You are on page 1of 19

შემთხვევითი ხდომილებები.

მოქმედებები ხდომილებებზე

ვთქვათ, ვატარებთ რაიმე ცდას (დაკვირვებას, ექსპერიმენტს), რომლის


შედეგის წინასწარ დასახელება შეუძლებელია. ასეთ ექსპერიმენტებს ალბათობის
თეორიაში შემთხვევით ექსპერიმენტებს უწოდებენ. ამასთან, განიხილავენ მხო-
ლოდ ისეთ ექსპერიმენტებს, რომელთა განმეორება ერთსა და იმავე პირობებში ნე-
ბისმიერი რაოდენობით (თუნდაც თეორიულად) არის შესაძლებელი.

ცდის თუ დაკვირვებების შედეგებს შემთხვევითი ხდომილებები (ან უბრა-


ლოდ,ხდომილებები) ვუწოდოთ. ერთმანეთისგან განვასხვავებთ ე.წ. რთულ,
შედგენილ (ანუ დაშლად) ხდომილებებს და ელემენტარულ (ანუ დაუშლად) ხდო-
მილებებს.
ელემენტარულ ხდომილებებს ბერძნული 𝜔 ასოთი აღნიშნავენ და მათ
ზოგჯერ „ელემენტებს“, „წერტილებს“, „შემთხვევებს“ უწოდებენ. მოცემული ცდის
ყველა შესაძლო ურთიერთგამომრიცხავ შედეგთა სიმრავლეს, ანუ ყველა
ელემენტარულ ხდომილებათა სიმრავლეს ელემენტარულ ხდომილებათა სივრცე
ეწოდება და აღინიშნება ბერძნული Ω ასოთი. თუ ელემენტარული ხდომილება 𝜔
არის Ωსივრცის ელემენტი, ამ ფაქტს ასე ჩავწერთ 𝜔 ∈ Ω, წინააღმდეგ შემთხვევაში
წერენ 𝜔 ∉ Ω.რაც შეეხებახდომილებებს, მათ, როგორც წესი, აღნიშნავენ
ლათინური ალფავიტის დიდი ასოებით, ინდექსით ან უინდექსოდ:𝐴, 𝐵, 𝐴1 , 𝐶2 და
ა.შ. იმ ელემენტარულ ხდომილებებს, რომლებიც ეკუთვნიან𝐴 ხდომილებას,
უწოდებენ 𝐴-ს ხელშემწყობ შემთხვევებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რაიმე
ხდომილება ხდება მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა ხდება ამ ხდომილებაში შე-
მავალი რომელიმე ელემენტარული ხდომილება.
მაგალითი. ცდა - ვანთებთ ელექტრონათურას და ვაკვირდებით რამდენ
ხანს იმუშავებს ის უწყვეტად ჩართულ მდგომარეობაში. ამ ცდის შედეგი შეიძლება
იყოს ნებისმიერი არაუარყოფითი რიცხვი 𝑡 ≥ 0. ამასთან ცხადია, რომ დრო 𝑡
იცვლება უწყვეტად და მისი შესაბამისი ელემენტარულ ხდომილებათა სივრცე
არის სიმრავლე Ω = 𝑡: 0 ≤ 𝑡 < ∞ . ამრიგად, ამ ცდის შედეგთა სიმრავლე არის
უსასრულო (არათვლადი) სიმრავლე.█

ხდომილებას ეწოდება აუცილებელი, თუ ის მოცემული ცდის ჩატარებისას


აუცილებლად ხდება და აღინიშნება Ω ასოთი. აუცილებელი ხდომილებისათვის
ხელშემწყობია ნებისმიერი ელემენტარული ხდომილება, ამიტომაც ცდის
ჩატარებისას ის აუცილებლად ხდება.

ხდომილებას ეწოდება შეუძლებელი, თუ მისი მოხდენა შეუძლებელია


მოცემული ცდის ჩატარებისას და აღინიშნება∅სიმბოლოთი.
შეუძლებელიხდომილებისათვის არცერთი ელემენტარული ხდომილება არ არის
ხელშემწყობი, ამიტომაც ცდის ჩატარებისას ის არ შეიძლება რომ მოხდეს.

მოცემულ ცდაში რამდენიმე ხდომილებას ეწოდებათ თანაბრად


ალბათური, თუ არცერთ მათგანს ერთმანეთის მიმართ უპირატესობა არ გააჩნია,
ანუ ყველა ხდომილებას გააჩნია მოხდენის ერთნაირი(თანაბარი) „შანსი“.

მოქმედებები ხდომილებებზე სრულ შესაბამისობაშია მოქმედებებთან


სიმრავლეებზე.

𝐴 და 𝐵 ხდომილებების ჯამი (გაერთიანება) ეწოდება ისეთ 𝐶 = 𝐴 ∪ 𝐵


ხდომილებას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ამ ხდომილებებიდან ერთი
მაინც მოხდა (ე.ი. მოხდა ან 𝐴, ან𝐵, ან 𝐴 და 𝐵 ერთდროულად).

𝐴 და 𝐵 ხდომილებების ნამრავლი (თანაკვეთა) ეწოდება ისეთ 𝐶 = 𝐴 ∩ 𝐵


ხდომილებას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ხდომილებები
ერთდროულად მოხდა (ე.ი. მოხდა როგორც 𝐴, ასევე 𝐵 ხდომილება).𝐴 და 𝐵
ხდომილებების თანაკვეთას ხშირად ასეც აღნიშნავენ 𝐶 = 𝐴𝐵. შემდგომში
ხდომილებათა თანაკვეთისთვის უპირატესად ამ ბოლო აღნიშვნით
ვისარგებლებთ.

𝐴 და 𝐵 ხდომილებების სხვაობა ეწოდება ისეთ 𝐶 = 𝐴 − 𝐵 ხდომილებას, რო-


მელიც მდგომარეობს იმაში, რომ მოხდა ხდომილება 𝐴 და არ მოხდა
ხდომილება 𝐵.

ყოველ 𝐴 ხდომილებას შეესაბამება სხვა ხდომილება, რომელიც


განისაზღვრება პირობით „ხდომილება 𝐴 არ მოხდა“. ეს უკანასკნელი ხდომილება
შეიცავს ყველა იმ წერტილს, რომლებიც არ ეკუთვნიან 𝐴-ს. ამ ხდომილებას 𝐴-ს
მოპირდაპირე (საწინააღმდეგო) ხდომილება ეწოდება და აღინიშნება სიმბო-
ლოთი𝐴. ცხადია, 𝐴 = Ω − 𝐴.

ამბობენ, რომ ხდომილება 𝐴 იწვევს ხდომილება 𝐵-ს (ანუ 𝐴 წარმოადგენს


𝐵-ს კერძო შემთხვევას), თუ პირობიდან, რომ მოხდა ხდომილება 𝐴,
გამომდინარეობს, რომ მოხდება 𝐵 ხდომილებაც და ეს ფაქტი ასე ჩაიწერება 𝐴 ⊂ 𝐵
(ან რაც იგივეა, 𝐴 ⊆ 𝐵). განსაზღვრების თანახმად, ნებისმიერი
𝐴 ხდომილებისათვის სრულდება პირობა ∅ ⊂ 𝐴.

ცხადია, რომ ყოველთვის 𝐴 ⊂ 𝐴 ∪ 𝐵, 𝐴𝐵 ⊂ 𝐴 (რა თქმა უნდა, აგრეთვე 𝐵 ⊂


𝐴 ∪ 𝐵 და 𝐴𝐵 ⊂ 𝐵).

2
თუ ერთდროულად სრულდება შემდეგი ორი პირობა: 𝐴 ⊂ 𝐵 და 𝐵 ⊂ 𝐴,
მაშინ ამბობენ, რომ 𝐴 და 𝐵 ხდომილებები ერთმანეთის ტოლია და ამ ფაქტს ასე
ჩაწერენ 𝐴 = 𝐵.

ხდომილებები და მათზე მოქმედებები თვალსაჩინოდ გამოისახება ე.წ.


ეილერ-ვენის დიაგრამების საშუალებით: აუცილებელ ხდომილებას გამოსახავენ
მართკუთხედის საშუალებით; ელემენტარულ ხდომილებებს - ამ მართკუთხედის
წერტილებით; ხდომილებებს კი ამ მართკუთხედის ნაწილებით. შემდეგ
ნახაზებზე გამოსახულია მოქმედებები ხდომილებებზე.

