You are on page 1of 4

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ელენე მესხია

შემაჯამებელი დავალება N1 ბიოლოგიაში

თემაზე რატომ არ წყდება სიცოცხლე დედამიწაზე?!

თბილისი 2020
გამრავლება

გამრავლება ცოცხალ ორგანიზმთა ერთ ერთი ძირითადი თვისებაა როდესაც ორგანიზმები


წარმოქმნიან თავისივე მსგავსი ახალი არსებები. ამის საშვალებით ხდება მათი სახეობების
შენარჩუნება და რიცხობრივი ზრდა. არსებობს გამრავლების ორი სახე უსქესო და
სქესობრივი.

უსქესო გამრავლება

უსქესო გამრავლების დროს მონაწილეობას იღებს ერთი ინდივიდი,სასქესო უჯრედები


მასში მონაწილეობას არ ღებულობენ. უსქესო გამრავლების შედეგად ხდება მეკვიდრული
ინფორმაციის შენარჩუნება. გამოყოფენ უსქესო გამრავლების რამდენიმე ტიპს:

1) ბინარული გაყოფა: ერთი მშობელი ორგანიზმის დნმ ორმაგდება და შემდეგ ორ


უჯრედში ნაწილდება. ეს პროცესი ძირითადად ბაქტერიებში გვხვდება.
2) დაკვირტვა: მშობელი ორგანიზმის ზედაპირზე გამონაზარდი ჩნდება , სწყდება
მას და დამოუკიდებელ ინდივიდად ყალიბდება . ეს გვხვდება საფუარა სოკოებსა
და ზოგ ცხოველში.
3) ფრაგმენტაცია: ორგანიზმი ორ ან მეტ ნაწილად იყოფა და თითოეული მათგანისგან
ახალი ინდივიდი ვითარდება. ეს გვხვდება მრავალ მცენარეში, ასევე ზოგ ცხოველში
(მაგ., მარჯანი, ზღვის ღრუბელი და ზღვის ვარსკვლავი).
4) პართენოგენეზი: ემბრიონი გაუნაყოფიერებელი უჯრედისგან ვითარდება. ეს
გვხვდება უხერხემლოებში, ზოგიერთ თევზში, ამფიბიასა და რეპტილიაში .

სქესობრივი გამრავლება

მრავალუჯრედიანი მცენარეების და ცხოველების უმრავლესობა სქესობრივად მრავლდება.


სქესობრივ გამრავლებაში ორი ინდივიდი მონაწილეობს, მამრობითი და მდედრობითი.
თითოეულ მათგანს სასქესო ორგანოებში წარმოექმნებათ სასქესო უჯრედები გამეტები.
გამეტები ორი ტიპისაა მდედრობითი და მამრობითი. ქალის ორგანიზმში წარმოიქმნება
კვერცხუჯრედები, ხოლო მამაკაცის ორგანიზმში სპერმატოზოიდები.მდედრობითი და
მამრობითი გამეტები შეერწყმის ერთმანეთს და წარმოქმნის ზიგოტას, რომელიც დასაწყის
აძლევს ახალი ორგანიზმის განვითარებას.
სქესობრივი გამრავლების უპირატესობა უსქესოსგან განსხვავებით იმაში მდგომარეობს რომ
ის ორივე მშობლიური ინდივიდის მემკვიდრული ნიშანთვისებების კომბინირების
საშვალებას იძლევა.
სასიცოცხლო ციკლი

სასიცოცხლო ციკლი ეწოდება განვითარების სტადიების თანმიმდევრობას, რომელსაც


გადიან კონკრეტული სახეობის წარმომადგენლები ერთი თაობის ზიგოტიდან მეორე თაობის
ზიგოტამდე. თითოეულ ორგანიზმს გააჩნია განსხვავებული სასიცოცხლო ციკლი.
სასიცოცხლო ციკლში ერთმანეთს ენაცვლება ჰაპლოიდური და დიპლოიდური ფაზები.
მრავალუჯრედიან ცხოველებში დიპლოფაზა მეტად ხანგრძლივია, ჰაპლოფაზა კი —
ხანმოკლე. დიპლოფაზის განვითარება შეიძლება იყოს მარტივი ან რთული (მეტაფოზიანი).
მეტამორფოზული განვითარებისას ინდივიდი გაივლის

