You are on page 1of 28

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და


ფარმაციის ფაკულტეტი

ონეზაშვილი ეკა

საბაკალავრო ნაშრომი
იტერაციული მეთოდების კრებადობის აუცილებელი და საკმარისი
პირობები

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი


რომეო გალდავა

თბილისი
2020
ანოტაცია

ეკა ონეზაშვილის საბაკალავრო ნაშრომზე “იტერაციული მეთოდების


აუცილებელი და საკმარისი პირობები“, რომელიც წარმოდგენილია მათემატიკის
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

საბაკალავრო ნაშრომში განხილულია წრფივ განტოლებათა სისტემები, მათი


მატრიცული ფორმით წარმოდგენისა და ამოხსნის ხერხები. აღწერილია წრფივ
ალგებრულ განტოლებათა სისტემების ამოხსნის პირდაპირი და იტერაციული
რიცხვითი მეთოდები, ჩამოყალიბებულია მათი ამოხსნადობისა და კრებადობის
პირობები.

2
სარჩევი

ანოტაცია ........................................................................................................................................................ 2
შ ე ს ა ვ ა ლ ი .................................................................................................................................................. 4
1.განტოლებათა სისტემები და მათი ამოხსნის ხერხები ....................................................................... 6
1.1. გრაფიკული ხერხი ....................................................................................................................... 6
1.2. ჩასმის ხერხი .................................................................................................................................. 7
1.3. შეკრების ხერხი ............................................................................................................................. 8
2.წრფივ განტოლებათა სისტემების ამოხსნის პირდაპირი გამოთვლითი მეთოდები.................. 10
2.1. გაუსის გამორიცხვის მეთოდი ...................................................................................................... 10
2.2. კრამერის წესი .................................................................................................................................. 12
3. წრფივ განტოლებათა სისტემების ამოხსნის იტერაციული მეთოდები ....................................... 16
3.1.იტერაციის მეთოდი ......................................................................................................................... 16
3.2 ზეიდელის მეთოდი ........................................................................................................................ 18
3.3 იტერაციული მეთოდის კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობა ........................ 19
3.4. ზეიდელის მეთოდის კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობა .......................... 20
3.5. იაკობის იტერაციული პროცესი ................................................................................................... 21
3.6. გაუს-ზეიდელის და ზედა რელაქსაციის იტერაციული მეთოდები ...................................... 23
დასკვნა ......................................................................................................................................................... 26
გამოყენებული ლიტერატურა.................................................................................................................. 27

3
შესავალი

თანამედროვე ეტაპზე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ


მნიშვნელოვნად დააჩქარა ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს
მათემატიზაციის შეუქცევადი პროცესი. შესაბამისად გაფართოვდა იმ დარგების
არეალი, რომელთათვისაც განათლება მათემატიკის მიმართულებით მათი
განვითარებისა და წარმატების აუცილებელი პირობაა. ეს განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ ნებისმიერი ამოცანის კომპიუტერული რეალიზაციის პროცესი
აუცილებლად მოიცავს საწყისი ამოცანის მათემატიკური მოდელის შექმნასა და მისი
რეალიზაციის ალგორითმის ჩამოყალიბებას. ეს პროცესი კი წარმოუდგენელია
მათემატიკური აპარატისა და გამოთვლითი მეთოდების ელემენტების გამოყენების
გარეშე.
მათემატიკის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია გამოთვლითი მეთოდებისა და
შესაბამისი ალგორითმების შექმნისა და განვითარების საკითხები. ამ საქმეში
განსაკუთრებული ადგილი უკავია მათემატიკური აპარატის გამოყენებას, ვინაიდან
მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ხასიათის პროცესების ჩამოყალიბება
მათემატიკური ტერმინების საშუალებით. მათემატიკური აპარატის გამოყენება კი
მიღებული შედეგების ინტერპრეტაციისა და მოვლენების პროგნოზირების
საშუალებას იძლევა.
სწორედ გამოთვლითი ალგორითმების შექმნისა და გამოკვლევის საკითხს
შეეხება წარმოდგენილი საბაკალავრო ნაშრომი, კერძოდ კი ისეთი მნიშვნელოვან
სფეროს, როგორიცაა განტოლებათა სისტემების მიახლოებითი ამოხსნის მეთოდები.
მათი გამოყენების არეალი ძალიან ფართოა, მოიცავს ტექნიკურ, სოციოლოგიურ,
პოლიტიკურ, სამედიცინო, ეკოლოგიურ, ბიოლოგიურ და სხვა სფეროებს. აქედან
გამომდინარე, შესაბამისი გამოთვლითი ალგორითმების შედგენას, მათ კვლევასა და
შემდგომ განვითარებას გააჩნია დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა.

4
ნაშრომი შედგება შესავლის, სამი თავის, დასკვნისა და გამოყენებული
ლიტერატურის ნუსხისაგან.
პირველ თავში განხილულია განტოლებატა სისტემები და მათი ამოხსნის
მეთოდები, როგორიცაა გრაფიკული, ჩასმის და შეკრების ხერხი.
მეორე თავში ჩამოყალიბებულია განტოლებათა სისტემის ამოხსნის პირდაპირი
გამოთვლითი მეთოდები, ისეთი ცნობილი ალგორითმები, როგორიცაა გაუსის
გამორიცხვის მეთოდი და კრამერის წესი.
მესამე თავში აღწერილია წრფივ განტოლებათა სისტემების ამოხსნის
იტერაციული მეთოდები, მოცემულია ძირითადი იტერაციული ფორმულები,
რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია კრებადი იტერაციული პროცესის აგება.
ჩამოყალიბებულია მისი კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობები.
დასკვნით ნაწილში დასაბუთებულია ნაშრომის მნიშვნელობა და პრაქტიკული
ღირებულება.

