You are on page 1of 48

ფიზიკის შესავალი

საგამოცდო საკითხები

1. სიგრძის, დროის, მასის, იმპულსის, ძალის, ენერგიის ძირითადი ერთეულები.

ამ სიდიდეებიდან აღნიშნეთ რომელია ვექტორული და რომელი სკალარული


სიდიდეები?

სიგრძის - მეტრი (მ); დროის - წამი (წმ); მასის - კილოგრამი (კგ); იმპულსის - კგ მ/წმ;
ძალის - ნიუტონი (ნ); ენერგიის -ჯოული.

სკალარია: მეტრი, დრო, მასა

ვექტორია: იმპულსი, ძალა, ენერგია.

2. გადატანითი მოძრაობა, ნივთიერი წერტილი. ტრაექტორიის, გავლილი მანძილის და

გადაადგილების განმარტებები ნივთიერი წერტილისათვის. (მოიყვანეთ განმარტებითი

ნახაზი)

თუ სხეულის ყველა წერტილი ერთნაირად მოძღაობს, მაშნ სხეული ასრულებს


გადატანით მოძრაობას.

სხეულს, რომლის ზომები მოცემულ პირობებში შეიძლება უგულებელვყოთ ნივთიერი


(მატერიალური) წერტილი ეწოდება.

წირს, რომელსაც აღწერს სივრცეში მოძრავი ნივთიერი წერტილი, ტრაექტორია ეწოდება.

ტრაექტორიის სიგრძეს, რომელსაც სხეული გადის რაიმე დროის შუალედის


განმავლობაში, გავლილი მანძილი ეწოდება.

წრფის მიმართულ მონაკვეთს, რომელიც სხეულის საწყის მდებარეობას აერთებს მის


მომდევნო მდებარეობასთან, სხეულის გადაადგილება ეწოდება.

3. წრფივი თანაბარი მოძრაობა, სიჩქარე და სიჩქარის ერთეული (განმარტებები).

კოორდინატის და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები წრფივი თანაბარი

მოძრაობისას.
მოძრაობას, რომლის დროსაც სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ტოლ
გადაადგილებას ასრულებს, წრფივი თანაბარი მოძრაობა ეწოდება.

v=S/t S=v*t

სიჩქარის ერთეული არის მ/წმ.

4. წრფივი არათანაბარი მოძრაობა და საშუალო სიჩქარე (განმარტებები).

სხეულის მოძრაობა არათანაბარია, თუ იგი დროის ტოლ შუალედებში განსხვავებულ


გადაადგილებებს ასრულებს. ამ მოძრაობის სიჩქარე არ არის მუდმივი.

Vსაშ. = S / t

წრფივი არათანაბარი მოძრაობისას საშუალო სიჩქარე ტოლია გადაადგილების


ფარდობისა იმ დროის შუალედთან, რომლის განმავლობაშც ეს გადაადგილება
შესრულდა.

5. რას ეწოდება წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა, აჩქარება და მისი ერთეული.

დაწერეთ თანაბარაჩქარებული მოძრაობის კინემატიკის განტოლებები: x(t) = ?, vx(t) =?,


ax(t) =?

სხეულის მოძრაობას, რომლის სიჩქარე დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში ტოლი


სიდიდით იცვლება, მოძრაობის ტრაექტორია კი წარმოადგენს წრფეს, წრფივი
თანაბარაჩქარებული მოძრაობა ეწოდება.

თანაბარაჩქარებულად მოძრავი სხეულის აჩქარება ეწოდება მუდმივ სიდიდეს,


რომელიც ტოლია სხეულის სიჩქარის ცვლილების ფარდობისა იმ დროის შუალედთან,
რომლის განმავლობაშიც ეს ცვილილება მოხდა.

a = (v-v0) / t

აჩქარების ერთეულია მ/წმ2.

x(t) = x0+v0xt+(axt2/2)

vx(t) = v0x+axt ax(t) = (vx-v0x)/t


6. დახაზეთ კოორდინატის, სიჩქარის და აჩქარების დროზე დამოკიდებულების
გრაფიკები წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობისას დადებითი აჩქარების
შემთხვევაში. დახაზეთ კოორდინატის, სიჩქარის და აჩქარების დროზე
დამოკიდებულების გრაფიკები წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობისას უარყოფითი
აჩქარების შემთხვევაში.

//მეორე სვეტი 9) რო აწერია არი პირველი შემთხვევა აჩქარება რო დადებითია.

//მესამე სვეტი 10) რო აწერია არი მეორე შემთხვევა აჩქარება რო უარყოფითა.

//პირველ სვეტში ერთადაა ორივე შემთხვევა.

7. რას ეწოდება სხეულთა თავისუფალი ვარდნა და რისი ტოლია მისი აჩქარება. რა ძალა

ანიჭებს სხეულს ამ აჩქარებას? (დაწერეთ განმარტებები და შესაბამისი ფორმულები).


თავისუფალი ვარდნა ეწოდება სხეულთა მოძრაობას სიმძიმის ძალის მოქმედებით.

თავისუფალი ვარდნის აჩქარება აჩქარება აღინიშნება g ასოთი. მისი მოდული g=9,8 მ/წმ2.

8. დაწერეთ v0 ≠ 0 საწყისი სიჩქარით ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის


ასვლის სიმაღლისა და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულები ht vt ( ) = = ?, ?
( ) როგორი აჩქარებით მოძრაობს სხეული? ჩათვალეთ რომ თავისუფალი ვარდნის
აჩქარება ცნობილია.

Sx=hx Sx=V0xt+(axt2)/2

V0x=V0 h=V0t-(gt2)/2

Vx=V h=(V2-V02)/(-2g)

ax=-g V=V0-gt

9. საით არის მიმართული და რისი ტოლია r რადიუსიან წრეწირზე ω კუთხური


სიჩქარით

თანაბრად მბრუნავი ნივთიერი წერტილის სიჩქარე და აჩქარება? შეასრულეთ


განმარტებითი ნახაზი.

V=ω*r a = V2/r = ω2r

10. რას ეწოდება ბრუნვის პერიოდი, სიხშირე და კუთხური სიჩქარე წრეწირზე თანაბარი

ბრუნვისას, დაწერეთ მათ შორის დამოკიდებულების ფორმულები.

ბრუნვის პერიოდი (T) არის დრო, რომელიც საჭიროა წრეწირზე ერთი სრული ბრუნის
შესასრულებლად. (წმ).

ბრუნვის სიხშირე (n) ერთ წამში შესრულებული ბრუნთა რიცხვია. (ჰც).

T=1/n n=1/T

კუთხური სიჩქარე (ω) ტოლია წრეწირზე მოძრავი ნივთიერი წერტილის ბრუნვის


ცენტრთან შემაერთებელი რადიუსის შემობრუნების კუთხის (φ) შეფარდებისა იმ
დროის შუალედთან (t), რომელიც საჭიროა ამ შემობრუნებისათვის.
ω = φ/t

ω = 2π/T

V = ω*R

11. რას ეწოდება ათვლის ინერციული სისტემა. დაწერეთ გალილეის გარდაქმნის


ფორმულები ერთი ინერციული სისტემიდან მეორეში გადასვლის დროს.

ინერციული ათვლის სისტემა ეწოდება ისეთ ათვლის სისტემებს, რომლის მიმართაც


ყველა თავისუფალი სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად.

