You are on page 1of 7

ლექცია 1

ფიზიკური მოდელი არის ბუნებრივი ფიზიკური სისტემის გამარტივებული

ვერსია, რომელიც ინარჩუნებს რეალური სისტემის ძირითად თვისებებს .

ფიზიკური მოდლების მაგალითებია: მატერიალური წერტილი, იდეალური გაზი ,

რეზერფორდის ატომის მოდელი, ჰელიოცენტრული სისტემის მოდელი და სხვ .

მრავალი.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ზენონი ამტკიცებდა,

რომ მოძრაობა არ არსებობს.

დიხოტომია - შუაზე გაყოფა

ჩვენ მოძრაობას აღვიქვამთ

იმიტომ, რომ

- ჩვენ გვაქვს სასრული ზომები და შევდგებით ბევრი მაგრამ სასრული

რაოდენობა ატომებისაგან;

- ჩვენ ვმოძრაობთ უფრო ნელა ვიდრე სინათლის სხივი;

- ჩვენ ვცხოვრობთ სამგანზომილებიან სივრცეში;

- ჩვენ უფრო დიდი ვართ ზომებში ვიდრე ჩვენი მასის მქონე შესაბამისი

შავი ხვრელია;

- ჩვენ უფრო მცირე ვართ ვიდრე სამყაროა;

- ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული მეხსიერება;

- ჩვენი გონება აღიქვამს დროსა და სივრცეს, როგორც უწყვეტ გარემოს;


გალილეის ფიზიკის თანახმად მოძრაობა დეტერმინისტულია,

ანუ განსაზღვრულია ზუსტად წინა მდგომარეობიდან გამომდინარე .

მოძრაობა არის უწყვეტი, იგი არსად არ

ქრება, ფარდობითია და შექცევადია.

გალილეის სივრცისა და დროის კონცეფცია მოიცავს ორ ურთიერთ

საწინააღმდეგო ასპექტს:

1.სივრცე და დრო გამოსახავს რაღაცას ინვარიანტულს, მუდმივს. ამ

თვალსაზრისით სივრცე და დრო დამოუკიდებლად არსებობს . აქედან

გამომდინარე შეგვიძლილა ვთქვათ, რომ სივრცე და დრო არის აბსოლუტური .

2.სივრცე და დრო წარმოადგენს საშუალებას ჩვენთვის, რათა შევადაროთ

ერთმანეთს საგნები. ამ თვალსაზრისით, მათ საგნების გარეშე მნიშვნელობა არა

აქვთ; ისინი წარმოადგენენ საგნების შედარების პროცესის შედეგს ; ისინი

ნაწარმოები, ურთიერთშედარებითი, ანუ ფარდობითი ხასიათისაა.

ფრაქტალი - უსასრულოდ დიდი სიგრძის მრუდი

არსებობს სივრცის უმცირესი მონაკვეთი, რომლის გაზომვაც შეიძლება - 10-35 მ

და დროის უმცირესი მონაკვეთი 10-44წმ.

სივრცე არის სამგანზომილებიანი, ერთგვაროვანი და

იზოტროპული, ხოლო დრო არის ერთგვაროვანი და ერთგანზომლებიანი.

დროის ერთგანზომილებიანობა ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მოვლენის მომენტის

დასასახელებლად ან მოვლენის ხანგრძლივობის დასახასიათებლად

საკმარისია ერთი რიცხვის დასახელება. ამ რიცხვს ეწოდება მოვლენის დროის

კოორდინატა.

დროის ერთგვაროვნება- ფიზიკის კანონები არ არის დამოკიდებული უშუალოდ დროზე .

სივრცის სამგანზომილებიანობა გამოიხატება იმაში, რომ იმ ადგილის

დასახასიათებლად სადაც რაიმე მოვლენა ხდება, საკმარისია სამი რიცხვის

დასახელება.

სივრცის ერთგავროვნება გამოიხატება იმაში, რომ ფიზიკის კანონები უშუალოდ


არ არის დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე.

სივრცის იზოტროპულობა გამოიხატება იმაში, რომ ფიზიკის კანონები არ არის

უშუალოდ დამოკიდებული სისტემის ორიენტაციაზე სივრცეში.

