You are on page 1of 61

ჯონდო გვაზავა

საუბრები
მათემატიკურ
თემებზე

ნაწილი 4

თბილისი 2018

3
„საუბრები მათემატიკურ თემებზე“ პროფესორ ჯონდო გვაზავას
ერთადერთი წიგნია, რომელიც არაა სამეცნიერო ნაშრომი, არამედ
პოპულარულ ენაზე დაწერილი დამხმარე სახელმძღვანელოა. თუმცა,
ასეთი მაღალი დონის სასწავლო წიგნის დაწერა უდავოდ სამეცნიერო
ნაშრომის შექმნის ტოლფასია. წიგნში გასაგებ ენაზეა ახსნილი
ძირითადი მათემატიკური ცნებებისა და ობიექტების წარმოშობა და
მათი არსი. ნათლადაა ნაჩვენები, რომ მათემატიკა უხსოვარი დროიდან
ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მის
გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მაღალი ცივილიზაციის განვითარება.
ავტორი მკითხველს სავსებით ბუნებრივად გადასცემს მათემატიკური
აზროვნებიდან წამოსულ სიბრძნეს, და, ეჭვგარეშეა, რომ ეს წიგნი ბევრ
ახალგაზრდას საუკეთესო მოტივაციას მისცემს ხალისით შეისწავლოს
მათემატიკური თემები საშუალო სკოლის თუ უნივერსიტეტის დონეზე.

წიგნი ამავე დროს გვიჩვენებს, თუ რამდენად საინტერესოდ შეიძლება


ისწავლებოდეს მათემატიკა საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში.
აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომი სასარგებლო იქნება ასევე
უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც, ვისაც სურს მაღალ პედაგოგიურ
დონეზე გადასცეს ცოდნა ახალგაზრდა თაობას. წიგნი დააინტერესებს
ნებისმიერ მკითხველს, ვისი ცნობიერებაც მიმართულია მათემატიკური
აზროვნებისა და ზოგადად სამყაროს შეცნობისაკენ.

რეცენზენტები: ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ვახტანგ კვარაცხელია


მათემატიკის აკად. დოქტორი გიორგი ბაღათურია

რედაქტორი - ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი მარინა მენთეშაშვილი

© ჯონდო გვაზავა, 2018


© ყდის დიზაინი - დიმიტრი გვაზავა, 2018
© გამომცემლობა მწიგნობარი 2018
ISBN 978-9941-473-62-3

4
წინათქმა

ყველა საგანს, მეცნიერების ყველა დარგს საკუთარი სახელი აქვს, ძირი-


თადად ბერძნული ან ლათინური წარმომავლობისა. ზოგი მათგანი
ჩვენში შემოსვლისთანავე გადმოქართულდა კიდეც. ყოველ შემთხვევა-
ში, მათი შინაარსი ყველასათვის ცნობილია – მაგალითად, რომ ბერძნუ-
ლად ფილოსოფია „სიბრძნის ტრფიალია“, ფილოლოგია კი – „სიტყვი-
სა“, რომ ფიზიკა „ბუნებას“ ნიშნავს და უსულო მატერიის ზოგად თვი-
სებებსა და აგებულებას სწავლობს... ნებისმიერი დარგის ხელნაწერისა
თუ წიგნის პირველსავე გვერდებზე აქვთ მოტანილი ეს განმარტებები.
მათემატიკაა ერთადერთი, რომლის წარმოშობაზე ორიოდ სიტყვას აქა-
იქ თუ წავაწყდებით ლექსიკონებსა და სახელმძღვანელოებში. მხოლოდ
ამ გზით შეიძლება გავიგოთ, რომ „მათემა“ ჩვენებურად თურმე შემეცნე-
ბასა და ცოდნას ნიშნავს. სიდიდეთა, რაოდენობათა და ფორმათა შესა-
ხებ მეცნიერების ასეთი სახელით მონათლვა ოცდახუთი საუკუნის წი-
ნანდელი ამბავია, თანაც საკმაოდ დრამატული. იგი პითაგორელების
სკოლაში მომხდარ განხეთქილებასთან ყოფილა დაკავშირებული.

როგორც ამბობენ, პითაგორას მოძღვრება ორსახოვანია, მეცნიერულიცა


და რელიგიურ-მისტიკურიც. მართალია, ბრძენი ვარო, თვითონ თურმე
არასოდეს უთქვამს და თავს მხოლოდ სიბრძნის თაყვანისმცემლადა და
მაძიებლად თვლიდა. მაგრამ ერთგულმა მიმდევრებმა მისი სახელი
მაინც წინასწარმეტყველის ბრწყინვალე შარავანდედით შეამკეს და ყო-
ველი მისი გამონათქვამი ზეშთაგონებულ ჭეშმარიტებად გამოაცხადეს.
ამის შემდეგ თუმცა გამორიცხული უნდა ყოფილიყო სკოლის მამამ-
5
თავრის შეხედულებათა ეჭვქვეშ დაყენება, მაგრამ მათი შემოწმების
სურვილი მოწაფეთაგან ზოგიერთს მაინც გასჩენია. ასეთ „მკრეხე-
ლობას“ პითაგორელებს შორის მწვავე დაპირისპირება გამოუწვევია,
რაც შემდეგში იმდენად გამძაფრებულა, რომ მთელი სკოლა ერთმანეთ-
თან მტრულად განწყობილ ორ ბანაკად, ორ სექტად დაშლილა. დიდი
ნაწილი ერთგულად იცავდა და ქადაგებდა ცხოვრების პითაგორასეულ
უწმიდესს წესებს. იგი მომდევნო თაობებს გადასცემდა მასწავლებლი-
საგან გაგონილ და ღვთაებრივად და შეუცთომლად აღიარებულ
ჭეშმარიტებას – „აკუსმატას“, რაც გაგონილს, მოსმენილსა ნიშნავს.
მცირე ნაწილი კი თავს მათემატიკოსს უწოდებდა, რადგან „მათემატა“,
ანუ ცოდნა და სრულყოფილად დამტკიცებული ჭეშმარიტება ეწადა.
თანდათან მათი რიგები ფართოვდებოდა და მოძღვრებაც იხვეწებოდა.
მოგვიანებით მათემატა უკვე მეცნიერების დარგს ნიშნავდა. მათ „მათე-
მატა“ ოთხი ჰქონდათ: „არითმეტიკა“, ანუ მოძღვრება რიცხვების
შესახებ; მუსიკის თეორია – „ჰარმონია“; მესამეა „გეომეტრია“, ანუ
მოძღვრება ფიგურებისა და გაზომვების შესახებ; დაბოლოს, „ასტრო-
ლოგია“, ანუ მნათობთმცოდნეობა. ნიშანდობლივია, რომ ყოველივე ეს
ცნობილი ყოფილა ჩვენი წინაპრებისათვისაც. მაგალითად, „სამართლის
წიგნში“ ვახტანგ მეექვსეს იმავე მიმდევრობით ჩამოთვლილი გადმოუ-
ღია ოთხივე ეს „მათემატა“ თანამემამულე წინამორბედებისაგან. ასე
რომ, „აკუსმატიკის“ ნაცვლად ტერმინად „მათემატიკა“ დამკვიდრდა.
ზოგიერთ ცოცხალ ენაში ეს ტერმინი სიტყვა „ცოდნას“ შეიცავს და თუ
ქართულად სიტყვა-სიტყვით გადმოვთარგმნით, „ცოდნისმეტყველება“
ან „ცოდნის ხელოვნება“ გამოგვივა. ამის საუკეთესო მაგალითია თუნ-

6
დაც სკანდინავური „Wiskunde”. თუ შესაძლებელია ქართული ტერმი-
ნები „სიბრძნისმეტყველება“ და „ბუნებისმეტყველება“,რატომ არ შეიძ-
ლება მათემატიკის ნაცვლად ერთერთი თარგმანი, თუნდაც „ცოდნის-
მეტყველება“ ვიხმაროთ? – არ არის გამორიცხული ასეთი შეკითხვა და
პასუხიც დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს, რომ ქართულში, ისევე როგორც
ნებისმიერ სხვა ენაში ყოვლად გაუმართლებელია დიდი ხნის წინ შემო-
სული და მკვიდრად ფეხმოკიდებული ტერმინების უკუგდება. პირი-
ქით, სათუთად მოფრთხილება უნდა, რადგან ისინი ერის მიერ განვლი-
ლი ცხოვრების ნაწილია. ამიტომაც სასურველია, რომ ყოველი მათგა-
ნის წარმომავლობა და შინაარსი ვიცოდეთ და ისიც, თუ როდის, საიდან
და რა ვითარებაში მოაღწიეს მათ ჩვენამდე.

ჯონდო გვაზავა
5 დეკემბერი, 2012 წელი

7
*********
წინამდებარე ნაკვეთი „მათემატიკურ ანალიზთან“ არის კავშირში. ეს
ტერმინი ადრინდელი „უსასრულო მცირეთა ანალიზის“ შეკვეცილი
ნაირსახეობაა. მართალია, წინანდელი სახელი ახალთან შედარებით მეტ
ცნობებს იძლევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც შემოკლებულია. უკეთ
შეესატყვისება „ანალიზი უსასრულო მცირეთა საშუალებით“. ყველა
დასახელებაში ვხედავთ ცნება „ანალიზს“, რაც რაიმე ერთი მთლიანის
მისსავე შემადგენელ ნაწილებად დაყოფასთან არის დაკავშირებული.
ანალიზი და სინთეზი კვლევის ერთობ პოპულარული ორი ურთიერთ-
საპირისპირო მეთოდია. სინთეზი, როგორც მეთოდი, შემადგენელი ნა-
წილებისაგან მთლიანის აგებას ნიშნავს. რაც შეეხება ჩვენი საუბრის
თემას, მისთვის ისეთი სახელის შერჩევა იქნებოდა სასურველი, რომ
კვლევის საგნებიც აესახა. კლასიკური მათემატიკური ანალიზისათვის
ასეთი საგნებიდან უპირველესია ფუნქციები, ანუ სიდიდეები, რომლე-
ბიც სხვა ცვალებად სიდიდეებზე დამოკიდებულებით თვითონაც
იცვლება. ფუნქციებს ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. მათი საშუალებით
შეიძლება ბუნებასა თუ საზოგადოებაში მიმდინარე უამრავი პროცესის
აღწერა. ფუნქციათა გამოკვლევით ხერხდება მათი შესაბამისი პროცესე-
ბის შესწავლა. უფრო მეტიც, ამ პროცესების მართვის გზების გამონახ-
ვაც. ერთი და იგივე ფუნქცია სავსებით განსხვავებული ხასიათის
მოვლენებს შეიძლება ესადაგებოდეს. ამით კი გვეხსნება იმ ზოგად
კანონზომიერებათა გამოვლენის გზები, რომელთაც საკვლევი პროცე-
სები ექვემდებარებიან. ასე რომ, ფუნქციათა შემსწავლელი მათემატი-

8
კური ანალიზი იმავდროულად ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების
კვლევის საშუალებაც არის.

ფუნქციები
ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში მრავალი ცვალებადი სიდიდეა
ერთმანეთთან დაკავშირებული და ამ კავშირებში სიდიდეთა ერთმა
ჯგუფმა შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს სხვა სიდიდეების ცვალება-
დობაზე. ამგვარი ზემოქმედების ხასიათი, ბუნებისა თუ საზოგადოების
საკმაოდ რთული კანონებითაა განსაზღვრული. სიმარტივისათვის აჯო-
ბებს ვისაუბროთ ერთიმეორეზე დამოკიდებულ მხოლოდ ორ სიდი-
დეზე. ვითარებისდა მიხედვით ერთი მათგანი დამოუკიდებელ ცვლა-
დად ჩავთვალოთ, მეორე კი - სიდიდედ, რომლის ცვლილებაც პირ-
ველის ცვალებადობას მოსდევს. მათ სახელებიც აქვთ შერქმეული -
დამოუკიდებელ ცვლადს არგუმენტს უწოდებენ, დამოკიდებულს კი ამ
არგუმენტის ფუნქციას. მაგალითებისათვის შორს წასვლა არ მოგვიწევს:

ა) რაიმე 𝑎 სიგრძის წიბოიანი კუბის V მოცულობა არის 𝑎 -ზე


დამოკიდებული სიდიდე და

𝑆 = a3 (𝑎 > 0)
ფორმულით გამოითვლება. თუ წიბოს სიგრძეს სხვადასხვა მნიშვნე-
ლობებს მივცემთ, შესაბამისად შეიცვლება კუბის მოცულობაც.

ბ) აღვრიცხოთ დრო იმ t  0 მომენტიდან, როცა უძრავი მატერიალური


წერტილი ვარდნას იწყებს საკუთარი სიმძიმის ძალის ზემოქმედებით.

როგორც ვიცით, დროის ნებისმიერი t  0 მომენტისათვის მის მიერ


გავლილი s გზა გამოისახება

9
1 2
s gt , ( t 0)
2
ფორმულით, სადაც g სიმძიმის ძალის აჩქარებას აღნიშნავს. ამ შემ-

თხვევაში საქმე გვაქვს ორ, t და s სიდიდესთან. პირველი მათგანის ყო-


ველ მნიშვნელობას, ზემოთ დაწერილი კანონის მიხედვით, მეორე
სიდიდის სავსებით გარკვეული მნიშვნელობა ეთანადება. თუ ჩავთვ-
ლით, რომ t დრო დამოუკიდებლად იცვლება, ანუ მას არგუმენტად
მივიჩნევთ, მაშინ შესაბამისად დაიწყებს ცვალებადობას გავლილი s
გზაც. ამით s გზა განისაზღვრა, როგორც t ცვლადის ფუნქცია. აქვე
უნდა ითქვას, რომ ფიზიკური შინაარსიდან გამომდინარე, ეს ფუნქცია
განიმარტა t ცვლადის მხოლოდ არაუარყოფითი მნიშვნელობები-
სათვის. შევნიშნოთ, რომ ამგვარად განსაზღვრული ფუნქცია შეიძლება
გავავრცელოთ არგუმენტის უარყოფითი მნიშვნელობებისათვისაც,
თუმცა ეს უკვე სცილდება სათანადო ფიზიკური შინაარსის ჩარჩოებს.
შეიძლება ისეთი მაგალითების მოყვანაც, როცა არგუმენტს სავსებით
კონკრეტულ საზღვრებში შეუძლია ცვალებადობა. ასეთი მოვლენის
მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად, რაიმე მოცე-

მული a ნამდვილი რიცხვისათვის y  a 2  x 2 ფუნქციის ნამდვილი

მნიშვნელობები ვეღარ ისაზღვრება  a, a  ინტერვალის გარეთ. ახლა

კი განვიხილოთ ნამდვილ რიცხვთა რაიმე A სიმრავლე და ვთქვათ,


რომ ამ სიმრავლის ყოველ x რიცხვს სავსებით განსაზღვრული წესის
მიხედვით შეთანადებული აქვს y რიცხვითი მნიშვნელობა. ასეთ შემ-

თხვევაში ამბობენ, რომ A სიმრავლეზე მოცემული გვაქვს ფუნქცია და


ამ ფაქტს y  f (x) თანაფარდობით აღნიშნავენ. როცა შეთანადებული

10
y რიცხვი ერთადერთია, f არის x არგუმენტის ცალსახა ფუნქცია.
რიცხვთა A ერთობლიობას f ფუნქციის განსაზღვრის სიმრავლე ჰქვია,

ხოლო შეთანადებულ y რიცხვთა ერთობლიობას — ამ ფუნქციის მნიშ-

ვნელობათა B სიმრავლეს უწოდებენ. თუ ორ განსხვავებულ f და g

ფუნქციას განსაზღვრის ერთი და იგივე A სიმრავლე აქვს, შეიძლება


განვიხილოთ მათი ჯამი, სხვაობა, ნამრავლი და შეფარდება. ისინი

იმავე A სიმრავლეზე განსაზღვრული ახალი ფუნქციებია და მათ შესა-


ბამისი არითმეტიკული სიმბოლოებით აღნიშნავენ. კერძოდ,
f ( x)  g ( x) , f ( x )  g ( x ) , f ( x) g ( x) , f (x) / h(x) .

