You are on page 1of 36

ლექცია 1

მოძრაობა, დრო და სივრცე, სიმეტრია

ზურაბ ჯიბუტი

z.jibuti@agruni.edu.ge
555226539
სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის
შედეგების შეფასება ხდება 50 ქულიანი
სისტემით :
ქვიზი 1 30ქულა
გამოცდა 20
ქულა
ლიტერატურა:
1. ლ.გულუა , სალექციო კურსი ფიზიკის ნაწილში
(ელექტრონული ვერსია);
2. ზ.ჯიბუტი, სალექციო კურსი ფიზიკის ნაწილში
(ელექტრონული ვერსია).
3.ბორის მიშველაძე, , თანამედროვე ბუნებისმეტყველების
კონცეფციები.
სალექციო კურსი

1.ფიზიკა და მისი კავშირი სხვა მეცნიერებებთან.მოძრაობა, სივრცე და


დრო, სიმეტრია და ასიმეტრია.
2. კლასიკური მექანიკა და ნიუტონის კანონები, ნიუტონისა და
აინშტაინის სამყარო
3. შენახვის კანონები და სიმეტრია.
4.ფარდობითობის პრინციპი, აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური
თეორია.
5. აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია, გრავიტაცია და დრო.
6. კორპუსკულარულ-ტალღური დუალიზმი, სინათლის ტალღური და
კვანტური ბუნება.
7. ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი, დისკრეტულობა,
კვანტური ფიზიკის ელემენტები.
8. ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურა, ატომის აგებულება
და ელემენტარული ნაწილაკები.
9. თანამედროვე კოსმოლოგია. სამყაროს ევოლუცია, წარსული და
მომავალი. „დიდი აფეთქება“ და ინფლაციური მოდელი,
ასტროფიზიკური ობიექტები: სუპერ ნოვა, შავი ხვრელები, პულსარები
10. თვითორგანიზაცია ბუნებაში, მდგრადი და არამდგრადი
წონასწორობა, თერმოდინამიკის კანონები. სიცოცხლის წარმოშობა და
თერმოდინამიკის მეორე კანონი.
11. ბირთვული ფიზიკის ელემენტები, რადიოაქტივობა, ჯაჭვური
რეაქცია, ატომური ენერგია, თერმო- ბირთვული სინთეზი
#1 ლექციის ლიტერატურა
1.ზ.ჯიბუტი, ლექცია #1
2.ლ.გულუა, ლექცია #1
3.მიშველაძე - გვ. 9-32
ფიზიკა არის მეცნიერება სამყაროს ფუნდამენტური და საყოველთაო
კანონზომიერების შესახებ. იგი შეისწავლის რაოდენობრივ კავშირებს
სხვადახსვა სიდეებს შორის.

