Untitled

You might also like

You are on page 1of 11

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის .....


ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტის

ლიზი ციცქიშვილის

 რეფერატი ენათმეცნიერების შესავალში

თემაზე

ენობრივივი ნიშანი

ხელმძღვანელი: პროფ. თინათინ ბოლქვაძე

თბილისი
2020
სარჩევი

შესავალი--------------------------------------------------------------------------------------------3

1.რა არის სემიოტიკა------------------------------------------------------------------------------3

2.ენობრივი ნიშნის სახეები----------------------------------------------------------------------4

3.ენისა და სოციუმის ურთიერთდამოკიდებულება------------------------------------------7

4.ენობრივი ნიშნის შესწავლა--------------------------------------------------------------------8

4.1 სემანტიკური თვალსაზრისით--------------------------------------------------------------9

4.2 სინტაქტიკური თვალსაზრისით-----------------------------------------------------------10

4.3 პრაგმატიკული თვალსაზრისით-----------------------------------------------------------10

გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------------------------11
შესავალი:
ენობრივი ნიშნის შესწავლა ენათმეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ ენობრივ ნიშანს ორი მხარე აქვს - აღმნიშნელი და აღსანიშნი.
მოცემულ რეფერატში განვიხილავ მათ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ და შევეცდები
სრულყოფილად განვიხილო ის, თუ რატომ არის ენობრივი ნიშნის საკითხი აქტუალური და
საინტერესო. რეფერატზე მუშაობის დროს შესწავლილ იქნა ნიშნის პირობითობის პრინციპები,
მისი უცვლელობა და ცვალებადობა და მთელი რიგი ლინგვისტური საკითები ენობრივი ნიშნის
ბუნებასთან დაკავშირებით.

1.რა არის სემიოტიკა


კითხვა, თუ რა არის სემიოტიკა მრავალჯერ დაისვა მეცნიერთა მიერ, პასუხი კი
შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: სემიოტიკა არის მეცნიერება ნიშანთა სისტემებისა და
ნიშნის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ რამდენადაც მარტივია პასუხი, იმდენად
რთულია ნიშნის ცნება. ნიშანი თეორიტიკოსების და სემიოტიკის ფუძემდებლებზე
დაყრდნობით, არის ის ყოველივე, რაც ჩვენს გარშემოა. ადამიანი მთავარი კონცეპტია,
ის არის უპირველესი ნიშანი, მის გარეშე ვერ აღიქმება ნებისმიერი ტექსტი, იქნება ეს
ვერბალური თუ იკონური და აქედან გამომდინარე, ადამიანი არის ის საწყისი წერტილი,
საიდანაც გამომდინარეობს მთელი წყობა ნიშანთა სისტემისა. ჩ. პირსის თქმით,
სემიოზისი უსასრულო შემოქმედებითი პროცესია, ეს უკანასკნელი კი გულისხმობს
იმას, რომ ადამიანი არის შემოქმედი და უსასრულოა ნიშანთა ქმნადობა. სემიოტიკა
ზუსტად იმიტომ არსებობს,რომ არ დავიკარგოთ ტექსტებისა თუ ქვეტექსტების
ქმნადობაში. ის(სემოტიკა), არა მხოლოდ ნიშნების შემსწავლელი მეცნიერებაა, არამედ
შეისწავლის ადამიანის მიმართებას სამყაროსთან. ეს არის „განუწყვეტელი სვლა აშკარა
აზრიდან ფარული აზრისკენ“(პოლ რიკორი).

ადამიანი კრეატიულობის თანამგზავრია. იგი მუდმივად იღწვის, რომ შექმნას რაიმე


ახალი და საგნებს და მოვლენებსაც ისე აღიქვამს, როგორც მის წარმოსახვას ნებავს. ეს
პროცესი თავისთავად შეიცავს ნიშანთა სისტემებს. სწორედ ამას შეისწავლის
სემიოტიკაც. სეიმიოტიკის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ადამიანები,
რომლებმაც მას საფუძველი ჩაუყარეს იყვნენ ლოგიკისა თუ მათემატიკის,
ლინგვისტიკისა თუ სხვადასხვა მეცნიერების მიმდევარნი. მაშასადამე, სემიოტიკაც
ზუსტი მეცნიერებაა, რომელიც გვეხმარება აღვიქვათ სამყარო ისეთი, როგორიც
სინამდვილეშია. როგორც ზემოთ ხსენებული ჩარლზ პირსი იტყოდა, “ნიშნები - ეს არის
უნივერსალური შუამავალი ადამიანის გონებასა და სამყაროს შორის.”

