You are on page 1of 4

კომპლექსური დავალების ბარათი

სკოლა-----------190 საჯარო

პედაგოგი-----კარიჭაშვილი ლიანა

საგანი---------მუსიკა

კლასი--------VII3

თემატური ბლოკი: მუსიკა სამყაროში და სამყარო მუსიკაში

თემა: ბუნება და ტექნიკა მუსიკაში

ცნებები: მელოდია, რიტმი და მეტრი, ჰარმონია,

მკვიდრი წარმოდგენები მუსიკის საშუალებით ბუნებრივი და მექანიკური სამყაროს გადმოცემა


შეიძლება; მექანიკური და ბუნებრივი სამყაროს ამოცნობა მუსიკაში გამოყენებული რიტმული
და ჰარმონიული ხერხების მიხედვით შეიძლება; მექანიკური და ბუნებრივი სამყაროს
გადმომცემ მუსიკას სხვადასხვა ემოციური განწყობის გამოწვევა შეუძლია; მექანიკური
სამყაროს გადმოსაცემად იგონებდნენ და მუსიკალურ ნაწარმოებებში იყენებდნენ ახალ
ინსტრუმენტებს („მარტენის ტალღები“, ელექტრო-ორგანი, სინთეზატორი და სხვ.).

საკვანძო შეკითხვები

 როგორ გადმოსცემენ კომპოზიტორები ბუნებრივ და მექანიკურ სამყაროს მუსიკის


საშუალებით?
 როგორ შევარჩიო შესაბამისი რიტმი, ჰარმონია, ფორმა ბუნებრივი ან მექანიკური
სამყაროს გადმოსაცემად?
 რა ჟღერადობა გამოვიყენო ბუნებრივი ან მექანიკური სამყაროს გადმოსაცემად?

ჩატარებულია ორი გაკვეთილი შემდეგი აქტივობებით:


პირველი გაკვეთილი
 განმარტება რას ნიშნავს ბუნებრივი და რას-მექანიკური, რომელსაც
მოსწავლეების დახმარებით ვხსნით
მუსიკის მოსმენა:
ონეგერი ---„პაციფიკ 231“
შეკითხვები:
 მოსმენილი ნაწარმოები ბუნებრივია თუ მექანიკური? რატომ ფიქრობთ ასე?
 დააკვირდით მუსიკის მელოდიას, როგორ ჟღერს იგი: მღერადი, აშკარად
გამოკვეთილი, თითქმის არ ისმის, თუ სხვა?
 ახლა დააკვირდით რიტმს. როგორ ჟღერს თანაბრად, აჩქარებით, გამოკვეთილად
მუდმივად მეორდება ერთიდაიმავე ფრაზა თუ სხვა?
 ოსტინატოს განმარტება
 როგორ ფიქრობთ რომელი საგანია აღწერილი და რატომ ფიქრობთ ასე?
 რომელი საკრავების ჟღერადობით გადმოსცა კომპოზიტორმა მძიმე მატარებელი?
 მუსიკის რომელ გამომსახველ საშუალებას იყენებს კომპოზიტორი, მელოდიას
თუ რიტმს?
მუსიკის მოსმენა : ფერენც ლისტი - „ვილა დ,ესტეს შადრევნები“
შეკითხვები:
 მოსმენილი ნაწარმოები ბუნებრივია თუ მექანიკური? რატომ ფიქრობთ ასე?
 დააკვირდით მუსიკის მელოდიას, როგორ ჟღერს იგი: მღერადი, აშკარად
გამოკვეთილი, თითქმის არ ისმის, თუ სხვა?
 ახლა დააკვირდით რიტმს. როგორ ჟღერს თანაბრად, აჩქარებით, გამოკვეთილად
მუდმივად მეორდება ერთიდაიმავე ფრაზა თუ სხვა?
 რომელი ბუნებრივი მოვლენა აღწერა კომპოზიტორმა და მუსიკის რომელ
გამომსახველ საშუალებას იყენებს კომპოზიტორი, მელოდიას თუ რიტმს?
 როგორ აღწევს კომპოზიტორი წყლის მოძრაობის გადმოცემას?