ფიზიკა ექსპერიმენტული მეცნიერებაა და შესაბამისად, ის ემყარება


დაკვირვების რაოდენობრივ შედეგებს.
ფიზიკური კანონი არის ექსპერიმენტში აღმოჩენილი რაოდენობრივი
ურთიერთკავშირების აღწერა.
მოვლენის არსის გაგებაში გვეხმარება ინტუიცია, წარმოსახვა.
სამეცნიერო ჰიპოთეზა არის ვარაუდი იმის შესახებ, რომ არსებობს
კავშირი ცნობილსა და ახალ უცნობ მოვლენას შორის.
ზოგადად, თეორია შესდგება დებულებების, განსაზღვრებების,
კანონებისა და ჰიპოთეზებისაგან, რომლებიც ხსნის გარკვეული
მოვლენის არსს.
თეორიის ჭეშმარიტების კრიტერიუმს წარმოადგენს ექსპერიმენტი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი თეორიები, რომელთა
მეშვეობითაც შეიძლება ავხსნათ მოვლენები, რომელთა ახსნაც
მანამდე არსებული თეორიების ფარგლებში შეუძლებელია.
არცერთი ფიზიკური თეორია არ შეიძლება მივიჩნიოთ საბოლოო
ჭეშმარიტებად - ყოველი თეორია შეიძლება დადგეს დაზუსტების
აუცილებლობის წინაშე ახალი ექსპერიმენტული აღმოჩენების
შედეგად.
ხშირად სამყაროს ესა თუ ის მოვლენა იმდენად რთულია, რომ მის
შესასწავლად იყენებენ ე.წ. მოდელებს, ანუ ისეთ ექსპერიმენტებს,
რომელთა პირობები მიახლოებულია რეალურ მოვლენებთან.
ფიზიკური მოდელი არის ბუნებრივი ფიზიკური სისტემის
გამარტივებული ვერსია, რომელიც ინარჩუნებს რეალური სისტემის
ძირითად თვისებებს.
ფიზიკური მოდლების მაგალითებია: მატერიალური წერტილი,
იდეალური გაზი, რეზერფორდის ატომის მოდელი, ჰელიოცენტრული
სისტემის მოდელი და სხვ. მრავალი.
გალილეიმ აღწერა ნივთების ვარდნა დედამიწის ველში, მაგრამ არ
გამოუთქვამს ვარაუდი ვარდნის მიზეზის შესახებ. ნიუტონმა გამოთქვა
ვარაუდი, რომ ამის მიზეზი დედამიწის მიზიდულობის ძალა იყო.
შემდგომში ნიუტონმა ჩამოაყალიბა მიზიდულობის კლასიკური
თეორია.
მოძრაობა
ყველაფერი რაც ბუნებაში ხდება წარმოადგენს მოძრაობას!!!
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში საბერძნეთში მოძრაობის
შემსწავლელ მეცნიერებას უწოდეს ფ ი ზ ი კ ა.
მოვიყვანოთ მაგალითები!
მთავარი კითხვა, რაც მოძრაობას უკავშირდება არის შემდეგი -
არსებობს თუ არა საერთოდ მოძრაობა? ძველი ბერძენი
ფილოსოფოსი ზენონი ამტკიცებდა, რომ მოძრაობა არ არსებობს.
მაგალითად, გატყორცნილი ისარი დროის ნებისმიერ
ფიქსირებულ მომენტში ერთ ფიქსირებულ წერტილში იმყოფება,
ე.ი.უძრავია, ამიტომ მოძრაობა ილუზია ყოფილა- ამბობდა ზენონი.

„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა


და სიცოცხლის მიმცემი" - ილია ჭავჭავაძე
ზენონის აპორიები

მთავარი კითხვა, რაც მოძრაობას უკავშირდება არის შემდეგი -


არსებობს თუ არა საერთოდ მოძრაობა? ძველი ბერძენი
ფილოსოფოსი ზენონი ამტკიცებდა, რომ მოძრაობა არ არსებობს.
ზენონის აპორიები (ძვ. ბერძნულში ნიშნავს სირთულეს, გამოუვალ
მდგომარეობას ). მაგალითად:
1.დიხოტომია - შუაზე გაყოფა