5
1.განტოლებათა სისტემები და მათი ამოხსნის ხერხები

განტოლებათა სისტემა წარმოადგენს განტოლებების ერთობლიობას, რომელიც


იხსნება კოლექტიურად და არა ინდივიდუალურად. ცნობილია სისტემათა ამოხსნის
ყველაზე გავრცელებული ხერხები: გრაფიკული, ჩასმის, შეკრებისა და მატრიცული.
გრაფიკული, ჩასმის და შეკრების ხერხები შედარებით მარტივია და მათი მეშვეობით
შესაძლებელია ეფექტურად ამოიხსნას განტოლებათა სისტემა რამდენიმე პირდაპირი
მოქმედებით. მატრიცული ხერხი კი მეტ მოქმედებას და შესაბამისად მეტ ძალისხმევას
მოითხოვს, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო რომ ის გამოიყენება უფრო მრავალფეროვან
სისტემებზე.

1.1.გრაფიკული ხერხი

ამ ხერხის გამოყენებისას სისტემის თითოეული განტოლებისთვის იგება


გრაფიკები და შემდგომ დგინდება მათი გადაკვეთის წერტილები.
განვიხილოთ განტოლებათა სისტემა
𝑦 = −𝑥 + 3
{
𝑦 = 4𝑥 − 2

და ავაგოთ ამ სისტემაში შემავალი განტოლებების შესაბამისი ფუნქციები. გვექნება:

6
ნახაზიდან ჩანს, რომ გრაფიკებს გააჩნიათ ერთი გადაკვეთის წერტილი, რომლის
კოორდინატებიც (1,2) წარმოადგენს მოცემული სისტემის ამონახსნს.
წრფივ განტოლებათა სისტემას შესაძლებელია ჰქონდეს ერთი, არცერთი ან
უამრავი ამონახსნი.
ერთი ამონახსნი მაშინ აქვს სისტემას, როდესაც წრფეები ერთ ადგილას
იკვეთებიან. გრაფიკზე კარგად ჩანს წრფეების გადაკვეთის წერტილი, რომელიც
წარმოადგენს მოცემული ჩვენი განტოლებათა სისტემის ამონახსნს.
არ აქვს ამონახსნი განტოლებას, როდესაც წრფეები ერთმანეთს არ კვეთენ და
ამის ერთადერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც წრფეები პარალელურია.
უამრავი ამონახსნი მაშინ აქვს წრფივ განტოლებათა სისტემას, როდესაც
წრფეები ერთმანეთს ემთხვევა

1.2. ჩასმის ხერხი

ზოგჯერ შეუძლებელია ან მოუხერხებელია განტოლებათა სისტემა ამოიხსნა


გრაფიკული ხერხით, ამიტომ ხშირად ვიყენებთ ჩასმის ხერხს. ჩასმის ხერხის დროს
ხორციელდება შემდეგო პროცედურები: თავდაპირველად ერთ განტოლებაში უნდა
განისაზღვროს რომელიმე ცვლადი და ჩაისვას მეორეში, რის შედეგადაც ჩვენი
განტოლებათა სისტემა მიიღებს ერთი განტოლების სახეს, რომელშიც მხოლოდ ერთი
ცვლადია.
მოვიყვანოთ მაგალითი:

2𝑥 + 3𝑦 = 20 2𝑥 + 3𝑦 = 20
{ ={
3𝑥 + 𝑦 = 10 𝑦 = 10 − 3𝑥

2𝑥 + 3(10 − 3𝑥) = 20

2𝑥 + 30 − 9𝑥 = 20; −7𝑥 = −10;

10 40
𝑥= ; 𝑦= .
7 7

7
1.3. შეკრების ხერხი

შეკრების ხერხის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია შევკრიბოთ ან


გამოვაკლოთ სისტემის განტოლებები ისე, რომ მივიღოთ ერთი განტოლება ერთი
უცნობით. შეკრება ან გამოკლება დამოკიდებულია ცვლადების კოეფიციენტებზე.
განვიხილოთ მაგალითი:
2𝑥 + 3𝑦 = 10
{ +
3𝑥 − 3𝑦 = 5

5𝑥 = 15; 𝑥 = 3.

4
𝑥 = 3; 𝑦 = .
3

წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემები შესაძლებელია წარმოდგენილ


იქნას მატრიცული ფორმით. როგორც ცნობილია, მატრიცა განსაზღვრულია, როგორც
რიცხვების მართკუთხა მასივი. იგი წარმოდგენილია კვადრატულ ფრჩხილებში [ ]
მითითებული რიცხვების ერთობლიობით. როგორც ქვემოთ არის მოცემული.
1 2 3
A = [4 5 6]
7 8 9

მატრიცაში შესაძლებელია ჩაწერილი იყოს ნებისმიერი რიცხვი და არამარტო


რიცხვი, ასევე შესაძლებელია მასში ჩაწერილი იყოს ცვლადები. მისი ზომა
განისაზღვრება მწკრივებისა და რიგების მიხედვით , რომელსაც ის შეიცავს.
მატრიცის ზომა აღინიშნება n x m (გამოხატულია როგორც n- ით m), სადაც n
წარმოადგენს მატრიცაში რიგების რაოდენობას და m წარმოადგენს სვეტი რაოდენობას.
ყველაზე მცირე მნიშვნელობა, რომელსაც n და m შეიძლება ჰქონდეს, არის 1. მას არ
შეიძლება ჰქონდეს ნულოვანი მწკრივები ან ნულოვანი სვეტები. მატრიცის ზომა
შეიძლება იყოს 1 x 1 –დან უსასრულობამდე. მათი დამატება, გამოკლება და