𝑨∪𝑩 𝑨𝑩 𝑨−𝑩

𝑨 𝑨⊂𝑩

ხდომილებებზე მოქმედებებს გააჩნიათ შემდეგი თვისებები:

 𝐴 ∪ 𝐵 = 𝐵 ∪ 𝐴, 𝐴𝐵 = 𝐵𝐴(კომუტატიურობა);
 𝐴 ∪ 𝐵 𝐶 = 𝐴𝐶 ∪ 𝐵𝐶, 𝐴𝐵 ∪ 𝐶 = 𝐴 ∪ 𝐶 𝐵 ∪ 𝐶 (დისტრიბუტიულობა);
 𝐴∪𝐵 ∪𝐶 =𝐴∪ 𝐵∪𝐶 (ასოციატიურობა);
 𝐴 ∪ 𝐴 = 𝐴, 𝐴𝐴 = 𝐴;
 𝐴 ∪ Ω = Ω, 𝐴Ω = 𝐴;
 𝐴 ∪ 𝐴 = Ω, 𝐴𝐴 = ∅;
 ∅ = Ω, Ω = ∅, 𝐴 = 𝐴;
 𝐴 − 𝐵 = 𝐴𝐵 ;
 𝐴 ∪ 𝐵 = 𝐴𝐵 , 𝐴𝐵 = 𝐴 ∪ 𝐵 (ორადობის ფორმულები).

ორ ხდომილებას ეწოდება უთავსადი (არათავსებადი), თუ ერთსა და იმავე


ცდაში ერთი მათგანის მოხდენა გამორიცხავს მეორე ხდომილების მოხდენას, ანუ
ორივე ხდომილების ერთდროულად მოხდენა შეუძლებელია, ე.ი.𝐴𝐵 = ∅.

ხდომილებებს 𝐴1 , 𝐴2 , ⋯ , 𝐴𝑛 ეწოდებათ წყვილ-წყვილად უთავსადი, თუ ნე-


ბისმიერი ორი მათგანი უთავსადი ხდომილებებია, ე.ი. 𝐴𝑖 𝐴𝑗 = ∅ ნებისმიერი
𝑖 ≠ 𝑗 = 1,2, ⋯ , 𝑛.

3
ჩვენ ვიტყვით, რომ რამდენიმე ხდომილება ქმნის ხდომილებათა სრულ
სისტემას, თუ ისინი წყვილ-წყვილად უთავსადია და ყოველი ჩატარებული ცდის
შედეგად ხდება ერთი და მხოლოდ ერთი ამ ხდომილებებიდან. ანუ
ხდომილებათა მიმდევრობა 𝐴1 , 𝐴2 , ⋯ , 𝐴𝑛 ქმნის ხდომილებათა სრულ სისტემას,
თუ სრულდება შემდეგი ორი პირობა:

1. 𝐴𝑖 𝐴𝑗 = ∅ ნებისმიერი 𝑖, 𝑗 = 1,2, ⋯ , 𝑛 და 𝑖 ≠ 𝑗;
𝑛
2. 𝑖=1 𝐴𝑖 = Ω.

ხდომილებათა სრულ სისტემას ქმნიან, მაგალითად, ხდომილებები: 𝐴 და𝐴


(რადგან 𝐴𝐴 = ∅ და 𝐴 ∪ 𝐴 = Ω).

ამოცანა. დავამტკიცოთ ტოლობა 𝐴 ∪ 𝐵 = 𝐴 ∪ 𝐴𝐵.

ამოხსნა.ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გათვალისწინებით შეგვიძლია


დავწეროთ:

𝐴 ∪ 𝐵 = 𝐴 ∪ 𝐵 Ω = 𝐴Ω ∪ 𝐵Ω = 𝐴Ω ∪ 𝐵 𝐴 ∪ 𝐴 = 𝐴Ω ∪ 𝐴 ∪ 𝐴 𝐵 = 𝐴Ω ∪ 𝐴𝐵 ∪ 𝐴𝐵 =
Ω ∪ 𝐵 𝐴 ∪ 𝐴𝐵 = Ω𝐴 ∪ 𝐴𝐵 = 𝐴 ∪ 𝐴𝐵.█

ეს ამოცანა შემდეგი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას


იძლევა: ნებისმიერი ორი ხდომილების გაერთიანება შეიძლება წარმოვადგინოთ
ორი უთავსადი ხდომილების გაერთიანების საშუალებით.

არათვლადი ელემენტარულ ხდომილებათა Ω სივრცის შემთხვევაში


ხდომილებებად განიხილება Ω-ს არა ნებისმიერი ქვესიმრავლეები, არამედ ამ
ქვესიმრავლეთა გარკვეული კლასები, რომელთაც ქვესიმრავლეთა ალგებრა და 𝜎-
ალგებრა ეწოდებათ.

განსაზღვრება 1.2.5. Ωსივრცის ქვესიმრავლეთა კლასს (სიმრავლეს),


რომელსაც 𝕊-ით აღვნიშნავთ, ეწოდება სიმრავლეთა (ხდომილებათა) ალგებრა, თუ:

1. Ω ∈ 𝕊;
2. თუ 𝐴 ∈ 𝕊, მაშინ 𝐴 ∈ 𝕊;
3. თუ 𝐴, 𝐵 ∈ 𝕊, მაშინ 𝐴 ∪ 𝐵 ∈ 𝕊.

ამ განსაზღვრებიდან ადვილად გამომდინარეობს შემდეგი პირობების


𝑛
შესრულება:ა) ∅ ∈ 𝕊,ბ) 𝐴 ∩ 𝐵 ∈ 𝕊 და გ) თუ 𝐴1 , 𝐴2 , ⋯ , 𝐴𝑛 ∈ 𝕊, მაშინ 𝑖=1 𝐴𝑖 ∈ 𝕊 და
𝑛
𝑖=1 𝐴𝑖 ∈ 𝕊.

ალბათობის სტატისტიკური განსაზღვრება

4
ვთქვათ, 𝐴 არის რაიმე შემთხვევითი ექსპერიმენტის ერთ-ერთი შესაძლო
შედეგი (ხდომილება). ეს ექსპერიმენტი ჩავატაროთ 𝑛-ჯერ და 𝑛𝐴 -თი აღვნიშნოთ 𝐴
შედეგის მოხდენის რაოდენობა ამ 𝑛-ჯერ ჩატარებულ ექსპერიმენტში. 𝑛𝐴 რიცხვს
უწოდებენ ცდათა მოცემულ მიმდევრობაში 𝐴 ხდომილების აბსოლუტურ
სიხშირეს,ხოლო შეფარდებას
𝑛𝐴
𝜈𝑛 𝐴 =
𝑛

ეწოდება 𝐴 ხდომილების სიხშირე(ფარდობითისიხშირე). ის, ცხადია, დამოკიდე-


ბულია ცდათა რაოდენობაზე (ანუ 𝑛-ზე). გარდა ამისა, შევნიშნოთ, რომ თუ
ხელმეორედ ჩავატარებთ იმავე რაოდენობის ცდებს, სიხშირის მნიშვნელობა,
საზოგადოდ, შეიცვლება.

სიხშირეს გააჩნია შემდეგი თვისებები:

1. ნებისმიერი ხდომილების სიხშირის მნიშვნელობები მოქცეულია ნულსა და


ერთს შორის, ე.ი. 0 ≤ 𝜈𝑛 𝐴 ≤ 1;
2. შეუძლებელი ხდომილების სიხშირე ნულის ტოლია, ე.ი. 𝜈𝑛 ∅ = 0;
3. აუცილებელი ხდომილების სიხშირე ერთის ტოლია, ე.ი. 𝜈𝑛 Ω = 1;
4. ორი უთავსადი ხდომილების სიხშირე ამ ხდომილებების სიხშირეების
ჯამის ტოლია, ე.ი. თუ 𝐴𝐵 = ∅, მაშინ 𝜈𝑛 𝐴 ∪ 𝐵 = 𝜈𝑛 𝐴 + 𝜈𝑛 𝐵 .

დისკრეტული ალბათური სივრცე. ალბათობის კლასიკური განსაზღვრება

Ω, 𝕊, ℙ ალბათურ სივრცეს უმარტივესი სახე აქვს მაშინ, როცა ექსპერიმენ-


ტის ყველა შესაძლო შედეგთა სიმრავლე სასრული ან თვლადია (ე.ი. როცა
ელემენტარულ ხდომილებათა სივრცე Ω სასრული ან თვლადია). ასეთი Ω-
სათვის 𝜎-ალგებრად, როგორც წესი, იღებენ Ω-ს ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლეს
(ე.ი. 𝕊 = 𝐴: 𝐴 ⊂ Ω ), ხოლო ალბათური ზომა ℙ-ს განსასაზღვრავად ყოველ 𝜔 ∈ Ω
ელემენტარულ ხდომილებას უსაბამებენ არაუარყოფით ℙ 𝜔 რიცხვს, რომელსაც
ამ ელემენტარული ხდომილების ალბათობას უწოდებენ და რომელიც აკმა-
ყოფილებს შემდეგ ორ პირობას:

1. ℙ 𝜔 ≥ 0, ყოველი 𝜔 ∈ Ω-სათვის;
2. 𝜔 ∈Ω ℙ 𝜔 = 1.

