13 = 𝑠11 𝑠13 = 𝑎13
2 2
𝑡22 = 𝑠12 + 𝑠22 = 𝑎22 (3.1)

𝑡23 = 𝑠12 𝑠13 + 𝑠22 𝑠23 = 𝑎23


2 2 2
𝑡33 = 𝑠13 + 𝑠23 + 𝑠33 = 𝑎33

აღნიშნული სისტემის ამოხსნის შედეგად მივიღებთ:

𝑠11 = ±√𝑎11
𝑎12
𝑠12 = ± (3.2)
√𝑎11

𝑎13
𝑠13 = ±
√𝑎11

დანარჩენი სამი განტოლებიდან განვსაზღვრავთ 𝑆22 , 𝑆23 , 𝑆33 უცნობებს, ამ დაშლის

შედეგად ჩვენი სისტემა ჩაიწერება შემდეგნაირად:

𝑆 𝑇 𝑆𝑥 = 𝑏

შემოვიტანოთ ახალი უცნობი

𝑆𝑥 = 𝑦

მაშინ მოცემული სისტემა გაიყოფა ორ სისტემად:

𝑆𝑇𝑦 = 𝑏

𝑆𝑥 = 𝑦

ჯერ ვღებულობთ 𝑦 უცნობებს І განტოლებიდან, ხოლო ІІ განტოლებიდან 𝑥 უცნობებს.

თითოეული სისტემის ამოხსნა მარტივია, რადგანაც სისტემის მატრიცა არის სამკუთხა.

თუ 𝐴 მატრიცა არ არის სიმეტრიული, მაშინ მოცემული სისტემა შეგვიძლია შევცვალოთ

მარტივი გარდაქმნით მისი ექვივალენტური სისტემით. ამისათვის საჭიროა მოცემული

განტოლების ორივე მხარე გავამრავლოთ 𝐴𝑇 _ზე. მაშინ მივიღებთ სისტემას:

𝐴𝑇 𝐴𝑥 = 𝐴𝑇 𝑏

18
მიღებული სისტემა წარმოადგენს სისტემას სიმეტრიული მატრიცით

(𝐴𝑇 𝐴)𝑇 = 𝐴𝑇 (𝐴𝑇 )𝑇 = 𝐴𝑇 𝐴

ცხადია, ასევე თუ 𝐴 მატრიცა არაგადაგვარებულია, მაშინ მისი ტრანსპონირებულიც

არაგადაგვარებული იქნება, ამიტომ ახალი სისტემა იქნება თავიდან მოცემული სისტემის

ექვივალენტური.

ზოგადი შემთხვევა განიხილება ანალოგიურად.

მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. ვთქვათ მოცემულია განტოლებათა სისტემა. ამოვხსნათ

მოცემული სისტემა კვადრატული ფესვის მეთოდით.

𝑥1 + 2𝑥2 + 𝑥3 = 4
{2𝑥1 + 5𝑥2 + 𝑥3 = 8 (3.3)
𝑥1 + 𝑥2 + 3𝑥3 = 5

შევადგინოთ შესაბამის A მატრიცა, გვექნება:

1 2 1
𝐴=2 5 1 (3.4)
1 1 3

(3.1) და (3.2) ფორმულების გამოყენებით ვპოულობთ ახალი L მატრიცის ელემენტებს:

𝑙11 = √𝑎11 = 1;
𝑎21 2
𝑙21 = = 1 = 2;
√𝑙11

𝑎31 1
𝑙31 = 𝑙11
=1=1;

2
𝑙22 = √𝑎22 − 𝑙21 = √5 − 4 = 1;

𝑎32 − 𝑙31 𝑙21 1 − 1 ∗ 2


𝑙32 = = = −1;
𝑙22 1

2 2
𝑙33 = √𝑎33 − 𝑙31 − 𝑙32 = √3 − 12 − (−12 )=1

შესაბამისად გვაქვს:

