You are on page 1of 3

მუსიკის მასწავლებლის თ. ტატალაშვილის 2022-2023 ს.

წლის

წლიური ანგარიში

2022-2023 ს/წლის I სემესტრის განმავლობაში განვახორციელე შემდეგი აქტივობები:

I კლასის მოსწავლეებთან ვიმუშავე რიტმულ აქტივობებზე- სხეულის ენის ელემენტების


გამოყენებით (წვიმის იმიტაცია). ასევე შემოდგომის ზეიმთან დაკავშირებით შევასწავლე
სიმღერა „წვიმა“ .

მიზანი: რიტმის გრძნობის , მუსიკალური სმენის, სასიმღერო უნარ ჩვევების გამომუშავება .


ტერმინოლოგიის გამოყენებით ლექსიკუტი მარაგის გამდიდრება .

II-IV კლასის მოსწავლეებთან ვმუშაობდი თემებზე, რომლებსაც აქვს საერთო ორივე


კლასის მიზნებთან. მაგ: ტერმინების შესწავლა. სიმღერის მოსმეა- მღერა და ანალიზი.
ასევე ორივე კლასთან მოვამზადე სიმღერა „შემოდგომა“ - ზეიმთან დაკავშირებით.

მიზანი: მოსმენის, სასიმრერო უნარ- ჩვევების გამომუშავება. მოსმენილის ანალიზი ( ტემპი ,


კილო, რეგისტრი, ჟანრი) და სხვ. ტერმინოლოგიით ლექსიკური მარაგის გამდიდრება .

III კლასთან ვმუშაობდი გაკვეთილის თემებიდან გამომდინარე... ტერმინების შესწავლა;


მოსმენა და ანალიზი... ასევე ვიმუშავე საშემოდგომო ზეიმთან დაკავშირებით სიმღრებზე :
„ოქროსფერი შმოდგომა“, „სიმღერა მესხეთზე“ და „ სიმღერა საქართველოზე“. ასევე
ვიმუშავე ცეკვებზე: „აჭარული“ და „რაჭული“.

მიზანი:სასიმღრო უნარ-ჩვევების, ტემპის, რიტმის გრძნობის გამომუშავება . ხალხური


მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.

V კლასთან ვიმუშავე კომპლექსური დავალებების რამდენიმე ეტაპზე, თემა:“ ზღაპრული


სამყარო მუსიკაში“. ასევე ტერმინების შესწავლაზე. საშემოდგომო ზეიმთან დაკავშირებით
ვიმუშავე სიმღერაზე ,,ყვითელი ფოთლები“.

მიზანი:მღერის, მუსიკის მოსმენის და ანალიზის,წარმოსახვის , ყურადღების, დიალოგის


უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება .

VI კლასთან ვიმუშავე მცირე პროექტებზე და ასევე რეკლამის დამზადებაზე.

მიზანი: ი.ს.ტ-ის გამოყენება მუსიკაში- საუნტრეკის შექმნა და მუსიკალურად გაფორმება.


2 შემაჯამებელი.

VII კლასი. თემა: ბუნება და ტექნიკა მუსიკაში - ელექტრონული ბგერები..


ტერმინოლოგიაზე მუშაობა..

შემოდგომის ზეიმზე შეასრულეს ხალხური სიმღერები. მიზანი: ხალხური სიმღერის


ელემენტების ამოცნობა-შესწავლა. მექანიკური და ბუნებრივი ხმების განზოგადება -
გარჩევა..

2 შემაჯამებელი.
VIII-IX კლასებთან ერთობლივად ვმუშაობ ტერმინოლოგიაზე, ასევე ნოტების
გრძლიობასა და რითმულ ნახაზებზე- ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და რითმის
გრძნობის გამომუშავების მზნით. 2-2 შემაჯამებელი თითოეულ კლასთან.

ყველა კლასთან ვიმუშავე საახალწლო სიმღერებზე..

II სემესტრის განმავლობაში განვახორციელე შემდეგი აქტივობები:

I კლასთან პროგრამასთან ერთად ვიმუშავე მდგრადი განვითარების მიზნებთან


დაკავშირებით წყლის რესურსების დაცვის საკითხებზე.

ასევე ვიმუშავე სიმღერებზე დედაენის გაცილებასთან დაკავშირებით : „აი ია “; „ანი , ბანი ,


განი“; „გამარჯობა ვართმევთ ხელს“.

II –IV კლასში გავდიოდი პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს.

22 მარტთან დაკავშირებით შევქმენით კლასში მწვანე კალენდარი, რომელიც ბუნების


დაცვის დღეებს აღნიშნავს.

IV კლასში ჩავატარე 2 ღია დაკვირვების გაკვეთილი კომპლექსურ დავალებასა და


პირველი ეტაპის მეორე ნაბიჯზე.

III კლასთან პროგრამასთან ერთად ვიმუშავე სიმღერებზე მესამე კლასის გაცილებასთან


დაკავშირებით:

„მასწავლებელს და დედას“ ; „ მახსოვს პირველად“.

V კალსში განვახორციელე კომპლექსური დავალება, სადაც დავამატე საჭიროებისამებრ


აქტივობა, რესურსი და კითხვები, რათა მოვწავლეებს უფრო გამარტივებოდათ თემის
სიღრმისეულად აღქმა.

დედის დღესთან დაკავშირებით შევასწავლე „სიმღერა დედაზე“.

განვახორციელე 2 შემაჯამებელი

ჩავატარე ღია დაკვირვების გაკვეთილი კომპლექსურ დავალებაზე , სადაც მესწრებოდა


დირექცია.

VI კლასთან პროგრამის პარალელურად ვიმუშავე ოპერა „ქეთო და კოტეს“


ფრაგმენტების გაცოცხლებაზე. ბავშვებმა მოირგეს თითოეული პარსონაჟის როლი და
სასიმღერო ნომრები (შეძლებისდავარ).

მოსწავლეები ეზიარნენ საოპერო ხელოვნებას, მხატვრულ ინტონაციებს.

განვახორციელე 2 შემაჯამებელი
VI კლასთან ვიმუშავე პროგრამის მიხედვით, ასევე მუსიკალურ ლექსიკონს ვაქცევდი
დიდ ყურადღებას.

განვახორციელე 1 შემაჯამებელი

VIII-IX კლასში პროგრამასთან ერთად ვიმუშავე რიტმის განვითარებაზე. ვასრულებდით


სახალისო რიტმულ აქტივობებს: ტაშის და მაგიდის დახმარებით.( არაფორმალური
განათლება).

განვახორციელე თითო შემაჯამებელი თითო კლასში.

ვფიქრობ რომ ჩემს მიერ გატარებული აქტივობები და მიდგომები დაეხმარებათ


მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის უკეთ გამოვლენასა და განვითარებაში.

მუსიკის პედაგოგი: თ. ტატალაშვილი

You might also like