(x, y, z, t) ----- (x’; y’; z’; t’).

x=x’+Vxt

y=y’+Vyt

z=z’+Vzt r=r+Vt

t=t’

12. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის პირველი, მეორე და მესამე კანონები.

I კანონი:

არსებობს ათვლის სისტემები, რომელთა მიმართ სხეული, რომელიც გადატანით


მოძრაობას ასრულებს, ინარჩუნებს მუდმივ სიჩქარეს, თუ მასზე სხვა სხეულების
მოქმედება კომპენსირებულია.

ეს კანონი სრულდება მაშინ, როცა სიჩქარის მყისიერი შეცვლა შეუძლებელია.

II კანონი:

სხეულის აჩქარება პირდაპირპროპორციულია მასზე მოქმედი ძალის და


უკუპროპორციულია სხეულის მასისა:

a=F/m

F=m*a
III კანონი:

ძალას, რომელიც სხეულზე ისეთივე მოქმედებას ახდენს, როგორსაც რამდენიმე ძალა


ერთად, ამ ძალების ტოლქმედი ეწოდება.

რამდენიმე ძალის ტოლქმედის პოვნას ამ ძალების შეკრება ეწოდება, შესაკრებ ძალებს კი

- მდგენელი ძალები. F1=F2

13. რა არის სხეულის ინერტულობა, რა ფიზიკური სიდიდით ხასიათდება და რა არის


მისი ერთეული?

ინერტულობის დამახასიათებელი ფიზიკურ სიდიდეს მასა ეწოდება.

მასა სხეულის ინერტულობის ზომაა - რაც უფრო მეტია სხეულის მასა, მით ინერტულია
იგი. ერთეულია - კგ.

14. რას ეწოდება ძალა მექანიკაში, რა არის მისი ერთეული, ჩამოაყალიბეთ ნიუტონის
მეორე კანონი. საით არის მიმართული სხეულის აჩქარება?

ძალა არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც სხეულის სიჩქარის შეცვლის მიზეზია, ძალის
ერთეულია ნიუტონი (1ნ).

ნიუტონის II კანონი:

სხეულის აჩქარება პირდაპირპროპორციულია მასზე მოქმედი ძალის და


უკუპროპორციულია სხეულის მასისა:

a=F/m

F=m*a

სხეულის აჩქარება მიმართულია იქეთ, საითაც არის მიმართული ამ სხეულზე მოქმედი


ძალა.

15. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი და დაწერეთ შესაბამისი

ფორმულა. გრავიტაციული მუდმივას ფიზიკური აზრი. ნიუტონის მსოფლიო


მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე დაწერეთ თავისუფალი ვარდნის აჩქარების
გამოსათვლელი ფორმულა. რა სიდიდეებზეა ის დამოკიდებული? როგორ იცვლება

თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირიდან h სიმაღლეზე ასვლისას?

დაწერეთ შესაბამისი ფორმულა.

ნებისმიერი ორი სხეული ურთიერთმიიზიდება ძალით, რომლის მოდული


პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ
შორის მანძილის კვადრატისა.

F=G*(m1m2/r2)

G - მსოფლიო მიზიდულობის მუდმივა ან გრავიტაციული მუდმივა.

გრავიტაციული მუდმივა რიცხობრივად ტოლია იმ ძალის, რომლითაც


ურთიერთმიიზიდება 1მ-ით დაშორებული თითო კილოგრამი მასის ორი სხეული.

G=6.67*10-11 ნმ2/კგ2.

g=G (M/R2)

რამდენიმე ათეულ კილომეტრზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება შეიძლება ჩაითვალოს


მუდმივად, რადგან ეს მანძილი დედამიწის რადიუსთან (R=6370კმ) შედარებით
შეიძლება უგულებელვყოთ.

16. სხეულის დეფორმაცია (განმარტება). დრეკადობის ძალა და ჰუკის კანონი. რაზეა

დამოკიდებული სიხისტის კოეფიციენტი და რა არის მისი ერთეული? რა შემთხვევაში

სრულდება ჰუკის კანონი?

დეფორმაციის შედეგად აღძრულ ძალას დრეკადობის ძალა ეწოდება.

F=-kx

k - სიხისტე, მისი ერთეულია 1ნ/მ. დამოკიდებულია სხეულის მასალასა და ზომებზე.


ჰუკის კანონი: დეფორმირებულ სხეულში აღძრული დრეკადობის ძალა
პროპორციულია დეფორმაციის სიდიდისა და მიმართულია დეფორმაციისას სხეულის
ნაწილაკების გადაადგილების საპირისპიროდ.

17. რას ეწოდება უძრაობის, სრიალის და გორვის ხახუნის ძალა? საით არის სრაილის

ხახუნის ძალა მიმართული და რას უდრის მისი სიდიდე? რაზეა დამოკიდებული


ხახუნის

კოეფიციენტი?

თუ ორ მყარ სხეულს შორის სითხის ან გაზის ფენა არაა. მათი შეხებისას აღძრულ
ძალებს მშრალი ხახუნის ძალები ეწოდება, ისინი ყოველთვის მიმართული არიან
შემხები ზედაპირების მხების გასწვრივ.
მშრალ ხახუნს, რომელიც აღიძვრება სხეულების ფარდობითი უძრაობის
დროს, უძრაობის ხახუნი ეწოდება. უძრაობის ხახუნის ძალა სიდიდით ყოველთვის გარე
ძალის ტოლია და საწინააღმდეგო მხარესაა მიმართული.

უძრაობის ხახუნის ძალა არ შეიძლება აღემატებოდეს რაღაც მაქსიმალურ მნიშვნელობას


(Fხახ)max. თუ გარე ძალა მეტია (Fხახ)max–ზე, წარმოიქმნება ფარდობითი გაცურება. ხახუნის
ძალას ამ შემთხვევაში სრიალის ხახუნის ძალას უწოდებენ.

სხეულის გორვისას აღიძვრება მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართული გორვის


ხახუნის ძალა. მისი მოდული დამოკიდებულია ზედაპირისა და მგორავი სხეულის
სიმაგრეზე, სხეულის რადიუსზე.გორვის ხახუნის მიზეზია ზედაპირისა და სხეულის
დეფორმაცია. გორვის ხახუნის ძალა ბევრად ნაკლებია სრიალის ხახუნის ძალაზე.

სრიალის ხახუნის ძალის მიმართულება დამოკიდებულია სხეულთა ფარდობით


სიჩქარეზე.

სადაც ხახუნის ძალაა, - საყრდენი რეაქციის ძალა, ხოლო μ პროპორციულობის


კოეფიციენტს სრიალის ხახუნის კოეფიციენტი ეწოდება და მას განზომილება არ აქვს.
ჩვეულიბრივ ხახუნის კოეფიციენტი ერთზე ნაკლები სიდიდეა. ის შეხებაში მყოფი
სხეულიბის მასალაზე და ზედაპირის დამუშავების ხარისხზეა დამოკიდებული.
ხახუნის კოეფიციენტი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია უძრაობის და მოძრაობის
ხახუნის ძალებისთვის.

18. აღწერეთ სქემატურად (გააკეთეთ განმარტებითი ნახაზი) დახრილ სიბრტყეზე

მოთავსებულ უძრავ სხეულზე მოქმედი ძალები და მათი მიმართულებები.

