You are on page 1of 3

§ 1.10.

თანაბარი მოძრაობა წრეწირზე

სხეულების რეალური მოძრაობა რთული ფორმის ტრაექტორიებით ხასიათდება, რის გამოც


ასეთი მოძრაობების შესწავლა და მექანიკის მთავარი ამოცანის (სხეულის მდებარეობის პოვნა
დროის ნებისმიერ მომენტში) გადაწყვეტა ძალიან რთულია, ხოლო ზოგჯერ შეუძლებელიცაა.
მაგრამ, ფაქტიურად, ნებისმიერი სირთულის ტრაექტორია შეიძლება წარმოვადგინოთ
სხვადასხვა სიგრძის და მიმართულების მქონე მონაკვეთების (წრფის ნაწილი) და სხვადასხვა
რადიუსისა და ცენტრის მქონე რკალების (წრეწირის ნაწილი) ერთობლიობად.

ამასთან, ბევრი სხეული ასრულებს წრიულ, ან წრიულთან მიახლოებულ მოძრაობას (მბრუნავ


კარუსელზე მჯდომი ბავშვი, მზის გარშემო მოძრავი დედამიწა, საათის ისარი, თქვენი
კომპიუტერის ქულერი და ა.შ.).

ეს ორი ფაქტიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ წრიული მოძრაობის


შესწავლის აუცილებლობაში.

პირველ რიგში, გავიხსენოთ მათემატიკიდან, რომ წრეწირი


წარმოადგენს ერთ სიბრტყეზე განლაგებული წერტილების
სიმრავლეს, რომლებიც ამავე სიბრტყეზე მოთავსებული
წერტილიდან თანაბარი მანძილებით არიან დაშორებულნი. ამ
წერტილს წრეწირის ცენტრი ეწოდება, ხოლო მანძილს წრეწირის
ცენტრიდან მის ნებისმიერ წერტილამდე – წრეწირის რადიუსი.
წრეწირის ნაწილს მის ორ ნებისმიერ წერტილს შორის რკალი
ეწოდება, ხოლო ამ წერტილების შემაერთებელ მონაკვეთს – ქორდა. ნახაზი 1.10.1

განვიხილოთ სხეულის თანაბარი მოძრაობა 𝑅 რადიუსის მქონე წრეწირზე. თანაბარი


მოძრაობა ნიშნავს, რომ იგი მოძრაობს სიდიდით უცვლელი 𝑣 სიჩქარით, ანუ დროის ტოლ
შუალედებში სხეულის მიერ შემოწერილი რკალების სიგრძეები ტოლია, შესაბამისად,
ერთმანეთის ტოლია ამ რკალებზე დაყრდნობილი ცენტრალური კუთხეები 𝜑.

შემოვიღოთ სხეულის წრეწირზე მოძრაობის მახასიათებელი სიდიდეები. ასეთი მოძრაობის


მთავარი მახასიათებელია მოძრაობის განმეორებადობა. ვთქვათ, სხეულმა 𝑡 დროში შეასრულა
𝑁 ცალი ბრუნი. დროს, რომლის განმავლობაში სხეული ასრულებს ერთ სრულ ბრუნს (რის
შემდეგაც ყველაფერი მრეორდება), ეწოდება ბრუნვის პერიოდი და აღინიშნება 𝑇 ასოთი. მისი
განმარტებიდან ცხადია, რომ
𝑡
𝑇= . (1.10.1)
𝑁
[𝑡] წმ
SI სისტემაში პერიოდის ერთეული იქნება [𝑇] = [𝑁] = 1
= წმ.

სხეულის მიერ ერთ წამში შესრულებულ ბრუნთა რაოდენობას ეწოდება ბრუნვის სიხშირე და
აღინიშნება 𝜈 ასოთი (ბერძნული „ნიუ“. სამწუხაროდ, ზოგ შრიფტში ლათინური 𝑣 „ვე“ და
ბერძნული 𝜈 „ნიუ“ ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა კონტექსტით ყოველთვის შეგვიძლია
მივხვდეთ, თუ რომელი სიდიდე იგულისხმება. ზოგჯერ ბრუნვის სიხშირე აღინიშნება 𝑓, ან 𝑛
ასოთი, თუმცა ამ აღნიშვნებსაც აქვს ხარვეზები). მისი განმარტებიდან ცხადია, რომ
𝑁
𝜈= . (1.10.2)
𝑡
[𝑁] 1
SI სისტემაში სიხშირის ერთეული იქნება [𝜈] = [𝑡]
= = ჰც. (ჰერცი).
წმ