8
გამრავლება ხდება, მაგრამ არსებობს წესები, თუ როგორ და როდის შეიძლება ეს
გაკეთდეს.
წრფივი განტოლებათა სისტემა, სადაც თითოეული განტოლება არის 𝑎𝑥 + 𝑏𝑦 +
𝑐𝑧+ . . . 𝑏 ფორმაში, ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ამ სისტემის კოეფიციენტები
მატრიცაში, რომელსაც კოეფიციენტების მატრიცა ეწოდება. ამ შემთხვევაში მიღებული
მატრიცის პირველი სვეტი შეესაბამება პირველი ცვლადის ყველა კოეფიციენტს, მეორე
- მეორე ცვლადის და ა. შ. შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვა ხერხის საშუალებით
მანიპულირება მოვახდინოთ კოეფიციენტების მატრიცაზე, რათა ამონახსნი უფრო
ადვილად ვიპოვოთ. ეს განტოლებათა სისტემის ამოხსნა განსხვავებული მეთოდია,
განსაკუთრებით უფრო დიდი სისტემებისთვის (უფრო მეტი ცვლადი და მეტი
განტოლება). თუმცა, ეს მეთოდები მუშაობს ყველა ზომის სისტემისთვის, ასე რომ
უნდა შერჩეულ იქნას შესაფერისი მეთოდი.
განვიხილოთ მაგალითი სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ შეიძლება განტოლებათა
სისტემა ჩაიწეროს მატრიცის სახით .

9
2.წრფივ განტოლებათა სისტემების ამოხსნის პირდაპირი გამოთვლითი
მეთოდები

2.1. გაუსის გამორიცხვის მეთოდი

გაუსის გამორიცხვის მეთოდი ცნობილია, როგორც რიგის შემცირების მეთოდი


და წარმოადგენს წრფივი ალგებრის ალგორითმს და გამოიყენება წრფივ განტოლებათა
სისტემის ამონახსნთა საპოვნელად. ეს მეთოდი ასევე გამოიყენება მატრიცის
დეტერმინატის საპოვნელად.
გაუსის გამორიცხვის მეთოდის ფუნდამენტურ იდეას წარმოადგენს ერთი
განტოლების დამატება სხვასთან, რათა გამოირიცხოს ცვლადი და ასე გრძელდება ეს
პროცესი მანამ, სანამ არ დარჩება მხოლოდ ერთი ცვლადი. მისი გამოთვლის შემდეგ
იგი ბრუნდება სხვა განტოლებაში, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ სხვა
ცვლადების მნიშვნელობები.
გაუსის გამორიცხვის მეთოდი ჩვეულებრივ ხდება მატრიცების მეშვეობით. ეს
მეთოდი ამცირებს ძალისხმევას ამონახსნის საპოვნელად.
თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ და ამოვხსნათ სისტემა:

პირველ რიგში ცვლადების კოეფიციენტები უნდა ჩავწეროთ მატრიცაში:

მას უწოდებენ კოეფიციენტის მატრიცას და მას ემატება დამატებით სვეტი


განტოლების მარჯვენა მხარეს.

10
მოცემული მატრიცის თითოეული რიგი შეესაბამება მოცემულ სისტემაში
განტოლებას. პირველი რიგი, r 1 = (1, 1, 3), შეესაბამება პირველი განტოლებას, 1 x + 1 y
= 3, ხოლო მეორე რიგი, r 2 = (3, −2, 4), შეესაბამება მეორე განტოლება, 3 x - 2 y = 4.
შესაძლებელია არჩეულ იქნას ვერტიკალური ხაზი, როგორც ზემოთ არის ნაჩვენები,
რომ გამოიყოს უცნობი კოეფიციენტები დამატებითი სვეტისგან, რომელიც არ
წარმოადგენს ცვლადებს. ახლა უკვე შესაძლებელია მატრიცის რიგებზე
(განტოლებებზე) ვიმოქმედოთ, დავამატოთ ან გამოვაკლოთ ისინი ერთმანეთს, რათა
ერთ-ერთი კოეფიციენტის განულება შევძლოთ.

ახლა უკვე ნათლად ჩანს მეორე რიგში მიღებული განტოლება, რომელიც უკვე

ერთ ცვლადს შეიცავს. -5y=-5 შესაბამისად y=1 ამის შემდეგ მეორე მწკრივში მიღებულ
ცვლადის მნიშვნელობას ვსვამთ პირველში და ვიღებთ პასუხს რომ 𝑥 = 2.
შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ოპერაციები მატრიცის რიგებზე, რომელიმე
კოეფიციენტის განულების მიზნით:
1. შესაძლებელია რიგების ადგილების გაცვლა
2. გამრავლება არანულოვან რიცხვზე
3. შესაძლებელია რიგების ერთმანეთზე დამატება ან გამოკლება
გაუსის გამორიცხვის მეთოდი წარმოადგენს მატრიცული განტოლების ამოხსნის
ფორმას 𝐴𝑥 = 𝐵.
განვიხილოთ სამ უცნობიანი განტოლების ამოხსნა გაუსის გამორიცხვის მეთოდით:

წარმოვქმნათ ნულები მეორე და მესამე რიგების პირველ სვეტში რათა განისაზღვროს


იგი პირველი რიგით.

11
მიღებულ მატრიცაში მესამე რიგის მეორე სვეტის ანუ y-ის კოეფიციენტი არის 1
ამიტომ მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია მეორე და მესამე რიგს გაუცვალოთ
ადგილები.

მესამე რიგში z განსასაზღვრად მესამე რიგს დავამატოთ -5ჯერ მეორე სვეტი.

საბოოლოდ განსაზღვრულ z ს შევიტანთ ჯერ მატრიცის მეორე რიგში და გავიგებთ y-ს


შემდეგ ორივე ცვლადს შევიტანთ პირველ რიგში და ცნობილი გახდება წრფივი
განტოლებათა სისტემის ყველა ამონახსნი.
აღწერილი გაუსის გამორიცხვის მეთოდს გამოყენება შეუძლებელია, თუ მთავარ
დიაგონალზე ნულოვანი ელემენტები გვექნება.

2.2. კრამერის წესი

წრფივ ალგებრაში დეტერმინატს აქვს მასშტაბური მნიშვნელობა და მას


კრამერის წესშიც შევხვდებით. ის ნამდვილი რიცხვია და მისი გამოთვლის მეთოდი
დამოკიდებულია სვეტებისა და რიგების რაოდენობაზე. განვიხილოთ 2x2 და 3x3
მატრიცის დეტერმინატის განსაზღვრა .