ასეთი წესით აგებულ Ω, 𝕊, ℙ ალბათურ სივრცეს დისკრეტულს უწოდებენ.


თუ რა კონკრეტული მნიშვნელობა უნდა მიიღოს ელემენტარული ხდომილების
ალბათობამ, ეს არ არის მარტივი ამოცანა. თუმცა, ფაქტობრივად, ამ შეკითხვაზე

5
პასუხი ალბათობის თეორიის ფარგლებს სცილდება და მას ჩვენ არ განვიხილავთ,
რადგან ალბათობის თეორიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს არა ის, თუ რო-
გორ უნდა მიეწეროს ექსპერიმენტის შედეგებს ესა თუ ის ალბათობა, არამედ
ელემენტარული ხდომილებების ალბათობების საშუალებით რთული ხდო-
მილებების ალბათობების გამოთვლა. აქ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ
ხდომილების ალბათობა, როგორც წესი, განისაზღვრება ექსპერიმენტის პი-
რობებით. მაგალითად, თუ ვაგდებთ მონეტას, მაშინ სიმეტრიული მონეტის
შემთხვევაში ბუნებრივია გერბი და საფასურის მოსვლის ალბათობებად ჩაითვა-
ლოს 0.5. მაგრამ თუ მონეტა არ არის სიმეტრიული, მაშინ გერბის მოსვლის
ალბათობა შეიძლება იყოს ნებისმიერი ერთზე ნაკლები დადებითი რიცხვი, რომ-
ლის კონკრეტული რიცხვითი მნიშვნელობა დამოკიდებულია მონეტის დეფორმა-
ციის ხარისხზე.

განსაზღვრება. ნებისმიერი 𝐴 ⊂ Ω ხდომილების ალბათობა განისაზღვრება


ტოლობით

ℙ 𝐴 = 𝜔 ∈𝐴 ℙ 𝜔 .

ვგულისხმობთ, რომ ℙ ∅ = 0.

შევნიშნოთ, რომ ზემოთ ასეთი წესით განსაზღვრული ალბათობა


გამოიყენება მხოლოდ დისკრეტულ მოდელებში.

დისკრეტული მოდელის მნიშვნელოვან კერძო შემთხვევას წარმოადგენს


ე.წ. „კლასიკური სქემა“. ჩვენ ვიტყვით, რომ გვაქვს კლასიკური სქემა, თუ
ექსპერიმენტის ყველა შესაძლო შედეგთა სიმრავლე სასრულოა და ექსპერიმენტის
ყველა შედეგი თანაბრად ალბათურია, ანუ, სრულდება შემდეგი ორი პირობა:

1. ელემენტარულ ხდომილებათა სივრცე სასრულია Ω = 𝜔1 , 𝜔2 , ⋯ , 𝜔𝑛 , 𝑛 <


∞;
2. ყველა ელემენტარულ ხდომილებას გააჩნია ტოლი ალბათობა: ℙ 𝜔1 =
ℙ 𝜔2 = ⋯ = ℙ 𝜔𝑛 .

აღვნიშნოთ ℙ 𝜔1 = ℙ 𝜔2 = ⋯ = ℙ 𝜔𝑛 = 𝑥.
𝑛 𝑛
1=ℙ Ω = 𝑖=1 ℙ 𝜔𝑖 = 𝑖=1 𝑥 = 𝑛𝑥 ,
1 1
საიდანაც 𝑥 = 𝑛 , ანუ ℙ 𝜔1 = ℙ 𝜔2 = ⋯ = ℙ 𝜔𝑛 = 𝑛 .

თუ კლასიკური სქემის ჩარჩოებში განვიხილავთ რაიმე 𝐴 ხდომილებას,


რომელიც 𝑚-ცალ ელემენტარულ ხდომილებას შეიცავს (ანუ გააჩნია 𝑚-ცალი
ხელშემწყობი შემთხვევა), 𝑚 ≤ 𝑛, მაშინ 𝐴 ხდომილების ალბათობა ტოლია ხელ-

6
შემწყობი შემთხვევების რიცხვის შეფარდებისა ყველა შესაძლო შემთხვევათა
რიცხვთან
𝑚
ℙ 𝐴 = 𝑛.

ამ უკანასკნელ ტოლობას ალბათობის კლასიკური განსაზღვრებას


უწოდებენ.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ამოცანა. აგორებენ ორ სიმეტრიულ სათამაშო კამათელს. რისი ტოლია ალ-


ბათობა იმისა, რომ ორივე კამათელზე მოსული ქულების ჯამი არ აღემატება 5-ს?

ამოხსნა. რადგან ორივე კამათელი სიმეტრიულია, ამიტომ საქმე გვაქვს


კლასიკურ სქემასთან. ვთქვათ, პირველ კამათელზე დავარდა 𝑛1 ქულა, მეორეზე
კი -𝑛2 . ელემენტარულ ხდომილებათა სივრცე იქნება 𝑛1 , 𝑛2 წყვილთა სიმრავლე:

Ω= 𝑛1 , 𝑛2 : 𝑛1 , 𝑛2 = 1, 2, 3, 4, 5, 6 .

ჩვენთვის საინტერესო 𝐴 ხდომილება შეგვიძლია ჩავწეროთ ასეთი სახით:

𝐴= 𝑛1 , 𝑛2 : 𝑛1 , 𝑛2 = 1, 2, 3, 4; 𝑛1 + 𝑛2 ≤ 5 .

Ω სიმრავლე შეიცავს 36 ელემენტს, ხოლო 𝐴 სიმრავლე კი - 10 ელემენტს. მაშინ,


ალბათობის კლასიკური განსაზღვრების ძალით
10 5
ℙ 𝐴 = 36 = 18 .█

კომბინატორიკის ელემენტები

კლასიკური განსაზღვრების საშუალებით ალბათობის გამოსათვლელად


ხშირად საჭირო ხდება კომბინატორიკის ზოგიერთი მეთოდის და შედეგის
გამოყენება.

კომბინატორიკა არის მათემატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის


მოცემული სიმრავლიდან ელემენტთა ამორჩევის ამოცანებს და მოცემული
წესების მიხედვით მათ განლაგებას ჯგუფებში. კერძოდ, ასეთ ამოცანათა რიგს
მიეკუთვნება მოცემული სასრულო სიმრავლის ელემენტებისგან მიღებული
კომბინაციების (ამორჩევების) რაოდენობების გამოთვლა.

7
მრავალი კომბინატორული ამოცანა შეიძლება ამოიხსნას შემდეგი ორი
მნიშვნელოვანი წესის გამოყენებით, რომელთაც, შესაბამისად, გამრავლების და
შეკრების წესს უწოდებენ.

გამრავლების წესი: ვთქვათ, 𝐴 სიმრავლე შეიცავს 𝑚-ცალ ელემენტს 𝐴 =


𝑎1 , 𝑎2 , ⋯ , 𝑎𝑚 და 𝐵 სიმრავლე შეიცავს 𝑛-ცალ ელემენტს 𝐵 = 𝑏1 , 𝑏2 , ⋯ , 𝑏𝑛 . მაშინ ამ
ორი სიმრავლის ელემენტებიდან შეიძლება შედგეს 𝑚 ∙ 𝑛-ცალი შემდეგი სახის
წყვილი 𝑎𝑖 , 𝑏𝑘 , 𝑖 = 1,2, ⋯ , 𝑚; 𝑘 = 1,2, ⋯ , 𝑛.

ეს წესი, ცხადია, ვრცელდება სამი და მეტი რაოდენობის სიმრავლეებზეც.

ამოცანა რამდენი სამნიშნა რიცხვი შეიძლება შევადგინოთ ციფრებით: 1, 2,


3, 4, 5, თუ: ა) ციფრები არ მეორდება; ბ) ციფრები შეიძლება მეორდებოდეს?

