You are on page 1of 19

წარმოებული როგორც ცვლილების სიჩქარე

3.4
სექცია 2.1-ში ჩვენ შემოვიღეთ ცვლილების საშუალო და მყისი სიჩქარის ცნებები. ამ სექციაში
ვისწავლით შემდგომ გამოყენებებს, რომლებშიც წარმოებულით აღიწერება ცვლილებათა სიჩქარეები.
ბუნებრივია ვიფიქროთ სიდიდის ცვლილებაზე დროსთან მიმართებაში, მაგრამ სხვა ცვლადებიც
შეიძლება განიხილებოდეს ამგვარადვე. მაგალითად, ეკონომისტს შეიძლება აინტერესებდეს, როგორ
იცვლება ფოლადის წარმოების ფასი ნადნობის წონასთან მიმართებაში. ან ინჟინერს აინტერესებდეს
გენერატორით მიღბული სიმძლავრის ცვლილება ტემპერატურის ცვლილებასთან მიმართებაში.

ცვლილების მყისი სიჩქარე

თუ ჩვენ ( f ( x  h)  f ( x)) h გაყოფილ სხვაობას წარმოვიდგენთ, როგორც f -ის ცვლილების


სიჩქარეს x -დან x  h -მდე ინტერვალზე, მაშინ ამ გამოსახულების ზღვარი როცა h  0
შეგვიძლია ჩავთვალოთ სიჩქარედ, რომლითაც f იცვლება x წერტილში.

განსაზღვრება . x -ის მიმართ f ფუნქციის ცვლილების მყისი სიჩქარე x0 წერტილში


წარმოადგენს
f ( x0  h)  f ( x0 )
f ( x0 )  lim
h 0 h
წარმოებულს, თუკი ის არსებობს.

მაშასადამე, მყისი სიჩქარე წარმოადგენს საშუალო სიჩქარის ზღვარს. მიღებულია გამოვიყენოთ


სიტყვა "მყისი" მაშინაც კი, როცა x დროს არ წარმოადგენს. ხშირად ამ სიტყვას გამოვტოვებთ
კიდეც. როცა ვიტყვით ცვლილების სიჩქარეს, ვგულისხმობთ ცვლილების მყის სიჩქარეს.

მაგალითი 1. წრის ფართობი A მის დიამეტრთან დაკავშირებულია ფორმულით



A D2 .
4
როგორია დიამეტრის მიმართ ფართობის ცვლილების სიჩქარე, როცა დიამეტრია 10 მ?
ამოხსნა. დიამეტრის მიმართ ფართობის ცვლილების სიჩქარე არის
dA  D
  2D  .
dD 4 2
როცა D  10 მ, სიჩქარე იქნება ( 2) 10  5  15.71 მ 2 /მ .

მოძრაობა წრფის გასწვრივ: გადაადგილება, სიჩქარე, სიჩქარის სიდიდე, აჩქარება და ბიძგი


ვთქვათ ობიექტი გადაადგილდება საკოორდინატო წრფის ( s -ღერძის) გასწვრივ და ჩვენ ვიცით
t მომენტში:
მისი პოზიცია (მდებარეობა) დროის s  f (t ) .
ობიექტის გადაადგილების სიდიდე t -დან t   t -მდე დროის ინტერვალში არის (ფიგ. 3.14)

286
ფიგურა 3.14 საკოორდინატო წრფის გა-
სწვრივ მოძრავი სხეულის პოზიციები დროის
t მომენტში და მოგვიანებით t  t მომენტში.
საკოორდინატო წრფე ჰორიზონტალურია.

 s  f (t  t )  f (t ) , ხოლო დროის ამ შუალედში საშუალო სიჩქარეა


gadaadgileba  s f (t  t )  f (t )
vsaS.    .
daxarjuli dro t f (t )

ზუსტად t მომენტში სხეულის მყისი სიჩქარის გასაგებად უნდა გამოვთვალოთ საშულო სიჩქარის
ზღვარი, როცა  t ნაზრდი მიისწრაფვის ნულისკენ. ეს ზღვარი f -ის წარმოებულია t ცვლადით.

განსაზღვრება. სიჩქარე (მყისი სიჩქარე) წარმოადგენს პოზიციის წარმოებულს t


ცვლადით. თუ სხეულის პოზიცია დროის t მომენტში არის s  f (t ) , მაშინ ამ მომენტში
მისი სიჩქარეა
ds f (t  t )  f (t )
v(t )   lim .
dt  t 0 t

გარდა იმის თქმისა, თუ რა სისწრაფით მოძრაობს სხეული ჰორიზონტალური წრფის გასწვრივ


ფიგურა 3.14-ზე, სიჩქარე გვამცნობს მოძრაობის მიმართულებასაც. სიჩქარე ვექტორული სიდიდეა.
თუ ობიექტი გადაადგილდება წინ ( s იზრდება), სიჩქარე დადებითია. თუ ობიექტი გადაადგილდება
უკან ( s მცირდება), სიჩქარე უარყოფითია. თუ საკოორდინატო წრფე ვერტიკალურია, მაშინ სხეული

გადაადგილდება ზევით დადებითი სიჩქარის შემთხვევაში და ქვევით -- თუ სიჩქარე უარყოფითია.


ლურჯი მრუდები ფიგურა 3.15-ზე წარმოგვიდგენენ პოზიციას წრფის გასწვრივ დროის
განმავლობაში; ისინი არ გამოსახავენ გადაადგილების გზას, რომელიც s ღერძის გასწვრივაა.

(ა) s იზრდება: (ბ) s კლებულობს:


დახრილობა დახრილობა
დადებითია და უარყოფითია და
მოძრაობაა ზევით მოძრაობაა ქვევით

ფიგურა 3.15 ვერტიკალური ღერძის გასწვრივ s  f (t ) გადაადგილებისას ds dt :


(ა) დადებითია, თუ s იზრდება; (ბ) უარყოფითია, თუ s კლებულობს

287
თუ ჩვენ ავტომობილით მივდივართ მეგობრის სახლში და სპიდომეტრი უჩვენებს 70 კმ/სთ-ს,
ისეთივე სისწრაფით სახლში დაბრუნებისას (მანძილი სახლამდე მცირდება) სპიდომეტრი კვლავ 70

კმ/სთ-ს გვიჩვენებს, და არა 70 კმ/სთ-ს. სპიდომეტრი ყოველთვის გვიჩვენებს მოძრაობის


სისწრაფეს, რომელიც სიჩქარის სიდიდის ტოლია. სიჩქარის სიდიდე სკალარული სიდიდეა. სიჩქარის
სიდიდე ზომავს სვლის სისწრაფეს მიუხედავად მიმართულებისა.