კომუნიკაციის აუცილებელი პირობა იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს უწყვეტი


ჯაჭვი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის. სწორედაც რომ ეს ჯაჭვი - ურთიერთობა
აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, არის სემიოტიკის მთავარი საკითხი.

2.ენობრივი ნიშნის სახეები


ენა წარმოიქმნება ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის საზღვარზე წარმოდგენებისა და
დაუნაწევრებელი ბგერების გარდაქმნით ცნებებად და ფონემებად. ამიტომ შეგვიძლია
ვთქვათ, რომ სიტყვა ორმხრივი ერთეულია, რომლის ერთ მხარეს წარმოდგენილია
ცნება, ხოლო მეორე მხარეს - ფონემა. სწორედ ცნებისა და ფონემის მაგვარ სიმბიოზს
ეწოდება ენობრივი ნიშანი, რომელშიც საჭიროა განსხვავების პოვნა აღსანიშნსა(ცნება)
და აღმნიშვნელს(ფონემა) შორის. ეს ორი კომპონენტი სიტყვაში ერთმანეთის გვერდითაა
მოცემული და მათი კავშირი ერთ მთლიანობას ქმნის.

ენობრივი ნიშნის შემსწავლელ მეცნიერებას საფუძველი ჩაუყარა ჩარლზ უილიამ


მორისმა, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი - „ნიშანთა თეორიის საფუძვლები“(„Theory of
Foundation of Signs“).

შეუძლებელია სემიოტიკაზე ისე ვისაუბროთ, რომ ჩარლზ პირსის იდეებს არ შევეხოთ.


მან გამოყო ნიშანთა სამი სისტემა, რომლებიც განსაზღვრავს ნიშანს ობიექტთან
მიმართებაში. ესენია: ხატი,ინდექი და სიმბოლო.
1)ხატი - იგივე იკონა, იკონური ნიშანი, სადაც აღმნიშვნელი გარკვეული თვისებებით
ჰგავს აღსანიშნს. მაგალითად, ადამიანის პორტრეტი, რომელიც ამ ადამიანს გამოსახავს.
იკონური ნიშანი გვიჩვენებს მხოლოდ აღნიშნული ობიექტისათვის დამახასიათებელ
თვისებებს. როგორც პირსი იტყოდა: „ნიშანი იკონურია, თუკი მას გააჩნია მნიშნელობა
იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა მისი აღსანიშნი ობიექტი“ (პირსი 2000: 196) ასეთია
მაგალითად, პორტრეტული ნამუშევრები, ნატურმორტი, ფერწერა, ქანდაკება,
კერამიკული ხელოვნება, თუკი მათზე გამოსახული იქნება ობიექტი, იქნება ეს პალმის
რტოები, ცხოველები, ფრინველები, ადამიანები თუ ა.შ.

2)ინდექსი - ნიშანი, მითითება, რომელშიც აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის არის


მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მაგალითად კვამლი,, რომელიც არის აღმნიშვნელი და
შედეგი, აღსანიშნისა ანუ ცეცხლის ან დიდი აფეთქების. როგორც ცნობილია გამოთქმა:
„კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.“ ასევე არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ტყვიასა და
ნატყვიარს შორის. რომ არ ყოფილიყო გასროლა, არც ნატყვიარი იქნებოდა. სემიოტიკის
წარმოშობა დაკავშირებულია სიმპტომებთან, ინდექსი კი სწორედ ის სიმპტომია,
რომელიც გამოიხატება. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ სიმპტომს იპოვის ექიმი, მით
უფრო გაუმარტივდება დიაგნოზის დადგენა. ამგვარად, სიმპტომატიკაა წყარო
სემიოტიკის ჩამოყალიბების. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, ინდექსებზე დაკვირვებით
დაიწყო სემიოტიკის ჩამოყალიბება. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. როდესაც
მოცემულია ნახატი, რომელზედაც მტრედს მოაქვს ზეთისხილის რტო, იმის
დასადგენად, თუ სემიოტიკის რა ნიშანია ეს ნახატი, უნდა დავუკვირდეთ სადაა იგი
წარმოდგენილი. თუ ბიბლიაშია, მაშინ ეს უკვე ხატია, რომელიც აღნიშნავს იმას თუ
როგორ გაგზავნა ნოემ მტრედი და მტრედის დაბრუნება იმის მაჩვენებელი იყო, რომ
წყალი შრებოდა და ხმელეთთან ახლოს იყვნენ. მაგრამ თუ ეს დროშაზე იქნება
გამოხატული, მაშინ ეს იქნება სიმბოლო, მშვიდობის ან კეთილდღეობის, სიკეთის და ა.შ.
იმის მიხედვით, თუ სად და როდის გამოიყენება ენობრივი ნიშანი, შეიძლება
შეიცვალოს სახე და გახდეს ხატი, სიმბოლო ან ინდექსი. ინდექსი, ეს იყო მტრედის
დაბრუნება თავად ნოესთვის. ანუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. არსებობდა მიწა, სადაც
შეიძლებოდა ცხოვრება. წითლად შეღებილი კვერცხის მაგალითზეც შეგვიძლია
ვისაუბროთ. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს უბრალოდ წითლად შეღებილი კვერცხი იყოს,
მორწმუნესთვის კი - აღდგომის სიმბოლო, რელიგიური მნიშვნელობის მქონე. ასე რომ
ენობრივი ნიშნის ბუნება იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა ინტერპრეტაცია ექმნება
აღმქმელს და რად ჩათვლის ის ნიშანს.