თუკი თქვენ გინდათ გაიაროთ რაიმე მანძილი, ჯერ თქვენ უნდა


გაიაროთ
მისი ნახევარი და ა.შ.
დასკვნა - სასრულ დროში ამ მანძილის გავლა შეუძლებელია.
აქილევსი და კუ
აქილევსი ვერასოდეს ვერ ეწევა კუს, რადგან სანამ აქილევსი
კუმდე მივა, ამ დროში კუ წინ წაინაცვლებს, სანამ აქილევსი ამ
მომდევნო წერტილამდე მივა კუ ისევ წინ წაინაცვლებს და ა.შ.
უსასრულოდ.
მართლაც, ვთქვათ აქილევსი მირბის 10-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე
კუ. და იმყოფება კუს უკან 1000მ. მანძილზე. რა დროშიც აქილევსი
გაირბენს ამ მანძილს კუ წავა წინ 100მ.-ით. როდესაც აქილევსი
გაირბენს ამ მანძილს კუ წავა წინ 10მ.-ით და ა.შ. უსასრულოდ.
ასე, რომ აქილევსი კუს ვერასოდეს ვერ დაეწევა. ე.ი.
სინამდვილეში მოძრაობა არ არსებობს, მხოლოდ ილუზიაა!
ისარი
ატყორცნილი ისარი დროის ნებისმიერ ფიქსირებულ მომენტში
ერთ ფიქსირებულ წერტილში იმყოფება, ე.ი.უძრავია, ამიტომ
მოძრაობა ილუზია ყოფილა - ამბობდა ზენონი.
ამ აპორიაში ზენონმა დრო დაყო დაუყოფელ (დისკრეტულ)
ნაწილებად, ხოლო სამყაროს უწყვეტობა - ცალკეული მონაკვეთების
ჯამად, რომელთა დაცილებაც არ შეიძლება. ე.ი. დროის ყოველ
მომენტში ისარი სივრცეში დაიკავებს ადგილს, რომელიც მისი სიდიის
ტოლია. ეს კი ნიშნავს, რომ ისარი ყოველ მომენტში უძრავია, რადგან
თითონ მოძრაობა, თუკი ის უწყვეტია, გულისხმობს რომ ნივთი იკავებს
თავის თავზე მეტ ადგილს.
მოძრაობის ილუზიების მაგალითები მოცემულია სურათებზე ქვემოთ.
თუ ნახატებს ერთ წერტილში უყურებთ ფიგურები იწყებენ „მოძრაობას“,
რაც სინამდვილეში ილუზიაა!
ზენონის პარადოქსებზე პასუხი ნიუტონამდე არ არსებობდა.
მხოლოდ დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის შემოღების
შემდეგ ამოიხსნა ეს პარადოქსები. თუმცა კვანტური მექანიკის აღმოჩენამ
ახალი შეკითხვები წარმოშვა მოძრაობასთან დაკავშირებით. ჩვენ
ვნახავთ, რომ კვანტური მექანიკის თანახმად, მოძრაობა გარკვეული
თვალსაზრისით, მართლაც ილუზიაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენ
მოძრაობას აღვიქვამთ იმიტომ, რომ
- ჩვენ გვაქვს სასრული ზომები და შევდგებით ბევრი მაგრამ სასრული
რაოდენობა ატომებისაგან;
- ჩვენ ვმოძრაობთ უფრო ნელა ვიდრე სინათლის სხივი;
- ჩვენ ვცხოვრობთ სამგანზომილებიან სივრცეში;
- ჩვენ უფრო დიდი ვართ ზომებში ვიდრე ჩვენი მასის მქონე
შესაბამისი შავი ხვრელია;
- ჩვენ უფრო მცირე ვართ ვიდრე სამყაროა;
- ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული მეხსიერება;
- ჩვენი გონება აღიქვამს დროსა და სივრცეს, როგორც უწყვეტ გარემოს ;
ამ პირობებიდან ერთი მაინც თუ არ სრულდება, ჩვენ ვერ აღვიქვამთ
მოძრაობას!!!
