You are on page 1of 8

ფაკულტეტი: სახვითი

ხელოვნება
სპეციალობა: კინო-ტელე მხატვრობა
სტუდენტი: კესანე ბაბუნაშვილი
კურსი: IV
მაქს ბენზე: ინფორმაციული ესტეტიკის ძირითადი
შინაარსი.
ვფიქრობ სანამ დღევანდელი განხილვის თემაზე გადავიდოდე,
აუცილებელია ავღნიშნო, რომ მთელი ჩემი ცხოვრებაა ყველაფერში რიცხვებს
ვხედავ. ყველაზე მარტივი თემების განხილვისასაც ვიწყებ ხოლმე
გამოთვლების კეთებას, აქედან გამომდინარე რაც გავიზარდე უფრო მივხვდი,
რომ ეს მიდგომა არა მარტო ბათუმიდან თბილისამდე ფეხით წასვლის
მანძილის გამოთვლისას გამომადგებოდა, როდესაც მეგობრებს საქმე არ
გვქონდა ზაფხულის დღეს, არამედ ყველაფერში ჩემს გარშემო მათემატიკა
იყო. ამის გამო სულ ვამბობ, რომ სამყაროს რომ ერთი ენა ქონდეს,
აუცილებლად მათემატიკა იქნებოდა. სამყარო მკაცრად ტექნიკურია,
ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო არსებობს, შეგვიძლია, რომ რაღაც დონემდე
ტექნიკურად ანუ ზუსტი მეცნიერებებით ავხსნათ. ყველაფერი ისეთი, რასაც
შეგვიძლია, რომ მეტაფიზიკური დავარქვათ, არის დაფუძნებული მხოლოდ
თეორიებზე. აქ ერთის მხრივ წინააღმდეგობაში მოვდივართ: თუ კი ვამბობთ,
რომ ისეთი რაღაცები, რისი დამტკიცებაც არ შეგვიძლია არ არსებობს,
(მაგალითად მოჩვენებები, მაგია და ასე შედმეგ), ხოლო მეტაფიზიკა მიიჩნევა
იმ მოვლენათა გაერთიანებად, რომლის დამტკიცებაც არ შეგვიძლია, მაშინ
რომ არსებობდეს, მაინც არ იარსებებდა. თუმცა ბუნებრივია ეს მხოლოდ
სიტყვათა ტექნიკურობაა. ყველაფერი რისი ახსნაც დღეს მეცნიერების გზით
შეგვიძლია, მეტაფიზიკურად მიიჩნეოდა ადრე. ადამიანი ეთაყვანებოდა მზეს
და წვიმას, რისი მეცნიერული ახსნაც, ბუნებრივია დღევანდელი
მოსახლეობის ჩვეულებრივი წარმომადგენლისთვის ეჭვქვეშ დასაყენებელი
ერთი წამითაც კი არ იქნება. ჩემი საყვარელი მაგალითი ამ თემის
განხილვისას კანადელ-ამერიკელი ილუზიონისტი ჯეიმს რენდია, რომელმაც
დააწესა მილიონ დოლარიანი პრემია, ნებისმიერისთვის, რომელიც
ზებუნებრივ, ან პარანორმალურ ქმედების დემონსტრირებას მოახდენდა,
პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ. რისი შესრულებაც ვერავინ შეძლო.