გაყოფის დროს გულისხმობენ, რომ გამყოფის მნიშვნელობები ნული-


საგან განსხვავებულია. როგორც ვხედავთ, მოცემულ ფუნქციებზე
არითმეტიკული მოქმედებებით შესაძლებელია ახალი ფუნქციების
აგება. აქვე უნდა ითქვას, რომ ახალ ფუნქციათა აგების სხვა გზებიც
არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ფუნქციისაგან ფუნქციის აღება. თუ,

მაგალითად, განსაზღვრის A და B სიმრავლეებზე შესაბამისად მოცე-


მული გვაქვს ორი y  f (x ) და z  g ( y ) ფუნქცია და B იმავდრო-

ულად პირველი მათგანის მნიშვნელობათა სიმრავლეცაა, შეგვიძლია

z  gy(x) ახალი, რთული ფუნქციაც ავაგოთ. რთული ფუნქციის აგება


სასრული რაოდენობის ფუნქციების ერთმანეთში ჩასმითაც შეიძლება

z  f1 ( f 2 ( f 3 (...( f n ( x)...) )). საზოგადოდ ფუნქციათა მოცემის მრავალი


ხერხი არსებობს: ცხრილებით, დიაგრამებით, გრაფიკული. ფორმულით
ფუნქციათა განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დავიწყოთ უმარტივესი ელემენტარული ფუნქციებით:

11
ა) მუდმივია ფუნქცია y  c, ( x  R ) , როცა x ცვლადის ყოველ ნამ-
1

დვილ მნიშვნელობას ფუნქციის ერთი და იგივე c მნიშვნელობა


ეთანადება.

ბ) ხარისხოვანი ფუნქცია y  x , ( x  R ), n  N , ან უფრო ზოგადად,


n 1

y  x ,   0 ნებისმიერია. ასეთ შემთხვევაში ფუნქციის ნამდვილი

მნიშვნელობების უზრუნველსაყოფად ვთვლით, რომ x  R .


1

გ) მაჩვენებლიანი ფუნქცია y  a ,    x   , a  1, a  0.
x

დ) ლოგარითმული ფუნქცია y  log a x , 0  x   , a  1, a  0.

ე) ტრიგონომეტრიული ფუნქციები: y  sin x, y  cos x,    x  

და y  tg x, x  (2k  1) 2 , k  Z.
ვ) შექცეული ტრიგონომეტრიული ფუნქციები: y  arcsin x,
 1  x  1, y  arccos x ,  1  x  1 და y  arctg x ,    x   .

ელემენტარული ეწოდება ყველა ფუნქციას, უმარტივეს ელემენტარულ


ფუნქციებზე არითმეტიკული ოპერაციებით ან მათი ერთმანეთში ჩას-
მით რომ მიიღება. ელემენტარულია, მაგალითად, მრავალწევრები, რომ-
ლებიც სხვადასხვა მაჩვენებლიანი ხარისხოვანი ფუნქციების კომბი-
ნირებით არის აგებული. უმარტივესი y  kx  b მრავალწევრი პირვე-

ლი ხარისხისაა და წრფივი ფუნქცია ჰქვია. ნებისმიერი ნატურალური


ხარისხიანი ორი მრავალწევრის შეფარდებას რაციონალურ ფუნქციას
უწოდებენ. პრაქტიკაში არც თუ იშვიათია ფუნქციები, ერთმანეთზე
მიჯრით მდებარე ინტერვალებზე უბნობრივ სხვადასხვა ელემენტარუ-
ლი ფუნქციებით რომ წარმოიდგინება.

12
„ფართობთა გაზომვა“

როგორც ვიცით, საზოგადოდ, ყველანაირი სიდიდის გაზომვა იმ რაო-


დენობის განსაზღვრას ნიშნავს, რამდენჯერაც მასში საყოველთაოდ
მიღებული საზომი ერთეული მოთავსდება. გამოდის, რომ გაზომვას
საფუძვლად შედარების პრინციპი უდევს. რაიმე ნაკვთის ანუ ფიგურის
ფართობსაც, რაღა თქმა უნდა, შედარების პრინციპის მიხედვით ზომა-
ვენ. მოხერხებულობისა და მეტი სიზუსტის უზრუნველსაყოფად ფარ-
თობის სტანდარტულ საზომ ერთეულად ნაკვთი რაც შეიძლება მარტი-
ვი და სიმეტრიული უნდა შეირჩეს. ამ ნიშნებით, სიმეტრიულობითა და
სიმარტივით, მართალია, წრეს ვერაფერი შეედრება, მაგრამ საამისოდ
იგი მაინც ვერ გამოდგება. წრეები, როგორც არ უნდა მიედგას ერთმა-
ნეთს, გასაზომ ფართობს მთლიანად მაინც ვერ დაფარავს და მისი
საკმაოდ დიდი ნაწილი გაუზომავი დარჩება. დანაკარგი კი, სულ მცირე,
თითქმის მეხუთედია. დანაკარგი რომ ასე დიდი არ გამოვიდეს, საზომ
ერთეულად კვადრატის შემოტანა ყველაფერს აჯობებს. თუმცა იდეა-
ლური სიზუსტე შეიძლება ვერც სტანდარტული კვადრატით მოხერ-
ხდეს. აქ სულ სამი ვარიანტია შესაძლებელი: ერთი, როცა ნაკვთი
ზუსტად იფარება, ანუ, როგორც პითაგორელები ამბობდნენ, ზუსტად
შედარებადია (ბერძნულად პარაბოლე –  ); მეორე, როცა

ნაკვთი მთლიანად ვერ იფარება, ანუ იფარება ნაკლულად (ელიფსის –


 ); და ბოლოს, როცა ნაკვთი გადაფარულია, ანუ ჭარბადაა
(ჰიპერბოლე –  ); დაფარული. ტერმინებად ქცეული ეს

სიტყვები მოგვიანებით კონუსური ზედაპირისა და სიბრტყის ურთი-

13
ერთგადაკვეთით მიღებულ წირებს – პარაბოლას, ელიფსსა და ჰიპერ-
ბოლას მიუსადაგეს. როცა უკვე ცნობილია სამკუთხედის ფართობის
გამოსათვლელი ფორმულები, მრავალკუთხედების ფართობის გასაზო-
მად აღარაა საჭირო სტანდარტული კვადრატები. სამკუთხედებად მათი
დაყოფითაც ადვილად გადაიჭრება პრობლემა. აქვე უნდა ითქვას, რომ
ნაწილებად დაყოფის იდეა მარტო მრავალკუთხედების ფართობის
გაზომვას კი არა, ნებისმიერი ნაკვთის კვადრატებით დაფარვასაც
უდევს საფუძვლად. და, ყველა შემთხვევაში, თუ გამოთვლის
ცდომილებები არ გვაქვს, რამდენადაც უფრო მცირე ზომის ნაწილებად
დაიშლება ნაკვთი, მით უფრო ზუსტად გაიზომება მისი ფართობი.
ზედმიწევნით ზუსტი შედეგი რომ მივიღოთ, შემადგენელი ნაწილების
ზომათა ნულისაკენ მისწრაფება და მიახლოებით გამოთვლილი
ფართობების ზღვრული მნიშვნელობის დადგენა მოგვიწევს. ზღვრულ
მნიშვნელობათა გამოთვლის გამოცდილება უკვე გვაქვს. ამიტომ
დავიწყოთ მარტივი მაგალითით და გამოვითვალოთ მრუდი ტრაპე-
ციის ფართობი, რომელიც კოორდინატების დეკარტისეულ სისტემაში

x  a, x  b  a, y  0 წრფეებსა და y  x 2 პარაბოლას შორისაა


მოქცეული. ნაკლებობით ამ ფართობის შეფასება თვალის ერთი შევლე-
ბითაც შეიძლება იმავე J  {( x, y ) : y  0, a  x  b} ფერდზე დაშენე-

ბული მართკუთხედის ფართობით, სიმაღლე რომელსაც a 2 აქვს. ან

მეტობით, თუ b 2 სიმაღლის მქონე მართკუთხედს ავიღებთ. მაგრამ


ასეთი მიახლოება მეტისმეტად უხეშია. მიახლოება უკეთესი გამოგვივა,
თუ ამ ნაკვეთს ერთნაირი სიგანის მრუდ ტრაპეციებად დავჭრით და
თითოეული ზოლის იმავე წესით შეფასებულ ფართობებს შევკრებთ.

14
ამისათვის ჯერ y  0 ღერძის [ a, b] მონაკვეთი n ცალ ტოლ ნაწილად

დავყოთ და ეს ნაწილები გადავნომროთ:

J 1  [a, a1 ] ,..., J k  [ak 1 , ak ],..., J n  [an1 , an ] .

მათი სიგრძისათვის თუ h აღნიშვნას შემოვიტანთ და ჩავთვლით, რომ

a0  a, an  b , მაშინ h  b  a  / n და ყველა ამ (n  1) ცალ წერტილს

ერთობლივ ak  a  kh, ( k  0,1,..., n) ზოგადი სახითაც ჩავწერთ.

ზოლებად დაყოფით საქმე გავირთულეთ, რადგან ახლა ერთი დიდი

ტრაპეციის ნაცვლად h სიგრძის ფერდიანი n ცალი მრუდი ტრაპეციის


ფართობი გაქვს გამოსათვლელი. მაგრამ ვერც ამ ფართობებს გამოვი-

თვლით ზუსტად. ამისათვის თითოეული ტრაპეცია, ვთქვათ k ნომრი-

ანი, მისსავე J k ფერდზე დაფუძნებული მართკუთხედით შევცვალოთ.

თუ სიმაღლედ ( a k 1 ) 2 მნიშვნელობას ავირჩევთ, მართკუთხედის ფარ-

თობი ტრაპეციისაზე ნაკლები იქნება, ხოლო ( a k ) 2 სიმაღლისა – მეტი.

მნიშვნელობა არა აქვს, მათგან რომელ ვარიანტზე შევჩერდებით. ჩვენც

ჭარბი h( a k ) 2 ფართობის მართკუთხედი ავირჩიოთ, k პარამეტრს ყვე-

ლა შესაძლო მნიშვნელობა მივცეთ და სათითაოდ შევკრიბოთ:

S n (a, b)  h(a1 ) 2      h(a k ) 2      h(a n ) 2 


n n
  h(a k ) 2 h (a  kh) 2 ,
k 1 k 1

სადაც S n (a, b) ტრაპეციის ჭარბად შეფასებულ ფართობსა ნიშნავს. ამით

ერთად აღებული ზოლები ისევ საწყის ტრაპეციად გავამთლიანეთ მი-

ახლოებით. არ უნდა დავივიწყოთ, რომ h სიდიდე ტრაპეციის ფერდის

15
(b  a ) სიგრძის n ტოლ ნაწილად დაყოფით მივიღეთ. მიღებულ ჯამში

ba
მისი მნიშვნელობის ჩასმით გვექნება
n
2
ba n  b  a
S n ( a, b)   
n k 1 
ak
n 

(b  a ) 3  n 2  (b  a ) 2  n  2 ba
n

 k
n 3  k 1 
 2 a  k
n 2  k 1 
 a 1.
n k 1

ტოლობის მარჯვნივ კვადრატულ ფრჩხილებში სიგმა აღნიშვნებით


მოტანილი ჯამები რისი ტოლიცაა, ზემოთაა გამოთვლილი და მათი
მნიშვნელობები ამ ტოლობაში ჩავსვათ:

(b  a ) 3  1 
S n ( a, b)   n(n  1)( 2n  1) 
6 
3
n
(b  a )  n( n  1) 
2
ba
 2a    a2 n
 2 
2
n n
1 1 1 1
 (b  a ) 3 (1  )( 2  )  a (b  a ) 2 (1  )  a 2 (b  a ).
6 n n n
ჭარბი მიახლოებით ასე ფასდება ტრაპეციის ფართობი, როცა მისი ფერ-
დი n ტოლ ნაწილადაა დაყოფილი. რაც უფრო მეტს ავიღებთ ამ
რიცხვს, მით უფრო ვიწრო გამოვა თითოეული ზოლის სიგანე და მოი-
მატებს შესაკრებთა რიცხვი, მაგრამ სამაგიეროდ მიახლოება გაუმჯო-
ბესდება. იდეალური სიზუსტის მისაღწევად თუ ამ რიცხვს უსასრუ-
ლოდ გავზრდით, ზოლების სიგანე უსასრულოდ მცირე სიდიდედ გა-
დაიქცევა, ხოლო შესაკრებები შემოუსაზღვრელი რაოდენობით გვექნე-
ბა. ეს ვითარება ტოლობის მარჯვნივ მდგომ გამოსახულებაში სამი
ერთნაირი წილადის n მნიშვნელითაა გამოხატული. და თუ n რიცხვი
დაუსრულებლად გაიზრდება, ეს წილადები უსასრულოდ მცირე სიდი-

16
დეებად გადაიქცევა, ანუ ნულის ტოლი ზღვარი ექნება. ამ მოსაზრების
საფუძველზე საკმაოდ მოხდენილ ფორმულას მივიღებთ
1 1 1
S ( a, b)  (b  a) 3  1  2  a(b  a) 2  1  a 2 (b  a)  b 3  a 3 ,
6 3 3
სადაც S ( a, b) ზღვარია S n (a, b) ფართობებისა და სწორედ ის სიდი-

დეა, რომლის გაგებაც გვინდოდა. ზემოთ, მსჯელობაში a და b მუდ-


მივ რიცხვებად იგულისხმებოდა, ნებისმიერად აღებულ მუდმივ რიც-
ხვებად. და რადგან ამ რიცხვთა ნებისმიერად აღება შეიძლება, მაშინ
ცვლად სიდიდეებად მათი მიჩნევაც დასაშვები ყოფილა. აქ რამდენიმე
არჩევანი გვაქვს – ცვლადებად ან ორივე ჩავთვალოთ, ან მხოლოდ
ერთერთი მათგანი და მეორე უცვლელად დავტოვოთ. პირველ შემთ-
ხვევაში ორი ცვლადის ფუნქციას მივიღებთ, მეორე არჩევანით – ერთი

ცვლადისას. თუ დავუშვებთ, რომ a  0 , ხოლო b მუდმივს x ცვლა-

დით ჩავანაცვლებთ, ცვლადი მარჯვენა საზღვრიანი ნაკვთის ფართო-


ბის გამოსათვლელი
1 3
S (0, x)  x
3
ფორმულა გვექნება. ამგვარად, ცვლადი მარჯვენა x საზღვარი არგუ-
მენტად გადავაქციეთ, ხოლო შესაბამისი ტრაპეციის ფართობი კი მასზე
დამოკიდებულ ფუნქციად. მრუდე ფერდიანი ტრაპეციის ფართობი კი
გამოვითვალეთ, მაგრამ გაცილებით მეტი შეგვიძლია. მაგალითად,
ისეთი ტრაპეციების ფართობთა გამოთვლაც, ზემოდან მხოლოდ პარა-

ბოლით კი არა, ნებისმიერი ხარისხოვანი y  x ფუნქციით აღწერილი


n

წირით რომ არის შემოსაზღვრული. საამისოდ ჩვენს ხელთაა ბინომის

17
ნიუტონისეული ფორმულა და იდეა, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ
ხარისხად აყვანილი ნატურალური რიცხვების ჯამი შეგვიძლია გამო-
ვითვალოთ.