𝐴 = 𝐿𝐿𝑇

19
სადაც

1 0 0
𝐿=2 1 0 (3.4)
1 −1 1

მეთოდის შესაბამისად ამოვხსნათ შემდეგი 2 განტოლებათა სისტემა:

1. პირველი განტოლებათა სისტემა 𝐿𝑦 = 𝑏;

𝑦1 = 4 𝑦1 = 4
{ 2𝑦1 + 𝑦2 = 8 → {𝑦2 = 0
𝑦1 − 𝑦2 − 𝑦3 = 5 𝑦3 = 1

2. მეორე განტოლებათა სისტემა 𝐿𝑇 𝑥 = 𝑦


𝑥1 + 2𝑥2 + 𝑥3 = 4 𝑥1 = 1
{ 𝑥2 − 𝑥3 = 0 → {𝑥2 = 1
𝑥3 = 1 𝑥3 = 1

სწორედ ეს არის მოცემული საწყისი სისტემის ამონახსნი.

3.2 ხოლეცკის სქემა

ხოლეცკის სქემა წარმოადგენს კვადრატული ფესვის მეთოდის გარკვეულ მოდიფიკაციას.

კერძოდ ეს მეთოდი მდგომარეობს შემდეგში:

დავშალოთ 𝐴 მატრიცა შემდეგნაირად:

𝐴 = 𝐵𝐶

სადაც 𝐵 და 𝐶 შემდეგი სახის მატრიცებია:

𝑏11 0 0 … 0 1 𝐶12 𝐶13 … 𝐶1𝑛


𝑏21 𝑏22 0 … 0 0 1 𝐶23 … 𝐶2𝑛
𝐵 = 𝑏31 𝑏32 𝑏33 … 0 , 𝐶= 0 0 1 … 𝐶3𝑛
… … … … … … … … … …
𝑏
( 𝑛1 𝑏𝑛2 𝑏𝑛3 … 𝑏𝑛𝑛 ) (0 0 0 … 1 )

𝑁 = 3 _ ის შემთხვევაში გვექნება:

20
𝑏11 0 0 1 𝐶12 𝐶13 𝑡11 𝑡12 𝑡13
𝐵𝐶 = (𝑏21 𝑏22 0 ) (0 1 𝐶23 ) (𝑡21 𝑡22 𝑡23 ),
𝑏31 𝑏32 𝑏33 0 0 1 𝑡31 𝑡32 𝑡33

სადაც:

𝑡11 = 𝑏11 = 𝑎11 𝑡21 = 𝑏21 = 𝑎21

𝑡12 = 𝑏11 𝑐12 = 𝑎12 𝑡22 = 𝑏21 𝑐12 + 𝑏22 = 𝑎22

𝑡13 = 𝑏11 𝑐13 = 𝑎13 𝑡23 = 𝑏21 𝑐13 + 𝑏22 𝑐23 = 𝑎23

𝑡31 = 𝑏31 = 𝑎31

𝑡32 = 𝑏31 𝑐12 + 𝑏32 = 𝑎32

𝑡33 = 𝑏31 𝑐13 + 𝑏32 𝑐23 + 𝑏33 = 𝑎33

მიღებული სისტემის ამოხსნის შედეგად მივიღებთ 𝐵 და 𝐶 მატრიცის ელემენტს.

შემდეგ კი მიღებულ სისტემას ვხსნით ისევე, როგორც წინა შემთხევაში.

3.3 შებრუნებული მატრიცის გამოთვლა

ვთქვათ მოცემულია რიცხვითი მატრიცა

𝐴 = (𝑎𝑖𝑗 )𝑛𝑥𝑛 ,

სადაც 𝑎𝑖𝑗 საზოგადოდ კომპლექსური რიცხვებია.

გამოვთვალოთ 𝐴−1 , ანუ მატრიცა, რომელიც აკმაყოფილებს პირობას:

(𝐴 𝐴−1 ) = 𝐴−1 𝐴 = 𝐸

როგორც ცნობილია, შებრუნებულ მატრიცას გააჩნია არაგადაგვარებული მატრიცა.