ვფიქრობ ამის განხილვა მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ


გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ თემაზე: ინფორმაციულ ესთეტიკაზე ბენზეს
მიხედვით. ინფორმაციული ესთეტიკა სწორედ ზემოთხსენებულ თემას ეხება
და ფაქტიურად მოისაზრებს, რომ ესთეტიკური საგნებიც, ანუ ხელოვნება,
ზუსტად იმდენადვე შეიძლება ტექნიკურად აიხსნას, როგორც ნებსმიერი სხვა
მეცნიერების საგანი და შესაბამისად უნდა არსებობდეს მისი ზუსტი
მაჩვენებლები და საზომი კრიტერიუმები. ინფორმაციულ ესთეტიკას ოთხი
მთავარი თეზისი გააჩნია: პირველია თეზისი მატერიალურობის შესახებაა.
ინფორმაციული ესთეტიკა მიზნად ინტერპრეტირებას არ ისახავს. თუ კი
კლასიკური ესთეტიკა ხელოვნების ნიმუშს (ან ნებისმიერ ობიექტს)
განიხილავს სხვადასხვა მხრიდან, და მის შემთხვევაში მიღებულია ამ
ობიექტის და მისი შინაარსის ინტერპრეტაცია, მაშინ ინფორმაციული
ესთეტიკა განიხილავს, რომ ობიექტის ინტერპრეტაცია გუნებისდა მიხედვით
არასწორია. მის მიხედვით არსებობს რამოდენიმე ობიექტური
მახასიათებელი, რომლითაც შეგვიძლია ამა თუ იმ ხელოვნების ნიმუშის
აღწერა.

ინფორმაციული ესთეტიკა არის ისეთი მიდგომა ხელოვნების ნიმუშის


მიმართ, როგორც მეცნიერის მიდგომა- მისი საკვლევი საგნის მიმართ. იგი მის
კომპონენტებს არკვევს, არჩევნს (მაგ: მინერალოგია და მინერალის
აგებულება, მიკრობიოლოგია და მიკროორგანიზმები), თუმცა აქვე ამთავრებს
საქმეს კლასიკური ესთეტიკისგან განსხვავებით. (მისი სინონიმია-
კონსტატაციურიი ესთეტიკა). ზოგაგად პროცესების მხოლოდ ორი გვარი
არსებობს: ფიზიკური პროცესები და ესთეტიკური. ფიზიკური პროცესები-
მტიცდება ბუნების პროდუქტების მიმართ. ესთეტიკური- ხელოვნების
ნაწარმოებების მიმართ. კონსტატაციური ესთეტიკის პირველი მატერიალური
თეზისის მიმართ, ხელოვნების ყველა ნიმუში რეალიზდება ბუნებრივ
პროდუქტში ანუ მასალაში. ელოვნების ნიმუში ცნობიერში არ არსებობს . ის
ხორციელდება ბგერაში, სიტყვაში (რომელიც ასევე ფორმაა გამოხატვის მისი
არამატერიალურობისდა მიუხედავად (თუმცა აქვე ბგერის მატერიალურობის
დასაცავად შეგვიძლია ბგერის სიხშირე და ტალღა მოვიხმაროთ)), ხეში ქვაში,
მოკლედ მატერიაში.

ახლა ავხსნათ რა არის ბუნებრივი პროცესები და მდგომარეობები:


ბუნებრივი პროცესები ყველგან არის ჩვენს გარშემო, ჩვენ მათში ვცხოვრობთ
და ისინი სამყაროს ამოძრავებენ. რაც გვაძლებს საშუალებაა გამოვიტანოთ
დასკვნები ჩვენს მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით. მაგალითად მზე ხვალ
დილით ამოვა, წყალი მოგვწყურდება, დროსთან ერთად ჩვენი ფიზიკური
მონაცემები შეიცვლება. ეს ფაქტები ვიცით იმიტომ, რომ გამოვიკვლიეთ,
დავტესტეთ, ავღწერეთ და ასე შემდეგ. ესთეტიკა კი არ არის ასეთი
განსაზღვრული და დაზუსტებული. გამოდის, რომ თუ დეტერმინირება
შეგვიძლია რაღაცების ბუნებრივ პროცესებში შესაბამისად ისინი მიზეზ-
შედეგობრივია. ესთეტიკაში ეს არ შეგვიძლია, ესეიგი ის საკმაოდ
განუსაზღვრელი ფენომენია. ხელოვანი საკუთარ ნამუშევარს მხოლოდ მისი
დასრულების შემდეგ შეაფასებს ობიექტურად, შესაბამისად მისი წინასწარ
გამოცნობა, თუ რამდენად ესთეტიური იქნება, შეუძლებელია. საინტერესოა
ის- რომ შესაძლებელია იმის გამოცნობა, რომ მისი გამოცნობა შეუძლებელია,
ანუ ნამუშევრის ესთეტიკური მდგომარეობა განუსაზღვრელია და თავის
მხრივ ესეც ზუსტი პასუხია ანუ «განსაზღვრადია რომ განუსაზღვრელია».
ესთეტიკა კიდევ იმ ელემენტით არის რთული განსასაზღვრი, რომ
მაყურებელმა არ იცის ხშირად ხელოვანის ნამუშევარში რა ელემენტი რა
ფუნქციას ასრულებს, ამის მხოლოდ გამოცნობა არის შესაძლებელი
(მაგალითად, მაყურებელმა არ იცის ემბრანდტთან შუქ-ჩრდილები
დამატებითი ეფექტია თუ მთავარი ესთეტიური ჩანაფიქრი). ამით ჩვენთვის
გასაგები გახდა, თუ რას ეწოდება ბენზეს ფილოსოფიით «ბუნების პროდუქტი»,
ხოლო რას «ხელოვნების ნაწარმოები» და რით განსხვავდებიან ისინი.