განსაზღვრება. სიჩქარის სიდიდე ეწოდება სიჩქარის აბსოლუტურ მნიშვნელობას


ds
სიჩქარის სიდიდე = | v(t ) | .
dt

moZr. win
moZr. win
siCqare
mudm.
aCqar. Senel. aCqar.

SeCer.

maqs. siCq.
sidide

aCqar. Senel.
moZr. ukan

ფიგურა 3.16 ჰორიზონტალური წრფის გასწვრივ მოძრავი ნაწილაკის სიჩქარის გრაფიკი

მაგალითი 2. ფიგურა 3.16-ზე ნაჩვენებია ჰორიზონტალური წრფის გასწვრივ მოძრავი ნაწილაკის


v  f (t ) სიჩქარის გრაფიკი (განსხვავებით ფიგურა 3.15-ის გამოსახულებისა, რომელიც პოზიციის
ფუნქციას წარმოგვიდგენს). სიჩქარის ფუნქციის გრაფიკზე არაა მრუდის დახრილობა რომელიც
გვეტყოდა ნაწილაკი მოძრაობს წრფის გასწვრივ (რომელიც ფიგურაზე ნაჩვენები არაა) წინ თუ უკან ,
არამედ უფრო სიჩქარის ნიშნით. ფიგურა 3.16-ზე ვხედავთ, რომ ნაწილაკი მოძრაობს წინ პირველი 3
წამის განმავლობაში (როცა სიჩქარე დადებითია), შემდეგი 2 წამის განმავლობაში მოძრაობს

288
საპირისპირო მიმართულებით (სიჩქარე უარყოფითია), გაჩერებულია 1 წამის განმავლობაში, შემდეგ
1წმ-ს განმავლობაში კვლავ წინ გადაადგილდება. ნაწილაკი აჩქარებულია, როცა მისი დადებითი
სიჩქარე იზრდება პირველი წამის განმავლობაში, მიდის მუდმივი სიჩქარით მომდევნო წამის
განმავლობაში , მესამე წამის განმავლობაში კი სიჩქარე კლებულობს და t  3 წმ-ზე ის მყისიერად
ჩერდება (როცა სიჩქარე ნულია) და იცვლის მოძრაობის მიმართულებას (სიჩქარე უარყოფით
მნიშვნელობებს იღებს). ახლა ნაწილაკი უკანა მიმართულებით მიდის, უმატებს სიჩქარეს ვიდრე t  4
წმ-სთვის არ მიაღწევს უდიდეს მნიშვნელობას საპირისპირო მოძრაობისას. აგრძელებს რა მოძრაობას
უკან, ნაწილაკი იწყებს სიჩქარის შენელებას და ბოლოს t  5 მომენტში ჩერდება (სიჩქარე კვლავ
ნული გახდა). ერთი წამის განმავლობაში ნაწილაკი უძრავადაა, t  6 -ის შემდეგ კი კვლავ წინ
განაგრძობს მოძრაობას აჩქარებულად ბოლო წამის განმავლობაში, როგორც ეს სიჩქარის გრაფიკზეა
ნაჩვენები.
სიჩქარის ცვლების სისწრაფეს სხეულის აჩქარება ეწოდება. აჩქარება ზომავს რამდენად
სწრაფად ზრდის ან კარგავს სხეული სიჩქარეს.
აჩქარების მკვეთრ ცვლილებას ბიძგი ეწოდება. თუ ტრანსპორტი მგზავრობისას ბიძგები
იგრძნობა, ეს ნიშნავს აჩქარების მკვეთრ ცვლილებას და არა აუცილებლად დიდ აჩქარებას.

განსაზღვრება. აჩქარება წარმოადგენს სიჩქარის წარმოებულს დროის მიმართ. თუ


სხეულის პოზიცია t მომენტში არის s  f (t ) , მაშინ სხეულის აჩქარება t მომენტში
არის
dv d 2 s
a (t )   .
dt dt 2
ბიძგი წარმოადგენს აჩქარების წარმოებულს დროის მიმართ:
da d 3 s
j (t )   .
dt dt 3

დედამიწის ზედაპირთან ახლოს ნებისმიერი სხეული ერთი და იგივე მუდმივი აჩქარებით ვარდება .
თავისუფალი ვარდნის შესასწავლად გალილეის ცდებს (იხ. სექცია 2.1) მივყავართ განტოლებაზე
1
s  gt 2 ,
2
სადაც s ვარდნის მანძილია, g კი დედამიწის გრავიტაციით გამოწვეული აჩქარება. ეს ტოლობა
მართებულია ვაკუუმში, სადაც ჰაერის წინააღმდეგობა არაა. ამასთან კარგად მოდელირებს მკვრივი
მძიმე საგნების ვარდნას, როგორიცაა ქვა ან ფოლადის საგანი, მათი ვარდნის პირველი რამდენიმე
წამის განმავლობაში, ვიდრე ჰაერის წინააღმდეგობა მნიშვნელოვანი გახდებოდეს.
g რიცხვი s  1 2 gt 2 ტოლობაში დამოკიდებულია s და t -ს ზომის ერთეულებზე. ინგლისურ

ერთეულებში მიახლოებით g =32 ფტ/წმ2 ("ფუტი წამ კვადრატთან"), ან g =9,8 მ/წმ2 ("მეტრი წამ
კვადრატთან") მეტრულ ერთეულებში. ეს გრავიტაციული მუდმივი დამოკიდებულია დედამიწის
სიმძიმის ცენტრამდე მანძილზე და შედარებით ნაკლებია, მაგალითად, ევერესტის წვერზე.
მუდმივი გრავიტაციული აჩქარებისას ბიძგი ნულის ტოლია:
d
j (g)  0 .
dt
თავისუფალი ვარდნისას სხეული არ განიცდის ბიძგებს.