𝐴 მატრიცას ეწოდება არაგადაგვარებული, თუ მისი დეტერმინანტი განსხვავებულია

0_ისგან.ის,რომ გადაგვარებულ მატრიცას არ გააჩნია შებრუნებული, გამომდინარეობს

იქიდან, რომ მატრიცათა ნამრავლის დეტერმინანტი ტოლია თანამამრავლთა

დეტერმინანტების ნამრავლის.

21
განვიხილოთ წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემა:

𝐴𝑥 = 𝑏𝑖 (3.5)

𝑖 = 1,2, … , 𝑛, სადაც 𝑏𝑖 არის n განზომილებიანი სვეტ-ვექტორი, რომლის i-ური კომპონენტი

არის 1-ის ტოლი, დანარჩენი 0-ის, ე. ი.

𝑏𝑖 = (𝛽1𝑖 , 𝛽𝑖2 , … , 𝛽𝑖𝑛 ) ,

სადაც 𝑏𝑖𝑗 არის კრონეკერის სიმბოლო (𝑏𝑖𝑗 = 0, 𝑖 ≠ 𝑗; 𝑏𝑖𝑗=1 , 𝑖 ≠ 𝑗).


𝑇
𝑥 = (𝑥1, 𝑥2,…, 𝑥𝑛 )

არის საძებნი (უცნობი) სვეტ-ვექტორი.

გაშლას აქვს შემდეგი სახე:

𝑎11 𝑥1 + 𝑎12 𝑥2 + ⋯ + 𝑎1𝑛 𝑥𝑛 = 𝑏1𝑗

𝑎21 𝑥1 + 𝑎22 𝑥2 + ⋯ + 𝑎2𝑛 𝑥𝑛 = 𝑏2𝑗 (3.6)

.............................

𝑎𝑛1 𝑥1 + 𝑎𝑛2 𝑥2 + ⋯ + 𝑎𝑛𝑛 𝑥𝑛 = 𝑏𝑛𝑗

სადაც 𝑖 = 1,2, … , 𝑛. რადგან (3.6) სისტემის მატრიცა არაგადაგვარებულია, რომელსაც აქვს

ერთადერთი ამონახსნი. ვთქვათ ეს ამონახსნია:

𝑢𝑖 = (𝑢1𝑖 , 𝑢2𝑖 , … , 𝑢𝑛𝑖 )𝑇 , 𝑖 = 1,2, … , 𝑛 .

𝑈𝑖 სვეტ-ვექტორისაგან შევადგინოთ შემდეგი მატრიცა:

𝐵 = (𝑈1𝑖 , 𝑈2𝑖 , … , 𝑈𝑛 )

ცხადია გვაქვს:

𝐴𝐵 = (𝐴𝑈1𝑖 , 𝐴𝑈2𝑖 , … , 𝐴𝑈𝑛 ) = (𝑏1𝑖 , 𝑏2𝑖 , … , 𝑏𝑛 )=E

ამრიგად, B მატრიცა არის A მატრიცის მარჯვენა შებრუნებული; საბოლოოდ მივიღებთ,

რომ

22
𝐵𝐴 = 𝐸, 𝐵 = 𝐴−1 .

შენიშვნა: თუ A მატრიცას აქვს მარჯვენა და მარცხენა შებრუნებული, მაშინ ისინი

ემთხვევიან. ვთქვათ:

(𝐴𝑇 = 𝐸 და 𝑆𝐴 = 𝐸) → (𝑆𝐴𝑇 = 𝑆𝐸 = 𝑆 და 𝐴𝑇 = 𝐸𝑇 = 𝑇) → 𝑆 = 𝑇.

ამრიგად, შებრუნებული მატრიცა რომ ვიპოვოთ, უნდა ამოვხსნათ შემდეგი მატრიცული


განტოლება:

𝐴𝑋 = 𝐸 (3.7)

სადაც A არის მატრიცა, რომლის შებრუნებული უნდა გამოვთვალოთ, ხოლო E არის

ერთეულოვანი მატრიცა.