შემდეგი თეზისი ბენზეს ნაშრომში არის თეზისი «მოწესრიგებულობის


შესახებ»: ამერიკელი მათემატიკოსი გ. დ. ბირკპოფი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის
დასაწყისში განიხილავდა ხელოვნების ნიმუშების სტრუქტურულ
მოწესრიგებულობას, იგი ამბობდა: ხელოვნების ნიმუშის შექმნისას ნებისმიერი
ხელოვანი რაღაც მასალას ეხება, რომლის «დამორჩილება» ამ შემთხვევაში
«მოწესრიგება» (ბუნებრივია დღეანდელი ხელოვნებისთვის სიტყვა მოწესრიგება
შეუფერებელია) უწევთ. მაგ: მუსიკოსი აწესრიგებს ნოტებს თავის გემოზე, კარგად
რომ წარმოვიდგინოთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოტები დიდ ჯამში ყრია და
მუსიკოსი იღებს მათ სათითაოდ და ალაგებს, ისე, რომ შედეგად ჰარმონიული
მელოდია მიიღოს, მხატვარი აწესრიგებს საღებავებს ტილოზე, მოცეკვავე
აწესრიგებს სხეულის მოძრაობას მელოდიის შესაბამისად და ასე შემდეგ. აქედან
გამომდინარე ვიგებთ შემდეგს: მასალა, მედიუმი არის მოცემული გარკვეული
«სირთულით» რომელსაც მოწესრიგება ჭირდება, ბირკპოფმა გამოთქვა
მოსაზრება, რომ ნამუშევრის ესთეტიკური ზომა (M) განისაზღვრება
მოწესრიგებულობის ზომის (O) (ანუ რამდენად მოწესრიგებულია იგი), სირთულის
ზომასთან შეფარდებით (C) (რამდენად რთული იყო მისი მოწესრიგება). აქვე მინდა
ავღნიშნო, რომ ნაშრომის წაკითხვისას აქ ვერ დავეთანხმე მათემატიკოსს,
ტექტსის ამ მონაკვეთში ვფიქრობდი, რომ ფორმულიდან გამომდინარეობდა, რომ
რაც უფრო მარტივად მოვაწესრიგებდით ნამუშევარს მით მეტად ესთეტიური იქნება
იგი, ანუ მოქანდაკის მაგალითში, რადგან მასალის დამორჩილება თითქმის
ყოველთვის დიდ სირთულესთან არის კავშირში (ავიღოთ მარმარილო, ხშირი
მედიუმი ქანდაკებაში), გამოდის, რომ ნებისმიერი მოწესრიგებულობის ზომა უნდა
შევაფარდოთ მაღალ რიცხვთან, ანუ სირთულის ზომასთან და მივიღებთ დაბალ
რიცხვს, ანუ ნაკლებად ესთეტიურ ნამუშევარს.
ფორმულა ასეთია M= O/C ეს ფორმულა 1928 წელს შექმნა მათემატიკოსმა.