F
mg

N - არ ასრულებს მუშაობას

T - ასრულებს დადებით მუშაობას

F - ასრულებს უარყოფით მუშაობას

mg - ასრულებს უარყოფით მუშაობას.

19. როგორია ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობის ხასიათი

ჰორიზონტალური ღერძის გასწვრივ? ვერტიკალური ღერძის გასწრვივ? აღწერეთ


სხეულის მოძრაობის ტრაექტორია.
20. აღწერეთ ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის სიჩქარის ჰორიზონტალური და

ვერტიკალური მდგენელების ცვლილების ხასიათი დროში. როგორი აჩქარებით


მოძრაობს ეს სხეული? აღწერეთ სხეულის მოძრაობის ტრაექტორია.
21. რას ეწოდება სხეულის იმპულსი. დაწერეთ მისი ფორმულა. რა არის იმპულსის

ერთეული. ჩამოაყალიბეთ იმპულსის შენახვის კანონი სხეულთა ჩაკეტილი


სისტემისათვის და მოიყვანეთ შესაბამისი ფორმულა.

სხეულის იმპულსი ეწოდება სიდიდეს, რომელიც ტოლია სხეულის მასისა და მისი


სიჩქარის ნამრავლისა,

P=m*V

იმპულსის ერთეულია კგ*მ /წმ.

ჩაკეტილ სისტემაში, მასში შემავალი ყველა სხეულის იმპილსების ვექტორული ჯამი, ამ


სისტემის სხეულების ნებისმიერი ურთიერთქმედებისას მუდმივი რჩება. ამ კანონს
ეწოდება იმპულსის მუდმივობის ანუ შენახვის კანონი და წაროადგენს ნიუტონის მეორე
და მესამე კანონების შედეგს.

22. რას ეწოდება ძალის იმპულსი. რა კავშირია სხეულის იმპულსსა და მასზე მოქმედ
ძალის იმპულსს შორის? დაწერეთ ნიუტონის მეორე კანონი იმპულსის გამოყენებით.

ძალის ნამრავლს მისი მოქმედების დროზე ძალის იმპულსი ეწოდება.

სხეულის იმპულსის ცვლილება ტოლია ამ ცვლილების გამომწვევი ძალის იმპულსისა.

Ft=mv-mv0

ძალა არის სიდიდე, რომელიც ტოლია სხეულის იმპულსის ცვლილების შეფარდებისა


დროის იმ შუალედთან, რომლის განმავლობაშიც ეს ცვლილება მოხდა.

F= ΔP/ Δt

23. რას ეწოდება მექანიკური მუშაობა (განმარტება და შესაბამისი ფორმულა). მუშაობის

ერთეული. როდის არის მუშაობა დადებითი და როდის უარყოფითი, ნულის ტოლი?

ძალის მუშაობა ტოლია ძალისა და გადაადგილების მოდულებისა და მათ შორის


კუთხის კოსინუსის ნამრავლისა.
A= F*S*cosα

მუშოაბის ერთეულია 1 ჯოული (1ჯ).

ძალის მუშაობა დადებითია, თუ ძალის და გადაადგილების ვექტორებს შორის კუთხე


მახვილია (α<900). მუშაობა უარყოფითია, თუ ეს კუთხე ბლაგვია (90 0<α<1800). როდესაც
ძალის ვექტორი გადაადგილების ვექტორის მართობულია (α=90 0), ძალა მუშაობას არ
ასრულებს.

24. რას ეწოდება სხეულის კინეტიკური ენერგია. მისი შესაბამისი ფორმულა, ერთეული.

როგორ გამოითვლება სხეულზე მოქმედი ძალების მიერ შესრულებული მუშაობა

კინეტიკური ენერგიის საშუალებით.

სხეულის კინეტიკური ენერგია ეწოდება მოძრავი სხეულის ენერგიას.

Eკინ=(mv2)/2

ენერგიის ერთეული SI სისტემაში არის ჯოული.

𝒎𝒗𝟐𝟐 𝒎𝒗𝟏𝟐
A= 𝟐
- 𝟐
=EK2 – EK1

25. რა მუშაობა უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ k სიხისტის ზამბარა x მანძილით

გავჭიმოთ. რისი ტოლია მისი პოტენციური ენერგია?

იმისათვის რომ ზამბარა გავჭიმოთ, მასზე უნდა ვიმოქმედოთ გარე ძალით, რომელიც
პროპორციულია ზამბარის გაჭიმვის.

A=Fსაშ.*S=(kx2)/2=Eპ

დრეკად დეფორმირებული სხეულის პოტენციური ენერგია ტოლია იმ მუშაობისა,


რომელსაც ასრულებს დრეკადობის ძალა სხეულის გადასვლისას არადეფორმირებულ
მდგომარეობაში.

26. რა მუშაობა უნდა შევასრულოთ რომ m მასის სხეული h სიმაღლეზე ავიტანოთ? რისი

ტოლია მისი პოტენციური ენერგია? დაწერეთ სიმძიმის ძალის მუშაობის ფორმულა,


როდესაც სხეული 1 h სიმაღლიდან h2 სიმაღლემდე ვარდება. როგორ არის
დაკავშირებული ეს მუშაობა სხეულის პოტენციური ენერგიის ცვლილებასთან?

თუ სხეული ვერტიკალურად ზევით მოძრაობს, სიმძმის ძალა სხეულის


გადაადგილების საპირისპიროდაა მიმართული და მისი მუშაობა უარყოფითია.
ნულოვანი დონიდან h სიმაღლეზე სხეულის ასვლისას სიმძიმის ძალა ასრულებს
მუშაობას, რომელიც ტოლია:

A=-mgh

Epotenciuri = mgh)
A= mg(h1 – h2)

სიმძიმის ძალის მუშაობა არაა დამოკიდებული ტრაექტორიის ფორმაზე, ის


განისაზღვრება სხეულის საწყისი და საბოლოო მდებარეობით.

27. რა არის სხეულის წონა? რას უდრის სხეულის წონა ლიფტში, თუ ლიფტი
გაჩერებულია და სხეულის მასაა m ? როგორ შეიცვლება და რისი ტოლი გახდება
სხეულის წონა როდესაც ლიფტი დაიწყებს ზევით a აჩქარებით მოძრაობას?როგორ
შეიცვლება და რისი ტოლი გახდება სხეულის წონა როდესაც ლიფტი დაიწყებს ქვევით a
აჩქარებით მოძრაობას?

ძალას, რომლითაც სხეული მოქმედებს ჰორიზონტულ საყრდენზე ან ვერტიკალურ საკიდზე


დედამიწის მიზიდულობის გამო, წონა ეწოდება.

წონა არის ძალა, შესაბამისად, იზომება ნიუტონებში. [P]=ნ

P=mg არის სხეულის წონა უძრაობის მდგომარეობაში როცა სხეულის მასაა m

P=m(g-a) სხეულის წონა როდესაც ლიფტი დაიწყებს ქვევით a აჩქარებით

როცა a=g P=0 ეს არის უწონადობის მდგომარეობა. ანუ, თუ სხეული თავისუფლად ვარდება
მას წონა არ აქვს.

P=m(g+a) სხეულის წონა როდესაც ლიფტი დაიწყებს ზევით a აჩქარებით მოძრაობას.