მოძრაობის აღსაწერად და აღსაქმელად ჩვენ გვჭირდება საგნების
მდგომარეობის აღწერა. ერთ-ერთი პირველი მეთოდი საგნების
მდგომარეობის აღსაწერად შემოგვთავაზა გალილეიმ. შესაბამისად
მას გალილეის ფიზიკა ეწოდება. იგი ჩვენს ყოველდღიურ
დაკვირვებებზეა დამყარებული. გალილეის ფიზიკის თანახმად
მოძრაობა დეტერმინისტულია, ანუ განსაზღვრულია ზუსტად წინა
მდგომარეობიდან გამომდინარე. ასე რომ, პრინციპში სამყაროში
არავითარი სიურპრიზები არ არსებობს. ყველაფერი წინაწარაა
ცნობილი! ასე, რომ მთავარი სიურპრიზი ისაა, რომ არავითარი
სიურპრიზი ბუნებაში არ არსებობს!
ჩვენს გარშემო ყოველდღიური მოძრაობის ფაქტების ყურადღებით
დაკვირვების შედეგად შეიძება დავასკვნათ, რომ მოძრაობა არის
უწყვეტი, იგი არსად არ ქრება, ფარდობითია და შექცევადია.
სამყაროს ფუნდამეტური თვისებები - დრო და
სივრცე
“რა არის დრო, სივრცე და მოძრაობა მე არ განვმარტავ, რადგან ეს
ყველამ იცის“ - ამბობს ისააკ ნიუტონი თავის ნაშრომში
„ბუნებისმეტყველების მათემატიკური საფუძვლები“. მართლაც დროისა
და სივრცის ცნებები ფუნდამენტური ცნებებია. ანუ მათი განმარტება
რაიმე უფრო მარტივი ცნებებით შეუძლებელია.
გალილეის სივრცისა და დროის კონცეფცია მოიცავს ორ ურთიერთ
საწინააღმდეგო ასპექტს:
1.სივრცე და დრო გამოსახავს რაღაცას ინვარიანტულს, მუდმივს. ამ
თვალსაზრისით სივრცე და დრო დამოუკიდებლად არსებობს. აქედან
გამომდინარე შეგვიძლილა ვთქვათ, რომ სივრცე და დრო არის
აბსოლუტური.
2.სივრცე და დრო წარმოადგენს საშუალებას ჩვენთვის, რათა
შევადაროთ ერთმანეთს საგნები. ამ თვალსაზრისით, მათ საგნების
გარეშე მნიშვნელობა არა აქვთ; ისინი წარმოადგენენ საგნების
შედარების პროცესის შედეგს; ისინი ნაწარმოები,
ურთიერთშედარებითი, ანუ ფარდობითი ხასიათისაა.
არსებობს თუ არა საგნების გარეშე სივრცე
და დრო?
არსებობს თუ არა ადამიანის გარეშე
ღმერთი?
საგნების ცენტრალური თვისება მათი ზომებია (სიგრძე, სიგანე,
სიმაღლე). მაგალითად, სიგრძეს ჩვენ ყოველდღიურობაში აღვიქვამთ,
როგორც მანძილს, ანუ სხეულის საწყის და საბოლოო წერტილების
კოორდინატებს შორის სხვაობას.
ინგლისელმა ფიზიკოსმა და ფსიქოლოგმა ლუის რიჩარდსონმა
დასვა კითხვა: რა სიგრძისაა ბრიტანეთის დასავლეთ სანაპირო? მან
გაზომა რუკაზე სანაპიროს სიგრძე ოდომეტრის გამოყენებით
(სპეციალური ხელსაწყოა, რომელსაც მრუდი წირის სიგრძის
გასაზომად იყენებენ.
რიჩარდსონმა აღმოაჩინა, რომ სანაპიროს სიგრძე L დამოკიდებულია
რუკის მასშტაბზე s-ზე (s შეიძლება იყოს მაგალითად 1: 500 000)
შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
L0 აქ გამოსახავს სანაპიროს სიგრძეს როცა რუკის მასშტაბი s არის 1:1.