თუმცა ბუნებრივია ეს აქ არ დამთავრებულა, ნებისმიერ მათემატიკურ


ფორმულას აზრი რომ ქონდეს, თითოეულ მნიშვნელს უნდა ჰქონდეს ზუსტი
მახასიათებელი და არა: «ეს ესთეტიურია, იმიტომ, რომ მომწონს». ბუნებრივია
ამის მისაკვლევად საუკეთესო გზა (როგორც ეს ხშირია მეცნიერებაში), უმარტივეს
ობიექტებზე დაკვირვება იქნებოდა. ბირკოფმა დაიწყო უმარტივეს გეომეტრიულ
ფიგურებზე დაკვირვება, და როგორც უკვე ვიცით, რომ ესთეტიურობას
მოწესრიგებულობა მიაკუთვნა, დაიწყო წესრიგის ანუ სიმეტრიის ელემენტების
ძებნა, მაგალითად თუ ობიექტს გააჩნდა ვერტიკალური ან ჰორიზონტალური
სიმეტრია, მაშინ ეს ნიშნავდა, რომ V=1 თუ არ გააჩნდა V=0. წონასწორობა 1 და -
1ის მნიშვნელით განისაზღვრებოდა. უშუალო მიმზიდველობა ბირკჰოფმა ასე
ახსნა: გეომეტრიული ფაქტი, რომ მრავალკუთხედის ცენტრიდან გამომავალი
ყველა წრფე მრავალკუთხედს მხოლოდ ერთხელ გადაკვეთს, ან ნებისმიერი
ვერტიკალური ან ჰორიზონტალური წრფე გადაკვეთს არაუმეტეს ორ წერტილში.
თუკი ეს მოთხოვნები სრულდება F=0 თუ კი არცერთი F=2. შემდეგ იყო ბრუნვითი
სიმეტრია R ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ბადეზე ასახვის ხარისხი HV
(თუკი ორივეზე აისახება უდრის 2ს) შესაბამისად ფორმულა დაიხვეწა: M=
(V+E+R+HV-F)/C.

ბირკჰოფმა დაადგინა, რომ კვადრატის ესთეტიური ზომა ყველაზე მაღალი


იყო ბტრყელ მრავალკუთხედებს შორის,, უდრიდა 1,5ს. სვასტიკის ესთეტიური
ზომა მხოლოდ 0.33ს უდრის რაც საკმაოდ უცნაურია, იმიტომ, რომ თითქოს
ძალიან სიმეტრიულია. (ცოტათი მრავალფეხას გავს, ასე რომ არ ვუარყოფ რაღაც
სწორი არის ამ ფორმულაში).

ბუნებრივია ეს არის ხელოვნურად მინიჭებული რიცხვობრივი


მახასიათებლები. ფიზიკაში ასეთ კრიტეტრიუმებით არსებულ ფორმულებს
შედარებადს ეძახიან, რაც საკმაოდ აკურატულია. ამ ფორმულიდან გამომდინარე
ყველა ცალკეული ობიექტი, რომელიც ჩამოვთვალეთ, მაკროესთეტიური იქნება.
ანუ წონასწორობა, სიმეტრია, მაკროესთეტიური ელემენეტებია, მათი ყველას
თანხვედრა განსაზღვრავს ესთეტიკას. ასე შეგვიძლია ერთმანეთს მართკუთხედი
და რემბრანდტის ნახატი შევადაროთ, თუმცა ბუნებრივია ეს საკმარისი არ არის.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც გვინდა ჩავწვდეთ ნამუშევრის ისეთ დეტალებს,


როგორიც არის საღებავი, ფერი, შინაარსი გამოსახულების, ისე, რომ კვლავ ამ
ფორმულაში მოვაქციოთ?. აქ მაკროდან გადავდივართ მიკროესთეტიკურ
ორიენტაციაზე. მოლი ამბობდა, რომ ხელოვნების ნიმუშის შექმნისას ხელოვანი
პასუხობს შეკითხვებს: კი და არა. ნებისმიერი გადაწყევტილების მიღების დროს.
ანუ ისევ ვუბრუნდებით ზემოთნახსენებ ელემენტების თეორიას, რომ ხელოვანი
ელემენტებს აწესრიგებს, და გზადაგზა იღებს გადაწყვეტილებებს.