289
მაგალითი 3. ფიგურა 3.17-ზე ნაჩვენებია t  0 წმ-ზე უძრავ
მდგომარეობაში მყოფი ლითონის მძიმე ბურთულის თავისუფალი
t წმ sმ
ვარდნა.
ა) რამდენ მეტრს გაივლის ბურთულა პირველ ორ წამში?
ბ) განსაზღვრეთ სიჩქარე, სიჩქარის სიდიდე და აჩქარება, როცა
t  2.
ამოხსნა
ა) თავისუფალი ვარდნის მეტრული განტოლებაა s  4,9t 2 .
პირველი 2 წმ-ს განმავლობაში ბურთულის ვარდნაა
s  4,9  (2) 2  19, 6 მ.
ბ) ნებისმიერი t -სათვის სიჩქარე პოზიციის წარმოებულის ტოლია
d
v(t )  s (t )  (4,9t 2 )  9,8t .
dt
ფიგურა 3.17 ბურთულის t =2-ზე სიჩქარეა v(2)  19,6 მ/წმ და იგი ქვევითაა მიმართული ( s

თავისუფალი ვარდნა უძრავი იზრდება) . t =2-ზე სიჩქარის სიდიდეა


მდგომარეობიდან (მაგალითი 3) სიჩქ. სიდიდე= | v(2) | 19,6 მ/წმ .
ნებისმიერი t -სათვის აჩქარებაა წარმოებულის ტოლია
a(t )  v(t )  s(t )  9,8 მ/წმ2 .
t =2-ზე აჩქარებაა 9,8 მ/წმ2 .

მაგალითი 4. დინამიტის აფეთქებამ ზევით აისროლა მძიმე ქვა 160 ფტ/წმ (დაახლოებით 108
მილი/სთ) სიჩქარით (ფიგ. 3.18 ა). t წამის შემდეგ ის არის s  160t 16t 2 ფტ სიმაღლეზე.
ა) რა სიმაღლეს შეიძლება მიაღწიოს ქვამ?
ბ) რისი ტოლია ქვის სიჩქარე და სიჩქარის სიდიდე, როცა ის 256 ფტ სიმაღლეზეა დედამიწის
ზედაპირიდან ზევით ასვლისას? ქვევით მოძრაობისას?
გ) რისი ტოლია ქვის აჩქარება აფეთქების შემდეგ მისი ფრენის t მომენტში?
დ) როდის დაეცემა ქვა მიწაზე?

ამოხსნა
ა) ჩვენ მიერ შერჩეულ კოორდინატთა სისტემაში s ზომავს სიმაღლეს მიწის ზედაპირიდან
სხეულამდე. ასე რომ სიჩქარე დადებითია ქვევიდან ზევით სვლისას და უარყოფითია ქვევითა გზაზე.
იმ მომენტში, როცა ქვა უმაღლეს წერტილს აღწევს, მყისიერი სიჩქარე 0-ია. მაქსიმალური სიმაღლის
მოსაძებნად საკმარისია დავადგინოთ როდისაა v =0 და გამოვთვალოთ s დროის ამ მომენტისათვის.
ქვის გადაადგილების ნებისმიერი t მომენტისათვის მისი სიჩქარეა
ds d
v  (160t  16t 2 )  160  32t ფტ / წმ .
dt dt
სიჩქარე ნულის ტოლია, როცა
160  32t  0 ანუ t  5 წმ.

290
ქვის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან t  5 წმ-ზე არის
smax  s(5)  160  5  16  52  800  400  400 ფტ. (იხ. ფიგურა 3.18 b).

ფიგურა 3.18
(a) ქვის მოძრაობა მაგალით 4-ში;
(b) s და v ფუნქციების გრაფიკები;
s უდიდესია, როცა v=ds/dt=0 .
s -ის გრაფიკი არ წარმოადგენს ქვის გზას,
ის აღწერს სიმაღლეს დროსთან
მიმართებაში. ამ გრაფიკის დახრილობა
ქვის სიჩქარეა, რომელიც წრფითაა
გამოსახული.

ბ) 256 ფტ სიმაღლეზე ქვის სიჩქარის მოსაძებნად ზევითა და ქვევითა გზებზე, პირველ რიგში
ვიპოვოთ t -ს ორი მნიშვნელობა რომლებისთვისაც
s  160t  16t 2  256.
განტოლება ასე გარდავქმნათ
16t 2  160t  256  0, 16(t 2  10t  16)  0
(t  2)(t  8)  0
t =2 წმ, t =8 წმ.
ქვა მიწის ზედაპირიდან 256 ფტ სიმაღლეზეა ასროლიდან 2 წმ , აგრეთვე 8 წმ-ს შემდეგ.

ქვის სიჩქარე დროის ამ მომენტებისათვის არის


v(2)  160  32  2  160  64  96 ფტ / წმ
v(8)  160  32  8  160  256  96 ფტ / წმ .
ამ ორივე მომენტისათვის, სიჩქარის სიდიდეა 96 ფტ / წმ. რადგან v(2)  0 , დროის t =2 წმ
მომენტისათვის ქვა ზევით მოძრაობს ( s იზრდება); ქვა ქვევით მოძრაობს ( s კლებულობს ) t =8 წმ-
ზე, რადგან v(8)  0 .

გ) ასროლიდან მოძრაობის მთელ პერიოდში ქვის აჩქარება მუდმივია


dv d
a  (160  32t )  32 ფტ / წმ2 .
dt dt
აჩქარება ყოველთვის ქვევითაა მიმართული. ზევით მოძრაობისას ის ამცირებს სიჩქარეს, ქვევით
მოძრაობისას კი ზრდის.
დ) ქვა მიწაზე ეცემა დადებითი t დროისათვის, რომლისთვისაც s =0. დავშალოთ მამრავლებად
განტოლება 160t 16t 2  0 . მიიღება 16t (10  t )  0 , რომლის ამონახსნებია t =0 და t =10. აფეთქება
მოხდა t =0 მომენტში და ქვა აისროლა ზევით. 10 წამის შემდეგ ის დაბრუნდა მიწაზე.

