You are on page 1of 36

სსიპ - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის

ეროვნული თავდაცვის აკადემია

ბაკალავრიატი

მენეჯმენტის მიმართულება

საბაკალავრო ნაშრომი

როგორ ქმნიან ბანკები ფულს - ფულის


მულტიპლიკატორი საქართველოში

იუნკერი: გიგა ესიტაშვილი

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შალვა ჯულაყიძე

გორი 2020
საბაკალავრო ნაშრომი

როგორ ქმნიან ბანკები ფულს - ფულის


მულტიპლიკატორი საქართველოში

ნაშრომი წარდგენილია მენეჯმენტის

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის


მოსაპოვებლად

იუნკერი: გიგა ესიტაშვილი

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შალვა ჯულაყიძე

2
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,
როგორიცაა: ფულის არსი, ცენტრალური და კომერციული ბანკების მუშაობის
პრინციპები, ფულადი მულტიპლიკატორის მოდელი, სარეზერვო სისტემის პოლიტიკა
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის მაგალითზე.
ნაშრომის პირველ თავში მიმოხილულია ფულის წარმოშობის ისტორია, ბანკისა
და საბანკო საქმის წარმოშობის ისტორია, საუბარია ცენტრალური და კომერციული
ბანკების მუშაობის პრიციპებზე.
ნაშრომის მეორე თავი დათმობილი აქვს იმას თუ როგორ ხდება საქართველოში
ცენტრალური და კომერციული ბანკების მიერ ფულის შექმნა, სხვადასხვა მაგალითით
განხილულია ფულადი მულტილიკატორის მოდელი საქართველოში, ასევე მეორე
თავში განხილულია ნაწილობრივი სარეზერვო სისტემის პოლიტიკის თავისებურებანი
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის მაგალითზე.
ნაშრომის ბოლო ნაწილს წარმოადგენს დასკვნა, სადაც გაკეთებულია შედარება
იმის შესახებ, თუ რა წერია ეკონომიკურ სახელმძღვანეობში ცენტრალური და
კომერციული ბანკების და ზოგადად საბანკო სისტემის მუშაობის პრინციპის შესახებ და
რა ხდება სინამდვილეში.
ვფიქრობ, რომ აღნიშნული ნაშრომი დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება
იმის გაგებაში თუ როგორ ხდება ფულის წარმოქნა, რეალურად რას ეფუძვნება და რას
ემსახურება საბანკო სისტემის მუშაობის პრინციპები და რა გავლენას ახდენს ეს
ყველაფერი საზოგადოების აზროვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

3
Annotation

The study covers the following topics: the essence of currency, the core working
principles of central and commercial banks, the model of money multiplier, and bank reserve
politics, based on the examples of Georgia and United States’ central banks.
The first chapter of the study reviews the history of money, from its birth to the
formation of banks and banking business; it studies the principles central and commercial banks
rely in their affairs.
The second chapter of the study is devoted to the topic of money creation by central and
private banks; based on real life examples the money multiplier model of Georgia is reviewed.
The second chapter also reviews the peculiarities of partial reserve policies on the example of
US Federal Reserve (US central bank).
The last part of the study is a conclusion, which compares what is written in economic
books on the topic of central and commercial banks, and in general, on the topic of commercial
banks, to what’s happening in reality.
In my opinion, this study will assist readers to better understand how the money is
created, what the principles of the central banking system are, and how all of these affects the
way ordinary people think and lives their lives.

4
შინაარსი
ანოტაცია........................................................................................................................................................3
Annotation.......................................................................................................................................................4
შესავალი........................................................................................................................................................6
თავი 1. რა არის ბანკი?.................................................................................................................................7
1.1. ფულის არსი...................................................................................................................................7
1.2. ბანკის წარმოშობის ისტორია....................................................................................................10
1.3. ცენტრალური (ეროვნული) ბანკები.........................................................................................12
1.4. კომერციული ბანკები.................................................................................................................14
თავი 2. როგორ ქმნიან ბანკები ფულს.....................................................................................................16
2.1. ფულადი მულტიპლიკატორის მოდელი................................................................................18
2.2. ნაწილობრივი სარეზერვო სისტემის პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების
ცენტალური ბანკის მაგალითზე..........................................................................................................25
დასკვნა.........................................................................................................................................................33

5
შესავალი
თანამედროვე საზოგადოება შედგება მთელი რიგი ინსტიტუტებისაგან.
პოლიტიკური, იურიდიული, რელიგიური ინსტიტუტებით დაწყებული, სოციალური
კლასების, ოჯახური ღირებულებების და პროფესიული სპეციალიზაციის
ინსტიტუტებით დამთავრებული. აშკარად ნათელია თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენს
ეს სტრუქტურები ჩვენს აზროვნებასა და ურთიერთობებზე. თუმცა, ყველა იმ
სოციალური ინსტიტუტებისაგან განსხვავებით, რომლებშიც ჩვენ დავიბადეთ,
ჩამოვყალიბდით და რომელზე დამოკიდებულნიც გავხდით. დღესდღეობით არ
არსებობს იმაზე მეტად არასწორად გაგაბული და ნორმად მიღებული სისტემა
როგორიც ფულადის სისტემაა. დადგენილ ფულად სისტემას ფაქტობრივად
რელიგიური არსი აქვს შეძენილი და წარმოდგენილია რწმენის ერთ-ერთი უპირობა
ფორმა. ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ იქმნება ფული, როგორ ხდება მისი
მართვა და სინამდვილეში როგორ მოქმედებს ის აზროვნებაზე მოსახლეობით
უმეტესობითვის დაფარულია.

ყველა ჩვენი ძირითადი სისტემის და ამგვარად თვითონ საზოგადოების მთავარი


საფუძველი არის ფული. აქედან გამომდინარე, ფულადი პოლიტიკის მუშაობის სისტემა
მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად თუ რატომ არის ჩვენი ცხოვრება ისეთი,
როგორიც არის. საუბედუროდ, ეკონომიკა ხშირად გვეჩვენება მოსაწყენ და რთულად
აღსაქმელ საკითხად. ფინანსური აზრონების დაუსრულებელი ნაკადი, გართულებული
მათემატიკა ადამიანს მასში გარევის სურვულს უკარგავს. თუმცა, ფაქტი ნათელია,
სირთულე, რომელსაც ფინანსურ სისტემას მიაწერენ მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია,
შექმნილი იმისათვის, რომ დამალოს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სოციალურად
მაპარალიზებელი სტრუქტურა, რასაც კი ოდესმე ადამიანი შეგუებია.

ის ონფორმაცია, რომელსაც ვიღებთ ეკონომიკური სახელმძღვანელოებიდან,


რომელთა მიხედვითაც მიმდინერებს სწავლა და რომელი ინფორმაცითაც ამთავრებენ
სასწავლებლებს ჩვენი სტუდენტები ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. ინფორმაცია
იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარებს ფულის შექმნის, გაზრდისა და მიმოქცევის
პროცესი მოსახლეობის უმეტესობისთვის დაფარულია...

6
თავი 1. რა არის ბანკი?
1.1. ფულის არსი

ფული ეს არის საშუალება, რომლითაც ადამიანები მათთვის სასურველ


საქონელსა და მომსახურებას იძენენ. ფულის წარმოშობას ისეთივე დიდი ისტორია აქვს,
როგორც - ბანკისას. კითხვაზე - საიდან წარმოიშვა ფული - პასუხის გასაცემად,
აუცილებელია, დაბვრუნდეთ იმ დროში, როდესაც ფული საერთოდ არ არსებობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს შორის საქონილის გაცვლას შემთხვევითი ხასიათი
ჰქონდა, ხოლო ერთი საქონლის ღირებულება მეორეთი, ანუ სხვა საქონლით
გამოიხატებოდა. მაგალითად, კერამიკული ნაწარმი იცვლებოდა შინაურ ცხოველში,
რკინის იარაღი - ცხოველის ტყავში და ა.შ. მოგვიანებით ჩამოყალიბდა გაცვლის
გარკვეული თანაფარდობაც: ვთქვათ, რკინის იარაღი ცხოველის 2 ტყავში იცვლებოდა,
ცხენი - სამ ცხვარში და ა.შ.
დროთა განმავლობაში, ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, საჭირო გახდა
ისეთი სახეობის საქონლის გამოყოფის საჭიროება, რომელიც გაცვლისას საყოველთაო
ეკვივალენტის როლს შეასრულებდა. რა თქმა უნდა, ასეთი საქონელი უნდა ყოფილიყო
ერთგვაროვანი, ადვილად დასაყოფი, ადგვილად გადასატანი, რა თქმა უნდა,
სამომხმარებლო თვისებების ხანგძლივად შენარჩუნების თვისებების მქონე და
ყველასათვის სასურველი. როგორც ისტორიამ გვაჩვენა, აღნიშნული თვისებები
მხოლოდ ძვირფას ნივთებს აღმოაჩნდა. (ოქრო და ვერცხლი). ასევე უნდა აღინიშნოს,
რომ ოქროსა და ვერცხლის, როგორც საყოველთაო ეკვივალენტის, გამოვლენამ
საქონელთა დანარჩენი მასიდან სათავე დაუდო ფულის მიმოქცევის განვითარებას.
ფულის ყველაზე ძველი სახეობა იყო ლითონის ფული - მონეტა, რომელიც
ოქროსა და ვერცხლის ბუნებრვი შენადნობისგან მზადდებოდა. პირველი მონეტა ძვ.წ.
VII საუკუნეში მოიჭრა მცირე აზიის სახელმწიფოში - ლიდიაში. 1 უნდა აღინიშნოს, რომ
ლითონის ფული ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში ფულის ერთადერთი სახეობა
იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ლითონის მონეტები კარგად ასრულებდნენ
საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას, მათ ჰონდათ ერთი ყველაზე დიდი ნაკლი -
გარკვეული პერიდის განმავლობაში ისინი ცვდებოდნენ და აღარ შეესაბამებდნენ თავის
ნომინალურ ღირებულებას. ამიტომ, აუცილებელი გახდა, იმ დროსთვის არსებული

1
https://www.gfsis.org/files/my-world/2/fuli.pdf

7
ფულის, ვერცხლისა და ორქოს შემცვლელის პოვნის აუცილებლობა. ასე აღმოცენდა
ქაღალდის ფული.
ისტორიულად, პირველი ქაღალდის ფულის პროტოტიპი შიექმნა ჩინეთში ჯერ
კიდე IX საუკუნის დასაწყისში. დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები დიდ ფულს
მოითხოვდა, ამიტომ იმპერატორმა დააბეჭდვინა მაღალი ხარისხის ქაღალდი,
რომელზეც დატანილი ნიშნებით იგი 10 000 სპილენძის მონეტის მაგივრობას სწევდა.2
ჩინელი ვაჭრებითვის დიდი თანხის გადაზიდვა მოუხერხებელი იყო. ქაღალდის
ფული უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, ვიდრე - ლითონის ზოდები. მაშინ ვერავინ
წარმოიდგენდა, რომ დროთა განმავლობაში ქაღალდიც არააქტუალური გახდებოდა.
პირველი ბანკნოტები დაბეჭდილ იქნა მე-11 საუკუნეში სუნების დინასტიის
მართველობის დროს. ისინი ლერწმის A4 ფორმატის ფურცელზე იბეჭდებოდნენ და
ამტკიცებდნენ, რომ ვაჭარს თანხის განსაზღვრული რაოდენობა ჰქონდა.
ჩინეთი დღესაც გვკარნახობს ფინანსების მოდას. Fintech 100-ის ყოველწლიურ
რეიტინგში 8 ჩინური ორგანიზაცია მოხვდა. მათგან ოთხი - Ant Financial, Qudian, Lufax
და Zhongan-ი პირველ ხუთეულში იმყოფება. ქვეყანაში დიდი სისწრაფით ვითარდება
მობილური გადახდები - მხოლოდ Alipay-ს სერვისით 400 მილიონი ჩინელი
სარგებლობს.3

