You are on page 1of 3

საგანთა ნიშან-თვისებები (ატრიბუტები)

თვისება - ის შეიძლება გამოხატავდეს იმას თუ რა არის, როგორია ან რა მდგომარეობაშია საგანი .


მაგ.სიმამაცე, ორპირობა, სიდინჯე, ადამიანთა მეტნაკლებად მყარი თავისებურებებია . წყალში ხსნადობა
- ნივთიერებებისა, ყინვა-გამძლეობა - მცენარეებისა; აგრეთვე სიღარიბე სკამზე ჯდომა , მგზავრად ყოფნა
ან ლურჯი თვალების ქონა არის თვისება.

მიმართება - ისეთი ატრიბუტია, რომლის საშუალებითაც ხასიათდება მხოლოდ ერთად აღებული


რამდენიმე საგანი. მაგ. ,,შოთა რუსთაველი არის ,,ვეფხისტყაოსნის” ავტორი”. აქ ერთობლივად
დახასიათებულია რუსთაველი და ,,ვეფხისტყაოსანი” მიმართებით ,,ავტორია ”.
წინადადებაში ,,ალექსანდრე ჭავჭავაძე არის ეკატერინე ჭავჭავაძის მამა ” - ალექსანდრე და ეკატერინე
მამობის მიმართებით, ხოლო წინადადებაში
12>7 ერთობლივად დახასიათებულია ორი რიცხვი - 12 და 7 მეტობის მიმართებით.

მიმართებას, რომლის საშუალებითაც ერთდროულად ხასიათდება ორი საგანი , ორადგილიანი


მიმართება ეწოდება. ზემოთ დასახელებულოს გარდა, ორადგილიანი მიმართებებია ასევე ნათესაობის
გამომხატველი თითქმის ყველა მიმართება (დედობა, მამობა, ძმობა, ცოლობა, შვილობა და ა.შ).
არსებობენ სამადგილიანი, ოთხადგილიანი და ა.შ მიმართებები , რომელთა მეშვეობითაც ხასიათდება
საგანთა დალაგებული სამეულები, ოთხეულები და ა.შ. მაგ. წინადადებაში ,, რუსთაველის გამზირი
მდებარეობს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის მოედანს შორის” საგანთა სამეული -
რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის მოედანი დახასიათებულია
სამადგილიანი მიმართებით , რომელიც ენაში გამოიხატება ფრაზით : ,,… მდებარეობს …-სა და …-ს
შორის”.

თვისებებს ვუწოდებთ ერთადგილიან, ხოლო მიმართებებს მრავალადგილიან (ორ ,სამ და ა.შ


ადგილიან) ატრიბუტებს.

განსაზღვრის/გამოყენების და განხორციელების არე

თვისების განსაზღვრის/გამოყენების და განხორციელების არე. მაგ. თვისება წითლის გამოყენების


არეა ფიზიკური სხეულების ერთობლიობა, მათგან ზოგიერთი, სახელდობრ წითელი საგნები შეადგენენ
ამ თვისების განხორციელების არეს.
პატივმოყვარეობის გამოყენების არეა ყველა ადამიანის სიმრავლე, ზოგიერთ ადამიანს მართლაც აქვს
ეს თვისება, მაგრამ ყველას არა, ამიტომ თვისება ,,პატივმოყვარეობის“ განხორციელების არე იქნება
ყველა პატივმოყვარე ადამიანის სიმრავლე.

მიმართებათა განსაზღვრების/გამოყენების და განხორციელების არე. მაგ. ,,.... არის ავტორი ... “.


მხოლოდ ადამიანზე შეიძლება ითქვას აზრიანად, რომ ის არის რაღაცის ავტორი და მხოლოდ ადამიანის
ინტელექტუალური საქმიანობის პროდუქტზე - რომ მას ჰყავს ავტორი. ეს ნიშნავს, რომ ავტორობის
მიმართების განსაზღვრის არეა ყველა ისეთი დალაგებული წყვილის სიმრავლე, რომელთა პირველი
წევრი ადამიანთა სიმრავლის ელემენტია (ავტორი), ხოლო მეორე წევრი (პროდუქტი) წარმოადგენს
ადამიანთა ინტელექტუალური მოღვაწეობის ნაყოფს. მათგან ამ მიმართების განხორციელების არეში
შევა მაგ. წყვილები: რუსთაველი - ,,ვეფხისტყაოსანი“, აინშტაინი - ფარდობითობის თეორია .