291
წარმოებულები ეკონომიკაში

ინჟინრები ტერმინებს "სიჩქარე" და "აჩქარება" იყენებენ მოძრაობის აღმწერი ფუნქციის


წარმოებულების აღსანიშნავად. ეკონომისტებსაც აქვთ თავიანთი ლექსიკონი ცვლილების სიჩქარისა
და წარმოებულისთვის და უწოდებენ მათ მარგინალიებს ( ზღვრულს). წარმოების ოპერაციებში,
პროდუქციის თვითღირებულება c( x) წარმოადგენს პროდუქციის ერთეულთა x რაოდენობის
ფუნქციას. ნაწარმის ზღვრული ღირებულება არის ღირებულების ცვლილების სიჩქარე წარმოების
დონის მიმართ, ანუ dc dx . ვთქვათ c( x) არის დოლარების რაოდენობა, რომელიც საჭიროა ერთი
კვირის განმავლობაში x ტონა ფოლადის წარმოებისათვის. თუ კვირაში დამზადდება x  h ტონა და
ღირებულებათა სხვაობა გაიყოფა h -ზე, მიღებული იქნება ყოველი დამატებითი ტონის
წარმოების საშუალო დანახარჯი:

c ( x  h)  c ( x ) საშუალო დანახარჯი ყოველ დამატებით



h h ტონა ფოლადის წარმოებაზე .

ამ შეფარდების ზღვარი როცა h  0 წარმოადგენს ნამეტი ფოლადის წარმოების ზღვრულ


(მარგინალურ) დანახარჯს კვირაში, როცა მიმდინარე კვირეული წარმოება x ტონაა (ფიგურა 3.19):
dc c ( x  h)  c ( x )
 lim  ზღვრული დანახარჯი ნაწარმზე .
dx h 0 h
ზოგჯერ ნაწარმზე ზღვრული დანახარჯი არამკაცრად განისაზღვრება როგორც ერთი დამატებითი
ერთეულის დამზადებაზე გაწეული ხარჯი:

 c c( x  1)  c( x)
 ,
x 1
რომელიც dc dx სიდიდის მიახლოებითი მნიშვნელობაა x -ზე. ეს მიახლოება მისაღებია, თუ c -ს
გრაფიკის დახრილობა სწრაფად არ იცვლება x -ის სიახლოვეს. მაშინ გაყოფილი სხვაობა ახლოს
იქნება თავის dc dx ზღვართან, რომელიც წარმოადგენს ამაღლებას მხებ წრფემდე, როცა  x  1
(ფიგურა 3.20). მიახლოება კარგ შედეგებს იძლევა როცა x -ის მნიშვნელობა დიდია.

თვითღირებ. დახრილობა=
y (დოლარი) ზღვრული თვითღირებ.

ფიგურა 3.19 პროდუქციის კვირეული


წარმოება: c( x) არის კვირაში x ტონის
წარმოების თვითღირებულება. დამატებითი h
ტონის წარმოების თვითღირებულებაა
c ( x  h)  c ( x )

პროდუქცია (ტონა/ კვირა)

292
ფიგურა 3.20 ზღვრული თვითღირებულება
dc / dx მიახლოებით  x  1 ერთეულით მეტი
ნაწარმის დამზადების ხარჯის ტოლია

ეკონომისტები ჯამური დანახარჯის ფუნქციას ხშირად

c( x)   x 3   x 2   x  

კუბური მრავალწევრის სახით წარმოადგენენ, სადაც  ფიქსირებული დანახარჯია, როგორიცაა


არენდის საფასური, გათბობა, მოწყობილობათა კაპიტალიზაცია და ადმინისტრაციული
დანახარჯები. სხვა შესაკრებები წარმოადგენენ ცვლად დანახარჯებს, როგორებიცაა ნედლეული,
გადასახადები და ხელფასები. ფიქსირებული გადასახადები დამოკიდებული არაა პროდუქციის
ოდენობაზე, მაშინ როდესაც ცვლადი დანახარჯები დამოკიდებულია ნაწარმის რაოდენობაზე.
როგორც წესი, კუბური მრავალწევრი ადექვატურია დანახარჯების აღწერისათვის რეალურური
სიდიდის ინტერვალზე.

მაგალითი 5. ვთქვათ, x რადიატორის დასამზადებლად საჭიროა


c( x)  x3  6 x2  15x

დოლარის დანახარჯი, როცა 8-დან 30-მდე რადიატორი დამზადებულია და x რადიატორის გაყიდვა


იძლევა
r ( x)  x3  3x 2  12 x
დოლარ შემოსავალს. თქვენი საამქრო ამ დროისათვის ამზადებს 10 რადიატორს დღეში.
დაახლოებით რამდენი იქნება დამატებითი დანახარჯი დღეში 1-ით მეტი რადიატორის
დასამზადებლად და სავარაუდოდ როგორი იქნება თქვენი შემოსავლის მატება დღეში 11
რადიატორის გაყიდვით ?
ამოხსნა.

293
დღეში 1-ით მეტი რადიატორის დამზადების ხარჯი , როცა 10 რადიატორი უკვე დამზადებულია,
დაახლოებით არის c(10) :
d 3
c( x)  ( x  6 x2  15 x)  3x2  12 x  15
dx
c(10)  3  100  12  10  15  195 .
დამატებითი ხარჯი შეადგენს დაახლოებით 195 დოლარს. ზღვრული შემოსავალია
d 3
r ( x)  ( x  3x2  12 x)  3x2  6 x  12 .
dx

ზღვრული შემოსავლის ფუნქცია გვიფასებს 1 ზედმეტი ერთეულის გაყიდვით გამოწვეულ


შემოსავლის ზრდას. თუ თქვენ ამჟამად დღეში 10 რადიატორს ყიდით და გაყიდვებს გაზრდით 11
რადიატორამდე დღეში, უნდა მოელოდებოდეთ რომ თქვენი შემოსავალი გაიზრდება დაახლოებით
r (10)  3  100  6  10  12  252
დოლარით.

მაგალითი 6. წარმოდგენა რომ შეგვექმნას ზღვრული განაკვეთების ენაზე, განვიხილოთ


ზღვრული საგადასახადო განაკვეთები. თუ თქვენი ზღვრული განაკვეთი მოგების გადასახადზე არის
28%, თქვენი შემოსავალი კი 1000$-ით იზრდება, თქვენ უნდა მოელოდებოდეთ, რომ მოგიწევთ
დამატებითი 280 დოლარის გადახდა. ეს არ ნიშნავს რომ თქვენ იხდით მთელი თქვენი შემოსავლის
28%-ს გადასახადებში. უბრალოდ ეს ნიშნავს რომ თქვენი შემოსავლების I დონეზე გადასახადების
ზრდის ტემპი T , შემოსავალ I -ს მიმართ არის dT dI  0, 28 . თქვენ გადაიხდით 0,28$-ს ყოველ
დამატებით დოლარზე, რომელსაც გამოიმუშავებთ. რა თქმა უნდა, თუ თქვენ გაცილებით მეტს
გამოიმუშავებთ, თქვენი ზღვრული გადასახადის განაკვეთი გაიზრდება.