სურათი №1: პირველი ქაღალდის ფული - ჩინეთი - მე-11 საუკუნე

წყარო: https://mome.ge/blog/1070--.html

2
https://financer.com/ge/piradi-finansebi/fuli-da-monetebi/
3
https://mome.ge/blog/1070--.html

8
ევროპაში პირველი ქაღადის ფული მე-17 საუკუნეში შვედეთში გამოჩნდა.
შვედეთის მთავრობას კრედიტი დასჭირდა, შვედეთის ბანკის დირექტორმა მონეტების
გაცემის მაგივრად საკრედიტო ფურცლები დაბეჭდა, რომელსაც ქაღალდის
რიკსდალერი ეწოდა.
რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ ბანკს ფული არ
დაუბრუნა. დაწესებულება იძულებული გახდა თვითონ დაებეჭდა ფული, რომელიც
აღარ იქნებოდა უზრუნველყოფილი ძვირფასი ლითონებით. ამის გამო ბაკი გაკოტრდა,
ხოლო ამ ყველაფრის წამომწყებსა და ინოვატორს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
შვედური ქაღალდის ფული სწრაფად არ გავრცელებულა. შენახულია
დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უცხოელი ვაჭრებისთვის არამარტო
უჩვეულო, არამედ არამომგებიანი იყო ქაღალდის დალერებით ვაჭრობა. მიუხედავად
ამისა, შვედეთმა ევროპაში პირველმა იპოვა მონეტების შემცვლელი.4

სურათი №2: პირველი ქაღალდის


ფული - აშშ. – 1690 წ.

ქაღალდის ფული აშშ-ში უფრო


ადრე გაჩნა, ვიდრე - დოლარი. 1690
წელს მასაჩუსეტსის კოლონიამ (დღეს
მასაჩუსეტსის შტატი) გამოუშვა
პირველი ბანკნოტები ნომინალით 2
შილინგიდან 10 ფუტამდე. ისინი
გამოიყენებოდნენ კანადაშის საომარი
ექსპედიციების დასაფარად, ასევე ჯარისკაცებს უხდიდნენ ხელფასს.
წყარო: https://mome.ge/blog/1070--.html

4
https://mome.ge/blog/1070--.html
9
სურათი №3: პირველი ქაღალის ფული - ნორვეგია 1695 წ.
ნორვეგიაში პირველი ბანკნოტები 1695
წელს გამოჩნდნენ. ქაღალდის ფულის
გამოცემის უფლება ვაჭარმა, იუჰან
მოლენმა მიიღო. ის სამეფოს ერთ-ერთი
ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მისი
გემები სულ უფრო ხშირად ხდებოდა
მეკობრეების სამიზნე, ამიტომ
გაკოტრების ზღვარზე მყოფმა იუჰანმა
მეფეს სთხოვა, რომ მისთვის მისი
ქონების მტკიცებულება ქაღადზე
დაებეჭდათ, სანამ დარჩენილი გემები
პორტში არ დაბრუნდებოდნენ.
წყარო: https://mome.ge/blog/1070--.html

1.2. ბანკის წარმოშობის ისტორია

სიტყვა ბანკი სათავეს იღებს იტალიური სიტყვიდან (BANKO) და ნიშნავს დახლს


ან უბრალოდ მაგიდას. შეუძლებელია იმის თქმა ზუსტად თუ როდის დაიწყო
პირველად საბანკო საქმიანობა. თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ცნობები, რომ შესაძლოა
იგი დაიწყო ძვ.წ. 8000 წ.წ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს უფრო იყო ჩანაწერები
გარიგების აღრიცხვის შესახებ. შესაძლოა, არსებობდა სპეციფიკური ინსტიტუტები,
რომლებიც სპეციალურად შეიქმნა საბანკო საქმის წარმოებისთვის. მაგრამ ჩვენ ამის
შესახებ დარწმუნებით ვერ ვიტყვით...
საბანკო საქმის წარმოშობა-განვითარება დაკავშირებულია პროცენტის (მოგების)
მომტან კაპიტალთან, რომელსაც ისტორიულად წინ უსწრებდა სავახშო კაპიტალი,
რომელიც უკვე არსებობდა პირველყოფილი წყობის პერიოდში. პროცენტის მომტანი
კაპიტალის მთავარ ფორმად სასესხო კაპიტალი ითვლებოდა. როგორც კი კერძო
საკუთრება წარმოიქმნა, საქონელგაცვლიდან განვითარდა საქონლური ფულადი
ურთიერთობანი, რამაც გააძლიერა საზოგადოების ქონებრივი ურთიერთობანი.

10
სათავეში მდგომმა მდიდარმა ფენამ შესაძლებლობა მიიღო ფული სესხად მიეცათ
მათთვის, ვისაც ისი სჭირდებოდა. ასეთი სესხები, როგორც წესი, დაკავშირებული იყო
მიწის საწინდართან. თუ მოვალე ვერ შეძლებდა სესხის დაბრუნებას, მაშინ საწინდარი
მიწა სესხის მიმცემის საკუთრებაში გადადიოდა. თუ მსესხებელს მიწარ არ ჰქონდა,
მაშინ იგი თვითონ ხდებოდა დამოკიდებული.
ბანკების საწყისი და ძირითადი ფუნქცია გადასახადებში შუამავლობა იყო. ასეთი
შუამავლობის შედეგად ბანკებმა თავისუფალი ფულადი კაპიტალი პროცენტის
(შემოსავლის) მომტანად აქცია. ისინი ფულად საშუალებებს ყველა შესაძლო წყაროდან
აგროვებდნენ და კრედიტით აძლევდნენ მოთხოვნის შესაბამისად, უპირველსად
გაბატონებულ კლასს.5
სავარაუდოდ, პირველი კერძო ბანკები აღმოცენდა ძველ შუამდინარეთში.
დღეისათვის, ისტორიამ შემოგვინახა უამრავი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მთელს
ბაბილონში და სხვა ქალაქებშიც იყო ტაძრები და სასახლეები, რომლებიც
უზრუნველყოფდნენ სესხის აღებას. იმ დროისთვის უკვე არსებობდა საკრედიტო
ჩანაწერები. ფაქტობრივად, დღეს ჩვენ გვაქვს აზიის ცივილიზაციის საკრედიტო და სხვა
საბანკო ისტორიები. მაგალითად, „არტემისის ტაძარი“, რომელიც იყო ანაბარი ფულადი
სახსრებისთვის და ასევე, მიმდინარეობდა ვალების აღრიცხვა. როგორც ჩანს, ბანკის
წარმოშობას, მის განვითარებასა და სრულყობას იმ სახათ, რა მოცემულობითაც დღეს
გვაქვს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ზოგიერთი ცნობით, ანალოგირიური
დაწესებულებები, საქართველოში, XI-XII საუკუნიდან არსებობდა. მათ „ორთაღი“
ეწოდებოდა. რომელიც მომდინარეობს თურქული სიტყვიდან Ortak (ამხანაგობა,
ასოციაცია).
თანამედროვე მსოფლიოში სახელწოდება „ბანკს“ იყენებს ორი სახის ფინანსური
დაწესებულება, ესენია: ცენტრალური (ეროვნული) ბანკები და კომერციული ბანკები.

5
მოსიაშვილი ვ. ლომიძე ფ. ქოქოსაძე ფ. საბანკო საქმე. (ლექციების კურსი). თბილისის დავით
აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ რეკომენდირებულია დამხმარე
სახელმძღვანელოდ (ოქმი №6. 06. 07. 2009წ.) თბილისი 2009. თავი1-ლი გვერდი 1

11
1.3. ცენტრალური (ეროვნული) ბანკები

ცენტრალური ბანკი ეს არის სახელმწიფოს მიერ სპეციალური კანონის


საფუძველზე დაარსებული ინსტიტუტი, რომელიც მთელი ქვეყნის ვალუტას
აწარმოებს. ისტორიულიად, ცენტრალურ ბანკს აქვს ორი სახის ძალაუფლება. ის
კრედიტის პროცენტსა და ფულის მასას აკონტროლებს, ამასთან ერთად - ინფლაციასაც.
რა თქმა უნდა, ცენტრალური ბანკი მთავრობის ეკონომიკას ფულით ასე მარტივად არ
ამარაგებს. ის ფულს ვალად იძლევა პროცენტებში, ხოლო შედგომ, ფულის მასის
გაზრდით ან შემცირებით ცენტრალური ბანკი გაცემული ვალუტის ფასს არეგულირებს.
იგი შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას; აგრეთვე
ფლობს, ინახავს და განკარგავს ქვეყნის ოქროს და უცხოური ვალუტის რეზერვებს.6
ქვეყნის ცენტრალური ბანკი (ბანკთა-ბანკი) არის ქვეყნის ფულად-საკრედიტო
პოლიტიკის ძირითადი გამტარებელი, რომელიც მიმართულია ფულადი მიმოქცევის
სტაბილიზაციაზე. მისი უპირველესი მოვალეობა ეკონომიკაში არის დაიცვას ფულის
ღირებულება და მსყიდველობითუნარიანობა, შექმნას ნორმალური პირობები
ფინანსური ბაზრების ფუნქციონირებისათვის. ცენტრალური ბანკის როლი ნებისმიერი
ქვეყნის ეკონომიკაში მისი განვითარების კვალობაზე ძლიერდება, რადგან სწორედ
ფულის, ფულად-საკრედიტო მექანიზმის საშუალებით მიმდინარეობს ზრდა-
განვითარების რეგულირება.
თანამედროვე პირობებში ცენტრალური ბანკის ძირითად ფუნქციებს
წარმოადგენს:
 ბანკნოტების ემისია;
 ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება;
 ფულად-საკრედიტო ინსტიტუტების რეფინანსირება;
 სავალუტო პოლიტიკის განხორციელება;
 საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის რეგულირება;
 მთავრობის ფინანსური აგენტის ფუნქცია;
 საგადასახადო-საანგარიშსწორებო ურთიერთობების ორგანიზაცია.
ქვეყნის საგადასახადო სისტემის ორგანიზაციაში ცენტრალური ბანკი სამ ძირითად
ამოცანას წარმოადგენს:

6
დოკუმენტური ფილმი - „ცაიტგაისტი“

12
1. ფინანსური სისტემის სტაბილურობის მხარდაჭერა;
2. საგადასახადო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
3. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება.7

იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალურ (ეროვნულ) ბანკს აქვს


განსაკუთებული უფლებამოსილება, იგი ადმინისტრაციულად დამოუკიდებელია. რაც
იმის მაუწყებელია, რომ როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას არ აქვს უფლება, რომ
ჩაერიოს მის საქმიანობაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცენტრალური ბანკს მოხსნილი
აქვს ყველანაირი სახელმწიფო გადასახადის გადახდის აუცილებლობა.
ცენტრალური (ეროვნული) ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის
მიზნით მისი ხელმძღვანელობა ინიშნება გარკვეული ვადით, რომელიც
მნიშვნელოვნად აღემატება პარლამენტისა და მთავრობის უფლებამოსილების ვადას.
მაგალითად, საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე -
პრეზიდენტებს, ასევე მისი საბჭოს სხვა წევრებს, ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით,
პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს.8
საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა
პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც შემუშავებულია „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების
შესაბამისად და მოიცავს „ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
განხორციელების შესახებ“, „ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს“, „ოპერაციებისა და
განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს“ და აუდიტორების
მიერ დამოწმებულ „საფინანსო ანგარიშგებას“.
წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები,
რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში,
აგრეთვე მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე,
რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს

7
მოსიაშვილი ვ. ლომიძე ფ. ქოქოსაძე ფ. საბანკო საქმე. (ლექციების კურსი). თბილისის დავით
აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ რეკომენდირებულია დამხმარე
სახელმძღვანელოდ (ოქმი №6. 06. 07. 2009წ.) თბილისი 2009. თავი მე-5 გვერდი 42-48
8
https://www.gfsis.org/files/my-world/5/bank.pdf

13
ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების
შესრულებაზე.9

1.4. კომერციული ბანკები

კომერციული ბანკები, განსხვავებით ეროვნული ბანკებისგან, უფლებამოსილნი


არიან დახმარება გაუწიონ როგორც იურიდიულ, ასევე - ფიზიკურ პირებს მოგების
მიღების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული ბანკები, გარკვეულწილად,
სახელმწიფოსაც უწევენ მომსახურებას, რაც გამოიხატება შემდეგში: პენსიები,
ხელფასები და სხვა სოციალური გადახდები. საქართველოში კომერციულ ბანკებს
ფლობენ კერძო მესაკუთრეები - როგორც ქვეყნის მოქალაქეები, ასევე უცხოელებიც.
თანამედროვე კომერციული ბანკები იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან
იზიდავენ დროებით თავისუფალ ფულად სახსრებს და განათავსებენ მათ პირდაპირ,
უმთავრესად სესხების (კრედიტების) სახით, ან არაპირდაპი - კაპიტალის (ფასიანი
ქაღალდების) ბაზრის მეშვეობით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომერციული ბანკი ეწევა
ფინანსურ შუამავლობას კლიენტებს შორის, ვისაც ერთი მხრივ, აქვს კაპიტალის
(ფულადი სახსრების) სიჭარბე, ხოლო მეორე მხრივ - კაპიტალის დეფიციტი.
თანამედროვე მსხვილი კომერციული ბანკების უმეტესობა უნივერსალური
ტიპის ბანკია, რომელებიც თითქმის ყველა სახის ფინანსურ შუამავლობას ეწევიან, მათ
შორის: დეპოზიტების მოზიდვას და კრედიტების გაცემას, კლიენტებისთვის საბანკო
ანგარიშების გახსნას, უნაღდო ანგარიშსწორებას და საკასო (ნაღდი ფულით)
ოპერაციებს, გადახდის საშუალებების (პლასტიკური ბარათები, ჩეკები და სხვა)
გამოშვებას, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ფასიანი ქაღალდების
ყიდვა - გაყიდვას, საბანკო გარანტიების და თავდებობების გაცემას, სატრასტო
(ნდობით) ოპერაციებს და სხვა.10
კომერციული ბანკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და სხვა ფინანსური
ინსტიტუტებისაგან განმასხვავებელი ნიშანია საკრედიტო ფულის შექმნის და
განადგურების უნარი. იგი ხორციელდება ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან ერთად
საკრედიტო და საინვესტიციო ოპერაციების მეშვეობით. კომერციული ბანკის
9
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=348
10
https://www.gfsis.org/files/my-world/5/bank.pdf

14
შესაძლებლობას - „შექმნას ფული“ - დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის. ის
რეალიზდება მოქნილ საკრედიტო სისტემაში, რომელიც ეკონომიკის შედარებით მყარი
ზრდის ტემპის აუცილებელი პირობაა.11

თავი 2. როგორ ქმნიან ბანკები ფულს


დღესდღეობით, როგორც სჩანს არ არსებობს იმაზე მეტად არასწორად გაგებული
და ნორმად მიღებული სისტემა, როგორიც ფულადი სისტემაა. დადგენილ ფულად
11
მოსიაშვილი ვ. ლომიძე ფ. ქოქოსაძე ფ. საბანკო საქმე. (ლექციების კურსი). თბილისის დავით
აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ რეკომენდირებულია დამხმარე
სახელმძღვანელოდ (ოქმი №6. 06. 07. 2009წ.) თბილისი 2009. თავი მე-6 გვერდი 54

15
სისტემას ფაქტობრივად რელიგიური არსი აქვს შეძენილი და წარმოდგენილია, როგორც
რწმენის ერთ-ერთი უპირობო ფორმა. ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ იქმნება
ფული, როგორ ხდება მისი მართვა და სინამდვილეში, როგორ მოქმედებს ის
აზროვნებაზე, მოსახლეობის უმეტესობისათვის დაფარულია.
სამყაროში, სადაც მოსახლეობის 1% ფლობს პლანეტის სიმდიდრის 40%,
სამყაროში, სადაც 34 ათასი ბავშვი ყოველდღე სიღარიბისა და განკურნებადი
დაავადებისაგან კვდება და სამყაროში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 50% ცხოვრობს
დღეში 2$-ზე ნაკლები დანახარჯებით, ერთ რამ ნამდვილად ცხადია, რაღაც ძალიან
არასწორადაა! ვაცნობიერებთ თუ არა ამას?! ყველა ჩვენი ძირითადი სისტემის და
ამგვარად თვითონ საზოგადოების მთავარი საფუძველი არის ფული. აქედან
გამომდინარე ფულადი პოლიტიკის მუშაობის სისტემა მნიშვნელოვანია იმის
გასააზრებლად თუ რატომ არის ჩვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. საუბედუროდ,
ეკონომიკა ხშირად გვეჩვენება მოსაწყენ და რთულად აღსაქმელ საკითხად, ფინანსური
აზრონების დაუსრულებელი ნაკადი, გართულებული მათემატიკა ადამიანს მასში
გარევის სურვულს უკარგავს, თუმცა ფაქტი ნათელია, სირთულე, რომელსაც ფინანსურ
სისტემას მიაწერენ მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია, შექმნილი იმისათვის, რომ დამალოს
მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სოციალურად მაპარალიზებელი სტრუქტურა, რასაც კი
ოდესმე ადამიანი შეგუებია.12

„არავინ არ იმყოფება ისეთ უიმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვლოდ


სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია“
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე - გერმანელი მწერალი,მოაზროვნე და სახელმწიფო
მოღვაწე (1749 – 1832)13

დღესდღეობით, საქართველოში ეკონომიკის ერთ-ერთ განვითარებულ სფეროდ


ითვლება საბანკო სფერო. იგი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე მსოფლიო
სტანდარტებს. მაგრამ რეალურად მოსახლეობის უმეტესობა არ არის ინფორმირებული
იმის შესახებ თუ როგორ ხდება ფულის შექმნა და მისი ზრდა... ქუჩაში შემთხვევით

12
დოკუმენტური ფილმი - „ცაიტგაისტი“ (დანართი)“
13
https://temurkikava.wordpress.com/2013/03/08/%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%9C-
%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92-
%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94-2/

16
გამვლელებს თუ გავაჩერებთ და ვკითხავთ - ვინ ქმნის ფულს, ალბათ პასუხად
მივიღებთ - ცენტრალური ბანკი ან სახელმწიფო.
საქმე ისაა, რომ გამონაკლისს მხოლოდ საქართველო არ წაროადგენს. მსგავსი
სოციალური გამოკითხვა უამრავ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობამ იგივე
პასუხი გასცა, რაც - საქართველოში. მაგალითად გერმანია, სადაც გამოკითხულთა 84%_
მა უპასუხა, რომ ფულს ქმნის სახელმწიფო ან ცენტრალური ბანკი ფულის საბეჭდი
მანქანის მეშვეობით. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის 90%_ზე მეტი
წინააღმდეგია, რომ ფული შექმნან და გაანაწილონ კერძო ორგანიზაციებმა, მაგრამ,
სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობა სწორედ ასეთია...
საფუძვლიანია ვთქვათ, რომ ფულის უდიდეს ნაწილს, რომელიც მიმოქცევაშია,
კერძო ორგანიზაციები ანაწილებენ საკუთარი ინტერესებისა და მიზნების საფუძველზე.
ეს ყოველივე მოსახლეობის უმეტესობისთვის დამალულია. ამას არ წერენ ეკონომიკურ
სახლმძღვანელოებში, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ როგორც სკოლები,
ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლები. რა თქმა უნდა, აღნიშნული
პრობლემა არ წარმოადგენს სიახლეს. თუ გადავხედავთ ისტორიას, ნათლად
დავინახავთ, რომ ამის შესახებ წერდნენ და მსჯელობდენენ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში
და გაცილებით უფრო ადრეც პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, პოლიტიკოსები,
მეცნიერები თუ ეკონომისტები.
სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ფული, როგორ ხდება მისი მისი
მართვა, როგორ ფუნქციონირებს ზოგადად საბანკო სისტემა და რა რისკებთან არის ეს
დაკავშირებული, იქნება ეს ეკონომიკური თუ სოციალური რისკები, ყოველივე ეს
დამალულია საზოგადოებისგან.
რაზე ამახვილებენ ყურადღებას თანამედროვე საბანკო სისტემის დასავლური
კრიტიკოსები? ფული, რომელსაც მოარული წარმოდგენების თანახმად ქმნის
სახელმწიფო და ცენტრალური ბანკი და რომელიც ასოცირდება ფულის საბეჭდ
მანქანასთან, მართლაც არსებობს ბანკნოტების და მონეტების სახით. მაგრამ იგი
წარმოადგენს მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის მიზერულ ნაწილს, დაახლოებით
5%-ს. ფულის მიწოდების ძირითად ნაწილს, 95%-ზე მეტს, შეადგენენ საბანკო
დეპოზიტები, რომლებიც ყოველდღიურად დიდი მოცულობით იქმნება და
ნადგურდება კერძო ორგანიზაციების, კონკრეტულად, კომერციული ბანკების მიერ.
ფულის შექმნის პროცესი უშუალოდ არის დაკავშირებული დეპოზიტების შექმნასთან,
17
რომელიც ხდება მსესხბელთათვის კრედიტის გაცემის პროცესში. გარდა ამისა,
საზოგადოება არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ კრედიტის სახით ბანკები
გასცემენ არა იმ ფულს, რომელიც მეანაბრეებს შეაქვთ ბანკში დეპოზიტების სახით, არც
ბანკების შემოსავლიდან არის გაცემული ეს ფული. ეს ფული მსესხებელის ანგარიშზე
არ გადმოირიცხება რომელიმე სხვა ანგარიშიდან (არც ამავე ბანკის, და არც რომელიმე
სხვა ბანკის ანგარიშიდან). კრედიტის სახით გაიცემა ფული, რომელიც, სიტყვის
პირდაპირი მნიშვნელობით, იქმნება „არსაიდან“.14

1.

