You are on page 1of 2

კომპლექსური დავალების ბარათი

კლასი: VIII
საგანი: მუსიკა
კომპლექსური დავალების შესრულების ვადა: 1 კვირა
თემა/თემები: ხილული და უხილავი მუსიკაში, დეკლამაციის დიდოსტატები
სამიზნე ცნება/ცნებები: რიტმი , მელოდია , ჰარმონია , ჟანრი, ფორმა
მკვიდრი წარმოდგენები: მუსიკის საშუალებით ხილულისა და უხილავის გადმოცემა
შეიძლება ;
ხილულის და უხილავის ამოცნობა მუსიკაში გამოყენებული სიტყვის და მუსიკის
გამომსახველობითი ხერხების ურთიერთკავშირის მიხედვით შეიძლება;
სიტყვისა და მუსიკის გამომსახველობითი ხერხების ურთიერთკავშირი ყველაზე
ნათლად დეკლამაციის ნაირსახეობაში იჩენს თავს;

შედეგები: მიმართულება: მუსიკის აღქმა კონტექსტში-მუს. საბ. 4.


მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა- მუს. საბ. 1, 2.
ძირითადი საკითხები: .სიტყვა და ინტონაცია დეკლამაციაში ხილული და უხილავის
გადმოცემაში;
.დეკლამაცია და მელოდეკლამაცია როგორც მუსიკის ერთ-ერთი
გამომსახველობითი ხერხი ხილულისა და უხილავის გადმოცემაში;
.დეკლამაციის ნაირსახეობები ხილულში და უხილავის გადმოცემაში ოპერასა
და სხვა ვოკალურ ჟანრებში;
.რეჩიტატივი , როგორცხილულისა და უხილავის გამომსახველობითი ხერხი.
საკვანძო შეკითხვები: 1) როგორ მიიღწევა დეკლამაციაში ხილული და უხილავი?
2)როგორ ამოვიცნოთ ის მხატვრული ხერხები, რომლითაც
მიიღწევა ხილული და უხილავი დეკლამაციაში?
3)რა მხატვრული ხერხების გამოყენებაა საკმარისი მხატვრული
კითხვის დროს ხილულის და უხილავის გადმოცემაში?

კომპლექსური დავალების პირობა : შეთავაზებული სპექტაკლიდან


(რობერტ სტურუა „ კავკასიური ცარცის წრე“) ნაწყვეტის (ორი აზდაკი:
რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი მანჯგალაძე) საფუძველზე იმსჯელე სიტყვისა
და ინტონაციის როლზე ხილულისა და უხილავის გადმოცემაში.
დაწერეთ ესე:

შეფასების კრიტერიუმები : დავალების შესრულებისას ანალიზის


, მსჯელობისა და დასკვნის გაკეთების უნარების გამოვლენა
1)განმარტავს , რა როლს თამაშობს დეკლამაციის ნაირსახეობები
ხილულისა და უხილავის გადმოცემაში - 3 ქ
2)მოჰყავს არგუმენტები, აღწერს პერსონაჟის ფსიქოლოგიურ
პორტრეტს - 3 ქ
3) დამოუკიდებლად გამოაქვს დასკვნა - 4 ქ

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისათვის: ნახეთ და ყურადღებით მოუსმინეთ


სპექტაკლს „კავკასიური ცარცის წრე“, ასევე მოუსმინეთ ნაწყვეტს ამავე სპექტაკლიდან
ორი აზდაკი, რომელსაც ასრულებენ რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი მანჯგალაძე,
კარგად გაიაზრეთ ის კითხვები, რომლებიც მოცემულია სახელმძღვანელოში და ეხება
თემას . სასურველია ცალ-ცალკე დაახასიათოდ პერსონაჟების ფსიქოლოგიური
პორტრეტი და შემდეგ გააკეთოთ დასკვნა (გისურვებ წარმატებას).

You might also like