ამოხსნა.ა) ცხადია, რომ სამნიშნა რიცხვის პირველი ციფრი ხუთი სხვა-


დასხვა ხერხით შეიძლება შევარჩიოთ. მას შემდეგ, რაც პირველი ციფრი
არჩეულია, მეორე ციფრი შეიძლება შევარჩიოთ დარჩენილი ოთხი ციფრიდან
ერთ-ერთი. ხოლო თუ უკვე არჩეულია პირველი ორი ციფრი, მესამე ციფრი უნდა
შევარჩიოთ დარჩენილი სამი ციფრიდან. ამრიგად, გამრავლების წესის
გამოყენებით გვაქვს ციფრების გადაადგილების 5 ∙ 4 ∙ 3 = 60 ხერხი, ანუ სამნიშნა
რიცხვთა საძიებელი რაოდენობა არის 60 (ასეთი რიცხვების მაგალითებია 245, 513,
123 და ა.შ.). ბ) უკვე ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თუ ციფრები მეორდება,
მაშინ სამნიშნა რიცხვთა საძიებელი რაოდენობა იქნება 5 ∙ 5 ∙ 5 = 125 (ასეთი
რიცხვების მაგალითებია 123, 122, 555 დაა.შ.).█

შეკრების წესი. ვთქვათ, 𝐴 სიმრავლე შეიცავს 𝑚-ცალ ელემენტს 𝐴 =


𝑎1 , 𝑎2 , ⋯ , 𝑎𝑚 , 𝐵 სიმრავლე შეიცავს 𝑛-ცალ ელემენტს 𝐵 = 𝑏1 , 𝑏2 , ⋯ , 𝑏𝑛 და 𝐴𝐵 = ∅.
მაშინ ამ ორი სიმრავლის ელემენტებიდან ერთი ელემენტი შეიძლება ამოირჩეს
𝑚 + 𝑛 სხვადასხვა ხერხით.

ეს წესი, ცხადია, ვრცელდება სამი და მეტი რაოდენობის წყვილ-წყვილად


თანაუკვეთ სიმრავლეებზე.

ამოცანა.სტუდენტთა ჯგუფში 14 გოგო და 6 ბიჭია. რამდენი სხვადასხვა


ხერხით შეიძლება ამ ჯგუფიდან ერთი სქესის ორი სტუდენტის არჩევა?

ამოხსნა. გამრავლების წესის თანახმად ორი გოგო შეგვიძლია ამოვარჩიოთ


14 ∙ 13 = 182 ხერხით, ხოლო ორი ბიჭი კი - 6 ∙ 5 = 30 ხერხით. ამოცანის პირობის
თანახმად უნდა ამოირჩეს ერთი სქესის მქონე ორი სტუდენტი: ან ორი გოგო, ან
ორი ბიჭი. შეკრების წესის თანახმად ასეთი ამორჩევის ხერხთა რაოდენობა იქნება
182 + 30 = 212.█

8
ალბათურ ამოცანებში ხშირად გვხვდება 𝑛-ელემენტიანი სიმრავლიდან 𝑚
ელემენტის ამორჩევის ამოცანა, 0 < 𝑚 ≤ 𝑛. მოცემული სიმრავლიდან
ელემენტების ამორჩევის ორი სქემა არსებობს: დაბრუნების გარეშე და
დაბრუნებით. პირველ შემთხვევაში ამორჩეულ ელემენტებს უკან არ აბრუნებენ;
აქ 𝑚 ცალი ელემენტი შეიძლება ყველა ერთდროულად იქნეს ამოღებული, ან
ამოღება განხორციელდეს თითო ელემენტის მიმდევრობითი ამორჩევის გზით.
მეორე სქემაში ელემენტთა ამოღება ხორციელდება თითო-თითოდ, ოღონდ
ყოველ ნაბიჯზე ამორჩეულ ელემენტს აუცილებლად უკან აბრუნებენ. განვი-
ხილოთ თითოეული სქემა უფრო დაწვრილებით.

ამორჩევის სქემა დაბრუნების გარეშე. ვთქვათ, მოცემულია 𝑛 სხვადასხვა


ელემენტისგან შემდგარი სიმრავლე.

𝑛 ელემენტიანი სიმრავლის ყოველ 𝑚 ელემენტიან დალაგებულ


ქვესიმრავლეს ეწოდება 𝑛 ელემენტიდან 𝑚 ელემენტიანი წყობა. განსაზღვრებიდან
გამომდინარეობს, რომ წყობა ეს არის 𝑚 ელემენტისგან შემდგარი ამორჩევები
(კომბინაციები), რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ან ელემენტთა
შემადგენლობით, ან მათი დალაგების რიგით.

თეორემა 𝑛 ელემენტიანი სიმრავლის 𝑚 ელემენტიანი წყობის რაოდენობა


აღინიშნება 𝐴𝑚
𝑛 სიმბოლოთი (იკითხება: 𝐴 𝑛-დან 𝑚-ად) და გამოითვლება
ფორმულით:
𝑛!
𝐴𝑚
𝑛 =𝑛 𝑛−1 𝑛−2 ⋯ 𝑛−𝑚+1 = ,
𝑛 −𝑚 !

სადაც 𝑛! = 1 ∙ 2 ∙ ⋯ ∙ 𝑛,1! = 1, 0! = 1.

დამტკიცება. მართლაც, 𝐴𝑚
𝑛 -ის გამოსათვლელად საჭიროა მოცემული 𝑛 ელე-
მენტიანი სიმრავლიდან ამოვარჩიოთ და დავალაგოთ 𝑚 ელემენტი, ანუ 𝑚
ადგილი უნდა შევავსოთ მოცემული სიმრავლის ელემენტებით. პირველი
ელემენტის არჩევა, ცხადია, შესაძლებელია 𝑛 ხერხით, ანუ პირველ ადგილას
შეიძლება მოვათავსოთ მოცემული 𝑛 ელემენტიდან ნებისმიერი. ამის შემდეგ,
მეორე ელემენტი აირჩევა დარჩენილი 𝑛 − 1 ელემენტიდან 𝑛 − 1 ხერხით. მე-
სამე ელემენტის ამოსარჩევად გვექნება 𝑛 − 2 ხერხი, მეოთხისთვის - 𝑛 − 3 ხერ-
ხი და ა.შ., ბოლო მე-𝑚 ელემენტისთვის კი 𝑛 − 𝑚 − 1 ხერხი. ამრიგად,
გამრავლების წესის თანახმად მოცემული 𝑛 ელემენტიანი სიმრავლიდან
დავალაგებული 𝑚 ელემენტის ამოსარჩევად გვაქვს 𝑛 𝑛−1 𝑛−2 ⋯ 𝑛−
𝑛!
𝑚−1 ხერხი, ანუ 𝐴𝑚
𝑛 =𝑛 𝑛−1 𝑛−2 ⋯ 𝑛−𝑚+1 = , სადაც 𝑛! = 1 ∙ 2 ∙
𝑛 −𝑚 !
⋯ ∙ 𝑛, 1! = 1, 0! = 1.█

9
ამოცანა. შევადგინოთ 𝐷 = 𝑎, 𝑏, 𝑐 სიმრავლის ელემენტებისაგან ყველა
ორელემენტიანი წყობა. დავთვალოთ მათი რაოდენობა.

ამოხსნა. სამი ელემენტისგან შეგვიძლია შევადგინოთ შემდეგი ორ


ელემენტიანი წყობები: 𝑎, 𝑏 , 𝑏, 𝑎 , 𝑎, 𝑐 , 𝑐, 𝑎 , 𝑏, 𝑐 , 𝑐, 𝑏 . წყობის რაოდენობის
გამოსათვლელი ფორმულის გამოყენებით: 𝐴23 = 3 ∙ 2 = 6.█

𝑛 ელემენტიანი სიმრავლის ნებისმიერ დალაგებას, ანუ რაც იგივეა, 𝑛


ელემენტიანი სიმრავლის ყოველ 𝑛 ელემენტიან წყობას 𝑛 ელემენტიანი
გადანაცვლება ეწოდება, რომელთა რაოდენობა აღინიშნება 𝑃𝑛 -ით. მაშასადამე,
როგორც განსაზღვრებიდან გამომდინარეობს,
𝑛! 𝑛!
𝑃𝑛 = 𝐴𝑛𝑛 = = = 𝑛!.
𝑛 −𝑛 ! 0!

ამოცანა. შევადგინოთ 𝐷 = 𝑎, 𝑏, 𝑐 სიმრავლის ელემენტის სხვადასხვა


გადანაცვლებები. დავთვალოთ მათი რაოდენობა.

ამოხსნა. მოცემული სიმრავლის ელემენტების საშუალებით შეგვიძლია


შევადგინოთ შემდეგი გადანაცვლებები: 𝑎, 𝑏, 𝑐 , 𝑎, 𝑐, 𝑏 , 𝑏, 𝑎, 𝑐 , 𝑏, 𝑐, 𝑎 , 𝑐, 𝑎, 𝑏 ,
𝑐, 𝑏, 𝑎 . გადანაცვლებათა რაოდენობის ფორმულის გამოყენებით ვღებულობთ:
𝑃3 = 3! = 1 ∙ 2 ∙ 3 = 6.█

ამოცანა. რამდენი სხვადასხვა თანმიმდევრობით შეგვიძლია დავალაგოთ


თაროზე 5 წიგნი?