2.
2.1. ფულადი მულტიპლიკატორის მოდელი

სახელმძღვანელოებს თუ დავუჯერებთ, ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია,


რომელსაც ეფუძვნება თანამედროვე საბანკო სისტემა და ზოგადად მონეტარული
პოლიტიკა, წარმოდგენილია ფულადი მულტიპლიკატორის მოდელით.
საბანკო მულტიპლიკატორი არის კომერციული ბანკების სადეპოზიტო
ანგარიშებზე ფულის გაზრდის (გამრავლების) პროცესი ერთი კომერციული ბანკიდან
მეორეში გადაადგილების დროს.
კონკრეტული მაგალითის საფუძველზე განვიხილოთ თუ რაში მდგომარებს
ფულადი მულტიპლიკატორის მუშაობის პრინციპი სახელმძღვანელოების მიხედვით.
წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი შემოდის ქალაქში 1000 ლარით ხელში. ამ
ეტაპზე ყურადღება არ მივაქციოთ თუ საიდან მოხვდა ეს 1000 ლარი, პირობითად
თენგიზის ხელში. საბედნიეროდ ზუსტად ამ დროს ქალაქში ახალი ბანკი გაიხსნა და
თენგიზმა თავისი ფული სწორედ ამ ბანკის ანგარიშზე შიეტანა. შესაბამისად ახლა
თენგიზის ქონება შეადგენს 1000 ლარს, რომელიც მას ბანკის ანგარიშზე აქვს
განთავსებული, ბანკს კი ზუსტად ამდენივე მართებს მისი. ამ ქალაქში არსებობს კანონი,
რომელიც ბანკს აძლევს საშუალებას სხვა პირებზე გაასესხოს მის ანგარიშზე არსებული

14
ლეიაშვილი პ. ფული, კრედიტი და ბანკები: ილუზია და რეალობა. სოციალური და ეკონომიკური
კვლევების ინსტიტუტი. გამომცემლობა „სიახლე“. თბილისი, 2017. (გვ 18 - 19).

18
თანხის გარკვეული ნაწილი, ვთქვათ 90%. თეორიულად ბანკს შეუძლია გაასესხოს იმ
თანხის 90%, რომელიც განთავსებულია მის ანგარიშებზე. ბანკის ანგარიშებზე
განთავსებული თანხის მიუხედავად, იმის გამო, რომ ბანკები ამ ფულის მხოლოდ
ნაწილს იტოვებენ, ამ პროცესს ნაწილობრივი დარეზერვება ეწოდება. ჩვენს მაგალითს
რომ მივუბრუნდეთ, გვაქვს ბანკი, რომლის ანგარიშზეც 1000 ლარია განთავსებული.
ლოგიკურია, რომ ბანკი სარგებელს ამ თანხის ანგარიშზე გაჩერებით ვერ ნახავს. ისინი
მოგებას ფულის იაფად სესხებით და ძვირად გასესხებით ნახულობენ. რადგანაც ბანკებს
მის ანგარიშებზე არსებული თანხის 90%-მდე გასესხება შეუძლიათ, ჩვენმა ბანკმა
მონახა ადამიანი, რომელსაც ბანკისგან 900 ლარის სესხება სურს. რა თქმა უნდა, ბანკმა
მას ეს თანხა ასესხა. მსესხებელმაც ეს 900 ლარი შემდეგ სადღაც დახარჯა, ვთქვათ მის
ბუღალტერს ხელფასი გადაუხადა, ამ ბუღალტერმა კი ეს 900 ლარი ისევ ბანკის
ანგარიშზე შეიტანა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ბუღალტერი ამ ფულს ჩვენს
ბანკში შეიტანს თუ სხვა რომელიმე ბანკში, მაგრამ სიმარტივისთვის წარმოვიდგინოთ,
რომ ბუღალტერმა ფული ისევ ჩვენს ბანკში შეიტანა, ბუღალტერის ახალი დეპოზიტით
ჩვენს ბანკს ახლა დამატებით 900 ლარი აქვს და ის პოულობს ადამიანს, რომელსაც
შეუძლია ამ ფულის 90%, ანუ 810 ლარი ისესხოს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ახალი 810
ლარიანი სესხი, რომელიც ისევ იხარჯება და ამ ფულის მიმღები ბანკის ახალ
დეპოზიტს ქმნის. რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკში სრულიად ახალი 810 ლარიანი
ანგარიში იხსნება და ეს ფულიც მზადაა გასასესხებლად. ახლა ბანკი ამ 810 ლარის 90%-
ს ასესხებს, რაც 729 ლარია.15
ეს პროცესი გრძელდება და უნდა ითქვას,რომ თუ სარეზერვო ნორმა შეადგენს
10%-ს, მაშინ თავდაპირველი ნაღდი ფულით 1000 ლარიდან საბანკო სისტემას შეუძლია
შექმნას 10-ჯერ მეტი საბანკო ფული - 10 000 ლარს. თუ ცენტრალური ბანკი გაზრდის
სარეზერვო ნორმას (დავუშვათ, 10%-დან 20%-მდე),გამოდის, რომ მაშინ საბანკო
სისტემაში შეიქმნება ნაკლები საბანკო ფული, რადგან ყოველ ცალკეულ შემთხვევაში
გაცემული იქნება ნაკლები კრედიტი. გამოდის, რომ მულტიპლიკაციის კოეფიციენტი
იქნება ნაკლები. თუ სარეზერვო ნორმა შემცირდება, მაშინ ეს კოეფიციენტი გაიზრდება.
ამ მოდელის თანახმად:
 კომერციულ ბანკებს არ შეუძლიათ კრედიტის გაცემა, სანამ ვინმე არ
შეიტანს ფულს ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე. ეს კონცეფცია
15
https://www.youtube.com/watch?v=LC5irKLTPTs&t=13s

19
ნაწილობრივ ადასტურებს ბანკების შუამავლობის იდეას, რადგან ბანკები
განიხილებიან, როგორც „რიგრიგობით“ შუამავლები, რის შედეგადაც
მთლიანად საბანკო სისტემაში იქმნება ფული. ანუ, თეორიის თანახმად,
მართალია კომერციულ ბანკებს ინდივიდუალურად არ შეუძლიათ ფულის
შექმნა, მაგრამ მთლიანად საბანკო სისტემა ქმნის ფულს;
 ეს მოდელი აგრეთვე გულისხმობს, რომ სარეზერვო ნორმის და ფულადი
ბაზის (ნაღდი ფულის და რეზერვების ჯამის) ცვლილებით ცენტრალურ
ბანკს შეუძლია აკონტროლოს კრედიტის შექმნა ეკონომიკაში;
 ფულის მიწოდება ვერ გაცდება გარკვეულ ზღვარს, რადგან
დამოკიდებულია ფულის ბაზაზე და სარეზერვო ნორმაზე, რომლებსაც
აკონტროლებს ცენტრალური ბანკი.
შესაბამისად, ეკონომისტები და პოლიტიკოსები შეცდომით მიიჩნევენ, რომ:
 კომერციული ბანკები არიან მხოლოდ შუამავლები და არ გააჩნიათ
რეალური კონტროლი ეკონომიკაში ფულის მიწოდებაზე;
 ცენტრალურ ბანკს შეუძლია აკონტროლოს ფულის მიწოდება;
 ფულის მიწოდება ვერ გავა კონტროლიდან, რადგან მისი ზღვრული
ოდენობა „მათემატიკურად“ არის შეზღუდული სარეზერვო ნორმით და
ფულის ბაზის სიდიდით, რომლებსაც აკონტროლებს ცენტრალური
ბანკი.16
სამწუხაროდ, რეალობა განსხვავებულია, კომერციული ბანკები არ ასრულებენ
მხოლოდ შუამავლის ფუნქციას. ისითი თვითონ ქმნიან და თავიანთი ინტერესებდან
გამომდინარე უწევენ ორგანიზებას იმას, თუ ვის მისცენ კრედიტი და ვის არა. რომელ
პროექტში განახორციელონ ინვესტირება და რომელში არა. ამ ყველაფერთან ერთად,
იმსათვის, რომ ბანკმა გასცეს კრედიტი, ეს საჭიროებს წინასწარ დეპოზიტის მიღებას.
სწორედ კრედიტის გაცემის დროს წარმოიქმნება მსესხებლის ანგარიშზე დეპოზიტი.
უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურ ბანკს არ ძალუდს ამ პროცესის გაკონტროლება იმის
მიუხევად, რომ სწორედ ის, და არა კომერციული ბანკები, არის პასუხისმგებელი
ეკონომიკაში ფულის მიწოდების რეგულირებაზე.

16
ლეიაშვილი პ. ფული, კრედიტი და ბანკები: ილუზია და რეალობა. სოციალური და ეკონომიკური
კვლევების ინსტიტუტი. გამომცემლობა „სიახლე“. თბილისი, 2017. გვ 21.

20
თანამედროვე საბანკო სისტემა ფულს ქმნის არაფრიდან. ეს პროცესი, შესაძლოა,
ყველაზე უფრო დაუჯერებელი ფოკუსია, რაც კი ოდესმე მოფიქრებულა. მევახშეობა
ჩაფიქრებულია უკანონობით და შობილია მანკიერებით. ბანკირებს ეკუთვნით მთელი
მსოფლიო. წაართვით მათ ეს, მაგრამ დაუტოვეთ ფულის შექმნის ძალაუფლება და
ისინი კალმის ერთი მოსმით შექმნიან საკმარის ფულს, რათა უკან გამოისყიდონ იგი.
წაართვით მათ ეს ძალაუფლებაც და ყველა დაგროვილი დიდი სიმდიდრე, ისევე
როგორც ჩემი, გაქრება, და ისინი უნდა გაქრეს კიდეც, რათა მსოფლიო გახდეს უკეთესი
და უფრო ბედნიერი. მაგრამ თუ თქვენ გსურთ, განაგრძოთ ბანკების მონობა და თან
ფული იხადოთ საკუთარი მონობისათვის, მაშინ მიეცით უფლება ბანკირებს, განაგრძონ
ფულის შექმნა და სესხების მართვა…

სერ ჯოზაია სტემპი - ინდუსტრიალისტი და


ინგლისის ბანკის დირექტორი 1928-1941 წლებში.17

სახელმძღვანელოებში აღწერილი მულტილიკატორის მოდელის თანახმად,


კრედიტების გაცემა შესაძლებელი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ფულს შეიტანს
ვინმე დეპოზიტზე. როდესაც სარეზერვო მოთხოვნა არის 10%, მაშინ კრედიტის სახით
შეიძლება ბანკმა გასცეს დეპონირებული თანხის 90%. მაგრამ რეალურად, ბანკს
კრედიტის გასაცემად არ სჭირდება წინასწარ ფულის დეპონირება. ფულის გაცემა
მოხდება საბანკო ფულის, ანუ დეპოზიტის შექმნის გზით. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს
ქმედება წარმოადგენს ელექტრონულ ფულს, შეიძლება ითქვას - მხოლოდ და მხოლოდ
კომპიუტერის მეხსიარებაში გაკეთებულ ჩანაწერს.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ ხდება ეს ყოველივე რეალურ პირობებში?


ამისათვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. იმ შემთხვევაში, თუ გიორგის სურს
აიღოს კრედიტი, სიტყვაზე 10 000 ლარი, ბანკი აუცილებლად გააფორმებს მასთან
კონტრაქტს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ გიორგი
ანგარიშვალდებული ხდება ბანკის მიმართ, რომ დაუბრუნოს აღნიშნული ფული იმ
ვადებში, რომელსაც კონტრაქტი ითვალისწინებს. გამოდის, რომ ეს არის გიორგის

17
https://www.facebook.com/europeange/posts/1824098320955863/
21
ვალდებულება ბანკის მიმართ, რომელსაც ხელმოწერისთანავე ეძლება კანონის ძალა.
თუ გიორგი არ ან ვერ დააბრუნებს აღებულ ფულს, რომელიც ბანკისგან ისესხა,
დაკარგავს მანქანას, სახლს, ან სხვა ძირადღირებულ ქონებას, რომელიც იქნება
ჩადებული გირაოში. ამის შემდეგ გიორგის ანგარიშზე ბანკი გახსნის სადეპოზიტო
ანგარიშს 10 000 ლარის თანხაზე. ეს არის ბანკის ვალდებულება გიორგის წინაშე.
მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ გიორგის საბანკო ანგარიშზე
დარიცხული ეს 10 000 ლარი არ დარიცხულა რომელიმე სხვა ანგარიშიდან, არც ამ
ბანკის და არც სხვა ბანკის ანგარიშიდან, რადგან მოხდა მხოლოდ ბანკის კომპიუტერის
მეხსიერებაში რიცხვების ჩაწერა და სხვა არაფერი.
ამასთან დაკავშირებით ინტერესს წარმოადგენს ამ პროცესის ინტერპრეტაცია
პროფ. რიჩარდ ვერნერის მიერ. მის თანახმად, იურიდიული თვალსაზრისით, ის, რასაც
ბანკი უწოდებს კრედიტის გაცემას, სინამდვილეში არ არის კრედიტის გაცემა. რადგან,
როგორც წესი, კრედიტის გაცემა გულისხმობს, რომ კრედიტის სახით გაცემული საგანი,
ფიზიკურად ამოღებული იქნება ერთი სუბიექტის მოხმარების სფეროდან და
მოსახმარად გადაეცემა მეორე სუბიექტს. მაგრამ, თანამედროვე ბანკის მიერ
კრედიტების გაცემის დროს არ ხდება ფულით სარგებლობის უფლების გადაცემა ერთი
სუბიექტიდან მეორესათვის. აქ საერთოდ არ ხდება ფულის, როგორც მსყიდველობითი
უნარის, საიდანმე ამოღება. ამიტომ ეს პროცესი არ არის კრედიტის გაცემა სიტყვის
პირდაპირი მნიშვნელობით. ბანკები არ გასცემენ მას კრედიტების სახით, არამედ ქმნიან
მას.
ფული არ იყო ბანკის მიერ ამოღებული სხვა გამოყენების სფეროდან. იგი არ იყო
გადმოტანილი ან გადმორიცხული ეკონომიკის რომელიმე სხვა ნაწილიდან. მეტიც,
მართალია იგი ნაჩვენებია, როგორც დეპოზიტი, ფაქტობრივად იგი არ იყო
დეპონირებული ვინმეს მიერ. ბანკმა უბრალოდ შექმნა ფული ციფრების ჩაწერით თავის
საბუღალტრო წიგნებში და კლიენტების საჩეკო წიგნაკებში. ფაქტობრივად ბანკი ქმნის
ილუზიას, თითქოს მისმა მსესხებელმა შეიტანა დეპოზიტი, რაც რეალურად არ
მომხდარა. განსხვავებით იმისგან, რაც წერია სახელმძღვანელოებში, ჩვენ ვხედავთ, რომ
ყოველ ინდივიდუალურ ბანკს შეუძლია ასე შექმნას ფული, როდესაც იგი გასცემს სესხს.
ამ ჭეშმარიტების ჩვენება სახელმძღვანელოებში... ასწავლიდა სტუდენტებს თუ
სინამდვილეში რას აკეთებენ ბანკები: ისინი ქმნიან ფულს არაფრიდან. ბანკი ახდენს

22
მხოლოდ მის სიმულირებას, თითქოს მას აქვს სესხის თანხა, რომლითაც
დაკრედიტირებულია მავანის ანგარიში, და არავინ იცის ამ განსხვავების შესახებ.“

(Warner, 2005)

რ.ვერნერი ბანკების ასეთ ქმედებას განიხილავს არა როგორც კრედიტის გაცემას,


არამედ უფრო როგორც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას. როდესაც კლიენტი ხელს
აწერს საკრიდიტო შეთანხმებას, კანონის თანახმად იქმნება ფასიანი ქაღალდი. ეს არის
კლიენტის სავალო ვალდებულება ბანკის წინაშე. ბანკი ყიდულობს კლიენტისგან ამ
სავალო ვალდებულებას. წმინდა იურიდიული თვალსაზრისით სწორედ ეს ხდება
კომერციულ ბანკებში. მაგრამ რით იხდის ბანკი ამ ფასიანი ქაღალდის საფასურს?
საფასურს იგი იხდის შემხვედრი ვალდებულებით. კერძოდ, ბანკი ხსნის კლიენტის
სახელზე მოთხოვნამდე დეპოზიტს. ეს ახლად შექმნილი დეპოზიტი სწორედაც არის
ახალი ფული, ახალი მსყიდველობითი უნარი, რომელიც ბანკმა შექმნა „არაფრიდან“
უბრალოდ ციფრების ჩაწერით კლიენტის სადეპოზიტო ანგარიშზე. ეს ფული არსაიდან
იყო აქ გადმორიცხული.18
ზემოთ განხულულ საკითხებზე დაყრდნობით, ნათელი ხდება ის, რომ კერძო
ბანკები არ არიან მხოლოდ შუამავლები დამზოგველსა და მსესხებელს შორის, არამედ
ისინი ქმნიან საბანკო ფულს. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ის, რასაც წერენ
სახელმძღვანელოებში სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ხდება სინამდვილეში.
დღესდღეობით, ეკონომიკაში არსებობს ფულის სამი სახეობა: 1) ნაღდი ფული,
რომელიც წარმოდგენილია მონეტებისა და ბანკნოტების სახით, რომლის შექმნის
პრეროგატივაც აქვს მხოლოდ ცენტრალურ ბანკს. 2) სარეზერვო ფული, რომელიც ასევე
ცენტრალური ბანკის პრეროგატივაა და რომელიც არსებობს მხოლოდ და მხოლოდ
კომპიუტერების მეხსიერებაში, ანუ ელექტრონული სახით. 3) საბანკო ფული - ეს არის
ფული, რომელსაც ქმნიან კომერციული ბანკები. აღნიშნული ფული არსებობს როგორც
დეპოზიტების, ასევე ელექტორონული სახით.
ნაღდი ფული და სარეზერვო ფული, რომელსაც ქმნის ცენტრალური
ბანკი,წარმოადგენენ ფულად ბაზას, ეგრეთწოდებულ „ძლიერ ფულს“. ასევე უნდა
18
ლეიაშვილი პ. საბანკო საქმის ,,მისტერია“, რის შესახებაც არ იწერება სახელმძღვანელოებში.
სოციალური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი. თბილისი, 2017. გვ 6-7 .

23
აღინიშნოს, რომ ნაღდი ფულისგან განსხვავებით სარეზერვო ფული არსებობს მხოლოდ
ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე და არ გადის მიმოქცევაში ცენტრალური ბანკის
გარეთ. შესაბამისად, რეალურ მიმოქცევაშია მხოლოდ ნაღდი ფული და კომერციული
ბანკების სადეპოზიტო ფული. ამასთან, ნაღდი ფული შეადგენს მთლიანად ფულის
მასის 5%-ზე ნაკლებს, ხოლო კომერციული ბანკების სადეპოზიტო ფული - 95%-ზე
მეტს.
გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ბანკებს შორის ანგარიშსწორების ორი
ფორმა. პირდაპირი ტრანსაქციებისათვის მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი
საკორესპონდენტო ანგარიშები, რომლებიც გახსნილი აქვთ სხვა ბანკებში. გარდა ამისა,
მათ შეუძლიათ გამოიყენონ ანგარიშები, რომლებიც გახსნილი აქვთ ცენტრალურ
ბანკში, რომლებსაც ეწოდება სარეზერვო ანგარიშები. ისევე, როგორც კომერციული
ბანკების კლიენტებს აქვთ თავისი ანგარიშები კომერციულ ბანკებში, ასევე კომერციულ
ბანკებს აქვთ თავიანთი ანგარიშები ცენტრალურ ბანკში, რომლებსაც ეწოდება
სარეზერვო ანგარიშები. ისევე, როგორც ბანკის კლიენტებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი
სახსრები თავიაანთ ანგარიშებზე იმისათვის, რომ შეძლონ განახორციელონ
ოპერაციები, ასევე, კომერციულ ბანკებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი სარეზერვო ფული
თავიაანთ სარეზერვო ანგარიშებზე იმისათვის, რომ კლიენტების დავალებით შეეძლოთ
ფულის გადარიცხვა სხვა ბანკებში.19

2.2. ნაწილობრივი სარეზერვო სისტემის პოლიტიკა ამერიკის


შეერთებული შტატების ცენტალური ბანკის მაგალითზე

რანდენიმე წლის წინ შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა, იგივე


ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა გამოსცა დომუმენტი სახელწოდებით „თანამედროვე
ფულადი მექანიზმი“ (Modern Money Mechanics), პუბლიკაცია დეტალურად აღწერდა
ფულის შექმნის რეგლამენტირებულ პრაქტიკას, რომელიც გამოიყენება, როგორც
ფედერალური სარეზერვო სისტემის, ასევე მის მიერ მხარდაჭერილი გლობალური

19
ლეიაშვილი პ. ფული, კრედიტი და ბანკები: ილუზია და რეალობა. სოციალური და ეკონომიკური
კვლევების ინსტიტუტი. გამომცემლობა „სიახლე“. თბილისი, 2017. გვ 24.