სიმრავლეები. მიმართებები სიმრავლეებს შორის.

სიტყვა ,,სიმრავლის“ სინონიმებია ,,ერთობლიობა“ , ,,ჯგუფი“, ,,კლასი“, ,,არე“ და სხვა.

საგნებს, რომლებიც შეადგენენ სიმრავლეს, ეწოდებათ ამ სიმრავლის ელემენტები.

1. იგივეობრივი ქვესიმრავლე
K და L სიმრავლე ერთმანეთის იგივეობრივი მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ზუსტად
ერთი და იმავე ელემენტებისგან შედგებიან .
K=L

როდესაც ვამბობთ, რომ ,,K სიმრავლე ქვესიმრავლეა L სიმრავლისა“, ვგულისხმობთ, რომ ერთი
სიმრავლის ყოველი ელემენტი არის აგრეთვე ელემენტი მეორე სიმრავლისა .
K L
ამ განსაზღვრებიდან ჩანს, რომ როდესაც ერთი სიმრავლე მეორე სიმრავლის ქვესიმრავლეა ,
ისინი შეიძლება ერთმანეთის იგივეობრივი იყვნენ.
მაგ. ადამიანთა სიმრავლე მეტყველ არსებათა ქვსეიმრავლეა, მაგრამ თუ K სიმრავლე
Lსიმრავლის ქვესიმრავლეა, შეიძlება L ისეთ ელემენტებსაც შეიცავდეს, რომლებიც პირველ
სიმრავლეს არ ეკუთვნიან, ასეთია, მაგ. სტუდენტთა და ადამინთა სიმრავლეები. ყველა სტუდენტი
ადამიანია, მაგრამ ყველა ადამიანი სტუდენტი არ არის. ასეთ შემთხვევაშ ვამბობთ , რომ K მკაცრი
ქვესიმრავლეა L-ისა, ან რომ მკაცრადაა ჩართული L-ში (K L).

ოპერაციები სიმრავლეებზე
1) გაერთიანება (შეერთება) შეკრება (ყველა ელემენტი ერთად)
2) კვეთა, ანუ გამრავლება (მხოლოდ საერთო ელემენტები)
3) სხვაობა (გამოკლება) (არასაერთო ელემენტები)
4) დამატება (შევსება) (მაგ. თუ უნივერსალურ სიმრავლედ ავიღებთ ადამიანთა სიმრავლეს, მაშინ
სტუდენტღა სიმრავლის დამატება (შევსება) იქნება ყველა არასტუდენტი ადამიანის სიმრავლე
და არა ყველაფრის, რაც სტუდენტი არ არის.

თვისებები და მიმართებები გამოითქმება ცალკეული სიტყვებითაც და სიტყვათა


კომპლექსებითაც. მათ პრედიკატები, ან ზოგაადი ტერმინები ეწოდებათ .გვ .81

არასილოგისტური დასკვნები - მათში გარკვეული საგნების სხვა საგნებთან დამოკიდებულების


საფუძველზე კეთდება დასკვნა ამ საგნებს შორის არსებულ მიმართებაზე (ანდა მიმართების
არარსებობაზე) მაგ.

ივანე პეტრეზ მეზობელია A=B, B=C A<B


-------------------------------------- ------------------- ----------
პეტრეც ივანეს მეზობელია A=C B<A

აღნიშნული თვისებების დახასიათებისთვის შემოვიფაარგლებით მხოლოდ ისეთი ორადგილიანი


მიმართებებით, რომელთა მეშვეობითაც დაკავშირებული საგნები ერთსა და იმავე სიმრავლეს
განეკუთვნებიან. ასეთა მიმართებები რიცხვებს შორის, ნათესაური მიმართებები და ა .შ . მაგრამ ასეთი
არაა მიმართება ,,იწონის ... კგ-ს“, ვინაიდან ეს მიმართება ერთმანეთთან ფიზიკურ საგნებსა და რიცხვებს
აკავშირებს.

