You are on page 1of 2

Ქეით ელბოუ მის სტატიაში “ერთბაშად სწავლის საშიშროებანი” საუბრობს საფრთხეებზე ,

რაც შეიძლება გამოიწვიოს გამოცდის წინა ღამით სწავლამ, თუ რამდენად ზიანის მომტანი
თუ სასარგებლოა ასეთი ქცევა და იმ პრეპარატების საფრთხეებზე რასაც სტუდენტები
იყენებენ სიფხიზლის შესანარჩუნებლად და მათი კოგნიტური პროცესების
გასაუმჯობესებლად.

Ავტორი სტატიაში საუბრობს კერძოდ ორ პრეპარატზე, ყავა და ამფეტამინი . Ეს


პრეპარატები მიეკუთვნებიან სტიმულატორებს. Სტიმულატორია ნივთიერება რომელიც
ააქტიურებს, ზრდის ან აძლიერებს ნერვული უჯრედების მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ
სისტემაში. Ქეით ელბოუ აღნიშნავს, რომ სტუდენტები ხშირად იღებენ ამ პრეპარატებს
ძილის პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა არ აქვთ გაცნობიერებული ის გვერდითი
უკუჩვენებები რასაც პრეპარატები იწვევენ. Მაგალითად , ყავის დიდი დოზით
მოხმარებისას ჩვენ ნამდვილად არ ჩაგვეძინება, თუმცა შეიძლება ისეთი სიმპტომები
გამოვლინდეს როგორიცაა შფოთვა, თავის ტკივილი, პანიკური მდგომარეობა, რაც
თავისთავად სწავლის პროცესში არათუ დაგვეხმარება პირიქით , ხელს შეგვიშლის .
Ავტორი გვაფრთხილებს ამფეტამინის საშიშროებაზეც, რომ მისი დიდი რაოდენობით
მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაცია და პარანოია. Სტატიაში აგრეთვე
ვკითხულობთ რომ ადამიანები, რომლებიც ამ პრეპარატებს მოიხმარენ უჩივიან REM
ძილის დისფუნქციას და მასთან დაკავშირებულ კოშმარებს.

Ქეით ელბოუს სტატიაში განხილულია კიდევ ერთი პრობლება, სტრესისგან გამოწვეული


უძილობა გამოცდის წინა ღამით. Სტრესი ხშირად ინსომნიას წარმოშობს , ის უბიძგებს
რეტიკულარული აქტივობის სისტემას - ტვინის იმ სტრუქტურას რომელიც პასუხს აგებს
სიფხიზლეზე, ფხიზლად იყოს ძალიან დიდხანს, რაც ხელს უშლის ძილის გამომწვევ
მექანიზმეს გააკეთონ თავიანთი საქმე. Სტატიიდან ვგებულობთ, რომ ექსპერტების აზრით
ამ დროს საუკეთესო გამოსავალი რელაქსაციაა მაგალითად ტელევიზორის ყურება ან
ჭამა, იქამდე სანამ არ დაიღლებით და ჩაგეძინებათ. Აქვე , ნათქვამია , რომ ჯანმრთელ
ადამიანს შეუძლია 1 კვირა არ დაიძინოს ყოველგვარი გართულებების გარეშე და 48
საათიანი ძილის დეპრივაციის აღდგენა ერთი ღამის მოსვენებითაა შესაძლებელი .

Სტატიაში განხილული საკითხებიდან ზოგიერთი ზუსტად აღწერს რეალობას, ზოგიც კი


სრულად მცდარია ან ნაწილობრივ, მხოლო ერთი მხრიდან დანახული. Მაგალითად
ამფეტამინი, რომელიც, B-კლასის ნარკოტიკულ ნივთიერებაა, დიდ საშიშროებას
წარმოადგენს საკუთარი და გარშემომყოფთა სიცოცხლისთვის და მწვავე
დამოკიდებულებას იწვევს, თითქოს ყავასთანაა გაიგივებული. Სტატიაში ნათქვამია რომ
ამფეტამინი ყავაზე მეტად საშიშია, მაგრამ არ არის ახსნილი ის რისკები , რომელიც
ფატალურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

Მცდარია ის მოსაზრებაც, თითქოს ადამიანს 1 კვირა შეეძლოს არ დაიძინოს ყოველგვარი


გართულების გარეშე. Უძილობის 24-მა საათმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები
: გაღიზიანება, ბრაზი, დაღლილობა, კანკალი, სტრესის მომატებული რისკი. 36 საათის
შემდეგ სიმპტომპები მძაფრდება, მეხსიერება ირღვევა , ახალი ინფორმაციის სწავლა
რთულდება, გადაწყვეტილების მიღება ჭირს, შენელებულია რეაქციის სისწრაფე ,
ადამიანებს საქციელებიც კი ეცვლებათ. 72 საათის უძილობის შემდეგ ფიქრიც კი
გირთულდებათ, დარღვეულია აღქმის უნარი და ჰალუცინაციებიც უფრო კომპლექსური
ხდება. Ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადამიანს არ შეუძლია 1 კვირა ფხიზლად იყოს.
Ასევე მცდარია მოსაზრება რომ 48 საათიანი ძილის დეპრივაციის აღდგენა ერთი კარგი
გამოძინებითაა შესაძლებელი. Თქვენთვის აუცილებელი ღამის ძილის დროის მხოლოდ 1
საათით შემცირების დროსაც კი რამდენიმე დღეა საჭირო ჩვეულ რეჟიმში
დასაბრუნებლად.

Მართალია გამოცდის წინა ღამით თუ ვერ იძინებთ საუკეთესო საშუალება მართლაც


რელაქსაციაა, მაგრამ ტელევიზორის ყურება სანამ არ დაიღლებით კიდევ ერთი
არასანდო ინფორმაციაა. Ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთ -ერთი საუკეთესო გზა ,
პირველრიგში გამოცდისთვის კარგად მომზადებაა. Ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორ
იკვებებით და თუ მაინც ვერ ახერხებთ სტრესის მოხსნას ექიმები მედიტაციას გვირჩევენ
ტოქსიკური აზრების განსადევნად და შფოთვის მოსაშორებლად.

Ვფიქრობ, ეს სტატია თავისთავად აცდენილია მის სათაურს “ერთბაშად სწავლის


საშიშროებანი” და მეტად აღწერს უძილობით გამოწვეულ პრობლემებს, რაც შეიძლება
პრეპარატებითაც იყოს გამოწვეული. Ინფორმაციიდან რასაც სტატიაში ვგებულობთ ზოგი
არაზუსტი ან მცდარი, ზოგიც კი ჭეშმარიტია, ეს კი მკითხველს, რომელთაც არ აქვთ
საკმარისი ცოდნა აუცილებლად შეიყვანს შეცდომაში.

You might also like