2x2

12
3x3

Det(A)=a1b2c3 + b1c2a3 + c1a2b3 - a3b2c1 - b3c2a1 - c3a2b1

წრფივი განტოლებათა სისტემის ამოხსნის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც


იყენებს დეტერმინატს, არის ცნობილი როგორც კრამერის წესი. ამ წესის ჩამოყალიბება
მე-18 საუკუნის შუა წლებით თარიღდება და მისი შემქმნელის სახელით არის
ცნობილი. შვეიცარიელმა მათემატიკოსმა გაბრიელ კრამერმა 1750 წელს დაამკვიდრა ეს
წესი წრფივ ალგებრაში და დღესაც ფართოდ გამოიყენება.
კრამერის წესი გვაძლევს განტოლებათა სისტემის უნიკალურ ამონახსნებს იმ
შემთხვევაში, თუ ისინი არსებობს. თუ სისტემას აქვს უამრავი ამონახსნი ან საერთოდ
არ აქვს ამონახსნი, ამას გვაჩვენებს მოცემული მატრიცის დეტერმინანტი, როდესაც ის
ნულის ტოლია.
მოდით განვიხილოთ კრამერის წესი წრფივ განტოლებათა სისტემაზე, რომელიც
მოიცავს ორ განტოლებას და ორ ცვლადს.

გავამრავლოთ პირველი განტოლება a22-ზე და მეორე განტოლება -a12-ზე, რათა


გაგვიბათილდეს y-ის კოეფიციენტები.

13
უნდა ვივარაუდოთ რომ დეტერმინატი არ არის ნულის ტოლი ანუ a11a22 − a12a21 ≠ 0.
და შესაბამისად x და y განისაზღვრება შემდეგნაირად.

ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ ეს ფორმულები, რომ ამოვხსნათ წრფივი


განტოლებათა სისტემა, მაგრამ კრამერმა შემოიტანა ახალი აღნიშვნები.

 ∆ - არის მატრიცის დეტერმინატი

∆𝑥
 ∆𝑥 წარმოადგენს ჩანაცვლებული მატრიცის დეტერმინანტს, ხოლო 𝑥 =

∆𝑦
 ∆𝑦 წარმოადგენს ჩანაცვლებული მატრიცის დეტერმინანტს, ხოლო 𝑦 =

კრამერის წესის გამოყენება შესაძლებელია ასევე 3x3 მატრიცებზე. განვიხილოთ
განტოლებათა სისტემა სამი ცვლადით:

განვსაზღვროთ 𝐷, 𝐷𝑥 , 𝐷𝑦,, 𝐷𝑧 .

ამ შემთხვევაში მოცემული სისტემის ამონახსნი გამოითვლება შემდეგი ფორმულების


საშუალებით:

14
𝐷𝑥 𝐷𝑦 𝐷𝑧
𝑥= ; 𝑦= ; 𝑧= .
𝐷 𝐷 𝐷

15
3. წრფივ განტოლებათა სისტემების ამოხსნის იტერაციული მეთოდები

პირდაპირი მეთოდები რიგ შემთხვევაში, გამოყენების კუთხით გარკვეულ


პრობლემებს აწყდება. ეს გამოწვეულია საწყისი მატრიცის თავისებურებებით. ამ
თვალსაზრისით დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ ე. წ. იტერაციულ
ალგორითმებს.

3.1. იტერაციის მეთოდი

განვიხილოთ n უცნობიანი წრფივ განტოლებათა სისტემა:


A x = b, (3.1)
სადაც A=(aij)nxn, x=(x1, x2, …, xn)T არის უცნობი ვექტორი, ხოლო b=(b1, b2, …, bn)T -
ცნობილი ვექტორია. ვთქვათ A მატრიცის დეტერმინანტი |A| ≠ 0, მაშინ (3.1) სისტემას
აქვს ერთადერთი ამონახსნი. ვთქვათ დიაგონალზე მდგომი კოეფიციენტები aii ≠ 0,
მაშინ (3.1) სისტემა შეგვიძლია ჩავწეროთ ასე:
𝑥1 =∝11 𝑥1 +∝12 𝑥2 + ⋯ ∝1𝑛 𝑥𝑛 + 𝛽1
𝑥2 =∝21 𝑥1 +∝22 𝑥2 + ⋯ ∝2𝑛 𝑥𝑛 + 𝛽2
{ (3.2)
…………………………………………..
𝑥𝑛 =∝𝑛1 𝑥1 +∝𝑛2 𝑥2 + ⋯ ∝𝑛𝑛 𝑥𝑛 + 𝛽𝑛
𝑎 𝑏
სადაც ∝𝑖𝑗 = − 𝑎𝑖𝑗 ; თუ i ≠ j, ∝𝑖𝑖 = 0, და 𝛽𝑖 = 𝑎 𝑖 .
𝑖𝑖 𝑖𝑖

ცხადია (3.2) სისტემა ექვივალენტურია (3.1) სისტემის, ე. ი. (3.2)-ის ამონახსნი


აკმაყოფილებს (3. 1)-ის და პირიქით. (3. 2) სისტემა მოკლე ასე ჩაიწერება:
𝑥 =∝ 𝑥 + 𝛽, (3. 3)
სადაც ∝= (∝𝑖𝑗 ) , 𝛽 = (𝛽1 , 𝛽2 , … , 𝛽𝑛 )𝑇 . (3. 2) -ს ან რაც იგივეა (3. 3) სისტემას
𝑛∗𝑛

ვუწოდებთ დაყვანილ სისტემას. იტერაციული მეთოდი (3.3) სისტემისათვის


განისაზღვრება შემდეგი დამოკიდებულებით:

𝑥 (𝐾) =∝∗ 𝑥 (𝐾−1) + 𝛽, k=1, 2, …. , (3.4)


(0)
სადაც 𝑥 არის საწყისი ვექტორი, მეორენაირად მას უწოდებენ საძიებელი ამონახსნის
საწყის მიახლოებას, საწყის მიახლოებად შეიძლება ავიღოთ ნებისმიერი ვექტორი.