ამოხსნა. დალაგებათა საძიებელი რაოდენობა ტოლია 5 ელემენტის (წიგ-


ნის) გადანაცვლებათა რაოდენობის, ე.ი. 𝑃5 = 5! = 1 ∙ 2 ∙ 3 ∙ 4 ∙ 5 = 120. █

𝑛 ელემენტიანი სიმრავლის ყოველ 𝑚 ელემენტიან ქვესიმრავლეს ეწოდება


𝑛 ელემენტიდან 𝑚 ელემენტიანი ჯუფთება. განსაზღვრებიდან გამომდინარეობს,
რომ ჯუფთება არის ამორჩევები (კომბინაციები), რომელთაგან თითოეული
შედგება მოცემული 𝑛 ელემენტიანი სიმრავლიდან აღებული 𝑚 ელემენტისაგან,
რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ელემენტთა შემადგენლობით.

თეორემა. 𝑛 ელემენტიანი სიმრავლის 𝑚 ელემენტიანი ჯუფთებების


რაოდენობა აღინიშნება 𝐶𝑛𝑚 სიმბოლოთი (იკითხება: 𝐶 𝑛-დან 𝑚-ად) და
გამოითვლება ფორმულით:
𝑛 𝑛−1 𝑛 −2 ⋯ 𝑛−𝑚 +1 𝑛!
𝐶𝑛𝑚 = = .
1∙2∙⋯∙𝑚 𝑚 ! 𝑛−𝑚 !

დამტკიცება. 𝑛 ელემენტიდან 𝑚 ელემენტიანი წყობათა რაოდენობა𝐴𝑚


𝑛
შეგვიძლია ასეც გამოვთვალოთ: 𝑛 ელემენტიანი სიმრავლიდან ამოვარჩიოთ 𝑚

10
ცალი ელემენტი (ეს შეიძლება გაკეთდეს 𝐶𝑛𝑚 ცალი ხერხით).შემდეგ თითოეულ
მიღებულ წყობაში (ქვესიმრავლეში) მოვახდინოთ ყველა შესაძლო გადანაცვლება
(ეს შეიძლება გაკეთდეს 𝑃𝑚 ცალი ხერხით). ამრიგად, გამრავლების წესის
გამოყენებით შეგვიძლია დავწეროთ:

𝐴𝑚 𝑚
𝑛 = 𝐶𝑛 ∙ 𝑃𝑚 ,

საიდანაც

𝐴𝑚 𝑛 𝑛−1 𝑛 −2 ⋯ 𝑛−𝑚 +1 𝑛!
𝐶𝑛𝑚 = 𝑛
= = 𝑚! . █
𝑃𝑚 1∙2∙⋯∙𝑚 𝑛−𝑚 !

ადვილად შეიძლება შემოწმდეს (შეამოწმეთ!) შემდეგი ტოლობების


სამართლიანობა:

𝐶𝑛𝑚 = 𝐶𝑛𝑛 −𝑚 , 𝑚 ≤ 𝑛;

𝐶𝑛0 + 𝐶𝑛1 + ⋯ + 𝐶𝑛𝑛 = 2𝑛 ;


𝑚 𝑚 −1
𝐶𝑛𝑚 = 𝐶𝑛−1 + 𝐶𝑛−1 , 1 ≤ 𝑚 ≤ 𝑛.

შევნიშნოთ, რომ რიცხვები 𝐶𝑛0 , 𝐶𝑛1 , ⋯ , 𝐶𝑛𝑛 წარმოადგენენ კოეფიციენტებს ნიუტონის


ბინომის გაშლაში:
𝑛
𝑎+𝑏 = 𝐶𝑛0 𝑎𝑛 𝑏 0 + 𝐶𝑛1 𝑎𝑛 −1 𝑏 + ⋯ +𝐶𝑛𝑛 𝑎0 𝑏 𝑛 ,

აქ 𝑎 და 𝑏 ნებისმიერი რიცხვებია.

ამოცანა. შევადგინოთ 𝐷 = 𝑎, 𝑏, 𝑐 სიმრავლის ელემენტებიდან ყველა ორ


ელემენტიანი ჯუფთება. დავთვალოთ მათი რაოდენობა.

ამოხსნა. სამი ელემენტისგან შეგვიძლია შევადგინოთ შემდეგი ორ


ელემენტიანი ჯუფთებები: 𝑎, 𝑏 , 𝑎, 𝑐 , 𝑏, 𝑐 . ჯუფთების რაოდენობის
3∙2
გამოსათვლელი ფორმულის გამოყენებით ვღებულობთ: 𝐶32 = 1∙2 = 3.█

ამოცანა. რამდენი სხვადასხვა ხერით შეიძლება ამოვარჩიოთ 3 ყვავილი


ლარნაკიდან, რომელშიც 10 წითელი და 4 ვარდისფერი მიხაკია? იგივე ამოცანა
ამოვხსნათ იმ დამატებითი მოთხოვნით, რომ ამორჩეული 3 ყვავილიანი
თაიგული უნდა შედგებოდეს 1 წითელი და 2 ვარდისფერი მიხაკიდან.

ამოხსნა.რადგან ამოცანის პირველ ნაწილში ყვავილთა შემადგენლობას არა


აქვს მნიშვნელობა, ამიტომ 3 ყვავილს ლარნაკიდან, რომელშიც 14 მიხაკია,
3 14∙13∙12
ავირჩევთ 𝐶14 = = 364 სხვადასხვა წესით. ამოცანის მეორე ნაწილში
1∙2∙3
ყვავილთა შემადგენლობას უკვე აქვს მნიშვნელობა. 1 წითელი მიხაკი შეიძლება

11
1 4∙3
შეირჩეს 𝐶10 = 10 სხვადასხვა ხერხით, ხოლო 2 ვარდისფერი კი - 𝐶42 = 1∙2 = 6 სხვა-
დასხვა ხერხით. ამიტომ თაიგული, რომელიც შედგება 1 წითელი და 2 ვარდის-
1
ფერი მიხაკიდან, გამრავლების წესის თანახმად შეიძლება შევადგინოთ 𝐶10 ∙ 𝐶42 =
10 ∙ 6 = 60 სხვადასხვა ხერხით.█

ამორჩევის სქემა დაბრუნებით. თუ 𝑛 ელემენტიანი სიმრავლიდან


დაბრუნებით ვირჩევთ 𝑚 ელემენტს ამორჩევის რიგის გათვალისწინებით, ამბობენ
რომ გვაქვს 𝑛 ელემენტიდან 𝑚 ელემენტიანი წყობა განმეორებებით. წყობა
განმეორებებით ერთმანეთისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს ელემენტებით,
მათი დალაგების რიგით და ელემენტთა განმეორების რაოდენობებით.

თეორემა. 𝑛 ელემენტიანი სიმრავლიდან 𝑚 ელემენტიან ყველა შესაძლო


განმეორებებიანი წყობების რაოდენობა აღინიშნება 𝐴𝑚
𝑛 სიმბოლოთი და
გამოითვლება ფორმულით

𝐴𝑚 𝑚
𝑛 =𝑛 .

დამტკიცება.ცხადია, რომ ყოველი ამორჩევისას შესარჩევი ელემენტის


შესაძლებელი რაოდენობა არის 𝑛, ამორჩევათა რაოდენობა კი 𝑚-ია. ამიტომ
გამრავლების წესის თანახმად
𝑚 −ჯერ
𝐴𝑚
𝑛 = 𝑛 ∙ 𝑛 ∙ ⋯ ∙ 𝑛 = 𝑛𝑚 .█

ამოცანა. შევადგინოთ 𝐷 = 𝑎, 𝑏, 𝑐 სიმრავლის ელემენტებიდან ყველა ორ


ელემენტიანი წყობა განმეორებებით. დავთვალოთ მათი რაოდენობა.