ყურადღების კონცენტრაციის უნარის გამოსამუშავებლად კარგი იქნება


დამოუკიდებლად გამოვითვალოთ:

ა) m ხარისხად აყვანილი პირველი k ნატურალური რიცხვის

1m  2 m      k m ჯამი
და

ბ) x  a  0, x  b  a, y  0, y  xm წირებით შემოსაზღვრულ

ტრაპეციათა ფართობები.

დაწყება აჯობებს მაჩვენებლის შედარებით მცირე მნიშვნელობებით,


ვთქვათ, m  3, m  4 . თუმცა ეს სულაც არაა აუცილებელი, რადგან

ნებისმიერი ნატურალური m მაჩვენებლისათვის ამ ტრაპეციების


ფართობის გამოსათვლელ ფორმულებს აქვე მოვიტანთ:
1
S ( a, b)  (b m 1  a m 1 ),
m 1
1
S (0, x)  x m 1 .
m 1
თუ ზემოთ მოტანილ მსჯელობას თვალს კიდევ ერთხელ გავადევნებთ,
დავრწმუნდებით, რომ ხარისხოვანის გარდა სხვანაირი ფუნქციებით
წარმოდგენილი წირების განხილვაც შეგვძლებია. მართლაც, ხარისხო-
ვან ფუნქციას თუ წინ რაიმე მუდმივ თანამამრავლს დავუსვამთ, საბო-
ლოო შედეგში იგი ტოლობის ნიშნის მარჯვნივ კოეფიციენტის

18
მრიცხველში აღმოჩნდება, თანაც შეუცვლელი სახით. ფართობის გამო-
სათვლელად უფრო ზოგადი,

y  c m x m  c m 1 x m 1      c1 x  c0 , ck  const , k  1,..., m
მრავალწევრით გამოხატული წირების შემთხვევაზეც მიგვიწვდება
ხელი და საბოლოო შედეგსაც ადვილად მივაღწევთ:

cm m1 cm1 m c
S (0, x)  x  x      1 x 2  c0 x .
m 1 m 2
როგორც ფორმულიდან ჩანს, ამ შემთხვევაში ფართობის გამოთვლა
თურმე ნაწილ-ნაწილადაც ყოფილა შესაძლებელი. ანუ შეგვძლებია ჯერ
ცალკეულ შესაკრებთა შესაბამისი ფართობები გამოვითვალოთ, შემდეგ
კი ისინი შევკრიბოთ. მაგრამ ყოველივე ეს მაინც ძალიან ცოტაა. მრა-
ვალწევრების გარდა, რამდენადაც ხელი მიგვიწვდება, ყველანაირი
ფუნქციით გამოხატული წირებით შემოსაზღვრული ფართობების
გამოთვლასაც უნდა ვეცადოთ. ახლა თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ
ზოგჯერ ფუნქცია ხარისხოვანი მწკრივითაა წარმოდგენადი, შესაძლოა
უფრო ზოგადი შემთხვევების განხილვაც მოვახერხოთ.

19
„უსასრულო შესაკრებთა ჯამები“
დრო დაგვიდგა გამოულეველ შესაკრებთა ჯამზე უფრო დაწვრილებით
საუბრისათვის. ახლავე უნდა შევნიშნოთ, რომ ასეთ ჯამებს
მწკრივები
ეწოდება. მწკრივებს პირველად მაშინ შევხვდით, როცა ათწილადებით
მოვინდომეთ წილადების გამოსახვა და ამისათვის ნატურალურ მრიცხ-
ველს ნატურალურსავე მნიშვნელზე ვყოფდით. გაყოფის პროცესს კი
ზოგჯერ ბოლო არ უჩანდა და ამ მოქმედებათა შედეგად წილადების
დაუსრულებელი მწკრივი გამოდიოდა. გამოულეველი ათობითი წილა-
დების ჯამთან დაკავშირებით მაშინ კითხვები არც გაგვჩენია, რადგან
მისი მნიშვნელობა თავიდანვე ვიცოდით. თუმცა შესაკრებთა დაუსრუ-
ლებელი ჯაჭვი მაინც უჩვეულო იყო და იგი რამენაირად უნდა წარ-
მოგვედგინა და გამოგვესახა. და ყველაფერი, რასაც ეჭვი შეეძლო გამო-
ეწვია, ფრჩხილებიან აღნიშვნებში მივჩქმალეთ. ფრჩხილებში კი ციფრე-
ბის პერიოდულად განმეორებადი კომბინაციები მოვაქციეთ. შეკრების
დაუსრულებელი პროცესი ვითომ სასრული სახით გამოვხატეთ და
ამით დავკმაყოფილდით. როცა, პირიქით, მოცემული პერიოდული ათ-
წილადის შესაბამისი წილადის მოძიება განვიზრახეთ, კითხვებიც მაშინ
გაგვიჩნდა. პირველ რიგში გასარკვევი იყო, როგორ უნდა გაგვეგო შეკ-
რების ოპერაციათა დაუსრულებლად გამეორება და, საერთოდ, რა
შინაარსი უნდა მისცემოდა ასეთი მწკრივის ჯამს. მაგალითი, რომ მას
ზოგჯერ სავსებით გარკვეული შინაარსიცა და მნიშვნელობაცა აქვს,
უამრავია. თუნდაც ათწილადების დაუსრულებელი წყება, რომელსაც
ახლახან შევეხეთ და ნატურალური რიცხვების შეფარდებით რომ მივი-

20
ღეთ. თუ მოვახერხებთ და მწკრივის რაობაში გავერკვევით, გამოსაკ-
ვლევი დაგვრჩება, როდის შეიძლება ჰქონდეს მის ჯამს რაიმენაირი
შინაარსი და როდის არა. და ყოველივე ეს კარგად რომ გავიგოთ,
მაგალითი მოვიშველიოთ და დავუშვათ, რომ
    
0,  ( )   2
 3
  4

10 10 10
10 10 5
   10     2 k

10 2n

10 2 n 1
   1 
10
10
10 3 k 0
პერიოდული ათწილადის ტოლი მნიშვნელობის წილადი გვაქვს აღსად-
გენი. ბერძნული ანბანით აქ სამი განსხვავებული ციფრია აღნიშნული.
ფრჩხილქვეშა პერიოდულობა სიგმა–აღნიშვნაში მოვაქციეთ და დაუს-
რულებელი გეომეტრიული პროგრესიის ჯამით გამოვხატეთ. რადგან
ჩვენ მაგალითში პერიოდი ორი ციფრით გამოვსახეთ, პროგრესიის
მნიშვნელი კვადრატად აყვანილი მეათედი იმიტომ გამოგვივიდა. რა
უნდა ვუყოთ ფრჩხილებში ჩამალულ დაუსრულებელ პროცესს, რომ
პერიოდული ათწილადიდან როგორმე მის შესაბამის სასრულ წილა-
დამდე დაბრუნება მოვახერხოთ? ან, სხვანაირად რომ გამოვთქვათ,
როგორ შევაქციოთ წილადის ათწლადად გადაქცევის პროცესი? თუ
აქამდე მხოლოდ სასრულ ოპერაციათა შექცევა შეგვეძლო, ამჯერად
მათი დაუსრულებელი მიმდევრობის შექცევაც მოგვიწევს. ამისათვის
ახალი არაფერი დაგვჭირდება, ავიღოთ და პირდაპირ შევკრიბოთ.
ოღონდ ჯერ რამდენიმე პირველი, ვთქვათ n შესაკრების ჯამი გამო-
ვითვალოთ და დარჩენილი შესაკრებები შემდეგ ვუმატოთ თითო–
თითო, დაუსრულებლად. შეკრებილ პირველ n წევრს მწკრივის მოკვე-

თილი, ან კერძო ჯამი ეწოდება და S n სიმბოლოთი აღინიშნება. უსას-

21
რულო გეომეტრიული პროგრესიისაგან იგი მხოლოდ ერთი რამით გან-
სხვავდება – სიგმა აღნიშვნის ზედა საზღვრად უსასრულობის ნაცვლად
( n  1) რიცხვი უნდა ეწეროს. ეს ჯამი კი ჩვეულებრივი სასრული გეო-

მეტრიული პროგრესიით გამოიხატება და ცნობილი ფორმულითაც


გამოითვლება. მაშასადამე,


10   n 1 1  10   10 2 n  1
Sn 
10
 
10 3 k 0 10 2 k 10
 
10 3
 2
10  1

 10  
 
10 10  99

 1  10  2 n .
როგორც ვხედავთ, კერძო ჯამის შესაკრებთა n რაოდენობა მხოლოდ
ერთ ადგილას, ტოლობის მარჯვნივ ფრჩხილებში ათიანის ხარისხის

მაჩვენებლად გამოჩნდა. და თუ ახლა კერძო S n ჯამს კიდევ ერთ წევრს

დავუმატებთ, S n1 სიდიდესაც ადვილად გამოვსახავთ ხარისხის მაჩვე-

ნებელში n რიცხვის ერთი ერთეულით გაზრდით. და, საერთოდ, რამ-


დენითაც გავზრდით კერძო ჯამის შესაკრებებთა რაოდენობას, იმდე-
ნითვე უნდა გავზარდოთ n რიცხვი ხარისხის მაჩვენებელში. გამოდის,
რომ მთელი მწკრივის ჯამის მისაღებად ეს რიცხვი უნდა ვზარდოთ
უსასრულოდ, ანუ კერძო ჯამების ზღვარი უნდა გამოვითვალოთ
99  10  
S  lim S n  ,
n  990
რომლის მნიშვნელობა მართლაც მოცემული უსასრულო პერიოდული
ათწილადის ტოლია. აქედან უკვე ძნელი არ უნდა იყოს იმ ზოგადი
პრინციპის დანახვა, რომლითაც უსასრულო რაოდენობის შესაკრებთა
ჯამის გააზრება ხორციელდება. სწორედ ამ პრინციპის გასარკვევად
მოვიტანეთ ათწილადების მარტივი მაგალითი. ერთი შეხედვით ეს

22
თითქოს მოვახერხეთ კიდეც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მწკრი-
ვებთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილეა საჭირო. მაგალითად, უსას-
რულო გეომეტრიული პროგრესიის ჯამი
1 1 1
S  1  2    n  
2 2 2
შეიძლება ადვილად გამოვითვალოთ ტოლობის ორივე მხარის
გაორკეცებით
1 1
2S  2  1  2
   n   = 2  S ,
2 2
საიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ S  2 . მსგავსი მსჯელობის გამეორება
კი

R  1  2      2n    
მწკრივისათვის აბსურდულ R  1 ტოლობას დაგვასკვნევინებს და
მთელი დადებითი რიცხვების ჯამს უარყოფით სიდიდედ გადაგვიქ-
ცევს. ცალკეული მაგალითებით ასეთი კურიოზული დასკვნების მიზე-
ზები ვერ აიხსნება. პირველ რიგში აუცილებელია შეუზღუდავი რაოდე-
ნობის შესაკრებთა, ანუ მწკრივის ჯამის ზოგადი განმარტება. ამ თემაზე
საუბრის გასაგრძელებლად ბინომის ნიუტონისეული ფორმულას მი-
ვუბრუნდეთ, ოღონდ ამჯერად ხარისხის მაჩვენებელად ნატურალურ n
რიცხვს ნუღარ ავიღებთ, ნებისმიერი იყოს. მით უმეტეს, რომ ჩვენთვის
უკვე ნაცნობია ამგვარი განზოგადება და გამოსახულებათა თუნდაც
უარყოფითი ან რაციონალური მაჩვენებლით ახარისხება. ჩვენც ავდგეთ,
ნატურალური n მაჩვენებელი ნებისმიერი ნამდვილი  რიცხვით შევ-
ცვალოთ და ნიუტონისეული (N ) ფორმულა

23
  (  1)
( a  b)   a   a  1b  a  2 b 2    
1! 2!
 (  1)    (  k  1)
 a  k b k    
k!
ტოლობით ჩავწეროთ. ბინომური კოეფიციენტების ზოგადი სახე არ
შეგვიცვლია, მხოლოდ  მაჩვენებელი აღარაა ნატურალური. მაგრამ
ამის მიუხედავად მათი მნიშვნელობები მაინც სავსებით და ცალსახად
გარკვეულია. განსხვავება მხოლოდ ერთია და მეტად არსებითი. იგი
პირდაპირ ჩანს ბინომური კოეფიციენტის ზოგადი გამოსახულების
მრიცხველში მდგომი (  k  1) სახის თანამამრავლიდან. ამის გამოა,

რომ ნატურალური n მაჩვენებლის შემთხვევაში k  n  1 ნომრიდან


დაწყებული ყველა კოეფიციენტი ნულის ტოლია და ორწევრის გაშლაში
სულ ( n  1) ცალი შესაკრები რჩება. როცა მაჩვენებელი აღარაა ნატურა-

ლური, ბინომური კოეფიციენტი ყველა განსხვავებული იქნება ნულისა-


გან და ამიტომ ფორმულის მარჯვენა ნაწილი აღარ დასრულდება.
სასრული რაოდენობის შესაკრებთა ჯამის მისაღებად ისინი უნდა
მანამდე ვკრიბოთ, ვიდრე არ ამოვწურავთ. უსასრულო რაოდენობის
შესაკრებთა ჯამი კი, როგორც დავრწმუნდით, სხვაგვარ მიდგომას
მოითხოვს. ნიუტონისეული ფორმულის ზოგადი მაჩვენებლისათვის
ფორმალურმა გავრცობამ კვლავ ნაცნობი აუცილებლობის წინაშე დაგვა-
ყენა – ბოლომდე უნდა გავერკვეთ შეკრების ოპერაციათა დაუსრულე-
ბელ გამეორებაში. ბინომის პირველი წევრი ტოლობის მარჯვენა მხარეს
ჯერ  ხარისხადაა აყვანილი, მომდევნო შესაკრებებში დაღმავალი,