28. რას ეწოდება სხეულის კინეტიკური ენერგია, პოტენციური ენერგია? მათი ერთეული.
ჩამოაყალიბეთ ენერგიის შენახვის კანონი.

სიდიდეს, რომელიც ტოლია სხეულის მასისა და სიჩქარის კვადრატის ნამრავლის


ნახევრისა, ეწოდება კინეტიკური ენერგია.

Eკ=(mv2)/2

პოტენციური ენერგია ეწოდება სხეულების ან სხეულის ნაწილაკების


ურთიერთქმედების ენერგიას

Eპოტ=mgh

მისი ერთეულია ჯოული.

იზოლირებულ სისტემაში არსებული ენერგია მუდმივია. ენერგია არც ჩნდება და არც


ქრება. იგი ერთი ტიპის ენერგიიდან გარდაიქმნება მეორე ტიპის ენერგიად.

A=Eკ2-Eკ1

A=-( Eპ2-Eპ1)

Eკ2-Eკ1=-( Eპ2-Eპ1)

Eკ1+ Eპ1=Eკ2+ Eპ2

29. რას ეწოდება სიმძლავრე? დაწერეთ სიმძლავრის ფორმულა. რა არის სიმძლავრის

ერთეული? როგორ არის დაკავშირებული ავტომობილის ძრავის სიმძლავრე წევის

ძალასათან და სიჩქარესთან მუდმივი სიჩქარით მოძრაობისას?

სიმძლავრე ეწოდება მუშაობის შეფარდებისა იმ დროსთან, რომლის განმავლობაშიც ეს


მუშაობა შესრულდა.

N=A/t

SI სისტემაში მისი ერთეულია 1 ვატი. 1ვტ=1ჯ/წმ.

ძალასათან და სიჩქარესთან მუდმივი სიჩქარით მოძრაობისას დაკავშირებულია


ფორმულით: N= F * V

V სიჩქარეა.
30. სხეულის მასა (განმარტება). მასის ერთეული. როგორ განისაზღვრება სხეულის

სიმკვრივე? დაწერეთ შესაბამისი ფორმულა. რა არის სიმკვრივის ერთეული?

მასა არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს სხეულის ინერტულობას.

ინერტულობა არის სხეულის თვისება წინააღმდეგობა გაუწიოს ზემოქმედებას,


ინერტულობას განსაზღვრავს მასა.

მასის კილოგრამი, მასა აღინიშნება m ასოთი. m[კგ]

სიმკვრივე— განიმარტება როგორც სხეულის მასის ფარდობა მოცულობის ერთეულზე.


სიმკვრივე აღინიშნება ρ ასოთი.

ῤ = m/v

ერთეულია: კგ/მ3, kg/m3

31. როგორ განისაზღვრება წნევა და რა არის მისი ერთეული? რა არის ატმოსფერული


წნევა და მისი მიზეზი? როგორ იცვლება ატმოსფერული წნევა სიმაღლის ზრდასთან
ერთად? როგორ არის დამოკიდებული წყლის დუღილის ტემპერატურა ატმოსფერულ
წნევაზე?

წნევა არის სიდიდე, რომელიც ტოლია ზედაპირის მართობულად მოქმედი ძალის


შეფარდებისა ამ ზედაპირის ფართობთან:

P=F/S

წნევის ერთეული = ძალის ერთეული / ფართობის ერთეული

1პა = 1ნ / 1მ2

დედამიწის ზედაპირის 1მ2 ფართობზე მოქმედებს დაახლოებით 100000ნ წონის ჰაერი.


ჰაერის ფენა, რომელიც უშუალოდ ეკვრის დედამიწას, შეკუმშულია ყველა ზედა ფენის
სიმძიმით. ეს წნევა, პასკალის კანონის თანახმად, გადაეცემა ყველა მიმართულებით.
ამის შედეგად დედამიწის ზედაპირი და მასზე მყოფი სხეულები განიცდიან ჰაერის
მთელი სისქის წნევას - ატმოსფერულ წნევას.
დედამიწის ზედაპირიდან სიმაღლის ზრდის მიხედვით ატმოსფერული წნევა მცირდება
ყოველ 12მ-ზე ვერცხლისწყლის სვეტის 1მმ-ით.

წნევის ზრდასთან ერთად წყლის დუღილის ტემპერატურა მატულობს.

32. რისი ტოლია წნევა რომელსაც აწარმოებს სითხე ცილინდრული ჭურჭლის ფსკერზე
თუ სითხის სვეტის სიმაღლეა h , ხოლო სიმკვრივე ρ . რა ეწოდება ამ წნევას?
ჩამოაყალიბეთ პასკალის კანონი. ჰიდრავლიკური წნეხის მუშაობის პრინციპი.

P=ρgh

უძრავი სითხის წნევას ეწოდება ჰიდროსტატიკური წნევა.

სითხეზე ან აირზე წარმოებული წნევა უცვლელად გადაეცემა ყველა მიმართულებით. ეს


კანონი ცნობილია პასკალის კანონის სახელწოდებით.

P3 P1

P=P1=P2=P3

P2

პასკალის კანონით აიხსნება ჰიდრავლიკური წნეხის მუშაობის პრინციპი.

ჰიდრავლიკური მანქანა არის ცილინდრული საერთო ფუძის მქონე ჭურჭელი, რომლის


ძირითადი ნაწილია სხვადასხვა დიამეტრის დგუშიანი ცილინდრული ჭურჭლები,
რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია მილით. ცილინდრებში ჩასხმულია სითხე,
ძირითადად ზეთი.

ჰიდრავლიკური წნეხი მარტივი მექანიზმია და იმდენჯერ იძლევა მოგებას ძალაში,


რამდენჯერაც დიდი დგუშის ფართობი მეტია პატარა დგუშის ფართობზე.
P1=F1/S1 P2=F2/S2

P1=P2 F1/S1=F2/S2

F2/F1=S2/S1

33. რისი ტოლია სითხეში ჩაძირულ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა და საით არის
ის მიმართული. ჩამოაყალიბეთ არქიმედეს კანონი, მოიყვანეთ ფორმულა და განმარტეთ
მასში შემავალი სიდიდეები. ჩამოაყალიბეთ სხეულთა ცურვის პირობები ძალებისთვის
და სიმკვრივეებისათვის.

არქიმედეს კანონი სითხეებისა და აირებისთვის:

სითხეში ან აირში ჩაძირულ სხეულზე მოქმედებს ვერტიკალურად ზევით მიმართული


ამომგდები ძალა, რომლის სიდიდე ტოლია სხეულის მოცულობის მქონე სითხის ან
აირის წონისა.

სითხე იმოქმედებს სხეულზე ამომგდები ძალით, რომლის სიდიდე ტოლია სხეულის


ქვედა და ზედა ფუძეზე მოქმედი F2 და F1 წნევის ძალების სხვაობისას:

Fა=F2-F1 Fა= ρgS(h2-h1)=ρghS

F1=P1*S=ρgh1S Sh=V Fა=ρgV

F2=P2*S=ρgh2S ρV=m Fა=mg

ცურვის პირობები: სითხეში სხეულზე მოქმედებს სიმძიმისა და არქიმედეს ძალები. ამ


ძალების ერთდროული მოქმედებით სითხეში სხეული ტივტივებს, ცურავს ან იძირება.
თუ Fა>Fს, მაშინ სხეული ზედაპირზე ტივტივებს;

თუ Fა<Fს, მაშინ სხეული ფსკერისკენ მიემართება და იძირება;

თუ Fა=Fს, მაშინ სხეული ნებისმიერ ადგილას წონასწორობაშია და ცურავს.