ამოხსნა. სამი ელემენტისგან შეგვიძლია შევადგინოთ შემდეგი ორ


ელემენტიანი წყობები
განმეორებებით: 𝑎, 𝑎 , 𝑎, 𝑏 , 𝑎, 𝑐 , 𝑏, 𝑎 , 𝑏, 𝑏 , 𝑏, 𝑐 , 𝑐, 𝑎 , 𝑐, 𝑏 , 𝑐, 𝑐 .
განმეორებებიანი წყობის რაოდენობის გამოსათვლელი ფორმულის გამოყენებით:
𝐴23 = 32 = 9.█

ამოცანა. რამდენი ხუთნიშნა რიცხვი შეიძლება შევადგინოთ შემდეგი


ციფრებისაგან: ა) 2, 5, 7, 8; ბ) 0, 1, 9

ამოხსნა.ა) 2, 5, 7, 8 ციფრებისაგან შედგენილი ყველა ხუთნიშნა რიცხვი


ერთმანეთისაგან განსხვავდება ან ამ ციფრების ჩაწერის რიგით (მაგალითად, 25558
და 52855), ან თვით ციფრებით (მაგალითად, 55558 და 88225). შესაბამისად, გვაქვს
4 ელემენტიანი სიმრავლიდან 5 ელემენტიანი წყობა, ანუ 𝐴54 = 45 = 1024. ცხადია,
იგივე შედეგს მივიღებთ გამრავლების წესის გამოყენებით: ხუთნიშნა რიცხვის
მარცხნიდან პირველი ციფრი შეგვიძლია ავარჩიოთ 4 ხერხით, მეორე - 4 ხერხით,

12
მესამე - 4 ხერხით, მეოთხე - 4 ხერხით, მეხუთე - 4 ხერხით. მაშასადამე, ხუთნიშნა
რიცხვების საერთო რაოდენობა იქნება 4 ∙ 4 ∙ 4 ∙ 4 ∙ 4 = 1024.

ბ) თუ ხუთნიშნარიცხვი შედგენილია ციფრებისაგან 0, 1, 9, მაშინ პირველი


ციფრი მარცხნიდან შეგვიძლია ავარჩიოთ 2 სხვადასხვა ხერხით (ამოცანის
პირობის გამო 0 ვერ დაიკავებს პირველ ადგილს). დარჩენილი 4 ციფრიდან
თითოეული მათგანი შეიძლება ავარჩიოთ სამი ხერხით. გამრავლების წესის
თანახმად ასეთი რიცხვების რაოდენობა იქნება 2 ∙ 3 ∙ 3 ∙ 3 ∙ 3 = 162
(სხვანაირად𝐴53 − 𝐴43 = 243 − 81 = 162).█

თუ 𝑛 ელემენტიანი სიმრავლიდან დაბრუნებით ვირჩევთ 𝑚 ელემენტს


ამორჩევის რიგის გათვალისწინების გარეშე, ამბობენ რომ გვაქვს 𝑛 ელემენტიდან
𝑚 ელემენტიანი ჯუფთება განმეორებებით. ჯუფთება განმეორებებით
ერთმანეთისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს ელემენტებით და მათი
განმეორების რაოდენობებით.

თეორემა. 𝑛 ელემენტიანი სიმრავლიდან 𝑚 ელემენტიან ყველა შესაძლო


განმეორებებიანი ჯუფთებების რაოდენობას აღნიშნავენ 𝐶𝑛𝑚 სიმბოლოთი და
გამოითვლება ფორმულით
𝑚
𝐶𝑛𝑚 = 𝐶𝑛+𝑚 −1 .

ლემა. ნულებისა და ერთიანებისაგან შემდგარი 𝑛 სიგრძის ყველა


დალაგებული მიმდევრობის რაოდენობა, რომლებიც 𝑙-ცალ ნულს შეიცავს, ტოლია
𝐶𝑛𝑙 -ის (ან რაც იგივეა, 𝐶𝑛𝑛 −𝑙 -ის).

პირობითი ალბათობა

ვთქვათ, 𝐴 და 𝐵 მოცემული ცდის ორი ხდომილებაა. საზოგადოდ, ერთი


ხდომილების მოხდენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მეორე ხდომილების
მოხდენაზე. ამ გავლენის დასახასიათებლად შემოყავთ პირობითი ალბათობის
ცნება.

განსაზღვრება. 𝐴 ხდომილების პირობითი ალბათობა იმ პირობით, რომ


მოხდა 𝐵 ხდომილება, ℙ 𝐵 ≠ 0, აღინიშნება სიმბოლოთი ℙ 𝐴|𝐵 და
განისაზღვრება ტოლობით

ℙ 𝐴𝐵
ℙ 𝐴|𝐵 = . (1.1)
ℙ 𝐵

ℙ 𝐴 ალბათობას, პირობითისგან განსხვავებით, უპირობო ალბათობას უძახიან.

13
ანალოგიურად განისაზღვრება 𝐵 ხდომილების პირობითი ალბათობა 𝐴
ხდომილების მიმართ, ანუ ℙ 𝐵|𝐴 :

ℙ 𝐴𝐵
ℙ 𝐵|𝐴 = , ℙ 𝐴 ≠ 0. (1.2)
ℙ 𝐴

ℙ Ω𝐵 ℙ 𝐵
ადვილი შესამოწმებელია, რომ: ა) ℙ 𝐴|𝐵 ≥ 0, ბ) ℙ Ω|𝐵 = =ℙ𝐵 =1
ℙ 𝐵
და გ) თუ 𝐴𝐶 = ∅, მაშინ ℙ 𝐴 ∪ 𝐶 |𝐵 = ℙ 𝐴|𝐵 + ℙ 𝐶|𝐵 .მაშასადამე, პირობითი
ალბათობა აკმაყოფილებს ალბათობის ყველა აქსიომას.

გარდა ამისა, ცხადია, რომ:

 ℙ ∅|𝐵 = 0;
 თუ𝐴 და 𝐵 უთავსადი ხდომილებებია, მაშინ ℙ 𝐴|𝐵 = 0;
 ℙ 𝐴|𝐴 = 1;
ℙ 𝐴
 თუ 𝐴 იწვევს 𝐵-ს, ანუ 𝐴 ⊂ 𝐵, მაშინ ℙ 𝐴|𝐵 = ℙ 𝐵 , ხოლო თუ პირიქით, 𝐵
იწვევს 𝐴-ს, ანუ 𝐵 ⊂ 𝐴, მაშინ ℙ 𝐴|𝐵 = 1;
 ℙ 𝐴|𝐵 + ℙ 𝐴|𝐵 = 1.

შევნიშნოთ, რომ საზოგადოდ (შევამოწმოთ!):

 ℙ 𝐴|𝐵 + ℙ 𝐴|𝐵 ≠ 1;
 ℙ 𝐴|𝐵 + ℙ 𝐴|𝐵 ≠ 1.

ამოცანა. ყუთში 2 თეთრი და 7 შავი ბურთია. ყუთიდან მიმდევრობით


იღებენ 2 ბურთს. რა არის ალბათობა იმისა, რომ მეორე ამოღებული ბურთი იქნება
თეთრი, თუ პირველი ბურთი იყო შავი?

ამოხსნა. ამოცანა ამოვხსნათ ორი ხერხით.

1. განვიხილოთ შემდეგი ხდომილებები:

𝐴={პირველი ამოღებული ბურთი შავია};

𝐵={მეორე ამოღებული ბურთი თეთრია}.

რადგან 𝐴 ხდომილება უკვე მოხდა, ყუთში დარჩა 8 ბურთი, რომელთაგან თეთრი


ორია. ამიტომ
2 1
ℙ 𝐵|𝐴 = 8 = 4.

14
7
2. ცხადია ℙ 𝐴 = 9. ხდომილება 𝐴𝐵-ს ხელშემწყობ შემთხვევათა რიცხვია
𝐶21 ∙ 𝐶71 = 14, ხოლო ყველა შესაძლო შემთხვევათა რიცხვია 9 ∙ 8 = 72. ამიტომ
14 7
ℙ 𝐴𝐵 = 72 = 36 . ამრიგად, პირობითი ალბათობის განსაზღვრების თანახმად

ℙ 𝐴𝐵 7/36 9 1
ℙ 𝐵|𝐴 = = = 36 = 4.█
ℙ 𝐴 7/9

თუ (1.1) ტოლობის ორივე მხარეს გავამრავლებთ ℙ 𝐵 -ზე და (1.2)


ტოლობის ორივე მხარეს გავამრავლებთ ℙ 𝐴 -ზე, მიიღება შემდეგი

თეორემა. ორი ხდომილების ერთდროულად მოხდენის ალბათობა ტოლია


ერთ-ერთი მათგანის ალბათობის ნამრავლისა მეორის პირობით ალბათობაზე იმ
პირობით, რომ მოხდა პირველი ხდომილება

ℙ 𝐴𝐵 = ℙ 𝐵 ∙ ℙ 𝐴|𝐵 = ℙ 𝐴 ∙ ℙ 𝐵|𝐴 . (1.3)

ხშირად ფორმულა (1.3)-ს ალბათობათა ნამრავლის ფორმულას უწოდებენ.