თითო რიგით ნაკლები ხარისხებით შედის. თუ ჩავთვლით, რომ a  1,

მივალთ დასკვნამდე, რომ თურმე არანატურალურ  ხარისხად აყვანი-

24

ლი (1  b) ორწევრის მნიშვნელობის გამოთვლა b შესაკრების ნატურა-

ლური ხარისხებით ყოფილა შესაძლებელი! აქამდე ხარისხის მაჩვენებ-


ლად ხომ მხოლოდ წილადების აღება შეგვეძლო! ახლა კი შესაძლოა
რიცხვთა ნებისმიერი ირაციონალური ხარისხის განმარტებისა და, რაც
მთავარია, ნატურალური ხარისხებით მათი გამოთვლისაკენაც გაგ-
ვეხსნას გზა. ჯერ ოღონდ ნატურალური ხარისხების შემცველ შესაკ-
რებთა ამოუწურავი რაოდენობა უშლის ხელს ყოველივე ამას. ამიტომ
კვლავ უნდა ვცადოთ და დაუსრულებელი რაოდენობის შესაკრებთა
ჯამს (მწკრივის ჯამს) სრულიად გარკვეული შინაარსი მივცეთ. ეს ცდა
გამჭვირვალე რომ გამოგვივიდეს, დასაწყისისათვის ხარისხის   1
მაჩვენებელი ავიღოთ და ორწევრის პირველი შესაკრები ისევ ერთიანს
გავუტოლოთ. მეორე შესაკრებისათვის კი b  x აღნიშვნა შემოვიტა-
ნოთ. ამით ბინომის ფორმულა მეტად მარტივი აგებულების

1
(1  x) 1  1  x  x 2  x 3      x n       x k   f ( x) .
k 0 1 x

ნატიფ მწკრივად გადაიქცევა. აქამდე ორწევრის შესაკრებები რიცხვები


იყო და მისი განაშალი საინტერესო რიცხვითი მწკრივით გამოისახე-
ბოდა. და იგი გაცილებით საინტერესო გახდება, თუ x სიდიდეს ცვლა-
დად მივიჩნევთ. მაშინ რიცხვითის ნაცვლად

ხარისხოვანი მწკრივი
გამოგვივა. აქ ამოწერილ ტოლობათა რიგში იგი მეორე ადგილას დგას
და შემდეგ სიგმა აღნიშვნით შემოკლებულადაც არის ჩაწერილი. თვით
ბინომი კი წილადით გამოსახულ ფუნქციად გადაიქცა, x ცვლადის
წილად–წრფივ ფუნქციად. საზოგადოდ, ცვლადის შემცველი მრავალ-

25
წევრების შეფარდებით აგებულ ყველანაირ წილადს რაციონალურ
ფუნქციას უწოდებენ. და ფუნქცია წილად–წრფივია, თუ ეს მრავალ-
წევრები, სულ დიდი, პირველი ხარისხისაა. როგორც ვხედავთ, თურმე
წილად–წრფივი ფუნქციისათვის ზოგჯერ გამორიცხული არ ყოფილა
მისი არგუმენტის ხარისხოვანი მწკრივით წარმოდგენა. დასაზუსტე-
ბელია მხოლოდ, არგუმენტის ყველა მნიშვნელობისათვის არის ფუნქ-
ცია და მწკრივი ერთმანეთის ტოლფასი, თუ მხოლოდ ზოგიერთე-
ბისათვის. ამ კითხვაზე პასუხისათვის კერძო ჯამებზე გამავალ და

კარგად გაკვალულ ბილიკს გავყვეთ, S n ჯამები გამოვითვალოთ და

შევამოწმოთ, რას გამოიწვევს n პარამეტრის უსასრულოდ ზრდა. აქაც


ყველაფერი საკმაოდ გამჭვირვალეა. გეომეტრიული პროგრესიის კერძო
n
x n1  1
S n ( x)  1  x  x 2      x n   x k 
k 0 x 1
ჯამის ზღვარზე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია საუბარი, როცა x სიდიდის

აბსოლუტური მნიშვნელობა ერთიანზე ნაკლებია. არგუმენტის x  1


მნიშვნელობისათვის მწკრივის ჯამი შემოუსაზღვრელია. ასეთივეა მისი
შესაბამისი f (x ) ფენქციის მნიშვნელობაც. ამ მხრივ მწკრივისა და ფუნქ-

ციის ყოფაქცევათა შორის სრული შესაბამისობა გვაქვს. სხვაგვარი

ვითარებაა x  1 წერტილში, სადაც ფუნქცია უწყვეტია და მნიშვნე-


ლობაც სავსებით გარკვეული აქვს. ტოლობის მარჯვნივ არგუმენტის ამ
მნიშვნელობის ჩასმით კი ნიშანმონაცვლე ერთიანებით აგებული რიც-
ხვითი 1  1  1     მწკრივი გამოგვივა. მისი კერძო ჯამების გამოთვლა
ორნაირად, ან (1  1)  (1  1)     , ან 1  (1  1)  (1  1)     წესით

შეიძლება. პირველის მიხედვით ყველა კერძო ჯამი და, შესაბამისად

26
მათი ზღვარიც ნულის ტოლია, მეორის მიხედვით კი ერთიანია. ამდე-

ნად, x  1 წერტილში ჩვენი მწკრივის ჯამი გაურკვეველია და იგი


ვერაფრით ვერ იქნება f ფენქციის ტოლფასი. გამოდის, რომ ფუნქციის

შეცვლა ხარისხოვანი მწკრივით მხოლოდ ღია (1,1) შუალედში, ანუ

ნულოვანი წერტილის ერთეულოვანი რადიუსის მქონე მიდამოში


ყოფილა დასაშვები. როგორც ითქვა, f ფუნქციის მნიშვნელობა, ერ-

თადერთი x  1 წერტილის გარდა, ყველგან განსაზღვრულია. მათ


შორის ნულოვანი არგუმენტისათვისაც. ამიტომ გასაგები უნდა იყოს,
რატომ დაბოლოვდა ჩვენი შუალედი ერთი მხრიდან სწორედ ამ განსა-
კუთრებული წერტილით. მაგრამ ფუნქციის ყოფაქცევა მეორე ბოლოში
ხომ ჩვეულებრივია და მნიშვნელობაც გარკვეულია. ამიტომ ერთგვარ
გაუგებრობას იწვევს, რომ იგი მეორე ბოლოდან მაინცდამაინც ამ
წერტილით შემოისაზღვრა. რითი უნდა აიხსნას ასეთი საინტერესო
მოვლენა, მხოლოდ მწკრივად გაშლის ჩვენეული წესით? ან იქნებ სხვა
რაიმე უფრო არსებითი მიზეზითაა იგი გამოწვეული. ნუღარ მივცემთ
ათვლის წერტილს უპირატესობას და, თუ შესაძლებელია, ფუნქცია
ახლა სხვა მიდამოში გავშალოთ მწკრივად. თუნდაც x  a, a  1

წერტილის მახლობლობაში. ამისათვის ფუნქციას მცირეოდენ ვუცვა-


ლოთ სახე და მწკრივად გასაშლელად ისევ ნიუტონისეული ფორმულა

მივუსადაგოთ. ოღონდ ამჯერად x სიდიდისა კი არა, t  ( x  a) (1  a)

წილადის მიმართ ხარისხოვან მწკრივად გასაშლელად:


1 1 1 1
f ( x)     
1  x 1  a  ( x  a) 1  a 1  t
 
1 1
  tk   (1  a) k 1
( x  a) k .
1  a k 1 k 0

27
ასეთი გაშლა მხოლოდ მაშინაა კანონზომიერი, როცა t  1 ანუ

x  a  1  a უტოლობებია დაცული. მაშასადამე f ფუნქცია და ხა-

რისხოვანი მწკრივი a  1  a  x  a  1  a შუალედში ყოფილა ერთ-

მანეთის შესატყვისი, თანაც ბოლოების ჩაუთვლელად. აქაც იგივე სურა-

თი გვაქვს – ერთ მხარეს ეს შუალედი განსაკუთრებული x  1


წერტილით ბოლოვდება. ფუნქციის ყოფაქცევის საფუძველზე კი კვლავ
აუხსნელი გვრჩება, რამ გააჩინა შუალედის მოპირდაპირე საზღვარი. აქ

მთავარია, რომ შუალედი x  a ცენტრიანი და 1  a რადიუსიანი

მიდამოა და ეს რადიუსი ნებისმიერად აღებული x  a წერტილიდან

განსაკუთრებულ x  1 წერტილამდე მანძილით განისაზღვრება.

როგორც ვნახეთ, f ფუნქცია სხვადასხვა წერტილის მიდამოში

სხვადასხვანაირი ხარისხოვანი მწკრივით გამოისახა. ამ მიდამოთა


თანაკვეთა ზოგჯერ ცარიელი არ იქნება. ასე რომ, ყოველ კონკრეტულ
ინტერვალზე ერთი და იგივე ფუნქციისათვის ტოლფასი ხარისხოვანი
მწკრივით გამოსახვის უამრავი ვარიანტი გვქონია.

ხომ შეიძლება, რომ ფუნქციას განსაკუთრებული წერტილები საერთოდ


არა ჰქონდეს. მაშინ რა მიდამოში გაიშლება იგი ხარისხოვან მწკრივად?
არ არის გამორიცხული, რომ ზემოთ აღწერილმა სურათმა ასეთი
რადიუსის შემოუსაზღვრელობა გვაფიქრებინოს. მართლაც, ხომ ვერ
2 1
იარსებებს მანძილი არარსებულ წერტილამდე! g ( x)  (1  x ) არის

ერთერთი ასეთი, წინა f ფუნქციისაგან განსხვავებით განსაკუთრებუ-

ლი რომ არსად არაფერი აქვს, მისი ყველა მნიშვნელობა სასრულ

28
0  g ( x)  1 საზღვრებშია მოქცეული და ადვილადაც გამოითვლება.

მწკრივად მის გასაშლელად კვლავ ნაცნობ ხერხს მივმართოთ



1 1
g ( x)     ( x 2 ) k .
1  x 2 1  (  x 2 ) k 0
მიღებული მწკრივის ჯამის კონკრეტულ მნიშვნელობათა საარსებოდ

( x 2 ) სიდიდე აბსოლუტური მნიშვნელობით ერთიანზე ნაკლები უნდა


ავიღოთ. ანუ 1  x  1 უტოლობები უნდა დავიცვათ. როგორც

დავრწმუნდით, კვლავ x  0 წერტილის მიდამო გამოგვივიდა და


ამჯერადაც ერთეულოვანი რადიუსიანი. თან ეს უკვე მაშინ ხდება,
ფუნქციას რომ განსაკუთრებული წერტილები საერთოდ არა აქვს. ასე
რომ, წამოჭრილ კითხვებს თავი მაინც ვერ გავართვით და კვლავაც
გასარკვევი დაგვრჩა ასეთი რადიუსის გამომწვევი ძირითადი მიზეზი.
ყველაფერი თავის ადგილზე დადგება g ფუნქციის განსაკუთრებული

x  i, x  i წარმოსახვითი წერტილების გათვალისწინებით. ამ

კომპლექსური რიცხვების შესაბამისი ორივე წერტილი წარმოსახვით

ღერძზე მდებარეობს და ათვლის x  0 წერტილიდან ერთეულოვანი


მანძილითაა დაშორებული. სწორედ იმ მანძილით, რომლითაც მიდა-
მოს ერთეულოვანი რადიუსია განსაზღვრული.

თვალსაჩინოებით გამორჩეულმა ამ ვითარებამ ცხადად დაგვანახა,


არარსებულისა თუ წარმოსახვითის მეოხებით ზოგჯერ რა მარტივად
შეიძლება თურმე სავსებით ხელშესახებ დასკვნებამდე მისვლა.

ზემოთ რამდენჯერმე ვახსენეთ მიდამო, რომელშიც ფუნქცია და მისი


განაშალი ურთიერთტოლფასია. ეს შეუძლებელი იქნებოდა მწკრივის

29
კერძო ჯამების ზღვრის გარეშე. თუ ასეთი ზღვარი არსებობს, ფუნქცი-
ის განაშალს კრებადი ხარისხოვანი მწკრივი ჰქვია და მისთვის
რამდენიმე ცნებაა შემოღებული. მაგალითად, შუალედის x  a ცენტრს
მწკრივის ცენტრს უწოდებენ, ხოლო მისი რადიუსს

ხარისხოვანი მწკრივის კრებადობის რადიუსი


ჰქვია. მაგალითად, ზემოთ მოტანილი ფუნქციების ნულოვანი წერტი-

ლის მიდამოში განაშალ მწკრივთა ცენტრი x  0 წერტილია და კრება-


დობის რადიუსი ერთის ტოლი აქვს. ყველა ეს ცნება ნებისმიერი ხა-
რისხოვანი მწკრივებისათვისაც განავრცეს. ხარისხოვან მწკრივებს სა-
ზოგადოდ


k 0
k ( x  a) k

უსასრულო ჯამის სახითა წერენ, სადაც  k მუდმივები მწკრივის

კოეფიციენტებია, a  მწკრივის ცენტრია, კრებადობის  რადიუსი კი,

რაღა თქმა უნდა, მწკრივის  k კოეფიციენტებით უნდა განისაზღვროს.

საამისოდ რამდენიმე ხერხია გამოგონილი და მათ შორის არის ერთი


შესანიშნავი ფორმულა

 1  lim k k , (C  H )
k 

რომელსაც კოში-ადამარის სახელით მოიხსენიებენ და რომელიც ზედა


ზღვრის გამოთვლას საჭიროებს. საქმე იმაშია, რომ სულაც არ მოით-
ხოვება ზღვრის ნიშნის ქვეშ მდგომი გამოსახულების ცალსახობა. მას
რამდენიმე ზღვრული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და მათგან
უდიდესია ასარჩევი. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს ლოგარითმს ზემოთ

30
გასმული მოკლე ხაზი. ხარისხოვან მწკრივთა კრებადობის  რადიუსს

ყველანაირი არაუარყოფითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მაგა-


ლითად, (e), (c), ( s) მწკრივებს კრებადობის რადიუსი უსასრულოდ

დიდი აქვს და ამიტომ ისინი ყველგან კრებადია. ახლახან ამოწერილ


მწკრივებს კრებადობის სასრული რადიუსი აქვს. ასეთი მწკრივები
ცენტრსა და მისგან რადიუსზე ნაკლები მანძილით დაშორებულ წერტი-
ლებშია კრებადი, სხვაგან ყველგან კი მათი ჯამი ან შემოუსაზღვრელია,
ან ცალსახად არ განისაზღვრება. ასეთ შემთხვევაში განშლად მწკრივ-
თანა გვაქვს საქმე. ისეთი მწკრივიც ბევრია, კრებადობის ნულოვანი
რადიუსი რომ აქვს და ყოველი მათგანი, საკუთარი ცენტრის გარდა

ყველგან განშლადია. საამისოდ a k  2 k კოეფიციენტებიანი მწკრივი

თვალსაჩინო მაგალითია.

კრებადობის რადიუსის შინაარსში უკეთ ჩასახედად და მის გამოთვ-


ლაში გასავარჯიშებლად უპრიანი იქნება სხვა მაგალითებიც. თუნდაც

   (1) 

k k
x nk ხარისხოვანი მწკრივის კრებადობის რადიუსის და-
k 0

მოუკიდებლად მოძიება, რომელშიც  და n ნატურალური რიცხვები


ნებისმიერადაა აღებული.