(3.7) სისტემის ამოხსნა ხდება შემდეგი სქემით. პარალელურად ვიხილავთ A მატრიცას და

ერთეულოვან მატრიცას. ელემენტალური გარდაქმნების საშუალებით A მატრიცა მიგვყავს

ერთეულოვან მატრიცაზე. პარალელურად ზუსტად იგივე გარდაქმნებს ვატარებთ E

მატრიცაზე. საბოლოოდ A მატრიცას მივიყვანთ ერთეულოვან მატრიცაზე, E მატრიცის

პარალელური გარდაქმნის შედეგად მივიღებთ 𝐴−1 .

განვიხილოთ მაგალითი.

2 1 0 1 0 0
A = (1 2 −1) E = (0 1 0)
0 1 1 0 0 1
1) პირველი სტრიქონი გავყოთ 2-ზე და II-ს გამოვაკლოთ:
2 1 0 1 0 0
3 1
A1 = (0 2 −1) E1 = (− 2 1 0)
0 1 1 0 0 1
2
2) II * 3 და I - ს გამოვაკლოთ:
2 4 2
2 0 −3 0
3 3
3 1
A2 = 0 −1 E2 = −2 1 0
2
5 1 2
0 1 3 −3 1
( ) ( 3 )
3 2
3) III * 5 და II-ს დავუმატოთ, შემდეგ III * 5 და I - ს გამოვაკლოთ:

23
6 2 2
2 0 0 −5 −5
3 5
A3 = (0 2 0)
3 3 3
E3 = − 10
5 5 5
0 0 3 1
−3
2
1
( 3 )
1 2 3
4) I * 3, II * 3 და III * 5:
3 1 1
−5 −5
1 0 0 5
1 2 2
A4 = (0 1 0) E4 = −5 5 5
= 𝐴−1
0 0 1 1 2 3
−3
( 5 5 )
ვამოწმებთ:
2 1 0 3 −1 −1 5 0 0
−1
𝐴∗𝐴 = (1 2 −1) (−1 2 2 ) = (0 5 0)
0 1 1 1 −2 3 0 0 5

24
დასკვნა

წარმოდგენილ საბაკალავრო ნაშრომში განხილულია წრფივ განტოლებათა სისტემები,

მათი მატრიცული ფორმით წარმოდგენისა და ამოხსნის ხერხები. აღწერილია წრფივ

ალგებრულ განტოლებათა სისტემების ამოხსნის როგორც პირდაპირი და იტერაციული

რიცხვითი მეთოდები, ასევე მათი ამოხსნის გახლეჩის, ეკონომიური მეთოდები. მოყვანილია

კონკრეტული მაგალითები და პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობები.

25
გამოყენებული ლიტერატურა

1. ჰ. მელაძე, მ მენთეშაშვილი, ნ. მჭედლიშვილი, ნ. სხირტლაძე. გამოთვლითი მათემატიკის

საფუძვლები. I ნაწილი, თსუ გამომცემლობა, თბ., 2003.

2. ჰ. მელაძე, მ მენთეშაშვილი, ნ. მჭედლიშვილი, ნ. სხირტლაძე. გამოთვლითი მათემატიკის

საფუძვლები. II ნაწილი, თსუ გამომცემლობა, თბ., 2005.

3. დ. ნატროშვილი, გ. ბერიკელაშვილი, შ. ზაზაშვილი. გამოყენებითი რიცხვითი მეთოდები.

ლექციების კურსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბ., 2015.

4. სამარსკი ა. ა. რიცხვით მეთოდების შესავალი. თსუ, თბილისი 2001.

5. ვ.ი. კოსარევი. 12 ლექცია გამოთვლით მათემატიკაში. თსუ გამომცემლობა, თბ., 2003.

26

You might also like