მგრძნობელობა ცვლილების მიმართ

როცა x -ის მცირე ცვლილება იწვევს f ( x) ფუნქციის მნიშვნელობის დიდ ცვლილებას, ამბობენ
რომ ფუნქცია სენსიტურია (მგრძნობიარეა) x -ის ცვლილების მიმართ. სენსიტურობის საზომს f ( x )
წარმოებული წარმოადგენს.

მაგალითი 7. გენეტიკური მონაცემები და მგრძნობელობა ცვლილებებზე.

ავსტრიელმა ბერმა გრეგორი იოჰან მენდელმა (1822-1884) , რომელიც აწარმოებდა ცდებს ბარდას
სხვადასხვა ჯიშების შეჯვარებაზე, მოახდინა ჰიბრიდიზაციის პირველი სამეცნიერო ახსნა.

მისმა ჩანაწერებმა აჩვენა, რომ თუ p ( რიცხვი 0-სა და 1-ს შორის) შეესაბამება ბარდას
მარცვლების ზედაპირის სიგლუვით (დომინანტი) განსაზღვრულ გენის სიხშირეს , ხოლო (1- p ) არის
გენის სიხშირე ზედაპირის არაგლუვობაზე, მაშინ მომდევნო თაობაში სიგლუვის წილი იქნება

y  2 p(1  p)  p2  2 p  p2 .

ფიგურა 3.21a-ზე y -ის გრაფიკი p -სთან მიმართებაში უჩვენებს რომ y -ის სიდიდე მცირე p -
ების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე დიდების მიმართ.

294
მართლაც ეს ფაქტი დასტურდება ფიგურა 3.21 b-ზე მოყვანილი წარმოებულის გრაფიკიდან,

რომელიც გვიჩვენებს რომ dy dp ახლოსაა 2-თან, როცა p ახლოსაა 0-თან და ახლოსაა 0-თან,
როცა p ახლოსაა 1-თან. აქედან გენეტიკისთვის გამომდინარეობს რომ კიდევ რამდენიმე გლუვი
გენის შემოტანა პოპულაციაში, რომელშიც დანაოჭებულ ზედაპირიან მარცვლები ბევრია , უფრო
დიდი გავლენა ექნება მომდევნო თაობებისთვის, ვიდრე პოპულაციაში, რომელშიც
გლუვზედაპირიანთა წილი ჭარბობს.

ფიგურა 3.21 (a) y  2 p  p 2 -ს გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს გლუვ ზედაპირიანი მარცვლების


პროპორციას მომდევნო თაობაში. (b) dy dp -ს გრაფიკი (მაგალითი 7).

სავარჯიშოები 3.4

საკოორდინატო წრფის გასწვრივ მოძრაობა.

1--6 სავარჯიშოებში მოცემულია საკოორდინატო წრფის გასწვრივ მოძრავი სხეულის მდებარეობა


s  f (t ) , სადაც s მოცემულია მეტრებში და t - წამებში.
(ა) იპოვეთ სხეულის გადაადგილების სიდიდე და საშუალო სიჩქარე დროის მოცემულ შუალედში.
(ბ) იპოვეთ სხეულის სიჩქარის სიდიდე და აჩქარება ინტერვალის ბოლო წერტილებზე.
(გ) იცვლის თუ არა წერტილი მოძრაობის მიმართულებას და თუ იცვლის, როდის?

1. s  t 2  3t  2, 0t 2 2. s  6t  t 2 , 0t 6

3. s  t 3  3t 2  3t , 0t 3 4. s   t 4 4   t 3  t 2 , 0t 3

25 5 25
5. s   , 1 t  5 6. s  , 4t 0
t2 t t 5

7. მატერიალური წერტილის გადაადგილება. s -ღერძის გასწვრივ მოძრავი სხეულის მდებარეობა


დროის t მომენტში არის s  t 3  6t 2  9t .

295
(ა) იპოვეთ სხეულის აჩქარება იმ მომენტში, როცა სიჩქარე ნულია.
(ბ) იპოვეთ სხეულის სიჩქარის სიდიდე იმ მომენტში, როცა აჩქარება ნულია.
(გ) იპოვეთ სხეულის მიერ გავლილი მანძილი t  0 -დან t  2 მომენტამდე.

8. მატერიალური წერტილის გადაადგილება. t  0 მომენტში ჰორიზონტალური ღერძის გასწვრივ


მოძრავი წერტილის სიჩქარე არის v  t  4t  3.
2

ა) გამოთვალეთ სხეულის აჩქარება იმ მომენტებში, როცა მისი სიჩქარე ნულის ტოლია.

ბ) როდის მოძრაობს სხეული წინ ? უკან?

გ) როდისაა სხეულის სიჩქარე ზრდადი? კლებადი?

თავისუფალი ვარდნა

9. თავისუფალი ვარდნა მარსზე და იუპიტერზე. თავისუფალი ვარდნა მარსის და იუპიტერის


ზედაპირებთან გამოისახება შესაბამისად s  1,86t და s  11, 44t ფორმულით ( s მეტრი, t წამი) . რა
2 2

დრო დასჭირდება უძრავი მდგომარეობიდან თავისუფლად ვარდნილ ქვას 27,8 მ/წმ


(100კმ/სთ)სიჩქარის მისაღწევად მარსზე? იუპიტერზე?

10. ბალისტიკური მოძრაობა მთვარეზე. მთვარის ზედაპირიდან ვერტიკალურად ზევით 24 მ/წმ


(86კმ/სთ) სიჩქარით ასროლილი ქვა, s  24t  0,8t სიმაღლეს აღწევს
2
t წამში.
ა) გამოთვალეთ ქვის სიჩქარე და აჩქარება დროის ამ t მომენტში (ამ შემთხვევაში აჩქარება, მთვარის
გრავიტაციის აჩქარებაა).

ბ) რა დრო დასჭირდება ამ ქვას მაქსიმალური სიმაღლის მისაღწევად?

გ) რა სიმაღლეს მიაღწევს ეს ქვა?

დ) რა დრო დასჭირდება ამ ქვას მაქსიმალური სიმაღლის ნახევრის მისაღწევად?

ე) რამდენად ხანგრძლივად იქნება ეს ქვა მთვარის ზედაპირის გარეთ?