ყველაფერი, რაც აქ ითქვა, ძირითადად ერთ კონკრეტულ ფუნქციას ეხე-


ბოდა. დანარჩენების ხარისხოვანი მწკრივებით წარმოსადგენად ბინო-
მის ფორმულა აღარ იკმარებს და ფუნქციათა ყოფაქცევის თაობაზე
კიდევ დაგვჭირდება საუბარი. თუმცა აქ არ უნდა გამოვრიცხოთ ერთ-
გვარი ეჭვი მოცემულ ფუნქციათა ხარისხოვანი მწკრივებით წარმოდ-

31
გენის აუცილებლობაზე. ის ისედაც ცხადადაა მოცემული და ნებისმიერ
წერტილში მისი ზუსტი მნიშვნელობის გამოთვლას ხომ წინ არაფერი
ეღობება! საქმე ისაა, რომ პრაქტიკულ პრობლემათა მოდელების გამო-
კვლევის შედეგები ძალიან ხშირად ხარისხოვანი მწკრივებითაა გამოხა-
ტული და სწორედ მათი ყოფაქცევის შესწავლაა აუცილებელი. პრაქ-
ტიკული მიზნებისათვის ფუნქციის მწკრივად გაშლა კი არა, უფრო
მწკრივიდან ფუნქციის აღდგენაა ხოლმე არსებითი. თუმცა ისიც უნდა
აღინიშნოს, რომ ფუნქციის სრულფასოვანი აღდგენა იშვიათად ხერხდე-
ბა და ხშირად მხოლოდ მწკრივთა ზოგიერთი გამორჩეული თვისების
აღწერით კმაყოფილდებიან. ჩვენ საუბარი მოცემული ფუნქციის შესაბა-
მისი ხარისხოვანი მწკრივის აგებით დავიწყეთ და თუ ამ ნაბიჯს ოპერა-
ციად ჩავთვლით, მაშინ მწკრივიდან ფუნქციის აღდგენა შექცეული ოპე-
რაცია იქნება. შექცეულ ოპერაციაზე კი წარმოდგენა კი სრულყოფილად
გაგებული პირდაპირი ოპერაციის გარეშე ძნელი შესაქმნელია.

**********

ინტეგრებისა და გაწარმოების ოპერაციები ფუჭი ცნობისმოყვარეობის


კარნახით რომ არ შეუქმნიათ, ალბათ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ეს შეხე-
დულება ზემოთ პირდაპირ არსად გამოთქმულა, თუმცა მათი წარმო-
შობის ტენდენციებთან გაცნობით ის თავისთავად უნდა გაგვეზიარე-
ბინა. მეტი დამაჯერებლობისათვის ორიოდ მაგალითს კიდევ მოვი-
ტანთ, სიმარტივითა და სინატიფით რომ გამოირჩევა. ერთი ასეთი
მაგალითია

32
არეკლილი სხივების შეკრების პრობლემა.

სინათლის წყარო ერთგვაროვან გარემოში, ვთქვათ ჰაერში, ნათელს


ირგვლივ თანაბრად და ყოველ მხარესა ჰფენს. თუ ეს წყარო ძალიან
შორსაა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ იქედან ჩვენამდე სინათლის სხივთა
პარალელური ნაკადი აღწევს. ხოლო როცა ამ ნაკადს გზაზე რაიმე
გადაულახავი დაბრკოლება გადაეღობება, სხივები აირეკლება. ბრტყელ
დაბრკოლებაზე სხივის დაცემისა და არეკლვის კუთხეთა ტოლობა ყვე-
ლასათვის ცნობილი ჭეშმარიტებაა. როცა დაბრკოლება ბრტყელი კი
არა, რაიმე სხვა მრუდე და გლუვი ზედაპირია, მაშინ თურმე სხივის
დაცემის ადგილას მხები სიბრტყე უნდა გავატაროთ და მისი მართობი
აღვმართოთ შეხების ამავე წერტილიდან. დაცემისა და არეკლვის კუთ-
ხეები სწორედ ამ მართობიდან უნდა ავითვალოთ. ახლა კი მზადა ვართ
დიდი ხნის წინანდელ ერთ, მეტად საინტერესო თემაზე საუბრისათვის:
ხომ არ შეიძლება სინათლის სხივების პარალელურ ნაკადს ისეთი
დაბრკოლება დავუხვედროთ, რომ არეკლილებს ერთ წერტილში მოვუ-
ყაროთ თავი?

ავირჩიოთ ეს წერტილი ნებისმიერად, დავარქვათ მას O და იქვე


დავდგეთ პირით ნაკადისაკენ. ეს ნიშნავს, რომ სინათლის სხივების
მთელი ნაკადისათვის კოორდინატების სისტემის მისადაგება დავიწყეთ

და მას O წერტილში უკვე მივუჩინეთ სათავე. პირველი ღერძი,


დავარქვათ მას აბცისებისა, კი ნაკადის საპირისპიროდ მივმართეთ.
რადგან ნაკადი პარალელურია, მისი ყოველი სხივი შეგვიძლია
აბსცისათა ამ ღერძის პარალელურ წრფედ წარმოვიდგინოთ. მათგან

33
ერთერთი ავირჩიოთ, სულ ერთია რომელი, და გავატაროთ ამ წრფისა
და აბცისათა ღერძის საერთო სიბრტყე. ახლა ამ სიბრტყეში სათავიდან
ზემოთ ორდინატების y ღერძიც აღვმართოთ და ამით დავასრულოთ

მარცხენა ორიენტაციის დეკარტისეული ბრტყელი საკოორდინატო xOy

სისტემის აგებაც. სივრცეში აბსცისათა ღეძის მიმართ ნაკადის სიმეტრი-


ულობა ხელს გვიხსნის, რომ ამოცანა მკვეთ xOy სიბრტყეში განვი-

ხილოთ. ამით საქმე არსებითად გვიმარტივდება. ამ სიბრტყეშიც


სხივების შესაბამისი უამრავი პარალელური წრფე დევს ერთმანეთის
მიჯრით, უწყვეტად დალაგებული. ჩვენ მხოლოდ ზემოთ არჩეულს
დავაკვირდეთ, რა მოუვა მას დაბრკოლებაზე მდებარე A წერტილში
დაცემის შემდეგ. უფრო ზუსტად, დაბრკოლებაზე კი არა, არამედ მის
საზღვარზე, რომელიც ნაკადის მხარეს მდებარეობს. მართალია, ეს საზ-
ღვარი უცნობია, მაგრამ პრაქტიკული მოსაზრებები მის ზოგიერთ
თვისებას მაინც წინასწარ გვიკარნახებს. მაგალითად, რომ იგი ორივე
ღეძზე აუცილებლად ცალსახად უნდა გეგმილდებოდეს და საკმაოდ
გლუვიც უნდა იყოს. ამით უკვე გვეძლევა ვარაუდის საფუძველი, რომ
საზღვრის ეს ნაწილი რაიმე y  y (x) თანაფარდობით წარმოიდგინება

და ჯერ კიდევ უცნობი y (x) ფუნქცია წარმოებადიც იქნება და ცალსა-

ხად შექცევადიც. სწორედ ეს ფუნქცია უნდა ვიპოვოთ. ესაა ჩვენი ამო-


ცანა. თუ A წერტილის აბსცისას a აღნიშვნას მივცემთ, მაშინ ორდინა-
ტა y (a) იქნება. ახლა მხოლოდ A (a, y (a)) წერტილში სხივის დაცემისა

და არეკლვის კუთხეთა გატოლებაღა დაგვრჩა. ამისათვის კი A წერ-


ტილში მხების გატარება და მასზე გადატეხილი სხივით შედგენილი
ტოლი კუთხეების მონიშვნა დაგჭირდება. და რადგან ეს ღერძი ნაკადის

34
პარალელურად გვაქვს აღებული, ორივე ეს კუთხე ამავე დროს ტოლი
იქნება მხებსა და აბსცისათა ღერძს შორის მოქცეული კუთხისა. გამო-
დის, რომ მხების AB მონაკვეთი, სხივის დაცემის წერტილიდან აბსცი-
სათა ღერძთან თანაკვეთის B წერტილამდე, ტოლფერდა სამკუთხედის

ფუძე ყოფილა. ამ სამკუთხედის ფერდებიდან ერთერთი, BO , აბსცი-

სათა ღერძზე დევს. მეორე კი სათავისა და A წერტილის შემაერთებელი

OA მონაკვეთია. ის ამავე დროს a და y (a) კათეტებიანი მართკუთხა


სამკუთხედის ჰიპოტენუზაცაა და მის სიგრძეს პითაგორასეული ფორ-
მულით გამოვითვლით. როგორც ირკვევა, AB მონაკვეთის გეგმილთა
მნიშვნელობები ორდინატთა

ღერძზეა y (a ) , ხოლო აბსცისათა ღერძზე a  a  y (a) სიდიდის


2 2

ტოლია. მათი შეფარდება მხების საკუთხო კოეფიციენტს გვაძლევს,


რომელიც მეორის მხრივ y (x) ფუნქციის წარმოებულის y ' ( a ) მნიშვნე-

ლობასაც უდრის x  a წერტილში. მხების ორივენაირად გამოთვლილი


საკუთხო კოეფიციენტი მხოლოდ a აბსცისასათვის კი არა, x არგუ-

35
მენტის ნებისმიერად აღებული ყველა სხვა მნიშვნელობისათვისაც უნ-
და იყოს ერთმანეთის ტოლი. მაშასადამე, რომელ სხივსაც არ უნდა ვაკ-
ვირდებოდეთ, რომელ წერტილშიც არ უნდა ეცემოდეს იგი დამაბრკო-
ლებელი ზედაპირის საზღვარს, ყოველთვის აუცილებლად უნდა
სრულდებოდეს
y ( x)
y ' ( x) 
x  y 2 ( x)  x
2

თანაფარდობა. ამ ტოლობით გამოიხატა x არგუმენტის, უცნობი y (x)

ფუნქციისა და მისი y ' ( x) წარმოებულის ურთიერთკავშირი და საძიე-

ბელი y (x) ფუნქცია სწორედ აქედან უნდა გამოვლინდეს. უცნობი

სიდიდის შემცველ თანაფარდობას, როგორც ვიცით, განტოლება ჰქვია.


რადგან აქ მიღებულ თანაფარდობაში უცნობი ფუნქციის წარმოებულია,
მას წარმოებულიანი განტოლება შეიძლება დავარქვათ. იგი ზემოთ
დასმული პრაქტიკული ამოცანის მათემატიკურ ტერმინებში გამო-
ხატვით მივიღეთ. საზოგადოდ, ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესების
მათემატიკური ტერმინებით წარმოდგენას მათემატიკური მოდელის
აგება ჰქვია. როგორც ვხედავთ, ზემოთ მიღებული წარმოებულიანი
განტოლება ერთერთია მათემატიკური მოდელებიდან.

ასეთ განტოლებათა ამოხსნის წესებს ჯერ არ გავცნობივართ. მათგან


ზოგიერთის თაობაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი, სიტყვა შუაზე
რომ არ გაგვიწყდეს და საქმე შორისთვის არ გადავდოთ, პირდაპირ
მოვსინჯოთ, რა დასკვნამდე მიგვიყვანს ეს განტოლება. პირველ რიგში
ტოლობის მარჯვნივ მდგომი წილადი ირაციონალობისაგან

36
გავათავისუფლოთ. ამ გზით მიღებულ ტოლობას რამდენადმე
ვუცვალოთ სახე

y ( x 2  y 2  x)
y  
( x 2  y 2  x)( x 2  y 2  x)
y ( x 2  y 2  x) x2  y2  x x  yy 
   1
x y x
2 2 2
y x2  y2

და შევნიშნოთ, რომ საბოლოოდ გამოყვანილ ტოლობას მარცხნივ რთუ-

ლი x 2  y 2 ( x) ფუნქციის სრული წარმოებული უზის. ეს ტოლობა

დიფერენციალებიანი d x 2

 y 2 ( x)  dx განტოლების ტოლფასია და

მისი ინტეგრებით ახალი x 2  y 2 ( x)  x  c ტოლობა მიიღება. c

ნებისმიერია და ინტეგრების მუდმივს აღნიშნავს. საძიებელი y (x)

ფუნქციის აქედან გამომდინარე

 C
y 2  2C  x  
 2

წარმოდგენით ჩვენი განტოლების ამოხსნის პროცესი, ანუ როგორც


ასეთ შემთხვევაში ამბობენ – ინტეგრება, დასრულებულია. ასე რომ,
დასმული პრაქტიკული ამოცანის მათემატიკური მოდელი არათუ
ავაგეთ, არამედ გამოვიკვლიეთ კიდეც. დასკვნებს კი ამ გამოკვლევის
თაობაზე მოგვიანებით შევაჯერებთ. აქ მხოლოდ დავუმატებთ, რომ
წარმოებულების შემცველ განტოლებებს დიფერენციალურ განტო-
ლებებს უწოდებენ.

37
ახლახან მოტანილმა მაგალითებმა შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ
ზოგჯერ პრაქტიკული ამოცანა „ითარგმნება“ დიფერენციალურ განტო-
ლებათა ენაზე. ზოგჯერ ეს მართლაც ასეა. ჩვენს გარშემო მიმდინარე
მოვლენებს არცთუ იშვიათად და ძალიან ხშირადაც დიფერენციალური
განტოლებებით გამოხატავენ. და რამდენნაირიცაა ეს მოვლენები,
იმდენადვე მრავალფეროვანია მათი ამსახველი განტოლებებიც. ეს
ამოუწურავი თემაა და მის თაობაზე ზოგადი წარმოდგენის

შესაქმნელად ჯერ უმარტივეს F ( x, y, y )  0 განტოლებაზე საუბრით


'

დავკმაყოფილდეთ. თვლიან, რომ მოცემული F ფუნქცია სავსებით


განსაზღვრულია თავისი სამივე ცვლადის ყველა სასრული
მნიშვნელობისათვის და თანაც უწყვეტია.