მიკროესთეტიკურ შემთხვევაში სირთულის ზომა, C განისაზღვრება


სტატისტიკური ინფორმაციის რაოდენობით. თუკი ამას მაჩვენებლად განვიხილავთ,
Oს მაჩვენებელი უნდა იყოს რეალურად ჭარბი რაოდენობა მოწესრიგებულობის
ელემენტებისა, იმიტომ, რომ ადამიანი მათ აღიქვავს, როდესაც ისინი ჭარბად
არიან, მაგალითად სიმეტრიას, ადამიანი აღიქვავს მაშინ, როდესაც ის აშკარად
არის მოცემული. ავტორს მოყავს მაგალითად ვინმე შენონის ცნობილი ფორმულა
რომელიც, სამწუხაროდ ჩემთვის გაუგებარი აღმოჩნდა. რომელიც არის მემგონი
სიჭარბის მნიშვნელობის ფორმულა, მასქსიმალური სტატისტიკურ ინფორმაციაზე
იყოფა არსებული სტატისტიკური ინფორმაცია.

ავტორი განიხილავს შემდეგ თეზისს: ნიშანთა თეორია, ემყარება ჩარლზ


პირსის იდეებს (ამერიკელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, გეომეტრი)
ყველა ნივთი შეიძლება გახდეს ნიშანი.

რა არის ნიშანი? პირსის მიხედვით ის უნდა აერთიანებდეს სამ


მახასიათებელს: 1. ის არის გამოხატვის საშუალება 2. რაიმე ობიექტს მიეკუთვნება
3. რეალიზებულყოფს მიმართებას. (ვუწოდებთ «ინტერპრეტაციული მიმართება»).

მაგალითად წითელი, სიტყვა წითელი არის ნიშანი, რადგან 1. გამოხატავს


რაღაცას 2. შემიძლია ობიექტს მივაკუთვნო – მგ. წითელი ვარდი 3.
ინტერპრეტაციულია იმიტომრომ შეიძლება ვთქვა ყვავილი (ჩემთვის ვარდი)
ფერადია (ჩემთვის წითელი). ასე შეიძლება განვაგრძოთ გამეორების პროცესი
(იტერაცია)

«ვარდი წითელია» სიტყვათა წყობას ქართულ ენაში დიდი მნიშვნელობა არ


აქვს არსებითისა და ზედსართავის შემთხვევაში. სულერთია ვიტყვით «ვარდი
წითელია»-ს თუ «წითელია ვარდი», შინაარსი იგივე დარჩება, თუმცა გერმანულ
და ინგლისურ ენებში დიდი მნიშვნელობა აქვს მათ წყობას, ჩვენ ამ წინადადების
თქმით რეალიზირებას ვახდენთ ამ კონცეპტისას ენაში და არა ბუნებაში, იმიტომ
რომ ბუნებაში ვარდი მაინც წითელი დარჩება, სიტყვა წითელიც კი ჰიპოთეტიკურია,
რეალურად ის მცენარე რომელსაც ვარდს ვუწოდებთ დარჩება სწორედ ისეთი
ფერის რომელსაც ვუწოდებთ წითელს ჩვენი მხრიდან ენაში კოდირების გარეშეც.
ხელოვნების ნიმუშის განხილვის დროს უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ
კონცეპტების კოდირებას მისი ახსნით, ენაში ვახდენთ.

მეორე ნიშნური პროცესია ადიუნქცია. მაგალითად: «მე აქ ვარ» წინადადება


შედგება თანმიმდევრულად დალაგებული სამი სიტყვისგან, ნიშნების ასეთ მარტივი
თანმიმდევრობას- ადიუნქციას უწოდებენ.

მესამე პროცესი კი სუპერირებაა- ავიღოთ იგივე წინადადება «მე აქ ვარ»


რომელიც შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს, ისევე, როგორც ჭეშმარიტიც
იყოს და ტყუილიც. მე როდესაც სიტყვებს ვაერთიანებ ამგვარად, ვქმნი რაიმე ახალ
წარმონაქმნს, ესეიგი სიტყვებს «სუპერირებულვყოფ» ანუ ახალ ობიექტს ვიღებ ამ
სიტყვებისგან.