11. g-ს გამოთვლა მცირე ზომის უჰაერო პლანეტაზე. მცირე ზომის უჰაერო პლანეტაზე, მკვლევარებმა
ზამბარიანი სასროლით ვერტიკალურად ზევით ატყორცნეს ბურთულა 15მ/წმ საწყისი სიჩქარით.
რადგან პლანეტის გრავიტაციის აჩქარება g s მ/წმ2-ია, მკვლევარები ელოდებოდნენ, რომ

 2  g t მეტრის სიმაღლეს ბურთი მიაღწევდა


s  15t  1 s
2
t წმ-ის შემდეგ. გატყორცნილმა ბურთმა
მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწია20 წმ-ის შემდეგ. რისი ტოლია g s ?

12. ტყვიის სიჩქარე. მთვარის ზედაპირიდან ვერტიკალურად ზევით გასროლილი 45 კალიბრიანი


ტყვია მიაღწევდა s  832t  2, 6t ფუტს
2
t წმ-ის შემდეგ. იგივე ტყვია დედამიწის ზედაპირიდან
ვერტიკალურად ზემოთ გასროლის შემთხვევაში, თუ ჰაერის წინააღმდეგობას არ გავითვალისწინებთ,
t წმ-ის შემდეგ მიაღწევდა s  832t  16t 2 ფუტს. რა დროის განმავლობაში იქნებოდა ტყვია

296
ზედაპირიდან მოშორებული ორივე შემთხვევაში? რა სიმაღლეებს მიაღწევდა ტყვია ორივე
შემთხვევაში?

13. თავისუფალი ვარდნა პიზას კოშკიდან. პიზის კოშკის სიმაღლეა 179 ფუტი (მიახლოებით 55მ.). თუ
ამ კოშკიდან გალილეი უძრავი მდგომარეობიდან ჩამოაგდებდა ბურთს, მაშინ t წმ-ის შემდეგ ბურთი
ზედაპირიდან s  179  16t ფუტის სიმაღლეზე იქნებოდა.
2

ა) რა იქნებოდა ბურთის სიჩქარე, სიჩქარის სიდიდე და აჩქარება დროის t მომენტში?

ბ) რა დროის შემდეგ დაეცემა ბურთი დედამიწის ზედაპირზე?

გ) რა სიჩქარე ექნებოდა ბურთს ზედაპირზე დავარდნის მომენტში?

14. გალილეის თავისუფალი ვარდნის ფორმულა. თავისუფლად ვარდნილი სხეულის სიჩქარის


ფორმულის მისაღებად გალილეი იყენებდა სხვადასხვა კუთხით დახრილ სიბრტყეზე უძრავი
მდგომარეობიდან დაგორებული ბურთის მოძრაობის სიჩქარეზე დაკვირვებას. გალილეო თანდათან
ზრდიდა სიბრტყის დახრის კუთხეს და მიღებული შედეგების მიხედვით ცდილობდა დაედგინა, თუ
როგორი იქნებოდა ვარდნილი სხეულის მოძრაობის კანონი, როცა სიბრტყე ვერტიკალურ
მდგომარეობას მიიღებდა. ქვემოთ მოყვანილი ნახაზის (a) ნაწილი კარგად გვიჩვენებს
ზემოდთქმულის არსს. გალილეიმ აღმოაჩინა, რომ სიბრტყის დახრის კუთხის სხვადასხვა
მნიშვნელობებისათვის, ბურთის სიჩქარე t წმ მომენტში იყო v  k  t -ს ტოლი. მუდმივი k -ს სიდიდე
დამოკიდებული აღმოჩნდა სიბრტყის დახრის კუთხეზე. ნახაზის (b) ნაწილი ყოველივე ზემოთქმულს
თანამედროვე აღნიშვნებით გვიხსნის და გვეუბნება: გალილეიმ ექსპერიმენტების შედეგად დაადგინა,
რომ მოცემული  კუთხისთვის სიბრტყეზე დაგორებული ბურთის სიჩქარე t წმ-ის შემდეგ იყო
v  9.8  sin    t m
wm

ა. რა ტოლობით გამოისახება თავისუფალი ვარდნის დროს ბურთულის სიჩქარე?

ბ. ნახაზის (a) ნაწილში ნაჩვენებ ექსპერიმენტს თუ თქვენ თვითონ ჩაატარებთ, ექსპერიმენტის


შედეგად აჩქარების როგორი მუდმივი სიდიდე დაფიქსირდება დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს?

მოძრაობის გამოკვლევა გრაფიკულად

297
15. თანმხლებ ფიგურაზე ნაჩვენებია საკოორდინატო წრფის გასწვრივ მოძრავი სხეულის v  ds dt
სიჩქარის გრაფიკი.

(ა) როდის იცვლის სხეული მოძრაობის მიმართულებას?


(ბ) დაახლოებით როდის მოძრაობს სხეული მუდმივი სიჩქარის სიდიდით?
(გ) დახაზეთ სხეულის სიჩქარის სიდიდის გრაფიკი 0  t  10 შუალედზე.
(დ) დახაზეთ აჩქარების გრაფიკი, სადაც განსაზღვრულია.

16. თანმხლები ფიგურის (a) ნაწილი აღწერს P წერტილი მოძრაობას რიცხვით ღერძზე. ფიგურის (b)
ნაწილი გვიჩვენებს P -ს მდებარეობას, როგორც t დროის ფუნქციას.

ა. როდის მოძრაობს P წერტილი მარცხნივ? მარჯვნივ? და როდის არის გაჩერებული?

ბ. ააგეთ წერტილის სიჩქარის და სიჩქარის სიდიდის გრაფიკები მათი განსაზღვრის ინტერვალში.

17. რაკეტის გაშვება. რაკეტის მოდელის გაშვების შემდეგ, მასში არსებული საწვავი რამოდენიმე წამის
განმავლობაში იწვება და ახდენს რაკეტის აჩქარებას მიმართულებით დედამიწის ზედაპირიდან
ზევით. საწვავის მთლიანად დაწვის შემდეგ, რაკეტა ინერციით აგრძელებს მოძრაობას მცირე დროის
მანძილზე და შემდეგ იწყებს ვარდნას. ვარდნის დაწყებიდან ძალიან მალე, მცირე მუხტის მქონე

298
ასაფეთქებელი ნივთიერება ხსნის პარაშუტს და რაკეტა იწყებს დედამიწის ზედაპირისკენ დაშვებას.
პარაშუტი ანელებს რაკეტის ვარდნის სიჩქარეს და იცავს რაკეტას დამსხვრევისაგან.