პირველი რიგის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებაა

ასეთ თანაფარდობათა სახელი. „პირველი რიგისა“ იმიტომ, რომ მასში


მოსაძიებელი ფუნქციის წარმოებული არ შედის პირველზე მაღალი
რიგით. და „ჩვეულებრივი“ კი იმის გამო, რომ უცნობი ფუნქცია
ერთადერთ x ცვლადზეა დამოკიდებული. მისი კვლევა არსებითად
გამარტივდება, როცა ამ თანაფარდობიდან x არგუმენტითა და
საძიებელი y (x) ფუნქციით მისივე y (x) წარმოებულს გამოვსახავთ

dy
 f ( x, y ) . (გ)
dx

ტოლობის ნიშნის მარცხნივ მდგომი წარმოებული დიფერენციალებით


განზრახ ჩავწერეთ, ზედმეტი შეკითხვებისაგან თავის ასარიდებლად.
მაგალითად, თუ რატომ უწოდებენ წარმოებულებიან განტოლებას
38
დიფერენციალურს. x არგუმენტის წარმოებადი ფუნქციებიდან ისეთე-
ბის ამორჩევა მოითხოვება, დიფერენციალურ (გ) განტოლებაში ჩასმით
მას იგივეობად რომ გადააქცევს. ასეთი ფუნქცია უამრავი შეიძლება
იყოს და ყოველ მათგანი (გ) განტოლების ამოხსნაა. ყველაზე მარტივია
განტოლება, როცა მისი მარჯვენა ნაწილი საძიებელ y (x) ფუნქციას არ

შეიცავს და მხოლოდ x ცვლადზეა დამოკიდებული. ასეთი


განტოლებებისათვის მხოლოდ მარჯვენა f (x ) ნაწილის პირ-

ველყოფილის აღდგენა, ანუ ინტეგრება მოითხოვება და ამოხსნაც


განუსაზღვრელი

y ( x)   f ( x)dx  c

ინტეგრალით გამოისახება. რადგან დიფერენციალურ განტოლებას


ინტეგრებით ხსნიან, ამოხსნის პროცესს განტოლების ინტეგრებას
უწოდებენ. როგორც უკვე ვიცით, ინტეგრების c მუდმივი ნებისმიერია
და ამოხნათა მთელ სიმრავლესაც ის განსაზღვრავს. ასეთ შემთხვევაში
ამბობენ ხოლმე, რომ განტოლების ამოხსნა ნებისმიერ შესაკრებამდე
სიზუსტით განისაზღვრა. აქ მთავარი ისაა, რომ პარამეტრად ქცეულმა
c შესაკრებმა თავისი ნებისმიერობით განტოლების ყველა ამოხსნა მარ-
ტივ ჩანაწერში მოაქცია და მთელი მათი სიმრავლე ერთპარამეტრიან
ოჯახად წარმოგვადგენინა. მაგრამ უფრო ხშირად ინტეგრების მუდმივი
ასეთ მარტივ შესაკრებად აღარ უზის ერთობლივი ჩანაწერით
წარმოდგენილ ამოხსნათა ოჯახს. ზოგადი განტოლებებისათვის ის
უფრო რთული

y ( x )   ( x, c ) (ზ)

39
სახით წარმოდგება, სადაც  ფუნქცია მთლიანად უნდა

ისაზღვრებოდეს განტოლებისადმი ყოველგვარი დამატებითი


მოთხოვნის წაუყენებლად. არგუმენტისა და პარამეტრის შემცველი ამ
ფუნქციის მიგნება ნიშნავს სწორედ განტოლების ინტეგრებას. ეს
საკმაოდ ფხიზელ მიდგომას საჭიროებს, რომ (ზ) ფორმულამ ამოხსნათა
სიმრავლე სრულყოფილად წარმოადგინოს და არცერთი მათგანი არ
გამოტოვოს. ასეთი თვისებისა და აგებულების y (x) ფუნქციას ზოგად

ამოხსნას უწოდებენ. ერთი სიტყვით, (გ) განტოლება და ზოგადი (ზ)


ამოხსნა ყოველმხრივ ერთმანეთის ტოლფასი უნდა იყოს.
ტოლფასობისათვის განტოლებიდან ამოხსნათა ოჯახის მიღება ვერ
იკმარებს. ამისათვის (ზ) აგებულების ფუნქციებიდან შესაბამისი
განტოლების აღდგენაც უნდა ხერხდებოდეს. ამოხსნათა ოჯახად
ჩათვლილ ფუნქციათა სიმრავლიდან შესაბამისი დიფერენციალური
განტოლების აღსადგენად (ზ) ტოლობაში მდგომი ნებისმიერი c
მუდმივი უნდა რაიმენაირად გამოირიცხოს. ამისათვის (ზ) ტოლობისა
და მისივე გაწარმოებული თანაფარდობის

dy
y ( x)   ( x, c),   ' ( x, c )
dx

ერთობლივ განხილვა მოგვიწევს, რომ c მუდმივი ერთერთი


მათგანიდან ამოვხსნათ და მეორეში ჩავსვათ. ამ გზით მიღებული
ტოლობა პარამეტრისაგანაც თავისუფალი იქნება და y (x) ფუნქციასაც

დააკავშირებს მისსავე წარმოებულთან. და სწორედ ეს კავშირი უნდა


იყოს მოცემული ზოგადი ამოხსნის შესაბამისი დიფერენციალური

40
განტოლება. უკეთ რომ გავერკვეთ, აჯობებს ფუნქციათა რომელიმე
ოჯახი, ვთქვათ

y  sin( x  c)

განვიხილოთ. ამ თანაფარდობიდან ამოხსნილი პარამეტრის


c  arcsin y  x მნიშვნელობა მისივე გაწარმოებით მიღებულ ტოლობა-

ში ჩავსვათ

dy
 cos( x  c)  cos( x  arcsin y  x) 
dx
 cos(arcsin y )  1  sin 2 (arcsin y )  1  y 2 .

როგორც ვხედავთ, ზემოთ მოტანილი ფუნქციები y   1  y 2 გან-

ტოლების ამოხსნათა ოჯახი ყოფილა. თანაც ეს იმდენად დამაჯერებ-


ლად გამოჩნდა, რომ ზედმეტად შეიძლება მოგვეჩვენოს შემოწმება,
რამდენად სრულადაა თავმოყრილი ფუნქციათა მოცემულ სიმრავლეში
ამ განტოლების ამოხსნები. მაგრამ ეს მაინც შესამოწმებელია და
საამისოდ ერთადერთი გზა გვაქვს – განტოლება უნდა ვაინტეგროთ.
ამისათვის ის მარჯვნივ მდგომ რადიკალზე გავყოთ და
დიფერენციალებიანი ტოლფასი სახით გადავწეროთ
dy
 d (arcsin y )  dx .
1 y2

ტოლობის ნიშნის მარცხნივ მხოლოდ y სიდიდისა და მისი დიფე-

რენციალის შემცველი გამოსახულება აღმოჩნდა, მარჯვნივ კი –


მხოლოდ x ცვლადისა. ასე რომ, გაყოფით ცვლადები განვაცალკევეთ.

41
ეს მეთოდია ასეთი, ცვლადთა განცალება ჰქვია და იგი თავისი
სინატიფისა და მოხერხებულობის გამო საკმაოდ პოპულარულია.
როგორც ცნობილია, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი განსხვავებული
არგუმენტების ფუნქციათა დიფერენციალები თუ ტოლია, მაშინ თვით
მათ შორის გასხვავება მუდმივი სიდიდეა. ამ თეორემის გათვალის-
წინებით გამოდის, რომ

arcsin y  x  c  y  sin( x  c) .

ერთი შეხედვით თითქოს ყველა ამოხსნა მართლაც აქაა თავმოყრილი.


მაგრამ როცა განტოლებას სახეს ვუცვლიდით, ყურადღების მიღმა არ
უნდა დაგვრჩენოდა გამყოფი რადიკალის ნულად ქცევის უნარი.
ასეთი რამ კი ორი y  1, y  1 მნიშვნელობისათვის ხდება და ორივე,

მუდმივმნიშვნელობიან ფუნქციად ჩათვლილი, ამ განტოლების


ამოხსნაა. ეს თვალის ერთი შევლებითაც ჩანს. ოღონდ ვერცერთი
მათგანი ვერ თავსდება ამოხსნათა ზოგად, სინუსიან წარმოდგენაში. ეს
განსაკუთრებული ამოხსნებია. ზოგად და განსაკუთრებულ ამოხსნათა
რაობა მათი გრაფიკებით უკეთესად გამოჩნდება. y  sin( x  c)

ტოლობებით წარმოდგენილ წირთა გრაფიკები სინუსოიდებია.


აბსცისაზე პარამეტრის მნიშვნელობათა დამატება გეომეტრიულად
სინუსოიდის მარჯვნივ ან მარცხნივ გადაცოცებას ნიშნავს. და თუ c
პარამეტრის მნიშვნელობათა უწყვეტად ცვლას დავიწყებთ თუნდაც
(0, 2 ] შუალედში, ეს წირები  1  y  1 ზოლს მთლიანად დაფარავენ.

განსაკუთრებულ ამოხსნათა გრაფიკები კი ამ ზოლის შემომსაზღვრელი


წრფეებია და ერთიცა და მეორეც უკლებლივ ყველა სინუსოიდას ეხება.

42
ანუ, როგორც ამბობენ, ამ წირთა ოჯახის მომვლებია. ორივენი
მთლიანად შეხების წერტილებისაგან შედგენილი წრფეებია და, რაღა
თქმა უნდა, არაფრითა ჰგვანან სინუსოიდას. გეომეტრიულად სწორედ
ამ ნიშნით გამოიხატა მათი, როგორც ამოხსნათა, განსაკუთრებულობა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ დიფერენციალური განტოლებით მოვლენა თუ
პროცესი ზოგადად აღიწერება, დაკვირვების დაწყებისას მათი მდგომა-
რეობის გაუთვალისწინებლად.

გამოყენებითი მიზნებისათვის კი უფრო ის კონკრეტული ამოხნები


აინტერესებთ, დროის მოცემულ მომენტში შექმნილი ვითარების
მიხედვით რომ შეირჩევა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი აღარაა
ამოხსნათა მთელი სიმრავლის ცოდნა და მხოლოდ ისეთები კმარა,
გარკვეულ დამატებით მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებს. თუნდაც
მაგალითად, არგუმენტის რაიმე x  b მნიშვნელობისათვის წინასწარ
დასახელებული y (b)  a მნიშვნელობა რომ ჰქონდეს. თუ არგუმენტი

დროს აღნიშნავს, მაშინ კითხვაც სავსებით გარკვეულია: რაც ახლა


ხდება, იმის მიხედვით გავიგოთ, როგორ წარიმართება მოვლენა
მომავალში, ან როგორ ვითარდებოდა ადრე. ამას კი, როგორც წესი,
ზოგად (ზ) ამოხსნაში პარამეტრის მნიშვნელობის სათანადო შერჩევით
აღწევენ, რისთვისაც მასში x  b და y (b)  a მნიშვნელობებს სვამენ და

ამ გზით მიღებული  (b, c)  a თანაფარდობიდან, როგორც ფუნქცი-

ური განტოლებიდან, c ფესვებს არკვევენ. ამ განტოლებას რამდენიმე

c1 , c2 ,  , cn ფესვი შეიძლება აღმოაჩნდეს, ყველა მათგანის (ზ) წარმოდ-


გენაში სათითაოდ ჩასმით დასმული ამოცანის

43
y1   ( x, c1 ),..., y n   ( x, cn ) ამოხსნებიც განისაზღვრება. მაგრამ მხო-
ლოდ ზოგადი ამოხსნით წარმოდგენილ ფუნქციათა სიმრავლეში
არჩევანით მიღწეული პასუხი სრულყოფილი ვერ იქნება.
განსაკუთრებული ამოხსნების გარეშე არასრული შედეგებია
მოსალოდნელი და საკვლევი მოვლენა სრულიად გაუთვა-
ლისწინებელი გეზით შეიძლება წარიმართოს. ასე რომ არ მოხდეს,
ამოხსნები (ზ) ფორმულით წარმოდგენილებთან ერთად
განსაკუთრებულებიდანაც უნდა აირჩეს. განტოლებასა და დამატებით
პირობებს – ორივეს ერთად – ამოცანას უწოდებენ. ზემოთ რომ
ამოცანაზე ვისაუბრეთ, მასში განტოლების გარდა ყველაფერს საწყისი
ჰქვია, x  b საწყისი წერტილია, y (b)  a კი – საწყისი მნიშვნელობა. ეს

ორივე, ერთად აღებული, საწყისი პირობაა. რისი ამოხსნის გზაც ზემოთ


რომ აღიწერა ზოგადად, იმასაც

კოშის საწყისი ამოცანა

ეწოდება. ამოხსნათა უკლებლივ წარმოდგენილი სიმრავლიდან პარა-


მეტრის შერჩევის ხერხით კოშის საწყისი ამოცანის გადაჭრა თავისი
სიმარტივით მართლაც მიმზიდველია. მაგრამ ასეთ ზოგად წარმოდ-
გენათა მოპოვება გარკვეულ დროს მოითხოვს და ხშირად ვერც კი
ხერხდება. და როცა დრო არ ითმენს, ან ზოგადი ამოხსნა მიუწვდო-
მელია, ამოცანებს მათ გარეშეც ხსნიან. ამოსახსნელად რამდენიმე
ხერხია გამოგონილი. ერთერთი მათგანს

ამოხსნის ანალიზური მეთოდი

44
ეწოდება და ტეილორის ცნობილი (T) ფორმულა უდევს საფუძვლად. ეს
ფორმულა მართლაც რომ „სასწაულმოქმედია“. როცა x  0 წერტილში
რაიმე ფუნქციისა და მისი ყველა რიგის წარმოებულთა რიცხვითი
მნიშვნელობები ცნობილია, (T) ფორმულით ეს ფუნქცია აღნიშნული
წერტილის მახლობლობაში ადვილად ისაზღვრება ყველგან, მთლიანად
და ცალსახად. მხატვრულად რომ ვთქვათ, აწმყოთი (ანუ x  0
წერტილში მოცემული რიცხვებით) სავსებით გარკვევით დაგვანახებს
წარსულსაც და მომავალსაც გვიწინასწარმეტყველებს. ანუ აღსადგენ
ფუნქციას გაგვისაზღვრავს არგუმენტის როგორც x  0 უარყოფითი,
ასევე x  0 დადებითი მნიშვნელობებისათვის. ეს კი თითქმის ისაა, რაც
ამოცანის დასმისას ვთქვით. მაგრამ ჩვენ ხომ ამოცანის პირობით
უცნობი ამოხსნის მნიშვნელობა x  0 ნაცვლად სხვა, x  b წერტილში
გვაქვს მოცემული! საწყის წერტილად ნულოვანის აღებით თურმე
ზოგადობა არ დაგვერღვევა. მართლაც, ახალი z  x  b ცვლადისა და
მასზე დამოკიდებული u ( z )  y ( z  b) ფუნქციის შემოღებით არც (გ)

განტოლების აგებულება შეიცვლება, არც ზოგადი (ზ) ამოხსნისა და


გვექნება

du
 F ( z , u )  f ( z  b, u ) , u   ( z  b, c) .
dz

და რადგან ზოგადობა არ იზღუდება, (გ) განტოლებისათვის საწყის


წერტილად თავიდანვე x  0 ავიღოთ. აქ დაბრკოლება სხვაცა გვაქვს.
ტეილორის ფორმულით საძიებელი ამოხსნის ასაგებად მოცემულ
წერტილში მისი ყველა რიგის წარმოებულთა რიცხვითი
მნიშვნელობებია საჭირო. ისინი კი უცნობია. სამაგიეროდ გვაქვს

45
განტოლება, რომლის მარჯვნივ მდგომ f ( x, y ) ფუნქციაში x  0 და

y  a მნიშვნელობათა ჩასმით y  (x) წარმოებულის y  (0)  f (0, a)

მნიშვნელობის გამოთვლას წინ არაფერი უდგა. თუ ჩავთვლით, რომ


f ( x, y ) ფუნქციის y ცვლადით გაწარმოება ნებისმიერ რიგამდე

შეიძლება, საწყის x  0 წერტილში არც დანარჩენი წარმოებულების


მნიშვნელობათა გამოთვლა გაგვიჭირდება. განტოლების ერთგზის
გაწარმოებით მიღებულ

f ( x, y ) f ( x, y )
y     y
x y

ტოლობაში საწყისი პირობებისა და პირველი რიგის წარმოებულის უკვე


გამოთვლილი მნიშვნელობის ჩასმით მეორე რიგის წარმოებულის
მნიშვნელობასაც ვიპოვით საწყის წერტილში. განტოლების
თანმიმდევრობით გაწარმოების ოპერაციათა გაგრძელებით და
გამოთვლილ მნიშვნელობათა მათში ჩასმით საძიებელი ამოხსნის

ნებისმიერი რიგის y ( x) წარმოებულის y (n) (0) მნიშვნელობა მასზე


( n)

დაბალი რიგის წარმოებულთა y ( k ) (0) , ( k  1,2,..., n  1)


მნიშვნელობებით განისაზღვრება. რაც სავსებით საკმარისია ტეილორის
მწკრივის ასაგებად

x2 x n (n)
y( x)  a  f (b, a) x  y' ' (0)      y (0)    
2! n!