16
ცხადია საბოლოო შედეგის მისაღებად (ამას ქვემოთ დავინახავთ) უმჯობესია საწყისი
მიახლოება რაც შეიძლება ახლოს იყოს ზუსტ ამონახსნთან. საწყის მიახლოებას ვსვამთ

(3.4) სისტემის მარჯვენა მხარეში 𝑥 უცნობის ნაცვლად და მივიღებთ 𝑥 (1) პირველ


მიახლოებას. შემდეგ პირველ მიახლოებას ისევ ვსვამთ (3.4) სისტემის მარჯვენა
მხარეში 𝑥 უცნობის ნაცვლად და მივიღებთ მეორე მიახლოებას და ა. შ. ამრიგად (3.4)
რეკურენტული დამოკიდებულების საშუალებით ჩვენ ვაგებთ ვექტორთა
მიმდევრობას:

𝑥 (0) , 𝑥 (1) , … , 𝑥 (𝑛) , … (3. 5)


ვთქვათ (3. 5) მიმდევრობა კრებადია. ე. ი.
lim 𝑥 (𝑘) = 𝑥 ∗ .
𝑘→∞

თუ გადავალთ (3.4) ტოლობის ორივე მხარეში ზღვარზე და გავითვალისწინებთ


უწყვეტობას, მივიღებთ:

lim 𝑥 (𝑘) = lim (∝ 𝑥 (𝑘−1) + 𝛽) = lim ∝ 𝑥 (𝑘−1) + 𝛽 =∝ ( lim 𝑥 (𝑘−1) ) + 𝛽


𝑘→∞ 𝑘→∞ 𝑘→∞ 𝑘→∞

ან რაც იგივეა
𝑥 ∗ =∝ 𝑥 ∗ + 𝛽.
ამრიგად თუ (3.5) მიმდევრობა კრებადია, მაშინ მისი ზღვარი იქნება (3.3) სისტემის
ამონახსნი. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ (3.4) იტერაციული მეთოდი კრებადია.
მტკიცდება, რომ (3.4) იტერაციული მეთოდის კრებადობის პირობებია:
ა) min ∑𝑛𝑗=1|∝𝑖𝑗 | < 1;
𝑖

ბ) min ∑𝑛𝑖=1|∝𝑖𝑗 | < 1;


𝑖

გ) ∑𝑛𝑖=1 ∑𝑛𝑗=1 𝑎2 𝑖𝑗 < 1 .

თუ (3.1) სისტემისათვის შესრულებულია პირობა


|𝑎𝑖𝑖 | > ∑𝑗=1|𝑎𝑖𝑖 | , 𝑖 = 1, 2, … , 𝑛, (3.6)

მაშინ (3.4) იტერაციული მეთოდი ასევე კრებადია.

17
3.2 ზეიდელის მეთოდი

ზეიდელის მეთოდს (3.1) სისტემისათვის აქვს შემდეგი სახე:


𝑥1 (𝑘) = 𝛼11 𝑥1 (𝑘−1) + 𝛼12 𝑥2 (𝑘−1) + ⋯ 𝛼1𝑛 𝑥𝑛 (𝑘−1) + 𝛽1
𝑥2 (𝑘) = 𝛼21 𝑥1 (𝑘) + 𝛼22 𝑥2 (𝑘−1) + ⋯ 𝛼2𝑛 𝑥𝑛 (𝑘−1) + 𝛽2 (3.7)
𝑥3 (𝑘) = 𝛼31 𝑥1 (𝑘) + 𝛼32 𝑥2 (𝑘) + ⋯ 𝛼3𝑛 𝑥𝑛 (𝑘−1) + 𝛽3
………………………………………………………….
𝑥𝑛 (𝑘) = 𝛼𝑛1 𝑥1 (𝑘) + 𝛼12 𝑥2 (𝑘) + ⋯ 𝛼1𝑛 𝑥𝑛 (𝑘−1) + 𝛽𝑛
ამრიგად, პირველი განტოლებიდან
𝑥1 (0) , 𝑥2 (0) , … 𝑥𝑛 (0)
ნულოვანი მიახლოების საშუალებით განისაზღვრება 𝑥1 უცნობის პირველი მიახლოება
𝑥1 (1) . მეორე განტოლებიდან
𝑥1 (1) , 𝑥2 (0) , … 𝑥𝑛 (0)
მიახლოების საშუალებით განისაზღვრება 𝑥2 უცნობის პირველი მიახლოება 𝑥2 (1) და
ა.შ. შემდეგი იტერაციის შემთხვევაში პირველი განტოლებიდან
𝑥1 (1) , 𝑥2 (1) , … 𝑥𝑛 (1)
მიახლოების საშუალებით განისაზღვრება 𝑥1 უცნობის მეორე მიახლოება 𝑥1 (2) .
𝑥1 (2) , 𝑥2 (1) , … 𝑥𝑛 (1)
მიახლოების საშუალებით განისაზღვრება 𝑥2 უცნობის მეორე მიახლოება 𝑥2 (2) და ა. შ.
(3.7) იტერაციული პროცესი მოკლედ ასე ჩაიწერება
𝑥 (𝑘) = 𝛽𝑥 (𝑘) + 𝐶𝑥 (𝑘−1) + 𝛽, 𝑘 = 1, 2, …, (3.8)

სადაც 𝑥 (𝑘) = (𝑥1 (𝑘) , 𝑥2 (𝑘) , … . , 𝑥𝑛 (𝑘) )𝑇 , 𝐶 =∝ −𝛽,


0 0 0 … 0 0
𝛼21 0 0 … 0 0
𝐵 = 𝛼31 𝛼32 0 … 0 0 .
… … … … … …
(𝛼𝑛1 𝛼𝑛2 𝛼𝑛3 … 𝛼𝑛𝑛−1 0)
(3.8) რეკურენტული დამოკიდებულების საშუალებით ვაგებთ ვექტორთა შემდეგ
მიმდევრობას
𝑥 (0) , 𝑥 (1) , … 𝑥(𝑘) , …