სიჩქარე (ფტ/წმ)
მოყვანილ ფიგურაზე რაკეტის ფრენის სიჩქარის
მონაცემებია წარმოდგენილი. გამოიყენეთ ეს
მონაცემები და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

ა) რისი ტოლი იყო რაკეტის აღმასვლის სიჩქარე


ძრავის გამორთვის მომენტში?
ბ) რამდენი წამის განმავლობაში იწვოდა საწვავი?
გ) როდის მიაღწია რაკეტამ მაქსიმალურ
სიმაღლეს? რა იყო მაშინ მისი სიჩქარე?

დრო გაშვების შემდეგ (წმ)

დ) როდის გაიხსნა პარაშუტი? რა სისწრაფით ვარდებოდა რაკეტა ამ მომენტში?


ე) პარაშუტის გახსნამდე დროის რა მანძილზე ვარდებოდა რაკეტა?
ვ) რაკეტის აჩქარება როდის იყო ყველაზე დიდი?
ზ) როდის იყო რაკეტის აჩქარება მუდმივი? რისი ტოლი იყო აჩქარების მიახლოებითი მნიშვნელობა
დროის ამ ინტერვალში?

18. თანმხლებ ფიგურაზე ნაჩვენებიაჰორიზონტალურ საკოორდინატო წრფეზე მოძრავი წერტილის


v  f  t  სიჩქარე.

ა) როდის მოძრაობს წერტილი წინ? უკან? როდის იზრდება და მცირდება მისი სიჩქარეები?
ბ) როდისაა წერტილის აჩქარება დადებითი? უარყოფითი? ნულის ტოლი?
გ) როდის მოძრაობს წერტილი უდიდესი სიჩქარით?
დ) დროის რომელი მონაკვეთში არის წერტილი უფრო დიდი ხნით უძრავ მდგომარეობაში, გარდა
მისი უძრაობის მყისი მნიშვნელობისა.

299
19. ორი ვარდნილი ბურთულა

ზესწრაფი იმპულსური ფოტოგრაფირებით


შესრულებული სურათი გვიჩვენებს უძრავი
მდგომარეობიდან ვარდბნილი ორი ბურთულის
მოძრაობას. ვერტიკალური საზომი ხაზები
მარკირებულია სანტიმეტრებში. გამოიყენეთ
2
თავისუფალი ვარდნის განტოლება s=490t
( s მოცემულია სანტიმეტრებში, t წმ-ში) და უპასუხეთ
შემდეგ კითხვებს:

ა) რა დრო დასჭირდათ ბურთულებს პირველი160 სმ-ის


ვარდნისათვის? რამდენი იყო მათი საშუალო სიჩქარე ამ
პერიოდის მანძილზე?

ბ) რა სიჩქარით ვარდებოდა ბურთულები, როცა მათ


160 სმ–ის აღმნიშვნელ ნიშნულს მიაღწიეს? რამდენი
იყო მათი აჩქარება ამ მომენტში?

გ) დაახლოებით რამდენი იყო ფოტოგადაღების


სიჩქარე? (გადაღების რაოდენობა ერთ წამში).

20. ავტომზიდის გადაადგილება. გრაფიკი


გვიჩვენებს გზატკეცილზე ავტომზიდის s
მდგომარეობას. ავტომზიდი მოძრაობას
იწყებს t=0 მომენტში და ბრუნდება 15სთ-ის
s (კმ)

მერე, ანუ, როცა t=15.


ა) გამოიყენეთ სექცია 3.2-ის მაგალითში 3-ში
აღწერილი მეთოდიკა და ააგეთ ავტომზიდის
v  ds dt , 0  t  15 ვექტორული სიჩქარის
გრაფიკი . შემდეგ მიღებული გრაფიკის
დახმარებით გაიმეორეთ იგივე პროცესი და
ააგეთ ავტომზიდის dv dt აჩქარების გრაფიკი.
2
ბ) ვთქვათ, s=15t  t . ააგეთ ds dt და d 2s dt
2 3

გრაფიკები და შეადარეთ (ა) ნაწილში მიღებულ


გრაფიკებს.

დახარჯული დრო (სთ)

300
21. მოყვანილი ნახაზი გვიჩვენებს
საკოორდინატო წრფის გასწვრივ მოძრავი
სხეულის s მდებარეობის, v  ds dt
2
სიჩქარის და a  d 2s dt აჩქარების
გრაფიკებს, როგორც დროის ფუნქციებს.
რომელი რომლის გრაფიკია? თქვენი
პასუხები დაასაბუთეთ.

22. ქვემოთ მოყვანილი ნახაზი


გვიჩვენებს საკოორდინატო წრფის
გასწვრივ მოძრავი სხეულის პოზიციის,
სიჩქარის და აჩქარების გრაფიკებს,
როგორც t დროის ფუნქციებს. რომელი
რომლის გრაფიკია? თქვენი პასუხები
დაასაბუთეთ.

ეკონომიკა

23. ზღვრული თვითღირებულება. დავუშვათ, რომ x რაოდენობის სარეცხი მანქანების წარმოებისთვის


საჭირო დანახარჯია c  x  =2000+100x  0,1x დოლარი.
2

ა) გაიგეთ პირველი 100 სარეცხი მანქანის წარმოებისას, ერთ მანქანის საშუალო თვითღირებულება.

ბ) გაიგეთ 100 სარეცხი მანქანის წარმოების ზღვრული თვითღირებულება.

გ) პირდაპირი ანგარიშით დაადგინეთ კიდევ ერთი სარეცხი მანქანის (101-ე) წარმოებისათვის საჭირო
დანახარჯი და მისი გამოყენებით აჩვენეთ, რომ 100 სარეცხი მანქანის წარმოებისათვის საჭირო
ზღვრული დანახარჯი დაახლოებით იმ თანხის ტოლია, რაც საჭიროა 100 მანქანის წარმოების შემდეგ
კიდევ ერთი დამატებითი მანქანის გამოსაშვებად.

301
24. ზღვრული შემოსავალი. დავუშვათ, რომ x რაოდენობის სარეცხი მანქანის გაყიდვით მიღებული
 1
შემოსავალი დოლარებში არის r  x  =20000 1   .
 x
ა) გაიგეთ ზღვრული შემოსავალი 100 სარეცხი მანქანის წარმოების შემდეგ.