34. რა არის დიფუზია? როგორ არის დამოკიდებული დიფუზიის სიჩქარე


ტემპერატურაზე და ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობაზე? რა არის ბროუნის
მოძრაობა? როგორ არის დამოკიდებული ბროუნის მოძრაობის ინტენსივობა
ტემპერატურაზე?

დიფუზია ეწოდება ნივთიერებების შერევას მათი უშუალო კონტაქტის დროს. დიფუზია


უფრო სწრაფია აირებში, შემდეგ სითხეებში, ხოლო ბოლოს მყარ ნივთიერებებში.

ბროუნის მოძრაობა წარმოადგენს სითხეში ან აირში შეტივტივებული ნაწილაკების


მოძრაობას. ბროუნის მოძრაობა ნაწილაკთა სითბური მოძრაობაა (სითბურს უწოდებენ
ნაწილაკთა ქაოსურ მოძრაობას).

ბროუნის ნაწლაკების მოძრაობის ინტენსივობა იზრდება გარემოს - სითხის ან აირის


ტემპერატურის გაზრდით და ბროუნის ნაწილაკების ზომის შემცირებით.ინტენსივობა
დამოკიდებულია სითხის ან აირის თვისებებზეც.

ბროუნის მოძრაობა უნივერსალური მოძრაობაა.

35. რა არის მოლი, მოლური მასა, ავოგადროს რიცხვი. რა კავშირია სხეულის ν


ნივთიერების რაოდენობასა, m მასასა და M მოლურ მასას შორის? როგორ არის
დაკავშირებული M მოლური მასა ერთი მოლეკულის მასასთან m0 და ავოგადროს
მუდმივასთან NA .

მოლი არის ნივთიერების რაოდენობა, რომელიც შეიცავს იმდენ სტრუქტურულ


12
ერთეულს, რამდენი ატომიცაა C იზოტოპის 12 გრამში, და ეს რიცხვი ტოლია
ავოგადროს რიცხვის (NA)

NA=6,02*1023

მოლური მასა არის მუდმივი სიდიდე მხოლოდ კონკრეტული ნივთიერებებისთვის.


რიცხობრივად იგი ტოლია 1 მოლი ნივთიერების მასის.
ν=m/M=გ/(გ/მოლი)=მოლი

სტრუქტურული ნაწილაკების რიცხვის (N) ფარდობას შესაბამის ნივთიერების


რაოდენობასთან (n) ავოგადროს მუდმივა (NA) ეწოდება.

ν=N/NA=m/M

NA=N/ν

NA=(N*M)/m0

36. რას ეწოდება იდეალური აირი? დაწერეთ იდეალური აირის მდგომარეობის


განტოლება (მენდელეევ-კლაპეირონის განტოლება). დაასახელეთ მასში შემავალი ყველა
სიდიდე.

იდეალური აირი ეწოდება აირის ისეთ მოდელს, რომლის მოლეკულებს არ აქვთ


მოცულობა. ისინი წამოადგენენ ნივთიერ წერტილებს და მათ შორის ურთიერთქმედება
მჟღავნდება მხოლოდ შეჯახებისას.

PV=νRT

PV=(m/M)*RT

ამ განტოლებას მენდელ-კლაპეირონის განტოლებას უწოდებენ, სადაც

P - წნევა m - აირის მასა

V - მოცულობა M - მოლური მასა

R - აირის უნივერსალური მუდმივა (R=K*NA)

R=8,91ჯ/მოლი

PV=(m/M)*NAKT (P=nKT)

37. იზოთერმული, იზობარული და იზოქორული პროცესების განმარტებები. ამ


პროცესების შესაბამისი განტოლებები და გრაფიკები. ჩამოაყალიბეთ თერმოდინამიკის
პირველი კანონი იზოპროცესებში. (მოიყვნეთ შესაბამისი ფორმულები)
პროცესს, რომლის დროსაც ტემპერატურა მუდმივი სიდიდეა, იზოთერმული პროცესი
ეწოდება.

იდეალური აირის განტოლებიდან PV=(m/M)KT გამომდინარეობს, რომ მოცემული მასის


იდეალური აირისათვის იზოთერმული პროცესის დროს აირის წნევისა და მოცულობის
ნამრავლი მუდმივი სიდიდეა:

PV=const, T=const.

ამ კანონს ბოილ-მარიოტის კანონი ეწოდა.

იზოთერმული პროცესის დროს აირის წნევის დამოკიდებულება მოცულობაზე


გამოისახება მრუდით, რომელსაც იზოთერმა ეწოდება.

T2>T1

ამ გრაფიკს იზოთერმა ეწოდება.

თერმოდინამიკური სისტემის ცვლილების პროცესს უცვლელი მოცულობის დროს


იზოქორული პროცესი ეწოდება.

უცვლელი მოცულობის დროს მოცემული მასის იდეალური აირის წნევის შეფარდება


აბსოლუტურ ტემპერატურასთან მუდმივი სიდიდეა:

P/T=const, V=const, m=const

აქედან გამომდინარეობს, რომ იზოქორული პროცესის დროს იდეალური აირის წნევა


პირდაპირპროპორციულია აბსოლუტური ტემპერატურის.

ამ კანონს შარლის კანონი ეწოდება.


ამ გრაფიკს იზოქორა ეწოდება.

თერმოდინამიკური სისტემის ცვლილების პროცესს უცვლელი წნევის დროს


იზობარული პროცესი ეწოდება.

იდეალური აირის განტოლებიდან გამომდინარეობს, რომ უცვლელი წნევის დროს


მოცემული მასის იდეალური აირის მოცულობის შეფარდება აბსოლუტურ
ტემპერატურასთან მუდმივი სიდიდეა:

V/T=const, P=const, m=const

ეს ნიშნავს, რომ იზობარული პროცესის დროს იდეალური აირის მოცულობა


პირდაპირპროპორციულია აბსოლუტური ტემპერატურისა.

ეს კანონი ცნობილია გეი-ლუსაკის კანონით.


თერმოდინამიკის პირველი კანონის გამოყენება იზოპროცესებში:

იზობარული პროცესის დროს აირზე გაცემული სითბოს რაოდენობის ნაწილი


გარდაიქმნება შინაგან ენერგიად, ნაწილი კი ხმარდება მუშაობის შესრულებას, ისე, რომ
მთელი პროცესის განმავლობაში წნევა მუდმივი სიდიდეა:

∆ Q=∆ U+A’

იზოქორულისას Q= A’ ხოლო A’=0 თუ იზოქორულია.

38. ჩამოაყალიბეთ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი დებულებები.

როგორ არის დაკავშირებული იდეალური აირის წნევა აირის მოლეკულების


გადატანითი მოძრაობის საშუალო კინეტიკურ ენერგიასთან? (მოლეკულურ-
კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლება) რისი ტოლია ერთატომიანი იდეალური
აირის ერთი ატომის საშუალო კინეტიკური ენერგია? მოიყვანეთ შესაბამისი
ფორმულები.
მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი დებულებებია:

1. ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან (ატომების ან მოლეკულებისაგან);

2. ნაწილაკების მოძრაობა უწყვეტი და ქაოსურია;

3. ნაწილაკები ურთიერთქმედებენ.