18
ვთქვათ ეს მიმდევრობა კრებადია და
lim 𝑥 (𝑘) = 𝑥 ∗
𝑘→∞

თუ (3.8) ტოლობაში გადავალთ ზღვარზე k-ს მიმართ, მივიღებთ


𝑥 ∗ = 𝛽𝑥 ∗ + 𝑐𝑥 ∗ + 𝛽
ან რაც იგივეა
𝑥 ∗ = 𝛼𝑥 ∗ + 𝛽.
ამრიგად 𝑥 ∗ არის (3.7) სისტემის ამონახსნი ან რაც იგივეა (3.1) სისტემის.
შენიშვნა: ზეიდელის მეთოდი კრებადია, თუ შესრულებულია ჩვეულებრივი
იტერაციის კრებადობის ზემოთ ჩამოთვლილი საკმარისი პირობებიდან ერთ ერთი.

3.3 იტერაციული მეთოდის კრებადობის აუცილებელი და საკმარისი


პირობა

ახლა ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ თეორემა, რომელიც გვაძლევს იტერაციული


პროცესის კრებადობის აუცილებელ და საკმარის პირობას, განვიხილოთ იტერაციული
პროცესი
𝑥𝑘 = 𝛼𝑥𝑘−1 + 𝛽 𝑘 = 1, 2, …, (3.9)
სადაც 𝛼 = (𝛼𝑖𝑗 )𝑛∗𝑛 , 𝛽 მოცემული სვეტ-ვექტორია, 𝑥0 − საწყისი ვექტორია. ადგილი

აქვს შემდეგ თეორემას.


თეორემა. იმისათვის, რომ (3.9) იტერაციული პროცესი კრებადი იყოს, ნებისმიერი
საწყისი 𝑥0 ვექტორისა და ნებისმიერი 𝛽 ვექტორისათვის აუცილებელი და საკმარისია
𝛼 მატრიცის ყველა საკუთრივი რიცხვი მოდულით ნაკლები იყოს 1-ზე. ესე იგი
|𝛼 − 𝜆𝐸| = 0 მახასიათებელი განტოლების ფესვები მოდულით ნაკლები უნდა იყოს 1-

ზე.
საკმარისობა: როგორც ადრე ვაჩვენეთ, (3.9) რეკურენტული
დამოკიდებულებიდან მიიღება
𝑥𝑘 = 𝛼 𝑘 𝑥0 + (𝐸 + 𝛼 + 𝛼 2 + ⋯ + 𝛼 𝑘−1 )𝛽 (3.10)

19
თუ 𝛼 მატრიცის ყველა საკუთრივი რიცხვის მოდული ნაკლებია 1-ზე, მაშინ
მატრიცული გეომეტრიული პროგრესია
𝐸 + 𝛼 + 𝛼2 + ⋯ + 𝛼𝑘 + ⋯ (3.11)
კრებადია, ამასთან ცხადია 𝛼 𝑘 → 0, როცა k→ ∞ . აქედან კი გამომდინარეობს, რომ
{𝑥 𝑘 } მიმდევრობა კრებადია.
აუცილებლობა: თუ (3.9) იტერაციული პროგრესი კრებადია ნებისმიერი 𝑥0
ვექტორისა და ნებისმიერი 𝛽ვექტორისათვის, მაშინ (3.10)-დან გამომდინარეობს, რომ
(3.11) მატრიცული გეომეტრიული პროგრესია კრებადია. აქედან კი თავის მხრივ,
გამომდინარეობს, რომ 𝛼 მატრიცის ყველა საკუთრივი რიცხვის მოდულით 1-ზე
ნაკლებია. რ. დ. გ.

3.4. ზეიდელის მეთოდის კრებადობის აუცილებელი და საკმარისი


პირობა

განვიხილოთ სისტემა
𝑥 = 𝛼𝑥 + 𝛽, (3.12)

სადაც 𝛼 = (𝛼𝑖𝑗 )𝑛×𝑛 . (3.12) სისტემისათვის ზეიდელის იტერაციული პროცესი

ჩაიწერება ასე:
𝑥𝑘 = 𝐵𝑥𝑘 + 𝐶𝑥𝑘−1 + 𝛽, (3.13)
სადაც 𝛽 არის ∝ მატრიცის ქვედა სამკუთხა მატრიცის, ხოლო c არის ზედა სამკუთხა
მატრიცა მთავარი დიაგონალის ჩათვლით.
ადგილი აქვს შემდეგ თეორემას.
თეორემა. იმისათვის, რომ (3.13) იტერაციული პროცესი კრებადი იყოს
ნებისმიერი 𝑥0 საწყისი ვექტორისა და ნებისმიერი 𝛽 ვექტორისათვის აუცილებელი და
საკმარისია, რომ,

20
|𝐶 − (𝐵 − 𝐸)𝜆| = 0 (3.14/)
განტოლების ფესვები მოდულით ნაკლები იყოს 1-ზე.
დამტკიცება: ცხადია E-B მატრიცის დეტერმინანტი |𝐸 − 𝐵| = 1, მაშინ (3.13)-დან

მიიღება
𝑥𝑘 = (E-B)-1C𝑥𝑘−1 + (E − B)−1 − 𝛽. (3.15)
ამრიგად (3.13) იტერაციული პროცესი ექვივალენტურია (3.15) იტერაციული
პროცესის. შესაბამისად. 3.3 პუნქტში მოყვანილი თეორემის თანახმად (3.15)
იტერაციული პროცესის კრებადობისთვის აუცილებელია და საკმარისი, რომ
|(E − B)−1 𝐶 − 𝜆𝐸| = 0 (3.16)
მახასიათებელი განტოლების ფესვები მოდულით ნაკლები იყოს 1-ზე. რ. დ.
გ.