3)სიმბოლო - გულისხობს აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ნებისმიერი სახის


კავშირს, რომელიც არ არის დამოკიდებული უწყვეტობასა ან რაიმე მსგავსზე. სიმბოლო
აკავშირებს ნიშანსა და ობიექტს. სიმბოლო მთლიანად დამოკიდებულია
ინტერპრეტაციაზე, რადგან მის გარეშე სიმბოლო დანიშნულებას კარგავს. მაგალითად,
იდეოგრაფიული დამწერლობა კარგი მაგალლითია სიმბოლოს, როგორც ნიშნის
განსახილველად. იდეოგრაფიული დამწერლობა უძველეს ხანაში შეიქმნა და სწორედ ეს
იყო ერთ-ერთი უპირველესი სიმბოლიზაციის პროცესი. სიმბოლო ლიტერატურასა და
კულტურულ-ისტორიულ პროცესებში საკმაოდ კარგად გვიჩვენებს თავის არსს.
მაგალითად, ქრისტიანობის სიმბოლო არის ჯვარი, გამომდინარე იქიდან, რომ ქრისტე
აცვეს ჯვარს. ის, ვინც საგზაო ნიშნებს შეისწავლის, მარტივად მიხვდება, რომ
თითოეული ნიშანი, რომელიც გზის პირას დგას, რათა მძღოლს უკარნახოს მოძრაობის
წესები, განსაზღვრულ სიმბოლოს წარმოადგენს.

პირსის აზრით, ინდექსი და ხატი ურთიერთსაპირისპირო ნიშნებია, რადგან


ხატისთვის, როგორც იკონისთვის აუცილებელია ობიექტი, ხოლო ინდექსისთვის ეს
აუცილებელი პირობა არ არის. სიმბოლო კი იქმნება გარკვეული შეთანხმებით და ამ
შენათხმების ხსოვნის შენახვით.1

__________________________

1
https://semioticsjournal.wordpress.com/2010/08/25/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C

%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD
%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-_-
%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0/
3.ენისა და სოციუმის ურთიერთდამოკიდებულება
აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის არსებული კავშირი პირობითია, ეს უკანასკნელი
კი განაპირობებს ენების განსხვავებულობას, რადგან ნიშანია ცნების აღმნიშვნელი,
მაგრამ ის(პირობითობის თეორია) არაა ერთადერთი თეორია ენობრივი ნიშნისა.
ძველბერძნულ ფილოსოფიაში ორად გაიყო აზრი. ფილოსოფოსთა ერთი ნაწილი
ამტკიცებდა, რომ ჩვენი შეხების საფუძველზე ხდება საგანთა სახელდება, ამ თეორიას
ეწოდება „თესეი“. ფილსოფოსთა მეორე ნაწილი ამტკიცებდა, რომ საგანთა სახელდება
ხდება მათი ბუნების გათვალისწინებით, ეს თეორია ცნობილია როგორც „ფიუსეი“.
პლატონმა სიკვდილის წინ აღიარა პირობითი თეორიის უპირატესობა. არისტოტელე
პირობითობის თეორიას ეჭვგარეშე ემხრობოდა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა
პირობითობის თეორისთან, შესაძლებელია თუ არა ნიშანთა ჩვენი სურვილისამებრ
შეცვლა. ფ. დე სოსიურმა ის ოთხ მიზეზი განიხილა, თუ რატომ ვერ მოხერხდება ზემოთ
ხსენებული:

1)ენისათვის უმთავრესია აღნიშვნა, ამიტომ სიტყვების შეცვლის საჭიროება არ


არსებობს. ვერავინ დაამტკიცებს, რომ H2O უკეთესი აღმნიშვნელია ქართულ „წყლის“.