ამ აღმოჩენის მთავარი შედეგი ის არის, რომ რაც უფრო დიდია რუკა,
მით უფრო გრძელია სანაპირო. რა მოხდება თუ რუკის მასშტაბი
გაიზრდება ისე, რომ რუკის ზომა გადააჭარბებს რეალურ ზომებს? -
სანაპიროს სიგრძე გასცდება ყველა რეალურ საზღვრებს. შეიძლება
თუ არა რომ სანაპიროს სიგრძე უსასრულოდ დიდი იყოს? დიახ,
შეიძლება. მათემატოსებმა აღწერეს ბევრი ასეთი მრუდი. ისინი
ამ მრუდებს ფრაქტალებს უწოდებენ.
იტალიელმა მათემატიკოსმა ჯუზეპე ვიტალიმ აღმოაჩინა, რომ 1
მეტრი სიგრძის მონაკვეთი შეიძლება დავჭრათ ნაწილებად და
შემდეგ ამ ნაწილებისაგან ავაწყოთ 2 მეტრი სიგრძის მონაკვეთი!
დასკვნა- სიგრძე სავსებით გარკვევით განსაზღვრულია მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუ ხაზები სწორი ფორმისაა ან არ არის ძალიან
ჩახლართული, ან არ შედგება უსასრულო რაოდენობა
ნაწილებისაგან.
ფრაქტალის შექმნის პროცესი
ფართობიც და მოცულობაც განისაზღვრება სიგრძის მეშვეობით -
ფართობი კვადრატებით, ხოლო მოცულობა კუბებით. პოლონელმა
მათემატიკოსმა სტეფან ბანახმა აჩვენა, რომ გარკვეული
მეთოდოლოგიით შესაძელებელია ფართობის განსაზღვრა ყველა
წერტილთა სიმრავლისათვის, მაგრამ რაც შეეხება მოცულობას -
ყველანაირი ფორმის საგანი არ შეიძლება კუბებად დავჭრათ.
ერთი სფერო შეიძლება დავჭრათ ხუთ ნაწილად და შემდეგ ამ
ნაწილებისაგან ავაწყოთ ზუსტად ასეთი ორი სფერო!
მსხალი შეიძლება დავჭრათ ნაწილებად და მერე ამ ნაწილებისაგან
ავაწყოთ დედამიწის ზომის მსხალი ან პირიქით!
მოცულობა არ არის ხელსაყრელი კონცეფცია სხეულების ზომების
აღსაწერად. პირველი შეკითხვა რაც ამ მაგალითებიდან გვიჩნდება
არის ის რომ, ხომ არ შეიძლება ეს თეორემა გამოვიყენოთ
პრაქტიკაში? მაგალითად, პურის ან ოქროს შემთხვევაში.
არის თუ არა ნივთიერება და სივრცე უწყვეტი სტრუქტურის?
არსებობს სივრცის უმცირესი მონაკვეთი, რომლის გაზომვაც
შეიძლება - 10-35 მ და დროის უმცირესი მონაკვეთი 10-44წმ.
ბანახი-ტარსკის პარადოქსის შემთხვევაში საჭიროა საწყისი სხეულის
ძალიან ჩახლართულ ფორმებად დაჭრა. ფაქტიურად, საჭიროა
უსასრულოდ ბევრი და უსასრულოდ გამრუდებული გაჭრების
განხორციელება. ეს კი შეუძლებელია ჩვეულებრივი დანის მეშვეობით.
საჭიროა უსასრულოდ ბასრი დანა. (ამგვარი ბასრი დანის დამზადება
პრინციპულად შეუძლებელია). მაშასადამე, საგნების მოცულობა ან
სივრცის გარკვეული ნაწილი საკმაოდ „მატყუარა“ სიდიდეებია და ჩვენ
ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ვსაუბრობთ ამ სიდიდეებზე.
ბუნების კანონების შესასწავლად საჭიროა არა სივრცისა და დროის
ფორმალური განმარტებების, არამედ მათი თვისებების ცოდნა, რაც
მიიღწევა ცდის მეშვეობით. ცდა კი გვეუბნება, რომ სივრცე არის