24
კომერციული ქსელების მიერ. დოკუმენტის პირველ გვერზე წერია: „ამ წიგნაკის
მიზანია, აღწეროს ფულის შექმნის ძირითადი პროცესი ნაწილობრივ სარეზერვო
საბანკო სისტემაში“.20 ეს განმარტება წინ უძღვის ნაწილობრივი საბანკო
ტერმინოლოგიის მეშვეობით ნაწილობრივი რეზერვების პროცესის აღწერას. მარტივად
რომ ვთქვათ, ყველაფერი დაახლოებით ასე გამოიყურება: შეერთებული შტატების
მთავრობა წყვეტს, რომ მას სჭირდება ფული. ის მიმართავს ფედერალურ სარეზერვო
სისტემას და ითხოვს სიტყვაზე 10 მილიარდ დოლარს. პასუხად მოდის, კიბატონო ჩვენ
ვიყიდით თქვენგან 10 მილიარდის ღირებულების სამთავრობო ობლიგაციებს.
მთავრობა იღებს ქაღალდის რამდენიმე ფურცელს, აძლევს ოფიციალურ იერსახეს და
არქმევს მას სახაზინო ობლიგაციას, შემდეგ ის ადგენს ამ ობლიგაციების ღირებულებას,
ჯამში 10 მილიარდ დოლარს და უგზავნის ფედერალურ რეზერვს. სანაცვლოდ,
ფედერალური რეზერვის წარმომადგენლები თავად გამოსცემენ შთამბეჭდავი
დიზაინის ქაღალდებს, რომლებსაც ფედერალური რეზერვის ბანკნოტებს უწოდებენ,
რომლის ერთი პარტიის ღირებულება, ასევე 10 მილიარდი დოლარია. შემდეგ
ფედერალური რეზერვი იღებს ამ ბანკნოტებს და ცვლის ობლიგაციებში, როდესაც
გაცვლა დასრულებულია მთავრობა იღებს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების
ფედერალური რეზერვის ბანკნოტებს და დებს საბანკო ანგარიშზე. ამ ქმდედების
შედეგად ბანკნოტები ხდება გადახდის კანონიერი საშუალება და შეერთებულ შტატებს
10 მილიერდი დოლარი ემატება. რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი მაგალითი
განზოგადოებულია, რადგან, სინამდვილეში, ეს ტრანზაქცია ხდება ელექტრონულად,
ყველანაირი ქაღალდის გამოყენების გარეშე. რეალურად, შეერთებული შტატების
ფულადი მარაგის მხოლოდ 3%-ია წარმოდგენილი, როგორც ფიზიკური ვალუტა,
დანარჩენი 97% არსებითად არსებობს მხოლოდ კომპიუტერში.
ახლა სამთავრობო ობლიგაციებს ენიჭება დავალიანების ინსტრუმენტის ფუნქცია
და როდესაც ფედერალური მათ ყიდულობს ფულით, რომელიც, ფაქტობრივად,
არაფრისგან შექმნა, მთავრობა ფაქტობრივად პირობას დებს, რომ დაუბრუნებს ამ
თანხას ფედერალურ რეზერვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფული შეიქმნა
დავალიანებისგან. ეს არის გამაოგნებელი პარადოქსი იმისა, თუ როგორ შეიძლება
ფულის ღირებულების შექმნა დავალიანებისაგან. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:
მოკლედ, მოხდა გაცვლა და ახლა 10 მილიარდი დოლარი ბანკის ანგარიშზე დევს,
20
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/4/4a/Modern_Money_Mechanics.pdf
25
სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო, რადგან ნაწილობრივი რეზერვების
პრაქტიკაზე დაყრდნობით, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შენატანი
მომენტალურად ხდება ბანკის რეზერვის ნაწილი სწორედ ისე, როგორც ყველა სხვა
შენატანი, ხოლო სარეზერვო მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც
წარმოდგენილია „თანამედროვე ფულად მექანიკაში“, ბანკმა უნდა შეინარჩუნოს
იურიდიულად დადგენილი რეზერვები დეპოზიტების განსხვავებული პროცენტების
თანაბარ შესაბამისობაში. ეს განაცხადი შემდეგ რაოდენობრივად ფორმირდება.
მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნა გარიგების უმეტესი
ანგარიში მიმართ არის 10%.21 ეს ნიშნავს იმას, რომ 10 მილიარდი დოლარის შენატანის
შემთხვევაში ხდება 10% ანუ - 1 მილიარდი დალარი, როგორც სავალდებულო
რეზერვის დაკავება იმ დროს, როდესაც დანარჩენი 9 მილიარდი ითვლება
გადაჭარდებულ რეზერვად. ის ასევე ხდება ახალი სესხების აღების საფუძველი.
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეს 9 მილიარდი არსებული 10 მილიარდის
დეპოზიტიდან მოდის, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის. სინამდვილეში, ეს 9
მილიარდი ჰაერიდან შეიქმნა არსებული შენატანის 10 მილიარდის დამატებით, სწროდ
ასე იზრდება ფულადი მარაგი. როგორც ,,თანამედროვე ფულად მექანიკაშია“ ნათქვამი:
„რა თქმა უნდა, ბანკები არ იხდიან სესხებს ფულისათვის, როდესაც ისინი გასცემენ
სესხებს. ისინი ასევე იღებენ თამასუქებს, სასესხო ხელშეკრულებებს კრედიტების
სანაცვლოდ“.22
სხვაგვარად რომ ვთქვათ, 9 მილიარდი შეიძლება არაფრისგან შეიქმნას მოლოდ
იმიტომ, რომ ასეთი ტიპის სესხზე მოთხოვნაა და არსებობს 10 მილიარდი დოლარი -
დეპოზიტი რეზერვის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ახლა ვივარაუდოთ, რომ ვიღაც შედის ამ ბანკში და სესხულობს ახლად
ხელმისაწვდომ 9 მილიარდ დოლარს. დიდი ალბათობით, ისინი ამ ფულს აიღებენ და
სამუკუთარ საბანკო ანგარიშზე დადებენ. შემდეგ ეს პროცესი მეორედება, რადგან ეს
შენატანი სარეზერვო ბანკის ნაწილი ხდება, ხდება 10%-ის იზოლირება და 9
ლირიარდის 90%, ანუ - 8 მილირდ 100 მილიონი ხელმისაწვდომი ხდება სესხების
გასაცემად. შესაბამისად, შეიძლება მოხდეს ამ 8 მილიარდ 100 მილიონის ხელახალი
გასესხება და ხელახალი დეპონირება, რაც შექმნის დამატებით 7 მილიარდ 200

21
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/4/4a/Modern_Money_Mechanics.pdf (გვ.6 )
22
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/4/4a/Modern_Money_Mechanics.pdf (გვ 6)

26
მილიონს, შემდეგ - 6 მილიარდ 5 მილიონს და შემდეგ - 5 მილირდ 900 მილიონს და ა.შ.
დეპოზიტური ფულის შექმნის ეს სასესხო ტიპი შეიძლება გაგრძელდეს
უსასრულობამდე. გამოდის, რომ საშუალოდ შეიძლება დაახლოებით 90 მილიარდი
დოლარის შექმნა საწყისი 10 მილიარდით. სხვაგვარად, საბანკო სისტემაში ყოველი
დეპოზიტის წარმოშობისას, ჰაერიდან შეიძლება შეიქმნას 9-ჯერ მეტი ფული სრულიად
არაფრისგან.
ახლა, როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, როგორ იქმნება ფული ნაწილობრივი
საზერეზერვო საბანკო სისტემის მიერ, ძალაუნებურად ჩნდება ლოგიკური კითხვა:
მაინც რა ანიჭებს ამ ახლად შექმნილ ფულს ღირებულებას?! პასუხი შემდეგია: ფული,
რომელიც უკვე არსებობს. ახალი ფული ფაქტობრივად იპარავს უკვე არსებული
ფულადი მარაგის ფასეულობას, რადგან საერთო ფულადი ფონდი იზრდება
პროდუქტებსა და მომსახურეობაზე მოთხოვნის მიუხედავად და რადგან მოთხოვნა და
მიწოდება განსხვავდება ერთმანეთისგან ფასები იმატებს, რითაც მცირდება თითოეული
დოლარის მსყიდვლობითი ფასეულობა. როგორც წესი, ამას უწოდებენ ინფლაციას.
ხოლო ინფლაცია იდიაში მოსახლეობის დაფარული გადასახადია.
როდესაც ფული იქმნება არაფრისგან, არ არებობს დანაზოგები, მაგრამ მაინც
არსებობს ე.წ. კაპიტალი. მაშინ როგორ შეიძლება გადაიჭრას ინლაციის პრობლემა,
რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ იზრდება ფულადი მარაგი და იზრდება
ინფლაციაც?! ნათელია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ასე შეიძლებელია, რადგან
ფულადი მასის ზრდის სარეზერვო სისტემა თვისობრივად ინფლაცირებადია, რადგან
ფულადი მასის გაზრდა ეკონომიკაში პროდუქტებისა და მომსახურეობის
პროცედურების გაზრდის გარეშე ყოველთვის მოახდენს ვალუტის გაუფასურებას.
ამასთან თვალი რომ გადავავლოთ დოლარის ისტორიულ ღირებულებას ფულადი
მასის მიმართ, ეს პოზიცია მეტად გამყარდება, რადგან უკუ კავშირი ძალიან ნათელია.
საიდუმლო არ არის, რომ ახლა 1$_ით მიიღებთ უფრო ნაკლებს, ვიდერე 100 წლის
წინ, მაგრამ რამდენად შემცირდა აშშ_ს დოლარის მსყიდველობით უნარი წლების
განმავლობაში? ამის საილუსტრაციოდ შევხედროთ ქვემოთ წარმოდგენილ სურათს,
რომელიც ასახავს 1913 წლის შემდეგ დოლარის ზრდას და ვარდნას.

სურათი № 4 : 1913 წლის შემდეგ დოლარის ზრდა და ვარდნა.

27
წყარო:https://howmuch.net/articles/rise-and-fall-dollar

1913 წლის 1$ უდრის 2007 წლის 21.60$-ს. ფედერალური სარეზერვო სისტემის


ჩამოყალიბების მომენტიდან მონეტის გაუფასურებამდე მიაღწია 96%-ს.23 თუ ეს
სინამდვილე არსებითია და დაუსრულებელი ინფლაცია წარმოუდგენლად და
ეკონომიურად წარუმატებლად გვეჩვენება, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ამ ვყველაფერზე,
რადგან ჩვენი ფინანსური სისტემის ფუნქციონირება სრულიად აფსურდულია, რადგან
ფული ჩვენს ფინანსურ სისტემაში არის ვალი, ხოლო ვალი - ფულია. რაც მეტია ფული
მით მეტია დავალიანება, ხოლო რაც მეტია დავალიანება მით მეტია ფული. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, ყოველი დოლარი თქვენს საფულეში ვიღაცას მიეცა სესხად,რადგან
ფულის შექმნის ერთადერთი საშუალება არის სესხების გაცემა. ქვეყნის ყოველმა
მცხოვრებმა, მათ შორის სახელმწიფომ, რომ შეძლოს საკუთარი დავალიანების გადახდა,
დოლარი საერთდ გაქრება ბრუნვიდან.