ორადგილიან მიმართებათა თვისებები


1) სიმეტრიულობა და ასიმეტრიულობა - თუ a საგანი R მიმართებაშია b-სთან და b-ც იგივე
მიმართებაშია a-სთან, მაშინ ეს მიმართება სიმეტრიულია
ხოლო თუ b არ არის იგივე მიმართებაში a-სთან, მაშინ ეს მიმართება ასიმეტრიულია.
(იგივეობის მიმართება სიმეტრიულია, მეტობის მიმატება ასიმეტრიული ). თუ ერთი ადამიანი
ნათესავია მეორესი, მაშინ ეს მეორე ადამიანიც პირველის ნათესავია , თუ ერთი წინადადება
ტოლფასია მეორესი, მაშინ პირველი წინადადებაც მეორეს ტოლფასია (სიმეტრიული ), მაგრამ თუ
ერთი ადამიანი მამაა მეორესი, მაშინ მეორე პირველის მამა ვერ იქნება, თუკი ერთი რიცხვი მეტია
მეორეზე, მაშინ პირველი რიცხვი მეორეზე მეტი ვერ იქნება (ასმიეტრიული )

არსებობს მიმართებები,რომლებიც არც სიმეტრიულები არიან და არც ასიმეტრიულები მაგ .


სიყვარული. ხდება ხოლმე, როცა ერთს უყვარს მეორე,მ აგრამ მეორე მის გრძნობებს არ
პასუხობს.
ასევე თუ ერთი ადამიანი მეორეს ძმაა, მეორე შეიძლება იყოს პირველის ძმა ან და .

2) ტრანზიტულობა და ინტრანზიტულობა - თუ a საგანი R მიმართებაშია b-სთან, b R მიმართებაშია c-


სთან და a-ც R მიმართებაშია c-სთან, მაშინ ეს მიმართება ტრანზიტულია, ხოლო თუ a საგანი R
მიმართებაშია b-სთან, b R მიმართებაშია c-სთან და a არ არის R მიმართებაში c-სთან, მაშინ ეს
მიმართება ინტრანზიტულია (იგივეობის მიმართებაც და მეტობის მიმართებაც ტრანზიტულია ,
მაგრამ პერპენდიკულარულობის მიმართება არის ინტრანზიტული)

მაგ. თუ R წინადადება ტოლფასია P-სი, ხოლო P R-ის, მაშინ P ტოლფასია R-ის, ან თუ 1<2 და 2 < 3,
მაშინ 1< 3 (ტრანზიტული)
მაგრამ თუ A დედაა B-სი, ხოლო B დედაა C-სი , მაშინ A არ იქნება C-ს დედა (ბებია იქნება).

არსებობენ მიმართებები, რომლებიც არც ტრანზიტულები არიან და არც ინტრანზიტულები . მაგ .თუ
a მეგობარია b-სი, ხოლო b, თავის მხრივ მეგობარია c-სი აქედან არც ის გამოდის, რომ a
მეგობარია c-სი და არც ის, რომ a არ არის c-ს მეგობარი - შეიძლება ასეც იყოს და ისეც.

3) რეფლექსურობა და ირეფლექსურობა - თუ ნებისმიერი საგანი R მიმართებაშია საკუთარ თავთან,


მაშინ ეს მიმართება რეფლექსურია, ხოლო თუ არცერთი საგანი არ არის R მიმართებაში საკუთარ
თავთან, მაშინ ეს მიმართება ირეფლექსურია. (იგივეობის მიმართება რეფლექსურია , მეტობის
მიმართება - ირეფლექსური).

მაგ. ყოველი წრფე თავისი თავის პარალელურია, ყოველი წინადადება თავისი თავის ტოლფასია ,
ყოველი სიმრავლე თავისი თავის ქვსეიმრავლეა და ა.შ. ანუ იგივეობის, პრალელურობის,
ტოლფასობის, ქვესიმრავლეობისა და მოვლენათა ერთდროულობის მიმართებები რეფლექსური
მიმართებებია.
მაგრამ არცერთი ადამიანი თავის თავის მშობელი არაა; 1 არ არის ნაკლები 1-ზე.
მშობლების, ნაკლებობის, პერპენდიკუულარობის მიმართებები ირეფლექსურია .

არსებობს მიმართებები, რომლებიც არც რეფლექსურია, არც ირეფლექსური , მაგ .პატივისცემის


მიმართება ადამიანებს შორის. ყველა ადამიანი არ სცემს საკუთარ თავს პატივს, თუმცა ზოგიერთი
კი.

You might also like