სამგანზომილებიანი, ერთგვაროვანი და იზოტროპული, ხოლო დრო
არის ერთგვაროვანი და ერთგანზომლებიანი.
დროის ერთგანზომილებიანობა ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მოვლენის
მომენტის დასასახელებლად ან მოვლენის ხანგრძლივობის
დასახასიათებლად საკმარისია ერთი რიცხვის დასახელება. ამ რიცხვს
ეწოდება მოვლენის დროის კოორდინატა.
დროის ერთგვაროვნება ნიშნავს, რომ ფიზიკის კანონები როგორიც იყო
წარსულ დროში ისეთივეა აწმყოში და ისეთივე იქნება მომავალშიც.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფიზიკის კანონები უშუალოდ არ არის
დამოკიდებული დროზე. ცდა, რომელიც ერთსადაიმავე ფიზიკურ
პირობებში ტარდება ოღონდ სხვადასხვა დროს, იძლევა ერთსადაიგივე
შედეგს.
სივრცის სამგანზომილებიანობა გამოიხატება იმაში, რომ იმ
ადგილის დასახასიათებლად სადაც რაიმე მოვლენა ხდება, საკმარისია
სამი რიცხვის დასახელება. მათ სივრცითი კოორდინატები ეწოდებათ.
აგრეთვე, სამი რიცხვი არის საკმარისი ორი წერტილის
ურთიერთგანლაგების დასახასიათებლად.
სივრცის ერთგავროვნება გამოიხატება იმაში, რომ ფიზიკის კანონები
უშუალოდ არ არის დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე. ისინი
ერთნაირია სამყაროს ნებისმიერ წერტილში. ცდა, რომელიც
ერთსადაიმავე ფიზიკურ პირობებში ტარდება სივრცის სხვადასხვა
წერტილში იძლევა ერთსადაიგივე შედეგს.
ტესსერაქტი - 4- განზომილებიანი ჰიპერკუბი, 3- განზომილებიანი
კუბის ანალოგი 4- განზომილებიან სივრცეში.
სივრცის იზოტროპულობა გამოიხატება იმაში, რომ ფიზიკის კანონები
არ არის უშუალოდ დამოკიდებული სისტემის ორიენტაციაზე
სივრცეში.
მოვლენა არის ისეთი „რაღაც“ რაც ხასიათდება სივრცეში
ადგილმდებარეობითა და დროის მომენტით. ანუ სად და როდის
მოხდა ეს „რაღაცა“. ამგვარად, მოვლენის დასახასიათებლად
საჭიროა ოთხი რიცხვის ცოდნა: სამი სივრცითი და ერთი დროითი
კოორდინატისა. ნებისმიერი ფიზიკური პროცესი წარმოადგენს
მოვლენათა თანმიმდევრობას ან ერთიანობას.
•ტექსტში ნათქვამია, რომ დროის მომენტის აღსანიშნავად
საკმარისია ერთი რიცხვი. როგორ ავხსნათ, რომ დაბადების დღის
აღსანიშნავად ვასახელებთ სამ რიცხვს: წელიწადს, თვესა და დღეს?
•თბილისიდან ბათუმამდე მოძრაობისას თქვენი
ადგილმდებარეობის განსასაზღვრავად საკმარისია მიუთითოთ
ტრასის რომელ კილომეტრზე იმყოფებით. ანუ ერთი რიცხვი.
როგორ შევუთავსოთ ეს ფაქტი ტექსტში არსებულ მტკიცებულებას,
რომ სივრცეში ადგილმდებარეობის დასახასიათებლად საჭიროა
სამი რიცხვის ცოდნა?
ორ და სამგანზომილებიანი კოორდინატთა
სისტემა
კოორდინატების განსაზღვრა. თანამგზავრული
ნავიგაცია
სიმეტრიის თვისებები.