,,ჩვენს ფულად სისტემაში დავალიანებები რომ არ ყოფილიყო, მაშინ არანაირი


ფული არ იარსებებდა“
მერინერ ეკლეს - ფედერალური სისტემის მმართველი.
(1936 – 1940) - (1944 – 1951)24

23
დოკუმენტური ფილმი - „ცაიტგაისტი“
24
დოკუმენტური ფილმი - „ცაიტგაისტი“

28
როგორც ზემოთ განვიხილეთ, ფული იქმნება სესხობრივი დავალიანებისგან. ეს
სესხები ეყრდნობა საბანკო რეზერვებს, ხოლო რეზერვები იქმნება ფულადი
შენატანებით. სწორედ ამ ნაწილობრივი რეზერვების მეშვეობით, ნებისმიერი შენატანი
ქმნის ამ შენატანზე 9-ჯერ მეტი ოდენობის ფულს, რომელიც თავის მხრივ აუფასურებს
უკვე არსებულ ფულს და ზრდის ფასებს სახელმწიფოში. იქიდან გამომდინარე, რომ
ყველა ეს ფული შექმნილია დავალიანებისგან და ცირკულირებისგან, მოხდა ხალხის
განცალკევება მათი საწყისი დავალიანებისგან. არსებობს დიბალანსი, როდესაც ხალხი
იძულებულია სამუშაოს გამო კონკრეტული ბრძოლა აწარმოოს იმისათვის, რომ
საკმარისი ოდენობის ფული ამოიღოს ფულადი მარაგიდან და საკუთარი ცხოვრების
ხარჯების დასაფარად.
რაც უნდა დისფუნქციური და რეგრესიული ჩანდეს ეს ყველაფერი, არის კიდევ
ერთი რამ, რაც გამოტოვეთ ამ განტოლებიდან... ეს არის სტრუქტურის ელემენტი,
რომელიც წაროადგენს ამ სისტემის ჭეშმარიტ ბუნებას, ეს არის პროცენტის გამოყენება.
როდესაც სახელმწიფო ფედერალური სარეზერვო ბანკისგან სესხულობს ფულს, ან
ადამიანი იღებს კრედიტს ბანკისგან, სესხი ყოველთვის უნდა დაიფაროს თავდაპირველ
პროცენტთან ერთად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითქმის ყოველი არსებული
დოლარი საბოლოოდ ბანკს პროცეტთან ერთად უნდა დაუბრუნდეს, თუმცა თუ სესხი
გაიცა ცენტრალური ბანკის მიერ და გამრავლდა კომერციული ბანკისმიერი კრედიტით,
მხოლოდ ის იქმნება ფულად მარაგში, რასაც ეწოდება ვალის ძირითადი თანხა.
ამგვარად, სად მიდის ეს თანხა,რომელიც ფარავს ყველა ჯამურ პროცენტს?! - არსად! ის
არ არსებობს! ამ ყველაფრის შედეგი შემაძრწუნებელია, რადგან ფულის ის ოდენობა,
რომელიც გვმართებს ბანკისადმი ყოველთვის ცირკულაციაშია და არსებულ ფულზე
მეტი იქნება. აი რატომ არის მუდმივი ინფლაცია ეკონომიკაში, რადგან ყოველთვის
საჭიროა ახალი ფული იმისათვის, რომ დაიფაროს სისტემაში ჩაშენებული
დაუსრულებელი დეფიციტი, რომელიც წარმოიშვება პროცენტის დაფარვის
აუცილებლობისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათემატიკური დეფოლტები და ბანკროტები
ასევე ჩაშენებულია სისტემაში და ყოველთვის იქნება ჩვენს საზოგადოებაში ღარიბი
ხალხი, რომლებსაც უსამართლოდ ექცევიან. ანალოგიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ
თამაში ,,მუსიკალური სკამები“, როდესაც მუსიკა ჩერდება ვიღაც ყოველთვის წაგებული
რჩება და საქმეც ამაშია.

29
ყველა შემთხვევაში, ადამიანის კუთვნილებაში არსებული ფულადი მარაგი
ბანკებს გადაეცემათ, რადგან თუ თქვენ არ გაქვთ იპოთეკის თანხის გადახდის უნარი,
ბანკები ჩამოგართმევენ თქვენს საკუთრებას. ეს განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია,
როდესაც ხვდები, რომ ასეთი დეფოლტი არათუ გარდაუალია ნაწილობრივი
სარეზერვო სისტემის მეთოდის წყალობით, არამედ იმის გამოც, რომ ფული, რომელიც
გასცა ბანკმა თქვენთვის, იურიდიულად არც კი არსებობდა.
1969 წელს, მინესოტაში, მიმდინარეობა სასამართლო გარჩევა, რომელიც
უკავშირდებოდა ჯერონ დეილის, რომელიც ასაჩივრებდა თავისი სახლის გამოსყიდვას
ბანკის მიერ, რომელმაც გასცა კრედიტი მისი შესყიდვისათვის. მისი არგუმენტი
მდგომარეობა იმაში, რომ იპოთეკური ხელშეკრულება ორივე მხარეს, მას და ბანკს,
ავალდებულებდა, გასაცვლელად მოეტანათ ქონების კანონიერი ფორმა. იურიდიულ
ენაზე ამას ეწოდება შემხვედრი დაკმაყოფილება. ბატონი დეილი განმარტავდა, რომ
ფულის სინამდვილეში არ წარმოადგენდა ბანკის საკუთრებას, რადგან ის არაფრისგან
შეიქმნა, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა საკრედიტო ხელშეკრულებას. როგორც
„თანამედროვე ფულად მექანიკაში“ ეწერა სესხებთან დაკავშირებით, რა ხდება მაშინ,
როდესაც გაიცემა სესხები? კრედიტის სანაცვლოდ ჩვენ ვიღებთ სასესხო
ვალდებულებებს, „რეზერვები უცვლელი რჩება სასესხო გარიგების შემთხვევაში,
მაგრამ დეპოზიტური კრედიტები ქმნიან საბანკო სისტემაში არსებული ფულადი
შენატანების ახალ დანამატებს“.25 სხვა სიტყვებით, ფული არ წარმოიშობა არსებული
აქტივების საფუძველზე, ბანკი უბრალოდ ქმნის მათ ისე, რომ არ შეაქვს მათ
ღირებულებაში, გარდა ქაღალდზე გაფორმებული თეორიული სასეხო
ვალდებულებისა. გარჩევის პროცესში, ბანკის პრეზიდენტი, ბატონი მორგანი, წარსდგა
სასამართლოს წინაშე. მოსამართლის პირად ჩანაწერებში ნახსენებია, რომ ბანკის
პრეზიდენტმა აღიარა, რომ ფედერალურ სარეზერვო ბანკთან ერთად მან შექმნა ფული
და კრედიტი საკუთ საბუღალტრო წიგნში გაკეთებული საბუღალტრო ჩანაწერზე
დაყრდნობით. ფული და კრედიტი გაჩნდა მაშინ,როდესაც მათ ისინი შექმნეს. ბატონმა
მორგნმა აღიარა, რომ არ არსებობდა შეერთებული შტატების არანაირი კანონი ან
მდგომარეობა, რომელიც მას ამ უფლებას აძლევდა. კანონიერი შემხვედრით
დაკმაყოფილება უნდა არსებობდეს და მოქმედებდეს ბანკროტის მხარდასაჭერად.
ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ კანონიერი შემხვედრით დაკმაყოფილება არ
25
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/4/4a/Modern_Money_Mechanics.pdf (გვ.6)
30
მომხდარა. მორგანმა ასევე დააყოლა: „მხოლოდ ღმერთს შეუძლია შექმნას რაიმე
ღირებული არაფრისგან“. ამ აღიარების საფუძველზე, სასამართლომ უარყო ბანკის
მოთხოვნა და დეილიმ შეძლო სახლის შენარჩუნება. 26 სასამართლოს ამ
გადაწყვეტილების შედეგი ძალიან დიდია, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ
ფულს სესხულობთ ბანკისგან, იქნება ეს იპოთეკური სესხი თუ საკრედიტო
დავალიანება, ფული, რომელიც თქვენთვის გაიცემა არათუ ყალბია, არამედ ეს არის
შემხვედრი დაკმაყოფილების არაკანონიერი ფორმა. შესაბამისად ეს ხელშეკრულებას
აბათილებს, რადგან ბანკს არც არასდროს ჰქონია ფული პირად საკუთრებაში.
სამწუხაროდ, მსგავსი იურიდიული ფაქტები იმალება და იგნორირდება და ფულის
მუდმივი ტრანზაქციები და მუდმივი დავალიანების თამაში გრძელდება.
ნაწილობითი რეზერვების პოლიტიკა, რომელიც შეიქმნა ფედერალური
სარეზერვო სისტემის მიერ, რომელმაც მოიპოვა საკუთარი გავლენა მსოფლიოს უმეტეს
ბანკზე, ფაქტობრივად წარმოადგენს თანამედროვე მონობის სისტემას. ფული იქმნება
ვალისგან. რას აკათებენ ადამიანები, როდესაც ვალი აქვთ? - ისინი იწყებენ მუშაობას
იმისათვის, რომ მოახერხონ ვალის დაფარვა, მაგრამ თუ კი ფულის შექმნა მხოლოდ
სესხისგან შეიძლება, როგორ შეძლებს საზოგადოება ვალებისგან სრულიად
გათავისუფლებას?! - ვერანაირად! მთელი საქმეც ამაშია...
საკუთრების დაკარგვის შიში დაუსრულებელი ვალების და ინფლაციის
კონტროლის ძალისხმევასთან ერთად, რომელიც ჩაშენებულია სისტემაში, რომელიც
დამძიმებულია გარდამავალი დეფიციტის თვითონ ფულად მარაგში, რომელიც
შექმნილია პროცენტებით, რომელთა გადახდაც ვერასდროს მოხდება, რომელიც
აკონტროლებს დაქირავებულ მუშახელს და მილიონობით სხვა ადამიანს ბორბალში
მორბენალი ზაზუნასავით, ფაქტობრივად კვებავს იმპერიას, რომელიც მომგებიანია
მხოლოდ პირამიდის თავში მდგომი ელიტისათვის. საბოლოო ჯამში ვისზე ვმუშაობთ
სინამდვილეში?! - ბანკებზე! ფული იქმნება ბანკებში და აუცილებლად უბრუნდება მათ.
ისინი არიან ჭეშმარიტი ბატონები ყველა იმ კორპორაციებთან და სახელმწიფოებთან
ერთად, რომლებიც მათ მხარს უჭერენ. ფიზიკური მონობა გულისხმობს, რომ
ადამიანებს ჰქონდეთ საცხოვრებელი და საკვეთი, ხოლო ეკონომიკური მონობა
გულისხმობს, რომ ადამიანები თავად მოიპოვებდნენ საცხოვრებელსა საკვებს. ეს ერთ-
ერთი გენიალური სოციალური მანიპულაციის აფიორაა რაც კი შექმნილა ოდესმე.
26
დოკუმენტური ფილმი - „ცაიტგაისტი“