მეორე გაკვეთილი
მოსწავლეებს განემარტებათ, რომ ყოველი ნაწარმოების მოსმენის დროს უნდა
შეავსონ ცხრილი
შევახსენებ რა არის ჰარმონია

მელოდია

რიტმი

ჰარმონია

მუსიკის მოსმენა: ალექსანდრე ბუკია „დაუპატიჟებელი სტუმრები“ უვერტურა

შეკითხვები
 მოსმენილი ნაწარმოები ბუნებრივია თუ მექანიკური? რატომ ფიქრობთ ასე?
 დააკვირდით მუსიკის მელოდიას, როგორ ჟღერს იგი: მღერადი, აშკარად
გამოკვეთილი, თითქმის არ ისმის, თუ სხვა?
 ახლა დააკვირდით რიტმს. როგორ ჟღერს თანაბრად, აჩქარებით, გამოკვეთილად
მუდმივად მეორდება ერთიდაიმავე ფრაზა თუ სხვა?
 რომელი ბუნებრივი მოვლენა აღწერა კომპოზიტორმა და მუსიკის რომელ
გამომსახველ საშუალებას იყენებს კომპოზიტორი, მელოდიას თუ რიტმს?
 როგორ აღწევს კომპოზიტორი ტყის ხმაურის, ჩიტების ჭიკჭიკის და მზის
ამოსვლის გადმოცემას?
 ამოირჩიეთ რამდენიმე და შეავსეთ ორივე ცხრილი შემდეგი ეპითეტების
გამოყენებით: მსუბუქი, ნათელი, მძიმე, ოსტინატო, მღერადი, უხეში , მოძრავი,
დისონანსი, კოსონანსი, მუსიკალური ფიგურები, ერთფეროვანი, მსუბუქი.....

მუსიკის მოსმენა: ზადერაცკი „ქარხანა“


მუსიკის მოსმენის შემდეგ

შეკითხვები

 მოსმენილი ნაწარმოები ბუნებრივია თუ მექანიკური? რატომ ფიქრობთ ასე?


პასუხების შემდეგ მოსწავლეები უყურებენ ფრაგმენტს ჩარლი ჩაპლინის
ფილმიდან“ქარხანა
 გვანან თუ არა ნანახი ფრაგმენტი და მოსმენილი ნაწარმოები ერთმანეთს. რატომ
ფიქრობთ ასე?
 როგორ ჟღერს მელოდია?
 მუსიკის რომელ გამომსახველ საშუალებას იყენებს კომპოზიტორი, მელოდიას
თუ რიტმს? თქვენი აზრით რატომ?

მელოდია

რიტმი

ჰარმონია

მესამე გაკვეთილის აქტივობების შემდეგ ჩატარდება კომპლექსური სამუშაო

 მკვიდრი წარმოდგენები:
 მუსიკის მეშვეობით შეიძლება ბუნებრივი და მექანიკური  სამყაროს აღწერა. 
 სამყაროში არსებობს ბუნებრივი (ბუნებაში არსებული , აკუსტიკური) )ხმები 
 მუსიკაში ბუნებრივი და მექანიკური ჟღერადობის მიღწევა შეიძლება რიტმის,
ჰარმონიის, მელოდიის საშუალებით

კომპლექსური დავალება:   
მოისმინეთ :
 ვილა-ლობოსი „კომბოსტოს მზიდავი პატარა მატარებელი“
 ანტონიო ვივალდი „ზამთარი“
 ედვარდ გრიგი- „დილა“ („პერ გიუნტი“)
1.როგორ გადმოიცემა მუსიკაში ბუნებრივი და მექანიკური ჟღერადობა? 
 2.როგორ შეიძლება ამოვიცნოთ  მუსიკაში ბუნებრივი და მექანიკური ჟღერადობა?  
3. როგორ შეიძლება გამოვიყენო მუსიკის გამომსახველობითი ხერხები  ბუნებრივი
და მექანიკური ჟღერადობის მისაღწევად ? 
 
პირობა:  გაწერეთ სცენარი პრეზენტაციისთვის და  წარუდგინეთ კლასს ეს ნაწარმოები. 
პრეზენტაციაში  ხაზგასმით წარმოაჩინე: 
 
 რა ჟღერადობას აღწევენ  კომპოზიტორები მოცემულ მუსიკალურ ფრაგმენტებში 
 
 რა მუსიკალური ხერხებით აღწევენ კომპოზიტორები ამ ჟღერადობას 
 
 რა განწყობას იწვევს თქვენში ეს ფრაგმენტები და რატომ?  
 
 რომელი მუსიკალური ხერხები იჩენს ყველაზე მკაფიოდ თავს თითოეულ  მუსიკალურ
ფრაგმენტში ? 
 
 რომელი ნაწარმოებები მოგწონთ და რატომ? 
 
 რომელი აქტივობები დაგეხმარათ ამ დავალების შესრულებაში? 
 
 რას შეცვლიდი/რას დაუმატებდი თავიდან, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო გქონდეს
შესასრულებელი

შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:

 მუსიკალური ნაწარმოების ჰარმონიაზე, რიტმსა და მელოდიაზე


დაკვირვებით მსჯელობა, როგორ ახერხებს კომპოზიტორი ბუნებრივი და
მექანიკური სამყაროს გადმოცემას ;
 სათანადო რიტმის, ჰარმონიის და მელოდიის გამოყენებით ბუნებრივი
თუ მექანიკური სამყაროს შესახებ საკუთარი წარმოდგენების გადმოცემა

You might also like