ტესსერაქტი - 4- განზომილებიანი ჰიპერკუბი

სიმეტრია (ბერძნულიდან - ერთგვაროვნება) არის რაიმე გარდაქმნის მიმართ

უცვლელობა (შენახვა).დროის ერთგვაროვნება, სივრცის ერთგვაროვნება და

იზოტროპულობა დაკავშირებულია ფიზიკური სივრცის გარკვეულ სიმეტრიულ

თვისებებთან.

სიცოცხლე - სიმეტრიის დარღვევის მაგალითია.

ობიექტის თვისებას არ დაემთხვეს თავის სარკისებურ გამოსახულებას ეწოდება

ხირალობა. ობიექტებს, რომლებიც თავის სარკისებურ გამოსახულებას ემთხვევა

ეწოდებათ სარკისებურად სიმეტრიულები, ანუ ახირალური.

სივრცის ერთგვაროვნება დაკავშირებულია სიმეტრიულობასთან პარალელურ

გადატანის მიმართ.

სივრცის იზოტროპულობა დაკავშირებულია სიმეტრიულობასთან მობრუნების

მიმართ.

დროის ერთგვაროვნება დაკავშირებულია დროში წანაცვლების მიმართ

სიმეტრიულობასთან.

ლექცია 2

სამყაროს სისტემა - ეს არის წარმოდგენა მზის, დედამიწის, მთვარისა და

ვარსკვლავების ადგილმდებარეობის შესახებ.

ნიკოლა კოპერნიკმა შეიმუშავა ჰელიოცენტრული სისტემა.

ნიუტონის სამყაროს პრინციპებია:

1. არსებობს აბსოლუტური სამყარო, რომელიც ერთგვაროვანია,

იზოტროპულია და უსასრულოა.
2. არსებობს აბსოლუტური დრო (მათემატიკური დრო). დრო უსასრულოა

და მას ერთი განზომილება აქვს.

ნიუტონის 1-ელი კანონი ამბობს რომ არსებობს სისტემები, რომლებშიც თუ სხეულზე


გარეშე

სხეულები არ მოქმედებს სხეული უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად .

ასეთ სისტემებს ეწოდება ინერციული სისტემები.

მრუდწირული მოძრაობისას მყისი სიჩქარე მიმართულია

მოძრაობის ტრაექტორიის მხები მიმართულებით

∆S
Vმყ= (t მიისწრაფის ნუმისაკენ)
∆t
აჩქარება აღწერს სხეულის მოძრაობის სიჩქარის

ცვლილებას (მოძრაობა X ღერძის გასწვრივ):

ax = ΔVx / Δ t

ინერტულობა არის სხეულის უნარი შეეწინააღმდეგოს მისი საწყისი მდგომარეობის


ცვლილებას

ინერტულობის რაოდენობრივ ზომას უწოდებენ ინერტულ

მასას. მასა აღინიშნება m ასოთი.

ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ ორი სხეულის

ურთიერთქმედების შემდეგ მათი აჩქარებების შეფარდება მუდმივი

სიდიდეა: a1/a2 = constant.

აჩქარებების შეფარდება მასების შეფარდების უკუპროპორციულია a1/a2 = m2/m1

სხეულის აცქარების ან დეფორმაციის მიზეზს ძალა წარმოადგენს.

1 ნიუტონი 1 კგიან სხეულს ანიჭებს 1მ/მწ2 აჩქარებას

დინამომეტრი - ძალის გამზომი ხელსაწყო

ნიუტონის მეორე კანონი: სხეულის აჩქარება პირდაპირ პროპორციულია სხეულზე


მოქმედი ძალის და უკუპროპორციულია ინერტული მასის.

A= f/m
ნიუტონის მესამე კანონი: ორი სხეული ურთიერთქმედებს სიდიდით ტოლი და
ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულების მქონე ძალებით.

ნიუტონის მიერ დადგენილი კანონის თანახმად ორი

სხეული ერთმანეთს იზიდავს ძალით, რომელიც

პირდაპირპროპორციულია ამ სხეულების გრავიტაციული მასების

ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის

კვადრატისა.

F=Gm1m2/r2

ნებისმიერ სხეულს დედამიწა მიიზიდავს მისი (სხეულის) გრავიტაციული მასის

პროპორციული ძალით: F=Mg.