31
თავისი არსით ის უხილავი ომია მოსახლეობის წინააღმდეგ. ვალი არის იარაღი,
რომელიც გამოიყენება საზოგადოების დასაპყრობად და დასამონებლად, ხოლო
პროცენტები კი მთავარი იარაღია და სანამ უმრავლესობა ცხოვრობს ისე, რომ არ აქცევს
ამ რეალობს ყურადღებას, ბანკები სახელმწიფოებთან და კორპორაციებთან ერთად
აგრძელებენ ეკონომიური საომარი აქტიობების განვითარების ტაქტიკის სრულყოფას
და გაფართოებას. მაგალითად: მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

დასკვნა
საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ვკითხულობთ
სახელმძღვანელოებში, რომელი ინფორმაციითაც ამთვრებენ სასწავლებლებს
სტუდენტები, არის მცდარი...
ზემოთ განხილული თითოეული მაგალითი ნათელს ფენს იმ ფაქტს, რომ 1)
ბანკები არ ასრულებენ უბრალოდ შუამავლის ფუნქციას დამზოგველებსა და
მსესხებლებს შორის, როგორც ამას სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ. 2) ისინი არ
გასცემენ კრედიტებს მხოლოდ ბიზნეს-პროექტებში ინვესტირების მიზნით.
ბანკები თვითონაც ქმნიან და ანაწილებენ ფულს დაკრედიტების პროცესში.
საწარმო ინვესტიციებისთვის ბანკები გასცემენ კრედიტის მხოლოდ უმნიშვნელო
ნაწილს. კრედიტის დიდი ნაწილი გაიცემა უძრავი ქონების შეძენის მიზნით, რათა
მოხდეს სპეკულაციებისა და მოხმარების დაფინანსება. უნდა აღინიშნოს, რომ
საქმიანობის ის გზა, რომელსაც ეწევა მსოფლიოში არსებული ბანკების უდიდესი
ნაწილი, მომგებიანია მხოლოდ და მხოლოდ მათთვის და არა საზოგადოებისთვის.

32
,,რიგით მოქალაქეებს ალბათ არ მოეწონებათ, თუ მათ ეტყვიან, რომ ბანკებს
შეუძლიათ ფულის შექმნა და ქმნიან ფულს... და ისინი, ვინც აკონტროლებს ერის
ფულს, მართავენ მთავრობის პოლიტიკას და ხელში უჭირავთ ადამიანების ბედი“
რეჯინალდ მაკკენა - ინგლისის მიდლენდის ბანკის საბჭოს ყოფილი
თავჯდომარე.

დღესდღეობით, ის ფულად-საკრედიტო მოდელი, რომლითაც ფუნქციონირებს


საქართველოში არსებული ბანკები, მთლიანად იზიარებს დასავლური ფულად-
საკრედიტო მოდელის პრინციპებს და, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ატარებს იმავე
პრინციპებზე დაფუძვნებულ მონეტარულ პოლიტიკას. ამის გათვალისწინებით,
შეიძლება ითქვას, რომ წარმოიშვა მსგავსი ფინანსური დესტაბილიზაციის რისკები და
პრობლემები. სამწუხაროდ, თუ გადავხედავთ ქვეყანაში არსებულ რეალობას, უნდა
ითქვას, რომ უმეტესი ნაწილი პოლიტიკოსების, მეცნიერების, ეკონომისტებისა და
ზოგადად მოსახლეობის ვერ აცნობიერებს ამას...
განათლებაში არსებული ეს აბსურდული სიტუაცია შეუძლებია მივაწეროთ
შემთხვევითობას... ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ მიმდინარეობს საქართველოში
არარეალური ,,ეკონომიკის“ სწავლა? მთავარ მიზეზად ითქმება ის, რომ - მთელს
მსოფლიოში ასეა...
დროა გავიღვიძოთ! ძალაუფლების მქონე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ,რომ
ჩვენ მუდმივად სწორ გზას ვიყვნეთ აცდენილნი და ჩვენი მანიპულირება მოხდეს.
მოსახლეობის უმეტესობის მიერ რეალობის აღქმა, მითუმეტეს ეკონომიკურ არენაზე, არ
არის ნამდვილად მათი პირადი აღქმა, ამ რეალობის აღქმას მათ სხვები უნერგავენ
მოსახლეობის მიერ ამის გაცნობიერების გარეშე.
თაობაზე გამავალი შიშით,დაყოფით, საზოგადოების სოციალურმა მანიპულაციამ
ადამიენები სრულიად განაცალკევა ძალაუფლებისა და რეალობის შეგრძნებისგან. ეს
პროცესი უკვე რამდენიმე საუკუნეა მიმდინარეობს თუ არა ათასწლეული. რელიგია,
პატრიოტიზმი, რასა, სიმდიდრე, მოდა და ყველა სახის თვითნებური ფორმა, რომელიც
ადამიანებს აცალკევებდა, ემსახურებოდა კონტროლირებადი მოსახლეობის შექმნას.
მცირეოდენი ადამიანების ხელში უკიდურესად დამყოლებად ყოფნისათვის. ,,დაყავი
და იბატონე“ არის დევიზი იქამდე, სანამ ადამიანები საკუთარ თავს დანარჩენისგან
33
განცალკევებულად დაინახავენ, ამით მათ საკუთარი თავი შეთავაზებული ექნებათ
სრული დამონებისთვის! ეს კულისებში მყოფმა კაცებმა კარგად იციან და ისიც იციან,
რომ როგორც კი ადამიანები სიმართლეს გაიგებენ თავიაანთი ადგილის შესახებ ამ
სამყაროში და იმ ძალის შესახებ, რომელიც ყველა პიროვნებას ეძლევა სამყაროს
შესაცვლელად, მთელი წარმოებული დროის სული, რომლებზეც ისინი ლოცულობენ
ბანქოს სახლივით დაიშლება!

,,ჩვენი ინდუსტრიული სახელმწიფო კრედიტების სისტემით იმართება და ჩვენი


საკრედიტო სისტემა კერძო პიროვნებების ხელშია. ჩვენი სახელმწიფოს ზრდა და ყველა
ჩვენი აქტივობა მცირეოდენი ადამიანების ხელშია, რომელებიც თავიანთი საქმიანობით
ანადგურებენ ჩვენს ჭეშმარიტ ეკონომიკურ თავისუფლებას. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე
ცუდად მართული, ერთ-ერთი მთლიანად კონტროლირებადი და დამოკიდებული
მთავრობა გავხდით ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ აღარ ვართ თავისუფალი აზრის
მქონე მთავრობა, აღარ ვართ უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობა. ჩვენ ახლა
მცირეოდენი, გაბატონებული აზრის მქონე კაცების მიერ დატუსაღებული მთავრობა
ვართ.“

ტომას ვუდრო უილსონი - აშშ_ს 28_ე პრეზიდენტი. (1913 - 1921)27

,,აქ მსოფლიო საბანკო სისტემა იწყობა სუპერ სახელმწიფოში, რომელსაც


საერთაშორისო ბანკირები აკონტროლებენ... ერთად მუშაობენ, რომ დაამონონ მთელი
სამყარო თავიანთი სიამოვნებისთვის. ბანკებმა მთავრობის უზულპირება მოახდინეს.“

კონგრესმენი - ლუი ტომას მაკფადენი. (1876 – 1936)28

27
დოკუმენტური ფილმი - „ცაიტგაისტი“
28
დოკუმენტური ფილმი - „ცაიტგაისტი“

34
გამოყენებული ლიტერატურა
1) მოსიაშვილი ვ. ლომიძე ფ. ქოქოსაძე ფ. საბანკო საქმე. (ლექციების კურსი).
თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს მიერ რეკომენდირებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ (ოქმი №6. 06. 07.
2009წ.) თბილისი 2009. (თავი I)
2) მოსიაშვილი ვ. ლომიძე ფ. ქოქოსაძე ფ. საბანკო საქმე. (ლექციების კურსი).
თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს მიერ რეკომენდირებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ (ოქმი №6. 06. 07.
2009წ.) თბილისი 2009. (თავი მე-5 გვერდი 42-48)
3) მოსიაშვილი ვ. ლომიძე ფ. ქოქოსაძე ფ. საბანკო საქმე. (ლექციების კურსი).
თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს მიერ რეკომენდირებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ (ოქმი №6. 06. 07.
2009წ.) თბილისი 2009. (თავი მე-6 გვერდი 54)
4) ლეიაშვილი პ. ფული, კრედიტი და ბანკები: ილუზია და რეალობა. სოციალური
და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი. გამომცემლობა „სიახლე“. თბილისი,
2017.( გვ 17.)

35
5) ლეიაშვილი პ. ფული, კრედიტი და ბანკები: ილუზია და რეალობა. სოციალური
და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი. გამომცემლობა „სიახლე“. თბილისი,
2017. (გვ 21.)
6) ლეიაშვილი პ. საბანკო საქმის ,,მისტერია“, რის შესახებაც არ იწერება
სახელმძღვანელოებში. სოციალური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი.
თბილისი, 2017. (გვ 6-7)
7) ლეიაშვილი პ. ფული, კრედიტი და ბანკები: ილუზია და რეალობა. სოციალური
და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი. გამომცემლობა „სიახლე“. თბილისი,
2017.( გვ 24.)
8) ლეიაშვილი პ. ფული, კრედიტი და ბანკები: ილუზია და რეალობა. სოციალური
და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი. გამომცემლობა „სიახლე“. თბილისი,
2017. (გვ 87-89.)
9) კაკულია მ. „რა არის ბანკი?“, ჟურნალი ჩემი სამყარო 2014 წელი
https://www.gfsis.org/files/my-world/5/bank.pdf
10) დოკუმენტური ფილმი - „ცაიტგაისტი“
11) პუბლიკაცია Modern Money Mechanics,
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/4/4a/Modern_Money_Mechanics.pdf

12) საქართველოს ეროვნული ბანკი, 2019 წლის ანგარიში,


https://www.nbg.gov.ge/index.php?m=348
13) ვებგვერდი financer.com, ფულის ევოლუცია - თანამედროვე ფული და მონეტები,
2017 წელი https://financer.com/ge/piradi-finansebi/fuli-da-monetebi/
14) ვებგვერდი momo.ge, „ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები“ 2017
წელი https://mome.ge/blog/1070--.html

15) ვებგვერდი „თემურ ქიქავა“, https://temurkikava.wordpress.com/2013/03/08


16) ვიდეო რგოლი - „როგორ იქმნება ფული: ბანკები“
https://www.youtube.com/watch?v=LC5irKLTPTs&t=13s
17) ვებგვერდი howmuch.net, Visualizing the Purchasing Power of the Dollar Over the Last
Century https://howmuch.net/articles/rise-and-fall-dollar

36

You might also like