You are on page 1of 3

შემაჯამებელი ფიზიკაში

1.რას ეწოდება რხევითი მოძრაობა და რომელი ფიზიკური


სიდიდეებით ხასიათდება?
რხევითი მოძრაობაა, როდესაც სხეული გადაიხრება წონასწორობის
მდებარეობიდან ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. რხევითი მოძრაობა
განსხვავებულია. მაგალითად, ძაფზე დაკიდებული ბურთულას
მოძრაობა მრუდწირულია, ზამბარაზე დაკიდებული ბურთულას
მოძრაობა-წრფივი.

2. ა) რას ეწოდება მათემატიკური ქანქარა


მათემატიკური ქანქარა ეწოდება უჭიმვად, უწონო ძაფზე
ჩამოკიდებულ მატერიალურ წერტილს, რომელიც სიმძიმის ძალის
მოქმედებით ასრულებს რხევებს ერთ ვერტიკალურ სიბრტყეში.
ბ) დაწერეთ ზამბარიანი ქანქარის რხევის პერიოდული ფორმულა
m
T =2 π
√ k

გ) როგორ შეიცვლება ზამბარის რხევის პერიოდი ამპლიტუდის


გაზრდით?
არ იცვლება იმიტომ რომ ზამბარიანი ქანქარის რხევის პერიოდი
დამოკიდებულიბული არ არის რხევის ამპლიტუდაზე.იგი
დამოკიდებულია მხოლოდ ტვირთის მასასა და ზამბარის სიხისტეზე.

3.გამოიკვლიეთ რხევითი მოძრაობა: ქანქარა წუთში ასრულებს 15


რხევას
ა) ვიპოვოთ პერიოდი და სიხშირე
T=t/n=60/15=4 (პერიოდი)
V=n/t=15/60=1/4 (სიხშირე)
ბ) რამდენჯერ გარდაიქმნება კინეტიკური ენერგია პოტენციურში ?
დ) რას უდრის გავლილი მანძილი და გადაადგილება 1 სრული რხევის
დროს, თუ ამპლიტუდა 10 სანტიმეტრია?

4. რა არის რეზონანსი?
ბგერის გაძლიერებისა და გახანგრძლივების უნარი, ახასიათებს
გარკვეული ტიპის საგნებსა და ნაგებობებს.

ა) რა გამოყენება აქვს რეზონანს პრაკტიკაში?


საკმაოდ ხშირად გვხვდება რეზონანსი ბუნებაში. ასევე რეზონანსი დიდ
როლს ასრულებს ტექნიკაში. თითქმის ყველა მანქანას და ნაგებობას
საკუთარი რხევები გააჩნია. გარე პერიოდულ ზემოქმედებას შეუძლია
გამოიწვიოს რეზონანსი. ამის ნათელი მაგალითია ლიანდაგის
შეპირაპირების ადგილზე მატარებელის გავლისას წარმოქმნილი
ბიძგები, რომლებიც შეიძლება გახდეს ხიდის რეზონანსული რხევის
მიზეზი.

ბ) მოიყვანეთ საზიანო რეზონანსის მაგალითები


თუ რეზონანსი მკვეთრად გაიზრდება შეუძლია ნაგებობის ან მანქანის
ნგრევა. ამის თავიდან ასაცილებლად ცდილობენ სისტემის თვისებები
ისე შეცვალონ, რომ მისი ნორმალური რხევის სიხშირეები რაც
შეიძლება შორს იყოს გარე პერიოდული ზემოქმედების შესაძლო
სიხშირეებისაგან.
ელენე მესხია

You might also like