სიმეტრია (ბერძნულიდან - ერთგვაროვნება) არის რაიმე გარდაქმნის


მიმართ უცვლელობა (შენახვა).დროის ერთგვაროვნება, სივრცის
ერთგვაროვნება და იზოტროპულობა დაკავშირებულია ფიზიკური
სივრცის გარკვეულ სიმეტრიულ თვისებებთან.
•ბიოლოგიური შენახვის კანონის მაგალითად გამოდგება
მემკვიდრეობის კანონი. მას საფუძვლად უდევს
ბიოლოგიური თვისებების ინვარიანტობა, (უცვლელობა)
ერთი თაობიდან მერეზე გადასვლის დროს. სიმეტრიით
ხასიათდება ცოცხალი ბუნების ობიექტები და მოვლენები.
სამყაროს განვითარება სიმეტრიის დარღვევის
თანმიმდევრული მოვლენათა რიგია. სამყაროს წარმოქმნის
მომენტში სამყარო ერთგვაროვანი და სიმეტრიული იყო.
განვითარებასთან ერთად ირღვეოდა სხვადასხვა სიმეტრიები.
სიცოცხლე - სიმეტრიის დარღვევის მაგალითია.
ცოცხალ ორგანიზმებში სიმეტრიის დარღვევა პირველად ლუი
პასტერმა შეამჩნია. მან პირველმა გამოყო „მარცხენა“ და ‘მარჯვენა“
ღვინის მჟავის მოლეკულები. ბუნებაში მხოლოდ „მარჯვენა“ ღვინის
მჟავა გვხდება. „მარცხენა“ ღვინის მჟავა პასტერმა ხელოვნურად მიიღო
ყურძნის მჟავისაგან. მათ ერთნაირი ქიმიური ფორმულა, მაგრამ
განსხვავებული სივრცითი განლაგება აქვთ - ერთმანეთის
სარკისებურ ანარეკლს წარმოადგენენ. ასეთ მოლეკულებს ქიმიკოსები
სტერეოიზომერებს უწოდებენ. სტერეოზომერების მოლეკულებს აქვს
ერთიდაიგივე ქიმიური შედგენილობა, ერთნაირი ზომა, ერთნაირი
სტრუქტურა მაგრამ ამავე დროს განსხვავდებიან რადგან ერთი
იზომერი წარმოადგენს მეორის სარკისებურ ანარეკლს. ე.წ.
მეზოფორმები კი სიმეტრიული მოლეკულებია -მათ სიმეტრიის ღერძი
აქვთ.
ობიექტის თვისებას არ დაემთხვეს თავის სარკისებურ გამოსახულებას
ეწოდება ხირალობა. ობიექტებს, რომლებიც თავის სარკისებურ
გამოსახულებას ემთხვევა ეწოდებათ სარკისებურად სიმეტრიულები,
ანუ ახირალური.
ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ ადამიანს ახასიათებს
სტრუქტურული ხირალობა: მისი გული მოთავსებულია მარცხნივ,
ღვიძლი კი მარჯვნივ. გარდა ამისა, ადამიანს ახასიათებს
ფუნქციონალური ხირალობა: ადამიანები იყოფიან ცაციებად და
მემარჯვენეებად. ამჟამად კარგად არის დადგენილი, რომ ცოცხალი
ორგანიზმები შეიცავენ პირობითად „მარცხენა“ ამინომჟავებს და
„მარჯვენა“ შაქრებს. ცოცხალ ორგანიზმს უნარი აქვს
გაარჩიოს მარცხენა და მარჯვენა მოლეკულები. როგორ ახერხებს ამას
ცოცხალი ორგანიზმი ჯერჯერობით უცნობია. არაცოცხალ ნივთიერებაში
მარცხენა და მარჯვენა მოლეკულები თანაბარი რაოდენობითაა.
ასე რომ ასიმეტრია შეიძლება განვიხილოთ როგორც განმასხვავებელი
ნიშანი ცოცხალსა და არაცოცხალს შორის. სიმეტრია უდევს
საფუძვლად ობიექტებსა და მოვლენებს და გამოსახავს რაღაც
საერთოს, რომელიც ახასიათებს ერთნაირ თვისებებს, ხოლო