კოღოს სასიცოცხლო ციკლი პეპელას სასიცოცხლო ციკლი

ნაირგვარ სტადიას (მაგ., პეპლები — კვერცხის, ლარვის, ჭუპრის, იმაგოს სტადიებს).


ყვავილოვან მცენარეებში ასევე ძალზე რედუცირებულია ჰაპლოფაზის ხანგრძლივობა.
დიპლოფაზას კი მთელი მცენარე წარმოადგენს. უმდაბლეს მცენარეებსა და
მიკროორგანიზმებში, პირიქით, სასიცოცხლო ციკლის დიდი ნაწილი ჰაპლოფაზას უჭირავს.
სასიცოცხლო ციკლი რთულია იმ ინდივიდებში, სადაც სქესობრივი გამრავლება უსქესო და
პართენოგენეზულ გამრავლებას ენაცვლება. სასიცოცხლო ციკლი ჩამოყალიბდა ევოლუციურ
პროცესში როგორც უმნიშვნელოვანესი შეგუება.
რატომ არ წყდება სიცოცხლე დედამიწაზე?!

თქვენ ცოცხალი ხართ და მეც. ძაღლი, რომლის ყეფაც მესმის, ასევე, ცოცხალია და ხეც ,
რომელსაც ფანჯრიდან ვხედავ, თუმცა თოვლი, რომელიც ღრუბლებიდან ცვივა , არ არის
ცოცხალი. კომპიუტერი, რომლის დახმარებითაც თქვენ ახლა ამას კითხულობთ, არ არის
ცოცხალი; არც მაგიდა და არც სკამი. სკამის ნაწილები, რომლებიც ხისგანაა
გაკეთებული, ოდესღაც ცოცხალი იყო, მაგრამ უკვე აღარ არის ცოცხალი . თუ შეშას
ცეცხლში წვავთ, ცეცხლიც არ იქნება ცოცხალი.
რა განსაზღვრავს სიცოცხლეს? როგორ შეგვიძლია, ერთ რაღაცაზე ვთქვათ , რომ ის
ცოცხალია და მეორეზე - რომ არ არის ცოცხალი? ადამიანთა უმეტესობას ინტიუციურად
ესმის, რას ნიშნავს, რომ რაღაც ცოცხალია, თუმცა, გასაოცრად რთულია , მივიდეთ
სიცოცხლის ზუსტ განმარტებამდე. ამის გამო, სიცოცხლის ბევრი განმარტება პირობითია
- ისინი საშუალებას გვაძლევს, განვაცალკევოთ ცოცხალი და არაცოცხალი ორგანიზმები ,
მაგრამ არ გვაძლევს საშუალებას, ზუსტად ვთქვათ, რა არის სიცოცხლე . ამ
განცალკევებისთვის უნდა გვქონდეს თვისებების სია, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება
ცოცხალი ორგანიზმების უნიკალური მახასიათებლები.

სიცოცხლის მახასიათებლებია:

1) ორგანიზაცია
2) მეტაბოლიზმი
3) ჰომეოსტაზი
4) ზრდა
5) გამრავლება
6) გაღიზიანებადობა
7) ევოლუცია

და მაინც რა განაპირობებს დედამიწაზე სიცოცხლის უწყვეტობას ?


ჩემი აზრით ამ ყველაფერს განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმების გამრავლების უნარი და
მასთან ხელშემწყობი ბუნებრივი პირობები, ჯანგბადი, საკვები, საცხოვრებელი ადგილი და
სხვა მრავალი.

You might also like