3.5. იაკობის იტერაციული პროცესი

განვიხილოთ სისტემა Ax = B, (3.17) სადაც A=(aij)n*n მატრიცის დიაგონალზე მდგომი


ელემენტები განსხვავებულია 0-გან. (3.17) სისტემა ჩავწეროთ შემდეგი სახით:

𝑎𝑖𝑖 𝑥𝑖 + ∑ 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑖𝑗 + ∑ 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑖𝑗 = 𝑏𝑖 , 𝑖 = 1, 2, … 𝑛.


𝑗<𝑖 𝑗>𝑖

(3.18)
(3.17) სისტემას ვხსნით შემდეგი იტერაციული პროცესის გამოყენებით:
1
𝑥𝑖 (𝑘) = (− ∑𝑗<𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 (𝑘−1) − ∑𝑗>𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 (𝑘−1) + 𝑏𝑖 ).
𝑎𝑖𝑖

(3.19)

სადაც 𝑥1 (0) , 𝑥2 (0) , … , 𝑥𝑛 (0) არის საწყისი მიახლოება.


(3.19) იტერაციულ პროცესს უწოდებენ იაკობის იტერაციულ მეთოდს. ადრე
გამოყენებული მეთოდების საშუალებით მტკიცდება რომ (3.19) იტერაციული პროცესი
კრებადია, თუ A მატრიცა არის მკაცრად დიაგონალური ჭარბობის. მატრიცას ეწოდება

21
მკაცრად დიაგონალური ჭარბობის, თუ დიაგონალზე მდგომი ნებისმიერი ელემენტის
მოდული მკაცრად მეტია ამ სტრიქონის დანარჩენი ელემენტების მოდულების ჯამზე
|𝑎𝑖𝑖 | > ∑𝑗<𝑖 |𝑎𝑖𝑗 | ∑𝑗>𝑖|𝑎𝑖𝑗 |. 𝑖 = 1, . . . 𝑛.
ვთქვათ A მატრიცის დიაგონალზე მდგომი ელემენტებისგან შედგენილი
დიაგონალური მატრიცი არის D, 𝐷 = 𝑑𝑖𝑎𝑔{𝑎11 𝑎22 … 𝑎𝑛𝑛 }
ავღნიშნოთ B=D-A (A=D-B), მაშინ (2.7) იტერაციული პროცესი მატრიცულად ასე
ჩაიწერება:
𝐷𝑥 (𝑘) = 𝐵𝑥 (𝑘−1) + 𝑏.
𝑥 (𝑘) = 𝑆𝑥 (𝑘−1) + 𝜆,
(3.20)
სადაც
𝑆 = 𝐷−1 𝐵 𝑑 = 𝐷−1 𝑏
(3.20) იტერაციული პროცესის კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობა
როგორც ცნობილია არის S მატრიცის საკუთრივი რიცხვები მოთავსებული იყოს
ერთეულოვანი წრის შიგნით.
S მატრიცის საკუთრივი რიცხვებია |𝑆 − 𝜆𝐸| = 0 მახასიათებელი განტოლების
ფესვები ან რაც იგივეა:
|𝐷−1 𝐵 − 𝜆𝐸| = |𝐷−1 𝐵 − 𝜆𝐷−1 𝐷| = |𝐷−1 (𝐵 − 𝜆𝐷)| =
|𝐷−1 | × |𝐵 − 𝜆𝐷| = 0
აქედან გვაქვს
|𝐵 − 𝜆𝐷| = 0
გაშლილი სახით ეს განტოლება იქნება:
𝜆𝑎11 𝑎12 … 𝑎1𝑛
𝑎 𝜆𝑎22 … 𝑎2𝑛
| 21 |=0.
… … … …
𝑎𝑛1 𝑎𝑛2 … 𝜆𝑎𝑛𝑛

22
3.6. გაუს-ზეიდელის და ზედა რელაქსაციის იტერაციული მეთოდები

წინა პუნქტებში განხილული (3.17) ან რაც იგივეა (3.18) სისტემისათვის გაუს-


ზეიდელის იტერაციულ პროცესებს აქვს სახე:

1
𝑥𝑖 (𝑘) = (− ∑ 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 (𝑘) − ∑ 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 (𝑘−1) + 𝑏𝑖 ),
𝑎𝑖𝑖
𝑗<𝑖 𝑗>𝑖

𝑖 = 1, 2, … 𝑛, 𝑘 = 1,2, … , 𝑛.
გაუს-ზეიდელის იტერაციული პროცესი იაკობის იტერაციული პროცესისგან
განსხვავდება იმით რომ წინა ბიჯებზე ნაპოვნი მატრიცები გამოიყენება ახალი
იტერაციის დასაზუსტებლად. იდეა არის ძალიან მარტივი: თავიდან ვიღებთ რა

საწყისი მიახლოებას 𝑥2 (0) , … 𝑥𝑛 (0) (3.17) სიტემის პირველი განტოლებიდან ვპოულობთ


x1(1) შემდეგ ნაბიჯზე (3.17) სისტემის მეორე განტოლებიდან x2(1) მიახლოებას

ვპოულობთ წინა ბიჯზე ნაპოვნი ახალ x1(1) მიახლოებას და 𝑥3 (0) , … 𝑥𝑛 (0) საწყის
მიახლოებების საშუალებით და ა. შ.
სქემატურად გაუს-ზეიდელის პროცესი ასე გამოიყენება:
𝑥1 (1) , 𝑥2 (0) , 𝑥3 (0) , …, 𝑥𝑛 (0)
𝑥1 (1) , 𝑥2 (1) , 𝑥3 (0) , …, 𝑥𝑛 (0)
𝑥1 (1) , 𝑥2 (1) , 𝑥3 (1) , …, 𝑥𝑛 (0)
… … … …, …
𝑥1 (1) , 𝑥2 (1) , 𝑥3 (1) , …, 𝑥𝑛 (1)
შემოვიღოთ შემდეგი აღნიშვნები:
(-L)-ით აღვნიშნოთ A მატრიცის ქვედა სამკუთხა მატრიცა;
(-U)-ით ზედა სამკუთხა მატრიცა;
D-ით დიაგონალზე მდგომი ელემენტებისგან შედგენილი დიაგონალური მატრიცა.
მაშინ ცხადია, მართებულია წარმოდგენა:
A=D-L-U