ბრუნვის სიხშირეა 1 ჰერცი, თუ სხეული 1 წამში ასრულებს ერთ სრულ ბრუნს. (1.10.1) და
(1.10.2) ფორმულებიდან ჩანს, რომ ბრუნვის პერიოდსა და სიხშირეს შორის არსებობს მარტივი
კავშირი:
1
𝜈= . (1.10.3)
𝑇
𝑅 რადიუსის, ანუ 𝐷 = 2𝑅 დიამეტრის მქონე წრეწირის სიგრძე (ანუ, სრული რკალის სიგრძე)
აღვნიშნოთ 𝐿 ასოთი. მათემატიკიდან ვიცით, რომ ნებისმიერი წრეწირისთვის გვაქვს:
𝐿 𝐿
= = 3,14159265359 … ≈ 3,14 = 𝜋 .
𝐷 2𝑅
აქედან მივიღებთ, რომ

𝐿 = 2𝜋𝑅, (1.10.4)

ანუ, თუ ვიცით წრეწირის რადიუსი, ვიცით მისი სიგრძეც.

ბრუნვის პერიოდის განმარტებიდან ცხადია, რომ წრეწირზე თანაბრად მოძრავი სხეულის 𝑣


სიჩქარისთვის გვექნება:
𝐿 2𝜋𝑅
𝑣= = = 2𝜋𝑅𝜈. (1.10.5)
𝑇 𝑇
მონაკვეთს, რომელიც აერთებს წრეწირის ცენტრს მასზე მოძრავ სხეულთან, ეწოდება რადიუს-
ვექტორი. ცხადია, სხეულის მიერ გარკვეულ 𝑡 დროში 𝑙 სიგრძის რკალის შემოწერისას მასთან
დაკავშირებული რადიუს-ვექტორი შემოწერს შესაბამის 𝜑 კუთხეს. ამ კუთხის შეფარდებას
შესაბამის დროსთან კუთხური სიჩქარე ეწოდება და აღინიშნება 𝜔 ასოთი:
𝜑
𝜔= . (1.10.6)
𝑡
განმარტებიდან გამომდინარეობს კუთხური სიჩქარის ერთეული:
[𝜑] რად
[𝜔] = = .
[𝑡] წმ
(ტრადიციულად, კუთხეები იზომება გრადუსებში, თუმცა მას არ გააჩნია მკაცრი
მათემატიკური დასაბუთება. კუთხეების საზომი უფრო „მათემატიკური“ ერთეულია
რადიანი: 1 რადიანი არის წრეწირის იმ ცენტრალური კუთხის ზომა, რომლის მიერ მოჭიმული
რკალის სიგრძე უდრის წრეწირის რადიუსს. ამ განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ
360°
1 რად = 2𝜋
≈ 57°.)

ცხადია, სხეულის მიერ წრეწირზე შესრულებული სრული ბრუნის შემთხვევაში 𝜑 = 360° =


2𝜋 რად, ხოლო 𝑡 = 𝑇. ამ შემთხვევაში ფორმულა (1.10.6) მიიღებს სახეს:
2𝜋
𝜔= . (1.10.7)
𝑇
ფორმულებიდან (1.10.3) და (1.10.7) მივიღებთ:

𝜔 = 2𝜋𝜈 . (1.10.8)

ბოლო ფორმულიდან ჩანს, რომ კუთხური სიჩქარე არის ბრუნთა რაოდენობა 2𝜋, ანუ 6,28
წამში (იხ. სიხშირის განმარტება ზევით). მეორენაირად 𝜔-ს ციკლური სიხშირე ეწოდება.

ფორმულებიდან (1.10.5) და (1.10.8) ვღებულობთ კავშირს 𝑅 რადიუსის მქონე წრეწირზე


მოძრავი სხეულის წირით 𝑣 და კუთხურ 𝜔 სიჩქარეებს შორის:

𝑣 = 𝜔𝑅. (1.10.9)

You might also like