ბ) გამოიყენეთ r ( x) ფუნქცია, რომ შეაფასოთ შემოსავლის ზრდა. თუ კვირაში 100 სარეცხი მანქანის
ნაცვლად 101 სარცხი მანქანა დამზადდება.

გ) მოძებნეთ r ( x) -ის ზღვარი, როცა x   . რა შეფასებას მისცემთ მიღებულ შედეგს?

წარმოებულის სხვადასხვა გამოყენება

25. ბაქტერიების პოპულაცია. როდესაც სადეზინფექციო ნივთიერება ჩაამატეს ბაქტერიების


გამოსაზრდელ მკვებავ ბულიონში, ბაქტერიების რაოდენობის ზრდა გრძელდებოდა გარკვეული
დროის მანძილზე, მაგრამ შემდგომში ბაქტერიების რაოდენობის ზრდა შეჩერდა და პირიქით, დაიწყო
შემცირება. ბაქტერიების რაოდენობა დროის t მომენტისათვის (საათებში) იყო b=106  104 t  103 t 2 .
გაიგეთ სიჩქარის სიდიდე როცა:
ა) t =0 სთ. ბ) t =5 სთ. გ) t =10 სთ.

26. სითხის გადინება ავზიდან. ავზიდან წყლის გადინების დაწყებიდან t წუთის შემდეგ, მასში
Q  t  =200  30  t  გალონის ტოლია. რა სიჩქარით გამოედინება
2
დარჩენილი წყლის რაოდენობა
ავზიდან წყალი 10 წთ-ის გასვლის შემდეგ? რა საშუალო სიჩქარით გამოედინება წყალი ავზიდან
პირველი 10 წთ-ის მანძილზე?

T 27. სითხის გადინება ავზიდან. სითხის საცავი ავზის ძირში არსებული სარქველის გახსნის შემდეფგ,
ავზი 12 სთ-ში იცლება. ავზში სითხის დონე, სარქველის გახსნიდან t საათის შემდეგ მოცემულია
2
 t 
ფორმულით: y =6 1   m .
 12 
ა) მოძებნეთ ავზიდან სითხის გადინების dy dt სიჩქარის სიდიდე t მომენტისათვის.

ბ) როდისაა ავზში სითხის დონის დაცემა ყველაზე სწრაფი? ყველაზე ნელი? დროის ამ მომენტებში რა
სიდიდისაა dy dt ?

გ) ერთად ააგეთ y -ისა და dy dt -ს გრაფიკები და იმსჯელეთ y -ის დამოკიდებულებაზე dy dt -ს


ნიშანზე და სიდიდეზე.

4 3
28. აეროსტატის გაბერვა. სფერული ბურთის v=  r მოცულობა იცვლება r რადიუსის ცვლილებით.
3
ა) რა სიჩქარით (ფტ3/ფტ) იცვლება სფეროს მოცულობა რადიუსთან მიმართებაში, როცა r =2 ფტ ?

ბ) დაახლოებით რამდენად იზრდება სფეროს მოცულობა, როცა რადიუსი იცვლება 2-დან 2,2 ფტ-მდე?

302
29. თვითმფრინავის აფრენა. დავუშვათ, რომ ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავის ასაფრენად საჭირო
გასარბენი მანძილი მოცემულია D  (10 9) t ფორმულით, სადაც D , იზომება მეტრებში გარბენის
2

დაწყების წერტილიდან და t ითვლება წამებში მუხრუჭების განთავისუფლების მომენტიდან.


თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს წყდება, როცა მისი სიჩქარე 200კმ./სთ-ს აღწევს. რა დრო დასჭირდება
თვითმფრინავს, რომ მოწყდეს ასაფრენი ზოლის ზედაპირს და რა მანძილს გაირბენს ის ამ დროში.

30. ვულკანური ლავა. 1959 წლის ნოემბერში, ჰავაის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის ერთ-ერთ
მომენტში ლავა ჰაერში ამ ვულკანისათვის რეკორდულ 1900 ფუტის სიმაღლეზე ამოიტყორცნა. რისი
ტოლი იყო ამოფრქვევის სიჩქარე კრატერის ძირში? გამოსახეთ სიჩქარე, როგირც მ/წმ-ში, ასევე კმ/სთ-
ში. (მინიშნება: თუ ლავას ერთი ფრაგმენტის საწყისი სიჩქარე არის v 0 , მისი სიმაღლე t წამის შემდეგ
იქნება s=  v t 16t  . დაიწყეთ დროის იმ მომენტის მოძებნით, როცა
0
2
ds dt=0, ჰაერის წინაღობა არ
გაითვალისწინოთ).

მოძრაობის ანალიზი გრაფიკების საშუალებით

T 31-34 სავარჯიშოებში მოცემულია s ღერძის გასწვრივ მოძრავი სხეულის მდებარეობის s  f  t 

დროითი ფუნქციები. ააგეთ s  f  t  გრაფიკი და მასთან ერთად სიჩქარის ფუნქციის

v  t   ds dt  f   t  და აჩქარების ფუნქციის a  t  = d 2s dt 2  f   t  გრაფიკები. იმსჯელეთ v -ს და


a -ს ნიშნებისა და სიდიდეების მიმართ სხეულის მოძრაობის დამოკიდებულებაზე და უპასუხეთ
შემდეგ კითხვებს:

ა) დროის რა მომენტშია სხეული მყისიერად უძრავ მდგომარეობაში?

ბ) როდის მოძრაობს სხეული მარცხნივ (ქვემოთ), ან მარჯვნივ (ზემოთ)?

გ) როდის იცვლის სხეული მოძრაობის მიმართულებას?

დ) როდის მოძრაობს სხეული აჩქარებულად? და შენელებულად?

ე) როდისაა სხეულის მოძრაობის სიჩქარე უდიდესი? უმცირესი?

ვ) დროის რა მომენტშია სხეული ყველაზე შორს ათვლის სათავიდან?

31. s  200t  16t , 0  t  12,5 (მძიმე სხეული, რომელიც გასროლილია დედამიწის ზედაპირის
2

ზედაპირიდან ვერტიკალურად ზემოთ - 200 ფტ/წმ-ის სიჩქარით).

32. s  t  3t  2, 0t 5 33. s  t  6t  7t , 0t 4


2 3 2

34. s  4  7t  6t  t , 0t 4
2 3

303
304

You might also like