G-ს განზომილება უნდა იყოს მ3/(კგXწმ2).

გრავიტაციული და ინერტული მასები ექვივალენტური სიდიდეებია .

დედამიწაზე არსებული კანონები განაზოგადა მთელ სამყაროზე . ანუ კანონებს მიანიჭა

უნივერსალური ხასიათი.

კეპლერის ფორმულა

E = I/R2

ზედაპირის განათებულობა წყაროდან დაშორებისას მანძილის კვადრატის

პროპორციულად მცირდება, ანუ განათებულობა მანძილის კვადრატის


უკუპროპორციულია

„წითელი წანაცვლება“ გვიჩვენებს, რომ ობიექტი დამკვირვებელს შორდება.

V = HR

Н მუდმივას ჰაბბლის მუდმივა ეწოდება. ის ტოლია 66 კმ/წმ ერთ მილიონ პარსეკ

სინათლის წელზე.

რაც მეტია სიმკვრივე, მით მეტია მიზიდულობის ძალა.

ρკრ = 9х10-30 გ/სმ3

ლექცია 3
Fxt=∆P იმპულსი

რამდენიმე ძალის არსებობის შემთხვევაში კი: (F1+F2+F3+...+FN) x t = ∆P.

ძალა გამრავლებული მანძილზე, რომელზედაც ძალა მოქმედებს. ამ სიდიდეს მუშაობა


ეწოდება. FxS=A

ენერგია არის მუშაობის შესრულების უნარი. მუშაობა არის ძალის ნამრავლი


გადაადგილებაზე.

მექანიკური ენერგია შედგება კინეტიკური და პოტენციური

ენერგიების ჯამისაგან. სხეულის კინეტიკური ენერგია დაკავშირებულია მის

მოძრაობასთან და m მასის სხეულის კინეტიკური ენერგია ტოლი E(kin) = ½

mv2. აქ v არის სხეულის სიჩქარე. კინეტიკური ენერგიის ცვლილება ტოლია

სხეულზე შესრულებული მუშაობის.

დედამიწის მიზიდულობის ველში პოტენციური ენერგია ტოლია E(pot) =

mgh, სადაც g არის თავისუფალი ვარდნის აჩქარება, ხოლო h-მანძილი

დედამიწის ზედაპირამდე.

სხეულის სრული ენერგია ტოლია მისი მექანიკური და შინაგანი ენერგიების ჯამისა

.სხეულის მექანიკური ენერგია თავის მხრივ მისი კინეტიკური ენერგიისა პოტენციური


ენერგიის ჯამის ტოლია

ლექცია 4

ერთი და იგივე ფიზიკური პროცესი სხვადასხვა ათვლის სისტემაში

სხვადასხვანაირად გამოიყურება, მაგრამ ფიზიკის კანონები ყველა ინერციულ

სისტემაში ერთნაირია. ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს რომელიმე ერთი

პრივილეგირებული ათვლის სისტემა. ეს არის ფარდობითობის პრინციპი.

ნებისმიერი ფიზიკური მოვლენის აღწერა დამოკიდებულია ათვლის სისტემაზე ,

რომელშიც იმყოფება დამკვირვებელი: იცვლება მოვლენის აღწერა, მაგრამ

ბუნების კანონები არ არის დამოკიდებული ათვლის სისტემაზე, ანუ

ინვარიანტულია.

აინშტაინმა შექმნა ფარდობითობის სპეციალური თეორია, რომელიც აღწერს

სხეულების მოძრაობას სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით ,

ანუ რელატივისტური სიჩქარით. ეს თეორია ეყრდნობა ორ პრინციპს


(პოსტულატს):

1) ფარდობითობის პრინციპსა;

2) და დაშვებას იმის შესახებ, რომ სინათლის სიჩქარე ყველა

სისტემაში ერთნაირია და ეს სიჩქარე წარმოადგენს

მატერიის (სიგნალის, ინფორმაციის) გადატანის მაქსიმალურ

სიჩქარეს ბუნებაში (300 000 კმ/წმ). სინათლის სიჩქარეს აღნიშნავენ c ასოთი.

You might also like