საინტერესოა ისიც რომ ნიშნები ხშირად ერთმანეთს წარმოშობენ, რასაც ქვია


«ნიშნური გენერაცია», სანამ რაიმეს იტყვი ნებისმიერ თემაზე (ზემოთ არსებული
მაგალითის მსგავსად ბენზე იღებს_ ვარდნარს) უნდა გადაწყვიტო რამოდენიმე
რამ, რა ენაზე უნდა თქვა ის, როგორ უნდა დაალაგო წინადადება, რას გამოხატავ,
სიმრავლეს? დროს? რას ავღწერ და რატომ? მოკლედ ასე წარმოიქმნება ერთი
ნიმუშიდან მეორე. ფერწერის ან მუსიკის შექმნისას ნიშნური გენერაცია ძალიან
მნიშვნელოვანია. ნიშანი არის «მიმღები-გამცემი» სქემის აშკარა მონაწილე. იღებს
ინფორმაციას, რომელსაც რეგენერირებს და გასცემს. ნიშანი ისე არ არსებობს, თუ
არ არსებობს რაღაც, რამაც მიაწოდა ინფორმაცია, მაგალითად თუ დაინახა
ნახატი, მაშინ ეს სიგნალი ოპტიკური იყო, თუ მოისმინა ან დაყნოსა რამ, სმენის ან
ყნოსვის დამსახურებით მიღებული სიგნალი ყოფილა.
ვარდის ინტერპრეტაცია ყვავილის იქითაც შეიძლება, ჩვენთვის ცნობილია, რომ
დღევანდელ სამყაროში ვარდი არის ინტერპრეტირებული, როგორც სიყვარულის
სიმბოლო, ბუნებირივია, მას ამის უშუალო არანაირი მახასიათებელი არ აქვს,
თუმცა სავარაუდოდ ადამიანებმა ამის ინტერპრეტაცია მოახდინეს სუნის და
აქტიური სიწითლის გამო, რომელიც საზოგადოებამ დიდიხანია სიყვარულს
დაუკავშირა, სავარაუდოდ ეს არ იქნებოდა სუფთა ემოციური და მეტაფიზიკური
კავშირი, არამედ წითელი ფერი შეიძლება თავისუფლად სისხლთან იყოს
დაკავშირებული, რომელიც მაგალითად მშობიარობის დროს არის აქტიური,
ახალშობილი ბავშვი სულმთლად სისხლით ანუ წითლით არის მოცული, ასევე
შეიძლება ეს დაკავშირდეს «ქალწულობის» დაკარგვის დროს გამომავალ
სისხლთან, საიდანაც მოდის ინტერპრეტაცია, რომ სიყვარულის ფერი წითელია,
შემდეგ უკვე მარტივია იმის დაკავსშირება, რომ ვარდი ქალს უნდა აჩუქო, სუნის და
ვიზუალური ესთეტიკის გამო, რომელიც საკმაროდ საინტერესო იქნება თუ რა
ქულას აიღებდა ბირკპოფის ფორმულაში.

მაგალითად თუ ავიღებთ, რომ ენაში არის მხოლოდ არსებითი და ზმნა ანუ


(წინადადების შემთხვევაში ქვემდებარე და შემასმენელი), მაშინ გამოვა, რომ
ზოგიერთი ზმნა ან შეესაბამება არსებითს არ არა მაგალითად თუ შემასმენელი
იქნება: მიდის, ქვემდებარე თუ იქნება ბიჭი, მაშინ ის მას შეესაბამება, თუ იქნება
ვაშლი, მაშინ არა. ფერწერაშიც მხატვარი როდესაც ნამუშევარს ხატავს მას ან აქვს
გარკვეული ფერი ან ფორმა ან არა. ამ ფორმებისთვის მნიშვნელოვანია რომ
აღსაწერად მკაფიო განსაზღვრებები მოიძებნოს, თუ კი ნახატზე არსებულ ფორმებს
რაიმე საგანთან მივყავართ ან რაიმე ფერი აქვთ, მაშინ მათ «ელემენტარულ
უჯრედს» ვეძახით, მაგალითად მაგიდა მატისის წითელ სახელოსნოში იქნება
«ელემენტარული უჯრედი» ისევე, როგორც წითელი ფერი, თუმცა აქ წითელი
ბევრად მეტია ვიდრე «ელემენტრაული უჯრედი» ნახატის აღსაწერად. ის მთავარი
პერსონაჟია.