იდეალური აირის წნევა პირდაპირპროპორციულია მოლეკულათა კონცენტრაციის და


საშუალო კინეტიკური ენერგიისა:

P=(2/3)nEსაშ.კ. P - წნევა
n - კონცენტრაცია
Eსაშ.კ. - საშ.კინეტიკური ენერგია
K- ბოლცმანის მუდმივა

K=1,38*10-23

i ერთატომიანის = 3
𝑖𝐾𝑇 3𝐾𝑇
Eსაშ.კ. = 2
=
2
3𝐾𝑇
Eსაშ.კ. =
2

39. ჩამოაყალიბეთ თერმოდინამიკის პირველი კანონი. რას არის სხეულის შინაგანი


ენერგია? როგორ შეიძლება შევცვალოთ სხეულის შინაგანი ენერგია? ერთატომიანი
იდეალური აირის შინაგანი ენერგია. თუ სხეულის სითბოტევადობაა C , მაშინ სითბოს
რა რაოდენობაა საჭირო ამ სხეულის 1t ტემპერატურიდან 2t ტემპერატურამდე
გასათბობად? რა შემთხვევაში ასრულებს აირი მუშაობას? მოიყვანეთ შესაბამისი
ფორმულები.

თერმოდინამიკის I კანონი:

სისტემის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას მისი შინაგანი ენერგიის


ცვლილება ტოლია გარე ძალების მიერ სისტემაზე შესრულებული მუშაობისა და
სისტემისთვის გადაცემული სითბოს რაოდენობის ჯამისა:

ΔU=Q+A
თერმოდინამიკაში მუშაობის შესრულებით იცვლება სისტემის შინაგანი ენერგია

ვთქვათ, ცილინდრში აირის მოცულობა იზობარულად გაიზარდა V1 -დან V2 -მდე


ძალა, რომლითაც დგუში მოქმედებს აირზე (გარე ძალა) ავღნიშნოთ F -ით, ხოლო ძალა,
რომლითაც აირი მოქმედებს დგუშზე F’-ით. ამ ძალის მოქმედებით დგუში
გადაადგილდება ∆ h მანძილზე, ამიტომ აირის მიერ შესრულებული მუშაობა

A’=F’ * ∆ h

დგუშზე მოქმედი ძალა არის წნევისა და დგუშის ფართობის ნამრავლის ტოლი

40. რამდენი სახეობის მუხტი არსებობს? ჩამოაყალიბეთ წერტილოვან მუხტებს შორის


ურთიერთქმდების კანონი (კულონის კანონი).

ბუნებაში ორგვარი მუხტი არსებობს დადებითი და უარყოფითი.

კულონის კანონი:

ვაკუუმში ორი უძრავი წერტილოვანი მუხტი ურთიერთქმედებს ძალით, რომლის


მოდული პირდაპირპროპორციულია მუხტების მოდულთა ნამრავლის და
უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის.

ამ ძალას კულონის ძალას უწოდებენ.

K=9*109 (ნ * მ2)/კ2

41. როგორ განისაზღვრება ელექტრული ველის დაძაბულობა. დაწერეთ შესაბამისი

ფორმულა. ელექტრული ველის დაძაბულობის ერთეული. განმარტეთ ელექტრული


ველის ძალწირები. შეასრულეთ განმარტებითი ნახაზები.

ელექტრული ველის მახასიათებელს ელექტრული ველის დაძაბულობა ეწოდება.

დაძაბულობა ვექტორული სიდიდეა და აღინიშნება E ასოთი:

E=F/q
დაძაბულობის ერთეული = ძალის ერთეული / მუხტის ერთეული

SI სისტემაშ დაძაბულობის ერთეულია 1ნ/კ.

ელექტრული ველის ძალწირი ეწოდება წირს, რომლის ყოველ წერტილში დაძაბულობის


ვექტორი მიმართულია ამ წერტილში გავლებული მხების გასწვრივ.

წერტილოვანი მუხტების ძალწირები ელექტრული ველის ძალწირები

42. გამოთვალეთ წერტილოვანი მუხტის ელექტრული ველის დაძაბულობა? დაწერეთ

შესაბამისი ფორმულა. საით არის მიმართული წერტილოვანი მუხტის ელექტრული


ველის დაძაბულობა. დახაზეთ წერტილოვანი მუხტის ველის ძალწირები.

E=k(q/r2)

მუხტის ელექტრული ველის ნებისმიერ წერტილში დაძაბულობის ვექტორი


მიმართულია მუხტისა და ამ წერტილის შემაერთებელი წრფის გასწვრივ მუხტიდან, თუ
იგი დადებითია და მუხტისაკენ, თუ იგი უარყოფითია.

43. რა არის ელექტრული დენი. როგორ განისაზღვრება მუდმივი დენის ძალა. დაწერეთ

შესაბამისი ფორმულა. რა არის დენის ძალის განზომილება და ერთეული.


ელექტრული დენი არის დამუხტული ნაწილაკების მოწესრიგებული მოძრაობა.

დენის ძალა ეწოდება გამტარის განივკვეთში დროის შუალედში გავლილი მუხტის


შეფარდებას ამ დროის შუალედთან. ის სკალარული სიდიდეა.

I=Δq/Δt

SI სისტემაში დენის ძალის ერთეულია 1 ამპერი.

1ამპერი არის დენის ძალა, რომელიც ვაკუუმში 1მ-ით დაშორებულ ორ პარალელურ


უსასრულოდ გრძელ და მცირე განივკვეთის გამტარში გალისას გამტარის ყოველი 1მ
სიგრძის უბანზე აღძრავს 2*10-7ნ ურთიერთქმედების ძალას.

თუ დენის ძალა დროის მიხედვით უცვლელია, მაშინ გამტარში გადის მუდმივი დენი.

44. ჩამოაყალიბეთ ომის კანონი წრედის უბნისათვის. როგორ არის დამოკიდებული

გამტარის წინაღობა გამტარის სიგრძეზე და განივკვეთის ფართობზე? როგორაა

დამოკიდებული გამტარის წინაღობა ტემპერატურაზე? განიხილეთ გამტარების


მიმდევრობითი და პარალელური შეერთება, ყველა შემთხვევისთვის დაწერეთ
შესაბამისი ფორმულები.

ომის კანონი:

წრედის უბანზე დენის ძალა პირდაპირპროპორციულია ამ უბანზე მოდებული ძაბვისა


და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა.

I= U/R

R= U/I
მიმდევრობითი შეერთება:

მიმდევრობითი შეერთებისას ელექტრულ წრედ არ აქვს განშტოებები, გამტარები


შეერთებულია ერთი მეორის შემდეგ, ამიტომ წრედის ყველა გამტარში დენის ძალა
ერთნაირია:

I1=I2=In

A=A1+A2+…An

U=U1+U2+…Un

IR=IR1+IR2+…IRn

R=R1+R2+…Rn
45.რისი ტოლია ერთგვაროვან ელექტრულ ველში ერთი წერტილიდან მეორე წერტილში

მუხტის გადატანისას შესრულებული მუშაობა? როგორ განისაზღვრება


ელექტროსტატიკური ველის პოტენციალი? როგორ არის დაკავშირებული
ელექტროსტატიკური ველის მუშაობა ორ წერტილს შორის პოტენციალთა სხვაობასთან
(ძაბვასთან)? დენის მუშაობა და სიმძლავრე. ჯოულ-ლენცის კანონი. მოიყვანეთ
შესაბამისი ფორმულები.

