You are on page 1of 2

დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო

ხშირად ვამბობთ, რომ საზოგადოება სრულად „გაცივდა“, გაქრა ყოველგვარი კეთილი და


კაცის გული ბოროტებამ, გულგრილობამ შეიპყრო. მაგრამ ვფიქრობ , რომ შეუძლებელია
მსგავსი რამ მოხდეს ოდესმე. ”ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად
მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს“ გვეუბნება ჭაბუა ამირეჯიბი და
მგონია, რომ მართლაც ასეა სიკეთე იგივე სიყვარული კაცთა მოდგმის მიმართ აძლევა
აზრს ამ ცხოვრებას.

გურამ დოჩანაშვილი თავი ნაწარმოების „სამოსელი პირველის“ ერთ-ერთ მონაკვეთში


წაროგვიდგენს პერსონაჟს მიჩინიოს, რომელიც საკუთარ ამბავს გვიყვება. განიზრახა
მოეკლა 18 ავაზაკი, გადაეჩეხა კლდიდან, ამით კი სურდა გაეკეთებინა სიკეთე და
გადაერჩინა მრავალი სხვა ადამიანის სიცოცხლე. ამ განზრახვის გაგებით შეგვიძლია
ვთქვათ უკვე რომ მიჩინიო ის ადამიანია, რომელმაც შეიძ₾ება საკუთარი თავიც გაწიროს
სხვის გადასარჩენად და ალაბთ მკიტხველის უმეტესობას უკვე უჩნდება მის მიმართ
სიმპათია, მაგრამ ამით არ მთავრდება მისი სიკეთის საზღვრები. მტავარი რამ რაც
ლოდათ აწევს გულზე ის არის რომ იმ აზაკტა შორის არის პიროვნება , რომლის შესახებაც
არაფერი იცის, შეი₾ძება სრულიად უდანაშაულო ან იმ ავაზაკებზე უარესიც აღმოცნდეს ეს
მამაკაცი, მაჰგრამ ამის გაგება შეუძლებელია. ამ დროს მიჩინიოში შინაგანი ბრძოლა
მიმდინარეობს. ერთი მხარე ამბობს, რომ ერთი ადამინანის სიცოცხლე არაფერია თუ სხვა
მრავალს გადარჩება მისი გაწირვით. ამით რომ დამთავრებულიყო მსჯელობა ალბათ
დავეთანხმებოდით და მოვუწონებდით არგუმენტს არა ? რა თქმა უნდა მიჩინიო ბევრად
უფრო სხვაგვარი შეხედულებებისაა ვიდრე ჩვენ შესაბამისად ეს პრიმიტიული არგუმენტი
ვერ სჯობნის მის მეორე მეს. ერთი წამით იმაზეც დაფიქდება რომ თავიც მოიკლას სხვისი
სიცოცხლის გამოსასყიდად, მაგრამ ამ იდეის აბსურდულობასაც ტავადვე ამტკიცებს , „ის
კაცი ტავისთავდ, ისე როგორც ყველანი ჩვენ, ტავისი ტავისთვის ერთი, ერთადერთი იყო
და როგორც ყველას იმასაც მარტოკა ჰყავდა უძვირფასესი რამ ქვეყანაზე -საკუტარი
ტავი“. მართლაც რთულია ეს გაანალიზო ადამიანმა. ჩვენთვის მხოლოდ ჩვენი თავი
არსებობს, ჩვენი სამყარო, მაგრამ ის კი არ წარმოგვიდგენია , რომ სხვაც იმდენადვე
უსაზღვროა თავისივე ფიქრებით,შესაძლებლობებით, არსებობით როგორიც ჩვენ . მიიღო
მიჩინიომ საუკეთესო გადაწყვეტილება, გააჩერა ეტლი, მოიპარა ცხენი , მოშორდა
იქაურობას და დაბრუნდა უკან, კამორაში. იმ საღამოსვე ბევრი, რაღაც ამაღლებული
ფიქრის შემდეგ კი მიხვდა მიჩინიო, „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“.

სიყვარული იყო სწორედ ის, რამაც უცნობი მამაკაცი შეიბრალა და არ გაწირა უმიზეზოდ
სიკვდილიდთვის. სხვისი პერსპექტივის დანხვა და ამის გამო მისი სიცოცხლის
შენარჩუნება ,განა არ არის ეს სიყვარული?

დღეს ერთი შეხედვით ისე ჩანს თითქოს ყველა თავის „ნაჭუჭში“ შეიკეტა, აღარ სცალიათ
სიყვარულისთვის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მარტო ერთი შეხედვითაა ასე . გავიხსენებთ
უახლოეს წარსულს და დავწმუნდებით, რომ კვლავ უნდა გვქონდეს იმედი. დაიწყო
უკრაინაში ომი, ბევრი ადამიანი გახდა უსახლკარო, თითქოს მარტო დარჩნენ მაგრამა სე
არ მომხდარა, სიყვარულის გამოხატულება არ იყო, როდესაც საკუთარი სახლებში
დავაბინავეთ, მივეცით საკვები, მედიკამნეტები და არ გავწირეთ ასე უბრალოდ ? სხვა
მაგალიტიც ავიღოთ, ტუნდაც მიწისძვრა თურქეთში. სიყვარული არ იყო , როცა მთელი
მსოფლიო გაერთიანდა რაღა მათთვის დახმარება გაეწია?
გასაჭირში, როდესაც იმედები გადაწურული გექნება, ყოველთვის გამოგიწვდის ვინმე
ხელს, არასპდეს დაგტოვებენ მარტო. ამის შემხედვარეს უბრალოდ არ უდნა გაგიჩნდეს
სიცოხლის ხალისი? ან უბრალოდ სიყვარული ადამიანების მიმართ.მართალი არის
მიჩინიო, „დედამიწას სიყვარული ატრილაებს“

You might also like