ყველა სურათი შეიძლება ელემენტარული უჯრედით ავღწეროთ, რომელიც


რეალურად ობიექტს შეესაბამება, მაგალითად კუბიზმიც კი ობიექტებს-
გეომეტრიულ ფიგურებს შეესაბამება,.ვერ აღწერ რაღაცას, რაც არ არსებობს,
ისეთი ელემენტების გამოყენების გარეშე, რომლებიც არსებობს. უბრალოდ
იმიტომ, რომ- შენ ის არ იცი. ადამიანს არ შეუძლია იმის წარმოდგენა, რაც არ
იცის, ღმერთის კონცეპტიც კი ადამიანური სახით გვჭირდება რომ გამოვხატოთ, ან
ანგელოზი- ადამიანის ფორმით და ფრთებით, სულ რომ რეალური ანგელოზის
სახე გავითვალისწინოთ, რომელიც არის «თვალი ბევრი ფრთით», ის მაინც იმ
ელემენტებისგან შედგება, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობია, ესეიგი არ არსებული
ყოველთვის არსებულია ადამიანის წარმოსახვაში.

გამოდის რომ ელემენტარული უჯრედი ყოველთვის რაღაცას აღწერს


(«რაღაცა სხვის შესახებ»- სემანტიკური გამონათქვამი)

თუ კი არსებობს ენ ფორმების და ემ ფერების ის რაოდენობა, რომელიც


არსებობს (მაგ: არსებობს პირობითად 14000 ფერი და 30000 ნივთი), მაშინ
არსებობს სამყაროს 2 ხარისხში 14000ის ნამრავლი 30000 ანუ 2 ხარისხში ემი
გამრავლებული ენზე. ნივთები ფერებზე. შეგვიძლია იგივე განვიხილოთ ენაშიც, რა
თქმა უნდა უფრო მარტივი იქნება თუ ისევ შემასმენლებით და ქვემდებარეებით
ვიმსჯელებთ და ფორმულა იქნება იგივე, რადგან ემის ნამრავლი ენზე იქნება
შესაძლო გამონათქვამების რაოდენობა, ხოლო რადგან ყოველი გამონათქვამი
შეიძლება ან სიმართლე ან სიყალბე იყოს, მაშინ ფორმულა იგივე რჩება. ეს არის
თეორიულ-ინფორმაციული და სტატისტიკური მეთოდი.

ბენზე საინტერესო ისტორიას ყვება, იმის შესახებ, თუ როგორ წამოიჭრა


შტუდგარდში კამათი რემბრანდტის ერთ-ერთი ნახატის სესახებ, სადაც
განიხილავდნენ იმას, თუ როგორ შეიძლებოდა თეორიულ-ინფორმაციული
მეთოდი გამოეყენებინათ კამათის გადასაჭრელად. აიღეს ამ ნახატის ორი
რეპროდუქცია, გადააფარეს კვადრატული რასტრი და დაიწყეს იმის განხილვა, თუ
თითოეული უჯრის რა ნაწილს მოიცავდა ნახატი. ისინი ცდილობდნენ გაეზომათ
სინათლის და სიბნელის ხარისხი. მათ დაახასიათეს ყველა უჯრედი, დაიწყეს
ობიექტების დიამეტრის გამოთვლა მთელ ტილოსთან შეფარდებით, როგორც მე
გავიგე და უჯრედების მიხედვით ამ საფარის განაწილება თითოეული ნახატისთვის.
ესეიგი ისინი ცდილობდნენ ენახათ, თუ რა განსხვავებებია მათ შორის და მემგონი
ცდილობდნენ მიეკვლიათ თავიანთი თეორიულ ინფორმაციული მეთოდისთვის.