A=ΔqU

დენის სიმძლავრე ტოლია დენის მიერ დროის შუალედში შესრულებული მუშაობის


შეფარდებისა ამ დროის შუალედთან:
P=A/Δt ან P=IU=I2R=U2/R

ჯოულ-ლენცის კანონი:

დენიანი გამტარის მიერ გამოყოფილი სითბოს რაოდენობა ტოლია დენის ძალის


კვადრატის, გამტარის წინაღობის და გამტარში დენის დინების დროის ნამრავლისა.

Q=I2RΔt

46. რას ეწოდება რხევითი მოძრაობა მექანიკაში. რას ეწოდება თავისუფალი და


იძულებითი რხევა. მოიყვანეთ მაგალითები. მექანიკური რხევითი მოძრაობის
დამახასიათებელი სიდიდეები. რას ეწოდება რხევის ამპლიტუდა, პერიოდი და
სიხშირე? რა ერთეულებში იზომება რხევის ამპლიტუდა, პერიოდი და სიხშირე? რას
ეწოდება ჰარმონიული რხევები. დაწერეთ კოორდინატის დროზე დამოკიდებულების
განტოლება ჰარმონიული რხევებისას. განმარტეთ მასში შემავალი სიდიდეები.

მოძრაობას როცა სხეული წონასწორობის მდებარეობიდან გამოყვანის შემდეგ


გადაადგილდება ხან ერთ ხან მეორე მხარეს ან ზევით და ქვევით, რხევითი მოძრაობა
ეწოდება.

სისტემის შიგა ძალებით გამოწვეულ რხევებს თავისუფალი რხევები ეწოდება.

გარე პერიოდული ძალებით გამოწვეულ რხევებს იძულებითი რხევები ეწოდება.

რხევითი სისტემის მაგალითს ზამბარაზე დაკიდებული ტვირთი ან მათემატიკური


ქანქარა წარმოადგენს.

დამახასიათებელი სიდიდეები:

ამპლიტუდა - A სმ, მ, მმ

პერიოდი - T წმ, წთ,

სიხშირე - > (ლამდათი აღინიშნება) - ჰერცი (ჰც)

n- რხევების რაოდენობა

სხეულის მაქსიმალურ გადახრას წონასწორობიდან რხევის ამპლიტუდა ეწოდება


დროის შუალედს რომელშიაც 1 სრული რხევა სრულდება რხევის პერიოდი ეწოდება.

ერთ წამში შესრულებულ რხევათა რაოდენობას რხევის სიხშირე ეწოდება.

ფიზიკური სიდიდის დროზე დამოკიდებულ ცვლილებას, რომელიც იცვლება სინუსის


ან კოსინუსის კანონით ჰარმონიული რხევები ეწოდება.

π π
x = Acoswt=Acos2
T
t= Acos2 ❑ >t

π π
w=2 >=2 t
❑ T

w (ომეგაა ეს )

> (ეს ლამდაა)

A -ამპლიტუდაა

T- რხევის პერიოდია

> - რხევის სიხშირე

47. აღწერეთ ზამბარაზე გამობმული სხეულის (ზამბარიანი ქანქარას) რხევითი


მოძრაობა

(ხახუნის გარეშე). რა ძალის მოქმედებით ხდება ეს რხევითი მოძრაობა. დაწერეთ


ზამბარიანი ქანქარას მოძრაობის განტოლება და ენერგიის შენახვის კანონი. დაწერეთ
ზამბარიანი ქანქარას პერიოდის გამოსათვლელი ფორმულა. რა სიდიდეებზეა ის
დამოკიდებული?
ზამბარაზე გამობმული სხეულის რხევითი მოძრაობა ხდება სიმძმის ძალის მოქმედებით

პერიოდი დამოკიდებულია ზამბარაზე დაკიდებული ტვირთის მასაზე.

48. რას ეწოდება მათემატიკური ქანქარა. რა ძალების მოქმედებით ხდება,


მათემატიკური

ქანქარას რხევითი მოძრაობა? დაწერეთ მათემატიკური ქანქარას პერიოდის


გამოსათვლელი ფორმულა. რა სიდიდეებზეა ის დამოკიდებული?
უჭიმავ უწონო ძაფზე ან თოკზე დაკიდებულ ნივთიერ წერტილს სისტემაში
მათემატიკური ქანქარა ეწოდება.

მათემატიკური ქანქარის მცირე კუთხით გადახრის შემთხვევაში mg სიმძიმის ძალის და


F დრეკადობის ძალის ტოლქმედი აღარ იქნება ნულის ტოლი და მიმართული იქნება o
წერტილისკენ

პერიოდი დამოკიდებულია ძაფის სიგრძეზე.

49. რას ეწოდება მექანიკური ტალღა. როგორი სახის მექანიკური ტალღები არსებობს?
რას

ეწოდება მექანიკური ტალღის სიგრძე და და სიჩქარე. დაწერეთ მათ შორის


დამოკიდებულების ფორმულა.

რხევებს რომლებიც ვრცელდება გარემოში დროის განმავლობაში ტალღები ეწოდება.

ტალღების გავრცელების დროს გადადის ენერგია და არა ნივთიერება.

ტალღა ორი სახისაა: განივი და გრძივი.


განივია ტალღა როცა სხეულის შემადგენელი ნაწილაკები მოძრაობენ ტალღის
გავრცელების მართობულად.

გრძივია ტალღა როცა სხეულის შემადგენელი ნაწილაკები მოძრაობენ ტალღის


გავრცელების მიმართულებთ

50. რას ეწოდება ბგერითი ტალღები? რას ეწოდება ულტრაბგერა, ინფრაბგერა?


ვრცელდება თუ არა ბგერითი ტალღა ვაკუუმში? როგორაა დამოკიდებული ბგერითი
ტალღის გავრცელების სიჩქარე გარემოს გვარობაზე და ტემპერატურაზე?

ტალღის ერთ-ერთი სახეა ბგერითი ტალღა.

ბგერითი ტალღა შეიძლება იყოს აკუსტიკური ინფრა და ულტრა ბგერა.

16 ჰერცამდე ბგერებს ინფრა ბგერები ეწოდება.

20 ათას ჰერცის ზემოთ ბგერებს ულტრა ბგერები ეწოდებათ.

აკუსტიკური ბგერები განისაზღვრება 16 ჰერციდან 20 ათას ჰერცამდე.

ბგერითი ტალღა ვაკუუმში არ ვრცელდება.

ბგერითი ტალღა ჰაერში 330 მ/წმ სიჩქარით ვრცელდება, თუმცა, ტემპერატურის


ცვლილებასთან ერთად ეს სიდიდეც იცვლება. ბგერა დაახლოებით მილიონჯერ ნელა
ვრცელდება ვიდრე სინათლე, ამიტომ ჯერ გაელვებას ვხედავთ და შემდეგ გვესმის
ქუხილი.
ბგერითი ტალღა მყარ სხეულებშიც გადის სითხეშიც და აირშიც.