მათემატიკური თვალსაზრისით თეორემა 1.3 ტრივიალურ დებულებას წარ-


მოადგენს, თუმცა მას ხშირად იყენებენ ალბათობების განსასაზღვრად
ელემენტარულ ხდომილებათა სივრცეზე, როცა ამოცანის შინაარსიდან ცნობილია
პირობითი ალბათობების მნიშვნელობები.

ინდუქციის მეშვეობით ალბათობათა ნამრავლის (1.3) ფორმულა შეიძლება


ასე განზოგადდეს: თუ ხდომილებები 𝐴1 , 𝐴2 , ⋯ , 𝐴𝑛−1 , 𝑛 ≥ 2, ისეთია, რომ
ℙ 𝐴1 𝐴2 ⋯ 𝐴𝑛 −1 > 0, მაშინ სამართლიანია ტოლობა

ℙ 𝐴1 𝐴2 ⋯ 𝐴𝑛 = ℙ 𝐴1 ∙ ℙ 𝐴2 |𝐴1 ∙ ℙ 𝐴3 |𝐴2 𝐴1 ∙ ⋯ ∙ ℙ 𝐴𝑛 |𝐴1 𝐴2 ⋯ 𝐴𝑛 −1

ხდომილებათა დამოუკიდებლობა

როგორც განხილულმა მაგალითებმა დაგვარწმუნა, პირობითი ალბათობა


ℙ 𝐴|𝐵 , როგორც წესი, არ ემთხვევა უპირობო ℙ 𝐴 ალბათობას. უხეშად რომ
ვთქვათ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხდა თუ არა ხდომილება 𝐵, ცვლის
ჩვენს დამოკიდებულებას 𝐴 ხდომილების მოხდენაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როცა ℙ 𝐴|𝐵 = ℙ 𝐴 , ეს ინფორმაცია არ გვაძლევს 𝐴 ხდომილების შესახებ რაიმე
დასკვნის გაკეთების საფუძველს. ამ შემთხვევაში ამბობენ,(1.4) რომ ხდომილება 𝐴
სტოქასტურად დამოუკიდებელია 𝐵-სგან. პირობითი ალბათობის განსაზღვრება
საშუალებას გვაძლევს ტოლობა ℙ 𝐴|𝐵 = ℙ 𝐴 გადავწეროთ შემდეგი სახით:

ℙ 𝐴𝐵 = ℙ 𝐴 ∙ ℙ 𝐵 . (1.4)

15
ეს ტოლობა სიმეტრიულია 𝐴 და 𝐵-ს მიმართ და გვიჩვენებს, რომ თუ 𝐴
დამოუკიდებელია 𝐵-სგან, მაშინ 𝐵-ც დამოუკიდებელია 𝐴-სგან. ამრიგად,
ხდომილებათა დამოუკიდებლობისათვისუმჯობესია გამოვიყენოთ შემდეგი
სიმეტრიული განსაზღვრება.

განსაზღვრება. ორ 𝐴 და 𝐵 ხდომილებას ეწოდება სტოქასტურად


დამოუკიდებელი (ან, მოკლედ, დამოუკიდებელი), თუ მათთვის სრულდება
ტოლობა (1.4).

ეს განსაზღვრება ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როცა ℙ 𝐵 = 0, რომლის


დროსაც პირობითი ალბათობა ℙ 𝐴|𝐵 არ არის განსაზღვრული. ლიტერატურაში
აგრეთვე გვხვდება ტერმინი სტატისტიკური დამოუკიდებლობა, რომელიც ტერმინ
სტოქასტური დამოუკიდებლობის სინონიმია.

დამოუკიდებლობის ცნება, გარკვეული აზრით, ცენტრალურ როლს


თამაშობს ალბათობის თეორიაში: სწორედ ამ ცნებამ განაპირობა ის თავისებურება,
რომელიც გამოყოფს ალბათობის თეორიას ზომის თეორიისაგან.

დამოუკიდებლობის განსაზღვრება შინაარსობრივადასახავს იმ ვითარებას,


რომ თუ დამოუკიდებელი ხდომილებებიდან მოხდა ერთ-ერთი, ეს არავითარ
ზეგავლენას არ ახდენს მეორე ხდომილების ალბათობაზე. მაგრამ, ასეთ
ვითარებაში, თუკი არ მოხდა პირველი ხდომილება, ესეც ასევე არ მოახდენს
ზეგავლენას მეორე ხდომილების ალბათობაზე.

თეორემა. თუ 𝐴 და 𝐵 ხდომილებები დამოუკიდებლებია, მაშინ 𝐴 და 𝐵 ხდო-


მილებებიც დამოუკიდებლებია.

დამტკიცება.ℙ 𝐴𝐵 = ℙ 𝐵 − ℙ 𝐴𝐵 = ℙ 𝐵 − ℙ 𝐴 ∙ ℙ 𝐵 = 1 − ℙ 𝐴 ∙
ℙ 𝐵 = ℙ 𝐴 ∙ ℙ 𝐵 .█

შედეგი. თუ 𝐴 და 𝐵 ხდომილებები დამოუკიდებლებია, მაშინ 𝐴 და 𝐵 ხდო-


მილებებიც დამოუკიდებლებია.

დამოუკიდებელ ხდომილებებს, მაგალითად, ადგილი აქვთ განმეორებით


ცდებში. ერთი და იმავე მონეტის სხვადასხვა აგდებისას გერბის დავარდნა და სა-
ფასურის დავარდნა დამოუკიდებელი ხდომილებებია. ნებისმიერი ხდომილებები,
რომლებიც მიეკუთვნებიან სათამაშო კამათლის ორ სხვადასხვა აგდებას,
დამოუკიდებლებია. შევნიშნოთ, რომ თუ უთავსადი A და B ხდომილებები დამო-
უკიდებლებია, მაშინ ერთ-ერთი მათგანის ალბათობა ნულია. მართლაც, თუ A და
B ხდომილებები დამოუკიდებლებია და AB = ∅, მაშინ უნდა შესრულდეს
ტოლობა 0 = ℙ A ∙ ℙ B , საიდანაც გამომდინარეობს რომ ℙ A = 0 ან ℙ B = 0.

16
პრაქტიკაში, როგორც წესი, ნათელია, თუ რომელი ხდომილებები უნდა
იყოს დამოუკიდებელი. თუმცა, როგორც ჩვენ ქვემოთ მოყვანილ მაგალითში
ვნახავთ, არსებობს სიტუაცია, რომელშიც დამოუკიდებლობა შეიძლება
დადგინდეს მხოლოდ გამოთვლების შედეგად.

(1.4) ტოლობით მოცემული დამოუკიდებლობის განსაზღვრებას გააჩნია


ყველა ის თვისება, რის შესრულებასაცმოითხოვსინტუიტური წარმოდგენები
ხდომილებათა დამოუკიდებლობაზე. ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როცა გვაქვს
ორზე მეტი ხდომილება 𝐴1 , 𝐴2 , ⋯ , 𝐴𝑛 , 𝑛 ≥ 2. ამ შემთხვევაში განიხილება ორი
ტიპის დამოუკიდებლობა - წყვილ-წყვილად და ერთობლიობაში.

განსაზღვრება 1.9.4. ხდომილებათა 𝐴1 , 𝐴2 , ⋯ , 𝐴𝑛 , 𝑛 ≥ 2, მიმდევრობას


ეწოდება წყვილ-წყვილად დამოუკიდებელი, თუ ამ მიმდევრობიდან ნებისმიერი
ორი ხდომილება არის დამოუკიდებელი, ანუ, თუ ყოველი 𝑖 ≠ 𝑗 = 1, 2, ⋯ , 𝑛
ინდექსებისათვის სრულდება ტოლობები

ℙ 𝐴𝑖 𝐴𝑗 = ℙ 𝐴𝑖 ∙ ℙ 𝐴𝑗 .

განსაზღვრება 1.9.5. ხდომილებათა 𝐴1 , 𝐴2 , ⋯ , 𝐴𝑛 , 𝑛 ≥ 2, მიმდევრობას


ეწოდება დამოუკიდებელი ერთობლიობაში, თუ ნებისმიერი𝑚 = 2, 3, ⋯ , 𝑛
დაინდექსთა ნებისმიერი 1 ≤ 𝑖1 < 𝑖2 < ⋯ < 𝑖𝑚 ≤ 𝑛მიმდევრობისათვის სრულდება
ტოლობები

ℙ 𝐴𝑖1 𝐴𝑖2 ⋯ 𝐴𝑖𝑚 = ℙ 𝐴𝑖1 ∙ ℙ 𝐴𝑖2 ∙ ⋯ ∙ ℙ 𝐴𝑖𝑚 .