2)ინდივიდს არ შეუძლა თავისი ნება-სურვულით შეცვალოს ენობრივი ნიშანი, ისევე,


როგორც კოლექტივს. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკე ინდივიდი ვერ აცნობიერებს ენაში
არსებულ კანონებს და შესაბამისად ჩნდება კითხვა: როგორ შეძლებენ
ისინი(ინდივიდები) ენის შეცვლას, თუ ზემოთ ხსენებულს ვერ აცნობიერებენ?
სწორედაც რომ ნიშნის პირობითობაა ის, რისი საშუალებითაცაა ენა დაცულია ყოველივე
შცვლის მცდელობებისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ენა რთული ხასიათის სისტემაა
და შესაბამისად მეტად გონივრული, ვიდრე პირობითი, სწორედ ეს უკანასკნელი
გვიჩვენებს, თუ რატომ არიან მოლაპარაკეები უძლურნი, რომ შეცვალონ იგი. ენა
ამავდროულად დაკავშირებულია დროსთანაც. წარულთან კავშირი ზღუდავს მის
თავისუფლებას. ვამბობთ „ბუ“,რადგან ასე ამბობდნენ წარსულშიც. მაშასადამე, ნიშნის
ბუნება არის პირობითი, ის ცნობს მხოლოდ წარსულის ფაქტორს და პირიქით.
3) იქიდან გამომდინარე, რომ ენა ფრიად რთული სისტემაა, გონივრულად უნდა მოხდეს
მისი შეცვლა ლოგიკოსებისა და გრამატიკოსების მიერ, სოსიურის მიხედვით კი ასეთ
ცდებს შედეგი არასდროს მოჰყოლია.

4) რადგან ენა სოციალური მოვლენაა, აქედან გამომდინარეა ის ინდივიდთან


მიმართებით იმპერატიული. ენობრივი ნორმებიდან გადახვევა კოლექტივის მხრივ
წინააღმდეგობას გამოიწვევს, აქედან გამომდინარე, ის აღიქმება, როგორც
კონსერვატიული ძალა, რომელიც გვაიძულებს ვიმეტყველოთ ისე, როგორც
მეტყველებენ სხვები.

4.ენობრივი ნიშნის შესწავლა

საინტერესოა, როგორია ნიშნის სტრუქტურა. ის (ნიშნის სტრუქტურა) ორი


ნაწილისგან შედგება: შინაარსის პლანი და გამოხატვის პლანი, ე.ი იგულისხმება
შინაარსის და ფორმის არსებობა ამა თუ იმ ნიშნის სტრუქტურით. გამოიყოფა სამი დონე
ნიშნის სტრუქტურაში: სემანტიკა, სინტაქტიკა და პრაგმატიკა. ნებისმიერი ნიშნის
სტრუქტურა სწორედ ამ სამი განზომილებით არის წარმოდგენილი:
სინტაქტიკა შეისწავლის ნიშნის მიმართებას იმავე სისტემის სხვა ნიშნებთან.
სემანტიკა - ნიშნების მიმართებას სინამდვილისადმი, მათ მნიშვნელობას. პრაგმატიკა -
ნიშნის მიმართებას სუბიექტთან, რომელიც იყენებს მას საკომუნიკაციო აქტში.2

4.1 სემანტიკური თვალსაზრისით


სემანტიკური თვალსაზრისის მიხედვით ენობრივი ნიშნის შესწავლა აღმნიშვნელსა
და აღსანიშნს შორის საერთო ფარგლებში მიმართებას გულისხმობს. ამ თვალსაზრისის
მიხედვით კავშირი ნებისმიერი ტიპისაა. ცნებასა და აკუსტიკურ ხატს შორის და
სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით არსებობს ენათა მრავალფეროვნება. იქიდან
გამომდინარე, რომ ონომატოპოეტური(ხმაბაძვითი) სიტყვები განეკუთვნებიან
პერიფერიულ სისტემას, პირობითობის თეორია ეჭვქვეშ დგას.

სემანტიკა ასახავს ურთიერთგანმსაზღვრელ ელემენტთა მოწესრიგებულ


მთლიანობას. სემანტიკის მეშვეობით გამოიხატება ენობრივი ნიშნები, მნიშნელობები
კონცეპტუალურ სფეროში. სემანტიკური ანალიზის მიზანია სიტყვის ახსნა.