51. რას შეისწავლის ოპტიკა? რას ეწოდება სინათლის სხივი? დაასახელეთ სინათლის

ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები. ჩამოაყალიბეთ ერთგვაროვან გარემოში


სინათლის

გავრცელების კანონი. ახსენით როგორ მიიღება მკვეთრი და არამკვეთრი ჩრდილები?

მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზები.

ოპტიკა არის ფიზიკის ნაწილი რომელიც შეისწავლის სინათლის კანონებს.

სინათლის სხივი გეომეტრიული წრფეა რომლის გასწვრივაც ვრცელდება სინათლე.

ბუნებრივია: მზე, ვარსკვლავები.

ხელოვნურია: ნათურა, ანთებული სანთელი, ცეცხლის ალი ბუხარში, სანთებელას ალი.

ორი გამჭირვალე გარემოს გამყოფ ზედაპირზე სინათლე შეიძლება ნაწილობრივ


აირეკლოს, ისე რომ სინათლის ენერგიის ნაწილი არეკვლის შემდეგ გავრცელდება
ახალი მიმართულებით, ხოლო ნაწილი გაივლის გამყოფ ზედაპირს და გააგრძელებს
გავრცელებას მეორე გარემოში.
როცა წერტილოვან წყაროსა და გაუმჭირვალ საგანს შორის მაძილი მცირდება მაშინ
საგნის ჩრდილი გაიზრდება უფრო მკვეთრი გახდება ხოლო როცა მანძიი გაიზარდება
ჩრდილი უფრო დაპატარავდება და გაიშვიათდება.

52. რას ეწოდება სინათლის არეკვლა? რას ეწოდება სინათლის სხივის დაცემის კუთხე,

არეკვლის კუთხე. სინათლის არეკვლის კანონი. სარკული და დიფუზიური არეკვლა.

გამოსახულების აგება ბრტყელ სარკეში. მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზები.

სინათლის ანარეკლი:

კუთხეს დაცემულ სხივსა და დაცემის წერტილში აღმართულ მართობს შრის დაცემის კუთხე
ეწოდება.

კუთხეს არეკლილ სხივსა და მართობს შორის არეკვლის კუთხე ეწოდება.


სარკული არეკვლა:

დიფუზიური არეკვლა:

უმარტივეს მოწყობილობას რომელსაც საგნის გამოსახულების შექმნა შეუძლია ბრტყელი სარკე


ეწოდება:
53. რას ეწოდება სინათლის გარდატეხა.რას ეწოდება გარდატეხის კუთხე? სინათლის

გარდატეხის კანონი. სინათლის გარდატეხის მაჩვენებლის განსაზღვრა და ფიზიკური


აზრი. სრული შინაგანი არეკვლა. მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზები.

სინათლის გარდატეხა:

კუთხეს გარდატეხილ სხივსა და გარდატეხის წერტილზე გამავალი მართბის


გაგრძელებას შორის გარდატეხის კუთხე ეწოდება.
გარდატეხის მაჩვენებელი:

54. რას ეწოდება ლინზა. რას ეწოდება თხელი ლინზა. შემკრები და გამბნევი ლინზები.
რას ეწოდება ლინზის მთავარი ოპტიკური ღერძი? რას ეწოდება ლინზის ოპტიკური
ცენტრი. რას ეწოდება ლინზის ფოკუსი და ფოკუსური მანძილი. რას ეწოდება ლინზის
ოპტიკური ძალა? მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზები.

2 სფერული ზედაპირით შემოსაზღვრულ გამჭირვალე სხეულს ლინზა ეწოდება.


თხელილინზა არი ორმხრივ ბრტყელი :

ლინზები როგორც თხელი ისე სქელი ორი სახისაა შემკრები და გამბნევი

თუ ლინზა კრებს მასზე დაცემულ პარალელურ სინათლის კონას, მაშინ მასშემკრები


ლინზა ეწოდება.

თუ პარალელურ სინათლის კონას განაბნევს, ეწოდენა გამბნევი ლინზა.

წრფეს რომელზეც მოთავსებულია გარდატეხის ან არეკლის სიბრტყეების ცენტრები, რაც


ქმნის ოპტიკურ სისტემას, მთავარი ოპტიკური ღერძი ეწოდება.
55. როგორ უნდა ავაგოთ გამოსახულება ლინზაში. დაწერეთ თხელი ლინზის ფორმულა.

აღწერეთ ამ ფორმულაში შემავალი სიდიდეები. რას ეწოდება ლინზის გადიდება?


მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზები.

სინათლის არეკვლისა და გარდატეხვის კანონების გამოყენებით შესაძლებელია საგნის


გამოსახულების სარკეება დალინზებში აგება.

d- საგნიდან ლინზამდე მანძილი

f– გამოსახულებიდან ლინზადე მანძილი

F- ფოკუსური მანძილი
ლინზის გადიდება- ლინზის მიერ მოცემული გამოსახულება, თავისი ზომით
ჩვეულებრივ განსხვავდება საგნისგან. საგნისა და გამოსახულები ზომების განსხვავებას
ახასიატებენ გადიდებით.
56. ატომის აგებულება ტომსონის და რეზერფორდის (პლანეტარული) მოდელის
მიხედვით. რისგან შედგება ატომი პლანეტარული მოდელის მიხედვით? დაასახელეთ
ატომში შემავალი ნაწილაკები და მათი მუხტები. რა ძალები განაპირობებს ამ
ნაწილაკების ურთიერთქმედებას?

პლანეტარიული მოდელის მიხედვით ატომი შედგება მასიური დადებითად


დამუხტული ბირთვისგან, რომლის გარშემოც ელექტრონები მოძრაობენ. სწორედ
ამიტომ აირეკლებოდა ალფა-ნაწილაკები პირდაპირ ბირთვთან შეჯახებისას, რაგან
ერთსახელა მუხტები ერთმანეთისგან განიზიდება.
პროტონს აქვს დადებითი მუხტი

ელექტრონს აქვს უარყოფითი მუხტი

ნეიტრონს კი მუხტი არ გააჩნია

ატომის ელექტრონებს ბირთვში არსებული პროტონები ელექტრომაგნიტური ძალის


საშუალებით იზიდავენ. ბირთვში პროტონები და ნეიტრონები ერთმანეთს
განსხვავებული ძალებით იზიდავენ. ბირთვული ძალა, რომელიც, ჩვეულებრივ,
ელექტრომაგნიტურზე ძლიერია, დადებითად დამუხტულ პროტონებს ერთმანეთისაგან
აცალკევებს. გარკვეულ გარემოებებში, საწინააღმდეგო ელექტრომაგნიტური ძალა
ბირთვულზე ძლიერი ხდება და შესაძლოა, ნუკლეონები ბირთვიდან გამოდევნოს, რაც
ბირთვული გარდაქმნის შედეგად, ერთ ქიმიურ ელემენტს მეორედ აქცევს.

ტომსონისა და რეზენფორდის ატომების შედარებისას, ნათელია, რომ ორივე მოდელში


არის როგორც პროტონები, ისე ელექტრონები, განსხვავება კი ის არის, რომ
რეზენფორდის მოდელში, ისევე როგორც ატომის თანამედროვე მოდელში, დადებითი
მუხტი თავმოყრილია ატომბირთვში.

You might also like