You are on page 1of 5

რეფერატი

ტალღური ქანქარა
ნიკოლოზ ზურაბაშვილი
მოვლენა, რომელიც ტალღური ქანქარის მოქმედებას საფუძვლად უდევს
პირველად გალილეო გალილეიმ, პიზის საკათედრო ტაძარში, მეთექვსმეტე
საუკუნეში აღმოაჩინა. მან შეამჩნია, რომ ერთი და იმავე სიგრძის ჟაჭვებზე
დაკიდებული უზარმაზარი და პატარა საცეცხლურები, მიუხედავად მათი ზომისა,
ერთნაირად, სინქრონულად ირხეოდნენ. რადგან ამ პერიოდში არ არსებობდა
საათები, გალილეომ ამ მოვლენის უკეთ შესასწავლად ექსპერიმენტებში საკუთარი
გულისცემა გამოიყენა. ექსპერიმენტმა დაამტკიცა ის რაც გალილეომ ტაძარში
შეამჩნია. მეც გადავწყვიტე ჩამეტარებინა ექსპერიმენტები რათა დამედგინა
ტალღური ქანქარის რხევის პერიოდის განმაპირობებელი ფაქტორები.

ცდა #1

მიზანი: დავადგინოთ ამპლიტუდის დამოკიდებულება რხევის პერიოდზე

რესურსები: 1მ ძაფი, 100გ საწონი, წამზომი, შტატივი

ჰიპოთეზა: ჩემი აზრით რხევის პერიოდი არ არის დამოკიდებული ამპლიტუდაზე

ცდის აღწერა: ავიღე 1მ ძაფი, მის ბოლოზე დავკიდე საწონი და ძაფის მეორე ბოლო
ჩავამაგრე შტატივის თავში ისე რომ საწონს შეეძლოს თავისუფლად მოძრაობა.
საწონი გადავხარე წონასწორობის მდებარეობიდან ჯერ ~10სმ-ით 3 ჯერ, შემდეგ ~5
სანტიმეტრით 3 ჯერ, თითოეულზე ავითვალე დრო რომელიც საწონს ~5 რხევის
შესასრულებლად დასჭირდა და მიღებული შედეგები შევიტანე ცხრილში.

m l A სმ N t წმ T Tavg
100გ 1მ 10 5 10.27 2.054 2.05წმ
1მ 10 5 10.25 2.046
1მ 10 5 10.32 2.064
100გ 1მ 5 5 10.26 2.052 2.04წმ
1მ 5 5 10.28 2.056
1მ 5 5 10.24 2.04

დასკვნა: რხევის პერიოდი არ არის დამოკიდებული ამპლიტუდაზე


ცდა #2

მიზანი: დავადგინოთ რხევის ამპლიტუდის დამოკიდებულება მერხევი სხეულის მასაზე

რესურსები: 1მ ძაფი, სხვადასხვა მასის 2 სხეული, შტატივი, წამზომი

ჰიპოთეზა: მერხევი სხეულის მასა არ ახდენს გავლენას რხევის პერიოდზე

ცდის აღწერა: ავიღე 1მ ძაფი და ჩავამაგრე შტატივის თავში ისე რომ საწონს შეეძლოს
თავისუფლად მოძრაობა. დავამაგრე 100გ წონის საწონი, გადავხარე წონასწორობიდან ~10
სმ ით და დავითვალე დრო რომელიც იქნებოდა საჭირო 5 რხევის განსახორციელებლად,
გავიმეორე 2 ჯერ, შემდეგ დავამაგრე 200გ-იანი საწონი და გავიმეორე ცდა. მიღებული
შედეგები შევიტანე ცხრილში.

m l A სმ N t წმ T Tavg
100გ 1მ 10 5 10.27 2.054 2.05წმ
1მ 10 5 10.25 2.046
200გ 1მ 10 5 10.26 2.052 2.04წმ
1მ 10 5 10.24 2.04

დასკვნა: სხეულის მასა არ ავლენს რხევის პერიოდზე გავლენას

ცდა #3

მიზანი: დავადგინოთ ქანქარის რხევის პერიოდის დამოკიდებულება ძაფის სიგრძეზე(l)

რესურსები: 1მ და 50სმ სიგრძის ძაფი, 100გ წონის ძაფის სიგრძეს აქვს გავლენა ქანქარის
რხევის პერიოდზე

ცდის აღწერა: ავიღე 1მ ძაფი და ჩავამაგრე შტატივის თავში ისე რომ საწონს შეეძლოს
თავისუფლად მოძრაობა. დავამაგრე 100გ წონის საწონი, გადავხარე წონასწორობიდან ~10
სმ ით და დავითვალე დრო რომელიც იქნებოდა საჭირო 5 რხევის განსახორციელებლად,
შემდეგ გავიმეორე ცდა 50სმ-იანი ძაფით და შედეგები შევიტანე ცხრილში

m l A სმ N t წმ T Tavg
100გ 1მ 10 5 10.3 2.054 2.05წმ
1მ 10 5 10.27 2.046
100გ 0.5მ 10 5 7.3 1.4 1.48წმ
0.5მ 10 5 7.31 1.46

დასკვნა: რხევის პერიოდი დამოკიდებულია ძაფის სიგრძეზე(l)


ცდა #4

ცდის მიზანი: გავიგოთ როგორაა დამოკიდებული ქანქარის რხევის პერიოდი

ა) პლანეტის თავისუფალი ვარდნის აჩქარებაზე

ბ) ხახუნის ძალაზე

საჭირო მასალა: ვირტუალური ლაბორატორია

ცდის აღწერა: ა) ვირტუალურ ლაბორატორიაში ერთიდაიმავე ზომის თოკიდან


დაკიდებული 100გ-იანი სხეული გადავხარე წონასწორობიდან 30 გრადუსით და
წამზომით დავითვალე რხევის პერიოდი ჯერ დედამიწის თავისუფალი ვარდნის
აჩქარებაში, შემდეგ მთვარის და მონაცემები შევიტანე ცხრილში

m l α პლანეტა რომლის T
თავისუფალი ვარდნის
აჩქარებაც მოქმედებს
სხეულზე
100გ 1მ 300 დედამიწა 2.03წმ
მთვარე 5წმ

ბ)ლაბორატორიაში გავიმეორე ცდები განსხვავებული ხახუნის ძალის მოქმედებით


მაგრამ ამან არ გამოიწვია პერიოდის ცვლილება

დასკვნა: ქანქარის რხევის პერიოდი დამოკიდებულია თავისუფალი ვარდნის


აჩქარებაზე და არ არის დამოკიდებული მასზე მოქმედ ხახუნის ძალაზე

ცდების შედეგად დავადგინეთ რომ ქანქარის რხევის პერიოდზე გავლენას ახდენს


თოკის სიგრძე და თავისუფალი ვარდნის აჩქარება და არ ახდენს გავლენას გარემოს
მიერ წინააღმდეგობა, სხეულის მასა, ამპლიტუდა.
გამოყენებული რესურსები:

https://phet.colorado.edu/sims/html/pendulum-lab/latest/pendulum-lab_en.html

11 კლასი ფიზიკა - ქეთევან ტატიშვილი

You might also like