23
ამ აღნიშვნების გამოყენებით (3.17) იტერაციული პროცესი მატრიცული სახით ასე
ჩაიწერება:
𝐷𝑥 (𝑘) = 𝐿𝑥 (𝑘) + 𝑈𝑥 (𝑘−1) + 𝑏
აქედან მიიღება:

𝑥 (𝑘) = 𝑆𝑥 (𝑘−1) + 𝐿, (3.21)


სადაც
S=(D-L)-1U, L=(D-L)-1b.
ამრიგად გაუს-ზეიდელის იტერაციული პროცესი ექვივალენტურია (3.21)
იტერაციული პროცესის. როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ (3.21) იტერაციული პროცესის
მარტივი იტერაციის კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობაა S გადასვლის
მატრიცის საკუთრივი რიცხვები მოთავსებული იყო ერთეულოვანი წრის შიგნით. S
მატრიცის საკუთრივი რიცხვებია |𝑆 − 𝜆𝐸| = 0 მახასიათებელი განტოლების ფესვები ან
რაც იგივეა:
|(D-L)-1U-λE|=|(D-L)-1[U-λ(0-L)]= |(D-L)-1|| U-λ(0-L)]=0
აქედან მიიღება:
|λ(D-L)-U|=0
გაშლილი სახით ამ განტოლებას ექნება სახე:
𝜆𝑎11 𝑎12 … 𝑎1𝑛
𝑎 𝜆𝑎22 … 𝑎2𝑛
| 21 |=0.
… … … …
𝑎𝑛1 𝑎𝑛2 … 𝜆𝑎𝑛𝑛
შენიშვნა: თუ A მატრიცა არის სიმეტრიული და დადებითად განსაზღვრული
მაშინ გაუს-ზეიდელის იტერაციული პროცესი ყოველთვის კრებადია.
შემდეგი იტერაციული პროცესი, რომელსაც განვიხილავთ წარმოადგენს გაუს-
ზეიდელის პროცესის მოდიფიკაციას და მას უწოდებენ ზედა რელაქსაციის მეთოდს.
წინა პუნქტში განხილული სისტემა ჩავწეროთ შემდეგი სახით:
𝑎𝑖𝑖 𝑥𝑖 + 𝜔 ∑𝑗<𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑖 − (1 − 𝜔)𝑎𝑖𝑖 𝑥𝑖 + 𝜔 ∑𝑗>𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 = 𝜔𝑏𝑖 , 𝑖 = 1, 2, … 𝑛. (3.22)

24
სადაც 𝜔 პარამეტრი განსხვავებულია 0-გან. ცხადია (3.22) სისტემა ექვივალენტურია
ადრე განხილული (3.21) სისტემის. (3.22) სისტემას ვხსნით შემდეგი იტერაციული
პროცესის გამოყენებით:
𝑎𝑖𝑖 𝑥𝑖 (𝑘) + 𝜔 ∑𝑗<𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑖 (𝑘) − (1 − 𝜔)𝑎𝑖𝑖 𝑥𝑖 (𝑘−1) + 𝜔 ∑𝑗>𝑖 𝑎𝑖𝑗 𝑥𝑗 (𝑘−1) = 𝜔𝑏𝑖 , 𝑖 = 1, 2, … 𝑛. (3.23)

(3.23) იტერაციულ პროცესს უწოდებენ ზედა რელაქსაციის მეთოდს. მისი


კრებადობის აუცილებელი პირობაა 𝜔 პარამეტრი მოთავსებული იყოს [0,2]

ინტერვალში. მტკიცდება, რომ თუ A მატრიცა სიმეტრიული და დადებითად


განსაზღვრულია, მაშინ (3.23) იტერაციული პროცესი კრებადია, როცა [0,2].

25
დასკვნა

წარმოდგენილი საბაკალავრო ნაშრომში განხილულია მათემატიკის ისეთ


მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა გამოთვლითი მეთოდები, მათი შექმნისა და
გამოყენების საკითხები. კერძოდ ჩამოყალიბებულია და აღწერილია წრფივ ალგებრულ
განტოლებათა სისტემების ამოხსნის პირდაპირი და იტერაციული მეთოდები,
დამტკიცებულია მათი კრებადობის კრიტერიუმები. აღნიშნული მეთოდები
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინჟინერიაში, ქიმიაში, ფიზიკაში, კომპიუტერულ
სისტემებში და ეკონომიკაში, გააჩნიათ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა,
განსაკუთრებით კი სხვადასხვა დანიშნულების პროგრამული პროდუქტების შექმნის
საკითხებში.

26
გამოყენებული ლიტერატურა

1. ჰ. მელაძე, მ მენთეშაშვილი, ნ. მჭედლიშვილი, ნ. სხირტლაძე. გამოთვლითი


მათემატიკის საფუძვლები. I ნაწილი, თსუ გამომცემლობა, თბ., 2003.
2. ჰ. მელაძე, მ მენთეშაშვილი, ნ. მჭედლიშვილი, ნ. სხირტლაძე. გამოთვლითი
მათემატიკის საფუძვლები. II ნაწილი, თსუ გამომცემლობა, თბ., 2005.
3. დ. ნატროშვილი, გ. ბერიკელაშვილი, შ. ზაზაშვილი. გამოყენებითი რიცხვითი
მეთოდები. ლექციების კურსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბ., 2015.
4. სამარსკი ა. ა. რიცხვით მეთოდების შესავალი. თსუ, თბილისი 2001.
5. ვ.ი. კოსარევი. 12 ლექცია გამოთვლით მათემატიკაში. თსუ გამომცემლობა, თბ.,
2003.

27
28

You might also like