სრული ალბათობის ფორმულა. ბაიესის ფორმულა

ვთქვათ, 𝐴 არის ნებისმიერი ხდომილება და 𝐻1 , 𝐻2 , ⋯ , 𝐻𝑛 მიმდევრობა არის


ხდომილებათა სრული სისტემა. მაშასადამე, სრულდება შემდეგი ორი პირობა:
𝐻𝑖 𝐻𝑗 = ∅ თუ 𝑖 ≠ 𝑗 და ელემენტარულ ხდომილებათა სივრცე Ω = 𝑛𝑖=1 𝐻𝑖 .
ხშირად 𝐻1 , 𝐻2 , ⋯ , 𝐻𝑛 ხდომილებებს ჰიპოთეზებსაც უწოდებენ. სამართლიანია
შემდეგი თეორემა.

თეორემა (სრული ალბათობის ფორმულა). ნებისმიერი 𝐴 ხდომილების


ალბათობა გამოითვლება ფორმულით:
𝑛
ℙ 𝐴 = 𝑖=1 ℙ 𝐻𝑖 ∙ ℙ 𝐴|𝐻𝑖 ,

სადაც 𝐻1 , 𝐻2 , ⋯ , 𝐻𝑛 მიმდევრობა არის ხდომილებათა (ჰიპოთეზათა) სრული


სისტემა.

17
მართალია, მათემატიკური თვალსაზრისით ეს თეორემა მარტივი
დებულებაა, მაგრამ მას ხშირად იყენებენ მაშინ, როცა საჭიროა ელემენტარულ
ხდომილებათა სივრცეზე გონივრულად განაწილებული ალბათობების მოცემა.
საილუსტრაციოდ განვიხილოთ შემდეგი ამოცანა.

ამოცანა. სამი მანქანა უშვებს ერთი და იმავე ტიპის პროდუქციას. პირველი


მანქანა აწარმოებს მთელი გამოშვებული პროდუქციის 20%-ს, მეორე მანქანა -
30%-ს და მესამე კი - 50%-ს. პირველი მანქანის მიერ გამოშვებულ პროდუქციაში
წუნის წილი არის 5%, მეორე მანქანისთვის ეს რიცხვი არის 2%, ხოლო მესამის-
თვის კი - 1%. რა არის ალბათობა იმისა, რომ გამოშვებული პროდუქციიდან
შემთხვევით აღებული პროდუქტი იქნება დეფექტური?

ამოხსნა. მაშასადამე, ვატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მდგომარეობს


იმაში, რომ ვამოწმებთ შემთხვევით ამორჩეული პროდუქტის ხარისხს. ამ
ექსპერიმენტს ორი ელემენტარული შედეგი აქვს: 𝐷 - პროდუქტი დეფექტურია და
𝐷 - პროდუქტი ხარისხიანია. ვთქვათ, 𝐻𝑖 აღნიშნავს ხდომილებას, რომ ამორჩეული
პროდუქტი დამზადებულია 𝑖-ური მანქანის მიერ. მაშინ გვაქვს
3
ℙ 𝐷 = 𝑖=1 ℙ 𝐻𝑖 ∙ ℙ 𝐷|𝐻𝑖 = 0.2 ∙ 0.05 + 0.3 ∙ 0.02 + 0.5 ∙ 0.01 = 0.021.

ეს ამოცანა სხვა გზითაც ამოვხსნათ.Ω ელემენტარულ ხდომილებათა სივრცედ


განვიხილოთ სამივე მანქანის მიერ დამზადებული ყველა პროდუქტის
ერთობლიობა. პირობის თანახმად Ω შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი სახით
Ω = 𝐻1 ∪ 𝐻2 ∪ 𝐻3 , სადაც 𝐻𝑖 აღნიშნავს 𝑖-ური მანქანის მიერ დამზადებული პრო-
დუქტების ერთობლიობას. აღვნიშნოთ 𝐷-თი დეფექტური პროდუქტების
სიმრავლე. ჩვენ ვგულისხმობთ, რომ Ω სივრცის ყოველ ელემენტს ამორჩევის თა-
ნაბარი ალბათობა აქვს. თუ სიმბოლოთი 𝐶 აღვნიშნავთ 𝐶 სიმრავლეში შემავალი
ელემენტების რაოდენობას, მაშინ გვაქვს
𝐷
ℙ 𝐷 = .
Ω

ამოცანის პირობის ძალით

𝐻1 = 0.2 Ω , 𝐻2 = 0.3 Ω , 𝐻3 = 0.5 Ω ,

𝐷𝐻1 = 0.05 𝐻1 , 𝐷𝐻2 = 0.02 𝐻2 , 𝐷𝐻3 = 0.01 𝐻3 .

შესაბამისად,
𝐷𝐻1 + 𝐷𝐻2 + 𝐷𝐻3 𝐻1 𝐻2 𝐻3
ℙ 𝐷 = = 0.05 + 0.02 + 0.01 ,
Ω Ω Ω Ω

18
ანუ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვღებულობთ იგივე პასუხს. █

ამ ამოცანის განხილვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზოგიერთ ამოცანაში


სრული ალბათობის ფორმულა საშუალებას გვაძლევს ელემენტარულ
ხდომილებათა სივრცის აგების გარეშეც მივიღოთ პასუხი.

ელემენტარული ალბათობის თეორიის ერთ-ერთ ძირითად თეორემას


წარმოადგენს ბაიესის1 თეორემა, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს
რაიმე ხდომილების ალბათობა იმ პირობით, რომ უკვეგანხორციელდა სხვა, მასზე
(სტატისტიკურად) დამოკიდებული, ხდომილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ბაიესის ფორმულით შესაძლებელია ალბათობის უფრო ზუსტად გამოთვლა, რო-
გორც ადრე ცნობილი ინფორმაციის, ასევე ახალი დაკვირვებებით მიღებული მო-
ნაცემების მხედველობაში მიღებით.ზოგიერთი მეცნიერის აზრით ბაიესის
თეორემა „წარმოადგენს ალბათობის თეორიის საფუძველს ისევე, როგორც პითა-
გორას თეორემა არის გეომეტრიის საფუძველი“. ბაიესის თეორემის
განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი პრაქტიკული გამოყენება
მოითხოვს დიდი რაოდენობის გაანგარიშებებს, გამოთვლებს, რის გამოც
ბაიესური შეფასებების აქტიური გამოყენებები დაიწყო მხოლოდ კომპიუტერული
და ქსელური ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ.

ბაიესის თეორემა ადვილად მტკიცდება ალბათობის აქსიომების,


კერძოდპირობითი ალბათობის ცნების გამოყენებით.

თეორემა (ბაიესის). ვთქვათ, 𝐻1 , 𝐻2 , ⋯ , 𝐻𝑛 არის ხდომილებათა (ჰიპოთე-


ზათა) სრული სისტემა და𝐴არის ნებისმიერი ხდომილება. მაშინ 𝐻𝑘 𝑘 = 1, 2, ⋯ , 𝑛
ჰიპოთეზის ალბათობა იმ პირობით, რომ მოხდა ხდომილება 𝐴, გამოითვლება
ფორმულით:
ℙ 𝐻𝑘 ∙ℙ 𝐴|𝐻𝑘
ℙ 𝐻𝑘 |𝐴 = 𝑛 ℙ 𝐻 ∙ℙ 𝐴|𝐻 .
𝑖=1 𝑖 𝑖

დამტკიცება. პირობითი ალბათობის, ალბათობათა ნამრავლის და სრული


ალბათობის ფორმულების გამოყენებით ვღებულობთ:
ℙ 𝐻𝑘 𝐴 ℙ 𝐻𝑘 ∙ℙ 𝐴|𝐻𝑘
ℙ 𝐻𝑘 |𝐴 = = 𝑛 ℙ 𝐻 ∙ℙ 𝐴|𝐻 . █
ℙ 𝐴 𝑖=1 𝑖 𝑖

ბაიესის ფორმულაში ℙ 𝐻𝑘 ალბათობებს აპრიორულ2 ალბათობებს, ხოლო


ℙ 𝐻𝑘 |𝐴 ალბათობებს კი აპოსტერიორულ3 ალბათობებს ეძახიან.

1
თომას ბაიესი (1702-1761), ინგლისელი სტატისტიკოსი, ფილოსოფოსი და სასულიერო მოღვაწე. მის ყველაზე
ცნობილ მიღწევას წარმოადგენს თეორემა, რომელიც მის სახელს ატარებს (ბაიესის თეორემა).
2
აპრიორი (ლათინურად apriori) - ცდამდე მიღებული ცოდნა, ანუ წინასწარ ცნობილი ცოდნა.
3
აპოსტერიორი (ლათინურად aposteriori) - ცდიდან მიღებული ცოდნა.

19

You might also like