სემანტიკა, როგორც დარგი, ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. დღეს


სემასოლოგიის (სემანტიკის) ძირითადი საკითხია სიტყვის მნიშვნელობის ცვლა,
შინაარსობრივი მხარე, ენობრივი ნიშნის ბუნება და კვლევის მეთოდები. მისი
დარგობრივი მეტოქეა ონომასოლოგია, რომელიც სემანტიკისგან სრულიად
საპირისპიროდ შეისწავლის სიტყვებს, როგორც საგნებისა და მოვლენების
სახელწოდებებს.

____________________________________________________________________

2
ნინო თევდორაძე, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, 2016, გვ 16.
4.2 სინტაქტიკური თვალსაზრისით
სინტაქტიკური თვალსაზრისის მიხედვით ენობრივი ნიშნის შესწავლა არანაკლებ ორი
ნიშნის მიმართების ახსნას გულისხმობს. განსხვავებით სემანტიკური
თვალსაზრისისგან, სადაც მიმართება ნებისმიერია,სინტაქტურ თვალსაზრისში
მიმართება ენობრივ ნიშნებს შორის არის განპირობებული, ასე მაგალითად : ქათამი,
საქათმე, სადაც ქათამი მიეკუთვნება მოტივირებულს ხოლო მეორე, საქათმე-
არამოტივირებულ საგანთა კატეგორიას. სინტაქტიკა არკვევს იმას, თუ როგორ შეიძლება
ერთმანეთს შეეწყონ სიტყვები, რა სახის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მათ შორის
და იკვლევს წინადადების ტიპებს. სინატქსურ ერთეულებად ითვლება: წინადადება,
წინადადების წევრები და სინტაქსური წყვილები.

4.3 პრაგმატიკული თვალსაზრისით


პრაგმატიკული თვალსაზრისით ენობრივი ნიშნის შესასწავლად საჭიროა გავარკვიოთ
ის, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ენობრივი ნიშნის მიმართ მეტყველ კოლექტივს.
როგორც უკვე იქნა აღნიშნული, ფერდინანდ დე სოსიურმა გამოყო ოთხი გარემოება,
რომლებიც ხელს უშლის ენობრივი ნიშნების ხალხის მიერ თვითნებურ ცვლას. ამ ოთხი
გარემოებიდან ერთ-ერთი სწორედაც რომ ენობრივი კოლექტივია. ნებისმიერი, თუნდაც
მცირე გადახვევა ენობრივი ნორმებიდან მეტყველი კოლექტივის წინააღმდეგობას
იწვევს. მაგალითად ბარბარიზმები, რომლებიც კონსერვატულად მოაზროვნე ადამიანთა
უმეტესობას არ მოსწონს. პრაგმატიკული თვალსაზრისით ენობრივი ნიშანი
განპირობებულია ხალხის აზრის მიერ. ამ დროს თავს იჩენს პურიზმისკენ
მიდრეკილება. ესაა მიდრეკილება სიწმინდის დაცვისა და შენარჩუნებისკენ.
ისლანდიური ენა პურიზმის კარგი მაგალითია.

პრაგმატიკა მე-19 საუკუნის ბოლოს განვითარდა და მის ჩამოყალიბებაში დიდი


წვლილი მიუძღვის ჩარლზ ს. პირსს, რომელმაც პირველად იხმარა ტერმინი
„პრაგმატიკა“. ესაა ლინგვისტური დისციპლინა, რომელიც იმითაა გამორჩეული, რომ
ინტერესდება არა მხოლოდ ლინგვისტური ელემენტებითა და ენობრივი ნიშნის
ბუნებით, არამედ ხალხითაც, ანუ მომხარებლით.

თავის მხრივ პრაგმატიკაში გამოიყოფა ორი ძირითადი ცნება. ესეია: კონტექსტი და


თანატექსტი.
კონტექსტი მოიცავს ყველაფერ იმას, რაც მეტყველებისთვის „გარეგანია.“ იგი
შემოისაზღვრება დრო-სივრცითი ჩარჩოებით და დამოკიდებულია საუბრის მომენტზე,
ასევე მოსაუბრის ასაკზე, სქესსა თუ სოციალურ სტატუსზე.

თანატექსტი განისაზღვრება წინამორბედი გამონათქვამების ინტერპრეტაციით


მოცემულ გამონათქვამამდე. იგი დამოკიდებულია გამონათქვამებს შორის კავშირზე.

გამოყენებული ლიტერატურა:
თ. გამყრელიძე, ენა და ენობრივი ნიშანი, (სტატიების კრებული) თბილისი: 2008, გვ 7-
21.

ნ. თევდორაძე, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, 2016, გვ 16

ინტერნეტწყაროები:
1
https://semioticsjournal.wordpress.com/2010/08/25/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C

%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD
%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-_-
%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0/

You might also like