თერმოდინამიკური ენთროპია კარგი ფორმულაა და ჰგავს სტატისტიკური


ინფორმაციის ფორმულას, რომელიც გამოიყენეს ფილოსოფოსებმა და მიიღეს,
რომ M=0.0076ს პირველი რეპროდუქციის შემთხვევაში, მეორეში კი 0,0167ს.
აქედან დასკვნა იყო საკმაოდ საინტერესო, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ორივე
იყო რეპროდუქცია ერთიდაიგივე ნახატის, მათ ესთეტიკურ მაჩვენებლებს შორის
ორმაგი განსხვავება აღმოჩნდა. რაც ბოლომდე ვერ გავიგე, ადამიანისთვის რომ
გეჩვენებინა ორივე რეპროდუქცია, ხომ ერთნაირად ესთეტიურად მიიჩნევდა და
მთელი აზრი ხომ ის არის, რომ მაგხელა განსხვავება თუ იყო ნამუშევრებს შორის,
მაშინ აქტიური ემოცია უნდა გამოეწყვია რომელიმეს ამ რეპროდუქციებიდან,
რომლის ესთეტიური მაჩვენებელიც მეორესთან შედარებით ორმაგი იყო.

დამსწრეთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ პირველი ნახატი იყო უფრო მეტად


ესთეტიური, რომელსაც ნაკლები ესთეტიური მაჩვენებელი ქონდა. შემდეგ
აღმოჩნდა, რომ კოეფიციენტების დათვლისას პირველ ნამუშევარში
გაითვალისწინეს ნახატის თეთრი კიდეებიც. მას შემდეგ რაც მას თეთრი კიდეები
მოაჭრეს და ახლიდან დათვალეს მისი ესთეტიურობის კოეფიციენტი ანუ ის აღარ
გაითვალისწინეს, შემდეგ უკვე აღმოჩნდა რომ პირველს M1-ს ქონდა მეტი
ესთეტიური მაჩვენებელი.

ამ ექსპერიმენტმა საბოლოო ჯამში საინტერესო დასკვნა გამოიღო.


ესთეტიკური ზომის ფორმულა, მართლაც რომ ითვალისწინებს მაკროელემენტებს,
თუმცა აქედან გამომდინარე, სურათი თეთრი კიდეებით, უფრო სუსტია, რაც
რეალურად ასე არ აღმოჩნდა პუბლიკისათვის. ამ დროს ბენზე იხსენებს, რომ
პირველად გამოიყენეს რიცხვითი ესთეტიკა, რის შემდეგაც დაწერეს კოდი,
გამომთვლელი მანქანისთვის, მონაცემების ხაზვის ავტომატმა კი ნახატი
პერფოლენტით დაამზადა, რასად დიდი გაოცება მოყვა საზოგადოებისგან. აქვე
მინდა დავამატო ისიც, რომ სავარაუდოდ სწორედ ამ ექსპერიმენტის დამსახურებაა
ის, რომ დღეს თუნდაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეგვიძლია ნებისმიერი
პროფესიონალური ნახატის მიღება და კოდით ნახატების შექმნა.

სამწუხაროდ დღემდე არ არსებობს არაფერი, რაც აგვიხსნის იმას რა უდგას


უკან გამოთქმას «ეს ლამაზია» «ეს სევდიანია» «ეს მელანქოლიურია» ა.შ. თუ
გვსურს ხელოვნებაზე მათემატიკურად ვისაუბროთ, მაშინ ამ ცნებებზსაც
მათემატიკური შესატყვისი უნდა ვუპოვნოთ. როგორც ფიზიკაში შეესაბამება ცნებებს
მათემატიკური სიდიდეები ამგვარად უნდა შევასაბამოთ ხელოვნებასთანაც. ბენზე
ამბობდა, რომ ეს ადამიანის ვალი იყო ცივილიზაციის წინაშე, მით უმეტეს, რომ
მეტი და მეტი ადამიანი იკვლევს ამ საგნებს და შეტოპავს მეცნიერების სფეროში.
იგი ფიქრობდა რომ მალე შეუძლებელი გახდებოდა ხელოვნების თვითნებურად
აღქმა. და აუცილებელი იქნებოდა ესთეტიკა ჩვენს «სულიერ ბუნებაში» და
მათემატიკურ აღქმაში ჩაგვერთო.

You might also like