ახლა კი დარჩა ერთერთი მთავარი – მწკრივით გამოხატული ამოხსნის


მართლზომიერების საზღვრების, ანუ მწკრივის კრებადობის 

46
რადიუსის დადგენა. ის, როგორც ვიცით, კოეფიციენტებზეა დამო-
კიდებული და შეიძლება ცნობილი (C  H ) ფორმულითაც განი-

საზღვროს. თუ f ( x, y ) ფუნქცია ანალიზურია, მაშინ თურმე

კრებადობის   0 რადიუსი ნულის ტოლი არასოდეს იქნება და,

აქედან გამომდინარე, (  ,  ) შუალედში ამოცანა ამოხსნილად შეიძ-

ლება ჩაითვალოს. მწკრივის კოეფიციენტების მიხედვით განსაზღვრუ-


ლი ეს შუალედი შესაძლოა ძალიან პატარა იყოს და საკმაოდ დიდიც,
ზოგჯერ, შემოუსაზღვრელიც კი. გამოყენებით კვლევებში ამოხსნის
მიახლოვებითი მნიშვნელობებით კმაყოფილდებიან ხოლმე და
მწკრივის მოკვეთილი ჯამის შესაკრებთა რაოდენობას საჭირო
სიზუსტის მიხედვით ადგენენ. მაგრამ როგორი სიზუსტითაც არ უნდა
გამოითვალონ, შედეგი საიმედო მხოლოდ აღნიშნულ შუალედში
იქნება. ყოველივე ეს საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს და თანაც
ამოცანის ამ გზით მოპოვებულ ამოხსნათა თვისებების სრული და
მკაფიო დახასიათება იშვიათად ხერხდება. გაცილებით მოსახერხებელი
და შთამბეჭდავია ამოცანასთან განტოლების ზოგადი ამოხსნის
მისადაგება. ამიტომაც იყო, რომ თავიდანვე შეეცადნენ ყველანაირი
აგებულების განტოლებათა ინტეგრების ერთიანი მეთოდი შეემუშა-
ვებინათ. განტოლებათა ნაირფეროვნებამ შეუშალა ხელი ამ შესანიშნავ
განზრახვას. რადგანაც ინტეგრების ზოგადი მეთოდის მიგნება
მიუწვდომელი აღმოჩნდა, განტოლებები ცალკეულ კლასებად დაჰყვეს
და ყოველ მათგანში საერთო წესითა თუ მეთოდით ინტეგრებად
განტოლებებს მოუყარეს თავი. ერთერთი, ჩვენთვის უკვე ნაცნობი
კლასი ცვლადების განცალების მეთოდით ინტეგრებად განტოლებებს

47
აერთიანებს. ახლა კიდევ ერთ კლასზეც ვისაუბროთ, ცვლადების
განცალების იმავე პრინციპზე რომ არის დაფუძნებული. ესაა
ეგრეთწოდებული

ერთგვაროვანი განტოლებები

ზედსართავი სახელი „ერთგვაროვანი“ ბევრ რამეს შეიძლება მივუსა-


დაგოთ და, ალბათ, ყველასათვის გასაგები სიტყვაა. მათემატიკაში მას
რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ერთერთი მათგანი ფუნქციებთანაა
დაკავშირებული. n რიგის ერთგვაროვანი ფუნქციაა მრავალ ცვლადზე
დამოკიდებული f ( x, y, z ,...) , თუ x, y, z,... არგუმენტების ყველა

მნიშვნელობებისა და ნებისმიერად აღებული  სიდიდისათვის

f (x, y, z,...)  n f ( x, y, z,...)

ტოლობა სრულდება ყოველთვის. ასეთ ერთგვაროვან ფუნქციებს


ზოგჯერ n რიგის ფორმასაც უწოდებენ. (გ) განტოლება ერთგაროვანია,
თუ მისი მარჯვენა ნაწილი ნულოვანი რიგის ერთგვაროვანი ფუნქციაა,
ანუ თუ ორივე არგუმენტის ერთსა და იმავე სიდიდეზე გამრავლებით
მისი მნიშვნელობა არ შეიცვლება. მართალია, ერთგვაროვან
განტოლებათა უმრავლესობას პირდაპირ ვერ აინტეგრებენ, მაგრამ
საძიებელი ფუნქციის მარტივი გარდაქმნით ისეთ სახეზე დაჰყავთ,
რომლისათვისაც ახალი ცვლადები უკვე განცალებადია. თუმცა ამ
თემაზე საუბარი უფრო დაწვრილებით აჯობებს. არგუმენტის

შებრუნებული 1 x სიდიდე  თანამამრავლად ავიღოთ და სახე

ვუცვალოთ (გ) განტოლებას

48
dy 1 1   y  y
 f  x, y   f 1,     
dx x x   x x

მიღებული თანაფარდობის მარჯვენა ნაწილის y x არგუმენტისათვის

თუ z აღნიშვნას შემოვიტანთ და მას x ცვლადზე დამოკიდებულ ახალ


საძიებელ ფუნქციად ჩავთვლით, გვექნება

y dy dz
z  y  zx  dy  zdx  xdz  z .
x dx dx

ახლებურად ჩაწერილ განტოლებაში y (x) ფუნქციის ამგვარად გამოსა-

ხული y ' ( x) წარმოებულის ჩასმით მხოლოდ z (x ) ფუნქცია და მისი

წარმოებული დაგვრჩება. ეს თანაფადობა

dz
x   ( z)  z .
dx

განტოლებაა z (x ) ფუნქციის მიმართ, რომელშიც ცხადად გამოჩნდა z

და x ცვლადების განცალკევების შესაძლებლობა. ამიტომ გაკვალულ


გზას გავყვეთ – გადავწეროთ იგი განცალებული ცვლადებიანი

dz dx

 ( z)  z x

ტოლობის სახით, ვაინტეგროთ

dz
  ( z)  z  log x  c (ი)

49
და შემდეგ თავდაპირველ x, y ცვლად სიდიდეებს დავუბრუნდეთ.

საბოლოოდ მიღებულ

dy y dx
 xf ( x, y)  y   x  xf ( x, y)  y  log x  c

ტოლობაში ამ ცვლადებს შორის დადგენილი კავშირის მიუხედავად


იგი (გ) განტოლების ზოგად ამოხსნად მაინც ვერ ჩაითვლება, ვიდრე
აქედან y სიდიდეს x ცვლადზე დამოკიდებული ფუნქციის სახით არ

გამოვსახავთ. მანამდე კი იგი მოცემული განტოლების ზოგადი ინტეგ-


რალია.

არც  ( z )  z სხვაობის ნულოვან მნიშვნელობებთან დაკავშირებული

განსაკუთრებული ამოხსნები უნდა დავივიწყოთ. აქ ორნაირი ვითარება


არის დასაშვები. პირველია, როცა ეს სხვაობა იგივურადაა ნული. მაშინ
თავიდანვე მოცემული (გ) განტოლების მარჯვენა ნაწილი საძიებელი y

ფუნქციის მისსავე x არგუმენტთან შეფარდებით გამოიხატება. ეს


უმარტივესი განტოლებაა, განცალებადი ცვლადებიანიცა და ერთგვა-
როვანიც და მისი ზოგადი y  cx ან x  cy ამოხსნაც ადვილად მიიღ-

წევა. ამ ამოხსნებს გეომეტრიულად სათავეზე გამავალ წრფეთა მთელი


სიმრავლე შეესაბამება. მეორე შემთხვევაში ეს სხვაობა ნულის ტოლი

ყველგან კი არა, თავისი z არგუმენტის მხოლოდ z1 , z 2 , ..., z k მნიშვნე-

ლობებისათვის არის. ასეთ ვითარებაში, როგორც ვიცით, განტოლებას

k ცალი განსაკუთრებული y  z j x, ( j  1,2,..., k ) ამოხსნა ექნება და x, y

ცვლადების სიბრტყის სათავეზე გამავალი წრფეებით გამოიხატება.

50
ახლა კი დროა, ეს ზოგადი ცოდნა კონკრეტულ განტოლებაზე მოვსინ-
ჯოთ. თუნდაც იმაზე, ზემოთ რომ სინათლის არეკლილი სხივების ერთ
წერტილში თავმოყრის პრობლემამ წარმოაჩინა -

dy y
 .
dx x  x 2  y 2

მარჯვენა ნაწილში ორივე არგუმენტის წინ დასმული  თანამამრავლი


გამარტივების შემდეგ შეიკვეცება და თვით ფუნქცია პირვანდელ სახეს
დაუბრუნდება. მართლაც,

y y
f ( x,  y ) 
 x  ( x ) 2  ( y ) 2


 x  x2  y2 
y
  f ( x, y ) .
x  x2  y2

მაშასადამე, ერთგვაროვან განტოლებასთან გვქონია საქმე. ალბათ ზედ-


მეტი იქნება ამ კონკრეტული განტოლებისათვის ინტეგრების ზემოთ

გაკვალული გზის ხელმეორედ გავლა. ავიღოთ და, ისეთივე y x შეფარ-

დებით შემოტანილი z ფუნქციისათვის აგებულ ზოგად (ი) ინტეგ-


რალში პირდაპირ ჩავსვათ ამ განტოლებისათვის გამოთვლილი  (z )

ფუნქციის მნიშვნელობა

dz 1 1 z2
  ( z)  z  log x  c    z 1  z 2 dz  log cx ,
ახლა ნუღარც ინტეგრალქვეშა გამოსახულების პირველყოფილის აღ-

51
დგენაზე დავხაჯავთ დროს და მისი მნიშვნელობა პირდაპირ ამოვი-
წეროთ ცხრილიდან. ამით მიღწეული იქნება ზოგადი ინტეგრალის

1 1 z2
log  log cx  1  z 2  1  cxz 2
z2

საბოლოო სახე. ზოგადი ამოხსნა რომ მივიღოთ, ამ ალგებრული


თანაფარდობიდან z სიდიდე x ცვლადზე დამოკიდებული ფუნქციის
სახით უნდა გამოვსახოთ. ეს თანაფარდობა ჩვეულებრივი ალგებრული
განტოლებაა. რადგან მას მარცხენა ნაწილში რადიკალიანი გამოსა-
ხულება უზის, ორივე ნაწილის კვადრატად აყვანა და ბიკვადრატულ
განტოლებაზე დაყვანა მოგვიწევს. გამოთვლების გასამარტივებლად
შევნიშნოთ, რომ

( 1  z 2  1)( 1  z 2  1)  z 2

იგივეობა ზოგად ინტეგრალს მეორენაირადაც წარმოგვადგენინებს

1
1 z2 1 
cx

და ორივენაირად გამოსახული ინტეგრალების გამოკლებით რადიკა-


ლები გაგვიბათილდება. მიღებული

1
2  cxz 2 
cx

სხვაობიდან კი z სიდიდეც დაუბრკოლებლივ გამოისახება. ახლა


მხოლოდ მისი მნიშვნელობის ჩასმაღა დაგვრჩა ჩვენი განტოლების

52
 p
y 2  2 p x  
 2

ზოგადი ამოხსნის წარმოსადგენად. აქ p ინტეგრების c მუდმივის შებ-

რუნებულს აღნიშნავს და თუ მას პარამეტრად ჩავთვლით,


განსაკუთრებულთა ჩათვლით ყველა ამოხსნას მოვიცავთ. ამისათვის p

პარამეტრს სხებთან ერთად ნულოვანიცა და უსასრულოდ დიდი


ზღვრული მნიშვნელობებიც უნდა მიეცეს, რაც განტოლების ინტეგ-
რებისას გამორიცხული გვქონდა. გეომეტრიულად ეს აბსცისათა ღერ-
ძის მიმართ სიმეტრიული და სათავეში მდებარე პოლუსიანი პარაბო-
ლების ოჯახია. ორდინატების მთელი ღერძი და აბსცისათა დადებითი
ნახევარღერძის გასწვრივი ჭრილი კი განსაკუთრებულ ამოხსნებს შეე-
საბამება. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული ამოხსნები ჩვენ შემთხვე-
ვაში პრაქტიკული მიზნებისათვის გამოუსადეგარია.

ამ განტოლების ზოგადი ამოხსნა ადრე გაცილებით მარტივად


მოვიპოვეთ და არ არის გამორიცხული ეჭვის გაჩენა იგივე ამოხსნის
მისაღებად ესოდენ რთული გზის მიზანშეწონილობის თაობაზე. თუმცა
ასეთი ეჭვი სავსებით უადგილოა, რადგან ზოგადი მეთოდების
შედეგიანობაზე განტოლების სპეციფიკა არ მოქმედებს. შედეგი, შესაძ-
ლო რთული და შორი გზის მიუხედავად, სწორად შერჩეული ზოგადი
მეთოდით ყოველთვის უზრუნველყოფილია. სივრცეში სასურველი
თვისებების ამრეკლავი ზედაპირი ერთერთი რომელიმე პარაბოლის
ბრუნვით უნდა მივიღოთ აბსცისათა ღერძის გარშემო. ამ ზედაპირს
ბრუნვითი პარაბოლოიდი ჰქვია. სივრცული სურათი კარგად რომ

53
წარმოვისახოთ, საკოორდინატოდ კიდევ ერთი, ვთქვათ, z – ღერძის
დამატება დაგვჭირდება. მას თუ სათავიდან ნახაზის სიღრმისაკენ xoy

სიბრტყის მართობულად მივმართავთ, მაშინ დეკარტისეულ ამ საკოორ-


დინატო მარცხენა ორიენტაციის სისტემაში ამრეკლავი ზედაპირი

ცხადად იქნება y  z  2 p[ x  ( p 2)] განტოლებით წარმოდგენილი.


2 2

მაშასადამე, სინათლის სხივთა შორიდან წამოსულ პარალელურ ნაკადს


რომ არეკლვით თავი ერთ წერტილში მოვუყაროთ, ბრუნვითი პარაბო-
ლოიდი უნდა დავუხვედროთ. და თანაც ისე, რომ მისი სიმეტრიის
ღერძი ნაკადის პარალელურად იდგეს. დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ
სინათლის გარდა ამ ზედაპირებით არეკლილი სხვა ნებისმიერი
ნაკადის კონცენტრაციაც არის შესაძლებელი. და პირიქითაც – სინათ-
ლის, გინდა სხვა რამ ენერგიის წყაროს შეიძლება ბრუნვითი
პარაბოლოიდი დაბრკოლებად ისე დავუყენოთ, რომ არეკლილი ნაკადი
სასურველი მიმართულებით შორს გაიტყორცნოს. ამ თვისების
გათვალისწინებითაა აგებული პარაბოლური ანტენებიცა და პროჟექტო-
რებიც.

წარმოებულებიან განტოლებებს ამოხსნათა მთელი გუნდი აქვს ხოლმე.