ასიმეტრია დაკავშირებულია ამ საერთო თვისებების კერძო ობიექტებში
ინდივიდუალურ გამოვლინებასთან.
სივრცის ერთგვაროვნება დაკავშირებულია სიმეტრიულობასთან
პარალელურ გადატანის მიმართ. ფიზიკური სისტემის პარალელური
გადატანა არ მოქმედებს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე . ამაში
გამოიხატება სივრცის ყველა წერტილის ექვივალენტურობა, ანუ
თანაბარუფლებიანობა.
სივრცის იზოტროპულობა დაკავშირებულია სიმეტრიულობასთან
მობრუნების მიმართ. სისტემის, როგორც მთლიანის მობრუნება არ
მოქმედებს მასში მიმდინარე ფიზიკურ პროცესების კანონზომიერებაზე .
ამაში ვლინდება სივრცის ყველა მიმართულების ექვივალენტობა.
დროის ერთგვაროვნება დაკავშირებულია დროში წანაცვლების მიმართ
სიმეტრიულობასთან. ამგვარი წანაცვლება დროში ასევე არ მოქმედებს
სისტემაში მიმდინარე პროცესებზე. ამ სიმეტრიულობაში გამოიხატება
დროის მომენტების ექვივალენტობა.
არსებობს, აგრეთვე, სიმეტრია სიბრტყეში არეკვლის მიმართ , დროის
არეკვლის მიმართ. ამ უკანასკნელთან არის დაკავშირებული ფიზიკური
პროცესების შექცევადობა. თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ ასეთი
მაგალითი. გადავიღოთ კინოფირზე ბილიარდის ორი ბურთულას შეჯახება .
ფილმის ნახვისას ფირი შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით გავუშვათ .
ეკრანზე გამოსახულების ცქერისას შეუძლებელია იმის განსაზღვრა ფირი
იგივე მიმართულებით მოძრაობს რაც გადაღების დროს თუ საწინააღმდეგო
მიმართულებით. დროში შებრუნებულ მოძრაობისას ფიზიკის არავითარი
კანონები არ ირღვევა.
ბილიარდის ორი ბურთულას შეჯახება
დასკვნები:
დროის ერთგვაროვნება ნიშნავს, რომ -ფიზიკის კანონები არ არის
უშუალოდ დამოკიდებული დროზე.
ფიზიკური კანონები დროში არ იცვლება იმიტომ რომ დრო
ერთგვაროვანია.
სივრცის ერთგვაროვნება ნიშნავს, რომ ფიზიკის კანონები არ
არის უშუალოდ დამოკიდებული სივრცეში მდებარეობაზე .
სივრცის იზოტროპულობა ნიშნავს, რომ ათვლის სისტემის
მობრუნებით სივრცეში ფიზიკური კანონები ამ სისტემაში არ
იცვლება.
სივრცის იზოტროპულობა იგივეა, რაც ფიზიკური პროცესების
სიმეტრიულობა სივრცეში მობრუნების მიმართ.
სივრცე სამგანზომილებიანია ნიშნავს, რომ სხეულის სივრცეში
დასახასიათებლად სამი რიცხვის ცოდნაა საჭირო.
სიმეტრია ეწოდება ფიზიკური პროცესების რაიმე გარდაქმნის
მიმართ უცვლელობას.
თუ შვილის თვალების ფერი იგივეა რაც მამის თვალების ფერი
მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში თვალების ფერი
სიმეტრიულია მემკვდიდრეობითი პროცესების მიმართ
ჩვენ არ შეგვიძლია პრაქტიკულად ერთი მსხალი დავჭრათ
ნაწილებად, შემდეგ შევაერთოთ ეს ნაწილები და მივიღოთ ორი
მსხალი
იმიტომ რომ არ გვაქვს შესაბამისი სიზუსტის მქონე დანა.

You might also like