ამიტომ ცდილობენ ისინი ერთობლივ წარმოადგინონ პარამეტრებიანი
ჩანაწერით, რომ პარამეტრების ყოველ კონკრეტულ კომბინაციას სავსე-
ბით გარკვეული ამოხსნა შეუსაბამონ. მეტი თვალსაჩინოებისათვის ერთ
ცნობილ მეთოდზე საუბრით გავაგრძელოთ და განტოლებაც

d2y
 ky  0
dx 2

54
კონკრეტული ავიღოთ, მუდმივი k კოეფიციენტით. ეს განტოლება
პრაქტიკიდან მოდის, რხევებთან არის დაკავშირებული და მისი
ამოხსნა ორჯერ მაინც უნდა იყოს წარმოებადი. ადრე უკვე ითქვა, რომ
ნებისმიერი ფუნქცია ხარისხოვანი მწკრივით შეიძლება გამოისახოს.
ჩვენც ვცადოთ ამ განტოლების საძიებელი ამოხსნის ხარისხოვანი
მწკრივით გამოხატვა, ვთქვათ, ნულოვანი ცენტრით


y ( x)   c n x n  c0  c1 x  c 2 x 2  c3 x 3     
n 0

 cm x m
c m 1 x m 1  c m  2 x m  2     ,

ამ მწკრივის კოეფიციენტები ჯერ არაა ცნობილი და განტოლებიდან


უნდა დადგინდეს. განტოლების ამოხსნის აგების ასეთ წესს

განუზღვრელი კოეფიციენტების მეთოდს

უწოდებენ. ერთი შეხედვით თითქოს გაუგებარია, რანაირად შეიძლება


ერთი განტოლების საფუძველზე უამრავი კოეფიციენტის მიგნება,
მაგრამ თუ ამ უცნობკოეფიციენტებიან მწკრივს წევრობრივ გავაწარ-
მოებთ და მათ განტოლებაში ჩავსვამთ, ყველაფერი თავის ადგილზე
დადგება. ამისათვის, ცხადია, ყველა მწკრივი, ამოხსნასაც და მის
წარმოებულებსაც რომ გამოხატავს, კრებადი უნდა იყოს. კრებადობის
რადიუსები კი კოეფიციენტებით გამოითვლება. ასე, რომ ეს რადიუ-
სებიც უცნობია. და ვიდრე ყოველივე ცნობილი არ გახდება, ჩვენი მსჯე-
ლობა დაუსაბუთებელი დარჩება. ამის მიუხედავად ოპერაციებს მაინც
ჩავატარებთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თავიდან მსჯელობას

55
ფორმალური ხასიათი ექნება. ამოხსნის შესაბამისი მწკრივის ორჯერ
ფორმალურად გაწარმოებას


d2y
dx 2
 
n 0
n(n  1)c n x n  2 

 2  1  c 2  3  2  x 2      (m  2)( m  1) x m    

ტოლობა უნდა მოსდევდეს შედეგად. შევნიშნოთ, რომ სიგმა–


აღნიშვნიან ჯამში პირველი ორი შესაკრები ნულის ტოლია. ამიტომ
შესაკრებთა ათვლა ინდექსის ნულოვანი კი არა, ფაქტიურად n  2
მნიშვნელობით იწყება. თუ j  n  2 აღნიშვნას შემოვიღებთ და

წარმოებულის შესაბამის მწკრივს აქედან განსაზღვრული n  j  2

ინდექსით ჩავწერთ, გვექნება

d2y  
 
dx 2 n  2
n ( n  1) c n x n2
 
j 0
( j  2)( j  1)c j  2 x j 


  (n  2)( n  1)c n  2 x n .
n 0

ტოლობათა ჯაჭვის ბოლოს j ინდექსის მაგიერ ისევ n დავწერეთ,

რადგან არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა ნიშნით იქნება იგი


აღნიშნული. შესაკრებთა ასეთი გადანომრვა სხვა მხრივაც მოსახერ-
ხებელია. ახლა ამოხსნისა და მისი მეორე რიგის წარმოებულის შესა-
ბამისი ორივე მწკრივის ჩასმას ვაპირებთ განტოლებაში და ასეთი
ინდექსი მსგავსი წევრების შეერთებას გაგვიადვილებს.

56
 
d2y
dx 2
 ky  
n 0
( n  2 )( n  1) c n2 x n
 k 
n 0
cn x n 

  (n  2)( n  1)c n  2  kcn  x n  0 .
n 0

ტოლობის მარჯვნივ გამოსახულება იგივურად უნდა იყოს ნულის


ტოლი, ანუ x ცვლადის ნებისმიერი მნიშვნელობისათვის ყოველთვის
ნულს უნდა უდრიდეს. ამ მოქმედებათა შედეგად მიღებული ჯამი x
ცვლადის ყველა მნიშვნელობისათვის რომ ნულს უდრიდეს, სათითაოდ
ყველა მისი შესაკრების კოეფიციენტი უნდა იყო ნულის ტოლი. ეს

იმიტომ, რომ 1, x, x , ..., x ,... უსასრულო ელემენტებიანი სისტემა


2 n

წრფივად დამოუკიდებელია. მაშასადამე,

2  1  c 2  kc0  0 3  2  c3  kc1  0
4  3  c 4  kc2  0 5  4  c5  kc3  0
................. .....................
2m(2m  1)c 2 m  kc2 m 2  0 (2m  1)2mc2 m 1  kc2 m 1  0
................. ......................

ტოლობების შესრულება მოგვიწევს. ამ ტოლობებიდან კი c0 მუდმივით

ლუწ-ინდექსიანი ყველა c2 m კოეფიციენტი გამოისახება, ხოლო c1

მუდმივით ყველა კენტ–ინდექსიანი c 2 m 1 . სწორედ ამ შესაძლებლობის

დასანახად არის კოეფიციენტებს შორის დამოკიდებულებები ორ


სვეტად დაყოფილი. მართლაც, თითოეული სვეტში ჩამოწერილი
თანაფარდობებიდან ვასკვნით, რომ

57
k k
c2  c0 , c3  c1
1 2 23
k k2 k k2
c4  c2  c0 , c5  c3  c1
3 4 4! 45 5!
........... ............
k km k
c2m  c2m2  c0 , c 2 m 1  c 2 m 1 
2m(2m  1) (2m)! 2m(2m  1)
km
 c1
(2m  1)!
............. ..............

მართალია, კოეფიციენტები c0 და c1 მუდმივებით გამოისახა და ამი-

ტომ ბოლომდე ვერ განისაზღვრა, მაგრამ მწკრივში მათი ჩასმა ამოხსნას


ახლებურად წარმოგვადგენინებს

 
k m 2m km
y ( x)  c0  x  c1  x 2 m 1 
m 0 ( 2 m )! m 0 ( 2 m  1)!

( k x) 2 m c1 
( k x) 2 m 1
 c0    .
m  0 ( 2m)! k m  0 ( 2m  1)!

აქ წარმოჩენილ მწკრივებს კრებადობის რადიუსი უსასრულოდ დიდი

აქვს და ორივე k x არგუმენტის ყველა მნიშვნელობისათვის კრებადია.


უფრო მეტიც, რამდენჯერაც არ უნდა გაწარმოვდეს, ორივე მწკრივი
მაინც ყველგან კრებადი დარჩება. ამრიგად გამოირკვა, რომ მთელი
ჩვენი მსჯელობა ფორმალური კი არა, თურმე სავსებით კანონზომიერი
ყოფილა. აქ განტოლების k კოეფიციენტის ნიშანიც გასათვალისწი-
ნებელია. როცა იგი დადებითია, პირველ და მეორე შესაკრებებად
მდგომი მწკრივები შესაბამისად ჰიპერბოლური კოსინუსი და სინუსია.
58
უარყოფითი k კოეფიციენტისათვის კი ეს მწკრივები ჩვეულებრივი
ტრიგონომეტრიული ფუნქციებია. კოეფიციენტებისათვის ახალი

C1  c0 და C 2  (c1  k ) აღნიშვნების შემოღებით განტოლების

ამოხსნა საბოლოოდ

y ( x)  C1 cos  k x  C 2 sin  k x

აგებულებისა გამოგვივა. ეს C1 და C2 კოეფიციენტები აქ უკვე

ნებისმიერ მუდმივებად შეგვიძლია ჩავთვალოთ და პარამეტრების რო-


ლი მივცეთ. სწორედ ამით მიიღწევა ზოგადობა, რადგან განტოლების
ყველა ამოხსნა მათი საშუალებით იყრის ამ მოკლე ჩანაწერში თავს.

განუზღვრელი კოეფიციენტების მეთოდი უფრო რთული აგებულების


განტოლებებისათვისაც შედეგიანია, წრფივსათვისაც და ზოგჯერ არა-
წრფივისათვისაც. მისი გამოყენებით სხვადასხვანაირ განტოლებათა
ამოხსნებია აგებული და მათგან ზოგიერთს საკუთარი სახელიც კი მის-
ცეს. მათ შორის ერთობ პოპულარულია ბესელისა და ე.წ. ჰიპერგეომეტ-
რიული ფუნქციები. უნდა აუცილებლად ითქვას, რომ რომელიმე უფრო
ზოგადი კონკრეტული განტოლების ამოხსნათა წარმომდგენ მწკრივებსა
და წევრობრივ მათი გაწარმოებით მიღებულებსაც კრებადობის სასრუ-
ლი და ერთმანეთისაგან განსხვავებული რადიუსები აღმოაჩნდეს. ამი-
ტომ მათი საშუალებით წარმოდგენილი ამოხსნები ამ რადიუსებიდან
მხოლოდ უმცირესის ფარგლებში იქნება კანონზომიერი.

ისიც უნდა ითქვას, რომ განტოლებათა დიდი ჯგუფისათვის ამოხსნათა


წარმომდგენი მწკრივები ყველგანაა კრებადი. ზოგიერთი ასეთი განტო-

59
ლებისათვის ინტეგრების გამარტივებული წესები გამოიგონეს, რომ რე-
კურენტული ტოლობებიდან კოეფიციენტების განსაზღვრის ერთფერო-
ვანი და უინტერესო გამოთვლები აერიდებინათ თავიდან. ასეთი ერთ-
ერთი კლასია

მაღალი რიგის მუდმივკოეფიციენტებიანი წრფივი ერთგვაროვანი


განტოლებები.
ზოგადად მათ

L y   y ( n )  a1 y ( n 1)      a n 1 y ' a n y  0 (მ)

ჩანაწერით წარმოადგენენ ხოლმე. n განტოლების რიგს აღნიშნავს,

a j , ( j  1,..., n) კოეფიციენტები კი, როგორც ითქვა, მუდმივებია. ზოგ-

ჯერ უდიდესი რიგის წარმოებულსაც a 0 კოეფიციენტს უსვამენ, მაგრამ

თუ n განტოლების რიგია, იგი ნულისაგან უნდა განსხვავდებოდეს და


მასზე გაყოფით განტოლება მაინც (მ) სახით გამოისახება. პირველი და
მეორე რიგის განტოლებათა ამოხსნების ექსპონენტური ფუნქციებით
გამოსახვის გამოცდილების გათვალისწინებით (მ) განტოლების ამოხს-

ნაც y  e სახისა ვეძებოთ. ამ წარმოდგენაში ითვლება, რომ k დასად-


kx

გენი მუდმივია. ასეთი ფუნქციის (მ) განტოლებაში ჩასმით შესასრუ-


ლებელი გვექნება

e kx (k n  a1 k n 1      a n 1 k ' a n )  0

ტოლობა. ეს კი ნულისაგან განსხვავებული ექსპონენტური თანამამ-


რავლის გარეშე n ხარისხის მახასიათებელი განტოლებაა k მუდმივის
მიმართ. ასეთი სახელი დაარქვეს ზემოთ ამოწერილ ალგებრულ განტო-
ლებას. დიფერენციალური განტოლების ინტეგრება ალგებრული გან-

60
ტოლების ამოხსნაზე დავიყვანეთ. ალგებრულ განტოლებას ხარისხი და
ფესვების რაოდენობა ერთნაირი აქვს. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს,
რომ ნამდვილ ფესვებთან ერთად კომპლექსურებიც ითვლება და მათი
ჯერადობაც გასათვალისწინებელია. როცა მახასიათებელი განტოლების

ფესვები k1 , k 2 , ..., k n ყველა ნამდვილია და მარტივი, თვით განტოლე-

ბასაც ამდენივე

y1 ( x)  e k1x , y2 ( x)  e k2 x , .... , y1 ( x)  e kn x
ამოხსნა ექნება, ყველა მათგანი ექსპონენტითაა გამოსახული და
ერთმანეთისაგან განსხვავებულია. მაგრამ ალგებრულ განტოლებათა
ყველა ფესვი იშვიათად არის ნამდვილი და მარტივი. უფრო ხშირად
ისინი ჯერადებიც არის და კომპლექსურებიც. მაშინ თუ როგორ უნდა
განისაზღვროს (მ) განტოლების ამოხსნები, ახლავე გავარკვევთ.
დავიწყოთ ჯერადი ფესვის განხილვით და დავუშვათ, რომ მახასიათე-
ბელ მრავალწევრს m ჯერადობის a ფესვი აქვს, ანუ

F (k )  k n  a1 k n 1      a n 1 k  a n  (k  a) m H (k ) .

ამ დაშვების თანახმად F (k ) მრავალწევრი, როგორც k არგუმენტის

ფუნქცია, თავის ყველა წარმოებულთან ერთად ( m  1) რიგამდე

ჩათვლით, a წერტილში ნულის ტოლი უნდა იყოს. ხოლო m რიგის

წარმოებულის F
( m)
(a)  0 მნიშვნელობა უნდა განსხვავდებოდეს მის-
გან. რადგან a F (k )  0 განტოლების ფესვია, დიფერენციალური (მ)

განტოლებას ერთერთი ამოხსნა e ax ექნება. განუზღვრელი კოეფიცი-


ენტების მეთოდით რეკურენტულ ტოლობათა ცალკეულ სვეტებად
დაჯგუფებისას შენიშნეს, რომ მახასიათებელ a ფესვს თურმე უკვე

61
ცნობილის გარდა x e , ( j  1,..., m  1) სახის წრფივად დამოუკი-
j ax

დებელი ამოხსნებიც შეესაბამება. ანუ აღმოჩნდა, რომ ყოველი


მახასიათებელი ფესვი, რა ჯერადობაც აქვს, ამოხსნასაც იმდენს იძლევა.
ამ წინადადების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად ახლა უკვე აღარაა
აუცილებელი თვალისათვის ძნელად მისაწვდომი გამოთვლები. ის
მოგვიანებით გაცილებით მარტივად დაამტკიცეს და ალბათ უინტერე-

სო არ იქნება, როგორი მსჯელობით მოახერხეს ეს: x j e ax ნამრავლი


პირდაპირ (მ) განტოლებაში ჩასვეს და გამარტივების შემდეგ

 F ' (a) j 1 F ' ' (a ) j  2 


L( x j e ax )  e ax  F (a) x j  x  x      F ( j ) (a)
 1! 2! 
ტოლობა გამოუვიდათ. ტოლობის მარჯვნივ, ფრჩხილებში მოქცეული
ჯამის შესაკრებთა კოეფიციენტებში თანამამრავლებად F (k ) მრავალ-

წევრისა და მისი j რიგამდე წარმოებულების მნიშვნელობებია a წერ-

ტილში. როცა 0  j  m  1 , ყველა ეს შესაკრები და, მაშასადამე,

მარცხნივ მდგომი გამოსახულებაც ქრება. აქედან კი ნათელია, რომ


განტოლებაში ჩასმული ყველა m ცალი ნამრავლი მისი ამოხსნაა. ეს კი
სწორედ ისაა, რისი დანახვაც გვინდოდა.

62

You might also like